შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცნობიერებას მოკლებული. (1)


12-12-2018, 18:58
ავტორი lilithies
ნანახია 1 007

ყველა ადამიანი საკუთარი ცხოვრების მწერალია, ყველა სადავე შენს ხელშია, სიმართლე მხოლოდ ისაა, რისაც თავად გწამს.

***
ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც თინანოს მშობლებმა შერიგება გადაწყვიტეს 5 წლიანი განშორების შემდეგ, რეალურად ამ პერიოდში მათი შეხვედრები არ შეწყვეტილა და დღევანდელ დღემდე კარგად თამაშობდნენ "დამალობანას" ხალხთან.
თინანოსთვის ამ ამბავს არც დიდი სიხარული მოუტანია, არც მწუხარება.
ორივე მისი ცხოვრების მთავარი ნაწილი იყო, გასაკვირიც კია , ნუთუ ორი საყვარელი ადამიანის ერთად ყოფნა რატომ არ უნდა გახარებოდა, მაგრამ მისთვის ზედმეტად იყო ცნობიერებას მოკლებული მისი მშობლების ურთიერთობა.
ყოველთვის ტკენდნენ ერთმანეთს, რაღაც ძალიან ცუდს უკეთებდნენ, ბოლომდე ცდილობდნენ ერთმანეთის გამოწურვას და საბოლოოდ გაგიჟებამდე მისულები ერთმანეთს , მაინც არაფრით შორდებოდნენ.
ბარბარემ ძალიან კარგად იცოდა ქმრის აუტანელი ხასიათი, რომელიც მასთან თანაცხოვრებას საშინელს ხდიდა, მაგრამ , თითქოს გაბრაზების ნაცვლად უხაროდა ეს ფაქტი, ფაქტი, რომელიც ფსიქოლოგიას უნადგურებდა და თავზე თმებს უთეთრებდა.
საკუთრივ, ირაკლიც მიჩვეული იყო ბარბარეს ბავშვურობას, ქალურობას და ამავდროულად გადამეტებულ სიფიცხეს, მასაც მოსწონდა თავისი ცოლი, თითქოს ამ სამი თვისების ნაზავი მისთვის იდეალურობას წარმოადგენდა.
მოკლედ, ბევრჯერ სცადა თინანომ რამის გაგება, მაგრამ საბოლოოდ ზედმეტად ღლიდა ეს საქმე, რომელსაც ბავშვობიდან მოყოლებული მისდევდა და ისევ თავს ანებებდა.
თვითონ თინანო ბავშვობიდან ძალიან ჯიუტ ბავშვად მოისაზრებოდა, რაღაცის აკვიატება იცოდა, ყოველ თვე ახალი ახირებებით გარბოდა ქრისტინესთან და ისიც მომთმენად იტანდა საოცარი იდეებით აღვსილს.
-ქვინზელ, გაიღვიძე!
ქრისტინე მაღვიძრის ნაცვლად ჰყავდა, ყოველ დილით ადრე დგებოდა, მორბოდა, ოთახის კარებს დიდი სიხარულით უმტვრევდა და დიდი მონდომებით ცდილობდა უნივერსიტეტში წაეყვანა, ხან ტკბილი სიტყვით, ხანაც ცოტა მუქარით.
მოვარდებოდა თუ არა წუწუნს იწყებდა, "ასეთ არეულ ოთახს როგორ უყურებო?" , მუდამ ამ კითხვით შემოიფარგლებოდა და შემდეგ თვითონვე ულაგებდა აქეთ-იქით დაყრილ ტანსაცმელსა და მუდამ არეულ საწერ მაგიდას , სადაც ერთად ეყარა ათიათასობით ფურცელი.
-კრისწ, ყავა გამიკეთე რა.
-გაგიკეთებ.
-ოქრო, ბრილიანტი, ბაჯაღლო!
-შე მლიქვნელო!
გასვლამდე ენას ვუყოფ და ისიც თავისებურად მემუქრება ძირში წაგაჭრიო, როგორც ყოველთვის, შემდეგ კი მეძახის გამოდი, რაღაც უნდა გითხრაო.
-აბა, რა ამბავი მომიტანე , ჭორთა ბიუროს მმართველო?
მაგიდაზე ყავას მიდებს და ჩემ წინ ჯდება.
-დღეს აუცილებლად უნდა წავიდეთ უნივერსიტეტში!
-ხო, დარჩენას არც ვაპირებდი, მაგრამ , რადგან დაიწყე ბარემ თქვი, რა ხდება?
-რა ხდება და ეს სემესტრი ლექტორი შეგვეცვლება, ჭყონია დეკრეტში გავიდა , ჰოდა, ვიღაც ახალგაზრდა ბიჭი მოდის, შენი აზრით, მსგავს შესაძლებლობას გამოვტოვებ?!
-ჰო, ჰო, ახალგაზრდა ბიჭიო, ეს ჩვენი დეკანი ეძახის 60-90 წლის კაცებს ბიჭებს, არ გახსოვს ადრე , რომ გვეუბნებოდა ერთი დღე არ ვიქნები, ჩემი მეგობარი შეგცვლით , კარგი ბიჭია და კარგად იცის ეს საკითხებიო?
-აუ, მახსოვს , გოგო, 51 წლამდე იყო, მაგ დღეს გახსოვს ერთი საათით ადრე , რომ მივედით კარგი ბიჭი დაგვხვდებაო?
-ვაიმე, როგორ არ მახსოვს, ეგ ის დღე იყო საბამ, რომ გარჩევები დაუწყო, მაგის დავიწყება იქნება?! საერთოდ, რა მნიშვნელობა აქვს ვინ შემოვა, ჭყონია მოვიშორეთ, მახარაშვილიც გავაგდოთ და უნივერსიტეტი კი არა სამოთხე იქნება!
-ტლიკინის ნაცვლად , ასწიე ერთი ადგილი და წადი ჩაიცვი, დღეს, მაინც მივიდეთ 5 წუთით ადრე!

აუდიტორიის კარებს , რომ შეაღებ, ჯოჯოხეთში ფეხს , რომ შედგამ და ჭყონია გულნარას ნაცვლად , ვიღაც სიმპატიურობის კაცღმერთი დაგხვდება , აი, მაშინ დაგავიწყდება ეთიკური ნორმების არსებობა და მაშინ იქცევა ჯოჯოხეთი წარმოუდგენელ სამოთხედ, როგორც ახლა ეს აუდიტორია იქცა ჩვენთვის.
-ბოდიში, გლდანიდან მოვდიოდით და უფრო ადრე ვერ მოვასწარით მოსვლა.
ჩემი ჩათვლით ყველა ქრისტინეს ვაჩერდებით, კარგი, გინდა მოიტყუო და უხერხული მდგომარეობიდან გამოძვრე მესმის, მართლა ადამიანური გაგებით, მაგრამ ხომ შეიძლება, რაღაც ფანტაზია გაგაჩნდეს ადამიანს?! სულ პატარა..
-კარგი, შეგიძლია დაიკავოთ ადგილები.
ხმაც როგორი ბოხი აქვს, ჰო, მგონი ამ აუდიტორიაში მსხდომი გოგონებიდან ყველანი შარში ვართ, არანაირი გამონაკლისით.
-და ჰო, შემდეგ ჯერზე რამე უკეთესი მოიფიქრე.
ქრისტინე დაბნეული მე მიყურებს, რათქმაუნდა ჩემგან ელოდება გამოსავალს.
-გპირდებით, შემდეგი უფრო დამაჯერებელი იქნება, აუცილებლად.
პასუხის გაცემას აპირებდა კიდევ ერთმა დაგვიანებულმა , რომ შემოაღო კარები და მის მიმართ თანაგრძნობა წამებში მოედო მთელ ჩემს ცნობიერებას.
-შემდეგში უთხარი საოპერაციო მაგიდაზე ვიწექი, ვკვდებოდი, გულის ოპერაციას მიკეთებდნენ, მერე უცბად გამახსენდა ლექცია, რომ მქონდა და წამოვედიო, გთხოვ, მაინტერესებს რამდენად დამაჯერებლად იტყვი, მპირდები?,-ვცდილობ ძალიან ჩუმად ვუთხრა ისე , რომ , რაც ჩვენს შორის მოხდა ჩვენს შორის დარჩეს.
-გპირდები.
ლექტორი ამჩნევს თუ არა, რომ აუდიტორია მთლიანად აივსო, კარს ხურავს და მონოლოგს იწყებს და ქრისტინეც მონუსხული იწყებს მის სმენას.
-მოკლედ, ჩემი სახელია ანდრია , მისტერ ანდრია, ანდრია ლექტორო/ლექტორო ანდრია, ბატონო ლექტორო და მსგავსი სახელებით არ მომმართოთ, თქვენზე 3-4 წლით დიდი ვარ მხოლოდ, ასე რომ, უბრალოდ სახელით მომმართეთ.
ხო, რაც შეეხება წესებს ჩვენ ურთიერთობაში, ყველაზე მეტად პატივისცემას ვაფასებ, რა დოზითაც თქვენგან ვიგრძნობ ამას, იმ დოზით მიიღებთ ჩემგანაც.
არ მინდა ტირანი ლექტორის სახელი მქონდეს, რომლის ლექციების გაცდენაც შვებაა და მასთან გამოცდა ცხოვრებისგან მოვლენილი ყველაზე დიდი ტკივილი, ყველანაირად შევეცდები თქვენთვის ყველაფერი მარტივად იყოს , გამიხარდება თუ თამამად იტყვით იმას, რაც არ მოგეწონებათ, პირდაპირობა ყოველთვის დასაფასებელია, ყველანაირ სიტუაციაში. კითხვები გააქვთ?
რამდენიმე ბავშვი ხელს წევს და ისიც მონაცვლეობით იგერიებს კითხვებს.
-ცოლი გყაავთ?
ჰო, ამ კითხვას ვინ დასვამდა თუ არა ჩვენი კურის ყველაზე "ბრილიანტი" ელენე, როგორც ჩანს პირდაპირობა და პირადი ცხოვრება ერთმანეთში აერია, ზოგადად , 9 სიტყვიდან შეიძლება 2-ის მნიშვნელობა იცოდეს, ისიც თუ გაუმართლა, ალბათ ახლაც ეს შემთხვევაა..
-მიუხედავად იმისა, რომ ეს კითხვა არაფერ შუაშია ჩვენს ურთიერთობასთან, მაინც გიპასუხებ, არა, არ მყავს.
ქრისტინე წევს ხელს და დიდი მონდომებით ვცდილობ დავაწევინო, რომ რამე ელენესნაირი არ თქვას, როდესაც ვინმე მოსწონს , ცოტათი მისი ანალიტიკური და ლამაზი აზროვნება ბლაგვდება ხოლმე, ხოდა მე მისი დამხმარე ვარ ასეთ სიტუაციებში და მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ვაჩერებ დიდ დანაშაულამდე, ახლა ვერ ვასწრებ, ლექტორი პირდაპირ მის ხელს უყურებს და უღიმის, შემდეგ კი ხელს მისკენ იშვერს, მე კი აღარაფერი დამრჩენია "მამაო ჩვენოს" თქმის გარდა.
-თქვენ ცოტახნით ცვლით ქალბატონ გულნარას, ანუ ლექტორი არ ხართ, ზოგადად რას საქმიანობთ?
ჰო, მგონი გადავურჩით საქვეყნო სირცხვილს.
-რადგანაც ამ მომენტში ჟურნალისტიკას გასწავლით , ალბათ მიხვდით უკვე, რომ , რაღაც ამ თემასთან უნდა იყოს ჩემი პროფესია კავშირში, მწერალი ვარ.
-თქვენს წიგნებზე არაფერი მსმენია.
არა, ნამდვილად ვერ გადავურჩებით.
-ძირითადად მხოლოდ სამეცნიერო ნაშრომები მაქვს დაწერილი რეალური სახელითა და გვარით, სხვა ყველაფერი, ანუ წიგნები, რომლებიც არ ეხება კონკრეტულ ფაქტებსა და მეცნიერებას , დაწერილი მაქვს ფსევდონიმით, რომელზეც მხოლოდ რედაქტორებსა და რამდენიმე ახლობელ ადამიანებს სმენიათ, ამიტომ ლოგიკურია ვერაფერს გაიგებდით ჩემ წიგნებზე, კიდევ გაქვთ კითხვა?
-არა.

მთელი საღამო მხოლოდ ჩვენ ლექტორზე ლაპარაკობს ქრისტინე, ასე მგონია გადაიწვება თუ მალე ღილაკს არ ვუპოვნი და გამოვრთავ.
-ნეტა ეთქვა ცოლი მყავსო,-ჩუმად ვბურტყუნებ და ვფიქრობ როგორ შეიძლება გავაჩუმო, ისე, რომ თან ილაპარაკოს, მაგრამ ლექტორზე ერთი სიტყვაც კი აღარ თქვას, იმდენს მელაპარაკება მალე მე შემიყვარდება მგონი!
-შენ უჟმური ხარ, არც კი გყვარებია ვინმე.
-რაში მჭირდება ეგ , რაღაც სისუსტე? ჩემი სიყვარული რად მინდა, შენ და ბატონ ლექტორს გიყურებთ და გავერთობი ცოტას.

თინანოს მშვიდად ეძინა, წამითაც კი არ უფიქრია, რომ ახლა მისი ადამიანი, იმავე კორპუსში იყო , სადაც ის, კალათბურთს უყურებდა და მეგობრებთან ერთად ლუდს სვამდა, არც ერთი წამით.



№1  offline წევრი Elea_Nora

მომწონს კარგია გამართული ნაწერია საიდანაც აზრის გამოტანა შეიძლება. თან მომწონს ლექრორისა და სტუდენტის რომანიი. ველი გაგრძელებას...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent