შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიენდე გრძნობებს...თავი 4


9-12-2018, 08:12
ავტორი katiusha
ნანახია 2 973

დილით ადრიანად გაიღვიძეს, მოემზადნენ და უკან გამოემგზავრნენ. გულდაწყვეტილი და მოწყენილი ტოვებდა ვენეციას ტატიანა,თითქოს რაღაც საუკეთესო დასრულდა და ახლა კიდევ რაღაც უფრო სხვა რამისკენ მიიწევდა.მთელი გზა ჩუმად იყო,მხოლოდ აუცილებელი პასუხებით შემოიფარგლებოდა. ისევ ეძინა თვითმფრინავში,ისევ ნიკოლას მხარზე.ისევ ვერ გაბედა ბიჭმა განძრევა,რომ არ გაეღვიძებინა და გაშეშებული იჯდა სავარძელში…
აეროპორტში მხოლოდ მძღოლი დახვდა. ასე ისურვა ამირეჯიბმა. სხვა გზაზე რომ გადაუხვია მანქანამ მხოლოდ მაშინ ჰკითხა ტატიანამ სად მივდივართ,ეს ხომ შენი სახლის გზა არ არისო?
-ხომ გითხარი ჩემ მშობლებთან იცხოვრებ მეთქი?-უპასუხა ნიკოლამ.
-შენ იქ არ იქნები?
-არა.
გული დასწყდა და გაჩუმდა.ხმა აღარ ამოუღია,სულაც არ გახარებია ეს ამბავი,ეგონა მაშინ ეხუმრა,მაგრამ აღმოჩნდა რომ ასე არ იყო.
ჩვეული ხმაურით და წვეულებით დახვდა ჯინა ოჯახში რძლის შემოსვლას.მოიპატიჟა ახალი ნათესავები -ტატიანას ოჯახის წევრები,რამდენიმე მათი ოჯახის მეგობარიც.
გადაღლილები იყვენენ,მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდათ,მაინც მოემზადნენ და მათთან ჩავიდნენ. კიბეზე რომ ჩადიოდნენ,ტატიანამ ხელი გაააპარა და ნიკოლას ჩასჭიდა.კაცმა გაკვირვებულმა შემოხედა და მანაც იგივე გაიმეორა.
რაც ყველაზე მეტად არ უყვარდა,ეს გადამეტებული ყურადღება იყო და ახლა სწორედაც რომ არ აკლდა ის.
მთელი საღამო იღიმოდა და ნიკოლას გვერდიდან არ შორდებოდა. შესანიშნავად თამაშობდნენ ბედნიერი წყვილის როლს. გრძნობდა როგორ უყურებდა ყველა და როგორ ათვალიერებდნენ ჩუმად,ზურგსუკან კი როგორ ჩურჩულებდნენ. ასეთ დროს ნიკოლას ჩაჰკიდებდა ხელს და ცდილობდა ის არ გაეკეთებინა,რასაც იმ წუთას ფიქრობდა. გათხოვილი რომ არ ყოფილიყო ეს არ იქნებოდა მისი დამაბრკოლებელი ფაქტორი, მაგრამ მარტო აღარ იყო და ახლა მისი ახალი ოჯახი არ უნდა შეერცხვინა.
გვიან დაიწყო ხალხმა წასვლა. მხოლოდ ოჯახები რომ დარჩნენ,მაშინ კი მოიხადა ბოდიში,ყველაფერს ხვალ მოგიყვებით როგორი დრო გავატარეთო და დასაძინებლად წავიდა. არ გაუგია როგორ წავიდნენ მისი მშობლები და არც ის გაუგია როგორ წავიდა ნიკოლა…
დილით გვიან გაიღვიძა.მაშინვე ვერ მიხვდა სად იყო,გაუჭირდა გარკვევა. მაგრამ მალევე მოეგო გონს და გაიხსენა ყველაფერი.
-ოჰ,ჯანდაბა,რამდენ ხანს მძინებია, როგორი სირცხვილია,-ჩაილაპარაკა საათს რომ დახედა და წამოდგა. თვალი მოავლო ოთახს.საკმაოდ დიდი ზომის იყო და ერთი შეხედვით იდეალურიც კი.ყველანაირი კომფორტი შეექმნათ მისთვის.
დიდხანს ინებივრა ჯაკუზში,კუჭმა რომ შეახსენა თავი მაშინ ინება ამოსვლა.
მისი ტანსაცმელი და ნივთები უკვე გადმოეტანათ და ყველაფერი უზარმაზარ კარადაში მოეთავსებინათ. ჯინსი და თხელი ზედა ჩაიცვა,ჩუსტებში გაუყარა ფეხები და ოთახიდან გამოვიდა.
მისაღებში დახვდა ჯინა,გაზეთს კითხულობდა.რძალი რომ დაინახა,გვერდით გადადო,წამოდგა და მისკენ წამოვიდა.
-როგორ გეძინა საყვარელო?
-კარგად ქალბატონო ჯინა.
-კარგი რაა,რა ქალბატონო?ასეთი ბებერი ვარ?უბრალოდ ჯინა დამიძახე.
-იცით,გამიჭირდება.
-მიეჩვევი საყვარელო.
-იმედია,ნიკოლა სად არის?
-წავიდა.
-როდის?
-წუხელ შენ რომ დაიძინე.
გული დასწყდა,ახლა მართლა დაიჯერა რომ ერთად არ იცხოვრებენ და იმედიც გადაეწურა რომ მათ შორის ვენეციაში გაჩენილი ნაპერწკალი გაღვივებას დაიწყებდა.
-არ გშია?მოახლეს ვეტყვი და ახლავე გაშლის სუფრას.
-არ მინდა,გასვლას ვაპირებ და სადმე შევჭამ რამეს.
-არ არსებობს,ეგ ამბავი არ გამოვა.არ გაგიშვებ ისე.
მაინც თავისი გაიტანა ჯინამ და მალე სუფრასთან ისხდნენ ორივე. რომ არ მორიდებოდა მანაც მიირთვა. ცოტა შეიკიკნა ტატიანამ,ყავა და დესერტი დააყოლა.
-ძალიან გემრიელი იყო ყველაფერი. დიდი მადლობა.
-შვილო ასე ყველაფერზე მადლობას რატომ მიხდი?ისე მოიქეცი როგორც დედა-შვილს შეეფერება.ჩათვალე ახლა მე ვარ დედაშენი.
-კარგი.ეს ახლა ჩემთვის ცოტა უხერხულია და ნელ-ნელა შევეჩვევი. ხო მართლა თქვენთვის საჩუქარი მაქვს,ახლავე ჩამოგიტანთ.
ოთახში გავარდა და სპეციალურად მისთვის გამზადებულ სასაჩუქრე პარკს დაავლო ხელი.
-რა ლამაზია,-აღფრთოვანება ვერ დამალა ჯინამ,როცა მისთვის სპეციალურად ნაყიდი შარფი გაშალა.
ყელზე შემოხვია და სარკეში შეათვალიერა საკუთარი თავი.
-დიდი მადლობა საყვარელო.
-მიხარია რომ მოგეწონათ.
კიდევ ცოტა ხანს ისაუბრეს,მერე ისევ ოთახში ავიდა და ნანკას დაურეკა, კაფეში შეხვედრაზე შეთანხმდნენ. გამოიცვალა,მისი საჩუქარი აიღო და სახლიდან გავიდა. ჯინამ მძღოლს დაავალა მისი წაყვანა,არ გაუშვა მარტო, სანამ არ მორჩება საქმეს,მის გარეშე არ წამოხვიდე უკანო…
როგორც კი ტატიანა დაინახა ნანკამ, იმხელაზე იყვირა კაფეში შეკრებილმა ხალხმა მათ დაუწყო ყურება.
-როგორ მომენატრე შე უნამუსო გოგო.ასე უნდა დავიწყება?წახვედი და მარტო შენ ქმარზე ფიქრობ ხო?
-აი საიდან მოიტანე ეხლა ეგ?ხომ იცი რომ სულ მახსოვხარ.ნახე საჩუქარიც კი ჩამოგიტანე
-რა არის?აუუ რა მაგარია,-კიდევ ერთხელ იკივლა ნანკამ ულამაზესი კაბის დანახვაზე.-მადლობა მეგობარო,ძალიან ძვირი ხომ არ დაგიჯდა?
-მეხუმრები?
-არა,
-აბა რა ფულზე მელაპარები?როდის იყო მე რამეში დამნანებოდეს ფული?მითუმეტეს შენს საჩუქარში.
-არასოდეს.
-კარგი მომიყევი აბა აქ რა ხდება.
-რა უნდა ხდებოდეს?უნივერსიტეტში ისეთი ამბავია მტრისას.ყველა შენს გათხოვებაზე ლაპარაკობს.
-ნუ ვიცი რომ ბევრს არ გაუხარდებოდა და როგორი რეაქციებიც მოყვებოდა ეგეც ვიცი.
-ის „სვეცკების სასტავი“ გადარეულია როგორ მოახერხა მაგ ქალაბიჭამ და უზრდელმა რომ ასეთი კაცის ცოლი გახდაო.
-მაგათთვის ეს დიდი დარტყმაა, ამდენს ცდილობენ და ვერავის შეეტენენ,მე კი უკვე გათხოვილი ვარ.
-რას აპირებ?როდის მოხვალ უნივერსიტეტში?
-ხვალ,დროა დავბრუნდე.ისედაც ბევრი გავაცდინე.მალე გამოცდები გვაქვს.
-კარგი,ახლა მომიყევი როგორი დრო გაატარეთ?თქვენს შორის რამე ხომ არ მოხდა?
გაწითლდა ტატიანა და ვერაფერი თქვა. ნანკა რის ნანკა იყო,ეს რომ არ გაერკვია და დაქალს ჩააცივდა მითხარიო. დიდხანს უყვებოდა ტატიანა მისი ცხოვრების ყველაზე დაუვიწყარ ათ დღეზე.
******
გვიან დაეძინა ნიკოლას.თვალწინ სულ მძინარე ტატიანა ედგა,წვეულების მერე რომ ღრმად ჩაეძინა და სულ არ მიუქცევია ყურადღება რას იზავდა ნიკოლა.
ერთ საათზე მეტი გაატარა მის საწოლთან,მერე კი ადგა,შუბლზე აკოცა და ოთახიდან გამოვიდა. არაფერი გაუგია ბერიძეს,სიზმრების სამფლობელოში მოგზაურობდა..
მშობლებს დაემშვიდობა და სახლიდან გავიდა.
-იქნებ აქ დარჩენილიყავი შვილო.
-არა დედა,ასე ჯობია,ცალ-ცალკე ყოფნა ყველასთვის კარგი იქნება.
-როგორც გინდა,მაგრამ ეს გოგო ასე მისატოვებელი არაა.
-არც ვაპირებ მერე მის მიტოვებას. ცოტა დრო მეც მინდა.არც ჩემთვისაა ადვილი ეს ყველაფერი.
-მაშინ წადი და სახლში რომ მიხვალ დამირეკე,ხომ იცი ვნერვიულობ.
-დედა როდის იყო გირეკავდი და გაფრთხილებდი ასეთ რაღაცეებზე.
-არასდროს შე უჟმურო.ასეთ უხასიათოს როგორ გაგიძლებს ის გოგო მიკვირს.იქნებ სწორიცაა ცალ-ცალკე რომ იცხოვრებთ.-მიაძახა ჯინამ.მაგრამ ნიკოლას არც გაუგია,უკვე მანქანაში იჯდა და სახლიდან გადიოდა…
სახლი ამჯერადაც ცარიელი დახვდა.ისევ სიმარტოვე,არადა უკვე ცოლიანი კაცი ერქვა. შესაძლოა მას და ტატიანას სულაც არ ჰქონოდათ კარგი ურთიერთობა,მაგრამ აქ რომ ყოფილიყო დამლაპარაკებელი მაინც ეყოლებოდა. შესაძლოა ეჩხუბათ,ეკამათათ,მაგრამ მაინც ხომ ასეთი აუტანელი სიცარიელე არ იქნებოდა?ახლა უფრო მეტად იგრძნო მარტოობის ტკივილი..
დილით ჩვეულებას არ უღალატა და ისევ იგივე დროს გაეღვიძა,როგორც მანამდე-ცოლის მოყვანამდე…
სამსახურში უკვე ყველამ ყველაფერი იცოდა და ვინც ქორწილში არ იყო, ყველა ულოცავდა დაქორწინებას. როგორც იქნა მიაღწია თავის კაბინეტამდე და ცოტა ამოისუნთქა.
უკან ქარიშხალივით მიჰყვა საბა და ეგრევე დააყარა კითხვები
-ჰა მოყევი ახლა როგორი იყო? როგორი დრო გაატარეთ? მოათვინიერე თუ არა ბერიძეების თავნება გოგო?
-უნდა მოგკლა,-დაემუქრა მაშინვე.
-რატომ?რა დავაშავე?იმის გამო მიბრაზდები,რომ საქორწინო ღამე მინდოდა გამელამაზებინა თქვენთვის. ჰაა,ხომ არ შემარცხვინე ბიჭო?-ხმას დაუწია უცებ.
-ახლა თავს გაგიტეხავ იცოდე.რას მეკითხები?ან რამ მოგაფიქრა ეგ ყველაფერი?ვითომ არ იცი ჩვენი ქორწინება რა მიზეზით მოხდა.
-ვიცი,მაგრამ იქნებ რამე გამოგსვლოდათ, გეცადათ. ნუ დამაჯერებ იმას რომ ტატიანა ბერიძე წმინდანია.მასზე იმდენს ლაპარაკობენ.
-გაჩუმდი,-ხმას აუწია ნიკოლამ.-არ მაინტერესებს რას ამბობენ სხვები. მე ის ვიცი რასაც ვხედავ,გოგოს ბიჭისთვისაც კი არ ჰქონია აქამდე ნაკოცნი და როგორ შეიძლება ის ასეთი გზასაცდენილი იყოს?
-მაშინ რა ხდება?ვერაფერი გავიგე.
-მე ვიცი სამაგიეროდ და დაიჯერე ის რასაც მე გეუბნები,თან არ დაგავიწყდეს რომ ჩემს ცოლზე ლაპარაკობ..
-კარგი,აღარაფერს აღარ ვიტყვი მასზე. მაშინ მოყევი როგორი დრო გაატარეთ?
-შესანიშნავი,მართლა კარგად გავერთეთ,მასთან თავს პატარა ბიჭად ვგრძნობდი,ისე ვერთობოდი.
-ეს კარგია თუ ცუდი?
-რა ვიცი,ამას მომავალი გვიჩვენებს. მოდი ამაზე ნუღა მელაპარაკები, საქმეს დავუბრუნდეთ.
-როგორც გინდა.გავალ საბუთებს შემოვიტან და გადახედე ყველაფერს,ზოგ საბუთზე ხელიც გაქვს მოსაწერი.
როგორც კი საბა გავიდა,მაშინვე ტატიანა გაახსენდა და სახლში დარეკა,ჯინამ უპასუხა.მოახსენა ჯერ ისევ სძინავსო.კარგი მერე დავრეკავო და დაემშვიდობა.
საღამოს სანამ სამსახურიდან გავიდოდა,ისევ დარეკა,
-პირდაპირ მას რატომ არ ურეკავ?-გაბრაზდა ჯინა.
-არ მინდა იფიქროს რომ ვაკონტროლებ.
-ეგ კონტროლი კი არა,მოწონებაა შვილო და შენ თუ ვერ ხვდები მე გეტყვი ტატა ძალიან მოგწონს
-არაა ასე დეე..
-ასეა,ასე.შენ მე ვერაფერს გამომაპარებ,დედაშენი ვარ და კარგად გიცნობ.
-იმედია ახლა შენს სიტყვებს არ ისმენს.
-არა,სახლში არ არის,სადღაც წავიდა.
-სად წავიდა დედა?
-მე რა ვიცი,გამოკითხვას ხომ არ მოვუწყობდი.
-მარტო წავიდა თუ..
-მძღოლმა წაიყვანა..დაურეკე და გეტყვის სად არიან.
ვერაფრით მოისვენა,დიდხანს ებრძოდა საკუთარ თავს,ბოლოს მაინც დაურეკა მძღოლს.
-გელა ბიძია სად ხართ?..რომელ კაფეში?..მარტო?კარგი გასაგებია.. არა,არაფერი უთხრათ,სახლში რომ მიიყვან გამაგებინე. და საერთოდ ძალიან გთხოვთ გამაგებინეთ ხოლმე როცა სახლიდან გავა.ვის შეხვდება და ასე შემდეგ...კარგად..
-შენ ახლა ტატიანას აგენტი მიუგზავნე?-გაეცინა საბას.
-არა,უბრალოდ მაინტერესებს სად წავა და რას გააკეთებს.ჩემს რეპუტაციას ვუფრთხილდები…
-დაგიჯერე როგორ არა..
-ახლა გავბრაზდები.საქმეს მიხედე.მერე საქმე მაქვს უნდა წავიდე.
-კარგი,ისე რაც ცოლი მოიყვანე ძალიან ბუზღუნა გახდი და ხასიათი შეგეცვალა.-გაეხუმრა საბა და პასუხად კეფაში წამორტყმა მიიღო.
-შენც გნახავ ასეთ დღეში და მერე მე ვიცინებ…

სამსახურიდან რომ გამოვიდა შვიდი ხდებოდა.ბევრს ეხვეწა საბა ბიჭები ბარში მივდივართ გასართობად და შენც წამოდიო,მაგრამ ვერ დაითანხმა.
სახლში წავალ,დავისვენებო.
ვერ მიაღწია სახლამდე და ნახევარი გზის გავლის შემდეგ მშობლების სახლისკენ გადაუხვია.
-დედაა,მამა სად ხართ?-დაიძახა გარედანვე და მერე სახლშიც შევიდა.
-აქ ვართ შვილო,სასადილო ოთახში,-მოესმა მამის ხმა სახლის სიღრმიდან.-აკი არ მოვალ დღესო?
-გადავიფიქრე.ტატიანა სად არის?
-არ მოსულა ჯერ.-უპასუხა ჯინამ
-ამდენი ხანი?სად წავიდა ეს გოგო.-გაბრაზდა და ტელეფონი მოიმარჯვა.პასუხი არ მოეწონა აშკარად და გაბრაზებულმა ჩაიდო ტელეფონი ჯიბეში.გასასვლელისკენ წავიდა.
-სად მიდიხარ?ახლა არ მოხვედი?
-საქმე მაქვს დედა,
-გეჭამა მაინც რამე.
-არ მშია.-საჭეს მიუჯდა და მანქანა ეზოდან ნელა გაიყვანა,მერე კი დიდი სიჩქარით გააქროლა.
-ოჰ,ტატიანა,ახლა ასე უნდა გდიო სულ?-ელაპარაკებოდა საკუთარ თავს.
თხუთმეტ წუთში ღამის კლუბთან გააჩერა და შიგნით შევიდა.
ტატიანა მეგობრებთან ერთად იჯდა და ერთობოდა.იცინოდა და სულაც ვერ ამჩნევდა მომზირალ ნიკოლას.ისეთი მხიარული იყო და ისეთი ბავშვური, კაცს გულიც კი გაუთბა მისი ყურებისას.შორიახლოს იჯდა და თვალყურს ადევნებდა.იქამდე სანამ სიტუქცია არ დაიძაბა.
-ტატიი მოყევი როგორ მოახერხე ასეთი კაცის გამოჭერა?შენ ხომ გათხოვება არასოდეს გინდოდა?
-აი ასე უცებ,ექსპრომტად მომინდა და პირველივე შემხვედრს მივადექი ცოლად მომიყვანე-თქო,-ატეხა სიცილი გოგომ და თანაკურსელ ლოლას ირონიულად გადახედა.იცოდა რომ მისი ყოველთვის შურდა მას და არც არასოდეს უმეგობრიათ, უბრალოდ ბარში გადაეყარა და სხვა გზა არ იყო ცხვირი რომ აებზუებინა მათთვის,უარესი იქნებოდა.
-შენ და შენი გაუგებარი იუმორი,-ვერ მიუხვდა ნათქვამის აზრს გოგო,-არადა
მართლა მაგარი კაცი გამოიჭირე. ჩემები იცნობენ ამირეჯიბის მამას და საკმაოდ კარგად ახასიათებენ მის ოჯახს.მეც მინდოდა მაგის გაცნობა, მაგრამ სულ სამსახურში იყო და ვერ გამოვიდა იქიდან.მართლა ასეთი უჟმურია,როგორც ამბობენ?
-სულაც არა,ეტყობა იცოდა ვინც იყავი და არ მოინდომა იქიდან გამოსვლა, თორემ ჩემთვის მშვენივრად გამოდის და ერთად შესანიშნავ დროსაც ვატარებდით.
-ამიტომ დაშორდი დიტოს?თუ მან მიგატოვა და ახალი საკბილოც მალევე მოძებნე.
-მიმატოვა?ჰმ რა სასაცილოა ეს ყველაფერი.მან უბრალოდ ტატიანა ბერიძეს ვერ გაუძლო,სუსტი აღმოჩნდა ჩემნაირი ძლიერი ქალის გვერდით და ორივემ კარგად ვიცით ვისთანაც გაიქცა,-გადახედა ლოლას და კმაყოფილს ჩაეცინა.მიზანში გაარტყდა,გოგო დაიძაბა,მათი ფარული ომი აშკარად ტატიანამ მოიგო. ესმოდა ნიკოლას მათი საუბარი და სულ უფრო რწმუნდებოდა რომ ტატა არამარტო ლამაზი,არამედ ჭკვიანიც იყო.
-ლოლა წავიდეთ რაა,-სთხოვა ანამ,როცა მიხვდა რომ საუბარი აშკარად საშიშ მიმართულებას იძენდა.
-არა,ცოტა ხანს დავრჩეთ.მოიცადე. მითხარი სადაა ახლა შენი ქმარი?რატომ არაა შენს გვერდით? ეტყობა არ ხარ მისთვის ასეთი მნიშვნელოვანი რომ აქ მარტო გამოგიშვა.
-ჩემი ქმარი?-ტატიანას ჩაეღიმა და პასუხის მოსაფიქრებლად ტყუილის მოფიქრებას ცდილობდა.-ის მე მენდობა და თავისუფლებას არ მიზღუდავს,სადაც მინდა იქ მიშვებს.
-ვინ?ნიკოლა ამირეჯიბი?არ მჯერა,ამბობენ ძალიან ეჭვიანიაო…
-ნათქვამს ყოველთვის არ უნდა დაუჯერო საყვარელო.-ჩაეცინა ტატიანას ირონიულად.
-ვითომ?
-და შენ რა პრობლემა გაქვს ასეც რომ იყოს?
-არანაირი,უბრალოდ მე მიკვირს თქვენი ერთად ყოფნა და რა ვქნა.ამას აშკარად არ მოველოდი შენგან. -აშკარად გამოხატავდა უკვე იმას,რომ ნიკოლა მასაც მოსწონდა.
-როგორ და ასე ჩვეულებრივად. დავინახე,დამინახა,მომეწონა,მოვეწონე და რამდენიმე შეხვედრის მერე გრძნობაც მოვიდა.
-გასაგებია,არადა პირდაპირ გეტყვი მის ხელში ჩაგდებას ვაპირებდი… ისე შენ ნამდვილად არ ხარ დიდი დაბრკოლება,შესაძლოა ისევე უცებ დაშორდეთ,როგორც დაქორწინდინდით. თან არც მჯერა რომ თქვენს შორის მართლა ასეთი სერიოზული გრძნობა იყოს,როგორც ამბობ.არ გეტყობა.მითხარი მასთან იწექი,ორსულად ხარ და შეეტენე? -მისკენ გადაიხარა და ხმადაბლა ჰკითხა ლანამ.
აი აქ კი აენთქო ტატიანა და მოულოდნელი სტუმარი რომ არ გამოჩენილიყო,იქ დიდი ამბავი ატყდებოდა ნამდვილად.
-საყვარელო,ბოდიში რომ გალოდინე, სამსახურში შევყოვნდი,-გვერდით მიუჯდა ნიკოლა,ხელი მხარზე მოხვია და ლოყაზე აკოცა.დაიბნა ტატიანას, დანარჩენებს კი შუბლზე აუვიდათ თვალები,მათ წინ ნამდვილად ნიკოლა ამირეჯიბი იჯდა და ტატიანას მოსიყვარულე თვალებით უყურებდა.
-როგორც ჩანს ჩემს მოსვლამდე ძველ მეგობრებს შეხვდი,არ გამაცნობ?
-რა თქმა უნდა,-გამოერკვა ტატიანა და მორიგეობით წარუდგინა ოთხივე.
-მე მგონი შენ გიცნობ,ლოლა არ ხარ,თამაზ თოფურიას ქალიშვილი?
-ქალიშვილი ჰმ.-ჩაეცინა ტატიანას,-ეგ დიტომ უკეთ იცის ვინაა ქალიშვილი.
-დიტო?რომელი დიტო?შენი ყოფილი?-გაკვირვებით შეხედა კაცმა, აშკარად კარგად თამაშობდა და ბერიძეც კარგად აჰყვა.
-დიახ საყვარელო,სწორედ ეგ.-შველის თვალებით შეხედა გოგომ,-ლანა მისი ახლანდელი შეყვარებულია და მგონი მალე დაშორდებიან,რადგან შენ დაგადგა თვალი,რას იზავ მოსწონს გოგოს ჩემი ნასუფრალი.
-ამას ასე მარტივად არ გაპატიებ,ხომ იცი?-აღარ მოერიდა არავის ლანა.
-ჩემი ქმარუკა დამიცავს,-მიეხუტა საყვარლად ნიკოლას და გაუცინა,-ხომ ასეა ძვირფასო?
-რა თქმა უნდა ჩემო ლამაზო..
არც ლანას და არც დანარჩენებს აღარაფერი უთქვამთ, დაუმშვიდობებლად გაეცალნენ. როგორც კი ისინი იქიდან გავიდნენ, ტატიანა ნიკოლას მოშორდა და მან და ნანკამ სიცილი ატეხეს.ვეღარ სუნთქავდნენ.
-არა მაგრად ჩაუტარე რააა,
-აბაა,შენც მაგარი იყავი ისე.ძლივს გავარჩიე მართალს ამბობდი თუ ტყუოდი.
-მე არ მეცინება ტატიანა,მითხარი აქ რას აკეთებ?ამ დროს და თან ნასვამი?
-ჩემი მოსიყვარულე ქმარი ისევ ურჩხულად იქცა,ხედავ ნანკა ესაა მისი ნამდვილი სახე
-ტატიანა,-ხმა გაიმკაცრა ნიკოლამ, -მორჩი სიცილს.
-მოიცა,ერთი უნდა დავლიოთ,ჩემს სახელგანთქმულ ქმარს გაუმარჯოს.
-გეყოფა დალევა,ნახევრად დაცლილი ჭიქა გამოსტაცა კაცმა. -წავედით,ადექი.
-რატომ გცხვენია რომ არ გაიგონ შენი ცოლი კლუბში რომ გამოთვრა?
-შენ დამპირდი რომ ისეთს არაფერს გააკეთებდი,რომ ჩემს რეპუტაციას ავნებდა.
-კარგი,წამოვალ,ჯანდაბას.აქ მაინც აღარაფერი მესაქმება.
წამოდგა და დაბარბაცდა,ნიკოლას რომ არ შეეშველებინა ხელი, ნამდვილად დაეცემოდა. ნანკა შედარებით ფხიზელი იყო და არ გასჭირვებია სიარული. გელას დაავალა ის წაეყვანა სახლში,თვითონ კი ტატიანა წაიყვანა… გზაში კინაღამ ჭკუიდან გადაიყვანა გოგომ.ჯერ იყო და მუსიკას ბოლომდე აუწია და აჰყვა,ბოლო ხმაზე ხაოდა,აბა ამას სიმღერა არ ერქვა. მერე ლუქში ამოყო თავი და იქ გააგრძელა სიმღერა.კიდევ კარგი დროზე მივიდნენ და უფრო მშვიდად დაიგულა თავი.
-იცი ნიკოლა ძალიან უჟმური და უხასიათო ადამიანი ხარ, ასე არ შეიძლება,მოდი ვიცეკვოთ რაამ გამხიარულდი.-ჩაჰკიდა ხელი და ეზოში დაიწყო ცეკვა.ხელებს ძალით აშლევინებდა კაცს.რომელიც სერიოზული სახით იდგა და არც კი აპირებდა რომ იგივეთი ეპასუხა
-გეყოფა ტატიანა,უკვე გვიანია და ხალხს სძინავს,გააღვიძებ.
-მაცადე რაა,გაზაფხულის მოსვლა ვიგრძნო,ხელები გაშალა,ცაში აიხედა და ადგილზე დატრიალა. რაღაც სიმღერა წაუმღერა,რომელიც ნიკოლამ ვერ გაიხსენა. მერე იმდენი იტრიალა,რომ თავბრუ დაეხვა და თავი ცუდად იგრძნო.
-ცუდად ვარ,გული მერევა.
-კიდევ ბევრი უნდა დაგელია და გეხტუნავა და უკეთესად იქნებოდი.-უსაყვედურა ნიკოლამ და შუბლზე წაავლო ხელი.რამდენიმე წამში ყველაფერი დასრულდა. გვერდით გაიყვანა კაცმა,მაგრამ ტატიანას დაჭერა ვეღარ შეძლო,გოგოს მუხლებში ძალა გამოეცალა და ჩაიკეცა,წყალი მოიტანა მანქანიდან და სახე მობანა.
-ძალიან ცუდად ვარ ნიკოლა,მიშველე რამე.ყველაფერი ბრუნავს…
-დამშვიდდი,ყველაფერი კარგად იქნება,გვერდით ჩამოუჯდა და მიიხუტა,თან სახეზე ცივ წყალს უსვამდა.
-ასე არასოდეს ვყოფილვარ.იცი საერთოდაც პირველად დავლიე ამდენი,ერთ ჭიქასაც ძლივს ვსვავ,მე კი მგონი მთელი ბოთლი გამოვცალე..
-პირველად მეც ასე დამემართა.მალე გაგივლის.-აწყნარებდა კაცი.მაგრამ ტატიანას ცრემლები რომ წამოუვიდა,აქ კი მანაც ცუდად იგრძნო თავი.
-იცი არ მინდოდა დალევა,მაგრამ ის რომ დავინახე,მომინდა. გული მეტკინა,ისევ ისე მეტკინა,როგორც მაშინ.მასში გამცვალა დიტომ. მითხარი რა აქვს მას ისეთი,რაც მე არ მაქვს? ჩემზე კარგია?-უნებურად იმას ლაპარაკობდა ტატიანა,რასაც ფიქრობდა და ალბათ ვერავისთან ამბობდა.
-შენ ძალიან კარგი ხარ,ყველაზე წმინდა,სუფთა ადამიანი.იცი რაა?ჯანდაბაშიც წასულა ის შენი დიტო,უნდა გაუშვა ის ვინც არ გაფასებს და არ უყვარხარ.ახლა მე ვარ შენს გვერდით.
-არ ხარ,შენც კი გამექეცი,დამტოვე აქ და წახვედი.-მერე ტატიანა გაჩუმდა,მის მკლავებში მიეძინა, ზემოთ აიყვანა და საწოლში დააწვინა,ცოტა ხანს კიდევ დარჩა მასთან,მერე კი ადგა და წავიდა. მაინც ვერ გაბედა მის გვერდით დარჩენა. გაიქცა,მშიშარა კაცივით გაიქცა,არადა ასეთი არ იყო,ყოველთვის მებრძოლი ხასიათი ჰქონდა.ახლა კი თვითონაც არ იცოდა რისი ეშინოდა იმის რომ ტატიანა არ შეჰყვარებოდა და მისგან საპასუხო გრძნობა ვერ მიეღო თუ პირიქით..
******
ვერ წავიდა მეორე დღეს უნივერსიტეტში, არაფრის თავი არ ჰქონდა,ისე ცუდად იყო,მთელი დღე საწოლში გაატარა,საჭმელიც ვერ ჭამა და ძალიან აანერვიულა ჯინა. ნიკოლამაც რომ არ დაურეკა უარესად მოეშხამა ხასიათი,არადა ელოდა, ძალიან უნდოდა მასთან საუბარი, ბოდიშის მოხდა გუშინდელის გამო.
საღამოს უკეთ იგრძნო თავი და ოთახიდან გამოვიდა, ეზოში გაისეირნა, საკმაოდ დიდი ბაღი ჰქონდათ და ძალიან ლამაზი. ცოტა ხანს იქ დარჩა. ამ დროს დარეკა ნიკოლამ.ეკრანს რომ დახედა,ჯერ ვერ დაიჯერა,მერე კი მორიდებით უპასუხა.
-როგორ ხარ ტატიანა?
-არა მიშავს,შენ?
-დაღლილი როგორც ყოველთვის.რას აკეთებ?
-ბარში ვზივარ,სუფთა ჰაერზე,.მთელი დღე ოთახიდან ვერ გამოვედი,ისე ცუდად ვიყავი.
-ახლა ხომ კარგად ხარ?-შეშფოთება შეატყო კაცს ხმაში.
-კი,არ ინერვიულო,ახლა კარგად ვარ.
ორივე გაჩუმდა,მერე ისევ ტატიანამ გააგრძელა საუბარი.
-ნიკოლა….
-გისმენ ტატიანა..
-მაპატიე გუშინდელისთვის.
-დაივიწყე,საბოდიშო არაფერია. გინდა გამოვიდე და სადმე გავისეირნოთ?
უნდოდა,როგორ არ უნდოდა, სიგიჟემდე უნდოდა,მაგრამ თავს სძლია და უარი უთხრა.
-არა,ნიკოლა,სახლში დარჩი დაისვენე. მეც დავიძინებ მალე,ხვალ ადრე უნდა ავდგე,უნივერსიტეტში მივდივარ.
-კარგი,ღამე მშვიდობის ტატიანა.- დაემშვიდობა ნიკოლა და ტელეფონი მაგიდაზე მიაგდო.რაღაცა უცნობი ძალით მიიწევდა გოგოსკენ,მაგრამ უკან იხევდა.უცნაურობა დასჩემდა.ასე ლიკაზეც კი არ უფიქრია,გამუდმებით მასზე ფიქრობდა.მოსწყდებოდა რეალობას და ფიქრებით ისევ მასთან იყო ვენეციაში.
დილით ადრიანად ადგა ტატიანა, ამჯერად კარგად გრძნობდა თავს. ყოველდღიური პროცედურების შემდეგ თავი მოიწესრიგა,ჩაიცვა და ქვემოთ ჩავიდა.სერგო და ჯინა უკვე საუზმობდნენ.რძალი რომ დაინახეს, ჭამა შეწყვიტეს და მასზე გადაერთნენ.
-ასე ადრიანად რამ აგაყენა შვილო?-ჰკითხა ჯინამ
-დღეს უნივერსიტეტში ვბრუნდები. ისედაც დიდი ხანია გავაცდინე,მალე კი გამოცდები მეწყება.
-ყოჩაღი გოგო ხარ.მოდი დაჯექი ისაუზმე,ისე არ გახვიდე სახლიდან.
-არ მშია ბატონო სერგო,მხოლოდ ყავას დავლევ,უნივერსიტეტის კაფეში შევჭამ რამეს.
-აბა უყურე ეხლა ამას.შვილო ბატონო კი არა სერგო დამიძახე უბრალოდ, რაღა დროს ბატონობა და ასეთებია.
-ასეთი მორიდებულია და რა ქნას.-გაეცინა ჯინას და თითქმის ძალით დასვა სუფრასთან გოგო. ძალით შეჭამა ცოტა,მერე ყავაც დააყოლა,მერე დაემშვიდობა და წავიდა.მძღოლმა წაიყვანა ამჯერადაც. ისე არ გაუშვეს.
უნივერსიტეტის კართან დახვდა ნანკა.ერთმანეთი მოიკითხეს და მერე ლექციებზე შევიდნენ.დიდი დრო არ ჰქონდათ საჭორაოდ.სამაგიეროდ კარგად იგრძნო ბერიძემ როგორ ფარული შურით გააყოლა თითქმის ყველა გოგომ თვალი.
მთელი დღე ლექციები ჰქონდათ, შესვენებაზე საჭმელად შევიდნენ კაფეში,თან ჭამეს,თან ცოტა წაიჭორავეს.საღამოს ერთმანეთს დაემშვიდობნენ და ტატიანა სახლში წამოვიდა. სასწავლი ბევრი ჰქონდა,ამიტომ პირდაპირ საძინებელში შეიკეტა და სწავლას შეუდგა.ხანდახან ტელეფონს დახედავდა,ნიკოლასგან ელოდა დარეკვას.ტელეფონი კი დუმდა. ასე წიგნის კითხვაში ჩაეძინა.
დილით გაღვიძებულს გული დასწყდა რომ ნიკოლას ზარს ვერ უპასუხა.
სანამ უნივერსიტეტში წავიდოდა თავს ებრძოდა დაერეკა თუ არა მისთვის.დღეს შედარებით გვიან ეწყებოდა ლექციები.ამიტომ არ ჩქარობდა წასვლას.ნელა ემზადებოდა.თან მაკიაჟს იკეთებდა, თან ტელეფონს დაჰყურებდა. ბოლოს თავს სძლია და მაინც დარეკა.პირველად არავინ უპასუხა. მეორედ ქალმა აიღო.მთელ სხეულში გასცრა,როცა მისი ხმა მოესმა.
-ვინ ბრძანდებით?
-ეს ნიკოლა ამირეჯიბის ტელეფონია?
-დიახ,
-დაუძახეთ თუ შეიძლება.
-ის ახლა მნიშვნელოვან შეხვედრაზეა, რომ განთავისუფლდება ვეტყვი და დაგირეკავთ.რა ვუთხრა.ვინ ბრძანდებით?
-არავინ ქალბატონო.არ უთხრათ რომ დავრეკე.
გულდაწყეტილი წავიდა უნივერსიტეტში.ლექციებზეც სხვაგან იყო გონებით,არაფერი მოუსმენია და არც არაფერი გაუგია.სხვაგან დაჰქროდა მისი ფიქრები…
მთელი დღე ვერ მოიცალა ნიკოლამ. მთელი დღე შეხვედრები ჰქონდა,შესვენებაზე გასვლაც ვერ მოახერხა.საშინლად დაიღალა,უკვე ექვსი ხდებოდა ყველაფერს რომ მორჩა. საბასთან ერთად გამოვიდა საკონფერენციო დარბაზიდან,თან საუბრობდნენ და გასასვლელისკენ მიდიოდნენ.
-ბატონო ნიკოლა,თქვენი ტელეფონი.-შეაჩერა მდივანმა.
-აჰ,სულ დამავიწყდა.-ჩაეღიმა და გამოართვა,ეკრანს დახედა,არაფერი ისეთი არ იყო და ჯიბეში ჩაიდო.
-არავის დაურეკია,ეტყობა არავის გავახსენდი,-გადაულაპარაკა საბას.
-როგორ არა,ვიღაც გოგომ დაგირეკა და მე ვუპასუხე,იმედია არ გაბრაზდით.
-ვინ გოგო?-აფირიაქება დაეტყო ნიკოლას
-არ ვიცი,სახელი არ უთქვამს,ისიც არ უნდოდა გაეგო რომ დაგირეკათ. მითხრა არ უთხრათ რომ დავრეკეო.
-კარგი დიდი მადლობა, ნახვამდის,-დაემშვიდობა მას და საბას აედევნა,თან შემოსულ ზარებს ამოწმებდა. ტატიანას ნომერი რომ დაინახა,უნებურად ჩაეღიმა.
-ახლა ასე იდიოტურად უნდა იღიმოდე თუ წახვალ იმ გოგოსთან.
-შენ საიდან მიხვდი,
-სახეზე გაწერია ძმაო.-გაეცინა მას.
-რა სისულელეა,ჩვენ შორის არაფერი არ იქნება,ისეთი განსხვავებულები ვართ.
-ახლა დაიწყო ამან უარყოფა.ერთი შენი სახე დაგანახა და მაგას არ იტყოდი.
-შემეშვი რაა.-აუქნია ხელი, დაემშვიდობა და მანქანაში ჩაჯდა. მაინც ვერ მოითმინა და მძღოლს გადაურეკა.მერე კი კურსი შეცვალა და გზიდან გადაუხვია…
უნივერსიტეტის ეზოსთან დაემშვიდობა ნანკას,წიგნებს კარგად ჩასჭიდა ხელი და მოწყენილი დაიძრა ავტოსადგომისკენ.მაგრამ ჰოი საოცრებავ იქ სულ სხვა ელოდა.გულმა ბაგაბუგი დაუწყო და იგრძნო როგორ მიებჯინა ყელში.მანქანის კარზე მიყრდნობილი იდგა ნიკოლა,ხელები გადაეჯვარედინებინა და მას ელოდა.. თავი ხელში აიყვანა და მისკენ დაიძრა.
-გამარჯობა.
-გამარჯობა,-მიესალმა კაცი.-როგორ ხარ?
-კარგად შენ?
-მეც კარგად.
-არ გელოდი..
-არც მე ველოდი რომ დამირეკავდი, მაგრამ დამირეკე..
-და ამიტომ მოხვედი რომ დაგირეკე?-წყენა შეერია ხმაში ტატიანას
-შენი ნახვა რომ არ მდომებოდა ნამდვილად არ მოვიდოდი.ასე რომ ცხვირი ნუ ჩამოუშვი,ჩაჯექი მანქანაში და სადმე წავიდეთ.
-ისევ შენ უნდა შეარჩიო ადგილი?
-თუ გინდა შენ აარჩიე,ოღონდ გაითვალისწინე რომ მთელი დღე არაფერი მიჭამია და ისეთი რამე შეარჩიე,სადაც შევჭამთ.
-კარგი.იყოს ასე.-გაეღიმა გოგოს, მანქანას შემოუარა და წინა სავარძელზე მოხერხებულად მოეწყო.
-აბა სად მივდივართ?
-ძველ თბილისში ერთი კარგი რესტორანია და იქ.უგემრიელესი მწვადი და ხინკალი აქვთ, ვგიჟდები მათ სამზარეულოზე.ტრადიციული ქართული კერძები და ქართული სამზარეულო.
-შენ ასეთ ადგილებში დადიხარ სულ?
-დიახ,და არა ბებრების რესტორანში.
-რას უწუნებ იმ რესტორანს მაინც ვერ ვხვდები.?-ჩაეღიმა ნიკოლას.
-არაფერს,უბრალოდ ესაა ჩემი სტილი სადაც ეხლა მივდივართ და არა ისეთი ზედმეტად პრესტიჟული ადგილები.
-არადა მე ვიფიქრე გოგოს პირველად ვეპატიჟები და შთაბეჭდილებას მოვახდენ მასზე-თქო.
-სულაც არა,მე მომწონს ყველაფერი სადა და უბრალო,ადამიანური.- გაეცინა ტატიანას.
-ხოდა ვნახოთ შენი ადამიანური ადგილები,-გაუღიმა ნიკოლამ.
რესტორანი,სადაც ტატიანამ ნიკოლა მიიყვანა,ძველი თბილისის შუაგულში მდებარეობდა.ძველებურ სტილში,ორნამენტებით და ნახატებით გაფორმებულ რესტორნაში ხალხმრავლობა იყო,პატარა სცენაზე მუსიკოსები ნაზ,ქართულ მელოდებს უკრავდნენ.
მაშინვე მიეგება ოფიციანტი თავაზიანი ღიმილით,როგორც კი შევიდნენ. თავისუფალი ადგილისკენ წაიყვანა და მენიუც მიაყოლა რომ დასხდნენ.შეკვეთა ტატიანამ მისცა, ნიკოლა უღიმოდა.ოფიციანტი რომ წავიდა,მაშინ შემოირტყა თავში ხელი,იქნებ სულაც არ გიყვარს ის რაც მე შევუკვეთეო.
-არა,რატომ,მშვენიერი არჩევანია.
-იცი,ხანდახან მავიწყდება რომ დაქორწინებულები ვართ და ერთმანეთს თითქმის არ ვიცნობთ.
-მეც ასე ვარ.წარმოიდგინე არაფერი არ ვიცით ერთმანეთზე.ისიც კი არ ვიცი რა გიყვარს,რა არ გიყვარს,რაზე ოცნებობ,საერთოდ რაზე სწავლობ და რა პროფესიის იქნები.
-არ გიკითხავს..
-ახლა გეკითხები..
-მომავალი ფინანსისტი ვარ, სხვანაირად არც შეიძლებოდა ყოფილიყო,მამის კომპანიის მეოთხედი ჩემია და მას მართვა სჭირდება.
ნიკოლას ჩაეცინა.
-ოჯახში ორი ფინანსისტი უკვე ნამეტანია.
-რას ვიზავთ?მოგვიწევს შევეგუოთ. გაეცინა ტატიანასაც.- ისე ჩემთვის არასოდეს არ ყოფილა ეს ცხოვრების მთავარი მიზანი და მითუმეტეს ამ ასაკში გათხოვება.საერთოდ არ ვგეგმავდი,მაგრამ მამაჩემის სასოწარკვეთილი ხმა რომ გავიგე,როცა დედას ეუბნებოდა რომ შეიძლება გავკოტრებულიყავით და გამოსავალი ჩემი შენზე გათხოვება იყო,მე დავაძალე რომ ამ ქორწინებას დათანხმებოდა.
-მე კი საერთოდ არ ვიცოდი,მამაჩემმა რომ დამირეკა და მითხრა სასწრაფოდ ჩამოვსულიყავი,არც კი ვიცოდი ეს თუ მელოდა.მხოლოდ მაშინ მითხრეს როცა უკვე თქვენსკენ მოვდიოდით შენი ხელის სათხოვნელად.
-და უკან დასახევი გზა აღარ გქონდა.
-არა,მითუმეტეს რომ გავიგე ჩემზე თერთმეტი წლით პატარა იყავი.
-ახლაც ვარ...არაფერი შეცვლილა..
-ხო,არაფერი შეცვლილა..აი შეკვეთაც მოვიდა,აბა გავსინჯოთ შენი სანაქებო ადგილის შესანიშნავი კერძები.
ცოტა ხანს გემრიელად ილუკმებოდა ორივე.როცა უკვე დანაყრდნენ,მაშინ მართლა შეუქო ნიკოლას არჩევანი. მართალი ყოფილხარო.
-აქ როგორ მოხვდი?როგორ მოაგენი?
-დიტომ მომიყვანა,-წამოისროლა უცებ და ენაზე იკბინა,მაგრამ გვიანი იყო,ნიკოლამ გაიგო,დანა-ჩანგალი თეფშზე დადო და გაწითლებულ გოგოს მიაჩერდა.
-ისევ დიტო…-ეწყინასავით.-აქ ამიტომ მომიყვანე რომ აქაურობა მის თავს გახსენებს?
-არა,ასე არაა,-თავის მართლებას შეეცადა გოგო.-მართლა.არასწორად გაიგე..მაშინ შეყვარებულები არ ვიყავით,უნივერსიტეტკდან წამოვედით ჯგუფელები,ანუ სპეციალურად მე არ მოვუყვანივარ,
-თავს ნუ იმართლებ ტატიანა.რაც არის,თუ გიყვარს ისევ და მისი დაბრუნების შანსი გაქვს,გავშორდეთ და მასთან იცხოვრე.პირობას გაძლევ ის კონტრაქტი არ გაწყდება და მამაშენი ჩვენგან დახმარებას მაინც მიიღებს.
-არა,ნიკოლა,მე მოღალატეებთან არასოდეს ვბრუნდები.მან უკვე გააკეთა არჩევანი და მხოლოდ იმიტომ დამშორდა რომ კოცნის უფლება არ მივეცი,ადგა და ლოლასთან გაიქცა და ყველამ კარგად ვიცით რა მისცა მან.რაც შეეხება ჩვენს დაშორებას,არანაირი სურვილი არ მაქვს,ხალხმა ილაპარაკოს გათხოვებიდან ორ კვირაში გააქცია ქმარიო..-ხუმრობა სცადა ტატიანამ
-ორ კვირაში არა,ცოტა მეტში.
-ისე საკმაოდ კარგი იუმორი გაქვს და რატომ არ ამჟღავნებ ხოლმე?რატომ იბღვირები სულ?
-როგორ გგონია სულ საბუთებში რომ ვარ და თანხებთან მაქვს საქმე, მომიხდება არასერიოზული კაცის იმიჯი?
-ჩემთან მაინც ხომ შეგიძლია იყო ასეთი?
-ეჰ,ტატიანა,რა მარტივად უყურებ ყველაფერს.
-და შენ რა რთულად...მოდი,რადგან დღევანდელი დღე სულ ჩემია,კიდევ ერთი რამე შემისრულე,მეტს აღარაფერს გეტყვი.კარგი?
-კარგი.აბა მითხარი რა გინდა?
-გავისეირნოთ,აქვე ერთი კარგი ადგილი ვიცი.წამოდი ჩემთან ერთად.
-კარგი,წავიდეთ.,სიმართლე გითხრა მე უფრო რაღაც სხვა მეგონა,ეს უფრო მარტივია.
ანგარიში ნიკოლამ გაასწორა და რესტორნიდან გამოვიდნენ. ტატიანამ მარცხნივ გაუხვია და ისიც მას გაჰყვა. უამრავი ტურისტი ირეოდა,ქართველს უფრო ნაკლებად შეხვდებოდი. უკვირდა ამირეჯიბს ასეთ ადგილს ჩვენზე კარგად ისინი იცნობენო. ენას არ აჩერებდა. ლაპარაკობდა და უყვებოდა აქ გადამხდარ ამბებს,ისეთი ბავშვური იყო,ნიკოლას უხმოდ ეღიმებოდა და უკან მიჰყვებოდა. ტატიანა კი მოხტუნავდა ერთი ქვიდან მეორეზე,მდინარის პირას ,სანამ ჩანჩქერთან არ მივიდნენ.
-ხომ გეუბნებოდი განსაკუთრებული ადგილია-თქო.
-მართლა ლამაზია აქაურობა, შუაგულ თბილისშიც თუ იქნებოდა მსგავსი რამე ვერ წარმოვიდგენდი.
-კი მაგრამ შენ აქ არ ცხოვრობ?არსად დადიხარ გასართობად?
-მსგავს ადგილებში არა.
-უი ხოო,დამავიწყდა შენ ხომ ისეთ ადგილებში დადიხარ,სადაც ბებერი და ასაკოვანი ხალხი.
-მათ ახლა შეურაწყოფას აყენებ. რადგან ასაკში არიან უფლება არ აქვთ რესტორანში წავიდნენ?
-მათ კი,შენ არა,შენ ახალგაზრდული რაღაცეებით უნდა დაკავდე.
-რას გულისხმობ?
-აი თუნდაც ამას,-თვალი მოავლო იქაურობას ტატიანამ და პატარა ხიდზე ჩამოჯდა,ფეხები ჰაერში გამოეკიდა.-დაბრძანდით ბატონო ნიკოლა,არაფერი მოგივათ.
გვერდით მიუჯდა ამირეჯიბი და შემთხვევით მხარზე შეეხო.შედეგად გოგოს ისე აეწვა ის ადგილი,თითქოს მდუღარე გადაასხესო.
-რა სიმშვიდეა,-სიჩუმე დაარღვია ნიკოლამ
-თან როგორ იგრძნობა ზაფხული რომ გვიახლოვდება, თითქმის ერთი თვეც და მოვა.
-მაგრამ ეს პერიოდი რომ უფრო კარგია?შეხედე როგორ ყვავის ირგვლივ ყველაფერი და რა სურნელია?
-საოცარი…
-შენსავით…
-ნუ მაცინებ ნიკოლა,-გადაიკისკისა გოგომ.-მე ასეთი ვარ?
-კი,ასეთი ხარ,კიდევ არანორმალური, გადარეული,მაგრამ ამავე დროს უცნაური და ჭკვიანი.
-ყოჩაღ მე ამდენი კომპლიმენტი რომ დავიმსახურე შენგან,ჩემს ამ თვისებებს თითქმის ვერავინ ხედავს, შენ კი ერთდროულად აღმოაჩინე.
-ძნელი არ იყო..
-საიდან ასეთი დასკვნა?
-უცნაური იმიტომ ხარ,რომ პირველი გოჰო ხარ,ვისაც ყვავილები არ უყვარს.საოცარი იმიტომ რომ უბრალოდ ყოველ წუთს მაოცებ,როცა ერთად ვართ,მითუმეტეს მაშინ როცა ქორწილში ცეკვა დაიწყე.მართლა ამდენს არ ველოდი..
-უჰ,ეგ ისეთი ძველი ამბავია.დედა ქორეოგრაფია.მართლა ნუ გიკვირს.იქ გაიცნო მამაც. მაშინ ორივე პატარები იყვნენ,ასე თორმეტი წლისები დაახლოებით,ერთად ცეკვავდნენ, იქიდან კი რეალურ ცხოვრებაშიც მეწყვილეები გახდნენ ერთმანეთის და უკვე ამდენი წელია ერთად არიან.არ მახსოვს ოდესმე ეკამათოთ ან რამე ეწყენინებინოთ ერთმანეთისთვის,ყოველთვის მშურდა მათი სიყვარულის,აი ეს იყო და არის საოცარი.მეც ვისურვებდი რომ სწორედ ასეთი სიყვარული მქონოდა.
-მართლაც საოცარი და იშვიათია ასეთი სიყვარული.ვინ იცის იქნებ შენც ასეთი სიყვარული იპოვო.
-რაღაც არა მგონია,ახლა მითუმეტეს.
-რატომ?იქნებ ჩვენ რამე გამოგვივიდეს?
-როგორ?როცა ორი განსხვავებული ადამიანი ორ სხვადასხვა სახლში ვცხოვრობთ?
-მაგრამ ახლა ერთად ვართ და ვსაუბრობთ..
-წავიდეთ,უკვე გვიანია,ბევრი სასწავლი მაქვს,-საუბარს აარიდა თავი და წასასვლელად მოემზადა ტატიანა. ნიკოლაც წამოდგა და გვერდით ამოუდგა...უკანა გზაზე ორივე ჩუმად იყო.სახლში მიიყვანა,დაემშვიდობა და ისე წავიდა რომ მშობლების სანახავად არ შესულა….
******
ერთი კვირა გავიდა.ტატიანა უნივერსიტეტში დადიოდა,შემდეგ სახლში ბრუნდებოდა, სწავლობდა, ცოტა ხანს ეზოში გაისეირნებდა და იძინებდა.ნაკლებად ჰქონდა კონტაქტი სერგოსთან და ჯინასთან. ერიდებოდა მათ და ოთახში იკეტებოდა.სწავლით რომ დაიღლებოდა ნანკას დაურეკავდა და ელაპარაკებოდა,რამდენჯერმე მშობლებსაც ესაუბრა,უსაყვედურეს ჩვენთან რატომ არ მოდიხარო. შუალედური ჩათვლები მოიმიზეზა და მას დააბრალა.გამოგივლითო რომ დავასრულებ,ან თქვენ მესტუმრეთო უთხრა.შეატყო ქეთინომ რომ მის ქალიშვილში რაღაც ცვლილება მომხდარიყო,მაგრამ ვერ ჰკითხა, მოერიდა.იქნებ თვითონ მითხრას როცა ენდომებაო...
ნიკოლას გარეშე მოწყენილი იყო ტატიანა,არ ეგონა მაგრამ ამირეჯიბს უკვე მნიშვნელოვანი გავლენა მოეხდინა მასზე და მის გონებაში შეეღწია,სულ მასზე ეფიქრებოდა. პრინციპში დანახვის დღიდან ასე იყო და რომ არ რეკავდა და არაფერი ისმოდა მისგან ეს უარესად მოქმედებდა მის გუნება განწყობილებაზე.
არც ნიკოლა ყოფილა უკეთესად.ჯერ იყო და უცხოელი პარტნიორები ჩამოუვიდნენ და ორი დღე მათ დასდევდა,მერე საქმიან შეხვედრაზე გამგზავრება მოუწია შვეიცარიაში და რამდენიმე დღე იქ დაჰყო,როცა ჩამოვიდა და იფიქრა სახლში გავივლიო,ბანკში გამოუჩნდა მნიშვნელოვანი საქმე. საღამოს ერთ-ერთი კონკურენტი ბანკის წარმომადგენელმა დაპატიჟა მეუღლესთან ერთად წვეულებაზე. უარი არ გამოვიდოდა,მარტო ის კი არა მშობლებიც კი მიწვეულები იყვნენ. ახლა კი ნამდვილად მოუწევდა ტატიანასთან დარეკვა და მისი ნახვა. მასთან გავლას ვერ ასწრებდა,ჯერ თვითონაც უნდა მისულიყო სახლში,მერე სანამ გაემზადებოდა და იქ მიაკითხავდა,უფრო დააგვიანებდა. ამიტომ სერგოს დაავალა მისი წამოყვანა.კაცი კი აბუზღუნდა,მაგრამ მაინც დასთანხმდა.რჩებოდა მხოლოდ ტატიანა,ტელეფონი ამოიღო და ნომერი აკრიფა.დიდხანს გადიოდა,ბოლოს როგორც იქნა უპასუხა.
-გამარჯობა ტატიანა,როგორ ხარ?
-კარგად ნიკოლა,შენ როგორ ხარ?
-ნორმალურად.მომისმინე საქმეზე გირეკავ,ხომ სახლში ხარ?
-დიახ,აქ ვარ.რა ხდება?
-მოემზადე,რამე ლამაზი კაბა ჩაიცვი და მამაჩემს გამოყევი.წვეულებაზე ვართ დაპატიჟებულები,მე ვერ ვასწრებ მანდ მოსვლას.
გული პატარა ჩიტივით შეუფრთხიალდა ტატას მასთან შეხვედრის მოლოდინში.მაგრამ თავი ხელში აიყვანა რომ არაფერი შემჩნეოდა.
-კარგი,მოვემზადები და შენი მეუღლის როლს ხუთიანზე შევასრულებ, -დაემშვიდობა და კარადა გამოაღო. უნდოდა რომ ამ საღამოს ისეთი ლამაზი ყოფილიყო რომ ყველას მასზე ელაპარაკა და ნიკოლას ეამაყა, თუ მასაც მოსწონებოდა?ალბათ უფრო მეორე,ქმრის აზრი მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გამხდარიყო…
წვეულება ახალი დაწყებული იყო,ნიკოლა რომ მივიდა,მაშინვე საბა მოიძია ხალხში და მისკენ წავიდა. ბიჭი უცხო გოგოს ესაუბრებოდა და იცინოდნენ. მეგობარი რომ დაინახა,ბოდიშის მოხდით დატოვა გოგო და მისკენ წამოვიდა.
-მარტო მოხვედი?
-ტატიანაც მოვა,ვერ მოვასწარი გავლა, მამა მოიყვანს.
-აი აქ ატყდება ამბავი,თუ ატყდება,ნახე როგორ გიყურებენ ეს ქალები,მტაცებელი ცხოველებივით. აი ერთი უკვე მოდის კიდეც…
ნიკოლამ მისკენ მიმავალ გოგოში ლოლა ამოიცნო და სახე ეცვალა.
-ნიკოლა ამირეჯები მარტო?ტატიანას გარეშე?-გაეცინა ირონიულად მას.
-მარტო არ ვარ,ისიც მოვა,აგვიანდება, საქმეზე შეყოვნდა.
-საინტერესოა თქვენი ურთიერთობა, სულ ცალ-ცალკე დადიხართ. პრობლემები ხომ არ გაქვთ საყვარელო?-ლოლა დაუფარავად და უსირცხვილოდ მიეალერსა და სახეზე ჩამოუსვა ხელი.ნიკოლამ მოიშორა და უკან გაიწია.
-უკაცრავად,მაგრამ მე ცოლიანი კაცი ვარ და ეს არ შეიძლება,არც ქალს შეეფერება ასე მოქცევა..
-სულ არ მაინტერესებს ვინ რას იფიქრებს,მთავარი ჩემი მიზნებია..
-და რა არის თქვენი მიზანი?-სიმშვიდეს ინარჩუნებდა ნიკოლა.
-თქვენ..
-აი მე კი პირდაპირ გეტყვით ჩემი მიზანიც და ცხოვრების აზრიც ის ქალბატონია,ახლა რომ შემოვიდა. შემოსასვლელ კარში ტატიანა იდგა ულამაზეს შავ,ბრჭყვიალა თვლებით გაწყობილ გრძელ კაბაში, მამამთილისთვის ხელი მკლავზე ჩამოედო და დაბნეული აცეცებდა თვალებს,თითქოს ვიღაცას ეძებდა. ვიღაცას კი არა ნიკოლას ეძებდა და როცა დაინახა შეკრული შუბლი გახსნა.
ამირეჯიბმა ლოლა მიატოვა და ტატიანასკენ დაიძრა, მიუახლოვდა. პირდაპირ დაუდგა და გაუღიმა.
-სიტყვები არ მყოფნის…
-არ გყოფნის და მიხედე ახლა შენს ცოლს და მეორედ არ დავინახო რომ მე მომიწიოს მისი სადმე წაყვანა.- უსაყვედურა მამამ.
ტატიანას შერცხვა და თავი დახარა, ნიკოლამ მისი ხელი თავის ხელში მოიქცია და ზემოდან აკოცა. ეკალმა დააყარა გოგოს და გაწითლდა. მითუმეტეს მარტოები დარჩნენ.
-ბოდიში თუ უხერხულში ჩაგაგდე.მეც არ ვიცოდი ამ წვეულების შესახებ,ყველაფერი უცებ მოხდა.
-ისეთი არაფერია,გამიხარდა კიდეც. მთელი კვირაა დაიკარგე. არ გამოჩენილხარ.
-საქმიანი შეხვედრები და მივლინებები მქონდა.
-ანუ უკეთესი ყოფილა რომ მე შენ მშობლებთან ვცხოვრობ.მაინც მარტო თუ ვიქნებოდი,ასე უფრო კარგია.
-მე ასე არ მინდა,მაგრამ სხვა გზა არაა, ალბათ ცოლიც აქამდე იმიტომ არ მოვიყვანე მარტოობისთვის მეცოდებოდა.
-ის კი არა შენ ხარ ცოდო.რადგან მარტოსული ხარ.ეს კი საშინელებაა.
ნიკოლა ახლა დაფიქრდა რას ნიშნავდა ეს და რაღაცის თქმა დააპირა,მაგრამ არ დასცალდა,ძველი ნაცნობები გამოჩნდნენ,მათკენ წამოვიდნენ და მიესალმენენ. რომ გაიგეს ტატიანა ნიკოლას ცოლი იყო და ახლახანს დაქორწინებულიყვნენ გაუკვირდათ და გაეხარდათ კიდეც…
ხომ არიან ჩვენს ირგვლივ ადამიანები,რომლებსაც გულით უხარიათ ჩვენი ბედნიერება?ხოდა ასეთ კატეგორიას მიეკუთვნებოდნენ ეს ახალგაზრდა ცოლ-ქმარიც.ცოტა ისაუბრეს,გოგოებმა ადვილად გამონახეს საერთო ენა და როგორც კი ქმრებმა სამსახურებზე დაიწყეს საუბარი,მაშინვე უკმაყოფილება გამოთქვეს აქ გასართობად ვართ,ცოტა ხანს მაინც დაივიწყეთ სამსახურიო. ჩაეცინა ნიკოლას და ხელი ჩაჰკიდა ტატიანას,საცეკვაოდ წაიყვანა.ნაზ მელოდიას ააყოლეს სხეულები.უცნაური შეგრძნება არც ერთს არ ტოვებდა.ისე იზიდავდნენ ერთმანეთს,როგორც რკინა და მაგნიტი.მათ შორის ნამდვილად იყო რაღაც ქიმია გაჩენილი და ამას ორივე გრძნობდა,ოღონდ არც ერთი არაფერს ამბობდა. საერთოდაც ერთმანეთთან საუბარს ყოველთვის ერიდებოდნენ. ხანდახან სულაც არაა სიტყვებკი საჭირო.რადგან ქცევა ყველაფერს ამბობს.
დაცქრიალებდა ტატია ნიკოლასთან ერთად ხალხში და უამრავ კომპლიმენტს იღებდა. ამაყობდნენ ამირეჯიბები იმ საღამოს რძლით. მართლაცდა ულამაზესი იყო ბერიძე და გამორჩეული წყვილი ალბათ საზოგადოებაში…
სტუმრებმა დაშლა როგორც კი დაიწყეს,მაშინვე დააპირა ნიკოლამაც წამოსვლა,მაგრამ ტატიანამ შეაჩერა.
-ცოტა ხანს დავრჩეთ კიდევ,დავიჯერო ასე ძალიან გინდა ჩემი თავიდან მოშორება?
-სულაც არა,ვიფიქრე რომ დაღლილი იქნები და დასვენება გენდომებოდა.
-ჩემს მაგივრად ნუ ფიქრობ.მე ვიფიქრებ და მე გავაკეთებ ყველაფერს. ხედავ რა დამყოლი ცოლი ვარ?არც დღეს შეგარცხვინე.
ნიკოლამ შეამჩნია მის ხმაში სარკაზმი და არ აჰყვა,მშვიდად გადაიტანა საუბარი სხვა თემაზე.
-ყველა აღფრთოვანებულია შენით, ისე ბრწყინავ,მეც კი მომეჭრა თვალი.
-შენც?საინტერესოა,არადა სულ არ ვაპირებდი ასე ყოფილიყო,როგორც ჩანს სისადავე და ბუნებრიობა ქალის ყველაზე მთავარი იარაღი ყოფილა.
-ყოჩაღ ტატიანა,მიხარია რომ იზრდები და რაღაცეებს სწავლობ.
-ისეთი მასწავლებელი მყავს…-გაეცინა გოგოს.
-მარტო ეგ არაფერს ნიშნავს.შენც ნიჭიერი ხარ.
-ეს კომპლიმენტია?
-ყველა სიტყვა რასაც გეუბნები კომპლიმენტზე მეტია,ეს აღფრთოვანებაა,რომელიც შენ გამოწვიე ჩემში,ეს ყველანაირ საზღვრებს ცდება.
-ხო და ამიტომ დაიკარგე ამდენი დღე ხომ?აღფრთოვანდი ჩემით და შეგეშინდა,გაიქეცი,თავი ამარიდე. მითხარი რისი გეშინია რომ არ შეგიყვარდე თუ ლიკა არ გავაქრო შენი გულიდან?
-ეს საიდან მოიტანე ეხლა,ან იქნებ…. მოიცადე ეჭვიანობ?-ჩაეღიმა კაცს.
-იმის პასუხია,რასაც შენ დიტოს სახელის გაგონებისას გრძნობ. ეჭვინობაა? კი ბატონი დაარქვი ასე,თუ შენც იგივეს გრძნობ.
-წავიდეთ,გვიანია უკვე.ასე საუბარი საშიშ მიმართულებას იღებს და არ მინდა ვიჩხუბოთ.
-ნიკოლა ამირეჯიბს ჩემი ეშინია,-გაეცინა გოგოს და უკან აედევნა.თავი ვეღარ შეიკავა,ირგვლივ მიმოიხედა,რომ არავინ იყო,ხელი სტაცა გოგოს,კედელზე ააკრა და უთხრა.
-შენი კი არ მეშინია,საკუთარი თავის მეშინია.იმის მეშინია რომ შენც ლიკასავით აჩრდილად არ იქცე. რა იქნება მამაშენი რომ ვალს გადაიხდის და წასვლა მოინდომო? შენც აჩრდილს დატოვებ ჩემში და უკან მოუხედავად წახვალ. აი ამის მეშინია,ჩემივე გრძნობების მეშინია,ვერ გაგიმეტებ იმისთვის რომ უსიყვარულოდ იცხოვრო ჩემთან, რადგან ვიცი რომ შემიყვარდე აღარ გაგიშვებ… თავი ვეღარ გააკონტროლა კაცმა.სახეზე მოეფერა გოგოს,მერე დაიხარა და მისი თმის სურნელი შეისუნთქა.საოცარი იყო ისიც,ისევე როგორც ტატიანა….
სახლამდე ხმა აღარ ამოუღია არც ერთს.ჩუმად ისხდნენ მანქანაში და ორივე თავის საფიქრალს მისცემოდა. ვინ იცის რაზე ფიქრობდნენ..



№1  offline წევრი დარინა

ძალიან მომწონს ეს წყვილი, ერთმანეთი მოწონთ იზიდავენ, მაგრამ ერთმანეთთან დასაახლოვებლდ არაფერს აკეთებენ, ნიკოლას ინდიფერენტულობა არ მომწონს არაფერს აკეთებს ტატას გულის მოსაგებად პირიქით უამრამ სისულელეს გაიძახის ცოტა უნდა გაძლიერდეს და ტატასთვის ბრძოლა უნდა დაიწყოს მე ძლიერი ნიკოლა ამირეჯიბის დანახვა მინდა რომელსა საყვარელი ქალის გულისთვის ყველაფრის გაკეთება შეუძლიაა, ველოდები უფრო თბილ თავებს, მიყვარს სიტკბოებაა, ლოლა რო მოსვა ნიკომ თავის ადგილზე გამიხარდა იმედია რამე შეცდომას არ ჩაიდენს ამ გოგოსთან კაცები მაინც სუსტები არიან, ეჭვიანობისგან გაგიჟებული ნიკოლა მინდა ღირს იქნებაა, იმედია თავის სახლში მალე წაიყვანს, ასე ახვადაახვა სახლებში ცხოვრებით არაფერი გამოუვათ, დაავლოს კაცო თავის ცოლსდა წაიყვანოს თავისთან, ველოდები შენდეგ თავს და ნიკოლას გამოღვიძებას.

 


№2  offline წევრი LI_BE

ესეიგი, ტატიანა ხომ ძალიან მიშლის ნერვებს, პირველივე თავიდან. თავი მსხვერპლად გამოჰყავს და არადა, ნამდვილი მსხვერპლი, ამ გარიგების, ბატონი ნიკოლოზია. ძალიან სულელურად მოლაპარაკე გოგოა. ყოველ მეორე წინადადებაში იმის ძახილი, რომ ნიკოლა ბებერია, უბრალოდ უტაქტობაა. არც ისე ბავშვია, რომ ეს ვერ მიხვდეს. ბარში, ლოლასთან მისი დიალოგი იყო, რბილად რომ ვთქვათ, საშინელება. ზუსტად, ლოლას დონის გამოვიდა, თვითონაც.

რაც შეეხება ნიკოლას, ამას კიდე რაღა დაემართა. ასეთიო, ისეთიო, ქალების გულთამპყრობელიო, რა ქვეშაფსიაო ბავშვივით იქცევა. ხოდა ბატონო ნიკოლა, ჩემი რჩევაა, ცოტა შემოუძახე თავს, ეს შიშები ჯანდაბაში მოისროლე და კაცურად მოიქეცი. არავისთან საბოდიშო არ გაქვს და თუ რამე გრძნობა გაგიჩნდა, აღიარე რა და იბრძოლე. ვახ.

 


№3  offline წევრი Crazy dreamer

კარგი ისტორიაა ვფიქრობ წინ კიდევ მრავალი ეპიზოდი გველის, რომლებიც ძალიან საინტერესო იქნება. პერსონაჟებიც ძალიან მომწონს ვცდილობ თითეულ მათგანს ჩავუღრმავდე და გავიგო უკეთ როგორები არიან.
წარმატებები ველი ახალ თავს...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent