შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაწყევლილი სამოთხე (2 თავი)


5-12-2018, 18:26
ავტორი RedBaNshee
ნანახია 1 264

სწორი, მაღალი ფეხები. წვრილი წელი. გამოყვანილი თეძოები. მკვრივი მკერდი. თეთრი, ფაიფურივით თეთრი სახე და წელამდე გრძელი, სწორი, წითელი თმა.მისი მოძრაობა, თმების ფრიალი გულგრილს არავის ტოვებდა. მისი თაფლისფერი თვალები შუქში თმის ფერს ირეკლავდა და მისი აღნაგობა ჟღალთმიან თოჯანს ემსგავსებოდა.
ქერა, დიდი ცისფერი თვალებით. წვრილი ფეხებით და თეთრი სახით ნასტია იყო. მისი ქარაფშუტა საქციელი ტიპურ ქერას მოგაგონებდათ. მისი ნაკლი მხოლოდ ის იყო, რომ დაუფიქრებლად ამბობდა ყველაფერს და ყველას უცინოდა.
ყველასგან განსხვავებული მაინც ლორა იყო. დინჯი, მშვიდი და გაწონასწორებული, იშვიათად იღიმოდა.მისი მკერდამდე ყავისფერი თმა და შოკოლადისფერი კანი ყოველთვის გასაოცრად ბზინავდა. მუქი ლურჯი თვალები პატარა ცხვირსა და გაბურსულ, სქელ ტუჩებს უნაკლოს ხდიდა. სავსე მკერდი მისი უნაკლო სხეულის ყველა დეტალს ხაზს უსვამდა. მისი მკაცრი და უკარება სახე მეტად მიმზიდველს,სექსუალურს და სასურველს ხდიდა.
ჩვენ სამნი სცენაზე შეუცვლელები ვიყავით. ვერავინ გვეკარებოდა, ფულს მხოლოდ ჩვენს ყურებაში იხდიდნენ.ლორა ყველა სიმპათიურ მამაკაცს ეპრანჭებოდა და სიმართლე ვთქვა ყველაზე მეტს აქ ის აკეთებდა. შოპინგზე გასვლა დიდი დღესასწაული იყო. ძვირფასი მანქანებით ვმოძრაობდით, თუმცა მარტო არასდროს. დაცვის მთელი ჯგუფი დაგვყვებოდა, თავისუფლად საპირფარეშოში გასვლასაც კი ვერ ვახერხებდით. სამხარს ყოველთვის ქალაქის ცენტრში, რესტორნებში მივირთმევდით. ჩვენ სამს ამის ფუფუნება ნამდვილად გვქონდა. ჩვენ გვქონდა ის რაც გვინდოდა, თავისუფლების გარდა.
-უგემრიელესია, ეს ნაყინი მაგიჟებს - ლორა გემრიელად შეექცეოდა ნაყინს და ემოციებს მთელი გრძნობით გვიზიარებდა.
-ლორა, ემოციები აკონტროლე ლამისაა მთელი რესტორანი შენს ფერხთით გაეგოს შენი ხმამაღალი ფლირტის გამო. - ნასტიას სიმკაცრე მის თვალებში, ხმაში და საუბრშიც კი იგრძნობოდა. - ქარაფშუტა .
-ჰოდა ეგ მომწონს - გულიანად ჩამეცინა ლორას ეშმაკურ პასუხზე და ტორტის ნაჭერს მივუბრუნდი. გვერდით მოსულმა მიმტანმა შემაკრთო. ხელში კონიაკის ბოთლი ეჭირა და მაგიდაზე ნაზად დადგა.
-ეს წითელთმიანი ქალბატონისთვის აი იმ ბატონისგან - ხელით პიჯაკიან ახალგაზრდაზე მანიშნა, ეს ჩემი ვისკის მოყვარული ყოველთვის ბოლო მაგიდასთან მჯდომი მამაკაცი იყო.
-ნასტი რაო რა თქვა? ამათი აზერბაიჯანული ჩინურზე უარესია.
-წითელთმიან ქალბატონს - ნასტიამ ჩუმად ჩაიცინა და ეშმაკურად ამომხედა - ჩვენ არ დაგვალევინებ ქალბატონო? ამას რა თარგმანი უნდა გითხრა გამოგიგზავნესო.
-ჰო ეგ ყველაფერი გავიგე მაგრამ, სასმელი გამოაგზავნა და არც გამოუხედავს.
-ჰო ეგ ეგეთია - ლორამ წვენი მოსვა და თავის ქნევით დაადასტურა მამაკაცის უჟმური ხასიათი.
-სასტუმროების ბიზნესი აქვს. მაგარი ტიპია. დიანა ამბობს ბევრი ფული აქვსო.
-არ მესმის ესეთი ტიპი ჩვენთან რატომ დადის. ნამდვილი მამაკაცი ქალში ფულს არასდროს იხდისო - ჩამეცინა და ანანასის წვენი ისე მოვსვი მისთვის მზერა არ მომიშორებია.
-არც იხდის.
-ჰო არ იხდის არა ეგ მეც გავიგე - ნასტიამ გულუბრყვილო თვალები მიანათა და თავის ქნევით დაეთანხმა ლორას
-ჩვენთან მხოლოდ დასალევად და ცეკვის საყურებლად დადის. ჩვენს გოგონებს არ ეკარება, არავისთან წვება.
-საინტერესოა.
ყოველ შაბათ-კვირას ჩვენთან ვხედავდი. მისი შემჩნევა სირთულეს ნამდვილად არ წარმოადგენდა, მოხდენილი, სიმპათიური და სექსუალური იყო. ხორბლისფერი კანი, წაბლისფერი თმა და ყავისფერი თვალები საოცარ კონტრასტს ქმნიდა. მისი სხეულის უნაკლო ფორმები პიჯაკსა და პერანგშიც არ დაგტოვებდათ გულგრილს.


შოუს შემდეგ ბართან ვიდექით და მალიბუს ვაგემოვნებდით. ქოქოსის არომატი ჩემი ფავორიტია, მითუმეტეს თუ კოქტეილს გაბრიელის ჯადოსნური ხელები შეეხება. უამრავ რამეზე ვიცინოდით, უფრო მეტად ნასტიას ნათქვამ დაუფიქრებელ სისულელეებსა და ლორას მონაყოლ ათას სასაცილო ამბავზე თავის ბიჭებზე. ჩემი ცხოვრება არ მენატრებოდა. ამაზე მხოლოდ ახლა დავფიქრდი, როცა დახლთან ორ გიჟ გოგოსთან ერთად ვიდექი და ვსვამდი. მართლა არ მენატრებოდა ის მოსაწყენი ცხოვრება რაც მქონდა. მივეჩვიე იმას რაც ხდებოდა ჩემს გარშემო. მივეჩვიე იმ აზრს, რომ ეს მხოლოდ ცეკვა იყო და მეტი არაფერი. და რომ აქედან გასასვლელი გზა არ არსებობდა. ვირაში საშუალოდ 1500 დოლარი თითოეულ ჩვენგანს ყოველთვის ჰქონდა, ლორას კიდევ უფრო მეტიც. ჩვენს გამომუშავებულ თანხას არავინ გვიკონტროლებდა, უქმეებზე ქალაქშიც დიდ დროს ვატარებდით, მართალია დაცვასთან ერთად, მაგრამ ოთახებში გამოკეტვას ნამდვილად სჯობდა.
-გამოდის დიანამ ოთახი დაგიტოვა.
-ასე მითხრა, რომელიც მოგეწონება ის აირჩიეო. ჩემს სააბაზანოს ვერ შეველიე - კმაყოფილმა გავიღიმე და შეიკის წრუპვა გავაგრძელე
-მარია ფორმებს მოუფრთხილდი შენ და ტკბილეული ძალიან ახლობლობთ.
-სამაგიეროდ ყველაფერს ცეკვისას ვკარგავ.
-პასუხი ყველაფერზე აქვს ნასტიკ თავს ტყუილად იწუხებ დარდით.
-შურიანი კახპა ხარ ლორა - სიცილით მივუბრუნდი და თვალები ბოროტულად მოვჭუტე.
-არავის არჩევას არ აპირებ?
-ვის უნდა იმ გოგოსთან სერიოზული ურთიერთობა ვინც ბორდელში მუშაობს და ნახევრად შიშველი ცეკვას. მაგ საქმეში მომავალი არ მაქვს, თან არ მინდა ნასტიას მივბაძო. სიყვარული შენც დიდ ტკივილს გაყენებს, არ მინდა აქ ვინმე შემიყვარდეს.
-გრძნობა მხოლოდ სიყვარული არ არის. ვნება, ლტოლვა, დავიჯერო ამას არავის მიმართ არ გრძნობ?
-ნასტ, ეს სხვა რაღაცაა. არ ვიცი როგორ აგიხსნა ეს უბრალოდ სექსს არ ეხება. მინდა მეტი იყოს ვიდრე უბრალოდ საწოლი. მინდა ის ვიგრძნო რასაც პირველი შეხებისას გრძნობენ და მინდა ეს მხოლოდ იმ ადამიანისგან იყოს ვისაც ჩემთან რაღაც ნადვილი გრძნობა აკავშირებს.
-გინდა ქალიშვილი მოკვდე?
-ლორა აუტანელი ხარ! ჩემი არ გესმის. შენთვის ყველაფერი მარტივია რასაც აკეთებ მოგწონს მე კიდევ არა, საერთოდ არ მომწონს.
-სცადე იქნებ შენც მოგეწონოს
-ლორა შენი აზრები აუტანელია - ნასტია გაბრაზდა და ტონიკით ნახევრად სავსე ჭიქა მრგვალ, პატარა მაგიდაზე დაახეთქა.
-აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი ძალიან გთხოვთ.
-ჩვენ მაშინ გვეშველება საყვარელო, როცა ჯოჯოხეთში დაზამთრდება.ეს კარგად დაიმახსოვრე. - ტუჩებ გაბურსული ნასტია გაბრაზებული წამოდგა და მანქანისკენ დინჯი, აუღელვებელი ნაბიჯით წავიდა.
ეს საღამოც ჩვეულებრივი იყო, არაფრით გამორჩეული.საგრიმიოროში ტონიკის თანხლებით მაკიაჟს ვიკეთებდით.
-მარია, დიანამ გადმოგცა დღეს გოგონებთან ვერ დალევ, როგორც კი შოუს დაამთავრებ ოთახში გელოდებიო.
-სხვა არაფერი უთქვამს?
-არა, მეც გამიკვირდა დიანასგან ეგეთი რაღაც. მარია, რამე დააშავე?
-არა. ვერაფერს ვხვდები.
-ლორა, პანიკას ნუ თესავ. მორჩით მაკიაჟის კეთებას და სცენაზე გავედით. მერე მოგვიყვება რა მოხდა, არამგონია რამე დაეშავებინოს.
საღამო დაძაბულმა გავატარე. სცენიდან ჩამოვედი თუ არა გაბრიელის გამზადებული არაყი გადავკარი და ოთახისკენ გავიქეცი.
-დიანა რაცარუნდა მომხდარიყო დამიჯერე... - კარის გაღებისთანავე დავიწყე თავდაცვა და სიტყვები ტუჩებზე მიმეყინა. - აქ ყოფნა არ შეიძლება, იცი?
-ვიცი - მისმა ხმამ მთელ სხეულში დამიარა, თვალს ვერ ვუსწორებდი მის ყავისფერ, ცივ და პირქუშ თვალებს. -შეიძლება დავილაპარაკოთ?
-რატომ?
-უბრალოდ ასე მინდა.
-ამის უფლება არ გაქვთ.
-ამაში იმდენი ფული გადავიხადე ძვირფასო, რომ დამიჯერე ყველაფრის უფლება მაქვს. - ორი ნაბიჯი გადმოდგა და უკვე ჩემ წინ იდგა. ვერ ავღწერ იმას რაც ამ წამებში განვიცადე, მისი სიახლოვე მძაბავდა და ეს ყოველთვის ხდებოდა როცა ახლოს იყო.ამას ვერ ვიტანდი, ამის გამო მძულდა კიდეც, მისი სიძულვილი კი ალბათ ყველაზე სულელური საქციელი იყო ჩემი მხრიდან.მკლავზე თითები დამისვა და თვალებიც თითებს გააყოლა.სხეულში თითქოს დენმა დამიარა.
-ჩემთან ვერ დაწვები -ძლივს ამოვიკნავლე ის, რაც მისი დანახვის წამიდან მინდოდა მეთქვა.
-ამას არც ვაპირებ. - ჩუმად ჩაახველა და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია. - აქ როგო მოხვდი.
-ამაზე ლაპარაკი არ შემიძლია.
-ჩემთან ყველაფრის ლაპარაკი შეგიძლია
-რატომ უნდა დაგიჯერო.
-ჭკვიანი გოგო ხარ, მინდა დაგეხმარო.
-რატომ?
-იმიტომ რომ არ მემეტები, იმიტომ რომ ჯერ ძალიან არ შეგიტოპავს.
-შენი არ მესმის.
-შენთან სექსი მინდა და ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, მაგრამ მინდა ეს შენი თავისუფალი ნება იყოს და კიდევ ერთი, არასდროს ვიყოფ ქალს სხვასთან, ამისთვის თავისუფალი უნდა იყო.
-მე არჩევანში თავისუფალი ვარ. იმასთან ვიქნები ვისთანაც მომინდება.
-დარწმუნებული ხარ? ამას იმიტომ გეკითხები რომ მე შენში ფული გადავიხადე, შეიძლებოდა ეს სხვასაც გაეკეთებინა. მაგრამ, სიმარ
თლე გითხრა იმდენი ფული გადავიხადე რომ დიანა შენს თავს მთლიანად მჩუქნის, უფრო ზუსტად თუ ვიტყვი შენი თავი მომყიდა. მე თუ მკითხავ ადამიანი ნივთი არაა რომ შეაფასო, მაგრამ, როგორც ხედავ სხვებმა უკვე შეგაფასეს და მერე გაგყიდეს... მარია იმედია აქ ყოფნა არ მოგწონს და ხვდები, რომ ეს შენი ცხოვრება არაა
-მომკლავენ. რომ მოგიყვე აქ როგორ მოვხვდი და ჩემი თავისუფლება რომ გთხოვო ვიცი მომკლავენ.
-მარტო შენ არა. თუ რამეს დავაპირებთ ორივეს მოგვკლავენ.
-მაშინ ამას რატომ აკეთებ,ასე რატომ რისკავ, მე შენთვის არავინ ვარ. ერთმანეთს არც ვიცნობთ ამას მხოლოდ ჩემთან სექსისთვის აკეთებ? იქნებ არ ღირს, ამაზე არ გიფიქრია? იქნებ ჩემთან არც მოგეწონოს.
-მაგაზე არ უნდა ფიქრობდე. შენს ადგილზე მხოლოდ თავისუფლებაზე ვიფიქრებდი
-თუ შენთან ერთად წამოვალ რა მოხდება
-მე არ მითქვამს რომ ჩემთან ერთად წამოხვალ.
-ვერაფერი გავიგე დამცინი? - ნერვიულად გამეცინა და ოთახის ცენტრისკენ სწრაფად წავედი, დივანზე დავჯექი სასმელი დავისხი და ვცდილობდი აზრებისთვის თავი მომეყარა.
-ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს, მოკლედ გეტყვი. არსად არ გიშვებს ისევ უნდა იცეკვო, ჯერ-ჯერობით მაინც. მოლაპარაკების აზრი იმაშია, რომ ჩემს გარდა არავინ შეგეხება. ახლა გაიგე?
-ეგ ჩემი უფლება იყო, უფლება მქონდა თვითონ ამერჩია! შენი აზრით კარგი რამე გააკეთე?!
-ნუ ყვირი დამიჯერე ეგ არაფერს მოგიტანს.
-ასე მშვიდად როგორ ხარ!იცი რა გააკეთე?
-კი, ვიცი . მე შენ გადაგარჩინე, უბრალოდ ამას ჯერ ვერ ხვდები.
ოთახიდან სწრაფად გავიდა და კარი მაგრად მოარტყა.
ბრაზი მახრჩობდა მინდოდა ყველაფერი დამელეწა ირგვლივ. ეს რაღაც საშინელი გრძნობა იყო, თითქოს ჩემი სული ეს მთლიანად ბრაზი იყო და სხეულში არ ეტეოდა, გამოღწევას ლამობდა და სიმწრისგან კანი მეწვოდა. მთელი ღამე ამ ყველაფერზე ფიქრში გავატარე. ერთადერთი არჩევანის უფლებაც წამართვეს.


-ვლად დიანასთან ლაპარაკი მინდა, რატომ არ მიშვებ!
-იმიტომ, რომ არ უნდა შენი ნახვა. ისტერიკებს რატომ მართავ? ნუ ყვირი და საქმე თუ არ გაქვს ოთახში წადი.
-ნა@%ჭვარი ხარ ვლად!
ჩქარი ნაბიჯით გავეცალე დიანას კაბინეტს და ბარისკენ წავედი.
-სასმელი დამისხი!
-ასე ნუ ღიზიანდები აზრი არ აქვს დამიჯერე.
-გაბრიელ დამისხამ?
-გამაფრთხილეს, რომ არ უნდა დაგელია, მაგრამ თუ არსად იტყვი შემიძლია შენი საყვარელი კოქტეილიც მოგიმზადო.
-გაბრიელ ნუ აღიზიანებ - ნასტიამ გამაფრთხილებელი მზერა ესროლა გაბრიელს, თუმცა მის ღიმილს არაფერი შველოდა.
-ვინ დაგავალა?
-შენმა კაცმა
-დანიელ!
-კარგი ნუ ყვირი მთელი დილაა აქაურობა ააწიოკე!
-ნასტია შენი აზრით მშვიდად უნდა ვიყო ამის მერე?
-აბა მითხარი ამ ყვირილს რა აზრი აქვს?!
-არანაირი, მაგრამ რაიმე გამოსავალი ხომ უნდა იყოს?
-არა მარია, არ არის, ჯოჯოხეთიდან გამოსავალი არ არის გაიგე ეს და ჩაიბეჭდე უკვე გონებაში ერთხელ და სამუდამოდ!
ორი კვირა გავიდა იმის ფიქრში, რომ ერთადერთი უფლებაც წამართვეს. დიანას ჩემი ნახვა არ უნდოდა, რაც მაგიჟებდა, მაგრამ ყველაზე მეტად ჭკუიდან ის მშლიდა რომ ამ ხნის განმავლობაში ის ერთხელაც არ გამოჩენილა. მიუხედავად გაბრიელის გაფრთხილებისა დღითიდღე უფრო მეტს ვსვამდი. ლორას ვთხოვე იქნებ იმ მისი სახელი მაინც გაეგო, მან კი მთელი დოსიე მომიტანა.
დაჩი ავალიანი, 27 წლის.მამისგან მემკვირდეობით ერგო სასტუმროების ქსელი, საქართველოში - ბათუმსა და თბილისში. ამასგარდა ბაქოში კანადასა და დიდ ბრიტანეთში. ჩემი აღფრთოვანება მაინც მისმა ჰობმა გამოიწვია. მაქანების კოლექცია. მისი კოლექცია იწყებოდა მუსტანგით და მთავრდებოდა ფერარის საკოლექციო ნიმუშებით. ჰყავდა და, 19 წლის ნინა.
-ჩემი აზრით, ამდენი ფულის პატრონს თავისი ოჯახის წევრების შესახებ ღია ინფორმაცია არ უნდა ჰქონდეს. 19 წლის და ჰყავს, სულ არ უფრთხილდება?
-ჰო, გეთანხმები... არ მეგონა ასეთი სერიოზულიც თუ იქნებოდა. ნასტი ეს ყველაფერი სად იშოვე.
-დიანას ვთხოვე, ოღონდ ისტერიკა აღარ გააგრძელოსო და ერთ მუსტანგს მაგასაც ვუყიდი იმდენი ფულია გადახდილიო.
-და მაინც ვერ ვხვდები რატომ, ასეთი რა დაინახა ჩემში რომ ამდენი ფული გადაყარა.
-ლამაზი ხარ. ჭკვიანი... მაგრამ ვერც მე ვხვდები. რომ გითხრა შეუყვარდითო ალბათ მოგატყუებ. მაგას არ ვფიქრობ. პირველ რიგში იმიტომ რომ, მოდი სიმართლე ვთქვათ, კახპები ვართ, ვნება ჭკუას უბინდავთ კაცებს. მაგრამ მაინც ადამიანი ასეთ სიგიჟეს ასე უბრალოდ არ აკეთებს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent