შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაწყევლილი სამოთხე (1 თავი)


4-12-2018, 18:47
ავტორი RedBaNshee
ნანახია 1 263

ოთახი წითელ ბურუსში იყო გახვეული, წითელი ნათურები ბჟუტავდნენ და საწოლზე ატლასის ზეწარიც თითქოს წითლად ელვარებდა.

ჩემი ცხოვრება არასდროს ყოფილა რაიმეთი გამორჩეული, ჩვეულებრივად მიდიოდა, დინებას მივყვებოდი. განსაკუთრებულს არასდროს არაფერს ვაკეთებდი.მარტო ვიყავი, არავინ მყავდა, დედა დიდი ხნის წინათ შეეწირა ავტო კატასტროფას.მამასთვის უკანონო შვილი ვიყავი. შესაბამისად ჩემს ამბავსაც არავინ კითხულობდა... საპრეზიდენტო ნომერი ბათუმში, ზღვისპირა სასტუმრო.მშვენიერი ხედი. აგარაკი თბილისში. ეს ყველაფერი იყო რაც მამამ დამიტოვა სიკვდილის წინ. ეს იყო მილიონერის ანდერძი თავისი ერთადერთი ქალიშვილისთვის. სხვა ყველაფერი ჩემს ნახევარძმებს დარჩათ. მათთან ნორმალური ურთიერთობა არც არასდროს მქონია, განსაკუთრებით მამის სიკვდილის შემდეგ.
მარტის პირველი დღეები წვიმამ მოიტანა. ჭექა-ქუხილი მთელ ბათუმს აზანზარებდა. მთელ სიგრძეზე გადაჭიმულ მინებთან ვიდექი, რომელსაც ფანჯარასაც ვერ ვუწოდებ მისი მაშტაბების გამო. აზვირთებული ზღვის ვურებაში გადიოდა დღეები. 22 წლის ვიყავი, სწავლა ახალ დამთავრებული მქონდა.
მერე ეს მოხდა...
ჰაერში ნესტის სუნი იყო, ჩემ სულს ასველებდა და ამძიმებდა. ჰაერი მამძიმებდა. უკვე ბნელდებოდა, სანაპიროდან სასტუმროსკენ მივდიოდი,როცა მარტის წვიმა ჩემს სხეულზე ხმაურიანად დაეშვა.
ქუჩაში ჩემს გარდა აღარავინ იყო. მანქანებიც აქა-იქ მოძრაობდნენ და სველ ქუჩებში ჰაერის ახალ ნაკადს ქმნიდნენ. წითელმა ჯიპმა სვლა შეანელა. მათ უნივერსიტეტიდან ვიცნობდი, პოპულარული გოგონები იყვნენ, ლამაზები, სექსუალურები თუმცა უკარებები.
-ჩვენ შენ გიცნობთ... მარი არა?
-დიახ - სულ ოდნავ გავიღიმე ზრდილობისთვის და თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. კაპიუშონი გავისწორე და ხელები მკერდთან კიდევ უფრო მეტად შემოვიჭდე.
-წამოდი გაგიყვანთ, სველდები. არ გცივა? - საჭესთან მჯდომმა წკრიალა ხმით დამიძახა რათა წვიმას მისი ხმა გადაეფარა.
-გმადლობთ, მირჩევნია ფეხით გავიარო.
-კარგი რაა ნუ გერიდება, რომ არ გვინდოდეს არც გაგიჩერებდით. მიდი ჩაჯექი.
ჩემი შეცდომა ის იყო, რომ მათ ვენდე და მხოლოდ იმიტომ , რომ გოგონები იყვნენ.
ჩაჯდომისთანავე ვიგრძენი ჩხვლეტა კისერში. შემდეგ რამდენჯერმე გამომეღვიძა სიბნელეში, თითქოს ის ოთახი სადაც ვიყავი მოძრაობდა. როცა მესამედ გამოვფხიზლდი მივხვდი, რომ ეს ოთახი არ იყო და აქ მარტო არ ვიყავი. გავაცნობიერე რომ დიდი სატვირტოს ძარაში ვიყავი სამ გოგოსთან და უამრავ მუყაოს ყუთთან ერთად. ვერ ვიტყვი, რომ მაშინვე მივხვდი რა ხდებოდა. ბოლო გამოფხიზლებისას უკვე სიბნელე აღარ იყო. ლამაზი ოთახის დიდ საწოლზე ვიწექი. წამოჯდომა ვცადე,თუმცა სისუსტის გამო ვერ შევძელი. ფეხები მტკიოდა. სველი აღარ ვიყავი. ამან გამაოცა რადგან საკმაოდ გრძელი თმა დანამულიც კი არ იყო. ახლა უკვე აღარ ვიცოდი სად ვიყავი, რამდენად შორს სახლიდან. ძილი არ მინდოდა მაგრამ ამას მე ვეღარ ვაკონტროლებდი.
-ლამაზი გოგო, ფორმებით. სავსე მკერდი და მაღალი სწორი ფეხები. სპორტულ სტილში ამ ყველაფერს არ უნდა მალავდე. -ქალის ნაზმა ხმამ გამომაფხიზლა. -არ გეგონოს, რომ ყველა ახალ გოგოს ოთახში ვაკითხავ და კომპლიმენტებით ვამკობ. ლამაზი ხარ, მაგრამ ჭკუა გაკლია.
- სად ვარ?
-ძვირფასო, ეს ბაქოა. - ხელები აღტაცებით შემოჰკრა ჰაერში და ოთახიდან მშვიდად გავიდა. ბაქო... ამ სიტყვაში ჩაეტია ის გრძნობა რომელიც ათას ფურცელზეც არ დაეტეოდა. ჩემი სხეულის ნაწილებად დაშლა და თავიდან აწყობა, ძარყვებში მოძრავი სისხლის გაყინვა, ერთდროულად ცხელი და ცივი ჟრუანტელი სხეულში, კანში დაუტეველი ბრაზი და შიში. გაცნობიერება იმ რეალობის რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა.


ოთახი ლამაზი, დახვეწილი და არისტოკრატული იყო. ცენტრში, კრემისფერ დივანთან და სავარძლებთან სასმელებისთვის განკუთვნილი პატარა მაგიდა იდგა და სამნაირი ვისკი ოქროსფრად, ცისფრად და ჟანგისფრად ელვარებდა. სასტუმროს ლუქსს ჰგავდა აქაურობა,თუმცა ეს მხოლოდ ვიზუალი იყო და არავინ იცოდა რამხელა ტკივილს დაიტევდა ეს ოთახი.
-ოჰოო მართლა ისეთი ყოფილა როგორსაც ამბობენ - ოთახში ორი გოგო შემოვიდა, ქერა და შოკოლადისფერი. ხელები მკერდზე ჰქონდათ გადახლართული და ნიშნისმოგებით მიყურებდნენ.
-კარგი რა ნუ შეაშინებ შენი სწერვული გამოხედვით ძალიან გთხოვ - გოგონა დიდი, ცისფერი თვალებითა და ქერა თმით ჩემკენ მოდიოდა. - მე ნასტია ვარ - საწოლზე ჩამოჯდა და გამიღიმა. - ის კი ლორაა, სულაც არ არის ისეთი როგორიც ჩანს მართლა კარგი გოგოა. ჩვენი არ შეგეშინდეს.
-ჩემს მაგივრად ნუ ილაპარაკებ. - შოკოლადისფერი გოგონა ისევ შემოსასვლელში იდგა და გამომცდელი თვალებით მიყურებდა.
-ლორა ნუ აშინებ.შენ ალბათ არ გახსოვს აქ რომ მოხვედი რა ამბავი გქონდა.
-თქვენ აქ მუშაობთ არა? - ჩემს კითხვაზე ნასტიამ ღრმად ამოისუნთქა და თავი დახარა.
-უკვე შენც ჩვენნაირი ხარ - ლორა მომიახლოვდა, ზემოდან მიყურებდა, თვალს არ მაშორებდა, შემდეგ დაიხარა და სახე უფრო ახლოს მომიტანა. - მაგრამ ჩვენს შორის მაინც იქნება განსხვავება ჟღალთმიანო და იცი რაა? შენ მართლა იქნები, ჩვენ კი უკარება მოცეკვავეები. ეს მხოლოდ ცეკვაა. ჩვენ შეგვიძლია ღორებს არ ვაჯიჯგნინოთ თავი, მაგრამ შენ... აი შენ, ის შეგეხება ვისაც მოუნდები და დამიჯერე ეს სასიამოვნო სულაც არ იქნება.
-ლორა გაჩერდი, ასე ნუ ექცევი.
-რა სიმართლე არ არის?
-იქნებ ცეკვა შეუძლია. - ნასტიამ ამომხედა და სევდიანი თვალებით სული კიდევ უფრო დამიმძიმა.
-არა, ცეკვა არასდროს მიცდია.
-ყელამდე ნეხვში ხარ მარია და ვერ ხვდები. - ლორა სასმელებისკენ დაიძრა და ვისკი ისე დაასხა რომ ჭიქას მხოლოდ ძირს უფარავდა. - ნასტია, მე შენ დაგიჯერე და გამოგყევი მის დასახმარებლად ახლა ადექი და წავიდეთ, არაფერი ეშველება.
-ასე ვერ დავტოვებთ ხომ ხედავ როგორია, დარწმუნებული ვარ ჯერ არც არავინ მიჰკარებია. გაიხსენე ეს როგორია. გაიხსენე.
-ცხოვრება უკვე დანგრეული აქვს. აქაა და ეს უკვე დასასრულია.
-მაგრამ ჩვენ? ცუდად არავინ გვექცევა. გახსოვს ჩვენ რატომ გვაქვს ამხელა პრივილეგია? გასხოვს როგორ ვიყავით? არ შეიძლება ვცადოთ მაინც?
-ნასტ ცეკვა არ იცის რა გავაკეთო! დაყრუვდი? - ლორა ჩაფიქრდა და გაწბილებული სახით მიყურებდა. -კარგი ვიზამ რამეს - უცებ შემობრუნდა ჩემკენ და მკლავში ხელი წამავლო.
-რას აკეთებ მეტკინა!
-უარესადაც გეტკინება. წადი წყალი გადაივლე და კარადიდან რაიმე ამოარჩიე. ჩვენ გარეთ გელოდებით. მგონი რაღაც მოვიფიქრე.
სააბაზანო ზუსტად ისეთი იყო როგორიც ასეთ წამებში გჭირდება, რომელიც ყველაფერს დაგავიწყებთ. დაახლოებით ნახევარი საათი გავატარე სააბაზანოში. რა არ ვიფიქრე სუიციდის ჩათვლით,თუმცა საკმარისად გაბედულიც ვერ აღმოვჩნდი. პირსახოცი შემოვიხვიე და კარადა გამოვაღე. უამრავი კაბა და ფეხსაცმელი იყო,თუმცა არც ერთი ჩემთივ. ასეთი დახვეწილი და სექსუალური კაბები მხოლოდ ვიტრინებზე მენახა. როცა გამახსენდა ეს კაბები რისთვის იყო ზიზღმა შემიბყრო, მათ სილამაზეს ვეღარ ვხედავდი. ყველაზე უბრალო თხელი და მოკლეშავი კაბა ჩამოვხსენი. დათრგუნული ვიყავი. შეშინებული. ვიცდი გამოსავალი უნდა მეძებნა და გაქცევაზე უნდა მეფიქრა. ვიცოდი ისტერკების მოწყობა არაფერში დამეხმარებოდა და თავს ძლივს ვიკავებდი.მუხლები მიკანკალებდა, თუმცა ისევ ფეხზე ვიდექი. აქედან თავის დაღწევა უნდა მეცადა. წითელი ქუსლიანი ფეხსაცმელები ჩავიცვი და კარი შევაღე. ირგვლივ არავინ იყო მხოლოდ ჩაბნელებული დერეფანი და ოთახები. დერეფნის ბოლოს კიბეებს ჩავუყევი და დიდ დარბაზში გავედი. სამი დიდი სცენა იყო, უამრავი მრგვალი მაგიდა. ერთერთთან ნასტია და ლორა იდგნენ, ქალბატონთან ერთად.
-აი, ხომ ხედავთ. რას გეუბნებოდით - ლორამ ხელით ჩემკენ ანიშნა და ქალს რაღაცის მტკიცება დაუწყო. - შეხედეთ მის სხეულს, ნამდვილი აღმოჩენაა. ღამეში მისი ცეკვით უფრო მეტს გააკეთებთ. შემოგვხედეთ მე და ნასტიას. აქ ყველაზე ძვირად ჩვენ ვფასობთ. წარმოიდგინეთ კიდევ ერთი ჩვენნაირი. ეს თქვენთვის უფრო მომგებიანი იქნება.
ქალმა კიდევ ერთხელ ამათვალიერა და გოგოებს ახედა.
-რამდენი დაგჭირდებათ
-ერთი კვირა, მხოლოდ ერთი კვირა და საოცრებას გიჩვენებთ. შეხედე უნაკლოა. ნახავ დიანა არ ინანებ. ქერა, ჟღალი და შოკოლადო გეყოლება.
ქალმა კიდევ ერთხელ შემომხედა და დარბაზიდან გავიდა, უკან ორი მამაკაცი გაჰყვა, მათი იარაღები ჩემი მახსოვრობიდან არასდროს წაიშლება.
-მოდი აქ! - ლორამ მკლავში ხელი წამავლო და სცენისკენ გამაქანა. - ეს შენი ერთადერთი შანსია ის არ იგრძნო რაც გაგანადგურებს და შანსი გექნება იმასთან ისიამოვნო ვისთანაც გინდა.
-მე არავისთან მინდა.
-დაივიწყე ეგ სიყვარულობანა, თუმცა თუ ასე გინდა ესეც შანსია... მოდი კარგად მომისმინე, ვიცი რაასაც ფიქრობ, მაგრამ აქედან გაქცევა ბევრს გვიცდია, აქ ყველაფერი ვცადეთ რისი მოფიქრებაც შესაძლებელია. ან თავი უნდა მოიკლა ან გაგცევისას მოგკლავენ. დამიჯერე აქედან გასაქცევი გზა არ არსებობს და ყველაზე კარგი გამოსავალი ეს ცეკვაა. მარია, უნდა შეეცადო, ეს ერთადერთი გზაა.
-რატომ მეხმარებით?
-იმიტომ, რომ პირველ რიგში გაქვს მონაცემები ჩვენს გვერდით იდგე, ლამაზი ხარ, შესაშური აღნაგობით. შენც ისეთი ხარ როგორებიც ჩვენ ვიყავით და ჩვენ დაგვეხმარნენ, რომ არა ისინი ახლა ზუსტად ვიცი სადაც ვიქნებოდით.
-ისინი სად არიან
-აღარ არიან...
-კარგით დრო ისედაც ცოტა გვაქვს სცენაზე ადი. - ნასტიამ ხელით შუა სცენისკენ მიმანიშნა და წარბები ასწია.
მუსიკა მაღალ ხმაზე უკრავდა, უბრალო განათება იყო. ბარში მხოლოდ ერთი ბიჭი იდგა და სველ ჭიქებს ამშრალებდა. არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. ეს ყველაფერი უაზრობას გავდა. არ ვაპირებდი სცენაზე დგომას და მილიონი კაცის წინ ნახევრად შიშველი ცეკვას, მაგრამ ვერც სცენიდან ჩასვლას ვბედავდი, რადგან არ მინდოდა მილიონი კაცის ხელი შემხებოდა.როცა ეს ორი ერთმანეთს შევადარე მივხვდი, რომ შეხებას ჯობდა ეყურებინათ. თუმცა არც ის ვიცოდი როგორ გამეკეთებინა ის რასაც მთხოვდნენ. მუსიკა გაითიშა და შევკრთი ფიქრებით სულ სხვაგან ვიყავი და აღარც მახსოვდა სცენაზე რისთვის ვიდექი.ნასტია გაწბილებული სახით მიყურებდა. ლორამ თავი დახარა და როგორც სჩვევია ხოლმე ღრმად ამოისუნთქა.
-ნასტიკ ჩართე! - დაახლოებით 22-23 წლის ბიჭმა ბარი დატოვა და ნასტიას მიუახლოვდა.
ულამაზესი იყო როცა იღიმოდა, პირველად ვნახე ნასტიას სახეზე ღიმილი და ეს შესანიშნავი იყო მისი თვალებიც იცინოდნენ. ასეთი წრფელი რამ აქამდე არასდროს მენახა.
- ამას მხოლოდ შენთვის გავაკეთებ - ნასტიას თვალი ჩაუკრა და სცენაზე სწრაფად ამოვიდა. დავიბენი. ვერ ვხვდებოდი რა უნდოდა, ჩემკენ რატომ მოდიოდა.
მუსიკა ისევ ჩაირთო. ტანში ერთიანად დამიარა რაღაც უაზრო ჟრუანტელმა, როცა ხელზე შემეხო და ზურგით მკერდზე მიმიკრა. გოგონების მომღიმარ სახეებს ვუყურებდი, ყურში მხოლოდ ბიჭის ჩურჩული მესმოდა - უბრალოდ ამყევი, მოდუნდი და ჩემს სხეულს აყევი. - წელზე ხელი მყარად მომკიდა და კიდევ უფრო მიმიკრა. სხეული მსუბუქად მოძრაობდა, მაგრამ ამას თითქოს მე არ ვაკეთებდი. კისერში მისი სუნთქვა ჩემს სუნთქვას ახშირებდა და სხეულს მითრთოლებდა. სხეული ჩემგან დამოუკიდებლად მოძრაობდა და ეს ყველაფერი იმდენად უცხო იყო ჩემთვის, რომ თვალების გახელაც აღარ შემეძლო. უეცარმა მუსიკის გაწყვეტამ ისევ შემაკრთო და აზრზე მოსულმა მისი ხელები სწრაფად მოვიშორე.
-ერთ კვირაში ცეცხლს დაანთებს, თუ ცეკვისას ცეცხლი მის სხეულს ეკიდება. დარწმუნებული ვარ მალე აალდება - ეს ისეთი ტონით თქვა რომ ვიგრძენი სიწითლემ მთელ სხხეულზე როგორ დამიარა. -შენ მართლა არავინ შეგხებია? ისეთი სახე გონდა შემეშინდა აქვე არ მომკვდარიყავი - ლორა სიცილით მელაპარაკებოდა და ხელებს გაოცებული ისვროდა ჰაერში.
-კარგი რა შეეშვი ნახე რა შეშინებული სახე აქვს. ამ საღამოს გაბრიელს დაეხმარება და ნახავს რა როგორ ხდება, მერე თანდათან შეეჩვევა. იქნებ რამე გამოვიდეს.
-ნასტიკ გოგოს გულს ნუ გაუხეთქავ. დღეს ჩემთან იქნება და მივხედავ, იქნებ ვინმემ შეამჩნიოს კიდეც ...
-კარგი რა, შენც კარგად იცი გაბრიელ, მაგის შანსი მინიმალურია. ჩვენ ყველა ვცდილობდით პირველივე ღამეს შევემჩნიეთ და გადავრჩენილიყავით, მაგრამ მაინც არაფერი გვშველის. აქ არაფერი გამოდის. ყელამდე ნეხვში ვართ.
-ნასტიკ მორჩი არ გინდა ამდენი ისტერიკა.რით ვერ გადაეჩვიე. მე ხომ შეგამჩნიე პატარავ, ნუ იქნები უმადური, არავინ გეხება, ხომ ხედავ სხვებს რაც სჭირთ. ვიცი, რომ წასვლა გინდა, მეც მინდა, მაგრამ ვიცი, რომ სხვანაირად მოკვდები და მეც მოვკვდები... ძალიან გთხოვ უბრალოდ გახსოვდეს რომ შენ მხოლოდ იმისი ხარ ვისაც უყვარხარ... ძალიან მიყვარხარ - გაბრიელმა ბოლო სიტყვები ღიმილნარევი ჩურჩულით უთხრა ნასტიას, გულზე მიიკრა და ნიკაპზე წაეთამაშა. იცინოდა... ის ისეთი მშვენიერი იყო როცა იცინოდა.
საღამოს დარბაზი უამრავი პიჯაკიანი მამაკაცითა და სოლიდურად ჩაცმული არც თუ ისე ცოტა ქალბატონით გაივსო. წითელი, თეთრი და ვარდისფერი შუქები ერთმანეთში ირეოდა, სიგარეტის კვამლზე დაცურავდნენ და ისეთი ილუზია იქმნებოდა თითქოს მთელ დარბაზში ფერადი კვამლი გაეშვათ. გაბრილემა ორი ვისკის ჭიქა გამოასრიალა დახლზე და მაგიდისკენ მანიშნა სადაც ორი ახალგაზრდა იჯდა. მამაკაცს პიჯაკი ეცვა,როგორც უმეტესობას აქ მოსულებისას,ხოლო გოგონა მივხვდი რომ აქ მუშაობდა. სასმელი მივუტანე და უკან გამოვბრუნდი გაბრიელთან, ჩემთვის არცერთს მოუქცევია ყურადღება.
-ეს ყველაფერი ერთ დიდ სიზმარს გავს - დახლზე გადავიწიე რომ გაბრიელისთვის ხმა მიმეწვდინა.
-სიზმარს? როგორც წესი სიზმრები კარგია - ისიც მომიახლოვდა და გაიღიმა.
-ჩემი სიზმარი კოშმარია გაბრიელ! ერთი დიდი კოშმარი და ფინალში ალბათ ურჩხული გამოჩნდება. - ისევ გავსწორდი და გაბრიელს განაწყენებული თვალები მივანათე.
-როცა ნასტია პირველად ვნახე მაშინვე მივხვდი, რომ არავინ უნდა შეჰხებოდა. ამიტომ ერთი რჩევა მივეცი, არ გაეღიმა. როცა იღიმის ულამაზესია,ნამდვილი ანგელოზი, მაგრამ მისი დაცვა ვერ შევძელი. ის ისედაც მშვენიიერია. არ აქვს მნიშვნელობა გაიცინებს თუ არა. მათ ბევრი გადაიტანეს მარია. ერთ რჩევას მოგცემ. ამ დარბაზში აარჩიე ერთი ადამიანი, ის ვინც არ შეგეზიზღება,აარჩიე სანამ ისინი აგირჩევენ და გაუღიმე, მხოლოდ გაუიმე და იდიოტი უნდა იყოს რომ მოუნდეს მისი ტკბილეული სხვასაც გაუყოს.
-გაბრიელ არ მესმის, ვერ ვხვდები რას მეუბნები.
-ვიცი, რთულია ამის მოსმენა, მაგრამ, ნასტიას ჩემთან ყოფნაში ფულს ვუხდი. ის და ლორა ყველაზე ძვირადღირებულები არიან, რადგან ცეკვავენ და თუ დააკვირდები ყველაზე ლამაზებიც არიან.თანხას იმიტომ ვიხდი რომ სხვა არავინ შეეხოს.ეს რომ ზუსტად ვთქვათ, ისე, როგორც ამ ბიზნესში ამბობენ, მე ის ნაყიდი მყავს. ასე,რომ მოდი პირდაპირ გეტყვი.შეეცადე ვინმემ გიყიდოს. შეგიძლია მყიდველი თვითნ ამოარჩიო და ასე ვთქვათ დაკერო. ან რამდენიმე თუ იქნება შენი მსურველი მათგან ამოარჩიო, მაგრამ დიდხანს კლიენტის გარეშე არ გაგაჩერებენ, ასე რომ უნდა იჩქარო.
-ეს არჩევანი არ არის... -უკმაყოფილოდ გავიქნიე თავი და სცენისკენ შევბრუნდი სადაც სექსუალური ფისუნიების კოსტუმებში გამოწყობილმა გოგონების ჯგუფმა ცეკვა დაამთავრეს და სცენა დატოვეს.ყველაფერი ჩაბნელდა. დარბაზში ტაში ქუხდა.სტვენის გამაყრუებელი ხმა ისმოდა. გაბრიელს გავხედე, უკმაყოფილოდ ათვალიერებდა ირგვლივ ყველაფერს, შემდეგ თვალებით სცენისკენ მანიშნა და ვისკის დასხმა გააგრძელა.
ეს საოცრება იყო . ისინი მსუბუქად მოძრაობდნენ, თმები ლამაზად უფრიალებდათ. სხეულები გველებივით ირხეოდნენ.ლორა და ნასტია სულ სხვა ქმნილელებებად გადაიქცნენ ჩემს თვალწინ. ლორას თავისი სიმკაცრე დაჰკარგვოდა და თითქოს სულ სხვა სამყაროში, სიამოვნების მორევში იყო ჩაძირული. ნასტიას მხიარული გამომეტყველება ახლა სექსუალური, დინჯი გოგოს იმიჯს შეეცვალა. თვალები დახრილი ჰქონდათ და ეს მათ ვნებიანებს და მიუწვდომლებს ხდიდა. დროდადრო ხელებს თმაში იცურებდნენ და უკან იყრიდნენ. იმდენად სექსუალურები იყვნენ, რომ მაყურებლებს შეძახილის სურვილიც დაჰკარგოდათ და მათ მშვენიერებას თვალს ვერ წყვეტდნენ. დროგამშვებით ნერწყვს ხმაურიანად ყლაპავდნენ და გვერდით მჯდომ, ერთღამიან გოგონებს ცხოველური მზერით გადახედავდნენ.
ლორამ მოძრაობა შეწყვიტა და მხოლოდ ერთხელ ამოიხედა ქვემოდან მაცდური, ეშმაკური მზერით და ტუჩის კიდესთან ღიმილმა გადაურბინა. მუსიკა შეწყდა. სცენა ჩაბნელდა. ტაში არ წყდებოდა, თანდათან ყველამ დაშლა დაიწყო, ოთახებისკენ განაწილდნენ. მათ, ვისაც ამის სურვილი ან თანხა არ გააჩნდა სასმელსა და ფლირტაობაში ფლანგავდნენ დროს და დარბაზში რჩებოდნენ. ბარში დანიელთან ნასტია შევნიშნე. თხელი ატლასის ხალათით და მომღიმარი სახით. ხელებში დანიელის სახე ჰქონდა მოქცეული და რაღაცას მაცდურად სთხოვდა. ამ თხოვნას დანიელის თავის გაქნევა, ცხვირზე თითის ჩამოცურება და ვნებიანი კოცნა მოჰყვა.
ყოველი ცეკვა განსხვავებული იყო. მაგრამ გოგონების თვალები ავდრისას არეულ, შეშლილ ზღვას ჰგავდა, და ეს არასდროს იცვლებოდა. დღეები გადიოდა. მე უფრო ვთამამდებოდი, როცა ვხედავდი როგორ მოსწონდათ ჩემი მოძრაობები. განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებდი, უბრალოდ მუსიკას სხეულს ვაყოლებდი. ყველა სიმღერას ჩემთვის ჩუმად ვმღროდი და ამ დროს უფრო მეტად ვიხსნებოდი. საუზმეს, სადილს და ვახშამს ყველანი ერთად მივირთმევდით. ჩვენი მზარეული გვყავდა, თუმცა გემრიელი საჭმელი ნამდვილად არ მავიწყებდა იმას რაც დიდ, მრგვალ მაგიდასთან ხდებოდა. გოგონები მზერას არ მაცილებდნენ. ნასტია და ლორა რომ არა ალბათ იქვე პურის საჭრელი დანით მომიღებდნენ ბოლოს. მათ ჩურჩულს ჩემზე, ჩემავე თვალ წინ მხოლოდ ნასტიას დამცინავი ტონით ნათქვამი “შურიანი კახპები“ წყვეტდა,თუმცა მათ თვალებს მაინც არაფერი აოკებდა. მათაც უნდოდათ ჰქონოდათ მცირე, თუნდაც ერთი შანსი. ისეთივე, როგორიც მე მქონდა და მე ეს მესმოდა. მათი ძალიან კარგად მესმოდა და ისინი მთელი გულით მეცოდებოდნენ. ყოველ საღამოს გოგონების ცეკვას ვუყურებდი და მინდოდა მეც გამომსვლლოდა რაიმე, ამიტომ ცდას არ ვაკლებდი. მეგონა ერთი კვირის განმავლობაში ვინმე შემამჩნევდა, მაგრამ არა. მხოლოდ ისღა რჩებოდა დიანას ჩემი ცეკვა მოსწონებოდა.
-მღერი? - ცეკვა დავასრულე და ყურებში მხოლოდ საკუთარი გულის ხმა მესმოდა ამიტომ დიანას კითხვა ვერ გავიგე. საშინლად აღელვებული ვიყავი და მთელი სხეული მიკანკალებდა. ხმა ძლივს ამოვიღე რომ მეკითხა რა აინტერესებდა. - გკითხე მღერითქო?
- ვმღერი.
-ძალიან კარგი, მაშინ შოუს დროა! დღეს იცეკვებ, როცა მზად იქნები სიმღერასაც დაუმატებ და მაგარ შოუსაც დავდგამთ. აქ ნამდვილი კაბარე გვექნება. - თავისებურად, ჩვეულად შემოჰკრა ხელები ერთმანეთს და დარბაზი დატოვა.
გაოცებას ვერ ვმალავდი. ისედაც თეთრი სახე ყინულის ქანდაკებას დაემსგავსა და მე ამას ვგრძნობდი.
-ეს რა გააკეთე გაგიჟდი?
-აბაზანაში სიმღერა არ ითვლება?
-შენი აზრით საქმე სასაცილოდ გაქვს?
-ბავშვობაში ვმღეროდი, სანამ დედა გარდაიცვლებოდა.
-ჰოდა დროა ბავშვობა გაიხსენო.
დარბაზში ყველას სახეს ვხედავდი. მათი დაჟინებული მზერა სხეულს მიწვავდა, მშანთავდა და სიმწრისგან თვალებს ვხუჭავდი. სხეული დაძაბული მქონდა, შებოჭილობისგან მეგონა რომ ნაბიჯსაც ვერ გადავადგამდი. მუსიკამ ტაშის უაზრო ხმა გადაფარა. განათებამ თვალები მომჭრა, მათ სახეებს ვეღარ ვხედავდი. თვალები დავხუჭე და ხელი შიშველ, სწორ მუცელზე დავისვი. სცენაზე, დარბაზში, ვერსად ვერ ვგრძნობდი ვინმეს არსებობას. აქ მხოლოდ მე ვიყავი, ჩემს თავთან მარტო, მხოლოდ მე და მუსიკა. სხეული ჩვეულად ამოძრავდა, სიმღერას ვყვებოდი და სახეზე ყველა გრძნობა თუ ემოცია მეწერებოდა. სხეული მიხურდა, შიგნიდან ცეცხლს ვგრძნობდი.მის ჩასაქრობად ღრმად და ხშირად ვსუნთქავდი. მუსიკა ნელდებოდა, მარტოობა სრულდებოდა. მეც შევნელდი. სცენაზე სამნი ვიდექით, მარია, ლორა და ნასტია. ისევ დამშეული მზერა და სხეულზე მოდებული ალი. ისევ სიბნელე და ამღვრეული ზღვისფერი თვალები.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent