შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კოცნის ვალი (7)


8-12-2018, 14:04
ნანახია 5 051

გამგზავრების წინა დღეს, საშინლად მეძინა. სასტუმროს ნომერში რბილ საწოლზე ვიწექი, ვბორგავდი და ვერ ვიძინებდი იმაზე ფიქრში თუ რა მოხდებოდა როცა ალექსანდრესთან ერთად მომიწევდა პარიზის რომელიღაც გარეუბანში ვიზიტორებთან წასვლა და მათთან კონტრაქტის უცხო ენაზე გაფორმება. "რა გენაღვლება სოფი, ფრანგული ზღაპრულად იცი, ნეტავ რა განერვიულებს?"-ჩემს თავს ვეკითხებოდი და პასუხს მხოლოდ ზედაპირულ მიზეზებში ვეძებდი, სულ არ ვუფიქრდებოდი, რომ სრულიად შესაძლებელი იყო ერთადერთი და სრულყოფილი მიზეზი ჩემი დათრგუნული და გამოუძინებელი გონებისა, მეორე დილით ზუსტად ჩემი ოთახის კარის წინ მედგა.
-მზად ხარ?-უემოციო სახითმკითხა, თითქოს პასუხი მხოლოდ ოფიციალური იყო და დიდად არც აინტერესებდა.
-უკვე მივდივართ?-მეც კითხვით ვუპასუხე და ცივი ღიმილი მივაგებე.
-ჯერ არა, სასტუმროში რაღაცები მაქვს მოსაგვარებელი-საქმიანი ტონით ჩაილაპარაკა. "შენცარ მყავდე დიდი პოლიტიკოსი და ბიზნესმენი-თქო"-გავიფიქრე და ჩამეღიმა.
-რა გაცინებს?-აღრენილმა გამომხედა-რამე სასაცილო ვთქვი?
-ღმერთო ჩემო, დაწყნარდი-წარბები ავზიდე და ხელებიც დავიხმარე ჟესტების ფუნქციით.-მეტი საქმე არ მაქვს, ნებისმიერ გაღიმებაზე ნებართვა გკითხო. ან, ახლა რატომ ინტერესდები ჩემი სიცილის მიზეზით? ჩემი ხასიათი შენი გასარჩევია?-მივაყარე კითხვები და საკუთარი თავით კმაყოფილი, ნიშნისმომგებიანი მზერით მივაშტერდი. საინტერესოა, ახლა რას იტყოდა, ისევ დიდგულზე თუ იყო ვაჟბატონი...
-გეყოფა თამაში-შეჩერდა და თითი ცხვირწინ დამიქნია. მის საჩვენებელ თითს მზერა გავაყოლე და გულში გამეცინა. ნეტავ ამჯერად რითი დამემუქრებოდა?
-რატომ ბატონო ალექსანდრე?-გამოვიწვიე და მხრებში გავსწორდი, რათა მისი სიმაღლე გამოვჩენილიყავი, მაგრამ აშკარა განსხვავება იყო ჩვენს სიმაღლეებს შორის.
-მიწვევ?-შემომხედა.
-რას ამბობ-შევიცხადე და ბოროტი ბავშვის ღიმილით გავუღიმე.
-მე რასვამბობ, არა?
-არა-თავი გავაქნიე. მის ნერვებზე თამაშს განვაგრძობდი და ამით მშვენივრად ვერთობოდი. სულარ მჭირდებოდა გაღიზიამება მასთანლაპარაკის დროს, თურმე ისიც შემეძლო, მხოლოს ის გამეღიზიანებინა, მე კი მის სახეზე გულიანად მეცინა.
-რაო სოფი, ბაღში ხომ არდამებრუნებინე?-ცინიკურად გამიღიმა და მაშინვე შემაცივდასახეზე ღიმილი.
-რათქვი?
-შენს ტოლებთან თამაში მოგნატრებიათქო-უფრო ფართოდ გამიღიმა და კბილები გამოაჩინა. შეურაცხყოფაზე გადავიდა არა? თუ ასე ვთამაშობდით, წესების გარეშე, მაშინ ჩემი ჯერი იყო.
-კარგი ძამიკო, ოღონდ ჯერ რძიანი ფაფა უნდა ჭამო, რომ ტვინის უჯრედები ცოტა განგივითარდეს, ხომ ხედავ ორი წლის ბავშვის გონებრივ შესაძლებლობებს ვერ აცდენილხარ.
თვალებდაწვრილებულმა შემომხედა და ამოისუნთქა.ნუთუ ახლა აფეთქდებოდა?
ჩემკენ წამოვიდა, მე კი როგორც ყველაზე მშიშარა ადამიანს შეეფერება, უკან-უკან დავიხიე დიდი ნაბიჯებით და თვალებით მოვძებნე დასამალი ან გასაქცევი ადგილი რომელიც ჩემდა საუბედუროდ არსად აღმოჩნდა.
-უკვე გარბიხარ?-ბოროტი ღიმილი დასთამაშებოდა სახეზე.-ჯერ ადრეა,თამაში არ დამთავრებულა.
-რა თამაში ალექს-ამოვიკნავლე და კედელს ავეკარი-კარგი რა, ბავშვი ხომაღარ ხარ.
-უი, მე კიდევ მეგონა,ორი წლის ბავშვი ვიყავი. ასე მალეგადადიხარ შენს სიტყვებს?
-არ მომეკარო-ვუყვირე და საკუთარი ხმაყურებში ხმამაღლა ჩამესმა. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს არარელურ სამყაროში გამომეღვიძა, ყურები დამგუბებოდა და თავი შიგნიდან ძლიერად მიგუგუნებდა.
-და რომ მოგეკარო რას იზამ?-ჩაიღიმა და რაღაც მომენტში გავიფიქრე, რომ ეშმაკი იყო, უეცრად გაჩენილი და თავს მესხმოდა, როგორც ფიზიკურად ნკლებას ძლიერ მოთამაშეს კრივში.
უცნაურია, მაგრამ ხუტი წამის შემდეგ უკვე შევეჩვიე სიტუაციის სიმძიმეს და მზად ვიყავი, მივეკალი ისე, რომ ხოდვები უკვე მონანიებული მქონდა გულში.
-ენა გადაყლაპე?-ყფრო მეტად მომიახლოვდა და უკვე წინ მედგა, ძალიან ახლოს. მისი მკერდი ჩემს მხრებს უსწორდებოდა და საცოდავი თვალებით ავყურებდი თავდაჯერებულ ცინიკოსს იქნებ როგორმე მოლბობოდა გული, სიკეთის ერთი მარცვალი გაეღო და ჩემთვის თავი დაენებებინა?
-შემეშვი-დავიკნავლე და დარწმუნებული არ ვიყავი გაიგო თუ არა.
-შეგეშვა?-გაიმეორა და ჩემი თმათითებშუა მოიქცია. კულულის თითზე დახვევას შეუდგა და თვალებში მოშტერებულმა ჩემთანსაუბარი განაგრძო-იქნებ სინამდვილეში არ გინდა რომ შეგეშვა?
-რაებს ლაპარაკობ?-უცნაურად მივაჩერდი. ვერ ვხვდებოდი ამჯერად რაზე საუბრობდა და რაზე მიმანიშნებდა საკუთარი სიტყვებით.
-იქნებ ტყუილად არ მეთამაშებითქო სოფი-სხვაგვარად გამიმეორა და კულული თავის ადგილზე დააბრუნა-იქნებ სხვა რამე გინდა...
-რა?-გაოცებული მივაშტერდი და სახე ბრაზისგან ამიწითლდა-შენ რა, სულ გაგიჟდი? რა იფიქრე, მითხარი ერთი! იცი რა, მოდი ერთ რაღაცას გეტყვი, ძალიან სასარგებლო რჩევაა გამოგადგება. ადამიანი სხვებზეც იმასფიქრობს, თვითონ როგორიცაა. შენი გადასაწყვეტია როგორ შეაფასებ სხვებს. ახლა კი გაიწიე-მხარზე მივაწექი,თუმცა არ დამჭირვებია ძალის გამოყენება რადგან თვითონ გაიწია.
-ყოველთვის ვერ გაიქცევი უბრალო მონოლოგით-მომაძახა მაგრამ ყურადღება აღარ მიმიქცევია.
უხმოდ გამოვიტანე ჩემი ჩემოდანი ნომრიდან და დაცვას პირველ სართულზე ჩატანა ვთხოვე. ზრდილობიანი მანერებით მანიშნა ხელი გაუშვითო და ჩატანაში დამეხმარა. ფაქტიურად იმ ვაჟბატონის მეტი არაფერი მაკლდა წასასვლელად გამზადებულს. პირველი სართულის მისაღებ დერეფანში დიმიტრი და თიკა გამოჩდნენ, ჩემკენ მოემართებოდნენ.
-სოფი, სად მიგეჩქარება ამ დილაადრიან?-ინტერესიანად მკითხა ბატონმა დიმიტრიმ.
-სად უნდა მიმეჩქარებოდეს. ციმბურში გამამწესეს უფროსმა და მისმა ძმაკაცმა.-ამოვილაპარაკე მაგრამ მისი ცალწარბაწეული სახე რომ შევნიშნე, ცას დავუწყე ყურება.
-და მერე ვინ გითხრა, რომ ასეადრე მიდიხარ ნიცაში? იქ ხალხს ჯერ არც გაუღვიძია.
-მე კი ვიცი რომ შრომისმოყვარე ხალხი ადრე იძინებს დაადრე იღვიძებს.
დიმიტრიმ ამოიოხრა და ახლა თიკამ დაიწყო ჩემთან ბჭობა:
-სოფი, საღამოს მიემგზავრებით, ასეა შეთანხმებული იმ კომპანიის დამხვედრებთან. სპეციალურად უნდა მიგაცილონ ბიზნესმენებთან.
-კი მაგრამ რა საჭიროა ამხელა ოფიციალურობა?-ამოვიწუწუნე, მაგრამ როგორც ჩანსმათთან ამაზე ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა.-კარგი, ესე იგი, საღამოს მივდივართ და არა ახლა, როგორც იმ ჩამოუყალიბებელმა თქვა.
ალექსანდრე, ძალიან ხომ არ გაგიტკბა ტყუილები? ესე იგი, მე ამ დილაუთენია უნდაგავეშვი ნიცაში და ის კომფორტულად ჩამობრძანებულიყო თავის დროზე დამხვედრებთან, რომ შემდეგ შეთანხმებისამებრ მიეცილებინათ სასტუმროში, მეკი ნიცაში დაკარგულს კარ-კარ მევლო და იმის მისამართი გამერკვია, რაზეც აზრზე არ ვიყავი.
ასე ხომ? ალექსანდრე, დრო მოვიდა კარმამ პასუხი დაგიბრუნოს-თქო გავიფიქრე და ჩავიღიმე. დიმიტრისა დათიკას გამოვცდი და სასტუმროს ადმინისტრატორთან მივიჭერი.
-ქალბატონო-დავუაძახე რომ გამოფხიზლებულიყოდა მანაც მაშინვეგამომხედა.
-გისმენთ მადამ-თავი დამიკრა და სწორედ იმ ღიმილმა გაუხსნა ბაგე,მხოლოდ ფრანგ ქალებს რომ ეკუთვნით.-რით შემიძლია დაგეხმაროთ?
-მძღოლი მჭირდება. და კიდევ გიდი-ნიკაპზე თითიმივიდე და ჩავფიქრდი.-ჰო, კიდევ, ჩემი ინფორმაცია არსად იყოს გაცემული, უფროსთანაც კი, თორემ გიჩივლებთ.
დარწმუნებული სახით გავუღიმე და მიუხედავად იმისა, რომ მეგონა ჩემი სიტყვებით დავაშინე, უემოციო სახით დამიქნია თავი და სამაგიდო კომპიუტერში მოთხოვნა შეიყვანა.
-დაფიქსირებული ხართ, მაგრამ თქვენს ინფორმაციას არ გავცემთ. კიდევ რითი შემიძლია გემსახუროთ?
-მეტი არაფერია. როდის მოვა მძღოლი?
-მოთხოვნა გაგზავნილია და დაახლოებით ათ წუთში აქ იქნება მანქანა. რომელი ობიექტების დათვალიერება გსურთ?
-გზაში გადავწყვეტ.
-მაგრამ მონაცემები გვჭირდება რომ თანხა დავაჯამო.
-თანხას მგზავრობის ბოლოს შესაბამისად გადმოგცემთ, შეგიაძლიათ, ესეც შეიყვანოთ მაგ კომპიუტერში-თითით მივუთითე და ღიმილით გამოვტრიალდი.
ჩემს ნომერში ავბრუნდი და საწოლზე ჩამოვჯექი. ღირსი იყო ალექსანდრე, მჯდარიყო და ჩემ ლოდინში დალეოდა სული.
უეცრად ბაც ვარდისფერ კედელზე გაკრული ფრანგული კალენდარი შევნიშნე და მეუცნაურა. მხატვრულ ნიმუშს უფრო ჰგავდა, ვიდრე კალებნდარს. თანაც არამარტო რიცხვი, არამედ პარიზის პეიზაჟი და რუკაც ეხატა. ალბათ, ტურისტებისთვის გააკრეს-თქო გავიფიქრე და ჩამეღიმა. საწოლიდან წამოვდექი და კალენდარს მივუახლოვდი. თვალი იმ ღირსშესანიშნაობას მოვკარი, საქართველოში ყოფნისას რომ ვათვალიერებდი ინტერნეტრუკებში.
-მშვენიერია-ამოვილაპარაკე და წითელი მარკერით მოვხაზე ადგილი. დღეს სწორედ აქ ვიმგზავრებდი, ბატონი ალექსი კი მშვიდად დაჯდებოდა ფეხი-ფეხზე გადადებული და ყავას მოწრუპავდა იმ იმედით, რომ ოდესმე დავბრუნდებოდი მის"ძვირადღირებულ" სასტუმროში.
-ალექსანდრე, აბა შენ იცი. შეგიძლია მთელი დღე მეძებო...
ტანსაცმლიდან რამდენიმე ხელი ამოვალაგე და შორტის კომბინიზონი მოვირგე. ახლა პარიზში საოცარი ამინდები იყო, მზიანი დღეები და გრილი ღამეები. ჩემთვის არაჩვეულებრივ ამინდებს მადლობა ვუთხარი და ნომრის კარზე კაკუნიც გავიგე.
კარი გავაღე და ჩემ წინ აღმართული, მხრებში გამართული დაცვის წევრი დავინახე.
-მადამ, თქვენი ტაქსი ადგილზეა და გელოდებათ.
თავი დავუკარი ოთახაში შევბრუნდი ჩანთის ასაღებად და კარი გამოვიხურე. კომფორტული, საშუალო ზომის ზურგჩანთა მიმქონდა, შიგნით კი ყველა საჭირო ნივთი ჩამეყარა და მიკვირდა ამდენი ადგილი როგორ აღმოჩნდა ჩანთაში.
როგორც ყოველი მგზავრობისწინ, ფეხზე კომფორტული კეტები მომერგო (ფეხი რომ დამცდენოდა მაღლებში, მერე სად მივდიოდი? ნიცაში ნამდვილად ვეღარ). თმა კი მაღლა ამეკოსა მიუხედავად მისი სიმოკლისა, ყველანაირად ვცდილობდი, არაფერს შეექმნა არაკომფორტული სიტუაცია და არც სიცხეს შევეწუხებინე.
მძღოლმა კარი ჯელტმენურად გამომიღო და მეც რბილ სავარძელზე კომფორტულად მოვთავსდი. უკვე მზად ვიყავი პარიზის გულის აღმოსაჩენად.
*******************************************************************************
მძღოლი მანქანას ნელა და ფრთხილად ატარებდა, ქვაფენილზე მატარებელივით მისრიალედა ბორბლები და ხმაური ულაც არ მაწუხებდა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ პარიზი სულაც არ იყო ისეთი ქალაქების მსგავსადდ ხმაურიანი, როგორიც მანჰეტენი, ან ნიუ-იორკის ნებისმიერი უბანი იყო.
-სად მიგიყვანოთ ქალბატონო?-მკითხა მძღოლმა და სარკიდან დამაკვირდა. შევნიშნე, როგორი ნათელი თვალები ჰქონდა მოხუცს და გულში ჩამრჩა მისი თვალებიდან გადმოსული სითბო. ვიცოდი, რომ ფრანგები საოცრად თავაზიანები და თბილები იყნენ ტურისტების მიმართ და არც ერთმანეთს ჭამდნენ ისე, როგოც სხვა ეროვნების ხალხი.
-ტრიუმფალურ თაღს მოვინახულებ, ხომ ისევ ადგილზეა?-ვეხუმრე და ისიც მიმიხდა. წყნარად ჩაიცინა და თავი დამიქნია.
-დიახ, მადამ, ჯერ კიდევ გამძლედ დგას თავის ადგილზე.
წინ ნელა მივიწევდით და მალე შარლ დე გორის მოედანსაც მივადექით. პარიზის თექვსმეტი პროსპექტიდან თექვსმეტივეს მასთან მივყავდი, ჩვენ კი ერთ-ერთ მათგანზე გავიარეთ, კერძოდ პრესბურგის ქუჩაზე და ქალაქის შუაგულში აღმართულ უზარმაზარ ვარსკვლავის მოედნის სატრიუმფო თაღს მივადექით. საოცარი იყო ამ ღირსშესანიშნაობის ახლოდან ყურება, დარწმუნებული ვიყავი, ამხელა შენობის წინ ერთი ბეწო ვჩანდი შორიდან და გულში ნაპერწკალმა გამკრა. ბედნიერების ნაპერწკალმა, რომელიც ყოველ ადამიანს უგრძვნია იმ ოცნების ახდენისას, რომელსაც მთელი ცხოვრება მოელოდა. ბავშვობაში, როდესაც კითხვა კარგად ვისწავლე და უკვე ნაკლებად საბავშვო წიგნებს ვკითხულობდი, დედამ ტავისი საყვარელი წიგნი მაჩუქა. წიგნს ზუსტად ასე ერქვა "ტრიუმფალური თაღი". არ ვიცოდი, რას უკავშირდებოდი მისი სახელწოდება, მაგრამ მერე მივხვდი, რომ წიგნის მთავარი გმირების სიყვარული ავტორმაც და ნებისმიერმა მკითხველმაც, სწორედ პარიზის ტრიუმფალურ თაღს დაუკავშირა. როდესაც ვკითხულობდი, გონების კუნჭულში, ჩემთის, საკუთარი აზროვნებიდან და წარმოსახვიდან გამომდინარე, თვალწინ წარმომიდგებოდა ტრიუმფალური თაღის აღწერილობა და მისი ვიზუალურობა. ახლა კი, როდესაც მის წინ ვიდექი, ვერ ვიჯერებდი, რომ შეიძლებოდა, ასეთი რეალური ყოფილიყო. გულში იმხელა სითბო ჩამეღვარა, მეგონა, გამისკდებოდა. ღვალზე ბედნიერების ცრემლი მომადგა და მძღოლს ვთხოვე, აქ დამიცადეთ მანქანით-თქო, თავად კი თაღის ახლოდან დასათვალიერებლად გავეშურე ემოციებმოზღვავებული.
********************************************************************************
ტაქსიში რომ დავბრუნდი, უკვე დაბნელებულიყო, მძღოლი კი მანქანაში არ დამიხვდა. სად წავიდა ასე მალე, ვერ გავიგე. მანქანას მივეყრდენი და ზურგჩანთიდან სკიტლსის ტკბილეული ამოვიღე. შეკვრიდან რამდენიმე მუჭაზე დავიყარე და მშიერს, პატარა ტკბილი კანფეტებიც მეგემრიელა. ორი წუთიც არ იყო გასული, ქუჩის კუთხიდან მანქანის ხმა რომ მომესმა და რადგან არავის ვიცნობდი, ყურადღება არ მიმიქცევია, სანამ გვერსის ავლის ნაცვლად სწორედ ჩემს ფეხთან არ გააჩერა. მანქანას უაზრო თვალებით ვუყურებდი და მუჭაში დაყრილი სკიტლის კანფეტებიდან მწვანეებს ვარჩევდი.
მანქანის კარი ისევესწრაფად გაიხსნა, როგორც თვითონ მანქანა გაჩერდა. სულ ორი წამი გაგრძელდა ჩემი შიში მანიაკებთან დაკავშირებით, შემდეგ კი ყველაზე მავნე და მიუშორებელი მანიაკი დავინახე და ამოვიოხრე.
ალექსანდრე ჩემკენ გამოემართა დიდი ნაბიჯებით და ფეხების სიმეტრიულ გადადგმაზეც მივხვდი,რომ უბრალოდ გაბრაზებული კი არა, გაცეცხლებული იყო.
-შენ გოგო ნორმალური ხარ?-როგორც კიმომიახლოვდა, თითქმის ყვირილით მკითხა და წინ დამიდგა.
-სკიტლსიგინდა?-მუჭა გამოვშალე და გავუწოდე.
გაშლილ ხელისგულზე ხელი ამკრა და ტკბილეულისულ ძირს დამაფანტინა.
-ველურო-დავუყვირე და მანქანაში ჩაჯდომა დავაპირე, მკლავზე ხელი რომ მტაცა.
-ძალიან დიდ ხანს ხომ არ გაგიგრძელდა მოგზაურობა?
-რა შენი საქმეა?-ჯიბრით ვკითხე და ტუჩი ავიბზუე.
-სოფი, ნუ ცდილობ, გამაბრაზო-კბილებში გამოსცრა და მანქანაზე მიმითითა ჩაჯექიო.
-შენ უკვე ბრაზობ-მხრები ავიჩეჩე და დოინჯშემორტყმული მივაჩერდი.
-შენ კი ძალიან მშვიდად ხარ-მოჭერილი ხელით მანქანისკენ მიბიძგა და წინა სკამზე დასმის ნაცვლად უხეშად დამაგდო.
-იქნებცოტა ნელა ქნა?
-გეყო სიზანტე.
მანქანის საჭეს მიუჯდა და კარის მოხურვისთანავე დავიძარით.
-ძრავა არ გამოგირთავს?- ინტერესით ვკითხე.
-და ამდენი დრო გვქონდა?-ბრაზით გადმომხედა და სწრაფად განაგრძო გზა.
-დილით რატომ მომატყუე?-ახლა ჩემი ჯერი იყო, დანაშაული მეგრძნობინებინა, თუ ჯერ კიდევ შერჩენოდა ამის გრძნობა.
-რა მოგატყუე?-უცნაური სახით გამომხედა.
-რომ მივდიოდით.
შემომხედა და თავი გააქნია.
-არაფერი მომიტყუებია, გკითხე ჩემოდანი თუ ჩაალაგე-თქო. შეგვეძლო, ჩემოდნები მაშინვე გაგვეგზავნა, რომ მერე აღარ გვეტარებინა აეროპორტამდე, მაგრამ როგორც ხედავ, შენ გამო ყველა გეგმა ჰაერში დარჩა.
საქარე მინას გავხედე და ჩემს შეცდომებზე დავფიქრდი. ჰო, ამშემთხვევაში დამნაშავე ვიყავი, მაგრამ მე რეალურად, სიტუაციამ შემიყვანა შეცდომაში. "თავს ნუ იმართლებ"-ამომძახა ჩემმა დანაშაულის გრძნობამ და სინანული დამიმატა.
-მივასწრებთ რეისზე?-გავხედე ალექსანდრეს რომელიც გზას პირდაპირი, მკაცრი მზერით მისჩერებოდა.
-ვნახოთ.-მოკლედ მომიჭრა.
ირგვლივ მიმოვიხედე, ფანჯრის ჩაწევა მინდოდა. მანაც შენიშნა და ყურადღება მომაქცია როგორც იქნა.
-რას ეძებ?
-ფანჯარას ჩაუწიე, ჰაერი აღარ მყოფნის.
სწრაფად ჩაუწია მინას და მეც სუფთა ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე.
-რა გჭირს?-ნაკლებად მკაცრად, თუმცა მაინც ცივად მკითხა.
-არაფერი.
-სოფი!...
გავხედე. დაჟინებითა და ინტერესით მიმზერდა. ამოვიოხრე და ვუპასუხე:
-მგზავრობის ბრალია.
-ცუდად გხდის?
თავი დავუქნიე. უკმაყოფილო მზერა შევატყე. ვერ ვხვდებოდი, მელაპარაკა თუ გავჩუმებულიყავი. ყველაფრის უკმაყოფილო იყო და მეც მაბნევდა მისი ხასიათის უცვლელი უარყოფითობა.
სიცხისგან ჟაკეტი გავიხადე და უკანა სავარძელზე გადავიხარე რომ დამედო, თუმცა თვალები ჩემოდნებზე გამიშტერდა.
-ამათ აქ რა უნდა?
-რაზე საუბრობ?-ამოისუნთქა ჩემი მოუსვენრობით დაღლილმა.
-ჩემოდნებიც თან წამოიღე?-გაოცებული მივაჩერდი.
-აბა უკან მივბრუნებულიყავი სასტუმროში?-შემომიღრინა.
-რა? ანუ, ახლა...
-ჰო, ახლა პირდაპირ აეროპორტში მივალთ და ნიცაში გავემგზავრებით.-გაიმეორა და ცივად ჩაიღიმა.
-ალექსანდ...
-რა?-დასრულებაც არ მაცადა, თავი შემოატრიალა ჩემი მოწუწუნე ხმის გაგონებაზე.
-მერე თიკა?-კატის თვალებით მივაშტერდი.
-რა თიკა?-წარბები შეიჭმუხნა.
-ახლა მას როგორღა დავემშვიდობო? თან რაღაც უნდამეთქვა.
წარბაწეულმა გამომხედა და ირონიული მზერა მიძღვნა.
-ხომ არ მივბრუნდე, რომ ერთმანეთს ჩახუტებოდით?
ამოვიოხრე. რა ცინიკოსი იყო ზოგჯერ?! საძაგელი...
მანქანა გააჩერა და გადავიდა. ჩემთვის არაფერი უთქვამს, ამიტომ ვიფიქრე, უნდა დავლოდებოდი. უკანა კარი გამოაღო და ჩემოდნები გადაიტანა. მერე მე მომიტრიალდა:
-მოდიხარ თუ აქ რჩები?
მანქანიდან გადავედი და გავაცნობიერე, რომ უკვე აეროპორტში ვიყავით, მე და ალექსანდრე, თანაც მარტოები. წამით დავეჭვდი, თიკამ სპეციალურად ხომ არ ჩამიწყო-თქო საქმე, მაგრამ მერე მივხვდი, რომ საქმიან მოლაპარაკებაზე ასე ადვილად ვერ გამომიშვებდა, რომ არა დიმიტრი.
ალექსანდრემ ჩემოდნები წამოიღო და სპეციალურად ჩვენთვის დაყოვნებულ თვითმფრინავში ჩავსხედით. ამჯერად გვერდიგვერდ ვისხედით და ერთმანეთს წამითაც არ ვუყურებდით.
აფრენისას თვალები დავხუჭე და წარმოვიდგინე, რომ არაფერი ცუდი არ მოხდებოდა, ყველაფერს კარგად უნდა ჩაევლო, ზედმეტი აღელვებისა და პანიკის გარეშე. ყველაფერი ცუდი უკან მოვიტოვეთ, ასაფრენ ბილიკზე და ცაში ავიჭერით. თანდათან ვეჩვეოდი მოსალოდნელ სიმაღლეს, ვათვალიერებდი პეიზაჟსა და პარიზის საოცარ ხეივნებს, გამორჩეული დეკორაციებით გაფორმებულ პარკებს, უბნებს, მოხაზულ ფილაქნებს, სხვადასხვა ფორმამიცემულ, გაკრეჭილ ბუჩქებსა და დაბალ, ხასხასა მწვანე ხეებს. ვუყურებდი და ვფიქრობდი, რომ სადაც არ უნდა წავსულიყავი, ჩემი თავი არასდროს უნდა დამეკარგა, რომ ყოველთვის ის უნდა ვყოფილიყავი, ვინც სინამდვილეში ვიყავი და ერთ უბრალო სანაძლეოს გამო, რომელიც თიკასთან დავდე, ჩემი პიროვნება არ უნდა შემეცვალა.
-რაზე ფიქრობ?-მისი ხმა მომწვდა ყურამდე და მისი მზერაც დავიჭირე. განსხვავებული ემოციით მიყურებდა, თითქოს თვალები ვარკსვლავებივით უციმციმებდა და მთვარესავით უბრწყინავდა, სრულიად სხვა ადამიანი მეჩვენა მაშინ, როცა გავხედე.
-ყველაფერზე-მხრები ავიჩეჩე და ისევ ფანჯარაში გავიხედე. კვლავ ფანჯრის მხარეს აიღო ჩემი ბილეთი, ალბათ შეატყო პირველი ფრენისას, როგორ მომეწონა ეს ადგილი.-ვცდილობ, პარიზს საკუთარი ინდივიდუალური, სხვებისგან გამორჩეული დადებითი ვუპოვო, რაც სხვა ქალაქებს არ აქვთ. ის, რაც მას განსხვავებულს და უფრო საინტერესოს ხდის.
ვიგრძენი, როგორ მიეყრდო სავარძლის საზურგეს და თავიც მასზე ჩამოდო, მერე კი მშვიდი, საბალი ტონალობის ხმით გამომეპასუხა:
-ჩემი აზრი თუ გაინტერესებს, პარიზი ყველაზე წყნარი და მოდერნიზებული ქალაქია. აქ ხალხმა საკუთარი ღირსება და კულტურა კარგად იცის, პატივს სცემენ ყოველ გამვლელს და თავაზიანად გესალმებიან, ვინც არ უნდა იყო. პარიზი სიყვარულის ქალაქია, სოფი და შეუძლებელია სიყვარულის ქალაქი თავად არ შეგიყვარდეს. უბრალოდ, თუნდაც ერთი ხედის დაკვირვებით, შეამჩნევ, რომ ამ ქალაქს შეუძლია ჩაგაფიქროს და ზოგიერთ სიტუაციაში საკუთარი სტუმართმოყვარეობით ხასიათი გამოგისწოროს.
დავფიქრდი, ჩემი ხასიათის ცვალებადობა სწორედაც რომ ქალაქის ბრალი ყოფილათქო, მაგრამ მერე გონებაში ვიუარე. როგორ შეიძლება, უცხო ქალაქს დააბრალო შენი ემოციური კომპლექსები და სტრესი.
ალექსანდრეს მოსმენამ ხასიათი გამომისწორა და უკეთ მიმახვედრა, რას ვეძებდი პარიზში. ნებისმიერ უცხო ქვეყანაში შეუძლია ადამიანს თავგადასავლების ძიება, თუმცა არის კიდევ რაღაც, რაც მთავარი ღირებულებაა ყოველი ქვეყნის და თუ ამას იპოვი, ესე იგი უშედეგოდ არ ჩაუვლია შენს მოგზაურობას.
ქალაქს გადავუფრინეთ და უბნებს გავცდით. ფიქრმა დამღალა და ტავი მინას მივადე. გრილი საოცრად მესიამოვნა, თუმცა დაღლილზე არც სიგრილემ გაჭრა საიმისოდ, რომ ძილისპირულიდან გამოვეყვანე და მშვიდი, ტკბილი ძილით ჩამეძინა.
****************************************************************************
-სოფი, თვალები გაახილე-ალექსანდრეს დაღლილი ხმა მომესმა და უკვე იმედგადაწურულმა ამოიოხრა, რადგან ეგონა, ჩემი გაღვიძების გრძელვადიანი მცდელობა წყალში ჩაეყარა, მე კი თვალები გავახილე და მუჭითმოვიფშვნიტე.
-სად ვარ?-ამოვიჩურჩულე და ვიღაცის მხარზე თავჩამოდებული, უკეთ მოვკალათდი.
-არა, ძილი გეყო შენ-მხრებზე ხელი მომკიდა და გამასწორა. ვიგრძენი, თავი როგორგადამივარდა გვერდზე ნახევრად მძინარეს, მან კი მსუბუქად შემანჯღრია, რომ გამოვეღვიძებინე.
-დამაცადე ძილი-ამოვიზმუვლე.
-რა დროს ძილია გოგო, მოვედით-შესძახა და მეც გამოვერკვიე.
-სად მოვედით?-თვალები გავახილე და პირაპირ მას მივაშტერდი თვალებში. ჯერ კიდევ მხრებით ვეჭირე.
-ატლანტაში-შემომიბღვირა და ხელები გამიშვა, როცა დარწმუნდა, რომ საკუთარ თავს ვიჭერდი.
-ნიცაში?-დასაზუსტებლად მაინც ვიკითხე და მანაც უაზრო მზერა მომაგება:
-სოფი, ძილმა ტვინის უჯრედები დაგიქვეითა?
თავიდან მისი ნათქვამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, მაგრამ ცოტა ხანში, რომ გავიაზრე, ბრაზიანად მივუტრიალდი:
- რაო, დიდიხანია სკლეროზი აღარ გვჭირსო?
-ვა, გამოცოხლდი უკვე? მშვენიერია-ღიმილით წამოდგა და სტიუარდესას ჭიქით წყალი მოსთხოვა.
წყლიანი ჭიქით ჩემთან დაბრუნდა და გამომიწოდა:
-დალიე, გამიფხიზლდები. მალე ჩავალთ.
გამოვართვი და მისთვის თვალისმოუშორებლად მოვსვი ცივი წყალი. მეგემრიალა. ნახევრად ცარიელი ჭიქა გავუწოდე და ოდნავ გავუღიმე:
-შენ არ გწყურია?
-დავლიე, როცა შენ გეძინა-თბილად გამიღიმა და ჭიქა უკან დააბრუნა-უფრო სწორად, სანამ შენს საზურგეზე მიყრდნობილს გეძინა. მერე უკვე ჩემს მხარზე გადმოხვედი და განძრევის საშუალებას აღარ მაძლევდი.
-ჰო არა?-ირონიულად გავუღიმე-იქნებ შენ თვითონ არგინდოდა ადგომა? მე მეძინა და როგორც ხედავ, ვერც შენ დაამტკიცებ საკუთარ სიმართლეს, თუ...
-თუ ფოტოები არ მაქვს არა?-ეშმაკურად ჩაიღიმა და ტელეფონის ეკრანი სახესთან ახლოს მომიტანა-ამას ხომ არ გულისხმობ შემთხვევით?
ფოტოზე მე ვიყავი გამოსახული, ალექსის მხარს ჩახუტებული, ბალიშის ფუნქცია ჰქონდა მიცემული, ისე ვუჭერდი ორივე ხელს.
-ეს რა არის?-თვალები გაოცებისა და შეშფოთებისგან გამიფართოვდა. ჯერ სირათს მივშტერებოდი, მერე ვაჟბატონზე გადავიტანზე მზერა.
-ფოტო, რათქმაუნდა, სხვა რა უნდა იყოს?-უდარდელად გაიღიმა.
-ჩემს ნერვებზე თამაშს მოეშვი ალექსანდრე.
-რა თამაშს?-ისე ოსტატურად შეიცხადა, ცოტაც და მეც დავიჯერებდი მის უდანაშაულობას.
-გეყოფა-თითი დავუქნიე და თვალები დავაწვრილე.-გირჩევნია, ახლავე წაშალო.
-და მე წაშლის მომხრე რომ არ ვარ?
-ნერვებს ნუ მომიშლი.
-სოფი, ფოტოს მაინც არ წავშლი, ტყუილად ცდილობ-ღიმილით დააბრუნა ტელეფონი ჯიბეში და მეც მზერა მისი ხელებიდან ჯინსის ჯიბეზე გადავიტანე. ნუთუ, არც ერთი პროცენტით არ იყო შესაძლებელი ამოღება?
-არც იფიქრო-თავი გააქნია და სკამზე გასწორდა.
ამოვიხვნეშე. მალე "ის" ჯადოსნური ხმაც გავიგე, რომელიც დაშვებას და ღვედების შემოწმებას გვაუწყებდა. როგორც იქნათქო გავიფიქრე და დაშვებისთვის მოვემზადე.
**************************************************************************
-კეთილი იყოს თქვენი მობრძანება-მაღალმა, ფრანგულად მოსაუბრე მამაკაცმა თავი თავაზიანად დაგვიკრა და ხელით ლიმუზინისკენ გვანიშნა.-ჩასხედით, ამით იმგზავრებთ.
ალექსანდრემ წელზე ცალი ხელი მომხვია და წინ ოდნავ მიბიძგა. მანქანაში ჩავსხედით რამდენიმე ოფიციალურ სამოსში გამოწყობილ ფრანგ მამაკაცთან ერთად.
ლიმუზინი ნელამიემართებოდა ქალაქის ცენტრისკენ. საოცრად ლამაზი იყო ნიცა, თუმცა არა ისეთი, როგორსაც წარმოვიდგენდი.
ცოტა ხანში, ძველებურ, თუმცა ახლად რეკონსტრუქციულ, გემოვნებიანი ექსტერიერის მქონე შენობას მივადექით და იქვე გავჩერდით. ბიზნესმენები ალბათ შიგნით გველოდდნენ, გარეთ კი დაცვა იცდიდა. კარი რომელიღაც ჯელტმენმა გამიღო და მეც ღიმილით გადავედი. -გამარჟობა, მადამ-ულვაშებიანმა ქართულად ჩამომირაკრაკა და თეთრი კბილებით გამიღიმა-მე ფრანსუა.
-სოფი-გამოწვდილ ხელს ჩემი ხელი გავუწოდე და ჩამორთმევას ვაპირებდი, თუმცა ის ხელზე მეამბორა და მკლავი მთელ სიგანეზე გაშალა იმის მისათითებლად, რომ კიბეზე ავსულიყავი. ალექსანდრეს აღარ დავლოდებივარ, ფრანსუას თავაზიანობითა და ფრანგი მამაკაცის შარმით მოხიბლული ავუყევი არცთუ ისე გრძელ კიბეს. გამახსენდა, რომ ჯერ კიდევ იმ ჯინსის კომბინიზონში ვიყავი გამოწყობილი, რადგან ალექსანდრემ ისე გამომაქცია აეროპორტში, გამოცვლის საშუალებაც არ მოუცია. შემრცხვა ამ ფორმით შეხვედრა, მაგრამ რას ვიზამდით. ჩემი ჩემოდანი დაცვამ ამოიტანა. შენობაში შესვლისას ჯერ მოორნამენტებული ჭერი და გამოქანდაკებული, მაღალი კედლები შევნიშნე, შემდეგ კი კიდევ ერთი ფრანგი.
-მოგესალმებით ჩვენს სასტუმროში-კეთილად გაგვიღიმა და სიტუაცია გაგვაცნო.-მისიე ბოჟაკი თქვენს ჩამობრძანებას მოუთმენლად ელოდა. დღეს საღამოსთვის რესტორანში ადგილებია დაკავშნილი, იქ შეხვდებით მისიე ბოჟაკს, მანამდე პატივი გვერგო, აქ დაგვებინავეთ. სასტუმროს საუკეთესო ნომრები გავიჯავშნეთ. წამობრძანდით, ყველაფერს გაჩვენებთ.
როგორც ჩანდა, ეს მამაკაცი წმინდა სისხლის ფრანგი იყო, ისეთი აქცენტით ლაპარაკობდა, მხოლოდ მშობლიურ ენაზე რომ ილაპარაკებს ადამიანი ასე. ღიმილით ვუსმენდი და გონებაში მიწევდა სწრაფად თარგმნა.
-ხომ ყველაფერი გაიგე?-გვერდში ალექსანდრე ამომიდგა და ყურში მიჩურჩულა ჩემკენ დახრილმა.
-კი და შენ?-ცალყბად გავუღიმე.
ჩაიცინა და ჩემთან ერთად მიჰყვა ფრანგს უკან.
მამაკაცმა, ფრანსუასთან ერთად, ჯერ სასტუმროს ვრცელი მისაღები გვანახა, შემდეგ სამზარეულო. ბოლოს კი, მეორე სართულზე ავედით, რათა ჩვენთვის გამოყოფილი ნომრები გვენახა.
ჩვენი ოთახები გვერდიგვერდ იყო. როგორც გავიგე, მარჯვნივ ჩემი იყო და ენთუზიაზმით აღსავსემ მოვათვალიერე მე-19 საუკუნის ინტერიერით გაფორმებული ოთახი და საოცრად მომეწონა მათი საინტერესო გემოვნება. ჩემი ოთახის დათვალიერებას რომ მოვრჩი, ალექსანდრეს ოთახის კარი შევაღე და იქვე, კართან მდგარი ალექსანდრესთვის ყურადღების მიუქცევლად მიმოვიხედე თითქმის ზუსტად ჩემი ოთახისნაირ ფართში.
-რას აკეთებ სოფი?-წარბაწეულმა მკითხა და ხელები გადააჯვარედინა.
-შენს ოთახს ვათვალიერებ.-ვუპასუხე ისე, რომ სახეზე არც შემიხედავს.
-და რატომ?
-მაინტერესებს, ჩემი ოთახისგან რით განსხვავდება.
ხმამაღმა გაეცინა და ხელით მანიშნა-დათვალიერება განაგრძეო და თვითონ ჩემოდნიდან საჭირო ტანსაცმელი ამოალაგა.
-ეგ ნაცრისფერი მაიკა არმოგიხდება-მივეჭერი და მაიკა ხელში ავიღე რათა უკეთ დამეთვალიერებინა.-ჯობია რამე ლურჯი ჩაიცვა, ამ ჯინსს თუ იცმევ.
მაიკა ხელიდან გამომტაცა და შემომიბღვირა.
-ნეტავ როდის გკითხე, რა ჯობდა?
-უხეშო-მივაძახე და გამოსვლას ვაპირებდი, საწოლის გვერდით მდგარ ლამპას რომ მოვკარი თვალი.
სანამ გააზრებას მოასწრებდა ლამპა ხელში ავიღე.
-ეს მიმაქვს-მივანიშნე.
-ეგ რაღათ გინდა?-გაოცებული მომაჩერდა.
-ჩემს ოთახში რომ დგას, იმაზე უკეთესი ეს არის.
ჩაიცინა და მაიკა გაიხადა.
-რას აკეთებ?-შეშფოთებული გამოვბრუნდი და მისგან ზუსრგით დავდექი.
-ვიხდი, ვერ ხედავ?-დარდელად მკითხა, ხმაზე შევატყე ცინიზმი-რა იყო, ხომ არ გრცხვენია?
-საიდან მოიტანე?-ხმაშეცვლილმა ვკითხე, მაგრამ ჩემს ხმაში უდარდელი ტონი სულაც არ იყო ისეთი ბუნებრივი როგორც მისი-ნამდვილი უსირცხვილოსი. ნამდვილად არშერცხვა იმის, რომ წინ გოგო ედგა და ზრდილობის გამოჩენაზეც არ უფიქრია წამით.
-ჰო, ნამდვილად არ დაბნეულხარ-გაიცინა და ჩემკენ წამოვიდა. მისკენ მივტრიალდი და მივაჩერდი. ის ნაცრისფერი მაიკა ჩაეცვა, მე რომ დავიწუნე.-არც სიწითლე გეტყობა ლოყებზე-დაიხარა და გახურებულ ლოყებზე ცივი თითები ჩამომისვა. შევუღრინე, მაგრამ თითების გაწევაზე არც უფიქრია, პირიქით, უფრო მეტად მომაკრო ხელის გული ჯერ ლოყაზე, მერე კი ყელზე. უეცრად, თავში ერთმა აზრმა გამკრა. გამახსენდა, რა სანაძლეო დავდეთ მე და თიკამ, ახლა კი სრულიად შესაფერისი მომენტი იყო და ხელიდან არც უნდა გამეშვა, თუ თავში ჭკუა მქონდა.
-მარტო მე არ მცხელა-გავუღიმე და პრესზე ხელი მივაყრდენი. ვიგრძენი, როგორ დაეკუნთა სხეული და გაშეშდა-ხომ არ ნერვიულობ?
უცნაური სახით გამომხედა და უკან დაიხია.
-რას თამაშობ სოფი?-გამჭოლი მზერით დამაკვირდა და ოდნავ გამიღიმა. ვეცადე, არაფერი დამტყობოდა სახეზე და რაც შემეძლო, უდარდელად ვუპასუხე:
-რასაც შენ თამაშობ ალექსანდრე.
გაიცინა და თავი გააქნია.
მისგან გამოვტრიალდი და სანამ ოთახიდან გამოვიდოდი ლამპით ხელში, მისი ხმა დამეწია უკნიდან:
-ფრთხილად ითამაშე, შუა თამაშში არ ჩაიჭრა.


სამწუხაროდ, ახალი თავების დადება მიგვიანდება ხოლმე, იმიტომ, რომ ვცდილობ, დიდი გამოვიდეს. იმედი მაქვს საინტერესო და ემოციური თავი გამოვიდა. გამიხარდება, თუ ისტორიის მკითხველები შეფასებასაც დამიწერენ.
პ.ს. გმადლობთ ყველას, ვინც კითხულობთ და თქვენი კომენტარებით მახარებთ ^ ^



№1  offline წევრი Shpliyvi

ყოველი თავი წინაზე უკეთესია????წარმატებები!ველოდები ხოლმე სულ მაგრამ ზომითაც დიდს დებ ამიტომ ვერ დავიწუწუნებ... საინტერესოა როგორ განვითარდება მათი კატა-თაგვობანა.. მომწონს უფრო და უფრო..????

 


Shpliyvi
ყოველი თავი წინაზე უკეთესია????წარმატებები!ველოდები ხოლმე სულ მაგრამ ზომითაც დიდს დებ ამიტომ ვერ დავიწუწუნებ... საინტერესოა როგორ განვითარდება მათი კატა-თაგვობანა.. მომწონს უფრო და უფრო..????

გმადლობ ^ ^ ჰომ, ჯერ note-ში ვწერ ნებისმიერ ადგილას (როცა მუზა მეწვევა) და მერე ვტვირთავ. ამიტომ გამოდის დიდი თავები.

 


№3  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

კარგიაა მომწოონს ძალიააან და მოუთმენლად ველი მომდევნო თავს ♥️♥️♥️♥️♥️♥️

 


ტკბილიწიწაკა
კარგიაა მომწოონს ძალიააან და მოუთმენლად ველი მომდევნო თავს ♥️♥️♥️♥️♥️♥️

მალე იქნება შემდეგიც. მიხარია, რომ იკითხება და თანაც მოგწონს ^ ^

 


№5  offline მოდერი D-roni

ამათი სექსობები შემიწირავს მე რა კაი ბიჭია ეს ალექსანდრეეეეეე და ეს სოფიც რა სასაცილო გოგოა რა :დდდ გელოდები და ლოდინში ნუ მკლავ ვეღარ ვძლებ:(((((

 


№6  offline წევრი fluctus Oceani

ღმერთო აი ეს მესმის მომწონს ძალიან

 


D-roni
ამათი სექსობები შემიწირავს მე რა კაი ბიჭია ეს ალექსანდრეეეეეე და ეს სოფიც რა სასაცილო გოგოა რა :დდდ გელოდები და ლოდინში ნუ მკლავ ვეღარ ვძლებ:(((((

მალე იქნება ძალიან heart_eyes

I love you baby
ღმერთო აი ეს მესმის მომწონს ძალიან

გმადლობ <3 kissing_closed_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent