სიზმარი თუ რეალობა?(თავი 5)
თვალებს ვახელ, თავის აწევა მინდა თუმცა ტკივილი საშუალებას არ მაძლებვს. თავის რაღაც მონაკვეთი ბინტით მაქვს შეხვეული საგულდაგულოდ და მიკვირს რა ხდება? თუმცა მაშინვე მახსენდება ფეხის ნაბიჯები, თავში დარტყვა და რაც მთავაია შავი თვალები. ოთახს ვათვალიერებ ფანჯრიდან ხეები მოჩანს და საკმაოდ გრილა. მიკვირს სად ვარ თქო და თავს ძალას ვატან ადგე. ერთი ვაივაგლახით ვდგები, მეორე სართულზე ვარ. პირველი სართულიდან წყნარი სიმღერის ხმა მესმოს. კიბეებზე ნელა ჩავდივარ და რომ ზედმეტი მოძრაობისგან თავი შევიკავო. პირდაპირ ის მეფეთება, ღიმილო ბაგეებს უპობს და ჩემს გაცეცხლებულ სახეს არ იმჩნევს. - გაიღვიძე? ეხლა ვაპირებდი შენთან ამოსვლას - შენ რა ავადმყოფიხარ? მომიტაცე? - გონება მინათდება - მომიტაცე არაა? - არაა, დამშვიდდი ლიზა. მოტაცება გადამეტებული ნათქვამია... - შე იდიოტო - ხელებს გულზე ვუშენ, ეს უკანასკნელი კი ადგილიდან არ იძვრის. - დამშვიდდი. შენთვის ზედმეტი მოძრაობა არ შეიძლება, ბოქსიორო. - სად ჯანდაბაში ვარ? - მშორდება და გზას მითმობს რომ დივანზე დაჯდე. პატარა მყურდო მისაღებია და ბარის სტილში სამზარეულო. საჭმლის გემრიელი სურნელი თაბრუს მახვევს. შემდეგ ვბრაზდები საკუთარ თავზე, რა დროს კუჭზე ფიქრია?! - სვანეთში ვართ, ლიზა. - გაოცებას ვერ ვმლავ და ხელის გული პირთან მიმაქვს. - მოგეწონება აქაურობა... - შენ რა ჩემი გიდი ხარ? ვისი სახლია? რატომ მომიყვანე აქ? მე ხომ წესიერად არც კი გიცნობ? შენ რა მანიაკი ხარ?! - კითხვის კორინატელს ვაყრი ისიც კედელს ეყრდნობა და მიყურებს. - მომენატრე. ერთი დღე გავიდა თუმცა მომენატრე... - რა? როგორ თუ მოგენატრე? არ ამიხსნი რა გინდა ჩემგან? - თვალებში კუშტად მიყურებს - სიყვარული. მხოლოდ სიყვარული მინდა ლიზა... - სერიოზულად? - ისტერიულად მეცინება - ეხლა არ თქვა ერთი ნახვით შემიყვარდიო... - ეგრეც შეიძლება ითქვას... - მიყურებს და იღიმის რაზეც უფრო ვბრაზდები - სახლში მინდა. წამიყვანე! არა არა ჩემით წავალ. - სად წახვალ? - იცინის. - შენი ადგილი მხოლოდ ჩემთანაა. შენი სახლიც... - მე შეყვარებული მყავს! - ვცდილობ ტყუილი არ დამემჩნეს და განზე ვიყურები - ხო და მე ცოლი - მიცინის, ირონიულად ეპრიხება ტუჩები - დამცინი? დამცინი არაა? - არა ძვირფასო უბრალოდ შედარება გავაკეთე. - სახლში მინდა. - იმის და მიუხედავად რომ ეხლა იმ ადამინთან ვიყავი რომელიც ყველაზე მეტად მიზიდავდა და მოყვარდა, მაინც ძალიან უხერხულად ვგრძნობდი თავს. ვერ ვხდებოდი რა ხდებოდა? რატომ წამომიყვანა? მე კი ვიცოდი ვინ და როგორი იყო თუმცა მან? მან იცის? - ბოდიში ლიზა მაგრამ ამ სურვილს ვერ შეგისრულებ. ყველა სურვილს აგისრულებ, ისეთსაც რაც შუძლებელია შევძლებ. მაგრამ ჯერ, ჯეერ ვერ წაგიყვანს სახლში. - რატომ? - თვალებზე ცრემლი მომადგა. - უბრალოდ მხოლოდ ხუთი დღე ლიზა... ხუთი დღე მომეცი შენთან ყოფნის. ხუთ ბედნიერ დღეს გთხოვ. არ იტირო, ოღოდ ეგ არა - მომიახლოვდა და ცრემლებიანი თვალები მომწმიდა. - ვერ ვხდები რატომ... - უბრალოდ. გთხოვ არ მკითხო, მანიაკი არ ვარ. არაფერს დაგიშავებ გპირდები. ჩათვალე რომ მეგობრები ვართ... ძალის გამოყენება არ მინდა. - კარგი. - დავეთანხმე - გამაყუჩებელი მინდა... ვცდილობდი ის ბრაზი და ბოღმა გულის ერთ მონაკვეთში შევინახე. თბეზე მისი თითების შეხებისას ჟრუანტელმა დამიარა,ბინტი ფრთხილად მომხსნა და ახალით ჩაამთაცვა. - მოდი, მოქცემ წამალს. - სამზარეულოდან დამიძახა და ორი აბი გამაყუჩებელი წყალთან ერთად მომაწოდა. - მმმ მადლობა - თვალს ვარიდებ და ისევ დივანზე ვჯდები. - ათ წუთში ყველაფერი მზად იქნება - ორ თეფშ ხის მაგიდაზე დებს და სუფრას გაღიმებული სახით აწყობს. გაჭირვებით ვდგები და ვუყურებ რიგორ დებს აჭარულ ხაჭაპურს თეთრ თეფშზე და მეცინება - ეს შენ გააკეთე? - გამეცინა. - ხო, გიკვირს არაა? - ჰო. გემრიელი იყო, ყველი ოდნავ მარილიანი იყო თუმცა მაინც გემრიელი იყო. მის მზერას ვგრძნობდი და უხერხულად შევიშმუშნე. თავი სწრაფად ავწიე და პირდაპირ მისი თვალები მომხდა თვალში. მისი მუქი თვალები, ყველაფრის მთქმელი იყო. მეშინოდა დაძინების, იქნებ აღარ დამესიზმროს? შიშისგან ჟრუანტელმა დამიარა. - რა დაგემართლა? წასვლა გინდა? - კი მინდა. მაგრამ ეხლა მეძინება... - ღამის პირველი საათია. შეგიძლია დაიძინო ზევით. მე კი დივანზე მოვთავსდები... თხელი უმკლაო მაისური და ბამბის შარვალი ეცვა. მის ტანს უდეალურად გამოკვეთდა, მისი სპეციფიკური სურნელი თაბრუს მახვევს და რაც უფრო მიახლოვდევა სურვილი უფრო იმატებს იმისა რომ მის გლუვ კანს შევეხო. გულს ვიიმედებ შემიძლია სიზმარში შევეხო და ვაკოცო თქო როდესაც მის შეხებას ვგრძნობ. - ლიზა, შენი ნივთები ოთახშია. მანქნიდან ჩემს მანქანაში გადმოვიტანე. ყველა შენი ნივთი იქ დევს. - მანქანას რა მოუვიდა? - ჩაიცინა და დივანზე თბილი გადასაფარებელი გადააფარა - საიმედო ადგილას დავაყენე. ნუ ღელაც. - ძილინებისა. - ტკბილი სიზმრები ლიზა. - შევხედე და დავუბღვირე. ოთახში შესული წყალს ვივლებ და პიჟამას ვირგებ. ფანჯარასთან მივდივარ და სვანეთის მთებიდან წამოსული ცივი ჰაერი, კანზე მელამურება. რადგან ვხურვარ, ბობოქალი ლავაა ჩემს სხეულში ჩასახლებული... დათოვლილ მინდორზე ფელშიშველი ზინ მივიწევ, ის კი ხესთან მელოდება. - მოხვედი? ნახე რა ლამაზად თოვს... - მეუბნება და ახალ დაცემულ ფიფქს სახიდან ნაზად მაცილებს. - როგორი ცხელი ხარ... მოდი ჩამეხუტე რა - მიკრობს და შუბლზე მკოცნის - გიხდება თოვა, რამდენი წელია პირველ თოვლს ერთად ვხვდებით? - სამი. სამი წელია - ვიცინი და მის წითელ ტუჩებს ხელს ვუსმევ. - მაკოცე - ბაგეები ეპობა და მეც ვკოცნი. ხელში ავყავარ და ნელ-ნელა მატრიალებს, ისე რომ ტუჩებს არ მაცილებს. - რაღაც უნდა გითხრა - ვეუბნები - მეც. მაგრამ ჯერ შენ თქვი. - მე შენ რეალურად... ვიღვიძებ, რა მოხდა? ისეთი შეგრძნება დამეუფლა რომ შავ კედელს დავეჯახე. წყალი მინდა თუმცა ტუმბოზე არ მხვდება. ხალათს ვიცმევ და პირველ სართულზე ჩავდივარ. - ვერ დაიძინე? - წამოვიკივკე, არ ველოდი ნიკოლოზის წყლით ხელში დანახვას. - სიზმრები... - შეენც? - ჩაიცინა, ორ წუთში კი ერთი აზრი სწაფად მომდის თავში. ალბათ მასაც რადგან სწრაფად ტრიალდება - რა? - ვამბობთ ორივე და გაოცებული ვუყურებ ჩემს სიზმრიდან გადმოსულ პრინცს რომელსაც, უხფსკრულივით შავი თვალები აქვს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.