დაკარგული დრო /3/
მთელი დღე ტელეფონს დაჰყურებდა და მის ზარს ელოდა. როგორც კი გაიგებდა ხმას წამსვე ნომერს აკვირდებოდა. ელენასთან ერთად სავაჭრო ცენტრში იყო. თავისუფალი დროის გამოყენება გადაწყვიტა და ელენამაც გაიხარა _დეე ნახე რა ლამაზია ? გაიზომე რაა _ეგ მე კი არა შენ უფრო მოგერგება... გრძელი მინდა რამე თავისუფლად ვიქნები უფრო _ეს ? ან ეს...აუ ესეც მომწონს _ჯერ შენთვის იპოვნე და მერე მე მოვიფიქრებ . ნახე იქ რა მაგარი კეტებია _ხოო მეც მომეწონა პარკებით ხელში მიაბიჯებდნენ..მერე სათვალეებს არჩევდნენ .ელენამ პოზიორობა დაიწყო და ლიზაც აიყოლია . ხმამაღლა იცინოდა სარკეში კაცის გამოსახულება რომ დაინახა და წამსვე გაშეშდა. მობილურის ხმა გაიგო და ისე უპასუხა არ შეტოკებულა _რა სასიამოვნო დამთხვევაა ექიმო არა? _ნუ მიახლოვდები ...მანდ დარჩი _კონკრეტულად აქ? გაუთიშა და სწრაფად დაიძრა მისკენ _არ რა გინდა _საჩუქარი მეგობრისთვის ... _და მაინცადამაინც აქ შემოხვედი? _დამთხვევაა ... დღეს ნამდვილად არ ვგეგმავდი შენთან შეხვედრას _რომ დაგერეკა ხომ რას ამბობ სულ ფრენა ფრენით წამოვიდოდი _ლამაზი კაბაა _მხარზე ჩამოვარდნილი ბრეტელი გაუსწორა და თითები ყელზე შეუცურა _ელენას არ გამაცნობ? _არც კი იფიქრო ... განაგრძე საჩუქრის ძიება _ხვალ მუშაობ სავარაუდოდ და არ გეცლება...როდის შემხვდები?_დაიხარა და ისე უთხრა _ლურჯია _ ისე თქვა თითქოს დიდი აღმოჩენა გააკეთა _ხო , ნამდვილად ლურჯია _ანუ ამ საღამოსვე _არა...არ ვაპირებ _ვფიქრობ სურვილს ვერ მოვერევი და გაკოცებ _ღმერთო ჩემო _დეე მგონი ავარჩიე ... გამარჯობა_ელენა მივიდა და კაცს გაუღიმა და ლიზას გადახედა _გამარჯობა ... შენ ელენა ხომ ? _დიახ... თქვენ დედას მეგობარი ხართ? _ძველი მეგობარი , ბავშვობაში ვიცნობდი სხვათაშორის ძალიან გავხარ _მართლა? სულ მაინტერესებდა როგორი ბავშვი იყო . უკაცრავად რა გქვიათ _ცოტნე ... აუცილებლად მოგიყვები დედაშენი თუ არ იქნება წინააღმდეგი . _ბატონი ცოტნე საჩუქრის ასარჩევადაა და ეჩქარება. ჩვენც წავიდეთ დასვენება მინდა _კაბა რომ არ აგვირჩევია? _არაუშავს სხვა დროს გამოვიდეთ..._ბარათი მიაჩეჩა ელენას და სათვალის ფულის გადასახდელად გაუშვა _გაქრი , თორემ ისე მოგკლავ ვერცერთი ექსპერტი გამოიკვლევს სიკვდილის დროს და მიზეზს _ახლოს მიიწია , იღიმოდა და ისე ესაუბრებოდა . ცოტნემ ყბაზე აკოცა და ხელი წელზე შეუცურა _დაგირეკავ..კარგად ელეე _ხელი დაუქნია გოგონაა და წავიდა. გაბრაზებული მიაბიჯებდა და უკან იყურებოდა ხო არ მომყვებაო _დედაა ...დედა გესმის? დედა იქეთ უნდა შეგეხვია... ბებოსთან არ მივდიოდით? _რა? რამე მითხარი? _დედა სად დაფრინავ? _სად დავფრინავ დავიღალე უბრალოდ საშინლად ცხელა _ცხელა და ის სიმპათიური კაცი ვინ არის? როგორი ახლო დისტანციიდან გესაუბრებოდა _არავინ ... ხომ გითხრა ცოტნე ვარო _ბავშვობის მეგობარი თუ იყო რატო აქამდე არ ვიცნობდი საქართველოში არ იყო ? _მეგობარი არაა...არ ვიცი საერთოდ რას ბოდავდა _რაღაც არ ჰგავდა ნაბოდვარს... _ბებოსთან წავიდეთ .. დაივიწყე ეგ კაცი ! სახლში შესვლამდე ჩუმად იყვნენ. ელენა პირველი გადავიდა და ეზოში შევარდა _ბებოო ... ბაბუუ სად ხართ? _ბებიკოო მოხვედით? ჩემი ლამაზი გოგო _ბებუციი იცი რა მაგარი კაბა გიყიდეთ? ისეთი გრილია ჩვენ რომ დავიწვებით შენ გრილად იქნები _იმედია მოგერგება... ზომა ვერ გავიხსენე _ ლიზამ შეკვრა მიაწოდა და დაელოდა როდის გახსნიდა _რა საჭირო იყო დე , კაბების მეტი რა მაქვს _ნუ იცი ხოლმე ეგეთები... მამა სად არის? _ბაზარში გავგზავნე და მერე შალვასთან გაუვლია .გვიან მოვა ალბათ იმას სტუმრები ჰყოლია და ქეიფობენ _მისთვის დალევა რომ არ შეიძლება როდის უნდა გაიგოს _არ ესმის შვილო და რა გავაკეთო. უკვე აღარ შემიძლია . ირაკლი უნახავს მეტრეველი , რაღაცები გაუხსენებიათ და რომ მოვიდა ისე ცუდად იყო მეგონა ხელში ჩამაკვდებოდა. _მე რატომ არ დამირეკე ... ასე ცუდად თუ იყო გამოვიდოდი. დედა რატომ არაფერს მეუბნებით _კარგი დამშვიდდი კარგადაა ახლა წამალს რომ დალევს კარგად ხდება _დედა რას მასწავლი ახლა ხვდები? კიდე დასალევადაა წასული ? მოწევა ისევ დაიწყო ხო? _არა ერთ კოლოფს ერთი კვირა იზოგებს ან მეტიც და სულ ისე ვერ ძლებს _ბებუცი გინდა დავრჩე ხვალაც ? _ ლოყაზე აკოცა და თავი მხარზე დაადო _ჩემო ლამაზო ... დარჩი ბებიკო მაგას რა სჯობს _მეც ვრჩები დღეს. წავალ ოთახს მოვამზადებ და მერე ვისადილოთ თორე მშია _რა სჭირს ამას რაღაც გათიშული დადის _ქალმა თვალი გააყოლა და ჩუმად უთხრა ელენას _არ ვიცი, მგონი გადაიღალა. ხომ. იცი ისეა სიგრილეში ყოფნას შეჩვეული გარეთ გამოსვლისას ცუდად ხდება ...აუ გაიხზომე რაა მაინტერესებს როგორ გექნება ბებუციი ბატონი ოთახი საღამოს დაბრუნდა. ნასვამი იყო და ელენე რომ დაინახა წამსვე გაებადრა სახე _ეს ვინ მოსულაოო ჩვენთანოო... ჩემი ცქრიალა გოგოო ? _ბაბუ სად ხარ აქამდე ... გამოათვრე ძმაკაცებ? თუ შალვამ გაჯობა _გეკადრება? ჩემთვის დალევა არ შეიძლება, არც მოწევა , არც ჭამა მარტო წყალი , სუნთქვა და ყველაფერი მოხარშული _ გაიცინა და ლიზასაც აკოცა _მამა ნუ იქცევი პატარა ბავშვივით...ცოტა მოუფრთხილდი თავს _შენ და ელენიკო უნდა იყოთ ძალიან მაგრად თორემ მე ხომ იცი დიდი ხანია აღარ მაინტერესებს რა მომივა _არ აინტერესებს მე მეუბნება უნდა გამაგრდეო თვითონ არ აინტერესებს და უნდა მარტო დამტოვოს ... დალიე , ბევრი დალიე და გაგისკეს ეგ გული თუ გგონია მე დიდხანს ვიცოცხლებ და იქ მოგასვენებ სულელი ყოფილხარ ოთარ ბატონო _ უცებ აემღვრა ტვალები ქალს ფეხზე წამოდგა და ოთახიდან გავიდა _კარგი რა მამა _შეეშვი მე მივხედავ _ ლიზა გააჩერა და თვითონ გავიდა ოთახიდან _დეე რა გავაკეთო უკეთ რომ გახდნენ? კიდე რომ დავრჩე? _შენ ვერაფერს გააკეთებ დე , ვერც მე გაავაკეთებ . ჩვენი წილი ბედნიერება აქვთ , გეგას წილი ტკივილი ტკივათ რომელსაც ვერაფერი გაუყუჩებთ. ზოგჯერ ძალიან, გაუსაძლისად ტკივათ ზოგჯერ ტკივილსაც ეჩვევი ხომ იცი. მე და შენ უნდა ვიყოთ ძალიან ყოჩაღები რომ ჩვენი წილი ბედნიერება გავაორმაგოთ ხო? _ სული ტკიოდა, მაგრამ ელენასთან ცრემლებს ყოველთვის იკავებდა. გეგას სულ ღიმილით ახსნეებდა და ისეთ ამბებს უყვებოდა რაზეც ძალიან ბევრს იცინოდნენ ხოლმე. საღამო ერთად გაატარეს. სერიალს უყურებდნენ ლიზა და მანანა. ქალმა ნახევარი სერიალი მოუყვა ხუთ წუთში. ელენა და ოთარი კი ჭადრაკს ჩაუსხდნენ დიდი ყურადღებით. პატარა ქალბატონმა კაცის სიმთვრალით ისარგებლა და მარტივად მოიგო. ლიზა სერიალის ამბებში ისე გაერთო სულ გადაავიწყდა ცოტნე და მისი ზარი. კაცის ნომერი რომ დაინახა წამსვე წამოფრინდა და სახლიდან გავიდა _მეგონა არ მიპასუხებდი და ვბრაზდებოდი უკვე _რა სცენები მოაწყვე დღეს _სად ხარ...შენი ბინა ჩაბნელებულია _შენ სად ხარ... ჩემი ბინის წინა კორპუსში ცხოვრობ? _არა, ბინები არ მიყვარს მაგრამ შენ გამო გადმოვსახლდები თუ გინდა _გადასახლდი .საერთოდ დედამიწიდან გადასახლდი _ვიცი უცნაური და არაამქვეყნიური ვარ მაგრამ მთლად გადასახლებაც არაა საჭირო _რატომ მოატყუე ელენა _არ მომიტყუებია და რა გინდოდა რომ მეთქვა იცი მე ის კაცი ვარ დედაშენზე რომ გიჟდება და დედაშენი ფიქრებიდან რომ ვერ იგდებს_თქო? ბავშვია იქნებ იეჭვიანოს ... ნელ ნელა შევაპაროთ რომ ჩემზე გიჟდები _ამ გაყინული სახით და მზერით ასე ბავშვივით სულელურად როგორ ხუმრობ _არ ვიცი, როგორღაც გამოდის _როგორ თქვი არ მომიტყუებიაო? _მაგაზე მოგვიანებით ვისაუბროთ _მითხარი როგორი ბავშვი ვიყავი _ლამაზი, სიფრიფანა და ჭირვეული _ანუ პირველად სხვა დროს შევხვდით? _რომ გნახავ მოგიყვები როგორ გავიცანით ერთმანეთი _ასე მითანხმებ პაემანზე? _პაემანი ვინ ახსენა რამხელა კოშკებს აგებთ ექიმო _მე ... ღმერთო საერთოდ რატომ გელაპარაკები არ ვიცი _იმიტომ რომ იცი ჩემი არ უნდა გეშინოდეს , არაფერს დაგიშავებ და არც იმდენად ცუდი ვარ რომ შემიძულო _დარწმუნებული ხარ საკუთარ სიტყვებში? _სრულიად _გადაეცი საჩუქარი მეგობარს? _არა , მაგრამ აუცილებლად გადავცემ . ვფიქრობ მოეწონება _რომ შევხვდებით მეტყვი რატომ გავხარ ჩემს ნაცნობს? _აი უკვე ვხვდებით ხომ ? გინდა ერთ შეხვედრაზე გამომტყუო ყველა ინფორმაცია რაც გაინტერესებს? _შენ იფიქრე კიდევ როგორ დამაინტერესო _ისევ ისეთი ეშმაკი ხარ ქალბატონო ექიმო ... _სულ პატარას მიცნობდი თუ მოზრდილს _ელენა გგავს , მამასაც ჰგავს რაღაცებით მაგრამ მაინც შენნაირი ხასიათი აქვს _ბექასაც იცნობდი? _არა , თორემ მანამ მოვკლავდი სანამ შენ გაგიცნობდა და ცოლად შეგირთავდა _ანუ მაშინ არ მოგწონდი _არა , მაშინ არ მომწონდი _აშკარად გაეცინა _მაშინ ვერ მომეწონებოდი _ბექას ცოლი ვიყავი უკვე და იმიტომ? _გგონი ეგ შემაჩერებდა? _შენთვის მნიშვნელობა არ ექნებოდა რომ სხვისი ცოლი ვიქნებოდი? სხვა მეყვარებოდა , სხვისი ქალი ვიქნებოდი? _რომ გყვარებოდა ახლა განქორწინებულები არ იქნებოდით ! როცა ვიღაცას ეკუთნი სამუდამოდ მისი ხარ და მის გარეშე არსებობა არ შეგიძლია ...იმას კი არ აქვს მნიშვნელობა ვისი ცოლი ხარ და ვისთან გძინავს _გაბრაზდი ... იმედია ჩემზე გაბრაზებული ვინმეს რამეს არ დაუშავებ _მაგიჟებ და კაიფობ ხო? _გამომდის? _მგონი გადამინდა შენი ნახვა, შეიძლება სიმართლის თქმაც გადამინდეს და ისევ დამთხვევას დაველოდო _გგონია გეტყვი რომ შემხვდე? _არ მგონია, მაგრამ არ მინდა ჩემმა მონატრებამ და სურვილმა დაგტანჯოს. ძნელია როდესაც გინდა დაინახო, შეეხო, გაკოცოს და არ შეგიძლია _ამ რამდენიმე კვირია განმავლობაში ამ ყველაფერს განიცდიდი და იტანჯებოდი საბრალოვ? _ ჩაიცინა და წამით წარმოიდგინა როგორ აენთო ზღვისფერი თვალები კაცს _დადგება დღე რომ მოგენატრები, ისე მოგენატრები რომ გაუყუჩებელ ტკივილს იგრძნობ მოხვალ და მთხოვ რომ არასდროს მოგშორდე ! _საოცარი გეგმები გაქვს, ვაფასებ მიზანდასახულ ადამიანებს _სუნთქვა შეუკრა მისმა სიტყვებმა თითქოს საკუთარ მომავალს ხედავდა იმ წამს _ვიცი ისევ დაგესიზმრები და ხო , ჩემი თვალები ლურჯია ! *^*^*^*^ ვერ დაიძინა, ვერც იმ ღამეს მოისვენა. სულს უხუთავდა მისი ხმა, მისი თვალები და მთლიანად ცოტნე აგიჟებდა ... ვერაფერს უხერხებდა თავს. არ იყო მორცხვი, პატარა გამოუცდელი გოგონა , მაგრამ მსგავსი არასდროს არაფერი განუცდია. ალბათ იმიტომ რომ სხვა ცოტნე არ არსებობდა, არც სხვა გაუცნია მსგავსი შემთხვევით. არც სხვას ჰქონდა ცოტნეს ფერი ლურჯი თვალები. ჭერს უყურებდა და ფიქრობდა რა იქნებოდა შემდეგ. ასე პატარა ბავშვივით აჟიტირებული როდემდე იქნებოდა. კაცის სიტყვები რომ აღსრულებულიყო და მართლა ტკივილმდე მონატრებოდა? რომ შეჰყვარებოდა მერე? აი ეს რომ გაიფიქრა იქ შეჩერდა, ყველაფერი უარყო, ტვინი გაიწმინდა უარყოფითი ფიქრებისგან ბალიშს მოხვია მკლავები და თავს დაძინება აიძულა... ლურჯი იყო , ირგვლივ ყველაფერი მისი თვალების ფერი იყო. იდგა და ფერებს ხელებით ეფერებოდა. რაღაც გაურკვეველ სივრცეში იყო მერე ყველაფერი აირია თითქოს დიდი საშლელი მოიტანეს და ყველაფერი გათეთრდა , სუნთქვა შეეკრა წითელი წვეთები რომ გაჩნდა თეთრ ფონზე ცდილობდა წაეშალა ,გაექრო ,მაგრამ სისხლივიტ მიედინებოდა სიწითლე ყველგან. ალისფერი გახდა სივრცე, სისხლის სუნი დატრიალდა ირგვლივ და მთლიანად შთანთქა სურნელი რომელიც მისი მეხსიერების ერთ წერტილში იყო გადამალული. ცდილობდა გაექრო სიწითლე, ყველაფერს აკეთებდა არ ჩერდებოდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. დაპატარავდა სივრცე კი გაიზარდა და ბოლოს შავმა ფერმა შთანთქა ყველაფერი, სიბნელემ დაისადგურა და წმინდა ცრემლით იტირა მძინარე ქალმა... ვერ სუნთქავდა, საწოლში გულაჩქარებული იჯდა და მკერდზე ხელს იჭერდა თითქოს ამოაცალეს მფეთქავი ორგანო და ტკიოდა, განუსაზღვრელად ტკიოდა. წამოდგა , ბანცალით გაუყვა ოთახის კედელს. სუნთქვას ცდილობდა,ღრმად ისუნთქავდა ჟანგბადს და თვალებდახუჭული მივიდა ნიჟარამდე. წყალი ძლივს მოუშვა ახურებულ კანზე ცივი წვეთების შეხებაისას გააჟრჟოლა, ცახცახი დაეწყო. ხელებით დაეყრდნო ზედაპირს და სარკეში საკუთარ ანარეკლს გაუსწორა მზერა _ყველაფერი კარგადაა ელიზაბეტ... ყველაფერი ძალიან კარგადაა . ის ერთი გაიძვერა, ეშმაკი , დემონია რომელმაც იცის როგორ იმოქმედოს შენზე. ტვინში შემოგიძვრა და ელოდება როდის დაგიმონებს , მაგრამ არ იცის რომ შენ ის ქალი ხარ ყველა დემონს რომ აჯობებს _შუბლზე მიკრული თმები გადაიწია. სახე გაიმშრალა და თავი .აღლა ასწია ისევ _გავიგებ ვინ ხარ. გპირდები გავიგებ და მე თუ მონატრება შემშლის შენ სიყვარული გაგაგიჟებს! *^*^*^*^^*^*^ მთელი დღე კლინიკაში გაატარა. მობილური კაბინეტში დადო და არც შეხებია. ელენა მშობლებთან დატოვა და იცოდა საღამომდე არც დაურეკავდა. მშვიდად ამოწმებდა პაციენტებს, ჩაატარა ოპერაციები და მოამზადა დოკუმენტები. კაფეტერიაშო იყო კოლეგებთან ერთად . ყავა მიირთვა და მათთან ერთად დაბრუნდა უკან . გზად რეანიმატოლოგს შეხვდა ერთ_ერთ პაციენტზე ისაუბრეს და კაბინეტთან დაემშვიდობა კიდეც. კარი რომ გააღო მობილურის ხმა გაიგო . მაგიდას მიუახლოვდა და ნაცნობი ნომერი რომ დაინახა გათიშა. სამაგიეროდ ზურგს უკან გაიგო ხრინწიანი ბრაზით სავსე ხმა _სიგიჟის ზღვრამდე გამაბრაზე ექიმო ! _აქ როგორ შემოხვედი... ვინ შემოგიშვა _შენ მგონი იმდენად აღარ გეშინია რომ იქეთ მეთამაშები, ცეცხლთან თამაშისას ყოველთვის იწვებიან ექიმო_ მკლავები მოხვია , ზურგიდან აეკრო და ყელში აკოცა _ არადა არ მინდოდა , ძალიან არ მინდოდა ასე უცებ დაფერფლილიყავი ექიმო _მოთამაშეს შეუძლია წყალი გამოიყენოს და სამუდამოდ ჩააქროს ცეცხლი_ შებრუნდა და თითი ისე გადაუტრიალა რომ შეუძლებელი იყო არ ტკენოდა _ექიმები დამწვრობასაც ვკურნავთ ... ზოგადად ჭკვიანი , გონებაგახსნილი ადამიანები ვართ და თამაში კარგად გამოგვდის. ბოლოს და ბოლოს სიცოცხლესთანახ ვთამაშობთ ბატონო ცოტნე _მაგიდას მიეყრდნო . წასასვლელი არ ჰქონდა , მაგრამ კაცის გამომეტყველება შეცვალა _შენ ... შენ ხარ თვითონ დენთი და ცეცხლსაც გააძლიერებ და თავადაც აალდები _ სწრაფად შეუცურა თითები თმაში და ტუჩებზე ისე დააცხრა როგორც არასდროს . ასეთი ვნებით და ჟინით პირველად ეხებოდა. მთელი ბრაზი ჩაატია ერთ კოცნაში, ყველა ემოცია და ქალიც ჩაძირა ზღვის მორევში ისე რომ თან წვავდა . საოცრება იყო , ისე მოხვია გრძელი მკლავები კაცის დაძარღვულ ყელს და მხრებს თითქოს იმ წამს მოკვდებოდა თუ მასთან ერთად არ დაიწვებოდა. სუნთქვაარეული კაცის მკლავებში მოქცეული მის ზღვისფერებს უყურებდა და ახურებულ ტუჩებს იკვნეტდდა _ ერთ საათში ... არა ნახევარში ვთავისუფლდები _შეხვედრა უკვე შედგა, კითხვების დასმის ფორმატი სამწუხაროდ არ გამოვიდა. სხვა დროს ზარს თუ უპასუხებ ისე იქნება როგორც თავად გსურს , იქნებ ერთხელ მაინც მართო სიტუაცია _ ისევ აკოცა , გაიღიმა და მოშორდა . შეიშალა, ჭკუიდან გადავიდა, ისე გაბრაზდა ასეთი გაცოფებული მაშინ არ ყოფილა იარაღს რომ უმიზნებდა. ჯერ კიდევ უთრთოდა სხეული. მწვანე ფორმაში გამოწყობილი აპირებდა კლინიკიდან გაქცევას. ძლივს მოვიდა გონს. სწრაფად მოიშორა ხალათი . გამოიცვალა და ჩანთას ხელი დაავლო. გაგიჟდებოდა იქ რომ დარჩენილიყო. კიდევ კარგი სამუშაო საათები დასრულებული იყო. ცოტნეს მანქანა ჯერ კიდევ სადგომზე იდგა. კაცი ვიღაცას მობილურით ესაუბრებოდა. მანქანის წინ იდგა და გაბრაზებული საუბრობდა. მგელს გავდა დასაგლეჯ მსხვერპლს რომ უნდა დაესხას თავს და გაგლიჯოს. მანქანას ხელი დაარტყა და სწრაფად დაიკავა საჭესთან ადგილი. ლიზამ კი მთელი მსახიობური ნიჭი მოიშველია ,მისივე სპექტაკლიდან როლი მოირგო და მანქანა როგორც კი გაიჭრა გზაზე მაშინვე წინ გაიშხლართა . ისე ოსტატურად გამოუვიდა შეჯახება და ძირს დავარდნა რომ აუცილებლად დაუკრავდა ტაშს საკუთარ თავს. უბრალოდ უნსა გენახათ ცოტნე როგორ გადმოვიდა მანქანიდან და მუხლებზე დაეცა ლიზას გვერდით. მისი თავი მუხლებზე დაიდო და მთელის ახე დაუკოცნა _ელიზაბეტ... ლიზიკო შემომხედე . შემომხედე თორე მოვკვდები გესმის? ლიზა... ჯანდაბა ლიზა _კოცნა... კოცნა მიშველის? დამეჯახე...ააჰ მგონი ფეხი მომტყდა _თვალები ნახევრად გაახილა წამოიტირა და კაცმა რომ ჩაიხუტა ღიმილი ვერ შეიკავა _სად მორბოდი რომ მორბოდი _მინდოდა მეთქვა ... მეთქვა რომ დაგრჩა _რა დამრჩა ასეთი ლიზა_ხელში წამებში აიტაცა. ისე რომ ქალი არც შერხეულა _ჩემი დაწყვეტილი ნერვები უნდა წაგეღო სუვენირად შენ კი კაბინეტში იქვწ ფეხებთან დაყრილი დამიტლვე და გაქცევას აპირებდი _საავადმყოფოში შევიდეთ? ძალიან გტკივა ფეხ... რაო? რა დაგრჩაო? მომესმა? მეკაიფები? დამაბოლე გოგო? _წამში შეიცვალა მიმართულება მანქანასთან დასვა და ისე აეკრო რომ წასასვლელი აღარ ჰქონდა. ყბაზე მოუჭირა თითები და თავი ააწევინა _ასე როგორ მოიქეცი , მეგონა რამე დაგმართე, მეგონა მოგკალი _ანგარიში გავასწორე... _ბავშვივით მოიქეცი ამხელა ქალი გაიშოტე მანქანის წინ. ხალხი რომ მოსულიყო რას იტყოდი ნეტავ ... საერთოდ ლაპარაკიც არ მინდა . ანგარიში გაასწორა თურმე ... ჩემი ორი კოცნა გმართებს მაშინ და დამიბრუნე ზუსტად ისეთი როგორიც იყო _მესამე ? _ვერ ხვდები რა გააკეთე ხო? _ვერ _შენ იცი რას ვერ ხვდები? იმას თუ რას ნიშნავ ჩემთვის ... მე ხომ კრიმინალი ვარ და შემიძლია უპრობლემოდ გამოგასალმო სიცოცხლეს შენც და ყველა სხვაც _კარგი გეყოფა..არ მეგონა ასე თუ გავიშხლართებოდი უბრალოდ წინ გადმოჭრა და შენი გაჩერება მინდოდა , მაგრამ ისე მიქროდი სხვანაირად გამოვიდა. გრძნობებს რაც შეეხება სამჯერ მნახე მგონი სულ და ძალიან გთხოვ რომაბტიზმის მწვერვალზე ნუ ახვალ. ჩემი ასაკი კი არც ისე დიდია , რომ რაიმე ქმედება ამეკრძალოს. შენ კი სანამ გაქცევას არ შეწყვეტ მანამ მართავ სიტუაციას აი როცა დარჩები ყველაფერი ჩემ ხელთ იქნება. დამშვიდდი, ღრმად ისუნთქე და ოდესმე იმ ორ კოცნასაც დაგიბრუნებ თავისი პროცენტებით _ ლოყაზე აკოცა , ხანგრძლივად მიაწება ტუჩები წვერით დაფარულ კანზე და უკან დაიხია. კაცმა მკლავში ჩაავლო ხელები თავისკენ მიიზიდა და ძლიერად ჩაეხუტა, ყოველგვარი ზედმეტი სიტყვების გარეშე მის ყელში ჩამალა სახე , მისი სურნელი შეიგრძნო , მის გულისცემას უსმენდა და ყველაფერს ივიწყებდა. ლიზა კი გახევებული იდგა, ყური მის მკერდზე ჰქონდა მიდებული და გულის თითოეული დარტყმა ესმოდა. დრო გაჩერდა, მხოლოდ ორო გულის არითმიული რიტმის ხმა ისმოდა და ეს გულისცემა იყო ყველაფერი... იმედია უფრო მოგეწონებათ და დაგაინტერესადთ ჩემმა ცოტნიკომ ისევ ველი თქვენს აზრს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.