შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"სინანული" (სრულად)


2-12-2018, 11:09
ავტორი HeeChul-ah
ნანახია 9 156

-კატერინა... კატარინა,- ცდილობდა მასწავლებელი ბოლო მერხზე მჯდარი გოგონას ყურადღების მიქცევას, რომელიც ყურსასმენებში ჰევი მეტალს უსმენდა იმდენად ხმამაღლა, რომ მსგავს გამოხდომებს უკვე შეჩვეული მასწავლებელიც კი გამოიყვანა წყობიდან. როდესაც კლასელები მიხვდნენ, რომ გოგონა ყურსაც არ შეიბერტყავდა, რადგან უბრალოდ ვერ გაიგებდა, ერთ-ერთმა ხელი ჰკრა ოდნავ. გოგონა გამოფხიზლდა და გამანადგურებელი მზერა ესროლა მისი სიმშვიდის დამრღვევს. ერთი ყურსასმენი მოიხსნა და სანამ რაიმე უცენზუროს ეტყოდა, საბედნიეროდ მასწავლებლის ხმამ დააბრუნა რეალობაში:
-კატერინა, არ გრცხვენია? დაუწიე ხმას,- გოგონამ უხმოდ აიჩეჩა მხრები, მერე წამოდგა და კლასი უსიტყვოდ დატოვა. არც ამას გაუკვურვებია არავინ.
გეზი სახურავისკენ აიღო. ზუსტად იცოდა, რომ მისი ოთხეულიდან რომელიმე მაინც დახვდებოდა იქ.
ისინი სულ ოთხნი იყვნენ. სამი მე-12 კლასელი და მე-11 კლასელი კატერინა. ბიჭები პირველი კლასიდან ერთად იყვნენ, გოგონა კი მათ სამეგობროში 2 წლის წინ მოხვდა.
...
-დატოვეთ კლასი,- კიდევ ერთხელ გააგდეს გოგონა მოულოდნელი შეყვირების გამო. არავინ იცოდა რა დაემართა ზაფხულში მუდამ მომღიმარ და მზესავით თბილ კატოს. უბრალოდ პირველ სასწავლო დღეს მივიდა უემოციო თვალებით, წაშლილი ღიმილით და საერთოდ, ერთიანად ჩამქრალი. დედასთან საუბარმა შედეგი არ გამოიღო, არც მან იცოდა მიზეზი. სწავლით სწავლობდა, მაგრამ ხშირად ეწყებოდა პანიკური შიში. ფსიქოლოგთან მის წაყვანაზე მშობლებმა უარი თქვეს ("ჩვენი შვილი გიჟი არაა") და არც უსმენდნენ არავის რჩევას. საბოლოოდ ყველამ ხელი ჩაიქნია და დატოვეს მე-9 კლასელი ბავშვი საკუთარ დემონებთან პირისპირ მარტო.
კლასიდან გაგდებული სახურავზე ავიდა და მისდა გასაკვირად სამ ბიჭს შეეფეთა, რომლებიც სიგარეტს ეწეოდნენ და ხმამაღლა იცინოდნენ. როდესაც გოგონა შეამჩნიეს, ერთ-ერთმა, რომელსაც პირსინგი ჰქონდა, დაუხახა:
-ჰეი, ლაწირაკო, მოშორდი აქედან!
კატერინას არც უფიქრია შეესრულებინა ბრძანება, ურალოდ მოაჯირთან მივიდა.
-ყრუა?- მიუბრუნდა მეგობრებს ბიჭი. გოგონა კი ამასობაში მოაჯირზე ისე გადაიწია, რომ სულ რამდენიმე სანტიმეტრი და აუცილებლად გადავარდებოდა. ბიჭებს შორის ყველაზე მაღალი წამოხტა, წელზე მოხვია ძლიერი ხელი და თავისკენ მოქაჩა.
გოგონა ისეთი თხელი იყო, რომ ბიჭმა ცალი ხელით შეძლო მისი დაჭერა.
-სიცოცხლე მოგბეზრდა?- ჰკითხა გაღიზიანებულმა. მისი ბოხი ბარიტონისგან, კატოს ჟრუანტელმა დაუარა. ბიჭი მაღალი იყო, სკოლის მოსწავლისათვის მეტისმეტად მაღალიც, მაგრამ მისცა გასაკვირად, გოგონაც არ აღმოჩნდა დანარჩენებივით "გნომი". მის სიმაღლემდე კიდევ ბევრი აკლდა, მაგრამ მაინც მაღალი იყო და ბიჭს ეს მოეწონა.
-ისე ნუ მეკთხები, თითქოს გაინტერესებდეს,- აიქნია ხელი გოგონამ და თავის გათავისუფლება სცადა.
-მე გეგი ვარ,- მოულოდნელად გაეცნო ბიჭი,- დრედებიანი კახაა, პირსინგიანი - მირო.
-მერე?- ვერ მიხვდა გოგონა, თუ რატომ წარუდგინეს თავი, მაგრამ ერთი იცოდა, შეეძლო მთელი ცხოვრება დაუღალავად ესმინა ბიჭის ხმა.
-დღეიდან თუ პრობლემა გექნება, აქ ამოდი, ჩვენებიდან ერთ-ერთი მაინც იქნება და შეგიძლია ჩუმად იჯდე ჩვენთან. ს აზრი არ აქვს, მაინც ვერავინ გაიგებს მიზეზს და ყველას მალევე დაავიწყდები. მხოლოდ მთვრალები თუ გაგიხსენებენ, სუფრაზე. გინდა ასეთი ბედი?- გოგონამ თავი გააქნია,- გუდ. რა გქვია?
-კატერინა... კატო.
-კატარინა მომწონს, გიხდება,- ოდნავ გაუღიმა ბიჭმა, ხელი გაუშვა და ბიჭებთან დაბრუნდა. გოგონაც რამდენიმე წუთიანი ფიქრის მერე, გვერდით მიუჯდა. მირომ მოკიდებული სიგარეტი გაუწოდა. გოგონამ აკანკალებული ხელით გამოართვა, მოქაჩა და ხველება აუტყდა. ბიჭებს გაეცინათ, კახამ კი ზურგზე ხელი დაარტყა.
-welcome to hell,- გაუღიმა ბიჭმა.
...
- ისევ?- გაიგო ბოხი ხმა. ჯანდაბა, ყველაზე ბოლოს გეგის ნახვა უნდოდა კატოს. ბიჭი ერთადერთი იყო, ვინც გოგონას "გამოსწორებას" ცდილობდა. აიძულებდა ყოველდღე სკოლაში სიარულს, თავიდან უკრძალავდა ტატუების გაკეთებას, მაგრამ როდესაც იაფფასიანი სალონიდან მხარზე მოკიდებული გამოათრია სიტყვებით, "შენ რა, შიდსი გინდა აიკიდო?", იძულებული გახდა თავის სპეციალისტთან წაეყვანა.
ასე გაჩნდა გოგონას წელზე პირველი ტატუ, ჩინური მითოლოგიიდან სიცოცხლის საწყისის აღმნიშვნელი. ამის შემდეგ კიდევ 4 ტატუ გაიკეთა, თმა ღია ხორბლისფრიდან მუქ შავად შეიღება და მიროს რჩევით მის მეგობარს მკერდის თავიც გაახვრეტინა. პარალელურად ბოქსზე დაიწყო სიარული. ოდესღაც მორცხვი, მშვიდი და დამჯერი კატოსგან აღარაფერი დარჩა. ახლა მისი ეშინოდა ყველას, როგორც გოგოებს, ისე ბიჭებს. შეეძლო ნებისმიერთან დაეწყო ჩხუბი სხვადასხვა მიზეზის გამო, რაც მისი მოწინააღმდეგისათვის სატირლად სრულდებოდა. სკოლიდან არ გააგდეს მარტო იმიტომ, რომ აბსოლუტური ათოსანი იყო და თან არავინ უჩივლა. გოგოებს ხელს არ არტყამდა, ბიჭებს კი ერიდებოდათ იმის აღიარება, რომ გოგომ სცემა. თან ის მეგობრობდა სამ თავზეხელაღებულთან, რომელთა ნახვა თავზარს სცემდა ყველას.
გეგი 192 სმ_ით თავისზე გაცილებით უფროსებსაც კი ზემოდან დასცქეროდა, ყველამ კარგად იცოდა მისი ფეთქებადი ხასიათი და არავინ ახლოს არ ეკარებოდა.
კახა ანდერგრაუნდში ცნობილი რეპერი იყო, რომელიც ბატლების "ნათლიად" ჰყავდათ მონათლული და უკვე ნახევარი მსოფლიო მოიარა შეჯიბრებებში, საიდანაც არაერთი გრან პრი და ფულადი პრიზი ჩამოიტანა.
|მირო კი კრიმინალურ წრეში გაერია, 170 სმ საშუალებას აძლევდა მარტივად შერეოდა ხალხის მასას, სწრაფი ხელები კი გაწაფული ჰქონდა ნებისმიერი საკეტის გახსნაზე, ელექტრონიკის ცოდნა კი ეხმარებოდა სიგნალიზაციის მოხსნაში და მანქანების გატაცებაშიც.
სამაგიეროდ არავინ იცოდა, რომ გეგის წიგნების კითხვა უყვარდა და ფანტასტიურად ხატავდა, ნებისმიერი მისი ნახატი პატარა ცხოვრება იყო, ნათელი ფერებით და ცოტა ზღაპრული სიუჟეტით. მირო უგემრიელეს ლაზანიას და ბლინებს ამზადებდა, ხოლო კახა ნაციონალურ სიმღერებს მღეროდა და ფანდურზე უკრავდა. კატერინა კი კერავდა, ქარგავდა და ქსოვდა, ამას აყოლებდა გულს. ეს ოთხივეს სისუსტე მხოლოდ მათვე იცოდნენ. თავისუფალ დროს სულ გეგის სახლში ატარებდნენ, რომლის მშობლებიც ამერიკაში მუშაობდნენ. მირო საჭმელს ამზადებდა კახას გიტარის აკომპანიმენტით, კატერინა ტანსაცმელს უკერავდა, გეგი კი - წიგნს კითხულობდა. ეს იყო მათი იდეალური სამყარო, სადაც მხოლოდ თვითონ იყვნენ, არავის ემალებოდნენ, არ თამაშობდნენ არავის როლს, რათა თავი გადაერჩინათ.
-გეგი, მომეშვი,- აიქნია ხელი გოგონამ და ბეტონის სახურავზე წამოწვა.
-გაცივდები,- შეუღრინა ბიჭმა. კატოს ყოველთვის ეცინებოდა ამ დიდი ბავშვის ასეთ ფარულ ზრუნვაზე.
-შენც ისევე წევხარ, როგორც მე,- შენიშნა კატომ.
-მე ბავშვის გაჩენას არ ვაპირებ,- შეკრა შუბლი გეგიმ.
-არც მე,- აიჩეჩა მხრები გოგონამ,- ჩემი ბავშვი რა უნდა იყოს, ვეწევი, ვსვამ და...- უცებ გაჩერდა გოგონა და გაწითლდა. გეგი კი თავზე წამოადგა. ბიჭის თვალები იმდენად შავი იყო სიბრაზისგან, რომ კატოს პირველად შეეშინდა მისი. მართალიც იყო რომ შეეშინდა. გეგიმ თავიდანვე გააფრთხილა, "ავიტან ყველა შენს გამოხდომას, გვერდით დაგიდგები კაცს მოკლავ, გადაწყვეტ რომ ყოველ შემხვედრს ფეხები უნდა გაუშალო ან უბრალოდ დოკუმენტების გაყალბება დაიწყო... მაგრამ არასოდეს, არასოდეს გაპატიებ ნარკოტიკის მიღებას ან გაყიდვას, შევთანხმდით?". მაშინ კატო დათანხმდა.
-რომელი იყო?- იკითხა კიდევ უფრო ღრმა ხმით. სწორედ იმ წამს მიხვდა კატო, რომ გეგი უნდოდა. ასეთი დიდი, საშიში, სექსუალური და მზრუნველი. ამ მიხვედრამ იმდენად გამოაცალა მიწა ფეხქვეშ, რომ დაიბნა. მას არასოდეს უფიქრია თავის მეგობრებზე და საერთოდ მამაკაცებზე ამ ჭრილში, ამიტომაც ამ სურვილმა შეაშინა,- კატერინა, რომელი იყოთქო,- ბიჭს მოთმინება დაეკარგა და ყელში წვდა კატოს.
-გეგი,- ამოიხრიალა კატომ.
-მეტყვი ვინ იყო?- ჰკითხა ბიჭმა და გოგონამ თავი დაუქნია. გეგიმ ხელი გაუშვა. კატო ხველებით დაეცა სახურავზე.
-იდიოტო, თითქმის დამახრჩვე,- დაუბრიალა თვალები გოგონამ.
-ჯერ წინაა ყველაფერი. ვინ?
-მე და კახამ. სულ 2_ჯერ ვცადეთ.
-რა?
-,- დამალა თვალები გოგონამ.
-კიდევ ერთხელ გიცდიათ და დაემშვიდობეთ სიცოცხლეს, ან ჩემთან მეგობრობას,- ადგა ბიჭი და დაიფერთხა შარვალი.
-გეგი, გპირდები,- სერიოზულად უთხრა კატომ. გოგონას ვერ წარმოედგინა თავისი ცხოვრება ამ 3 ბიჭის გარეშე.
ერთად ჩადიოდნენ კიბეებიდან, როდესაც დერეფანში გასვლისას ვიღაც დაეჯახა გეგის. ბიჭმა ინსტიქტურად ჩაიხუტა უცნობი გოგონა, რადგან მას არაფერი მოუვიდოდა, აი გოგო კი აუცილებლად დაშავდებოდა. კატო კი სახეზე გაწითლდა ამ სურათის ნახვისას. გეგის მკლავებში ასე ნაზად მოთავსებული გოგო უკვე ნერვებს უშლიდა. მას არაერთხელ უნახავს ბიჭი კახპებთან ერთად, მასთან მისულებს არც თუ ისე იშვიათად ხვდებოდათ +18 სცენები ბიჭის სახლში, მაგრამ ისინი მხოლოდ გასართობები იყვნენ და მაშინ არც კატოს უნდოდა ასე თავისი მეგობარი.
-უკა.. უკაცრავად,- დიდი, ცისფერი თვალების ფახულით უთხრა ქერამ და თავი გაითავისუფლა. კატომ სიბრაზით აღნიშნა, რომ გეგის არ უნდოდა მისი გაშვება.
-გამარჯობა ლედი,- მიესალმა გეგი და ამაზე კატოს სიცილი აუტყდა.
-ლედი? სერიოზულად გეგი?- გულიანად იცინოდა კატო. ასეთ მომენტებში ძალიან ჰგავდა იმ პატარა გოგოს, რომელიც 2 წლის წინ ჩაკლა თავის თავში.
-ხმა!- დაუბრიალა თვალები ბიჭმა და უცნობ გოგოს მიუბრუნდა,- ახალი ხარ?
-კი, დღეს გადმოვედი. მე-11 კლასში.
-ო, ანუ ჩემი კლასელია "ლედი",- თქვა დამცინავად კატომ. ახალი სულ უფრო და უფრო არ მოსწონდა თავისი მორცხვი და ზედმეტად ნაზი გარეგნობის გამო.
-მე სესილი ვარ,- გაუღიმა ჯერ ბიჭს, მერე კი კატოს.
-მე გეგი,- დაუბრუნა ღიმილი ბიჭმა,- გინდა სკოლა დაგათვალიერებინო?- ჰკითხა გეგიმ. კატო სიბრაზისგან გაწითლდა, ზიზღით აიქნია ხელი და კლასისკენ აიღო გეზი.
თავიდან ეგონა, რომ ეს დიდი-დიდი ერთი კვირა გაგრძელდებოდა, მერე კი გეგი აზრზე მოვიდოდა, მაგრამ მისდა საუბედუროდ ბიჭი ზედმეტად მიეჯაჭვა ახლად მოსულს და შესანიშნავი ოთხეულის ცხოვრება თავდაყირა დადგა. გეგის მათთვის არასოდეს ეცალა, სულ სესილისთან ერთად იყო. ერთად დადიოდნენ კაფეში და კინოში, თეატრშიც კი იყვნენ რამდენჯერმე. ხოლო როდესაც პარასკევ დღეს მასთან სახლში მისულებს იქ დახვდათ გოგო, კატოს მოთმინებამ უმტყუნა.
-როდის აქეთ გახდი ასეთი „პადკაბლუჩნიკი“? დედიკოს ბიჭივით იქცევი, იქნებ მეგობრები გაიხსენო ხოლმე. თუ არ გახსოვს, ჩვენ ჯერ კიდევ ცოცხლები ვართ,- კორიდორში იდგნენ და გეგი არც აპირებდა მათ სახლში შეშვებას.
-დამშვიდდი,- დაუბრიალა ბიჭმა თვალები,- არ გაიგოს სესიმ.
-სესიმ?- კატოს სიბრაზე ახრჩობდა,- ასეთი კარგია საწოლში, რომ მზად ხარ მეგობრებზე ხელი აიღო?
გეგიმ ყელში წაუჭირა ხელი:
