შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცოლად გამომყევი. (1)


17-12-2018, 21:00
ავტორი KWENZEL
ნანახია 1 531

ქუჩაში ლავანდის სურნელება ყველას ერთიანად ედებოდა, ყოველი მოსიარულე კაცი თავს აბრუნებდა და ნეტარებით შეჰყურებდა "ბომბას" , რომელიც მათ გონებას სრული მასშტაბით ატერორებდა.
თვითონ არავის უყურებდა, სერიოზული სახით მიიწევდა დანიშნულების ადგილისკენ, წარბშეუხრებლად, ღირსეულად და თავმომწონედ.
ცოტაც და მიაღწევდა საბედისწერო სახლთან, როდესაც ერთ-ერთი ჩიხიდან გამომავალმა ყვირილისა და ჩხუბის ხმამ მისი ყურადღება მიიქცია.
არასოდეს ყოფილა მშიშარა, ყოველთვის გამოირჩოდა ცნობისმოყვარეობითა და სიმამაცით და სწორად ამ თვისებებმა ითამაშეს მის ცხოვრებაში ყველაზე დიდი და დასაფასებელი როლი.
სწრაფად შეუხვია და ნელ-ნელა მიჰყვებოდა ხმას, როდესაც ჩიხს მიუახლოვდა და სრული სურათის აღქმა შეძლო აღშფოთდა, მრავალჯერ უნახავს როგორ კლავდა ერთი ადამიანი მეორეს ან ჭრიდა, ტკივილს აყენებდა, თავისი "მაფიოზური" ოჯახიდან გამომდინარე ამ ყველაფერს ნამდვილად არ იყო მოკლებული, მაგრამ, როდესაც "მკვლელის" სახეს შეხედა, რაღაცამ იფეთქა მასში, რამაც სრული ოკუპირება მოუხდინა მთელ მის სხეულს, ფეხებმა ყოველგვარი ფუნქცია დაკარგეს და ყველაფერი, რაც კი მის ოჯახს უსწავლებია ამ სიტუაციისთვის, აბსოლუტურად ყველაფერი წამიერად გაკრთა გონებაში, მაგრამ მისი აღქმა , მაინც ვერ შესძლო.
თავდაპირველად მკვლელმა, რომელსაც თან ორი კაცი ახლდა ვერ შესძლო მისი შემჩნევა, მაგრამ მოულოდნელად მისხმა მხლებელმა მოკრძალებული ტონით ანიშნა:"ბატონო, სტუმარი გეახლათო", მიხვდა , რომ სწორად ახლა იყო გაქცევის დრო და დააპირა თუ არა ამის გაკეთება მყისვე ხელი სტაცა ერთ-ერთმა ახმახმა და "ბატონთან" ახლოს მიიყვანა.
-იცი, რომ სხვის საქმეში ჩარევას ცუდი შედეგები მოჰყვება?
მკვლელის ბარიტონმა აიძულა ნერწყვი , რაც შეიძლება მძიმედ გადაეყლაპა, უნდოდა ამ საშიში ხმისთვის დამშვიდებულს ეპასუხა, თუმცა ვერაფრით მშვიდდებოდა, არ იცოდა ეს ძირს გართხმული "საწყალი" სახით მწოლი ადამიანის გამო ხდებოდა თუ "ბატონის" გამო, რომლის "მკვდრისფერი" ტანსაცმელი სრულიად უწყვეტდა აზროვნებას.
-უკაცრავად? სხვისი საქმე? თქვენ ადამიანს კლავთ!
აღშფოთებული უყურებდა მოცინარ ორ ახმახს და დაფიქრებულ "ბატონს".
-ჩვენთან ერთად წამოვა, მანქანაში ჩასვით, ბოსს ვანახოთ და როგორც უნდა ისე მოიქცეს, მე ამას მივხედავ და მოვალ.
თავი დაუკრეს "მეფეთა მეფეს" და ძლიერად მოკიდებული ხელით გოგონა მანქანისკენ წაიყვანეს, რომელიც წესით ქუჩის ბოლოში უნდა ყოფილიყო.
თვალით ზომავდა მანძილს გასასვლელსა და ხალხს შორის, ამას პლუს ამატებდა გადარჩენის ალბათობასა და იმ იარაღის სროლის ტრაექტორიას , რომელსაც იმ შემთხვევაში გაისვრიდნენ თუ ადგილზე არ დარჩებოდა.
დანებდა, მაგრამ მხოლოდ წამიერად, შემდეგ მისმა გონებამ იმავე სწრაფი ტემპით განაგრძო აზროვნება, როგორი ტემპითაც წეღან, ჩიხში გაჩერდა.
-სად მიგყავართ?
ახმახებმა ერთმანეთს გადახედეს, ფიქრობდნენ ხომ არ დაისჯებოდნენ პასუხის გაცემის გამო, საბოლოოდ ერთმა ითავა პასუხის გაცემა.
-შენ შეესწარი მოვლენას, რომელსაც ვინც შესწრებია ამ მომენტში ყველა მკვდარია. სავარაუდოდ, კარგი არაფერი გელის და თუ სასწაულებრივად გადარჩენა მოახერხე, მაშინ ბოსი გადაწყვეტს რას გიზამს.
"მკვლელი" მალევე დაბრუნდა , მანქანაში წინ მოთავსდა და ახმახმაც მალე დაძრა, გვერდით მეორე ახმახი მეჯდა , რომელიც ყოველ წამს მიყურებდა, სავარაუდოდ იმას ფიქრობდა მანქანიდან გადახტომას ხომ არ ვაპირებდი.
ვფიქრობდი მამაჩემით ხომ არ დამეწყო გამოსავლის ძებნა, რომ ჰკითხო "მაფიოზურ" კლანებსა და ზოგადად სამყაროში ყველა იცნობს, მაგრამ მერე ვიფიქრე რამე ცუდი შედეგი არ გამოიღოს-თქო, როგორიცაა ტვინის გასხმევინება, აქვე და ამ წამსვე, ასე რომ, გაჩუმება საუკეთესო გამოსავლად მივიჩნიე და უბრალოდ გადავწყვიტე ფიქრისგან გადაღლილი გონება "ბოსის" სახლამდე მომედუნებინა.
ცოტახანში ახმახმა მომმართა მოვედითო, ხელი მომკიდა და მანქანიდან გადამათრია.
-ეი, გოლიათო, ფრთხილად მოეპყარი, უფრო ჯენტლმენი უნდა იყო!
ალბათ სხვა დროს გამიხარდებოდა "მკვლელმა" , რომ დამიცვა , მაგრამ ახლა ვუბღვერდი აქ მყოფ თითოეულ ადამიანს, თითოეულ არსებასა და მოძრავ სხეულს.
ალბათ სახლს , საითაც მივაბიჯებდით, რეზიდენცია ეწოდებოდა, შავმა კედლებმა , რაღაც შორეულის გახსენებისკენ მიბიძგა, ეს სახლი ურჩხულის სახლს მახსენებდა , მაგრამ რატომღაც ვხვდებოდი , რომ ჩემი ისტორია აქაურობასთან ისე არ დასრულდებოდა , როგორც "ურჩხულისა და მზეთუნახავის" ამბავი დასრულდა.
-აქ დამელოდეთ.
მკვლელმა მე და გოლიათები დიდ შავ კართან დაგვტოვა და თვითონ კაბინეტის მაგვარ ოთახში გულ-აჩქარებულმა შეაბიჯა.
ალბათ ძალიან მომეწონებოდა აქაურობა , რომ არ ვიცოდე, რომ თავად სიკვდილს ვეახელი ამ წამს და სადღაც ჩასაფრებული, აქვე, ჩემს ჯიბეში მყოფი მელოდება.
სახლი სავსეა ვან გოგის ნახატებით , რაც მეტ გემოვნებას მატებს აქაურობას, მაგრამ ყველაზე მეტად, რაც ჩემში ინტრიგას აღვიძებს, მუნკის "კივილია", ჩემი საყვარელი ნახატი, რომლის გამოც ალბათ ნამდვილად ღირდა სიკვდილთან მოსვლა.
შემდგომ ნახატების თვალიერებაზე გადავდივარ და უკვე სრულებით მავიწყდება ის ამბავი, რომლის გამოც აქ მოვხვდი , რომ "მკვლელი" გამოდის და მეუბნება შეგიძლია შეხვიდეო.
მეორე გოლიათი ზემოთ გავიდა, თუ ამ გოლიათს ფეხებშუა ამოვარტყამ და "მკვლელს" აქვე მდგარ ლარნაკს ვესვრი, სახლიდან გაქცევას შევძლებ, მაგრამ გარეთ ასობით დაცვა დგას, მანქანამდე მიღწევას ვერ მოვასწრებ, რომელიც თავისი გასაღებით ელოდება პატრონს.
ახლა კი, განვიხილოთ სხვა ვერსია, თუ ვიტყვი, რომ საპირფარეშოში მინდა და იქიდან გაქცევას ვცდი იქნებ რამე გამომივიდეს..
"ბოსის" კაბინეტში თამამად ვაბიჯებ, ფანჯარასთან დგას და ლამაზ ხედს შეჰყურებს, იმისათვის, რომ ოდნავი ყურადღება, მაინც მივიქციო ვახველებ და ისიც მშვიდად ბრუნდება ჩემსკენ, ჩრდილი სახეს უფარავს და მისი სისხლისფერი ტუჩების გარდა ვერაფერს ვხედავ, მხოლოდ იმას ვარჩევ , რომ მაღალია.
შემიძლია მივეჭრა და მაგიდაზე მდგომი კონიაკის ბოთლი თავში ჩავარტყა , შემდეგ კი ფანჯრიდან გადაძრომა ვცადო, მაგრამ მანძილი მიწამდე ზედმეტად დიდია, კაცი კი ზედმეტად ძლიერი, როგორც მისი აღნაგობა მანიშნებს.
-ყველას ნახვას ველოდი, შენსას კი არა.
ნუთუ მიცნობს? ვცდილობ რამე გავარჩიო რის, გამოც ახლოს მივდივარ, ხვდება და ეცინება.
-დიდი ხანია არ შევხვედრივართ, ალბათ აქამდე დავგეგმავდი შენს ნახვას უბრალოდ სკანდალი არ მინდოდა, აი , ასე ჩუმად და მარტივად მოგიტაცე.
კაცს, რომელსაც დარწმუნებული ვარ "მკვლელი" უწოდე, არავინ მოუკლავს.
ვიცოდი, რომ დღეს ამ დროს იმ ადგილას გაივლიდი, ისიც ვიცოდი , რომ ხმას გაიგონებდი და შენი ხასიათის მიხედვით აუცილებლად გადაწყვეტდი ვითარების ნახვას, იმედია სპექტაკლი მოგეწონა.
ზედმეტად ჭკვიანი ხარ, აქედან გაქცევის ბევრ გზას დასახავდი, ერთ-ერთი იქნებოდა, რომ სანამ მანქანამდე მიგიყვანდნენ გაქცეულიყავი, მაგრამ მანძილსა და ტყვიის ტრაექტორიას დააკვირდებოდი, თუმცა, სიმართლე გითხრა , რომ გაქცეულიყავი არავინ გესვროდა , რადგან ეს მკაცრი ბრძანება იყო, გაქცევას აუცილებლად მოასწრებდი, რადგან იმ ჩიხიდან გასასვლელამდე სულ ცოტა მანძილი იყო.
დანარჩენს უკვე აქ მოსვლისას მოიფიქრებდი.
ალბათ დაფიქრდი იმ გზაზე, რომ სანამ კაცი, რომელსაც "მკვლელი" უწოდე აქ იყო შემოსული, მანამ გარეთ მდგარი დაცვისთვის რამე დაგერტყა და გაქცეულიყავი, თუმცა დარწმუნებული ვარ შენი გონება იმდენს მოიფიქრებდა, რომ გარეთ უამრავი დაცვა დგას, უამრავი იარაღით, რომლებიც ასევე არ გესვროდნენ ჩემი მკაცრი ბრძანების გამო, მაგრამ დაგიჭერდნენ.
კიდევ იქნებოდა რამდენიმე ვერსია, რომელიც აზრად მომივიდა , მაგრამ ზედმეტად შორს წაგვიყვანს ამაზე საუბარი.
აბა, გამოვიცანი?
ვცდილობ საკუთარი თავი არ გავცე და არ გამოვხატო გრძნობა, რომელსაც ამ წამს ვგრძნობ.
არც მიკვირს და არც აღშფოთებული ვარ, უბრალოდ ცნობისმოყვარეობა, საიდან მიცნობს ეს ადამიანი ასე კარგად?
-საპირფარეშოში მინდა.
ცინიკურად იცინის და სადაცაა ჩრდილიდან გამოვა.
-წადი, მაგრამ იცოდე, რომ ფანჯარას ვერსად იპოვი.
საიდან მიცნობს ასე კარგად და რატომ ფიქრობს ზუსტად ჩემნაირად?
-შენი გონება ძალიან განვითარებულია, მომწონს შენი კრიმინალური აზროვნება და ის ფაქტი, რომ წამში მილიონ გაქცევის გეგმას აწყობ, ასევე ჩემი მოკვლისა და გარეთ მყოფი დაცვებისასაც და ისიც კარგად იცი რამდენად აბსურდულია ეს ყველაფერი.
და იგი ჩრდილიდან გამოდის.
გასაგებია საიდან მეცნობა სახლი, ხმა , რომელიც ყურებში სიმღერის ჰანგებივით ჩამესმის , კაბინეტი, რომელიც ისევე ნაცნობია, როგორც ჩემი სახლი და ნახატები, რომლის უმრავლესობაც მე ვაჩუქე ჩემს წინ მდგარ პიროვნებას.
-გამარჯობა, კატერინა.



№1  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

სათაურის მიხედვით სულ სხვა რაღაცას ველოდი ალბათ უფრო ბანალურსაც კი მაგრამ მიხარია რომ ჩემი ეს მოლოდინი მცდარი აღმოჩნდა და ძალიან არაჩვეულებრივი დასაწყისი წავიკითხე ისტორიისა, რომელიც იმედი მაქვს ასევე საინტერესოდ და არაჩვეულებრივად გაგრძელდება...
ძალიან მომეწონა და ძალიან დავინტრიგდი იმედია დიდხანს არ მალოდინებ და მალე დადებ ახალ თავს ^_^ წარმატებები, ასე განაგრძე ♡♡♡♡

 


№2  offline წევრი Elea_Nora

იცი სულ არ მეგონა, რომ ასეთ კარგ დასაწყისს წავიკითხავდი. ძალზედ საინტერესო დასაწყისია. მისტიური და დამაინტრიგებელი. საინტერესო პერსონაჟებით. იმედია ასე გააგრძელებ და სადმე არ შეწყვიტავ.
წარმატებები!

 


№3  offline წევრი mia miako 15

დასაწყისი კარგი ჩანს მომეწონა.ველი შემდეგ თავს.მალე დადე და არ გვალოდინო

 


№4  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ჰააა როდის დადებ შემდეეეგს??

 


№5  offline წევრი fluctus Oceani

ვაიე რა კარგი ვქენი რომ სათაური წავიკითხე და რაღაც სისულელე არ მივიჩნიე ა რა შემრჩა ხელში უმაგრესი რაღც მე მომწონს და სხვისი არ ვიცი ოკლედ ახალ თავს ველოდები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent