შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე არ ვარ ფიტული (2)


23-05-2016, 15:03
ავტორი ჯერკა
ნანახია 1 520

- მობრძანდით !
- გამარჯობა ლექსო. - საპასუხოდ გაუღიმა ელიზაბეთმა.
- გამარჯობა. - ყრუდ ჩაიფრუტუნა ნატამ.
- როგორ ხარ ? - ღიმილით მიუგო ლიზამ.
- მე არამიშავს, გადასარევად ვარ მაგრამ აი ეს... - თქვა და თვალი გააპარა ნატასკენ, რომელიც ინტერესით ათვალიერებდა ექიმს.
-გისმენთ, რამე სერიოზული ხომ არ ხდება ლიზ? - სათვალე მოიხსნა და უცებ შეცვალა ტონი ექიმმა.
-აი ეს „კრასავიცა“ სახლიდან გამოსვლაზე კატეგორიულ უარს აცხადებს !
- ლიზაა ! - შეუბღვირა მეგობარს ნატამ.
- ჰოო, და მიზეზს არ გვეტყვის ეს ლამაზმანი ? - გამჭოლი მზერით აუწვა კანი ექიმმა ნატას, როგორც რამდენიმე წამის წინ აკეთებდა გოგონა.
- უბრალოდ არ მინდა. - თვდაჯერებული იერი მიიღო მან.
-*ეს არ უნდა ექნა* - გონებაში მოესმა ნატას. საკუთარ თავს ძალა დაატანა და ჩაახშო ეს დამცინავი და ამაზრზენი ხმა.
- ლიზ შეგიძლია ერთ საათში მოაკითხო დაქალს. - სერიოზულად მიუგო ექიმმა, რადგან მიხვდა რომ ლიზას აქ ყოფნა სეანსს ხელს შეუშლიდა.
- ოქეი, არ მოიწყინო ნატ. - მხიარულად ჩაიხითხითა ლიზამ და გავიდა ოთახიდან.
- მინდა დაგეხმარო. - დაიწყო ლექსომ.
- ჰოო ? როგორ ? - ტუჩის კუთხე ჩატეხა ნატამ, ცინიზმმა გაიჟღერა.
- მენდე.
- მაქვს ამის მიზეზი ?
- მე გხედავ შენ. ვხედავ რაღაცას მალავ. ეს რაღაც არ გასვენებს და გხრავს. ეს სიბნელე შთანგთქავს. შენთვის არ შეიძლება, სტატიკურად ყოფნა.
- მერე რა რომ ხედავ ? მერე რა რომ ვმალავ ? მერე რა რომ არ მასვენებს ? - გაეცინა ნატას.
- გგონია შეძლებ კონტროლს ? - ახლა მამაკაცს გაეცინა.
უსიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა ტანში ამ სიცილის გაგონებისას. მაგრამ არ შეპუა.
- უკვე შემიძლია ! - თავდაჯერებული ხმით მიუგო გოგომ, რომელიც ექიმთან შედარებით ჯერ კიდევ ბავშვი იყო.
- მოდი ჩემთან.
- ?! - *გაოცება*
- მოდი !
გული შეუტოკდა მაგრამ ინსტინქტურად დაემორჩილა მამაკაცის ბარიტონს, რომელიც მას უბრძანებდა მჭექარე ხმით. წამოდგა და მიუახლოვდა ლექსოს. ზემოდან ქვემოთ ჩახედა მამაკაცმა გოგოს ნაცრისფერ, ღრმა და ლამაზ თვალებში. ნატას თითქოს მეხი დაეცაო. ეს არ იყო ჩვეულებრივი ადამიანის გამოხედვა, ეს არ იყო იმ მომენტში ფსიქოლოგის გამოხედვა, რომელიც ვალდებულია ხალხს დაეხმაროს. ეს მხეცის მზერა იყო, მშვიდად მყოფი მხეცის რომელიც თავის სამფლობელოში ღმერთად გრძნობდა თავს. მეტიც, ის ღმერთი იყო იმ მომენტში. ის მართავდა ყველაფერს, მანიპულირებდა ყველაფრით. მანიპულირებდა ამ უსუსური ბავშვით, რომელის სიამოვნებით ემორჩილებოდა მას. მას კი არ სურდა გაეცნობიერებინა ეს სიამოვნება.
მის თვალებში ამ ოკეანის აღმოჩენამ შეძრა ნატა. ეს ამავდროულად იყო ისეთივე აღელვებული, როგორც წვიმიან ამინდში აბობოქრებულ ოკეანეში წარმოდგენილი საზარელი შტორმი და ისეთივე წყნარი, როგორც ხშირი უდაბური ტყე მაღალ მთაში. ნირვანას წააგავდა. მიმზიდველ ნირვანას, კლდეს საიდანაც ნატა სიამოვნებით გადაიჩეხებოდა.
„ეს მზერა დუმილით იმაზე მეტს ამბობდა, ვიდრე ბაგენი რომელნიც წარმოთქვამენ ათასობით ცარიელ სიტყვას... ჩნდება დაუოკებელი სურვილი უსმინო ამ დუმილს და დატკბე ამ თვალების უზარმაზარი, ენით აუღწერელი ბნელი ენერგეტიკით... მზერა, რომელიც სულს გიფორიაქებს... მზერა, რომელიც სამუდამო ანაბეჭდს ტოვებს სულში... ამ მზერამ პირველივე წამიდან დამატყვევა...„
„ოო არა იღვიძებს, ის იღვიძებს არ გინდა, ნუ მიყურებ, ნუ აღვიძებ, შეეშვი !“ - ფიქრობდა ნატა, მაგრამ იმდენად იყო მოჯადოებული ამ შავი თვალებით, იმდენად ეგემრიელა ეს მზერა, ვერ ძღებოდა ცქერით. არც ლექსო აპირებდა მზერის გადატანას სხვა საგანზე. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ იმავეს განიცდიდა, მაგრამ ხასიათის კონტროლი ბრწყინვალედ შეეძლო გოგონასგან განსხვავებით. თუმცა ნატალიაც თავის მხრივ, მედგრად იდგა. ის ყოველთვის, რაც არ უნდა მომხდარიყო მას და მამაკაცს შორის ყოველთვის თვალებში უყურებდა მათ და აშინებდა კიდეც, თან იზიდავდა.
„ჩემი იქნები ! „ უნებურად გაიფიქრა გოგონამ. მამაკაცმა კი ისევ უბრძანა:
- ხვალვე მომიტან ნებისმიერი სახის ჩანაწერს, რომელსაც დღეს დაწერ.
- არასდროს დამიწერია. - გაღიზიანებული ხმით წარმოთქვა გოგონამ. რადგან მოუწია მზერა აერიდებინა ამ საოცარი ხედისათვის.
- ახლა დაწერ. - ცივად მიუგო ლექსომ. დაჯდა და ნატას მონაცემების შევსება დაიწყო.
- არ მინდა. არც წერა და არც შენთან მოსვლა. - გაჯიუტდა გოგო, საპირისპირო სქესისგან არ იყო მიჩვეული უხეშობას. წასვლა დააპირა მაგრამ მამაკაცი უცებ წამოდგა, ისე ახლოს მიიტანა სახე ნატას სახესთან, რომ მისი სუნთქვის ხმაც კი ესმოდა.
- ეს თხოვნა არაა ლამაზმანო, მე ამას ვითხოვ. - დაბალ ხმაზე მაგრამ მკვეთრად წარმოთქვა ექიმმა. - გასაგებია ? –
- არ მსურს დავემორჩილო ამ მოთხოვნას. - წარმოთქვა ნატამ და ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა.
- დაისჯები.
- ვერაფერს იზამ ! - სცადა თავდაჯერებულად წარმოეთქვა, მაგრამ ხმა გაუტყდა.
მამაკაცმა ცხვირის წვერი შეახო ნატას მოშიშვლებულ კისერს. მისი სურნელი ღრმად შეისუნთქა.
- მმმ ტკბილო.. - ჩურჩულით წარმოთქვა მან. - ბოლოჯერ გიმეორებ, უბრალოდ დაწერე ნებისმიერი რამ, რაც ფიქრად შემოიჭრება შენ გონებაში, თუნდაც ერთი წინადადება იყოს. და მოდი ჩემთან, გამიგე ?
ნატას მუხლები ეკვეთებოდა, სიამოვნების კანკალმა აიტანა და თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
- კარგო გოგო. - ხმა დაუთბა ლექსოს.- ეხლა კი წადი. - ლოყაზე მოუთათუნა ხელი.
- ნ-ნახვამდის ბატონო ლექსო. - ჩაილაპარაკა ნატალიამ.
- მოიცა, სავიზიტო ბარათი დამიტოვე, დაგირეკავ და შეგითანხმდები დროზე.
- კარგი. - ჩანთაში იპოვა ბარათი და მაგიდაზე დაუტოვა.
ლექსოს სახე კმაყოფილების ღიმილით გაებადრა.


ღიირს გაგრძელება ?



№1 სტუმარი Black

Magaria dzalian da gtxov ganagrdzo,me momwons;)

 


№2  offline წევრი ჯერკა

Black
Magaria dzalian da gtxov ganagrdzo,me momwons;)


გმადლობ, გავაგრძელებ მაშინ request

 


№3 სტუმარი ..................

gaagrdzele

 


№4 სტუმარი Sali

Sainteresoa dzalian siamovnebit wavikitxav yvela tavs ratqmaunda gagrdzele

 


№5  offline წევრი xelnaweri wignebi

განაგრძე ველი შემდეგს

 


№6  offline წევრი natani

მომწონს კარგია

 


№7  offline წევრი lola123

ხვალ დადე ახალი თავი რა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent