შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთ პარატა ქამას შენს თავზეც ამოვიყვანდი, იქნებ ფერფლიც კი არ დარჩეს შენგან! II ნაწილი


10-05-2016, 18:06
ავტორი luza
ნანახია 1 406

იქნებ მეპატიება, გამოუცდელი ვიყავი, არადა ისე მიზიდავდა, ისე მინდოდა მასაც იგივე ეგრძნო რომ ლამის გავეგიჟებინე სურვილს და ნდომას მისას. იმ ღამის მერე შეიცვალა ყველაფერი. მე მრცხვენოდა, გულწრფელად ვამბობ რომ მრცხვენოდა, მერჩივნა მიწა გამსკდომოდა და ჩავეტანე ვიდრე მისთვის რამე მიმეწერა. ნომერიც კი წავშალე , მაგრამ რათ გინდა ზეპირად ვიცოდი, თვალდახუჭულსაც კი შემეძლო ამეკრიფა ციფრები. აპრილში 18 ის გავხდი. არც კი მოულოცია დეგენერატს, ეს ისე რომ იცოდეთ რამდენად გულმავიწყი იყო, ან არ იყო გულმავიწყი და უბრალოდ არ უნდოდა მოლოცვა და ზედმეტი სენტიმენტალიზმი.
ყოველთვის ზედმეტად საყვარელი იყო, ან არ იყო და მე მეჩვენებოდა. სულ მასზე მეფიქრებოდა და სხვა არაფერი აღარ არსებობდა ჩემთვის. ირგვლივ ყველაფერი ხდებოდა, ყველაფერი და არაფერი ჩვენთან. მძულდა ყველა გაღიმება ჩემი, რომელიც მის გამო მეხატებოდა. ვერ ვიტანდი და ამავდროულად ვხვდებოდი რომ უკვე კარგად მქონდა შეტოპილი. ისე ღრმად შევცურე , რომ ცურვისგან დაღლილს მკლავები აღარ მემორჩილებოდა. ვიცოდი , ვგრძნობდი უკან შემომიტრიალდებოდა , და თან ცუდად.
რა რთული ყოფილა ეს ყველაფერი, ახლა რომ ვფიქრომ და ვწერ ამ ამბებს ვგრძნობ რომ ისე აღარ განვიცდი და აღარ მტკივა, მაგრამ მარტო დარჩენილი სიბნელეს რომ ვუსწორებ თვალს უკვე მე თვითონაც მეპარება ეჭვი ჩემს გრძნობებში. აღარ ვიცი მიყვარს თუ უბრალო შეჩვევაა, მაგრამ ზოგჯერ რომ საშინლად მენატრება და ჰაერი არ მყოფნის ეს ნამდვილად სიმართლეა. ხომ გქონიათ მომენტი ყელში რომ რაღაც წაგიჭერთ, ყვირილი რომ გინდათ და ვერ ყვირით, რაღაც ხრიალის მსგავს ხმებს რომ უშვებთ და მხოლოდ ის გინდათ საბნის ყუას ხელი მაგრად მოუჭიროთ და ისე მიიხუტოთ, რომ გულამდე შეაღწიოს თქვენმა ცივმა ხელებმა. მეც ასე ვარ ხოლმე. ვგრძნობ ეს ბოლოა და მორჩა ალბათ, ნებისყოფა სულ დავკარგეთქო, მაგრამ ცოტას თუ მოვითმენ და ამას გადავატარებ მერე ისევ ვუბრუნდები ჩვეულ რიტმს.
სწავლა რომ დავამთავრე გამოცდები დაიწყო, ჩავირიცხე . რამდენიმე თვე არც გვიკონტაქტია. მე არ ვწერდი გამიზნულად, ზოგჯერ ისე წამიცდებოდა ხოლმე ხელი და ისე მინდოდა მიმეწერა . მაგრამ თავს ვიკავებდი. თავს დამცირებულად და შეურაცყოფილად ვგრძნობდი. უარის გამოც, კიდევ მომხდარი რაღაც-რაღაცეების გამოც, და მინდოდა საერთოდ გავმქრალიყავი. მრცხვენოდა ჩემი გრძნობების, ათას მიზეზს ვიგონებდი მისი დამოკიდებულების ასახსნელად და მაინც ყველა ეს მიზეზი ჩემს წინაარმდეგ იყო. ესეც ჩემი ბრალია, მე მაკლია თავდაჯერებულობა და ეჭვი მეპარება საკუთარ თავში.
აღარ მახსოვს შუაში რა ხდებოდა, მერე ისევ ვწერდი, მერე ისევ აღარ. ჩემს თავზე მომდის გული , ან რას ვაკეთებდი ამით , ან რატომ ვაკეთებდი. ისე მენატრებოდა რომ ვერ ვძლებდი. მაინც მივწერდი და მერე ვნანობდი ჩემს მოუთმენლობას. ხოო მართლები ხართ: ყველა ადამიანური სისუსტე ჩემშია ერთად თავმოყრილი და ასე მიშლის ხოლმე ნერვებს. რა ვქნა ასეთი ვარ. ყველაფერი მწყინს, ყველაფერი მაღიზიანებს. ცვალებადი ხასიათი მაქვს, მინდა უსიტყვოდ მიგებდნენ და ასე არასდროს არ ხდება, სულ რაღაცაში ეჭვი მეპარება, მგონია რომ საკმარისად კარგად არ მისმენენ და არ ინტერესდებიან ჩემით. რაღაც მაკლია , აი სულ მაკლია. ის რაღაც თუ მექნება მაშინ კარგად ვიქნები, მაგრამ არ არის ის რაღაც, არც ის ვიცი რა არის და სად უნდა ვეძებო, მაგრამ ვგრძნობ რომ ჩემთან უნდა იყოს.



№1  offline წევრი Meruem

ჰოულის სურათი მომეწონა ^^ გააგრძელე, ნაცნობი და მახლობელი ისტორიაა.

 


№2 სტუმარი Black

კargi iyo,veli shemdegs;)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent