შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სტაჟიორი (მეოთხე თავი)


12-12-2018, 10:31
ავტორი melina
ნანახია 1 991

არაფერი შეიმჩნია, მთელი საღამო ყველას სახეს და მოქმედებას აკვირდებოდა. როგორც კი მომენტი ჩაუვარდა და მაგდასთან მარტო აღმოჩნდა, მაშინვე დაკითხვაზე გადავიდა.
-თვალზე რა გჭირს?
-არაფერი, უხერხულად შეიშმუშნა მაგდა.
-კარგი რა, არაფრისგან თვალი არ ლურჯდება ჩემო დაიკო.
-კარს დავეჯახე შემთხვევით, ხომ იცი როგორი მოუხერხებელი ვარ.
-ვერაფერს ვიტყვი, ირონიულად გაიღიმა ნინიმ. ცოლ-ქმარმა ვერ მოილაპარაკეთ მაინც? უჩამ სულ სხვა ახსნა მოუძებნა ამ შენ თვალის სილურჯეს. ახლა კი სიმართლეს ველოდები, აბა გისმენ.
-რისი მოსმენა გინდა ნი? იმის, რომ სულელივით ყველაფერს ვითმენ? თუ იმის, რომ მაგ არაკაცს უფლებას ვაძლევ დაანგრიოს ჩემი ცხოვრება. თქვა და ღვარად გადმოსცვივდა ცრემლები. -წლებია ამ ყველაფერს ვიტან, ჩუმად ვარ, შენთანაც კი ვერაფერს ვამბობდი. ეს ოთხი წელი ჯოჯოხეთში გავატარე, მაგის უაზრო გამოხტომების გამო.
-ვატყობდი, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო, მაგრამ ამას როგორ წარმოვიდგენდი. იდეალური ქმარი, არასდროს ყოფილა მაგრამ ასეთი ზნედაცემულიც არ მეგონა. ჩვენთან არ იმჩნევდა როგორც ჩანს.
-კი, ხალხის თვალწინ თამაში გადასარევად გამოსდის.
-აქამდე რატომ არ თქვი? ხვდები მაინც რამხელა შეცდომა დაუშვი? ოთხი წელი ამ არაკაცთან როგორ იცხოვრე…
-არ ვიცი, ალბათ მეგონა შეიცვლებოდა, მაგრამ ამაშიც შევცდი, პირიქით უფრო და უფრო აუტანელი ხდება.
-კარგი, ნუღარ ტირი, ახლავე ჩაალაგე შენი და ბარბარეს ნივთები, სახლში მივდივართ. უთხრა და მთელი ძალით ჩაეხუტა პატარა დას.
მეორე დილით, ნინი და მაგდა, დივანზე მოკალათებულები, სკაიპით უყვებოდნენ ლიზას, წინა დღით მომხდარი ამბის დეტალებს.
-გენაცვალოს დედამ, ჩემო მონატრებულო შვილო. ძლივს ღიმილი დავინახე შენს სახეზე. ლაშაზე კი ძალიან ვნერვიულობ, რამე შარს არ გადაეყაროს, არ მოეშვება უჩა.
-მორჩით ახლა ამ დრამას დედა-შვილი, რა უნდა უქნას უჩამ, მაგას მარტო ქალებთან აქვს დიდი გული, გუშინ ვერ ნახე როგორ გაისუსა ლაშა რომ ელაპარაკებოდა?
-ნი, შენი მობილური რეკავს, თქვა მაგდამ და ტელეფონი მიაწოდა.
-აი გუშინდელი დღის გმირი რეკავს, ალბათ გულმა უგრძნო, მასზე რომ ვლაპარაკობდით. თქვა და საძინებლისკენ გასწია. მალევე კმაყოფილი სახით დაბრუნდა უკან.
-ფანტასტიური ამბავი მაქვს შენთვის.
-რა ხდება აღარ იტყვი? ინტერესით მიაჩერდა მაგდა.
-ოცდაათში, ანუ ზეგ ბაკურიანში მივდივართ, იქ შევხვდებით ახალ წელს.
-მაგარიაა,და ვის გაუჩნდა ეს შესანიშნავი იდეა?
-რა თქმა უნდა ლაშას, ხომ იცი როგორი კრეატიულია.
ყველაფერი მოამზადეს, ოცდაათში დილით ჩასხდნენ მანქანაში და გავიდნენ თბილისიდან, თორმეტი საათი სრულდებოდა მანქანა, რომ კოტეჯის წინ გაჩერდა, სათითაოდ გადმოვიდნენ. პატარა მყუდრო სახლი, ორი სართულისგან შედგებოდა, პირველი სართული სტუდიოს ტიპის, მეორე სართულზე კი განლაგებული იყო ორი საძინებელი, აბანო და პატარა აივნები, სულ ეს იყო.
ყველაზე წინ, პატარა ბარბარე გარბოდა და ხტუნვა-ხტუნვით მიიკვლევდა გზას, სახლის კარამდე, მაგდაც ფეხდაფეხ მისდევდა. ნინი და სალომე სიცივით აბუზულები ერთმანეთს ეკვროდნენ, მათ უკან კი ლაშა და გიო მოდიოდნენ. გაამართლა გიოს შეუპოვრობამ, მოხერხა და სალომე მაინც შეირიგა.
-ხომ არაფერი გავიწყდებათ ბიჭებო? მოულოდნელად იკითხა ნინიმ.
ბიჭებმა ჯერ ერთმანეთს გადახედეს, მერე კი ნინის მიაჩერდნენ გაურკვეველი მზერით.
-რა გაოცებულები მიყურებთ, იმ ბარგს მე გადმოვიტან მანქანიდან?
-ან მე? აყვა მეგობარს სალომე და თან კარი შეაღო.
-თქვენ ხომ არ დაასვენებთ ადამიანს, წაიბუზღუნა გიომ და ორივენი უკან გაბრუნდნენ.
ამასობაში გოგოებმა სუფრაც გაშალეს და გემრიელად შეექცნენ. მაგდამ ბარბარე აიყვანა საძინებელში შუადღეს დასაძინებლად, დანარჩენებმა სუფრა აალაგეს და ეზოში გავიდნენ.
-რა დაგრჩენიამთ ამ ეზოში რა, მე გავიყინე, მირჩევნია ბუხართან დავჯდე. თქვა და კარებისკენ შებრუნდა სალომე.
-მოიცა, რატომ ჩქარობ,ბუხარის გარეშეც შეგიძლია გათბე. მრავალმნიშვნელოვნად ჩაილაპარაკა ნინიმ.
-და როგორ? საინტერესოა…
-აი ასე მაგალითად. თქვა ნინიმ, და საგულდაგულოდ შეკრული გუნდა, ლაშას თავში უთავაზა. რომელიც იქვე იდგა და დიდი მონდომებით ისწორებდა ქურთუკის საყელოს. მანაც მაშინვე დააბრუნა საპასუხო გუნდა, არც გიორგი ჩამორჩა დანარჩენებს და ორ წუთის მერე, ყველანი თოვლში გორაობდნენ. ამასობაში, მაგდამაც დააძინა ბავშვი და გოგოებს დასახმარებლად შეუერთდა.
საღამოს სახლში ჯდომა რომ მოეწყინათ,გასართობად გავიდნენ, ისეირნეს, მერე კი ბარში დასხდნენ. თუმცა არც იქ დაისვენა დიდხანს ბარბარემ, და ისევ სახლში დაბრუნდნენ. ოცდათერთმეტი დეკემბერი, საახალწლო სამზადისში მიილია ეს დღე, საღამოს რვა საათი იყო, სააბაზანოდან გამოსული ნინი საძინებელში იდგა, კარისკენ ზურგით და ფანჯრებს მიღმა მოფარფატე ფიფქებს აკვირდებოდა. ჯერ ისევ სველი თმა მხრებზე ჩამოეყარა, ტანზე პირსახოცი შემოეხვია, რომელიც უკანალს ძლივს უფარავდა, კარზე დაბალ ხმაზე კაკუნი გაისმა.
-შემოდი, როდის აქეთ არის, რომ აკაკუნებ. ეს რაღაც ახალია? თქვა ისე, რომ არც მოტრიალებულა.
-……………..
-რას გაჩუმებულხარ, რახანია გელოდები, მეგონა საძინებლის გზა დაგავიწყდა.
-შენმა სილამაზემ დამამუნჯა, საოცრება ხარ ნი, ზურგს უკან უჩურჩულა ლაშამ და ნოტიო მხრებზე ხელი მოხვია.
-მე…სალომე მეგონე…აწურული იდგა ნინი, ლაშას ღონიერ მკლავებში მომწყვდეული და თავდახრილი, ლაშამ ცალი ხელი წელზე მოხვია და უფრო ახლოს მიიზიდა უნაკლო სხეული, მეორე ხელით კი თავი მაღლა ააწევინა, თვალებში ჩააკვირდა, თითქოს მისი სურვილების ამოკითხვას ლამობდა. ის იყო საკოცნელად დაწვდა, რომ კარები სალომემ შემოანგრია ლამის, ისე შემოვიდა ოთახში, ნინი მაშინვე გვერძე გასხლტა გველნაკბენივით და იქვე საწოლზე დადებული ხალათი მოიცვა.
-უფს… არ ვიცოდი თუ აქ იყავი ლაშა. ისევ სალომემ დაარღვია უხერხული სიჩუმე.
-არაუშავს, უკვე გასვლას ვაპირებდი, ჩვენ მერე გავაგრძელოთ საუბარი ნი. უთხრა და ჩქარი ნაბიჯით დატოვა ოთახი.
-ადვილი მისახვედრია რაზეც საუბრობდით, ნამდვილად ბანკის საპროცენტო განაკვეთს განიხილავდით, სიცილით თქვა სალომემ.
-არა ცდები, საკრედიტო რისკებზე ვსაუბრობდით, უკმაყოფილოდ უპასუხა ნინიმ.
-ჰა ახლა, ნუ მომკალი ინტერესით, მომიყევი დროზე რა გამომრჩა. ცნობისმოყვარეობით ანთებული თვალები მიანათა მეგობარს.
-არაფერიც არ გამოგრჩა, კულმინაციურ მომენტში შემოგლიჯე კარი და ყველაფერი გააფუჭე. ღიმილით თქვა ნინიმ და სახე ხელებში ჩამალა.
-მაგას მეც მივხვდი მაგრამ უკვე გვიან იყო, რა გითხრა?
-ოო, გვეყო ახლა ლაშაზე ლაპარაკი, ჯობია მოვწესრიგდეთ საღამოსთვის. საუბრის თემა შეცვალა ნინიმ.
გადაწყვიტეს სახლში შეხვედროდნენ ახალ წელს და მერე გასულიყვნენ სადმე. თორმეტი საათი ახლოვდებოდა, ცოტაც და ახალი წელი შემოაბიჯებდა. ყველანი სუფრასთან ისხდნენ, მხოლოდ ბარბარეს ეძინა საძინებელში. კარზე ზარის ხმა გაისმა.
-ნეტავ ვინ არის აქ? თან ასეთ დროს?
-თუ არ გააღე ვერ გავიგებთ მაგდა, გამოეპასუხა სალომე. ისიც ადგა და კარისკენ გასწია.

--------------------
ესეც მეოთხე თავი, იმედი მაქვს მოგეწონებათ:)



№1  offline წევრი mia miako 15

კარგია საინტერესო ისტორია.მომწონს.ველი შემდეგ თავს❤

 


№2  offline წევრი melina

mia miako 15
კარგია საინტერესო ისტორია.მომწონს.ველი შემდეგ თავს❤

მადლობა რომ მოგწონს და ამ ისტორიის ერთგული მკითხველი ხარ:)ძალიან მახარებს შენი კომენტარის ნახვა ყოველთვის❤

 


№3  offline წევრი mia miako 15

კი ძალიან მომწონს და ველი ახალ თავს❤????♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent