მიენდე გრძნობებს...თავი 6
მშვიდად ეძინა ტატიანას. ჭრელ,ფერად სიზმრებში მოგზაურობდა. დილით ადრიანად დარეკა მაღვიძარამ. მძიმედ გაახილა თვალები,მაგრამ საკუთარი თავისადმი მიცემულმა პირობა,რომ სანიმუშოდ მოიქცეოდა და ცხოვრების სტილს შეიცვლიდა უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.წამოდგა,ხალათი მოიცვა და ოთახიდან გამოვიდა.თმა უბრალოდ აიწია და ერთად შეკრა. პირველი რაც გააკეთა ყავა იყო.მშვიდად დალია, ცოტა გამოფხიზლდა და მაცივარი გამოაღო. -ესეც ასე,რა შეგვიძლია მოვამზადოთ? კვერცხი,ძეხვი,სოსისი, ბოსტნეული.. აბა ბატონო ნიკოლა,ვნახოთ ვინ აჯობებს მე თუ შენ… რამდენიმე კვერცხი გატეხა,პური დაჭრა და ტაფა შემოდგა გაზზე, მალე სამზარეულოში სასიამოვნო სუნი დატრიალდა,ღიღინებდა და თან სუფრას აწყობდა. -ვის ატყუებ ტატიანა?ნიკოლას კი არ ეჯიბრები,მისთვის აკეთებ ამ ყველაფერს,-გაიფიქრა და ტაფა გადმოდგა,მერე ჩაიდანი შემოდგა. მაგიდაზე დადო უკვე მომზადებული ყიყლიყოები.ყველიც მიაყოლა,მერე პომიდვრის სალათი დაჭრა.წყალი რომ ადუღდა,ჭიქებში ჩამოასხა და კმაყოფილმა გადახედა სუფრას. -დროა,-იქიდან გამოვიდა და კიბესთან შეჩერდა. -ნიკოლაა,-დაიძახა ხმამაღლა,-ნიკოლა საყვარელო გაიღვიძე, დაგვაგვიანდება,საუზმე მზადაა. უკან დაბრუნდა და სკამზე ჩამოჯდა, ელოდა რა მოხდებოდა. იმაზე,მეტი დრო რომ გავიდა,შიში შეეპარა,ვაითუ ვერ გაიგოო,მაგრამ სწორედ ამ დროს გამოჩნდა ბიჭიც.რომ გადახედა ამ ყველაფერს,ჯერ გაუკვირდა,მერე ჩაეღიმა და ის იყო რაღაც უნდა ეთქვა,რომ ტატიანამ დაასწრო. -არასოდეს ვყოფილვარ იდეალური, ვფიქრობ არც ხასიათი და არც გარეგნობა მაქვს ასეთი, ამას სხვები უკეთ ხედავენ.სამაგიეროდ ყოველთვის ის ვიყავი,ვინც სინამდვილეში ვარ და აი ასეთ ტატიანას იშვიათად,უფრო სწორად თითქმის არასოდეს ხედავენ, ერთ-ერთი პირველი ხარ ვინც ეს ნახა. ნიკოლამ ძლივს მოუყარა,სათქმელს თავი.გაოცებული იყო. -კაცებს ერთი უარყოფი თვისება გვაქვს - სათანადოდ არასოდეს არ ვამაყობთ და არ ვაფასებთ ქალს. მითუმეტეს ქალს,რომელიც გვერდით გვყავს. -ამას რას მოვესწარი?ნიკოლა ამირეჯიბი კომპლიმენტს მეუბნება. -არ დაიწყო ახლა,თუ ოჯახობანას მეთამაშები,ბარემ იყოს ასე ბოლომდე.-სკამი გამოსწია და მაგიდას მიუჯდა. -სერიოზულად?ყიყლიყო?-ატეხა სიცილი.-ესაა შენი კულინარული ნიჭი? -საუზმე მსუბუქი უნდა იყოს და გემრიელი.შაქარი რამდენი ჩაგიყარო? -ორი,-უპასუხა ნიკოლამ და თეფშზე გადმოიღო ორი ნაჭერი. ტატიანამ ჩაის მოურია და წინ დაუდგა. მერე თვითონაც ჩამოჯდა და ჭამა დაიწყო.ორივე დუმდა და ერთმანეთს რიგ-რიგობით უყურებდნენ. ჭამას რომ მორჩნენ,ნიკოლა თეფშს წაეტანა და უნდა აეღო,მაგრამ ტატიანამ შეაჩერა. -ეს არაა შენი საქმე,წადი მოემზადე.. მშვიდი მზერით გააცილა სამზარეულოდან და მაგიდის ალაგება დაიწყო,სწრაფად მიალაგა ყველაფერი,დასვრილი ჭურჭელი სარეცხ მანქანაში შეაწყო და იქიდან გამოვიდა. უკვე იცოდა რას ჩაიცმევდა. დრო არ დაუკარგავს,მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა,წიგნები ჩანთაში ჩააწყო და ქვემოთ ჩამოვიდა. ნიკოლა ისევ არ დახვდა. -ნიკოლა,ვაგვიანებთ,სად ხარ აქამდე. -მოვდივარ,-გამოსძახა კაცმა და მალე ისიც გამოჩნდა,პიჯაკის ღილებს იკრავდა. მზერა გაუშეშდა ელეგანტურად გამოწყობილ ნიკოლაზე ტატიანას. ვერაფრით მიეჩვია რომ გვერდით ასეთი სიმპატიური მამაკაცი ჰყავდა. ჭკუიდან გადადიოდა,როცა მას ხედავდა. ნერწყვი გადაყლაპა და გასასვლელისკენ წავიდა,რომ მისი ასეთი დაბნეულობა არ შეემჩნია ნიკოლას... უნივერსიტეტთან გაუჩერა მანქანა,პირდაპირ შესასვლელ კართან. ტატა გადასვლას აგვიანებდა. -რამის თქმა გინდა?-ჰკითხა ნიკოლამ -არა,უბრალოდ რაღაცას ველოდები. -მაგვიანდება ტატიანა. -ნუ წუწუნებ რაა,ეგ ბანკი შენი არაა?შენ არ ხარ უფროსი? -თანამშრომლებს მაგალითი უფროსმა უნდა მისცეს. -ჩემთვის არ შეგიძლია რომ რამდენიმე წუთი დააგვიანო? ღმერთო რა აუტანელი ხარ.აი გამოჩნდა, -ჩაილაპარაკა თავისთვის, უეცრად ნიკოლას ეცა,სახე მოატრიალებინა, მისკენ გადაიხარა და ტუჩებში აკოცა,სანამ მან ამის გააზრება მოასწრო,მანქანიდან გადავიდა და ჩაწეულ ფანჯარაში ხმამაღლა მიაძახა. -საღამოს ექვს საათზე გელოდები საყვარელო,თუ დაგაგვიანდა, დაგელოდები. დროებით. ნანკას დაუქნია ხელი და მისკენ გაიქცა, თვალებგაფართოებულმა ლოლამ კი სიბრაზისგან ჯავრი წიგნებზე იყარა და ძირს მოისროლა. -შენ ახლა ნიკოლამ მოგიყვანა? -კი,არ მოგჩვენებია ნანკა, ორი დღის უკან ჩემოდნები ჩავალაგე და მასთან გადავედი. - ეს მართლა გააკეთე? შეყვარებული ხარ ნამდვილად. -ამას რაც გინდა ის დაარქვი,თუ ეს სიყვარულია იყოს ასე,მაგრამ ვერ დაველოდები როდის დაიწყებს მოქმედებას ნიკოლა ამირეჯიბი. მე ტატიანა ბერიძე ვარ და იმას მივიღებ რაც მინდა. -იმედია სისულელეებს არ ჩაიდენ… -ამ მოკლე დროის განმავლობაში იმდენად ძვირფასი გახდა ის ჩემთვის,რომ საკუთარ თავსაც კი შევცვლი მისთვის.. -ჩემი ამაყი გოგო სიყვარულმა მოარჯულა და მოიყვანა გონზე. -გაეცინა ნანკას და აუდიტორიაში შევიდნენ. მთელი დღე ლექციები ჰქონდათ. სემინარი წარმატებით ჩააბარა ტატიანამ. დავალებაც მიიღო,თემა უნდა დაეწერა დღევანდელ ფინანსურ მდგომარეობაზე და კონკრეტულად ბანკების მუშაობის პრინციპებზე. ამისთვის ერთი კვირა მისცა ლექტორმა. საერთოდ ტატიანა ბერიძე გვარის და ოჯახის გავლენით ნაკლებად სარგებლობდა.ის იყო სტუდენტი,რომელიც ამის აფიშირებას ყოველთვის ერიდებოდა და ცდილობდა საკუთარი თავი თვითონ შეექმნა,ყოფილიყო უბრალო სტუდენტი და არა ბერიძეების ერთ-ერთი მემკვიდრე.არასოდეს ყვარებია ზედმეტად გადაპრანჭული სიარული,ყოველთვის სადას,მაგრამ ხარისხიანს და თანამედროვეს არჩევდა. მის კარადაში მოიძებნებოდა კლასიკური ტანსაცმელიც,თუმცა უმეტესობა სპორტული სტილი იყო. კარგად ერკვეოდა მოდის ინდუსტრიაშიც და საერთოდ ზოგადი განათლების დონე საკმაოდ მაღალი ჰქონდა. უნივერსიტეტში ბევრს ეხმარებოდა სწავლაშიც და ფინანსურადაც.თუმცა ამ უკანასკნელს ჩუმად აკეთებდა. არ უნდოდა რომ მისი სახელი სადმე გაჟღერებულიყო… ამავე დროს ნაზი ქალბატონის მიღმა ამაყი,უხეში და ზოგჯერ უზრდელი გოგოც იმალებოდა. განსაკუთრებით მაშინ როცა საქმე ვიღაცის ჩაგვრას ან დამცირებას ეხებოდა. აი მაშინ ველური პანტერა ხდებოდა და არავის ინდობდა. ეს იმდენად ხშირი იყო,რომ მისი სახელი ყოველთვის ჩხუბთან და აყალმაყალთან ასოცირდებოდა და შესაბამისად ყველა ასე იცნობდა უკვე. არასოდეს უცდია ხალხი საპირისპიროში დაერწმუნებინა,ასე უკეთესი იყო,იმიტომ რომ რაც ნაკლებ ხალხთან ექნებოდა კავშირი,მით უფრო ნაკლებად დაინტერესდებოდნენ მისი ნამდვილი საქმიანობით. ნანკამაც კი არაფერი იცოდა.ყველაფერს უმალავდა, სიკეთის კეთებას არ სჭირდება აფიშირებაო,ამხნევებდა საკუთარ თავს,როცა თანაკურსელებისგან დამცირებას ისმენდა. ზოგჯერ უპასუხოდ ტოვებდა ამ შეურაწყოფას,მაგრამ ის ვინც დაუმსახურებლად ეტყოდა რამეს იქ ამბავს ატეხდა,მტრისას… ასეთი იყო ბერიძეების ქალიშვილი დაუმორჩილებელი,მაგრამ უზომოდ კეთილი… ამას მუშაობა არ ერქვა,რასაც ნიკოლა აკეთებდა. მისი ფიქრები და გონება სულ სხვაგან დაჰქროდა.ტატიანას დასტრიალებდა თავზე.ვერაფრით იშორებდა.ჯერ იყო და იმით გააკვირვა გოგომ,ადრიანად რომ ადგა და საუზმე მოამზადა,სუფრაც გააწყო. მერე ის რომ ძალიან მოკლე დროში გამოეწყო ნამდვილი ქალბატონივით.მერე კიდევ ეს კოცნა...რა ჯანდაბა იყო ეს? რა თამაშს თამაშობდა?არა,კი მიხვდა რომ ეს ლოლას დასანახად გააკეთა, მაგრამ მთლად ასე იძულებითაც ვერ გააკეთებ ვერაფერს, თუ შენ არ გინდა.ანუ გამოდიოდა რომ ის გულგრილი არ იყო და რაღაცას გრძნობდა მის მიმართ. ამის გაფიქრებამ რაღაცნაირი სიხარული მოჰგვარა,კმაყოფილი გადაწვა სავარძელში და კომპიუტერის ეკრანზე მათი ქორწილის ფოტო გახსნა.. ისე გაერთო ყურებაში,ვერ გაიგო,როგორ დაადგა თავზე საბა. -ჰეიი,,ნიკოლაა..-დაუძახა და ხელით შეეხო მხარზე. -შენ ხარ?-გამოერკვა ის. -რა გჭირს? -ტატიანა… -კიდევ რამე დააშავა?-წინ ჩამოუჯდა საბა და ინტერესით მიაჩერდა,პასუხის მოლოდინში. -არა,არაფერი.უბრალოდ შეხედე, -ეკრანი მიუტრიალა ნიკოლამ. -შევხედე,მერე? -რას ხედავ? -თქვენ. შენ და ტატიანას… -არა,მაგას არ ვგულისხმობ. კარგად დააკვირდი რას ხედავ? -საკმაოდ სიმპატიურ ძმაკაცს ულამაზეს მეუღლესთან ერთად. -აი მეც მაგას გეუბნები...იცი საბა,რაც დრო გადის უფრო და უფრო ვრწმუნდები რომ ტატიანა რაღაცას მალავს და სინამდვილეში ის სულ სხვააა. -რა სისულელეებს ლაპარაკობ?შენც გამოგაშტერა?რა გაგიკეთა?ან საერთოდ არ მითხრა რომ… -არა,მოიცადე,მომისმინე,- გააწყვეტინა ნიკოლამ.-მისი ეს სახე და ქცევები მოჩვენებითია, სინამდვილეში ის სულ სხვანაირია, თბილი,მოსიყვარულე, ნამდვილი ოჯახის დიასახლისი, ყველაფერი იცის,დილით ადრიანად ადგა საუზმე რომ მოემზადებინა ჩემთვის,ახლა როგორ დავიჯერო რომ ის მართლა ისეთია,რასაც ამბობენ.. -არ ვიცი,-მხრები აიჩეჩა საბამ. -მე ვიცი.ახლავე გეტყვი.ჩვენ ადამიანებს ერთი უბედურება გვჭირს-შური. აი მაგალითად,თუ ადამიანი რაღაცაში წარმატებულია, მაშინვე ექცევა ყურადღების ცენტრში.თუ ოდნავ მაინც განსხვავებულად ჩაიცვა,ყველა მას შეჰყურებს,ქუჩაში ისე ვერ გაივლის,რომ თვალი აარიდონ. თუ ამ ყველაფერთან ერთად ლამაზიცაა, მაშინ უფრო შორს მიდის ხალხის ფანტაზიები და იმას ამბობენ და იგონებენ რაც არ არის… -ვერაფერი გავიგეე.. -ანუ მე მინდა ვთქვა,რომ ტატიანა ბერიძეს ეს იმიჯი შურიანმა და ბოროტმა ხალხმა შეუქმნა და ერთ-ერთი მათგანი ლოლა თოფურიაა.. -და დიტოზე რაღას იტყვი? -მაგას თვითონ ტატიანა მეტყვის…. -გამიხარდება,თუ შენ ბედნიერი იქნები,მაგრამ მთლად ასეც ნუ ენდობი კარგი? -ეგ უკვე ჩემი საქმეა და ნუ ჩაერევი საბა,და კიდევ ტატიანაზე არ გავიგო არც ერთი გადაკრული სიტყვა.. -როგორც იტყვი.წამოდი თათბირი იწყება, გელოდებიან,ამის სათქმელად მოვედი და ისე გამომაშტერე, დამავიწყდა მეთქვა.. თათბირზეც ისევე დაბნეული იჯდა, როგორც მანამდე. ძლივს შეძლო თავის ხელში აყვანა.ყველაფერი რომ დასრულდა,შვებით ამოისუნთქა და საათს დახედა,თუ დროზე გავიდოდა,საცობებს ასცდებოდა და ექვსისკენ იქ იქნებოდა. მიუხედავად იმისა,რომ ხვდებოდა ის კოცნა იძულების გამო მოხდა,მაინც ტატიანასკენ მიუწევდა გული და სჯეროდა რომ ისიც რაღაცას გრძნობდა. ასეა,გრძნობებს ვერ გაექცევი,თუ არ გინდა რომ გაექცე და ვერც ვერავის აიძულებ რომ შეგიყვაროს.მაგრამ არსებობს ერთი გარემოება და ეს ბედისწერაა.თუ ორი ადამიანის ბედი გადაწყვეტილია უკვე,თუ ისინი სიყვარულის უდიდეს ძალას უნდა ეზიარონ,ეს აუცილებლად მოხდება და არ აქვს მნიშვნელობა იმას ქაღალდზე ხელისმოწერით დაადასტურებ თუ არა ამას.არ სჭირდება სიყვარულს კანონები და საზღვრები… ცოტა ადრე მოუვიდა მისვლა,ჯერ ექვსიც არ იყო,არადა ამ დროს სამსახურიდან არასოდეს გადიოდა. სულ ცდილობდა ყველაზე გვიან გასულიყო, სახლში მაინც არავინ ელოდა. ახლა კი არსებობდა ტატიანა და ეს ყველაფერს თუ არა ბევრ რამეს ცვლიდა… მანქანიდან გადავიდა და კარს მიეყუდა,სიგარეტს მოუკიდა. ნახევრამდე არ იყო ჩამწვარი რომ ტატაც გამოჩნდა,ნანკასთან ერთად მოდიოდა და გულიანად კისკისებდა. როგორი საყვარელი და ბავშვური ეჩვენა ამ დროს.როგორი განსხვავებული ყველასგან.ან შეყვარებული როცა ხარ ამიტომ გეჩვენება ასე… -ეს შენი ქმარი არაა?-გადაულაპარაკა ნანკამ და გასასვლელისკენ გაახედა. -კი,ისაა,მაინც მოვიდა,გაიბადრა ტატიანა და მისკენ წავიდა.ნანკამ და ამირეჯიბმა ერთმანეთი მოიკითხეს და მალევე დაემშვიდლბნენ.მიხვდა გოგო,რომ მის დაქალს მასთან მარტო დარჩენა უნდოდა.. -მეგონა არ მოხვიდოდი?-უთხრა როგორც კი მარტო დარჩნენ. -შენი პირადი მძღოლი ადგილზეა,ახლა რას მიბრძანებთ ქალბატონო? -ჩაეღიმა კაცს. -სასაცილო სულაც არაა… -კარგი.წავიდეთ? -წავიდეთ,-მანქანაში ჩაჯდა ტატიანა,მაგრამ იქაც არ გააჩერა ენა. -არ ვიცოდი თუ ეწეოდი. -შენს ხელში კიდევ კარგად ვარ,-გაეცინა კაცს. -აჰაა,ასე ხომ?-აჰყვა ტატაც.-ეგ ჯერ კიდევ საკითხავია ვინ ვის ხელშია შესაცოდი.მოიცადე,სად მიდიხარ? ეს სახლის გზა არაა. -დავიჯერო ახლა სახლში წასვლა უფრო მეტად გინდა,ვიდრე ჩემთან ერთად სადმე გასეირნება? -გააჩნია რას შემომთავაზებ. -მაშინ გაჩუმდი და მოითმინე. -მოვითმენ,მაგრამ არ გავჩუმდები -რამდენს ლაპარაკობ ტატიანა? -ძალიან ბევრს. -ხო,პატარა ბავშვივით ხარ. -ასე ნუ მეუბნები,მწყინს. -მართლა?ესეგი შენი სუსტი წერტილი ვიპოვე ბავშვო.-თავი ვეღარ შეიკავა ნიკოლამ და ხმამაღლა გადაიხარხარა. -მაშინ მე ბებერს დაგიძახებ და აბა ვნახოთ თუ მოგეწონება?-გაიბუტა გოგო. -კარგი,მოდი ერთ რამეზე შევთანხმდეთ.არც მე ვარ ბებერი და არც შენ ხარ ბავშვი.ორივემ კარგად ვიცით რომ ამას უბრალოდ ერთმანეთის გასაბრაზებლად ვიძახით გვინდა ერთმანეთს ნერვები მოვუშალოთ. მაგრამ ერთ რამეს ვერ ვხვდებით,რატომ?რა საჭიროა ეს?მაშინ როცა სიტყვები სრულიად ზედმეტია,მთავარი ქცევებია.მთავარი ისაა შინაგანად რას განვიცდით… -გპირდები ასე აღარ მოგმართავ.აღარ გაგაბრაზებ. აღარ მოგიშლი ნერვებს. მაგრამ შენც დამპირდი რომ ხანდახან ჩემთან ერთად გასართობად წამოხვალ. -მე მგონი ეგ ისედაც ესეა,იმიტომ რომ უკვე აქ ვართ,-ჩაეღიმა ნიკოლას და მანქანა გააჩერა. -არ არსებობს.-შეჰყვირა ტატიანამ, როცა დაინახა კინოს ორი ბილეთი და ის ფილმი,რომლის პრემიერაზე წასვლა ვერ მოახერხა. -როგორ ახერხებ ამას? -რას? -ჩემს გახარებას და გაბედნიერებას. -ესეგი შენ ახლა ბედნიერი ხარ? -კი,ძალიან.ასეთი წვრილმანებით იქმნება დიდი ბედნიერება. ეს ნიშნავს იმას რომ შენ ჩემს გაცნობას ცდილობ. -მე შენ ისედაც გიცნობ.იმაზე კარგად ვიდრე წარმოგიდგენია. არ შეიძლება ვცდებოდე,არ შეიძლება შენი თვალები ცდებოდეს… მისკენ გადაიხარა ნიკოლა და თვალებში ჩააცქერდა.დაიბნა ტატიანა როცა სახეზე მისი ხელი იგრძნო. -ფილმზე დაგვაგვიანდება, გაუღიმა და ღვედი შეიხსნა. -ხო,დაგვაგვიანდება,-ყრუდ ჩაილაპარაკა ამირეჯიბმა და მანქანიდან გადავიდა.. -ნიკ,გეხვეწები პოპკორნი და კოკა-კოლა ვიყიდოთ რაა, -შეეხვეწა უცებ ტატიანა,მაგრამ ნიკოლას გაფართოებულ თვალებს რომ შეხედა მხრები აიჩეჩა რა ხდებაო. -რა დამიძახე?ახლა რა დამიძახე? -რა დაგიძახე? -ტატიანა… -ნიკ.-გაეცინა გოგოს.-კარგი რაა. ნიკოლა გრძელი სახელია, ასე უკეთესია. -ასე არასოდეს აღარ დამიძახო. ვერ ვიტან.-მკაცრად უთხრა ამირეჯიბმა. -რატომ? -იმიტომ რომ…. მოკლედ მნიშვნელობა არ აქვს. მე ნიკოლა ამირეჯიბი ვარ და მორჩა.მეტი აღარაფერი. -არა,არ მორჩა,-წინ გადაუდგა გოგო და შეაჩერა.-მიზეზი ყველაფერს აქვს. ასე ის გეძახდა? -უკომენტაროდ ვტოვებ ამ კითხვას. გამატარე,-ხელით მისი გაწევა სცადა, მაგრამ ტატიანა მკლავებზე მოეკიდა და არ გაუშვა. -მითხარი,გთხოვ ყველაფერი მითხარი. -შენ ვინ ხარ რაა,-ხალხს გადახედა ნიკოლამ,უეცრად ტატიანას ხელი მოჰკიდა წელზე და მაგრად ჩაეხუტა,თავის უზარმაზარ მკლავებში მოიქცია გოგო -აქ დიტოა და ახლა ის ჩვენ გვიყურებს.-უჩურჩულა ყურში. -და ლოლაც,-ამოხედა ქვემოდან ტატიანამ. -მაშინ ჩემო მეუღლევ,შევიდეთ ფილმზე.-გაუღიმა ნიკოლამ. -მოიცადე,დაქაჩა ტატამ,-მაკოცე. -რაა? -მაკოცე-მეთქი, -შენ ჩემი კოცნა უფრო გინდა,თუ ის რომ ისინი გაამწარო. -ჯანდაბა ამირეჯიბო, -ჩაიდუდღუნა მან.-სულ მე ხომ არ უნდა ვაქტიურობდე. თითის წვერებზე აიწია და ტუჩებზე ნაზად წაეტანა. -მომიწევს კოცნაში გავარჯიშო, -ჩასჩურჩულა ყურში და ჩაეღიმა. -გამოუცდელი ვარ,მაპატიე, -ირონიის გარეშე,-მოშორდა ნიკოლა, ხელი ჩაჰკიდა და იქით წაიყვანა,სადაც რაღაცეები იყიდებოდა. ორი ყუთი პოპკორნი და კოკა-კოლა იყიდა და შიგნით შევიდნენ. თავისი ადგილები დაიკავეს. მალე ფილმი დაიწყო. ყურადღებით უყურებდა ტატიანა,ხანდახან ცრემლებს გადმოყრიდა,როცა ძალიან დაძაბული და სატირალი მომენტი იყო. ღიმილით გადახედავდა ნიკოლა და ჰკითხავდა შენ რა ტირიო?გეჩენებაო, ეტყოდა ისიც და გაუღიმებდა. -მართლა კარგი ფილმი იყო,კარგად ვისიამოვნე.-აღფრთოვანებულმა თქვა ტატიანამ,როცა გამოვიდნენ -მე ვიტყოდი რომ უფრო კარგად იტირე. -არაფერიც,გეჩვენებოდა. -როგორი ამაყი ხარ,მაგრამ ამავე დროს როგორი გულჩვილი. რა მარტივად შეიძლება შენი ატირება. -მართალი ხარ,ჩემი ატირება და გულისტკენა ძალიან ადვილია. რთული ისაა რომ ამ ყველაფრის დავიწყებაა შეუძლებელი მერე. -ანუ მარტივად რომ ვთქვათ შენგან წასული ადამიანი უკან აღარ დაბრუნდება? -სწორია ბატონო ნიკოლა,თქვენ მოიგეთ უთო..-გაეცინა ტატიანას -ვერ მივხვდი… -გამოთქმაა ასეთი. -ოჰ რაა,შენ და შენი გაუგებარი იუმორი. -არც მე ვარ მატივი და იუმორი რომ მქონდეს ასეთი გაუგებარი გიკვირს? ტატიანა მიხტუნავდა მის წინ და რაღაც საოცარ მოძრაობებს ასრულებდა.თავისივე ნამღერზე ცეკვავდა. ისე თითქოს მის წინ პატარა ბავშვი ყოფილიყო. სერიოზული სახით მიჰყვებოდა ნიკოლა და ცდილობდა არ გასცინებოდა. იმ დღეს ისეთი რაღაცეები გააკეთებინა გოგომ,რაც არასდროს გაუკეთებია.ჯერ იყო და შუა რუსთაველზე ასეირნა,მერე მაკდონალდში შეიყვანა,გემრიელად მიირთვა საჭმელი.ისე ილუკმებოდა, როგორც პატარა ბავშვი,მერე ნაყინიც დააყოლა,თან საყვედურობდა კაცს,რატომ არ ჭამ ძალიან გემრიელიაო. ის მხოლოდ ყავით დაკმაყოფილდა. -ასეთი მადა რომ გაქვს მიკვირს ასეთი გამხდარი როგორ ხარ? -ჩვეებრივად…გენი გვაქვს ასეთი. ლამაზები და გამხდრები ვართ. -და ჩემს გენს რამეს უწუნებ?-გაეცინა ნიკოლას -არა,ასე რომ იყოს შენ ასეთი სიმპატიური და მომხიბვლელი არ იქნებოდი. -შენ ძალიან გათამამდი..- ჩაეღიმა კაცს.-არც კომპლიმენტს იშურებ, კოცნითაც თამამად მკოცნი. ასე თუ გააგრძელე,ნამდვილად შემიყვარდები. -ამაში რას ხედავ მერე ცუდს? -არაფერს,უბრალოდ მეშინია რომ მომავალში ეს სიყვარული ტანჯვად არ მექცეს და შენ ჩემგან წასვლა არ მოინდომო… -შენ ასე ადვილად გამიშვებ ასეც რომ იყოს? -შენ რას იზავ?შენი აზრი მაინტერესებს.. -მე იცი რას ვიზავ?მე ყველაფერს გავაკეთებ რომ საყვარელი ადამიანი არსად გავუშვა და გვერდით მყავდეს.. -მაოცებ ტატიანა იცი რატომ? შენი ასაკის მიუხედავად იმაზე დიდი ხარ და ისეთი აზრები გაქვს,ისეთი მებრძოლი ხარ ძალიან რომ მიკვირს. სულ არ გეტყობა რომ ოცდაერთი წლის ხარ. -აი ასე ბატონო ნიკოლა,იქნებ იმდენი ვქნა რომ ჩემს ასაკამდე მოგიყვანო შენც და ჩვენს შორის ეს ზღვარი წავშალოთ.. -სიყვარულს არ აქვს ზღვარი,არც ასაკი. მას საზღვრებს ვერ დაუწესებ პატარა ქალბატონო. -უკვე გვიანია,სახლში არ დავბრუნდეთ?სასწავლი მაქვს. -წავიდეთ,რა თქმა უნდა. -მანქანისკენ წავიდა ნიკოლა და ტატიანაც უკან გაჰყვა. მომდევნო რამდენე დღე მსგავსი იყო ამ დღის. იმ განსხვავებით რომ დილით არ იყო კოცნა და საღამოს სხვანაირი დასასრული იყო.ხან არ მოდიოდა ნიკოლა და მარტო უწევდა დაბრუნება უკან ტატიანას. იმ დღესაც ასე იყო. ნიკოლა რომ სახლში დაბრუნდა ტატა უჩვეულო მდგომარეობაში დახვდა, თმა მაღლა აეკეცა, თავშალი წაეკრა.ხელში დასარეცხი ტანსაცმელი ეჭირა და სააბაზანოსკენ მიდიოდა. რომ დაინახა კაცმა ფეხსაცმლიანმა შემოაბიჯა,ზემოდან გადმოხედა და გადმოსძახა. -ახლა მოვწმინდე იატაკი და ფეხზე გაიხადე,ასე არ შემოხვიდე. -რას აკეთებ? -აქაურობას ვალაგებ.სხვათაშორის შენი ტანსაცმელიც მომეცი,რომ გავრეცხო.მიდი,მიდი მალე. -ტატიანა,გაჩერდი,მოიცადე. ეს არ გევალება შენ. შენ მოახლე არ ხარ, ჩემი ცოლი ხარ -მითუმეტეს.აბა ასე სიბინძურეში ხომ არ ვიქნებით.თან იმას ვაკეთებ რაც ცოლებს ევალება,-ტანსაცმელი სარეცხის მანქანაში შეყარა და ჩართო. -არ ხარ ვალდებული მართლა. კვირაში ორჯერ აქ დამხმარე ქალი მოდის და ის აწესრიგებს აქაურობას. -მომისმინე ნიკოლა,მე ტატიანა ბერიძე ვარ და კარგად ვიცი რა და როგორ უნდა გავაკეთო. -სწორედაც მაგიტომ რომ შენ ტატიანა ბერიძე ხარ.ამიტომ არ უნდა გაკეთო ეს ყველაფერი. შენ მოახლე არ ხარ. -ესეგი ეს შენ დამცირებად მიგაჩნია? ეს ხომ ჩვეულებრივი ამბავია. ეს ხომ ყველა ქალში გენეტიკურად დევს.გათხოვების მერე მოუაროს ოჯახს და ქმარს. -ამას სერიოზულად მეუბნები? -ამას სრული სერიოზულობით ვამბობ. მე ეს შემიძლია, არავინაა ვალდებული მოგვემსახუროს. მითუმეტეს მაშინ როცა ამ ყველაფრის გაკეთება შემიძლია. -ამას ვერაფრით ვიჯერებ.შენ სახლის საქმეები იცი? -კი ვიცი,დარეცხვა,დაუთოვება, დალაგება,იატაკის დაგვა და მოწმენდა, სადილების კეთება.-მორიგეობით კეცავდა თითებს და ითვლიდა. -ეს ხომ ძალიან დამღლელია. თან შენ უნდა ისწავლო.ეს არ უნდა გააკეთო. -ამას იძულებით არ ვაკეთებ.ამას სიამოვნებით ვაკეთებ.ასე რომ ახლა წადი გამოიცვალე და ქვემოთ დაგელოდები,ვივახშმოთ. ტატიანამ მარტო დატოვა გაოგნებული ნიკოლა. კაცმა გაშტერებულმა გააყოლა თვალი.სასიამოვნოდ გაოცებული იყო.ამას ვერასოდეს წარმოიდგენდა. გოგო,რომელიც ეგონა რომ უზრდელი,გათამამებული და გართობის მოყვარული იყო,სრულიად სხვანაირი აღმოჩნდა.ესეც კიდევ ერთი სიუპრიზი ტატიანა ბერიძისგან. გამოიცვალა,წყალი გადაივლო და ქვემოთ ჩამოვიდა.უკვე გაეშალა სუფრა. -დღეს რა მოამზადე? -ოსტრი. -არაა,ხუმრობ ხო?-გაეცინა კაცს. -არ ვხუმრობ,სერიოზულად ვამბობ.მე ხომ გითხარი როგორი საჭმელები მიყვარდა?ხოდა წავედი მაღაზიაში, ვიყიდე ხორცი და მოვამზადე. -ასე თუ გააგრძელე, ეს ოჯახობანას თამაში სულ უფრო მომეწონება. -წინააღმდეგი ხარ?-ჰკითხა ტატიანამ და თეფშზე ამოღებული საჭმელი წინ დაუდგა. -კარგი სუნი აქვს. -გემოც,-თავისთვისაც ამოიღო და წინ დაიდგა.მერე სუფრას მიუჯა და მადიანად დაიწყო ჭამა. -ძალიან გემრიელია,მართლა, -შეუქო ნახელავი ნიკოლამ. -მადლობა,-შეიფერა ტატიანამ. ჭამას რომ მორჩნენ,ნიკოლას უნდოდა დახმარებოდა,მაგრამ გოგომ გაუშვა,მე მივხედავ,წადი დაისვენეო. ამირეჯიბმა ტელევიზორთან გადაინაცვლა. საინფორმაციო ჩართო და უყურებდა. ტატიანა სამზარეულოს დალაგებას რომ მორჩა,ზემოთ ავიდა, სარეცხის მანქანიდან გარეცხილი ტანსაცმელი გამოიღო და გასაფენად აივანზე გავიდა.რომელიც ნიკოლას პირდაპირ იყო. თვალს არ აშორებდა. დაუჯერებელი იყო,მაგრამ მან მართლა ყველაფერი იცოდა. -ტატი,მე რომ წავიდე ხომ არ გეწყინება?-გასძახა ნიკოლამ. უცნაურად მოხვდა ყურში ტატიანას მისგან დაძახებული ტატი და ესიამოვნა. -არა,წადი.მეც სამეცადინო მაქვს. -ზემოთ ვიქნები,საბუთებს გადავხედავ, თუ დაგჭირდი დამიძახე. -კარგი,. ორივეს თავის საქმე ჰქონდა და არ შეუწუხებიათ ერთმანეთი.ტატამ იმეცადინა. იქამდე რომ მივიდა როცა თემა უნდა დაეწერა,ცოტა გაიჭედა, სხვა გზა არ იყო,ლეპტოპი და წიგნი აიღო და ნიკოლას ოთახის კარზე დაუკაკაუნა. -შეიძლება შემოვიდე?-ჰკითხა როცა კარი გაუღო. -მოდი. -თემა მაქვს დასაწერი და ვერ ვწერ.შეგიძლია ამიხსნა რაღაცეები და დამეხმარო? -კი ბატონო.შემიძლია,მაჩვენე აბა. ტატიანა დაწინაურდა და თვალი მოავლო იქაურობას.ოთახი დიდი და ნათელი იყო.საოცარი ხედი იშლებოდა აქედან. -ლამაზი ოთახი გაქვს. -კი.ვიცი,ძალიან მიყვარს აქაურობა. ტატიანა ჩამოჯდა საწოლის კიდეზე, ყველაფერი იქ დააწყო.მერე ფეხები მოკეცა და ლეპტოპი გახსნა. გვერდით მიუჯდა ნიკოლაც და წიგნი გადაშალა. თემის სათაური რომ წაიკითხა, ცოტა ჩაფიქრდა,დაყოვნდა და მერე უთხრა. -მიდი დაიწყე.მე გიკარნახებ. -ასე არ მინდა.აი დავწერე რაღაცეები და შემისწორე.-მიუტრიალა ლეპტოპი. -იცი ცუდი არაა,იმაზე კარგიცაა ვიდრე მეგონა რომ შენი ასაკის გოგო დაწერდა.მაგრამ რაღაცეები მაინც არ მომწონს. მაგალითად ის რომ ბანკები ხალხს ფულებს აწერენ.- -ხო,აბა რაა,თქვენ ამას როგორ იტყვით და როგორ გამოტყდებით.- გაეცინა ტატიანას. მოკლედ ნაწერი ჩაუსწორა, რაღაცეები ჩაამატებინა.მეტი ეფექტისთვის თანამედროვე მონეცემები და ბანკის შიდა ბრუნვის მოგების პროცენტები და ანგარიშებიც ჩაწერინა პატარა ცდომილებებით.აბა ბოლომდე ხომ არ გასცემდა თავს.. გვიან დაასრულეს. ტატიანას უკვე ეძინებოდა. მადლობა გადაუხადა და ოთახში დაბრუნდა. დილით მაინც ადრე ადგა.სუფრა გაუწყო ქმარს. ისაუზმა თვითონაც. -შენ არ მოდიხარ?რატომ არ ემზადები? -დღეს გვიან მეწყება,მე თვითონ წავალ,მაგრამ საღამოს ისევ იმ დროს მოვრჩები. -კარგი,აბა შენ იცი წარმატებები დღეს. და კიდევ ..შეჩერდა კართან როცა გადიოდა. -მადლობა ტატიანა,არ იყო საჭირო ჩემს გამო ასე შეწუხება. -შენ ხომ შეწუხდი ჩემს გამო?კარგი, აღარ შეგაყოვნებ, აბა კარგად.-თითის წვერებზე აიწია და ლოყაზე აკოცა. - ეს ისეთი სიტუაცია ახლა,რომელზეც ყველა კაცი ოცნებობს.აცილებდეს მოსიყვარულე მეუღლე სამსახურში კოცნით. -მე არ ვარ მოსიყვარულე მეუღლე, მაგრამ ვეცდები რომ ერთმანეთს გავუგოთ და ვიცხოვროთ ბედნიერად. ვინ იცის რა ხდება მომავალში, იქნებ მართლაც და ასე იყოს… -წავედი,საღამომდე,-მეტი ვერაფერი მოიფიქრა ნიკოლამ. ტატიანა ცოტა ხანს წამოწვა, დაისვენა, თემა გადაიკითხა. საერთოდ ასეთ დროს ყოველთვის ნერვიულობდა და ორმაგ პასუხისმგებლობას გრძნობდა, მითუმეტეს რომ უკვე დამამთავრებელ კურსზე იყო და ეს დღე ერთ-ერთი გადამწყვეტი იყო. ყველაფერმა კარგად ჩაიარა.წარმატებით წარადგინა პრეზენტაცია,ადრეც კი მორჩა. ნიკოლას არ დაელოდა და პირდაპირ მისი სამსახურისკენ აიღო გეზი. სანამ მის კაბინეტამდე მივიდა, მანამდე კარგად ათვალიერებდა იქაურობას, თანამშრომლების უმეტესობა ქალი იყო და ეს არ ესიამოვნა. არ იმჩნევდა,მაგრამ აშკარად ეჭვიანობდა. ასისტენტს რომ სთხოვა ნიკოლასთან ვარო,დაიბნა გოგო.ვინ ხარო? რომ ჰკითხა და მოისმინა პასუხი,თვალები გაუფართოვა. მაშინვე მისი კაბინეტისკენ წაიყვანა და კარზე დააკაკუნა. -თქვენთან არიან ბატონო ნიკოლა. -ტატიანა,-გაოცებული წამოდგა კაცი და მისკენ წამოვიდა.- შეგიძლია დაგვტოვო.რამეს ხომ არ მიირთმევ?-მიუბრუნდა გოგოს. -არა,არაფერი მინდა,მადლობა როგორც კი მარტო დარჩნენ, მაშინვე მივარდა და ჩაეხუტა ტატიანა. -დიდი მადლობა ნიკოლა რომ დამეხმარე,საუკეთესო ქულა ავიღე. -მიხარია შენი წარმატებები… -მალე მორჩები?სადმე წავიდეთ.დღეს მე გპატიჟებ. -ახლა ერთი შეხვედრა მაქვს,ცოტა ხანს გაგრძელდება.მერე თავისუფალი ვარ. -მაშინ დაგელოდები და ერთად წავიდეთ. -კარგი,ძალიან მაინტერესებს შენი სიუპრიზი.ახლა წავალ,საბუთებს დაავლო ხელი და სხვანაირად ამჩატებული წავიდა იქიდან… ტატიანამ მობილური ამოიღო და ძველ ნაცნობთან დარეკა, რამდენიმე დავალება მისცა და დაელოდა როდის განთავისუფლდებოდა ნიკოლა. ვერ ითმენდა,ისე უნდოდა მასთან მარტო დარჩენა, მოუთმენლობას შეეპყრო. ვერასოდეს წარმოიდგენდა რომ ადამიანზე ასეთი მიჯაჭვული გახდებოდა. ნახევარი საათი საუკუნედ ექცა. როგორც იქნა დასრულდა და ნიკოლამ შემოაღო კარი. -შეგვიძლია წავიდეთ. უკან აედევნა ტატიანა, კაცი დაწინაურდა,მაგრად გვერდით ამოუდგა და ხელი გააპარა მისკენ. კაცმა გაკვირვებულმა შემოხედა,მაგრამ ტატიანას გაბრწყინებულ თვალებს წააწყდა და მანაც იგივე გაიმეორა. გზაში თანამშრომლებს ემშვიდობებოდა. ტატიანა კარგად ამჩნევდა მათ გაოცებულ მზერას,ზოგჯერ შურიანსაც და კმაყოფილი იყო,რომ ეს კაცი მისი ქმარი იყო.მართალია ბოლომდე მისი არ იყო,მაგრამ ესეც დროის საკითხი იყო.მებრძოლი იყო ტატიანა და იცოდა რომ მისი გახდებოდა მაინც. ასეთი იყო ბავშვობიდანვე,როცა რამეს დაისახავდა მიზნად, აუცილებლად აისრულებდა მას. ნიკოლას მისამართი უკარნახა მანქანაში რომ ჩასხდნენ. მიხვდა სადაც მიდიოდნენ,მაგრამ ხმა არ ამოუღია,არ უნდოდა მისთვის სიუპრიზი ჩაეშალა. ბოულინგ- ბარში ბევრი ხალხი არ იყო. მაშინვე იცნეს ტატიანა,მისთვის ყველაფერი მოემზადებინათ. ფეხზე გამოიცვალეს და სათამაშოდ წავიდნენ.შესანიშნავი იყო ყველაფერი. გოგო ძალიან კარგად თამაშობდა.ნიკოლას აჯობა კიდეც. ყოველ მოგებულ ხელზე ბავშვივით შეიკუნტრუშებდა და წაუცეკვებდა. -მე აღარ მინდა,-სკამზე დაეშვა ნიკოლა.-დავიღალე -მეც დავიღალე,-გვერდით მიუსკუპდა ტატიანა.-კარგად გავერთე. -დიდი ხანია არ მითამაშია. -საერთოდ შენ დიდი ხანია არაფერი გაგიკეთებია ისეთი,რაც ახლა,ჩვენი გაცნობის მერე. -გეთანხმები,ბოლო ერთი თვეა ჩემი ცხოვრება სულ არ გაქვს ძველ ცხოვრებას, სულ სხვანაირია, შენ შეიტანე მასში უდიდესი ცვლილება. -ისევე როგორც შენ ჩემსაში. -შენს გვერდით თავს პატარა ბავშვივით ვგრძნობ.თითქოს შენი ასაკის ვარ მეც.არ მეგონა ასე თუ ვიქნებოდით,არადა თავიდან,ჩვენი ნიშნობის დღეს შენგან ის სიტყვები რომ მოვისმინე,გული ისე მეტკინა,ისე გავბრაზდი,თავი ძლივს შევიკავე, რომ არ მოვედი და პასუხი არ გაგეცი. -მაპატიე,ვიცი ცუდად მოვიქეცი.არ უნდა მეთქვა და მეფიქრა ის,რაც არ ვიცოდი,არ გიცნობდი.არეული ვიყავი,აბა წარმოიდგინე როგორი ასატანია,როცა უცებ იგებ რომ სრულიად უცხო კაცს უნდა გაყვე ცოლად და შენს ცხოვრებაზე უარი უნდა თქვა. -მესმის შენი,ძალიან ძნელია,თითქმის შეუძლებელიც.მაგრამ ხომ შეძელი?ხომ შეეგუე? -არ გამჭირვებია,იცი რატომ? იმიტომ რომ შენ ხარ კარგი,შენ ხარ დიდებული ადამიანი. ყველაფერს აკეთებ,რომ თავი კარგად ვიგრძნო. მითხარი საიდან იცი ის ყველაფერი,რაც მე მიყვარს ან გამაბედნიერებს? -როცა ადამიანი მოგწონს, ცდილობ მასზე ყველაფერი გაიგო,არ გამოგრჩეს უმნიშვნელო დეტალიც კი, ამაში კი მისი გარემოცვა გეხმარება. -აჰაა,ესეგი აღიარებ რომ აგენტები გყავს? -ასე გამოდის… -შენდა გასაკვირად მე არავის დახმარებას არ ვიყენებ. უბრალოდ იმას ვაკეთებ რაც მინდა და ასე ბუნებრივად გამომდის რომ გაგაღიმო. -ეს ნიჭია ტატიანა,რომელიც ერთეულ ადამიანებს გააჩნიათ,-ნიკოლა მისკენ შებრუნდა,ცალი ხელით სავარძელის საზურგეს დაეყრდნო,მეორე ხელით კი გოგოს მიეფერა სახეზე ნახად. ტატა დაიბნა და დარბაზს მოავლო თვალი, თითქოს შერცხვა კიდეც და გაწითლდა. ნიკოლამ ნიკაპში მოჰკიდა ხელი,თავი ააწევინა და თვალებში ჩახედა. -ოცნება არ მქონია,იმიტომ რომ რასაც ვინატრებდი ან არ ვინატრებდი, ყველაფერი მქონდა.ალბათ ამიტომაც იყო ჩემი ცხოვრება ერთფეროვანი და მოსაწყენი. ახლა მასში შენ ხარ, ახლა შენ ხარ ჩემი ოცნება და მინდა ისიც ისეთივე ასრულებადი იყოს,როგორც სხვა დანარჩენი.. -თუ არჩეულ გზას მიჰყვები და არ გადაუხვევ,აუცილებლად ახდება,-გაუღიმა ტატიანამ. ნიკოლას გულში რაღაც უცნაური გაკრთა,რაღაც უცნაური იგრძნო და მანაც გაიღიმა. დაიხარა და ტატიანას ნაზად აკოცა ტუჩებში.ეს არ იყო ნაძალადევი კოცნა,არც ვინმეს ჯიბრზე და მოსაჩვენებლად გაკეთებული,ეს იყო პირველი კოცნა,რომელიც ორივეს სურვილით და გააზრებულად მოხდა და ეს ძალიან კარგი იყო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.