შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მხოლოდ ჩემი ხარ! (მეექვსე თავი)


7-12-2018, 21:48
ავტორი lamazi tvalebi
ნანახია 2 652

არ მინდოდა ალექსანდრეს ნახვა სანამ გოგონებს ყველაფერს არ მოვუყვებოდი. ეს კი საღამომდე უნდა მომეგვარებინა.
-ლანა და ლიზა წამოდით რა.... -გოგონების ოთახში აყვანა დავაპირე მაგრამ დაჩიმ არ მაცადა.
-მართალი ხარ მარიამ, წაყევით გვშია ჩვენ და რამე მოამზადეთ.
-კარგი აზრია, დილას არაფერი მიჭამია, პროდუქტი სამზარეულოში დავაწყვეთ და მოამზადეთ რამე. -მხარი აუბა ლუკამ. ჩვენც სხვა რა გზა გვქონდა საჭმლის მომზადებას შევუდექით. თითქოს განგებ არ გადიოდნენ სამზარეულოდან ხან ვინ იყო და ხან ვინ, მარტოს არ გვტოვებდნენ. სადილი მოვამზადეთ და მაგიდა გავუშალეთ. ბიჭები დასხდნენ.
-აუუუ ისე გემრიელად გაომოიყურება მეც მომშივდა... -თქვა ლიზამ და ისიც ბიჭებს მიუჯდა. მე კი სადაცაა გავმსკდარიყავი, მთელი დღე ვეცადე მაგრამ ვერაფერს გავხდი.
საღამოს ოთახები მოვამზადეთ, არ ვიცი როგორ მაგრამ სამივე ერთ ოთახში ავღმოჩნდით, მეც სწრაფად გადავკეტე კარი რომ არავინ შემოსულიყო.
-რას აკეთებ მარიამ? -გაკვირვებულმა შემომხედა ლიზამ.
-სალაპარაკო მაქვს და მთელი დღეა ვერ მოვახერხე. ამიტომ ამის გაკეთება მიწევს. მოკლედ.... -ყველაფერი მოვუყევი, საშინელი შეგრძნება მივლიდა როცა დემნა მახსენდებოდა მაგრამ მათთვის უნდა მომეყოლა.
-არაფერი უთქვამს ისე წავიდა?
-არა ლანა არაფერი. იმ იდიოტთან ერთად გავიდა. მერე ვეღარც მე გავჩერდი და დაბლა ჩამოვედი, იქ კი ლუკა დამადგა თავზე... მეგონა ის იყო მაგრამ... არც კი მოვუკითხივარ.
-არ დაურეკავს?
-არა. უფრო სწორად არ ვიცი, ჩანთა და ტელეფონი ოფისში დამრჩა.
-და რატომ აქცევ ამდენ ყურადღებას მის საქციელს? -მკითხა ლანამ, მაგრამ ვერაფერი ვუპასუხე.
-ნახე როგორ გაჩუმდა აშკარად რაღაც შეიცვალა ხომ? -არ ჩერდებოდა ლიზაც.
-არ ვიცი ალბათ. მისი საქციელი უკვე საშინლად მტკენს გულს, მაგრამ ვერ ვხსნი რატომ. ამდენი ხანია ჩუმად ვარ, ისე მექცევა თითქოს არც ვარსებობდე. მეც ხომ გამაჩნია სიამაყე, ვეღარ ვიტან ამდენს, აღარ შემიძლია. -უკვე ვტიროდი ისე მოქმედებდა ეს ყველაფერი ჩემზე.
-დაწყნარდი ჩემო გოგო-მომეხვია ლიზა.
-რაღაცას ვიტყვი მარიამ და არ გაბრაზდე. ვფიქრობ რომ შენ ალექსანდრე მოგწონს ან შეგიყვარდა უკვე. -პასუხი ვერ გავეცი დამაფიქრა ლანას სიტყვებმა. ნუთუ მართლა მსგავსი გრძნობა მქონდა მის მიმართ? თუ არა, რატომ მტკენს გულს მისი საქციელი? რით შემეძლო ამის ახსნა.
-რაზე ფიქრობ მარიამ? -რეალობაში ლიზამ დამაბრუნა.
-ვითომ ეს შესაძლებელია? მე და მას ერთად...შეიძლება ოდესმე ჩვენ დაგვერქვას?
-რატომაც არა, მთავარია გულს მოუსმინო. -მითხრა ლანამ.
-მაგრამ მეშინია რომ გულს ვენდო, გონებას ეს არ უნდა.
-გონება ყოველთვის ჯიუტია, მაგრამ ბოლოს გული იმარჯვებს. -მითხრა ლიზამ.
-მადლობა რძალო-ვეცადე ცოტა ხასიათზე მოვსულიყავი.
-რძალ... რაო რა უთხარი რძალოო? -იცინიდა ლანა.მაგრამ როგორც კი გაანალიზა რა ვთქვი მანშინვე დასერიოზულდა -ეს რას ნიშნავს?
-რას და ეს ქალბატონი მთელს ღამეებს ჩემს ძმასთან საუბარში ატარებს. -ვუთხარი და აწითლებულ ლიზას გავხედე.
-ახსნას საჭიროებს ეს სიტუაცია ქალბატონო ლიზა-მკაცრი სახე მიიღო ლანამ. -აბა მოყევი რამდენი ხანია რაც ასე ფარულად მოქმედებთ.?
-ჯერ მხოლოდ ერთი კვირაა, ურთიერთობის აწყობას ვცდილობთ უბრალოდ.
-და როდის უნდა გეთქვა ეს ძმისშვილებს რომ დავიჭერდი ხელში? -ვეცადე სერიოზული ვყოფილიყავი მაგრამ მაინც გამეღიმა. ეს კი ლიზას არ გამოპარვია.
-აუ რა საზიზღრები ხართ. მე კი მეგონა არ გაგიხარდათ.
-მერე ვინ გითხრა რომ გაგვიხარდა? უბრალოდ კი არ გაგვიხარდა ძალიან გაგვიხარდა-ამის თქმა და მე და ლანას სიცილი ერთი იყო. -რძალი მომესწრო ლანაჩკა რძალი...
-ნუ ყვირიხართ გაიგებენ, და რა რძალი ჯერ წესივრად შეყვარებულებიც კი არ გვქვია. -გაბრაზდა ლიზა.
-ეგ უკვე მომავლის საკითხია. -ვუთხარი და გავუღიმე. მათთან საუბრის შემდეგ რთულია ადამიანი ხასიათზე არ მოხვიდე.
დაბლა ჩავედით, ბიჭები მისაღებში ისხდნენ. ისეთი სახეები ჰქონდათ აშკარად რაღაც მოხდა.
-რა მოხდა რას ჩამოგტირით სახეები? -იკითხა ლანამ და ძმის გვერდით დაიკავა ადგილი.
-რატომღაც არ მჯერა ამ ამბის, რაღაცას ატყუებს ის გოგო ასე მგონია. -საუბარი წამოიწყო ლუკამ.
-ისე როგორ მოხდა რომ სანდროსაც არაფერი ახსოვს, ან სად იყვნენ ერთად?-აჰყვა დაჩიც.
-ამოღერღეთ წესივრად რა ხდება? -დაიყვირა ლიზამ.
-ჯერ ჩვენც არაფერი ვიცით მოვა სანდრო და გავიგებთ. -უპასუხა ბექამ.
მოსვენება დავკარგე, გული ცუდს მიგრძნობდა მაგრამ ვერ ვხვდებოდი რა შეიძლება ყოფილიყო. დრო საშინლად გაიწელა, საღამოს რვაზე ალექსანდრეც გამოჩნდა. მაგრამ მარტო არ იყო, ვიცოდით რომ ანდრეა უნდა მოჰყოლოდა თუმცა ეზოში ვიღაც გოგოც დავინახე. ლანამ კარები გაუღო და სახლში შემოვიდნენ.იცით ვინ იყო ის გოგო? მე რომ მთელი წელი ნერვებს მაგლეჯდა, ქალბატონი ნატა. მათაც წაშლილი სახეები ჰქონდათ. მხოლოდ ნატა იღიმოდა. ალექსანდრე თვალს არ მაცილებდა. თითქოს რაღაცას მანიშნებდა. მისი თვალებში იმედგაცრუებას და ტკივილს ვხედავდი.
-გამარჯობათ, ვისაც გიცნობთ და არ გიცნობთ-ხმა ამოიღო ნატამ.
-გაიცანით ეს ნატაა-გამტყდარი ხმით თქვა ალექსანდრემ. ნატა ბიჭებს გაეცნო და მე მომიბრუნდა.
-არ მეგონა აქაც თუ გნახავდი. კარგია ერთი ნაცნობი მაინც რომ არის, შენ დამეხმარები ქორწილის დაგეგმვაში, იქნებ უფრო კარგად გავუგოთ ერთმანეთს. -კიდევ ბევრს საუბრობდა მაგრამ მე მხოლოდ ერთი სიტყვა მიტრიალებდა თავში. "ქორწილი "ანუ ის და ალექსანდრე... არა ეს ხომ შეუძლებელია.
-ნატა საკმარისია, დაჯექი და გაჩუმდი.
-რატომ სანდრუნა, მე ხომ მინდა ჩემი სიხარული მათაც გავუზიარო.. -რომ არა ლიზა და ლანა გვერდით ალბათ დავეცემოდი როცა გავიაზრე რაც იგულისხმა. ვგრძნობდი რომ ჰაერი არ მყოფნიდა. თუ სასწრაფოდ არ დავტოვებდი აქაურობას ცუდად გავხდებოდი.
-მიხარია ნატა შენი ამბავი! მე დაგტოვებთ. -თქვენ არ იცით რა ფასად დამიჯდა ამ სიტყვებს თქმა. სწრაფად ავირბინე კიბეები და ოთახში შევიკეტე. აივანზე გავედი და ღრმად შევისუნთქე შემოდგომის ოდნავ გრილი ჰაერი. ვერ ვიაზრებდი იმას რაც ჩემს გარშემო ხდებოდა.


რატომ ხდება ისე რომ როდესაც ჩათვლი ბედნიერი ხარ სწორედ მაშინ ხდება ყველაფერი ცუდი? რა ნაბიჯს ვდგავთ ისეთს რომ უკან, უარესობისკენ მივიწევთ? არ მინდოდა იმ ფაქტის აღიარება რომ შეცდომა დავუშვი როცა საკუთარი თავი დავაჯერე თითქოს ალექსანდრე სწორედ ის ერთადერთი იყო, თუმცა ფაქტი სახეზეა, უთქმელმა სიყვარულმაც კი გადამიარა, გადამთელა და ჩემი გული ნაწილებად დაშალა.
-მარიამ გააღე კარი, იცოდე ბიჭებს დავუძახებ, მაშინებ უკვე მარიამ! -კარზე გაუჩერებლად აკაკუნებდა ლიზა.
-ლიზა გთხოვ, ახლა არავისთან საუბარი არ მინდა. -კარი არ გამიღია ისე გავძახე, ვიცოდი გამიგებდა. -დილას ვისაუბროთ, ახლა მარტო მინდა ყოფნა
-კარგი ჩემო გოგო დამიძახე თუ რამეა.
ლიზა კიბეებს დაუყვა და სამზარეულოს კართან გაჩერდა საიდანაც ბიჭების საუბარი გამოდიოდა.
-სანდრო რას აკეთებ? ეს რას ნიშნავს?
-არ ვიცი ლუკა, მოვიდა განმიცხადა ჩვენ ხელი გვაქვს მოწერილიო რაღაც საბუთები მანახა, მთელი ორი კვირა აქეთ-იქით დავატარებდი.რომელ ადვოკატთან არ ვიყავი მაგრამ ყველა უარით მისტუმრებდა სხვა გზა აღარ მქონდა, მერჩივნა გცოდნოდათ.
-ის საუბარი რა იყო აბა? ხომ კარგად გახსოვს რაც გითხარი იმ ღამეს?
-მახსოვს ბექა, მახსოვს... -ღრმად ამოისუნთქა ალექსანდრემ-ყველაფერი დაუწყებლად დამთავრდა...
-ნუ როშავ სისულელეებს, მე მაინც არ მჯერა მაგ გოგოსი. სანამ მტკიცებულებას არ ვნახავ არ დავიჯერებ ძმაო, არაა სუფთა გოგო. -უთხრა ანდრეამ.
-მეტი რაღა ვქნათ, ერთი თვე მაინც უნდა იყოს გასული ქირწინებიდან რომ გავშორდე
-ლიზას მამა ხომ ადვოკატია ? -არ ჩერდებოდა ანდრეა.
-კი მერე...
-გასაგებია! ეს საქმე ჩემზე იყოს, შენ კიდევ ბიძაშვილო ზედმეტი არაფერი გააკეთო, ხომ ხვდები რასაც ვგულისხმობ!
-ანდრეა არც არაფერი გამიკეთებია!
-აბა ეს ქირწინება რაა ტო... ზეცაში გადაწყდა?
-არ მახსოვს! მეუბნება რომ ნასვამი მივედი მასთან, მაგრამ ვერაფერს ვიხსენებ. მასთან ურთიერთობა ერთი წლის წინ დავასრულე ამერიკაში, ვერ ვიჯერებ რომ ისევ... ჯანდაბა უბრალოდ აზრადაც არასდროს გამივლია ამის დედაც... -კედელს დაარტყა მუშტი და აქეთ-იქით სიარულს მოჰყვა.
-ყველაფერს გავარკვევთ! -დარწმუნებულმა ჩაილაპარაკა ანდეეამ და სამზარეულო დატოვა, კარებში კი ლიზას შეეჩეხა.
-ყველაფერი მოისმინე ხომ?
-არ მინდოდა მაგრამ.... შენი აზრით მართლა გვატყუებს? შესაძლებელია ეს?
-ამის გარკვევაში შენ უნდა დამეხმარო!
-მე? რიგორ?
-ნატას უნდა დაუახლოვდე და დაარწმუნო რიმ მისი მეგობარი ხარ. მანამდე კი მამაშენის ნომერი მომეცი..
-რა? მე? იმ გველთან სიახლოვეს არ ვაპირებ-გაჯიუტდა ლიზა.
-მისმინე! თუ გინდა რომ შენი მომავალი მული ბედნიერი იყოს ეს უნდა გააკეთო, გაიგე ქალბატონო ექიმო?
-ანდრეა არ შემიძლია.... მოიცა რა თქვი? შენ საიდან იცი....
-რომ შენ და ბექას ერთმანეთი გიყვართ? ეგ გრძელი და რთული ამბავია, მოკლედ ისე მოიქცევი როგორც მე გეტყვი!
-და მარიამი აქ რა შუაშია?
-შუაში კი არა თავშია, ახლა კი ზედმეტი კითხვების გარეშე და იმოქმედე-უთხრა და კიბეებზე ჩამომავალი ნატასკენ ანიშნა. ლიზამაც ყალბი ღიმილი აიკრა სახეზე და მისკენ შემატრიალა.
-ნატუკააა... ჩემო გოგო, არ გინდა რამე ტკბილი ვჭამოთ? თან შენზე მომიყევი რამე ბოლოსდაბოლოსო სასტავის რძალი ხდები...
-ვაიმეეე რა საყვარელი ხარ ლიზუკააა-გაუღიმა ნატამ და სამზარეულოსკენ წავიდა. ლიზამ ანდრეას მე შენთვის მოვიცლი სახით გახედა და ნატას გაჰყვა. ბიჭები სამზარეულოდან გამოყარა რასაც მათი გაკვირვება მოჰყვა.
-ამას რა სჭირს? -იკითხა ბექამ.
-გეგმის მთავარი მონაწილეა-ღიმილით უპასუხა ანდრეამ.
-რა გეგმაზე საუბრობ? -იკითხა დაჩიმ.
-ეს მე და ლიზას საქმეა, გაფრთხილებთ არცერთი ჩაერიოთ. განსაკუთრებით თქვენ ორნი. -თითი ბექას და ალექსანდრესკენ გაიშვირა.
მთელი ღამე თეთრად გავათენე. გამთენიისას საწოლში წოლა მომბეზრდა და ფეხზე ავდექი, თბილად ჩავიცვი და ეზოში გავედი. მზის სხივები ოდნავ ანათებდა არემარეს, აშკარა იყო რომ იწვიმებდა. იქვე ჰამაკში ჩავჯექი. ფიქრებით ისევ წუხანდელი მოვლენებში ვიყავი. ისევ ცრემლები წამომივიდა.
-როგორ დაუშვი მარიამ ის რომ მასთან მცირეოდენი შანსი მაინც გექნებოდა.. -ხმამაღლა ამოვილაპარაკე. -საკმარისია! აღარ იტირებ მის გამო, კარგია რომ არაფერი ვუთხარი. -ცრემლები შევიმშრალე და ყურსასმენები მოვირგე. ფიქრებში როგორ ჩამეძინა არ მახსოვს, მაგრამ აშკარა იყო რომ ჩამეძინა რადგან ჩემს ოთახში გავიღვიძე. საათს დავხედე თორმეტი ხდებოდა. მოვწესრიგდი და დაბლა ჩავედი. მხოლოდ ლანა დამხვდა.
-სად არიან დანარჩენები? -ვკითხე და მეც დივანზე მოვთავსდი.
-ლიზა და ნატა სამზარეულოში არიან. ბიჭები კი ეზოში. -გამიკვირდა არ მოველოდი თუ ლიზა და ნატა ერთმანეთს გაუგებდნენ თან მაშინ როცა ლიზამ ყველაფერი იცის ჩემს გრძნობებზე. -შენ დიდხანს გეძინა ეზოში?
-არ მახსოვს მთელი ღამე ვერ დავიძინე, შვიდი იყო გარეთ რომ გამოვედი. ხომ ვერ მეტყვი როგორ ავღმოჩნდი ოთახში?
-წყალი მინდოდა დაბლა ჩამოვედი, სწორედ მაგ დროს შემოგიყვანა ალექსანდრე.
-მოიცა მე მან..
-ხო, ისე მგონი მასც არ სძინებია კარგად და საერთოდ ამ დივანზე ეძინა. -მითხრა და იქვე დაკეცილ პლედზე მანიშნა. ანუ ნატასთან არ სძინებია? რა გიხარია მარიამ? ისინი მალე ერთი ოჯახი იქნებიან შეიგნე ეს.
-ოოო მძინარ მზეთუნახავს გაუღვიძია-ოთახში შემოვიდნენ ბიჭები.
-კარგი რა დაჩი არ მაქვს შენი ნერვები.
-რა იყო გოგო ჯერ არ ამდგარხარ უკვე ანთხევ შხამს.? -სიცილით მკითხა დაჩიმ.
-შემეშვი რა. -ვუთხარი და ჩემს გვერდით მჯდომ ბექას მოვეხვიე.
-ხომ ყველაფერი რიგზეა პატარა? -მიჩურჩულა ბექამ.
-კი-ვუთხარი და ალექსანდრეს გავხედე, სახეზე იკითხებოდა რომ მასაც არ სძინებია.
-აუ ისე რა კარგი იქნებოდა დღესაც რომ დავრაჩენილიყავით. -ამოიწუწუნა დაჩიმ.
-აუ არა რა სახლში წავიდეთ გთხოვ რა ბექა-კნუტის თვალებით შევხედე.
-როგორც შენ იტყვი პრინცესა. -მითხრა და გამიღიმა.
-ა ნ დ რ ე ა-ყვირილით შემოვარდა ლიზა.
-რა გაყვირებს გოგო?!
-წამოდი ცოტახანს სალაპარაკო გვაქვს-ეცადა მშვიდად ეპასუხა. -შენ კი ბიჭი გადი და ბარბის მიხედე, ელემნტალური მწვანილის დაჭრა რომ არ იცის თითი გაიჭრა და მოთქვამს. -უთხრა ალექსანდრეს და ოთახი ანდრეასთან ერთად დატოვა.
-სანდროოოო-ტირილით გამოვიდა ნატა სამზარეულოდან-შეხედე, გავიჭერი და სისხლი მომდის.
-სასწრაფოში დარეკეთ ვინმემ. -სერიოზულად თქვა ლუკამ.
-რატოო? -გაიკვირვა ნატამ.
-იმხელა ჭრილობაა ასიანი გასაკერია-აქ კი სიცილი ვერცერთმა შევიკავეთ. ვაიმე როგორ მეცოდება ალექსანდრე ამის ხელში.
-ნუ დამცინით...
-კარგი ოღონდაც აღარ იტირო, მაგასაც თუ ტირილი ერქვას, ხმას აღარ ამოვიღებთ. -უთხრა დაჩიმ. ნატა ამაზე უფრო გაბრაზდა და ზემოთ ავიდა.
ბიჭებს კი ისევ გაეცინათ მის საქციელზე. რაც აქ ვართ პირვლად გაიღიმა ალექსანდრემ.
-მე ავალ ჩავალაგებ და წავიდეთ ბექა-ვუთხარი და ოთახი დავტოვე ზემოთ ავედი. სწორედ ამ დროს გამოდიოდა ნატა თავისი ჩანთით ხელში.
-რაიყო მთელი წლით აპირებდი აქ დარჩენას? -ვუთხარი და ჩანთაზე ვანიშნე.
-შენ მომისმინე, ჩემთან თამაშს არ გირჩევ ჯობს მეც და სანდროსაც თავი დაგვანებო. ის მხოლოდ ჩემია გასაგებია?
-მე მსგავსი რამ არ მითქვამს. საერთოდ არ მაინტერესებს არაფერი რაც თქვენს შორის ხდება.
-აბა რატომ გამოვიდა დილას შენი ოთახიდან?
-მე რა ვიცი, ადექი და მას ჰკითხე.
-მე გაგაფრთხილე ახლოს არ გაეკარო გესმის?
-მგონი ექიმს უნდა გაესინჯო, თან სასწრაფოდ. -ვუთხარი და ოთახში შევედი. ჩემი ნივთები ავიღე და დაბლა ჩავედი. ლიზამ და ლანამ პიცა გააკეთეს. მივირთვით და თბილისში დავბრუნდით.
დილას სწრაფად მოვემზადე და სამსახურში წავედი. ისევ ის საღამო გამახსენდა, როგორ არ მინდოდა დემნა იქ შემხვედროდა. ჩემში ზიზღის გრძნობას იწვევდა.
-გამარჯობა-ჩემს წინ ახალგაზრდა გოგონა იდგა.
-შეხვედრა დანიშნული გაქვთ ბატონ ალექსანდრესთან? -ვკითხე თუმცა მან გაკვირვებულმა გამომხედა.
-არა, მე კომპანიის ახალი ადვოკატი ვარ ანი ასანიძე. -მითხრა და გამიღიმა.
-უი ბოდიში, უბრალოდ არ მეგონა თუ ადვოკატი შევცვალეთ.მარიამ დვალი -მეც გავუღიმე.
-სასიამოვნოა, სწორედ თქვენ გეძებდით ბატონ ალექსანდრეს ვესაუბრე და მითხრა რომ მომეძებნე და საბუთები გამომერთმია, ის რაზეც წინა ადვოკატთან მუშაობდით.
-კარგი ანი პირველ რიგში უბრალოდ მარიამი, არავითარი თქვენ და მსგავსი მიმართვები. რაც შეეხება საბუთებს მე არ მაქვს, საკომფერენციოში იქნება წამომყევი თან აგიხსნი-ძალიან სასიამოვნო გოგო ჩანს. უბრალო და უშუალო. ყველაფერი ავუხსენი, ვთხოვე კიდევ ერთხელ გადაეხედა და ხვალისთვის მზად ქონოდა.
-ქალბატონო მარიამ როგორ ხართ?
-კარგად ანდრეა შენ?
-მეც ეგრე რა, სად არის ჩემი ხისთავიანი ბიძაშვილი?
-მგონი კაბინეტში, დღეს არ მინახავს.
-გეტყობა საეჭვოს მშვიდი ხარ. კარგი შევალ მე. -მითხრა და კაბინეტისკენ წავიდა.
-მარიამ, ყველაფერი რიგზეა ამ საბუთებში შემიძლია დაგიტოვო და მშვიდად მოაწეროს ხელი ბატონმა ალექსანდრემ.
-კარგი დავიტოვებ და... -საუბარი ალექსანდრეს ზარმა შემაწყვეტინა -ერთი წუთით უნდა ვუპასუხო... გისმენთ.
-მარიამ შეგიძლია ანი შემოიყვანო და შემოხვიდე?
-კარგით ახლავე. -ტელეფონი გავთიშე და ანის მივუბრუნდი. -ანიკო წამოდი უფროსობა გვიბარებს-ვუთხარი სიცილით, მანაც გამიღიმა. კარზე დავაკაკუნე და თანხმობის შემდეგ შევედი.
-ანი გაიცანი ეს ანდრეაა, ჩემი ბიძაშვილი და ახლა უკვე ამ კომპანიის იურუდიული განყოფილების უფროსი.
იმედია ერთმანეთს კარგად შეეწყობით რადგან ერთად მოგიწევთ მუშაობა.
-ვეცდებით. -უპასუხა მორიდებით.
-კარგი თავისუფალიები ხართ. წარმატებებს გისურვებთ. -კაბინეტიდან გავდიოდი როცა ანის მოცემული საბუთები გამახსენდა.
-ბატონო ალექსანდრე, ეს ის საბუთებია რაზეც მე და.... მოკლედ მზადაა შეგიძლიათ გადახედოთ.
-მარიამ-ჩემსკენ წამოვიდა მე კი უკან დავიხიე, ცოტახანში კი კედელთან ავღმოჩნდი. -მისმინე ის იდიოტი გავუშვი, ვერაფერს დაგიშავებს გესმის?
-მე მისი არ მეშინია, თუ გინდათ დააბრუნეთ.
-მე არ შევარჩენ შენს ცრემლებს არასდროს და არავის.
-არაა საჭირო ჩემს თავს თვითონ მივხედავ.
-რატომ შეიცვალე მარიამ.
-არ შევცვლილვარ, უბრალოდ დრომ იმოქმედა. მგონი ერთხელ უკვე გითხარით რომ არაა საჭირო ჩემზე ზრუნვა. სხვა უფრო მნიშვნელოვანი პრიროვნებაცაა თქვენს ცხოვრებაში. -ვუთხარი და თვალებში შევხედე. არც მისი გამოხედვა იყო ისეთი როგორიც ადრე.
-ვის გულისხმობ? -მკითხა და მანაც დაჟინებით შემომხედა.
-ქალბატონ ნატას.
-ნატას-ჩაიცინა. -ის ჩემთვის არაფერია, და არც არასდროს ყოფილა.არ მიყვარს ნატა, გესმის არა. -მითხრა და გაბრაზებულმა დატოვა ოთახი.

ორი დღე კომპანიაში არ მოსულა. არც არავის შეხმიანებია. მთელ საქმეებს ანდრეა უძღვებოდა. ყველაზე მეტად კი ლიზას ნატასთან ვიზიტები მაკვირვებდა. დღესაც იყო მოსული, ჯერ ანდრეასთან შევიდა, შემდეგ ნატა ინახულა, მერე კი ისევ ანდრეასთან დაბრუნდა. იქიდან კი ორივე გაბრწყინებული სახით გადმოვიდნენ.
-რა ხდება რა საიდუმლო შეხვედრები გაქვთ თქვენ? -ვეცადე გამერკვია რა ხდებოდა.
-მარუშკი იცი რა კარგ ხასიათზე ვარ? აი ეს საქმე თუ ისე დასრულდა როგორც ჩვენ გვინდა შენც აუცილებლად გეტყვი. -გამიღიმა ანდრეამ.
-ყველა ასე ერთიანად როგორ გაგიჟდით? -ვიკითხე და ჩანთა ავიღე.
-შენც დაამთავრე? -მკითხა ანდრეამ.
-კი,დღეისთვის საკმარისია უკვე.
-კარგი, წამო მეც შენსკენ მოვდივარ ბექამ დამირეკა ამოდი გელოდებით სასტავიო.
-რა ხდება ნეტავ? -ვიკითხე და კომპანია დავტოვეთ. თუმცა პასუხი არ გაუცია.
-ანუშკი სადეთ მიდიხარ? -მე და ლიზა გაკვირვებულები ვუყურებდით ანდრეას და ანის. -წამო ჩემი ძმაკაცები მინდა გაგაცნო.
-არა, სირცხვილია. -იუარა ანიმ.
-არაა ანი სირცხვილი, ჩემთან არიან უცხოსთან კი არა-როგორც კი ანდრეას სახე დავინახე როდესაც ანიმ წასვლაზე უარი უთხრა, ვეცადე მე დამერწმუნებინა. ბოლოს დავითანხმეთ და სახლისკენ წავედით. ცოტახანში სახლში ვიყავით. ანი ყველას გააცნო ანდრეამ , საეჭვოდ აქტიურია მის მიმართ.
-სანდროს ხომ არ დაურეკავს როდის მოდის?-იკითხა დაჩიმ.
-არა, არ შემხმიანებია. -უპასუხა ანდრეამ.
-მარიამ მოდი დედა ესენი წაიღე და მიირთვით. -სამზარეულოდან გამომძახა მაკამ. მეც მისკენ წავედი და უკან უზარმაზარი ტირტით ხელში დავბრუნდი.
-ლანა იქ თეფშები აწყვია და შეძლებ მოიტანო? -ვუთხარი და ტორტი მაგიდაზე დავდე.
-აუ მაკა დეიდა როგორ მიყვარხართ თქვენ ხომ არ იცით. -უთხრა ლუკამ და უკვე დაჭრილი ტორტის დიდი ნაჭერი გემრიელად მიირთვა. ასე გავიდა მთელი საღამო. ალექსანდრეზე არავუნ არაფერს ამბობდა. გვიან დავიშალეთ. მალევე მოვეწყვე და დავიძინე.
დილას სამსახურში ვაპირებდი წასვლას თუმცა ლიზამ დამირეკა ჩემთან მოდი კლინიკაშიო, მე და ანდრეა აქ გელოდებითო. მეც სხვა გზა არ მქონდა ათზე უკვე კლინიკაში ვიყავი.
-აბა რა ხდება ამიხსნით? -ვკითხე გაკვირვებულმა.
-მოკლედ მარიამ, დავიწყებ იმით რომ არ მჯერა ქალბატონი ნატასი. ასე მგონია ყველას მაგრად გვატყუებს. ამიტომ ლიზას ვთხოვე მას დაახლოვებოდა და დაეთანხმებინა ისეთ ადვოკატღან ვიზიტზე რომელიც მის "ნაჩქარევ ქორწინებას" ოფიცუალურობას შესძენდა.
-და ეს რაში გაწყობთ?
-ეჭვი მაქვს რომ ის ქორწინების მოწმობა ყალბია.
-ვთქვათ ასეა მე რა შუაში ვარ?
-ალექსანდრეს კარგად იცნობ, არავის დაუჯერებს, მაგრამ თუ შენ ეტყვი სიმართლეს აუცილებლად დაიჯერებს და საკადრის პასუხსაც მიიღებს ნატა.
-რატომ ხარ ასე დარწმუნებული რომ იტყუება?
-ზუსტად არ ვიცი ის იყო თუ არა... მოკლედ მე, ბექა და ალექსი ერთ საკითხზე ვსაუბრობდით ისეთზე რომ დარწმუნებული ვარ ნატას არ ესიამოვნებოდა და ამ ამბავს სწორედ ამიტომ შეთხზავდა. საუბრის დროს რამდენჯერმე შევნიშნე რომ ვიღაც გვისმენდა, არ ვიცი რატომღაც მგონია რომ ნატა იყო.
-და იქნებ არ იყო?
-მარიამ შენ აქ კითხვების დასასმელად არ მოგვიყვანიხარ. გაჩუმდი და გვაცადე ვიმუშაოთ. -საუბარში ჩაერთო ლიზა. -მიდი ანდრეა ჩართე კომპიუტერი. მისული უქნება უკვე...
მაინტერესებდა? კი რა თქმა უნდა, ეს ხომ ალექსანდრეს ეხებოდა. ცოტახანში ეკეანზე ნატა და ლიზას მამა გამოჩდნენ
-ეს რას ნიშნავს? ლიზა ეს ხომ დათო ბიძიაა...
-ჩუუუუ... უსმინე..
-ბატონო დათო, თქვენს შესახებ ერთი პიროვნებოსგან გავიგე, მითხრა რომ დამეხმარებოდით, მოკლედა აი ფული და მინდა ჩემი ქორწინება კანონიერი იყოს.
-რისთვის გჭირდება ეს ყველაფერი?
-მე ის ბიჭი მიყვარს მას კი სხვა უყვარს, მაგრამ მას მის თავს არასდროს დავუთმობ თან საკმაოდ ფულიანია ასე რომ...
-კი მაგრამ...
-არავითარი მაგრამ. ამ ფულს აიღებთ და ისე მოიქცევით როგორც გითხარით.
-კარგი, მაგრამ რომ არაფერი იეჭვონ მოდი რამდენიმე საბუთზე მომიწერე ხელი ისე ფორმალობისთვის.
-კარგი. -დაეთანხმა ნატა.
რა დამემართა? მთელი სხეული დამეჭიმა, მთელი არსებით შემზიზღდა ეს ქალი, მან ალექსანდრეს ატკინა, გული ატკინა, მოატყუა, თან ისე რომ ყველას დაგვაჯერა ეს ტყუილი.
მალე ლიზას დათო ბიძიამ დაურეკა
-ბევრი კლიენტი მყოლია მაგრამ ასე ურცხვად ფული არავის შემოუთავაზებია. კიდევ კარგი დაგთანხმდით ლიზა და ჩანაწერი გაგაკეთებინეთ, ხელიც მოვაწერინე, ნაცნობები ჩავრიე და ალბათ საღამოს სრულიად მწყობრში იქნება ყველაფერი.
-დღესვე მოგვარდება? -ვკითხე მე.
-კი რადგან ამ ქორწინების მხოლოდ ყალბი საბუთი არსებობს იოლად ამოვალთ.-გვიპასუხა დათომ.
საღამომდე ველოდეთ ბოლოს როგორც იქნა მტკიცებულება მეკავა ხელში სადაც გარკვევით ეწერა რომ ნატას და ალექსანდრეს კანონიერი არაფერი აკავშირებდათ.
-ახლა შენი ჯერია მარიამ, შენ უნდა აუხსნა ალექს ეს ყველაფერი.
-ვერ შევძლებ ანდრეა, არ შემიძლია, რა ვუთხრა გამოვიძიე და გავიგე რომ შენი "ცოლი"სინამდვილეში არა შენი ცოლითქო?
- ზუსტადაც! -მიპასუხა ანდრეამ
-არ ვიცი სად არის.
-დილას ვესაუბრე სახლშია. მისამართს მოგცემ ან მე წაგიყვან.
-შენ მიმიყვანე. თორემ გზაში შეიძლება გადავიფიქრო.
-კარგი დაბლა გელოდები. -მითხრა და გავიდა, ლიზა კი შემოვიდა.
-მარიამ როგორ ხარ? -მკითხა და გვერდით მომიჯდა.
-არ ვიცი ლიზა, როგორ უნდა ავუხსნა რომ მას მოატყუეს?
-დაწყნარდი, ყველაფერი კარგად იქნება.
-ასე მგონია ცუდ საქციელს ჩავდივარ, მგონი ჯობს თვითონ გაეგო.
-არა! ახლა ადგები და მასთან წახვალ, მხოლოდ შენ შეგიძლია მშვიდად აუხსნა ეს სიტუაცია.
-კარგი. რაც არის არის, წავალ. საღამოს შეგეხმიანები. -ლიზას დავემშვიდობე და საავადმყოფო დავტოვე. გზა საშინლად გაიწელა. ან მე მეჩვენებოდა ასე. ანდრეამ მანქანა სახლთან გააჩერა, გადმოვედი და კარის წინ დავდექი, ღრმად ჩავისუნთქე, კარზე დავაკაკუნე და დაველოდე როდის გამიღებდა. მალევე გააღო.
-მარიამ? აქ რას აკეთებ? ან ვინ მოგიყვანა? -მკითხა გაკვირვებულმა.
-ალექსანდრე.... მე... ის... სალაპარაკო...
-მოდი შემოდი და მერე მითხარი? -ოდნავ გაიწია და სახლში შემატარა. მისაღებში მოვთავსდით. -აბა გისმენ რამ შეგაწუხა აქ რომ გამომეცხადე.
-სანდრო გთხოვ რასაც გეტყვი სისულელედ არ მიიღო, ამის დამამტკიცებელი საბუთიც მაქვს თან არაერთი.
-მარიამ პირდაპირ სათქმელზე გადადი.
-ნატა გატყუებს. -ძლივს წარმოვთქვი ეს სიტყვები.
-რას გულისხმობ? -მკითხა გაკვირვებულმა.
-აი ამას! -ვუთხარი და საბუთები წინ დავუდე. სახეზე ათასმა ემოციამ გადაუარა. ვგრძნობდი რომ სხვა რამე აღარ სჭირდება ამის დასამტკიცებლად.
-რატომ გააკეთა ეს? -მკითხა და შემომხედა. -არ ვიცი, როგორც ანდრეა ამბობს რაღაც საუბარი მოისმინა რამაც ეს ნაბიჯი გადაადგმევინა.
-შენ რა იცი ამ საუბარზე? -მკითხა და ინტერესით სავსე თვალები მომაპყრო.
-არაფერი, საერთოდ არაფერი. -ვუპასუხე შეშინებულმა.
-ამის დედაც... ეს როგორ გაბედა, მაგას თავი ვინ ჰგონია?! ამას არ შევარჩენ...-ფეხზე წამოდგ და აქეთ-იქით დადიოდა.
-სანდრო.. მე.. არ მინდოდა ასე გამომსვლოდა უბრალოდ არ შემეძლო სიმართლე დამემალა, მე... -თვალებიდან ცრემლები წამომივიდა.
-მარიამ, არ გინდა გთხოვ ნუ ტირი, ვერ ვიტან როცა შენს თვალებზე ცრემლებს ვხედავ. შენ არაფერ შუაში ხარ. -ჩემი სახე ხელებში მოიქცია და ცრემლები თითებით შემიმშრალა. -შემომხედე, სწორი გადაწყვეტილება მიიღე, არ იტირო გთხოვ.... -გაჩერება მინდოდა მაგრამ ცრემლები თავისით მომდიოდა. მისი სიტყვები გულზე მხვდებოდა..
-ჯანდაბა... მოდი ჩემთან. -მითხრა და სხეულზე ამიკრო. მეც არ დავაყოვნე და ხელები ძლიერად შემოვხვიე. ათასმა შეგრძნებამ დამიარა როცა გავათვიცნობიერე რა მოხდა. ხელს არ მიშვებდა. პირიქით უფრო მაგრად ჩამეხუტა. -მისი საქციელის და შეცდომების გამო ჩვენ არ უნდა ვისჯებიდეთ, მარიამ შემომხედე მე აქ ვარ შენთან, ახლა ეს მომენტია ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რადგან მე შენ... -საუბარი კარის ხმამ შეაწყვეტინა.
-მიდი გააღე, ოღონდ ჯერ მითხარი სააბაზანო სადაა-ვკითხე და ოდნავ მოვშორდი.
-პირდაპირ და მარჯვნივ. -მითხრა და კარისკენ წავიდა. მე სააბაზანოში შევედი და თავი მოვიწესრიგე. ცოტახანში კი უკან დავბრუნდი, იქ კი გაცეცხლებული ალექსანდრე და უარესად გაბრაზებული ნატა დამხვდა რომელიც არწმუნებდა რომ არანაირი ყალბი ქორწინება არ არსებობს.
-მაშინ ამზე რას იტყვი? -ვუთხარი და იქვე მაგიდაზე დადებულ ნოუთბუქს ლიზას მოცემული ჩიპი შევუერთე და ჩანაწერი მოვასმენინე. ალექსანდრე ამაზე უარესად გაბრაზდა.
-როგორ ბედავ ამდენის გაკეთებას? ხომ გაგაფრთხილე რომ მე და ალექსანდრეს შორის არ ჩამდგარიყავი, ამ საკითხს მე თვითონ მოვაგვარებდი, არ მჭირდებოდა შენნაირი იაფასიანი გოგოს სცენები.
-ნატა სიტყვებს დაუკვირდი, უკვე აღარ მოგცემ იმის უფლებას რომ მარიამს ზიანი მიაყენო, გაფრთხილებ ახლოს აღარ გაგვეკარო არც მე და არც ჩემს გარშემო მყოფებს გესმის? -ხმამაღლა საუბრობდა ალექსანდრე.
-სანდრო შეეშვი, არ ღირს. -ვეცადე მშვიდად მეთქვა.
-ხო მოგატყუე, ფულის გამო არ მინდოდა ჩემი ადგილი ვინმე სხვას დაეკავებინა მითუმეტეს ამ...
-საკმარისია გაეთრიე ჩემი სახლიდან-ბოლო ხმაზე იღრიალა ალექსანდრემ.
-და იცოდე აღარასოდეს აღარ მომიახლოვდე. -ნატა სახლიდან გააგდო, მე კი იქვე დივანზე ჩამოვჯექი და სიტუაცია გავაანალიზე. მან ის ჩემს გამო გააგდო? არა მარიამ მან ხომ მოატყუა... აღარ მინდოდა საკუთარი თავი დამეჯერებინა იმაში რომ ალექსანდრესთვის რამეს ვნიშნავდი.
-მარიამ, მოდი ეს ამბავი დავივიწყოთ კარგი? ის ჩვენს ცხოვრებაში აღარ არსებობს.
-ჩვენს? -გამიკვირდა მისი ნათქვამი.
-ხო ჩვენს, რადგან მე და შენ... -სიტყვა შევაწყვეტინე.
-არ გინდა სანდრო დღეს არა კარგი?
-კარგი.... მაშინ წავალ რამეს მოვამზადებ და ერთად ვივახშმოთ -ფეხზე წამოდგა და ეცადა სიტუაცია შეეცვალა.
-არ იყოს მე წავალ, მგონი დღეს საკმარისია. -მეც წამოვდექი და ვეცადე გამეღიმა.
-დამელოდე მაშინ გამოვიცვლი და მე გაგიყვან.,... -მითხრა და პასუხს გამცემა არ მაცადა ისე წავიდა ოთახისკენ. მეც მომენტით ვისარგებლე და სახლი დავტოვე..

ბოდიში, ბოდიში, ბოდიში ასე რომ გადავიკარგე... მაგრამ მართლა საშინელ სიტუაციაში ვარ და უბრალოდ დრო არ მრჩება... ყველანაირად ვეცადები რამდენიმე დღეში დავდო ახალი... მადლობა რომ კითხულობთ....



№1  offline წევრი დარინა

ცოტა კი ვინერვიულე ნატას შეთხზულ ამბავზეე, კარგია ასეთი სამეგობრო რომ გყავს ჭირშიც და ლხინშიც შენს გვერდით რომ არიან, ძალიან მომწონს ეს წყვილი და რომ იტანჯებიან ვერ ვუძლებ.

 


№2  offline წევრი Shpliyvi

სამეგობროს ერთიანობა, ნატას გაფაქტვის თემაზე მომეწონა)) მაგრამ ეს ბოლო მარიამის ქცევა ცოტა ბავშვური მეჩვენა...კარგი თავი იყო..მგონი დასასრულს ვუახლოვდებით ასეა...??

 


№3  offline წევრი Shpliyvi

სად დაიკარგე..???

 


№4 სტუმარი

რატომ არ დებთ ახალ თავს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent