შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კესანე.(სრულად)


17-12-2018, 04:53
ავტორი zia-maria
ნანახია 9 103

ბედისწერა-სიტყვა, რომელიც სხვადასხვა ემოციას იწვევს ჩვენში.ემოცია, რომელიც სიხარულის ან ტკივილის მომგვრელია.ბედისწერა-თითქოს ჯადოსნური სიტყვაა და რა კარგი იქებოდა ყველა ჩვენთაგანის ცხოვრებაში მხოლოდ ბედნიერება რომ მოჰქონდეს. ბედისწერამ შეცვალა კესანეს ცხოვრებაც და თუ როგორ მოხდა ეს ვკითხოთ თავად მას.
-მე კესანე ვარ კანდელაკი დედ-მამის და ორი ძმის ნებიერა გოგო,მაღალი და როგორც აღნიშნავენ საკმაოდ მიმზიდველიც.წაბლისფერო გრძელი თმითა და თაფლისფერი თვალებით. დედა თამარ აბაშიძე.მამა შოთა კანდელაკი,ძმები ზვიად და როსტომი რომლებიც ჩემზდ ბევრად უფროსები არიან და დიდი წვრილი აქვთ ჩემს აღზრდაში მიღებული.დედა მუდამ შთამაგონებდა რომ მყვარებოდა მოყვასი, შემძლებოდა მათი პატიება და ყოველთვის ვყოფილიყავი ღირსეული და ასე მუდამ შევძლებდი მქონოდა ცხოვრების ნათელი მხარე.6 წლის ვიყავი როდესაც ვირუსი შემეყარა, რომელიც იმ წამს თითქოს არაფერი იყო, მაგრამ იმ დღიდან შეიცვალა ჩემი ფერადი და ლაღი ცხოვრებაც.
-კესანე,კესანეე-მეძახდა მეზობელი ციალა დეიდა მაგრამ არ მესმოდა და ბედნიერი მივხტოდი გზაზე.
-თამარ,თამარ ახლა დედას გადასძახა.
-რახდება ციალა?
-მოდი საქმე მაქვს.
-ხომ შვიდობაა?
-კესანეს ვეძახდი და ვერ გავაგონე,გუშინაც ასე მოხდა.არ მინდა განერვიულო, მაგრამ სმენა ხომ არ დააკლდა?
-რას ამბობ ციალა აი მოდის კესანე, კესანე მეძახის დედა და გულში ლოცულობს რომ გამაგონოს, მაგრამ უშედეგოდ.მივხტითამაშ თამაშით და ვტკბები ჩემი უდარდელი ბავშვობით.შეშინდა დედა და გადაწყვიტა ექიმთან წავეყვანე.მეორე დღეს სკოლაში არ გამიშვა და ექიმთან წავედით.
-გამარჯობათ ექიმო.
-გამარჯობათ. რამ შეგაწუხათ?
-შევამჩნიე რომ შორი დაძახებიდან არ ესმის, არ რეაგინებს,მინდა რომ სმენა შევუმოწმოთ.ჩამიტარდა გამოკვლევები და ექიმმა დამწუხრებულმა თქვა რომ 30 პროცენტი მაკლდა სმენის და საჭირო იყო მკურნალობის დროული დაწყება, რომ იქნებ აღდგეს დაქვეითებული სმენა დროულად.უჭირდა იმ დროს ჩემს ოჯახს, მაგრამ დედამ არ დანებდა, გაყიდა ოქროები და რაც კი ებადა ძვირფასი ნივთი.იქედან დაიწყო ჩემი ტანჯვაც.საშინელება იყო ყოველდღე ყურზე ნემსების კეთება, ელექტროფორეზების კეთება.მაგრამ ვითმენდი გულწრფელად და ბავშვურად .მაგრამ პრობლემა არ იყო მარტო ჩემი სმენა,ჩემს ფერად ცხოვრებას თანდათან ედებოდა მუქი ფერთა გამა. ასე ვიწვალე 1 წელი, მაგრამ შედეგი არაფერი აღმოჩნდა და საჭირო გახდა აპარატის ტარება რადგან არ მესმოდა ახსნილი გაკვეთილი,გზაზე მიმავალი ტრასპორტის ხმა და შორიდან დაძახება.შემდეგ მალევე წითელა ბატონები მხვდება და საკმაოდ რთულდება და უარესდება ჩემი მდგომარეობაც 30 დან 50 პროცენტამდე იკლებს ჩემი სმენაც.კიდევ უფრო გამოიკვეთა ჩემი მდგომარეობაც.შეიცვალა ჩემი სამყაროც,ყველაფერზე ჩავიქნიე ხელი მათ შორის სწავლაზეც,რადგან ხშირად ვერ ვგებულობდი ახსნილ გაკვეთილს,აღარ ვმეგობრობდი ბავშვებთან, თანდათან ჩამოვშორდი მათ და მოვიწყვე ჩემი სამყარო სადაც მხოლოდ მე ვარსებობდი.სულის სიმარტოვეს ვგრძნობდი ასე უმეგობროდ სრულიად მარტო,მაგრამ ჩემი ბრალი იყო მე არ მინდოდა არავისთან მეგოვრობა, რადგან სიბრალულს ვხედავდი მათ თვალებში.მე კი არ მინდოდა ვინმეს შევცოდებოდი.მასწავლებლებსაც ვეღარ ვიტანდი, რადგან არ მიყურებდნენ ისე როგორც სხვებს,არ მთხოვდნენ ისე როგორც მანამდე. ვსწავლობდი,მაგრამ არ ვაქტიურობდი,ასე ნელა-ნელა თანდათან ჩამოვშორდი ყველას და ყველაფერს.ლაღი მხოლოდ ცეკვის დროს ვიყავი, რადგან ხმამაღალ მუსიკას ვგრძნობდი, გრძნობდა ჩემი სხეული და ბედნიერი ვაყოლებდი სხეულს მუსიკის ჰანგებს.ბევრჯერ ვიგრძენი რომ მე სხვებს არ ვგავდი,რომ ჩემი ცხოვრება არასდროს იქნებოდა მშვიდი. ვგრძნობდი,რომ წინ ბევრი დაბრკოლება მელოდა და ვიცოდი ბევრი ტკივილის,დარდის და ცრემლების დამალვა მომიწევდა.ბევრჯერ ვიგრძენი ადამიანებიდან გაუთვიცნობიერებელი შეურაწყოფა როცა რამეს ვერ გავიგონებდი ,,ყრუ ხომ არ ხარ" რა ვერ გაიგონე ? და ეს არაერთხელ მომხდარა,ამის გამო მქონდა გაორებული დღეები.
ჩემში გარდატეხა ხდება
სულის გაორებას მე ვგრძნობ,
როგორც დღეს ღამე მოსდევს
სულიც ამდაგვარად ბნელობს.
ერთი მართალია ცამდე
მეორე სიბოროტეს ჩემობს,
სხეულს ანაწევრებს დარდი
სულსჰიც გაორება მეფობს.
ღმერთო გამიწმინდე სული
გულს გამოშორდი დარდო,
შენი 10 მცნება ღმერთო
რომ არ დამავიწყდეს ვნატრობ.მიუხედავათ იმისა რომ პატარა ასაკის ვიყავი, ბევრჯერ დავეცი და ბევრჯერვე წამოვდექი სრულიად მარტო და ასე ვირჩენდი სულის იარებს,ჩემს დარდს ვმალავდი ღიმილში არავინ იცოდა გულიანი სიცილის უკან რამხელა სევდა ბუდობდა, რამხელა ტკივილი. უფლის მჯეროდა და ამ რწმენით არასდროს გავბოროტებულვარ.ვამთავრებ სკოლას და სამედიცინო კოლეჯში ვეწყობი სადაც სრულიად სხვა გარემო მხვდება,გარემო სადაც ისე ვიგრძენი თავი როგორც საკუთარ სახლში,თანდათან შევიძინე საუკეთესო მეგობრები ანა და თათი რომლებიც დღემდე ჩემთან არიან.დამიბრუნდა რწმენა საკუთარი თავის მიმართ,ვიაზრებ რომ მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და არა უნარშეზღუდული.მათი დახმარებით ვიგრძენი, რომ ვიყავი ლამაზი და სასურველი გოგო და არაერთის გულის მფლობელი, მაგრამ როდესაც თმას ავიწევდი და დაინახავდნენ ჩემს ცხოვრების ნამდვილ სახეს.ვგძნობდი რომ უცრუვდებოდათ იმედი და გამირბოდნენ. უკან მობრუნებულებს კი მე აღარ ვიბრუნებდი,ჩემი სიამაყე არ მაძლევდა ამის უფლებას.
-კესანე მალე მოხვალ? მეკითხება ანა.
-აი თითქმის მოვედი, რახდება ?
-კოლეჯში აღარ მოხვიდე, სავადმყოფოში მოდი აქ ვართ პრაქტიკაზე ქირურგიულში.ჩვენ სამნი,როგორც საუკეთესო მოსწავლეები ქირურგიულში გაუშვივართ ლექტორს და აქედან იწყება კიდევ ერთი ახალი ეტაპი ჩემს ცხოვრებაში.
-კესანე 5 ნომერ პალატაში გადასხმის სისტება შეამოწმე და კითხე პაციენტს ხომ არაფერი უნდა, დროებით მარტოა. მავალებს ნელი ექიმი და მეც პალატაში შევდივარ, სადაც ახალგაზრდა ბიჭი მხვდება დაწოლილი აშკარად წუხს ჩემს დანახვაზე,რომელმაც მორიდებულად და შეწუხებული ხმით მთხოვს წყალი დავალევინო. მეც ვასრულებ მის თხოვნას და წყალს ვაწოდებ,თან მარცხენა ხელით ვეხმარები რომ შეძლოს დალევა, ვიხრები მისკენ და ჩვენი თვალები ერთმანეთს ხვდება. როგორი ლამაზი თვალები ვფიქრიბ გულში.წყალს ვასმევ, სისტემას ვამოწმებ და უკან ვბრუნდები, ანა მატყობს რომ დაბნეული ვარ,
-რახდება გოგო რა დაბნეული ბატივით დადიხარ,სიმპატიური ნახე ვინმე ?
-შენ როგორ სულ სიმპატიურები გელანდება,მაგრამ შევნიშნე რომ საოცრად ლამაზი თვალები აქვს.ორივე სიცილს ვიწყებთ,ჩვენ ხომ მუდამ უთქმელად გვესმის ერთმანეთის.
-კესანე 5 ნომერში შედი,სისტემა მოხსენი და ეს ნემსი გაუკეთე. მავალებს ისევ ნელი ექიმი,ანა კი მიღიმის და ენას მიყოფს.მეც პალატაში შევდივარ ნემსით ხელში,მას თვალები დახუჭული აქვს მგონი ძინავს. ფრთხილად ვხსნი სისტემას, მაგრამ ეღვიძება და მანათებს თავის შავ და დიდრონ თვალებს.
-ნემსის გაკეთების დროა, გთხოვთ გადადაბრუნდით.
-იმედია ჩემზე არ გადიხართ პრაქტიკას.მითხრა თავისი ბოხი მაგრამ სასიამოვნო ხმით,მეც გაოცებულმა შევხედე და ვუთხარი ირონიულად,მაგრამ ვხედავ როგორ დაეძაბა სახე.
-იმედია ნემსის არ გეშინიათ.
-მწარე წამალია?
-კი, საკმაოდ.მეც ვიწყებ მის ნერვებზე თამაშს.
-მომეხმარე,ხომ ხედავ რომ ვერ ვბრუნდები.მეუბნება უხეშად.მეც სხვა გზა არ მრჩება ვეხმარები გადაბრუნებაში და ნემსაც ვუკეთებ,აშკარაა ვერ იგრძნო ჩხვლეტა და დაეჭვებულმა მკითხა.
-უკვე გააკეთე,აკი მწარეაო? მე კი მეღიმება და პალატიდან გამოვდივარ. შესვენებაზე ანი კაფისკენ მექაჩება და გახარებული მახლის.
-დემეტრეს მოწონხარ გოგო.
-დემეტრეს? ვინ არის დემეტრე? ვკითხულობ და გაკვირვებული ვუცქერ.
-5 ნომ-პალატის პაციენტი, შენი შავთვალება პრინცი იქ წევს.წამალი შემქონდა, რომ გავიგონე ვიღაც ბიჭს შენზე უყვებოდა,ლამაზი გოგოა სხვებს არ გავს,საოცარი თვალები აქვს თითქოს დიდ ტკივილს უნდა მალავდესო.
-გაები ტოოო?
-არ ვიცი,მაგრამ ერთი ვიცი რომ საოცრად მიზიდავს.ამ დროს მე შევდივარ და აშკარად გახარებული შენ გელოდა, მაგრამ იმედი უცრუვდება ჩემს დანახვაზე.
-ეს წამალი დალიეთ და დაისვენეთ, მნახველებს აღარ აქვთ შემოსვლის უფლება. ვეუბნები და ის იყო უნდა გამოვსულიყავი,რომ შენზე მკითხა.
-მეორე ექთანს რა ქვია? მე ჩამეცინა და შენი სახელი ვუთხარი,იმედია არ გამიბრაზდები.
-კესანე.
-კესანე? რა ლამაზი სახელი აქვს, მისავით უცხო. უფრო თავისთვის ამბობს და მერე მეც მეცნობა.
-მე დემეტრე ვარ დადიანი, შეგიძლია კესანეს ნომერი მომცე?
-დიდი იმედი მაქვს,რომ ნომერი არ უთხარი.
-არა,უარი ვუთხარი და გამოვედი პალატიდან. აი ასეა ჩემო კესანე გაგეხსნა ბედი.
-ბედი არა,წამოდი რამე ვჭამოთ.
-კესანე სულ სხვანაირი ხარ,მოგწონს?
-ჯერ ადრეა ანნ მოწონება, არ მოწონება. უბრალოდ საოცრად ლამაზი თვალები აქვს ხომ იცი ჩემთვის პირველი თვალებია და იმ თვალებში დანახული სისუფთავე.შესვენება დასრულდა,სავადმყოფოში დაბრუნებულებს ექიმი ახალ დავალებას გვაძლევს რომ ჭრილობა უნდა დავამუშაოთ და შემდეგ გადავახვიოთ. თითქოს ყველამ პირი შეკრა და ისევ მე 5 ნომერ პალატაში გამაწესეს.მის პალატას რომ მივუახლოვდი, მუხლებში სისუსტე ვიგრძენი,მაგრამ ძალა მოვიკრიბე და კარი შევაღე.დემეტრეს გარდა სხვა პაციენტიც მოეთავსებინათ ,საერთო სალამს ვამბობ და მის საწოლთან მისული ხელთათმანებს ვირგებ.
-დღეს რა მისიით ხარ?
-ბატონო?
-ისევ ნემსი უნდა გამიკეთო?
-არა, თუ შეიძლება მაისური აიწიეთ რომ ჭრილობა დაგიმუშავოთ.
-დამოუკიდებლად ვერ მოვახერხებ შეგიძლიათ დამეხმაროთ? მე სხვა გზა არ მრჩება და მისკენ ვიხრები, ვგრძნობ როგორ ეხორკლება კანი და ღრმად ჩაისუნთქა ჩემი თმების სურნელი.მეც დავიბენი,მაგრამ როგორღაც ვახერხებ რომ შევასრულო ჩემი დავალება და გულ ამოვარდნილი სასწრაფით ვტოვებ პალატას.ინტუიცია მკარნახობს რომ ახალი ამოცანის წინაშე მაყენებს ცხოვრება.
შუალედურები გვაქვს და მთელი გულის ყურით კონსპეკტებისკენ ვარ გადართული,მაგრამ დრო და დრო მახსენდება დემეტრე მისი შავი უძირო თვალებით.თავს ვაქნევ და ვახერხებ რომ მოვერიო ჩემში წამოჭრილ ფიქრებს და მინდა ისინი გავაქრო.მორიგე კონსპექტი გადავდე,უკვე დაწოლას ვაპირებდი რომ ტელეფონის ხმამ დამირღვია მყუდროება,უცხო ნომერია ვუპასუხო?არა,არ ვპასუხობ,მაგრამ უკვე ზარი მოსაბეზრებელი ხდება და რაც შეიძლება თავშეკავებულად ვპასუხობ.
-გისმენთ.
-გამარჯობა ყვავილო, როგორ ხარ?
-გამარჯობა, მაგრამ ვერ გიცანით.
-დემეტრე ვარ.
-რომელი დემეტრე.დავიბენი და აზრები დამეფანტა.
-5 ნომერ პალატიდან.
-აა დემეტრე? და ჩემი ნომერი საიდან გაქვთ?
-ბევრი ვეცადე და მოვახერხე კიდეც, ძალიან მინდა რომ ვიმეგობროთ და შემდეგ..
-ზოგადად უცხო ადამიანებს მე ვერ ვუწოდებ მეგობარს,ვერც იმას დაგპირდები რომ დაგიახლოვდებით.
-რატომ? ხომ შიძლება დაგირეკო მოგიკითხო ხოლმე,დიდი იმედი მაქვს რომ შენი გული თავისუფალია.
-ჩემი გული თავისუფალია,მაგრამ ბევრი სამეცადინო მაქვს და უნდა დაგემშვიდობო.ვუთიშავ ტელეფონს და სარკეში ჩემს თავს ვუცქერ,ერთიანად აწითლებული ვარ.ვახერხებ დამშვიდებას,მაგრამ საოცრად მაფორიაქებს მისი ხმა.როგორღაც შევძელი და ჩამეძინა,დილის ძილი საოცრად მიყვარს, მაგრამ ტელეფონის ხმა მაღვიძებს რომელიც შეუჩერებლად რეკავს,გაბრაზებულმა ავიღე ტელეფონი და რაც შემეძლო ჩავყვირე.
-ალოოო, არ მაინტერესბს ვინ ხარ ჩემი ძილის გატეხვას არავის ვპატიობ.
-და თუ მე ვარ? მესმის დემეტრეს ხმა.
-არც შენ,საათი სახლში არ გაქვს?ვუყვირი გაბრაზებული,რადგან ისედაც გვიან დავწექი და ჯერ კდევ 8 საათი არც იყო სრულად.
-კარგი რა ამ ერთხელ მაპატიე,მინდა დღეს რომ შევხვდეთ ერთმანეთს.საწოლზე წამოვჯექი და ვფიქრდები,ჩემდა უნებურად რატომ არ ვიცი და მასთან შეხვედრას დავთანხმდი.
-კარგი შეგხვდები.
-მაშინ 5 ს-ზე მოედანთან მოდი, კარგი?
-კარგი მოვალ, დროებით.ტელეფონს ვთიშავ და ნელნელა ვიწყებ მზადებას,უბრალოდ მაგრამ დახვეწილად ვიცმევ და მხოლოდ მკრთალ მაკიაჟს ვიკეთებ.იმ დღეს დღე სწრაფად გავიდა და ჩვენ ერთმანეთს შევხვდით,შეხვედრამ სასიამოვნოთ ჩაიარა. კარგი მოსაუბრე აღმოჩნდა,მასთან ყოფნისას ბევრი საერთო ვიპოვეთ ერთმანეთში,მაგრამ რაღაც მაბრკოლებდა,ის რაღაც რაც ღრმად იყო ჩემში გამჟდარი.ეჭვები მკლავდა თუ როგორ მოიქცეოდა, როდესაც გაიგებდა ჩემს ტკივილს.კიდევაც დავაპირე თქმა, მაგრამ ვერ გავბედე.არ ვიცი რატომ,მაგრამ ეს პირველი შემთხვევა იყო რომ დავმალე.თუმცა დიდხანს ვერ შევძელი, როგორც კი დაიწყო საუბარი მოწონებაზე მე მას ისევ ვთხოვე შეხვედრა და ისიც გახარებული დამთანხმდა.ვნერვიულობდი,გადაწყვეტილი მქონდა სიმართლე მეთქვა და გაბედულად შემეხედა მისთვის.
-გამარჯობა დემეტრე
-გამარჯობა, კესანე რახდება რა სახე გაქვს,მოხდა რამე?
-მინდა დაგელაპარაკო, სიმართლე მინდა იცოდე.
-გისმენ,რა სიმართლე.
-მოკლედ დემეტრე.ვხედავ რომ ჩვენ მხოლოდ მეგობრები ვერ ვიქნებით, რომ შენიდან სიმპატიებიც მოდის, მინდა გითხრა რომ მე სხვებს არ ვგავარ.
-ვიცი,რომ სხვებს არ გავხარ კესანე.მითხრა ღიმილით,იმ ღიმილით რომელიც მე მაბნევდა. -არა,მომისმინე.მე მაქვს ნაკლი,ხო "ნაკლი" როგორც ამას სხვები უწოდებენ. მე არ მესმის ისე როგორც შენ ან იმ ოფიციანტს,მე ვატარებ სმენის აპარატს და თმას მაღლა ვიწევ.
დავინახე როგორ გაუფითრდა სახე ,გაუფართოვდა თვალები, დაიბნა და ვერ გაიგო რა ეთქვა.
-კი მაგრამ შენ რომ არაფერი გეტყობა?
-რაუნდა მეტყობოდეს?
-ზოგადად ეგეთებს მეტყველებაზე ეტყობათ.
-კი ეტყობათ, მაგრამ მე მაშინ დამემართა როცა უკვე ვიცოდი გამართულად საუბარი და არც თუ ისე პატარა ასაკის ვიყავი.
-არ ვიცი რა გითხრა, ვაღიარებ რომ ძალიან დამაბნიე.
-სათქმელი არაფერია, მეჩქარება ნახვამდის.ვდგები და მოვდივარ და მას ვტოვებ ფიქრებში.
გადის დრო, დემეტრე მის მერე აღარ გამოჩენილა და მეც დავრწმუნდი რომ სწორად მოვიქეცი, მაგრამ ძნელი აღმოჩნდა იმედის გაცრუება და დავრწმუნებით ვიცოდი, რომ გამიჭირდებოდა ჩემი სულის ადამიანის პოვნა ვინც დავიდოდა ჩენს გულის ღრმა ჭრილობამდე,რომ მხოლოდ ჩემი სილამაზე არ მოეწონებოდა, მიმიღებდა და შემიყვარებდა ისეთს როგორიც ვარ.დრო თითქოს გაჩერდა,ერთფეროვანი დღეების ხანა იწყება ჩემს ცხოვრებაში, გამოცდებს ვამთავრებ და კურსის დახურვას კლუბში ავღნიშნავთ. საოცრად ლამაზად გამოვიყურებოდი, თმა დავიხვიე შავი მოკლე კაბა იდეალურად მადგა ტანზე და განსაკუთრებულად ლამაზად კვეთდა ჩემს გრძელ ფეხებს.კლუბში მივედი და ყველა გაოცებული მიცქერდა,მე კი ღიმილით ვაგრძელებდი წინ გზას.
-ვა დაო რა ლამაზად ხარ შოკკკკკ-მეგებება ანა და მეხვევა
-ჩემო მიმზიდველო გოგო, შენც ულამაზესი ხარ.უეცრად მატრიალებს მისკენ და მეუბნება.
-კესანე აქ დათოს მეგობარი დემეტრეა.
-დემეტრე?
-რომელი დემეტრე ანა.
-ის დემეტრე საავადმყოფოდან.
შენ რატომ ნერვიულობ მერე რა, ის ხომ ჩემი წარსულია ანა მე კი მათ არ ვუბრუნდები ვისაც ჩემს კითხვაზე პასუხი არ აქვთ,ხომ იცი შენც ეს? საუბარში ვუახლოვდებით მეგობრებს, საერთო სალამს ვამბობ და ჩემს ადგილს ვიკავებ.ვგრძნობ როგორ ხარბად მათვალიერებს დემეტრე შორიდან,შემდეგ მოდის და მესალმება.
-კესანე გამარჯობა,როგორ ხარ?
-კარგად გმადლობთ,თქვენ?
-მეც კარგად,რახდება ნაწყენი ხარ? შევხედე და მივხვდი რომ ნასვამი იყო და აზრი არ ქონდა მასთან საუბარს. ამ დროს თათი მოდის და საცეკვაოდ მივყავარ,იცის რომ ახლა ყველაზე მეტად მჭირდება ცეკვა, ცეკვა ჩემში სულამდე აღწევს და მთელი სხეულით ვიძირები მუსიკს ჰანგებში,ვცეკვავ თავ-დავიწყებით და მუსიკაც დასრულდა. ვგრძნობ რომ სრულიად მარტო ვიდექი ჩემს გარშემო შეკრულ წერეში და მეც გადავავლე თვალი მათ გაოცებულ და აღფრთოვანებულ გარემოს,ყველა ტაშს უკრავს და დემეტრეს გაოცებულ თვალებს ვაწყდები,მე კი მადლობას ვიხდი და გამარჯვებული ღიმილით მივდივარ კარისკენ.ვიცი დაბრუნდება,ამას მისი თვალები ამბობს მაგრამ მე მას უკან აღარ დავაბრუნებ.
იმდენად დატვირტული გრაფიკი მაქვს, რომ ფიქრისთვის დრო საერთოდ აღარ მრჩება.კოლეგებიც ძალიან კარგები და თბილები აღმოჩდნენ. სახლში მიმავალი ხშირად ვხედავ დემეტრეს ჩემს სამსახურთან,ერთი ორჯერ შემოიარა კიდეც უფროსის ახლობელი აღმოჩნდა, მაგრამ მე თავს ვარიდებ ვცდილობ არასდროს შევხვდე ახლოს.ვგრძნობ ხოლმე მის დაჯინებულ მზერას, მაგრამ არ ვაქცევ ყურადღებას. ზოგჯერ გამექცევა მზერა მისკენ და ისიც თვალებით ბოდიშს მიხდიდა,განა ჰქონდა რაიმე საბოდიშო? ანდა დააშავა რამე? არა არაფერი მისი რა ბრალი იყო ჩემი ასეთი ყოფა.ისევ მე შევცდი და ალბათ თავიდანვე უნდა მეთქვა, რომ მოწონებამდე არ მისულიყო საქმე.ახლა კი ვერ მელევა, იზიდავს ჩემი სხეული, ჩემი სულიერი სილამაზე როგორც ეს დათოსთვის უთქვამს. -"მიზიდავს მისი სილამაზე მისი ბავშვური კისკისი, მაგრამ..." და ეს მაგრამ იყო ყველაფრის აზრი და არსი, და ეს მაგრამ იყო ის დიდი ბარიერი რომლის გამოც ვერ მოვიდოდა ვერასდროს ჩემამდე.
-კესანე ეს საბუთები უფროსს შეუტანე, ხელს მოაწერს და ისევ მომიტანე მავალებს ნანა ექიმი.მეც მივდივარ,კარზე ვაკაკუნებ და შევდივარ იქ კი დემეტრე მხვდება.მე მხოლოდ საბუთებს მაგიდაზე ვაწყობ და უთქმელად ვაპირებ გამოსვლას ,რომ წინ მიდგება და მაჩერებს.
-კესანე.
-გამატარე.
-როგორ შეგიძლია ასე ცივად მომექცე, იმ ყველაფრის შემდეგ.
-ყველაფერიიი? და რას გულისხმობ ყველაფერში? მგონი როგორც მახსოვს,არც იმედი მომიცია თუნდაც მეგობრობაზე.მე ყველაფერი გულახდილად გითხარი და პასუხიც შენი დუმილით გავიგე,ასე რომ ახლა გზიდან ჩამომეცალე და გამატარე.
-კესანე გთხოვ,ასე ნუ მექცევი საოცრად მიზიდავ ვგიჯდები შენზე. ცდილობს მომეხვიოს, მაგრამ როგორღაც ვახერხებ ხელს ვკრავ და მთელი ხმით ვყვირი.
-არაკაცი ხარ,გამატარე. არ მახსოვს როგორ გამოვედი ექიმის კაბინეტიდან და უმისამართო გავრბივარ მანამ სანამ ეკლესია არ დავინახე, შევდივარ და მუხლებზე ვეცემი ღვთისმშობლის ხატთან.
-რატომ უფალო, რატომ მტკივა მუდამ ასე. სულ ასე რატომ ხდება ჩემს ცხოვრებაში,ნუთუ ასე ძნელია ამ ტკივილის შემსუბუქება? ტირილით გულს ვიოხებ და წამოვდექი,სახლში მისულს ჩემი ძმა მამჩნევს რომ ნამტირალები ვარ.
-კესანე?
-არაფერი მკითხო.
-შენ რა იტირე? ვინ გაწყენინა უნდა მითხრა.
-არაფერია, უბრალოდ თვალები მეწვის. ვიტყუები და თვალებს დაბლა ვხრი.
-კარგი რა,კესანე როდის მერე დაიწყე ტყუილების თქმა,თუ მე არ მენდობი? ვეღარ გავუძელი ჩემი ძმის თვალებში დანახულ სევდას და მოკლედ ვუყვები რაც მოხდა,მაგრამ მოვტყუვდი,ის სახლიდან გაბრაზებული გარბის, მე კი არ მინდა ჩემს გამო ვინმე დაშავდეს ან რამე მოხდეს.შუაღამეს ბრუნდება სახლში და რომ მხედავს ანერვიულებულს, მოდის და მეხუტება.
-ხომ იცი რამდენად ძვირფასი ხარ შენ ჩემთვის,ამის თქმა ვიცი რომ არ გჭირდება,ამიტომ არ დავუშვებ ვინმემ გატკინოს.დრო სწრაფად გადის ზაფხულიც მიიწურა შემოდგომაც მოგვადგა კარზე და როგორ არ მიყვარს ეს დრო.
დედამიწას რომ ჩაუცვამს ჭრელი კაბა,
ზოგან მწვანე, ზოგან ყვითლად ნაქარგია.
შემოდგომის ქარი არის რომ დაჰბერავს
ხეებს ტოვებს შიშველს სულის ანარქიად.
მე არ მიყვარს შემოდგომის ფოთოლცვენა,
შიშველ ხესთან ჩემი თავი მესახება.
სული ჩემი მარტოობით რომ საზრდოობს,
სულ კენტად დგას უფოთლებო,შიშველ ხესთან.
ველოდები გაზაფხულის მზეს მცხუნვარეს,
რომ გაათბოს სული თავის სხივთაფერით.
შემოდგომა კიდევ უფრო შევიძულე მამის სიკვდილის შემდეგ, თითქოს შემოდგომის ბრალი ყოფილიყოს რამე. დილის რიტუალებს ვამთავრებ და სამსახურში წასასვლელად ვემზადები, მამა რომ გამოდის ოთახიდან
-მიდიხარ მა?
-მივდივარ მამიკო,გინდოდა რაიმე?
-არა მამას გოგოვ, ხომ იცი როგორ ძალიან უყვარხარ მამას ჩემო ერთადერთო. განსაკუთრებით დიდ ხანს მეხუტება მამა,მეც ვუკოცნი მის ლამაზ სახეს და ღიმილით ვიშორებ მის ხელებს,სამსახურში მისულს კი უამრავი საქმე მხვდება და დრო ისე გადის ვერც კი ვგებულობ,შუადღეს დედა მირეკავს და მიკვირს.
-ხო დე.
-კესანე მამა სავადმყოფოში მიგვყავს.მესმის დედის ტირილი და ტანში სიცივე მივლის.
-მომწერეთ სად მიიყვანთ და მეც მალე მოვალ დე.მივრბოდი,არც მიფიქრია ტაქსი ამეყვანა და ასე სირბილით შევდივარ სავადმყოფოში, მამა ბლოკში შეყვანილი მხვდება, დრო იწელება და ექიმის სახეს რომ ვხედავ ვგრძნობ რომ ცხოვრებამ ახალი ტკივილი გამოიმეტა.მხოლოდ იმას ვახერხებ რომ მტელი ხმით ვყვირი.
-მამააააააააა.ამ ამოძახილს ვაყოლებ ჩემს ტკივილს,რომელიც წამიერად მიყუჩებს იარას,მაგრამ თანდათან თვალს მიბნელდება როცა ექიმის ხმა მესმის.
-ვწუხვარ.მძიმე დღეები აქვს ჩემს ოჯახს ცრემლის, ტკივილის და გოდების. განსაკუთრებით უჭირს დედას მან ხომ ცხოვრების ნაწილი დაკარგა, მისი მეორე ნაწილი.დრო არ კურნავს იარებს,ის უბრალოდ ტკივილთან ერთად ცხოვრებას გვაჩვევს.არ ვიცი რამდენი დღე გავიდა,მე სამსახურს დავუბრუნდი და ერთ დღესაც სოც ქსელში შესულს შეტყობინება მხვდება.
-გამარჯობა ლამაზ-თვალებავ, როგორ ხარ? უცნაური გრძნობა დამეუფლა და მეც მის პროფილზე გადავედი, ზვიად ტუკვაძე.უცნობი საოცრად მიმზიდველი გარეგნობის აღმოჩნდა, მაღალი ქერა თმით და მწვანე თვალებით.საოცრად მიმზიდველი ღიმილით მიმზერდა ფოტოდან და ვიტყვი, რომ მე მისმა ღიმილმა მომნუსხა.გავბედე და გავეცანი, იმ დღიდან მოყოლებული ხსირად ვმესიჯობდით. საოცარი მოსაუბრე არმოჩნდა ყველაფერში რომ ვუგებდით ერთმანეთს.
-კესანე ძალიან მომწონხარ, საოცარი ადამიანი ხარ.
-ზვიად ჟერ რაღაც მინდა გითხრა და ეს შენი გადასწყვეტია,ისედაც დიდი ხანია ვწვალობ და ვერ გეუბნები სიმართლეს.
-გისმენ,მაგრამ მინდა იცოდე რაც არ უნდა მითხრა მე აზრს არ შევიცვლი.
-მე სმენა მაქვს დახშული, კარგად არ მესმის ამიტომ სასმენ აპარატს ვატარებ. ეს დავწერე და ჩათი გავთიშე,რადგან შემეშინდა პასუხის წაკითხვის ან საერთოდ მომწერდა კი? ორი დღე,მთელი ორი დღე ვერიდებოდი სოციალურ ქსელში შესვლას და როგორც იქნა გავბედე,გავხსენი და აი შეტყობინებაც დამხვდა.
-მერე რა მოხდა? დასაფასებელია შენი გულახდილობა,მაგრამ ჩემთვის მთავარი შენი სულის სილამაზეა.არ ველოდი ასეთ პასუხს და ბედნიერებისგან ვტიროდი, როდესაც მისი პასუხი წავიკითხე.შეხვედრა დავთქვით და არ ველოდი,რადგან საოცარი იყო ჩვენი შეხვედრა იუმორით და სასიამოვნო საუბრით გაჯგენთილი. ვხედავდი მის აციმციმებულ თვალებს და გული უცნაურად ფრიალებდა,ასეთი რამ არასდროს განმიცდია.იმ დღის შემდეგ,ჩვევად გვქონდა ძილის წინ საუბარი და დამშვიდობება, იმაზე ვკამათობდით თუ რომელს უნდა გაეთიშა პირველი. მორიგე ასეთი საუბრის დროს, კიდევ ერთხელ იცვალა ჩემმა ცხოვრებამ ფერი,ის მღეროდა მთელი მისი არსებით,იმდენად ტკბილი ხმა ქონდა რომ სუნთქვა შეკრული ვუსმენდი და სხვა განზომილებაში გადავდიოდი.სიმღერით მიხსნიდა სიყვარულს და ყველა ემოციამ იფეთქა ჩემში,რას ვგრძნობდი? სხეულის სიმსუბუქეს და ვგრძნობდი ძარღვებში როგორ სწრაფად მოძრაობდა სისხლი,და გული? ჩემი გული კი ორმაგად ცემდა. თითქოს სხვა ფერი მიიღო ჩემმა ცხოვრებამ,ბედნიერი ვიყავი ისეთი ბედნიერი რომ სიტყვებითაც კი ძნელი იყო მისი გადმოცემა.სათქმელი ბევრი მქონდა, მაგრამ ოხ ეს ქალური ეშმაკობები.
-სასიამოვნოდ მღერი, საოცარი ხმა გაქვს.
-მხოლოდ მაგას მეტყვი და მეტს არაფერს?
-რა უნდა გითხრა.თვალები მოვარიდე,ნიკაპზე ხელი მომკიდა და მითხრა.
-შემომხედე,ჩემი გული შენ გეკუთვნის უკვე კესანე,მინდა რომ ჩემი დარჩენილი ცხოვრება შენთან ერთად გავლიო, მინდა რომ შენ იყო ჩემი შვილების დედა, მინდა ყოველი დილა შენი თვალებით მინათდებოდეს,მიყვარხარ კესანე.გაბედულად შევხედე და ღიმილით ვუთხარი.
-მეც მიყვარხარ, ხო რაოდენ დაუჯერებელია მაგრამ შემიყვარდი ამ მცირე დროში, მოდი ჩემს გულამდე და ჩემში შენ შეავსე მისი ყველა ის ცარიელი უჯრედი.ზვიად მე უზომოდ ბედნიერი ვარ და მადლობა უფალს რომ გიპოვე.
-მე გიპოვე პირველმა და შენ დღეს ჩემს გამოწვდილ ხელს,ხელი გამოუწოდე.მიყვარხარ.
იყო პირველი ახალი წელი ერთად, შემდეგ ბედობა და ჩვენ სამუდამოდ დავიბედეთ ერთმანეთი.რესტორნიდან გამოსულები ხელ ჩაკიდებულები მიუყვებოდით ქუჩას და ვტკბებოდით სიჩუმით რომელიც ყველაფრის მთქმელი იყო,უცებ მოტრიალდა და ჩამეხუტა იმდენად ძლიერ რომ ჩემი ნეკნების გატკაცუნებაც კი გავიგონე.
-მიყვარხარ კესანე და უზომოდ მაბედნიერებ შენი არსებობით,თითქოს ახლა შევიცანი სამყაროს სილამაზე და ეს სამყარო შენი თვალებია,სუფთა და წმინდა,შენი ღიმილი მე რომ საოცრად მიყვარს,შენი ტუჩები რომლებიც მორცხვად მაგრამ ეშმაკურად მიმზერენ და არ შემიძლია არ შევიგრძნო მათი გემო. მე გაბრუებულმა არ ვიცოდი რა მეპასუხა და მორცხვად დავხარე თავი,თავი ამაწევინა თვალებში ჩამხედა და თითქოს თანხმობა ამოიკითხაო და ნაზად მეამბორა. ჩემი გამოუცდელობა შეამჩნია ალბათ,რადგან ჩაეღიმა. მე კი ამ დროს სრულიად სხვა გალაქტიკაზე დავდიოდი შემოვიფრინე მთელი სამყარო და მუცელში პეპლების ფარფატსაც ვგრძნობდი.
-შენ ჩემი ხარ,ჩემი პატარა ქალი, ჩემი ბედნიერი წლები.დრო მიდის, დღეები ერთმანეთს აღარ გავდნენ და გაფერადნენ, გაცისკროვდნენ.მეც შევიცვალე, შემცვალა სიყვარულმა. უფრო გავლამაზდი და სულიც დამშვიდდა, რადგან სულის აურა და შინაგანი აურა სხეულზე ყოველთვის აისახება.თუმცა ზოგჯერ შიში მაინც გამკრავდა ხოლმე და ვფიქრობდი რომ ილუზია არ ყოფილიყო,მაგრამ საკმარისი იყო მისი ხმის გაგონება რომ შიში ჯანდაბაში გადამესროლა. იყო პატარ პატარა განშორებებიც მაშინ როდესაც მას უწევდა დროებით ქვეყნიდან გასვლა, მაგრამ ეს კიდევ უფრო აძლიერებდა ჩვენს სიყვარულს და უფრო მჭიდროს ხდიდა.
-დადუ ჩამოვედი. შემხვდი, მნიშვნელოვანი რაღაც მაქვს სათქმელი.
-უკვე დაბრუნდი?არ გელოდი ჯერ.
-მოხვალ?
-მოვალ.ვეუბნები ბედნიერი და მოწესრიგებას ვიწყებ,ჩემს გრძელ თმას ვივარცხნი და ვიშლი, მას საოცრად უყვარს ჩემი თმა და მთხოვს რომ მუდამ გაშლილი ვატარო.გზიდან ვურეკავ და არ იღებს ტელეფონს, უკვე მერამდენედ ვრეკავ ის კი არადა არ პასუხობს და ბოლოს თიშავს საერთოდ.მე კი ადგილზე მისული ვწრიალებ , ის კი არადა არ ჩანს. ნეტავ რა უნდა ეთქვა რა არის ასეთი მნიშვნელოვანი ან რატომ გამითიშა,რატომ არ მოდის.რახდება ნეტავ, სული აფორიაქდა.ფიქრით თავი მტკივდება და ვცდილობ მოვერიო ფიქრებს და ცუდზე არ ვიფიქრო.იქვე ტაძარში შევდივარ და საბოლოოდ ვტყდები ხატის წინ დაჩოქილი ისევ ისეთი უსუსური და ცრემლიანი თვალებით ვდგავარ.
-რახდება უფალო,ისევ ტკივილი? ისევ ცრემლები? არ მკმაროდა?რატომ ხდება ასე როდესაც ძალიან ბედნიერი ვარ მაშინ რატომ მოდის ტკივილი ჩემთან,გთხოვ შემეწიე უფალო და თუ ისევ უნდა დავეცე მომეცი ძალა წამოდგომის.
თვალებს ვიმშრალებ და ვიტომ არაფერი,გამოვდივარ ტაძრიდან და ჩაფიქრებული მივუყვები გზას .
-კესანეეეე.მესმის ჩემი სახელი და უკან ვიხედები,ჩემს წინ ზვიადის მეგობარი გიო დგას.
-რა გჭირს, რა ხანია გეძახი ხომ მშვიდობა გაქვს. როგორ ხარ,თვალებზე რა დაგემართა იტირე?
-გიო? კარგად ვარ,შენ როგორ ხარ.
-არამიშავს,ზვიადი ვნახე დილით და ჩემთან დავტოვე შენთან უნდა მოსულიყო,შეხვდი უკვე?
-არა არ მინახავს, ტელეფონსაც არ იღებს.
-ალბათ დაუჯდა, უეჭველი დაეძინა ისეთი დაღლილი იყო. მოიცა ერთი წუთით.მითხრა და ტელეფონი ამოიღო.
-დე სახლში ხარ? ზვიადი მანდაა?ასეც ვიფიქრე,გააღვიძე და უთხარი სასწრაფოდ ნახოს კესანე ელოდება იქ სადაც უნდა შეხვედროდა,უკვე მიდის სახლში.ვერ წარმოიდგენთ რა დამემართა,ბედნიერებისგან ჩემი ფიქრების შემრცხვა და როგორც იქნა ჩემს ტელეფონზე ნანატრი ზარიც დაფიქსირდა
-დადუ გთხოვ მაპატიე,ჩამძინებია დაღლილს.სად ხარ, სად გნახო?
-ისევ იქ სადაც ყოველთვის.მალევე მოვიდა და გულამოვარდნილი მხვევს მის უზარმაზარ მკლავებს და მმალავს მასში.
-მაპატიე,მაპატიე რომ გალოდინე და შეგაშინე. გთხოვ მაპატიე კესანე.
-კარგი არაუშავს. ვპასუხობ და ვცდილობ თვალები ავარიდო, მაგრამ ხვდება,რომ ნამტირალები ვარ.
-გთხოვ არასდროს იტირო,შენი ცრემლები მატკენენ ყველაზე მეტად გულს,ვერასდროს ავიტან შენი თვალები ცრემლიანი რომ ვნახო.
-რა უნდა გეთქვა,რა იყო ჩვენი შეხვედრის მიზეზი.
-შენთან შეხვედრას მიზეზი ჭირდება კესანე?
-არა,მაგრამ.................
-არავითარი,მაგრამ წამო სადმე დავჯდეთ და გეტყვი.რესტორანში შესულები ადგილს ვიკავებთ, შეკვეთას ვაძლევთ და ველოდებით. ზვიადი დგება და დიჯეისტან მიდის და იქედან მიკროფონით ხელში სიმღერას იწყებს.სიმღერის დასასრულს კი ამბობს.კესანე გამომყვები ცოლად და გახდები ჩემი შვილების დედა?ბედნიერებისგან ცაში აფრენილი ღრუბლებში დავნავარდობ და სიხარულით ვთანხმდები,ჩემთან მოდის ბეჭედს მიკეთებს და გულში მიკრავს.ვიწყებთ ქორწილისთვის მზადებას,საპატარძლო კაბა და მაკიაჟი,დიდი მღელვარება ჩემს სულში,რადგან ახალ ცხოვრებას ვიწყებ.სრულიად ახალ გარემოში.მაგრამ არ მეშინია რადგან გვერდით მყავს ძლიერი საყრდენი, რომელთან ერთად ყველაფერს შევძლებ.როგორი იყო ჩემი ქორწილი? ჩემთვის საოცრად ფერადი, უდიდესი მუხტის მატარებელი, ყველაზე დიდი და მსუყე, ბედნიერებით სავსე დღე რომელიც სამუდამოდ დარჩა ჩემს მეხსიერებაში ფერადი ფერებით.ვიდექი თეთრი კაბით უფლის წინაშე და ბედნიერების ცრემლები კიაფობდა ჩემს თვალზე,ალბათ ყველაზე ფერადი ვიყავი ამ დღეს.
-მადლობა უფალო, ამ ბედნიერებისათვის,ამდენი ტკივილის მერე ამ წყალობისათვის. როცა მუდამ ტკივილით სავსე ვიდექი შენს წინაშე ახლა კი ბედნიერი ვდგავარ,ეს იმ ტკივილს ფასად მივიღე რაც გამოვიარე.მადლობა უფალო და გთხოვ მომეცი ძალა რომ სიცოცხლის ბოლომდე ვზიდო ის უღელი რასაც ცოლქმრობა ჰქვია და შევძლო მუდამ გავხადო ბედნიერი ჩემით ჩემი საყვარელი ადამიანი.ვბუტბუტებ გულში და ჯვრისწერაც მთავრდება,ქორწილი სოფელში გვაქვს იქ სადაც ზვიადი დაიბადა, გაიზარდა და სადაც არის ის კერა რომელიც მას რომ ძალიან უყვარს. უზარმაზარი სეფა ყვავილებით იყო მორთული,თითქოს ყვავილების ბაღნარში ვიყავი ისეთი სურნელი ტრიალებდა გარშემო.აქ იწყება ახალი ერა ჩემს ცხოვრებაში და აქვე დამთავრდება ალბათ როცა უფალთან წავალ, როცა უკვე დრო მოვა.გვიანი იყო მაგრამ ხალხი ისევ მხიარულობდა,ჩვენ კი გავიპარეთ. გავიპარეთ იქ სადაც პირველად შეერთდნენ ჩვენი სხეულები და ერთი მთლიანი გავხდით.ბედნიერებას ბედნიერება მოსდევს როცა ვგებულობთ რომ მალე მშობლები გავხდებით,პატარა გოგოსი ან ბიჭის.ღმერთო როგორ მეშინია ამდენი ბედნიერების, არ მინდა ისევ დავბრუნდე იმ დროში როდესაც სული მარტოობის სკივრში იყო მიმალული.მალე გადის ბედნიერი 9 თვეც და ჩვენი გოგო იბადება, ჩვენი ბარბარე მაგრამ სამშობიარო ტკივილი და ძალა ყურზე გადადის და ჩემი სმენაც სადღაც იკარგება,აღარაფერი მესმის არც ჩემი ბიჭის ხმა არც შვილის ტირილი და
მივალ, მივყვები სინანულის მე გრძელ ხეივანს,
გზაში რომ მხვდება ჩემი გულის ყველა იარა.
სულში გრძნობების ატომური ბომბი აფეთქდა,
და ყველა განცდამ კადრებივით ჩამომიარა.
სულში ბობოქრობს სევდით სავსე დიდი ფიალა,
გულში რომ წვეთავს და არ რჩება წვეთი სასმელის.
კედლებს გრძნობები წკაპაწკუპით ეხეთქებიან,
და არ აძლევენ შეხორცების საშველს იარას.
თურმე ამ ქვეყნად უბედობის დამყვა მე ბედი,
აი სამყაროს დასასრულიც თითქოს გამოჩნდა
და მე არ ვიცი რა მომელის, ან სად მომელის
ყველა კუნჭული ამ ცხოვრების რომ დავიარო,
იქნებ ვიპოვნო სადმე სხივის ის ნაპერწკალი.
ანდაც მალამო ამ ტკივილის შესახორცებლად,
ჩემი გრძნობების და ტკივილის ეს ხეივანი
უსასრულოდ გაიწელა, გზა გახდა ძნელი.
მივდივარ, ვუწყობ მე ფეხს ჩემს გულის ძახილს,
იქნეb ვიპოვნო ის წერტილი ახლიდან ათვლის.
ჩემი ცხოვრება ერთიანად იცვლება და მთელ დღეებს ტირილში ვატარებ,არ მესმის ჩემი შვილის ტირილი,არ მესმის მისი ღუღუნი. დავხუჭავ თვალებს და მუსიკას ვრთავ გონებაში და ისე ვმღერი იავნანას, თან ვტირი ასეთი არსებობის გამო. როცა ყველაზე ბედნიერი უნდა ვიყო მაშინ იცვლება ყოველთვის ჩემი ცხოვრების სცენარი.იქნებ მოხდეს სასწაული და სმენა დამიბრუნოს უფალმა რომ გავიგონო შვილის ხმა, ჩემი ბიჭის დაძახება და ჩიტების ჭიკჭიკი. წვიმის წვეტების ხმა და ქარის შრიალი, ახლა კიდევ უფრო მეტად დავაფასე სამყაროს მშვენიერება.
ერთ დღეს ზვიადი მთხოვს რომ ჩავიცვა და მისი პირის მოძრაობით ვხვდები ამ ყველაფერს და სადღაც მივყავარ, რადგან გზას ვერ ვცნობ.არც ვეკითხები თვალებს ვხუჭავ და დაღლილს მალე მეძინება. როცა თვალს ვახელ საოცარი სილამაზე გადაიშალა,ირგვლივ სულ სიმწვანე იყო.
-სად ვართ? თვალებით მანიშნა გადმოდიო და მეც გადავედი მანქანიდან,უკან გავყევი და ვიცანი,ყინწვისის მამათა მონასტერი.ეს არის ადგილი სადაც არაერთი სასწაული მოხდა და მომავალში კიდევ მოხდება.ეკლესიის გვერდით კოშკი იდგა, ზვიადი ხელს მკიდებს და შიგნით შევდივართ.რიგს ვიკავებთ,სხეული მიკანკალებს და ვგრძნობ ჩემში რაღაც ბობოქრობს, მეშინია იქ შესვლის. უკან ვიხევ, მაგრამ ზვიადი არ მანებებს და კარისკენ მივყავარ.
შიგნით შესულს სანდომიანი სახით მხვდება მამაო,მის წინ ვიჩოქებ და თავზე ხელს მადებს და ლოცვას იწყებს და ერთიანად ვკანკალებ.თანდათან მეხსნება სიმძიმე და სიმსუბუქეს ვგრძნობ და სასწაული მოხდა,შორიდან ხმა მესმის,ხმა რომელიც თანდათან ახლოს მოდის და მესმის " მამაო ჩვენო"-ს ლოცულობს მამაო. თავიდან მეგონა ფანტაზია იყო, მაგრამ როდესაც გავიგონე ზვიადის დაძახებული კესანე თავი ვეღარ შევიკავე და მთელი არსებით ავტირდი. სმენა დამიბრუნდა და ახლა სრულიად მესმოდა,ხო ისე მესოდა როგორც შენ და სხვა ნებისმიერ ადამიანს. სასწაულების მუდამ მჯეროდა,ვმადლობდი უფალს რომ გამხადა მისი წყალობის ღირსი, რომ ისევ ისე მესმის როგორც მაშინ, როდესაც 6 წლის ვიყავი.დგეს მე ვარ ბედნიერი დედა,ბედნიერი ცოლი და ბედნიერი მეგობარი. ასე ხდება რასაც გულით ინატრებ მუდამ ახდება, მთავარია გჯეროდეს, გწამდეს და გყავდეს გვერდით საყრდენი, რომელიც არ მოგცემს დაცემის უფლებას.

დასასრული.

ისტორიის ავტირი,გლეხის ქალი რომელმაც თავის ცხოვრების გავლილი თითოეული დეტალი,ტკივილი თუ სიხარული თქვენთან გააზიარა და შეფასებას თქვენგან მოელის.მადლობა ყველას,უნდა ვაღიარო რომ მეც ძალიან მომენატრა უკვე სიახლის დადება რომელსაც სულ მალე ავტვირთავ.



გილოცავ წმინდა ბარბარეს ხსენების დღესასწაულს.შეგეწიოთ და გფარავდეთ ყველას მისი ძალა და მადლი.





№1  offline წევრი mia miako 15

ვაიმე როგორ გამიხარდა შენი ისტორია რომ დავინახე.როდის უნდა გაგვახარო კიდევ .შენი ისტორიით.❤

 


№2  offline მოდერი zia-maria

mia miako 15
ვაიმე როგორ გამიხარდა შენი ისტორია რომ დავინახე.როდის უნდა გაგვახარო კიდევ .შენი ისტორიით.❤

heart_eyes მალე,მალე ვასწორებ შავ ვერსიას და მალე დავიწყებ დადებას. kissing_heart kissing_heart

 


№3  offline მოდერი მარტო სახლში

dzalian kargia momewona <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent