შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დემე ახვლედიანი (სრულად)


4-12-2018, 15:01
ავტორი lemongiirl
ნანახია 8 118

***
დემე ახვლედიანი იყო, არ ვიცი...
ყველაზე მაგარი ტიპი.
ყველაზე თავისი ტიპი.
ყველაზე ტიპი.
დემე იყო, აი სასწაული.
მომწონდა?
მომწონდა კი არა ვგიჟდებოდი.
ვაბოდებდი.
ვაფანატებდი.
მაგრამ, აი ხომ არ დავანახებდი.
ხოდა ვიყავით ასე.
მე-ჩემთვის;
ის-თავისთვის.

ერთხელ, ბაკურიანში სიყვარული ამიხსნა.
გალეწილები ვიყავით ორივენი.
ლენკას დაბადების დღეზე.
ჰოდა მეც, მიყვარხარ-მეთქი;
შენს გარეშე არ შემიძლია-მეთქი;
ჩემთვის ხარ-მეთქი;
ჰოდა, აი ეგ იყო რაც იყო, იმის მერე იყო?...
აუ დაიკიდეები.
აუ მინერალური მინდაები.
თავი სკდებაები.
და, არაფერი მახსოვსები.
ხომ არ შევახსენებდი?
ხოდა შევეშვი მაგ ამბავს.


***
მე ლენკა და ტატუ მივდიოდით მაღლივში.
აი მაშინ არც დემე და არც არავინ მახსოვდა დედამიწის ზურგზე.
გამოცდები უნდა ჩამებარებინა.
ისე ვნერვიულობდი, მაგრამ მოშვებულიც ვიყავი.
მთელი წელი მასწავლებლებში ყოფნამ შედეგი გამოიღო.
არვიცი როგორ, მაგრამ მე და ტატუ ერთ ოთახში მოვხვდით.
ძაან ნერვიულობდა.
ჰოდა ჩუმად ვეხმარებოდი.
დამკვირვებელმა, რომ მიღრიალა მერე მაგრად შემეშინდა და ტატუ კი არა,
კაცისშვილი ვერ ამომაღებინებდა ხმას.
რომ გამოვედით დემე იდგა იქ.
განა რამე, გადაგვკოცნა და წამოვედით.
მაგარი გამიტყდა რომ არაფერი მკითხა მარა რა მექნა.
ის თავის გზაზე.
მე - ჩემსაზე.


***
ტატუს და სანდროს უყვარდათ ერთმანეთი.
რაღაც სიგიჟემდე.
ზუსტად ვიციდი, ყველაზე წყვილი იყვნენ.
ჰოდა, იმ დღეს ტატუ და მე რომ ავედით ლენკასთან ძაან განერვიულებული იყო.
თვალებში ვერ მიყურებდა.
-რამოხდა მოყვები? -წყობიდან გამოვედი მეც.
-ტატ, გვითხარი ნუ დაგვტანჯე. -მხარი ამიბა ლენკამ.
-აუ, ნან, ხომ იცი მე მაგრად მიყვარხარ და პროსტა დაიკიდე რა...
-რახდება?
-კაი ნან დაწყნარდი.
-აუ ლენკა, ათქმევინე თორემ გადავედი ჭკუიდან.
-მოკლედ სანდრო იყო ჩემთან.
-მერეეე?
-დემეს დავასებია ვიღაც გოგო.

აი მანდ რომ წამერთვა სუნთქვის უნარი.
მერე ამიცრემლიანდა თვალები.
ფანჯარაში გავიხედე.
მზე ედგა ვერას.
ძალიან შემცივდა, მაგრამ ეს უფრო სულიერი სიცივე იყო.
დავიწყე მერე,
მეთქი, რაში მაინტერესებს-თქო,
-თქო,
კაი რა, მაგაზე მანერვიულე-თქო.

და წამომივიდა ცრემლები.
მეთქი წავედი მაკამ დამირეკა-თქო.
მაგათ მოვატყუებდი?
დამესია ორივე.
ჩამიკრეს გულში და დაიწყეს.
ვაფშე, დაიკიდე უკეთესი გოგო ხარო.
ბევრად მეტი შეგიძლიაო.
ვერ დაგაფასა და რათ გინდა ვაფშე მასეთიო.


***
გვიან მოვრჩი ტირილს და სახლში ავაჭერი ეგრევე.
არც მიძინია.
დილით პროსტა ავდექი და სასეირნოდ წავედი.
გოგებაშვილს გავუყევი.
მერე, ტატუმ დამირეკა.
-სად ხარ?
-გოგებაშვილზე, რა იყო?
-ჩამო რა ჩემთან.
-რა ხდება?
-ჩამო.

მეთქი რამე მოხდა უეჭველი და ჩავედი ტატუსთან.
არ დამიკაკუნებია შევაჭერი პირდაპირ.
-ტატიანაააა.
-ნან, მოხვედი?
-ჰოო, რა მოხდა?
-შემო შიგნით.

და შევედი.
ვინ დამხვებოდა თუ არა დემე.
ამელეწა სახე.
პროსტა მიღიმოდა.
ავირიე სულ მთლად და სანდროსაც უღიმღამოდ მივესალმე.
-ანანო, როგორ ხარ?
-კარგად სან, შენ?
-მეც ვარ რაა.
და მერე რა თქმა უნდა ტატუსთან გავიდა.
მე კიდევ ამოვიღე ტელეფონი და ლენკას დავურეკე.
დემე გასული იყო.
-ჰო ნან.
მხიარულ ნოტაზე მიპასუხა.
-სად ხარ?
-ტატუსთან მივდივარ.
-მეც აქ ვარ, მალე მოდი რა ლენ.
-რა ხმა გაქ მოხდა რამე?
-აუ მოვკლავ ამ გოგოს, პროსტა რა გამიჩალიჩა.
-რაა?
დემე შემოვიდა მისაღებში და არ შევიმჩნიერ, მეთქი ლან, მალე ამოდი გელოდებით-თქო.
ვაიმე, როგორ ეკიდა.
ტელეფონში იყურებოდა და არც მომაქცია ყურადღება.
ისე გავმწარდი მეთქი,
მაგრად,
თავში ქვა უხლი-თქო.
ჰოდა ავდექი და გავედი ტატუსთან.
სანდროსთან ერთად აკეთებდა წვენს და იცინოდა.
-ტატ, სალაპარაკო გვაქ.
-რა ხდება?
-გამო რა გარეთ.

გავედით გარეთ.
-ნორმალური ხარ?
-რაა?
-გოგო, იმასთან ერთად რა პონტში მომიყვანე.
-ნან, დედასგეფიცები თვითონ მითხრა ანანოს დაურეკეო.
-აუ პროსტა, ძაან ავირიე...
სახე ხელებში ჩავმალე და ამღვრეული თვალები დავხუჭე.
-წავედი რა მე, აღარ შემიძლია მეტი.
კაიო, გაგაცილებო და შევედით შიგნით.
სანდრო და დემე იყვნენ გართულები ლაპარაკში.
მერე დემემ ტატუ დასალევი არ გეჩითებაო და ტატუმ ნანოს გავაცილებ და მოგიტანთო.

ჰოდა მანდ წამოენთო თვალები და წამოდგა უცებ.
-სად მიდიხარ?
მეთქი, სახლში-თქო და დარჩი სად გეჩქარებაო.
ისე მაბნევდა მისი მომენტალური დაინტერესება,
მეთქი, შანსი არაა-თქო!
ჰოდა, რავიცი რამ მოუარა და უეჭველი რჩებიო.
მე წასვლას ვაწვებოდი.
ის დარჩენას.
მოვიდა ლენკა ამასობაში და აქ რა ხდებაო.
მეთქი, მივდივარ და ამან ვერ გაიგო-თქო!
ლენკას გაკვირვებისგან თვალები შუბლზე აუვიდა.
მეთქი, წავედი.
ჰოდა ადგა დემე და გამომყვა.

-რა გჭირს შენ?
ისე მკითხა, თოთქის კაი ხნის შეყვარებულები ვიყავით.
-არაფერი.
-რას მებუტები ტო, ვერ გავიგეე.
-ვაფშე არ გებუტები და შემეშვი.

მაგრად მეზარებოდა ეს ქუჩაში “ჩხუბი” და სახლში ავედი ეგრევე.
კარი არ მქონდა შეღებული დამირეკა.
-რა?
-ჩამოდი ხუთი წუთით.
-რა ხდება.
-ჩამო.
-მანდ არ ვიყავი?
-ხუთი წუთით ანანო.

გათიშა.
რა თქმა უნდა ჩავედი.
სადარბაზოსთან იდგა და ეწეოდა.
-როდიდან ეწევი? -გავიკვირვე.
-დიდი ხანია.
-რა გინდოდა?
-არ მესიამოვნა დღეს, რა პონტში ავარდი?
-ბოდიშიი?
-არ გინდა რა, ეს ზედმეტი გაკვირვებები.
-რა გინდა დემეე?
-პროსტა რაზე გამიჭედე?
-არაფერი გამიჭედია და ვაფშე ჩემს სახლთან სატკავს, წადი რა შენს გოგოსთან.
-ვინ გოგოსთან, ნანო, ნუ გამაგიჟებ!
-აუ დაიკიდე რა, რაც გინდა ის ქენი შემეშვი მე.
-ჰოო?
-ჰო!
-ბაზარი არაა.

სიგარეტი ფეხით გასრისა და წავიდა.
მთელი ღამე მეფიქრებოდა.
ეს რო ასე მეთქვა, ის ისე და ა.შ


***
ის დღე იყო და ვსო.
მერე ჰოპ და დემე ახვლედიანი ვაფშე გაქრა.
შემეშვი-მეთქი ხომ ვუთხარი.
ჰოდა შემეშვა.
სანდროც მარტო ამოდიოდა ტატუსთან და რაღაცნაირად გამომხედავდა ხოლმე.
ისე მენატრებოდა...
საკუთარ თავს ვუჯავრდებოდი.
მერე, აი მერეეე პროსტა გავრეკე.
მთელი ზაფხული არ გამოჩენილა.
სადაც აქამდე ვფიქრობდი,
რომ აღარ ვნახავ დამავიწყდება-თქო,
ახლა უბრალოდ ისე მენატრებიდა სულ დამავიწყდა ყველაფერი.
ლენკა და ტატუ გაგიჟდნენ.
ასეთი რა მოგეწონაო.
მეთქი, ვგიჟდები-თქო!


***
ჯავახიშვილში მოვხვდი.
ჟურნალისტიკაზე.
ძაან გამიტყდა ას პროცენტიანი, რომ ვერ ავიღე.
მარა მაკამ სამოცდაათიანიც კარგია დეო.
მხრები ავიჩეჩე.
სწავლის დაწყებამდე არ გამოჩენილა დემე და მაინც არ მადარდებდა არაფერი მის გარდა.

***
პირველი ლექციები საოცრება იყო.
ისეთი სტიმული მომცა, დავფარფატებდი მთელი დღე.
ტატუსთან ავედი ამბები მოსაყოლად.
-ტატუნააა -შევვარდი გიჟივით.
მისაღებს ჩავუქროლე და სამზარეულოში შევედი.
იქ იყო.
რაღაცას მანიშნებდა თვალით, მაგრამ არ მივაქციე ყურადღება.
მეთქი, არ .
ჩავეხუტე და დავიწყე.
-პროსტა რა ლექტორები, რა ჯგუფელები!... შოკია ნამდვილი. ალასანია ხომ იცი? თოკო? ჩემს ჯგუფშია! ტიპი იმენა შოკია, მთელი დღე ისე მაცინებსა მუცელი ამტკივდა.
მემგონი ვაფშე დავიკიდებ იმის წასვლას, დავივიწყე რა!...

და აი მანდ მომესმა ირონიული ჩაცინება.
რას ვერ ვიცნობდი.
დენდარტყმულივით შემოვტრიალდი.
რა თქმა უნდა იქ იდგა.
თავისი შავი მაისურით.
შავი ჯინსით.
შავი ბათინკებით.
შავი თვალებით.
ისე მიყურებდა, აი ისეეე, პროსტა!...

თავბრუდამეხვა.
მუხლებში სისუსტე ვიგრძენი და რომ არ დავცემულიყავი ტატას მივეყრდენი.
თვალები ამიწყლიანდა.
მუცელში უცნაური შეგრძნება მქონდა.

ის კიდევ იდგა და მიყურებდა.
აი პროსტა როგორ, თვალებიდან არ ამომდის.
მეთქი, ტატ გამიყვანებაქედან ვერ ვსუნთქავ-თქო.
არც შემრცხვა მაგის.
არც სანდროსი.
არც ტატუსი.
პროსტა, მართლა ცუდად ვიყავი.

გამიყვანა ტატუმ გარეთ და წამომივიდა ცრემლები.
-კაი ნან, დაწყნარდი რაა!
-რა უნდა ჩემგან? -ამოვიტირე.
-ნან, დამშვდდი ტეხავს!
-აუ მაგრად !
-კაიი?!
-წავედი მე!
-სად წახვედი მოიცა, ცუდად ხარ გოგო.
-აქ უფრო ცუდად გავხდები.
-დამელოდე, ლენკას დავურეკავ და გაგიყვანს, მარტო ვერ გაგიშვებ.

ოთახში შევედი და იქ ველოდებოდი.
გარედან ხმაური მომესმა.
ტატუ იყო, არ გინდა რაო, ეუბნებოდა ვიღაცას.
იმ ვიღაცამ არ უსმინა და შემოაღო კარები.
დემე იყო.
ახვლედიანი.
სუნთქვა გამიხშირდა საწოლზე რომ ჩამომიჯდა და თავისი შავები შემომანათა.
-ნანოო...
-ჰოო
-რას შვები?
-სახლში უნდა წავიდე, დემე.
-რატომ ტო, გეშინია ჩემი?
-არა, პროსტა ხომ იცი...
-ვიცი, რა?
-სად იყავი დემე?
-აქ ვიყავი, სულ სულ აქ.
და გულზე მომადო ხელი.
შენს გულში ვიჯექიო.
ისეთ ხმაზე ავტირდი შემრცხვა.
ჩავეხუტე და დემემ, კიდევ გინდა შეგეშვაო?!
არა-მეთქი!
ჰოდა, ჭკვიანადო.
შუბლზე მაკოცა, რომ დავმშვიდდი.
ლენკა შემოვარდა გიჟივით ოთახში და ასე მიხუტებულები რომ დაგვინახა ვაიმეო და გავარდა უკან.


***
დემე და საბდრო მოვიდნენ უნიში.
ისე გაუხარდა ტატუს, პროსტა ჭკუაზე არ იყო.
ჩემი ბიჭი ჩემთანო და რაღაცეებს ბოდიალობდა და მთელი კურსის თანდასწრებით ისე გადაეხვია, გააიასნა გოგომ,
ჩემს ბიჭს არ ეჩალიჩოთო და სათითაოდ ყველა გოგოს მზერა გაუსწორა.
მაგარი მისწორდებოდა ასეთი გიჟი, რომ იყო.
მერე წავედით მთაწმინდაზე, ნიშნიანიძის პარკში.
მე ავიტეხე რა თქმა უნდა, ისე მიყვარდა იქაურობა.
სულ ზემოთ ავედით, სკამთან და იქიდან ვიყურებოდით.
ჩანთიდან კონიაკი ამოვაძვრინე.
დიდი სამბით რომ ვიყიდე დილას და მეთქი, გულწრფელობის ამბავში, ყველა ვსვავთ-თქო.

ჰოდა მოკლედ რაღაცას ვთამაშობდით.
სიმართლე თუ დალევა, თუ რაღაც მსგავსი... ტატუმ მოიფიქრა და პირველი კითხვაც თვითონ დასვა.
სანდროს უსვამდა კითხვებს და სანიც ყველას ისე პასუხობდა,
აი ისე საყვარლად,
უეჭველია ყველაზე მაგარი წყვილი იყვნენ.
დემე და მე?
პროსტა რა, არც წყვილი, მაგრამ არც მეგობრები და აი, სულ სხვანაირად ვიყავით რაა...
იმის მერე მაინც.
ჰოდა, ჩემი ჯერი, რომ მოვიდა მეთქი, დემე სად იყავი ზაფხულში-თქო?
ადგა და დალია.
ასეთი რა იყო, რომ ვერ პასუხობდა.
ნერვები ამეშალა და ვაფშე აღარ მითამაშია.
წავიდეთ-თქო ავიტეხე და წამოვედით.


***
ლენკა დარჩა ჩემთან.
ცუდად იყო ძალიან.
აი, რასაც ქვია ძალიან.
ტიროდა გიჟივით.
კინაღამ ჭკუიდან ავიწიე.
ტატუს დავურეკე ეგრევე.
ეგეც შემოვარდა გიჟივით ათ წუთში და ერთად ვამშვიდებდიგ.
ისე ცუდად იყო, აი ისე, ტირილში ჩაეძინა.
მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს.
გამთენიისას მაღაზიაში ჩავედი.
ლენკას საყვარელი ტკბილეული ვიყიდე და გამოვედი.
ციოდა და მოვიბუზე.
სწრაფად წავედი.
ეძინა მთელს ქუჩას.
ჰოდა, იოლად გავიგე როგორ შემოსრიალდა დემეს მანქანა და გამიკვირდა.
გააჩერა ფეხებთან და გამომხედა.
-ანანო?
-დემე, ხო მშვიდობაა?
-კი, შენ რა გინდა ასე უთენია აქ?
-მაღაზიაში ვიყავი, გოგოები არიან ჩემთან-და!
-ხარაშო, ადმი მიდი მალე.
მეთქი კაი-თქო და ავბრუნდი უკან.


***
ძალიან მაინტერესებდა რა უნდოდა დემეს იქ, მაგრამ რა თქმა უნდა არ ვკითხე.
ლენკაზე ვიყავი მთლიანად გადართული.
შუადღემდე ეძინა.
სამაგიეროდ მე და ტატუს არ მოგვიხუჭავს თვალი.
რომ გაიღვიძა ძალიან ცუდად იყო.
ყავა გავუკეთე და მაგის ტკბილეულებიც დავუდე წინ.
დაჯდა და კიდევ წამოუვიდა ცრემლები.
-ნუ გადაგვრიე ლენ, მოყევი დროზე.
-არაფერი მახსოვს გეფიცებით, პროსტა... აუ, მართლა ეს რა გავაკეთე!
-ამოღერღე გოგო! -გამკაცრდა ტატუ.
-გუშინ, შარდენზე... სახელიც კი არ მახსოვს კლუბის.
-რა გააკეთე? -გავოგნდით ჩვენ.
-თორნიკე ალასანია! -ამოიტირა.
-რა ალასანია, ნუ გადაგვრევ გოგო!...
-მთვრალი ვიყავი და არ ვიცი რა, ვაფშე ვერ ვფიქრობდი ეტყობა და...
-კაიიი? ლენკა შენ?
-არაფერი მახსოვს. დილით გავიღვიძე და ვაფშე არაფერი მეცვა და ეგეც გვერდით მეწვა და ეძინა...
-კაი ნუ ტირი ლენ, ყველაფერი კარგად იქნება! -ჩავეხუტეთ ორივე.
ისე ცუდად გახდა სასწრაფო გამოვიძახეთ.
დამამშვიდებელი გაუკეთეს და დაიძინა ისევ.
არ მჯეროდა.

იმის მერე ლენკა, პროსტა ისეთი გულჩათხრობილი, ისეთი სხვანაირი გახდა, გვაშინებდა მისი ცვლილება მეც და ტატუსაც.


***
დემემ და სანიმ არაფერი იცოდნენ.
ან რას ვეტყოდით.
ლენკას ცვლილებას ხომ ამჩნევდნენ, ჰოდა მაგრა უკვირდათ.
მარა რა, რამეს ხომ არ იტყოდნენ.

ალასანია, რომ შემეჩეხა უნიში კინაღამ მოვკალი.
ძაან მინდოდა მეჩხუბა და გამომელანძღა.
მაგრამ სცენებს ხომ არ დავდგავდი.
თან რაღაცნაირად იყო,
მოწყენილი.
ჰოდა პროსტა, ცივი მზერით მოვიშორე.
კიდევ კარგი ლენკაც ჩვენს კორპუსში არ იყო...


***
დემემ დამირეკა შუაღამისას.
პროსტა ვერ გამაზავ უნდა ჩამოხვიდეო.
მეთქი, რა ხდება ამ შუაღამისას ასეთი.
ჩავიცვი და ჩავედი.
მანქანასთან მელოდებოდა.
აი, ისეთი სიმპატიური იყო, ლამის ჩავიკეცე.
ჩავჯექით და გავედით თბილისიდან.
-სად მივდივართ დემე?
-კოჯორში.
-და რა გვინდა კოჯორში?
-კაი რა, ნან, მოითმინე და გაიგებ.

ჰოდა მოვითმინე და რა მოვითმინე.
იქ დამხვდა საოცრება.
პროსტა აი საოცრება.
სანი იდგა დიდი ცეცხლოვანი წრის შუაგულში მუხლებზე და ატირებულ ტატუს ხელს სთხოვდა.
გიჟიბა იყო.
ტატუ რომ დათანხმდა და რომ აიტაცა ეს ნარნარა გოგო ჰაერში და რომ აბზრიალა.
ყველას ვერ მოვავლე თვალი, მაგრამ ბევრი ხალხი იყო.
უმეტესობა მეგობრები.
ცრემლები წამომივიდა, სიხარულის.
ჰოდა უკნიდან დემე რომ ამეკრა და ყელში მაკოცა ვაფშე გავაფრინე.
შევბრუნდი და შენც მოითმინე პატარაო...

მერეე?
მერე ვაფშე ყველა კლუბში წავედით და დავიმხეთ თავზე.
ტატუ ისეთი ბედნიერი იყო, ან მე რა მომაწყენდა ან ლენკას.
გვიან დავიშალეთ.
დემე წასული იყო.
სანიმ გამიყვანა სახლში და ეს “ჭკვიანად” არც მაგას დავიწყებია.
ენა გამოვუყავი და ავვარდი სახლში.
მკვდარივით მიმეძინა.



***
დემემ მომაკითხა სახლში.
მეუცნაურა კი არა, მეთქი უეჭველი რაღაც ხდება-თქო და ვიგრძენი მუხლებში სისუსტე.
სახე რომ ამეშალა ეგრევე შემატყო და კაი დაწყნარდიო.
-რა ხდება დემე?
-კაი დაწყნარდი ნან რაა..
-აუ მითხარი რა, პროსტა ვიცი, რომ რაღაც ხდება.
-არაფერია.
-ნუ მიმალავ რაა...
-კაი, კაი დაწყნარდი რაა...
-დემეე
-გერმანიაში მივდივარ.

მომერია ყველაფერი და მოწყვეტით დავეხეთქე სკამზე.
არ მაინტერესებდა, რომ მიყურებდა და ჩემი რეაქციით ხვდებოდა ყველაფერს.
არაფერი ვაფშე.
ამიცახცახდა მხრები და დავიწყე ტირილი.
სულ როგორ მტკვებ-მეთქი.
-ნანოოო, დაწყნარდი რაა. -მიმიხუტა გულზე და მეც რა მინდოდა მეტი.
ისეთი განერვიულებული ვიყავი გვიანობამდე ვერ მოვრჩი ტირილს.
მერე დემეს მკლავებში ჩამეძჯნა.
ჰოდა, ჰოდა ვიცოდი, რომ დილას არ დამხვდებოდა.
მინდოდა ძილისთვის თავი დამეღწია, მაგრამ ეგრე სადაა.
რომ გავიღვიძე წასული დამხვდა.


***
სანდრომ ყველაფერი მითხრა.
ვაჟად გაუჭედია რაღაცაზე და გაუშვა გერმანიაში.
ექვსი დაწყევლილი თვით.
მერე რაღაც მომცა.
წერილი იყო.
არ გამიხსნია, ვერ გავხსენი.
სახლში ავედი და ვტიროდი.
სანდრომ, ამჯერად შეიძლება ვაფშე არ გამოუშვასო, წაუღო ტვინიო.
კაი-თქო.


***
წერილს ერთი თვე დავტრიალებდი.
მეშინოდა გახსნა.
მერე, ალასანიას შევხვდი უნიში.
ვითომ პროსტა ლაპარაკობდა და ნერვიულობდა.
ისე სხვათაშორის მკითხა, ლენკა როგორ არისო.
კბილს-კბილზე ვაჭერდი, რომ არ გამომელანძღა.
მეთქი კარგად არის-თქო და წამოვედი.
ლენკამ დამირეკა შუაღამისას.
თორნიკე იყო მოსული ჩემთანო.
სალაპარაკოდო.
მერე სიყვარული ამიხსნაო.
მერე და მერე იყო ამბებიო...
გავაფრინე, ისე გამიხარდა და ჩავფიქრდი.

მე და დემე მაინც პირველები ვიყავით, და მაინც არ ვიყავით ერთად.
სანამ ტატუ და სანი ერთმანეთს გაიცნობდნენ მანამდე ვიცნობდი.
სანამ ლენკა და ალასანია შეხვდებოდნენ მანამდე გვიყვარდა.
მაგრამ მაინც რაღაც იყო ჩვენი ერთობა,
ძალიან ძალიან გაურკვეველი.


***
რას მოველოდი ვერ გეტყვით, მაგრამ ამას არა.
წერილში რამოდენიმე წინადადება ეწერა.

“ბაკურიანი გახსოვს? მე ძალიან კარგად ნან!
თუ გაიხსენებ დამელოდე.
მე სულ, სულ იქ ვიქნები.”

მახსოვდა თუ არა?
რათქმაუნდა!
დაველოდებოდი?
რა თქმა უნდა.


***
რას ველოდი ყველაზე მეტად?
ექვსი თვის გასვლას.
დღეები ერთმანეთს აეწყო.
დრო ლოდინში ისე გადიოდა, არც მჯეროდა ასე ნელა თუ შეეძლო.
თითქოს სამყაროს ჩვენთვის ხელის შეშლა სურდა.

უნიში მივდიოდი, მოვდიოდი სახლში, ტატუსთან ვიყავი, სანის ველაპარაკებოდი, დემეს სურათებს ვათვალიერებდი და ვიძინებდი.
ხანდახან იმდენი სამეცადინო მქონდა, უბრალოდ არ შემეძლო სახლიდან ცხვირის გამოყოფა.
ლოდინი იყო, უაზრო და დაუსრულებელი სანამ ნანატრი დღე არ დადგა.


***
მახსოვს ხუთი წლის წინ, სკოლაში, რომ ვიყავით დემემ დერეფანში გამომაკითხა და მიმყავხარო.
მაშინ არც მანქანა ჰქონდა,
არც არაფერი.
ჰოდა, ფეხით ავიარეთ ახალი გზა.
მერე იაშვილზე ვიყავით და მერე, ასათიანზე.
ასე უბრალოდ ვბოდიალობდით.
დემემ გამაჩერა და მითხრა.
-ნან, ვაფშე ყველაზე ლამაზი ვინ არის იცი?
-ვინ?
-შენ!

არ ვიცი როდის დაიწყო, მაგრამ რაც თავი მახსოვს, სულ, აი სულ ვფიქრობდი დემეზე.

დემეტრე ახვლედიანი და მე.
მე და დემეტრე ახვლედიანი.


***
ოთხი წლის წინ, სკოლაში ბანკეტი, რომ გვქონდა სანიმ ტატუ დაპატიჟა.
დემემ მე და ლენკა ნიკოსთან ერთად იყო.
რა თქმა უნდა, ძალიან ვნერვიულობდი.
მინდოდა ძალიან ლამაზი ვყოფილიყავუ.
დემეს რომ მოვწონებოდი, თუ რა პონტი იყო არ ვიცი...
ჰოდა, მართლა ისეთი ლამაზი ვიყავი ვნრწინავდი.
დემემ მომაკითხა.
რომ დამინახა რა დაემართა?
არაფერი!
აი პროსტა ერთი ჩაიღიმა და ხელი გადამხვია.
ისე მოვიწყინე, ისე, მთელი საღამო ცრემლებს ვიკავებდი და მხოლოდ წამოსვლისას სადარბაზოსთან რომ მომიყვანა დემემ, მერე მითხრა.
-აი ვაფშე ყველას მირჩევნიხარ.
მერე შუბლზე მაკოცა და წავიდა.

არ ვიცი როდის დაიწყო მაგრამ ფაქტია, დემე ახვლედიანი ჩემში ჩემზე მეტი იყო...


***
სამი წლის წინ, გოგოები ვიყავით ასულები წყნეთში.
ის პერიოდი იყო ტატუს რომ აუხნა სიყვარული სანიმ და აი, ჭკუაზე არ ვიყავით.
მოკვდებოდა მაგ გოგოსთვის სანი...
აი ვიცოდით რა.
ჰოდა ამოგვაკითხეს ბიჭებმა და შუაღამემდე სვამდნენ.
მერე ძაან დავთვერით ყველანი და ვინ სად იწვა კაცმა არ იცის.
ჰოდა, დემემ მიმკიდა ხელი აივანზე გამიყვანა და...
-აუ, ვაფშე, აი ვაფშე მთელ სამყაროში ყველაზე მეტად შენ მევასებიო.

არ ვიცი როდის დაიწყო, მაგრამ დემე ახვლედიანის იქით ვერ ვხედავდი.
ვერაფერს და ვერავის.


***
ორი წლის წინ ბაკურიანში ვიყავით.
ეგ ამბავი, პროსტა როგორ დამავიწყდება...
მაშინ იყო გალეწილები რომ ვიყავით და შუაღამისას გამიყვანა თოვლში და სიყვარული ამიხსნა.
რა მჭირდა იცით?
მეორე დღეს რომ არაფერი ახსოვდა.
რამდენი ვიტირე!

არ ვიცი როდის, მაგრამ დემე ახვლედიანი ჩემად დავიგულე, ჰოდა აღაც ვუშვებდი.


***
შარშან რაც მოხდა იცით.
არ ბიცი ჭორი იყო, სიმართლე თუ რა, მაგრამ დემეს ვიღაც გოგო დავასებია.
ჰოდა რომ გავუბრაზდი მთელი ზაფხულით გაქრა და გამომეცხადა სწავლის დასაწყისში და რაო იცით?
გულზე მიმადო ხელი და მე სულ, სულ აქ ვიყავიო.

არ ვიცი როდის, მაგრამ დემემ ჩემი გრძნობების შესახებ იცოდა.


***
ახლა კი ვემზადებოდი მის დასახვედრად და გაწამაწიაში ვიყავი.
თვალებში დამიბნელდა აეროპორტში რომ შევაბიჯე.
სანი და ტატუ მომყვებოდნენ გვერდზე.
უკან ლენკა და ალასანია.
მეე?
მე რა დამემართა რომ გამოვიდა და დავინახე?
აშკარად შეკრთა, არ მელოდა ან რავიცი, მაგრამ ისეთი სახე ჰქონდა ისეთი, მონატრებული...
ჰოდა, ვაიმე რა მაგრად მეკიდა დაცვაც და აეროპორტის წესებიც.
რომ გადავაფრინდი ყველაფერს და ჩავეხუტე.
იცით როგორ მიმიხუტა გულზე?
აი, გამჭ....ტდა მეგონა.
ჰოდა ყურში ისე ჩამჩურჩულა.
-როგორ გაგაწვალე ნან, როგორ გაგაწვალეო...
ცრემლები მომდიოდა.
მე და დემე ახვლედიანი.
დემე ახვლედიანი და მე.


***
მე და დემე ახვლედიანი,
ერთანდ ვიყავით საბოლოოდ და როგორი გრძნობა იყო იცით?...


***
გვიან ღამით გამეღვიძა.
კიევში ვიყავი.
ლუბა დეიდასთან.
ჰოდა ტელეფონი რომ რეკავდა გამიკვირდა, აქაური ნომერი არავინ იცოდა.
ავიღე და რა მესმის იცით?!...

-ნან, ცოლად გამომყვები!



№1  offline წევრი Taattu

ძალიან კარგი იყო heart_eyes

 


№2  offline მოდერი lemongiirl

Taattu
ძალიან კარგი იყო heart_eyes


მადლობა♥️

 


№3  offline წევრი Kalina

ძალიან გინდოდა, რომ თავისუფლად, ლაღად მოგეყოლა რაღაც.
გინდოდა, ,,შინაურულად” , თითქოს დაქალისთვის მოგეყოლა ამბავი, მაგრამ საბოლოო ჯამში, ჟარგონებითა და უამრავი გრამატიკული შეცდომით გავსებული ნაწერი გამოვიდა.
იდეა კარგია, მართლა კარგია.
მაგრამ ჩვენამდე მოტანის გზა და ფორმაა არასწორი.
წარმატებები:)♥️
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№4  offline მოდერი Queenofmoon

პირველად წავიკითხე ასეთი სტილის ისტორია და რა მინდა გითხრა იციი? ძალიანაც მომეწონა:*
მიუხედავად იმისა,რომ უბრალო,მარტივად გადმოცემული და თუნდაც ჟარგონებით სავსე იყო,მაინც "დამევასა" smile kissing_heart

 


№5  offline მოდერი lemongiirl

მარიკუნაა♥️
ძალიან გინდოდა, რომ თავისუფლად, ლაღად მოგეყოლა რაღაც.
გინდოდა, ,,შინაურულად” , თითქოს დაქალისთვის მოგეყოლა ამბავი, მაგრამ საბოლოო ჯამში, ჟარგონებითა და უამრავი გრამატიკული შეცდომით გავსებული ნაწერი გამოვიდა.
იდეა კარგია, მართლა კარგია.
მაგრამ ჩვენამდე მოტანის გზა და ფორმაა არასწორი.
წარმატებები:)♥️



მადლობა❤️

Queenofmoon
პირველად წავიკითხე ასეთი სტილის ისტორია და რა მინდა გითხრა იციი? ძალიანაც მომეწონა:*
მიუხედავად იმისა,რომ უბრალო,მარტივად გადმოცემული და თუნდაც ჟარგონებით სავსე იყო,მაინც "დამევასა" smile kissing_heart


მიხარია თუ მოგეწონათ❤️


ჰაიკო
ERROR.. ERROR.. ERROR;)


გეთანხმები ერორზე, მე თქვენ ადგილას საერთოდ არ წავიკითხავდი.
მარა, აჰა, კითხულობთ❤️
მაინც მიხარია❤️

 


№6  offline წევრი tamari1999

აუუუ გამაბედნიერე^^ მიყვარს ასეთი თბილობები და სიყვარულოკები.. მადლობა ძალიან დიდი... ❤

 


№7  offline მოდერი lemongiirl

ჰაიკო
Anano Magradze
მარიკუნაა♥️
ძალიან გინდოდა, რომ თავისუფლად, ლაღად მოგეყოლა რაღაც.
გინდოდა, ,,შინაურულად” , თითქოს დაქალისთვის მოგეყოლა ამბავი, მაგრამ საბოლოო ჯამში, ჟარგონებითა და უამრავი გრამატიკული შეცდომით გავსებული ნაწერი გამოვიდა.
იდეა კარგია, მართლა კარგია.
მაგრამ ჩვენამდე მოტანის გზა და ფორმაა არასწორი.
წარმატებები:)♥️



მადლობა❤️

Queenofmoon
პირველად წავიკითხე ასეთი სტილის ისტორია და რა მინდა გითხრა იციი? ძალიანაც მომეწონა:*
მიუხედავად იმისა,რომ უბრალო,მარტივად გადმოცემული და თუნდაც ჟარგონებით სავსე იყო,მაინც "დამევასა" smile kissing_heart


მიხარია თუ მოგეწონათ❤️


ჰაიკო
ERROR.. ERROR.. ERROR;)


გეთანხმები ერორზე, მე თქვენ ადგილას საერთოდ არ წავიკითხავდი.
მარა, აჰა, კითხულობთ❤️
მაინც მიხარია❤️


Error იმას არ ნიშნავს რომ არ მომეწონა;)


განცვიფრებული ვარ.

tamari1999
აუუუ გამაბედნიერე^^ მიყვარს ასეთი თბილობები და სიყვარულოკები.. მადლობა ძალიან დიდი... ❤


პირიქით, მადლობა შენ რომ წაიკითხე❤️

 


№8  offline წევრი Marryam

ზოგადად ასეთი სტილით ნაწერი ისტორიები დიდად არ მომწონს....უფროსწორად თავიდან მომწონდა მაგრამ მერე ყველამ ასე წერა დიწყო და მომბეზრდა...ეს ისე გავხსენი..მეთქი ერთსაც ვცდი თქო და არ იყო ცუდი ^_^ მესიამოვნა კიდეც...

 


№9  offline მოდერი lemongiirl

Marryam
ზოგადად ასეთი სტილით ნაწერი ისტორიები დიდად არ მომწონს....უფროსწორად თავიდან მომწონდა მაგრამ მერე ყველამ ასე წერა დიწყო და მომბეზრდა...ეს ისე გავხსენი..მეთქი ერთსაც ვცდი თქო და არ იყო ცუდი ^_^ მესიამოვნა კიდეც...



მადლობა❤️მიხარია თუ გესიამოვნათ

 


ამის წაკითხვა მჭირდებოდა ზუსტად <3 კარგი გოგო ხარ :-*

 


№11  offline აქტიური მკითხველი uchveulo

Sayvarloba iyo tumca dzalian bevri shecdomebit

 


№12  offline მოდერი lemongiirl

ლილიანა ჩოხელი
ამის წაკითხვა მჭირდებოდა ზუსტად <3 კარგი გოგო ხარ :-*


მადლობა❤️

uchveulo
Sayvarloba iyo tumca dzalian bevri shecdomebit


შეცდომებზე გეთანხმებით❤️

 


№13  offline წევრი Elitsabed

სასწაული იყო და ძაან საინტერესო❤️????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent