შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დევიდ სმიტის იდუმალი საქმე


1-12-2018, 17:28
ავტორი Liku ^_^
ნანახია 1 098

თავი /1/

- მოაგვარე?
- მოვაგვარე!

***
რამდენიმე წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დამიჭირეს.ეს ჩვეულებრივი დაკავება არ ყოფილა. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. ამიტომ პირდაპირ გეტყვით არასდროს ენდოთ ადამიანს რომელიც მოხუცია და თან მანქანის კარის გაღებას გთხოვთ. სრულიად ჩვეულებრივად აღმოჩნდებით ჯერ შიგნით, შემდეგ კი უკან, საბარგულში. მეც იგივე დამემართა. ყოველთვის მჯეროდა საკუთარი ძალის. და აბუჩად ვიგდებდი მათ ვისაც ეშინოდა მსგავსი გატაცებების, მაგრამ ახლა ვაღიარებ რომ ძალიან შემეშინდა. დავემორჩილე მათ ყველა სიტყვას და არავისთან არაფერი წამომცდენია, მაგრამ რადგან მე დღეს ცოცხალი აღარ ვარ, შემიძლია გაგანდოთ რაშემემთხვა 1 წლის წინ, და როგორ დამთავრდა ამბავი, რომელიც სინამდვილეში ოცი წლის წინ დაიწყო.
ძალიან ბედნიერი ბავშვობა მქონდა... მიუხედავად იმისა, რომ დედაჩემი ავტოავარიის შემდეგ მუდამ საწოლში იწვა და არაფერს ამბობდა. მამაჩემმა საუკეთესო ცხოვრება მომცა. თავს მუდამ თბილი ადამიანები მეხვივნენ. ისინი ხშირად იცვლებოდნენ, თუმცა არ ვკარგავდი სითბოს. მამა ხშირად მიემგზავრებოდა. მისი ზუსტი პროფესია არასდროს გამიგია, თუმცა ვიცოდი, რომ სამსახურის გამო ბევრს მოგზაურობდა და ერთ ადგილას არ ვჩერდებოდით.
იგი საუკეთესო იყო. ფული არასდროს გვაკლდა. ჰოდა მეც რა მინდოდა მეტი ბედნიერებისთვის. სამწუხაროდ, ბოლოს ყველაფერი გაქრა. მამაჩემის ჩათვლით. არანაირი ცნობა არ მოსულა მის გარდაცვალებაზე. იგი აღარავის უნახავს თანხა, რომელიც ჩემს ანგარიშზე ყოველ თვეში ირიცხებოდა ნელნელა გავანიავე და უაზროდ ცხოვრებას მივყე ხელი. დედაჩემი საავადმყოფოში მოათავსეს. გრძნობდა რომ აღსასრული მოახლოვებოდა. ისე მოხდა, რომ სახლიც გავყიდე და ერთოთახიან მიყუჟულ კოტეჯში დავიწყე ცხოვრება.
ჰოდა ახლა იმ ამბავზე გადავალ, რომელიც თავში ვახსენე.
მე დევიდ სმიტი ვარ. კოლეჯი წარმატებით დავასრულე. თუმცა სამსახურში ვერ მოვეწყე. უკვე იცით რატომაც. 21 წლის გავხდი იმ წყეულ დღეს, როცა გამიტაცეს. ისიც კი არ მახსოვს სად ჯანდაბაში მივდიოდი რომ მოხუცი ქალი გადამიდგა წინ და მანქანამდე მიცილება მთხოვა. დავთანხმდი. ხელზე ჩამომეკიდა. იმდენად მიჭერდა ხელი ტკივილისგან მეჭიმებოდა. კარი გამოვუღე და უეცრად ორმა აყლაყუდამ თვითონ ჩამტენა მანქანაში. წამებში ვიგრძენი ჩხვლეტაც და ალბათ მთელი დღე გათიშული ვიყავი. გონს როცა მოვედი თავი ბნელით მოცულ, დადუმებულ ოთახში ამოვყე. შიშის ჟრუანტელმა დამიარა. ასე არასდროს შემშინებია. კარგა ხანს ვყვიროდი და როგორღაც ხმა მივაწვდინე გარეთ მდგომ კაცს. ოთახში შემოვიდა და სუსტ სინათლეზე მისი სახის გარჩევა შევძელი
-აღარ მოკეტავ? შეფი გაბრაზდება თორემ დედასგიტირებდი!
-აქ რატომ მომიყვანეთ? ვინ ხართ? ჩემგან რაგინდათ?- გაცოფებული ვყიროდი და ხელებს ვიქნევდი. -მოკეტე, , თორემ მანდვე ჩაგაძაღლებ!
-ამას ვერ იზამ. შენ ხომ შეფის გეშინია,- ირონიულად გავიცინე.
-მე შენ გიჩვენებ! - ჩემკენ წამოვიდა, თუმცა გარედან სუსტმა ხმამ აიძულა გაჩერებულიყო. -შეეშვი ნედ, ბოსი მიხედავს. კარი გაიხურეს და სიბნელეში კვლავ მარტო დავრჩი.



№1  offline წევრი Elea_Nora

ეეეე რა პატარა თავი იყო. არადა ძალიან კარგი. ისე მისტიურად დაიწყე და ჩაამთავრე ვერც კი მკვედი გონს. იმედია გაარგძელებ და არ შეწყვეტ.
Good luck!

 


№2  offline წევრი Liku ^_^

მადლობა ძალიან დიდი! პირველი ისტორიაა და "მოსასინჯად" დავდე :დდ აუცილებლად გავაგრძელებ ????

კი გავაკრძელებ. მადლობა ????

 


№3  offline წევრი Liku ^_^

ჰაიკო
რა კარგია:) მიყვარს ასეთი რამეები, უფრო იმიტომ მომეწონა რომ საქართველოში არ ხდება:) არ ვხედავ უკვე ყელში ამოსულ იოანეს, ალექსანდრეს და ა.შ. თავები გაზარდე და წარმატებები შენ.

ძალიან დიდი მადლობა. უკვე გავგზავნე და ალბათ მალე აიტვირთება. ბევრს ვერ ვახერხებ თუმცა აუცილებლად გავზრდი როგორც შევძლებ ❤

Elea_Nora
ეეეე რა პატარა თავი იყო. არადა ძალიან კარგი. ისე მისტიურად დაიწყე და ჩაამთავრე ვერც კი მკვედი გონს. იმედია გაარგძელებ და არ შეწყვეტ.
Good luck!

მადლობა დიდი. უკვე გავგზავნე და იმედია მალე დაიდება ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent