შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე, შენ და ზღვის ტალღები


6-10-2018, 14:58
ავტორი Giorgi Uertashvili
ნანახია 1 662

მივდივარ, სიყვარულს კი არ აქვს საზღვრები.
არა გამიჩნია, სისხლს დავლევ, გავთბები.
გრძნობათა გემებმა აუშვეს აფრები,
შავი ზღვის დინებას მე ჩუმად გავყვები.

მივდივარ, ხმელეთი აღარ ჩანს არსად
და შენ ხარ შავი ზღვის იდუმალ ფარდად.
ვერსად ვერ გხედავ და დავრჩი სახტად,
შენს გარეშე ვერ ვიქნები კარგად.

მივდივარ, შავ-თეთრი გახდა ეს ფანჯრები
ვგრძნობ, რომ მარტოობის ერთგული გავხდები.
წავალ და მე მარტო იმ ხის ქვეშ დავჯდები
და თუ შენ მისურვებ, სწორედ იქ დაგხვდები.

მივდივარ, წყლის დონე უწყვეტად იმატებს,
გული თავს ამითიც კი ვერ გაიმართლებს.
მძვინვარე ტალღები მგონი კვლავ მფარავენ
და მგონი ისინი სიცოცხლეს მპარავენ.

მივდივარ, ვერ ვხედავ ვერაფერს მომავალს,
მე ის მივამსგავსე შენს თავზე მოსაფარს.
ეს იყო ნიშანი სიცოცხლის იმედის,
შენდამი გრძნობის და სურვილი სიკეთის.

ცოტა ხნის წინათ მე ნეტავ შენ მენახე,
რათა მე შემეგრძნო ეგ შენი სურნელი.
შენ გულში არ გსურდა, რომ მე შეგენახე,
რადგან არ იყავი შენ ჩემი მსურველი.

გაიგეთ?! გაიგეთ თქვენ ჩემი ღრიალი?!
მომკლეს მძვინვარე ზღვის ამ ტალღებმა.
დროისგან გამიხდა ეს გული ტიალი,
გავქრი და თვის შემდეგ მიპოვეს ძაღლებმა.



№1  offline წევრი sweetgirl

Saswauli xar ❤️❤️❤️ Tavisuplad shemidzlia ritmebis mama giwodo :d <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent