დაწყევლილი სამოთხე (3 თავი)
-და მაინც ვერ ვხვდები რატომ, ასეთი რა დაინახა ჩემში რომ ამდენი ფული გადაყარა. -ლამაზი ხარ. ჭკვიანი... მაგრამ ვერც მე ვხვდები. რომ გითხრა შეუყვარდითო ალბათ მოგატყუებ. მაგას არ ვფიქრობ. პირველ რიგში იმიტომ რომ, მოდი სიმართლე ვთქვათ, კახპები ვართ, ვნება ჭკუას უბინდავთ კაცებს. მაგრამ მაინც ადამიანი ასეთ სიგიჟეს ასე უბრალოდ არ აკეთებს. - - - - - - - - - - - - - შაბათი საღამო იყო. შოუს დასაწყებად ვემზადებოდი. დღეს მაკიაჟს დიდი დრო დავუთმე და სცენაზე გასვლის წინ დალევა ვერ მოვასწარი, ამიტომ ეჭვი არ შემპარვია იმის რეალურობაში რაც დავინახე. დარბაზის ყველაზე ჩაბნელებულ კუთხეში მისი სილუეტი შევნიშნე. ეს დღე არასდროს დამავიწყდება, ცეცხლი სხეულში ამაზე მძაფრად არასდროს მიგრძვნია, ასე არასდროს გავხურებულვარ. თითქოს სცენაზე მარტო ვიდექი და დარბაზში მხოლოდ ის ერთი იყო. მხოლოდ მისთვის ვცეკვავდი. არ ვიცი რატომ, უბრალოდ მინდოდა ჭკუიდან შემეშალა. სიბნელეში მის სახეს ვერ ვხედავდი, თუმცა დარწმუნებული ვარ თვალებში ვუყურებდი. მისი მზერისგან მთელი სხეული მეწვოდა. მაგიდაზე ვისკი ედო, თუმცა პირთან ერთხელაც არ მიუტანია, არც განძრეულა. მუსიკა შეწყდა. სცენა მთლიანად განათდა. სცენის ჩაბნელებას აღარ დაველოდე, მაშინვე ბარისკენ წავედი და გაბრიელს დასალევი ვთხოვე, თუმცა უარი მივიღე. დაუფიქრებლად დავიძარი მისკენ. მისი ვისკი ავიღე, მოვსვი და ხელებით მაგიდას დავეყრდენი. -საშინელი თვალებით მიყურებ. - ამრეზით შემომხედა და თვალები ოდნავ მოჭუტა. -ოთახში წამოდი. -მეგონა ჩემი დანახვაც არ გინდოდა და თურმე ერთი სული გქონია ოთახში როდის შემითრევ... ჰმ, საინტერესოა - თვალები ამარიდა და ჭიქა სქელ, უფერო ტუჩებთან მიიტანა. -დადგი ეგ წყეული ჭიქა და ოთახში წამომყევი, არ მინდა ამდენი ხალხის დასანახად გამოვიდე მდგომარეობიდან. -უკვე გახურებულხარ, საინტერესო წინადადებაა - სიცილით წამოდგა და დერეფანს ოთახისკენ გაუყვა. კარები მაგრად მოვიხურე და საქმეზე სწრაფად გადავედი. -არაფრის თქმას არ აპირებ? -მეგონა უფრო მნიშვნელოვანი საქმე გქონდა, ლაპარაკი საჭიროა? -დაჩი... - მისი სახელის წარმოთქმა იმდენად რთული აღმოჩნდა ჩემთვის, რომ გეგონებოდათ ენაზე გირები დამკიდეს და ამის გამო სიტყვასაც ვერ წარმოვთქვამდი. -გისმენ პატარავ -არ გინდა მოკვდე? -ენას ამოგგლეჯ და ხელის გულზე დაგიდებ. -წარმოვიდგინე რა მტკივნეული იქნება. მაგრამ დამიჯერე ახლა რასაც ვგრძნობ იმაზე მტკივნეული არა! რა ჯანდაბა გინდოდა ჩემს ცხოვრებაში! რატომ არ გაქრები?! -არ გინდა დამშვიდდე!? -მკლავებზე ხელი სწრაფად ჩამავლო და თვალებში ჩამხედა. დავიბენი. პირი გავაღე, მინდოდა რაღაც მეთქვა, მაგრამ აზრებს თავს ვერ ვუყრიდი, -ამას რატომ აკეთებ -მომწონს რომ იბნევი და ჩუმდები, სიჩუმე გიხდება -მინდა რომ გაქრე -არა, არ გინდა -კი, როგორ არა -დამიჯერე არ გინდა. -რატომ გადაყარე ამდენი ფული? -იმიტომ რომ ბევრი მაქვს -ჰო არა?... ეგრეც ვიცოდი. მე არაფერ შუაში ვარ. - ხელი გავაშვებინე და ოთახის მეორე კუთხეში წავედი. რატომ არ ვიცი უბრალოდ მისი მოშორება მინდოდა, მასთან თავს სუსტად ვრძნობდი. -გეწყინა? -არა, არც მაინტერესებს - ვხედავ რომ გეწყინა. -სხვა რატომ არ იყიდე. -ხომ გითხარი, ქალს სხვა მამაკაცთან არასდროს ვიყოფ. -საიდან იცოდი, რომ... -ვიცოდი. -ხომ შეიძლებოდა ჩვეულებრივი, კარგი გოგო გენახა გარეთ. გოგო, რომელიც საროსკიპოში არ იმუშავებდა და ნორმალური მომავალი ექნებოდა, წარსულზე რომ არაფერი ვთქვათ. -და ვინ გითხრა რომ ეგეთს არ ვიპოვი? ცოლად კი არ მომყავხარ. -რა ნა@%ჭვარია - ჩემთვის ისე ჩავილაპარაკე ვერც მივხვდი რომ ეს უბრალოდ ფიქრი იყო და ხმამაღლა არ უნდა მეთქვა. -რაა? -არაფერი... -ოღონდ არ იტირო კარგი?- ხმაში დამცინავი ტონი შეეპარა და მკერდზე მიმიკრა. -საიდან მოგაქვს ამდენი ბოროტება?! ოთახიდან გადი ძალიან გთხოვ. -ჰო მეჩქარება, გარეთაც მელოდებიან. -ჩემი კოშმარი ხარ, ვერ წარმოიდგენ იმდენად მეზიზღები -ძალიან მომწონს ტყუილი რომ არ შეგიძლია -ოთახიდან გადი! -დაიმახსოვრე, ვერასდროს გააგდებ ადამიანს საკუთარი ოთახიდან, და ვერასდროს დაუშლი თავისი ნაყიდი ტკბილეულის დააგემოვნებას, ასე რომ თუ დათმობაზე მივდივარ ზედმეტი ნუ მოგივა. -ამის უფლება ვინ მოგცა?! -ცხოვრებამ. -მძულს ეგ ცხოვრება. -მეც... არ მჯერა, რომ ეს მართლა ხდება, თან ჩემს ცხოვრებაში. თავმოყვარეობა სულ დავკარგე.მერე რაა რომ ბორდელში ვარ, თავმოყვარეობა მაინც შენთან უნდა დარჩეს. უკან გავყევი, გასასვლელამდე მხოლოდ იმას ვფიქრობდი,რომ ცუდად ვიქცეოდი და ეს არასწორი იყო, მაგრამ უკან მაინც მივყვებოდი. გასასვლელში დავეწიე. საოცარი თვალებით მიყურებდა.გაოცებული და აღელვებული იყო. არ ელოდა, ჩემგან არ ელოდა. -დარჩი -ჩემს სახელს ერითმება, სასაცილოა - გაეცინა და ლოყაზე მაკოცა, ეს რაღაც არაამქვეყრიური იყო. მერე რაა, რომ მხოლოდ ლოყაზე კოცნა იყო, სხეულში ისეთ არარეალურს ვგრძნობდი, რომ აღწერაც მიჭირს. თითქოს სისხლი გულამდე არ მიდიოდა და ამიტომ ისიც ფეთქვას წყვეტდა. ის კი შებრუნდა და გასვლა დააპირა, თვალებს არ ვუჯერებდი, საკუთარ თავს არ ვუჯერებდი, რომ თავმოყვარეობას მეორედ ვთელავდი. -სერიოზულად? -არა ეგ მე უნდა გკითხო. სერიოზულად? - მისი სახე მკაცრი იყო. სრულიად განსხვავებული წამის წინანდელი დაჩისგან. თითქოს ურჩხულად გადაიქცა. - სერიოზულად მთხოვ რომ დავრჩე? -მე არ გთხოვ -აბა ეს რა არის? -უბრალოდ... -წუთის წინ ოთახიდან გამომაგდე, ჩემი სიკვდილი გინდოდა. თუ ვცდები... მითხარი ვცდები? -არ ვიცი... -არ თქვა. ვიცი რასაც იტყვი. ვიცი რომ გტკივა და ამაზე ლაპარაკი გინდა, მაგრამ მე შენი ფსიქოლოგი არ ვარ. უკან არც მოუხედავს ისე გავიდა ცივ, გაყინულ ქუჩაში. ქუჩიდან ისეთი სიცივე შემოვარდა ჩემმა ძვლებმაც კი იგრძნეს, მაგრამ ის მაინც წავიდა... იქ... სადღაც, სიცივეში... მთელი კვირა გავიდა საკუთარ თავთან ჩხუბში. არავის ველაპარაკებოდი. ოთახიდან მხოლოდ შოუს დაწყებისას გამოვდიოდი და დამთავრებისას უკან ვბრუნდებოდი. არ ვიცი ასე რატომ ვიქცეოდი, არ ვიცი რა მინდოდა ან რა მემართებოდა. არავისთან ლაპარაკი არ მინდოდა, გოგოებს ოთახშიც არ ვუშვებდი. კვირა საღამო იყო შოუს წინ ცოტა ვისკი დავლიე და არც მახსოვს რამდენი ხანი ვიდექით სცენაზე. შოუს შემდეგ პირველად ერთი კვირის შემდეგ ბართან მივედი და გოგოებთან ერთად სმა გავაგრძელე. არაფერი უკითხავთ, უბრალოდ უაზრო თემებზე მელაპარაკებოდნენ და ეს მომწონდა, იცოდენენ როცა მზად ვიქნებოდი მე თვითონ ვილაპარაკებდი. არც მახსოვს რამდენი დავლიე, მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ ცხოვრებაში თავი ასე მთვრალი არასდროს მიგრძვნია. -მგონი წონაში მოიმატე. -მთელი კვირაა არ გამოჩენილხარ და ახლა, შუაღამისას ოთახში მხვდები და მხოლოდ ამას მეუბნები? -მთვრალი ხარ მივუახლოვდი, მასთან ძალიან ახლოს ვიდექი.მინდოდა ჩემი სიმხურვალე ეგრძნო. -მითხარი, მოგწონვარ? -ასეთი არა -კარგი რა, საერთოდ მოგწონვარ? -კარგი, წავალ. რომ გამოფხიზლდები ეცადე აღარ დალიო.კარგად დაიმახსოვრე რაც გითხარი. -არა, არა მოიცა - სიცილს ძლივს ვიკავებდი, კარებთან მისულს ხელი პიჯაკის ბოლოზე მოვკიდე და ისე გავაჩერე. - დაჩი... -გისმენ მარია, მალე მითხარი მეჩქარება. -რატომ მოხვედი? -მარია მართლა მეჩქარება. -კარგი, მაშინ სულ პიჯაკები რატომ გაცვია? -დამცინი? - სიცილით მომიბრუნდა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია.ხელი მისი პიჯაკის ბოლოსთვის არ გამიშვია, მეშინოდა, რომ წავიდოდა, და ისევ სიცივეში დამტოვებდა. მე მის გარეშე ყოფნის არ მეშინოდა, სიცივის მეშინოდა, რომელსაც სულში მიტოვებდა.როცა ახლოს იყო ცეცხლი მწვავადა და სიცივეს ვერ ვგრძნობდი. ამას ალბათ ვნება ერქვა. -ახლა რომ გითხრა დარჩითქო ისევ წახვალ არა? -ვერ ვიტან მთვრალს გოგოებს. -არ ვიცი რატომ... მართლა არ ვიცი,მარამ... უბრალოდ ჩამეხუტე, და არ წახვიდე. ვერ ვიტან სიცივეს -იმდენი ალკოჰოლი გაქვს მიღებული დამიჯერე არ შეგცივდება. -ანუ არ დარჩები? -სააბაზანოში შედი. წყალი გადაივლე და დასაძინებლად მოემზადე... -წახვალ არა? -არ მინდა გული გატკინო. მისი მესმოდა.ვიცოდი რისი თქმაც უნდოდა. უნდოდა ეთქვა რომ ჩემთან არასდროს იქნებოდა და რომ მე მხოლოდ მისი გასართობი ვიყავი, როცა მოუნდებოდა ჩემთან მაშინ დარჩებოდა და მე არაფერის თხოვნა არ შემეძლო. მე ეს ვიცოდი. ვიცოდი და მაინც ვთხოვდი დარჩენას. მისი დამცირების მიუხედავად თავს მეც ვიმცირებდი და ეს ყველაზე მეტად მირევდა გულს. თუმცა ის არ მძულდა, მხოლლოდ ჩემი თავი მეზიზღებოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.