-ყველა შენსავით „პადსწილკა“ არ არის! არ გაბედო სესიზე ასე ლაპარაკი!- წამოიყვირა ბიჭმა და იმავე წამს მიხვდა რა თქვა. ხელი გაუშვა და ღრმად ჩაისუნთქა. "გამოუსწორებელი იდიოტი, როდის უნდა ისწავლო ჯერ ფიქრი და მერე ლაპარაკი?"
-„პადსწილკა“?- კატომ ყელში მომდგარი ბურთი გადაყლაპა და გვერდულად გაიცინა,- მიღებულია, გეგი. ჯანდაბამდეც გზა გქონია. აქამდე ვცხოვრობდი უშენოდ და ამის შემდეგაც ვიცხოვრებ.
-კატერინა, არ მინდოდა...- დაიწყო ბიჭმა, მაგრამ გოგონა მოსწყდა ადგილს და სირბილით დატოვა ადგილი, რომელიც სახლად მიაჩნდა. ერთადერთი ადგილი, სადაც თავს დაცულად გრძნობდა. გეგი როგორც იყო ისე, მაისურის გარეშე და ფეხშიშველი დაედევნა, მაგრამ სადარბაზოს გასასვლელ კარამდე ვერ მიასწრო, გარეთ ასე გასვლას კი აზრი არ ჰქონდა. სანამ უყვიროდა სადარბაზოს კარიდან, გვერდი აუარეს კახამ და მირომ.
-ამას არასოდეს გაპატიებს,- უთხრა კახამ და დატოვეს დაბნეული ბიჭი მარტო თავის ემოციებთან.
მთელი საღამო ცდილობდა გეგი გოგონასთან დარეკვას, მაგრამ აბონენტი მიუწვდომელი იყო.
-დამშვიდდება და მოვა,- მოხვია მხარზე თხელი ხელები სესილიმ.
-მართალი ხარ,- გაუღიმა გეგიმ, ტელეფონი გადადო და გოგონას ბაგეებს დაეპატრონა.
სანამ გეგი თავისი შეყვარებულის ალერსით ტკბებოდა, კატო დაჭრილი ლომივით დადიოდა ოთახში და აქეთ-იქით კედლებს აწყდებოდა. გეგმებს აწყობდა თუ როგორ გაექცეოდა სკოლაში მას, ვინც თავიდან ძმად მიაჩნდა, მერე კი თავისი გამოუცდელი გული აჩუქა. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ მისი გულიც და სიყვარულიც არავის სჭირდებოდა.
ყოვლის მომცველი ტკივილი, აი რას გრძნობდა კატო. "არავის ვჭირდები", ჩაქუჩივით ურტყამდა საფეთქლებზე ეს აზრი. "მარტო ვიყავი, ვარ და ვიქნები. ვის ესმოდა ჩემი, ახლა რომ გამიგოს"? და ეს აგიჟებდა, გული ეთანაღრებოდა, მაგრამ იცოდა, რომ ვერაფერს შეცვლიდა.
გეგიმ ოცნება აჩუქა, რომ ის რაღაცას წარმოადგენდა, რომ ვიღაცას სჭირდებოდა, მერე კი თავადვე დაანარცხა მიწაზე, გაანადგურა, ოცნებები მტვრად უქცია. "იცოდე შენი ადგილი. რატომ გადაწყვიტე, რომ განსაკუთრებული ხარ? მარტო იმიტომ, რომ "იმპერატორმა" (ასე ეძახდნენ ზურგს უკან გეგის, მისი აურა ნებისმიერს აჩოქებდა ბიჭის წინ) მოგაქცია ყურადღება? შენ მხოლოდ სათამაშო ხარ, ისიც უინტერესო. სხვისი გართობა მეგობრობად მიიღე. მისთვის ეს უბრალოდ დროის მოკვლის საშუალება იყო. გაერთო შენით, როგორც თოჯინით და გადაგაგდო. ახლა კი იჯექი და დატკბი შენი სიყვარულით. ჩაიხრჩვი დაფლეთილი ფილტვებით და გულის ნარჩენებით", ეჩხუბებოდა საკუთარ თავს გოგონა.
შემდეგი კვირა, კატო კლასიდან არ გადიოდა. სკოლაში მისვლისთანავე ჯდებოდა თავის მერხზე და საღამომდე ფეხს არ იცვლიდა. არ უნდოდა გეგის ნახვა. არც ბიჭი ცდილობდა მის შეწუხებას, რადგან სესიმ უთხრა, რომ გოგოებს არ სიამოვნებთ, როდესაც აწუხებენ და ამით შეიძლება უფრო ჩაიკეტოს. ბიჭმაც დაუჯერა.
ორშაბათს სკოლაში მისულმა კატომ შორიდან დაინახა გეგი, რომელიც რატომღაც სკოლის წინ, ბაღში იჯდა, მის წინ, გაშლილ ფეხებს შორის იდგა სესილი, რომელიც მის თმას ეთამაშებოდა. ყველა სკოლის ახალ წყვილზე საუბრობდა. "ურჩხული და მზეთუნახავი" - ასე მონათლეს წყვილი უცებ და ყველა აღფრთოვანებული შესციცინებდა მათ. სესილი მხრამდეც ვერ სწვდებოდა ბიჭს და მის მკლავებში საოცრად ნაზი და სიფრიფანა სჩანდა. დიდი, ძლიერი და მიმზიდველი გეგი, ლამაზი და ქალური სესილი, იდეალურ წყვილს შეადგენდნენ.
კატო კი... ის უბრალოდ ნაცრისფერი თაგვი იყო. არაფრით გამოირჩეოდა ბრბოსგან, თან ეწეოდა, სვამდა და რაც მთავარია, შინაგანად იყო დამტვრეული. ის, რამაც 2 წლის წინ მას ბავშვობა წაართვა, დღემდე ახრჩობდა და ჭკუიდან შლიდა.
ბინძური...
ზნედაცემული...
მიტოვებული...
და ახლა უკვე "პადსწილკა"...
გოგონა გეგიმ პირველივე დღეს დაინახა. მისი ჩამქრალი მზერა ბიჭს სუნთქვას ავიწყებს. გეგის შინაგანი სისხლდენა აქვს. სისხლმა უკვე აავსო მუცლის ღრუ და წუთი წუთზე პირიდან ანთხევს. ალბათ ასე სკდება გული. გეგის გული ეკუმშება, როდესაც ხედავს, თუ როგორ მიათრევს "მისი კატო" მძიმე ზურგჩანთას. ამას ყოველთვის ბიჭებიდან ერთ-ერთი აკეთებდა, მაგრამ ახლა მირო და კახა ტალინში წავიდნენ რაღაც სულელურ რეპ ბატლზე, საიდანაც კახა აუცილებლად ჩამოიტანს მედალს ან ფულად პრიზს, მაგრამ ეს საერთოდ არ ეხმარება გოგონას.
გეგის გული უსკდება. თითქოს თავადაც ესმის სკდომის ხმა. "აქამდე ვცხოვრობდი უშენოდ და ამის შემდეგაც ვიცხოვრებ" - ბიჭი ვერ ხვდება რა უფრო მტკივნეულია, ის, რომ გოგონა მას ზედ აღარ შეხედავს სიამაყის გამო, თუ ის, რომ კატოს მის გარეშე ცხოვრება შეუძლია.
პარასკევს, დღის ბოლოს, ცარიელ კორიდორში ხვდებიან ერთმანეთს და ერთმანეთის მზერაში კითხულობენ - საერთო მარტოობა. ერთი მარტოობა ორზე. ერთმა დაამტვრია და მეორე დაიმტვრა. ორივენი საკუთარ ვაკუუმში სხედან და ერთმანეთს აღარ შეხვდებიან, ვერც გააერთიანებენ და ორივემ ეს კარგად იცის. ორივე ბოლომდე ხვდება, რომ ის უცნაური გზა, რაც მათ ერთად გამოიარეს, იმ დღიდან იყოფა. ბედისწერას მათთვის მთელი კილომეტრიანი გზა ჰქონდა განკუთვნილი, მათ კი მოგზაურობა შეწყვიტეს. უფრო სწორად, ერთმა გადაწყვიტა გაჩერება და მეორეც აიძულა.
ერთს გული გაუტყდა, მეორეს კი - გაუსკდა.
"მშვიდობით, გეგი", მხოლოდ თვალებით. განა ყოველთვის ასეთი ლამაზი თვალები ჰქონდა კატოს? ღრმა, სევდიანი ტკივილით აღსავსე.
"მშვიდობით, კატო", პასუხი თვალებით. განა ყოველთვის ასეთი უძირო თვალები ჰქონდა გეგის? მარტოსული, მიტოვებული და უიმედო.
...
-ქ-ნო კატო, გამოფენასთან დაკავშირებით მოვიდნენ,- შევიდა მორიდებულად მდივანი მუზეუმის კრეატიულ დირექტორთან.
-მადლობა მარიამ, შეიყვანე მითინგ რუმში და ყავა შესყავაზე, რამდენიმე წუთში გამოვალ.
27 წლის კატო პირველად ნერვიულობდა კლიენტთან შეხვედრისას. ამ მხატვრის ნახატები შემთხვევით ნახა სოციალურ ქსელში და თავადაც შეეშინდა იმ ტკივილის, რაც ნახატებში ჰქონდა ავტორს გადმოცემული ირიბად. არც ერთი მისი ტილო პირდაპირ სათქმელს არ ამბობდა. თითქოს ფარულ მესიჯს გადასცემდა ერთ კონკრეტულ ადამიანს. იყო მათში რაღაც ტკივილამდე ნაცნობი, რაც გულში მიძინებულ გრძნობებს და სულის სიმებს შეეხო. ყველაზე მეტად კი დაამახსოვრდა ნახატი გორეს სტილში, სადაც ბიჭს გული აქვს გახსნილი და მოლბერტზე ხატავს საკუთარი სისხლით გზას, სადაც შორს ჩანს ეული ფიგურა, სქესის გაგება ყოვლად შეუძლებელია. თვალები სადღაც შორს იყურება, ნახატს არ უყურებს. ბაგეები კი თითქოს რაღაცას ჩურჩულებს. ნახატს „სინანული“ ერქვა.
ოთახში შესულს მაგიდასთან ახალგაზრდა ბიჭი დახვდა, მასზე 5-7 წლით უმცროსი. მხრებში მოხრილი, გრძელი თმითა და დიდრონი მწვანე თვალებით. აშკარად პატარა ზომის შარვლით, დაკერებული ქურთუკით და დახეული კედებით. ამით მაინც ჰგავდა მხატვარს. მაგრამ, მაინც არ მოელოდა კატო ასეთი ახალგაზრდის ნახვას, გოგონა დარწმუნებული იყო, რომ ასაკოვან, ცხოვრებისგან "გალახულ" მხატვარს შეხვდებოდა. განა რა უნდა გადაეტანა ბიჭს ისეთი, რომ ასე მარტივად გაეგო "ტკივილი"? მისი ნახატები არ იყო მოზარდის ჩამოუყალიბებელი ბუნებისგან ნაკარნახევი.
-გამარჯობა,- მიესალმა გოგონა.
-გამარჯობა,- უპასუხა ბიჭმა შეშინებული, სიგარეტისგან დაბოხებული ხმით. "რა გადაიტანე პატარა ასეთი?", გაიფიქრა კატომ.
-ალბათ უკვე გადმოგცეს, რომ თქვენი ნახატების გამოფენა გვინდა,- გადავიდა პირდაპირ საქმეზე კატო, რადგან ხედავდა როგორ უჭირდა ბიჭს.
-კი... მაგრამ ფული არ მაქვს,- უთხრა და თავი დახარა.
-ამის გამოსასწორებლად ვართ აქ. გამოფენისთვის თქვენი ფული არ მინდა და გაყიდული ნახატების ჰონორარს პირდაპირ თქვენ მიიღებთ,- ბიჭმა უნდობლად ახედა.
-რატომ?- იკითხა ცოტა ხმამაღლა.
-არ ვიცი ცხოვრებაში რა გადაიტანეთ, მაგრამ ის ტკივილი, რაც მათში იკითხება, არის ის, რამაც გადამაწყვეტინა, რომ დახმარების ხელი უნდა გამოგიწოდოთ. მაშინ, როდესაც მეგონა, რომ ყველაფერი დამთავრებული იყო ჩემთვის და მხოლოდ სიკვდილი იყო ხსნა, დამეხმარა ჩემი ლექტორი, რომლის წყალობითაც ახლა აქ ვმუშაობ და ვინც დამანახა, რომ არსებობენ დედამიწაზე კარგი ადამიანები. თუკი მეც იგივეს გავაკეთებ, იქნებ შენც, უჩა,- გადავიდა აღელვებული გოგონა შენობით საუბარზე,- გააფერადო შენი შინაგანი სამყარო.
-ქ-ნო კატო, მადლობა... უბრალოდ, რომ იცოდეთ, ეს ჩემი მარტოობა და სევდა არ არის. ჩემი მეზობელი... ერთხელ, როდესაც მისი მეუღლე სახლში არ იყო, კიბეებზე შევხვდით და სასმელზე დამპატიჟა. მაშინ მომიყვა თავისი ისტორია და ემოციები, რომელმაც ისე შემიტყუა, როგორც თქვენ. როდესაც დახატვის ნებართვა ვითხოვე, გამომყვა სახლში, მოლბერტი დაიდგა წინ და დაიწყო ხატვა... მე უბრალოდ შტრიხები დავამატე, დანარჩენი მისია, უბრალოდ მაჩუქა,- გოგონა გააოცა მოზარდის გულწრფელობამ. ამით მას შეეძლო დაეკარგა ის ერთადერთი შანსი, რაც მას ცნობადს გახდიდა.
-რატომ მომიყევი ეს ყველაფერი, უჩა?
-იმიტომ, რომ არ მინდა თქვენი სიკეთით ვისარგებლო. იშვიათად შეხვდები დღეს სიკეთეს და უფლებას ვერ მივცემდი ჩემს ეგოიზმს, რომ ტყუილი მეთქვა და ეს სიკეთე ფეხქვეშ გამეთელა,- ეს პატარა ბიჭი იმაზე დიდი იყო, ვიდრე წარმოედგინა. უკვე ჩამოყალიბებული ადამიანი. კატომ გაიფიქრა, რომ არ შემცდარა მასში.
-ძალიან კარგი. ახლა წადი, დაელაპარაკე შენს მეზობელს და თუ თანახმა იქნება, მე მაინც მინდა გამოფენის ჩატარება.
- არ ხუმრობთ?- ახლა უკვე გაუნათდა თვალები ბიჭს,- და მე შემიძლია ჩემი ნახატებიც გამოვფინო?
-რა თემატიკაზე ხატავ?- დაინტერესდა კატო.
-ადამიანური გრძნობები. შინაგანი ტკივილი, ეიფორია, ზიზღი, უიმედობა, სურვილი, ვნება, ბოღმა, გადაწყვეტილება...
-და შენ ეს ყველაფერი გამოგიცდია?- გულწრფელად გაუკვირდა კატოს.
-როდესაც მშობლებისაგან მიტოვებული, ბავშვთა სახლში ცხოვრობ, ადრე იზრდები, შენს თანატოლებზე მეტი იცი და უფრო ნაკლებად გაქვს მომავლის და რაც მთავარია ხალხის იმედი. ხარ მარტო შენ... რა თქმა უნდა, ჯერ ბევრი რამ არ ვიცი გრძნობებზე, მაგრამ მინდა გავიგო.
-დღეს საღამოს, 5 საათზე ველი პასუხს გამოფენაზე. თუ თანახმა იქნები, ზეგ მოვალ შენთან და ერთად ავარჩევთ ნახატებს გამოფენისთვის. რამდენი ტილო გაქვს სულ?
-ჯამში 59.
-ძალიან კარგი, მაშინ ველი ზარს.
ბიჭი დაემშვიდობა და თითქოს დაფრთიანებულმა დატოვა გოგონას კაბინეტი.
კატო კი კიდევ კარგა ხანს ფიქრობდა მის მწვანე თვალებზე და დახეულ კედებზე.
ცხოვრებაში სულ რამდენჯერმე გაუკვირდა რაღაც. პირველად, როდესაც გეგიმ მათთან დაჯდომა შესთავაზა. მეორედ, როდესაც ლექტორმა სამსახური უშოვა. მესამედ, დაახლოებით 1 წლის წინ სახლში მისულს ერთმანეთზე ჩახუტებული მიროს და კახას ნახვამ.
-თქვენ რა, ერთმანეთს ხვდებით?- იკითხა გაოცებულმა კატომ. ბიჭებმა მხოლოდ თავი დაუქნიეს. ორივეს ეშინოდა თავის აწევის და საუკეთესო მეგობრის თვალებში ზიზღის დანახვის,- კაი? და დიდი ხანია?
-გახსოვს ერთად რომ წავედით ჩემს შეჯიბრზე ბოლო კლასში?- ჰკითხა კახამ.
-ამდენი წელია და მე არაფერი მითხარით? ასე არ მენდობი?- გული დასწყდა კატოს. მას არც ერთი წუთით არ უფიქრია აზრი შეეცვალა საუკეთესო მეგობრებზე. ბოლო-ბოლო საწოლში ვინ რას და ვისთან ერთად აკეთებს არავის საქმე არაა, მაგრამ იმან, რომ ბიჭები მას საკმარისად არ ენდობოდნენ, ცოტა გაანაწყენა კატო.
- რა სისულელეა,- წამოენთო მირო,- უბრალოდ არ გვინდოდა შეგზიზღებოდით.
- რა?- გაეცინა გოგონას,- ოდესმე შეგიმჩნევიათ ჩემში ჰომოფობი?
-კატო, გთხოვ გაიგე, ერთია არ იყო ჰომოფობი და მეორე გაიგო, რომ შენთვის საყვარელი ადამიანი - გეია,- მიროს ერიდებოდა, მაგრამ უწევდა ამაზე საუბარი.
-და თქვენი აზრით ახლა უნდა შემზიზღდეთ? რა გეშველებათ. რაში მაინტერესებს ვისთან წევხართ, სანამ ერთგული მეგობრები ხართ. ან, ერთხელ და ორჯერ წამოგდგომივართ თავზე სკოლაში სანამ სახურავზე ან კიბის ქვეშ კლასელ გოგოებთან ერთად ერთობოდით? რა სხვაობაა ამ ორს შორის? არ სჯობს სიყვარულით გქონდეს ს*ქსი ვიღაცასთან, ვიდრე ყოველდღე ახალი პარტნიორი გყავდეს? სიყვარული სიცოცხლეა და არა გზა მისკენ. მეც...- დაიწყო გოგონამ და ხელი ჩაიქნია.
-შენც გექნება სიყვარული, როგორც კი დაივიწყებ,- ამოიოხრა მირომ, წამოდგა დივანიდან, გოგონასთან მივიდა და გვერდით მიუჯდა.
-იმედია მალე მიხვდები, რომ ის ადამიანი არ იმსახურებს შენს სიყვარულს, დაანებებ თავს მასზე ფიქრს და გულს გაუხსნი სიყვარულს,- კახა შეუერთდა მის ორ უსაყვარლეს ადამიანს, კატოს მეორე მხარეს მიუჯდა და ჩაეხუტა.
მომენტი მეტისმეტად გულისამაჩუყებელი იყო და კატოც ტკბებოდა იმ სითბოთი, რასაც ძმების ალერსი ჩუქნიდა. ძალიანაც არ უნდოდა, მაგრამ ვერ მოითმინა და მაინც დაარღვია კომფორტული სიჩუმე:
-აქტივი რომელია თქვენს შორის?- იკითხა სიცილით.
-კატო,- აღშფოთდა კახა.
-საიდან იცი ეს ყველაფერი?- აუტყდა სიცილი კახას და ამით ბიჭებმა უპასუხოდ დაიწვეს თავი.
უცნაურია, რეპერი, რომელზეც ოცნებობს არაერთი გოგო, ძლიერი, მყარი და ცოტა საშიში აურით, კვნესის დაბალი, გამხდარი და მუდამ მომღიმარი მიროს ქვეშ. ალბათ ყველას აქვს რაღაც ისეთი საიდუმლო, რომელსაც ხმამაღლა ვერ იტყვის და შეუძლია მხოლოდ მეორე ნახევარს გაანდოს.
-გაატარეთ,- აიქნია გოგონამ ხელი და წამოდგა,- მშია. მირო, იმედია რაიმე გაქვს მაცივარში.
ბიჭმა გაუღიმა. მეგობარში ნამდვილად გაუმართლათ. ტყუილად არ უთხრეს არაფერი, კატერინა მათ ყოველთვის ყველაფერს უგებდა და არც მათ მოულოდნელ სიყვარულს გაუკრიტიკებდა. გოგონა ითმენდა იმას, რომ უფროსი ქურდობდა და ფულს ამით შოულობდა, არაერთხელ თავადაც გამოუყვანია ციხიდან დროებითი დაკავებისას, როდესაც ბიჭს ვერაფერს უმტკიცებდნენ. დგებოდა დილას გამთენიისას, რომ გაეცილებინა კახა მორიგ შეჯიბრზე. მუდამ გვერდში ედგა ისე, რომ არაფერს სთხოვდა მათ.
-მადლობა კატერინა,- დაეწია და ჩაეხუტა ზურგიდან მირო.
-მადლობა თქვენ,- დაადო თავი მხარზე, მერე კი უცებ დაუსხლტა ხელიდან,- არ მინდა შენმა ბოიფრენდმა იეჭვიანოს, გამიშვი ხელი.
-აქ ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა ბოიფრენდია, ისედაც უნდა ხვდებოდეს, რომ გოგოები აღარ მაინტერესებს,- აიჩეჩა მხრები ბიჭმა და ხელი გადახვია გოგონას. ამაზე სამივეს გაეცინა.
აი მეოთხედ გოგონა უჩამ გააოცა. მისმა გულწრფელობამ, სიღრმემ და იმ აურამ, რასაც გოგონა ჯერ სახელს ვერ არქმევდა.
უჩამ დაახლოებით 2 საათში დაურეკა, უთხრა რომ მეზობელი დათანხმდა, მაგრამ თავად არ აპირებდა გამოჩენას. უთხრა, რომ ნახატები მას ეკუთვნოდა და არ აპირებდა წილის მოთხოვნას. ამის შემდეგ შეთანხმდნენ ნახატების ნახვის დროზე და ერთმანეთს დაემშვიდობნენ.
კატო უჩას სახლთან დანიშნულ დროს მივიდა, მაგრამ რატომღაც ნერვიულობდა. გული საშინლად უცემდა, მაგრამ მაინც შეძლო თავის ხელში აყვანა და მანქანიდან გადავიდა. ძველი სადარბაზოს მეოთხე სართულზე ფეხით ავიდა და ნათლად გაიგონა ქალის ყვირილის ხმა:
-როგორ შეგიძლია ასეთი უინტერესო იყო. შენგან მხოლოდ ერთი სიკეთეა, ს*ქსი, სხვა არაფერში მარგიხარ. საერთოდ რატომ ვკარგავ დროს შენთან?- იყვირა,- ჯანდაბამდეც გზა გქონია, ყველაფერი დამთავრდა,- და კარი გააღო.
როდესაც მათი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ, კატომ იგრძნო როგორ შეეკრა სუნთქვა.
მის წინ სესილი იდგა.
გოგომ თმა უკან გადაიყარა, გვერდი აუქცია კატოს და კიბეზე ჩაირბინა. აშკარად ვერ იცნო ყოფილი კლასელი. მართალიც იყო, ძალიან ძნელია იცნო ის გამხდარი, ტატუირებული, პირსინგიანი, მოკლე ვარცხნილობიანი მოზარდი ამ დახვეწილ, კლასიკურად ჩაცმულ ახალგაზრდა ქალში. კატო აბსოლუტურად შეცვლილია და ამას აღიარებს ყველა, ვინც მას იცნობს. მხოლოდ მიროსთვის და კახასთვის დარჩა ის ისევ იმ ბავშვად, რომელიც ბოლო კლასში გაიცნეს.
ის იყო გოგონას უჩას კარზე უნდა დაეკაკუნებინა, როდესაც გვერდით კარიდან მისი მეზობელი გამოჩნდა და კატოს მოუწია ძლიერად ჩასჭიდებოდა კარის სახელურს, რომ არ წაქცეულიყო.
მის წინ იდგა ის, ვისი დავიწყებაც ვერ მოახერხა... ვისკენაც მიილტვოდა მისი გული... ვისი გახსენებაც სჩუქნიდა ემოციების კორიანტელს... მაღალი, დაკაცებული, არაამქვეყნიურად ლამაზი. ხაკისფერ ბრიჯში და უმკლავო შავ ზედაში ჩაცმული გეგი, გოგონას გაცოცხლებულ სიზმარს ჰგავდა. ხშირად ფიქრობდა კატო თუ როგორი გახდა მისი საყვარელი მამაკაცი, მისი ბავშვობის მეგობარი. რეალობა მის ფანტაზიაზე 100_ჯერ უფრო მიმზიდველი აღმოჩნდა. მაგრამ მისი თვალები... მათში აღარ იყო ძველი სიხალისე, სიცოცხლის წყურვილი, ინტერესი...
რამდენიმე წამი ბიჭი უინტერესოდ უყურებდა უცნობს, მაგრამ როდესაც გააცნობიერა თუ ვინ იდგა მის წინ, მომენტალურად გადასხვაფერდა. მასში აღარაფერი დარჩა იმ გაუცხოებისგან და უინტერესობისგან. რამდენიმე ნაბიჯი გადადგა გოგონასკენ, ხოლო როდესაც შეამჩნია, რომ ის უკან არ იხევდა და არც გარბოდა, რამდენიმე ნაბიჯში დაფარა დისტანცია და გულში ჩაიკრა ის, ვისი ზმანებაც არ აძლევდა ღამ-ღამობით მშვიდად დაძინების საშუალებას.
-კატო... კატო... კატო...- თითქოს სიზმარში ბოდავდა ბიჭი და კოცნიდა ლოყაზე, თვალებზე, შუბლზე, ცხვირზე.
-გეგი,- როგორც იქნა წარმოთქვა მისი სახელი გოგონამ და იგრძნო მარილის გემო პირში. თურმე ატირებულა.
სანამ რაიმეს გააცნობიერებდნენ, ბიჭმა უკვე კარი დახურა მათ ზურგს უკან. კედელზე გააკეთა ძლიერი სხეულით ფაიფურის თოჯინასავით ნაზი კატო. კოცნიდა კისერზე, კბენდა ყურის ბიბილოზე, ხელით ეალერსებოდა, მერე კი თავისი ოთახისკენ აიღო გეზი მსუბუქი ტვირთით ხელში. ჯერ ტუჩებში არ ჰკოცნიდა, ეს უფრო რომანტიული მომენტი უნდა ყოფილიყო.
როდესაც საწოლზე დააწვინა და მაისური გაიხადა, გოგონა თითქოს გონს მოეგო. მართალია ბიჭის პრესი, მუქი მკერდის თავები და გარუჯული კანი არ ეხმარებოდა მის ტვინს სწორად ფუნქციონირებაში, მაინც აიყვანა თავი ხელში:
-გეგი, შენ ცოლი გყავს!
-რა ცოლი...- ვერც მიხვდა ბიჭი,- თუ იმ კახპას გულისხმობ, ერთადერთი რაც გვაკავშირებს, საწოლია. გამოცდილი საყვარელია, მე კი ხანდახან განტვირთვა მჭირდება. იცი, კატერინა, ხანდახან გარეგნობა ძალიან მატყუარაა,- უთხრა ისევ ისე, როგორც სკოლაში იცოდა. მართლა დიდი ბავშვი,- ის, ვინც უფრთო ანგელოზი მეგონა, ქუჩის კახპა აღმოჩნდა. მისთვის მნიშვნელობა მხოლოდ საფულის სისქეს და ყ*ის სიგრძეს აქვს. და კიდევ, ამ ოთახში არასოდეს ყოფილა,- შეხედა ბიჭმა თვალებში. გარდა სურვილისა, მის მზერაში იკითხებოდა, რომ სიმართლეს იძახდა.
და გოგონა დანებდა. ხელი გაიწოდა მისკენ და ბიჭიც უსიტყვოდ მივიდა მასთან. მის ტვინში ატომური აფეთქება ხდებოდა ასეთი კატოს დანახვაზე.
საწოლზე მიაჯაჭვა თავისი სხეულით, კოცნიდა ვნებიანად, ველურივით, თავისი წონით დააწვა და აშკარად რამდენიმე ჩალურჯებაც დაუტოვა მას კანზე. კატომ მორიდებულად გაშალა ფეხები და ნება მისცა ბიჭს კომფორფულად მოკალათებულიყო. მერე კი უფლება მისცა ბიჭს გაეხადა მისი შარვალი და მაისური. საცვლების ამარა თავს უცნაურად გრძნობდა ბიჭის მწველი მზერის ქვეშ. გეგი დაიხარა და ენის მოძრაობით შემოხაზა გოგონას ჯერ ერთი ტატუ, რომელიც ლავიწის ძვლის ქვემოთ იყო, მერე კი მეორე, რომელიც ჭიპთან ახლოს ჰქონდა. კატოს სუნთქვა შეეკრა. გეგი ბევრი იყო მის გარშემო. მისი არომატი, ხელები, ბაგეები, თვალები თავს ავიწყებდნენ და გონებას უთიშავდნენ. როდესაც ბიჭმა ბიუსტჰალტერი გახადა და პატარა ვერცხლისფერი შტანგა დაინახა, ჩაიცინა და კბილებით წაეპოტინა. ტკივილისა და სიამოვნებისგან კატომ ღრმად ამოიკვნესა და ამან საბოლოოდ აუშვა გეგის შინაგანი მხეცი. სულ რამდენიმე წამი დასჭირდა გოგონას საცვლისგან გათავისუფლებას, თავად კი ბრიჯი და საცვალი ერთიანად გაიხადა.
-მარტო სიმაღლით არ დაუჯილდოვებიხარ ბუნებას,- უთხრა შიშნარევი აღფრთოვანებით გოგონამ და მის ერექციაზე ანიშნა. ამაზე გეგიმ მხოლოდ წარბები აათამაშა სასაცილოდ. მერე კი დაიხარა, გოგონა მას კოცნაში ჩაითრია და თან საკუთარ თავს ხელით დაეხმარა მიმართულების მიცემაში. შემდეგ წამს იგრძნო როგორ ძლიერად უკბინა კატომ და როგორ გაუჭირდა მასში აღმოჩენა.
-შენ რა... ქალიშვილი ხარ?- არ სჯეროდა საკუთარი შეგრძნებების, მაგრამ გოგონას სივიწროვე ნათლად მიანიშნებდა ამაზე.
-შეიძლება ასეც ითქვას და თუ არაფრის გაკეთებას არ აპირებ, გამოიღე, ძალიან მტკივა.
-ამაზე მერე ვილაპარაკებთ,- გააფრთხილა ბიჭმა და ფრთხილად განაგრძო გზა. რაც უფრო ღრმად შედიოდა, სივიწროვე მით უფრო აგიჟებდა და უფრო მეტად უჭირდა თავის შეკავება. გოგონა მხრებს უფხაჭნიდა და ცდილობდა მის ტემპს მორგებოდა, რათა ტკივილი მალე შეეცვალა სიამოვნებას. მალევე ასეც მოხდა და ბიჭი უკვე ვეღარ აკონტროლებდა ძალას. გოგონა მის ქვეშ კვნესოდა და ემუდარებოდა, ოღონდ თავადაც არ იცოდა, გაჩერებას სთხოვდა თუ პირიქით, არ შეეწყვიტა ეს სასიამოვნო წამება.
გეგისთვის ყოველი ფრიქცია "ანგელოზის მტვერია" ნესტოები და ჰერონი ვენაში. კატერინა მისი "კაიფია" და ახლა დარჩა მხოლოდ მისი დატოვება, არ გაშვება... ბიჭის ფრიქციები უფრო და უფრო ძლიერი და უხეში ხდება. გოგონას კვნესა, შიგადაშიგ შეყვირება, მისთვის ენერჯაიზერივითაა. რამდენიმე პოზის შეცვლას ასწრებენ და ერთად ეშვებიან ნირვანაში, როდესაც ბიჭი კისერში კბენს.
როგორც კი სუნთქვას იღდგენენ, გოგონა ხედავს ტუმბოზე ნაცნობ ფოტოს, სადაც კახას ხელში თავისი პირველი თასი უჭირავს, მას აქეთ იქიდან ეხუტებიან კატო და მირო, გეგი კი სამივეს ერთად ზურგიდან ეხუტება.
-ასე მგონია, რომ კახა და მირო მიყურებდნენ,- ეცინება გოგონას და ხელში იღებს ფოტოს. თავი გეგის მკერდზე უდევს, ამიტომ ბიჭის ემოციებს ვერ ხედავს.
-კიდევ გაქვთ კავშირი?- ეკითხება მოგუდული ხმით ბიჭი.
-რა თქმა უნდა. ერთად ვცხოვრობთ სამივე,- ეცინება გოგონას და მუცელზე ტრიალდება, რათა ბიჭს უყუროს.
-მართლა?- იმდენი სევდა და ნაღველია მის ხმაში, რომ კატო იხრება და მხარზე კოცნის.
-დამიჯერე, ბევრი არაფერი დაგიკარგავს. კახა ისევ თავის სფეროშია, პლიუს ხმის ჩამწერი სტუდია გახსნა და ახალგაზრდა ტალანტებს ტექსტებსაც უწერს. მირო ახლა უკვე პროკურორია,- ამ სიტყვაზე პაუზა გააკეთა, რათა გეგის გადაეხარშა ეს ინფორმაცია და მერე გულიანად გადაეხარხარა,- მე კრეტიული დირექტორი ვარ მუზეუმში. შენს მეზობელთან მოვედი, რათა ნახატები მენახა.
-ანუ შენზე მკითხა უჩამ?- გაუკვირდა ბიჭს.
-კი... როგორც მივხვდი, შენი ნახატებია ის, რამაც გამახსენა ჩვენი ბავშვობა. ვიცოდი, რომ ოდესმე შედევრს შექმნიდი.
-ნუ აჭარბებ,- აიქნია ხელი ბიჭმა.
-შენ რას საქმიანობ?- როგორი მარტივი იყო გეგისთან ლაპარაკი. თითქოს არ ყოფილა ეს ტკივილით აღსავსე რამდენიმე წელიწადი, თითქოს გულის ადგილას სულაც არ ჰქონდა მარტოობისგან გათანგული შავი ხვრელი.
-მე საკუთარი დაცვის სამსახური მაქვს. ვემსახურები როგორც სამთავრობო, ისე კერძო პირებს.
-მაშინ აქ რატომ ცხოვრობ?- მოავლო თვალი ძველ სახლს.
-სიმართლე გითხრა?- გოგონამ თავი დაუქნია,- უჩას გამო. ამ ბავშვს არავინ ჰყავს და ჩემზეა მოჯაჭვული. ერთმანეთი შემთხვევით გავიცანით, მე დავალებაზე ვიყავი და ლამის ხელში ჩამაკვდა არსაიდან გამომხტარი პატარა მაუგლი. მაშინ ახალი დაწყებული მქონდა სამსახური და უფრო მეტის უფლებას თავს ვერ ვაძლევდი. აქ მოვიყვანე და ცხელი ჩაი დავალევინე, საბედნიეროდ შიშმა მალე გაუარა, ტყვია კი არ მოხვედრია. სრულწლოვანი როგორც კი გახდა, გვერდით ბინაში გადმოვიყვანე. მე უფასოდ ცხვრების საშუალებას ვაძლევ, თან არ ვერევი მის პირად ცხოვრებაში, ვაძლევ პირად სივრცეს, ის კი სამაგიეროდ სახლს მილაგებს და საჭმელს მიკეთებს.
-საოცარი ბავშვია, ძალიან ღრმა და საინტერესო,- გაუღიმა კატომ.
-როგორ გგონია, მირო და კახა მაპატიებენ?- ჰკითხა მომენტალურად დასერიოზულებულმა ბიჭმა და ფოტოს დახედა.
-და რატომ გადაწყვიტე, რომ მე გაპატიე?- ჰკითხა სიცილით კატომ.
-ალბათ იმიტომ, რომ ცოტა ხნის წინ კვნესით ლამის დამაყრუე და ზურგი სულ დამიფხაჭნე?- არ დარჩა ვალში ბიჭი.
-არ გგონია რომ ძალიან მარტივია პატიების სათხოვნელად?
-შემიძლია იმდენჯერ გავიმეორო, რამდენჯერაც მოითხოვ,- უთხრა ბიჭმა, წინ გადმოიწია და ნაზად შეეხო გოგონას ბაგეებს.
-სხვა გზა არ ექნებათ, მოუწევთ მიღება. მით უმეტეს, ჩემი ვალი აქვთ.
-რა ვალი?- ვერ მიხვდა ბიჭი.
-საიდუმლო ჰქონდათ, რომელიც არც თუ ისე დიდი ხნის წინ გავიგე. თუ უნდათ, რომ ამდენი ხნის სიჩუმის გამო ვაპატიო, მიიღებენ ჩემს ყველანაირ არჩევანს.
-რას გიმალავდნენ ასეთს?
-მზად ხარ გაიგო? დამიჯერე, შეიძლება უკეთესი იყოს არც იცოდე.
-რა სისულელეა.
-ერთად არიან,- აიჩეჩა მხრები კატომ.
-და სულ ეს არის?- იკითხა გეგიმ და გაეცინა,- მათ შორის ისეთი დაძაბულობა იყო ყოველთვის, მეგონა ერთმანეთს დახოცავდნენ. კარგია რომ სექსუალურად უპოვეს გამოსავალი ამ გრძნობას. მაგრამ მაინც ვერ ვიჯერებ რომ მირომ ფეხები გაშალა მის წინ. მეტისმეტად ამაყი იყო ყოველთვის.
-არც შლის,- გაეცინა კატოს.
-მეხუმრები?- გაუფართოვდა თვალები ბიჭს,- აი ამან უკვე გამაოცა. ახლა კი... შენი ისტორია. დროა უკვე, კატო.
-გეგი...- იცოდა გოგონამ, რომ ასე მარტივად არ დამთავრდებოდა ყველაფერი და ადრე თუ გვიან მოუწევდა ამ ისტორიის მოყოლა.
ზურგზე გადაბრუნდა, თავი მკერდზე დაადო ბიჭს თვალებში რომ არ ეყურებინა და დაიწყო:
-მე-8 კლასი რომ დავამთავრეთ, ჩვენთან ჩამოვიდნენ მშობლების მეგობრები რუსეთიდან. ქართველები არიან, უბრალოდ ბიზნესი აქვთ იქ. მათთან ერთად ჩამოვიდა მათი უფროსი ბიჭიც, რომელიც მაშინ 19 წლის იყო,- ღრმად ჩაისუნთქა გოგონამ. ბიჭი არ აჩქარებდა,- რამდენიმე დღე თბილისში ვიყავით, მერე კი ბათუმში წავედით. პირველივე დღეს ზღვაზე გავედით. თუკი იქამდე მე და ლევანი ჩვეულებრივ ვურთიერთობდით, იმ დღიდან ყველაფერი შეიცვალა. სულ ცდილობდა შემხებოდა,- კატომ იგრძნო როგორ დაიჭიმა ბიჭი ერთიანად და როგორ შეკრა მუშტები,- დამშვიდდი!- უთხრა ხმადაბლა და განაგრძო. ერთ საღამოს რესტორანში წასვლა მოინდომეს მშობლებმა, მე კი უარი ვუთხარი, არ მშიოდა. მერე გავიგე, რომ ლევანიც არ წასულა...
-რაიმე გაგიკეთა?- ჰკითხა ცივად გეგიმ. ბიჭს ერთადერთი სურვილი ჰქონდა, ხელში ჩაეგდო ის არაკაცი, ვინც ასეთი ტკივილი მიაყენა მის პატარა გოგოს.
-სცადა, თითქმის გააკეთა კიდეც... მაგრამ სანამ ბოლომდე მივიდოდა, ვუკბინე და გავიქეცი. მშობლებისთვის არაფერი მითქვამს, დამემუქრა, რომ თუკი ვიტყოდი, მე დამაბრალებდა. იტყოდა, რომ პროვოკაციას ვუწყობდი. მერე რაც მოხდა შენც იცი,- ბიჭი წამოდგა და გოგონას ზემოთ მოექცა.
-აღარასოდეს! აღარასოდეს გააბედინო არავის ხელი აღმართოს შენზე ან ტკივილი მოგაყენოს. მე კი... ჩემი მხრივ, არასოდეს გაგიშვებ, სულ შენთან ვიქნები და შენთვის მყარი ზურგი ვიქნები. გასაგებია კატო?
-დარწმუნებული ხარ რომ გინდა ჩემნაირი დამტვრეული ადამიანი გვერდით? პანიკური შიშები არსად წასულა. არც ისეთი თბილი და მოსიყვარულე ვარ, როგორც სხვები. უხეში ვარ, ბრძანებებიც მიყვარს და კიდევ, ასე მგონია, რომ გული საერთოდ არ მიცემს,- ბიჭმა ყური დაადო მკერდზე.
-ცემს... ჩიტივით ფრთქიალებს. არც მე ვარ იდეალი. მაგრამ ის რაც ჩვენით დავამსხვრიეთ წლების წინ, ჩვენითვე უნდა გავამთელოთ. უნდა ვცადოთ მაინც, რომ თავი დავაღწიოთ ამ მარტოობას,- გოგონა დაფიქრდა.
-ოკეი, ვცადოთ. ოღონდ კახას და მიროს შენ ეტყვი,- უთხრა გოგონამ და ბიჭის ბაგეებს დაეპატრონა.
დაუსრულებელი ზამთარი მათ გულში ნელ-ნელა უახლოვდებოდა ლოგიკურ დასასრულს. გრძნობების კვირტები გაშლას იწყებდნენ და გაზაფხულის მოლოდინში ფრთხილად იშლებოდნენ.



№1  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

მე ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვკითხულობ ხოლმე შენს ისტორიებს. რატომღაც მეგონა ამასაც ჰეფიენდი არ იქნებოდა, მაგრამ შევცდი და მიხარია. განსხვავებული სტილი გაქვს და გამოგარჩევს სხვებისგან. საოცრად მომწონხარ.

 


№2  offline წევრი დარინა

სულ ვადევნებ თვალს შენს სიახლეებს და შენი ნიკის გამოჩენა უკვე იმის მანიშნებწლია რომ რაღაც განსხვავებულად კარგი იქნებაა, მე მიყვარს შენი ისტორიები აი ისეთია არავისას რომ არ გავს. მიხარია აქ რომ ხარ.

 


№3  offline წევრი HeeChul-ah

Chikochiko
მე ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვკითხულობ ხოლმე შენს ისტორიებს. რატომღაც მეგონა ამასაც ჰეფიენდი არ იქნებოდა, მაგრამ შევცდი და მიხარია. განსხვავებული სტილი გაქვს და გამოგარჩევს სხვებისგან. საოცრად მომწონხარ.


ძალიან დიდი მადლობა •.• შემდეგშიც ვეცდები იმედები არ გაგიცრუოთ.

დარინა
სულ ვადევნებ თვალს შენს სიახლეებს და შენი ნიკის გამოჩენა უკვე იმის მანიშნებწლია რომ რაღაც განსხვავებულად კარგი იქნებაა, მე მიყვარს შენი ისტორიები აი ისეთია არავისას რომ არ გავს. მიხარია აქ რომ ხარ.


მადლობა ერთგულებისათვის და მუდამ თბილი სიტყვებისთვის, რომელსაც არ იშურებთ •.•
--------------------
Nico nico nii

 


უუუფ რა კარგი იყო ^_^ რაღაც ძალიან განსხვავებული და გიჟური ^_^ ამაღელვებელი ^_^ ძალიან მომეწონა <3

 


№5  offline წევრი HeeChul-ah

შემოდგომის-ფერი
უუუფ რა კარგი იყო ^_^ რაღაც ძალიან განსხვავებული და გიჟური ^_^ ამაღელვებელი ^_^ ძალიან მომეწონა <3


დიდი მადლობა •.• მიხარია ემოციების აღძვრა თუ გამომივიდა.
--------------------
Nico nico nii

 


№6 სტუმარი დარეჯან ბაკურაძე

გმადლობთ , ძალიან კარგია,ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent