სიზმარი თუ რეალობა? (თავი 1)
ყოველ ღამით ერთი და იგივე სიზმარს ვხედავ. თითქოს ეს სიზმარი მშთანთქავს და ჩემს რეალურ სამყაროს იმდენად უფერულს ქმნის ტირილი მინდება, დიახ ყოველი თვალის გახელისას როდესაც ვიაზრებ რომ ეს სიზმარი იყო სახე ცრემლებით მევსება და დეპრესია კვლაც თავისას შვება... როდესაც პირველად დამესიზმრა ყველაფერი არეულად ჩაიბეჭდა ჩემს გონებაში, მთელი დღე კარგ ხასიათზე ვიყავი. არ ვიცოდი რატომ თუმცა უცებ გონება გამინათდა... კოცნა, ჩახუტება, თბილი ბაგეები, მისი თვალები... ყოველი წამი ბედნიერების პიკს აღწევდა მასთან ერთად ყოფნისას, მეგონა ღვთაება ვიყავი რადგან ღმერთმა ის მარგუნა. ყოველი გამოღვიძება, ყოველი დილა ჩემთვის უბედური და ცრემლებიანი გახდა. როდესაც პირველად გავიაზრე რომ მხოლოდ სიზმარი იყო, ჩემ თავს ვკითხე რატომ? რატომ იყო სიზმარი და არა რეალობა? თუმცა მხოლოდ ერთ პასუხს ვთვლიდი რეალურად, სიყვარულის ნაკლებობას გავნიცდიდი და ალბათ ამიტომ თქო... თუმცა ეს პასუხი დიდად არ მაკმაყოფილებდა. მაგრამ უნდა გამეგრძელებინა ცხოვრება, ეს ხო ისევ ცხოვრების წესია. კულინარიის ფაკულტეტს წელს ვამთავრებდი, ამიტომ მიწევდა კვირაში სამჯერ პრაკტიკებზე მევლო. არ მინდოდა საყვარელი საქმე შეეძულებინათ გადატვირთული გრაფიკით, " ცხენივით" აქეთ-იქეთ სირბილით. მხოლოდ ერთი რამ მაძლებინებდა, ღამე, როდესაც ის დამესიზმრებოდა. ზოგჯერ თვალებს ვხუჭავდი და წარმოვიდგენდი მას, როგორ მეხებოდა და როგორ მიკოცნიდა სხეულს როგორც სიზმარში. მისი მშვიდი სახე და ეშმაკური ღიმილი, სიმშვიდეს მგვრიდა და მეც თვალებ დახუჭული ვიღიმოდი სრულ უკუნით სიბნელეში. - რას აკეთებ გოგო? სულ გააფრინე არა? - სულ ესე შვებოდა დედა, მეგონა გული უგრძნობდა, არასაჭირო დროს შემოსვლა. - დედა რატომ მირღვევ სიმყუდროვეს? ისედაც იშვიათად გამაჩნია ეს უკანასკნელი - შევუღრინე და ისიც უტიფრად წამოვიდა ჩემსკენ. - სიმყუდროვეს არაა? მე შენი ტანსაცმელი უნდა დავფინო ამ სიცხეში და შენ თვალებ დახუჭული აქ ნებივრობდე? - ერთი საათი მაქვს დრო მხოლოდ. სატანად ნუ მომევლინები და ნუ დამასაქმებ გთხოვ. - სატანაააო? - ჩუსტი გაიხადა და სახესთან ამიფრიალა - როგორ ახსენებ მაგას ქრისტიან ოჯახში? ტუტუცო შეგირცვა ეგ თავი. - დედა ყოჩაღ! წავალ და დაისვენე. არც სატანა შეგაწუხებს და არც სულები. თვალები გადაატრიალა თუმცა სიტყვა არ ვათქმევინე ისე გამოვარდი ოთახიდან. მესმოდა როგორ ჩამდო საფლავში და შემდეგ ამომიღო. მამას მანქნის გასაღები ჩუმად ავიღე და ხმაურით გამოვკეტე სახლის კარი. ვიცოდი დღეს არ მუშაობდა, ამიტომ მთელი დღე სახლიდან ცხვირსაც კი ვერ გააყოფინებდი და ამიტომაც ავიღე გასაღები, ვერავინ მიხვდებოდა მხოლოდ, დაცლილ ბენზინის ბაკს შეამჩნევდა დილით. მანქანა გავაჩერე და გადავედი, ჩემი საუკეთესო მეგობარი ისევ ჩვეული საქმით იყო გართული. - ბომბომ რასაკეთებ? - ლოყაზე ტუჩები მივაწეპე, ხმამაღლა მივესალმე ფენის ხმა რომ გადამეფარა. - ეე მოხვედი? მომენატრეეე - მკოცნის და გოგონას რომელიც მოუსვენად ელოდება თმის დავარცხნას უღიმის. - მოვრჩი, თავისუფალიხარ ნატა. - ფულს ართმევს და ხელს უქნევს როდესაც გოგო მიდის - დავიღალე რა, მოდი დავჯდეთ. გინდა ყავა? - მინდა. მე გავაკეთებ დაჯექი შენ დაისვენე - ყავას ვადუღებ და სწეკლოს შავ მაფიდაზე ვუდებ. - მომიყევი რას შვები? - მეკითხება სიგარეტს ტუჩებ შუა იქცევს და მეც მაწვდის. - არ მინდა ჩემი მაქვს. აუუ ხო იცი რანაირია ლოლა? სიზმის გახსენებაც კი არ მაცადა. დილით ყავა გამიკეთეო, მერე ხალიჩაზე ლაქებია და მოწმინდეო. ბოლოს სარეცხი დაკიდე მე დავიღალეო, ჭკუიდან გადამიყავა უკვე გეფიცები. - ოო კაი რა, ისედაც იშვიათად ხარ სახლში. დიდი ამბავი თუ გეწუწუნა, სხვა არავინ ყავს რომ ეგრე ეწუწუნოს. - რაზე სარეცხზე? საჭმლის სუნად ყარს შენი გარდერობიო გუშინ ღამით შემიმაძახა - სიცილი ვერ შევიკავე რომ გამახსენდა როგორ გააღო კარი უცებ მითხრა და გავარდა. იცის ნერები არ მყოფნის. - პრაკტიკებზე რა ხდება? - ჩამწვარი სიგარეტი ჩავაქრე და ნიკოტინი წყლით ჩავრეცხე. - არაფერი, დავიღალე იმის სწავლით რომ სტეიკის შესაწვავად საჭიროა ყურძნის ძმარი რათა ცეცხლი მოეკიდოს. იმდენი ვიცი იქით ვასწავლი ყველას. - გაჩერდი, არარსებობს პროფესია რომელსაც ბოლომდე და ძირფესვიაბად შეისწავლი იცი ხო? - თვალები გადაატრიაკა, მის სახეზე კი გამეცინა.სალონში მაღალქუსლებზე "ამხედრებული" წითელ ტუჩება, ქალი შემოვიდა. - მოხვედი ნატაშკა? მოდი, მოდი. დაჯექი და მოვალ. - დანანებით შემომხედა დაქალმა და თვალები ისევ გადაატრიალა. მივხვდი ჭორაობა აქ დასრულდა. ლოყაზე ვაკოცე და სწრაფად გამოვედი სალომიდან. საათს დავხედე ოც წუთში რესტორან " ლოტუსთან" უნდა ვყოფილიყავი, მენსონის მძიმე როკი ხმამაღლა ჩავრთე და გაზს მივაწექი. საბარგულიდან ნაჭრის ჩანთა ავიღე და მანქანა ჩავკეტე. არ მინდოდა "ელიტა" ხალხში გამევლო ამიტომ, რესტორნის უკანა შესასვლელიდან შესვლა გადავწყვიტე. პირველ რიგში მსუქანი სნუპი შემხვდა, ( არ ვიცი ატომ მაგრამ ყველა ასე ეძახდა) ის შეფმზარეულის დამხმარე იყო და მისი წარმატებით მალევე წარმატებას მიაღწევდა. - მოხვედი ლიზა? - ხელი მეგობრულად დამადო და გამიღიმა - მოვედი სნუპი, მოვიდნენ ჩემები? - ვკითხე და სამზარეულოს მოვავლე თვალი, ყველა ერთად წრიალებდა. - კი, ნიკოლოზი და მარიამი. აი იქ არიან - მათ დანახვისას გამეღიმა. რადგან როგორც ყოველთვის ერთმანეთში ისევ კინკლაობდნენ. თეთრი წინსაფარი გავიკეთე და თმები ავიწიე რადგან შეფმზარეული ყოველთვის სისუფთავეს მოითხოვდა. ალბათ მეც ასე ვიქნები მეთქი გავიფიქრე და ბლოკნოტში ჩავიხედე. - დღეს მწვანე სალათს და სტეიკს აკეთებ ლიზა. - გამაფრთხილა სნუპმა და თვალი ჩამიკრა. ხორცის თხელი ფენა მოვჭერი და ოცდაათ წუთში ყველაფერი მზად მქონდა, შეკვეთა გაიტანეს და მოლინში გავისუსე, პატარა მინიდან ვუყურებდი როგორ აგემოვმებდა ორი კაცი სტეიკს და სალათს აყოლებდა. წითელი ყვინო ჭიქაში ჩავისხი და შეფმზარეულს დავაკვირდი როგორ თუშავდა ფარშს და პომიდორს ერთად. - ლიზა შენთან შეხვედრა უნდათ - მითხრა ერთ-ერთმა მზარეულმა და კარისკენ მანიშნა. - ვის? რატომ? - აშკარად გამიკვირდა. - იმას ვინაც შენი სტეიკი გასინჯა. - სახეზე ალმური მომედო და დარცხვენის შევხედე. - ღმერთო, ოღონდ ეხლა გადამარჩინე - ჩავიბუტბუტე და ნელკ ნაბიჯებით გავუყევი გზას. მათ რომ მიუალოვდი,ორმოც წლამდე კაცი ღიმილით ადგა ფეხზე და თავაზიანად მომესალმა. - ესეიგი ეს სტეიკი თქვენ შეასუნელეთ? - მოწიწებით დავუქნიე თავი და ნახევრად შეჭმულ სტეიკს დავაკვირდი. - დიახ. მაგრამ თუ არ მოგეწონათ, სხვა მოამზადებს - სიტყვა არ დამამთავრებინა - გთხოვთ. - გამაჩუმა - ძალიან გემრიელია. ბევრი სტეიკი გამისინჯავს თუმცა ეს მართლაც არაჩვეულებრივიას. - სახეზე ალმური მომედო და გავუღიმე. - მოხარული ვარ თუ მოგეწონათ. - იცით რაღაც უნდა შემოგთავაზოთ. ლიზა - სახელი ჩემს მაისურზე ამოიკითხა და ისევ ღიმილით დამაკვირდა - იქნებ ჩემი წვეულების მთავარი მზარეული იყოთ? - დავიბენი არ ვიცოდი რა მეთქვა. - კი მაგრამ მე ჯერ კურსკი არ დამისრულებია. ბევრი გამოცდილი მზარეულია დამიჯერეთ... - მაშ სხვას ვეტყოდი. მაგრამ მინდა თქვენ იყოთ, ამაზღაურებაც კარგი გექნებათ და გამოცდილენასაც შეიძენთ. - ანაზღაურებაზე ის კაბა გამახსენდა ვიტრინაში რომ შევნიშნე რამოდენიმე დღის წინ. - დიდი წვეულება იქნება? - დავიბენი თუმცა კითხვა მაინც ვცადე. - ჩემი შვილი უნივერსიტეტს ამთავრებს, თან ჩემი ცოლის დაბადების დღეა და მინდა ორივე ავღნიშნოთ. ალნათ ოცდაათი ადამიანი. - ოცდაათიო? ყველა ემოცია ერთად მიმაწვა და ადრენალინის მოზღვავება ვიგრძენი. - საჭმლის სია? - ვშიშობ აქ ამაზე ვერ ვისაუბრებთ. წვეულება ხუთ დღეშია ასე რომ ხვალ ვისაუბროთ მენიუზე, რა თქმა უნდა თუ თამახმა ხართ? - კარგი. - ყოყმანით თუმცა დარწმუნებული ტონით ვითხარი. შარვალ-კორსუმში გამოწყობილი კაცი მოგვიახლოვდა, როგორც მიხვდი ჩემი დამქირავებლის მცველი იყო რადგან ყურში რაღაც ჩასჩურჩულა და განზე დადგა. - ისევ ავარაა? ეგ ბიჭი მომკლავს! - გაღიზიანებულმა ამოილაპარა, შემდეგ ფული ამოიღო და მაგიდაზე დადო - მაპატიეთ ლიზა უნდა წავიდე თუმცა ხვალ დაგირეკავთ. - თავი დავუქნიე და თვალი გავაყოლე როგორ გავიდა სამი კაცი რესტორნიდან. ორი საათის შემდეგ დაღლილი დავბრუნდი მანქანაში და გავი ხებეში ჩავრგე, ეხლა თუ უკან დავიხევდი შემდეგ როგორ გავხდებოდი წარმატებული მზარეული? საფეთქელთან ტკივილი ვიგრძენი და მიხვდი ნერვოზი თავისას შვებოდა. ეხლა მხოლოდ ძილი მინდოდა, ძილი და სიზმარი მხოლოდ ეს მჭირდებოდა. უკვე ღამის ორი საათი იყო ამიტომ ყველას ეძინა. გასაღები მის ადგილას უნდა დამებრუნებინა როდესაც იმავე ადგილას პატარა ფურჩელზე წარწერა დამხვდა " ბენზინი იმედია აანაზღაურე, იცოდე დილით გაგაღვიძებ ეგრე რომ არ იყოს" მამას ხელწერა ვიცანი და გამეცინა, გასაღები და ოც ლარიანი გვერდი-გვერდ დავდე, ნიშნად იმისა რომ საწვავის ანაზღაურება დამავიწყდა. დივანზე ვზივარ და ფილმს ვუყურენ, მას ჩემს მუხზე უდევს თავი, უცდებ თავს წევს და მიღიმის, შემდეგ ჩემსკენ მოიწევს და ჩემს ბაგეებს ეწაფება. ვგრძნობ როგორ მიმძაფრდება გულისცემა, თმაში ხელებს ვუცურებ და ტუჩზე შეუჩნევლად ვკბენ. ეცინება და ხელში მიტაცებს, მატრიალებს და შუბლზე მკოცნის... შემდეფ თვალებს ვახელ და წყვდიადი მხვდება, ის არსად არ არის! წლით სავსე ჭიქას ბოლომდე ვცლი და აჩქარებული გულისცემის დარეგულირებას ღმა ჩასუნთქვა-ამოსუნთქვით ვცდილობ. ცრემლები მაინც მომდის და თავი ხელშ ვერ ამყავს, ამის გამო ნერვები უფრო მეშლება და თავს ბალისში ვრგავს. მგონია რომ მის შეხებას ისევ ვგრძნობ, ის ისევ აქ ჩემს ტუჩებთან და სხეულთან მიკრობილი მგონია. ყოველთვის ასე ხდება, ყოველ გამოღვიძებისას მგონია რომ რეალობა იმდენად ამაზრზენია, გულის რევის შეგრძნებას ვგრძნობ. ვფიქრობ როგორი ამაზრზენია ჩემი სიცოცხლე... მის გარეშე. საათს ვუყურებ დილის ხუთი საათია, ვგრძნობ რომ ვკანკალებ და ცრემლები პიჟამას მისველეს. თავს ბალიშზე ვდებ და ისებ წყვდიადში ვეშვები. მეტროდან ამოვდივარ და შეტყობინებას ვკითხულობ. დილით ვიღაც კაცმა მითხრა, დამქირავებელს თქვენთან შეხვედრა სურსო, ადგილი და დრო კი შეტობინების სახით გამიმიგზავნა. პატარა ჩაიხანა დავინახე და შევედი. ნაცნობი სახის დანახვისას გამეღიმა და კაცს მივესალმე. - ხომ არ დავიგვინე? - ვკითხე და მის წინ მოვთავსდი. - არა, უბრალოდ მე მოვედი მალე. - გამიღიმა და ორი ჩაი შეუკვეთა. - მე თქვენი სახელი არ ვიცი. - ვუთხარი და თმები შევისწორე. - ოჰ დიახ... ამირან რობაქიძე ვარ. - თავი დამიკრა და გამეღიმა. - კარგი. ეხლა კი ჩემს მიერ ჩამოწერილ სიას, გაჩვენებთ. თქვენ კი კორეკტირება შეიტანეთ. - ათამდე სადილი და ხუთი დესერტი, ყველაფერი მსუბუქი და ადვილად მოსანელებელი ჩამოვუთვალე და ინგრეტიანტებიც გავაცანი. ბატონი ამირანი ფრიად სასიამოვნო პიროვნენა აღმოჩნდა, დაინტერესდა ყველა დეტალით და მენიუ შემიქო. - ძალიან კარგია, ვფიქროვ საკმარისია ყველაფერი. იცით... ადრე ჩემი ცოლი არავის იხმარებდა ისე აკეთებდა ყველაფერს. ეს სიამოცნებდა... თუმცა ეხლა აღარ შეუძლია. - თვალებში ტკივილი დაეტყო - კარგი, ჩემი ცოლიც იქ იქნება მომზადების პროცესში რადგან აინტერესებს ყველაფერი როგორ და რანაირად იქნება. - დავინტერესდი რატომ არაფერს თუ ესე ძალიან უყვარდა? - პრობლემა არ არის. პირიქით კარგია, შემდეგ რომ არ იყოს შენიშვნები. - გავუღიმე და ჩაი მოვსვი. - ორი დამხარე საკმარისი იქნება. - ჩემს შვილს მსგავსი რაღაცეები არც აინტერესებს. ჩემს ცოლს კი პირიქით. მე კი მინდა ყველა კმაყოფილი იყოს ხომ გესმით? ჩემს შვილს რომელიმე კლუბში გადახდა ურჩევნია, თუმცა დედამისს ვერ აწყენინა. - ძალიან კარგი, სუფრას მე თვითონ გავაწყობ დეკორატიულად. აღჭურვილობას მე თვითინ მოვიტან. - გამიღიმა და პატივისცმება დაეტყო. - მადლობელი ვარ. შეგიძლიათ წინა დღით მოხვიდეთ რაგა პროდიქტები შეამოწმოთ. - ფურცელზე სწრაფად დაწერა, რაღაც. - აი სახლის მისამართი. - ნუ ღელავთ, ყველაფერი კარგად იქნება. ამ დროს გარეთ, სტეკლოზე დააკაკუნეს და შეშფოთებულმა შევიხედე. თავზე ჩაფხუტი ეხურა და მოტოციკლეტზე ხელი ჰქონდა გადადებული. - ღმერთო, გული გამიხეთქე შე სულელო - სიყვარულით შეხედა ჩაფხუტიან ბიჭს, შემდეგ შემომხედა - ჩემი ვაჟია. ბიჭმა გამომხედა და თვალების ადგილას სადაც ჩაფხუტი არ უმალადა თვალებს, რაღაც ნაცნობი. იმდენად ნაცნობი რომ ტანში ჟრუანტელმა დამიარა. - ნუ მიწყენთ უნდა წავიდე. სამსახური, შემდეგ კი ცოლი მელოდება - ბატონ ამირანს დავემშვიდობე და ისევ ბიჭისკენ შევტრიალდი თუმცა იქ არავინ დამხვდა. იმ ღამით ისევ, ის დამესიზმრა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.