სხვისი არჩეული საქმრო (თავი 11)
რაღაც მახსენდება თითქოს და ირაკლის ვიშორებ, საკმაოდ ძლიერად ვწევ და ვთხოვ, არ მომიახლოვდეს. გაშტერებული მიყურებს, მაკვირდება და ვერ ხვდება, რა მემართება, მაგრამ რა გასაკვირია, თავადაც არ მესმის. ვგრძნობ, რომ არანაირი სურვილი არ მაქვს, თავიდან შევცურო ვნებათა ტალღებში, მეშინია იმ ქარიშხლის, რომელშიც უწინ მოვყევი. ჩემთვის ყოველგვარი შეხება უდიდეს გრძნობებთან ასოცირდება, რაც არ უნდა ვეცადო, ე. წ თავისუფალი გოგო ვიყო, არ შემიძლია. მავანი და მავანი მამრი შესაძლოა, წვებოდეს ყველა გოგოსთან, ვინც მასში ოდნავ სიმპათიას აღძრავს, თუმცა ეს ჩემთვის სრულიად გაუგებარია. ვხედავ ირაკლის, მამაკაცს, რომელთანაც ვგრძნობ საოცარ ქიმიას, მეტიც, შესაძლოა მიყვარს კიდეც, მაგრამ მის შეთავაზებას ვერ დღეს, ვერც ხვალ და ალბათ კივდე ძალიან დიდ ხანს ვერ მივიღებ. ერთხელ უკვე დამემსხვრა რეალობის ილუზიური ნასახი, ახლა კი ამისთვის არ ვარ მზად. მეორე მე მეუბნება, ალბათ გეშინია ინტერესი არ გაქრეს თქვენს შორის და ამიტომ ცდილობ ერთი შეუღწევდი ფენა მაინც დატოვოო, მე ვუარობ, თუმცა შესაძლოა ასეცაა. -ირაკლი, ეს ყველაფერი ლამაზია, თუმცა მე არ შემიძლია. -შენ არასდროს... - უხერხულ კითხვას ვერ ამთავრებს, თუმცა ვხვდები, რისი თქმაც უნდოდა. -ახლა არ შემიძლია ამ თემაზე საუბარი - მოკლედ ვუჭრი და მზერას ვარიდებ. -ჩამოვსხდეთ, დამშვიდდი - მხარზე ხელს მადებს და თვალებში მიყურებს. -ირაკლი, არაფრის მოყოლას არ ვაპირებ, ახლა მაინც ... უბრალოდ მინდა, თავი დამანებო.. -კარგი, სახლში წაგიყვან - მეუბნება და მანქანისკენნ მივდივართ. ათრთოლებული ვჯდები და გზას ვუყურებ, თითქოს პატარა გოგონა ვარ, რომელიც დედას დაეკარგა.. რეალურად მართლაც დაკარგული ვარ, დაკარგული საკუთარ გრძნობებსა და ცხოვრებაში. კარგი იქნებოდა, მეტად გავრკვეულიყავი რეალობის ტკბილ და მწარე მხარეებს შორის... მაგრამ რა ვქნა - ვცდილობ, მაგრამ მიჭირს. -მოვედით , ლენ - ირაკლის სიტყვები მაბრუნებს რეალობას. -ჰო, მოვედით... უნდა დავაწყო აზრები... - მანქანიდან გადავდივარ . -როგორც გინდა... იმედია, ხვალ საღამომდე დააწყობ. -მეც ეგ მინდა - მეღიმება, ვემშვიდობებით და ვშორდებით. ფეხით ავუყვები კიბეებს და ისევ ვფიქრობ.. მახსენდება ჩემი თეორია „ყველა კაცი ერთნაირია“, მაგრამ ამასთან დაბრუნებაც არ მსურს.. მაგრამ არც მეორეჯერ მინდა იმავე მდინარეში შესვლა.. იქნებ კაცთა სამყარო საჩემო არაა ? განა კარგი არაა მარტო და მშვიდად ყოფნა ? განა ლიტერატურასთან ინტიმი იმაზე სასიამოვნო არაა, ვიდრე რეალურ მამაკაცთან ? ან თუნდაც ვარჯიშს განა მეტი ოდენობით ენდოფირმის გამოყოფა არ ძალუძს ? თანაც სრულიად უსასყიდლოდ, ყოველივე მსხვერპლშეწირვის გარეშე. რეალური მამაკაცები ხომ ყოველთვის რაღაცას ელიან ჩვენგან, არიქა, ე. წ სუსტი სქესი ხართ და ფიანდაზად მოგვევლინეთო.. მაგრამ იქნებ ირაკლი არაა ისეთი ? იქნებ უნდა მეცადა ? - ვცდილობ საპირისპირო მხარეს გადასვლა, თუმცა იოლად ვერც ეს მეჩვენება - მათ, მამრებს, ჩვენი სხეული იმდენად აინტერესებთ, სულ ავიწყდეთ სული რომ გვაქვს. ქაოსში მეძინება, თუმცა ესეც არ მცალდება.. შუა ძილში ყვირილით ვხტები საწოლიდან, ტანსაცმელს ვიხდი და საშხაპეში შევდივარ.. ტანს ვიხეხ და მხოლოდ ოთახში გასვლისას მახსენდება, რომ ეს მხოლოდ სიზმარში მოხდა.. მხოლოდ სიზმარში მლოკავდა ძაღლი სახეზე, მკერდს მიდორბლავდა, შემდეგ კი მისი სახის მაგივრად ბაჩო ჩნდებოდა.. -ჯანდაბა ! მგონი, შევიშალე - სარკეში ვიხედები და ვამოწმებ, ისევ ის ვარ თუ არა, შემდეგ კი საკუთარ თავზე უბრალოდ მეცინება. *** დილას თავად ვურეკავ ირაკლის, შეხვერდას მარჯანიშვილის downtown - ში ვუნიშნავ და დროსაც თავად ვარჩევ. 5 საათი შესანიშნავია, თან ამ დროს ყველაზე მეტად მინდება კოფეინი. -დღეს მე გპატიჟებ - ორ ცალ ორმაგ ამერიკანოს ვუკვეთ, ისიც არ მეწინააღმდეგება; როგორც ჩანს, უკვე გაიცნო ჩემი პრინციპული ხასიათი. -დაწყვე ? - მეკითხება ინტერესით. -საშინელი სიზმარი ვნახე.. როგორც ჩანს, ვნებებში მოგზაურობა ტრამვად დამრჩა.. - შემდეგ ვუყვები როგორ შემიყვარდა ბაჩო, როგორ სასიამოვნო დროს ვატარებდი მასთან და საბოლოოდ, როგორ გამოიყენა ეს ყველაფერი, როგორ გაჰკიოდა ჩემი ფანჯრის წინ იმას, რაც ჩვენი პირადი ურთიერთობის ნაწილი და მხოლოდ ჩვენი საქმე იყო. -ახლა გასაგებია - ჩაფიქრების შემდეგ ამბობ და ჩემს ხელებს იჭერს, უყურებს, თითქოს ცდილობს, მეტი გაიგოს. -ახლა არ თქვა, ხელები ყველაფერს ამბობენო ან რამე მსგავსი - ვეუბნები, ხელებს ვართმევ და ყავას ვსვავ. -ჰო, ალბათ ვიჩქარე კიდეც.. -ირაკლი, ანუ ალბათ, ჰო ? -რა იყო ... -იცი, რა ? თქვენ, მამაკაცებს, იმდენად გაბრმავებთ ვნების სიტკოება ქალის სულს საერთოდ ვერ ამჩნევთ.. -ასე არაა.. -ასეა, ირაკლი... ვერ ამჩნევთ ! იცი, ხშირად მიოცნებია, უსხეულო ვყოფილიყავი, შორს მდგარი ყოველგვარი მატერიისგან... მე წრფელი სიყვარულის მწამს და არა ... - აღარ ვაგრძელებ, ვხვდები, რომ აზრი არ აქვს.. -ლენ.. მე შენ შემიყვარდი... -შენ ისიც კი არ იცოდი, მე რას ვგრძნობდი და საერთოდ ჯერ მეც არ ვარ ჩამოყალიბებული.. თუმცა, მიუხედავად ამისა, უკვე საწოლისკენ მითრევდი.. რითი გაამართლებ, ქალები ხართ მაცდურებიო ? მამაკაცს სახე ელეწება, თავს შეურაცყოფილად გრძნობს.. ვერაფერს ამბობს, წარმოდგენა არ აქვს, რა თქვას... მე კი ვრწმუნდები, რომ ისიც ყველასნაირია.. ელემენტალური მოთმინების უნარი არ გააჩნია. „ეჰ, რა კარგი იქნებოდა ადამიანებს ესმოდეთ, რაოდენ ტკბილია იმ შორეულ ვაშლზე ფიქრი, რომელიც მეზობლის ხის კენწეროდან დაგვყურებს..“ - ვფიქრობ, ანგარიშს ვითხოვ და მაგიდიდან ვდგები. იქაურობას უჩუმრად ვტოვებ... ირაკლისაც ვტოვებ, ვტოვებ და ვხვდები, რომ არც ერთი მამაკაცი არაა ჩემთვის შექმნილი, ხოლოდ არც ერთისთვის არ ვარ მე.. ბოლომდე ვერც ერთი შეძლებს გამიგოს.. აი, ირაკლისაც ხომ შეეშინდა, ხმა ვერ ამოიღო, მეტიც, ალბათ მე მადანაშალებს, რა ქაჯი გოგოაო... *** დედაჩემს დიდი ხვეწნის შემდეგ ბარათიდან ცოტა ფულს ვუხსნი, რითაც შემიძლია ერთი კვირა მოვწყდე აქაურობას, დავფიქრდე და დავისვენო. იმ დღესვე წიგნების სიას ვადგენ, ვყიდულობ, შემდეგ კი ავტოსადგურზე სამარშრუტოში ვჯდები და სვანეთისკენ მივდივარ. ერთი პატარა ქოხის მსგავსი ვიქირავე 5 დღით და იმედი მაქვს, ქალაქის ხმაურს ასე მაინც დავაღწევ თავს. არავისთვის მითქვამს ზუსტი მისამართი, არ მინდა ვინმემ მყუდროება დამირღვიოს.. ვბინავდები.. აქაურობა ძალიან მომწონს.. თოვლის ფანტელთა ცვენა ცხოვრებაზე კიდევ უფრო ღრმად მაფიქრებს და მარტოობაც უფრო მიყვარდება; ნებისმიერმა საყვარელმა ადამიანმა ხომ შესაძლოა თანაცხოვრებისას ისეთი თვისებები გამოავლინოს, თავი შეგაზიზღროს, მარტოს კი ეს არ მემუქრება. თითქოს ყველაფერი მშვენივრადაა. არც ინტერნეტი მაქვს და ტელეფონით გამორთული მაქვს. დღისით ვსეირნობ, ხეებს თოვლის გუნდებს ვესვრი, დავრბივარ და ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობ სიცივის სასიამოვნო შეხებას... საღამოს რაიმე ცხელ სასმელს ვიმზადებ და კითხვას ვიწყებ, როცა ვიღლები ფილმს ვუყურებ, შემდეგ კი ისე მშვიდად მეძინება, როგორც არასდროს. *** ვდგები ჩემი პატარა საწოლიდან, თავს ვიწესრიგებ და გამამხნევებელ ვარჯიშებს ვაკეთებ; შემდეგ მსუბუქად ვსაუზმობ თოვლის ფონზე ე. წ სალომეს ნაჩუქარი სვანური კარტოფილით.. კარგით ხუმრობა იქით იყოს და მართლაც საოცრებაა, უბრალოდ მოხარშული ან ელემენტარულად გაკეთებული პიურეც ცოტა ყველისა და სუნელის დამატება და ეგაა.. ვხვდები, რომ ქვეყანა რომ დაიქცეს, კარტოფილით კარგად გავიტან თავს. სასეირნედ გავდივარ.. რა ლამაზია აქაურობა ! წუხელის უთოვია ! მეღიმება... მიხარია, რომ ასეთი გადაწყვეტილება მივიღე. არ მინდა, დასრულდეს ეს მშვენიერი დღეები. მეხუთე დღეს აღელვებული ვბრუნდები ქოხში. საკმაო ხანს გამომივიდა სეირნობა და ყინვა ძვალრბილში მატანს. კარებთან მივდივარ, გასაღებს ვიღებ და ის - ისაა უნდა გავაღო, უკნიდან შეხებას ვგრძნობ, ვხტები და თავს ძალას ვატან, რომ არ ვიყვირო; -აქ რა გინდა ? -ხომ გითხარი იქ ვარ, სადაც შენ.. -მირღვევ გარემოს... -რამდენ ხანს იყავი, გეყოფა - ეღიმება. -არ მეყოფა. -ლენ, თუ ვიღაც *ირებმა თუ ოდისმე გული გატკინეს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა კაცი ერთნაირია.. შესაძლოა, კი არადა ვიჩქარე, ვაღიარებ და მაპატიე ! -პატიებას მაშინ თხოვენ, როცა კინოში თავზე ფეხს ადგამენ - ვეუბნები, ის კი ლამისაა ჩაბჟირდეს სიცილისაგან. ვიწყალებ, ქოხში შემყავს და ცივ წყალს ვთავაზობ. -რამე არ გაქვს ? მშია - ძაღლისმაგვარი საყვარელი თვალებით მიყურებს. -მგონი, შენ მოდიხარ დედაქალაქიდან და არა - მე.. -შენ რომ გშიოდეს, მე ასე დაგიწყებდი თეორიას ? -ჰო, კაი - უბრალოდ გაკეთებული პიურე გამომაქვს, რამდენიმე ნაჭერი ყველი, სუნელი და წვენი, სალფეთქებსაც ვაყოლებ და მოშორებით ვჯდები. -შენ არ შეჭამ ? -არ მშია, იმედია, მოგეწონება. -დარწმუნებული ვარ ! - მიღიმის ჩვეულად, მომხიბლავად .. ცოტა ხნის შემდეგ აფასებს კიდეც ჩემს ნახელავს - ძალიან გემრიელია ! - პირს იწმენდს და ფეხზე დგება. ჩემს წინ წამზე ნაკლებში ჩნდება და გულს მიკრავს. მისი სითბო გადმოდის, მის მკლავებში საოცარი თავისუფლება იგრძნობა.. არ მინდა, გამიშვას, უბრალოდ ასე მინდა ყოფნა... -„რატომ გამირბიხარ... რატო მემალები“ - ღადაობით იწყებს ამის სიმღერას, შემდეგ ჩერდება, თვალებში მიყურებს და ცდილობს, რაიმე ამოიკითხოს. -რა იყო ? - გაშტერებული ვუყურებ, ის კი ცალ მუხლზე იხრება, ჯიბეში ხელს იყოფს. მე ვკრთები. მინდა, სადმე გავიქცე.. „ნუთუ, ეს ისაა, რაც მე მგონია ?“ ერთ ადგილზე ვშეშდები. ____ ესეც შემდეგი.. მალე დავასრულებ კიდეც.. გამიზიარეთ მოლოდინებიი.. რას ელით, რა იქნება.. მიყვარხართ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.