შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიზმარი თუ რეალობა?(თავი 6)


15-12-2018, 17:20
ავტორი Tamta.k
ნანახია 1 794

ერთად დასმული შეკითხვის შემდეგ, ორივე თვალებში უყურებს ერთმანეთს და ცდილობენ გაიგონ რა ხდება მანთში. განგიმარტავთ... როდესაც ადამიანი ლოგიკურ აზრამდე მიდის ადრენალინის დონე მით უფრო იმატევს, ვიდრე დოზაა. სხეულში გამოიყოფა ენდორფინი, ანუ ადრენალინი, რის გამოც ეიფორია და სასიამოვნო მდგომარეობა გეუფლება თუმცა, სასიამოცნო გრძნობა, მეტწილად შეიძლება დაძაბულობამ, შიშმა და გაურკვევლობამ შეცვალოს.
- რის თქმას ცდილობ? - ბიჭი გოგონას აკვირდება, როგორც გოგონა ბიჭს.
- იცი, არ ვიცი ეს სიგიჟეა მაგრამ... თუ არ გკითხავ ვერ გავარკვევ. მე... მე შენს სახლში იმიტომ გავითიშე რომ - დაიბნა, ყოველი სიტყვა რაც, რამოდენიმე წამის წინ მოიფიქრა გონებაში, ჰაერში გაიფანტა.
- თქვი ლიზა! - მკაცრმა ტონმა დააფრთხო და სწრაფად დაიწყო ლაპარაკი
- სამი წლის წინ დამეწყო სიზმრები, ერთხელ ძალიან ცუდად ვიყავი... უნვერსიტეტში ვერ ჩავაბარე და გარეთ დავრჩი. ერთი წელი არაფერი იქნებოდა, სახლში გულ დამძიმებული მივედი და ოთახში რამოდენიმე საათი ვტიროდი, გაუჩერებლად. შემდეგ როგორღაც ჩამეძინა და... დამესიზმრე. არა იმას კი არ ვამბობ რომ კონკრეტულად შენ, უბრალოდ ის ძალიან გგავს. თითქმის ყოველ დღე ვხედავ სიზმრებს, ყოველ ღამით. შენს სახლში რომ დაგინახე, თვალებს ვერ დავუჯერე. ჩემს თავს ვეკითხებოდი გელანდება ლიზა? თუმცა ჯერ კიდევ ჩემს წინ ხარ და არ გამქრალხარ. არ მესმის... შენთვის უცხო ვარ მაგრამ
- გაჩუმდი! - გოგოს სწრაფად ნათქვამმა სიტყვებმა ააფორიაქა და არ იცოდა როგორ გაეჩერებინა. თვითონაც შოკში იყო, ღმერთი დამცინისო გაიფიქრა. - ლიზა, სიზმრებში მეც გხედავ.
ლიზას გაფითრებულ სახეს დააკვირდა, მის ყავისფერ უძირო თვალებს რომელიც მკრთალ შუქზე ანათებდა.
- ნუ მეხუმრები ნიკოლოზ! მე სერიოზულად გეუბნები! დავიღალე...
- არ გეხუმრები! ვერ ხვდები? ფაქტებს რატომ არ უკავშირებ ერთმანეთს?
- კი მაგრაამ...
- გაჩუმდი და მომისმინე. რატომ მოგიტაცებდი? მართლა დაიჯერე რომ ერთი ნახვით ისე შემიყვარდი თავში ჩაგარტყი და იმ სახლში მოგიყვანე სადაც თავს ყველაზე კარად ვგრძნობ. მთელი ბავშვობა შენით დამთავრდა და სიდიდე შენით დაიწყო. შენი ანარეკლით იწყებოდა ყოველი დილა და მთავრდებოდა ნახატით სადაც შენ იყავი. არ ვიცი, რა უნდა დავარქვა არ ყველაფერს. ფანტასტიკა არასდროს მიზიდავდა, მსგავსი რამეების არ მჯეროდა. მაგრამ, ეხლა როგორ არ დავიჯერო? - გოგონას უახლოვდება და სახეზე ხელს უსმევ, მაგრამ ლიზა სწრაფად იშორებს ხელს.
- გამიშვი, გთხოვ. და რა გგონია ეხლა მეყვარები? მე შენ კი არა სიზმარში არსებული ბიჭი შემიყვარდა... მე შენ არ მიყვარხარ.
- ლიზა, ხელი მომეცი. - გოგონას ხელს იღებს და გულზე იდებს - მე მიყვარხარ, მნიშვნელობა არ აქვს სიზმარში თუ რელურად
- გაჩუმდი! ჩემი სახელის და პროფესიის გარდა იცი როგორი ვარ? რამდენი წლის ვარ? რა მიყვარს, რა არ მიყვარს? როგორ შეგიძლია მხოლოდ გარეგნული მსგავსებით და სიზმრის აჩრდილის გამო გიყვარდე?!
- გაგიცნობ, რა მნიშნელობა აქვს სხვა დანარჩენს როდესაც ჩემს გვერდით ხარ?! არ გინდა რომ ჩემს გვერდით იყო?! მაშინ რატომ არ წადი? მიპასუხე
- მე... - სიტყვებს თავი ვერ მოაბა ამიტომ ბიჭმა განაგრძო.
- შენც გრძნობ იგივეს და ამიტომ. აი შენი პასუხი რომლის თქმაც არ და ვერ შეგიძლია. სუსტი ხარ? მიპასუხე... - კვლავ სიჩუმე. - რატომ არ მიდიხაარ მაშინ?! - დაიღრიალა რის გამოს, ლიზა შეხტა და ბიჭის გაბრაზებული სახის დანახვისას ნაბიჯი უკან გადადგა.
- წავალ, მე ხვალ დილით წავალ.
- არ გინდა რომ წახვიდე, მაინც წახვალ?
- წავალ. - უთხრა და გაცილდა, კიბეებს აუყვა როდესაც ბიჭის უკვე დამშვიდებული ხმა მოესმა
- დედაჩემი ჩემს გამოა ინვალიდი. - შეჩერდა თუმცა არ შეტრიალებულა - ერხელ როდესაც გამომეღვიძა მივხვდი რომ არ დამსიზმრებიხარ, ყველაფერი დალწე ოთახში. დედა გაფითრებული სახით შემოვარდა, ყველაფერს მიხვდა. გვერდი ავუარე და მანქანაში ჩავჯექი, უკან გამომყვა. სწრაფად და ურეაგიროდ ვატარებდი მანქანას, მხოლოდ მაშინ გავჩერდი როდესაც უკან გამოდევნებული დედაჩემის მანქანა ჰაერში ავარდა და ტროტუარზე რამოდენიმე ბრუნის შემდეგ დავარდა. მას შემდეგ, ის ინვალიდის ეტლზეა მიჯაჭვული. ჩემს გამო...
- ვწუხვარ. - ვერაფრის თქმა, ვერ მოახერდა. ყელში გაჩხერილი ცრემლები სადაცაა იფერქებდა, სწრაფად აიარა კიბეები და ოთახში ჩაიკეტა.

***
- ესეიგი ის გოგო ლიზაა? ის გოგო ვისთვისაც ჩემი ძმა თვითმკვლელობამდე მივიდა? - ლუკასმა ოჯახის ყველა წევრი შეათვალიერა, ბოლოს მამას შეხედა.
- ის არის, ის.
- და სად არის ეხლა ნიკოლოზი?
- მასთან ერთადაა.
- როგორ თუ მასთან ერთად დედა? ძალით წაიყვანა? მითხარით სად! - ბექას ლიზა შეეცოდა და სწრაფად ჰკითხა დედას რომელსაც თვალები დაეხარა და უსასრულო სივრცეს შესცქეროდა.
- არ ვიცი საყვარელო. არ ვიცი სად წაიყვანა ის გოგო, განა მე არ ვნერვიულობ? ამ ამბავმა ბოლო მომიღი, გამანადგურა.
- დედა მას დახმარება სჭირდება.
- ნიკოლოზი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ლიზა ბედნიერი იყოს.


დილით ვიღვიძებ, არანაირი სიზმარი. არანაირი მისი შეხება. ფანჯრის რაფიდან მზის სხივები ოთახის ყოველ კუთხეს ანათებს. შავი შარვალი და ყვითელი ბამბის როლინგი ჩავიცვი. კიბეებს დავუყევი და მძინარე ნიკოლოზის დანახვისას თითქოს ყველაფერი გაქრა. ყველგან სინათლე იყო ანთებული, ალბათ მარტოობამ შეაშინა თქო გავიფიარე. მივუახლოვდი, სუნთქვა გამიხშირდა. მთელი სხეული ალმოდებულივით მეწვოდა. ზემოდან დავყურებდი. თმა ღია ოქრისფრად უბზინავდა. ვინატრე, მის თეთრ შუბლზე მაკოცნინა-მეთქი. არც კი ვიცი, რა ძალა მაკავებდა. მოულოდნელად ოთახი ჩაბნელდა.
- შუქი წავიდა? მგონი, 90-იანებში ვბრუნდებით... - წავიჩურჩულე.
- ცივი,საშიში, უიმედო, მაგრამ მაინც რომანტიკული 90-იანები - ჩურჩულითვე მიპასუხა. უკან გავიწიე, თუმცა უკვე გვიანი იყო.
- მე, მშია რაიმეს გავაკეთებ - სწრაფად გავცილდი და მაცივრის კარები გამოვაღე, ყველაფერი იყო. მათ შორის ჩემი ნაყიდი პროდიატებიც. კვერცხი გამოვიღე და შეწვას შევუდექი. ამავდროულად ფორთოხლას ვთლიდი და ვწურავდი, კრემიანი ფუნთუშების გაკეთებას შევუდექი. გამეცინა, რატომ ვიქცეოდი ოჯახის დიასახლისივით? გეგონებოდათ ახალ გაღვიძებულ ქმარს საუზმეს ვუმზადები. იქნებ ჩემი ბედისწერაა? იქნებ ბედს ეს უნდოდა, რატომ უნდა შევეწინააღმდეგო განგებას? უბრალოდ ვცდი... ამით ხომ არაფერი დაშავდება?
- დილა მშვიდობის. - მომესალმა ვითომ, რამოდენიმე წუთის წინ არაფერი მომხდარა.
- შიმშილმა გამომაღვიძა. - ვიცრუე და ზეთში ცომის ბურთულები ჩავაწვე.
- მადის ამღვძვრელი სურნელიაა - მითხრა და გამიღიმა.
- ჰო...
- უნდა ვიბანაო, თუ რაიმე დაგჭირდება მითხარი.
- ჩემი ტელეფონი სად არის? - ეხლა გამახსენდა რომ ლოლასთის არ დამირეკავს, ალბათ როგორ ნერვიულობდა.
- აი აიღე - ჯიბიდან ამოიღო და მომაწონა, შევუბღვირე. გამიღიმა და მეორე სართულზე ავიდა.
- ლიზააა?! - დედამ ისე ხმამაღლა შემომყვირა შევკრთი და კინაღამ ფორთოხლის ბოთლში, დაწურული წვენი ხელიდან გამივარდა.
- დედა გუშუნ ვერ დაგირეკე, რომ ჩამოვედი სახლი დავალაგე და სულ გადამავიწყდა.
- და ამის შენ ხარ შვილი? შენს გაჩენას ჯობდა საერთოდ არ გავთხოვილიყავი! დამაწყდა ნერვები... გული გამისკდა. იცი წამოსვლას რომ ვაპირებდი?! მამაშენს ველოდებოდი - გული ამიჩქარა, წარმოვიდგინე ლოლას სახე როდესაც იქ არ დავხვდებოდი.
- დამშვიდდი რა. კარგად ვარ, ვიცი რომ გიყვარვარ და ღელავ ჩემზე თუმცა სანერვიულო არაფერი გაქვს.
- უყურადღებო გაგზარდე შვილო? ათი წლის სიცოცხე მომაკელი შენ!
- დედა სუკ ეგრე რატომ გაიძახი? რამდენი წელი მოგაკელი? მაშ ცოცხალი აღარ უნდა იყო - გამეცინა. - დაგირეკავ საღამოს კარგი?
- კარგი, კარგი! მამაშენსაც დაურეკე...
დედას ენერგია მეც გადმომედო და სუფრა სწრაფად გავშახე, ტელეფონის ხმა მომესმა და შარვლის ჯიბიდან ამოვიღე. ჩემი "ბომბომი" იყო.
- ბომბომმ - ალბათ გაბრაზებულია თქო გავიფიქრე.
- ლიზააა? ცოცხალი ხარ ძვირფასო? დაგავიწყდა შენი დაქალი არააა?
- არა ნინაა, არაა. უბრალოდ იმდენი რამ მოხდა...
- და რა? მოდი ჩემთან დღეს ვისვენებ.
- არ შემიძლია, მე... სვანეთში ვარ.
- საად? ღმერთო მეც მინდა მანდ. იცი სვანეთის საბაგირო ულამაზესიაა...
- მართლა? აუცივლებლად წავალ.
- ლიზა და ვისთან ერთად ხარ? - ნიკოლოზი ჩამოვიდა, თმა სველი ჰქონდა, ბამბის ნაცრისფერი შარვალი ეცვა. წელზემოთ კი შიშვლი იყო, თვალს ვერ ვწყვეტდი, ხელოვნების ნიმუშს გავდა... დასწყევლოს ეშმაკმა! გამიღიმა, მეტყველების უნარი წამერთვა.
- ლიზა აქ ხარ? - გამახსენდა რომ ტელეფონზე ვლაპარაკობდი, ნიკოლოზი მიხვდა და ჩაიცინა.
- ნინა ძვირფასო, რომ ჩამოვალ გნახავ და მოგიყვები კარგი?
- კარგი, კარგი. გკოცნი - გავუთიშე. ის უკვე ერბო კვერცხს ჭამდა, სამზარეულოდან ორი ჭიქა ავიღე და მის პირდაპირ დავჯექი.
საუზმობის შემდეგ, ნიკოლოზი ისე იქცეოდა ვითომ აქ არაფერიო. ვითომ არც არაფერი მომხდარა გუშინ, ვინმეს რომ დავენახეთ დიდი ხნის წყვილი ვეგონებოდით.
- საბაგირო აქედან შორსაა? - ვკითხე რადგან ესე ახლოს ყოფნით სუნთქვა მიჭირდა, განეიტრალება მჭირდებოდა.
- ოცი წუთის სავალზეა. წავიდეთ? - დავი დავუქნია.
- ჩავიცმევ და ჩამოვალ. - მზე იყო თუმცა, სიცივიე. პრატიკულად ჩავიცვი და ნიკლოზის გვერდით მანქანაში ჩავჯექი. თხელი შავი მაისური და უმკლაო დუტი ჩაეცვა, საჭესთანაც კი ულამაზესი იყო. ხმა არცერთს ამოგვიღია, თუმცა საბაგიროს ბილეთის ყიდვისას ხელი ჩამკიდა და დაჯდომაში მომეხმარა.
- ულამაზესია. - გაოცებული ამოვილაპარაკე. კლდეები იმდენად ახლოს იყო გეგონებოდათ, სადაცაა ფეხით შევეხებიო. ხელის გულზე გადაშლილ არემარეს დავაკვირდი, თავი ნამდვილ სამოთხეში მეგონა... საბაგირო მეორე მხარეს, გადადიოდა. სადაც გაშლილი ვერანდა, კაფეები და ტყე ერწყმოდა ერთმადენთს. წითელ ჰამაკსაც მოვკარი თვალი რომელიც ხეებს შორის მოექციათ. შერეული ხეების ჯიშები კი ნამდვილ ჰარმონიას ქმნიდა.
- მოგწონს? - მკითხა მეორე მხარეს გადასვლისას როდსაც ჩემი ხელი ეშირა და გადმოსვლაში მეხმარებოდა. აშკარად ჩემი სახის დანახვისას რომელიც ემოციებს ასხივებდა, გაამხიარულა.
- თავი სამოთხეში, მგონია.
- ხელები გაგეყინა, წამოდი იქ კაფეა და ჩაი დავლიოთ. შემდეგ დავათვალიეროდ - უკან გავყევი, თან გარემოს ვათვალიერევდი რომელიც ულამაზესი იყო. მწვანე ჩაიმ კარგად იმოქმედა, სხეული გამითბო და ენერგიით ამავსო. კაფის ვერანდა საკმაოდ დიდი იყო და პირდაპირ მთებს შეჰყურებდა, ხალხი ფოტოებს იღებდა.
- გინდა გადაგიღო? - მკითხა
- მინდა. - ჩემი ტელეფონი მივაწოდე და საპოზიოროდ მოვემზადე, ათი ფოტო მაინც გადამიღო. თვითომ მისი ტელეფონითაც, გამიკვირდა.
- რას აკეთებ? - შემომხედა და მხრები აიჩეჩა.
- ნახატი უფრო ლამაზი, გამოვა. ყველაფერს ვიმახსოვრებ, თუმცა ფოტოს დავხედავ ხოლმე.
წითელი ჰამაკი შემიყვარდა, ნიკოლოზს ეცინებოდა ჩემი ბავშვური საქციელების ყურება. ვიდეოებს მიღებდა, რამოდენიმე სელფიც გადავიღეთ. მასთან თავს კარგად ვგრძნობდი, ის ისე მექცეოდა თითქოს სხვა ჩემნაირი ან ჩემზე კარგი არავინ იყო. ქალებს ხომ ეს ყველაზ მეტად სიამოვნებთ? როდესაც კაცი დედოფლად გაქცევს.
ორი საათის შენდეგ, სახლში ხტუნვა-ხტუნვით შევედი, ნიკოლოზი კი სიცილით მომყვებოდა უკან. მისი ხელის შეხევა ვიგრძენი, შემოვტრიალდი და მისი აგიზგიზებული, ვნებამორეული თვალების დანახვისას, ტანში ჟრუანტელმა დამიარა.
- როგორი სურნელი გაქვს, იციი? თან-მარწყვის... თან-შოკოლადის... თან- სიყვარულის... თან-საყვარელი ქალის... თან-ზღვის... თან-მთის ჰაერის - ბუტბუტებდა და თავისკენ ისე მიზიდავდა, თითქოს სურდა, ერთი სული და სხეული გვქონოდა.

... იმედიაა თბილი და ტკბილი თავი გამომივიდა, როგორც მქონდა ჩაფუქრებული. გპირდებით არ გავწელავ და ყველაფერს მალე მოვაგვარებ... იმედია ბოლომდე მოგეწონებათ. მიხარიხართ და მიყვარხართ ვინც ჩემს გვერდითაა, თითვეული მათგანი ჩემი და ლიზას ენერგიის წყარო ხართ. ვეცადე სვანეთი ისე ამეღწერა როგორც მე დავინახე ერთი წლის წინ, იმედია წარმოდგენა შეგიქმენით, ცოტათი მაინც.



№1  offline წევრი Elea_Nora

უიმეე საყვარლები❤❤ ნიკოლოზი შემეცოდა როგორი რთული იქნებოდა მისთვის ყველაფერი. იმედია ყველაფერი კარგად იქნება. სამწუხაროა მაგრამ სვანეთში არ ვარ ნამყოფი მაგრამ სამაგიეროდ რაჭა მაქვს შესწავლილი. ლიზაც ალბათ ძალზედ ცუდადაა, მოულოდნელად თავს დაატყდა ნიკოლოზი, აიღო და წაიღო საყვარელი ქალი. ველოდები მოვლენების განვითარებას.მიყვარხარ ჩემო ტკბილო და გემრიელოო.❤❤❤

 


№2  offline მოდერი Tamta.k

Elea_Nora
უიმეე საყვარლები❤❤ ნიკოლოზი შემეცოდა როგორი რთული იქნებოდა მისთვის ყველაფერი. იმედია ყველაფერი კარგად იქნება. სამწუხაროა მაგრამ სვანეთში არ ვარ ნამყოფი მაგრამ სამაგიეროდ რაჭა მაქვს შესწავლილი. ლიზაც ალბათ ძალზედ ცუდადაა, მოულოდნელად თავს დაატყდა ნიკოლოზი, აიღო და წაიღო საყვარელი ქალი. ველოდები მოვლენების განვითარებას.მიყვარხარ ჩემო ტკბილო და გემრიელოო.❤❤❤

შეეცადე სვანეთს აუცივლებლად ესტუმროო, გაოცებული დარჩები. მეც მიყვარხარ მარწყვო და იმედია ბოლომდე მოგეწონება❤️

 


№3  offline წევრი nathali lifhonava

ძალიან მომწონს:))
--------------------
"როცა ვინმე შეურაცხყოფას მოგაყენებს, ნუ ეტყვი მას: „დაე ღმერთმა გადაგიხადოს“, იმიტომ რომ ეს თავაზიანი წყევლაა".

 


№4  offline მოდერი Tamta.k

nathali lifhonava
ძალიან მომწონს:))

მადლობააა ძალიან მიხარია❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent