შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიენდე გრძნობებს...თავი 5


14-12-2018, 19:30
ავტორი katiusha
ნანახია 3 158

ერთი კვირა გავიდა.ტატიანა უნივერსიტეტში დადიოდა,შემდეგ სახლში ბრუნდებოდა, სწავლობდა, ცოტა ხანს ეზოში გაისეირნებდა და იძინებდა.ნაკლებად ჰქონდა კონტაქტი სერგოსთან და ჯინასთან. ერიდებოდა მათ და ოთახში იკეტებოდა.სწავლით რომ დაიღლებოდა ნანკას დაურეკავდა და ელაპარაკებოდა,რამდენჯერმე მშობლებსაც ესაუბრა,უსაყვედურეს ჩვენთან რატომ არ მოდიხარო. შუალედური ჩათვლები მოიმიზეზა და მას დააბრალა.გამოგივლითო რომ დავასრულებ,ან თქვენ მესტუმრეთო უთხრა.შეატყო ქეთინომ რომ მის ქალიშვილში რაღაც ცვლილება მომხდარიყო,მაგრამ ვერ ჰკითხა, მოერიდა.იქნებ თვითონ მითხრას როცა ენდომებაო...
ნიკოლას გარეშე მოწყენილი იყო ტატიანა,არ ეგონა მაგრამ ამირეჯიბს უკვე მნიშვნელოვანი გავლენა მოეხდინა მასზე და მის გონებაში შეეღწია,სულ მასზე ეფიქრებოდა. პრინციპში დანახვის დღიდან ასე იყო და რომ არ რეკავდა და არაფერი ისმოდა მისგან ეს უარესად მოქმედებდა მის გუნება განწყობილებაზე.
არც ნიკოლა ყოფილა უკეთესად.ჯერ იყო და უცხოელი პარტნიორები ჩამოუვიდნენ და ორი დღე მათ დასდევდა,მერე საქმიან შეხვედრაზე გამგზავრება მოუწია შვეიცარიაში და რამდენიმე დღე იქ დაჰყო,როცა ჩამოვიდა და იფიქრა სახლში გავივლიო,ბანკში გამოუჩნდა მნიშვნელოვანი საქმე. საღამოს ერთ-ერთი კონკურენტი ბანკის წარმომადგენელმა დაპატიჟა მეუღლესთან ერთად წვეულებაზე. უარი არ გამოვიდოდა,მარტო ის კი არა მშობლებიც კი მიწვეულები იყვნენ. ახლა კი ნამდვილად მოუწევდა ტატიანასთან დარეკვა და მისი ნახვა. მასთან გავლას ვერ ასწრებდა,ჯერ თვითონაც უნდა მისულიყო სახლში,მერე სანამ გაემზადებოდა და იქ მიაკითხავდა,უფრო დააგვიანებდა. ამიტომ სერგოს დაავალა მისი წამოყვანა.კაცი კი აბუზღუნდა,მაგრამ მაინც დასთანხმდა.რჩებოდა მხოლოდ ტატიანა,ტელეფონი ამოიღო და ნომერი აკრიფა.დიდხანს გადიოდა,ბოლოს როგორც იქნა უპასუხა.
-გამარჯობა ტატიანა,როგორ ხარ?
-კარგად ნიკოლა,შენ როგორ ხარ?
-ნორმალურად.მომისმინე საქმეზე გირეკავ,ხომ სახლში ხარ?
-დიახ,აქ ვარ.რა ხდება?
-მოემზადე,რამე ლამაზი კაბა ჩაიცვი და მამაჩემს გამოყევი.წვეულებაზე ვართ დაპატიჟებულები,მე ვერ ვასწრებ მანდ მოსვლას.
გული პატარა ჩიტივით შეუფრთხიალდა ტატას მასთან შეხვედრის მოლოდინში.მაგრამ თავი ხელში აიყვანა რომ არაფერი შემჩნეოდა.
-კარგი,მოვემზადები და შენი მეუღლის როლს ხუთიანზე შევასრულებ, -დაემშვიდობა და კარადა გამოაღო. უნდოდა რომ ამ საღამოს ისეთი ლამაზი ყოფილიყო რომ ყველას მასზე ელაპარაკა და ნიკოლას ეამაყა, თუ მასაც მოსწონებოდა?ალბათ უფრო მეორე,ქმრის აზრი მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გამხდარიყო…
წვეულება ახალი დაწყებული იყო,ნიკოლა რომ მივიდა,მაშინვე საბა მოიძია ხალხში და მისკენ წავიდა. ბიჭი უცხო გოგოს ესაუბრებოდა და იცინოდნენ. მეგობარი რომ დაინახა,ბოდიშის მოხდით დატოვა გოგო და მისკენ წამოვიდა.
-მარტო მოხვედი?
-ტატიანაც მოვა,ვერ მოვასწარი გავლა, მამა მოიყვანს.
-აი აქ ატყდება ამბავი,თუ ატყდება,ნახე როგორ გიყურებენ ეს ქალები,მტაცებელი ცხოველებივით. აი ერთი უკვე მოდის კიდეც…
ნიკოლამ მისკენ მიმავალ გოგოში ლოლა ამოიცნო და სახე ეცვალა.
-ნიკოლა ამირეჯები მარტო?ტატიანას გარეშე?-გაეცინა ირონიულად მას.
-მარტო არ ვარ,ისიც მოვა,აგვიანდება, საქმეზე შეყოვნდა.
-საინტერესოა თქვენი ურთიერთობა, სულ ცალ-ცალკე დადიხართ. პრობლემები ხომ არ გაქვთ საყვარელო?-ლოლა დაუფარავად და უსირცხვილოდ მიეალერსა და სახეზე ჩამოუსვა ხელი.ნიკოლამ მოიშორა და უკან გაიწია.
-უკაცრავად,მაგრამ მე ცოლიანი კაცი ვარ და ეს არ შეიძლება,არც ქალს შეეფერება ასე მოქცევა..
-სულ არ მაინტერესებს ვინ რას იფიქრებს,მთავარი ჩემი მიზნებია..
-და რა არის თქვენი მიზანი?-სიმშვიდეს ინარჩუნებდა ნიკოლა.
-თქვენ..
-აი მე კი პირდაპირ გეტყვით ჩემი მიზანიც და ცხოვრების აზრიც ის ქალბატონია,ახლა რომ შემოვიდა. შემოსასვლელ კარში ტატიანა იდგა ულამაზეს შავ,ბრჭყვიალა თვლებით გაწყობილ გრძელ კაბაში, მამამთილისთვის ხელი მკლავზე ჩამოედო და დაბნეული აცეცებდა თვალებს,თითქოს ვიღაცას ეძებდა. ვიღაცას კი არა ნიკოლას ეძებდა და როცა დაინახა შეკრული შუბლი გახსნა.
ამირეჯიბმა ლოლა მიატოვა და ტატიანასკენ დაიძრა, მიუახლოვდა. პირდაპირ დაუდგა და გაუღიმა.
-სიტყვები არ მყოფნის…
-არ გყოფნის და მიხედე ახლა შენს ცოლს და მეორედ არ დავინახო რომ მე მომიწიოს მისი სადმე წაყვანა.- უსაყვედურა მამამ.
ტატიანას შერცხვა და თავი დახარა, ნიკოლამ მისი ხელი თავის ხელში მოიქცია და ზემოდან აკოცა. ეკალმა დააყარა გოგოს და გაწითლდა. მითუმეტეს მარტოები დარჩნენ.
-ბოდიში თუ უხერხულში ჩაგაგდე.მეც არ ვიცოდი ამ წვეულების შესახებ,ყველაფერი უცებ მოხდა.
-ისეთი არაფერია,გამიხარდა კიდეც. მთელი კვირაა დაიკარგე. არ გამოჩენილხარ.
-საქმიანი შეხვედრები და მივლინებები მქონდა.
-ანუ უკეთესი ყოფილა რომ მე შენ მშობლებთან ვცხოვრობ.მაინც მარტო თუ ვიქნებოდი,ასე უფრო კარგია.
-მე ასე არ მინდა,მაგრამ სხვა გზა არაა, ალბათ ცოლიც აქამდე იმიტომ არ მოვიყვანე მარტოობისთვის მეცოდებოდა.
-ის კი არა შენ ხარ ცოდო.რადგან მარტოსული ხარ.ეს კი საშინელებაა.
ნიკოლა ახლა დაფიქრდა რას ნიშნავდა ეს და რაღაცის თქმა დააპირა,მაგრამ არ დასცალდა,ძველი ნაცნობები გამოჩნდნენ,მათკენ წამოვიდნენ და მიესალმენენ. რომ გაიგეს ტატიანა ნიკოლას ცოლი იყო და ახლახანს დაქორწინებულიყვნენ გაუკვირდათ და გაეხარდათ კიდეც…
ხომ არიან ჩვენს ირგვლივ ადამიანები,რომლებსაც გულით უხარიათ ჩვენი ბედნიერება?ხოდა ასეთ კატეგორიას მიეკუთვნებოდნენ ეს ახალგაზრდა ცოლ-ქმარიც.ცოტა ისაუბრეს,გოგოებმა ადვილად გამონახეს საერთო ენა და როგორც კი ქმრებმა სამსახურებზე დაიწყეს საუბარი,მაშინვე უკმაყოფილება გამოთქვეს აქ გასართობად ვართ,ცოტა ხანს მაინც დაივიწყეთ სამსახურიო. ჩაეცინა ნიკოლას და ხელი ჩაჰკიდა ტატიანას,საცეკვაოდ წაიყვანა.ნაზ მელოდიას ააყოლეს სხეულები.უცნაური შეგრძნება არც ერთს არ ტოვებდა.ისე იზიდავდნენ ერთმანეთს,როგორც რკინა და მაგნიტი.მათ შორის ნამდვილად იყო რაღაც ქიმია გაჩენილი და ამას ორივე გრძნობდა,ოღონდ არც ერთი არაფერს ამბობდა. საერთოდაც ერთმანეთთან საუბარს ყოველთვის ერიდებოდნენ. ხანდახან სულაც არაა სიტყვებკი საჭირო.რადგან ქცევა ყველაფერს ამბობს.
დაცქრიალებდა ტატია ნიკოლასთან ერთად ხალხში და უამრავ კომპლიმენტს იღებდა. ამაყობდნენ ამირეჯიბები იმ საღამოს რძლით. მართლაცდა ულამაზესი იყო ბერიძე და გამორჩეული წყვილი ალბათ საზოგადოებაში…
სტუმრებმა დაშლა როგორც კი დაიწყეს,მაშინვე დააპირა ნიკოლამაც წამოსვლა,მაგრამ ტატიანამ შეაჩერა.
-ცოტა ხანს დავრჩეთ კიდევ,დავიჯერო ასე ძალიან გინდა ჩემი თავიდან მოშორება?
-სულაც არა,ვიფიქრე რომ დაღლილი იქნები და დასვენება გენდომებოდა.
-ჩემს მაგივრად ნუ ფიქრობ.მე ვიფიქრებ და მე გავაკეთებ ყველაფერს. ხედავ რა დამყოლი ცოლი ვარ?არც დღეს შეგარცხვინე.
ნიკოლამ შეამჩნია მის ხმაში სარკაზმი და არ აჰყვა,მშვიდად გადაიტანა საუბარი სხვა თემაზე.
-ყველა აღფრთოვანებულია შენით, ისე ბრწყინავ,მეც კი მომეჭრა თვალი.
-შენც?საინტერესოა,არადა სულ არ ვაპირებდი ასე ყოფილიყო,როგორც ჩანს სისადავე და ბუნებრიობა ქალის ყველაზე მთავარი იარაღი ყოფილა.
-ყოჩაღ ტატიანა,მიხარია რომ იზრდები და რაღაცეებს სწავლობ.
-ისეთი მასწავლებელი მყავს…-გაეცინა გოგოს.
-მარტო ეგ არაფერს ნიშნავს.შენც ნიჭიერი ხარ.
-ეს კომპლიმენტია?
-ყველა სიტყვა რასაც გეუბნები კომპლიმენტზე მეტია,ეს აღფრთოვანებაა,რომელიც შენ გამოწვიე ჩემში,ეს ყველანაირ საზღვრებს ცდება.
-ხო და ამიტომ დაიკარგე ამდენი დღე ხომ?აღფრთოვანდი ჩემით და შეგეშინდა,გაიქეცი,თავი ამარიდე. მითხარი რისი გეშინია რომ არ შეგიყვარდე თუ ლიკა არ გავაქრო შენი გულიდან?
-ეს საიდან მოიტანე ეხლა,ან იქნებ…. მოიცადე ეჭვიანობ?-ჩაეღიმა კაცს.
-იმის პასუხია,რასაც შენ დიტოს სახელის გაგონებისას გრძნობ. ეჭვინობაა? კი ბატონი დაარქვი ასე,თუ შენც იგივეს გრძნობ.
-წავიდეთ,გვიანია უკვე.ასე საუბარი საშიშ მიმართულებას იღებს და არ მინდა ვიჩხუბოთ.
-ნიკოლა ამირეჯიბს ჩემი ეშინია,-გაეცინა გოგოს და უკან აედევნა.თავი ვეღარ შეიკავა,ირგვლივ მიმოიხედა,რომ არავინ იყო,ხელი სტაცა გოგოს,კედელზე ააკრა და უთხრა.
-შენი კი არ მეშინია,საკუთარი თავის მეშინია.იმის მეშინია რომ შენც ლიკასავით აჩრდილად არ იქცე. რა იქნება მამაშენი რომ ვალს გადაიხდის და წასვლა მოინდომო? შენც აჩრდილს დატოვებ ჩემში და უკან მოუხედავად წახვალ. აი ამის მეშინია,ჩემივე გრძნობების მეშინია,ვერ გაგიმეტებ იმისთვის რომ უსიყვარულოდ იცხოვრო ჩემთან, რადგან ვიცი რომ შემიყვარდე აღარ გაგიშვებ… თავი ვეღარ გააკონტროლა კაცმა.სახეზე მოეფერა გოგოს,მერე დაიხარა და მისი თმის სურნელი შეისუნთქა.საოცარი იყო ისიც,ისევე როგორც ტატიანა….
სახლამდე ხმა აღარ ამოუღია არც ერთს.ჩუმად ისხდნენ მანქანაში და ორივე თავის საფიქრალს მისცემოდა. ვინ იცის რაზე ფიქრობდნენ..
********5
კიდევ ერთი კვირაც გავიდა და მაისი დაიწყო.ამინდებმაც გამოიდარა, დათბა,ვარდებმა დაიწყო ყვავილობა და ჰაერი უკვე მათი სურნელებით გაიჟღინთა..
ნაკლებად ხვდებოდნენ ერთმანეთს ტატიანა და ნიკოლა. ერთი ორჯერ შემოირბინა წვეულების მერე ამირეჯიბმა მშობლების სახლში და მათთან ერთად ივახშმა.. გაუხარდა ტატიანას მისი მოსვლა.ცოტა ხნით მაინც მოსწყდა წიგნებს და მასთან ერთად ეზოში გაისეირნა. საუბარი ამჯერად ზედაპირული იყო და მათ ყოველდღიურობით შემოიფარგლა.
რამდენადაც ძლიერი არ უნდა იყო ადამიანი და ებრძოლო თავს, სიყვარული მაინც მოვა,არ დაგეკითხება...მოვა და შემოგისახლდება გულში,უბრალოდ ამას როდის აღიარებ ესაა მთავარი..
არც ერთი არ აღიარებდა,მაგრამ აშკარა იყო რომ გულგრილი აღარც ერთი არ იყო.მუდმივად ერთმანეთზე ფიქრობდნენ და ერთმანეთი ენატრებოდათ, მაგრამ ამაყები იყვნენ და აბა როგორ იტყოდნენ ხმამაღლა ამას?.......
ტატიანას ერთკვირიანი ყოველდღიურობა უნივერსიტეტი და შუალედური გამოცდები იყო,რაც საკმაოდ რთული იყო,მაგრამ მაინც წარმატებულად გაართვა თავი…
კვირის ბოლო იყო.ნანკასთან ერთად ბუფეტში შევიდა რომ რამე შეეჭამა. რიგში ჩადგა და თან საუბრობდა მეგობართან.უეცრად რომ ზურგს უკან ნაცნობი ხმა მოესმა. მერე კი მას დამცინავი სიცილი მოჰყვა. მოტრიალდა და ლოლა დაინახა. მაგიდას ეჯდა „შესანიშნავი ოთხეული“ და ჭორაობის საგნად ტატიანა გაეხადათ.
-არ გინდა კარგი?-შეაჩერა ნანკამ.
-წარმოგიდგენიათ ის იდიოტი ერთხელაც არ მოუყვანია ან წაუყვანია ქმარს.სულ მის გარეშე დადის. იქნებ მათი ქორწინება ფარსია?
-შესაძლოა,-დაეთანხმა წითელ თმიანი,ზედმეტად გადაპრანჭული თაკო.
-არა,აზრზე ხართ,ტიპს ასეთი ქმარი ჰყავდეს და მასთან ერთად არსად არ დადიოდეს?არ აინტერესებდეს? არსად ჩნდებოდეს?
-ეტყობა იმ ამირეჯიბს თუ ვიღაცას უკვე მოაბეზრა თავი,-თქვა ისევ თაკომ,რასაც ოთხეულის სიცილი მოჰყვა. კიდევ ცოტა ხანს ისმინა სიბინძურები ტატიანამ,აი როცა უკვე გოგომ აშკარად დაუფარავად აღიარა რომ ნიკოლა ამირეჯიბს დაითრევდა, ვეღარ შეძლო მისი შეჩერება ნანკამ.ქარიშხალივით მოსწყდა ადგილს და თავზე წამოადგა გოგოებს.
-ისევ არ ანებებ თავს ჩემზე საუბარს?-მის წინ მაგიდას დაეყრდნო ხელებით ტატიანა და თვალები დაუბრიალა.
-აჰა,გაიცანით მეგობრებო, ამირეჯიბების სახელგანთქმული რძალი.-სიცილი ატეხა ლოლამ.
-ლოლა გაფრთხილებ ამჯერად სერიოზულად გაფრთხილებ, მოეშვი ჩემზე და ჩემს ქმარზე ლაპარაკს, მოეშვი მასზე ფიქრს.ტყუილად გაქვს იმედი რომ დავშორდებით.არ დაგითმობ მას,ისე როგორც დიტო დაგითმე.-გამოსცრა კბილებში ტატიანამ.
-დიტო შენ კი არ დამითმე,მან მიგატოვა, ერთი ჩვეულებრივი კახ..ა ხარ,რომელიც თავს იფასებს, რომელსაც თავი დიდი ვინმე ჰგონია. გგონია რომ ანგელოზი ხარ და ყველას დაეხმარები,მაგრამ არ გამოგივა.არ ხარ შენ ასეთი.ნუ გვაჩვენებ თავს რომ სიკეთის განსახიერება ხარ.
ვეღარ მოთოკა თავი ტატიანამ, არ ახსოვს როგორ მოუქნია ხელი და როგორ გაარტყა სახეში თოფურიას, გონს რომ მოვიდა შუაში ნანკა და თაკო ედგნენ და ერთი ერთს იჭერდა,მეორე მეორეს.
-არარაობა ხარ,ნამდვილი არარარობა,-მიაძახა ტატიანამ,მერე კი იქიდან გაიყვანა დაქალმა
-რას აკეთებ?ამით ახლა უარესი რამ ჩაიდინე,ისევ სალაპარაკო მიეცი ხალხს.
-ჯანდაბაში წასულა ყველა,ნიკოლა ამირეჯიბს ვერავინ შეეხება,ის ჩემია,გესმის?ჩემი?-იყვირა ტატიანამ.
-ღმერთო ჩემო,ტატი,შენ ის მართლა გიყვარს?-პირზე ხელები აიფარა ნანკამ.
ბერიძემ არაფერი უპასუხა, დაუმშვიდობებლად გამოიქცა იქიდან და მანქანაში ჩაჯდა. სახლში წაყვანა სთხოვა მძღოლს…
ჯინამ ანერვიულებული ტატიანა რომ დაინახა,გაუკვირდა და ცოტა შეეშინდა კიდეც.ჯერ იფიქრა ნიკოლას დავურეკავ და ვკითხავ რა მოხდაო,მაგრამ მერე გადაიფიქრა, იქნებ სულ არაფერი იცის რატომ ავანერვიულო ისიც,ჯერ ტატას დაველაპარაკებიო.
-შეიძლება შემოვიდე?-დააკაკუნა ფრთხილად მისი ოთახის კარზე. გოგომ არაფერი უპასუხა.
-ტატიანა..კარგად ხარ?-გაუმეორა კითხვა.-გამიღე კარი.
-კარგად არ ვარ,არაა,-გააღო კარი,ჯინას ჩაეხუტა და ტირილი აუტყდა.
-რა ხდება ჩემო გოგო?მიდი,მომიყევი,- საწოლზე ჩამოაჯინა და თვითონაც გვერდით მიუჯდა,მოეფერა,რომ დამშვიდებულიყო.
-არაფერი,-ცრემლი მოიწმინდა გოგომ.
-როგორ თუ არაფერი?ვხედავ ტირი, რაღაცას განიცდი.
-მარტო ყოფნა მინდა,თუ არ გეწყინებათ, დამტოვებთ მარტო?
-ერთი პირობით,მერე მომიყვები რა გჭირს…
როგორც კი ჯინა ოთახიდან გავიდა, ისევ ტირილი აუტყდა ტატიანას. ვერ სძლია თავს,სულ ლოლას სიტყვებზე ფიქრობდა და ვიღაც იმეორებდა განუწყვეტლივ მის გონებაში. ბოლოს ჩემოდანი გამოიღო,რაც მოხვდა ხელში ის ნივთები ჩაალაგა,პატარა ზურგჩანთაში პირადი ჰიგიენის ნივთები ჩააწყო და ოთახიდან გავიდა. გასვლისას კართან შეყოვნდა,თვალი მოავლო. არაფერს გრძნობდა და არც ნანობდა რომ აქაურობას ტოვებდა.
-დროა ბედნიერებისთვის იბრძოლო ტატიანა,-კარი გამოხურა და ქვემოთ ჩავიდა.
-რა ხდება ტატა?სად მიდიხარ? ან ეს ჩემოდანი რათ გინდა?
-ისეთს არაფერს ვაკეთებ.იქ მივდივარ, სადაც პირველივე დღეს უნდა წავსულიყავი.არ შემაჩეროთ ძალიან გთხოვთ.-ცრემლი ისევ თვალებში ედგა და ძლივს იკავებდა თავს რომ არ ეტირა.
-მძღოლი წაგიყვანს,მეტი არაფერი უთქვამს ჯინას,ჩაეხუტა და სახლიდან გააცილა ტატიანა.
მთელი გზა ებრძოდა საკუთარ თავს და იმ ემოციებს,რასაც გრძნობდა და რაც ელოდა.არ იცოდა როგორ მიიღებდა ნიკოლა და რას ეტყოდა. მაგრამ ის ზუსტად იცოდა რომ იქიდან არ წამოვიდოდა..
ნიკოლა მისაღებში იჯდა, ტელევიზორის წინ და საინფორმაციოს უყურებდა. მოკლე მკლავიანი მაისური და სპორტული შარვალი კიდევ უფრო მიმზიდველს ხდიდა მას. ზარი რომ დარეკეს ვინ უნდა იყოსო გაიფიქრა და წამოიზლაზნა რომ კარი გაეღო.
ამას ვერასოდეს წარმოიდგენდა და ვერც იფიქრებდა,ჩემოდანზე დაყრდნობილი ტატიანა მომხიბლავად უღიმოდა.
-აქ რას აკეთებ?-ჰკითხა გაკვირვებულმა.
-ჩემს ქმართან მოვედი.მიმიღებ?
-შენ ხომ ჩემებთან უნდა გეცხოვრა?
-ეს მე არ გადამიწყვეტია,შენ გადაწყვიტე.ჩემი გადაწყვეტილება კი ისაა,რომ მე აქ მინდა და ნუ შემეწინააღმდეგები.
ნიკოლამ ჩემოდანი შემოატანინა და კარი დახურა.
-რა გიყო ახლა ტატიანა,-გაიფიქრა გონებაში.ხმამაღლა კი ჰკითხა.
-რამე მოხდა?
-რა უნდა მომხდარიყო?-დაუბრუნა კითხვა და დივანზე ჩამოჯდა,ფეხები მაგიდაზე შემოაწყო კმაყოფილმა
-აბა დავიჯერო აქ ჩემმა სიყვარულმა მოგიყვანა?-გაეცინა ნიკოლას
-არ შეიძლება ასე იყოს?
-არ შეიძლება და ნუ მპასუხობ კითხვაზე კითხვით..
-შენ არ შეცვლილხარ,ისევ ისეთი უჟმური ხარ.
-შენ კი ისევ ისეთი უზრდელი ტატიანა დააბრუნე ახლა.ჩამოსწიე ფეხები.
-მე არც შევცვლილვარ.თავს გაჩვენებდი ასე.
-მორჩი ამ თამაშს და სიმართლე მითხარი.რას ნიშნავს ეს? შენი მორიგი გამოხტომაა?
-გითხარი რომ ქმართან მოვედი-თქო, საერთოდაც პირველივე დღეს აქ უნდა გადმოვსულიყავით,ისე არც ლოლა დაგიწყებდა შებმას და არც ხალხი ლაპარაკს რომ ჩვენ იძულებით დაგვაქორწინეს ან ორსულად ვარ.
-აქედან რაღაც მაინცაა სიმართლე.-ირონიულად ჩაეცინა ნიკოლას
-ნიკოლა ამირეჯიბო,ახლა კარგად მომისმინე.ლოლას შენი შებმა უნდა,მისი ახალი სამიზნე ხარ. ეს კი უკვე ჩვენს შორის ღია ომის გამოცხადებას ნიშნავს. ეს დღეს საქვეყნოდ გამოაცხადა, მე კი ვერ მოვითმინე და ისე ვუპასუხე,როგორც იმსახურებდა,დავარტყი, ახლა კი შენ გაფრთხილებ.-ტატიანა წამოდგა, ნიკოლას წინ დადგა და თითი ცხვირწინ დაუტრიალა
-არ გნახო ლოლა თოფურიასთან დალაპარაკებული და არც გავიგო რომ მასთან რამე გაქვს საერთო.თორემ გეფიცები გაგანადგურებ.საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ.-ისე დააკვესა თვალები,ნიკოლამ ძლივს შეიკავა თავი,რომ არ გასცინებოდა. საყვარელი და სასაცილო იყო გაბრაზებული ტატიანა.
-მიკრძალავ შენს გარეშე გარეთ გასვლას?ეს უკვე ეჭვიანობის პიკია.
-არ ვხუმრობ ნიკოლა.
-არც მე.-სიცილი შეწყვიტა ამირეჯიბმა.
-თვალებს დაგთხრი გეფიცები,რომ გნახო მასთან დალაპარაკებული.
-ესეგი მომიწევს მხედველობასთან დამშვიდობება.
-კარგია თუ მიხვდი.-კმაყოფილმა ჩაიცინა ტატიანამ.
-გასაგებია რომ ეჭვიანობ,მაგრამ იცი რაა?მე ის მაინტერესებს მე რა მერგება იმით რომ შენ დაგიჯერო?
-არაფერი…
-მაშინ არ ვარ თანახმა,ვერ ამიკრძალავ მასთან შეხვედრას.
-რა გინდა ჩემგან?
-შენგან მინდა შენ…
-ვერ მიგიხვდი,-დაიბნა ტატიანა.
-ადექი…
მექანიკურად წამოდგა გოგო და მის წინ დადგა.
-აი შენ მინდიხარ. ლოლა იმას მომცემდა,რასაც შენგან ვერ მივიღებ. აბა თანახმა ხარ ასეთი გარიგებისთვის?
-ვერ მიგიხვდი..
-ძალიან კარგად მიმიხვდი. -მიუახლოვდა ნიკოლა და სახეზე ჩამოუსვა ხელი ნაზად.არ ელოდა ტატიანა საუბრის ასე წარმართვას.ხელი ჰკრა და გასასვლელი კარისკენ გავარდა.
-მე სხეულს არ ვყიდი.ამ ქორწინებაში შეიძლება ყველაფერი დაგეგმილი იყოს და რაღაცეები მოითხოვო ჩემგან,მაგრამ ჩემ სხეულს ვერასოდეს მიიღებ,თუ ჩემი სული არ შეგიყვარდა.-მიაძახა ტატიანამ და სახლიდან გავარდა.კარი ისე მიაჯახუნა ნიკოლა შეხტა. ჯერ ადგილზე იდგა გაქვავებული.მერე კი სიცილი ატეხა.
-ჯანდაბა ტატიანა,ეს ხომ შენი გამოცდა იყო. ახლა მართლა დავრწმუნდი როგორი ხარ სინამდვილეში. ადგილს მოსწყდა და უკან გაეკიდა…
ტატიანა ქუჩაში იდგა და ტაქსს ელოდა.აი გამოჩნდა კიდეც,ცრემლები მოიწმინდა და ხელი აუქნია.კარი გამოაღო,უეცრად ვიღაცამ ხელი გააშვებინა და დახურა.ხელით უბიძგა და უკან გამოსწია.
-სად მიდიხარ?
-შენგან შორს..
-ვინ გიშვებს?-თვალებში ჩააცქერდა ნიკოლა.
-შენ არავინ გეკითხება.
-მოდიხართ თუ არა?-ჰკითხა მძროლმა
-არ მოდის,ნახვამდის ძია.-პასუხი გასცა ტატიანას მაგივრად ამირეჯიბმა.მერე როცა მარტო დარჩნენ,მკლავში ჩაჰკიდა ხელი და სადარბაზოსკენ წაიყვანა.
-გამიშვი ხელი.არ მოვდივარ.-ისევ ცრემლი მოადგა ნიკოლას.
-მოდიხარ.-მიათრევდა ძალით და სიცილს ძლივს იკავებდა.
-არა-თქო.არ დავრჩები იმ ადამიანთან, ვისაც მხოლოდ ერთი რამ უნდა ჩემგან.
-რა მოხდა მერე?ჩემი ცოლი ხარ და მოვალეობა უნდა შეასრულო.ესეგი არ მოდიხარ?კარგი,შენი ნებაა,-ფეხებში მოჰკიდა ხელი და მხარზე მოიგდო.
-დამსვი ნიკოლა,ასე ნუ იქცევი, გამიშვი..
-ნუ ყვირი,სირცხვილია,რას იფიქრებს ხალხი?ამ შუაღამისას რომ ყვირიხარ.
-იდიოტოო,-მიაძახა ისევ და ზურგზე მუშტების რტყმა დაუწყო.მალე მივიდნენ და ნიკოლამ ოთახში ჩამოსვა გოგო.კარი გადაკეტა და ანიშნა დაჯექიო.გაბუტული ჩამოჯდა ტატიანა და თითებს დაუწყო წვალება.
-თავი ასწიე და ახლა მშვიდად ამიხსსენი ყველაფერი,ყოველგვარი ბრძანებებისა და აკრძალვების გარეშე.
-რა აგიხსნა?
-ის რაც მოხდა და რასაც ელოდები ჩემგან.
-მე მინდა რომ ისე მოვიქცეთ,როგორც ნამდვილი ცოლ-ქმარი.
-მერე რომ გამიბრაზდი და აქედან გავარდი,მაგის გარეშე როგორ გამოვა?-გაეღიმა ნიკოლას.
-მართალი ხარ….. არ გამოვა..
-კარგი,გეხუმრე,დამშვიდდი,არაფერი არ იქნება ჩვენ შორის.არ მიღირს შენთან ყოფნა და თავის ატკივება.
-ესეგი მე თავის ტკივილი ვარ?-წამოენთო გოგო.
-იქნები,თუ მე არ მოვიქეცი ჭკვიანად. აბა გისმენ.დაიწყე…
-მოკლედ გეტყვი,მოგიწევს შენი ცხოვრება ცოტათი შეცვალო.
-რატომ?
-ჩემს გამო..-გაუღიმა ტატიანამ მაცდურად.
ვეღარ მოითმინა ნიკოლამ,ხელი სტაცა გოგოს,სხეულზე აიკრა და ტუჩებზე დააცხრა.
-შენს გამო ცხოვრებასაც შევცვლი და ბევრ რამეზეც ვიტყვი უარს ტატიანა,-ჩასჩურჩულა ყურში.
გოგოს ეკალმა დააყარა და მუცელში პეპლების გუნდმა იწყო ფრენა. ენით აუღწერელი სიხარული იგრძნო.
-ჯანდაბა,ნიკოლა,რას მიკეთებ ასეთს,რომ ამ ვნებას ვერაფრით ვაღწევ თავს.-დაიჩურჩულა მანაც და თავი უკან გადააგდო.თვალები დახუჭა.
მის გრძელ კისერს თავი ვერ დააღწია კაცმა და კოცნით ჩაუყვა ლავიწისკენ...მხრიდან მაისური გადაუწია და იქაც აკოცა. აი მაისურის ქვეშ რომ შეაცურა ხელი და მკერდზე მოუჭირა,მაშინ დააჭყიტა თვალები ტატიანამ და ნიკოლას ხელით მსუბუქად უბიძგა.
-ახლა,არა გთხოოვ,-შეევედრა გოგო და თვალებში ცრემლი ჩაუდგა. ნიკოლა გაჩერდა,წელზე შემოხვია ხელები და ასე დადგა.
-შენ მე მაგარი გოგო მეგონე და ყველაფერზე ტირიხარ?-გაუცინა,რომ გაემხიარულებინა და დაძაბულობა მოეხსნა.თვალიდან წამოსული ობოლი ცრემლი მოსწმინდა.
-ასე არ მინდა,მინდა გიყვარდე და ეს ყველაფერი სიყვარულით მოხდეს და არა ასე ვნების გამო.
-გპირდები აღარ განმეორდება.თავს გავაკონტროლებ.წამოდი,შენს ოთახს გაჩვენებ.
ჩემოდანი აიღო და კიბეზე ავიდა.უკან აედევნა ტატიანა.ნიკოლამ მისი ბარგი თავისუფალ ოთახში შეიტანა და კარადასთან დადო.უკან რომ გამობრუნდა,ტატიანას ხმა მოესმა.
-არაფერია მოლოდინი,მხოლოდ უნდა იცოდე რომ გიღირს ამ ლოდინის ატანა..
ჩაეცინა ამირეჯიბს,მაგრამ უკან არ მოუხედავს,კარი გამოიხურა და მარტო დატოვა ტატიანა.
******
დილით გვიანობამდე ეძინა ორივეს. შაბათი იყო და არსად მიდიოდნენ. მაგრამ არც ერთმა არ იცოდა ეს. ორივეს ეგონა რომ სახლში მარტო იყვნენ.
თხელი,მოკლე ხალათი მოისხა ტატიანამ. პირსახოცი და ჰიგიენური საშუალებები აიღო და ოთახიდან გამოვიდა. ვარაუდით მიხვდა რომ მათ ოთახების გვერდით სააბაზანო იქნებოდა და იქით წავიდა.თამამად მიაბიჯებდა და დაბალ ხმაზე ღიღინებდა. კარი შეაღო და ადგილზე გაშეშდა.მის პირდაპირ პირსახოცშემოხვეული და წელსზემოთ შიშველი ნიკოლა იდგა,ტანზე ჯერ კიდევ წყლის წვეთები შერჩენოდა. ძლივს გადააგორა პირზე მომდგარი ნერწყვი ტატიანამ,დაბნეულს ყველაფერი ხელიდან გაუცვივდა და იატაკზე ხმაურით დაიყარა.
-მაპატიე მეგონა მარტო ვიყავი,-სწრაფად მოტრიალდა უკან.
-შენ რაა შიშველი მამაკაცი არ გინახავს?-გაეღიმა ნიკოლას.
-იდიოტი ხარ?სად უნდა მენახა?-ისევ შემობრუნდა მისკენ ტატიანა და იგივე მდგომარეობაში რომ დახვდა ნიკოლა, თვალებზე ხელი აიფარა.
-ჩაიცვი მაინც რამე..
-გამატარე და ჩავიცმევ.
გოგო ვარაუდით გაიწია.. ნიკოლამ რომ გვერდით ჩაურა,მისი სხეულის სურნელიც კი იგრძნო.ისეთი იყო,თავბრუს დაახვევდა ადამიანს და რა გასაკვირი იყო მასაც რომ ასე დაემართა…
-ეს რა იყო?რა სხეული.რა აღნაგობა,რა კუნთები. ჯანდაბა რაზე ფიქრობ ტატიანა?გაუბრაზდა საკუთარ თავს.-არააა,აშკარად არაა ასე დასაიგნორებელი ეს კაცი და რა ვქნა.-ესაუბრებოდა თავს და იატაკიდან დაყრილ ნივთებს კრეფდა…
დიდხანს დაჰყო შხაპის ქვეშ,კიდევ ამდენ ხანს ოთახში თავის მოწესრიგებას მოანდომა. იქიდან რომ გამოვიდა უკვე პირველი საათი ხდებოდა. პირველი რაც დაინახა, ლამაზად გაწყობილი სუფრა იყო,გვერდით სავარძელში კი ნიკოლა იჯდა გაზეთს კითხულობდა. ტატიანა რომ დაინახა,დახურა და ფეხზე წამოდგა.
-როგორც იქნა გეღირსა.ვიფიქრე ცუდად ხომ არაა-თქო.
-ცუდად რატომ უნდა ვყოფილიყავი?
-იმიტომ რომ მამაკაცი ასეთ მდგომარეობაში პირველად ნახე,-გაეცინა მას.
-შენ იცოდე ჩემი წერა გახდები. აქედანვე ავიყვან ადვოკატს,რომ შენი მკვლელობისთვის სასამართლოზე დამიცვას.
-იცი რა მაინტერესებს?მე ვინ ავიყვანო დამცველად შენი სილამაზისგან თავის დასაცავად?
-ნიკოლა გეყოფა,ნუ მაბნევ..
-რატომ?იმიტომ ხომ არა შენც გიზიდავ?
-ასე ვიწყებთ ჩვენი თანაცხოვრების პირველ დღეს?
-წესით სხვანაირად უნდა ვიწყებდეთ,მაგრამ ჩვენ ხომ უკუღმართები ვართ და ყველაფერი სხვანაირად გვაქვს მოწყობილი.აი შენი ტვინი მაგალითად.
-სხვათაშორის შენი ტვინიც ასეა. აბა შეხედე სუფრა გაშალე და საუზმე მომიმზადე.-გაეცინა ტატიანას.
-უი,ხოო.საუზმე,პრინციპში ამას უკვე სადილი ჰქვია,ასე რომ თუ დაბრძანდები და ჩემთან ერთად მიირთმევ,ძალიან დამავალებ..
-სიამოვნებით.მეც ძალიან მომშივდა და ამჯერად ხმას აღარ ამოვიღებ..
ჭამას რომ მორჩნენ,სუფრა ნიკოლამ აალაგა,ტატიანა დივანზე იჯდა მოკეცილი და ტელევიზორში რაღაც სასაცილო გადაცემას უყურებდა. დროდადრო თვალს გააპარებდა სამზარეულოში მოფუსფუსე ნიკოლასგან.თვალს თუ მოეფარებოდა,უკან გადაიხრებოდა რომ ისევ დაენახა.მერე ის რომ გამოხედავდა სწრაფად უბრუნდებოდა თავის ადგილს და ყურადღება ტელევიზორზე გადაჰქონდა…
ხელების მშრალებით გამოვიდა სამზარეულოდან ამირეჯიბი და უხმოდ გახედა გოგოს.
-ჩემი ყოჩაღი ქმარი,-მიეაფერისტა ტატიანა.
-ჩემი ზარმაცი ცოლი,-არ დაუთმო მანაც.
-ჯიბრიანო რატომ ვარ ზარმაცი?არ დამაცადე არაფერი.
-ისე იცი ხომ ყველაფერი.
-ვიცი მართლა,-თავი გაიმართლასავით ტატიანამ.
-არაფერიც არ იცი.საერთოდ არაფერი..
-კარგი,შემდეგში მე მოვამზადებ იცოდე.
-არა მადლობთ,არ მინდა რომ საავადმყოფოში მოვხვდე.
-რატომ ცდილობ რომ სულ ნერვები მომიშალო?
-მე ვცდილობ?-გაიკვირვა კაცმა.-ეს შენ ცდილობ ამას.ცდილობ ჩემს საწინააღმდეგოდ მოიქცე.გამაბრაზო. ის კი არ იცი რომ მე ადამიანებს კარგად ვიცნობ,ბევრნაირი და ბევრი შემხვედრია და მათი ფსიქოლოგიაც კარგად მაქვს შესწავლილი.
-ესეგი შენს ნათქვამს თუ ჩავუღრმავდებით,ამბობ რომ მე არაფრისმაქნისი,ზარმაცი,უზრდელი გოგო ვარ.რომელიც ოჯახს არცხვენს?
-მე ეგ არ მითქვამს.
-მაგრამ ასე ფიქრობ.რათ უნდა ამას მიხვედრა.აი შენი სახე,შენი თვალები მეუბნება მაგას.
-მარტო მაგას გეუბნება ჩემი თვალები?
-კიდევ რამეა?
-იცი ტატიანა თვალები ადამიანის სულის სარკეა.მასში ბევრი რამის დანახვა შეიძლება..
-მაგალითად სევდის დანახვა სიხარულის უკან,ტკივილის დანახვა სიცილის უკან..ადამიანის სულის დანახვა..-გააწყვეტინა ტატიანამ.
-ამას არ ველოდი შენგან..
-იცი რაა,კიდევ ბევრი რამე არ იცი ჩემზე,ისევე როგორც მე შენზე.ყველაზე ცუდი კი ამ სიატუაციაში ისაა რომ არც კი ვცდილობთ ერთმანეთს გავუგოთ და გავიცნოთ.
-მე ვცდილობ ტატიანა.
-არ ცდილობ,შენ უბრალოდ ისევე აგრძელებ ცხოვრებას მარტო,ისევ მარტო აკეთებ ყველაფერს.ჩემს შესახებ სხვისი აზრი ისეთ გავლენას ახდენს,რომ არც კი ცდილობ ჩემი ნამდვილი სახე დაინახო,დამიძახო, როცა რაღაცას აკეთებ და ერთად გავაკეთოთ.
-საკმაოდ ჭკვიანი ყოფილხარ,მაგრამ ერთი რამ გავიწყდება-მე სხვის აზრს ყურადღებას არასოდეს არ ვაქცევ. მითუმეტეს როცა საქმე ჩემს ცოლს ეხება,-გაეღიმა ნიკოლას,-ჰო,კიდევ შეგიძლია მარტო მე კი არა,შენც გადმოდგა ჩემსკენ რაღაც ნაბიჯი და ტელევიზორის წინ არ იჯდე და ამ რაღაც სისულელეებს არ უყურებდე.
-მე უკვე გადმოვდგი ეს ნაბიჯი აქ ვარ შენთან.
-ეგ რაღაცის ან ვიღაცის გამო გააკეთე და არა იმისთვის რომ შენ გინდოდა..
ეწყინა ტატიანას,ძალიან ეწყინა მისი ეს სიტყვები.არადა მართლა იმიტომ მოვიდა აქ,რომ ნიკოლასთან უნდოდა, იმის გაფიქრებამ რომ შეიძლებოდა სხვა ვინმე შეხებოდა და სხვას ჩახუტებოდა,გული ატკინა და ამიტომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, მაგრამ პასუხად რა მიიღო?ის რომ არასწორად იფიქრეს მასზე,ისევ არასწორად იფიქრეს..
უხმოდ წამოდგა და ოთახისკენ წავიდა,რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის მერე შეჩერდა და ნიკოლას მიაძახა.
-ვფიქრობდი რომ მე ვიყავი სულელი და მშიშარა,მაგრამ აღმოჩნდა რომ შენ ყოფილხარ…
მთელი ძალით მიაჯახუნა კარი და მიეყრდნო,მერე ჩამოცურდა და იატაკზე დაეშვა.
-ასეთი მტკივნეული თუ იქნება,არ შემაყვარო ღმერთო…-გადმოსცვივდა ცრემლები…
არც ნიკოლას უგრძვნია თავი კარგად. მიხვდა რომ აწყენინა გოგოს,არადა ტატიანა მართლა ცდილობდა რომ შეცვლილიყო და მასთან სხვანაირად მოქცეულიყო.მაგრამ იქნებოდა კი ეს სწორი?იქნებოდა კი ადვილი?რატომ სთხოვდა შეცვლას,როცა მასში სწორედ ეს უცნაურობები და მოულოდნელი გადაწყვეტილებები მოსწონდა?
არ უნდა გინდოდეს საყვარელი ადამიანის შეცვლა,უნდა მიიღო ისეთი როგორიც არის,რადგან ამ მცდელობებში შეიძლება საკუთარი თავიც დაკარგო.. ნიკოლა კი მართლა კარგავდა თავს და ისეთი ხდებოდა რაც არასოდეს არ მოსწონდა მამაკაცში- ქალის დაუფასებლობა და სიუხეშე..
ის იყო წამოდგომა და ტატიანასფან წასვლა დააპირა მისთვის ბოდიშის მოსახდელად,რომ კარი გაიღო და გოგო ოთახიდან გამოვიდა.წასასვლელად მომზადებული.
-სად მიდიხარ?-შიში შეეპარა და ვაითუ მიდისო გაიფიქრა.
-საქმე მაქვს,-მოკლედ მოუჭრა და გვერდით ჩაუარა.უკან აედევნა და გასასვლელთან ორივე შეჩერდა. სარკესთან კიდევ ერთხელ დატრიალდა ტატიანა და თმა შეისწორა.
-ასე ჩაცმული მიდიხარ?ნორმალურად რომ ჩაიცვა არაა?ნახევარი სხეული გიჩანს.-აშკარად ცდილობდა დაეფარა ინტერესი სად მიდიოდა ტატიანა, ვისთან ერთად და მითუმეტეს ასე ჩაცმული.
-შენს ჩემს ჩაცმულობაზე სულ რატომ გაქვს პრობლემა?
-იმიტომ რომ ეს ჩაცმა კი არა გახდაა.
ტატიანას გაეცინა,ხელი აუქნია წავედიო,მიაძახა და სახლიდან გავიდა. ვერაფერი მოიფიქრა ამირეჯიბმა,ვერც შეაჩერა,გაბრაზდა საკუთარ თავზე და ფანჯარასთან მივიდა რომ გაეხედა ვინ ელოდა ქვემოთ,ტაქსი იყო და ცოტა დამშვიდდა. იქნებ თავის მშობლებთან წავიდა,-ამით იმშვიდებდა თავს…
დაღამდა.რაც უფრო აგვიანებდა ტატიანა,მით უფრო ნერვები ეშლებოდა,მით უფრო ბრაზდებოდა საკუთარ თავზე რომ გაუშვა ასე და უკან არ გაჰყვა… ნერვიულად დააბიჯებდა ოთახში წინ და უკან,ვერაფერს დაუდო გული,არადა რაღაც ანგარიში ჰქონდა დასაწერი და ისიც ვერ მოახერხა. ბოლოს ტელევიზორი ჩართო იქნებ რამე საინტერესო იყოსო. თან წარამარა გახედავდა კარს. როდის ჩასთვლიმა არ ახსოვს,სამაგიეროდ ვიღაცის ხელის შეხებამ რომ გამოაღვიძა ეგ კარგად იგრძნო.
-რატომ არ გძინავს?-მშვიდად ჰკითხა ტატიანამ
-მოხვედი?რომელი საათია?-წამოდგა და საათს დახედა მობილურზე.
-გვიანია უკვე.
-სად იყავი?
-შენთვის რა მნიშვნელობა აქვს?
-ესეგი აქვს.
-ახლა ამისთვის არ მცალია რომ აგიხსნა,ძალიან დავიღალე,წავალ დავიძინებ,გირჩევ შენც დაისვენო. ხვალ ადრე უნდა ავდგეთ,რომ უნივერსიტეტში წამიყვანო.
ვერაფერი უთხრა,არადა როგორ უნდოდა ეთქვა რომ გაგიჟდა სანამ ის სახლში არ იყო.მაგრამ უკან დაიხია,ისევ უკან დაიხია,ერთ წინ გადადგმულ ნაბიჯს,ორს უკან აყოლებდა. იქნებ მართალი იყო ტატიანა?იქნებ ის იყო მშიშარა და ვერ ბედავდა იმის გაკეთებას,რაც უნდა გაეკეთებინა?
ნერვებმოშლილმა შეაღო საძინებლის კარი და დიდხანს ცდილობდა დაძინებას,მაგრამ ვერაფრით შეძლო.ძილი გაუტყდა და აღარ მიეკარა.ბავშვობიდანვე ასე იყო.ვერაფრით იძინებდა,თუ რაღაცაზე გამუდმებით ფიქრობდა.. ახლა კი ეს რაღაც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამხდარიყო…



№1  offline წევრი katiusha

ძალიან არ დავაგვიანებ.ახალი თავიც თიტქმის მზადაა

 


№2  offline წევრი დარინა

მე მეგონა პირველ ნაბიჯს ნიკოლა გადადგამდა არადა ისე იქცევა ნერვები მეშლებაა, ღირსია ეჭვიანობისგან რომ გასკდეს, ხელსაც არ ანძრევს რომ ტატიანა დაიმსახუროს, ველოდები როდის გააქტიურდება, დაბნეული ბავშვივითაა, იმედია მალე მოვა გონს ასე თუ იაზროვნაა წინ ვერ წავა არ აწყებს ერთი კარგი შეფუცხუნებაა, ველოდები შემდეგ თავს.

 


№3  offline წევრი katiusha

დარინა
მე მეგონა პირველ ნაბიჯს ნიკოლა გადადგამდა არადა ისე იქცევა ნერვები მეშლებაა, ღირსია ეჭვიანობისგან რომ გასკდეს, ხელსაც არ ანძრევს რომ ტატიანა დაიმსახუროს, ველოდები როდის გააქტიურდება, დაბნეული ბავშვივითაა, იმედია მალე მოვა გონს ასე თუ იაზროვნაა წინ ვერ წავა არ აწყებს ერთი კარგი შეფუცხუნებაა, ველოდები შემდეგ თავს.

მეც მეგონა,მაგრამ მგონი ასე ჯობია:) სულ კაცი ხო არ იაქტიურებს,ქალმაც უნდა იბრძოლოს სიყვარულისთვის

 


№4  offline წევრი naniko mindia

Kargadvwer, saocreba xar ❤️ ❤️ ❤️ ❤️ warmatebebi, veli shemdeg tavs zvirfaso ❤️ ❤️ ❤️ ❤️ mesmis sheni magram chvenc codebi vart sheni mkitxveli dagvinde ardagviano geli moutmenlat
--------------------
lomidze

 


№5  offline წევრი katiusha

naniko mindia
Kargadvwer, saocreba xar ❤️ ❤️ ❤️ ❤️ warmatebebi, veli shemdeg tavs zvirfaso ❤️ ❤️ ❤️ ❤️ mesmis sheni magram chvenc codebi vart sheni mkitxveli dagvinde ardagviano geli moutmenlat

მადლობა საყვარელო.ატვირთულია და როდის გამლქვეყნდება არ ვიცი

 


№6  offline წევრი Crazy dreamer

ძალიან კარგი თავი იყო. მოუთმენლად ველოდები ახალ თავს ძალიან მაინტერესენს რა მოხდება.
წარმატებებიიი. იმედია ნიკოლას ეჭვიანობისგან არ მოკლავ. წარმატებები კიდევ ერთხელ

 


№7 სტუმარი სტუმარი ნესტანი

რა იყო ეს საქციელი უკან უნდა არ დაიხიოს წინ გადადგას ნაბიჯი თუ მართლა ასე მოსწონს ეს გოგო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent