შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაყიდული სხეული “6“


16-12-2015, 14:30
ავტორი მორი-ელი
ნანახია 5 798

ელენე ერთიანად გაშრა.გაოგნებული მიაჩერდა დამიანეს და შემდეგ ირგვლივ მყოფთ.რომლებიც სიამოვნებას იღებდნენ დამიანეს დაკრულით.მხოლოდ ელენე იყო დაძაბული და გაკვირვებული.იმით რომ დამიანეს ნამდვილად შესძლებია გიტარაზე დაკვრა უფრო მეტიც იგი ისე ფლობს როგორ პროფესიონალი გიტარისტი.როდესაც დაკვრა დაასრულა ყველამ ტაში დაუკრა ელენეს გარდა.
-რა ნიჭი ჰქონია ელენე შენს საქმროს,-გაღიმებულმა მიუგო მარიამმა და დამიანეს მიაცქერდა,-ალბათ შენ დაგიკრა,-ხმაში შური იგრძნობოდა.
-არავისთვის არ დამიკრავდ,-ჩაერია დამიანე,რომელიც ელენეს სიჩუმით ძალიან შეწუხებულიყო,-უბრალოდ გახსენება მინდოდა ადრე ვუკრავდი,-გაუღიმა მარიამს ელენეს დასანახად და თვალი ჩაუკრა,მასაც მეტი რა უნდოდა უკვე გაუჩნდა დამიანესთან კეკლუცობის სურვილი.
-არადა როგორი გრძნობით უკრავდი,-მიუგო ისევ მარიამმა და ღვინო მოსვა,-ბექა ხმას ვეღარ იღებს,-სიცილით გახედა მას
-კარგი დაკრული იყო ,მაგრამ გიტარა არასწორად გედო,-თქვა ბექამ და გიტარას დასწვდა.დამიანეს მისმა ნათქვამმა ღიმილი მოჰგვარა
-ცაცია ვარ,-მიუგო,-მარცხენა ფეხზე ამიტომ მედო და შესაბამისად მარცხენა ხელით ვუკრავდი
-ამას რა მნიშვნელობა აქვს,შეუდარებელი იყო,-აღფრთოვანებით წარმოსთქვა ნინომ და ელენესკენ გადაიხარა,-არ შეგეფერება,-უჩურჩულა და ისე თავის ადგილა დაუბრუნდა.ელენეს არაფერი უთქვამს ნინოსთვის მაგრამ აშკარა იყო მისი ნათქვამი არ ესიამოვნა და სიამოვნებით დააცლიდა თმებს ღერა ღერა.მაგრამ მეგობრობა უშლის ხელს. ყელში მიბჯენილი ტკივილისგან მოიკუნტა.დამიანეს მოსასხამი სკამზე მიკიდა და უჰაერობისგან შეწუხებული ფეხზე წამოდგა.უნდოდა ეთქვა გარეთ გავალო მაგრამ მისთვის არავის ეცალა.აღარც დამიანე აქცევდა ყურადღებას და იმედგაცრუებული სწრაფი სვლით გავიდა სუფთა ჰაერზე.გარეთ საკმაოდ ყინავდა.თოვდა.მას კი მოკლე კლავიანი თხელი ატლასის მოიისფრო კაბა ეცვა
არც კი იცის ასეთ სიცივეში.ყინვაში ასე გრილად რატომ ჩაიცვა.სიცივისგან გააჟრჟოლა და აკანკალდა.ეკლებმა დააყარა მთელ ტანზე.ლამის გაყინულიყო მაგრამ მაინც არ გასჩენია უკან შებრუნების სურვილი.თითქოს კანკალის და მიუხედავად სიცივე ტკივილის დაძლევასა და სიმტკიცეში ეხმარებოდა.
-რატომ გამოხვედი,-მოესმა დამიანეს ხმა,-არ გცივა?,-უარყოფის ნიშნად თავი გააქნია,-რა არ გცივა.შიშველ მკლავებზე თოვლი გათოვს,წამოდი.დაგავიწყდა სიცხე რომ გქონდა?
-არ მინდა მანდ ყოფნა
-წავიდეთ?
-შენ არ გინდა
-ვინ გითხრა?-ისე გაიხადა მოსაცმელი და მიაწოდა,-შესცივდებათ შენს შიშველ მკლავებს,სიცივისგან ერთიანად გაკანკალებს,-მისი დარიგების და მიუხედავად იუარა და აღარ გამოართვა
-არ მინდა,-უკმეხად უთხრა და მანქანისკენ წავიდა,-გააღე,-მიუგო
-ჯერ ჩაიცვი,-არ მოეშვა დამიანე,-უმადურო,-გადაიხარხარა და სწრაფად მიუახლოვდა.შემოასხა და მანქანის კარიც გაუღო,-ახლა შეგიძლია ჩაბრძანდე,-ელენე უხმოდ ჩაჯდა და კარი მოიხურა.
-უკვე მიდიხართ?-ჰკითხა კაფედან გამოსულმა მარიამმა მანქანასთან მდგომ დამიანეს,-რ გეჩქარებოდათ
-როგორც ელენე იტყვის ყველაფერი ისე იქნება,-თბილად გაუღიმა დამიანემ
-როგორ გაუმართლა შენისთანა რომ შეხვდა,მაგრამ შენ არ გაგიმართლა, რადგან მასზე უკეთესს იმსახურებ,-მიუგო ნინომ მშვიდი ხმით და მარიამს შეხედა.ორივე კმაყოფილი იყო.
-არცერთი ვართ ცალკ -ცალკე სრულყოფილი.ჩვენ ერთმანეთს ვავსებთ.,-გაბადრულმა მიუგო ორივეს,-დიდი ბოდიში მაგრამ რაც არ გეკითხებათ,თუ შესაძლებელია იმაზე აზრის გამოთქმას მოერიდეთ,თორემ ამან ცუდი რამ შეიძლება მაოხდინოს,როგორც ადამიანის თვალში ცუდი შთაბეჭდილების დატოვება,ასევე უნდობლობა,რომელიც ყველაზე მთავარია ადამიანებს შორის ურთიერთობის წარმართვისთვის,ჩვენ ერთმანეთს თუ არ ვენდეთ და ერთმანეთის კარგი არ გაგვიხარდა,ასე შორს ვერ წავალთ,ვერც გავფრინდებით და ვერც გადავცურავთ.
-ჩვენ ელენესთან ძალიან კარგი ურთიერთობა გავქვს,-ოდნავ გაბრაზებული ტონით მიუგო მარიამმა,-თითქმის ბავშვობიდან მოვდივართ და ერთმანეთისთვის შურით არასოდეს შეგვიხდავს
-არ ვიცი,მე პირველად გხედავთ და ნაადრევი დასკვნების გამოტანას არ ვაპირებ,ახლა ჯობია ჩემს საცოლეს მივუჯდე გვერდით,უკვე მომენატრა,უიმისოდ ვერ ვძლებ,და რა თქმა უნდა ვერც ის და ამიტომ მის რისხვას თავი რომ ავარიდო უნდა ჩავჯდე სწრაფად,კარგად,-ნაძალადევი ღიმილით დაემშვიდობა არასასიამოვნო პერსონას და მანქანაში ჩაჯდა.
-მარიამსა და ნინოსთან საუბარმა დიდხანს გასტანა,ხომ არ გამიბრაზდი?,-გადახედა გვერდით მჯდომ ელენეს,რომელიც სავარძლის საზურგეზე იყო მიყრდნობილი და ეძინა,თმა ჩამოშლოდა და ისევ შუბლზე ჰქონდა ჩამოფარებული,ხელები პიჯაკში ჰქონდა ჩაბღუჯული,თითქოს შიშით არავინ წამართვასო,დამიანეს გაეღიმა და მისკენ დაიხარა,თმა უკან გადაუწია და დაუმაგრა,შემდეგ ფრთხილად მოქაჩა ღვედი და შეუკრა,-ვიცი გულის სიღრმეში რამხელა ტკივილს ატარებ,მაგრამ ცხოვრება არასოდეს მოგცემ მხრებში გამართვის უფლებას,თუ თავად არ ეცდები გაიშალო,ნუ გეშინია მე შენთან ვარ,მთავარი ხომ სიყვარული არაა,-ჩურჩულებდა თავისთვის და თან მანქანას მართავდა,-ყველაფერს ეშველება,სიკვდილის გარდა. . .

***
მთელი გზა ეძინა ელენეს,დამიანეს მისი გაღვიძება არ უნდოდა,ამიტომ ხელში აიყვანა და ისე აუყვა სადარბაზოს კიბეებს,ელენეს მარჯვენა ხელი უნებურად მოეხვია მხარზე.ძლივს აიარა ექვსი სართული და მეშვიდეზე ლამის ძირს გაწვა,საწყალს ქოშინი აუტყდა,ძლივს ასწია ხელი რომ დაეკაკუნებინა და კარი გაეღოთ,რამდენიმე წუთიც და კარი უკვე ღია იყო და ნინელი იდგა.
-გამოჩნდით?-სიცილით ჰკითხა-აქამდე სად ხართ,ნუ თუ იმდენი დალია რომ
-არაფერი დაგვილევია,უბრალოდ გადაიღალა და ჩაეძინა,-გააწყვეტინა დამაინემ და აუხსნა,მათი მდგომარეობა,შემდეგ სახე დამანჭა,-მძიმე ყოფილა,სწრაფად უნდა დავაწვინო,-მიუგო და ეცადა რაც შეიძლება სწრაფად მიეღწია საწოლამდე და დაეწვინა.
-ხომ არ მოიწყინა?-ჰკითხა მის უკან მდგარმა გიორგიმ,-ადრე უფრო გვიან მოდიოდა ხოლმე
-მეტი რა გვიან გინდა?-გაიკვირვა ნინელიმ,-საათს შეხედე?
-ჯობია სხვაგან ვისაუბროთ,გაეღვიძება,-სთხოვა დამიანემ და სამივე გავიდა ოთახიდან.
-ჩემი წასვლის დროა,ღამემშვიდობის,-მიუგო და კართან მივიდა
-ერთი ოთახი კიდევ გვაქვს,შეგიძლია დარჩე ამაღამ,გვიანია და სად უნდა წახვიდე,-შესთავაზა ნინელიმ
-არა,ჯობია წავიდე,-ყოყმანით მიუგო დამიანემ და უხერხულად შეიშმუშნა
-დარჩი,-უთხრა გიორგიმაც,-ნუ გერიდება,-რაღას გააწყობდა ვეღარ შეეწინააღმდეგა მათ სურვილს და ელენეს გვერდით ოთახში დაბინავდა.ოთახი მცირე იყო,მაგრამ მისი საყოფი,ერთი საწოლი იდგა,წიგნების კარადა,მბჟუტავი შუქი და სარკე,რომლის გვერდით პატარა მაგიდა და სკამი იდგა,დაქანცული გაწვა საწოლზე და ჭერს მიაშტერდა,დაღლილობისგან იმდენად იყო გამოფიტული რომ თვალები როგორც კი დახუჭა დაეძინა.

შუაღამე იქნებოდა ელენეს ყვირილმა რომ გააღვიძა და ოთახიდან გამოვარდა შეშინებული,მისი ოთახის კარი შეაღო,მაგრამ ელენეს ისევე მშვიდად ეძინა,როგორც დატოვა,გაკვირვებული დაბრუნდა ოთახში და საწოლზე ჩამოჯდა,დიდხანს ქინდრავდა თავს,მჯდომარე,სანამ არ ჩაეძინა და არ მიწვა საწოლზე თავისით.

დილით ელენეს გაბრუებულს გაეღვიძა,წამოდგომა უნდოდა,მაგრამ თბილმა საწოლმა არ გაუშვა,ცოტახანს კიდევ გასტანა,რამდენჯერმე გაიზმორა,დაამთქნარა და შემდეგ ზლაზვნით წამოდგა,პერანგის ამარა გავიდა აბაზანაში,თვალები ნახევრად ჰქონდა ღია და რაზე ადგამდა ფეხს არც კი უყურებდა,როგორც იქნა შეფრატუნდა აბაზანაში და ონკანი მოუშვა,როცა ვიღცაცის ყვირილი მოესმა.
-ონკანი დაკეტე წყალი გაცივდა,-შეშინდა და აბაზანიდან გამოვარდა
-ნინელი,-დაუძახა დედამისს,-აბაზანაში უცხო კაცია,-მძინარემ მიუგო და თვალები მოიფშვნიტა
-ვაიმე,-ნინელი მივიდა მასთან,-დაელოდე,დამიანე შხაპს იღებს,-უთხრა და აბაზანის კარი მიხურა,ელენე წამს გამოფხიზლდა და აბაზანის კარი გააღო,უნდა ეჩხუბა,მაგრამ გაახსენდა რომ მშობლების წინ ამას ვერ გააკეთებდა და მშვიდად შეხვდა ახალ ამბავს,კარი ისევ მიხურა და ოთახში შევიდა.

ნახევარ საათში გამოვიდა დამიანე აბაზანიდა და ოთახში სწრაფად შევიდა,ნინელისი ძალიან ერიდებოდა,რომ არა უსიამოვნო სუნი,მათ აბაზანას არც გაეკარებოდა,ყოველ დილით შხაპის მიღება სიცოცხლის ერთი დღის მომატებას ნიშნავს.ტანზე ჩაიცვა და თმა შეიშრო.როგორც კი მოწესრიგდა,ოთახიდან გავიდა და სამზარეულოში მოფუსფუსე ნინელის მიეშველა
-მე შევწვავ,-ხელიდან გამოსტაცა კვერცხი,-მე ავადუღებ,-მერე ჩაიც,ყველაფერი რაც ხელში აიღო წაართვა,-სამაგიერო უნდა გადაგიხადოთ,გემრიელი ერთი ღამისთვის,-მიუგო და მომზადება დაიწყო,ქურაზე წყალი შემოდგა,გვერდით ტაფა მიუდგა,კარადიდან ჩაის ჭიქები გადმოალაგა ყველაში ჩაყარა შაქარი და ფერები ჩააწყო,ნინელი გაღიმებული უყურებდა მას.
-სამზარეულოს საქმეებიც გცოდნია,-ხითხითით მიუგო მან
-როცა მარტო იზრდები ყველაფერს ეჩვევი
-მარტო?-დაიბნა ნინელი
-მშობლებისგან შორს,-ამოიოხრა დამიანემ და გათქვეფილი კვერცხი ცხელ ტაფაზე მოასხა
-დაგეღუპათ?
-არ ვიცი,-წყლის ქურა გამორთო და ცხელი წყალი ჭიქებში დაასხა
-თუ გიმძიმს,არ მინდა,ნურაფერს მეტყვი,-თანაგრძნობის ნიშნად ხელი მხარზე დაადო
-ჩაი მზადაა,სანამ კვერცხი შეიწვება ელენეს დაუძახეთ,ყველამ ერთად ვისაუზმოთ
-სიამოვნებით,-უთხრა ნინელიმ და ელენესთან წავიდა,დამიანემ კი შემწვარი კვერცხი თეფშებზე გაანაწილა და მაგიდასთან მიიტანა,პური დაჭრა,კარაქი გადაუსვა და ჩაის ჭიქებს მიულაგა.



№1  offline წევრი Ce Ce

ძალიან მომწონს

 


№2  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

Ce Ce
ძალიან მომწონს

<3 ძალიან კარგი
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 


№3 სტუმარი teko

Dzaan magaria... Momwons yvelaferi kargad gaq dalagebuli.veli shemdeg tavs

 


№4  offline ახალბედა მწერალი ერკე

ვაჰ, როგორი ხელმარჯვე ბიჭი ყოფილა უყურე შენ ^_^ love ჩვენი დამიანე. კაი ტიპია, რას უწუნებს ეს ელენე ვერ ვხვდები.
იმედია დროთა განმავლობაში შეუყვარდება კიდეც, რადგან ასე გაუღიმა ბედმა ასე კარგი ადამიანი რომ შეხვდა. დამიანე, ადამიანი :დ გავს ერთმანეთს ხომ იცი? :D :D
კარგად მიჰყვები ძალიან.
მომწონს და მაგიჟებს.
სიამოვნებით ვკითხულობ ამ ისტორიას და ტკბილია რაც მთავარია.
დამიანეს გამჭრიახობა მომწონს და ჭკუა.
როგორ დაუძვრა მის დაქალებს ნინოს და მარიამს.
კარგი ბიჭია.
ერთგულიც და სხვებისგან განსხვავებით პატიოსანიც.
ასეთ განძს სადღა ნახავს love love შემდეგი სტუდიაშიი :დ
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent