შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიზმარი თუ რეალობა?(თავი 4)


13-12-2018, 17:07
ავტორი Tamta.k
ნანახია 1 588

როგორც იქნა, გოგონამ თვალები ფართოდ გაახილა. ოდნავ დაფთხა რადგან ბიჭი ძალიან ახლოდან აკვირდებოდა და თვალს არ წყვეტდა. ნიკოლოზი მონუსხული უყურებდა გოგონას მუქ ყავისფერ თვალებს. ზუსტად ისეთიაო გაიფიქრა.
- შენ... - გოგონას ხმა საამურად ჩაესმა და ღიმილმა ბაგეები გაუპო.
- მე ნიკოლოზი ვარ. კარგად ხარ? - თავი დაუქნია ისე რომ თვალი არ მოუწყვეტია. - ჩემს ოთახში ხარ. დანარჩენები სტუმრებს აცილებენ. ექიმმა უკვე გაგსინჯა, არაფერი არ გჭირს. მართლა კარგად ხარ?
- კი კარგად ვარ. რამდენი ხანი ვიყავი ესე? - წყლის ჭიქა მიაწოდა და მანაც ბოლომდე გამოცალა.
- ორი საათი. რა დაგემართა? - ფეხზე ადგომას შეეცადა თუმცა თაბრუსხვევამ უკან დააბრუნა.
- არა... არაფერი. მე არ ვიცი.
თუმცა ყველაფერი კარგად იცოდა. ორივეს გული ცეცხლის ალი ბობოქრობდა და მისი ჩაქრობა არავის შეეძლო.
- შენ რამდენი ხნითაც გინდა იწექი, მე დავხატავ კარგი? - თავი დაუქნია და ბიჭიც გვერდით სახატავ დაფას მიუჯდა. ხატავდა და გოგონას ცალი თვალით უყურებდა, რამდენჯერმე გაიცინა რაზეც გოგონას ყურადღება მიიპყრო. მწოლიარეე გოგონას დახატვას თითქმის მორჩა როდესაც ლიზა სწრაფად წამოიმართა და ფეხსაცმლის ჩაცმა დაიწყო.
- საით?
- უნდა წავიდე, სახლში. ალბათ დაღლილობის გამო გავხდი ცუდად... მადლობა დახმარებისთვის.
- გაგაცილებ - უხალისოდ დაეთანხმა და უკან გაჰყვა.


კიბეებზე ძალები მოვიკრიბე რომ ფეხი არ ამკანკალებოდა და ჩავსულიყავი. მისმა სურნელმა კიდევ უფრო დამახვია თაბრუ. დავიმანახე როგორ აცილებდა ბატონი ამირანი ბოლო სტუმარს, ჩემი დანახვისას კი სწრაფად მომიახლოვდა.
- ლიზა კარგად ხარ? როგორ შეგვაშინე... ჯერ არ უნდა ამდგარიყავი.
- არა, კარგად ვარ მართლა. მაპატიეთ, უხერხულ მდგომარეობაში ჩაგაგდეთ. - მართლაც ძალიან უხერხულად ვგრძნობდი თავს მათთან რადგან ამდენი სტუმრის თანდასწრებით ეს დამემართა.
- რა სისულელეა, პირიქით მთავარია შენ ხარ კარგად...
- ლიზა. - სამზარეულოდან ეტლით სახლის დიასახლისი მომიახლოვდა.
- მაპატიეთ, მე...
- გთხოვ გაჩერდი, მიხარია რომ კარგად ხარ. - შემდეგ ჩემს გვერდით მდგომ შვილს გადახედა, თვალებში რაღაც უცნაური უელავდა.
- ლიზა მშვენივრად გამოიყურები - ლუკასი მომიახლოვდა და გამიღიმა, მის უკან ბექა და ორი ახალგაზრდა იდა - ხო, ეს ჩემი ძმებია. ლევანი და გიორგი. აი რომ მეკითხებოდი ის ნიკოლოზი. - სახეზე სიმხურვალე ვიგრძენი და სწრაფად დავხარე თვალები.
- გეკითხებოდა? - ნიკოლოზი წინ გამოვიდა და ძმას მეგობრულად დაადო ხელი
- ხო მე...
- უნდა წავიდე - გავაწყვეტინე - მადლობას გიხდით ყველაფრისთვის და ბოდიში.
- პირიქით მადლობა, შენ ძვირფასო. - ცოლ-ქმარმა ერთად თქვეს და ორივეს გაეღიმა.
- გინდა წაგიყვან? - შემომთავაზა ბექამ.
- არა, მანქანა უნდა წავიყვანო. ჩემს ნივთებს ავიღებ...
- ყველაფერი ჩავაწყვეთ. - გამიღიმა ლუკასმა
- ოჰ, მადლობა - ყველას დავემშვიდობე და გამოვედი. მანქანამდე ნიკოლოზი გამომყვა
- იმედია ისევ შევხვდებით ერთმანეთს, ლიზაა. - თავი დამიკრა და წავიდა. დამტოვა გაქვავებული, დამუნჯებული და ცრემლებ მორეული მარტო.
აკანკალებული ხელით ვამუშავებ მანქანას. უკვე სახლთან ვარ ტელეფონზე შეტყობინება რომ მომდის, სამიათასი ლარით ივსება ჩემი ანგარიში. სიხარულის თავი საერთოდ არ მაქვს. ჩემი ტონება და აზროვნება ათასი რამის გადახარშვას ერთად ვერ ახერხებს. სახლის კარს ვაღებ დედა გაბრწყინებული მიყურებს თუმცა ჩემი ფერდაკარგული სახის დანახვისას შეშდება.
- რა მოხდა ლიზა? რა დაგემართა? - ლაპარაკის თავი არ მაქვს ვცილობ სწრაფად ავუხსნა
- დავიღალე დედა. მინდა დავისვენო...
- დაისვენო? არ უნდა მომიყვე შვილო?
- რა მოგიყვე?
- მაგალითად როგორ გაართვი საქმეს თავი? - მხრებს იჩეჩავს
- ხომ გითხარი დავიღალე თქო? - უკვე ვყვირივარ და მასაც სახე ეშლება.
- წამოდი ჩაის გაგიკეთებ. ან... მიდი დაწექი და მოგტან.
არ ვეწინააღმდეგები, წყალს ვივლებ და ვწევები. ფინჯანი ჩაით შემოდის და გვერდით მიჯდება.
- დალიე, ცოტა დამამშვიდებელი გავურიე. ადვილად დაგეძინება
- მადლობა დედა. - მადლიერებით ვივსები და ჩაის სწრაფად ვცლი.
- ეხლა დაიძინე, ხვალ ვილაპარაკოთ კარგი? - თავს ვუქნევ ისიც მიდის თუმცა კარებთან ჩერდება
- მაინც საჭმლის სუნია, ღმერთო მიშველე...
ღამის ფარდებს ვაფარებ და თავს ბალიშში ვრგავ. როგორ შეიძლება ესეთი მსგავსება არსებობდეს? ვერასდროს წარმოვიდგენდი... რომ მას რეალურად შევხვდებოდი. ალისა ხომ არ ვარ,საოცრებათა ქვეყანაში სიზმრის სახით მივდიოდე შემდეგ კი უკან ვბრუნდებოდე და იმას ვხსევადე რასაც იქ? მისთვის ალბათ როგორი უცხო ვარ... რამდენი დრო გაგვიტარებია ერთად. თვალები მიმძიმდება და ძილის მორევში ვეშვები.

- როდის დაიჯერე რომ სიყვარული არსებობს? - მეკითხება
- ალბათ მაშინ როდესაც პირველად ამიჩქარდა გული. შენი შეხებისას, დანახვისას. თუნდაც ახლოს ყოფნისას. - მიღიმის და თმაზე ნაზად მისმევს ხელს.
- და გჯერა რომ ეს სიყვარულია?
- რა თქმა უნდა. მე მიყვარხარ... ვიცი, ვიცი რომ ეხლა ამ დროს და ამ სიტყვაციაში ეს სიტყვები ყველაზე გაცრეცილია. ამას ვერავინ ვერ აფასებს, ადრე უფრო ღირებული იყო... მესმის. მაგრამ მე მართლა...
- ვიცი, ვიცი ძვირფასო რომ გიყვარვარ. განა მე არ მიყვარხარ? ან როგორ არ უნდა მიყვარდე - ტუჩებს მაწეპებს და სახეზე ნაზად მისმევს ხელს. ტანში ჟრუანტელი მივლის და მგონია რომ პირველად მკოცნის. იმდენად დიდი მიზიდულობა გვაკავშირებს და ვცილდები თუ არა, ჩემი მეორე ნაწილი კვდება. ვაკუუმში ვიკეტები და საარსებო წყაროც მასთან ერთად ჰაერში იფანტება.
- დროა - ამბობს და გოგონას თვალებში კუშტად,უყურებს.
- რისი დრო?
- დროა ისწავლო, სად გადის ზღვარი. სიზმარსა და რეალობას შორის...
- რა? - ისევ მიყურებს და...

ვიღვიძებ უკვე მზე ფანჯრის რაფას წვდება, გულისრევის შეგრძნებას ვგრძნობ.
- დედაა - ვეძახი და ისიც შეშინებული შემოდის ოთახში.
- რა არის გოგო? გული გამიხეთქე. - კოპებშეკრული მეუბნება.
- ბაბუს სახლის გასაღები შენ გაქვს?
- კი რა არის?
- გასაღემი მინდა. ცოტა ხნით წავალ...
- სად გოგო ყაზბეგში მიდიხარ? ამ სიცხეში?
- ხო დედა...
- ღმერთო უშველე ჩემს შვილს, ან მე რა დავაშავე?
- გეყოფა ლოლა. მაძლევ თუ არა გასაღებს?
- მარშუტკით წადი მაშინ.
- არა გთხოვვ, მანქანას მაინც არ იყენებ!
- კარგი, კარგი. ჯანდაბას შენ თავს, მე რას მერჩი შვილო? მარტო მტოვებ, კარგი მეც წამოვალ... - სწრაფად ვდგები და ვუახლოვდები
- დედა გთხოვ. დასვენება და მარტო ყოფნა ეხლა ყველაზე მეტად მჭირდება...


***
- ის არის? ის არის არაა? - ბორბლები ბიჭისკენ მიიწევს
- დედა განა შენ ვერ შენიშნე? ის... ხოის არის.
- ყველა ქვეყანაში ვეძენებთ. თურმე რა ახლოს ყოფილა - ამბობს კაცი და შვილს უახლოვდება.
- მე რატომ არ მითხარით რომ ეძებდით? რატომ?!
- და აზრი შვილო?- ერთად თქვეს მშობლებმა
- დიდი აზრი ჰქონდა. მე ხომ ამდენი წელია ვიტანჯები დედა!
- ეხლა იცი ვინც არის და სად.
- და თქვენ მე ხომ გიჟი გეგონეთ? - კაცი მიუახლოვდა და შვილის ხელი თავისაში მოიქცია
- ჩვენ თავიდან დაბნეულები ვიყავით, შენი აკვიატება გვეგონა. თუმცა ბოლოს დავრწმუნდით რომ ეს სინამდვილე იყო. ჩვენს შვილს ვერ გავწირავდით... შენ ვერ დაგკარგავდით.
- ვიცი მამა, ვიცი...
- ეხლა რის გაკეთებას აპირებ? - ბიჭი ტრიალდება და ორივეს უყურებს.
- ის ჩემი გახდება... თუნდაც ძალით.
შემდეგ ოთახიდან მყარი ნაბიჯებით გადის და სწრაფად ტოვებს სახლს.

დედა რამოდენიმე საჭმელს კონტეინერში მიწყობს და გასაღებს მაწვდის.
პატარა სამგზავრო ჩანთაში ტანსაცმელს ვაწყობ და მივდივარ. ავტოსაგამართ სადგურზე ვაჩერებ და პატარა მაღაზიაში პროდუკტებს ვყიდულობ. გარშემო არავინაა, მაღაზიას ვშორები თუ არა ჩემს უკან ფეხის ნაბიჯების ხმა მესმის და ბასრი საგანი თავში მხვდება. ბოლო წამს სანამ გონს დავკარგავ, შავი ნოცნობი თვალენის დანახვისას შიში მეუფლება თუმცა ის იმდენად ნოცნობია... ტკივილი ბოლოს მიღებს და შავ უფსკრულში ვეშვები.



№1  offline წევრი Elea_Nora

ღმერთოო ეს რა ხდება?? აუ რას აპირებს ნიკოლოზი? მოიცა რას ნიშნავს ის სიტყვები "საზღვარი რეალობასა და სინამდვილეში" რატომ ესიზმრებათ ერთნაირი სიზმრები? ღმერთო... ან ის ბოლო რა იყო? გაად. გადამრევ მე შენ. როგორ მოვითმინო ეხლა ჰაა? მოკლედ რა სულ ასე როგორ მმართებ? ვგიჟდები შენზე ჩემო ალუბალო. ჰა ნახე მოვიფიქრეე მარა საიდან აზრზე არ ვარ უბრალოდ თავში დამარტყა და ეგააა. ღმერთო რა უცნაური ვინმე ვარ. კაი აბა გელოდები შემდეგი ნაწილით. ❤❤

 


№2  offline მოდერი Tamta.k

Elea_Nora
ღმერთოო ეს რა ხდება?? აუ რას აპირებს ნიკოლოზი? მოიცა რას ნიშნავს ის სიტყვები "საზღვარი რეალობასა და სინამდვილეში" რატომ ესიზმრებათ ერთნაირი სიზმრები? ღმერთო... ან ის ბოლო რა იყო? გაად. გადამრევ მე შენ. როგორ მოვითმინო ეხლა ჰაა? მოკლედ რა სულ ასე როგორ მმართებ? ვგიჟდები შენზე ჩემო ალუბალო. ჰა ნახე მოვიფიქრეე მარა საიდან აზრზე არ ვარ უბრალოდ თავში დამარტყა და ეგააა. ღმერთო რა უცნაური ვინმე ვარ. კაი აბა გელოდები შემდეგი ნაწილით. ❤❤

" დროა ისწავლო, სად გადის ზღვარი. სიზმარსა და რეალობას შორის... " ეს სიტყვები ჰარი პოტერიდანაა და ვგიჯდები ამ სიტყვებზე. შენზე ხო საერთოდ, მარწყვო❤️ყოველდღე ვდებ და დიდხანს არ გალოდინებ...

 


№3  offline წევრი დარინა

დაიწყო ნიკოლოზმა მოქმედება მე მომეწონააა, აი ზუსტად ვინც შენია მიდი აიღე და წაიღე, ამ სიტყვებზე ვგიჟდებიი, ხვალამდე რა მოიცდის კაცო ამ ჩვენს ნიკოლოზს რა აქვს ჩაფიქრებულიიი, აუ მალე მინდა გაიგონ რომ ორივეს ერთი და იგივე რამ ესიზმრებათ.

 


№4  offline მოდერი Tamta.k

დარინა
დაიწყო ნიკოლოზმა მოქმედება მე მომეწონააა, აი ზუსტად ვინც შენია მიდი აიღე და წაიღე, ამ სიტყვებზე ვგიჟდებიი, ხვალამდე რა მოიცდის კაცო ამ ჩვენს ნიკოლოზს რა აქვს ჩაფიქრებულიიი, აუ მალე მინდა გაიგონ რომ ორივეს ერთი და იგივე რამ ესიზმრებათ.

გულიანად გამაცინე :დდდ ცოტაც მოიცადეე და სურვილს შეგისრუკებ:დდ ❤️

 


№5  offline წევრი nina kupradze

აუუუ რა მაგარი გოგო ხარ შეენ არიცი. რაღაც სასწაულით რატო მაკვირვებ სუუულ? ბასრიო? არ შეეცოდა?
კაარგი ამასაც გავარკვევთ.
წარმატებები თამთა და გელოდები❤️❤️

 


№6  offline წევრი anastasia.ana

ძალიაან კარგია❤️

 


№7  offline მოდერი Tamta.k

nina kupradze
აუუუ რა მაგარი გოგო ხარ შეენ არიცი. რაღაც სასწაულით რატო მაკვირვებ სუუულ? ბასრიო? არ შეეცოდა?
კაარგი ამასაც გავარკვევთ.
წარმატებები თამთა და გელოდები❤️❤️

ნინააა დიდი მადლობა, მუდამ ჩემს გვერდით რომ ხარ❤️

anastasia.ana
ძალიაან კარგია❤️

მადლობა❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent