შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხელები (თავი პირველი)


3-12-2018, 11:14
ავტორი sofia.z
ნანახია 1 243

ხელები

*პროლოგი*
ამბობენ, ხელები ჩვენს საიდუმლოებებს ინახავენო. ყველა ცრემლი, რომელთაც ხელებით ვიწმენდთ, ყველა შეხება... თითქოს ქრება, წარსულში რჩება, თუმცა არა!
ხელები...
ჩვენი ხელები...
ხელები ისტორიებს ინახავენ.



(თავი 1)

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა სოფელში ჩავედი დასასვენებლად. რა ვიცოდი ასეთი გიჟური და დაუვიწყარი ზაფხული თუ მელოდა წინ. რა თქმა უნდა, სოფელი ბავშვებით იყო გადაჭედილი. მეც მეტი რა მინდოდა, ყოველ საღამოს მათთან ერთად ვატარებდი. იყო ბევრი უაზრო, თუმცა ბევრიც ძალიან მაგარი ადამიანი, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად ვცდილობდი, რომ ნებისმიერთან ნორმალური ურთიერთობა მქონოდა.
ერთ საღამოს, როგორც ყოველთვის, ბირჟაზე ვისხედით. დაახლოებით 20 კაცი ვიქნებოდით, უცებ მანქანით ვიღაცამ რომ ჩაიქროლა და ჩვენი ყურადღება მიიქცია.
-ეე, ბიჭო, ჩამოვიდნენ როგორც იქნა. - არ ვიცოდი ვინები ჩამოვიდნენ, თუმცა ბავშვების რეაქციით თუ ვიმსჯელებდი ზედმეტად კარგი ვიღაცები იყვნენ, თან რაც მეტი ხალხი იქნებოდა მით უკეთესი.
-გადავალ უცებ. თუ დაღლილები არ არიან წამოვიყვან და ჩვენებური შევუბეროთ. - გიორგი, იგივე ბერო, სიმართლე გითხრათ ახლაც არ ვიცი ასე რატო მიმართავდნენ, სახლისკენ წავიდა.
დიდხანს ვიყავით ბავშვები ბეროს წასვლის შემდეგ, მაგრამ ჩავთვალე, რომ მოსვლას და ახალი ხალხის მოყვანას აღარ აპირებდა და სახლისკენ წასვლა დავაპირე.
-გადავალ მე, - წამოვდექი თუ არა ბავშვებს გავხედე. - როგორც ჩანს ბერო დაიკარგა თავის სტუმრებთან ერთად. თან დავიღალე სავით. ხვალამდე სასტავი. - ხელი ხავუქნიე ყველას და ჩემს ბოლო სიტყვაზე გამეცინა.

სიბნელეში გავედი. ცოტა მეშინოდა,მაგრამ არც ტელეფონი მქონდა აქ, ერთი მარტივი მიზეზის გამო. ზედმეტად მაღლა ვიყავი, მთაში, სადაც ტელეფონი არ იჭერდა, ამიტომ ტელეფონის ჯიბით უაზროდ ტარების აზრს ვერ ვხედავდი.
ჩემს ფიქრებში ვიყავი გართული ფეხის ხმა რომ მომესმა. კიდევ უფრო შემეშინდა. ძაღლი, ან რამე სხვა ცხოველი არ იყისთქო და უფრო ჩქარა წავედი სახლისკენ. უკვე შესასვლელისკენ ვაპირებდი შეხვევას ვიღაცას რომ მივეჯახე.
-ვაიმე... - ხმამაღლა დავიყვირე და ვეცადე რაც შეიძლება მალე შევსულიყავი სახლში, მაგრამ ვიღაცამ ხელზე მომქაჩა.
-წყნარად, ადამიანი ვარ, არ შეგჭამ. -ცინიკური ტონით ნათქვამმა სიტყვებმა ჩემამდე ძლივს მოაღწიეს. იმდენად ვიყავი შეშინებული საკუთარი გულის ფეთქვის ხმა მესმოდა მარტო.
-იქნებ ჭინკა ხარ და ახლა ვიღაც ადამიანის ხმით მელაპარაკები, აბა მე რავიცი? - ჩემს ნათქვამს ხმამაღალი სიცილი მოჰყვა.
-ხო, მართალი ხარ. ჭინკა ვარ, ტყიდან მოვედი და დემეტრეს დაცემსგავსე, რადგან შენ შეგჯახებოდი და მერე მომეტაცებინე. მერე ტყეში შემეყვანე და იქ... - აქ სიტყვა გავაწყვეტინე.
-კარგი, ხო. გეყოს მასხარაობა და მომეხმარე წამოდგომაში. - ახლაღა გავაანალიზე, რომ ჯერ ისევ დაბლა ვიჯექი. წამოვდექი თუ არა, სახესთან თბილი ჰაერი ვიგრძენი და უცებ გავუწიე უკან, რასაც მისი ჩაცინება მოჰყვა.
-ესეიგი დემეტრე. - ლაპარაკის დაწყება ახლიდან ვცადე მე. ხომ გითხარით, სოფელში ყველასთან ნორმალური ურთიერთობის დაჭერას ვცდილობდი. აზრჯ არ ჰქონდა ეს როდის ხდებოდა, დღისით თუ ღამით.
-ხო, დემეტრე. დემეტრე გაფრინდაშვილი. თბილისიდან, - აქ ჩაიცინა და მეც გამეცინა. - 20 წლის. არ ვსწავლობ, არ ვმუშაობ, არხეინად ვცხოვრობ. - მის სიტყვებზე ხმამაღლა გამეცინა.
-სასიამოვნოა, დემეტრე თბილისიდან 20 წლის უსაქმურო. - ახლა მას გაეცინა.
-შენს სახელს არ მეტყვი?
-თათა, ან ტატა, რომელიც მოგეწონება. - თვალი ჩავუკარი, თუმცა მეეჭვება ამ სიბნელეში რამე დაენახა.
-ტატა. - ლამაზი სახელია. - სხვას არ მეტყვი არაფერს? - თავი გა უქნიე უარის ნიშნად, მაგრამ მივხვდი, რომ ვერ დაინახავდა და ისევ ჩამეცინა.
-არა, რა საჭიროა. უბრალოდ ტატა ვარ მე. - გაეცინა და მომეჩვენა, რომ ჩემკენ გადმოდგა ნაბიჯი. მის სიმხუევალეს აშკარად უფრო ახლოს ვგრძნობდი, ვიდრე წეღან.
-კარგი, უბრალოდ ტატა. დანარჩენი მერე იყოს. არ წამოხვალ ბირჟაზე? - მივხვდი ბეროს სტუმრებიდან ერთ-ერთი იქნებოდა. უცხო იყო ჩემთვის, თუმცა, როგირც ჩანს,ამ სოფლისთვის ნაცნობი. რადგან არამგონია უცხოებთან ჩასულიყო, თანაც ამ ღამით.
-არა. იქიდან მოვდივარ ახლა. შენ წადი, მე სახლში შევალ. შეხვედრამდე. - შევტრიალდი და სახლში შესვლა დავაპირე, როცა, უკვე მეორედ, გამაჩერა.
-ანუ შეხვედრამდე, ტატა? - თითქოს ცინიკურად, მაგრამ ამავდროულად ზედმეტად თბილად მკითხა. თან ჩემს სახელს ძალიან კარგად გამოთქვამდა.
-ხო, დემეტრე, შეხვედრამდე. - აღარაფერი უთქვამს, ხელი გამიშვა. მეც აღარ გავჩერებულვარ და ეზოში შევედი.
ვგრძნობდი, რომ მთელი სხეული მეწვოდა. არ ვიცი, ასეთი რეაქცია რატომ მქონდა, თან მაშინ, როცა სახეზეც კი არ მყავდა დანახული. აი, ასე, უბრალოდ, ზედმეტად მიმიზიდა ამ ადამიანმა, მაგრამ რატომ, ვინ იცის? პირადად მე არა...

პირველ სართულზე აღარ შევედი. ვიცოდი ბებიას და ბაბუას ეძინებოდათ, ამიტომ კიბეებზე ავედი და ჩემს ოთახში შევედი. შუქი არც ამინთია ისე მივედი ლოგინთან და ვარსკვლავის პოზაში გულაღმა დავეგდე.
რაღაცნაირად მეფიქრებოდა დემეტრეზე, მის ხმის ტემბრზე და მის ნათქვამ ,,ტატაზე". მისი სხეულის სიმხურვალეზე. უცებ მივხვდი, რომ უაზრო ფიქრებში მივდიოდი, ამიტომ უცებ ავდექი. მაიკა და შორტი გავიხადე და ლოგინში ჩავწექი.
დიდხანს აღარც მიფიქრია. იმდენად ვიყავი დაღლილი, რომ მალევე ჩამეძინა.

ზოგადად, მშვიდი ძილი ვიცოდი, სიზმრებიც არ მესიზმრებოდა და ბევრსაც არ ვბორგავდი, თუმცა ამ ღამეს მივხვდი, რომ ზედმეტად აფორიაქებულს მეძინა და დარწმუნებული ვიყავი ამაში დემეტრე რომ იყო გარეული, რადგან სიზმარში სწორედ ის მესიზმრა. შეიძლება დემეტრე არც იყო, მაგრამ, ჩემი აზრით, სხვა უბრალოდ ვერ იქნებიდა იმ ღამით.
ბიჭი წინ მიდიოდა. სახე არ უჩანდა. თეთრი მაიკა და შავი შორტი ეცვა. თავზე კეპი ეფარა და უკან არ იხედებოდა. ვეძახდი, თუმცა ერთხელაც არ მოუხედავს ჩემკენ. მერე უცებ ნელ-ნელა შემოტრიალდა. მე გამეღიმა, თუმცა მას ისეთი საზიზღარი სახე ჰქონდა, რომ ყვირილი დავიწყე.

სიზმარში აკივლებამ რეალობაში დამაბრუნა. უცებ წამოვჯექი ლოგინზე და გულზე მივიდე ხელი. იმდენად სწრაფად ფეთქავდა, რომ მეგონა მალე საგულედან ამოვარდებოდა.
ცოტა აზრზე რომ მოვედი და მივხვდი, რომ მსგავსი რეალურად არაფერი მომხდარა, შიშის გრძნობამ ცოტათი გადამიარა.
ისევ დავწექი და ძილის გაგრძელება ვცადე, თუმცა ამაოდ. დიდხანს ვიტრიალე, მაგრამ ვერაფრით დავიძინე.
ასე ვიყავი მანამ, სანამ ფანჯრიდან მზის სხივებმა არ შემოაღწიეს და მაშინ მივხვდი, რომ თავზე დამათენდა და ჰოი საოცრებავ, სიმართლე გითხრათ ეს ჩემ თავს პირველად ხდებოდა, ამიტომ ბალიში ლოგინის საზურგეს მივაყუდე და ზევით ავიწიე, რათა მზის ამოსვლისთვის მეყურებინა, არ ვიცოდი ასეთი შანსი მომეცემოდა კიდევ თუ არა.
ვუყურებდი მზის სხივებს, როგორ ანათებდა დედამიწას და ნელ-ნელა ათბობდა მას. მზე უკვე ამოსული იყო ქუთუთოები, რომ დამიმძიმდა. ვიცოდი ახლა რომ არ დამეძინა, მერე მთელი დღე ცუდ ხასიათზე ვიქნებოდი, ამიტომ ზედმეტი ფიქრის გარეშე გადავწიე ღამის ფარდა და ვეცადე დამეძინა, რაც ღამენათენებს არ გამჭირვებია.






********
მოკლედ, ესაა ისტორია, რომელსაც ღრმა ბავშვობაში ვწერდი. შეიძლება ცოტა ბანალურად მოგეჩვენოთ რაღაცები, თუმცა ჩემთვის ეს ისტორია იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ვბედავ და აქ ვდებ.
იმედია, მოგეწონებათ. მოწონებასთან ერთად, რაღა თქმა უნდა, შენიშვნებსაც ვიღებ.
იმედია, კომენტარებს არ დაიშურებთ.



№1  offline წევრი sofi_sofi

სხვათაშორის არ ვკითხულობ ხოლმე ბევრ ისტორიას მხოლოდ ასე სამი ოთხი ადამიანისას ვკითხულობ. ჩემების წაკითხვას არ გირჩევ ნამდვილად ბანალურია მაგრამ შენი სათაური საინტერესოა და ვიმედოვნებ როგოეც პირველი თავი ისე საინტერესო იქნება შემდეგი თავები არვ ისე ბანალურია smile

 


№2  offline წევრი sofia.z

sofi_sofi
სხვათაშორის არ ვკითხულობ ხოლმე ბევრ ისტორიას მხოლოდ ასე სამი ოთხი ადამიანისას ვკითხულობ. ჩემების წაკითხვას არ გირჩევ ნამდვილად ბანალურია მაგრამ შენი სათაური საინტერესოა და ვიმედოვნებ როგოეც პირველი თავი ისე საინტერესო იქნება შემდეგი თავები არვ ისე ბანალურია smile

როგორ გამახარე...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent