უშანსოდ მტოვებ?!
––1 ჭიქა ჩვეულებრივად წავიდა... –2 ჭიქა სასიამოვნოდ ვარ... –3 ჭიქა ცეკვა მინდაა... –4 ჭიქაზე მეხუთეც მინდება... –5 ჭიქაზე ვის ვეცეკვები ვეღარ ვიგებ მაგრამ აშკარად კარგი მოცეკვავეა, ილეთებს მაკეთებინებს ისეთებს შეშურდება სალომე ჭაჭუას... –6 ჭიქაზე თავბრუ მეხვევა... –7 ჭიქაზე ვიღაცის მძიმე ხელს ვგრძნობ მუცელზე... მოიცა,,, დილაა.. ანუ ღამე უკვე მორჩა? თუ ღამე მორჩა მე სხვა სახლში რატო მეღვიძება? ღმერთო ოღონდაც დებილურ სერიალებში რომაა ისე არ აღმოვჩნდე... გეხვეწები ეგრე არ იყოს.. გეხვეწები რაა... ჯერ ერთ თვალს ვახელ, მეორესაც... ჯანდაბა! ეგრეა! -ცეცხლი დალია შენმა პირმა მარიამ გოდერძიშვილო. ახია შენზე, ღირსი იქნები გვერდით ბაბუის ტოლი კაცი რომ გიწვეს, მერე გავამზადებ თოკს და ეგაა! ღმერთო ყველაფერი მტკივა, ვერ ვინძრევი, თმაც კი მტკივა... ჩემზე დადებულ ხელს თვალს ვაყოლებ, მკლავამდე რომ მივდივარ უზარმაზარ ტატუს ვხედავ,... ჰოო, ესეიგი ახალგაზრდაა, ჯანდაბას, პანიკებში არ ჩავვარდები, ისტერიკები არ მჩვევია... როგორ არ გჩვევია მარიამ... ჩქარა კივილი დაიწყე... როგორც კი პირი გავაღე ჩემ გვერდით მწოლიარე შეირხა, ხელი მომაშორა თუარა ფეთიანივით წამოვხტი, ზეწარი შიშველ სხეულზე შემოვიკარი მთელი ძალით, აბურდული და წინ ჩამოყრილი თმა უკან გადავიწიე და როგორც იქნა შევხედე საწოლს..... ვა–ი–მე! სიკვდილი ჩემს თავს! –მეჩვენება! აღმომხდა ალექსანდრეზე მიშტერებულს –შენც დილამშვიდობის... თვალი ჩამიკრა და სააბაზანოში შევიდა... და ამას რა ეგონა? გაოცებული სწრაფად ვეცი ტანსაცმელს, როგორც იქნა ჩავიცვი კაბა, ფეთიანივით დავრბოდი. საწოლთან დავიხარე და ქვეშ შევიხედე ცალი ფეხსაცმელი რომ აღმომეჩინა, –აქ როგორ მოხვდი... ჩემ თავს ვებუტბუტებოდი...–ღმერთო ოღონდ ახლა გადავრჩე და ჩემ სიცოცხლეში აღარ დავლევ... როგორც იქნა წამოვკრიფე ჩემი ნივთები და ის იყო გასვლას ვაპირებდი თვალში წითელი ზეწარი რომ მომხვდა... ბრავო მარიამ! ესეც შენი პატიოსნება... ჩანთა ისევ მივაგდე და საწოლს თეთრეული გადავაცალე.. თან ვჩქარობდი რომ ის გიჟი არ გადამყროდა... ზეწარი კარგად გადავახვიე შავ ცელოფანში და ნაგვის ურნაში ჩავტენე... ეგღა მაკლდა ის ეფიქრა რომ ჰორმონები ვერ შევიკავე და პირველივე შემხვედრს ლოგინში ჩავუხტი, თუმცა რა ეგრე არ არის?! არც კი მახსოვს რა მოხდა... იქნებ არც არასდროს გამახსენდეს ეს იდიოტური ღამე. ისევ ავიღე ჩანთა, ღრმად ჩავისუნთქე და გასასვლელისკენ დავიძარი, სააბაზანოდან წყლის ხმა აღარ გამოდიოდა, ალბათ უკვე გამოდიოდა ვაჟბატონი, კარის სახელური ჩუმად ჩამოვწიე, თან უკან ვიხედებოდი და ისე გავდიოდი სასტუმროდან (როგორც ჩანს თან ძვირადღირებული სასტუმროდან), გავაღე კარი და ვიღაცას შევასკდი –დილამშვიდობის! ძალიან სანდო სახით მიღიმოდა მომსახურე პერსონალი ერთი წუთით! ფრანგულად მომესალმა? არა ნამდვილად მომესმა! –კარგად ხართ? ისევ ფრანგულად მეკითხება. ალბათ ჩემი გაოცებული სახე და გაფართოებული თვალები იმაზე საშინლად გამოიყურება ვიდრე წარმომიდგენია –კიი... მგონი კარგად ვარ... დაბნეულმა წავილუღლუღე–უკაცრავად სად ვარ? შევეცადე გაღიმებულმა მეთქვა და უხერხულად შევიშმუშნე –უკეთესი იქნება თუ თავად ნახავთ... ფართოდ გამიღიმა და ფანჯრისკენ მიმითითა დაბნეული შევტრიალდი და ნელი ნაბიჯით დავიძარი, ფარდებს ხელი ჩავავლე და გადავწიე –აააააააააააააააააააა.... –რა გაკივლებს გოგო? მომვარდა დემეტრე გაბრაზებული სახით –პარიზში რა გვინდა. სასოწარკვეთილი იყო ჩემი ხმა –ღადაობ? მეტრეველსაც გაკვირვება შეეტყო და ფარდა უფრო ფართოდ გადასწია –აქ როგორ მოვხვდით.. ჩემთვის ჩავილაპარაკე, საწოლთან მივედი და სახე ხელებში ჩავრგე –აუ ისე სად არ გამიღვიძია გოგოსთან ერთად, ვაფშე ყველაგან: ტყეში, დაჩაზე, ზღვის ნაპირზეც კი, სასტუმროებზე ხო ლაპარაკი ზედმეტია მაგრამ პარიზში ტო? –ნუ ღლაბუცობ ძალიან გთხოვ! –მადლობელი უნდა იყო, ვინ წაგიყვანდა პარიზში ჩემ გარდა (თვალი ჩამიკრა) –ჯანდაბას მთავარია მეტი არაფერი მოხდება, ჩვეულებრივად ავდგები და წავალ საქართველოში (ვეცადე გამეღიმა) –არ გავისეირნოთ? საწოლზე გადაწვა და დაბლიდან ამომხედა... –უბრალოდ დავივიწყოთ რაც მოხდა. შენ შენთვის მე ჩემთვის! –ისე ამბობ თითქოს რამე გახსოვს (ცალყბად ჩაიცინა) –ცინიზმი საჭირო არ არის, სერიოზულობა არ გაწყენდა. ავდექი. ჩანთას ხელი მოვკიდე და ახლაღა შევამჩნიე მომსახურე პერსონალი რომელიც ამდენი ხნის მანძილზე იდგა და გაღიმებული გვიყურებდა, –ნახვამდის, მადლობა ყურადღებისთვის. თავაზიანად გავუღიმე და ინგლისურად დავემშვიდობე –ქალბატონო მარიამ ერთი წუთით... ეს წუხელის მიმღებში დაგრჩათ... ხელში რაღაც მომაჩეჩა და ოთახიდან გავიდა უინტერესოდ გადავშალე და წავიკითე „ქორწინების მოწმობა“ მერე აღარაფერი მახსოვს... *** მაშინ გამოვფხიზლდი როცა უკვე თბილისის აეროპორტში ჩამოვედით, მე და დემეტრემ ყველაფრის დავიწყება გადავწყვიტეთ, ქორწინებას ვერ გავაუქმებდით ამისთვის მინიმუმ ერთი თვე უნდა გასულიყო და საკმაოდ დიდი პროცედურაც იყო საჭირო რადგან როგორც აღმოჩნდა პარიზში მოგვიწერია ხელი. ჩამოვედით თუ არა ერთმანეთს დიპლომატიურად დავემშვიდობეთ და პირობა დავდეთ რომ ისე მოვიქცეოდით როგორც უბრალოდ ნაცნობები რომლებიც ერთმანეთს მხოლოდ მშობლების მეგობრობის გამო უღიმიან. ხოლო როცა დრო მოვიდოდა განვქორწინდებოდით... სახლში რომ დავბრუნდი ყველაფერი თავის კალაპოტს დაუბრუნდა. დავდიოდი წვეულებებზე, მაღაზიებში, სალონებში, მეთვითონაც ვაწყობდი წვეულებებს, რამდენჯერმე დემეტრესაც შევხვდი ბარში, თუმცა მხოლოდ მისალმებით შემოვიფარგლეთ და უი ხო, საცოლე გამაცნო და ქორწილშიც კი დამპატიჟა. ესეც ბედის უცნაური ირონია... თავს უცნაურად ვგრძნობდი, ვერაფრით ვიხსენებდი იმ დღეს იმდენი რამ დამალევინა ან რამ გამთიშა ისე რომ პარიზში წავედი, იქ გავთხოვდი და თან ვიღაც დებილთან ვიწექი. **** ჩემი დაბადების დღე ახლოვდებოდა და რათქმაუნდა მამაჩემი დიდ წვეულებას აწყობდა, დარბაზის დაქირავება და მოწყობა უნდოდა, თუმცა როგორც იქნა, დავიყოლიე სახლში წვეულების გამართვაზე... საღამოს 8 საათიდან სტუმრებმა მოსვლა დაიწყეს... ბიზნესმენები, იურისტები, ჟურნალისტები, მოკლედ ყველა წრიდან იყო წარმომადგენელი... მაგიდები ღია ცის ქვეშ იყო გაშლილი, შადრევანთან მოზრდილი მაგიდები უფროსებისთვის, ხოლო აუზთან ძირითადად დიდი დინამიკები და სასმელები მოამარაგებინა ბარბარემ... დაახლოებით თვენახევარი იყო გასული იმ ღამიდან, თითქოს ამოვიგდე თავიდან, მაგრამ ალექსანდრეს ყოველ დანახვაზე ისევ მახსენდებოდა ის დილა... განა რამე? უბრალოდ უხერხულად ვგრძნობდი თავს, მის გამოხედვაში, მის ცინიკურ ღიმილში სულ ვხვდებოდი რომ იმ დღეს მახსენებდა, ყოველ მის მიმიკაში ვხვდებოდი როგორ უნდოდა თავი დამნაშავედ მეგრძნო ან სირცხვილისგან თავი დამეხარა... ვერ ვიტანდი მის ცინიკას, ვერ ვიტანდი მის ლაპარაკს, მის ხმას, მის აზრებს, მის საცოლეს და ვერ ვიტანდი მას! მაღიზიანებდა ყველა მხრივ! იმედი მქონდა წვეულებაზე არ მოვიდოდა, მაგრამ ვინ გამახარებდა, საცოლესთან ერთად მობრძანდა –გილოცავ საყვარელო (დიდი სიყვარულით გადამეხვია ქალბატონი ეგაძე (ნეტა როდიდან არის ეს ჩემი მეგობარი და მე მისთვის „საყვარელო?“)) –მადლობა... ზრდილობის გამო გავუღიმე –ალექსანდრემ დამაძალა წამოსვლა თორემ ცოტა შეუძლოდ ვიყავი –ან თვითონ რას მობრძანდებოდა?! (ღიმილით კბილებსშორის გამოვცერი ისე რომ მხოლოდ მეტრეველს გაეგო) –ჩემი ცოლის დაბადების დღეს როგორ გამოვტოვებდი (ყურთან მიჩურჩულა) –აუზთან გადავინაცვლოთ! (ნაძალადევი ღიმილით მოვიშორე) წვეულება ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობდა, დაახლოებით 12 საათამდე გაჩერდნენ, შემდეგ კი ნელნელა დაშლა დაიწყეს, მხოლოდ აუზთან შეკრებილი საზოგადოება არ იცვლიდა ფეხს, საწინააღმდეგო არაფერი მქონდა, უბრალოდ თავს სუსტად ვგრძნობდი და მინდოდა მალე ავსულიყავი ოთახში და დმეძინა –ჩემო საყვარელო დაიკო... უკნიდან ბარბარე მომეხვია, ეტყობოდა დაახლოებით სამ ჭიქაზე მეტი რომ ჰქონდა დალეული, ლოყები ოდნავ ვარდისფერი ჰქონდა, თვალები კი საყვარლად ეხუჭებოდა –როგორც ჩანს ამაღამ სხვა ოთახში დაიძინებ... მეც ვეხვევი და სიცილით ვეუბნები,. ის კი ტუჩებს ბუსხავს –კი მაგრამ რატომ? სულ ამდენი დავლიე... (თითებით მაჩვენებს) –უნიტაზში რომ ჩაეყუდები მერე მივხვდები რამდენიც დალიე ... –ჩემი საჩუქრის ნახვა არ გინდა? თვალები აუელვარდა –იმედი მაქვს ტყავის მათრახი არაა.. –ტრუსიკიც... საყვარლად მიცინის საყვარლად და წინ შეფუთულ ყუთს წევს... –ღადაობ ხო? დაეჭვებით ვეკითხები –სეილი (ფასდაკლება) იყო .. წარბები ამითამაშა და გასაქცევად მოემზადა –სად გამექცევი... სიცილით მივდევდი, ჯერ ბაღისკენ გაიქცა, კისკისებდა, შემდეგ აუზისკენ, შადრევანს შემოურბინა –კარგი რაა, პირველი ღამისთვის გამოგადგება... ყურებამდე იცინოდა და ხმადაბლა მხოლოდ ჩემს გასაგონად მეუბნებოდა –თუ დაგიჭირე პირველ ღამესაც ვერ მოესწრები... ვითომ გაბრაზებული ვეუბნები... სახლის უკანა ეზოსკენ აიღო გეზი და მეც გავეკიდე, მაღალქუსლიანები გავიხადე და მწვანე ბალახზე ფეხშიშველმა დავიწყე სირბილი.. –ბარბარეეეეეე......–ბარბიიიი... აღარ მოგსდეეევ.... თვალსა და ხელს შუა გაქრა ბარბარე, ვეღარ ვიპოვე მაგრამ იქვე ბუჩქთან რომ გაფაჩუნდა რაღაც იქით წავედი –დაგიჭირე! გახარებულმა დავიყვირე და ხელში ალექსანდრე და ეგაძე შემრჩნენ რომლებიც ვნებიან კოცნაში იყვნენ გართულნი –wow! ხომ არ შემოგვიერთდები... გამიცინა ალექსანდრემ და ცერა თითი ტუჩზე გადაისვა პომადა რომ მოეშორებინა უხერხულობისგან და სირცხვილისგან სად დავმალულიყავი ვეღარ ვფიქრობდი უკვე, ხმა ჩამივარდა საერთოდ, ერთი სიტყვაც ვერ ვთქვი, ასე ვიდექი და ალბათ აჭარხლებული ვუყურებდი მომღიმარ მეტრეველს და მასზე აკრულ და თვალებგაფართოებულ თათიას... –მეე... ისაა... მეე.. უკაცრავად... ძლივს მოვაბი ამ რამდენიმე სიტყვას თავი ისიც ნაწყვეტ–ნაწყვეტ და ბარბაცით გამოვბრუნდი... თვალები თავისით ამევსო ცრემლებით და ვერ მივხვდი ისე გადამივიდა ქვითინში... მხედველობა დაბურული მქონდა და ვერ ვხედავდი საით მივდიოდი, ჩემი სახელი მესმოდა მხიარული შეძახილებით, ალბათ მეძებდნენ, უკანა ეზოდანვე გავედი, გზაზე მივაბოტებდი, ალბათ ძალიან სწრაფად რადგან სხვადასხვა ნივთების შერჭობას ვგრძნობდი ტერფებში... ჩემი რეაქცია რამ გამოიწვია? ზუსტად ვერ გეტყვით რომელმა საქციელმა, იმან რომ მეტრეველი ქალს კოცნიდა თუ იმან რომ ჩემივე სახლში კოცნიდა ქალს, ან იმან რომ უსირცხვილოდ შემომთავაზა ამაზრზენი რამ, არ ვიცი, ალბათ იმანაც რომ არ გამომეკიდა... ჩემმა ალტერეგოებმა ერთმანეთში ჩხუბი დაიწყეს, ერთი ჩამძახოდა „რას ელი მისგან ან საერთოდ რა გინდამისგან? რა უფლება გაქვს რომ ეჭვიანობ, უარესის ღირსი ხარ!“ მეორე კი მიჩიჩინებდა „არუშავს, იქნებ რომ არ დაბრუნდები ძებნა დაგიწყოს“... ამ სისულელეების გამო უკვე მასკდებოდა თავი, თითები საფეთქლებთან ძლიერად მივიჭირე და თვალები დავხუჭე, რამდენიმე წამი ამ მდგომარეობაში ვიდექი, მერე წვეთები დამეცა, უფრო გაძლიერდა და ნელნელა დაიწყო წვიმამ ჩემი დასველება... თვალები არ გამიხელია, ხელები ჩამოვუშვი, თავი უკან გადავხარე და სახე წვიმის წვეთებს შევუშვირე... –დაბადების დღეს გილოცავ! ჩუმად წარმოვთქვი... ერთიანად სველი ვიდექი, თვალები გავახილე, გარშემო მხოლოდ სიბნელე და ხეები დავინახე,როგორც ჩანს გზიდან გადავუხვიე და ტყეში ან მსგავს სივრცეში აღმოვჩნდი. არც ტელეფონი მქონდა, არც ჩანთა, არც ფეხსაცმელი მაგრამ პანიკაში არ ჩავვარდნილვარ, ან რა აზრი ჰქონდა. იქით სიარული დავიწყე საიდანაც მოვედი ჩემი აზრით. ჭექა–ქუხილმაც არ დააყოვნა და გაანათა არემარე, ახლა ნადმვილად შემზარავად მომეჩვენა იქაურობა, თუმცა მაქსმიმალურად ვცდილობდი არ შემშინებოდა. კაბა მთლად დმისველდა, თმაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. უნებურად კანკალმა ამიტანა, არ ვიცი ეს სიცივის გამო იყო თუ პანიკური შეტევის... ფეხები მისრიალებდა სველ მიწაზე, ტუჩები მითრთოდა, დაახლოებით 200 მეტრი გავიარე და გზას ვერ მივაღწიე, იქვე ხის მორზე ჩამოვჯექი, დავიღალე და სხეული დამეძაბა, ხელები მხრებზე შემოვიხვიე და მოვიბუზე „სად მოდიოდი ამ შუაღამისას!“ გამომეხმაურა ჩემი ეგო... „ნეტა მგლები არიან აქ?“ ყველაზე სულელური კითხვა გამიჩნდა, მაგრამ რატომ სულელური? რომ იყვნენ? ჯანდაბა მარიამ არ შეგეშინდეს! –მამა აუცილებლად მიპოვის! უფრო გასამხნევებლად ვუთხარი ჩემს თავს. წვიმა არადა არ ჩერდებოდა, მემგონი ჯიბრით უფრო და უფრო უმატებდა. „კი აბა რა მარიამ, ბუნება გეჯიბრება“ ჩამსისინა გონებამ. ასეა თუ ისე, წამოვჯექი და ხელახლა დავიწყე სიარული, მართალია ვერაფერს ვხედავდი მაგრამ უმოქმედოდ ჯდომა და ლოდინი არ შემეძლო, შესაძლოა უფრო ღრმად შევდიოდი ტყეში, არ ვიცი... თუ არ ვცდები 15 წუთი მაინც ვიარე, ვგრძნობდი ტერფებიდან სისხლი მდიოდა, მციოდა, ვკანკალებდი, კბილებსაც კი ვერ ვიმორჩილებდი, ტალახის გამო რამდენჯერმე დავსრიალდი და მკლავებიც სისხლიანი მქონდა, ვინმეს რომ დავენახე ალბათ მოჩვენება ვეგონებოდი, ასე სიარულში შევამჩნიე რომ ხეები ისე ხშირად აღარ მხვდებოდა, უფრო ავუჩქარე და ბილიკიც შევამჩნიე, სწრაფად გავიარე და გზაზე აღმოვჩნდი, ზურგიდან მანქანის ხმა მომესმა, მივტრიალდი მაგრამ ფარებმა თვალი მომჭრა და რომ არ დაემუხრუჭებინა დროულად ალბათ ცოცხლებში აღარ ვეწერებოდი... მძღოლის კარისკენ დავიძარი, ფანჯარა ჩაწეული ჰქონდა –დახმარება ხომ არ გჭირდებათ? მძღოლმა რაღაცნაირად შემომხედა –თქვენი აზრით ქალი რომელიც შუაღამისას აქ გხვდებათ თან დასისხლიანებული კარგად არის?! დვუყვირე რომ წვიმის ხმა გადამეფარა მძღოლმა ამათვალიერ–ჩამათვალიერა და გამიღიმა –ალბათ ბორდელიდან გამოაგდეს.. გადაულაპარაკა გვერძე მჯდომს–დაჯექი ჩვენ მოგხედავთ! თვალი ჩამიკრა –ჯანდაბამდე გზა გქონიათ! გამწარებულმა მივაძახე და გზას ფეხით გავუყევი... მეგონა გადმომიცვივდებოდნენ მაგრამ მერე მივხვდი რომ ამ წვიმაში მხოლოდ გიჟი თუ დაადგმადა ფეხს მიწაზე... ესეც დღის სარკაზმი! უკვე ვეღარ ვიგებ რამდენი ხანია რაც გზაში ვარ, არცერთ სულიერს ან მანქანას აქ ჩაუვლია, განა რა ჯანდაბა დამემართა ასეთი რომ ამ ტერიტორიაზე მოვხვდი. ყოჩაღ მარიამ! ბრავო! ფიქრითაც ვეღარ ვფიქრობდი, საერთოდ მებინდებოდა ყველაფერი, უდაბური გზა იყო, ვერ ვხვდები რატომ არ გავგიჟდი ასეთ ადგილში სიარულისას, უკუნითი სიბნელე და მხოლოდ წამიერი გაელვება ანათებდა... ალბათ ზომბივით მივლასლასებდი, ძალა მეცლებოდა და ერთადერთი რაც მახსოვს მანქანის ხმა იყო, შემდეგ თბილ სავარძელში ვიწექი, თვალებს ვერ ვახელდი, მაგრამ ვგრძნობდი რომ უსაფრთხოდ ვიყავი, შესაძლოა მოვკვდი და სამოთხეში მოვხვდი, ან უბრალოდ ისევ იმ ცივ ტყეში ვიდექი და შოკისგან იმდენად ვიყავი გათიშული რომ მოჩვენებები დამეწყო... *** არც კი მჯერა რომ დავწერე ... ბოდიშიც კი არ უშველის მაგრამ მაინც ბოდიში <3 პ.ს. მაინტერესებს თქვენი აზრებიი <3 პ.ს.ს. სურათზე ეგაძე და ალექსანდრე |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.