შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზედმეტ სახელი ,,ჯუჯა” ( ნაწილი პირველი)


16-12-2018, 18:05
ავტორი მეამბოხე ^^
ნანახია 2 216

- საღამომშვიდობისა. - მიესალმა სამსახურიდან დაბრუნებული ყმაწვილი სუფრასთან შემომსხდარ მოცინარ ოჯახს.
- მოხვედი ბიძია ? - ღიმილით გაექანა მისკენ პატარა ტასია.
- მოვედი. - მისკენ დაიხარა, ხელში აიტაცა და ყელში კოცნა დაუწყო.
- გთხოოვ.. გაჩერდიი.. რაა.. ბიძიაა.. - ძლივს აბავდა სიცილისგან დაოსებული გოგონა სიტყვებს.
- ჩემო ჭინკა გოგო ხარ. - სიცილით უთხრა და ჩამოსვა.
- რა მომიტანე? - როგორც ყოველთვის საქმეზე გადავიდა, რადგან იცოდა მისი საყვარელი ბიძა სახლში ხელცარიელი არ ბრუნდებოდა. ერთხელ დაბრუნდა, სამსახურიდან დაღლილს გადაავიწყდა მაღაზიაში შესვლა, ამის გამო კი გოგონას შემორიგება ძლიერ გაუჭირდა.
- აბა თუ გამოიცნობ? - ეშმაკური ღიმილით შეხედა.
- ჩემი საყვარელი საკონდრიტოდან შოკოლადები. - ტუჩები პატარა კნუტივით გაილოკა.
- ზუსტაად.. - გაეცინა. - ოღონდ ჯერ ვახშმობას დაასრულებ.
- კარგი რა ნიკოლოზ, ხომ გითხარი აუცილებელი არ არის ყოველთვის რაღაც მოუტანო, ძალიან ათამამებ. - ჯუჯღუნით მიმართა უფროს ძმას.
- კარგი რაა.. - ხელი აუქნია და მის გვერდით დაიკავა ადგილი.
ასე იწყება და მთავრდება დღე ერისთავების ოჯახში. უზარმაზარ, ორსართულიან, კეთილ მოწყობილ სახლში ცხოვრობენ. გარედან ძველებური შეხედულება აქვს. ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს თითქოს XX საუკუნის გადმონაშთი ყოფილიყოს, მაგრამ შიგნით XXl საუკუნე და XX საუკუნე არის შერწყმული. ყველა ოთახს საკუთარი აბაზანა და აივანი აქვს. აივნიდან არაჩვეულებრივი ხედი იშლება, ეზოში არსებული ბაღის გამო. რომელიც ყველა სახეობის ულამაზესი ყვავილებით არის სავსე, რაც დიასახლილის ყვავილების მიმართ სიყვარულის მიმანიშნებელია.
ოჯახის პატივისცემის და სიყვარულის გამო ყველა ერთად ცხოვრობდნენ ამ უზარმაზარ სასახლეში, სახლს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. ბაბუა, ბებია, დედა, მამა და და-ძმა. დას საკუთარი ოჯახი ჰქონდა, მაგრამ სამწუხაროდ უბედური შემთხვევის გამო, ორსულობის დროს გარდაეცვალა მეუღლე. ვერ შეძლო იმ სახლში გაჩერება სადაც ყველაფერი მის თავს ახსენებდა და მშობლების სახლში დაბრუნდა. აგრეთვე ორი ახალგაზრდა დამლაგებელი გოგონა და ერთი ხანში შესული ქალბატონი, რომელიც სამზარეულოს პატრონობს და დიდი ხანია ამ ოჯახში ცხოვრობს და მუშაობს. ერთი ახალგაზრდა მებაღე და რათქმაუნდა დარაჯი ამხელა სახლისთვის.

ცოტა დაწვრილებით გაგაცნობთ თითოეულ მათგანს. :

ბაბუა - ალექსანდრე ნაკაიძე, ახლახანს შეუსრულდა 78 წელი. ამ ასაკშიც არ კარგავს თავის ხიბლს და მხნეობას. მისი ყორნისფერი თვალებიც ისევ ისე ანათებს, როგორც ახალგაზრდობას. რითაც შეძლო მისი მეუღლის მარიამის მოხიბლვა.

ბებია - მარიამ ყიფიანი, 73 წლის. მოვლილი, მისი სილამაზეს ასაკმა ვერაფერი რა დააკლო. სასიამოვნო, კეთილი ბუნების, მუდამ მომღიმარი.

წყვილმა ერმანეთი მეგობრის დაბადების დღეზე გაიცნეს. ერთი ნახვის შეყვარების თუ გჯერათ ასე დაემართათ. მშობლებსაც მოეწონათ სიძე და სარძლო და ერთ წელში კი ოჯახი შექმნეს. დღემდე სიყვარული არ განელებიათ, ამ ასაკშიც ერთმანეთს შესციცინებენ თვალებში. წლის თავზე შეეძინათ ტყუპი გოგონა და ბიჭი, ვალერი და თამარი.

მამა - ვალერი ნაკაიძე, 48 წლის.
ბატონი ვალერი სიმპატიური მამაკაცი გახლდათ. დედისგან ჰქონდა გამოყოლილი გარეგნობა, ცისფერი თვალები და ქერა თმები. პროფესით წარმატებული იურისტი არის. წლების შემდეგსაკუთარ ფირმაც კი დაარსა. ბავშობიდან თავისი ნათქვამი ყოველთვის გაჰქონდა, იმას აღწევდა რაც სურდა. მიჩვეული იყო ყველაფერის თავისი სურვილით კეთებას, ამიტომ მშობლების სურვილის მიუხედავად, 18 წლისამ ის მოიყვანა ცოლად ვინც მის გულს სურდა.

დედა - ნინო ზვიადაური, 46 წლის. განსხვავებული გარეგნობის, ჯიუტი ხასიათის და მკაცრი ქალი. სახლის მეორე დიასახლისობას იმშვენებს, კარგი დედა და რძალია.

წყვილის ისტორია წლებს ითვლის. ბაღის ასაკიდან ბავშური სიყვარული გადაეზარდათ დიდ და ლამაზ სიყვარულში. ქალმა იცოდა რომ მისი საყვარელი მამაკაცის მშობლებს სხვა უნდოდათ რძლად, ამიტომ ოჯახის შესვლის დღიდან ყველაფერს ეცადა რომ მათთვის თავი შეეყვარებინა და გამოუვიდა კიდეც. მალე ქვეყანას პირველი შვილიშვილი ნიკოლოზი მოევლინა, რამაც დიდი ბედნიერება შემოიტანა ოჯახში. მალე გოგონაც დაიბადა. პატარებს ბებია და ბაბუა არაფერს არ აკლებდნენ.

ნიკოლ კიკაბიძე კი სულ სხვა განზომილებაა, მისთვის დაოჯახება დიდი პასუხისგებლობაა. რისთვისაც ოცდარვა წლამდე არ იყო მზად, სიმართლე რომ ვთქვათ არც ახლა არის, მაგრამ სხვა გზა არ დაუტოვეს. თითქოს ყველა ერთად შეთქმულება მოუწყეს და სხვადასხვა ხერხით მაინც მოახერხეს მისი დათანხმება.
დედის სურვილის მიხედვით გაიცნო ოჯახის მეგობრის შვილი, რომელიც მის კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა. მართალია არ შეუყვარდებოდა მაგრამ არც მის გვერდით ყოფნით არ დაიღლებოდა.

ალექსანდრე კაპანაძემ დიდი შრომით და წვალებით შექმნა დიდი ღვინის წარმოების კომპანია. მის მფლობელობაში, საქართველოში უამრავ სოფელში დიდი ტერიტორიები იყო, სადაც სხვადასხვა ჯიშის ყურძენი იყო გაშენებული. უარი განაცხადა მისმა შვილმა კომპანიას ჩასდგომოდა სათავეში, ამან ძალიან გააბრაზა მაგრამ ბოლოს მაინც შეეგუა, იმ იმედით რომ შვილიშვილი მაინც გაუმართლებდა იმედებს. მიარღლაც რომ იმედები არ გაუცრუა და გააგრძელა მისი საქმიანობა. სულ მალე გაასცდა მათი კომპანიის სახელი საზღვრებს.
ალბათ ძალიან გაინტერესებთ და აღარ დაგაყოვნებთ, აგიღწერთ ბაბუის სიამაყეს და მემკვიდრეს.
საკმაოდ სიმპატიური ვინმეა, მისი ცუდი ხასიათის მიუხედავად. 1. 85 სიმაღლის, შავგვრემანი, ბაბუას დაემსგავსა შავი დიდრონი თვალებით, ამის გამო უფრო გიჟდებოდა მასზე. მე მგავს ჩემნაირი სიმპატიურიაო. სწორი, ქართული ცხვირით, ზედა ტუჩი ქვედაზე ოდნავ დიდი ჰქონდა. ხშირი და სწორი წარბებით, რაც მის სიმკაცრეზე უსვამდა ხაზზს. გრძელი და ხშირი წამწამებით. დიდი შუბლით და მოკლე თმებით.

რაც შეეხება მის დას სალომე კიკაბიძეს, ძმისგან სრულიად განსხვავებული გარეგნობის გოგონაა. ასაკით ძმაზე სამი წლით უმცროსია, ამის გამო მუდამ კონტროლის ქვეშ ჰყავდა ნიკოლოზს, მის გარეშე ვერსად მიდიოდა. ქერა თმით და ცისფერი თვალებით, მამის ასლი იყო, რაც მამიკოს გოგოდ აქცევდა. პატარა კურსნოსა ცხვირით და დიდი ტუჩებით. სამედიცინო უნივერსიტეტი დაამთავრა და ახლა ბავშვთა ექიმად მუშაობს.

ინტერეს მოგიკლავთ და დაწვირილებით მოგიყვებით ნიკოლოზის საცოლის შესახებ: გვანცა ლიპარტელიანი, 25 წლის. პროფესიით მოდელი და დიზაინერი. გრძელი შეღებილი ქერა თმით, თაფლისფერი თვალებით, გამხდარი, მოდელის პარამეტრებით. დიდი ქარაფშუტა ვინმეა, მისი სილამაზის მიუხედავად. საქმროზე ბავშობიდან გიჟდება, ოცნებობდა მისი ცოლი გამხდარიყო და მშობლებმა ეს ახირებაც შეუსრულეს. ქორწილს რამოდენიმე თვეში გეგმავდნენ. დიდი და გრანდიოზული უნდოდა, ამიტომ მომზადება დროს ითხოვდა.

ახლა კი დავუბრუნდეთ ისევ სუფრას.

- რა ხდება კომპანიაში ნიკოლოზ? ასე რატომ დააგვიანე? - ინტერესით ეკითხება ბაბუა.
- ყველაფერი კარგად არის, ახალი კონტრაქტი გავაფორმეთ ჩინეთთან. ჩვენს რესტორანში გვყავდა სტუმრები წაყვანილი.
- ხომ იცით არ მიყვარს სუფრაზე საქმეზე რომ საუბრობთ. - მკაცრად მიმართა რძალმა მამაკაცებს.
- მაპატიე ჩემო საყვარელო, ქალბატონო დედა, აღარ განმეორდება. - მის მიმართვაზე ყველას გაეცინა.
- სულ როგორ უნდა მასხრობდე ამხელა კაცი. - ღიმილი შეეპარა. ნეტავ იცოდეს სულ როგორი სახით მოძრაობს და ამას არ იტყოდა. - დღეს კაბის ასარჩევად არ გეგმავდით წასვლას?
- კი, მაგრამ ვერ მოვახერხე დროის განთავისუფლება, ბევრი და მნიშვნელოვანი საქმეები მქონდა.
- შენ სულ საქმეები გაქვს! - მკაცრად მიმართა. - რამოდენიმე თვეში ქორწილი გაქვს ხომ არ დაგავიწყდა ?! მარტო გოგომ რა უნდა გააკეთოს ?! ცოტახანი შეეშვი სააქმეებს, ძმაკაცები რისთვის გყავს პარტნიორად, ისინი მიხედავენ საქმეს.
- მე არ მითხოვია დიდი ქორწილი ! დავიღალე უკვე ამდენი სისულელით. - ამოიღრინა.
- კარგი შვილო, უბრალოდ ცოდოა გოგონა, ხომ იცი როგორ უნდა ქორწილი. - ხმა მოულბა ქალს, იცნობდა შვილს და იცოდა მისი გაბრაზება არ ღირდა.
- ხო ძამიკო, ბარბის თოჯინა არ გაანაწყენო, მერე როგორღა შემოირიგებ. - სერიოზულად თქვა და შემდეგ გადაიხარხარა. არ მოსწონდა მომავალი რძალი და არც სტყუოდა, ბავშობიდან ვერ უგებდნენ ერთმანეთს.
- სალომე !
- კარგი დედა, კარგი .. - ხელები ასწია დანებების ნიშნად.
- მე დავამთავრე, დასაძინებლად ავალ. - ბოხი, ხავერდოვანი ხმით წამოდგა, მშვიდი ძილი უსურვათ და მეორე სართულხე, თავის ოთახისკენ წავიდა.

აგვისტო იწურებოდა უკვე და ნელ-ნელა მობრძანდებოდა სექტემბერი. თბილისში მცხოვრები მოსახლეობა საღამოს მოსვლას დიდი სურვილით ელოდნენ, რათა მეგობრებთან ერთად ესეირნათ გამწვანებულ მინდვრებზე.

რუსთაველზე საკმაოდ ბევრი ხალხი ირეოდა იმ დღეს. ახალგაზრდა გოგონა მიიკვლევდა უცხო ადამიანებს შორის გზას, თან ღიმილით აკვირდებოდა სახეებს რათა მისთვის ნაცნობს გადაჰყროდა.

- ტაისია! - მოესმა ზურგს უკან საყვარელი მამაკაცის ნაცნობი ხმა და ბედნიერების მეტასტაზებმაც არ დააყოვნეს ორგანიზმში გავრცელება.
სწრაფად შებრუნდა და მონატრებული, დიდი ხნის უნახავი მეგობრის სახეც დაინახა. მოშორებით ხალხის გარემოცვაში იდგა, მას უყურებდა და უღიმიდა იმ ღიმილით რომელიც მხოლოდ მას ეკუთვნოდა.

- გიორგიიი.. - ხმამაღლა წამოიძახა და მისკენ გაიქცა. ხელები ძლიერ შემოხვია და საყვარელი სურნელი ღრმად შეისუნთქა. - როგორ მომენატრე.. - ცრემლები ვეღარ შეიკავა. გულჩვილი ადამიანი იყო, ყველაფერზე გული უჩუყდებოდა.
- მეც მომენატრე ჩემო ჯუჯა.. - სიცილით უთხრა და ლოყები დაუკოცნა. - მაგრამ დიდი ხანი მალოდინე.. - წარბი ზევით აზიდა.
- მაპატიე რაა.. - თვალები ააფახულა. - ბევრი პაციენტები მყავდა და თავი ძლივს დავაღწიე.
- არ იცვლები არა, ისევ ისეთი ჯუჯა და ბუნჩულა ხარ. - გოგონას სახეზე ახარხარდა. - მეტკინა ვირო.. - ნატკენი მხარი მოიზილა.
- რამდენჯერ უნდა გითხრა ნუ მეძახი ჯუჯასთქო. - შეუღრინა და სიარული დაიწყო.
- კარგი, კარგი, მაპატიე. - გვერდით ამოუდგა და ხელი მხარზე მოხვია. - საჩუქრები ჩამოგიტანე. - ეშმაკური ღიმილით დახედა, თავისზე დაბალ გოგონას.
- მართლაა?! - ბავშვივით წამოიძახა, თვალებიდან კი სიხარულის ნაპერწკლები სცვიოდა.
- 25 წლის ხარ გოგო, როდემდე უნდა იყო ბავშვი. - თმები აუჩეჩა.
- სანამ არ მოვკვდები.. - ენა გამოუყო, მანქანის კარები გამოხსნა და ჩაჯდა.
ოთხი წელია ერთმანეთი არ უნახიათ. სასწავლებლად საზღვარგარეთ წავიდა, შემდეგ ცოტახანი იქ მუშაობდა. მხოლოდ ინტერნეტის საშვალებით კონტაქტობდნენ. ამისდა მიუხედავად მაინც არ დაუკარგიათ ერთმანეთი. ყველაფერი იცოდნენ ერთმანეთის შესახებ.
გიორგი ახვლედიანი ასაკით ტასიას ხელა გახლდათ. ბაღიდან ერთად მოდიოდნენ. ბავშობიდან დასავით ჰყავდა და უფრთხილდებოდა. ძალიან განიცდიდა წლები მის გარეშე რომ გაატარა. ცოტას გარეგნობაზეც მოგიყვებით. ასაკის მომატება დატყობია, ნავარჯიშები ბეჭები გვერდით გასვლია. წაბლისფერი თმები უფრო გამუქებია, ზღვისფერი თვალები უკაშკაშებდა. წვერიც დაბალზე მოუშვია. ბერძნული მოყვანილობის ცხვირი, მოსქო ტუჩები და თხელი წარბები უმშვენებდა მის მოგრძო პირ-სახეს. ტასიას ძალიან უყვარდა მისი გრძელი ნატიფი თითები, პიანისტის თითები გაქვსო სულ ეუბნებოდა.
ცოტა რამეს ტასია ამირეჯიბის შესახებაც მოგიყვებით. პროფესიით ბავშვთა ექიმია. ბავშობიდან ოცნებობდა ექიმობაზე, რადგან უნდოდა ბავშვები განეკურნა რომ არაფერი სტკენოდათ. გაიზარდა მიაღწია ჩავიქრებულს. დღეს დღეობით ერთ-ერთი საუკეთესო ექიმია თბილიში.
კლინიკაში მთავარი ბავშვთა ექიმია. ყველაფერს თავისი შრომით მიაღწია, არავინ დახმარებია, აარავინ ჰყავდა რომ დახმარებოდა დედის გარდა.
სიმაღლეში 1.69, სამოცი კილო, ხო ბავშობაში პუტკუნა იყო, ძალიან უყვარდა და ახლაც ძალიან უყვარს ჭამა. თოვლივით თეთრია, მუქი წაბლისფერი, გრძელი, ხვეული თმით,დიდი და ჭაობისფერი თვალებით, სწორი, პატარა ცხვირით, ვარდისფერი, თხელი ტუჩებით, მომღიმარი და ბავშური გამომეტყველებით ყველას აყვარებდა თავს.
როგორც ზევით ავღნიშნე მხოლოდ დედა ჰყავს, მამა პატარა იყო როდესაც სიმსიმნით გარდაეცვალა. მოგონებებიც არ გააჩნია მასზე, მხოლოდ სურათებიდან იცნობენ ერთმანეთს. როდესაც უჭირს ჩარჩოში ჩასმულ მამის სურათს უყვება ყველაფერს და წყნარდება კიდეც. დედა ასაკით 45 წლისა, პროფესიით ბოტანიკოსია, პატარა ყვავილების მაღაზია აქვს თბილიში. ლამაზი და კარგი პიროვნებაა. შვილს ყოველთვის გვერდით ედგა. ყველაფერს აკეთებდა რათა მისი შვილი არასდროს ყოფილიყო მოწყენილი. ჰყავდა მთხოვნელები მაგრამ უარს იძახდა, არ უნდოდა საყვარელი ადამიანის სულისთვის ეღალატა.

მოდი ისევ მათ დავუბრუნდეთ.
- სად წავიდეთ? - გაკრეჭვით გადახედა მეგობარს.
- ჩემთან უნდა წავიდეთ. პირდაპირ შენთან მოვედი მძღოლს არ გავყევი და წვეულება მოაწყეს ჩემებმა და ტეხავს ცოტახანი შევირბინოთ. - მობეზრებულად ამოიხვნეშა.
- რა გინდა ბიჭო უხარიათ. გუშინ ვნახე დედაშენი ისეთი ბედნიერი იყო რომ ჩამოდიოდი.
- ხო ტო, განა არ ვიცი, მეც მენტრებოდნენ, მაგრამ ხომ იცი არ მიყვარს ეს წვეულებები. ბევრი უბრალოდ ჭორების ასაკრებად მოდის ხოლმე.
- ოო, ყურადღება არ მიაქციო, ჩვენებიც იქნებიან.
მანქანა ორ სართულიანი სასახლის წინ გააჩერა. დაცვას თავი დაუკრეს და შიგნით შევიდნენ.
- აუზზე იქნებიან სავარაუდოდ ჩვენები, წამოდი პირდაპირ იქით წავიდეთ. - ხელი მოჰკიდა გოგონას და სახლის უკანა ბაღისკენ წავიდნენ.
სახლს გარშემორტყმული ერთი ვიწრო ფრთა აუზზე იშლებოდა. მეორე დიასახლისის მოწყობილ ბაღზე. ლამპიონები უნათებდნენ გზას აუზამდე.
- ძმაო .. - ხმამაღლა შემოჰყვირა გოგონამ და მამაკაცისკენ გამოექანა. გარეგნობით ძმას არაფრით ჰგავდა. შავი კუპროვით თვალები და თმა ჰქონდა. იმდენად შავი რომ იდუმალ შეგრძნებებს გაუჩენდათ მის ახლოდან მნახველთ.
- ანუკი, ჩემო გიჟო გოგო, როგორ მომენატრე! - ძლიერ ჩაიკრა გულში გოგონა.
- მეეც.. მეეც.. - ტირილი წასკდა.
- 18 წლის ხარ უკვე გოგო რა გატირებს.. - სიცილით უთხრა და ცხვირზე როგორც ბავშობაში თითები მოუჭირა.
- გაანებე თავი ჩემს პაწუკა ცხვირს. იცი ოპერაციებს იკეთებენ ჩემნაირი ცხვირი რომ ჰქონდეთ?! - გაიჯგიმა და წარბი ასწია.
- ჩემი გოგო.. - გვერდიდან მიიკრა.
- როგორ მოგვენატრეთ ტო, დაკაცებულხარ!
- ოჰ, დავით, შენც არაგიშავს რა.. - ძმაკაცი გულში ჩაიკრა.
- მოდით თქვენც რა შორიდან მიყურებთ. - სიცილით უთხრა შორს მდგარ ორ ერთმანეთის მსგავს გოგონებს.
- გიორგიი.. - ერთად გაიქცნენ მისკენ და ჩაეხუტნენ.
- საერთოდ არ გაზრდილხართ ტვინით, ისევ ისეთი ბავშვებით ხართ რა .. - სიცილით ამოთქვა. - მაგრად მომენატრეთ ტო.. - გოგოებთამ ერთად რძისფერ შეზლონგზე ჩამოჯდა.
- დედა გაბრაზებული იყო მძღოლს რომ არ გამოჰყევი, შედი შიგნით თორემ ვეღარ შეირგიგებ.
- კარგი, ჰოო..
- კარგი, მე წავალ, ძალიან და ვიღალე დღეს, ლოგინი მიხმობს. - სიცილით გადახედა მეგობრების გაბრაზებულ გამომეტყველებას. - გპირდებით ამ დღეეში, სულ თქვენთან ვიქნები, ოღონდ ახლა წავალ. იმას უთხარით რომ ხვალ გნახავსო. - ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნათ და მანქანისკენ წავიდა.

დავბრუნდიი ტკბილებო,იმედია მოგეწონებათ და გამიზხიარეთ შემდგომ თქვენი აზრი,მომენატრეეეთ