სტაჟიორი (მეშვიდე თავი) დასასრული
ადგომის თავიც არ ქონდა, მძიმედ აიტანა სხეული საწოლიდან და კარისკენ გაემართა. დარწმუნებული იყო, რომ კარს მიღმა მაგდა იქნებოდა, რომელმაც ბარბარე წაიყვანა ბაღში. ვირუსით დაღლილი და მოშვებული სხეული უმალ დაეჭიმა, როდესაც კართან მდგარ, ნატას გადააწყდა. ქალმა ერთიანად აათვალიერა, თეთრ ხალათში გამოწყობილი, სიცხისაგან სახე აწითლებული გოგო. -შეიძლება შემოვიდე? ნინიმ მხოლოდ ახლაღა გააცნობიერა, რომ ისევ კარებში იდგნენ. -რა თქმა უნდა, ქალბატონო ნატა, მობრძანდით. დალევთ რამეს? -არაფერს…მკაცრი ტონით მიუგო ქალმა და გეზი დივნისკენ აიღო. -ამ დილა ადრიან, არა მგონია ჩემს მოსაკითხად იყოთ მოსული, იქნებ პირდაპირ სათქმელზე გადახვიდეთ. ნინი მშვენივრად ხვდებოდა ნატას უცნაური ვიზიტის მიზეზს. მართალია, მზად არ იყო ამ საუბრისთვის, თუმცა ეს მაინც გარდაუვალი იყო. -მართალი ხარ, ლაშა რომ არა, აქ არასდროს მოვიდოდი. დაბალი, მაგრამ მკაცრი ხმით უპასუხა ნატამ. -და ლაშას რა დაემართა? გაურკვევლობა დაეტყო სახეზე და ინტერესით მიაჩერდა ნატას. -ეგ შენ უნდა მითხრა, რა უქენი ჩემს შვილს, ვეღარ ვცნობ, მაინც რა ნახა შენში ასეთი? -თუ, მხოლოდ ამის საკითხად მობრძანდით, ტყუილად გარჯილხართ. ამაზე, პასუხს მე არ უნდა მთხოვდეთ, თქვენს ვაჟს დაუსვით ეს კითხვა, ის უკეთ გიპასუხებთ. ირონია ნარევი ღიმილით დაასრულა საქმელი. -ჩემი შვილი დაბრმავებულია, ჯერ ვერ ხვდება, რომ მისი შესაფერისი არ ხარ, როცა მიხვდება შეიძლება უკვე გვიან იყოს. ამიტომ არ მივცემ უფლებას ცხოვრება შენ დაგიკავშიროს და ამით თავი დაიღუპოს. -ქალბატონო ნატა, არ ვიცი და ვერც გავიგებ თქვენ რას ეძახით თავის დაღუპვას, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მე მიყვარს ლაშა და მასაც ძალიან ვუყვარვარ. ჯერ კიდევ სიმშვიდეს ინარჩუნებდა ნინი. -გიყვარს არა? სწორედ ეგ წყეული სიყვარულია, მისი მომავლის განადგურების გარანტი, ნუთუ ვერ ხვდები, შენ მისი ერთი თმის ღერის ფასიც არ ღირხარ, დღეს არის შენით გატაცებული მაგრამ ხვალ? გიფიქრია მაინც, რომ თქვენს შორის არსებული ასაკობრივი სხვაობა დაღს დაასვავს თქვენს ურთიერთობას…შენი აწიოკებული ოჯახი კიდევ ცალკე თემაა, და განქორწინებული, დედაც ასევე და ეხლა რას საქმიანობს ღმერთმა უწყის… -საკმარისია, ისედაც დიდხანს ვისმინე თქვენი შეურაწყოფა, არ დავუშვებ ჩემს საკუთარ სახლში მოხვიდეთ და მლანძღოთ, თქვენ პრობლემა ჩემთან გაქთ და უფლებას არ მოგცემთ ამის გამო ჩემი ოჯახის წევრები აბუჩად აიგდოთ, მითუმეტეს დედა. ეხლა კი თუ შეიძლება აქედან მიბრძანდით, ჩვენ სალაპარაკო აღარაფერი გვაქვს. კარი ფართოდ გამოაღო ნინიმ და ნატას წასვლისკენ მიუთითა. თუმცა, კარისკენ გაწვდილი ხელი, ჰაერში გაუშეშდა, როცა კართან ლაშას და მაგდას მოავლო მზერა. -ლაშა აქ რას აკეთებ შვილო, განა სამსახურში არ უნდა იყო ამ დროს? დაძაბულობის გასამუხტად ნაძალადევად გაიღიმა ნატამ. -საშვი დამრჩა და მოვბრუნდი, მაგრამ შენ მართლაც რას აკეთებ აქ? გამომცდელად შეათვალიერა ბიჭმა. -ნინის სანახავად მოვედი, გავიგე რომ ცუდად არის. თქვა, პირველივე ტყუილი, რაც კი თავში აზრად მოუვიდა და მზრუნველად მოხვია ხელი გოგონას. -ეს, ერთი დღისთვის უკვე მეტისმეტია… ჩაილაპარაკა ნინიმ და საძინებელს მიაშურა, ქალის თეატრალური წარმოდგენით თავზარდაცემულმა. მას მიჰყვა მაგდაც და დედა-შვილი ღია კარებში მიატოვა. ლაშასთვის ყველაფერი ნათელი იყო. თუმცა, დედას ვერაფერი დააცდენია, ბევრი მცდელობის მიუხედავად, არ ტყდებოდა ნატა, ჯიუტად იმეორებდა, რომ მხოლოდ ნინის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მივიდა მასთან. სამსახურიდან, ნინისაც დაურეკა სიტუაციის გასარკვევად, მაგრამ არც ამ უკანასკნელმა უთხრა სიმართლე, არ უნდოდა, დედა-შვილს შორის განხეთქილების მიზეზი გამხდარიყო, და კიდევ მეტად გაეზარდა მათ შორის გაჩენილი ბზარი. ალბათ, ვერც ვერასოდეს გაიგებდა, და დედის ნაამბობ ზღაპარს დაიჯერებდა კიდეც საბოლოოდ, რომ არა შემთხვევითობა. შესვენების დროს თანამშრომლებისთვის განკუთვნილ ოთახში იჯდა, ყავა სვავდა და თავიდან ვერაფრით იგდებდა, დილით განვითარებულ მოვლენებს, დაახლოებით, ხუთი წუთი რჩებოდა შესვენების დასრულებამდე. ჯერ საპირფარეშოში შესვლა გადაწყვიტა, თუმცაღა კარი დაკეტილი დახვდა, კიდევ ერთხელ სცადა, თუმცა უშედეგოდ, შიგნიდან გოგოს ხმა ისმოდა, რომელიც სავარაუდოდ მობილურზე საუბრობდა. ყური მიუგდო და სალომეს ხმა ამოიცნო. რომელიც, როგორც მიხვდა ნინის ელაპარაკებოდა, რადგან ნატას დილანდელი ვიზიტი იყო საუბრის თემა. ლაშამ, როგორც კი მოჰკრა ყური, მისთვის საჭირო ინფორმაციას, მაშინვე გაეცალა იქაურობას. კიდევ სამი საათი დაჰყო სამსახურში, მექანიკურად ემსახურებოდა მომხმარებლებს, რადგან გონება სიბრაზით ჰქონდა დაბინდული. გახდა თუ არა ექვსი საათი, სამუშაო დღეც დასრულდა, ლაშამ გიჟივით მოწყვიტა მანქანა ადგილიდან, ორ წუთში უკვე სახლის კართან იდგა და ზარის ღილაკიდან თითს არ იღებდა. -რა დაგემართა შვილო, ზარის გადაწვა განიზრახე? ქოთქოთით გააღო კარი ნატამ. -კიდევ ერთხელ გეკითხები, რა გინდოდა დღეს ნინისთან? იკითხა ისე, რომ ქალისთვის ზედაც არ შეუხედავს. -იქნებ ჯერ სახლში შემოხვიდე და მიესალმო დედას. არასასიამოვნო თემაზე საუბარს აჭიანურებდა ნატა. -კარგი რა დედა, არ გინდა ეხლა მიკიბულ მოკიბული, კონკრეტული კითხვა დაგისვი და პასუხს ველოდები. -მეგონა ეგ საკითხი დილასვე დავხურეთ, რა მენდომებოდა შვილო, უბრალოდ ვინახულე. არ მეგონა ასეთ მნიშვნელობას თუ მიანიჭებდი თორე სულ არ მივიდოდი. დაასრულა სათქმელი აუღელვებლად და მიამიტი გამომეტყველებით გახედა ბიჭს. -დედა, გიყურებ და მიკვირს, როდის იქეცი ტყუილების ოსტატად, თუ სულ ასეთი იყავი და აქამდე ვერ გატყობდი. -ლაშა ნუ მეუხეშები, იცოდე არ მოვითბენ შენგან ასეთ მოპყრობას. ნუ დაგავიწყდება, მე დედაშენი ვარ. ოთახში გაიჟღერა ქალის ხმამაღალმა ტონალობამ. -მე არაფერი მავიწყდება, ეგ შენ დაგავიწყდა როცა ნინისთან მიხვედი და ის სისულელეები ელაპარაკე. რით ვეღარ გაიგე რომ მე, თავად გადავწყვეტ ვისთან როგორი ურთიერთობა მექნება. -უარყოფას რა აზრი აქვს, შემოგჩივლა ქალბატონმა როგორც ჩანს. ვერც კი ხვდები ისე აგამხედრა დედის წინააღმდეგ. ცოტა ხანში დედა-შვილის ხმა გასცდა სახლის კედლებს და სადარბაზოში იღვრებოდა გაურკვეველი ბგერები. ლაშამ მალევე შეაგროვა თავისი ნივთები, ის რაც პირველ ეტაპზე დასჭირდებოდა და სახლის კარი გაიხურა. სადარბაზოში ვახოს შეეჩეხა. -ეს რა ჩემოდანია? რამე მოხდა? დაკვირვებით აათვალიერა შვილი კაცმა. -მივდივარ. მოკლედ მოუჭრა ლაშამ. -მაგას მეც ვამჩნევ, რომ მიდიხარ, მაგრამ სად? აღარ იტყვი რა მოხდა? -ჩემს ბინაში გადავდივარ მამა, ამ სიტუაციაში სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ, ნატა არ ეშვება, კვლავ აგრძელებს ჩემს ცხოვრებაში ხელების ფათურს. მოკლედ ყველასთვის ასე აჯობებს ამ ეტაპზე. თქვა და მანქანაში მოათავსა ჩემოდანი, მამას დაემშვიდობა და წავიდა. ვახომ მძიმედ აიარა კიბეები და სახლის კარი შეაღო, ლეპტოპი და გასაღები იქვე ტუმბოს თავზე შემოდო, თან თავალებით ნატას ეძებდა. მანაც არ დააყოვნა და თვითონვე მიეგება ქმარს . -ნატა ამიხსენი აქ რა ჯანდაბა მოხდა. -ის რაზეც გაფრთხილებდი, რაც გარდაუვალი იყო, იმ ქალბატონის წყალობით ჩვენი შვილი სახლიდან წავიდა. -თუ ღმერთი გწამს ნატა, როგორ ბედავ და კიდევ იმ გოგოს ადანაშაულებ, როცა თავად შეუძლებელი შეძელი და მაინც მოახერხე, ლაშასთვი გაუსაძლისი გაგეხადა, აქ, შენთან ერთად,ერთ ჭერქვეშ ცხოვრება. -შენ რაღამ დაგიბინდა გონება ვახო, როგორ გგონია რაც გავაკეთე მხოლოდ ლაშას გამო, მისი ბედნიერების გამო, ხელებს ასავსავებდა ქალი. -ერთადერთი გონებადაბინდული ამ ოჯახში შენ ხარ, ვერაფრით ეგუები რომ ლაშა იმ გოგოს გვერდით ბედნიერია. თქვა ვახომ და სააბაზანოს კარი ხმაურით დახურა. გადიოდნენ დღეები. ლაშა, კვლავ მარტო აგრძელებდა მის ბინაში ცხოვრებას, თავიდან ცოტა გაუჭირდა, თუმცა დროსთან ერთად ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგა. მშობლების სახლშიც მიდიოდა, ნახულობდა მათ, დედასთან აღადგინა ურთიერთობა. თუმცა,ნატამ მრავალი თხოვნის მიუხედავად, სახლში დაბრუნებაზე მაინც ვერ დაიყოლია. ხან ვახო მოდიოდა და რჩებოდა შვილთან, ეს ძირითადად ნატასთან ტრადიციად ქცეული კამათის მერე ხდებოდა, ბოლო დროს ძალიან დაეძაბად ურთიერთობა, საბოლოოდ კი, ვახომაც აიღო მისი ჩემოდანი და სახლიდან წავიდა. მხოლოდ ამის შემდეგ გაიგო ნატამ, რომ ვახოს ცხოვრებაშიც გამოჩნდა ახალი სიყვარული.ბევრი ეცადა, მაგრამ ქმრის სიყვარულის დაბრუნება ვეღარ შეძლო. როცა სრულიად მარტო დარჩა, ნანობდა მის ცუდ საქციელს, მწარე სიტყვებს, მაგრამ უკვე ძალიან გვიან იყო, ვეღარაფერს გამოასწორებდა. მისმა გაუთავებელმა ჩხუბმა და ლაშას ცხოვრებაში ქექვამ საკუთარი გადაავიწყა, შედეგიც დადგა შესაბამისი. ნინის და ლაშას ურთიერთობაში არაფერი შეცვლილა, ყოველ შემთხვევაში უარესობისკენ, ადრინდელზე მეტადაც კი უყვარდათ ერთმანეთი. ახლა, უკვე სრულყოფილი იყო ნინის ბედნიერება რადგან ლიზაც დაბრუნდა საქართველოში, მაგდამ მუშაობა დაიწყო და კმაყოფილი იყო მისი ცხოვრებით. სალომე და გიო? ბოლომდე ასე ერთმანეთზე გიჟურად შეყვარებულ, თუმცა მოკამათე წყვილად დარჩნენ. სულ ჩხუბობდნენ, მაგრამ უერთმანეთოდაც ვერ ძლებდნენ. დასასრული ესეც ისტორიის დასასრული მეგობრებო,იმედია მოგეწონებათ:)მადლობა ყველას, ვინც, თუნდაც ერთი თავი მაინც წაიკითხა❤❤❤ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.