შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაკარგული დრო /6_7/


6-12-2018, 11:32
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 11 176

კლინიკის იუბილე იყო და ახალმა მფლობელმა მმართველთან ერთად დიდი წვეულების მოწყობა დაგეგმა. ყველა იყვნენ მიწვეულები .რა თქმა უნდა მორიგე ვინ არ იქნებოდა იმ დღეს იმათ გარდა . ბატონი გივი თავის რესტორანში აწყობდა წვეულებას.
თავისუფალ დროს ყველა კაბას არჩევდა და მოკლედ დიდი ფუსფუსი იყო რამდენიმე დღით ადრე.
წვეულების დღეს დაიწყო ლიზამ მზადება..მოუწესრიგებელი გამოჩენა არ სჩვეოდა და საკმაოდ კარგადაც გამოიყურებოდა. მინიმალისტურ სილამაზეს ანიჭებდა უპირატესობას. თითქოს უბრალო იყო და სწორედ ამაში იყო ყველაზე დიდი ხიბლი.
კოლეგებს მიესალმა, იმ მაგიდასთან შეჩერდა სადაც მისი მეგობრები იყვნენ კომპლიმენტები არ დაიშურა და ისიც შეამკეს ათასი ლამაზი სიტყვით. შემდეგ ბატონი ვახტანგიც ეწვია, უფროსმა ხარბი მზერა შეავლო ლიზა კი სრულიად მშვიდად იდგა და ჩვეულებისამებრ მოკლედ პასუხობდა.
შემდეგ ბატონი ირაკლი დაინახა ანასთან ერთად და მათკენ დაიძრა
_აქ რას აკეთებთ?
_ლიზიკოო შენ გეძებდი ახლა ... რა ლამაზი ხარ ?
_შენც ძალიან ლამაზი ხარ ანუშკი , არ გელოდით აქ
_რომ ჰკითხო დეტექტივი იქნებოდა და ის არ იცის რო ამდენი მეტრეველი არ ვართ და ყველა ნათესავები ვართ
_რა ვიცოდი ნათესავი თუ იყავი და აქ თუ იქნებოდი
_ბიძაჩემია გოგო , აქამდე როგორ არ იცოდი ეგ
_არ გითქვამს და ჭორიკანა ქალივით ხომ არ გეტყოდი მეტრეველი გივი შენი ნათესავი ხომ არაა_თქო
_ ბიძაა ... მამასავითაა რა . ნახევრად მასთან და ასმათისთან მაქ გატარებული. წამოდი გაგაცნო გოგო იცოდეს ყველამ რა "კრიშა" გყავს
_არანორმალური ნუ ხარ..
რაში ჭირდება ელიზაბეტს შენი დახმარება
_ანიკო ვიხუმრე რა იყო ამ ბოლო დროს ძალზედ აგრესიული გახდით ძვირფასო არადა არაფერს ვიშურებ განწყობის ამაღლებისთვის_ჩუმად უთხრა და ხელზე აკოცა .
გივი და ასმათ მეტრეველები თავად მივიდნენ მათთან. კაცმა თბილად ჩაიკრა გულში ძმისშვილი და რძალიც
_სად დაიკარგე ბიჭო.. აქ უნდა მენახე ?
_ხან შენ არ ხარ ხან მე არ მცალია ...ბიცოს ვნახულობ სამაგიეროდ
_თქვენ კლინიკის ექიმი ხართ ალბათ ხომ? _ქალბატონი ელიზაბეტს დააკვირდა და ღიმილით მიმართა
_დიახ, ელიზაბეტი ..
სასიამოვნოა
_ქირურგია ასმათ... საკმაოდ წარმატებული და ძლიერი ქირურგია
_სასიამოვნოა შვილო ...ასეთი ლამაზო და ჭკვიანი ექიმის გაცნობა
_გმადლობთ _ ისევ გაუღიმა. ქალს უცნაურად ლურჯი თვალები ჰქონდა. სევდისფერი იყო , მაგრამ მაინც ნაცნობი ლურჯი ელფერი დაჰკრავდა. ერთ დროს ულამაზესი ქალი იქნებოდა ასმათი, მაგრამ დარდისაგან უფრო მეტად დასტყობოდა ასაკი. შავით დაეფარა სხეული , თავზეც ლამაზად ჰქონდა მოხვეული თვლებით მორთული შავი თავსაბურავი . დადებით ემოციებს ასხივებდა და ირაკლისთან მისი დამოკიდებულება კიდევ უფრო მოსწონდა. ანასაც თბილი ღიმილით უცქერდა . მათთან დიალოგი საკმაოდ სასიამოვნო აღმოჩნდა. ქალმა თავისთანაც კი მიიპატიჟა, თუ შეძლებ აუცილებლად მეწვიე ანასთან ერთად ყავაზეო .
საღამოს დასასრულს ირაკლისთან და ანასთან ერთად დატოვა რესტორანი .
_რა დაემართა მათ შვილს? არასდროს გიხსენებია
_არ მიყვარს იმ ამბის გახსენება და იმიტომ .... არ აქვს მნიშვნელობა შენთვის. წავედით , შემოგვიარე ხოლმე გეგა ხშირად გკითხულობთ
აშკარად ზედმეტად დასევდიანდა, ანასაც არაფერი უთქვამს. ერთმანეთს დაემშვიდობნენ და მანქანებისაკენ დაიძრნენ.

*^*^*^*^*^*^*^
ლიზას რამდენიმე დღით მივლინებაში წასვლა უხდებოდა და ელენას მშობლებთან დატოვებაზე ფიქრობდა. ბექასთან უკვე იმდენი ბავშვი იყო იქ მშვიდად ვერ იქნებოდა
_ჩემთან რატომ არ ტოვებ
_ჩემებთან უფრო ახლოსაა სკოლა ვიდრე შენგან , ჩემებთან უფრო სიმშვიდეა და მეცადინეობასაც უკეთ შეძლებს და თეასაც არ შეაწუხებს
_ვინ თქვა რო თეას აწუხებს
_შენ არ იცი როგორია სამი შვილი რომ გყავს და ყველას მოვლა სჭირდება. ადგები სამსახურში წახვალ და ის ქალი პლიუს ელენას ვერ მიხედავს . საერთოდ ამდენს რატომ მალაპარაკებ? ელენა გენატრება თუ რა. ჩემ მშობლებთან დარჩენის უფლება არ აქვს?
_თვითონ ელენას რა უნდა... უფლება როგორ არ აქვს , მაგრამ შენ ისე გამოგყავს თითქოს მისთვის აღარ მცალია
_შენ რეალურად არც გცალია ოდესმე ... წავედი და სისულელეებზე ნუ მეკამათები ხოლმე მღლი!
ტელეფონი გადადო და ბარგის ჩალაგება განაგრძო. ფრენამდე სამი საათი ჰქონდა აეროპორტშიც უნდა მისულიყო მანამდე.
_დეე მოგეხმარო ?
_არაა ... რატო არ წახვედი ბებოსთან მიკვირს .
_მომენატრები ამ დღეებში
_ერთი კვირაც არ მომიწევს დარჩენა ... შეხვედრები იქნება სულ 5 და გამოვფრინდები იმ ღამესვე. შენ ბექასთან ხო არ გინდა დარჩენა
_არა, ბებოსთან ვიქნები მირჩევნია თორემ იქ ამ ბოლო დროს ძალიან არეულობაა. რომ დალაგდებიან მერე წავალ თორემ რაღაც უცნაურია მამა რომ შენს დედინაცვალს ეკამათება და შენ იქ ხარ .
_ეგ არ გითქვამს აქამდე ... რა უნდა თეასთან
_არ ვიცი , უბრალოდ ჩხუბობენ ოთახში , მაგრამ ხმა ხომ ისმის და მოკლედ ბებოსთან მირჩევნია
_ტელეფონი თან გქონდეს ხო? რო მოგწერ თუ გეცლება დაგირეკავ
_ეს გრჩება _მოსაცმელი მიაწოდა და კარადის კარი მიხურა _პირველად ხო არ მიდიხარ ვიცი ყველაფერი ნუ ნერვიულობ არაფერი დამემართება
_არ ვნერვიულობ _ აკოცა და კიდე ჩაეხუტა
მსიბლების სახლში მიიყვანა და შემდეგ აეროპორტში მამასთან ერთად წავიდა. მანქანა მას დაუტოვა და თავად შენობაში შევიდა.
საერთოდ არ მოსწონდა ის ამბავი ახალ უფროსთან ერთად წასვლა რომ უწევდა , მაგრამ არ ჩვეოდა თავისი პირადი ემოციების ასე საჯაროდ გამოფენა. კაცს მიესალმა და მასთან ერთად დადგა რიგში.
_იმედია საინტერესო მოგზაურობა გამოვა ბოლოს საშინლად მოვიწყინე
_მე პირადად ახალი ინფორმაციის მისაღებად მივდივარ და თქვენი არ ვიცი ბატონო ვახტანგ
_კარგი რა ... ახლა მაინც დამიძახე ვახო . ვახტანგი ძალიან მაბერებს
_მხოლოდ სახელი ვერ დაგაბერებს თუ წლებიც არ გიწყობს ხელს _თავი ვერ შეიკავა მაინც და მზერა მოარიდა
_ჯერ მხოლოდ 40 წლის ვარ და საერთოდ არ ვთვლი თავს მოხუცად
_მე არ მითქვამს რომ მოხუცი ხართ ...
_შენ საერთოდ არ გეტყობა რომ 33 წლის ხარ ... პლასტიკური ოპერაციის კვალსაც ვერ ვხედავ
_რაც უფრო მეტს იფიქრებ ასაკზე უფრო მეტად დაგემჩნევა თითოეული დღის მატება _ მობილურში იყურებოდა წასვლამდე თავს ირთობდა . უეცრად ნაცნობი ხმა რომ გაიგო და სხეული უეცრად გაუთბა.
_ელიზაბეტ _ცოტნეს მკლავებში იყო მოქცეული . ინსტიქტურად მოხვია ხელები და ღიმილმა გაუპო ბაგე
_აქ რას აკეთებ _ძალიან ჩუმად უთხრა და თავი უკან გადასწია მისი სახე რომ დაენახა
_მე ჩამოვედი და შენ მიდიხარ ? _ისიც ჩუმად ელაპარაკებოდა . თვალები უნათებდა მხოლოდ . ლოყაზე აკოცა მერე ტუჩის კუთხეში და ბოლოს ტუჩებსაც მისწვდა
_ცოტნე...
_როდის ჩამოხვალ
_ექვს დღეში ...
_უფრო მომენატრები
_დაე მოგენატრო
_ის ვინ არის ,კოლეგა?
_უფროსი
_უფროსი რომელიც შენს საჯდომს თვალს არ აშორებს და რომელსაც თვალებს დავთხრი , ისე მიყურებს თითქოს მას წავართვი რამე _ ყელში კოცნიდა და ისე ლაპარაკობდა
_ორ წუთში ამდენი შეამჩნიე?
_არ უარყოფ?
_მე ხომ არ ვუყურებდი ... გეყოფა არ მიყვარს ამდენ ხალხში ხვევნა_კოცნა
_რომ მომენატრები?
_მოითმინე _გაიცინა და ლოყაზე აკოცა _წავედი ჩასხდომა დაიწყო
_ასე ვერ გაგიშვებ , გამორიცხულია . დაე ისევ გაბრაზდე _ტუჩებზე დააცხრა და ვნებიანი კოცნით დაემშვიდობა. მერე შეაბრუნა და შეგიძლია წახვიდეო უთხრა
_რომ ჩამოვალ გადაგიხდი ამისთვის
_დაგელოდები _გაუღიმა და მანამ წავიდა სანამ ლიზა რიგამდე მიაღწევდა.
ჩუმად იყვნენ აბა რაღა უნდა ეთქვა ბატონ ვახოს. ნირწამხდარი დაჯდა და დიდხანს სიტყვა არ დასცდენია. ლიზა წიგნს კითხულობდა და ყურსასმენებიც მორგებული ჰქონდა. სრულიად აიგნორებდა ყველას და ყველაფერს.
სასტუმროში ნომრები ერთ სართულზე ჰქონდათ მაგრამა რა გვერდიგვერდ. მოკლედ ის დღე საბინავებას მოანდომეს . ლიზა იმ დღესვე შეხვდა ნაცნობ ექიმებს და საღამო მათთან ერთად გაატარა. ვახოც სადღაც იქვე იყო.
გვიან ბრუნდებოდა ოთახში, ლიფტის კარო იხურებოდა ბოსი რომ შევიდა და მის გვერდით დადგა.
_ვერ წარმოვიდგენდი ამდენად თავისუფალი და უკომპლექსო თუ იყავი
_უკაცრავად რას გულისხმობთ ბატონო ვახო?
_შენს მეგობარ მამაკაცს ... მხურვალე გაცილება მოგიწყოთ
_და რა იყო ამაში გასაოცარი . თქვენ თუ ყველა საყვარელს მალავთ ეს იმას ნიშნავს რომ არცერთი გიყვართ _ლიფტის კარო როგორც კი გაიღო მაშინვე გავიდა და ისიც უკან მიჰყვა.
_ძალიან ნაცნობი სახე ჰქონდა და ვერ ვიხსენებ არადა შესანიშნავი მეხსიერება მაქვს. აუცილებლად გავიხსენებ
_არაა საჭირო... მეგობარი რომ იყოს თავად მოგესალმებოდა, მითუმეტეს მტერი რომ იყოთ _გაიღიმა და ოთახის კარი გააღო_ხვალამადე ბატონო ვახტანგ
ელენას ესაუბრა ძილის წინ . ქალბატონი დაბადებისდღეზე მიდიოდა და მისი კაბაც შეათვალიერა.
_ბაბუა მოგაკითხავს თუ ვინ წამოგიყვანს
_გიგა ან რომელიმე კლასელი. ქრისტი თუ წაიყვანა გიგამ მაშინ მეც გამიყვანს
_კაი დე ჭკვიანად... მიყვარხარ
_მეეც ... გკოცნი . ტკბილი ძილი
სანამ ლიზა მშვიდად ისვენებდა ელენა მეგობრებთან ერთად ერთობოდა. პარალელ კლასელებიც იყვნენ და მოკლედ კარგი სიტუაცია იყო. გაუკვირდა უაეცრად გამოჩენილი ანდრეას დანახვა. კლასელს ეცეკვებოდა ბიჭი რომ მივიდა და წელზე ხელი მოხვია
_წაგართმევ ელენიკოს ხო ? _ ბიჭს სიტყვის მასალად უთხრა და გოგო თავისკენ შეაბრუნა_ რა ლამაზი ხარ პატარავ? დედიკო წავიდა და დაიწყე მისი ქუსლიანების ჩაცმა?
_აქ რა გინდა შენ?
_ამ რესტორანში სხვებიც ქეიფობენ და მე აი იმ სხვა დიდ ბიძიებთან ვარ
_ნუ მელაპარაკები ასე
_ აბა როგორ გელაპარაკოო ელენიკო? _უღიმოდა და გოგოს გაბრაზებულ სახეზე ხალისობდა
_ისე როგორც სხვა გოგონებს
_შენ მერე სხვებს გავხარ? ნწ , არავის გავხარ _ ცხვირის წვერზე აკოცა და მერე მკერდზე მიიკრა _ცეკვაში ხელს მიშლი ამხელა მოცეკვავე კაცს
_ანდრო
_ჩშშ ... ცოტა ხანს გაჩუმდი და მოუსმინე _თავზე აკოცა, მკლავები მხრებზე და წელზე მოხვია . მელოდიას ააყოლეს სხეული და ისე განაგრძეს მეორე სიმღერაზე ცეკვა რომ ელენა გონს არ მოსულა. შემდეგ ისევ ბიჭმა დატოვა და ვერფრით გაიგო სად იყო აქამდე ან მერე სად გაქრა.
_ანდროს აქ რა უნდოდა კრისტი?
_ჩემ ანდროს?
_სხვა ანდროს ვიცნობ?
_არ ვიცი ... შეიძლება ძმაკაცებთან ერთადაა. ნაკოს რო არ იცნობს ზუსტად ვიცი. მე არ მნახა მაგ დამპალმა? პროსტა ნახოს რას ვუზამ . გიგაც იქაა ალბათ
_იქნებ შენ გდარაჯობენ ქრისტიკო _კატომ გაიცინა და გოგოს თვალი ჩაუკრა _ვინმემ არ მოგიტაცოოს ბაბუუუ _ ხმა დაიბოხა და გიგას მიბაძა
_რას არ მოიგონებ ხოლმე რაა... ნუ სვამ ამდენს
_მოიცა რაა ასწორებს..._გაიცინა და კიდევ ერთ ბიჭს გაჰყვა საცეკვაოდ
_რა დღეშია პროსტა ხედავ? შარს გადაეკიდება და მერე დაისვენებს. მოკლავს ის ბიჭი ... ნახე როგორ უყურებს
_ეჩხუბა კიდევ ?
_ხოო და ახლა აეჭვიანებს
_ისიც მაგარი უტვინოა... დამღალეს ორივემ. შვიდიათასჯერ დაშორნენ სხვა მიყვარსო მერე შერიგდნენ . კიდევ კარგი შენ ხარ მარტო თორე ამდენი დარდით გამისკდებოდა გული
_ქრისტინეე _ელენამ სიცილი ვერ შეიკავა გოგოს ისეთი სახე ჰქონდა და მერე მართლაც ატყდა ხმაური. რომ გაიხედეს კატოს შეყვარებული იმ ბიჭს სცემდა წამის წინ რომ ეცეკვებოდა . მერე კი სრული ქაოსი ატყდა. გიგა ანდრო და მისი ძმაკაცებიც გამოჩნდნენ და ძლივს დამშვიდდნენ
_კატოო...ოხ კატოო როდემდე უნდა ეხვეოდე ასეთ ამბებში . დროზე აიღეთ ჩანთები და გავდივართ . ნუ ფლუკუნებთ ... შენ რაღა კატირებს ქრისტინე
_შემეშინდაა _ტირილით თქვა და გეგას მიეკრა.
ელენაც შეშინებული იყო. კატო გიგას ჰყავდა ჩახუტებული და ორივეს ამშვიდებდა . ისე გამოეცალა ძალა ვერც მოახერხა რეაგირება. წონასწორობა დაკარგა და წამსვე იგრძნო სიმსუბუქე. ვიღაცის მკლავებში აღმოჩნდა მიწიდან საკმაოდ მაღლა. მერე კი საოცარი სურნელი იგრძნო და ლოყაზე ტუჩების შეხება
_ელე ... ელენიკო რა დაგემართა
_კარგად ვარ მე... შენ შეგიძლია დამსვა _სულ გაწითლდა ფეხებზე მისი ცხელი ხელების შეხება რომ იგრძნო. ბიჭს აშკარად არ ჰქონდა ამაზე რეაქცია. რომელიღაც მანქანის კარი გააღო და გოგონა დასვა. მისი სახე ხელებში მოიქცია და შუბლზე აკოცა
_კარგად ხარ? შეგეშინდა ხო? რა სულელი ხარ შენ რისო გეშინოდა
_ყველანი ჩხუბობდით მე კი ვერ ვიტან ჩხუბს . ეტყობა იმ ერთმა ჭიქა ღვინომაც იმოქმედა თორემ ეგეთი სუსტიც არ ვარ
_ხო გეტყობა როგორი მაგარიც ხარ სულ კანკალებ
_სად არიან ისინი
_გიგამ წაიყვანა უკვე...
_მე ?
_შენ მე ვერ წაგიყვან ?
_არა... არ შეგაწუხებ ტაქსით წავალ ან ბაბუს დავურეკავ
_აი ეს ჩაიცვი ... გათბები . ეს დალიე და გაჩუმდი _ უკანა სავარძლიდან მოსაცმელი და წვენის შეკვრა მიაწოდა. მერე კარი მიხურა და რამდენიმე წუთში მანქანაში ჩაჯდა. ტელეფონი რომლითაც წამის წინ ვირაცას ესაუბრა ჯიბეში ჩაიდო და ღვედი შეიკრა
_მართლა არაა საჭირო ... თქვნენც ერთობოდით და წამოხვედით. მეგობრები გელოდებიან ალბათ მე
_არადა ზოგადად ამდენს არ ლაპარაკობ ... ერთმა ჭიქამ დაგათრო?
_მთვრალი არ ვარ !
_ხო მე წავბარბაცდი წეხან _მისკენ გადაიწია მოსაცმელი მოახურა და წვენში საწრუპი ჯოხიც ჩაარჭო
_მე თვითონაც მოვახერხებდი
_ხო რა თქმა უნდა მოახერხებდი
_გგონია რომ პატარა სულელი გოგო ვარ რომელიც დათვრა და გაითიშა?
_ელენა ეგ ვინ თქვა... რატო ურევ?
_მე კი არა შენ ურევ თავს ცუდად მაგრძნობინებ ასე რომ მექცევი ...თითქოს უნიათო ვიყო და
_ვწუხვარ მომავალში ყურადღებას აღარ მოგაქცევ ...დამშვიდდი?
_ეგ არ მითქვამს
_შენი გაგება შეუძლებელი რამეა ბავშვო
მანქანა სადღაც გააჩერა და გადავიდა. ორ წუთში მოვალო უთხრა და მართლაც მალევე დაბრუნდა. გაბუტულ გოგოს სნიკერსი მისცა და თვითონ სიგარეტს მოუკიდა
_მადლობა... ძალიან მიყვარს
_ კიდეა იქ... სულ შენია ისინი
_არ ვიცოდი თუ ეწეოდი
_საიდან უნდა გცოდნოდა ... აქ შევუხვიო ხო?
_ხო და მესამე სახლთან გააჩერე
_ხო ვიცი
_საიდან
_არ მახსოვს მაგრამ ვიცი ...
_მადლობა მოყვანისთვის და ყველაფრისთვის _ მოსაცმელი სავარძელზე დადო და კარი გააღო
_მადლობა არ მინდა ... მაკოცე
_რა?
_მაკოცე და წადი _ ლოყაზე მიიდო ხელი
_მადლობა უკვე გადაგიხადე _გაუღიმა და სწრაფად გადავიდა მანქანიდან
_ელენიკო ცუუდი ბავშვია ... მოიცა ეს დაგრჩა
_შენ ჭამე სიგარეტის მოწევას სჯობს _ხელი დაუქნია და სწრაფად შევიდა ეზოში.
მაშინვე გოგონებს დაურეკა მოიკითხა როგორ იყვნენ და იმათაც ჰკითხეს როგორ იმგზავრეთო. მოკლედ ძილის წინაც იჭორავეს და მერე სამივეს ჩაეძინა.
ლიზიკომ დილაადრიან დაურეკა და ქალბატონს განწყობა რომ ვერ შეატყო წამსვე დაკითხვა მოუწყო, მაგრამ ეჩქარებოდა და ევრ გააგრძელა.
გაკვეთილების შემდეგ ყველა ელენესთან იყო. ბებომ ათასი რამე მოუმზადათ და მათაც მეტი რა უნდოდათ. ლიზამ როგორც კი დაურეკა სამივეს გადახედა
_მომიყევით რა ხდება
_ვატომ ჩვენი პარალელკლასელი სცემა წუხელ და ჩხუბი დაიწყო... საშინელება იყო_კატომ ამოიტირა ისევ
_რა მოხდა ასეთი რატომ სცემა..
შენ არ დაშორდი მაგ ბიჭს?
_მიღალატა და დავშორდი , მაგრამ მეუბმება მიყვარხარ და ჩემ გარდა ვერავისთან იქნებიო . ვცეკვავდი მოვარდა და დაასისხლიანა ბიჭი. გიგა, ანდრო და ბიჭები რომ არ ყოფილიყვნენ დაიჭერდნენ კიდეც
_კატო უნდა ჩამოყალიბდე და მის საეჭვიანოდ კი არ უნდა იყო ვინმესთან უნდა გაჩერდე გაიგო ვინ მოგწონს. ცოტა ხანს საერთოდ მარტო იყო და მერე ის ბიჭიც დამშვიდდება ... ხომ ხვდები უკვე რომ გაგიჟდა ეგ ვატოც
_აუტნელია ეგ ხისთავიანი და იმიტომ
_ლამის ბაღიდან ეუბნები მიყვარხარო და აბა რა ქნას იმანაც... აიჩემა ჩემი გოგოაო და ვსიო _ქრისტინე ჩაერთო უკვე _შენი ბრალია მაგდენს რომ ბედავს. თუ არ გინდა გამოლანძრე ერთი მაგრად და მოიშორე. თუ გიყვარს თავის დაფასებებს მორჩი უთხარი ადამიანურად მოიქცეს და დაისვენებთ ორივე
_შენ ისე მეუბნები თითქოს გყვარებია აქამდე ვინმე
_ღმერთო ისეთი ბედნიერი ვარ რომ არ მყვარებია
_დამშვიდდით ყველანი... მოგვრდება უბრალოდ ზედმეტი ეჭვიანობები და გაღიზიანება არავის სჭორდება . არ ინერვიულოთ ტყუილად ... ელენა ვატომ იჩხუბა და შენ რამ დაგღალა დედი ასე
_ელენიკო წუხელ ანდრომ წამოიყვანა. ლამის წაიქცა იმან ხელში აიყვანა, თავის მანქანაში ჩასვა მერე გაათბო, შოკოლადი უყიდა და გადმოსვლამდე უთხრა მაკოცე და ისე წადიო
_რაო ?
_კატო ჩემ მაგივრად რატო უყვები?
_შენ ხო გეზარებოდა მაინც
_მოიცადეთ რას ქვია მაკოცეო... აკოცე?
_დედა ლოყაზე კოცნა იგულისხმა ჯერ ეს ერთი მერე მეორეც არ მიკოცნია და მესამე რატომ იცინით ასე. ბიჭი ისე მექცეოდა როგორც პატარა ბაბთებიან ბავშვს კანფეტებით და ლოყების დაჩქმეტვით რომ მოისყიდი და დამშვიდებ ისე.
_ოო რა დიდი დრამაა .. რა გეშველებათ მე არ ვიცი. ამის შეყვარებული ეჭვიანობისგანაა გაგიჟებული... მეორეს სიმპათია ბიჭი ბავშვივით ექცევა... ქრისტინ შენ ?
_მე ხან იმას ვამშვიდებ ხან იმას... ანდროს რაც შეეხება მე მგონია რო რაღაც მეტია აქ . უბრალოდ ელენიკო ვერ ხვდებაა
_ნუ მეძახი ამ ელენიკოს
_რატოო დეე მარტო ანდრომ უნდა დაგიძახოს?
_აუუ ლიზიკოო ვგიჟდები შენზე _კატო აკაკანდა და ელენეს მიეხუტაა _მართლა პატალა ბავშვივით ნუ იბუტები ახლა
_მანდ რა ხდება ლიზა დეიდა? _ქრისტინემ შეცვალა თემა
_რავიცი ისეთი არაფერი რომ მოგიყვეთ... ჩემი კურსელები ვნახე ორი. კიდე ნაცნობი ექიმებიც, ბექას ძმაკაცები არიან კიდე აქ . მოკლედ არ ვიწყენ მე... ვიღაც მოვიდა. შეიძლება ისინი არიან. წავედი გკოცნით და ნუ ჭამთ ამდენ პეროიგს გასუქდებიით _ გაიცინა და დაემშვიდობა გოგონებს.
მართლაც მისი ყოფილი კურსელი იყო. დრო გვაქ ყველას და გავისეირნოთო ისიც წავიდა . იჭორავეს ბევრი ამბები გაიხსენეს. მერე კაფეში დასხდნენ და ბოლოს დაღლილები დაბრუნდნენ უკან.
ეს რამდენიმე დღე ისე უცებ გავიდა რომ ვერც გაიგო.
ცოტნემ რომ დაურეკა მაინცადამაინც იმ ღამით იყო ნასვამი
_ქალბატონო ექიმო თქვენ მანდ შესანიშნავ დროს ატარებთ ხომ?
_არ ვწუწუნებ ... შენ? მოგენატრე თუ არა
_მთვრალი რა საყვარელი ხარ იმ შენს უფროსს არ მიუახლოვდე ხო?
_გგონია რომ მაშინვე ჩავუწვები თუ რას ფიქრობ ნეტავ...დავლიე და ტვინი დავკარგე? ხო რა მეშველება მე სულ ასეთი ქარაფშუტა ვარ
_მოიცადე ნუ ბრაზდები გეხუმრე უბრალოდ
_მეხუმრე ხო როგორ არა... ზიხარ მანდ და ფიქრობ იქ რამე არ მოხდესოო
_ლიზა ატრ*კებ
_კარგად ბრძანდებდე შენი დანახვა არ მინდა არც ხმის გაგონება_ გაუთიშა მაგრამ ისევ დაურეკა. ისევ გაუთიშა ბოლოს მიწერა მიპასუხე თორემ ხვალვე ჩამოვალო . ჩამოდიო მიწერა და გათიშა საერთოდ მობილური.
ვინ იფიქრებდა მართლა თუ დაადგებოდა დილით აღარც ახსოვდა ჩხუბი და იფიქრა რომ დასრულდება შეხვედრა დავურეკავო , კლინიკაში იყვნენ ახალ ინოვაციურ აპარატურას აცნობდნენ რომ დაბრუნდა უთხრეს გელოდებიანო და ლამის გონება დაკარგა სავარძელში მჯდომი ცოტნე რომ დაინახა
_შეუძლებელია
_აღარასდროს გამითიშო ასე და რომ გეუბნები რაღაცას უნდა გაიგო ! ძალიან კარგად გიცნობ და ზუსტად ვიცი როდის რას გააკეთებს შენი ტვინი _ როგორც კი აკოცა მაშინვე უთხრა და მერე ისევ აკოცა _ამის დედაც ჯოჯოხეთურად მომნატრებიხარ
_გიჟი ხარ ... არანორმალური . სიტყვები არ მყოფნის _ლუღლუღებდა და კარს აღებდა _როგორ მოასწარი რა გაკეთე ... შენი თვითმფრინავი გყავს?
_არა , უბრალოდ ბილეთი გადავცვალე ვთქვი ჩემი ცოლი მშობიარობს და უნდა ჩავიდე_თქო. არადა არც ცოლი ხარ და არც ჩემთან წვები ბავშვზე მუშაობა მაინც რომ ჩამეთვალოს _ ისევ კოცნიდა და ნელ _ნელა ინაცვლებდა ყელისკენ
_ძალიან დიდი ტყუილი გითქვამს
_მომეტევება ... ოდესმე ავასრულებ
_ხოო?
_ეჭვი გეპარება?
ჩაეხურტა, პატარა ბავშვივით დაიმალა მის მკლავებში. პირველად გრძნობდა მსგავს ენერგიას, სიგიჟე იყო უბრალო და რაღაც ძალიან ემოციური.
_ხვალ რომ ვბრუნდები ?
_არ ბრუნდები ... შენს მოსვლამდე ველაპარაკე ბატონ ვახუშტას და სამი დღით გაგიხანგრძლივა მივლინება . ხვალ სადღაც წავალთ
_სად ?
_სიურპრიზია
_დაღლილი არ ხარ ?
_დამტოვებ შენს ოთახში ? _ ლოყაზე მოეფერა და თითები დუკოცნა
_დაგტოვებ _ტუჩებზე შეეხო და ისევ ისე ვნებიანად აკოცა . მერე მოშორდა და ტელეფონისკენ გაიქცა _ნომერში შევუკვეთავ სადილს... მშიერი იქნები შენც მეც დილიდან დავდივარ

აივანზე ისხდნენ და სადილობდნენ. ლიზას თვალები უბრწყინავდა და ღიმილს ვერ იშორებდა სახიდან ცოტნე კი მისი ბედნიერებით ტკბებოდა. მსგავსი რამ არასდროს განუცდია უყურებდა და ამით იღებდა სიამოვნებას.
მეორე დღეს თვითმფრინავში ჩასვა და იტალიაში გადაფრინდნენ .
_იცოდი?
_რა
_რომ მიყვარს თუ უბრალოდ აირჩიე
რომის ქუჩებში მისეირნობდნენ რომ ჰკითხა
_მეც მომწონს ეს ქვეყანა და სასეირნოდ ჩამოსვლა ვერასდროს მოვახერხე. ფაქტობრივად პირველად ვარ
_რამდენი დღე გვაქვს? _ მის წინ დადგა და გაუღიმა
_ამ დღესაც თუ ჩავთვლით ოთხი
_გაქცევის დროა _ ხელი ჩაკიდა და გაიქცა .
თმები ტალღებად ეშლებოდა, უკან იხედებოდა და იცინოდა. მთელი სახე უნათებდა. რომ დაიღლებოდა ჩერდებოდა და კოცნიდა
_მორჩა მეტი აღარ შემიძლია ... აქ დავსხდეთ . შენ მორბენალი ხარ თუ რა ჯანდაბაა რომ ვერ დაგღალე
_ძლივს ვსუნთქავ მეტი რა გინდა ... ასე ინფარქტს დამმართებ მართლა 18 წლის კი აღარ ვარ
_ჩავდგეთ რიგში და შევიდეთ კოლიზეუმში? რაღაც ძაან მეზარება . მირჩევნია ქუჩებში ვიხეტიალოთ რას იტყვი?
_ისე იყოს როგორც შენ გინდა _ თითები დაუკოცნა და ლურჯი სფეროები მიანათა _ პიცა არ ვჭამოთ?
_სპაგეტი ? უნდა დავაკვირდე ასეთს რას უკეთებენ ...
_შენც ამზადებ?
_რომ დავბრუნდებით მოგიმზადებ , თუ კიდე არ გამექცევი იქედან
_სულ ეგ უნდა მითხრა?
_არაფერს ვივიწყებ იცოდე
_მაგრამ დამივიწყე
_ბავშვობა არ ითვლება _მოიწყინა ძალიან უნდოდა ვევრი რამ გახსენებოდა გეგაზე და იმ დროზე , მაგრამ ტვინი ჩაეკეტა თითქოს
_ნუ მოიწყინე თორე გავჭედავ
_პიცაა ... პიცა მინდა
შეუკვეთეს და ელოდნენ თავიანთ პიცას. მერე ორივემ გემრიელად მიირთვა ლიზა უყვებოდა პირველად რა საშინელი პიცა გააკეთა და იმდენი იცინეს ვეღარ გაჩერდნენ. სასტუმროსკენ მიდიოდნენ წვიმა რომ დაიწყო
_არ არსებობს
_წვიმასთან დაკავშირებით რაღაცას ამბობდი მგონი ხო?
_არც იფიქრო ლიზა...ტაქსის გავაჩერებ და წავიდეთ
_მეორე ქუჩაზე ვართ კარგი რაა ... გამოდი _ ხელი ჩაკიდა და თვითონ წვიმის წვეთებს შეუშვირა სახე _ ბავშვობაში ძალიან მიყვარდა წვიმაში თამაში გუბეს სადაც ვნახავდი იქ ჩავხტებოდი ხოლმე ჩემი სიცილის ხმა მახსოვს წყლის წვეთების შეხება და ბიჭი რომელიც სახლში შესვლას მთხოვს
_რომელსაც არ დაუჯერე და იძულებული გახდა თავზე ქოლგით დაგდგომოდა. გუბეში დახტოდი მე კი ვიდექი ჟმოტი სახით და ქოლგას გაფარებდი. მერე გაბრადი ფეხზე ფეხი დამარტყი და წყალიც შემასხი _თავისკენ მიიზიდა და სველ ტუჩებზე შეეხო
_მერე?
_მერე გეგა დაბრუნდა თორემ მოგკლავდი
_მერე ?
_ვიწვოდი, გეგამ მოგიყვანა და მითხარი რომ წუხდი და მეტჯერ აღარ დამასველებდი , რომ ცუდი გოგო არ იყავი მაკოცებდი და მომირჩებოდა
_გაკოცე?
_ხო და მითხარი ისეთი ცხელი ხარ დამწვიო
_ახლაც მწვავ _ ქვემოდან უყურებდა. ლურჯი სფეროები ნელ ნელა იმღვრეოდნენ. თვალები დაეხუჭა ლიზამ კი აკოცა ძალიან ნელა და ნაზად დაუკოცნა ორივე თვალი . შემდეგ სიმსუბუქე იგრძნო მიწას მოშორდა ტრიალებდა და წვიმის წვეთები სახეზე ეცემოდა. კისკისებდა, ყველას ყურადღებას იქცევდა, იღიმოდნენ მათი დანახვისას შემდეგ მის მკლავებში აღმოჩნდა უამრავჯერ აკოცა . ცოტა ხანს ხელით მიჰყავდა მერე ორივე ერთად გარბოდნენ და სასტუმროს იატაკზეც თავიანთი კვალი დატოვეს.
ოთახში გამევფებული სითბო გაყინულ კანზე ერთიანად მოედო. ჯინსის ქურთუკი მოიშორა და ფეხსაცმელს ზემოდან გადააფარა
_გავიყინებით ასე ... ამიტომ უნდა გამათბო _ ტანზე მიკრული პერანგის ღილებს დაწვდა , წვიმის წვეთებით დანამულ ტუჩებს შეეხო და შემდეგ სრული სიმსუბუქე იგრძნო . ბედნიერება რომელიც მთელს სხეულში ვრცელდებოდა ყველა უჯრედს ეხებოდა და საზღვარი არ გააჩნდა.
სილურჯემ შთანთქა ყველა ფერი ირგვლივ ...მისი სურნელი კაცისას შეერია . გრძნობა გაიყო და ცაში გაიფანტა

*^*^*^*^*^*^*^*^*^*^*^

ელენამ დილითვე დაურეკა , აივანზე ელაპარაკებოდა და ქალბატონის სიცილს , უხამს ხუმრობებს და სიგიჟეს თვალების ტრიალით უსმენდა
_გეღირსათ არ მჯერა... ვგიჟდებიი ცოტნე შენზეე _იმ წამს გამოჩენილ კაცს გაუცინა
_ჩემი მოკრძალებული სალამი უმშვენიერეს ელენიკოს
_იცოდე დედაჩემის მალე დაბრუნება არაა საჭირო , მაგრამ ასეთი გაბრწყინებული სახით უნდა იყოთ სულ. ორივენი
_ელენა იქნებ გეყოს და მითხრა შენ როგორ ხარ
_არაჩვეულებრივად ...მანანიკოსთადა ოთიკოსთან როგორ ვიქნები. იცოდე მაქედან წასვლა არ გაბედო ისე ერთი მაღაზია მაინც რომ არ დალაშქრო დედა
_რა გინდა ელენიკო მითხარი აბა_ ლიზას გვერდით დაჯდა და ტელეფონი აართვა _მიდი მითხარი ლიზას თვალების ბრიალი დაიკიდე
_შენგან მხოლიდ ლიზას რელაქსაცია მინდა
_ეგ იასნია დალშე?
_თქვენ ორივე ვერ ხართ ხო?
_ჩშშ ლიზიკო ვლაპარაკობთ მე და ბავშვი ... მოკლედ ვიცი ისედაც რაც გენდომება დედიკოსაც დაგიბრუნებ ორ დღეში
_გკოცნით წავედი ...მიყვარხართ _მანამ გათიშა სანამ ლიზა რამეს ეტყოდა.
_სულ გაგიჟდა ეს ბავშვი მე რაც წამოვედი
_ასე ვერ ვიტყოდი _ მკლავები მოხვია და ტუჩები დაუკოცნა.
გაფრენამდე მართლაც გაიარეს მაღაზიებში . ლიზა უარზე იყო , მაგრამ ცოტნემ ათასი რამე აყიდინა ბავშვი ახლა უნდა გაახარო თორე მალე თვითონ გიყიდის საჩუქრებსო.
ბოლოს დაღლილებმა დატოვეს რომი ....
*^*^*^*^*^
ვენეციაში იყვნენ
მშვიდად სეირნობდნენ ქუჩებში.
საკმაოდ ციოდა, ლიზა კაცს ეხუტებოდა და ისე მიაბიჯებდა. სხვადასხვა თემაზე ისაუბრეს , მაგრამ ლიზა მაინც ყველაზე ინტერესის აღმძვრელ თემას მიუბრუნდა
_როდის მომიყვები რა მოხდა...შენს ჭრილობაზე ზურგზე რომ გაქვს
_ეს რომ მოგიყვე ყველაფერი უნდა გითხრა და აქ არ ვიცი ... აქ არ ღირს ყველაფრის გაფუჭება . გაქცევა რომ მოგინდეს არ მინდა ეს დრო ცუდად გაგახსენდეს _ მოეფერა და ლოყაზე აკოცა. ხანგრძლივად შეეხო ისე თითქოს მის გემოს იმახსოვრებდა .
როგორც კი დასხდნენ მაშინვე მხარზე დაადო თავი და თვალები დახუჭა
_გგონია რომ ვერ გაგიგებ? _ თმაზე მოეფერა და შუბლზე მიაწება ტუჩები. საოცარ სიმშვიდეს გრძნობდა
_არ ვიცი შენ რას გააკეთებ ... საკუთარ თავს დღემდე ვერ გავუგე. ლამის 40 წლის ვარ და მაინც არ ვიცი სწორი რა იქნებოდა
_ვინმესთვის გითქვამს?
_ვინც მთელი ცხოვრებაა მიცნობს იმათ იციან... არავისთვის მომიყოლია, არავისთან მისაუბრია . არ მიყვარს საუბარი იმაზე რაც მე მეხება
_ასე უფრო იმძიმებ საკუთარ თავს
_შვება ბედნიერებაა... ტირილიც შვებაა , რომ ყვირი ეგეც აი ჩუმად რომ ხარ , რომ ქვავადები ეგაა უბედურება და მე არ მინდოდა შვება მეგრძნო
_არ ვიცი ასე რატომ დაიტანჯე თავი , მაგრამ ხომ იცი რომ ჩემ გვერდით არ გამოგივა . მე ვერ ვიქნები კარგად შენ თუ თავს ცუდად იგრძნობ , საკუთარ თავზე თუ არ იფიქრებ ეს ნიშნავს რომ მეც არ გაინტერესებ
_მგონი შენ გამო დამაბრუნა ღმერთმა უკან...არ ვიცოდი რატომ მოვდიოდი. აზრზე არ ვიყავი ასე ძალიან რატომ მინდოდა უკან დაბრუნება . რატომ გადავწყვიტე გაცოცხლება და ძველი იარების გახსნა ...ახლა ზუსტად ვიცი
_კიდევ კარგი რომ მიხვდი ... ამოცნაა ამოხსნილია_ გაიცინა და ისევ აკოცა _მშია _ მიხვდა რომ საუბარს აზრი აღარ ჰქონდა და წამსვე შეცვალა თემა
_გთხკვთ ქალბატონო ელიზაბეტ ...შეუკვეთეთ რამე თქვენი გემოვნებით
ნომერში ისევ გვიან დაბრუნდნენ. ლიზა წამსვე სააბაზანოსკენ გაიქცა და კაბინაში გამოიკეტა. ცხელი წყლის შეხებამ სრულიად მოადუნა. ამდენ ხანს საუკუნეა არ უვლია . ბავშვობის შემდეგ ქუჩებში ხეტიალს სრულიად გადაეჩვია. ცოტნეს გამოჩენას ელოდა, მაგრამ არ ჩანდა . ხალათი მოიცვა შიშველ სხეულზე, თმა გაიშრო და გარეთ გავიდა. ცოტნე ვიღაცას ესაუბრებოდა , აშკარად გაღიზიანებული იყო და საერთოდ არ შეუმჩნევია ქალი
_დედას მოვუ*^*^ ჩამოვალ და ნაკუწებად დავჭრი მაგ ნაბოზ*^*
_ვაა ცოტნიკოო რას შვები ტო გულაობ ? ჩვენ აქ დედას გვიტყნ*^& ის ნაბო*არი გაქცეულუ დეტექტივია თუ ვიღაც და შენ ვენეციაში სეირნობ? ამ დროს ლამაზია ? მე ზაფხულში მევასება _სახეებს ვერ ხედავდა მხოლოდ ხმა ესმოდა. სხვა ოთახში გავიდა , მაგრამ რეალურად წასასვლელი არ ჰქონდა ისეთ ადგილას რომ ვერაფერი გაეგო
_გადი ვაჩე თორე მოგკლავს რომ ჩამოვა _მეორე ბიჭის ხმა გაიგო უფრო მშვიდად საუბრობდა ეს უკანასკნელი
_კაიფშია? _ სახეზე ხელი ჩამოისვა და ღრმად ამოისუნთქა _სად დაიმალე შე ს*რო ისევ კაიფში ხარ ? აბა რა დედის ტყვ*^ გიმკურნალეს იქ ...სად ხარ შეაბრუნე რატი კამერა და დამანახე . რომ ჩამოვალ იმათ კი არა პირველად შენ გცემ ისე გცემ ეგ შხამიც ვერ გაგიყუჩებს გეფიცები
_მორჩი რა ... ვერ ვანებებ ი ვსიო . შენ რა გაწუხებს . შენ ის თქვი როდის ჩამოხვალ მეტრეველო. მართლა შემ*ა უკვე იმ ნაბოზ*რის პარპაშმა. იმდენი ვინმე მოგვიშორრვია და ეგ რა გახდა. რა ვართ ეს ქართველები ასეთები
_ზეგ მანდ ვიქნები ... ჩამოვალ და რაც დარჩა მოსაგვარებელი ყველაფერს დავხურავ. მზად იყავით თქვენ ეგრევე გამოვფრინდებით
_და იქ არ წამოგყვება გგონია?
_წამომყვეს ... მეც ეგ მინდა ზუსტად . იქ ჩაალპობენ , ძებნაა გამოცხადებული ორი წელია
_მიდი ახლა და მერე ვილაპარაკოთ _მშვიდად მოსაუბრემ უთხრა
_მიხედე მაგას რა
_მომხედააავს ... არ იცი როგორ ვუყვარვარ? _შორიდან გაისმა ბიჭის ხმა და მერე გათიშეს კიდეც.

ცოტნემ ტელეფონი გადადო და საწოლზე გადაწვა. ქალის გაქვავებული ფიგურა რომ დაინახა წამსვე გასწორდა .
ლიზას მხოლოდ "მეტრეველი" ესმოდა და სხვა არაფერი . თითქოს ყველაფერი ჯაჭვით დაუკავშირა ერთმანეთს მისი მსგავსება ირაკლისთან, ბავშვობის მოგონებები, გეგა, ასმათის ლურჯი თვალები და ავარია . 18 წლის ასაკში შეწყვეტილი ერთი ცხოვრება და უზარმაზარი ნაიარევი
_ლიზა ... ლიზა შემომხედე _ მიუახლოვდა, მისი სახე ხელებში მოიქცია. ქალმა ხელი ჰკრა და მერე სილა გააწნა



ვიცი რომ ინტრიგანი ვარ და ნაწილი გაგაგებინრთ ამბის მაგრამ აპატიეთ სხვაგვარდ არ გამოვიდოდა. ყველაფერი ერთ ტავში ბევრი ემოცია იქნებოდა
დილით ვდებ იმიტომ რომ ინტერნეტთანწვდომა არ მექნება მომავალი რამდენიმე დღე .
იმედია მოგეწონათ და დაელოდევით მომდევმო თავს
ველი შეფასებს



№1  offline ახალბედა მწერალი ფ ე ფ ო

უკვე წუწუნს ვიწყებდი წინა თავი არ მეყოთქო :) როგორ გამახარეე :*

 


№2  offline წევრი qetulaa

Vaime mariam shen shemicirav me, ra sayvareli xar rom icode, geficebi, sheni personajebi ise menatrebian xolme, titqos chemi axloblebi iyvnen, gushin cavikitxe mariam yifiani, xan taisa momenatreba, xan vin, rameshveloboda roarvicnobde mat, ase mgonia shenc gicnobb, da mixaria zaliann, saocarrad pozitiuri gogo xar shenn

 


№3  offline მოდერი sameone crazy girl

qetulaa
Vaime mariam shen shemicirav me, ra sayvareli xar rom icode, geficebi, sheni personajebi ise menatrebian xolme, titqos chemi axloblebi iyvnen, gushin cavikitxe mariam yifiani, xan taisa momenatreba, xan vin, rameshveloboda roarvicnobde mat, ase mgonia shenc gicnobb, da mixaria zaliann, saocarrad pozitiuri gogo xar shenn

უუჰ როგორ გამახარე ასე ადრიანად თუ ვნახავდი კომენტარს არმეგონა♡♡♡♡
ძალიან მაგარი შეგრძნებაა ჩემი გმირრბი ასრ რომ გიყვართ

ფ ე ფ ო
უკვე წუწუნს ვიწყებდი წინა თავი არ მეყოთქო :) როგორ გამახარეე :*

ფეფოო ♡♡♡♡
იმედია კარგი იყო

 


№4  offline ახალბედა მწერალი ფ ე ფ ო

[quote=ფ ე ფ ო]უკვე წუწუნს ვიწყებდი წინა თავი არ მეყოთქო :) როგორ გამახარეე :*[/quote]
ფეფოო ♡♡♡♡
იმედია კარგი იყო[/quote]

ჯერ გამიხარდა :დ ცოტახანში ჩავუჯდები და მოვალ მერე ჩემი შთაბეჭდილებებით.რაც შეეხება წინა თავს..კარგი იყოო...ჰო ვამბობ ეს ცოტნე საშინლად საყვარელიათქო :* ჯერ ჯერობით რაც შემიძლია გითხრა გმირებზე..მომწონს ლიზა,ჩამოყალიბებული,პროფესიონალი და შემდგარი ქალია.მომწონს მისი შვილი,საყვარელი ბავშვია. ისტორია მთლიანობაში თბილია,ლაღი და სასიამოვნოდ იკითხება.მომწონს.შენი სხვა რამოდენიმე ისტორიაც მაქვს წაკითხული ბოლო დროს ატვირთული და ერთადერთი რაზეც ვიბმევი ბევრი გმირებია.. აი ძალიან ბევრი გმირები.ეს კარგია ,უბრალოდ მე ვხარშავ ძნელად რადგან ცოტა ვიბნევიხოლმე :დ
შენზე რაც შემიძლია ვთქვა...არ გიცნობ მაგრამ დარწმუნებული ვარ საყვარელი და ძალიან თბილი ადამიანი ხარ რადგან ასეთი ისყორიები..ამდენი ემოციით შეუძლებელია გამოგსვლოდა.
მადლობა რომ წერ.
მადლობა იმ სიამოვნებისა და განტვირთვისთვის რასაც შენი ისტორიებიდან ვიღებ.
ახლა წავალ და ამ თავებს ჩავუჯდები დარწმუნებული ვარ ზედმეტად ტკბილი იქნება.
წარმატებები ჩემო კარგო.:*

 


№5  offline მოდერი sameone crazy girl

[quote=ფ ე ფ ო][quote=ფ ე ფ ო]უკვე წუწუნს ვიწყებდი წინა თავი არ მეყოთქო :) როგორ გამახარეე :*[/quote]
ფეფოო ♡♡♡♡
იმედია კარგი იყო[/quote]

ჯერ გამიხარდა :დ ცოტახანში ჩავუჯდები და მოვალ მერე ჩემი შთაბეჭდილებებით.რაც შეეხება წინა თავს..კარგი იყოო...ჰო ვამბობ ეს ცოტნე საშინლად საყვარელიათქო :* ჯერ ჯერობით რაც შემიძლია გითხრა გმირებზე..მომწონს ლიზა,ჩამოყალიბებული,პროფესიონალი და შემდგარი ქალია.მომწონს მისი შვილი,საყვარელი ბავშვია. ისტორია მთლიანობაში თბილია,ლაღი და სასიამოვნოდ იკითხება.მომწონს.შენი სხვა რამოდენიმე ისტორიაც მაქვს წაკითხული ბოლო დროს ატვირთული და ერთადერთი რაზეც ვიბმევი ბევრი გმირებია.. აი ძალიან ბევრი გმირები.ეს კარგია ,უბრალოდ მე ვხარშავ ძნელად რადგან ცოტა ვიბნევიხოლმე :დ
შენზე რაც შემიძლია ვთქვა...არ გიცნობ მაგრამ დარწმუნებული ვარ საყვარელი და ძალიან თბილი ადამიანი ხარ რადგან ასეთი ისყორიები..ამდენი ემოციით შეუძლებელია გამოგსვლოდა.
მადლობა რომ წერ.
მადლობა იმ სიამოვნებისა და განტვირთვისთვის რასაც შენი ისტორიებიდან ვიღებ.
ახლა წავალ და ამ თავებს ჩავუჯდები დარწმუნებული ვარ ზედმეტად ტკბილი იქნება.
წარმატებები ჩემო კარგო.:*[/quote]
როგორ მახარებ ♡♡♡ ძალიან დიდი მადლობა
ხოო ბევრი გმირებჯ ადრე რომ მყავდა ისე უნდა ახლა კიდევ გადავეჩიე :დ

 


№6  offline წევრი Anansio

ეს აბიტურიენტი ბავშვიი სულ გადამრიეე❤️❤️❤️❤️უჰჰ ისე გამიხარდა რომ დავინახე ლამის კივილი დავიწყე სიხარულისგან❤️❤️❤️❤️რა ამბებიაა... როგორიი ემოციეები...ინტრიგაა❤️❤️❤️ცოტნეე მაოცეებს❤️❤️❤️❤️არ ვიციი რა ვთქვაა შოკში ვარრ... ველოდები მოვლენათა განვითარებაას❤️❤️❤️გყვაროობ მარიამ!!!❤️❤️❤️

 


№7  offline მოდერი abezara98

ამაზე უკეთეს საჩუქარს რას გამიკეთებდი დარლილს ლექციიდან გამოსულს? ❤❤❤ მართლა ძალიან ინტრიგნულად დამტავრდა ეს თავი და რარაც ეჭვებიც კი გამიჩნდაა. გთხოვ, მითხარი, რომ ლიზამ სილა იმის გამო გააწნა ცოტნეს, რომ ასმათის შვილობა დაუმალა და არა იმ ავარიის გამო, რომელიც ახსენე და რომელიც, რატომღაც მგონია, რომ გეგასთანაა კავშირში.... არ ვიცი, სულ ამრიე და გადამრიე, მე კიდევ ეს მინდოდა? ❤❤❤❤
ხოო, საუკეთესო რომ ხარ ა შენზე რომ ვგიჟდები, მითქვამს ოდესმე?! გადარეულოო, ნამდვილი საოცრება ხარ და უბრალოდ ვაბოდებ მე შენზეე! ❤❤❤ მალე გამოჩნდი რაა, თორემ რა გაუძლებს ამ დაძაბულობას და ხო გამისკდება გული ჩემი ცეცხლოვანო წყვილი ერთად რომ ვერ ვნახო? ❤❤❤❤ სულმოუთქმელად გელოდებიიი ❤❤❤❤

 


აი, ვიცოდი რა ცოტნიკო გივის შვილი რომ იქნებოდა, მაგრამ ირაკლის ბიძაშვილი თუ იყო არ მეგონა. ბოლოში ესეთი ინტრიგით რატომ დაგვტოვე? გაიგე ახლა ლიზიკომ რატომ გაარტყა ლურჯთვალას: ასმათის გამო, თუ გეგას ამბავი გაახსენდა სრულად? არადა როგორი ტკბილი და სიყვარულით სავსე თავი იყო heart_eyes რა მოითმენს ხვალამდე ახლა smiley

 


№9  offline წევრი ნანა73

უუუფ როგორ მომწონს ეს ისტორიაა... კომენტარს პირველად გიკეთებ, თუმცა რაღაცები ნამდვილად მაქვს შენი წაკითხული და ახლა ვფიქრობ ეს ყველასგან განსხვავდება. გაიზარდე მგონი... ბევრად ჭკვიანი თხრობაა, პერსონაჟები ზრდასრული და სერიოზული ინდივიდები, სიუჟეტი ჩამთრევი და გამყოლი... მიუხედავად იმისა რომ მიყოლებით წავიკითხე შვიდი თავი, გაჩერების სურვილი არ გამჩენია. კკარგია, ასე გააგრძელე, წარმატებებიი!!! ❤️

 


№10  offline წევრი tatuli)

დღეს წავიკითხე მარიამო ყველა
თავი <3 შოკი დარ ნამდვილი <3 შენი ისტორიებიდან იცი რომ მაქვს რამდენიმე ფავორიტი მილიარდჯერ რომ ვკიტხულობა და ამ სიაას ესეც მიემატება <3

 


№11  offline წევრი mariami__11

აუ როგორ შეწყვიტე და დაგვტოვე გაურკვევლობაშიი((( შენი ისტორიები არასდროს მყოფნის და ვერიდები დასრულებამდე წაკითხვას მაგრამ
ვეღარ მოვთმინეე :დ უკვე მიყვარს ეს ისტორია და ველოდები შემდეგ თავს<3 შენ კი სასწაულად წერ:*

 


№12  offline წევრი მარია ანსაკა

ვაიმე რა გაურკვევლობაში დაგვტოვეე ეს რა გვიქენიიი..სად დაგვეკარგეეე...ვგიჟდები შენზე და შენს მარგალიტებზეე ...

 


№13  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

მაააარიააამ სად დაიკარგე გოგოო???

 


№14  offline წევრი TamoTi

როგორ მიხარია ასეთ მომენტში ლოდინი რომ არ მიწევს და ახლავე შემიძლია გაგრძელების წაკითხვაა♥♥♡კარგი იყო ძალიან♥♥♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent