როგორ შემიყვარდა კრიმინალი XII თავი (ნაწილი II)წვიმის ნაკადმა თანდათან იკლო, სულ შეწყდა ბოლოს. ყველაფრის წამლეკავი ქარიშხლის შემდეგ ერთიანად დადუმდა ბუნება... გაირინდა.. დამნაშავესავით მოიბუზა და განზე გამდგარი, გაუბედავად აკვირდებოდა საზარელ სურათს.. სრული სიჩუმე ჩამოწოლილიყო გარშემო. ცივი, მსუბუქი ქარიღა ქროდა მხოლოდ.. საფეთქელზე ნაზად ეხლებოდა მიწაზე პირქვე გართხმულ ქალს და ისე მოუსვენრად დასთამაშებდა სახეზე, მის შეფხიზლებას ცდილობსო თითქოს.. გარშემო კი ყველაფერი ერთ დიდ, შენელებულ კადრს ჰგავდა... - გადაიწიეთ! გადაიწიეთ!- ხალხის ქცევით გაღიზიანებული საპატრულო ეკიპაჟის თანამშრომლები , ხელების ქნევითა და ხმამაღალი ყვირილით უკან დახევისაკენ მოუწოდებდნენ გარს შემოკრებილებს. სიცივისა და უამინდობის მიუხედავად, მთელ ჯარს მოეყარა თავი უბნის ეზოში : სანიკიძის მეზობლებს , რომლებსაც თავზართან ერთად გაოგნება აღბეჭდვოდათ სახეზე და ვერაფრით მიმხვდარიყვნენ, თუ რატომ გადაწყვიტა სულ მთლად ახალგაზრდა, საუცხოო სილამაზით დაჯილდოებულმა და მუდამ გულწრფელი სითბოთი მომღიმარმა გოგონამ სიკვდილი; შემთხვევით გამვლელებსა და ათას უსაქმურს, რომელთაც უბრალო ცნობისმოყვარეობა და "სანახაობას ხომ არ გამოვტოვებ" პრინციპი აჩერებდათ და ყოველდღიურ რუტინას მოწყვეტილები, ინტერესით აკვირდებოდნენ სანახაობას; უბრალო ადამიანებს, გულწრფელი თანაგრძნობით რომ ავსებოდათ გული და მიუხედავად დახმარების დიდი სურვილისა, ვერაფერს შველოდნენ. უბრალოდ იდგნენ და დაზაფრული სახეებით, უსიტყვოდ მისჩერებოდნენ მათ თვალწინ გადაშლილ გულისმომკვლელ სურათს.. მიწაზე პირქვე გართხმული, სისხლში ამოსვრილი ქალის სიფრიფანა სხეულს და მასთან დაჩოქილ მამაკაცს , რომელიც მხრებათრთოლებული, ხმამაღლა ტიროდა.. *** ზარი ზარზე.. ყველა უპასუხო.. შიში , მთელ სხეულში რომ გიძვრება და მშვიდად სუნთქვის საშუალებას არ გაძლევს.. ტვინში მარწუხებივით გიჭერს და იცი ვერაფერი დაგამშვიდებს, მისი ნახვის გარდა . კიდევ ერთი ზარი და იმედი, საყვარელი ხმის გაგონების.. კვლავ უპასუხო. ყოყმანის გარეშე მოაბრუნა საჭე და გადავიდა საპირისპირო ზოლში.. აზროვნება გადაკეტილს ფეხებზე ეკიდა შემხვედრი მანქანების სიგნალები და მათი მძღოლების უკმაყოფილო სახეები. ისეთი სიჩქარით მიჰქროდა , ვერც ასწრებდა კადრების აღქმას ელვის სისწრაფით რომ ცვლიდა ერთმანეთს საქარე მინიდან. უკლებლივ ყველა შუქნიშანი გამოტოვა და მანქანის ძრავის ღმუილით შევარდა ნაცნობი კორპუსის ეზოში... შემდეგ იყო, მომენტი როცა საშინლად ეგოისტურად გინდა, რომ ნებისმიერი სხვა.. ყველა სხვა.. ოღონდ ის არა ვისაც შენი სული ეკუთვნის.. ის არ იყოს იქ, შეკრებილი ხალხის ეპიცენტრში.. მანქანიდან გადმოსულმა ხელის კვრით გაარღვია შეკრებილი ხალხის მასა... შემდეგ კი... ერთბაშად მომსკდარმა სასტიკი და საზარელი რეალობის ტალღამ მთელი წნევით , დაუნდობელი ძალით დაარტყა და ადგილზე შეაქანა. ჯოჯოხეთი , რომელიც კოშმარული წარმოდგენების ყოველგვარ ზღვარს ცდებოდა.. გულის დიაფრაგმა მინიმუმდე შეიკუმშა , მამაკაცმა კი უბრალოდ ინატრა რომ საერთოდ გამსკდარიყო იგი.. ყველაფერს დათმობდა , რომ იმ მომენტში შეწყვეტილიყო მისი გულის ცემაც. მაგრამ, დიაფრაგმა ისევ გაიშალა და გულმაც ისევ გააგრძელა ფეთქვა.. არანორმალურ ტემპში და ჯოჯოხეთურად მტკივნეულად. თვალებმა მაინც დაინახეს სისხლში ამოსვრილი საყვარელი სახე. სულზე ძვირფასი სახე. გონებამ ვეღარ შეძლო გაძლება და ზღვარს გასცდა მისი გონება..თავზე იტაცა ათრთოლებული ხელები და არადამიანური ღრიალით მოწყვეტით დაეცა მუხლებზე საყვარელი ქალის სხეულთან.. კანი აეწვა, ისე მოუნდა შესძლებოდა საკუთარი ხელით ამოეგლიჯა მკერდიდან გული.. ამოეგლიჯა ძირფესვიანად და შემდეგ მუჭში მოქცეული სისხლის უკანასკნელ წვეთამდე გამოეწურა.. ყველანაირ ჯოჯოხეთში დაუფიქრებლად გაივლიდა და ყველა ტანჯვას სიხარულით მიიღებდა, ოღონდ ეს არ ენახა.. ოღონდ მისი სიკვდილი არ ენახა.. - ცოცხალია!! ცოცხალია, გესმის?!-ხმამაღლა შეუყვირა მეტრეველმა და მხარში უხეშად ჩაფრენილი ხელით შეანჯღრია , მაგრამ აბაშიძეს აღარაფერი ესმოდა და ვეღარაფერს ხედავდა.. აზროვნება გაეთიშა და სამყარომ საერთოდ შეწყვიტა არსებობა, მანამ სანამ თითებზე სიცოცხლესავით სანატრელი ფეთქვა არ შეიგრძნო .. უსუსტესად.. მაგრამ მაინც ფეთქავდა სანიკიძის ძარღვებში სიცოცხლე... თითქოს ამ ფეთქვამ სასიცოცხლო იმპულსი მამაკაცის სხეულსაც გადასდო, იმავე წამს მანამდე გაყინული სისხლი ხმაურით გაიჭრა ვენებში და გონებამაც აზროვნება აღიდგინა.. სმენა დახშული ყურები განთავისუფლდა და პირველი რაც საკუთარი გულის არანორმალურ ბაგაბუგში ძლივს გაარჩია ნიავს მოყოლილი უსუსტესი ბგერები იყო , შემდეგ კი მამაკაცის გონებას ჯოჯოხეთის ახალი ტალღა მოასკდა. - მტკივა... საშინლად მტკივა.. - გულისმომკვლელად ამოიკვნესა ჯერ კიდევ გონზე მყოფმა, ჯოჯოხეთური ტკივილისა და შიშის აგონიაში ჩაძირულმა გოგონამ და აბაშიძემ ცხადად იგრძნო, როგორ გაიგლიჯა ნაწილებად მისი გული. - სასწრაფოში დარეკეთ!!- იღრიალა ბოლო ხმაზე ერთიანად გაფითრებულმა და სიგიჟის ზღვრამდე მისულმა. - დარეკილია.. - ყრუდ ამოილაპარაკა ერთიანად გაფითრებულმა და თვალებამღვრეულმა მეტრეველმა - დარეკე.. კიდევ დარეკე !! - დაჭრილი მხეცივით ღმუოდა აბაშიძე და აცახცახებულ თითებს არ აშორებდა ქალის პულსს.. - ლუკა.. - აქ ვარ, ნია.. აქ ვარ ნუ გეშინია... ჩემო პატარა... შემომხედე.. მე მიყურე! - უფრო მტკიცედ ჩაჭიდა აბაშიძემ ხელი აგონიაში ჩავარდნილ გოგონას, არეულ , შეშლილ მზერას უმისამართოდ რომ აცეცებდა. - მე მიყურე , ნია.. ნიაკო... - მტკივა.. - ტანჯვით სავსე მწვანე თვალები შეანათა ნიამ - ვიცი.. ჩემო პატარავ.. ვიცი... - სიმწრისაგან ყრუდ ამოიგმინა აბაშიძემ და ცხადად იგრძნო, როგორ დაუსვეს სამართებლის მჭრელი პირი გაუსაძლისი ბოღმისა და უსუსურობისაგან ისედაც გასკდომამდე მისულ მის გულს..- ვიცი.. უბრალოდ გაუძელი.. ცოტაც გაუძელი, გთხოვ.. სულ ცოტაც, ჩემო პატარავ და მერე ყველაფერი კარგად იქნება.. - ხელი არ გამიშვა.. -აქ ვარ, ნია.. აქ ვარ.. ჩემო პატარავ, ჩემო სიცოცხლე.. ჩემო სიყვარულო.. მე მიყურე, ნია.. უბრალოდ მე მიყურე.. ყველაფერი კარგად იქნება, გესმის? ყველაფერი კარგად იქნება.. არ შეგეშინდეს, ჩემო პატარავ... - არ მეშინია... დედას გეფიცები, არ მეშინია.. შენც არ შეგეშინდეს... ჩემო სიცოცხლე.. გეხვეწები , არ შეგეშინდეს... - ნაწყვეტ- ნაწყვეტ ჩურჩულებდა ატირებული გოგონა - მე არ მეშინია....მე უბრალოდ მტკივა.. ძალიან მტკივა, ღმერთო.. ძალიან მტკივა... ხელი არ გამიშვა, გეხვეწები.. ხელი არ გამიშვა... სასწრაფოს მოსვლამდე არ გაუშვია მისი ხელი აბაშიძეს.. შეუჩერებლად ეფერებოდა გაყინულ შუბლზე და მექანიკურად იმეორებდა საალერსო სიტყვებს, ოდნავი შვება მაინც რომ მოეგვარა ტკივილისაგან ერთიანად აცახცახებული , აგონიაში მყოფი გოგონასთვის, რომელსაც ტანჯვისაგან სახე გაფითრებოდა და ტუჩები გალურჯებოდა.. სუსტი , ძალაგამოცლილი თითებით სასოწარკვეთილი ებღაუჭებოდა საყვარელი მამაკაცის ხელს და მისი კანიდან და თვალებიდან წამოსული სითბო ერთადერთი იყო რაც აძლებინებდა რომ ბოლომდე არ დანებებოდა შავ , გაურკვეველ სივრცეს, დაუნდობლად რომ მიათრევდა თავისკენ.. სიმწრისაგან გასკდომამდე მისული გული არანორმალური სისწრაფით უცემდა მკერდში და მხოლოდ იმას ნატრობდა მამაკაცი , თვითონ ყოფილიყო იქ, ერთადერთი ქალის ადგილზე.. დამტვრეული ძვლებით და ყოყმანის გარეშე გასცემდა ამისთვის ყველაფერს.. დაუფიქრებლად აიღებდა საკუთარ თავზე ყველა ტანჯვასა და ტკივილს.. უსუსურობის უკიდეგანოდ მწარე გრძნობა ყელში უჭერდა , ახრჩობდა , გუდავდა.. სულშეხუთული გაჭირვებით სუნთქავდა და წამები საუკუნეებად ეჩვენებოდა.. ჭიანჭველებივით შესეოდნენ ტკივილი და შიში და მთელ არსებას მოსდებოდნენ : ძვლებს, კანს, გულს... ყველა ორგანოსა და სისტემას , ყველა უჯრედს.. შესეოდნენ და ყოველგვარი დანდობის გარეშე ღრღნიდნენ .. და რა უნდა გააკეთო როცა იქ.. შენი საყვარელი ქალი წევს გაუსაძლის ტანჯვაში ჩაძირული... ხელში გიჭირავს მისი აკანკალებული, სუსტი ხელი.. უყურებ მის გაწამებულ, სულზე უძვირფასეს სახეს და ტანჯვით სავსე , საყვარელ თვალებს.. ვერაფერს შველი , ვერაფერს აკეთებ და ეგ უმოქმედობაა ყოველ წამს რომ გაგიჟებს, გკლავს.. კვდები, ცოცხლდები და ასე თავიდან.. ჩვეულებრივ ჯოჯოხეთს გადიხარ და ათასჯერ განიცდი სიკვდილს , მანამ სანამ ის წყეული სასწრაფო არ მოვა და თან არ მოიტანს შვების ციცქნა ნატამალს, მალამოსავით რომ მოედება ჯოჯოხეთურად ატკიებულ სულს და გონებას.. - დედას შევეცი!!!-ვეღარ მოერია თავს აბაშიძე და არაადამიანურ ღრიალთან ერთად ამოხეთქა გულისგამგლეჯავმა ბოღმამ, სიმწარემ და ტკივილმა .. წონასწორობის შენარჩუნების ილუზიური მცდელობა ხელის ერთი მოსმით დაიმსხვრა და სახით მოწყვეტით დაემხო საყვარელი ქალის მხარზე ტკივილისაგან განადგურებული მამაკაცი.. ორმოცდაათი წუთის შემდეგ მოვიდა სასწრაფო დახმარების ზე პუნქტუალური ბრიგადა.. შემდეგ აღარ ახსოვს როგორ მოაცილეს საყვარელი ქალის სხეულს. ექიმებმა საკაცეზე გადაიყვანეს ჯერ კიდევ გონზე მყოფი, არაადამიანურ ტკივილებში ჩაძირული გოგონა, შემდეგ კი გამაყრუებელი სირენების თანხლებით მოწყდნენ ადგილს.. თანდათან იწყო შეკრებილმა ხალხმაც დაშლა.. ზოგმა ვერ გაუძლო გულისმომკვლელი სურათის ყურებას და მანამდე დატოვა ეზო... სრულ ქაოსში ჩაძირულებს კი აღარავის შეუმჩნევია კაცის ორი ფიგურა, რომლებმაც ქურდული ნაბიჯით გადაკვეთეს გზა საპირისპირო ქუჩამდე და შემდეგ ბეემვეს მარკის ავტომანქანაში ჩამსხდრები მაღალი სიჩქარით გაეცალნენ ადგილს.. *** ფული...სექსი...ნარკოტიკები.. ნარკოტიკები, სექსი , ფული... ამ სამი რამის ბრუნვა იყო მამოძრავებელი ძალა კლუბ "იმპერიისა", რომლის ორსართულიანი შენობა მართლაც იმპერიასავით აღმართულიყო დედაქალაქის ცენტრში.. უსასრულო , ბინძური წვეულებები და ბინძური ფული.. დახურული საღამოები, რომელზე მოხვედრაც მხოლოდ საზოგადოების მკაცრად განსაზღვრული ნაწილისთვის იყო შესაძლებელი.. არატრადიციული ორიენტაციის ქართველების მთავარი თავშესაფარი, გახმაურებული სკანდალები და უკვე ლეგენდებში გადასული ისტორიები იქ დატრიალებულ გარყვნილობაზე.. ყველა ზემო ჩამოთვლილი იყო მიზეზი იმისა, რომ კლუბი იმპერია კონსერვატულობითა და ტრადიციულობით გამორჩეული ქართული საზოგადოების სიძულვილის მთავარ ობიექტს წარმოადგენდა.. პერიოდულად, დედაქალაქს პროტესტის ტალღად გადაუვლიდა ხოლმე აღშფოთების წამოძახილები საზოგადოების მხრიდან, როდესაც აღნიშნულ კლუბში ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ გარდაცვლილი კიდევ ერთი ახალგაზრდის შემთხვევა გახმაურდებოდა.. კონსერვატული საზოგადოება კი დევიზებით : "შვილებს გვირყვნიან", "ქართველობას გვართმევენ".. უკვე დიდი ხნის განმავლობაში მოითხოვდა კლუბის დახურვას.. მაგრამ, მანამ სანამ მთავრობის უხილავი ხელი იფარავდა, "იმპერიას" არაფერი ემუქრებოდა და ისევ შეუჩერებლად აგრძელებდა კლუბურ ბიზნესში დომინირებას.. შუაღამე იყო, ქუჩაში კანტი-კუნტად შემორჩენილი ადამიანები ქურთუკის საყელოებში შებუზულები ემალებოდნენ დეკემბრის სუსხს და ჩქარი ნაბიჯით ეშურებოდნენ სახლებისაკენ..მხოლოდ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე , კლუბ იმპერიაში ეხლა იწყებოდა სიცოცხლე.. სცენაზე მდგარი ლონდონიდან მოწვეული დიჯეი თანდათან უმატებდა ელექტრონული მუსიკის ტემპს და რიტმებს დაუნანებლად გადასცემდა ექსტაზში შესული ადამიანების მოქნილ სხეულებს.. კლუბის ბოლოს, ვიაიპი სტუმრებისთვის განკუთვნილი ოთახი ქალის კვნესას შერეულ მამაკაცის ხმამაღალ ოხვრას აევსო .. ნიკა გვარამიას ორივე ხელი ძლიერად ჩაევლო სავსე ფორმებიანი ქერა მეძავის ნატიფი წელისთვის, რომლის სამი ზომა მკერდი ყოველ დაუნდობელ ბიძგზე გამაგიჟებლად მადისაღმძვრელად ხტოდა.. - ამის დედაც!- ღმუილით გაათავა მამაკაცმა და კიდევ რამდენიმე ბიძგის შემდეგ მოწყვეტით გადაწვა ტყავის მასიურ სავაძელზე..- ამის დედაც... კაი გოგო ხარ!.- ორგაზმისგან ჯერ კიდევ მზერა არეულმა ცალყბად გაუცინა ქერას, რომელმაც პასუხად ვნებიანად ამოიკრუტუნა, ნებიერად გადაწოლილ მამაკაცს შარვლის ელვა შეუკრა და შემდეგ კატასავით მოხდენილი ნაბიჯებით დატოვა ოთახი. იმავე წამს კი ოთახში ორმა მამაკაცმა შემოაბიჯა. - აბაა.. სად არის აბაშიძის კახპა?- მაგიდაზე მიგდებულ სიგარეტს დასწვდა ნიკა გვარამია და ვაკოს გახედა, რომელმაც მის წინ სავარძელში დაიკავა ადგილი. - ტრავმატოლოგიურში.. - მხრები ირონიული ღიმილის თანხლებით აიჩეჩა აფციაურმა და თავადაც მოუკიდა სიგარეტს.. - ანუ?- წარბები აზიდა ნიკამ -ანუ... ძვლებშია დალეწილი... - კმაყოფილი ღიმილის თანხლებით განმარტა ვაკომ - გაჟიმვა მინდოდა.. ეგ კიდევ ადგა და პირდაპირ მეხუთე სართულიდან დაეშვა ასფალტზე.. - ამის დედაც.. - გაიცინა გვარამიამ- ხო არ ღადაობ?! - ნწ...შენ ძმობას გეფიცები.. - სავარძელზე მთელი ტანით გადაწოლილმა ფეხები ჟურნალების დაბალ მაგიდაზე შემოაწყო და სახეზე ნეტარი გამომეტყველება აიკრა. - ამის დედაც.. - ხო.. ისეე...მართლა სასწაულად ლამაზია ის გოგო.. მომესწრო და მერე მაინც ეფრინა? მაგან ცოტა გამიტეხა.. მარა ნიჩიოო... მთავარია იმას მოეტყნა დედის ტ*აკი - ხელი ხელს კმაყოფილებით შემოკრა ვაკომ და მთელი ტანით ნებივრად გადაწვა სავარძელზე... *** - საბედნიეროდ, ოპერაციამ გართულებების გარეშე ჩაიარა.. პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, თუმცა სტაბილურად მძიმე.. გოგონა ამჟამად კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტშია მოთავსებული და ტრავმატოლოგისა და ნეიროქირურგის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ არის.. პაციენტს მრავლობითი სახის დაზიანებები და მოტეხილობები აღენიშნება ბეჭის, მენჯის, ნეკნების არეში.. საბედნიეროდ, არ დაზიანებულა თავისა და ზურგის ტვინი და შინაგანი ორგანოები.. გოგონა არ იმყოფება მართვით სუნთქვაზე და დაზიანებები ამ ეტაპზე სიცოცხლისთვის საშიში არ არის.. მისი ჯანმრთელობის შემდგომ სურათს კი უკვე პოსტოპერაციული დიაგნისტიკური კვლევები გვიჩვენებს.. - ასეთი იყო მონაცემები ნიას მდგომარეობის შესახებ, რომლებიც გოგონას მკურნალმა ექიმმა ხერხემალზე შვიდ საათიანი ქირურგიული ოპერაციის ჩატარების შემდეგ გააცნო დერეფანში მომლოდინე სანიკიძის ახლობლებსა და მეგობრებს. შემდეგ კი სათვალის ზემოდან გადახედა ორ მამაკაცს , რომლებიც გაფითრებული , შეშლილი სახეებითა და ჩაწითლებული თვალებით ერთმანეთზე უარესად გამოიყურებოდნენ. -თქვენგან ლუკა რომელია? -მე ვარ.. - მექანიკურად უპასუხა აბაშიძემ და სახეზე ძლიერად მოისვა ათრთოლებული ხელები. - თქვენ მისი მეუღლე ხართ? - ფრთხილად დაეკითხა ხანშიშესული ექიმი. - გოგონა სულ თქვენ გახსენებდათ , სანამ დავაძინებდით... - მეუღლე ვარ.. - მოკლედ დაუდასტურა აბაშიძემ, რადგან ახსნა- განმარტებების არც თავი ჰქონდა და არც სურვილი. - თუ შეიძლება წამობრძანდით, რაღაცაზე მინდა გესაუბროთ. - რა ხდება?- დაიძაბა მეტრეველი. - უბრალო ფორმალობაა- დამამშვიდებლად გაუღიმა მას ექიმმა და უკვე წინ წასულ აბაშიძეს მიჰყვა. - ჩემი კაბინეტი აქეთ არის- დერეფნის მარცხნივ მდებარე კარისაკენ მიუთითა ლუკას, მაგრამ მას მისთვის ყურადღება აღარ მიუქცევია. სწრაფი ნაბიჯით აირბინა ერთი სართულით მაღლა მდებარე რეანიმაციისაკენ ამავალი კიბეები და დერეფნის ბოლოსაკენ ჯიქურ დაიძრა. - თქვენი აქ ყოფნა არ შეიძლება.. - გადაეღობა წინ დაცვის ახალგაზრდა თანამშრომელი . მაგრამ ლუკას მისთვის ზედაც არ შეუხედავს , ისე გააგრძელა გზა. - ეე , შენ რა ვერ გაიგე? აქ ყოფნა არ შეიძლება - მეთქი! -მხარზე წაეტანა უკან ადევნებული დაცვის თანამშრომელი და სიტყვის გაგრძელება ვეღარც მოახერხა, ყელში წაჭერილმა ძლიერმა ხელმა მომენტალურად რომ მიაჯაჭვა კედელზე. - შემეშვი... გაგგუდავ.. გაგგუდავ ბო**შვილი ვიყო!! - ყინულოვანმა ხმამ და მისკენ მომზირალმა არანორმალური ბრაზითა და რისხვით აგიზგიზებულმა ბოროტმა თვალებმა, გაქვავებულმა სახემ, და ყელში წაჭერილმა ხელმა, თანდათან რომ გუდავდა, შეწინააღმდეგების ყოველგვარი სურვილი გაუქრეს კაცს. გაჭირვებით დაუქნია თავი დანებების ნიშნად და აბაშიძემაც ცივად უშვა ხელი. შემდეგ კი ისე გაიარა დერეფანში , ყურადღება არ მიუქცევია ექთნებისა და სანიტრებისთვის, შიშით რომ აპარებდნენ დერეფანში ჯიქური ნაბიჯებით მიმავალი მაღალი მამაკაცისაკენ თვალს, რომელსაც თვალები არაადამიანურად ამღვრეოდა და სახე გაქვავებოდა .. რეანიმაციული განყოფილების კართან შედგა ბოლოს, კარს შუბლით მიეყრდნო და ასე იდგა ერთხანს... ღრმად და მძიმედ ისუნთქავდა ჰაერს.. დინჯად აიღო თავი ბოლოს, ნელა შეაღო კარი და რეანიმაციაში შეაბიჯა. გონებამ სწრაფად მოძებნა საყვარელი სახე და ისევ მინიმუმამდე შეიკუმშა გულის დიაფრაგმა. რეანიმაციულ განყოფილებაში გამეფებულ თბილ სიჩუმეს უმარავი აპარატის რიტმული წიკწიკი არღვევდა მხოლოდ. ნია პირქვე იწვა, შიშველ ხერხემალზე დაბინტული კანი თეთრ ზოლად გასდევდა.. ათას სადენში ახლართულიყო და უამრავი გაურკვეველი აპარატით გარშემორტყმულიყო, რომლებიც მონოტონურად წიკწიკებდნენ და სხვადასხვა რიცხვებით იუწყებოდნენ პაციენტის სიცოცხლის მდგომარეობის შესახებ. სუნთქვა გაუჭირდა აბაშიძეს ამ სურათის შემხედვარეს. სხეულში დაბუდებული სიმწრისა და უსუსურობის გრძნობა ეკლიან ბურთად გაეჩხირა ყელში და საყლაპავი მილი დაუკაწრა.. მძიმე ნაბიჯებით გადაჭრა მანძილი ფანჯარასთან მდგარ საწოლამდე..დიდხანს,ძალიან დიდხანს უყურა ყელში სიმწარე გაჩხერილმა საყვარელი ქალის სიფრიფანა სხეულს.. ყელზე ფრთხილად შეკიდა მარიამის ნაქონი ჯვარი. ნაზად, ძალიან ნაზად დაუკოცნა შუბლი და გაცრეცილი ბაგეები... შემდეგ შუბლით შუბლზე მიყრდნობილმა ოდნავგასაგონად დაიჩურჩულა: - მე უბრალოდ ბედნიერი ვიქნებოდი, რომ შემძლებოდა საკუთარ თავზე ამეღო შენი ტანჯვა და ტკივილი.. მაპატიე.. ანგელოზო ჩემო... **** ნახევრად ცარიელ ავტობანზე სარფის საბაჟო გამშვები პუნქტისაკენ დიდი სიჩქარით მიიწევდა აუდის მარკის ავტომანქანა, რომელშიც ორ მგზავრს დაეკავებინა ადგილი. ერთი მათგანი , დროდადრო მოუსვენრად წრიალებდა სავარძელში და გვერდითა ხედვის სარკისაკენ დაფეთებული აცეცებდა თვალებს, რაც იმაზე მიუთითებდა რომ რაღაცას გვარიანად შეეშინებინა იგი. - ეეე... დაწყნარდი რა !- გაღიზიანებულმა შეუყვირა საჭესთან მჯდომმა მეორე მამაკაცმა, შედარებით მაღალმა და ერთიანად შავგვრემანმა. - ამის დედაც.. სულ მგონია რომ კუდზე გვაზის... - ამოიგმინა პირველმა და სახეზე ნერვიულად მოისვა ხელი. - კუდზე არა ყ**ზე გვაზის! - სახე დამანჭა მეორემ - დაგვენძრა, ვაკო.. დაენძრა კანტორას.. ამის დედაც.. არ უნდა შეხებოდით იმ გოგოს.. - აუ, ეხლა ან მოკეტავ.. ან ჩემი ხელით მიგათრევ აბაშიძესთან ! გაიგე ბექუშ?!- თვალები გადმოუქაჩა გაღიზიანებულმა ვაკომ -გავიგე.. - ამოილაპარაკა ნირწამხდარმა ბექამ. - ჰოდა , ეგრე !- კმაყოფილებით ჩაიცინა ვაკომ და მუსიკას აუწია , შემდეგ კი აზარტში შესული შეუჩერებლად ლაპარაკობდა და პერიოდულად სიცილით გადმოხედავდა ხოლმე მეგობარს , რომელიც აშკარად არ იზიარებდა მის აღფრთოვანებას. - ყველაფერი იქნება მაგრად... ძმაკუშ!- საღეჭი რეზინი ხმაურით გაღეჭა ვაკომ და კეფაზე მოუთათუნა ხელი მეგობარს, რომელმაც პასუხად ნაძალადევად გაუღიმა და კიდევ ერთხელ შეავლო თვალი გვერდითა ხედვის სარკეს, რომელიც უკვე მთლიანად დაეფარა კოკისპირული წვიმის მსხვილ წვეთებს. სარფის საბაჟოს თეთრი , ზედმეტად თანამედროვე არქიტექტურით ნაგები შენობა კიდევ დაახლოებით ოცწუთიანი სიარულის შემდეგ გამოჩნდა, თუმცა იქ მისულებს კიდევ ერთი უსიამოვნო შემთხვევა შეეგებათ. გაუნძრევლად მდგარი მანქანათა უზარმაზარი კოლონა, შესასვლელთან თავმოყრილი ხალხის დიდი რაოდენობა და მათი უკმაყოფილო სახეები იმაზე მიუთითებდა რომ საბაჟოზე რაღაც პრობლემა წარმოქმნილიყო. - რა ხდება, ძმაო?- ჩაწეული ფანჯრის მინიდან თავი სანახევროდ გაყო ვაკომ და იქვე მდგარ ყვითელ საწვიმარში გახვეულ საბაჟოს თანამშრომელს ახედა. - შეფერხება გვაქვს... - ყვირილით უპასუხა მამაკაცმა, წვიმის შხაპუნით გამოწვეული ხმაური რომ გადაეფარა. - რა შეფერხება ,, ბრაატ?- მოსმენილისაგან სახე დამანჭა ვაკომ - ელექტრონული სისტემა გაგვეთიშა.. - მხრები აიჩეჩა მამაკაცმა - მერე?- თვალებმოწკურულმა გახედა ვაკომ - ცოტა ხანს მოცდა მოგიწევთ.. - სადამდე?- უკმაყოფილება გამოიკვეთა აფციაურის ხმაში. - ჯერ ზუსტად არ ვიცით.. შეიძლება მთელი ღამეც.. - ხელები გაშალა ყვითელსაწვიმრიანმა - იქამდე სანამ სისტემის მუშაობა არ აღდგება.. - თქვენი სისტემის დედასაც შევე*ი და თქვენსასაც !- ხმადაბლა გამოცრა მიღებული პასუხით გაღიზიანებულმა ვაკომ და მანქანის მინას აუწია, შემდეგ კი წვიმის თქეშით დაფარული საქარე მინიდან მანქანების გრძელ რიგს გახედა. - დაგვენძრა ...მაგრად დაგვენძრა... - პანიკის ახალმა ტალღამ შემოუტია ბექას. - აუუ ეხლა არ დაიწყო შე ყ**ო !! - ნაღმივით იფეთქა ისედაც გაღიზიანებულმა ვაკომ და მთელი ტანით შეტრიალდა ბექასკენ- ასეთი მშიშარა ყ*ე რა განგებამ გაგაჩინა , ჰაა? - აბაშიძე... - დაიწყო ისევ ბექამ თუმცა ვაკოს ღრიალმა სიტყვის დამთავრება აღარ აცადა. -ბიჭოო!! აბაშიძე ჩემ ყ*ლეს მოგვჭამს, გაიგეე?! პასუხი რომ ვერ მიიღო , სავარძელში შესწორდა და შემრიგებლური, ძველებურად უდარდელი ტონით განაგრძო - მორჩი რაა ეხლა.. და ვაბშე მე გეტყვი ეხლა სადაც უნდა წავიდეთ.. აქვე ერთი ისეთი მაგარი ადგილი ვიცი.. ნაშები ყავთ,იმის დედა ვატირე.. - არ მინდა.. დავრჩეთ და დაველოდოთ როდის გაიხსნება ეს დედამოტყნული საბაჟო - მოკლედ მოუჭრა ბექამ. -მე გპატიჟებ, ტოო! - წარბები შეკრა ვაკომ - შემეშვი! - ხელი აუქნია ბექამ -მოიცა, მოიცა.. რა უცნაურად ბაზრობ , ტო!- მისკენ მთელი ტანით შემობრუნდა ვაკო და წარბებშეკრული გამომცდელად დააკვირდა - შენ შემთხვევით .. პიდარასტი ხო არა ხარ? - თვალებმოწკურული ხმადაბლა დაეკითხა და გამომწვევად შეხედა - შენ შიგ ხომ არ გაქვს?! - მის ანკესზე წამოეგო ბექა და აშკარად თავმოყვარეობა შელახულმა დაქაჩა თვალები -ააღიარე ეხლა , აღიარე.. - მხარზე ხელი ირონიული სიცილით მიარტყა ვაკომ- დემოკრატია შემოკრატიაო ...ხოდა, ვისზე ნაკლები ლიბერალი ვარ ძმაოო? ბო*ისშვილი ვიყო, გაგიგებ! - შენ შიგ ხო არა გაქვს- მეთქი?... პიდარასტები შენსკენ მოიკითხე! - უარესად წამოპილპილდა ბექა - აბა შეჩ*მა , ჯანმრთელი კაცი თუ ხარ რაღას მეუბნები უარს ? - გაკვირვების ნიშნად ხელები ფართოდ გაშალა ვაკომ. ბექა ცოტა ხნით დადუმდა. ერთი მხრივ, სულ არ ეპიტნავებოდა გაურკვეველ ადგილებში ბოდიალი, როცა აბაშიძის შიში ერთიანად ჭამდა.. მეორე მხრივ , "კაცობის" ამბავი ჰქონდა დასამტკიცებელი და აშკარად ამ უკანასკნელმა გადასწონა , ვაკოს თანხმობის ნიშნად რომ დაუქნია თავი.. - მაგის დედაც.. წავედით.. - ეეგრე რა !- ვაკომ სიცილით შემოკრა ხელი მხარზე და ძრავი ჩართო. მანქანების კოლონიდან გამოაღწია და საბაჟოს საპირიპირო მიმართულებით აიღო გეზი. აშკარად უდარდელ ხასიათზე მყოფი , მანქანაში გახმიანებულ მუსიკის რიტმებს მხიარულად აყოლებდა საჭეზე დაწყობილ თითებს , ბექას კი სახე ფანჯრისაკენ შეებრუნებინა და ძველებურზე უფრო მეტად მოღუშული გასცქეროდა ცვალებად პეიზაჟებს. ლეგა ღრუბლები ავისმომასწავებლად გროვდებოდნენ ცაზე, პერიოდულად კი ელვა ინათებდა ხოლმე მოკლაკნილ ხაზად. ისეთი პირქუში და შიშის მომგვრელი იყო ბუნება , ძალაუნებურად კიდევ უფრო ეყინებოდა ისედაც შეშინებულ მამაკაცს ვენებში სისხლი. ჯანდაბა.. ან იქნებ ვაკო მართალი იყო და სულ ტყუილად ჰქონდა აბაშიძის შიში? თან ბოლოს და ბოლოს თვითონ ხომ არ შეხებია იმ გოგოს.. ასე იყო თუ ისე , ბექამ ერთი რამ ცხადად იგრძნო: მთელი არსებით უნდოდა დალევა, დათრობა და არც ქალის ალერსში თავის ჩაკარგვაზე იტყოდა უარს. ყველაფერზე თანახმა იყო ოღონდ ეს აუტანელი შიში და წინათგრნობა გადავიწყებოდა ოდნავ. მალე მიადგნენ, ვაკოს სანაქებო ადგილს რომელიც ერთი იაფფასიანი სასტუმრო აღმოჩნდა , ბორდელის ფუნქციასაც თავისუფლად რომ ითავსებდა. შენობა გარედან ფრიად ულაზათო იყო, არაფრით გამორჩეული არქიტექტურით , შიგნიდან კი თითქმის მთლიანად თურქი მძღოლებით, მძიმე ჰაერითა და სიგარეტის კვამლით გამოტენილი. - ვიწყებთ გართობაას!- ხელები კმაყოფილებით მოისრისა ვაკომ და დაკვირვებით მოათვალიერა სიტუაცია. შენობის მარჯვენა მხარეს მცირე ზომის ბარი იყო მოწყობილი, ვულგარულ ფერებში მორთული დარბაზი თითქმის სანახევროდ იყო ჩაბნელებული, რომელიც უკვე საკმაოდ გაცრეცილი ხავერდის სავარძლებითა და ხის მაგიდებით გაეწყოთ. მაგიდებს უკვე კარგად შეზარხოშებული მამაკაცები უსხდნენ და შუაგულ დარბაზში, ურცხვად ეალერსებოდნენ პარტნიორებს. ნაწილი კი პარტნიორების მოლოდინში ბართან ჩამწკრივებულიყო და სხვადასხვა ალკოჰოლის სმით ირთობდა თავს. - კაროჩე , გადავდივართ პირდაპირ საქმეზე რა... მიდი, აირჩიე ქალი და მერე ნომრებში დავიფანტეთ.. - მოკლედ მოჭრა ვაკომ და პარტნიორის შერჩევის მიზნით კიდევ ერთხელ მოავლო მზერა დარბაზში მყოფ მეძავებს. -მე ეს მიმყავს.. - თავგადაპარსულ, სავსე ფორმების ქალზე მიუთითა ბექამ, რომელიც ბართან იჯდა , რომელიღაცა კოქტეილს წრუპავდა და პოტენციურ კლიენტს მაცდურად უღიმოდა. - ფუ ჩემი რას გავს- სახე უკმაყოფილოდ დამანჭა ვაკომ - ღადაობ ?- გულწრფელი გაკვირვებით გაეცინა ბექას. - პიდარასტი მე კი არა შენ ყოფილხარ ესეთ ქალზე თუ არ გიდგება!- ტუჩის კუთხე ირონიულად ჩატეხა. - მე ნაზი გოგოები მომწონს ძმაო.. აი , ისეთები საწოლში როგორც გინდა ისე რომ მოიხმარ.. - თავისი ბინძური ფანტაზიები ბოლომდე გადმოალაგა ვაკომ და ჩვეული ამაზრზენი ღიმილიც თან დაურთო.- აი, იმისნაირი .. - ახალგაზრდა , სუსტი აღნაგობის ქალზე ანიშნა თავით, ლიმონი გაღეჭა და შემდეგ სკამიდან წამომდგარი მისკენ გაემართა სწრაფი ნაბიჯით.. **** მდიდრულ, გემოვნებითა და დახვეწილობით მოწყობილ კაბინეტში ორი მამაკაცი იმყოფებოდა. ერთი მათგანი, შუახნის, ასე ორმოცდაათამდე წლის , თმაში ჭაღარა შერეული და ნაცრისფერ ლაბადაში გამოწყობილი, ფანჯარასთან იდგა და მინის მიღმა უხმოდ გაჰყურებდა განრისხებულ ბუნებას. მეორე მათგანი ასაკით პირველის ტოლი იქნებოდა. ნახევრად შევერცხლილი თმა და ცივი, გაყინული თვალები ჰქონდა. ერთხანს უხმო ფიქრებში იყო გართული, შემდეგ თავი ნელა ასწია და ძველებურად ფანჯარასთან მდგარ შენგელიას ორაზროვნად გახედა. - მაშ, ის გოგო გადარჩა? - გადარჩა. - სად მკურნალობს? - რესპუბლიკურში. რას გეგმავ? - ვაკოს დაუკავშირდი. უთხარი, დაწყებული საქმე დაასრულოს : მინდა რომ იმ გოგოს მიაკითხოს და შერჩენილი ჯანსაღი ძვლებიც დაულეწოს. - წარბშეუხრელად გასცა ბრძანება აფხაზავამ . შენგელიას არაფერი უპასუხია და რამდენიმე წამის განმავლობაში ფართო კაბინეტში სრული სიჩუმე ჩამოვარდა, რასაც გარედან შემომავალი კოკისპირული წვიმის შხაპუნი არღვევდა მხოლოდ. ბოლოს სიჩუმე შენგელიას გაუბედავმა და ყოყმანშეპარულმა ხმამ დაარღვია: - რამაზ.. ზედმეტი ხომ არ მოგვდის? შეტყობინება უკვე გაგზავნილია და დარწმუნებული ვარ, შინაარსიც კარგად გაიგო.. იმ გოგოს მოკვლა რაღა საჭიროა? - მისი ბოლომდე განადგურებისთვის არის საჭირო. - მხრები გულგრილად აიჩეჩა რამაზმა. - ფიქრობ ,ამას მის ახლობლებზე შეტევით მოახერხებ? - ასე ვფიქრობ და ასეც იქნება. ეს მისი უსუსტესი წერტილია. - სრული თავდაჯერებით მიუგო აფხაზავამ. -მე კი ვფიქრობ, რომ უბრალოდ ძალიან გავაბრაზებთ... - ქვესკნელივით ჩაბნელებულ ზეცას გახედა შენგელიამ. გარეთ წვიმას კიდევ უფრო ემატა, მსხვილი წვეთების ნაკადი სწრაფად ეშვებოდა მიწაზე და შემდეგ, ღვარცოფად მიედინებოდა უნაკლოდ მოასფალტებულ ეზოში. პერიოდულად , საშინლად იელვებდა ხოლმე და რამდენიმე წამის შემდეგ ელვას მოყოლილი ქუხილი არემარეს აყრუებდა.- თანაც ახლობელი ადამიანები ყველას გვყავს... - ხმადაბლა, უფრო თავისთვის შენიშნა ზაზამ და ფრთხილი მზერით გახედა მაგიდასთან სავარძელში მჯდარ აფხაზავას. - ის ჩვენამდე ვერ მოაღწევს. - რა გაძლევს ესეთი სიმშვიდის საფუძველს? -ჩვენ მას მანამდე მოვუღებთ ბოლოს. დაუკავშირდი ვაკოს.. ეხლა კი მაპატიე, ოჯახი მელოდება... - სავარძლიდან დინჯად წამოდგა აფხაზავა და კაბინეტიდან გავიდა. მარტო დარჩენილმა შენგელია ერთხანს კიდევ აკვირდებოდა განრისხებულ ბუნებას. ბოლოს , თავისი მოქმედების სისწორეში არც ისე დარწმუნებულმა , შარვლის ჯიბიდან მაინც ამოაცურა სმარტფონი და აფციაურის ნომერი მოიძია.. - გისმენ!- რამდენიმე ზუმერის შემდეგ უპასუხა მამაკაცის ხმამ. - საერთო ნაცნობთან საქმე არ დაგვისრულებია. - რა მევალება? - მზადყოფნა გამოიკვეთა აფციაურის ხმაში. - გოგო მოკალი!- იყო მოკლე ბრძანება. - სიამოვნებით!- ბოროტი ღიმილი გადაეგლისა აფციაურს სახეზე. *** დედაქალაქში უკვე ღამე იყო , რუსთავისაკენ მიმავალ წვიმიან, ნახევრად ცარიელ გზატკეცილზე საშუალო სიჩქარით გადაადგილდებოდა ნაცრისფერი მერსედესი. მანქანის თბილ სალონს შეფარებულ რევაზ კევლიშვილს ტუჩებს შორის ანთებული სიგარეტის ღერი მოექცია, ერთი ხელით საჭეს მართავდა, მეორეთი კი ერთმანეთის მიყოლებით ცვლიდა რადიო ტალღებს. საქართველოს თითქმის ყველა რადიოსადგურზე ერთი საკითხი განიხილებოდა : საპრეზიდენტო არჩევნები და მისი შედეგები. ერთ ტალღაზე მამაკაცის უკმაყოფილო ხმა ილანძღებოდა ზომაზე მეტად აწეული ხმით, მეორეზე ხანშიშესული ქალბატონი თაფლივით დამტკბარი ტონით ულოცავდა გამარჯვებულ კანდიდატს პრეზიდენტის პოსტის დაკავებას.. მესამეზე - ქალისა და მამაკაცის ხმები კამათობდნენ გაცხარებით და დიდი მცდელობის მიუხედავად, სიტყვის ჩაგდების საშუალებასაც არ აძლევდნენ გადაცემის წამყვანს... - ერთი თქვენი დედაც მოვტყან! - სახედამანჭულმა შეიკურთხა მთელ პოლიტიკურ ზედახორასთან დაკავშირებით და რადიო ხელის ერთი მოსმით გამორთო. ფანჯარას ჩაუწია, სიგარეტის ჩამწვარი ღერი მოისროლა და ის იყო ისევ აწევას აპირებდა, იმავე წამს მის მერსედესს გამაყრუებელი ჭახანით რომ შეასკდა უკან მომავალი მანქანა. - შენი დედა!!- ამის დაყვირებაღა მოასწრო კევლიშვილმა, წამის შუალედში კი შეჯახებით გამოწვეულმა ინერციის ძალამ წინ გადააგდო , საჭეს სახით შეახეთქა და მომენტალურად დაუბინდა გონება. შეჯახების შედეგად მერსედესის ჯიპმა საბურავების გამაყრუებელი წივილით იცვალა მიმართულება, გზის სავალი ნაწილიდან გადავარდნილი საგზაო ნიშნის მაჩვენებელს შეასკდა და შეჩერდა. კევლიშვილმა, რომელიც ინსტიქტურად უკვე ხვდებოდა, რომ ეს შეჯახება ჩვეულებრივი ავარია არ იყო და მას კიდევ უფრო დიდი საფრთხე ემუქრებოდა, ხელი სასოწარკვეთით გააცოცა იარაღისაკენ, რომელიც სათავსოში ეგულებოდა, მაგრამ მისი აღება ვეღარ მოასწრო. იმავე წამს მძღოლის მხარეს კარი გაიღო და მანამ, სანამ აზრზე ოდნავ მოსვლას მაინც მოასწრებდა, ქეჩოში ჩაფრენილმა ძლიერმა ხელმა მთელი ძალით მოქაჩა და ტომარასავით გადმოათრია სალონიდან. პირველი კი რაც სველ ასფალტზე გულაღმა გაშხლართულმა კევლიშვილმა აღიქვა თავს წამომდგარი მაღალი სილუეტი , გაყინული სახე, მისკენ მომზირალი არანორმალური რისხვით სავსე შავი თვალები და იარაღის ლულა იყო , იმავე წამს დინჯად , აუჩქარებლად რომ აღიმართა და პირდაპირ მისი შუბლის სამიზნეზე შეჩერდა. - ვინ დაგავალა გოგოს მოკვლა?- ყინულივით სუსხიანი ხმით იკითხა მამაკაცმა. - არ გინდა !- იყვირა უკვე ერთიანად შიშს ატანილმა კევლიშვილმა და მექანიკურად წამოწეულმა წამოდგომა სცადა, მაგრამ იმავე წამს მხრის სახსარში დატაკებულმა ტყვიამ ისევ სველ ასფალტზე დააბრუნა, ამჯერად ტკივილისაგან აღრიალებული და ერთიანად მოკრუნჩხული. - შენი დედა !- ბოლო ხმაზე იღრიალა რევაზმა და დაჭრილ მხარზე იტაცა ხელი. ლუკამ, ისე რომ გაყინული გამომეტყველება არ უცვლია, ძირს გართხმულს წარბშეუხრელად ჩააჭირა დაჭრილ მხარზე ფეხი , შემდეგ კი ერთიანად განრისხებულმა ბოლო ხმაზე უღრიალა : - სახელი, ნაბოზარო!!! ტკივილისაგან საბოლოოდ აშლილმა კევლიშვილმა იმავე წამს იღრიალა: - შენგელია... ზაზა შენგელია... პასუხის მიღების შემდეგ აბაშიძე მის სხეულს მოშორდა და ისე რომ მისი თვალებისთვის გაყინული მზერა არ მოუშორებია, აუჩქარებლად გადახსნა იარაღის დამცავი. თვალებგაფართოებული კევლიშვილი, რომელმაც წამში გაიაზრა რაც ელოდა, ხმამაღლა აყვირდა: - არ გინდა.. არ გინდა.. ჩვენ უბრალოდ გოგო უნდა წაგვეყვანა.. მის გადაგდებას არ ვაპირებდით.. თვითონ გადახტა შენი ქალი... ვაკოს მისი გაუპატიურება უნდოდა და ის გოგო თვითონ გადახტა თავი რომ გადაერჩინა... მოსმენილიმა მთელი არსება შეურყია აბაშიძეს... მოსმენილი იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ რამდენიმე წამი დასჭირდა მამაკაცის გონებას მოსმენილის აღსაქმელად, გასააზრებლად. გაიაზრა, აღიქვა : შიში, პანიკა და უმწეობა ორი მანიაკის ხელში ჩავარდნილი მისი საყვარელი არსების, რომელიც უარესის შიშმა აიძულა საკუთარი ნებით წასულიყო სიკვდილზე. გაისიგრძეგანა ეს ყოველივე და ყოველგვარ ზღვარგადასული მრისხანებისაგან ადუღებულმა სისხლმა ტვინში აასხა, ვენებს საშინელი წნევით შეასკდა და გონება აუფეთქა. ასფალტზე გართხმული კევლიშვილი თვალმოუშორებლად აკვირდებოდა რამდენიმე წამის განმავლობაში გაქვავებულ მდგომარეობაში მდგომ აბაშიძეს, რომელსაც გაყინული გამომეტყველება არ შეცვლია, მაგრამ მასში მომხდარმა ცვლილებამ კიდევ უფრო შეზარა კევლიშვილი: მამაკაცის თვალებში მძვინვარებამ პიკს მიაღწია, სახე კიდევ უფრო სასტიკი გაუხდა და სუნთქვა არანორმალურად დაუმძიმდა. - არ მომ...- კევლიშვილის ხავილი იარაღის მჭახე ხმამ გადაფარა. ლულიდან გამოვარდნილილი ტყვია შუბლში დაეჭედა და მომენტალურად დაადუმა. მანქანაში დაბრუნებულმა აბაშიძემ სიგარეტს მოუკიდა , ძრავი ჩართო, სველ ასფალტზე გართხმულ კევლიშვილის უსისცოცხლო სხეულს გულგრილად აუარა გვერდი და სარფისაკენ აიღო გეზი. *** მარტო დარჩენილმა ბექამ სულმოუთქმელად გამოცალა ლუდის კათხა. ერთს მეორე მიაყოლა, მეორეს - მესამე... გრძნობდა, სისხლთან შერეული ალკოჰოლი თანდათან როგორ ამშვიდებდა და შემაწუხებელი ფიქრებიც თან მიჰქონდა. სხეულში შერჩენილი შიშის ბოლომდე მოცილება მაინც ვერ მოახერხა , მაგრამ ისიც სრულიად საკმარისი იყო მისთვის რამდენიმე საათით მაინც რომ გაეთიშა გონება და აღარაფერზე ეფიქრა იმ მადისაღმძვრელი ფორმების მქონე ქალბატონის გარდა, ეხლა მის გვერდით რომ ჩამომჯდარიყო ბარის მაგიდასთან. "ეხლავე მოვალო"' - დაუბარა ქალს , სავსე შარდის ბუშტმა რომ შეაწუხა და ერთიანად გადამთვრალს, საპირფარეშოს ძებნაზე თავი დიდად არ შეუწუხებია , ფეხარეული გარეთ გამოვიდა და შენობის გვერდზე ჩამწკრივებული ხეებიდან ერთ-ერთს მიაშურა. შენობის შემოგარენში სრული სიჩუმე გამეფებულიყო. ავისმომასწავებელ დუმილს დროდადრო წამოქროლილი ცივი ქარი არღვევდა მხოლოდ, რომელიც ფოთლებს ისე აშრიალებდა , რაღაც საიდუმლოს უყვებაო თითქოს. შორს, ღამის სიბნელეში რომელიღაც ფრინველი კიოდა. არ ესიამოვნა ეს ატმოსფერო გარეთ გამოსულ მამაკაცს. დეკემბრის უსიამოვნო სიცივესთან ერთად ისევ თავიდან შეუჯდა ხერხემალში შიში. ის იყო თავისი საქმე დაასრულა და სწრაფად დასწვდა შარვლის ელვას, ბარში რაც შეიძლება სწრაფად რომ დაბრუნებულიყო, რომ მომენტალურად ცხოველურმა ინსტიქტმა აუწვა ზურგი. იმავე წამს სრული სიბნელე მისი ზურგიდან წამოსულმა ძლიერმა შუქმა გაკვეთა . მთელი სხეული გაეყინა და ალკოჰოლი ერთბაშად გამოიდევნა ორგანიზმიდან.. ერთიანად აცახცახებულმა რამდენიმე წამის შემდეგ გაჭირვებით შეძლო ტყვიასავით დამძიმებული სხეულის შემობრუნება. მის უკან მდგარი მანქანის წინა მაშუქებიდან მომავალმა სინათლემ აიძულა ხელი აეწია და სახე მოეჩრდილა, რამდენიმე წამის შემდეგ კი გარკვევით შეძლო გაერჩია შავი რენჯროვერი ავაზასავით უხმოდ რომ უახლოვდებოდა და სიძულვილისაგან აგიზგიზებული ბოროტი შავი თვალები, მტაცებელი ცხოველივით რომ უმზერდნენ. - ამის დედაც... - ჩურჩულით მოსწყდა სასოწარკვეთის ნოტები შიშისაგან აცახცახებულ მის ბაგეებს. მექანიკურად უკან დაიხია ორი ნაბიჯით, ქვას წამოედო და სველ მიწაზე გაიშხლართა. შიშმა თითქოს მაგნიტივით მიაჯაჭვა ადგილს, ერთიანად მუხლებმოკვეთილმა წამოდგომაც ვეღარ მოახერხა და მხოლოდ იდაყვებზე დაყრდნობილმა უკან-უკან იწყო გაცოცება, პარალელურად კი შიშისაგან გაფართოებულ თვალებს არ აცილებდა თავზე წამომდგარ მაღალ სილუეტს , მტაცებელი ნადირის მზერით რომ უახლოვდებოდა. -გთხოვ, არ მომკლა!-მთელი ძალის მოკრებით, დასაკლავი ღორივით აბღავლდა ბექა. - ნუ ბღავი, ყ*ეო! - კბილებში ზიზღით გამოცრა ლუკამ. - არ მომკლა! - მის სიტყვები ყურად არ იღო ბექამ და ბღავილი განაგრძო. -ნუ ბღავი-მეთქი,ყ*ეო!!! - მთელი ხმით უღრიალა მისი ყურისწამღები ბღავილით გაღიზიანებულმა აბაშიძემ და საყელოთი ჩაბღუჯული ძლიერად შეანჯღრია. - არ გინდა... - ხმა ერთიანად ჩაუწყდა ბექას. - შენ ყ*ეზე მ*იდიხარ! .. - ავად გამოცრა ლუკამ - ის სად არის? - მეთერთმეტე ნომერში.. - ხმის კანკალით ამოთქვა ბექამ და მოსალოდნელი ტყვიის მოლოდინში თვალები მაგრად დახუჭა, შემდეგ კი ერთიანად მოიკუნტა, მაგრამ გასროლა არ მომხდარა. სველ მიწაზე გართხმული ბექა კიდევ რამდენიმე წამს ვერ ბედავდა განძრევას. ბოლოს გამბედაობა მოიკრიბა, თვალები გაახილა და მიდამო დაზვერა. აბაშიძე აღარსად ჩანდა. ამით შეგულიანებულმა , მთელი ძალების მოკრების შემდეგ ერთიანად წამოიჭრა ფეხზე, შემდეგ კი ქარის საპირისპირო მიმართულებით, ისეთი სისწრაფით გაქანდა თავისი აუდისაკენ, მამაზეციერიც ვეღარ დაეწეოდა. დაფეთებულმა ხელის კანკალით ჩართო ძრავი, მანქანა მოატრიალა და ბოლო სიჩქარით ადგილიდან მომწყდარი უკვალოდ ართქლდა ტერიტორიიდან. შენგელიასთან საუბრის შემდეგ აფციაურმა ტელეფონი გათიშა და სტვენა- სტვენით გამოვიდა აბაზანიდან, სწრაფად ამოიცვა შარვალი და უკვე თავიდან- ბოლომდე ჩაცმული, საწოლზე მწოლიარე ქალისკენ გადაიხარა , რომელსაც ცემისაგან დაჟეჟილ სახეზე აეფარებინა ორივე ხელი , შიშველ ასევე ნაცემ სხეულზე საბანი მთელი ძალით მიეკრო და ციებანივით ცახცახებდა.. - კარგი გოგო ხარ! - გაუცინა , ყბებში უხეშად ჩაავლო ხელები და ხმაურით აკოცა მის სიახლოვეზე კიდევ უფრო აკანკალებულს. წელში გასწორდა, უკან შემობრუნდა და მომენტალურად ეცა ელდა მისკენ გამძვინვარებული სახით მომზირალი მამაკაცის დანახვაზე - შენი დედა!- წამოიყვირა ხმამაღლა და ელდანაცემი გველნაკბენივით გახტა უკან. ელვის სისწრაფით იატაცა იარაღზე ხელი და მაღლა შემართა. იმავე წამს იგრიალა აბაშიძის იარაღმაც. სრული სიზუსტით ნასროლი ტყვია მხრის სახსარში დაეტაკა აფციაურს, იარაღი თითებიდან გაუვარდა და ტკივილისაგან ბოლო ხმაზე აღრიალებულმა დაჭრილ მხარზე იტაცა ხელი. შემდეგ კი მთელი სისწრაფით მოწყდა ადგილს, თუმცა შორს გაქცევა არ დაცალდა . ორ ნაბიჯში წამოეწია აბაშიძე უკვე კართან მივარდნილს, თმაში უხეშად ჩაფრენილი ხელით მთელი ძალით უკან დაქაჩა და მუხლებზე ჩააჩოქა. იმავე წამს აფციაურმა საფეთქელზე ცივი ლულის ყინულოვანი შეხება იგრძნო და ამოიკნავლა: - არ გინდა, გეხვეწ...- იმავე შემდეგ იგრიალა იარაღმაც , ტყვიამ საფეთქელი შეუნგრია და სამუდამოდ დაადუმა. ლუკამ ზიზღით უშვა ხელი და, მისი უკვე უსულო სხეული ყრუ ბრაგუნით გაიშხლართა იატაკზე . იარაღი დააბრუნა, კარის შესასვლელში გაშხლართულ სხეულს, ჭერისთვის რომ მიეშტერებინა ღიად დარჩენილი თვალები, გულგრილად გადააბიჯა და აუჩქარებელი ნაბიჯით დატოვა სასტუმრო. *** გარშემო უკვე ბინდი იდგა, საგურამოში მდებარე თავის ორსართულიან სახლში , საკუთარ კაბინეტში იჯდა აფხაზავა და საქმიან ქაღალდებს ჩასცქეროდა, პარალელურად კი ძვირფას ირლანდიურ ვისკის შეექცეოდა. ჩრდილოეთ კედელში დატანებულ ბუხარში საამოდ ტკაცუნობდა შეშა , მოღუღუნე ცეცხლი ნახევრად ჩაბნელებულ ოთახს ანათებდა და კიდევ უფრო მყუდრო ატმოსფეროს ქმნიდა ისედაც კომფორტულ , ფართო და მდიდრულ კაბინეტში. ოთახში გამეფებული სრული იდილია ზაზა შენგელიას მოულოდნელმა სტუმრობამ დაარღვია. მამაკაცი ზომაზე მეტად გაფითრებული სახითა და დამფრთხალი თაგვის გამომეტყველებით შეიჭრა კაბინეტში, აფხაზავას წინ მძიმედ ჩაეშვა სავარძელში და ოფლით დაცვარული შუბლი სწრაფად შეიმშრალა ლურჯი ცხვირსახოცით. აფხაზავამ საბუთებიდან ნელა ასწია თავი და თავის მარჯვენა ხელს შუბლშეკრულმა უკმაყოფილო მზერა მოავლო. - სად გაქვს მანერები? - დაეკითხა წარბებშეკრული. - რა დროს მანერებია.. - ხელი გაბეზრებით აიქნია სახედამანჭულმა შენგელიამ და კიდევ ერთხელ ნერვიულად შეიმშრალა დაცვარული შუბლი. - რა ხდება? - სავარძელზე მთელი ტანით გადაწვა აფხაზავა და შენგელიას გამომცდელად ჩააცქერდა თვალებში. - სრული პიზდეცი!- ყოველგვარი შესავლების გარეშე გამოცრა კბილებში ზაზამ. - მაინც?- მშრალი ხმით ჩაეკითხა აფხაზავა. - ბიჭებს მიაგნო ... - მერე? - მკვდარია ორივე.. - ჩამქრალი ხმით ამოილაპარაკა შენგელიამ. - ესე ძალიან დაგწყდა მათზე გული?- წარბების აზიდვით, ირონიული ღიმილით დაეკითხა აფხაზავა. - ერთი მაგათი დედაც მოვტყან, რამაზ!- ხელი გაღიზიანებით აიქნია სახედამანჭულმა შენგელიამ - ჭირსაც წაუღია მაგათი თავი .. მაგრამ შენ ვერ ხვდები? ის გაჩერებას არ აპირებს, სანამ ყველას არ ჩაგვაწვენს საფლავში.. შემდეგი უკვე ჩვენ ვიქნებით და ჩვენც ისევე მოგვიღებს ბოლოს, როგორც იმათ.. - დროზე ადრე ნუ ჩაიჯვამ- მშრალად შენიშნა აფხაზავამ - ჩავიჯვით და ეგ არის.. დაგვენძრა რამაზ.. დაგვენძრა... ჩვენ უკვე მკვდრები ვართ - ხმა და სახე ერთიანად ჩაუქრა შენგელიას - ის აღარ გაჩერდება.. ყველას დაგვხოცავს. ჩვენამდეც მოვა და... - ეგ არ მოხდება. - ხო? და რა გაძლევს , მაგ იმედის ქონის საფუძველს იქნებ მეც გამიმხილო? - ჩვენ მას გავაჩერებთ. - შენ შიგ ხო არა გაქვს?- აფხაზავას გამაღიზიანებელ სიმშვიდეზე ბოლომდე მოეშალა ისედაც დაწყვეტაზე მისული ნერვები შენგელიას და ბოლო ხმაზე აყვირდა- გააჩერებ?! რას გააჩერებ?! მე შენ გაფრთხილებდი , გავეშვათ იმ გოგოს - მეთქი.. ხო გაფრთხილებდი, არა?! ხო გაფრთხილებდი ეს დედამოტყნული ?! შენ!! შენ ხარ ყველაფერში დამნაშავე , ნაბი*ვარო!! შენ მარწმუნებდი რომ იმ ქალით მანიპულაცია გააჩერებდა.. ზადნი გინდოდა? აი, შენი ზადნი!.. აუ , ამის დედაც.. თქვენი დედაც... აბაშიძის დედაც...იცი რა? ამ ჯოჯოხეთიდან ლიჩნად მე პას.. ვსო, გავდივარ ამ საქმიდან - შესამჩნევად აკანკალებული ხელები ასწია შენგელიამ და სკამიდან წამოიწია - სად გარბიხარ? - ავი ხმით დაეკითხა აფხაზავა და შიშჩამდგარ თვალებში შეაცქერდა უკვე კაბინეტის კართან მისულს - შენ რა ვერ ხვდები? ორივე ბიჭი მკვდარია და დარწმუნებული იყავი, რომ სიკვდილის წინ საკმარისზე მეტს ამოფქვავდნენ.. გოგოს მოკვლის ბრძანება შენგან გავიდა... ხვდები ეხლა? - ამის დედაც... - ხმა ერთიანად ჩაუწყდა შენგელიას და კიდევ უფრო გაუფითრდა სახე. - სწორად მიხვდი. - აუღელვებელად შენიშნა აფხაზავამ - ის ეხლა შენ გეძებს და იმედი არ გქონდეს რომ სადმე დაემალები. - რა ვქნა , რა გავაკეთო? - სავარძელს დაუბრუნდა მიცვალებულივით გაფითრებული შენგელია და ერთიანად სასოწარკვეთილმა აკანკალებულ ხელებში ჩარგო ხელები. - სიტუაცია თავად გვკარნახობს გამოსავალს. - მხრები გულგრილად აიჩეჩა აფხაზავამ. - აბაშიძე უნდა მოკვდეს. - სწრაფად ასწია შენგელიამ სახე. - მანამდე კი შენ უნდა მოკვდე. - რა?! - გველნაკბენივით შეხტა ზაზა და შიშისაგან თვალებგაფართოებული მიაჩერდა აფხაზავას, რომელმაც იარაღიანი ხელი მაღლა აღმართა და ლულა მის შუბლს გაუსწორა. - რას ... რას აკეთებ? რამაზ... არ გინდა... აბაშიძის თავს საკუთარი ხელით მოგიტან.. ოღონდ არ მომკლა.. - ჩამქრალი ხმით ლუღლუღებდა შენგელია და აცახცახებულ სხეულს ნელ-ნელა უკან ხევდა. - მე არ მაქვს იმის გარანტია რომ პირველი მიაგნებ- გულგრილად , მხრების აჩეჩვით შენიშნა აფხაზავამ. - ამის დედაც... არაფერის ვიტყვი, გესმის?... საერთოდ არაფერს... გავქრები... საერთოდ გავქრები... ოღონდ, გთხოვ.. არ გინდა.. არ მომკლა... - ხმა ერთიანად უკანკალებდა შენგელიას და დაჰიპნოზებულივით თვალებს არ აშორებდა მისკენ მომართულ იარაღის ლულას. - არ გეწყინოს.. არაფერი პირადული.. შენი სიცოცხლე.. ჩემი უსაფრთხოების სანაცვლოდ... - მის მუდარას ყური არ ათხოვა აფხაზავამ და იარაღის დამცავი ხმაურით გადახსნა. - შენი დედა!!!- ბოლო ხმაზე იღრიალა მომენტალურად გამძვინვარებულმა შენგელიამ და სანამ იარაღის ლულიდან გამოვარდნილი ტყვია გაუხვრეტდა შუბლს, მანამდე მიაწყდა აივანს და დაუფიქრებლად გადაევლო რიკულებს. იდეალურად გაკრეჭილ გაზონზე ხმაურით დაებერტყა, შემდეგ კი ფეხზე შეშლილივით წამოხტარმა მთელი სისწრაფით მოწეწა თავისი მანქანისაკენ, მაგრამ იქამდე მიღწევა აღარ დასცალდა. აივანზე გადმომდგარი აფხაზავას მიერ უკან ადევნებული ტყვია პირდაპირ კოჭში დაეტაკა და იმავე წამს ტკივილისაგან აღრიალებული გაგორდა გაზონზე. მაინც არ დანებდა და მთელი არსებით შეეცადა სიკვდილს გაქცეოდა: იდაყვებზე დაყრდნობილი წინ გახოხდა და ასე შეეცადა მანქანამდე მიღწევას, მაგრამ ცდა კვლავ უშედეგო აღმოჩნდა. რამდენიმე წამის შემდეგ ზურგიდან წამოადგა სიკვდილი აფხაზავას ჩრდილის სახით. აღსასრულს შეგუებულმა შენგელიამ უკანასნელი ძალები მოიკრიბა და კბილების ღჭრიალით გამოცრა: - შენი დედაც, ნაბოზარო! ჩემი მოკვლით ტ*რაკის გადარჩენის იმედი ტყუილად გაქვს. შენც მოგაგნებს ,ხო იცი? არც შენ გიწერია დიდი ხნის სიცოცხლე. კარგად ხვდები, რომ შენც უკვე მკვდარი ხარ , ნაბი*ვარო! - მოდი იდი ნახუი.. - გულგრილად მიუგო აფხაზავამ. იარაღიანი ხელი ნელა აღმართა და ლულა მის კეფას დაუმიზნა, შემდეგ კი უყოყმანოდ გამოკრა სასხლეტს თითი. უხმაუროდ გამოტყორცნილმა ტყვიამ მომენტალურად შეუნგრია თავის ქალა შენგელიას და სამუდამოდ დაადუმა. სასიკვდილო ჭრილობიდან მომენტალურად გამოჟონა მეწამულმა სითხემ და მწვანე ბალახი მუქად შეღება. აფხაზავამ ერთი გულგრილად დახედა ყოფილი თანაშემწის გვამს , შემდეგ კართან ატუზულ პირად მცველს აუღელვებლად მისცა ბრძანება: - გაიტანე და ტყეში ჩამარხე. - თვითონ კი ისევ სახლში შებრუნდა და მეორე სართულზე მდებარე კაბინეტისაკენ ამავალ კიბეს აუჩქარებელი ნაბიჯით აუყვა. უკვე კარში იყო შესული, ტყავის შავ სავარძელში ჩამომჯდარი შავ ლაბადასა და ნაცრისფერ ჯემპრში გამოწყობილი მოულოდნელი სტუმრის დანახვაზე ერთიანად რომ გაიყინა. სახე სრულიად უემოციო ჰქონდა მამაკაცს, მხოლოდ მის შავ თვალებში ჩაბუდებულიყო უზომო რისხვა , მძვინვარება და სისასტიკე. აფხაზავამ მექანიკურად დაიხია უკან, მაგრამ კარის ზღურბლზე დამხვდარმა ბარამიძემ ხელის უხეში კვრით უკანვე შეაგდო კაბინეტში. - დაჯექი. - აბაშიძის ყინულივით ცივმა, მაგრამ დინჯმა ტონმა დაარღვია რამდენიმე წამის განმავლობაში ჩამოწოლილი სიჩუმე. აფხაზავა წამით ისევ იდგა გაშეშებული, შემდეგ ნელა ჩაეშვა მის წინ სავარძელში და მშვიდად გაუსწორა მზერა. - მე არაფერი ვიცოდი შენს საყვარელზე. ჩემი თანაშემწე ჩემგან დამოუკიდებლად მოქმედებდა, მე კი წარმოდგენაც კი არ მქონდა იმაზე, თუ რას ხლართავდა ჩემს ზურგს უკან.. - სიტუაციასთან სწრაფად ადაპტირდა გაქნილი კრიმინალი და ბუნებით თანდაყოლილი გაიძვერობაც წამში მოიშველია, მაგრამ აბაშიძეს მისი სიტყვებისთვის ყურადღება არ მიუქცევია. ყინულივით მზერა მიაბჯინა და ისეთივე ტონით ჰკითხა: - შენი ოჯახი გიყვარს? აფხაზავას, რომელიც კარგად მიხვდა კითხვის არსს, მომენტალურად ჩამოერეცხა სახიდან სიმშვიდე და გააფთრებული ღრიალით წამოიჭრა ფეხზე. - შენი დედა.. ჩემი ოჯახი.. - ყ*ეზე მ*იდია შენი ოჯახი. - უცვლელი აუღელვებელი , გაყინული და სუსხიანი ხმით შენიშნა აბაშიძემ. - შენ ჯერ ილაპარაკებ სიმართლეს, შემდეგ კი მოკვდები . აქედანვე შეეგუე : ჩემგან დანდობის მიღების შანსი აბსოლუტურ ნულზე გაქვს... ეხლა დაჯექი და ილაპარაკე. - მოკლედ გაარკვია ლუკამ , მაგრამ აფხაზავა ძველებურად იდგა ფეხზე და ისევ გააფთრებული ახჭრიალებდა კბილებს. - შენი დედაც... აბაშიძემ რამდენიმე წამს კიდევ უყურა უხმოდ და გაყინული სახით, შემდეგ კი უეცრად გამძვინვარებული გამომეტყველებით წამოიჭრა ფეხზე. ისე რომ აფხაზავამ გონს მოსვლაც ვერ მოასწრო, საყელოში წვდა, კეფით დაუნდობლად მიახეთქა კედელზე და ერთიანად განრისხებულმა სახეში მთელი ხმით ჩაჰყვირა: - ილაპარაკე, ნაბოზარო!!! **** კედლის საათი საღამოს შვიდ საათს აჩვენებდა. ბუხარში ისევ ღუღუნებდა ცეცხლი და მისი საამო ტკაცუნი ოთახში გამეფებულ სიჩუმეს არღვევდა. მდუმარედ მჯდარ აფხაზავას თავი ჩაექინდრა და მის წინ, მაგიდაზე ვისკით სავსე ჭიქისთვის გაეშტერებინა გაეშტერებინა მზერა. ვირთხასავით სათაგურში გაბმულივით გრძნობდა თავს. ოთხივე მხრიდან კედელთან იყო მომწყვდეული და ცხადად გაიაზრა : სხვა გზა არ ჰქონდა, უნდა ელაპარაკა . რაც მთავარია სიმართლე უნდა ელაპარაკა. ეს დასასრული იყო. დასასრული , რომელიც ისე დადგა, რომ დასაწყისიც არ ჰქონია. ჩაქინდრული თავი ნელა ასწია და მზერა მის წინ უხმოდ მჯდარ აბაშიძეს გაუსწორა მზერა, რომელიც ყინულოვანი სიცივით სავსე თვალებს არ აშორებდა. - რა გაინტერესებს? - ყრუ ხმით იკითხა აფხაზავამ. - ყველაფერი. სულ თავიდან დაიწყე და თანმიმდვრულად მიყევი - ცივი ტონით მიუგო ლუკამ. სიგარეტის კოლოფიდან ერთი ღერი ამოაძვრინა, დინჯად გაუკიდა და სავარძელზე მთელი ტანით გადაწოლილმა მომლოდინე მზერა მიაპყრო აფხაზავას. ეს უკანასკნელი არ ჩქარობდა. ვისკის ჭიქას დასწვდა, ხარბად დაწაფებულმა ბოლომდე მოსვა მუქი სითხე, შემდეგ კი ყრუ , აუჩქარებელი ხმით დაიწყო: -ყველაფერი შენი ქალაქში დაბრუნების შემდეგ დაიწყო.. შენ წარსულში დაიწყე ქექვა და ამით მოსალოდნელი საფრთხის ქვეშ დააყენე რამდენიმე ადამიანის კეთილდღეობა.. - ვინ არიან ეს ადამიანები? - ყველა, ვინც საერთო საქმეში იყო ჩართული, ვინც ჩვენთვის მუშაობდა... - წვრილფეხობა არ მაინტერესებს.. - გააწყვეტინა ლუკამ - მთავარ ბო*ებზე გეკითხები. ერთ-ერთი შენ ხარ, ვხვდები. კიდევ? - ილია ახობაძე , ნოდარ გვარამია და ნიკა გვარამია. - მორჩილი მოსწავლესავით ჩამოთვალა აფხაზავამ - ჩვენ ყველას ჩვენი როლი გვაკისრია ამ საქმეში : გვარამიები ბიზნესს კრიშავდნენ, საჭირო საქმეებს კერავდნენ, ჩვენთვის არასასურველ ხალხს ვირის აბანოში აგზავნიდნენ, სამხილებს აქრობდნენ და ა.შ. ერთი სიტყვით , საქმეს კრიშავენ.. ახობაძე საქონელს გვაწვდის აზერბაიჯანიდან , მე კი მათ ჩემს კლუბებში, კაზინოებში და სხვადასხვა ადგილებში ვასაღებდი რამდენიმე ბარიგას მეშვეობით. როდესაც შენ საქართველოში დაბრუნდი, მე მაშინ წარმოდგენა არ მქონდა ვინ იყავი. სამაგიეროდ , ახობაძე და გვარამია გიცნობდნენ. ამათგან გვარამია შენ გამოჩენას სრულიად გულგრილად შეხვდა. შენ არაფერი გეჭირა ხელში, საერთოდ არაფერი. გვარამიას ყველა სამხილი პირწმინდად ჰქონდა განადგურებული , ამიტომ საშიშროება იმისა, რომ ათი წლის წინანდელი საქმე გამოგეძიებინა და მაგით საფრთხე შეგექმნა მისთვის, ნულს ქვემოთ იყო. აბსურდულიც კი იყო მაგის შანსი.. ერთი სიტყვით, გვარამია შენგან სერიოზულ საფრთხეს არ ელოდა.. სერიოზულ ძალად არ აღგიქვამდა და ამაში ღრმად დარწმუნებული , იმდენად ზერელედ უყურებდა შენ გამოჩენას, იმდენად ხელწამოსაკრავად მიგიჩნევდა, რომ შენი თავიდან მოშორება აზრადაც არ გაუვლია..მოკლედ , ის შენგან რაიმე დიდ საშიშროებას არ ელოდა. ჩვენ ვიცოდით ვინ იყავი შენ, მაგრამ შენ წარმოდგენა არ გქონდა ჩვენ შესახებ . ეს მართლაც სრული სიმშვიდის გარანტიას იძლეოდა, მაგრამ მოხდა ისეთი რამ, რამაც შენ ჩვენ კვალზე დაგაყენა. ეს რეგვენი ახობაძის წყალობით მოხდა, რომელიც ყოყმანის გარეშე თავიდან იშორებს ყველას ვისგანაც კი სულ მცირე პოტენციურ საფრთხეს მოელის. მან შენი დაბრუნების დღესვე დამირეკა აზერბაიჯანიდან და შენი მკვლელობა შემიკვეთა. როგორც უკვე გითხარი, მე წარმოდგენა არ მქონდა მაშინ ვინ იყავი შენ და რა ჰქონდათ ახობაძეს და გვარამიას შენთან საერთო, მაგრამ მე ეს ძალიან ყ*ეზე მეკიდა.. ახობაძე და გვარამია, ისინი სახელებს მაძლევდნენ, მე ჩემს მარჯვენა ხელს გადავცემდი მათ, ის კი მკვლელს ქირაობდა, თანხას უხდიდა და საჭირო მისამართებზე გზავნიდა.. ჩემი კაცის მიერ დაქირავებულმა მკვლელმა გესროლა კასპშიც... მაშინ შენ გადარჩი, გამოძიებამ ჭეიშვილი აიყვანა და შენ ალავიძის მეშვეობით მასთან შეხვედრა და ჩხენკელზე გასვლა შეძელი. ამრიგად, ჩხენკელი გახდა პირველი ხელჩასაჭიდი , რომელიც შენ გაგიჩნდა. ის უბრალოდ ხელჩასაჭიდი არ იყო, მან ყველაფერი იცოდა შენი დის გამტაცებლების შესახებ და გატაცების მონაწილეც იყო. ამ ამბავმა გვარამიას სიმშვიდე გვარიანად შეურყია. არა, ეს ის სიტყვები არ არის.. მისი პირვანდელი თავდაჯერებულობა შარშანდელი თოვლივით აორთქლდა და ცხადად ვხედავდი, შენზე ლაპარაკისას პირდაპირ ტ*აკი რომ უკანკალებდა. იმ საღამოს, როცა მან ჩხენკელის საიქოში გასტუმრება დამავალა, წმინდა ინტერესის გულისთვის ვკითხე, მაინც რა აკავშირებდათ შენთან მას და ახობაძეს , მან კი მხოლოდ ის მითხრა, რომ თუ იმ საქმეს ბოლომდე მიიყვანდი, რომელსაც ხელი მოკიდე , ცოცხალს არც ერთ შემთხვევაში არ დატოვებდი. მას სხვა მეტი არაფერი უთქვამს , მაგრამ მე არ გამჭირვებია გამეგო ათი წლის წინ მომხდარი შენი დის მკვლელობის შესახებ, რომელმაც შემდეგ მთელი შენი ოჯახი შეიწირა. ცხადზე ცხადი იყო, რომ შენი დის მკვლელების მოსაძებნად დაბრუნდი საქართველიში. ისიც ნათელი იყო, რომ ორივეს - გვარამიასაც და ახობაძესაც დიდი წვლილი მიუძღოდათ შენი დის მკვლელობის ამბავში და სწორედ ამიტომ ეშინოდა გვარამიას რომ ეს საქმე არ გაგექექა. მათი სიცოცხლე , როგორც ასეთი, პირადად მე ყ*ეზე მეკიდა , მაგრამ ჩვენ საერთო საქმე გვქონდა, საათივით აწყობილი საქმე და მასში რომელიმე ჭანჭიკის მოშლა, ამ შემთხვევაში კი ახობაძის ან გვარამიას სიკვდილი, ავტომატურად გამოიყვანდა მექანიზმს წყობიდან . საფრთხე ჩემს ბიზნესსა და ფულს ემუქრებოდა, ამიტომ შენი მოშორება უკვე ჩემი საქმეც იყო. გადაწყვეტილი ამბავი იყო : ჩხენკელი საიქიოში უნდა გავგეგზავნა, მანამ სანამ მას შენ მიაგნებდი და მისგან ჩვენ სახელებს შეიტყობდი. ეს საქმე იოლად გაკეთდა. ამავდროულად, ცხადი გახდა კიდევ ერთი რამ: შენ ისეთ ინფორმაციებს ფლობდი , რომლის მოპოვებასაც დამოუკიდებლად ვერ შეძლებდი. ფაქტი იყო, საგამოძიებოში ვიღაც გყავდა მოსყიდული, ვინც ამ ცნობებს გაწვდიდა. ეს ვიღაც ნაბო*არი ალავიძე აღმოჩნდა, რომლის ჩაძაღლებაზეც გვარამიამ პირადად იზრუნა. შექმნილმა ვითარებამ კი თავადვე გვიკარნახა შემდეგი ნაბიჯი : შენ უნდა მომკვდარიყავი, მაგრამ ეს რაც შეიძლება უხმაუროდ და აკურატულად უნდა გაკეთებულიყო. ამ დროს ასპარეზზე გამოჩნდა შენი ყოფილი ქალიც , ლიკა სამხარაძე . მისი და ბეხრეწი დედამისის მკვლელობას ოდნავ განსხვავებული სარჩული ჰქონდა. ეს არ იყო უბრალოდ დასჯა. ამით ორი კურდღლის დაჭერას ვგეგმავდით: გვარამია მათ მკვლელობას შენ შემოგტენიდა, შემდეგ კი ვირის აბანოში გიკრავდა თავს, სადაც შენთვის შუბლის გახვრეტაც უკვე თავისუფლად შეიძლებოდა. შენი მოკვლა ციხის გარეთაც შეიძლებოდა, მაგრამ ჩხენკელის, ქვრივიშვილის და მსგავსი ნაყარ-ნუყარი ხალხისგან განსხვავებით, შენ არ იყავი ჩვეულებრივი ფიგურა. შენ ფული გქონდა, საკმაოდ ბევრი ფული და ფულიანი ტიპების ესე იავნად ქუჩაში ჩაცხრილვას უფრო ბევრი ხმაური მოყვება ხოლმე. გვარამია კი მინისტრის სანატრელი სკამისთვის ემზადებოდა და რატომ უნდა აეტკივებინა ზედმეტად თავი, როცა ციხეში არასასურველი ხალხის მოშორება გაცილებით უხმაუროდ შეიძლება და ყოველთვის უფრო ადვილია ? თანაც აღარავინ გამოთქვამდა აღშფოთებას ახალგაზრდა გოგოსა და მოხუცი ქალის მკვლელის მატარებელი სტატუსის პატიმრის გაქრობაზე. ახობაძეს სამხარაძის სიკვდილით დასჯა უნდოდა ალაპარაკების გამო, ჩვენ ყველას შენი სიკვდილი - ოღონდ უხმაუროდ. საბოლოოდ, მივედით კონსესუსამდე, რომელიც ორივე პირობას აკმაყოფილებდა : ახობაძე თავის ახირებულ სახალხო დასჯის მაგალითს მოაწყობდა , შემდეგ გვარამია მათ მკვლელობას შენ შემოგტენიდა და ბოლოს უკვე ციხეში უხმაუროდ მოგიყომარებდით. გეგმა მარტივი იყო და ამ საქმის შეკერვა უფრო მარტივი : ორი მოსყიდული პატრულის ოფიცერი და გვამი ქალისა, რომელსაც შენ ოდესღაც ჟიმავდი და რომელიც რამდენიმე კვირით ადრე ფიზიკურ ძალადობაზე გიჩიოდა და საქმეც შეიკერა... მაგრამ, შენ მოსამართლე იყიდე და ციხეს თავი დააღწიე. შემდეგ კი ჩხენკელის ბიძაშვილზე გახვედი, რომელიც გაფრთხილებული იყო რომ არ უნდა ელაპარაკა. მაგრამ, მან მაინც ილაპარაკა და შესაბამისად, ისიც სიკვდილით დაისაჯა. ამას მოყვა უთანხმოება ილიასა და გვარამიას შორის , რომელიც გარდა აუცილებელი შემთხვევებისა , მკვლელობის მომხრე არ იყო. გვარამიას ორი მიზეზით არ აწყობდათ ეს მკვლელობები. პირველი უბრალო და მარტივია: საქმეების კერვა და სამხილების მიჩქმალვა არც ისე სახალისოა და ენერგიის ზედმეტ ხარჯს მოითხოვს. მეორე და უმთავრესი: საფრთხე გვარამიას სკამს ემუქრებოდა და მასთან ერთად ჩვენც. ფაქტობრივად, ამ მკვლელობებით საკუთარ თავს ვიმწყვდევდით კუთხეში. ქალაქში ზედიზედ მომხდარი რამდენიმე მკვლელობა , ცალ-ცალკე არავის აინტერესებდა, მაგრამ ერთად აღებული უკვე საგანგაშო სურათს შექმნიდა, რაც საზოგადოებაში შეშფოთების საგანი გახდებოდა და გაზრდილ კრიმინალზე პროტესტის ტალღასაც მოიყოლებდა. ამას დაემატებოდა ოპოზიციური ძალებიც: ოპოზიციურად განწყობილი ტელევიზია და თვითონ ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც, რეალურად, მომხდარი მკვლელობები ყ*ეზე ეკიდათ, მაგრამ დიდი სიხარულით აიტაცებდნენ საბაბს, რომლითაც ქუჩაში ხალხის გამოყვანასა და მთავრობის წინააღმდეგ მათ აყვირებას შეძლებდნენ. ერთი სიტყვით, გაზრდილი კრიმინალის ძახილით ხალხი, ტელევიზია და ოპოზიცია სინქრონში მოტყნავდა ტვინს, დარტყმას კი მთელი მთავრობა მიიღებდა და მათ წევრებს სკამების მორყევით დაემუქრებოდა.. მკვლელობების გაგრძელების შემთხვევაში, უკვე მარტივი მისახვედრი იყო, რაც მოხდებოდა შემდეგ : ჩვენ გაქსუებულ ჩინოვნიკებს, რომლებსაც მკვლელობების სერიები , ასევე, სულ ყ*ეზე ეკიდათ და მანამდე უდარდელად თვლემდნენ, ერთადერთი შიში - სკამებისა და ს ფხანაში მიღებული შემოსავლის დაკარგვის საფრთხე ერთიანად შეაფხიზლებდათ.. მაშინ კი იკადრებდნენ ვითარებაში გარკვევას და ჩვენამდე თუ მიაღწევდნენ, დაუნანებლად მიუგდებდნენ ჩვენ თავებს ცხვრებს, ისინიც ამით კმაყოფილები ბღავილს შეწყვეტდნენ და ამგვარად, სკამების დაკარგვის საფრთხეც გაქრებოდა... ქვრივიშვილის და სამხარაძეების სიკვდილი დიდ აუცილებლობას არ წარმოადგენდა, მაგრამ ეს ახობაძის ახირება იყო. მას უნდოდა ისინი სახალხოდ დასჯილიყვნენ. ის ფაქტი რომ ამით ჩვენც გვიქმნიდა საფრთხეს.. ახობაძეს ეს ყველაფერი ყ*ეზე ეკიდა. მას მხოლოდ სისხლი სწყუროდა. ალაპარაკებისთვის დასჯა მის მიერ დადგენილი მეთოდია. ეს მაგალითები მათთვის იყო განკუთვნილი, ვინც კიდევ მოისურვებდა ალაპარაკებას.. ახობაძე ამით მათთვის შიშის ჩანერგვას ცდილობდა.. ის ყველაზე ცხელთავიანი, ახირებული , უინტელექტო და სასტიკი ვინმეა, რომელიც სისხლის დანახვაზე პირდაპირ ათავებს.. - შენი ახვარი პაძელნიკის ფსიქოპორტრეტი არ მაინტერესებს - ცივად შეაწყვეტინა ლუკამ და სიგარეტის მორიგ ღერს მოუკიდა - საქმეზე ისაუბრე. აფხაზავამ კიდევ ერთი ჭიქა შეივსო ვისკით, ისიც ბოლომდე გამოცალა და ლუკას მზერა გაუსწორა. - რა გაინტერესებს? - ვინ ასრულებდა მკვლელობებს? - იშვიათ შემთხვევაში მკვლელს ვქირაობდით, ძირითადად კი საქმეს ჩვენი ერთი კაცი ასრულებდა - ვინ? - შენ მას უკვე შეხვდი და საიქიოშიც გაისტუმრე. - ის თესლის ბიდონი ვაკო? - ხო, ეგ. იაშვიათ შემთხვევებში მკვლელს ვქირაობდით, მაგრამ ჩვენი ძირითადი შემსრულებელი ეგ იყო. - გულგრილად უპასუხა აფხაზავამ. -დალშე... - ფაქტი იყო რომ, შენ ძალიან თავზეხელაღებული ადამიანი იყავი, რომელიც უკან დახევას არ აპირებდა. შეგვაკვდებოდი, მაგრამ ამ საქმეს არ შეეშვებოდი, სანამ ბოლომდე არ მიიყვანდი. შენ არა და არ ჩერდებოდი, ვიღაციდან ვიღაცაზე გადიოდი, სულ უფრო და უფრო გვიახლოვდებოდი და ცხადი იყო , დღე დღეზე უკვე ჩვენც მოგვადგებოდი. ფრთხილი მოქმედებების დრო ნამდვილად აღარ იყო, შენ უნდა მომკვდარიყავი, რაც შეიძლება სწრაფად და რაც შეიძლება მალე. ესე მიიღე მკერდში ტყვია შენ სახლთან და როცა უკვე ყველას იმ სამყაროში გადასახლებული გვეგონე, ზუსტად მაშინ.. - სიმწრით გაიცინა აფხაზავამ - ზუსტად მაშინ .. სწორედ მაშინ დაბრუნდი.. იმედი მაინც გვქონდა რომ, სიკვდილი მაინც შეგაშინებდა, მაგრამ შენ დაბრუნდი და უკან დახევის ნაცვლად, უფრო მეტი აზარტით განაგრძე დაწყებული საქმე... შემდეგ პოლიციამ ჩვენი კაცი აიყვანა, რომელსაც შენი მკვლელობა დავავალეთ და სანამ მას შენ მოინახულებდი და აალაპარაკებდი, პრევენციის მიზნით ტვინი გავასხმევინეთ საპყრობილეში. - თქვენი დედაც.. შიგ ხო არა გაქვთ? - ცივად ტონით შენიშნა ლუკამ- თქვენი ტ*აკები რომ დაგეცვათ, სრული ზედახორა მოაწყეთ და ნახევარი ქალაქი ამოხოცეთ?! -ოღონდ არ მითხრა, რომ მათი სიკვდილი ძალიან გადარდებს - მშრალად შენიშნა აფხაზავამ და ვისკის ჭიქა ერთი მოყუდებით გამოცალა. - ყ*ეზე მ*იდია ალავიძის, ქვრივიშვილის და ჩხენკელის დამპალი სულები - აბსოლუტური გულგრილობით მიუგო ლუკამ და სიგარეტის ნამწვი საფერფლეში ჩაასრისა- უბრალოდ მიჩნდება ლოგიკური კითხვა : თქვენ ბოზურ კანტორაში დაგრჩათ კიდევ ვინმე ცოცხალი? - ხო.. - მშრალად შენიშნა აფხაზავამ - ცოტა არ იყოს , მართლაც ჩაჯმულ სიტუაციაში აღმოვჩნდით : შენ გასაკეთებელს ჩვენი ხელით გვაკეთებინებდი და შენი კლანის დევნაში ჩვენივე თავს ვაყენებდით ზიანს.. შენზე თავდასხმის შემდეგ მოხდა ისიც, რასაც ველოდით: ოპოზიცია და ხალხი გარეთ გამო*ესლა, გაიმართა საპროტესტო აქციები , რამაც კარგად შეაფუცხუნა მთავრობა და საბაჟოებსა და ქუჩებში კონტროლი გაამკაცრეს. მოქმედების არეალი საკმაოდ შეგვიზღუდეს. ამგვარად, ორი მხრიდან აღმოვჩნდით ტრა*ში მომწყვდეულები და ეს მხოლოდ ერთი კაცის გამოისობით . კონტროლის გამკაცრება ეს მხოლოდ ხალხის ჩასაწყნარებლად გადადგმული ნაბიჯი იყო, მაგრამ თუ მათ ეს არ დააკმაყოფილებდათ და საპროტესტო გამოსვლები გაგრძელდებოდა, ასეთ შემთხვევაში უკვე ქმედით ნაბიჯებსაც აღარ მოერიდებოდნენ. ამავდროულად, მე პეპლის ეფექტის მოქმედებაშიც მტკიცედ დავრწმუნდი: შენ მიერ ფრთების ერთი აქნევა - შენი ერთი მოქმედება საკმაოდ დიდ ბიძგებს იწვევდა იქ, საითკენაც ეს მოქმედება სინამდვილეში არც იყო მიმართული. საქმიდან შენი გაყვანა უკვე პრინციპის საქმედ გვექცა, მაგრამ როგორ უნდა გაგვეჩერებინა თავზეხელაღებული კაცი, რომელსაც არც ციხე აშინებდა და არც თვითონ სიკვდილი, ? ჩვენ შენთვის ცხოველური შიში უნდა ჩაგვენერგა, რაც გაიძულებდა ამ საქმეს შეშვებოდი, მაგრამ ჩვენ არ ვიცოდით რისი გეშინოდა შენ.. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ აქვს სუსტი წერტილი. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არაფრის არ ეშინია. და შემდეგ ამაზე დავიწყეთ ფიქრი: რისი შიში უნდა ჰქონოდა ადამიანს, რომელმაც ამ ცხოვრებაში უკვე ნახა ყველაზე ძვირფასი ადამიანების სიკვდილი? პასუხი მარტივი იყო: ისევ ახლობელი ადამიანების სიკვდილის. მაგრამ ეს არ იქნებოდა უბრალოდ შენი შესაჩერებელი მექანიზმი. ჩვენ შენი საბოლოოდ განადგურება გვინდოდა... და თუ ზოგჯერ რაღაც არ გამოდის, ისე როგორც შენ გინდა, მაშინ უნდა ცადო, საკითხს სხვანაირად მიუდგე და გამოსავალიც თავისთავად მოვა. რა საჭირო იყო შენთვის ფიზიკური ზიანის მოყენება, როცა შენ უკვე გქონდა ძალიან ღრმა, ჯერ კიდევ ღია ჭრილობა, საიდანაც ისევ გდიოდა სისხლი? საჭირო იყო მხოლოდ მარილის დიდი დოზა დაგვემატებინა ამ ჭრილობაზე და შენც საბოლოოდ მოიშლებოდი.. შემდეგ მუხლებზე დაჩოქილი თავად მოხოხდებოდი ჩვენთან და ტკივილისგან გაგიჟებული შებრალებასა და პატიებას ითხოვდი.. ამრიგად , გადაწყდა, შენი საყვარელით დაგვეწყო. გამოგიტყდები და ბოლომდე მქონდა იმედი, რომ შენი საყვარლის სიკვდილი საბოლოოდ გაგტეხავდა და წყობიდან გამოსული მექანიზმივით მოგშლიდა... მაგრამ, შენ აქ ხარ. რამდენს გაუძელი? ვერაფერს ვიტყვი, რკინასავით ნერვები გქონია... შენი ქალის გატაცების იდეა ნიკა გვარამიას ეკუთვნოდა.. მე შენგელიას ბიჭები გაგზავნა დავავავლე, მან ბრძანება შეასრულა... - მხრები გულგრილად აიჩეჩა აფხაზავამ. - რას წარმოადგენს თქვენი ბიზნესი? - ჰკითხა ლუკამ. - ნარკოტიკები. - მოკლედ უპასუხა აფხაზავამ- აზერბაიჯანიდან ნარკოტიკი შემოდიოდა, აქედან ქალები გადიოდნენ და ახობაძის ბორდელში ხვდებოდნენ.. უდედმამოები, მარტოხელა დედები.. ერთი სიტყვით, უპატრონო ქალები ვის გაქრობაზეც თავს დიდად არავინ შეიწუხებდა და ხმაურსაც არავინ ატეხდა.. - სრული გულგრილობით უპასუხა აფხაზავამ. - მთავრობიდან კიდევ ვინ არის ამ საქმეში ჩაბმული? - მეტი არავინ.. მხოლოდ გვარამია. აბაშიძეს აღარაფერი უთქვამს. აფხაზავა მიხვდა ამის მიზეზს: მას მასთან კითხვები აღარ ჰქონდა და აღსასრულის დრო დამდგარიყო. ოთახში ისეთმა სიჩუმემ დაისადგურა, როგორიც მხოლოდ სამარეში შეიძლებოდა რომ ყოფილიყო. სრულ მდუმარებას მხოლოდ კედლის საათის ისრების წიკწიკი არღვევდა , რომლებიც აფხაზავას სიცოცხლის უკანასკნელ წუთებს ითვლიდა. ერთმანეთის მიყოლებით დატოვეს აფხაზავას გონება ყველა ადამიანურმა ვნებამ : სიხარბემ, ფულის სიყვარულმა, ძალაუფლებისაკენ სწრაფვამ , განდიდების მანიამ, ამპარტავნებამ.. უსარგებლო ჭურივით დაიცალა მისი არსება და დარჩა მხოლოდ ერთადერთი ცხოველური ინსტიქტი: სიკვდილის შიში. თვითგადარჩენის ინსტიქტი სწრაფად ამუშავდა და მამაკაცის გონებამ გადარჩენის გზების ძიება დაიწყო.. თავი ნელა ასწია და მზერა გაუსწორა აბაშიძეს, რომელიც თვალს არ აცილებდა და უცვლელი გამომეტყველებით აკვირდებოდა. გაყინულ თვალებში კი ისეთი სიცივე და ბოროტება ედგა, მათგან წამოსულ სუსხს აფხაზავა ცხადად გრძნობდა მთელ არსებაში. -იცი... რაც ეს პერიოდი გაკვირდებოდი, ერთ რამეს ცხადად მივხვდი: შენ მოგწონს ეს თამაში. - შემპარავი ხმით დაიწყო აფხაზავამ, შემდეგ კი თავით მაგიდაზე მიგდებულ იარაღზე ანიშნა - აი, ეგ არის შენი ცხოვრების ნათელი წერტილი... შენ მოგწონს ეს ცხოვრება. რისკიანი და აზარტული საქმე, როცა სხვისი სიცოცხლე შენს ხელშია , საკუთარი კი ბეწვზე ჰკიდია.. იარაღი, სისხლი, რისკი და აზარტი.. ეს შენია, სულით და ხორცით შენია, კრიმინალი კი , რომელიც ამ ყველაფერს დიდი დოზით გაძლევს, ეს შენი სამყაროა.. შეიძლება , გონებით ამ ფაქტს ეწინააღმდეგები, გაქცევას ცდილობ საკუთარი თავიდან, მაგრამ ბუნების წინააღმდეგ ვერ წახვალ.. ბუნებამ კი ამ სამყაროსთვის შეგქმნა, სისხლით და ხორცით მას ეკუთვნი.. შენ არ ხარ დაბადებული წყნარი ცხოვრებისთვის ,არც მამაშენივით საქმიან ქაღალდებში ქექვისთვის.. შენ არ გჭირდება ის გოგო და არც წყნარი ცხოვრება... - ტყუილად ხარჯავ ენერგიას პიზდეცინტელექტუალურ საუბრებზე - ცივად გააწყვეტინა ლუკამ, რომელიც კარგად მიხვდა საითაც უმიზნებდა აფხაზავა. - მე შენთვის წინადადება მაქვს.. - მაინც არ დანებდა აფხაზავა - შემოთავაზება, რომელიც შენ დაფარულ სურვილებს ასპარეზის ფართო გასაქანს მისცემს... ისეთ გზებს განახებ, რომლის არსებობაზეც აქამდე წარმოდგენაც არ გქონდა. და მარტო ეს არაა.. მთელი ცხოვრება ისე შემოგივა ფული, თითის განძრევაც არ დაგჭირდება. იმხელა ძალაუფლების მოპოვებაში დაგეხმარები, რომ მთელი ქალაქი შენი გახდება, გესმის? მთელი ქალაქი და შეიძლება მთელი ქვეყანაც.. აბა , დაფიქრდი.. - გულუხვი ყოფილხარ და წინადადებაც ისეთი მაცდური გაქვს, რომელიც ნებისმიერ ადამიანს დაუბრმავებს თვალს. - მშრალად მიუგო ლუკამ - მაგრამ, შენ ერთ რამეს ვერ ითვალისწინებ. - რას? - თვალებში შეაცქერდა აფხაზავა. - ყ*ეზე მ*იდია ეს ქალაქი, ფულიც და ძალაუფლებაც.. - სრული გულწრფელობით მიუგო ლუკამ. - იმ სამის თავს ლანგრით მოგართმევ!- მაგიდაზე მუშტი დაჰკრა აფხაზავამ - თავად მივირთმევ, არ შეწუხდე. - მაშ რაგინდა? - შენი სიკვდილი!- იყო მოკლე პასუხი - მივქარე... მაპატიე...- ძლივსაგონად ამოღერღა აფხაზავამ. ლუკას კი უფრო ცივი და სასტიკი გაუხდა სახე. იარაღის დამცავი ხმაურით გადახსნა და ლულა ნელა გაუსწორა აფხაზავას შუბლს. - არ მომკლა... -ამოიკნავლა აფხაზავამ. - საკუთარ თავს თვითონ გამოუტანე სასიკვდილო განაჩენი, როცა მაგ დედამოტყნულ თავში დაგებადა იდეა, რომ ჩემს ყველაზე წმინდას შეხებოდი.. აწამეთ ქალი.. ბავშვივით უმანკო ქალი , რომელსაც ამ დედამოტყნულ სამყაროში საერთოდ არაფერი დაუშავებია.. ამიტომ ჩაძაღლდები შენ , ნაბოზარო... და მთელი შენი ბოზბანდაც უკან მოგყვება! იმავე წამს გასროლის მჭახე ხმა ექოდ გავრცელდა, ფრინველები ხმაურით წამოიშალნენ ხეებიდან... ამასობაში გარეთ უკვე ჩამობნელებულიყო.. რამდენიმე წუთის შემდეგ მანქანის ძრავის ხმა გაისმა, ორი ჯიპი ნელი სვლით გამოვიდა მაღალ ჭიშკარში და ასეთივე დინჯი სიჩქარით განაგრძეს მოხრეშილ გზაზე სიარული . ათიოდე წუთის შემდეგ, მაღალი ლამპიონებით განათებულ ავტობანზე გადაუხვიეს, სწრაფად მქროლავ მანქანებს შეერივნენ და თბილისისაკენ აიღეს გეზი. *** თბილისის ქუჩებში ისევ კოკისპირულად წვიმდა და ქარს მიჰქონდა დედაქალაქი.. უკვე ღამე იყო რესპუბლიკურის ეზოში რომ შეაყენა მანქანა.. აუჩქარებლად მოწია სიგარეტი და საავადმყოფოში შესულმა პირველ რიგში ექიმის კაბინეტის მიაკითხა. დაღლილობისა და უძილობისგან გადამწვარ გონებაში ყრუ დუდუნად ჩაესმოდა ექიმის საუბარი, რომელსაც რენტგენის ფოტოები ეჭირა ხელში და რაღაცას უხსნიდა მონოტონური და მშვიდი ხმით.. მიკიბულ- მოკიბული მოეჩვენა აბაშიძის მისი საუბარი ან იქნებ მართლა ეჩვენებოდა? ასე იყო თუ ისე ჰაერივით ესაჭიროებოდა პასუხი ერთ კითხვაზე და გრძნობდა, როგორ ეჭიმებოდა თანდათან მის მოლოდინში მთელი სხეული.. - გაივლის? - ჯიქურ მოუჭრა ბოლოს და იგრძნო პასუხის მოლოდინში როგორ გააჩერა მუშაობა ყველა ორგანომ. ექიმმა სათვალე შეიხსნა და თბილად გაუღიმა. - საფუძვლიანი რეაბილიტაციის შემდეგ , კი ,გაივლის, აუცილებლად გაივლის.. მე არ შეგილამაზებთ რეალობას და გეტყვით რომ წინ ჯერ კიდევ რთული და მძიმე დღეები გელით.. გოგონას რამდენიმე ოპერაცია კიდევ დასჭირდება, გარდა ამისა, რეაბილიტაციის პროცესი არანაკლებ რთული იქნება , ფეხზე წამოდგომას საკმაო დრო და მოთმინება დასჭირდება. თქვენი მეუღლე ძლიერი გოგონაა, მაგრამ ახლობლების თანადგომის გარეშე გაუჭირდება. თქვენ უნდა მისცეთ ძალა და რწმენა, შემდეგ კი ის აუცილებლად გაივლის ფეხზე... - მადლობა, ექიმო... - ყრუდ ამოილაპარაკა აბაშიძემ და სახეზე ძლიერად მოისვა ხელები. - ეს ის შემთხვევაა, როცა არც ექიმები და არც მედიცინა არაფერ შუაში ვართ.. ამ გოგონამ თვითონ იბრძოლა სიცოცხლისთვის , და ალბათ ანგელოზებიც ძალიან დაეხმარნენ.. - თბილად გაიღიმა ექიმმა - იცით, თქვენი ნია ყველაზე საოცარი და ძლიერი პაციენტია ვინც კი მყოლია.. მისი დაკარგვა უბრალოდ ყველაზე დიდი უსამართლობა იქნებოდა...- სათვალე ისევ მოირგო ექიმმა და პაციენტის მდგომარეობის ახსნა განაგრძო.., მაგრამ აბაშიძე თითქოს აღარც უსმენდა.. ფიქრებით და აზრებით ძალიან, ძალიან შორს იყო წასული.. ამქვეყნიურ რეალობას გამოთიშული უყურებდა ჩონჩხს, მის საყვარელ ქალს რომ ეკუთვნოდა და გრძნობდა.. გრძნობდა რომ უყვარდა.. უყვარდა მთელი არსებით და თითოული უჯრედით.. ყველა ორგანოთი , ყველა სისტემით ...უყვარდა გაგიჟებით.. უყვარდა ყველაფერი.. ის ციცქნა მალებიც კი უყვარდა ამ გოგონასი, რენტგენის სურათზე ერთმანეთის თანმიმდევრულად რომ ასხმულიყო და მხოლოდ ორი მათგანი ქმნიდა უწესრიგობას.. საავადმყოფოს დერეფანში სრული სიჩუმე სუფევდა.. მხოლოდ ერთ-ერთი ოთახის ღია კარიდან საინფორმაციო გამოშვების წამყვანის ხმა იღვრებოდა, რომელიც შეშფოთებული ტონით იუწყებოდა ტაბახმელაში მომხდარი საზარელი აფეთქების შესახებ, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, მისი შვილი და კიდევ ერთი უცნობი პირი შეეწირნენ.. ტელევიზორის გარშემო მორიგე ექთნებსა და სანიტრებს მოეყარათ თავი და ერთმანეთში ხმადაბლა ვიშვიშებდნენ გაზრდილი კრიმინალისა და ქვეყანაში ოთხმოცდაათიანების დაბრუნების შესახებ.. გულგრილად ჩაუარა მათ ოთახს ლუკამ , რეანიმაციაში შეაბიჯა და მძიმე ნაბიჯით მიუახლოვდა ნიას საწოლს. საერთო სურათი არ შეცვლილიყო, მხოლოდ ისედაც სუსტი და სიფრიფანა გოგონა კიდევ უფრო გალეულიყო , ლოყებს საყვარელი ვარდისფერი დაკარგვოდათ და სახე კიდევ უფრო გაფითრებოდა. საბანი ფრთხილად შეუსწორა მძინარეს, შუბლიდან ნაზად გადაუწია თმა და მისკენ დახრილმა უფრთხილესად აკოცა საფეთქელზე, საფეთქლიდან შუბლზე გადაიტანა ტუჩები, შუბლიდან - გაცრეცილ ბაგეებზე... შემდეგ დინჯად გასწორდა წელში და უხმაუროდ მიკეტა ფანჯარა, რომელიც ღიად დაეტოვებინა ვიღაცის გულგრილ ხელს. რამდენიმე წამით დააკვირდა ვაჟა-ფშაველას გამზირს, რომელიც ტრადიციულ საცობს მოეცვა. ზღვა მანქანების კოლონა ერთ ადგილას გაჭედილიყო და უწყვეტი სიგნალებით იკლებდნენ გამზირს. ძლიერი ქარი კი ისევ შეუბრალებლად ძარცვავდა ხეებს.. მძიმედ ჩაეშვა საწოლის გვერდით დადგმულ სავარძელში და დაღლილობისგან მტკივნეულად მფეთქავი საფეთქლები მძიმედ მოისრისა. ერთხანს ტკივილიანი მზერით აკვირდებოდა საყვარელი ქალის სახეს, შემდეგ ხელებში ფრთხილად მოიქცია მისი გაყინული , სიფრიფანა ხელი და ფრთხილად დააკრო ტუჩები.. ნიამ თითქოს იგრძნო შეხება , ნელა დააშორა ქუთუთოები ერთმანეთს და მწვანე თვალები შეანათა მამაკაცს.. იმავე წამს სამყაროს ისევ დაუბრუნდა ფერები... მზემ ისევ გამოანათა ღრუბლებიდან, ჰაერში ისევ დატრიალდა სითბო და ფილტვებმა ჟანგბადი მიიღო.. - ლუკა... - სუსტად დაიჩურჩულა გოგონამ.. - რაო, ჩემო პატარავ.. - ჩურჩულითვე უპასუხა აბაშიძემ.. ერთ ხელში შეიტოვა მისი სიფრიფანა ხელი, მეორეთი კი უფრთხილესად და უნაზესად მიუალერსა შუბლზე... - ლუკა.. - სუსტი ხმა ერთიანად უთრთოდა ნიას.. სიმტკიცის შენარჩუნებას ცდილობდა სანიკიძე, მაგრამ შესამჩნევად გამტყდარიყო მძიმე ბრძოლების გამოვლის შემდეგ... საყვარელი მწვანე თვალები ცრემლით ავსებოდა შეშინებულს და ტანჯვა-წამება გამოვლილს.. - დამშვიდდი... დამშვიდდი, ჩემო სიცოცხლე.. დაწყნარდი - თბილი ტონით უყვავებდა აბაშიძე და შეუჩერებლად ეალერსებოდა შუბლზე.. - მე.. მე...- რაღაცის თქმას ეცადა არეული ქალი, მაგრამ თავი ვერ მოუყარა ბგერებს.. იმავე წამს ჯიუტმა ცრემლებმა მაინც გაინთავისუფლეს თავი და ნელი სვლით ჩამოგორებულებმა გაფითრებულ სახეზე სველ ბილიკებად დატოვეს კვალი... - ჩშშ...დაწყნარდი, ჩემო პატარა.., . დამშვიდდი... - ფრთხილად შეწმინდა ლუკამ ცრემლები და ნაზად დაუკოცნა თვალები. - მე არ მინდოდა სიკვდილი, ლუკა.. არ მინდოდა... მე შენ არასოდეს მიგატოვებდი , ჩემო სიყვარულო.. არასოდეს, გესმის? - აცახცახებული ხელი მისკენ დახრილი მამაკაცის სახისაკენ გაიწვდინა ნიამ და ფრთხილად ჩამოუსვა ყვრიმალზე თითები - მაპატიე, ჩემო სიყვარულო... მაპატიე... მე არ მინდოდა შენთვის ტკივილის მოყენება... მე.. მე.. სხვა გზა არ მქონდა, გესმის? უბრალოდ სხვა გზა არ მქონდა... - ძლივსგასაგონად ამოთქვა ატირებულმა გოგონამ. - ვიცი.. ნია .. მე ყველაფერი ვიცი... - თბილი ხმით დაუყვავა ლუკამ და გაჭირვებით ჩააბრუნა უკან ყელში მოწოლილი ბოღმის, სიმწრისა და მრისხანების ბურთი.. - ეხლა უნდა დამშვიდდე.. დაწყნარდე.. ყველაფერი კარგად იქნება.. ყველაფერი უკან დარჩა... - ჩემთან იყავი... - ჩურჩულით შეევედრა უკვე ერთიანად აცახცახებული, ატირებული გოგონა. - აქ ვარ... ნუ გეშინია.. მე აქ ვარ... - მეძინება... - სუსტი ხმით ამოიტირა ქალმა.. - დაიძინე... -არა მინდა.. არ მინდა ძილი... მესიზმრება , რომ ისევ ვეცემი.. ისევ და ისევ ვეცემი.. ან.. ისინი აქ არიან და მე ვერ გავრბივარ.. გაქცევა მინდა.. ძალიან მინდა, მაგრამ ვერ გავრბივარ... არ შემიძლია... ერთ წყეულ ადგილზე ვარ გაჭედილი და ვერ გავრბივარ.. ფეხები არ მემორჩილება... - ძლივსგასაგონად დაიჩურჩულა ნიამ და საბოლოოდ ამოუჯდა ნატანჯი გული და მეათასედ დაიგლიჯა ნაწილებად მამაკაცის გულიც... საწოლის გვერდით დამონტაჟებულ აპარატსაც არ გამოპარვია პაციენტის მღელვარება და გულის ცემის სიხშირის მაჩვენებელმაც ხმაურით იწყო საგანგაშო ნიშნულამდე სვლა.. - დამშვიდდი... ჩემო პატარა... ჩემო სიცოცხლე... ანგელოზო ჩემო... - შუბლით შუბლზე მიეკრო აბაშიძე ატირებულს, შემდეგ კი შეუჩერებლად ეფერებოდა შუბლზე, ტუჩებს მის სახეზე დააცოცებდა და ათას საალერსო სიტყვას ეჩურჩულებოდა , მანამ სანამ სუნთქვა არ დაუწყნარდა და აცახცახებული სხეული არ დაუმშვიდდა ქალს.. საყვარელი მამაკაცის დინჯმა ხმამ, თბილმა ხელებმა და საყვარელმა სურნელმა ყველა ტკივილგამაყუჩებელსა და დამამშვიდებელზე ძლიერად იმოქმედა შეშინებულ ქალზე.. თანდათან დამშვიდდა აბაშიძის სხეულის სითბოში გახვეული, ყველა შიშმა უკან დაიხია და გულის ცემაც საიმედო რიტმს დაუბრუნდა.. - ლუკა... - რაო, ჩემო ცხოვრებავ... - არასდროს არ გამიშვა.. - დაიჩურჩულა ნიამ და გალეული თითებით მთელი შერჩენილი ძალით ჩაებღაუჭა მის თითებს - არასდროს გამიშვა ხელი... - არასოდეს .. შენს სიცოცხლეს გეფიცები.. არასოდეს გაგიშვებ... - გავივლი? - დაიჩურჩულა ნიამ და იმედით შეანათა უმანკო მწვანე თვალები. -ხო.. გაივლი... ჩემო სიცოცხლე.. გაივლი... ერთად დავდგებით ფეხზე... ერთად გადავდგამთ ახალ ნაბიჯებს... შემდეგ კი წინ მთელი ცხოვრება გვაქვს.. - ლუკაა.. შვილები მინდა გვყავდეს.. -ხო, გვეყოლება შვილები.. იმდენი , რამდენიც შენ გინდა... - გოგონა შენი თვალებით... - ხელი საფეთქელზე ჩამოუსვა ნიამ.. - პატარა ვაჟკაცი... შენი მომაჯადოებლად ლამაზი თვალებით.. - ცრემლიანი თვალები ფრთხილად დაუკოცნა აბაშიძემ. -ჩემო სიყვარულო.... ყველა ტკივილს უკან დავტოვებთ, ხო? - ხმა აუთრთოლდა ნიას.. - ყველა იარას მოვიშუშებთ.. - ყველაფერი კარგად იქნება გეფიცები.. ყველაფერი კარგად იქნება.. -თბილი ხმით დაუყვავა აბაშიძემ და შუბლზე ფრთხილად მიფერა. - მიყვარხარ... -მეც მიყვარხარ... ჩემო სიცოცხლე... - მეძინება... - ამოიწუწუნა ტკივილგამაყუჩებლებით გაბრუებულმა გოგონამ. - დაიძინე... - საფეთქელზე ფრთხილად აკოცა ლუკამ. - შენ აქ იყავი.. - ჩურჩულით შეევედრა ნია და კიდევ უფრო მაგრად ჩაებღაუჭა მამაკაცის ხელს.. - აქ ვიქნები.. დაიძინე, პატარავ, დაიძინე... მე კი აქ ვიქნები... შენთან... შენი სიზმრების სადარაჯოზე... - თმაზე მიეალერსა უკვე ნახევრად ბურუსში მყოფს აბაშიძე.. კიდევ ერთხელ აკოცა შუბლზე უკვე მძინარეს.. შემდეგ ისე რომ ხელში მოქცეული მისი ხელი არ გაუშვია, სავარძელში შესწორდა, კეფით მიეყრდნო საზურგეს და ერთიანად გადაღლილმა თვალები ნელა მოხუჭა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.