შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიძულვილიდან სიყვარულამდე ბევრია (თავი 10)


7-12-2018, 23:35
ავტორი თათი
ნანახია 1 932

შემთხვევითობა? სიყვარულს შემთხვევითობა უყვარსო, უთქვამთ. ნეტავ სიმართლეა?
ბევრი ფიქრობს, რომ შემთხვევითობა არ არსებობს. ყველაფერი ისე ხდება, როგორც დაგეგმილია, როგორც ზემოთ გამოგიწერეს. ეს არის სამყაროს წესრიგი? ჩემი ცხოვრების თითოეული დეტალი გაწერილია? რაოდენ უინტერესოა ასეთი ცხოვრება. არ მიყვარს ადამიანები, რომლებიც ყველაფერს გეგმავენ და არ შეუძლიათ რამდენიმე დღით, საათით, ამ წუთით ადრე მისი შეცვლა. ერთფეროვნება, ესაა ყველაზე ბანალური რამ ამ სამყაროში.
არასდროს, არასდროს დავიჭერ ასეთ ადამიანთამ ურთიერთობას.
ცხოვრება მშვენიერია, მეგობრებო. მშვენიერებას ვერ მიაგნებ ერთფეროვნებაში. ადამიანს შეიძლება ყველა და ყველაფერი მობეზრდეს. ხდება ისეთებიც, საყვარელი ადამიანი, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, რომ გადაუყვარდებათ ხოლმე. მეგობარი, რომ ბეზრდებათ. დიახ, ასეთები ვართ. ჩვენ ერთმანეთის მობეზრებაც კი შეგვიძლია. ერთ დილასაც გავიღვიძებთ და ვიტყვით, რომ რაღაც ახალი გვინდა, სიცოცხლე მომბეზრდაო, დარწმუნებული ვარ ესეც ხშირად გითქვამთ.
მაინც როგორები ვართ, ეს ადამიანები. ყოველთვის იმაზე მეტი გვინდა ვიდრე გვაქვს, ან ის გვინდა რაც მიუწვდომელია. დეკამერონს მხოლოდ იმიტომ კითხულობდნენ, რომ იკრძალებოდა, სასაცილო არ არის? ჩვენი ბუნება ასეთია, ყველა პიროვნებაშია ეს, რაღაც დოზით.
მე კი ყოველწელს იმაზე მეტი თოვლი მინდა, ვიდრე წინა წელს იყო. ალბათ, გაგეცინებათ, მაგრამ წელს სულ თოვლმა, რომ გადაგვფაროს, მომავალ წელს მომინდება შენობები გადაფაროს. წელს ისეთი სიცივე იყოს, რომ ტბები და მდინარეები გაყინოს, მომავალ წელს შავი ზღვის გაყინვას მოვინდომებ. მეც მაქვს ცუდი თვისებები, მეც ხშირად ვუშვებ შეცდომებს, მთავარია მიხვდე რას აკეთებ ადამიანი და გამოსწორებას ეცადო. მოგატყუებთ თუ გეტყვით, რომ შევეცდები შენობების თოვლით გადაფარვაზე ან შავი ზღვის გაყინვაზე აღარ ვიფიქრო_თქო, მაგრამ სხვა ბევრ რამეზეა საფიქრალი. მოდით ყველამ ვეცადოთ ჩვენი საქციელის გამოსწორება. მჯერა დადგება დღე, როცა ჩვენ თუ არა ჩვენი მომავალი თაობა, მაინც იცხოვრებს მშვიდად და სწორად.
ბევრს აღარ ვიყბედებ და გეტყვით, რომ ამ ზამთარს, ისევე როგორც წინა წლებში, ბაკურიანში ან გუდაურში მინდა წასვლა. მაგრამ ერთი პრობლემაა, არვიცი ვისთან ერთად წავალ. წინა წელს იყვნენ კლასელები, მაგის წინა წელს დეიდაშვილები. ბევრი ვიფიქრე, თუ ცოტა მივედი იმ დასკვნამდე, რომ ნინოსთვის დათოსთვის და ნიკასთვის მეთქვა. ნატაზეც ვიფიქრე, მაგრამ დავასკვენი, რომ ნიკასთან არ წამოვიდოდა, მიუხედავად ამისა გადავწყვიტე მაინც შემეთავაზებინა.

დიდი სიამოვნებით დამთანხმდნენ ყველანი. ბოლოს ჯერი ნატაზე მიდგა, ჩემდა გასაოცრად დამთანხმდა, მაგრამ ერთი საშინელი პირობით, რატიც ჩვენთან ერთად უნდა წამოსულიყო. უარს ხომ არ ვეტყოდი, ამიტომ დავთანხმდი. ნინისგან ლაშამ გაიგო და მანაც მოინდომა წამოსვლა. უარი ვერც მას ვუთხარი. ჰოდა ასე, ჩემო მეგობრებო, ამიერიდან მხოლოდ ღმერთმა იცოდა, რა მოხდებოდა ბაკურიანში.

ბაკურიანამდე ჯერ იყო კონცერტი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, მერე იყო კიდევ რამდენიმე გასვლა ქალაქგარეთ და ახალი წელიც მოგვადგა.

_ლიი, ფენი იქნება სახლში თუ წამოვიღო?
_ყველაფერი იქნება საყვარელო. ეგრე მიცნობ?_ამაზე გაეღიმა ნინოს და საღამომდე დამემშვიდობა. იმ საღამოს ცეკვის ჯგუფელები ახალი წლის და უფრო კონცერტების წარმატებით ჩავლის აღსანიშნავად რესტორანში მივდიოდით. ცოტა ცუდად დაემთხვა, რადგან მეორე დილას უკვე ბაკურიანისკენ უნდა აგვეღო გეზი.
რესტორნისთვის ლურჯი შლაქსის კომბინიზონი ჩავიცვი, ვერცხლისფერი მბზინავი ტუფლები და ვერცხლისფერივე ჩრდილები გავიკეთე. ჯამში ნორმალურად და ნაკლებად გადაპრანჭულად გამოვიყურებოდი. მე, ნინო და ნატა ერთად წავედით ჩემი მანქანით. ეს იყო ჩემი პირველი საახალწლო საჩუქარი, უსაყვარლესი მამისგან. ის შორსაა ჩემგან, მაგრამ იცის რითი უნდა მასიამოვნოს. ბე_ემ_ვეს მარკის სასწაულად სიმპათიური მანქანა, ჩემს საყვარელ შავ მატოვ ფერში. „ჩემი ტრაკუცა“ შევარქვი. ისეთი ლამაზია, ისეთი, თვალს ვერ მოსწტყვეტთ. გოგოები გაოცდნენ მის დანახვაზე და სიხარულით ჩასკუპდნენ. ორივე ლამაზად გამოიყურებოდა. ნინომ თავისი სისადავითა და ულამაზესი მოკრძალებით, კვლავ გამაოცა. ნატა, როგორც ყოველთვის სექსუალურად და გამომწვევად გამოიყურებოდა, მისი სტილი დიდად არ მიზიდავდა, მაგრამ მას მოსწონდა მთავარი კი ეს იყო.
ეს სამი განსხვავებული ინდივიდი, რამ შეგვყარა ვერ გეტყვით, მაგრამ თავს უბედნიერეს ადამიანად ვგრძნობ, რადგან მყავს ადამიანები ვისთან საუბარიც შემიძლია.
ალბათ, იფიქრებთ, რომ ნატას მიმართ რაიმე სახის აგრესია მქონდა, მაგრამ არა. პირიქით, ხშირად ხელსაც ვუწყობდი მას და რატის. როცა, ის ბედნიერი იყო მეც ბედნიერი ვიყავი. მთავარი ეს იყო ჩემთვის.
იმ საღამოს კარგად გავერთეთ, მაგრამ მოხდა ის რისაც მეშინოდა. მიუხედავად ბევრი მცდელობისა, მაინც მომიწია ლაშასთან იმ თემაზე საუბარი, რომელიც საოცრად მაწუხებდა და თავს უხერხულად მაგრძნობინებდა. ძნელია, როცა ადამიანს იგივე გრძნობით ვერ პასუხობ. ლაშამ ერთ_ერთ სიმღერაზე ცეკვა შემომთავაზა, მეც დავთანხმდი და მაშინ დაიწყო ჩემი მუდმივი გაქცევის სურვილი მოქმედების არეალიდან.
_მომენატრა შენთან ცეკვა. _ენა ჩამივარდა. მოტყუება არ მინდოდა. _ჩვენ თემაზე როდის უნდა ვილაპარაკოთ?
_ლაშა, არ შემიძლია. არ ვგრძნობ იმას, რასაც შენ. _სახე დაემანჭა.
_მესმის შენი, მაგრამ ვინმე სხვა არის?
_არ აქვს მნიშვნელობა მაგას.
_აქვს, ლილე! შეიძლება იმედი მქონდეს?
_მე არ ვწყვეტ, ვინ შეუყვარდება გულს.
_კარგი, ლილე. მე არ დავნებდები. _ხმა აღარ გამიცია, ცეკვა შევწყვიტე და ჩვენს მაგიდასთან დავბრუნდი.



_რატი, წამოდი ჩვენც ვიცეკვოთ?! _მივუახლოვდი თუ არა მაგიდას, ნატამ მაშინვე შესთავაზა რატის.
_არ მინდა, ნატა ცეკვა.
_აუ, წამოდი გთხოოოვ?! _არ ვიმჩნევდი, თითქოს არ მესმოდა.
_ნატა...
_გთხოოოვ. _ყელზე იკიდებს ხელს და საყვარელ სახეს ღებულობს.
_კარგი, კარგი. _თანხმდება რატი და საცეკვაო მოედანზე გადიან.
შეუჩნევლად გავხედე რამდენჯერმე, ნატას ეს არცერთხელ გამორჩენია, რამდენჯერმე ურცხვადაც გამიშტერა თვალი. ნინო ჩემს გვერდით იჯდა:
_ნატა იმაზე ჭკვიანია, ვიდრე ჩვენ გვგონია, დამიჯერე.
_რას გულისხმობ?
_რას და იმას, რომ ძალიან კარგად ხვდება შენსა და რატის შორის რა ხდება, მაგრამ ოსტატურად გატყუებს და თავს გაჩვენებს.
_ნუ სულელობ, ნინო!
_ნუ მატყუებ, ლილე. შენც მშვენივრად ხვდები. ნატას ყოველთვის ჰქონდა სტრატეგიული დაგეგმარების უნარი და ესეც მორიგი გეგმაა, რომელიც ჯერჯერობით წარმატებით ხორციელდება.
_ნინო, კარგი გვეყო, ეს ზუსრგს უკან ლაპარაკი. არ შეგვეფერება?!
_კარგი, კარგი მე გაგაფრთხილე.
ნინომ სიტყვა გაწყვიტა თუ არა ჩვენი ყურადღების ქვეშ, გაბრაზებული ნატა მოექცა, რომელიც ცრემს იწმენდდა და სწრაფი ნაბიჯებით გასასვლელისკენ მიდიოდა. რატი მალევე უკან გაჰყვა. დავინტერესდი და ბევრი ფიქრის შემდეგ გარეთ გავედი.
_რა გინდოდა, რატომ მომეცი იმედი, რატომ შემაყვარე თავი? _ხმამაღლა უყვიროდა ნატა რატის.
_ნატა, მე შენთვის იმედი არასდროს მომიცია.
_რატი შემიყვარდი.
_მაპატიე, ნატა. _ნატა ტიროდა, მე კი მის ზურგსუკან რესტორნის კართან ვიდექი და უსირცვილოდ ვუსმენდი. ჩემს თავზე ვბრაზდევოდი და ვფიქრობდი რა უნდა გამეკეთებინა, რომ ნატას გული არ სტკენოდა.
„არც გაბედო მისი წყენინება!!!“ მივწერე რატის. ვუყურებდი, შეტყობინების ხმაზე, როგორ დახედა ტელეფონს. მიხვდა, რომ იქვე ახლომახლოს ვიყავი და ჩემსკენ გამოიხედა.

რატი და მისი ფიქრები...
ლილეეე... ღმერთო ჩემო, როგორ მიყვარს!!! მაგრამ, რას ნიშნავს არ ვაწყენინო ნატას?
რამდენიმე წამი გაშეშებული ვარ, არვიცი რა უნდა გავაკეთო, რა ვუთხრა ნატას. უეცრად ლილეს ის იდიოტი ლაშა უახლოვდება. ლილე ჩემსკენ იხედება და თვალებით მჭამს, თითქოს მეუბნება მე გაგაფრთხილეო და ლაშას ბაგეებში აფრინდება. ბრაზი მახრჩობს, იმ წამს მინდა ამ ჯიუტ გოგოს ხელი ჩავკიდო და შორს წავიყვანო, ვეჩხუბო, გავუბრაზდე, ვუყვირო, მაგრამ რა ვქნა, რომ არ შემიძლია, როცა მიყურებს ცუდად ვხდები, ყველაფერი მავიწყდება, არც კი ვიცი რას მიკეთებ, ან რითი მაჯადოვებს?!
_რატი, მიპასუხე...
_რაზე გიპასუხო, ნატა?
_არ გიყვარვარ..._საბოლოოდ ვაძლევ საკუთარ თავს გადაწყვეტილების მიღების საშუალებას და ბოლოს ვამბობ:
_მისმინე შენთვის, ამის თქმა ყოველთვის მინდოდა, აქამდე ვერ ვბედავდი, რადგან შენს გრძნობებში დარწმუნებული არ ვიყავი. ახლა კი მინდა გითხრა, რომ ძალიან მიყვარხარ, არ მინდოდა შენი წყენინება, მაპატიე?! _აჰა, ჩემო ლილე, გავაკეთე ის რაც გინდოდა და გპირდები, ეს იქნება ის, რასაც ცხოვრებაში ყველაზე მეტად ინანებ, შენი ფეხით მოხვალ ჩემთან პატიების სათხოვნელად და მაშინ უკვე გვიანი იქნება, არასდროს გაპატიებ ამას... ნატას სახე უბრწყინდება, მეც მოჩვენებით ღიმილს ვიკრავ სახეზე.
_მართლა?
_კი, მართლა. _სიხარულისგან მთელი ძალით მეხუტება. მე კი ჯერ კიდევ იმაზე ფიქრობ, თუ რატომ გააკეთა ლილემ ეს, პასუხს მალევე ვპოულობ: მას მე არ ვუყვარვარ და სარგებლობს ჩემი გრძნობებით, რომ მის დაქალს არ ვაწყენინო, მაგრამ ჯერ ყველაფერი წინაა.


ლილე და თავისი მაზოხისტური ფიქრები:
რას ვაკეთებ, რააას??? გავგიჟდი, სულ გავაფრინე, საკუთარ თავს ვღუპავ, ცხორებას ვიმწარებ, საყვარელ ადამიანს მეგობრებს ვწირავ. ვაცნობიერებ ჩემს სისულელეს, წამიერად იმდენად მომინდა ნატას ბედნიერება, თავი ვერ შევიკავე. არც კი ვიფიქრე, ჩემს თავზე, მართალია ძალიან იშვიათად ვაკეთებ ამას, მაგრამ ახლა მაინც უნდა მეფიქრა. ჩემი საქციელით სამუდამოდ დავკარგე რატი და ლაშას იმედი მივეცი.
დიახ, მეგობრებო, გადავირიე. შეგიძლიათ გამლანძღოთ, მისაყვედუროთ, მაგრამ რა ვქნა, არ შემიძლია სხვის უბედურებაზე ჩემი ბედნიერება ავაგო, მითუმეტეს თუ ის ჩემი საუკეთესო მეგობარია.
ნატას და რატის ჩახუტებულებს ვუყურებდი და ვხვდებოდი, რომ ტანჯვასა და ლაშას შორის არჩევანი უნდა გამეკეთებინა. კოცნით ლაშასთვის ყველაფერი ნათელი იყო, მაგრამ ჩემთვის ჯერ გადაწყვეტილი არაფერი ყოფილა.

_ლილე, ეს ისაა რაც მე მგონია?
_ხვალ ვილაპარაკოთ, ლაშა, გთხოვ?!
_კარგი, არაა პრობლემა.
_კარგად. _ამას ვამბობ და ნატას ხმა მესმის, რომელიც ჩემსკენ სიხარულით მორბის. _ლილეეე, ლილეე, მე და რატი ამიერიდან შეყვარებულები ვართ, უბედნიერესი ვარ. ხომ მაგარია? _ძლივს ვიღიმოდი, ჯერ გაოცებული სახე მივიღე.
_ვაუუ, მართლა? გილოცავთ, ძალიან გამიხარდა! უხდები ერთმანეთს! („არ გილოცავთ, არ მიხარია და არც ერთმანეთს უხდებით“_შინაგანი ხმა) _ჯერ ნატას ვეხუტები, შემდეგ რატის. ყველაზე მტკინვეული დღე ჩემს ცხოვრებაში, ყველაზე სევდიანი, მტანჯველი და რთული ჩახუტებით. ძლივს ჩაიარა ამ კოშმარმა.

სახლში მისულმა ტანსაცმელი არც კი გავიხადე, ისე დავიძინე, სანამ ღრმად ჩამეძინებოდა ტელეფონზე ზარის ხმა მომესმა. ტელეფონს დავხედე და უცბად წამოვხტი, რატი იყო. ვუპასუხე.
_გისმენ.
_ქვემოთ გელოდები.
_რას ქვია მელოდები???
_რას და იმას, რომ უნდა ჩამოხვიდე, დროზე!!!_ხმას უწევს და ტელეფონს მითიშავს. ფეხზე უცბად ბოტასებს, ზემოთ კი თბილ ჟაკეტს ვიცვამ და ჩავდივარ.
_ჩამოვედი. ახლა კი, გისმენ აქ რამ მოგი... _წინადადებას ვერც ვამთავრებ, ისე ბრუნდება და მკლავებში მაფრინდება, საშინლად მიჭერს ხელებს. ძარღვები ეჭიმება ყვირისლისგან.
_რატომ აკოცე ჩემს დასანახად იმ ა...ს, რატომ, მიპასუხე გინდა ჩემი ხელით ამაკუწინო ეგ ნაბი.....??? მითხარი რის მიღწევას ცდილობ გოგო?
_პირველ რიგში სიტყვები შეარჩიე, როცა მელაპარაკები!!! და მეორეც, შენი რა საქმეა მე ვის ვაკოცებ და ვის არა? ჩემს საქმეში რატომ ერევი? ახლა შეყვარებულთან ერთად უნდა იყო და ჩახუტებულებს უნდა გეძინოთ.
_რომელ შეყვარებულთან გოგო, ძალით რომ შემომტენე იმასთან? ვინც არ მიყვარს იმასთან? _თუ არ გიყვარდა ნუ აუხსნიდი სიყვარულს!
_მართლა, ჩემს დასანახად არ გეკოცნა იმ ვიღაც ჩემი ფეხებისთვის და არავის არაფერს ავუხსნიდი.
_ლაშაზე ნორმალურად ილაპარაკე, ბოლოჯერ გაფრთხილებ.
_ახლა იცავ კიდეც? ყოჩაღ, პატარა ქალბატონო, ყოჩაღ!!!
_წაეთრიე აქედან, დროზე!!! _ბოლო ხმაზე ვყვირი, ხელებს მთელი ძალით ვურტყავ და მანქანამდე მიმყავს. ხელი ავწიე, რომ კიდევ ერთხელ დამერტყა, მაგრამ ჯერ ჩემი ერთი ხელი დაიჭირა, მერე მეორე.
_ახლა წავალ, მაგრამ იცოდე ამ საღამოს ძალიან ინანებ, მე შენ დამკარგე, ჩემი სიყვარული დაკარგე, დღეიდან ყველაფერს გავაკეთებ, რომ დაიტანჯო, წამში ათასჯერ ინანებ იმას რაც გააკეთე და რაც გამაკეთებინე, დაიმახსოვრე ეს!!! _ხელებს უხეშად მიშვებს და უკან „მისვრის“ . მანქანაში სწრაფად ჯდება და ელვისებური სისწრაფით უჩინარდება ჰორიზონტიდან.
_წადი, წაეთრიე ჩემი ცხოვრებიდან, არ მჭირდები!!! („არ წახვიდე, მოდი და ჩამეხუტე, გთხოვ, არ წახვიდე, რატი! ყველაფერზე მეტად შენ მჭირდები.“_შინაგანი ხმა)


არ მკითხოთ, როგორ მეძინა იმ ღამით, ან რას ვგრძნობდი. ალბათ, ადვილი მისახვედრია, რომ ჩემი ხელით, ჩემივე გულის ნაფლეთებს აქეთ_იქით ვისროდი. გათენდა დილა და ვაი, ასეთი დილის გათენებას. ოღონდაც მოვმკვდარიყავი, ოღონდაც ვინმეს ძილში ჩავეცხრილე. მეტი არაფერი მინდოდა, თავი მაინც მომეკლა. ესეც კი ვერ შევძელი, გარდა იმისა რომ სიყვარულის შენარჩუნება ვერ მოვახერხე.

ჩემი 1 კვირიანი კოშმარ_არდადაგები იწყებოდა. ბეწვის ხიდზე გასავლელად 8 საათზე მომაკითხა დათომ. ნებისმიერ წამს შეიძლებოდა ეს ხიდი ჩამტყდარიყო და თან ჩავეტანე. ჩვენი მანქანით არავინ მივდიოდით, რადგან წინა დღეს ყველამ დავლიეთ, ამიტომ ორი მინივენი დავიქირავეთ. დათო, მე, ნიკა, ნინო და კიდევ რამდენიმე მეგობარი, რომლის წამოსვლაც წინა დღეს მოულოდნელად გადაწყდა ერთად წავედით, დანარჩენები მეორე მანქანაში იჯდნენ. ლაშა თავისი მანქანით აპირებდა წამოსვლას, რადგან წინა დღეს არ დაულევია.
3 საათში უკვე ჩვენს სახლში ვიყავით, ნელ_ნელა ვლაგდებოდით. კოტეჯი ყველას ძალიან მოეწონა. ის ისეთი იყო, როგორიც ნებისმიერ ადამიანს, თანამედროვე და უფრო ძველებური სტილის მოყვარულსაც მოეწონებოდა. ოთახები საკმაოდ ბევრი იყო. მე, ნინო და ნიკას მომავალი (ჩვენი გათვლებით) შეყვარებული ერთ ოთახში მოვხვდით. ნიკა დიდიხანი ცდილობდა ნატას დავიწყებას და საბოლოოდ მიაგნო იმას ვინც იგი დაავიწყა.
ძალიან სასიამოვნო გოგო ჩანდა, ერთმანეთი უკეთესად გავიცანით და მალევე გამოვნახეთ საერთო ენა.

5 იყო დაწყებული სახლში ყველამ, რომ მოვათავეთ ჩვენი საქმეები. გადაწყვეტილი გვქონდა, რომ დღეს არსად წავიდოდით. ყველას გვშიოდა, ამიტომ გოგოები საჭმლის მზადებას შევუდექით, ბიჭები თავისთვის ერთობოდნენ.სუფრა მალევე გავაწყვეთ და საჭმელად დავსხედით.
მთელი დღე ვუყურებდი ნატას ტყლარწვას. რატის სულ უკან დასდევდა, ნინო ძალიან ღიზიანდებოდა და მერე მე მეწუწუნებოდა. არ ვიმჩნევდი, მაგრამ მეც ვბრაზდებოდი.
არა იმიტომ, რომ ვეჭვიანობდი, უბრალოდ არ იქცეოდა მისთვის და საერთოდ თავმოყვარე გოგოს შესაფერისად.


საღამოს ყველა ბუხარს შემოვუსხედით. ბევრი ვილაპარაკეთ და ბევრიც ვიცინეთ.
ყველანი სასაცილო ისტორიებს ყვებოდნენ, თავს დღეს პირველად ვგრძნობდი ბედნიერად. ჩუმად ვიყავი და ჩემთვის ვიცინოდი.
გაკვირვებული დავრჩი, როცა დათომ მორიგი ისტორიის მოყოლა დაიწყო.
_მოკლედ, მე და ლილე კლუბში ვართ რაა... ვცეკვავთ, ვსვამთ და ერთი ამბები. ერთი გოგოს დაკერვას ვცდილობ, ვეცეკვები და თან ველაპარაკები. ჰოდა, უცბად ვხედავ ვიღაც იდიოტი, ამ სულელს აწუხებს. ისეთი სახე აქვს, ცოტაც და ჭიქას თავზე გადაატეხავს ან სასმელს სახეში შეასხავს. მივდივარ და ხომ ხვდებით, რაც მოხდებოდა..._რამდენიმე წამიანი პაუზა და ყველას ღიმილი. _მოკლედ სულ ჩავულურჯე და ჩავუსისხლიანე სახე.
_შენც გემრიელად ჩაგასისხლიანა?! _ვეუბნები და ყველა სიცილს იწყებს. დათო მეჭყანება და პასუხის მოფიქრებას ცდილობს.
_წესით მადლიერი უნდა იყო, ტოო. შენ გამო თავი გავწირე, რატი რომ არ მოსულიყო შეიძლება მომეკლა და ციხეში წავსულიყავი. _რატის ხსენებაზე ნატამ თვალები დააჭყიტა, მე კი უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდი.
დათო მიხვდა, რომ მაგის თქმა არ იყო საჭირო, მაგრამ ნატას კითხვების მოგერიება მაინც მოუწია:
_ეგ როდის იყო? მე სად ვიყავი? ჩემს გარეშე წახვედით? ოიი, უნამუსოებო... _ნატა თითქოს იღიმოდა და პასუხს მოუთმენლად ელოდა.
_მე და ლილე წავედით გასართობად, რატი მოგვიანებით მოვიდა, მაშინ უკვე იმ იდიოტს ვცემდი.
_რომელ კლუბში იყავით?
_აუ სახელი არ მახსოვს, მაგრამ სანაპიროზე იყო მგონი, წერეთელზე. სააკაძემდე არ მისული.
_ვაიმე, ქლაბ 10_11 ხომ არა?
_ ხო, ხო ეგ იყო.
_ვაუუ, აი დამთხვევა მესმის. ლილეს დაბადების დღის მეორე დღე იყო მგონი, ჩემს ძმას ძმაკაცმა, რომ დაურეკა, გოგოს გამო ვიჩხუბე და მოდიო. ოთო წამოსვლას აპირებდა, მაგრამ მერე დაურეკა აღარ მოხვიდეო. თვითონ ამოვიდა და ყველაფერი მოგვიყვა. ლილე, გაგიმართლა, რომ მაგ ბიჭმა შემოგხედა, ვფიქრობ, ხელიდან არ უნდა გაგეშვა.
_თუ ასე ძალიან მოგწონს, შენთვის დაიტოვე.
_მე დაკავებული ვარ უკვე.
_ისე ხო, გეხვეწებოდა რაა... _ამაზე ყველას გაეცინა, ნატამ კი რაღაცნაირი „ახლა გაგწეწავ“ სახე მიიღო.


ნელ_ნელა ყველა დასაძინებლად წავიდა, მე ლამის ბუხართან ჩამომეძინა. ნინომ გამაღვიძა, მაგრამ ოთახში არ გავყევი, მინდოდა ცოტახანი მარტო ვყოფილიყავი. საათზე მეტი მარტო ვიჯექი. უეცრად ყავა მომინდა, სამზარეულოში გავედი. წყალს ვადუღებდი დათო, რომ შემოვიდა.
_წყალი მინდა, ლილაჩკა.
_ეს რა სახელია, ახლა?
_ჰო, რავიცი რაც ენაზე მომადგა, ის გითხარი.
_რამ გაგაღვიძა?
_წყალი მინდა_თქო არ გითხარი? _ეცინება.
_აა, ჰოო. _ჭიქით წყალი მივაწოდე, როდესაც დალია მკითხა:
_შენ რა არ გაძინებს?
_არ მეძინებოდა.
_მოდი, ცოტა ვისაუბროთ. _ბუხართან ჩამოვჯექით.
_ძნელია, მათი ყურება?
_ვისი? _ბებიაჩემის! _იღიმის და მეც მაღიმებს. _ვითომ ვერ ხვდები, ჰოო? მე ვერ მომარტყუებ!
_კი, რთულია, მაგრამ მივეჩვევი.
_ვიცი რაც გააკეთე. შენი მესმის, მაგრამ რა საჭიროა საკუთარი თავის ასე ტანჯვა?
_აბა რა უნდა მექნა?
_დაგევიწყებინა ყველა და ყველაფერი. ახლა, ხომ იქნებოდი უბედნიერესი?!
_არ შემიძლია, დათო.
_რატი ფიქრობს, რომ არ გიყვარს.
_ძალიანაც კარგი, არაა საჭირო რამე იფიქროს.
_მაგრამ ხომ გიყვარს, ლილე? _წამიერად დავდუმდი.
_მიყვარს, ჯანდაბა მიყვარს, ჰოოო, მიყვარს. _ვამბობ და ტაშის ხმა მესმის. უკან სწრაფად ვბრუნდები.
_ყოჩაღ! ყოჩაღ! ლილე... _მესმის ნატას ხმა.
_ნა...
_გაჩუმდი, ლილე გაჩუმდი. უნამუსოდ მატყუებდი, თვალებში მიყურებდი და ისე მატყუებდი. ვიცოდი, გულის სიღრმეში ყოველთვის ვხვდებოდი, რომ რატის მიმართ არ იყავი გულგრილი. შენ რანაირი დაქალი ხარ, ამდენი ხნის მეგობრობა ბიჭის გამო გაატანე ქარს? უნამუსო ხარ, ლილე, უნამუსო. თაკო მართალი იყო, როცა მეუბნებოდა რატი ლილემ წამართვაო, რა დებილი ვიყავი, რომ არ ვუჯერებდი, სრული დებილი. თურმე, ნამდვილი შეყვარებულებზე მონადირე დაქალი მყოლია, ღმერთო რა დებილი ვიყავი?! _რეებს ლაპარაკობ, გოგო, სულ გაგიჟდი? _უყვირის დათო.
_კარგი გაანებე თავი, დათო!_ვცდილობ გავაჩერო. _ინანებ, ნატა, დღეს ნათქვამი ყოველი სიტყვა სანანებელი გაგიხდება, დაიმახსოვრე ეს ღამე!!! _ეუბნება დათო.
_თქვენ ინანებთ, თქვენ!!! შენ კი გრცხვენოდეს, ლილე. _თვალებზე ცრემლი მადგება, ძლივს ვიკავებ თავს. ნატა ბრუნდება და ოთახში ადის. დათოს ვუბრუნდები, როცა ჩემს აწყლიანებულ თვალებს ხედავს, მიხუტებს და მეუბნება:
_არ იტირო, ჩემო ლამაზო. ხომ ხედავ, გეგონა სიკეთეს აკეთებდი და ყველაფერი როგორ შემოგიბრუნდა, უმადურია ეს გოგო. ის არაა შენი სიყვარულის ღირსი და არც რატის ღირსი იყო.
_გული მტკივა დათო, ძალიან მტკივა. აი თურმე რას ფიქრობდა ჩემზე.
_ვიცი, ჩემო გოგო, ვიცი. შენს არცერთ ცრემლს არ შევარჩენ, გპირდები! შენ უკვე დაგკარგა, შემდეგი რატია, აი ნახე ცოტახანში სულ მარტო დარჩება.
_მაშინვე ვინანე ყველაფერი რაც გავაკეთე. პირველად მოხდა ასე, პირველად მეწყინა ნატას სიხარული, ამის გამო თავს ვიდანაშაულებდი,შევცდი, ძალიან შევცდი!
_ძალიან კარგი, რომ მიხვდი. დღეიდან ყველაფერს გააკეთებ საყვარელი ადამიანის დასაბრუნებლად!!!
_რატი, უკვე დავკარგე, ეს თავისი პირით მითხრა.
_რატომ? ან როდის? ჩემთვის ეგ არ უთქვამს.
_იმ ღამესვე მოვიდა ჩემთან. ისეთი უხეში არასდროს ყოფილა, მიყვიროდა, ხელებს ისე მიჭერდა ცრემლებს ვერ ვიკავებდი. მითხრა, სამუდამოდ დაკარგე ჩემი სიყვარულიო.
_არ დანებდე, ლილე! შენ ყველაზე ძლიერი გოგო ხარ ვისაც კი ვიცნობ, სწორედ ამიტომ მიყვარხარ გამორჩეულად. გაიხსენე რამდენი უბედურება გადაიტანე. ამასაც გადალახავ, გპირდები. მე და ნინო კი მუდამ დაგეხმარებით, მას მართლა ძალიან უყვარხარ, თვალებში ეტყობა.
_მეც ძალიან მიყვარხართ ორივე, თქვენ, რომ არ მყავდეთ, ალბათ აქამდე ვერც მოვიდოდი.
_წადი ახლა დაიძინე, დასვენება გჭირდება, ხვალისთვის დამშვიდდი და ბრძოლისთვის მოემაზადე. ნინოს ყველაფერს მოვუყვები.
_კარგი. _მივბრუნდი, კიბეებზე ავდიოდი უკან, რომ დავბრუნდი:
_უი, დათო... ნინო და შენ, ჰო არა ჰაა?
_არა ხო ვთქვი ძლიერი გოგო ხარ_მეთქი, ასეთ მდგომარეობაშიც კი მაგას მეკითხები. _აუუუ, მიპასუხე!!!
_ჯერ არაფერი.
_მაგრამ მოხდება ხო?
_არვიცი.
_ვიცი ეგრე იქნება, წარმატებები საყვარელო, ძილინებისა!
_მიდი, ტკბილო, შენც!


დილით ადრე გამეღვიძა. ბაკურიანი, თოვლი, სიცივე ეს ყველაფერი, მხოლოდ ახლა ვიგრძენი. ჩემს უსაყვარლეს ქალაქში ვიყავი, მე კი თავს გართობის უფლებას არ ვაძლევდი. ჰოდა, გადავწყვიტე ამჯერად მაინც გამეკეთებინა საკუთარი თავისთვის კარგი, ამიტომ თბილად გამოვეწყვე და გარეთ გავედი გასასეირნებლად. სახლიდან შორს წასვლა არ მინდოდა, ქუჩას ავუყევი და მალევე დავბრუნდი უკან. სახლის წინ ეზოში, ფეხი ამისრიალდა და თოვლში ჩავვარდი. სიცილი ამიტყდა, ხმამაღლა მთელი სულით და გულით ვიცინოდი, ისე ვიცინოდი მუცლის კუნთი წყობიდან გამოვიდა და მერე უფრო ვიცინოდი. ხელებს და ფეხებს აქეთ_იქით ვაქნევდი და თოვლში ანგელოზს ვხატავდი. თოვლი მუხლამდე მწვდებოდა, რითაც უზომოდ ბედნიერი ვიყავი.
რამდენიმე წუთი ვგორაობდი ასე თოვლში, მერე ავდექი და სასწაულ ილეთებს ვაკეთებდი. ჩემს ჭკუაში ბალერინებს ვბაძავდი. ყოველ ჯერზე ვეცემოდი და თოვლში სახით ვვარდებოდი, მიუხედავად ამისა მაინც არ ვნებდებოდი. როდესაც, ვაცნობიერებდი, რომ დავეცემოდი ვწიოდი, დაცემული კი ბოლო ხმაზე ვიცინოდი. პირველად ვიყავი ასეთი ბედნიერი და თავისუფალი. თავი 6წლის ბავშვი მეგონა. მიხაროდა, ამ მომენტში ცხოვრება მიხაროდა, დამავიწყდა რეალობა, ყველაფერი ცუდი რაც ოდესმე გადამიტანია. ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა.


ჯერ კიდევ, ჩემს განცხრომაში ვიყავი, სახლიდან ლაშა, რომ გამოვიდა.
_დილამშვიდობისა, ლილიან!
_დილამშვიდობისა, აბა, როგორ გეძინა? კმაყოფილი ხარ აქაურობით?
_კი, ყველაფერი მართლა იდეალურია.
_ძალიან კარგია. ჰო მართლა, იმ ღამეს დაგპირდი, რომ დავილაპარაკებდით, მგონი ახლა შესაფერისი დროა.
_კარგი, ვილაპარაკოთ.
_წამოდი ცოტა გავიაროთ.




_გაიღვიძე? აბა, როგორ გრძნობს თავს, აწ უკვე დაკავებული ჩემი ძმაკაცი?
_აუ მეღადავები, ტოო? შენ როგორ ხარ?
_რავი საკაიფოდ.
_არ გინდა ლილეს დაელაპარაკო?
_რაზე დაველაპარაკო?
_გაარკვიეთ რაღაცები, არამგონია ყველაფერი ისე იყოს, როგორც გგონია.
_არა, ძმა მაგ გოგომ ყველაფერი ნათლად დამანახა და არც წყვეტს, ახლაც იმ იდიოტთან ერთად დასეირნობს.
_ლილეს, არ სძინავს?
_არა, რამდენი საათია გარეთაა. ჯერ თოვლში პატარა ბავშვივით თამაშობდა და მერე ის მიადგა და სადღაც წავიდნენ გაღიმებულები. ნეტა იცოდე, რა საყვარლად იცინოდა, ტრიალებდა, ტრიალებდა, ტრიალებდა, მერე თავბრუ ეხვეოდა და თოვლში ვარდებოდა, ამაზე უფრო ხმამაღლა იცინოდა.
ალბათ, ცოტაც და ჩავიდოდი, ახლოდან საყურებლად, მაგრამ დამასწრეს და ბრაზიც უფრო მომემატა, ამიტომ აღარ ვილაპარაკოთ ამ თემაზე, ყველაფერი დამთავრდა. თავის საკადრისს მალე მიიღებს.
_რატი, შეცდომა არ დაუშვა, კარგად დაფიქრდი!!!
_შენ რას შვები? ნინოს გული ისევ ვერ მოინადირე?
_ჯერ ვერა ძმაო. გოგოს პირდაპირ ხომ არ დავადგები და ვეტყვი მომწონხარ_თქო? _რატომაც არა.
_არვიცი, არვიცი. ჯერ სასურველ მომენტს ველოდები და მერე ვნახოთ.
_კარგი, შენ გვერდით მიგულე, ძმის გულო.


*****

_ლაშა, პირველ რიგში მინდა ბოდიში მოგიხადო იმ კოცნის გამო. ვხვდები, რომ ამან რაღაც იმედები გაგიჩინა, მაგრამ არასწორი ვიქნები თუ სიმართლეს არ გეტყვი და მოგატყუებ. სხვა მიყვარს, მას კარგად იცნობ. მეგონა, რომ თუ შენთან ვიქნებოდი, ის დამავიწყდებოდა, მაგრამ არ მინდა შენი გრძნობებით ვითამაშო. გთხოვ მაპატიე!
_ბოდიშს ნუ მიხდი, ლილიან. პირიქით მე უნდა გადაგიხადო მადლობა, რომ სიმართლე არ დამიმალე. რა თქმა უნდა, გამიჭირდება, მაგრამ ყველაფერი გაივლის. იმედია, მეგობრები მაინც ვიქნებით.
_კი, კი, რა თქმა უნდა. ძალიან დიდი მადლობა, რომ გამიგე, ლაშა.
_მადლობას ნუღა მიხდი, დავივიწყოთ ყველაფერი!
_კარგი. _ბედნიერებისგან ვიღიმი. თითქოს გულიდან ლოდი მომეხსნა. ახლა უფრო ბედნიერი ვიყავი. ცოტაც ვისეირნეთ და სახლში დავბრუნდით.


სახლში შესულს ნინო შემეჩეხა:
_სად დადიხარ, გოგო?
_რა მოხდა?
_ჰო სანამ შენ მაგ ბიჭთან ერთად დასეირნობდი, ნატამ დრო ფუჭად არ დაკარგა და რატის შენზე ათასი ტყუილი უთხრა, მამცირებსო, გუშინ მეჩხუბაო, ყველაფერზე შენიშვნებს მაძლევდა ის ისე არ ქნა, ეს ასე არ ქნაო. მოკლედ, კიდევ ბევრი სისულელე, რატი გაცოფებულია, პლიუს ისიც დაინახა შენ და ლაშა, როგორ წახვედით სადღაც „გაღიმებულები“
_კარგი, დაწყნარდი ნინო. არაფერია, მოვაგვარებ. _ოთახში ავდივარ, რომ ქურთუკი და ფეხსაცმელები გავიხადო.
_მოდი აქ!!! _მეძახის რატი.
_გამოვიცვლი და შემოვალ.
_ახლავე!!! _ხმას უწევს და მეც ვემორჩილები. _ოთახის კარებში მელოდება, ვუახლოვდები თუ არა ხელს მტაცებს, ოთახში შემათრევს, კარებს კეტავს და მასზე მაყუდებს.
_რამდენს ბედავ, გოგო? ვინ გგონია შენი თავი ჩემს შეყვარებულს, რომ ამცირებ.
_მე არავინ დამიმცირებია!
_ნუ მატყუებ!!! ლილე, იცოდე მოგკლავ მეორედ, რომ ასეთი რამ განმეორდეს.
_რა გინდა ჩემგან? გამიშვი ხელი! მე არაფერი გამიკეთებია, არაფერი მითქვამს მაგ ფანტაზიორისთვის.
_ახლა გახდა ფანტაზიორი?
_გამიშვი ხელი, გამიშვი მტკივააა... _ხმას ვუწევ და ვეჭიდავები, რომ ხელი გავაშვებინო. როგორღაც ვახერხებ და ოთახიდან გაბრაზებული გამოვდივარ.
_მხეცი ხარ, პირუტყვო!!!


"ს ი ძ ლ ვ ი ლ ი დ ა ნ ს ი ყ ვ ა რ უ ლ ა მ დ ე

ბ ე ვ რ ი ა"



მეათე თავით გიბრუნდებით, ჩემო საყვარლებო. ეს არის თავი, რომელზეც თქვენი კომენტარები ყველაზე მეტად მაინტერესებს. გთხოვთ მითხრათ, როგორ მოგეწონათ, შენიშვნებსაც დიდი სიამოვნებით მივიღებ და შევეცდები გავითვალისწინო. ძალიან მიყვარხართ!!!



№1  offline წევრი -Unknown-

არ მეყო ეს თავი, კიდევ მინდოდა... შენ კი როგორც ყოველთვის შესანიშნავი ხარ❤️❤️❤️ ლილე სულელურად მოიქცა, რატიც, ნატაც... რადგან გოგო ყოველთვის ხვდება,ბიჭს მოსწონს თუ არა..! დარწმუნებული ვარ იცოდა,რომ რატის არ უყვარდა.. ლილე არასწორია, ლაშას მიმართ,რადგან მის გრძნობებზე ითამაშა.. ასევე ნატას მიმართაც, იცოდა,რომ რატის არ უყვარდა.. იფიქრა,რომ კარგი გაუკეთა ამით,მაგრამ პირიქით.. და რაც მოხდა მას შემდეგ,ლოგიკური იყო.. რატის მიმართაც არასწორია,რადგან ცოდოა ეს ბიჭი,რატო აწვალებს ასე.. ასევე საკუთარ თავსაც რატო იტანჯავს.. ორ ადამიანს უყვარს ერთმანეთი, ამ შემთხვევაში მესამე, ნატაა და არა ლილე.. ნატს და რატის შორის ლილე კი არ დგას, არამედ ლილეს და რატის შორის დგას ნატა..და ნატა,რომ ნამდვილი მეგობარი იყოს , ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა.. როგორც ლილე მოიქცა, მისი ჭკუით კარგად, ეგრე უნდა მოქცეულიყო ნატა.. მგონი მიხვდები რასაც ვგულისხმობ :დ ამდენი ვილაპარაკე, გაგიკვირდება დაა არ მაქვს შენიშვნა! რაც ამ თავში წერია, ეს რეალობაა! ბევრი ასეთი შემთხვევაა ჩვენს ირგვლივ. სიყვარული.. სიყვარული სწორეს ესაა.. ბევრ სიგიჟეებს, შეცდომებს,სისულეებებს გაკეთებინებს.. ბევრი სიხარულია,თუმცა ბევრი ტკივილიც,წყენაც.. ბევრი ბარიერია.. მოკელდ ეს თავი შეშავიშნავი იყო, ვფიქრობ, სწორედ ასეთი უნდა ყოფილიყო..❤️❤️❤️

 


№2  offline წევრი fluctus Oceani

გაგახარა ღმერთმა რომ ლაშა და ლილე ერთად არ დტაოვე ნატა ამ ცხოვრებაში ჩემ მტერ ნიკაზე მეტადაც კი მძულს იმ ადამიანზე მეტადაც მძულს ვინც მესამე კლაში სიყვარული ამიხსნა და მე ნაცემი გავუშვი დედამისთან ჩემ მათემატიკის მასწავლებელზე მეტადაც მძულს ბუნებაზე ქიმიაზე ყველაფერზე მეტად მძულს ეგ არის ერტი დიდი დებილი უნამუსო მაგარი დებილი გოგო ნამდვილი ძროხა ნამდვილი სატანა ძროხა როგორ გაბედა რომ რატის ასეთი ღაღაცა უთხრა ან რატიმ როგორ დაიჯერა ან როგორ მოექცა ამ დატანჯულ გოგოს ეგ კიდევ უფრო იდიოტია,ნატას გულისთცვის რომ მისწერა ის წერილი რა იყო ეგონა რომ აღარ უყვარდა ძალიან ბევრი დაუშავა მაგ ბიჭმა ლილეს და მერე ცხვარივით მიდის და პატიებას თხოვს ,დათო მიყვარს მე ძალიან მეც მინდა ეგეტი მეგობარი მაგრამ უკვე მყავს, მართალია ძმა მყავს მაგრამ ეს მეორე ძმაა ნამდვილი და-ძმა ვართ ნუ ამაზე მოვრჩეთ,ლილეზეც გაბრაზებული ვარ რას მიწერა ის წერილი მოუნდა ახლა ამასაც ბედნიერი წყვილი არადა თვითონ კი დადის დატანჯული ,გაგიკვირდება და შენიშვნა არ მაქვს და ნატას კიდევ გავლანძღავ სხვა სიტყვები რომ მომაფიქრდება

ხო კიდევ შესანიშნავი ხარ და ეს თავი ასეთი უნდა ყოფილიყო დღეს ერთზე მაინც ამომენთხია ბრაზი და ეს არაადამიანი ნატა იყო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent