შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიძულვილიდან სიყვარულამდე ბევრია (თავი 8)


1-12-2018, 00:45
ავტორი თათი
ნანახია 1 740

ყოველთვის, როდესაც მიდის, ან მე მივდივარ მისგან და ზურგს ვაქცევთ ერთმანეთს, გული მტკივა, არვიცი რატომ, მაგრამ მგონია ჩემს რაღაც ნაწილს, ჩემივე ნებით, თან ვატან, როდესაც ჩემთან მოდის და მიყურებს ამ, რაღაც ნაწილს, თითქოს უკან მიბრუნებს და უეცრად კარგად ვხდები. ასე მეორდება ყოველ ჩვენს შეხვედრაზე და განშორებაზე. ნუთუ ასეთია სიყვარული? ან საერთოდ თუა სიყვარული?! ნუთუ ის მტანჯავს? მტანჯავს, მაგრამ ამავდროულად ახერხებს გამაბედნიეროს, ალბათ, ასეა.


ჩემი ტკბილი სახლი, როგორ მომნატრებია. სახლში მისულს ყველასგან და ყველაფრისგან
განსხვავებული სურნელი მელამუნა პირი_სახეზე. ეს იყო ბედნიერების, სიყვარულის, სიამაყის სურნელი. ეს სახლი ჩემი პირველი მიღწევაა ცხოვრებაში. მას დიდხანს ვეძებდი, მინდოდა ისეთი ყოფილიყო, როგორზეც ბავშვობიდან ვოცნებობდი. მე მას მივაგენი და ხელებით მჭიდროდ ჩავებღაუჭე, დღემდე ყოველთვიურად ვიხდი ქირას, ვიხდი ჩემი შრომის ნაყოფისგან, ეს პირველი ვალდებულებაა ჩემს ცხოვრებაში. სხვაზე აღარ ვარ დამოკიდებული, არასდროს არავისთვის მითხოვია დახმარება, ჩემით გადავწყვიტე, ჩემით ავირჩიე გზა, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე უნდა გავყვე, ჩემით ვცდილობ მივაღწიო ყველაფერს. ჯერჯერობით ამას ვახერხებ, ვნახოთ რა იქნება მომავალში. ვფიქრობ, მთავარია მიზანი, იმის ცოდნა თუ რა გინდა ამ ცხოვრებისგან და რა უნდა ცხოვრებას შენგან. ესაა ადამიანის წარმატების უპირველესი განმსაზღვრელი. მე ასე ვფიქრობ, ასე ვცხოვრობ, ყველას ჩვენი ინდივიდუალური აზრი გვაქვს და ყოველ მათგანში იმალება რაღაც სიბრძნე. შეიძლება იფიქროთ, რას ბოდავს ეს თვითკმაყოფილი ადამიანიო, თუ მართლა ასე გაიფიქრე, მკითხველო, არ მეწყინება, ალბათ, მართალიც ხარ.



რამდენიმე საათი სახლში დავყავი, ვიბანავე, ცოტა წავიხემსე, ჩემი საყვარელი სერიალის ერთ სერიას ვუყურე და გამზადება დავიწყე. 3 საათი ხდებოდა სახლიდან, რომ გამოვედი. ტელეფონი ამოვიღე ჩანთიდან და რატის სიურპრიზთან დავრეკე. შევთანხმდით, რომ დარბაზის შენობასთან შევხვდებოდით და ერთად ჩავიდოდით. შემდეგ ლალისთან გადავრეკე და ახალი ამბავი ვახარე, ისიც დიდი სიამოვნებით დამთანხმდა.
ნახევარ საათში უკვე დანიშნულების ადგილას ვიყავი, რატის სირპრიზი იქ მელოდებოდა, ერთმანეთს მივესალმეთ და დარბაზისკენ წავედით.
_ლალი მას, მოვედით.
_მოდი ჩემო გოგო!_დარბაზში შევედი და ლალის ჩავეხუტე. ყველანი დარბაზში იყვნენ უკვე.
_ესეიგი ბავშვებო, დღეიდან ჩვენს გუნდს, როგორც ლილემ მითხრა, კიდევ ერთი განსაკუთრებული მოცეკვავე შეემატება. შემოდი ლაშა._დაუძახა და ლაშაც რამდენიმე წამში ჩემს გვერდით დადგა. _მოკლედ, კიდევ ერთი ამბავი მაქვს თქვენთვის. დღეიდან დაგაკვირდებით ყველას და 1 კვირაში გადავწყვეტ რომელ გოგოს და ბიჭს ვაცეკვო ქართული. ვიცი, რომ ყველანი კარგი მოცეკვავეები ხართ, ამიტომ ყურადღებას სხვა რაღაცებსაც მივაქცევ. _ყველანი კარგად შევხვდით ამ ამბავს. შემდეგ გასახურებლად ტრენაჟი გავიარეთ და ლალის მითითებას ველოდებოდით.
_კარგით, ბავშვებო, ახლა დაწყვილდით და ქართულის სვლები გავიაროთ, შემდეგ გოგოებს გოგოს ნაწილს გასწავლით, ბიჭები გასმებში ივარჯიშებენ. _ჩვენც ლალის მითითების მიხედვით მოვიქეცით. სიმაღლის მიხედვით რატის ნაცვლად ლაშასთან მომიწია, რამაც რატი ძალიან გააბრაზა, თავიდან თვითონ დადგა ჩემთან, მაგრამ ლაშამ სთხოვა სხვა გოგოსთან დამდგარიყო, რადგან ჩემთან მას უწევდა.რატიმ საოცრად განრისხებულის სახე მიიღო, დათომ შეამჩნია სიტუაცია როგორ იძაბებოდა. მოვიდა და თვითონ დადგა ჩემთან ლაშას უთხრა, რომ მასზე დაბალი იყო და წინ გადასულიყო, ლაშა დაემორჩილა და ნინოსთამ დადგა.
_ეხლა არა, მაგრამ აუცილებლად დავილაპარაკებთ შენს საქციელზე!!!
_ასახსნელი არაფერია, თავადაც ხედავ ყველაფერს.
_ის თავისი ფეხით არ მოსულა აქ.
_არც მე მითხოვია!

რატი ნატასთან გადავიდა, ბოლოს კი ჩემივე დაგებულ მახეში, მეთვითონ დავრჩი
მოტყუებული. ნატას სიხარულს საზღვარი არ ქონდა, ჩემი ეჭვიანობის გრძნობა კი უფრო და უფრო მძაფრდებოდა.
_დათო, მიშველე რამე?!
_რა გჭირს ცუდად ხარ? _ცეკვის პარალელურად ვლაპარაკობთ.
_რატი და ნატა ერთად დგანან.
_კაი ერთი, შენც ხომ დგებოდი ლაშასთან?
_ეგ რა შუაშია?
_რაში და რასაც რატის უპირებდი, თვითონ დაგატყდა თავს. ისე უხდებიან ერთმანეთს არა?! სახელებიც კი: რატი_ნატა, ვაიმე რა საყვარლობაა, გვრიტები?!
_ვაიმე, დათო არ გაცოცხლებ!!!
_საკუთარ თავს დააბრალე. _თან იცინის.

სვლები ძლივს დავამთავრეთ, ხაზებში დავდექით, ნატამ ისევ ჩვენს წყვილებთან
დაგვაყენა, მაგრამ რატიმ დათოს ადგილის გაცვლა სთხოვა და ჩემთან დადგა.
_იმ ტიპს აქ მეორედ აღარ დავინახავ, ან დავინახავ და მოვკლავ!!!
_კაი ერთი?!
_მე გაგაფრთხილე!
_ნუ მიბრძანებ!
_ნუ მაიძულებ, რომ გიბრძანო, მაშინ, პატარა ქალბატონო!
_ეგ აღარ უნდა გეთქვა, მე გთხოვე, რატი. თუ შენთვის ჩემი სიტყვები არაფერს ნიშნავს, არც მე გავითვალისწინებ! _ცეკვა შევწყვიტე და მეორე ხაზში ლაშასთან გადავედი, ნინის ადგილი გავუცვალე, რაზეც რატი საოცრად გაბრაზდა, დათომ შეაჩერა, თორემ ლაშას მივარდებოდა და ალბათ, ხვდებით რასაც უზამდა...
_გაწუხებს ის ბიჭი? _მკითხა ლაშამ.
_არა, უბრალოდ არ გამომდის ეს ცეკვა და წინ დგომაც არ მინდა.
_გამოგივა, უბრალოდ მეცეკვე, იქნებ ჩვენ გავხდეთ მექართულეები?!
_მაგის ამბიცია არ მაქვს, მაგრამ კარგი, ცდას წინ არაფერი უდგას.

რეპეტიცია რატისთან ჩხუბის მერე უფრო სწრაფად გავიდა. ვუყურებდი მას და ნატას. ჩემს დასანახად სულ უკან დასდევდა. ჩემი გრძნობები სულ, რომ დამევიწყებინა ნატაზე ვდარდობდი, რადგან რატი მას ატყუებდა. ამის მიზეზი კი მე ვიყავი.თავს იმით ვიწყნარებდი, რომ შეიძლებოდა მართლა მოსწონდა ნატა, ალბათ, თავს ამის დაჯერებას ვაიძულებდი და გამომივიდა კიდეც.
ერთი კვირა მშვიდად გავიდა და დადგა დღე, როდესაც ლალის თავისი გადაწყვეტილება უნდა გაეცნო ჩვენთვის. მე და ლაშა, როგორც ყოველთვის ერთად მივედით რეპეტიციაზე, ხან სახლში მაკითხავდა, ხანაც დარბაზთან მელოდებოდა. ტრენაჟი გავიარეთ და ლალის მითითებას დაველოდეთ.
_კარგით ბავშვებო, დღეს ქართულის სვლებს აღარ გავივლით, რადგან უკვე ავარჩიე წყვილი, რომლებიც ანსამბლის მთავარი სოლისტები გახდებიან. ბევრს აღარ გალოდინებთ და გეტყვით, რომ ბიჭი იქნება რატი, გოგო კი ლილე...

ყველანი გავოგნდით, არავინ ელოდა ამ გადაწყვეტილებას. მეც კი გაოცებული ვიყავი,
პირველ რიგში, იმიტომ რომ ქართულს ვიცეკვებდი, მეორე მიზეზი კი ჩემი მეწყვილის ვინაობა იყო. რეპეტიციამ ნორმალურად ჩაიარა. გასახდელში ნატასთან და ნინოსთან საუბრის საშუალება მომეცა:
_ყოჩაღ, ლილე, მექართულე გახდი! _გაღიმებული სახით მეუბნება ნინო.
_ძალიან გამიკვირდა, ვფიქრობ, არც ისე კარგად ვცეკვავდი. მთელი კვირა, მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის ვცეკვავდი, ხომ იცით დიდად არ მიყვარს ნაზი ცეკვები. ვერ მივხვდი ლალიმ მე რატომ ამირჩია?!
_რას ვერ მიხვდი, ეხლა გაიგე, რომ ყველაზე მეტად შენ უყვარხარ?
_ეგ რა შუაშია, ნატა?
_თავშია, ლილე. შენზე უკეთესადაც ცეკვავენ სხვა გოგოები, მაგრამ მაინც შენ აგირჩია. _სხვა რომელი გოგოები? მაგალითად შენ?
_ჩემი თავი არ მიგულისხმია!
_თუ იმაზე გაბრაზდი, რომ რატისთან ერთად მომიწევს ცეკვა, არ იდარდო, თუ გინდა დაგითმობ და შენი იყოს ცეკვაც და მეწყვილეც. არ მოველოდი შენგან ამდენად არაპროფესიონალურ დამოკიდებულებას?!
_კარგით რა, გოგოებო, უბრალოდ, ცეკვაა რაზე ჩხუბობთ?
_შენი ყურით გაიგონე, ნინო...
_კარგით, დამშვიდდით. მოდით, დღეს სადმე წავიდეთ...
_მე არ მცალია, ლაშამ სადღაც დამპატიჟა.
_ვაა, მართლა? რამე ხდება, თქვენ ორს შორის?
_სერიოზული არაფერი! კარგი, მე წავედი._გაბრაზებული გოგოებისგან მალე წამოვედი. არ მომეწონა ის, რაც ნატამ მითხრა, ისე გამოუვიდა, თითქოს, უნიჭო მოცეკვავე ვარ და ლალის სიყვარულის გამო ვიცეკვებდი ქართულს. ბევრი აღარ მიფიქრია ამ სისულელეზე, მისი ამგვარი საქციელი მეწყვილის ვინაობას დავაბრალე და მალევე დავივიწყე.


საღამოსთვის არც ისე განსაკუთრებულად, მაგრამ მაინც ლამაზად გამოვეწყვე. დიდად არ
მინდოდა წასვლა, მაგრამ ლაშას უარი ვერ ვუთხარი. 8 საათზე მისგან წერილი, მომივიდა. მწერდა, რომ ქვემოთ მელოდებოდა. მეც სწრაფად ავიღე ჩემი ნივთები და ქვემოთ ჩავედი.
_ულამაზესი ხარ!
_მადლობა, შენც კარგად გამოიყურები!
_წავიდეთ?
_კი, რა თქმა უნდა.
ნახევარი საათი გზაში ვიყავით. მალევე მივხვდი, რომ ქალაქგარეთ გავდიოდით,
დავინტერესედი და ვკითხე, თუ სად მივყავდი, მაგრამ როგორც მოველოდი არ მითხრა. დანიშნულების ადგილს მალევე მივაღწიეთ. ისეთი მშვენიერი ადგილი იყო გაოცებული და სისიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი.

ულამაზესი ტბა, ამ ტბის ნაპირას კი უზარმაზარი ხე, რომელიც თითქოს ტბისკენ
იწევდა და იწევდა, ისე, რომ საცაა ჩაეხუტებოდა და იგრძნობდა სატრფოს ნაზ სხეულს. მათი სიყვაული ისეთივე მიუწვდომელი იყო, როგორიც ჩემი და რატისი. ხელს ხანდახან მათი მოკავშირე ქარი უწყობდა ხოლმე, დაუბერავდა, თან ისე დაუბერავდა, რომ ტბა ხეს უახლოვდებოდა, ვერ ეხებოდა, მაგრამ მათთვის ეს სიახლოვეც დიდ ბედნიერებას წარმოადგენდა. ხეც თავისთავად ისე მოხრილიყო, გეგონებოდათ საცაა გადატყდებაო. ხისგან ოდნავ მოშორებით იდგა ხის მაგიდა, თავისი სკამებით, მაგიდაზე ლურჯი ვარდები ეწყო, რაც ღამის, ტბის და ცის ფერს ეთანხმებოდა. შეიძლება იფიქროთ, რომ უზარმაზარი ტბა და ტბაზე დიდი ცა ვარდებს დაჩრდილავდა, მაგრამ სულაც არა, ისინი თითქოს ანათებდნენ და შორიდან მეძახდნენ, თან ისეთი მონდომებით ძნელი იყო მათი ხმა არ გამეგო. მაგიდის გარშემო სანთლები ელაგა, ისინიც რაღაცას მეუბნებოდნენ, მაგრამ ვარდების ხმას ვერ ფარავდნენ.
გარემომ გაოცებული დამტოვა, რამდენიმე წუთი აზრზე ვერ მოვდიოდი, ლაშა კი გაღიმებული სახით მიყურებდა და კმაყოფილი ჩანდა ჩემი ემოციით.
_ვაიმე, ლაშა, აქაურობა სამოთხეს გავს, მართლა საოცრად ლამაზია ყველაფერი, ძალიან დიდი მადლობა!
_მადლობას ნუ მიხდი, შენ ამაზე ბევრად მეტს იმსახურებ!
_ძალიან დიდი მადლობა...
_წამოდი, დავსხდეთ._დავეთანხმე და მაგიდისკენ წავედით. ნელ_ნელა უფრო და უფრო ვუახლოვდებოდით ტბას და ჩემი ემოციებიც იზრდებოდა.მაგიდასთან მისულს, ლაშამ ლურჯი ვარდები აიღო და მომართვა.
_ლაშა, არვიცი მადლობა როგორ გადაგიხადო. არ იყო საჭირო ასე დახარჯულიყავი.
_ამის გაკეთება შენთვის დაბადების დღეზე მინდოდა, მაგრამ საშუალება არ მომეცა, ამიტომ გადავწყვიტე შენი ანსამბლის სოლისტობის აღსანიშნავად სიურპრიზი გამეკეთებინა. ბედნიერი ვარ, რომ მოგეწონა აქაურობა.
_მოწონება, კიდევ ცოტაა, ლაშა, გაოგნებული ვარ, ერთი ნახვით შემიყვარდა აქაურობა!

საღამომ ძალიან სასიამოვნოდ ჩაიარა, ვტკბებოდი ამ ულამაზესი პეიზაჟით და ვოცნებობდი. მე და ლაშამ ბევრ რამეზე ვისაუბრეთ, რაღაცები მომიყვა და ძალიან ბევრი ვიცინეთ. თან ცოტცოტას ვსვამდით. ტბის პირას ვისხედით, როდესაც ლაშამ მკითხა:
_ლილე, ვინმე გყვარებია?_ამ კითხვამ, ცოტა შემაშინა და თან გამაკვირვა.
_სერიოზული არაფერი ყოფილა, პატარ_პატარა გატაცებები.
_ეხლა გიყვარს ვინმე?_ძალიან დავიძაბე, არვიცოდი რა უნდა მეპასუხა. პასუხის გაცემისგან თავის შეკავება გადავწყვიტე.
_კარგი, ლილე, ზედმეტი კითხვებით არ მოგაბეზრებ თავს.
_არა, ლაშა, თავს არ მაბეზრებ, მართლა!
_ლილე, არვიცი ეს უნდა გითხრა თუ არა, მაგრამ უზომოდ მინდა ამის თქმა, ალბათ, სასმლის ბრალია ცოტა ზედმეტი მომივიდა, მგონი. _ამაზე ოდნავ გამეღიმა, თვითონაც რამდენიმე წამიანი პაუზა გააკეთა და მალევე განაგრძო.
_არვიცი, როგორ უნდა გითხრა, მაგრამ როგორც კი დაგინახე შენდამი განსაკუთრებული გრძნობა გამიჩნდა. პატარაობაში ყოველთვის ვამბობდი, გოგოს არ შევიყვარებ თუ მოცეკვავე არ იქნება_თქო, როდესაც გავიგე, რომ ცეკვავდი და სერიოზული მიზნები გქონდა, უფრო მომეწონე. ეგრევე ვთქვი, ეს გოგო აუცილებლად ჩემი უნდა გახდეს_თქო. ლილე, დრო გადიოდა და უფრო და უფრო მიყვარდებოდი, არასდროს არავინ მყვარებია. პირველი ხარ ვინც შეძლო და ჩემი გული დაიმონა. ლილე, მე შენ უზომოდ მიყვარხარ!_არვიცოდი რა გამეკეთებინა. თითქოს, მისი გრძნობების შესახებ ყოველთვის ვიცოდი, მაგრამ მისგან გაგებამ უფრო უხერხულ მდგომარეობაში ჩამაყენა. თვალებში ვუყურებდი და ვხედავდი, რამდენად გულწრფელი იყო ის ჩემთან და საკუთარ თავზე ვბრაზდებოდი, რადგან მას იმავე გრძნობით ვერ ვპასუხობდი.
ფეხზე ავდექი და ვიგრძენი, როგორ მომერია სასმელი, ფეხი ფეხში ამებლანდა და დავეცემოდი, რომ არა ლაშას მოხერხებულობა, სიმთვრალეშიც კი. ერთი ხელი ჩემს წელზე ჰქონდა შემოხვეული, მეორეთი კი ჩემი ხელი ეჭირა. მთელი სხეულით მას ვეკროდი, ჩვენი სახეები უფრო ახლოს მივიდნენ ერთმანეთს, როდესაც ხელმეორედ დავკარგე ფეხებში ძალა და ჩავიკეცე, მან კი ისევ შეძლო ჩემი დაჭერა. არვიცი იმ წამს რა მოხდა, რატომ, ან ვისი ბრალია, მაგრამ მისი ტუჩები ხელმეორედ შემეხნენ, ისევ ისეთი მოულოდნელობით, ისევ ვარდების თანდასწრებით და ყველაზე უარესის, ისევ რატის თანდასწრებით.
_ბრავო, ბრავო, ბრავოოო... _მესმის ტაშის და რატის ხმა. გაოგნებული ვშორდები ლაშას და მისკენ ვიხედები. _რა საყვარლები ხართ, გვრიტებო. როგორ უხდებით ერთმანეთს... ტკბილებო, თბილებო...
_რატი აქ რას აკეთებ?
_რაო, პატარა ქალბატონო, გაგიკვირდა? თუ გეწყინა რომანტიკული მომენტი, რომ გაგიფუჭეთ?
_ეს ბიჭი აქ რას აკეთებს, ლილე? _მეკითხება ლაშა, ისე თითქოს მე დავიბარე.
_აქ რას ვაკეთებ, ჩემო ლაშა და... პრინციპში ჩემო კი არა, ლილეს ლაშა...
_რატი წადი აქედან, ახლავე!
_რატომ პრინცესა? მთლად ასეც ნუ მაგრძნობინებ, რომ ხელი შეგიშალეთ!
_ნუ ბოდავ რაღაცეებს, რატი, წადი აქედან_თქო!!!
_კარგი, წავალ ოღონდ ერთი პირობით... შენც ჩემთან ერთად წამოხვალ!
_აქ მე მოვიყვანე და სახლშიც მეთვითონ დავაბრუნებ!
_შენ არავინ გელაპარაკება, საყვარელო რომანტიკოსო ბიჭო... _ცოტაც და დასცხებდნენ ერთმანეთს,მაგრამ შევეცადე შემეჩერებინა და ლაშას ვუთხარი:
_კარგი, ლაშა, რატის გავყვები, არ ინერვიულო.
_კი მაგრამ, ლილე...
_მისმინე, ამან თუ დაიჟინა არ გადაიფიქრებს. მას გავყვები. ხვალ ვილაპარაკოთ ჩვენ._პასუხს აღარ დაველოდე და რატის მანქანისკენ წავედი. ისიც უკან მომყვებოდა, რამდნეიმე წამში მანქანა დაძრა და გზას გავუდექით. რამდენიმე წუთი ორივე ჩუმად ვიყავით, მე ფანჯრისკენ ვიყურებოდი, ის კი თითქოს, ვერ ისვენებდა.
_ისევ იგივეს აკეთებ, ისევ სხვაგან იყურები, ისევ მარიდებ თვალს. _მეუბნება რატი, რაზეც არანაირი რეაქცია არ მაქვს.
_ჩემი გაგიჟება გინდა? მითხარი! გინდა გამაგიჟო? _ხმას ისევ არ ვცემ, რაზეც მოთმინების უნარი ეწურება, მანქანას სწრაფად ამუხრუჭებს, ინერციით წინ ვიწევი და თავს ვარტყავ, მაგრამ არ ვითიშები. ამას ვერც კი ამჩნევს და მანქანიდან სწრაფად გადიდის ისე, რომ არც მიყურებს. მე მანქანაში ვრჩები და ვცდილობ დავმშვიდდე, მაგრამ ვეღარ ვითმენ, მანქანიდან გადავდივარ და მისკენ თითქმის ყვირილით მივდივარ:
_რა გინდა, რატომ არ მანებებ თავს, გაბრაზებული შენ კი არა მე... _მასთან მისვლამდე ამის თქმას ვასწრებ მხოლოდ. უეცრად ბრუნდება, ხელს მკიდებს, უხეშად მისკენ მიზიდავს და მკოცნის.



"ს ი ძ უ ლ ვ ი ლ ი დ ა ნ ს ი ყ ვ ა რ უ ლ ა მ დ ე
ბ ე ვ რ ი ა"


მერვე თავით მოგესალმებით, ჩემო უსაყვარლესებო. ბოლო ორ თავზე კომენტარი არ
გამიკეთებია, მაინტერესებს როგორ მოგწონთ მოვლენების განვითარება. რაიმეს ხომ არ დაამატებდით, იქნებ რამე აკლია, ან რაღაცები ზედმეტია. გთხოვთ, ყველას გამიზიაროთ თქვენი შთაბეჭდილებები. თქვენი კომენტარები უდიდეს სტიმულს მაძლევს, შენიშნვები კი უფრო და უფრო მახვეწინებს თხრობას. შემდეგი თავი მინდა განსაკუთრებული იყოს, ამიტომ მინდა კარგად დავფიქრდე და არ ვიჩქარო. რამდენიმე დღით დაგემშვიდობებით და სამშაბათს ან ოთხშაბათს ახალი მეცხრე თავით დაგიბრუნდებით. ძალიან მიყვარხართ!!!



№1  offline წევრი fluctus Oceani

ვაიმე მე ისე მომწონს ეს ლილე და რატი რომ შეცდომებს ან ვერ ვპოულობ ან არ არის ყველაფერი ზომიერადაა არაფერია ზედმეტი და არაფერია ნაკლები მოკლედ მომწონს ძალიანნნნ

 


№2  offline წევრი თათი

I love you baby
ვაიმე მე ისე მომწონს ეს ლილე და რატი რომ შეცდომებს ან ვერ ვპოულობ ან არ არის ყველაფერი ზომიერადაა არაფერია ზედმეტი და არაფერია ნაკლები მოკლედ მომწონს ძალიანნნნ

ძალიან ბედნიერი ვარ. მადლობა დიდი!!!

 


№3  offline წევრი მ.ხაბურძანია

როგორც იქნაა.საუუკეთესო ხარ❤????

 


№4  offline წევრი თათი

მ.ხაბურძანია
როგორც იქნაა.საუუკეთესო ხარ❤????

❤❤❤

 


№5  offline წევრი მინდა ვწერო

მოკლედ,ძალიან კარგი გოგო ხარ და კარგადაც წერ.მომწონს ყოველი თავის დასაწყისში საოცარი შესავლები.ასე გააგრძელე,უდიდეს ემოციას გადმოსცემ.ყოველი სიტყვა გულზე მხვდება,ის სითბო რასაც აქსოვ ამ ისტორიაში ყველაზე მეტად მომწონს.წინა თავებზე მინდოდა კომენტარის გაკეთება,მაგრამ აზრებს ვერ მოუყარე თავე.ვიცი რამდენს ნიშნავს ახლა უბრალოდ ერთი,თბილი სიტყვა შენსთვის და რამხელა სტიმულია.მე უკვე მიყვარხარ შენი ისტორიით.სუპერ გოგო ხარ და მოუთმენლად ველი შემდეგ,ძაააალიან დიდ და მაგარ თავს.

 


№6  offline წევრი თათი

მინდა ვწერო
მოკლედ,ძალიან კარგი გოგო ხარ და კარგადაც წერ.მომწონს ყოველი თავის დასაწყისში საოცარი შესავლები.ასე გააგრძელე,უდიდეს ემოციას გადმოსცემ.ყოველი სიტყვა გულზე მხვდება,ის სითბო რასაც აქსოვ ამ ისტორიაში ყველაზე მეტად მომწონს.წინა თავებზე მინდოდა კომენტარის გაკეთება,მაგრამ აზრებს ვერ მოუყარე თავე.ვიცი რამდენს ნიშნავს ახლა უბრალოდ ერთი,თბილი სიტყვა შენსთვის და რამხელა სტიმულია.მე უკვე მიყვარხარ შენი ისტორიით.სუპერ გოგო ხარ და მოუთმენლად ველი შემდეგ,ძაააალიან დიდ და მაგარ თავს.

უზომოდ მაბედნიერებ ხოლმე...ძალიან დიდი მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent