თვალი არ მომაშორო! (თავი 10)
საწოლის გვერდით სკამზე იჯდა ხელზე ჩამოედო თავი და თვალებდახუჭულ დემეტრეს უყურებდა. უცრემლოდ ტიროდა, სულს უკაწრავდა იმის გაფიქრება რომ მის კაცს გული ეტკინებოდა. რომ მოეთხოვა მისი ცხოვრეიდან წასულიყო ქალი მერე რა ეშველებოდა, ვერ გაუძლებდა, ამდენად ძლიერი არ იყო, მიუხედავად იმისა რომ დრო აქვს შეეგუოს ყველა მოსალოდნელ საფრთხეს მაინც ეშინია. მარტო დარჩენის, მის გარეშე ცხოვრების ეშინია. დერეფანში ნელა მიაბიჯებდა. -ელა გონს მოვიდა.-თავი მაღლა ასწია და სანდროს შეხედა. კარებთან გაჩერდა, შორიდან უყურებდა წერეთელს როგორ სინჯავდნენ ექიმები. -ჯერ არ გვაძლევენ შესვლის უფლებას . -ხელს მხარზე უსვამდა ქალის. თვალები რომ გაახია წერეთელმა, ჯერ ვერ გაიხსენა მომხდარი, მერე ნელ-ნელა საშინელი ლეწვის ხმა გაიგო ყურებში, უცებ გონებამ უკან გადაახვია და შეტყობინებაც გაიხსენა. ჯანდაბა..! გული ორმაგად ეტკინა.! ბუნდოვნად ესმოდა ექიმების ხმა. -ელენას დაუძახეთ.-ხელებს იქნევდა. -ბატონო დემეტრე ახლა ვერავის შემოვუშვებთ, ჯერ კიდევ სუსტად ხართ. -ხელები გაწიეთ და ელენეს დაუძახეთ.-დერეფანში ესმოდა ანდრიაძეს კაცის ხმა.-ყველანაირ მკურნალობაზე უარს ვამბობ სანამ არ მოვა ელენა.. გესმით.. მომაშორეთ ეს ნემსი.. -ნელ-ნელა ხმა დადაბლდა ბოლოს ძლივსღა ესმოდა.-არ მინდა დაძინება, ამის დედაც ელენა მანახეთ..-ბოლო სიტყვები ჩურჩულს გავდა, მალევე გამოიწვია ქალის ატირებაც. -დამშვიდდი ელა, მთავარია გონს მოვიდა.. -სანდრომ მიიხუა ატირეული ანდრიაძე. -სანდრო საშინელება ჩავიდინე.. -მხარზე მიადო შუბლი. ბევრი ხვეწნის, თხოვნის შემდეგ შეუშვეს ქალი. ფანჯრიდან იყურებოდა წერეთელი ქალის ნაბიჯების ხმაზე რომ მიიხედა კარებისკენ. წარბებშეკრული უყურებდა ანდრიაძის აცახცახებულ სხეულს. როგორ უყვარდა ეს ქალი და როგორ ტკიოდა მისი საქციელი. ხელი გაუწოდა, მანაც ჩასჭიდა თავისი წვრილი თითები. -როგორი ცივი ხელი გაქვს. -ტუჩის კუტხე ჩატეხა წერეთელმა.-საერთოდ არ ჭამდი? გამხდარხარ.! ჩემზე ხომ არ დარდობდი?-სიტყვებს ხმდალა ამბობდა, ნაწყვეტნაწყვეტ. -დაჯექი..-სკამისკენ მიუთითა. -ძალიან შემეშინდა.. -ნიკაპის კანკალის გამო ამოსული ხმაც უკანკალებდა. -შენ თავს ვფიცავარ არ მინდოდა ძალით. -ქალის გულში ისეთები ტრიაალებდა, ასე ეგონა ყველაფერი იცოდა და სპეციალურად არ ეუბნებოდა არაფერს. „კი მაგრამ საიდან უნდა გაიგებდა?“ გული დაიმშვიდა ელენამ. „რო გამოკეთდება მერე ვეყვი“ გადაწყვიტა და დააჩხვლეტილ ხელი დაუკოცნა. -მომენატრე ძალია.. ძალიან შემეშინდა. -ლოყაზე მიიდო კაცის ტორი და აცრემლებული თვალებით გახედა. -აბა მომიყევი რა ხდეოდა ჩემი წასვლის შემდეგ.. –„ელენა არ დამიმალო.! გთხოვ სიმართლე მითხარი, შენ თავს ვფიცავარ გაპატიებ, გთხოვ ოღონდ არ დამალო..“ გულ აფანცქალებული ელოდა ანდრიაძეს. -არაფერი მშივდად ჩაიარა საღამომ, უკვე წამოსვვლას ვაპირებდი რომ დამირეკეს.. - მწარედ ჩაეცინა დემეტრეს. -ელა... -ფანჯარას გახედა.- ტყუილის გარდა ყველა სიმართლეს გაპატიებდი.!-უხეშად გამოსწია ხელი.. -დემე... -წადი.. წადი და აღარ დაბრუნდე.! -დემეტრე გთხოვ. -არ მინდა რამე ცუდი გითხრა, მოთმინებაც მეწურება...-ხელი მომუშტა და კათეტერიდან სისხლმა გამოჯონა.. -მოშორდი აქედან.-დაუყვირა და ჩაწითლებული თვალები მიანათა. ქალი შიშისგან შეხტა და პალატიდან სირბილით წავიდა. არავის არ უსმენდა, ხელით ანიშნა ყველას არავინ მომიახლოვდეთო, ლასლასით წავიდა გასასველისკენ.სახლამდე როგორ მიაღწია არ ახსოვს, კარები მიიკეტა და კედელს მიეყრდნო, ვერ იაზრებდა მომხდარს, არ სჯეროდა რომ ეს მართლა მის თავს ხდებოდა. მე უბრალოდ სიტყვები არ მაქვს იმის აღსაწერად რას გრძნობდა ელენა იმ ღამეს, ან როგორ გადაიტანა ეს ყველაფერი. საშინელ ტკივილს გრძნობდა, თითქოს გული ამოაგლიჯეს და სადღაც ძალიან შორს მოისროლეს. ვიღაცამ სახე დაუჭირა და სიკვდილს ჩაახედა თვალებში. დიახ სიკვდილი იყო მისთვის, დემეტრეს გარეშე დღის გატარება, მისი სითბოს გარეშე ყოფნა.! ოხ ღმერთო როგორ უჭირდა იმ აზრის გაგება, რომ ახლა უნდა ისწავლოს მის გარეშე ცხოვრება, სუნთქვა.. საერთოდ ახალი ცხოვრების დაწყება. როგორ აშინებდა ბნელი მომავალი. დაეფიცება ასე მაშინაც არ იყო როცაა პირველად მიატოვეს. ასე არ დაგლეჯვია სული.! ალბათ იმიტომ რომ ახლა საკუთარ თავს ადანაშაულებდა. -ჩემი ბრალია ყველაფერი.! -მკაცრად განაცხადა გოგონეთან. -შენ რა შუაში ხარ ის *ლე რომ არის, როგორ გაბედა და გაკოცა, მითუმეტეს იცოდა რომ მისი მეგორის საცოლე იყავი...-ორივე დანაღვლიანებული იჯდა მის წინ და სანუგეშებელ სიტყვებს ვერ პოულობდნენ. -ალბათ მე მივეცი მიზეზი, რამდენჯერმე რომ დავიჭირე თვალიერებაში უნდა მეთქვა..ჩემი ბრალია.! ყველაფერი ჩემი ბრალია. -ხელები სახეზე აიფარა და ატირდა. -ახლა როგორ ვიცხოვრო?-სევდანარევი ღიმილით ახედა გოგონებს. -ახლა რა გავაკეთო? ვაიმე ღმერთო როგორ მტკივა.!-გულზე მიიჭირა ხელი. ემბრიონის პოზა მიიღო საწოლზე და ხმით აქვითინდა.. ორივე ჩუმად ტიროდა მასთან ერთად. კვირა გავიდა დემეტრე გამოწერეს და მშობლების სახლში წავიდა, მისი სახლის დანახვა არ უნდოდა. -დე შენი ოთახი მზად არის. დაისვვენე.-მარცხენა ხელი დაფიქსირებული ჰქოდა. ნელა ავიდა კიბეებზე და ოთახში შეიკეტა. მშვიდად გამოიყურებოდა ბატონი წერეთელი, ცივი მზერით უყურებდა ყველაფერს, მაგრამ მისი გული პატა ბავშვივით ტიროდა. ნომერი აკრიფა და პასუხს დაელოდა. -ერთ საათში შენთან ვიქნები. მეტი არ მინდა სახლში არ დამხვდე!-ზიზღით იყო ავსებული კაცის ტონი. დედა დაამშვიდა და სახლი დატოვა ტაქსით. „მეგობრის“ კორპუს რომ მიადგა ერთი ღრმად ჩაისუნთქა და კიბეები აიარა, ჯეერ კიდევ ტკიოდა მთელი სხეული. ზარი დარეკა. -შემოდი.-დანელია გვერდძე გადგა და შეატარა დემეტრე. -ალბათ ხვდები რისთვისაც მოვედი. -არა ვერ ვხვდები.!-ირონიულ ტონს არ იშორებდა ბექა. მის წინ იდგა და ხელეი ჯიბეებში ჩაეყო. -რა იყო შე ყ*ეო ჩემი ქალის მეტი ვერავინ ნახე? როგორ გაბედე ელენასთვის შეხება.! -კბილებში გამოსცრა და მარჯვენა მუშტი ძლიერად მოუქნია. არც აცდენია მიზანში გაარტყა, იატაკზე აღმოჩნდა კაცი. გადააჯდა და სულ აღარ ახსოვდა ტკივილი.გამეტეით ურტყავდა. -შე ს*რო. ფუ შენი ...დედა როგორ შეგაგინო შე პიდა**სტო. -არ აკლედა საშინელ სიტყვებს და მუშტსაც გამეტეით ურტყამდა სახეში.. -მშვენიერი კოცნა დაუმუღამებია შენზე..დაუკმაყოფილებელი ჩანდა.-როცა მოშორდა წერეთელი მაშინ გაბედა ხმის ამოღება და კიდევ ერთი ისე მოხვდა რომ მოწყვეტით ძლივს წამომდგარი ისევ უკან დავარდა. -თე**ო არ დაგინახო ჩემს სიახლოვეს მოსული, თორემ ისე გაგიშვვებ მთლიან ძვალს არ დაგიტოვებ ტანზე. იმ ქალთან კიდე რაც გინდა ის ქენი. ვატყო გიყვარს ჩემი ნასუფრალიდან ჭამა.! -მიაფურთხა და სახლში მარტო დატოვა. დღეები თითქოს ჯინაზე მიდიოდა ნელა, მითუმეტეს ღამე იყო ყველაზე გრძელი, როცა საკუთარ თავთან რჩებოდნენ და ვერ იტყუებოდნენ. ის ღამები არ თენდებოდა ელენა საკუთარ საწოლში ტირილით რომ კვდეოდა და ცალკე დემეტრე სასმელში რომ იხრჩობდა თავს მაგრამ, შვებას მაინც ვერ პოულობდა. ოფისსში მისულს მაგიდაზე ანდრიაძის განცხადება დახვდა წასვლის თაობაზე. -მე მოვაწერ ხელს. შენ კომპენსაცია გადაუხადე.-ფარატინა ფურცელი მიაწოდა ალექსანდრეს და სავარძელში მოთავსდა. -კაი შე ჩემა რატომ არ ელაპარაკები იქნებ სულ სხვანაირად იყო ყველაფერი და იმ ყ**ემ მოაწყო.? -დამნაშავე რომ არ ყოფილიყო არ მოიტყუებოდა, თან სურათში არაფერი ეტყობოდა ძალადობის. და თუ ჩემი ძმა ხარ, იმ ქალზე საერთოდ არაფერი მითხრა. გულს მირევს.-სკამზე ტრიალებდა და რომ არ მცოდნოდა მისი გრძნობების შესახებ ალბათ მეც კი მომატყუებდა ისე დამაჯერებლად საუბროდა. მაგრამ მე ხომ შემიძლია მის სულში ჩახედვა, როგორ ეზიზღბოდა თავი ელენაზე ასე რომ ლაპარაკობდა. ნეტა შეძლებოდა დროის უკან დაბრუნება, სააერთოდ არ მისცემდა უფლებას მის გულში ასე გაედგა ფესვები. ფეხზე წამოდგა და დერეფანში ქეთევანს დაუწყო ძებნა. -დიახ ბატონო დემეტრე.. -პიარ მენეჯერის კაბინეტი დაცალი, ახალი უნდა მოვიდეს და არ მინდა მას მოუხდეს ოთახის დალაგება. -ახლავე.. -ქეთო..-როგორ შეუძლია ასე დამალოს ის ყინულის კაცი და წინა ფლანგზე ის დემე გამოჩნდეს ელენას ასე რომ შეუყვარდა.. დუმდა ვერ ბედავდა შეკითხვის დასმას მაგრამ ქეთო რისი ქეთოა რომ ვერ მიმვხდარიყო მზერის შინააარსს. -ცდილობს გადარჩეს. -არაუშავრს, ეგეთები ადაუტანია.. კაი მიხედე საქმეს. კვირა დღეს გადაწყვია ტაძარში წასვლა, სოლიდურად ჩაიცვა და მის მამაოსთან წავიდა. ჯერ წირვა არ იყო დასრულებული ტაძარში შესულმა საოცარი სიმშვიდე რომ იგრძნო, თითქოს მის გარშემო არსებული ყველა დარდი გაქრა და დარჩა მარტო. -მამა დიმიტრი როგორ ხართ?-ეზოში მიესალმა. -დემეტრე შვილო, რამდენი წელია არ მოსულხარ.. მე ნუ მეკითხები, შენ ხარ ცუდად ისევ აქ რომ მოგინდა მოსვლა? -არა მამაო, თქვენთან საუბარი მომენატრა..-ტაძრის ეზოში ისხდენ და საუბრობდნენ. -დღეს იცი ვინ იყო მოსული? -ვინ? -აი თუ გახსოვს პატარა გოგო რომ დაჰყავდა დედას ტაძარში და სეფისკვერები რომ მიგქონდა. -აუ რაგაც ვერ ვიხსენებ.. რამდენი წლის ვიყავი? -12-13 წლის იქნებოდი შენ, ის პატარა იყო. -აა გამახსენდა, სასანთლეს რომ ვერ წვდებოდა ხოლმე და მე რომ ვეხმარებოდი..-გულწრფელად გააუხარდა ის პატარა გოგონა რომ გაიხსენა. -ჰო ჩემო შვილო, ისიც წლებია არ მოსულა ტაძარში..დღეს მოვიდა..ისეთი შეცვლილია, შენც გაზრდილი ხარ იქნე იფიქრო ოჯახზე, შვილებზე.. -არა მამაო, რა ჩემი საქმეა ოჯახი. -ღმერთს ნუ სცოდავ ბიჭო. აბა რისთვის ხარ მოვლენილი ამ ქვეყნად. თან ავშვობაში ხომ უყვარდი იმ პატარას, იქ ზემოთაა გადაწყვეტილი თქვენი ბედი.. -რავიცი.. რავიცი.. -კიდე დიდხანს დარჩა ტაძარში ისე ამშვიდებდა მამა დიმიტრისთან საუბარი ალბათ სულ არ შეწყვეტდა.. საღამოხანს ოჯახთან ერთად იყო სახლში, უმცროსი და გულზე მიეკრა და ისე უყურებდნენ ფილმს. თვალწინ ეგდა მომცინარი ან მოტირალი ელენა ფილმისყურების დროს, რა საყვარლად უწითლდეოდა ხომე ტუჩები.. არა არაუნდა შეწყვიტოს ამ ქალზე ფიქრო თორე ასე მართლა გაგიჟდება. -დედა ელენა რატომ არ მოდის ჩვენთან.. -ელენა რასდროს არ მოვა აქ.!-მკაცრი და შეუვალი იყო უმცროსი წერეთლის ხმა. -უიმე დედა რას ამობ. -დავშორდით, და მადლობელი ვიქნები ასე ხშირად რომ არ ახსენებთ ჩემთან. -უმადურო, რა დღეშ იყო გოგო, კინაღამ ხელეში ჩამაკვდა ისე ინერვიულა. ქვეყნის საუკეთესო ტრავმატოლოგს მუხლებში ჩაუვარდა რომ შენი საქმე აეღო. დაიცადე რა ერქვა იმ ღვთისნიერ კაცს. ნიკოლოზ.. ხო ნიკოლოზ არაბული. -ყურებში ექოსავით ჩაესმა სახელი და უარესად გაბრაზდა იმაზე რომ მასთან მოუწია ხვეწნა ანდრიაძეს. -მერედა ვინ თხოვა. -დედა შენ არ იყავი მიყვარსო? -არ მიყვარს. გავერთეთ და მორჩა კინო..-ფეხზე წამოდგა. -ქალო დაანებე კაცს თავი რა შეუჭამე გული..-თვალი მოაშორა ტელევიზორს და დათა წერეთელმა ცოლს დაურიალა ლამაზი შავი თვალები. -ორივე ერთნაირები ხართ. -ჩემი შვილია და აბა ვისნაირი უნდა იყოს ქალო? -მე დედას ვგავარ.-მიეხუტა ყველაზე პატარა წევრი დედას და წარბები აათამაშა. -დედასთანირი ლურჯი თვალეი მაქვს. -შულზე აკოცა დედას და დას. მშვიდი ნაბიჯით დატოვა სახლი. ელენა სახლში იყო ეს პერიოდი, საშინლად დასიებული თვალებით და აწითლეული ცხვირით.არაფრის სურვილი ჰქონდა, დედასაც იმისგამო ელაპარაკებოდა რომ რამე არ ეეჭვა. გოგონებსაც ხათრს ვერ უთეხდა, თორე ახლა მარტო ყოფნის და გლოვის გარდა არაფერი უნდოდა. ენატრებოდა მისეული სურნელი. ყველაფერს დათმობდა ოღონდ კიდევ ერთხე შეეგრძნო კაცის ძლიერი ხელები, მისი კოცნა.ნუთუ ასე უბრძოლველად უნდა დაეთმო ბედნიერება,უნდა გსმოფხიზლდეს!მის კაცს ასე მარტივად არ დათმობს!არ აქვს ამის უფლება, წერეთლის ბედნიერებაზე უნდა იბრძოლოს! **** გამარჯობათ ტკბილებო<3 ნახევარი საათია რაც სასტუმროში მივედი და ვერ მოვითმინე საღამომდე, კი ცოტა პატარა თავი გამოვიდა მაგრამ დაპირება დაპირებაა და არ მინდოდა დარღვევა<3 იმედია მოგეწონებათ ველი შეფასებებს:* |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.