შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიზმარი თუ რეალობა? (სრულად)


18-12-2018, 12:38
ავტორი Tamta.k
ნანახია 5 998

ყოველ ღამით ერთი და იგივე სიზმარს ვხედავ. თითქოს ეს სიზმარი მშთანთქავს და ჩემს რეალურ სამყაროს იმდენად უფერულს ქმნის ტირილი მინდება, დიახ ყოველი თვალის გახელისას როდესაც ვიაზრებ რომ ეს სიზმარი იყო სახე ცრემლებით მევსება და დეპრესია კვლაც თავისას შვება... როდესაც პირველად დამესიზმრა ყველაფერი არეულად ჩაიბეჭდა ჩემს გონებაში, მთელი დღე კარგ ხასიათზე ვიყავი. არ ვიცოდი რატომ თუმცა უცებ გონება გამინათდა... კოცნა, ჩახუტება, თბილი ბაგეები, მისი თვალები... ყოველი წამი ბედნიერების პიკს აღწევდა მასთან ერთად ყოფნისას, მეგონა ღვთაება ვიყავი რადგან ღმერთმა ის მარგუნა.
ყოველი გამოღვიძება, ყოველი დილა ჩემთვის უბედური და ცრემლებიანი გახდა. როდესაც პირველად გავიაზრე რომ მხოლოდ სიზმარი იყო, ჩემ თავს ვკითხე რატომ? რატომ იყო სიზმარი და არა რეალობა? თუმცა მხოლოდ ერთ პასუხს ვთვლიდი რეალურად, სიყვარულის ნაკლებობას გავნიცდიდი და ალბათ ამიტომ თქო... თუმცა ეს პასუხი დიდად არ მაკმაყოფილებდა.
მაგრამ უნდა გამეგრძელებინა ცხოვრება, ეს ხო ისევ ცხოვრების წესია. კულინარიის ფაკულტეტს წელს ვამთავრებდი, ამიტომ მიწევდა კვირაში სამჯერ პრაკტიკებზე მევლო. არ მინდოდა საყვარელი საქმე შეეძულებინათ გადატვირთული გრაფიკით, " ცხენივით" აქეთ-იქეთ სირბილით. მხოლოდ ერთი რამ მაძლებინებდა, ღამე, როდესაც ის დამესიზმრებოდა.
ზოგჯერ თვალებს ვხუჭავდი და წარმოვიდგენდი მას, როგორ მეხებოდა და როგორ მიკოცნიდა სხეულს როგორც სიზმარში. მისი მშვიდი სახე და ეშმაკური ღიმილი, სიმშვიდეს მგვრიდა და მეც თვალებ დახუჭული ვიღიმოდი სრულ უკუნით სიბნელეში.
- რას აკეთებ გოგო? სულ გააფრინე არა? - სულ ესე შვებოდა დედა, მეგონა გული უგრძნობდა, არასაჭირო დროს შემოსვლა.
- დედა რატომ მირღვევ სიმყუდროვეს? ისედაც იშვიათად გამაჩნია ეს უკანასკნელი - შევუღრინე და ისიც უტიფრად წამოვიდა ჩემსკენ.
- სიმყუდროვეს არაა? მე შენი ტანსაცმელი უნდა დავფინო ამ სიცხეში და შენ თვალებ დახუჭული აქ ნებივრობდე?
- ერთი საათი მაქვს დრო მხოლოდ. სატანად ნუ მომევლინები და ნუ დამასაქმებ გთხოვ.
- სატანაააო? - ჩუსტი გაიხადა და სახესთან ამიფრიალა - როგორ ახსენებ მაგას ქრისტიან ოჯახში? ტუტუცო შეგირცვა ეგ თავი.
- დედა ყოჩაღ! წავალ და დაისვენე. არც სატანა შეგაწუხებს და არც სულები.
თვალები გადაატრიალა თუმცა სიტყვა არ ვათქმევინე ისე გამოვარდი ოთახიდან. მესმოდა როგორ ჩამდო საფლავში და შემდეგ ამომიღო. მამას მანქნის გასაღები ჩუმად ავიღე და ხმაურით გამოვკეტე სახლის კარი. ვიცოდი დღეს არ მუშაობდა, ამიტომ მთელი დღე სახლიდან ცხვირსაც კი ვერ გააყოფინებდი და ამიტომაც ავიღე გასაღები, ვერავინ მიხვდებოდა მხოლოდ, დაცლილ ბენზინის ბაკს შეამჩნევდა დილით.
მანქანა გავაჩერე და გადავედი, ჩემი საუკეთესო მეგობარი ისევ ჩვეული საქმით იყო გართული.
- ბომბომ რასაკეთებ? - ლოყაზე ტუჩები მივაწეპე, ხმამაღლა მივესალმე ფენის ხმა რომ გადამეფარა.
- ეე მოხვედი? მომენატრეეე - მკოცნის და გოგონას რომელიც მოუსვენად ელოდება თმის დავარცხნას უღიმის.
- მოვრჩი, თავისუფალიხარ ნატა. - ფულს ართმევს და ხელს უქნევს როდესაც გოგო მიდის - დავიღალე რა, მოდი დავჯდეთ. გინდა ყავა?
- მინდა. მე გავაკეთებ დაჯექი შენ დაისვენე - ყავას ვადუღებ და სწეკლოს შავ მაფიდაზე ვუდებ.
- მომიყევი რას შვები? - მეკითხება სიგარეტს ტუჩებ შუა იქცევს და მეც მაწვდის.
- არ მინდა ჩემი მაქვს. აუუ ხო იცი რანაირია ლოლა? სიზმის გახსენებაც კი არ მაცადა. დილით ყავა გამიკეთეო, მერე ხალიჩაზე ლაქებია და მოწმინდეო. ბოლოს სარეცხი დაკიდე მე დავიღალეო, ჭკუიდან გადამიყავა უკვე გეფიცები.
- ოო კაი რა, ისედაც იშვიათად ხარ სახლში. დიდი ამბავი თუ გეწუწუნა, სხვა არავინ ყავს რომ ეგრე ეწუწუნოს.
- რაზე სარეცხზე? საჭმლის სუნად ყარს შენი გარდერობიო გუშინ ღამით შემიმაძახა - სიცილი ვერ შევიკავე რომ გამახსენდა როგორ გააღო კარი უცებ მითხრა და გავარდა. იცის ნერები არ მყოფნის.
- პრაკტიკებზე რა ხდება? - ჩამწვარი სიგარეტი ჩავაქრე და ნიკოტინი წყლით ჩავრეცხე.
- არაფერი, დავიღალე იმის სწავლით რომ სტეიკის შესაწვავად საჭიროა ყურძნის ძმარი რათა ცეცხლი მოეკიდოს. იმდენი ვიცი იქით ვასწავლი ყველას.
- გაჩერდი, არარსებობს პროფესია რომელსაც ბოლომდე და ძირფესვიაბად შეისწავლი იცი ხო? - თვალები გადაატრიაკა, მის სახეზე კი გამეცინა.სალონში მაღალქუსლებზე "ამხედრებული" წითელ ტუჩება, ქალი შემოვიდა.
- მოხვედი ნატაშკა? მოდი, მოდი. დაჯექი და მოვალ. - დანანებით შემომხედა დაქალმა და თვალები ისევ გადაატრიალა. მივხვდი ჭორაობა აქ დასრულდა. ლოყაზე ვაკოცე და სწრაფად გამოვედი სალომიდან. საათს დავხედე ოც წუთში რესტორან " ლოტუსთან" უნდა ვყოფილიყავი, მენსონის მძიმე როკი ხმამაღლა ჩავრთე და გაზს მივაწექი.
საბარგულიდან ნაჭრის ჩანთა ავიღე და მანქანა ჩავკეტე. არ მინდოდა "ელიტა" ხალხში გამევლო ამიტომ, რესტორნის უკანა შესასვლელიდან შესვლა გადავწყვიტე. პირველ რიგში მსუქანი სნუპი შემხვდა, ( არ ვიცი ატომ მაგრამ ყველა ასე ეძახდა) ის შეფმზარეულის დამხმარე იყო და მისი წარმატებით მალევე წარმატებას მიაღწევდა.
- მოხვედი ლიზა? - ხელი მეგობრულად დამადო და გამიღიმა
- მოვედი სნუპი, მოვიდნენ ჩემები? - ვკითხე და სამზარეულოს მოვავლე თვალი, ყველა ერთად წრიალებდა.
- კი, ნიკოლოზი და მარიამი. აი იქ არიან - მათ დანახვისას გამეღიმა. რადგან როგორც ყოველთვის ერთმანეთში ისევ კინკლაობდნენ.
თეთრი წინსაფარი გავიკეთე და თმები ავიწიე რადგან შეფმზარეული ყოველთვის სისუფთავეს მოითხოვდა. ალბათ მეც ასე ვიქნები მეთქი გავიფიქრე და ბლოკნოტში ჩავიხედე.
- დღეს მწვანე სალათს და სტეიკს აკეთებ ლიზა. - გამაფრთხილა სნუპმა და თვალი ჩამიკრა. ხორცის თხელი ფენა მოვჭერი და ოცდაათ წუთში ყველაფერი მზად მქონდა, შეკვეთა გაიტანეს და მოლინში გავისუსე, პატარა მინიდან ვუყურებდი როგორ აგემოვმებდა ორი კაცი სტეიკს და სალათს აყოლებდა. წითელი ყვინო ჭიქაში ჩავისხი და შეფმზარეულს დავაკვირდი როგორ თუშავდა ფარშს და პომიდორს ერთად.
- ლიზა შენთან შეხვედრა უნდათ - მითხრა ერთ-ერთმა მზარეულმა და კარისკენ მანიშნა.
- ვის? რატომ? - აშკარად გამიკვირდა.
- იმას ვინაც შენი სტეიკი გასინჯა. - სახეზე ალმური მომედო და დარცხვენის შევხედე.
- ღმერთო, ოღონდ ეხლა გადამარჩინე - ჩავიბუტბუტე და ნელკ ნაბიჯებით გავუყევი გზას.
მათ რომ მიუალოვდი,ორმოც წლამდე კაცი ღიმილით ადგა ფეხზე და თავაზიანად მომესალმა.
- ესეიგი ეს სტეიკი თქვენ შეასუნელეთ? - მოწიწებით დავუქნიე თავი და ნახევრად შეჭმულ სტეიკს დავაკვირდი.
- დიახ. მაგრამ თუ არ მოგეწონათ, სხვა მოამზადებს - სიტყვა არ დამამთავრებინა
- გთხოვთ. - გამაჩუმა - ძალიან გემრიელია. ბევრი სტეიკი გამისინჯავს თუმცა ეს მართლაც არაჩვეულებრივიას. - სახეზე ალმური მომედო და გავუღიმე.
- მოხარული ვარ თუ მოგეწონათ.
- იცით რაღაც უნდა შემოგთავაზოთ. ლიზა - სახელი ჩემს მაისურზე ამოიკითხა და ისევ ღიმილით დამაკვირდა - იქნებ ჩემი წვეულების მთავარი მზარეული იყოთ? - დავიბენი არ ვიცოდი რა მეთქვა.
- კი მაგრამ მე ჯერ კურსკი არ დამისრულებია. ბევრი გამოცდილი მზარეულია დამიჯერეთ...
- მაშ სხვას ვეტყოდი. მაგრამ მინდა თქვენ იყოთ, ამაზღაურებაც კარგი გექნებათ და გამოცდილენასაც შეიძენთ. - ანაზღაურებაზე ის კაბა გამახსენდა ვიტრინაში რომ შევნიშნე რამოდენიმე დღის წინ.
- დიდი წვეულება იქნება? - დავიბენი თუმცა კითხვა მაინც ვცადე.
- ჩემი შვილი უნივერსიტეტს ამთავრებს, თან ჩემი ცოლის დაბადების დღეა და მინდა ორივე ავღნიშნოთ. ალნათ ოცდაათი ადამიანი. - ოცდაათიო? ყველა ემოცია ერთად მიმაწვა და ადრენალინის მოზღვავება ვიგრძენი.
- საჭმლის სია?
- ვშიშობ აქ ამაზე ვერ ვისაუბრებთ. წვეულება ხუთ დღეშია ასე რომ ხვალ ვისაუბროთ მენიუზე, რა თქმა უნდა თუ თამახმა ხართ?
- კარგი. - ყოყმანით თუმცა დარწმუნებული ტონით ვითხარი.
შარვალ-კორსუმში გამოწყობილი კაცი მოგვიახლოვდა, როგორც მიხვდი ჩემი დამქირავებლის მცველი იყო რადგან ყურში რაღაც ჩასჩურჩულა და განზე დადგა.
- ისევ ავარაა? ეგ ბიჭი მომკლავს! - გაღიზიანებულმა ამოილაპარა, შემდეგ ფული ამოიღო და მაგიდაზე დადო - მაპატიეთ ლიზა უნდა წავიდე თუმცა ხვალ დაგირეკავთ. - თავი დავუქნიე და თვალი გავაყოლე როგორ გავიდა სამი კაცი რესტორნიდან.
ორი საათის შემდეგ დაღლილი დავბრუნდი მანქანაში და გავი ხებეში ჩავრგე, ეხლა თუ უკან დავიხევდი შემდეგ როგორ გავხდებოდი წარმატებული მზარეული? საფეთქელთან ტკივილი ვიგრძენი და მიხვდი ნერვოზი თავისას შვებოდა. ეხლა მხოლოდ ძილი მინდოდა, ძილი და სიზმარი მხოლოდ ეს მჭირდებოდა.
უკვე ღამის ორი საათი იყო ამიტომ ყველას ეძინა. გასაღები მის ადგილას უნდა დამებრუნებინა როდესაც იმავე ადგილას პატარა ფურჩელზე წარწერა დამხვდა " ბენზინი იმედია აანაზღაურე, იცოდე დილით გაგაღვიძებ ეგრე რომ არ იყოს" მამას ხელწერა ვიცანი და გამეცინა, გასაღები და ოც ლარიანი გვერდი-გვერდ დავდე, ნიშნად იმისა რომ საწვავის ანაზღაურება დამავიწყდა.
დივანზე ვზივარ და ფილმს ვუყურენ, მას ჩემს მუხზე უდევს თავი, უცდებ თავს წევს და მიღიმის, შემდეგ ჩემსკენ მოიწევს და ჩემს ბაგეებს ეწაფება. ვგრძნობ როგორ მიმძაფრდება გულისცემა, თმაში ხელებს ვუცურებდა ტუჩზე შეუმცნევლად ვკბენ. ეცინება და ხელში მიტაცებს, მატრიალებს და შუბლზე მკოცნის...
შემდეფ თვალებს ვახელ და წყვდიადი მხვდება, ის არსად არ არის! წლით სავსე ჭიქას ბოლომდე ვცლი და აჩქარებული გულისცემის დარეგულირებას ღმა ჩასუნთქვა-ამოსუნთქვით ვცდილობ. ცრემლები მაინც მომდის და თავი ხელშ ვერ ამყავს, ამის გამო ნერვები უფრო მეშლება და თავს ბალისში ვრგავს. მგონია რომ მის შეხებას ისევ ვგრძნობ, ის ისევ აქ ჩემს ტუჩებთან და სხეულთან მიკრობილი მგონია. ყოველთვის ასე ხდება, ყოველ გამოღვიძებისას მგონია რომ რეალობა იმდენად ამაზრზენია, გულის რევის შეგრძნებას ვგრძნობ. ვფიქრობ როგორი ამაზრზენია ჩემი სიცოცხლე... მის გარეშე. საათს ვუყურებ დილის ხუთი საათია, ვგრძნობ რომ ვკანკალებ და ცრემლები პიჟამას მისველეს. თავს ბალიშზე ვდებ და ისებ წყვდიადში ვეშვები.

მეტროდან ამოვდივარ და შეტყობინებას ვკითხულობ. დილით ვიღაც კაცმა მითხრა, დამქირავებელს თქვენთან შეხვედრა სურსო, ადგილი და დრო კი შეტობინების სახით გამიმიგზავნა. პატარა ჩაიხანა დავინახე და შევედი. ნაცნობი სახის დანახვისას გამეღიმა და კაცს მივესალმე.
- ხომ არ დავიგვინე? - ვკითხე და მის წინ მოვთავსდი.
- არა, უბრალოდ მე მოვედი მალე. - გამიღიმა და ორი ჩაი შეუკვეთა.
- მე თქვენი სახელი არ ვიცი. - ვუთხარი და თმები შევისწორე.
- ოჰ დიახ... ამირან რობაქიძე ვარ. - თავი დამიკრა და გამეღიმა.
- კარგი. ეხლა კი ჩემს მიერ ჩამოწერილ სიას, გაჩვენებთ. თქვენ კი კორეკტირება შეიტანეთ. - ათამდე სადილი და ხუთი დესერტი, ყველაფერი მსუბუქი და ადვილად მოსანელებელი ჩამოვუთვალე და ინგრეტიანტებიც გავაცანი. ბატონი ამირანი ფრიად სასიამოვნო პიროვნენა აღმოჩნდა, დაინტერესდა ყველა დეტალით და მენიუ შემიქო.
- ძალიან კარგია, ვფიქროვ საკმარისია ყველაფერი. იცით... ადრე ჩემი ცოლი არავის იხმარებდა ისე აკეთებდა ყველაფერს. ეს სიამოცნებდა... თუმცა ეხლა აღარ შეუძლია. - თვალებში ტკივილი დაეტყო - კარგი, ჩემი ცოლიც იქ იქნება მომზადების პროცესში რადგან აინტერესებს ყველაფერი როგორ და რანაირად იქნება. - დავინტერესდი რატომ არაფერს თუ ესე ძალიან უყვარდა?
- პრობლემა არ არის. პირიქით კარგია, შემდეგ რომ არ იყოს შენიშვნები. - გავუღიმე და ჩაი მოვსვი. - ორი დამხარე საკმარისი იქნება.
- ჩემს შვილს მსგავსი რაღაცეები არც აინტერესებს. ჩემს ცოლს კი პირიქით. მე კი მინდა ყველა კმაყოფილი იყოს ხომ გესმით? ჩემს შვილს რომელიმე კლუბში გადახდა ურჩევნია, თუმცა დედამისს ვერ აწყენინა.
- ძალიან კარგი, სუფრას მე თვითონ გავაწყობ დეკორატიულად. აღჭურვილობას მე თვითინ მოვიტან. - გამიღიმა და პატივისცმება დაეტყო.
- მადლობელი ვარ. შეგიძლიათ წინა დღით მოხვიდეთ რაგა პროდიქტები შეამოწმოთ. - ფურცელზე სწრაფად დაწერა, რაღაც. - აი სახლის მისამართი.
- ნუ ღელავთ, ყველაფერი კარგად იქნება.
ამ დროს გარეთ, სტეკლოზე დააკაკუნეს და შეშფოთებულმა შევიხედე. თავზე ჩაფხუტი ეხურა და მოტოციკლეტზე ხელი ჰქონდა გადადებული.
- ღმერთო, გული გამიხეთქე შე სულელო - სიყვარულით შეხედა ჩაფხუტიან ბიჭს, შემდეგ შემომხედა - ჩემი ვაჟია.
ბიჭმა გამომხედა და თვალების ადგილას სადაც ჩაფხუტი არ უმალადა თვალებს, რაღაც ნაცნობი. იმდენად ნაცნობი რომ ტანში ჟრუანტელმა დამიარა.
- ნუ მიწყენთ უნდა წავიდე. სამსახური, შემდეგ კი ცოლი მელოდება - ბატონ ამირანს დავემშვიდობე და ისევ ბიჭისკენ შევტრიალდი თუმცა იქ არავინ დამხვდა.
იმ ღამით ისევ, ის დამესიზმრა.

ფრთხილი კარის გაღების ხმა მესმის, შემდეგ ვიღაც შემოდის და მაშინ იწყება ქაოსი. სწრაფად ვარდები ლოგინიდან და დედაჩემს ცივსისხლიანი თვალებით ვუყურებ.
- რას აკეთეებ? ხომ გითხარი დილით ძილი მჭირდება თქო. - მტვერსასრუტს რთავს და მიყურებს.
- იცი რომელი საათია შვილო? სახლი უნდა დავალაგო, ვინმე არ მოვიდეს, თავი მომეჭრება. - გაბრაზებული ვუყურებ, ის კი ისევ მტვერსასრუტს რთავს და თავის საქმეს აგრძელებს. სუფთა საცვალს და პირახოცს ვიღებ. სააბაზანოდან მანამ არ გამოვდივარ სანამ დედა ოთახიდან არ გადის. თმებს ვიშრობ როდესაც კარს აღებს და თავს ოდნავ ყოფს კარში.
- წამოდი ყავა გაგიკეთე - ვუბღვერ თუმცა, ყავა ნამდვილად მჭრდება. საათს ვუყურებ უკვე ოთხი საათია. ტანში მცრის რომ მახსენდება ხვალ რა მელის.
- ტკბილი ხომ გამიკეთე? - ყავის ჭიქას ვუყურებ შემდეგ დედას რომელიც წინ ცხელ ბლინებს მიდებს.
- ხო ტკბილია. ხვალ რახდება?
- პირველად უნდა ვიყო შეფმზარეული - ცხელ ყავას სწრაფად ვცლი და მურაბას სქლად ვუსმევ ბლინზე.
- სად? მომიყევი ადამიანო დედაშენი არ ვარ? ტყუილად გიხადეთ ოთხიათასი ლარი წელიწადში? - თვალებს ვატიელებ თუმცა ვნებდები ვიცი მაინც არ მოისვენებს, ყველაფერი თუ არ გაიგო.
- ალბათ მდიდარი ოჯახია რადგან სამიათას ლარს მიხდიან. - თვალები უფართვდება და ხელის გულს პირზე იფარებს. - ხო ხო რაიყო? აბა რა გეგონა ამდენი რისთვის ვიწვალე?
- იწვალე? კარგი ერთი, საჭმელების გაკეთება რა წვალებაა?
- დედა! რამდენჯერ უნდა აგიხსნა რომ ადვილი არაფერია? - მეორე ბლინს ვუსმევ მურაბას და დედას ვუყურებ - დღეს მაგიდის მოსართავები უნდა ვიყიდო. მანქანას მათხოვებ? - როგორც წესი, მისი მანქანა მამამ ძალით უყიდა, დედა წინააღმდეგი იყო მირჩევნია სახლს შევმატოთ მაგ ფულით რაიმეო, მაგრამ რადგან მამამ დაჟინა ვერავინ გადაათქმევინებდა.
- წაიყვანე, ვითომ მე დიდად მიყვარდეს. - მხრები აიჩეჩა. ზარის ხმა გავიგონე, დედამ კარები გააღო თუ არა ჩემი ჭორიკანა მეზობლის ხმამ ტვინის ყოველ უჯრედში შეაღწია.
- ლოლა ყავის სუნი მცემს, უჩემოდ დალიე? - დატუქსა დედაჩემი და სამზარეულოში შემოვიდა. - ლიზა სახლში ხარ შვილო? - გადამკოცნა.
- კი სახლში ვარ, თუმცა ძალიან მეჩქარება. - სალფეთქზე ხელები გავიწმინდე და დედას შევხედე რომელიც ყავას ისევ ადუღებდა.
- წადი შვილო, წადი არ დაგაგვიანდეს. - ჩანთა სწრაფად გადავიკიდე და სამზარეულოში თავი შევყავი.
- ნახვამდის ციცინო დეიდა და კიდეც ყავა, მხოლოდ მე დავლიე. - ჩავიხითხითე და ფეხსაცმლის ჩაცმა დავიწყე, მესმსმოდა როგორ დაიწყო გაჭორვა ციცინომ.
- ჩვენს გვერდით კორპუსში რომ ელენა ცხოვრობს ხომ იცი სტუდენტი?მაყვალამ მითხრა თურმე საცვლებით გამოდის აივანზე და სარეცხს ფენსო
გულიანად გამეცინა და დედაჩემის გამიკვირდა როგორ მეგობრობდა ამ ქალთან, თუმცა დედა ჭკვიანი იყო. ჯობს, ჭორიკნები უფრო ახლოს გყავდეს ვიდრე შორს.
მაგიდის პატარა გადასაფარების, ფერის არჩევაში დიდი ხანი ვიწვალე. არჩევანი ღია ვარდისფერ და ოქროსფერში უნდა გამეკეთებინა. ბოლოს მაინც ოქროსფერი და ვერცხისფერი ავარჩიე, გადასაფარებელი ვერცხისფერი იქნებოდა რათა ოქროსფერი დეკორი გამოეკვეთა და ჩრდილში არ მოექცია. მაგიდის სიგრძე არ ვიცოდი ამიტიმ ბატომ ამირანთან მომიწია დარეკვა, ყველაფერი მითხრა და მეც ვუთხარი რომ დილის ცხრა საათიდან მათთან უნდა ვყოფილიყავი. ბოსტნეულის სანახავი დრო არ მქონდა მათთან სახლში მისასვლელად ამიტომ დამხვმარე გავგზანე. სუვენირების მაღაზიიდან პარკებით გამოვედი და ყველაფერი მანქანაში მოვათავსე, ამოღებას არ ვაპირებდი რადგან ხვალაც დამჭირდებოდა მანქანა. მამას კი ვერ ვთხოვდი რადგან მუშაობდა.
სახლი ცარიელი დამხვდა, ისეთი სიჩუმე იყო გავოცდი, რადგან ესეთ მდგომარებაში იშვიათადაა. დედასთან დავრეკე
- სად ხარ?
- შენი აზრით შვილო? შენმა საყვარელმა ბებიამ დარეკა და მამაშენს გამოუცხადა რომ წნევააქვს და ეშინია მარტო ყოფნა. მეც მომიწია წამოსვლა - წარმოვიდგინე მისი გაბრაზებული სახე და ჩავიცინე
- როდის მოხვალთ? კარგადაა ბები?
- რა გაცინებს ლიზა? - გაბრაზდა. - კარგადაა, განა რაიმე ჭირდა? წის და ცხელ კაკაოს მიირთმევს.
- კარგი, აკოცე ჩემს მაგივრად.
- მოვიკლავ თავს - მითხრა და გამითიშა.
უცებ გავიხადე ტანსაცმელი და პიჟამა ჩავიცვი. არ ვიცი როდის ან როგორ, ჩამეძინა დივანზე, მაგრამ მზის სხივებმა თვალები მომჭრა და სწრაფად წამოვფრინდი. საათს შევხედე დილის შვიდი საათი იყო, კმაყოფილმა თავიგავაქნიე და სააბაზანოში შევედი. თბილი წლის წვეთები კანზე მეცემოდა და საამურად მოქმედება, გუშინ ისევ დამესიზმრა. საკუთარი სხეული ჩემი აღარ მგონია, მას ჰყავს დაპატრონებული... თითებს ყელზე და ლავიწზე ვისრიალებ და მახსენდება მისი შეხება და ჩურჩული " ჩვენს, სახლში წავიდეთ?" მიღიმის და მე ვერ ვითბენ და ხელის გულს სახეზე ვუსმევ. სად გვაქვს სახლი? ვეკითხები, მას კი თვალები უდიდდება და ტუჩის კუთხე ეპრიხება " ჩემს სახლში,წამოდი წავედით" სახლში შევდივართ თუ არა მკრთალ სინათლეზე ჩემს კოცნას კედელთან იწყებს, მეც ვქვები და ნაზ თმაში ხელებს ვუცურებ, შემდეგ როცა მაისურის გაძრობას ვუპირებ, მიყურებს და უკან რამოდენიმე ნაბიჯს დგამს " ჯერ არა, ადრეა." ვგრძნობ როგორ ვბრაზდები და მეღვიძება.
ყოველთის იცვლება კადრები, მისი ჩაცმულობა, მანერები. მაგრამ ის ლტოლვა რაც მასთან მაკავშირებს, არასდროს. მგონია ელენქტრონულ მუხტი ჩემს სამყაროს იპატრონებს... ყოველ წამს მინდა შევეხო მას, მაგრამ როდესაც სურვილის, დიდი დოზით ვგრძნობ ყოველთვის მეღვიძება. თმების გაშრობის შემდეგ, ჩავიცვი და ბატონ ამირანს დავურეკე.
- დილა მშვილობის - მივესალმე, მხიარულად.
- გამარჯობა ლიზა, მეგონა კერ კიდევ გეძინათ. - ჩაიცინა.
- არა, ბატონო ამირან დაახლოებით ოცდაათ წუთში მოვალ. მინდა ყველაფერი მოვასწრო, რაიმე პრობლემა ხომ არ იქნება?
- არა, რა თქმა უნდა არა.
ახალ გარეცხილ წინსაფრებს ჩანთაში ვკეცავ და სახლის გასაღებს ვეძებ. დედას შეტყობინებას ვუგძავნი რომ წავედი და წარმატებები მისურვოს. მანქნის გასაღებს ვიღებ და კიბეებზე სწრაფი ნაბიჯებით ჩავდივარ.


***
ოთახის კუთხეში, ფანჯარასთან ქალი იჯდა და უსასრულო სივრცეს შესცქეროდა, მისი აჩქარებული სუნთქვა მთელ ოთახში ისმოდა.
- რა გჭირს ძვირფასო? - ქმრის დანახვისას, ქალს გაეღიმა.
- არაფერი, რა უნდა მჭირდეს? - გაღიმება სცადა, თუმცა არ გამოუვიდა.
- კარგი რა, ვიცი რაც. ნერვიულობ დღევანდელზე არა?
- ცოტათი. - გამოტყდა ქალი და თვალები დახუჭა.
- ის ყველაზე მეტად გავს... ზუსტად ისეთია. ამაში თვითონ დარწმუნდები...
- და მან იცის ეს? - ჰკითხა ფერდაკარგულ ქმარს.
- არცერთმა. მათ რეაქციებზე მივხვდებით...
ცოლს, შუბლზე აკოცა და ნელი ნაბიჯებით დატოვა ოთახი. კარზე ზარის ხმა გაისმა. მოვიდა...გაიფიქრა ქალმა და კარისკენ დაიძრა.


სახლის კარი თვითონ ბატონმა ამირანდა გამიღო, ბიჭებს თხოვა ნივთები გამოერთვათ და სამზარეულოში წაეღოთ. გარედან არც თუ ისე დიდი სახლი ჩანდა თუმცა შიგნით მყოფმა გავოცდი. პირველი სართული მთლიანად მისაღები და მხოლოდ სამზარეულო იყო. სამზარეულო დიდი და ყვდლაფრით აღჭურვილიყო რაც მჭირდებოდა.
- თუ რაიმე დაგჭირდებათ... - ბატონი ამირანი მიყურებს და თან ყველაფერს ათვალიერებს.
- დამშვიდდით, ყველაფერია რაც მჭირდება. მაგრამ თუ რაიმე დამჭირდება გეტყვით.
ჩემი დამხმარეები ერთ საათში, დავიბარე. მერჩივნა ჯერ მე შემევლო თვალი ყველაფრისთვს. მწვანილს გარჩევა დავიწყე როდესაც ვიღაც მთქნარებ-მთქნარებით შემოვიდა.
- დე ჩაი გამიკეთე - თვალები დაისრისა და შემდეგ გაახილა, ჩემმა დანახვამ გააკვირვა, შემდეგ ისევ მოავლო თვალი სამზარეულოს, შემდეგ ისევ მე.
- მე გაგიკეთებ. - ხმა ამოვიღე თუ არა, თვალები დააწვრილა. თხები ბამბის შარვალი და შავი მაისური ეცვა. ქერა თმაზე კი მისი იდეალური სახე, შემაწრწუნებლად ლამაზი იყო. მაგრამ ბავშვურიც...
- ვინ ხარ? - მკითხა და ხელები გულზე დაიდო.
- დღევანდელი დღის, შეფმზარეული. - უცებ გონება გაუნათდა და გაღიმებული მომიახლოვდა.
- კიდევ სხვა რამესაც გამიკეთებ? ისე მშია, ვკვდები. - შევხედე მაგრამ ირონია ვერ შევნიშნე, პორიქით გულწრფელად მთხოვდა.
- კვერცხ შეგიწვავ, ოღონდ გემრიელს. მეტი დრო მართლა არ მაქვს.
- კარგიიი - გაზიანი სასმელი ჭიქაში ჩამისხა, შემდეგ ტაფაც კი გამომიღო. მის შემხედვარეს სიცილი ამიტყდა. ჩემზე ალბათ ორი წლით პატარა იქნებოდა თუმცა ძალიან მხიარული იყო და მძიმე სამუშაოს, დილა შემართებით დავიწყე.
- ყოვეთვის შენ ხვდები ავარიაში? - გავხედე როორ ილუკმებოა, გაკვირვებულმა შემომხედა.
- არა, ჩემი ძმა. შენ საიდან? - ახსნა ვერ მოვახერხე ამიტომ თვალი ჩავუკარი. ადგა თავისი თეფში გარეცხა.
- ყავა არ გინდა? მე გავაკეთებ. ხო მართლა მე ლუკასი მქვია. - მითხრა და მისი ლაპარაკის მანერაზე გამეცინა.
- მე ლიზა. მინდა, ოღონდ ტკბილი. - სამზარეულოში კიდევ ერთი ბიჭი შემოვიდა, მასაც ბამბის შარვალი ეცვა ოღონდ მაისური არა. დაკუნთული სხეული პირველი მომხვდა თვალში.
- ლუკას, რა ჯანდაბაა - ჩემს დანახვისას გამომეტყველება შეეცვალა - ეს ახალი მოახლეა? - იკითხა, ლუკასმა კი შეუბღვირა.
- არა, ლიზა დღევანდელი დღის შეფსაზეულია.
- ააა - მაღალ სკამზე ჩამოჯდა - ყავა მეც მინდა.
მათ შორის მსგავსება ოდნავ იყო, მხოლოდ თვალებით გავდნენ ერთმანეთს. ეს იყოის ვინც სულ ავარიაში ხვდებოდა? მოტოციკლეტიანი? არ ვიცი რატომ მაგრამ უნდა მეკითხა
- ეს არის? - ვკითხე ლუკას და თვალით მისი ძმისკენ ვანიშნე.
- ვინ ის? - შემომხედა ბიჭმა, შემდეგ ლუკასს დააკვირდა.
- არაა - გაიცინა - ეს ბექაა.
- ბოლოს და ბოლოს რამდენი ძმა ხართ? - მოთბინების ფიალა ავსებულმა ვკითხე.
- ხუთი. - ეხლა ბექამ გამცა პასუხი. ხუთი? ღმერთო რამდენიააა. მიჩვეული მსგავს რაიმეს არ ვიყავი, ერთი შვილი ვიყავი მხოლოდ და წარმომიდგენია ოთხი და რომ მყოლოდა ალბათ, თავს მოვიკლავდი.
- ის ყველაზე დიდია, ნიკოლოზი. - ნიკოლოზი? ტამში გამცრა თუმცა არ შევიმჩნიე და ხორცის გარეცხა განვაგრძე. ტელეფონის ხმამ რეალობაში დამაბრუნა.
- აქ ვარ. მოდით - ვუპასუხე ჩემს დამხმარეს - აჰა კარგი.
- ვინ იყვნენ? - ყავა გვერდით დამიდგა და შემომხედა.
- ჩემი დამხმარეეები - ვუპაასუხე და ყავა მოვსვი.
- ესეიგი იწყება? - ტაში შემოკრა.
- იწყება - გავუღიმე და გაღიებულ ბექას გავხედე.
- წვეულება უკვე დაიწყო? - ქალი ხმამ ლუკასი გააჩუმა და სამივე მისკენ შევტრიალდით. პირველ რიგში ბორბლები მომხვდა თვალში, ქალი ეტლში იჯდა და ბორბლებს ხელით ატრიალებდა რათა ჩვენთან მოვუსლიყო. თვალი-თვალში გამიყარა და არდგილზე გავშეშდი, რადგან ქალი რაღაცნაირად მიყურებდა. თითქოს რაიმე სასწაული ნახა...
- დედა, აქამდე სად ხარ? - ლუკასი ჩაიცუცქა და ქალს ლოყაზე აკოცა. დედაო? ესეიგი ესაა ბატონი ამირანის ცოლი? ვისზეც მიყვებოდა.
- სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, მე... - გამაწყვეტინა
- თქვენ ლიზა ხართ, დიახ ვიცი - ხელი ჩამომართვა და ისევ დამაკვირდა.
- ნიკოლოზს დაუძახე ბექა, უთხარი აქ მოვიდეს. - თვალი არ მოუშორებია ისე თქვა. ბექაც გავიდა სამზარეულოდან და გულთან უჩვეულო ტკივილი ვიგრძენი, ისეთი რომ ადამიანს დაამუნჯებს და ოთხად მოკეცილს დატოვებს სანამ მას მოუნდება.
- დედა რა არისს? - მომესმა ბიჭის ხმა, შორიდან და ტანში ჟრუანტელმა დამიარა რადგან ეს ხმა ჩემს ხმაზე ნაცნობი იყო, იმდენად ნაცნობი რომ ძალა რომ მქონოდა მასთან უკანმოუხედავად გავიქცეოდი...

- მოდი, მოდი - ეძახის შვილს, თუმცა ვერ ვხვდები ასე დაჟინებით რატომ.
სამზარეულოში მხოლოდ ბექა შემოდის.
- სად წავიდა? - აშკარად გაბრაზდა ქალი, თვალებს შემოსასვლელისკენ აცეცებს.
- მე არ ვიცი, სახატავად ალბათ.
- კი მაგრამ, მე ხომ დავუძახე?!
- დედა, მე რა შუაში ვარ? რაც უნდა იმას აკეთებს. გინდა წაგიყვანო მასთან?
- არ მინდა. ლიზას მივეხმარები...
ბიჭები ოთახს ტოვებენ, ამ ქალის მეშინია ოღონდ სერიოზულად. არ ვიცი რატომ მაგრამ, მის თვალებში რაღაც საშიშს ვგრძნობ. თუმცა ამავდროულად მეცოდება, ეტლზე მიჟაჭვული ყოველი ადამიანი...
- ჩემი დამხმარეები მოვიდნენ. - ვანიშნებ თვალით, სანროს და საბას ვკოცნი და წინსაფრებს ვაწოდებ.
- კარგი, მაშ დაგტოვებთ. თუ რაიმე დაგჭირდება...
- დიახ, დიახ. ვიცი - გავუღიმე, მანაც გამიღიმა და ბორბლები შემოატრიალა. ქალის გასვლის შემდეგ, ამოვისუნქე. მეგონა გულიდან დიდი ლოდი მოვიხსენი ამ ქალის წასვლის შემდეგ. იმდენად უარყოფით ენერგიას ასხივებდა...
- დავიწყოთ? - ვეკითხები, ჩემებს და ისინიც მხიარულად მიქნევენ თავს.
სამი საათის შემდეგ, ისეთ დაღლილობას ვგრძნობ ფეხები აღარ მემორჩილება. ბიჭები კი შემართებით ადნობენ შოკოლის ფილას. დესერტებზე გადავედით, მხოლოდ შოკმანჟე გვქონდა გასაკეთებელი.სტუმრები ორ საათზე უნდა მოსულიყვნენ, მანამ ორი საათი იყო. ყველაფრის მილაგების შემდეგ, მისაღებში გადავინაცვლე და ჩემი აღჭურვილობაც თან წავიყოლე. როგორც ვთხოვე მაგიდა გაეთავისუფლებინათ, თეფშები კი სამზარეულოში გამზადებული იყო, ჩემი საქმის დამთავრების შემდეგ მოახლეები გამოიტანდნენ.
მაგიდის მორთვა, შარშან ვისწავლე. ზოგ დამქირავებელს არ მოსწონს მზარეულის მიერ დეკორირებული მაგიდა თუმცა ბატონი ამირანის ნაირი ადამიანებიც უხვადაა...
ვერცხლისფერი გადასაფარებელი გადავაფარე მაგიდას, შემდეგ დეკორები პატარა ანგელოზები ერთის "ჩაგდებით" დავაწყვე, ხელსახოცები კი თეთრი, მიმტანის თეფშების დალაგების შემდეგ ლამაზად დავკეცე და გვერდით მივუწყვე. ასევე ოქროსფერ სასანთლეში, თეთრი წვრილი, მაღალი სანთლები მოვათავსე და დავაკვირდი, ისე იყო როგორც მინდოდა. ცივი კერძები შემოვატანინე და როგორც დახაზული მქონდა გონებაში ისე განვალაგე. სამზარეულოში დავბრუნდი თუმცა იქ მხოლოდ ბატონი ამირანის ცოლი დამხცდა რომელიც რძეს სვამდა.
- იმედია, ყველაფერი მოგეწონებათ. - ჩემსკენ შემოტრიალდა და თბილად გამიღიმა.
- ისეთი სურნელი, ტრიალებს სახლში... მომეწონება. მომენატრა,ეს პროცესი. - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა ბოლო სიტყვები. ვიგრძენი რომ, ყელში ბურთი მომაწვა. ძალიან,შემეცოდა ეს ქალი. ნეტავ რა დაემართა თქო გავიფიქრე.
- ხო მართლა, დაბადების დღეს გილოცავთ. - გამზადებული სანთლიანი ნამცვრის ნაჭერი გამოვიღე და სანთელს ცეცლი მოვუკიდე.
- ოჰ,მმადლობა ძვირფასო. - სანთელს სული შეუბერა და გაცისკროვნებულმა, შემომხედა. -ალბათ დაიღალე?
- არაუშავს, ეს ჩემი პირველი დიდი საქმეა.
- თავს მშვენივრად ართმევ. - კარზე ზარის ხმა გაისმა, პირველი სტუმარი მოვიდა. ქალმა მომიბოდიშა, უნდა მოვწესრიგდეო და წავიდა.
ცხელი კერძების დატანაში მიმტანებს, დავეხმარე და ისევ სამზარეულოში დავბრუნდი რათა, დესერტები მიმერთო.

4 წლის წინ
კლინიკის ერთ-ერთ ოთახში, ექიმი და მის წინ ცოლ-ქმარი ისხდნენ. ქალი ხელებს ნერვიულად იმტვრევდა.
- და რა უნდა გავაკეთოთ ექიმო? გამოსავალი გვაქვს?
- ქალბატონო ნინო, თქვენი შვილი ავადმყოფი არ არის. უბრალოდ ის...
- რა ის? - კაცი გაფითრებული უყურებდა ექიმს, ცოლს ნერვიულას ჩაშჭიდა ხელი.
- როგორც თქვენი მონათხრობიდან დავასკენი, ის სრულად ჯამრთელია. თუმცა... შეიძლება ფსიქიკურად რაღაც სჭირდებს. არ ვიცი ეს როგორ აგიხსნათ, თუმცა გამოსავალი არსებობს. შეგიძლიათ პირველი შემთხვევა გაიხსენოთ? - მშობლებს შეხედა, მათაც ერთმანეთს გადახედეს, ბოლოს ქალი ალაპარაკდა.
- დილის ექვს საათზე გამეღვიძა, წყლის დასალევად ავდექი. მის ოთახში სინათლე ენთო და გამიკვირდა. ფრთხილად გავაღე კარები და დავინახე როფორ ხატავდა. თვალებს ხუჭავდა, გეგონებოდათ, რაღაცის ან ვიღავიც გახსენებას ცდილობსო... დავიბენი. არ ვიცოდი რა მექნა ან რა მეთქვა. თუმცა მაინც მივედი და ვკითხე რას აკეთებ თქო? მან კი მიპასუხა, მას ვხატავ შეიძლება დამავიწყდესო. ნახატს დავაკვირდი, გოგონა იყო. პორტრეტზე ლამაზი გოგონას სურათი იყო აღბეჭდილი. ვიცოდიც ჩემს შვილს ხატვა რომ უყვარდა. თუმცა... ასე ლამაზად? დილის ექვსზე? ვთხოვე დაეძინა, ათი წუთი ველოდე მანამ სანამ ხატვას დაასრულებდა, შემდეგ მშვიდად ჩაეძინა. დილით ყოველთვის ბედნიერია, რამოდენიმეჯერ შევამჩნია, დილით როგორ ჰქონდა ხელები ხატვით ჩაწითლებული. შემდეგ... მის ოთახში, იგივე გოგონას გამოსახულებიანი ნახატი, დაახლოებით ოცდაათი ცალი ვიპოვე.
- შემდეგ?
- ექიმო, ის ძალიან მხიარული და ლაღია, თუმცა ძალიან გულჩათხრობილი. მეშინია, დეპრესიაში არ ჩავარდეს. მეშინია რომ გარდატეხვის პერიოდს ვერ გაუმკლავდება...
- და ის გოგონა ვინ არის იცით? - ორივემ იუარა და მხრები აიჩეჩა - უნდა იპოვოთ ის. დამიჯერეთ.


სტუმრებით სახლი უკვე შეივსო, ამიტომ სამზარეულოში დავიცადე მანამ სანამ, დესერტს გაიტანდნენ. შემდეგ წავიდოდი, ვფიქრობდი რომ ორი დღე ვიძინებდი და არაფერს გავაკეთებდი.
- ლიზააა, ყველა გაოცენულიაა, სასწაული ხელები გაქვს. - ლუკასი სწრაფად მომიახლოვდა და მიმღიმარი სახით დამიდგა წინ.
- მართლა? ესეიგი ტყუილად არ მიწვალია...
- ძალიან დაიღალე?
- ჰო...
- შეგიძლია ტორტზე სანთების გაკეთებაში დამეხმარო? - მთხოვა და მაცივრიდან ტორტი, შემდეგ კი სანთები გამოიღო.
- შენ გაგაქვს? რა თქმა უნდა. - უზარმაზად ტორტს შევხედე, აშკარად ძვირი დაუჯდებოდათ.
- ეგრე ნუ უყურეებ, დიდი იმიტომაა რომ ორ რამეს ავღნიშნავთ.
- აი მორჩა - ბოლო სანთელი, ტორტს ჩავარჭვე - ავანთებ და წაიღე.
- არ გამოხვალ? - მკითხა გულწრფელად.
- არა ლუკას, მე იქ რა მინდა?
- კარგი რა, ყველაფერი ხომ შენ გააკეთე.
- წადი, მიდი.
მიხაროდა, რადგან თუ ტორტი გაიტანეს დესერტსაც მალე გაიტანდნენ. მიმტანებმა, საჭმლის შემოტანა დაიწყეს. სუფთა თეფშები და დესერტი მალევე გაიტანეს როდესაც ბატონი ამირანი შემოვიდა
- ლიზა - დამიძახა და გამიღიმა
- ბატონო ამირან? ძალიან მაინტერესებს, როგორ მოგეწონათ?
- ძალიან, ძალიან კარგია ყველაფერი. ყველას შენი გაცნობა სურს, წამოდი გთხოვ. - ყველაზე მეტად იქ გასვა არ მინდოდა.
- კი მაგრამ...
- უარს ნუ მეტყვი გთხოვ. წამოდი... - შავი თმა ხელით შევიწორე და ბატონ ამირანს უკან გავყევი.
იმდენი ხალხი იყო, შოკირებულმა თვალების ცეცებით დავაკვირდი ყველას. ასაკიანები, ახალგზრდები, ჩემი ტოლები. ყველას ერთად მოეყარა თავი. ბექა და ლუკასი შევამჩნიე დედასთან იდგნენ, მათთან ორი ბიჭიც იდგა, გაცხარებული საუბრობნენ.
- გაიცანით, ეს ლიზაა დღევანდელი დღის შეფმზარეული - მასპინძელმა ორ კაცს გააცნო ჩემი თავი და მათაც მოწიწებით დამიკრეს თავი.
- ძალიან კარგი მზარეული ხართ. ყველაფერი არაჩვეულებრივი იყო. მოგვიყევით თქვენზე? - დაახლოებით ოცი წუთი კითხვა-კითხვაზე მისმევდნენ და არ ჩერდებოდნენ. მეც მოთბინებით ვპასუხობდი როდესაც ხმა მომესმა
- დღეს ჩემთის მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ჩემი ცოლი ოცდარვა წელია ჩემს გვერდითაა. მან ხუთი ვაჟი მაჩუქა. ბედნიერი კაცი ვარ და საამაყოც ბევრი მაქვს... - ყველას ტაში დაუკრა - და ასევე დღეს ჩემი შვილი ბოლო უნივერსიტეტული ცხოვრებაც დამთავრდა. - შვილს ხელით მიუხმო - ნიკოლოზზი ჩემთან ერთად გაუძღვება, კომპანიის საქმეს.
ბიჭი მამას მიუახლოვდა, შავი კუპრივით თმა ლამაზად დაევარცხა. კოჭებამდე შავი შარვალი და თეთრი ბამბის მაისური ეცვა და სახე...
ხალხს თვალი მოავლო და ბოლოს მზერა ჩემთან გააჩერა. თვალს ვერ ვწყვეტდი, სიზმარია? ალბათ სამზარეულოში ჩამეძინა და მესიზმრება თქო ვიფიქრე. ის ზუსტად ისეთი იყო, ოდნავ გრძელი სწორი ცხვირით, წითელი ტუჩები, გრძელი წარბებითა და შავი თვალებით... თმები გვერდით ჰქონდა გადაწეული. გული საშინლად სწრაფად მიცემა, თვალის დახამხარება არ მინდოდა, მეშინოდა რომ გაქრებოდა. ისიც ზუსტად ისე მიყურებდა როგორც მე. ხელები ამიკანკალდა და სკამს ხელი ჩამოვადე რომ არ წავქცეულიყავი. მუცელში სპაზმებს ვგრძნობი...
- შენ... - ერთადერთი სიტყვის თქმა მოვახერხე და გომენა დავკარგე.

ბიჭი მოუსვენრად დაწრიალებდა გოგონას გუწასულ, სხეულს და თვალს ვერ წყვეტტდა. იმდენი შეკითხვა უტრიალებდა თავში...
გაოგნებული უყურებდა მის სახეს, ტუჩებს, თვალებს რომელიც ათასჯერ, დაეხატა. მის შავ კუპრივით თმას რომელიც ბზინავდა და მას ყოველთვის ნერვები ეშლებოდა ამას რომ ნახატში ვერ გადმოსცემდა. ხელები უკანკალებდა და ვერ ხვდებოდა გოგომ, მისი დანახვისას გონება რატომ დაკარგა? ის აქვე იყო მასთან რამოდენიმე საათი და ეს ვერც კი იგრძნო. საკუთარ თავს კიცხავდა და ნერვები ეშლებოდა. გოგონას გვერდით ჩამოჯდა და ნაზად ჩამოუსვა სახეზე ხელი, ეშინოდა რომ დაიმსხვრეოდა ან გაქრებოდა. იქნებ მელანდებაო გაიფიქრა და თვალები რამდენჯერმე დახუჭა რათა გოგონა ისევ დაენახა... ახსოვდა ბოლო სიზმარში როგორ კოცნიდა ლავიწზე და ხელს მის ხერხემალს რიტმულად აყოლებდა. როდის გაიღვიძებს? ან რა უნდა ვუთხრა? ფიქრობდა და ვერაფერს იგონებდა. გოგონასთვის ხომ ისეთი უცხო იყო... მისთვის კი როგორი ახლო? მისი მეორე ნახევარი, სული მეორე ნაწილი იყო. მის გარეშე ვერცერთი ღამე ვერ წარმოედგინა. რამდენჯერ უნატრია ამ მომენტზე, რამდენჯერ ნდომებია რომ მის გვერდით ესე ახლოს ყოფილიყო... მისი კანი სურნელი რეალურად შეეგრძნო. გოგონამ ხელი აამოძრავა რაზეც ბიჭი დამფრთხალი მიაჩერდა. თვალები გაახილა და ბიჭს არაამქვეყნიურად შეხედა.
- სიზმარში ვარ? - იკითხა და თვალები ისევ დახუჭა.
ბიჭი გაოგნებული და შეძრწუნებული უყურებდა და მის ბოლო სიტყვებს ვერც კი აანალიზებდა.
როგორც იქნა, გოგონამ თვალები ფართოდ გაახილა. ოდნავ დაფთხა რადგან ბიჭი ძალიან ახლოდან აკვირდებოდა და თვალს არ წყვეტდა. ნიკოლოზი მონუსხული უყურებდა გოგონას მუქ ყავისფერ თვალებს. ზუსტად ისეთიაო გაიფიქრა.
- შენ... - გოგონას ხმა საამურად ჩაესმა და ღიმილმა ბაგეები გაუპო.
- მე ნიკოლოზი ვარ. კარგად ხარ? - თავი დაუქნია ისე რომ თვალი არ მოუწყვეტია. - ჩემს ოთახში ხარ. დანარჩენები სტუმრებს აცილებენ. ექიმმა უკვე გაგსინჯა, არაფერი არ გჭირს. მართლა კარგად ხარ?
- კი კარგად ვარ. რამდენი ხანი ვიყავი ესე? - წყლის ჭიქა მიაწოდა და მანაც ბოლომდე გამოცალა.
- ორი საათი. რა დაგემართა? - ფეხზე ადგომას შეეცადა თუმცა თაბრუსხვევამ უკან დააბრუნა.
- არა... არაფერი. მე არ ვიცი.
თუმცა ყველაფერი კარგად იცოდა. ორივეს გული ცეცხლის ალი ბობოქრობდა და მისი ჩაქრობა არავის შეეძლო.
- შენ რამდენი ხნითაც გინდა იწექი, მე დავხატავ კარგი? - თავი დაუქნია და ბიჭიც გვერდით სახატავ დაფას მიუჯდა. ხატავდა და გოგონას ცალი თვალით უყურებდა, რამდენჯერმე გაიცინა რაზეც გოგონას ყურადღება მიიპყრო. მწოლიარეე გოგონას დახატვას თითქმის მორჩა როდესაც ლიზა სწრაფად წამოიმართა და ფეხსაცმლის ჩაცმა დაიწყო.
- საით?
- უნდა წავიდე, სახლში. ალბათ დაღლილობის გამო გავხდი ცუდად... მადლობა დახმარებისთვის.
- გაგაცილებ - უხალისოდ დაეთანხმა და უკან გაჰყვა.


კიბეებზე ძალები მოვიკრიბე რომ ფეხი არ ამკანკალებოდა და ჩავსულიყავი. მისმა სურნელმა კიდევ უფრო დამახვია თაბრუ. დავიმანახე როგორ აცილებდა ბატონი ამირანი ბოლო სტუმარს, ჩემი დანახვისას კი სწრაფად მომიახლოვდა.
- ლიზა კარგად ხარ? როგორ შეგვაშინე... ჯერ არ უნდა ამდგარიყავი.
- არა, კარგად ვარ მართლა. მაპატიეთ, უხერხულ მდგომარეობაში ჩაგაგდეთ. - მართლაც ძალიან უხერხულად ვგრძნობდი თავს მათთან რადგან ამდენი სტუმრის თანდასწრებით ეს დამემართა.
- რა სისულელეა, პირიქით მთავარია შენ ხარ კარგად...
- ლიზა. - სამზარეულოდან ეტლით სახლის დიასახლისი მომიახლოვდა.
- მაპატიეთ, მე...
- გთხოვ გაჩერდი, მიხარია რომ კარგად ხარ. - შემდეგ ჩემს გვერდით მდგომ შვილს გადახედა, თვალებში რაღაც უცნაური უელავდა.
- ლიზა მშვენივრად გამოიყურები - ლუკასი მომიახლოვდა და გამიღიმა, მის უკან ბექა და ორი ახალგაზრდა იდა - ხო, ეს ჩემი ძმებია. ლევანი და გიორგი. აი რომ მეკითხებოდი ის ნიკოლოზი. - სახეზე სიმხურვალე ვიგრძენი და სწრაფად დავხარე თვალები.
- გეკითხებოდა? - ნიკოლოზი წინ გამოვიდა და ძმას მეგობრულად დაადო ხელი
- ხო მე...
- უნდა წავიდე - გავაწყვეტინე - მადლობას გიხდით ყველაფრისთვის და ბოდიში.
- პირიქით მადლობა, შენ ძვირფასო. - ცოლ-ქმარმა ერთად თქვეს და ორივეს გაეღიმა.
- გინდა წაგიყვან? - შემომთავაზა ბექამ.
- არა, მანქანა უნდა წავიყვანო. ჩემს ნივთებს ავიღებ...
- ყველაფერი ჩავაწყვეთ. - გამიღიმა ლუკასმა
- ოჰ, მადლობა - ყველას დავემშვიდობე და გამოვედი. მანქანამდე ნიკოლოზი გამომყვა
- იმედია ისევ შევხვდებით ერთმანეთს, ლიზაა. - თავი დამიკრა და წავიდა. დამტოვა გაქვავებული, დამუნჯებული და ცრემლებ მორეული მარტო.
აკანკალებული ხელით ვამუშავებ მანქანას. უკვე სახლთან ვარ ტელეფონზე შეტყობინება რომ მომდის, სამიათასი ლარით ივსება ჩემი ანგარიში. სიხარულის თავი საერთოდ არ მაქვს. ჩემი ტონება და აზროვნება ათასი რამის გადახარშვას ერთად ვერ ახერხებს. სახლის კარს ვაღებ დედა გაბრწყინებული მიყურებს თუმცა ჩემი ფერდაკარგული სახის დანახვისას შეშდება.
- რა მოხდა ლიზა? რა დაგემართა? - ლაპარაკის თავი არ მაქვს ვცილობ სწრაფად ავუხსნა
- დავიღალე დედა. მინდა დავისვენო...
- დაისვენო? არ უნდა მომიყვე შვილო?
- რა მოგიყვე?
- მაგალითად როგორ გაართვი საქმეს თავი? - მხრებს იჩეჩავს
- ხომ გითხარი დავიღალე თქო? - უკვე ვყვირივარ და მასაც სახე ეშლება.
- წამოდი ჩაის გაგიკეთებ. ან... მიდი დაწექი და მოგტან.
არ ვეწინააღმდეგები, წყალს ვივლებ და ვწევები. ფინჯანი ჩაით შემოდის და გვერდით მიჯდება.
- დალიე, ცოტა დამამშვიდებელი გავურიე. ადვილად დაგეძინება
- მადლობა დედა. - მადლიერებით ვივსები და ჩაის სწრაფად ვცლი.
- ეხლა დაიძინე, ხვალ ვილაპარაკოთ კარგი? - თავს ვუქნევ ისიც მიდის თუმცა კარებთან ჩერდება
- მაინც საჭმლის სუნია, ღმერთო მიშველე...
ღამის ფარდებს ვაფარებ და თავს ბალიშში ვრგავ. როგორ შეიძლება ესეთი მსგავსება არსებობდეს? ვერასდროს წარმოვიდგენდი... რომ მას რეალურად შევხვდებოდი. ალისა ხომ არ ვარ,საოცრებათა ქვეყანაში სიზმრის სახით მივდიოდე შემდეგ კი უკან ვბრუნდებოდე და იმას ვხსევადე რასაც იქ? მისთვის ალბათ როგორი უცხო ვარ... რამდენი დრო გაგვიტარებია ერთად. თვალები მიმძიმდება და ძილის მორევში ვეშვები.

- როდის დაიჯერე რომ სიყვარული არსებობს? - მეკითხება
- ალბათ მაშინ როდესაც პირველად ამიჩქარდა გული. შენი შეხებისას, დანახვისას. თუნდაც ახლოს ყოფნისას. - მიღიმის და თმაზე ნაზად მისმევს ხელს.
- და გჯერა რომ ეს სიყვარულია?
- რა თქმა უნდა. მე მიყვარხარ... ვიცი, ვიცი რომ ეხლა ამ დროს და ამ სიტყვაციაში ეს სიტყვები ყველაზე გაცრეცილია. ამას ვერავინ ვერ აფასებს, ადრე უფრო ღირებული იყო... მესმის. მაგრამ მე მართლა...
- ვიცი, ვიცი ძვირფასო რომ გიყვარვარ. განა მე არ მიყვარხარ? ან როგორ არ უნდა მიყვარდე - ტუჩებს მაწეპებს და სახეზე ნაზად მისმევს ხელს. ტანში ჟრუანტელი მივლის და მგონია რომ პირველად მკოცნის. იმდენად დიდი მიზიდულობა გვაკავშირებს და ვცილდები თუ არა, ჩემი მეორე ნაწილი კვდება. ვაკუუმში ვიკეტები და საარსებო წყაროც მასთან ერთად ჰაერში იფანტება.
- დროა - ამბობს და გოგონას თვალებში კუშტად,უყურებს.
- რისი დრო?
- დროა ისწავლო, სად გადის ზღვარი. სიზმარსა და რეალობას შორის...
- რა? - ისევ მიყურებს და...

ვიღვიძებ უკვე მზე ფანჯრის რაფას წვდება, გულისრევის შეგრძნებას ვგრძნობ.
- დედაა - ვეძახი და ისიც შეშინებული შემოდის ოთახში.
- რა არის გოგო? გული გამიხეთქე. - კოპებშეკრული მეუბნება.
- ბაბუს სახლის გასაღები შენ გაქვს?
- კი რა არის?
- გასაღემი მინდა. ცოტა ხნით წავალ...
- სად გოგო ყაზბეგში მიდიხარ? ამ სიცხეში?
- ხო დედა...
- ღმერთო უშველე ჩემს შვილს, ან მე რა დავაშავე?
- გეყოფა ლოლა. მაძლევ თუ არა გასაღებს?
- მარშუტკით წადი მაშინ.
- არა გთხოვვ, მანქანას მაინც არ იყენებ!
- კარგი, კარგი. ჯანდაბას შენ თავს, მე რას მერჩი შვილო? მარტო მტოვებ, კარგი მეც წამოვალ... - სწრაფად ვდგები და ვუახლოვდები
- დედა გთხოვ. დასვენება და მარტო ყოფნა ეხლა ყველაზე მეტად მჭირდება...


***
- ის არის? ის არის არაა? - ბორბლები ბიჭისკენ მიიწევს
- დედა განა შენ ვერ შენიშნე? ის... ხოის არის.
- ყველა ქვეყანაში ვეძენებთ. თურმე რა ახლოს ყოფილა - ამბობს კაცი და შვილს უახლოვდება.
- მე რატომ არ მითხარით რომ ეძებდით? რატომ?!
- და აზრი შვილო?- ერთად თქვეს მშობლებმა
- დიდი აზრი ჰქონდა. მე ხომ ამდენი წელია ვიტანჯები დედა!
- ეხლა იცი ვინც არის და სად.
- და თქვენ მე ხომ გიჟი გეგონეთ? - კაცი მიუახლოვდა და შვილის ხელი თავისაში მოიქცია
- ჩვენ თავიდან დაბნეულები ვიყავით, შენი აკვიატება გვეგონა. თუმცა ბოლოს დავრწმუნდით რომ ეს სინამდვილე იყო. ჩვენს შვილს ვერ გავწირავდით... შენ ვერ დაგკარგავდით.
- ვიცი მამა, ვიცი...
- ეხლა რის გაკეთებას აპირებ? - ბიჭი ტრიალდება და ორივეს უყურებს.
- ის ჩემი გახდება... თუნდაც ძალით.
შემდეგ ოთახიდან მყარი ნაბიჯებით გადის და სწრაფად ტოვებს სახლს.

დედა რამოდენიმე საჭმელს კონტეინერში მიწყობს და გასაღებს მაწვდის.
პატარა სამგზავრო ჩანთაში ტანსაცმელს ვაწყობ და მივდივარ. ავტოსაგამართ სადგურზე ვაჩერებ და პატარა მაღაზიაში პროდუკტებს ვყიდულობ. გარშემო არავინაა, მაღაზიას ვშორები თუ არა ჩემს უკან ფეხის ნაბიჯების ხმა მესმის და ბასრი საგანი თავში მხვდება. ბოლო წამს სანამ გონს დავკარგავ, შავი ნოცნობი თვალენის დანახვისას შიში მეუფლება თუმცა ის იმდენად ნოცნობია... ტკივილი ბოლოს მიღებს და შავ უფსკრულში ვეშვები.

თვალებს ვახელ, თავის აწევა მინდა თუმცა ტკივილი საშუალებას არ მაძლებვს. თავის რაღაც მონაკვეთი ბინტით მაქვს შეხვეული საგულდაგულოდ და მიკვირს რა ხდება? თუმცა მაშინვე მახსენდება ფეხის ნაბიჯები, თავში დარტყვა და რაც მთავაია შავი თვალები. ოთახს ვათვალიერებ ფანჯრიდან ხეები მოჩანს და საკმაოდ გრილა. მიკვირს სად ვარ თქო და თავს ძალას ვატან ადგე. ერთი ვაივაგლახით ვდგები, მეორე სართულზე ვარ. პირველი სართულიდან წყნარი სიმღერის ხმა მესმოს. კიბეებზე ნელა ჩავდივარ და რომ ზედმეტი მოძრაობისგან თავი შევიკავო. პირდაპირ ის მეფეთება, ღიმილო ბაგეებს უპობს და ჩემს გაცეცხლებულ სახეს არ იმჩნევს.
- გაიღვიძე? ეხლა ვაპირებდი შენთან ამოსვლას
- შენ რა ავადმყოფიხარ? მომიტაცე? - გონება მინათდება - მომიტაცე არაა?
- არაა, დამშვიდდი ლიზა. მოტაცება გადამეტებული ნათქვამია...
- შე იდიოტო - ხელებს გულზე ვუშენ, ეს უკანასკნელი კი ადგილიდან არ იძვრის.
- დამშვიდდი. შენთვის ზედმეტი მოძრაობა არ შეიძლება, ბოქსიორო.
- სად ჯანდაბაში ვარ? - მშორდება და გზას მითმობს რომ დივანზე დაჯდე. პატარა მყურდო მისაღებია და ბარის სტილში სამზარეულო. საჭმლის გემრიელი სურნელი თაბრუს მახვევს. შემდეგ ვბრაზდები საკუთარ თავზე, რა დროს კუჭზე ფიქრია?!
- სვანეთში ვართ, ლიზა. - გაოცებას ვერ ვმლავ და ხელის გული პირთან მიმაქვს. - მოგეწონება აქაურობა...
- შენ რა ჩემი გიდი ხარ? ვისი სახლია? რატომ მომიყვანე აქ? მე ხომ წესიერად არც კი გიცნობ? შენ რა მანიაკი ხარ?! - კითხვის კორინატელს ვაყრი ისიც კედელს ეყრდნობა და მიყურებს.
- მომენატრე. ერთი დღე გავიდა თუმცა მომენატრე...
- რა? როგორ თუ მოგენატრე? არ ამიხსნი რა გინდა ჩემგან? - თვალებში კუშტად მიყურებს
- სიყვარული. მხოლოდ სიყვარული მინდა ლიზა...
- სერიოზულად? - ისტერიულად მეცინება - ეხლა არ თქვა ერთი ნახვით შემიყვარდიო...
- ეგრეც შეიძლება ითქვას... - მიყურებს და იღიმის რაზეც უფრო ვბრაზდები
- სახლში მინდა. წამიყვანე! არა არა ჩემით წავალ.
- სად წახვალ? - იცინის. - შენი ადგილი მხოლოდ ჩემთანაა. შენი სახლიც...
- მე შეყვარებული მყავს! - ვცდილობ ტყუილი არ დამემჩნეს და განზე ვიყურები
- ხო და მე ცოლი - მიცინის, ირონიულად ეპრიხება ტუჩები
- დამცინი? დამცინი არაა?
- არა ძვირფასო უბრალოდ შედარება გავაკეთე.
- სახლში მინდა. - იმის და მიუხედავად რომ ეხლა იმ ადამინთან ვიყავი რომელიც ყველაზე მეტად მიზიდავდა და მოყვარდა, მაინც ძალიან უხერხულად ვგრძნობდი თავს. ვერ ვხდებოდი რა ხდებოდა? რატომ წამომიყვანა? მე კი ვიცოდი ვინ და როგორი იყო თუმცა მან? მან იცის?
- ბოდიში ლიზა მაგრამ ამ სურვილს ვერ შეგისრულებ. ყველა სურვილს აგისრულებ, ისეთსაც რაც შუძლებელია შევძლებ. მაგრამ ჯერ, ჯეერ ვერ წაგიყვანს სახლში.
- რატომ? - თვალებზე ცრემლი მომადგა.
- უბრალოდ მხოლოდ ხუთი დღე ლიზა... ხუთი დღე მომეცი შენთან ყოფნის. ხუთ ბედნიერ დღეს გთხოვ. არ იტირო, ოღოდ ეგ არა - მომიახლოვდა და ცრემლებიანი თვალები მომწმიდა.
- ვერ ვხდები რატომ...
- უბრალოდ. გთხოვ არ მკითხო, მანიაკი არ ვარ. არაფერს დაგიშავებ გპირდები. ჩათვალე რომ მეგობრები ვართ... ძალის გამოყენება არ მინდა.
- კარგი. - დავეთანხმე - გამაყუჩებელი მინდა...
ვცდილობდი ის ბრაზი და ბოღმა გულის ერთ მონაკვეთში შევინახე.
თბეზე მისი თითების შეხებისას ჟრუანტელმა დამიარა,ბინტი ფრთხილად მომხსნა და ახალით ჩაამთაცვა.
- მოდი, მოქცემ წამალს. - სამზარეულოდან დამიძახა და ორი აბი გამაყუჩებელი წყალთან ერთად მომაწოდა.
- მმმ მადლობა - თვალს ვარიდებ და ისევ დივანზე ვჯდები.
- ათ წუთში ყველაფერი მზად იქნება - ორ თეფშ ხის მაგიდაზე დებს და სუფრას გაღიმებული სახით აწყობს.
გაჭირვებით ვდგები და ვუყურებ რიგორ დებს აჭარულ ხაჭაპურს თეთრ თეფშზე და მეცინება
- ეს შენ გააკეთე? - გამეცინა.
- ხო, გიკვირს არაა?
- ჰო.
გემრიელი იყო, ყველი ოდნავ მარილიანი იყო თუმცა მაინც გემრიელი იყო. მის მზერას ვგრძნობდი და უხერხულად შევიშმუშნე. თავი სწრაფად ავწიე და პირდაპირ მისი თვალები მომხდა თვალში. მისი მუქი თვალები, ყველაფრის მთქმელი იყო. მეშინოდა დაძინების, იქნებ აღარ დამესიზმროს? შიშისგან ჟრუანტელმა დამიარა.
- რა დაგემართლა? წასვლა გინდა?
- კი მინდა. მაგრამ ეხლა მეძინება...
- ღამის პირველი საათია. შეგიძლია დაიძინო ზევით. მე კი დივანზე მოვთავსდები...
თხელი უმკლაო მაისური და ბამბის შარვალი ეცვა. მის ტანს უდეალურად გამოკვეთდა, მისი სპეციფიკური სურნელი თაბრუს მახვევს და რაც უფრო მიახლოვდევა სურვილი უფრო იმატებს იმისა რომ მის გლუვ კანს შევეხო. გულს ვიიმედებ შემიძლია სიზმარში შევეხო და ვაკოცო თქო როდესაც მის შეხებას ვგრძნობ.
- ლიზა, შენი ნივთები ოთახშია. მანქნიდან ჩემს მანქანაში გადმოვიტანე. ყველა შენი ნივთი იქ დევს.
- მანქანას რა მოუვიდა? - ჩაიცინა და დივანზე თბილი გადასაფარებელი გადააფარა
- საიმედო ადგილას დავაყენე. ნუ ღელაც.
- ძილინებისა.
- ტკბილი სიზმრები ლიზა. - შევხედე და დავუბღვირე.
ოთახში შესული წყალს ვივლებ და პიჟამას ვირგებ. ფანჯარასთან მივდივარ და სვანეთის მთებიდან წამოსული ცივი ჰაერი, კანზე მელამურება. რადგან ვხურვარ, ბობოქალი ლავაა ჩემს სხეულში ჩასახლებული...

დათოვლილ მინდორზე ფელშიშველი ზინ მივიწევ, ის კი ხესთან მელოდება.
- მოხვედი? ნახე რა ლამაზად თოვს... - მეუბნება და ახალ დაცემულ ფიფქს სახიდან ნაზად მაცილებს.
- როგორი ცხელი ხარ... მოდი ჩამეხუტე რა - მიკრობს და შუბლზე მკოცნის
- გიხდება თოვა, რამდენი წელია პირველ თოვლს ერთად ვხვდებით?
- სამი. სამი წელია - ვიცინი და მის წითელ ტუჩებს ხელს ვუსმევ.
- მაკოცე - ბაგეები ეპობა და მეც ვკოცნი. ხელში ავყავარ და ნელ-ნელა მატრიალებს, ისე რომ ტუჩებს არ მაცილებს.
- რაღაც უნდა გითხრა - ვეუბნები
- მეც. მაგრამ ჯერ შენ თქვი.
- მე შენ რეალურად...

ვიღვიძებ, რა მოხდა? ისეთი შეგრძნება დამეუფლა რომ შავ კედელს დავეჯახე. წყალი მინდა თუმცა ტუმბოზე არ მხვდება. ხალათს ვიცმევ და პირველ სართულზე ჩავდივარ.
- ვერ დაიძინე? - წამოვიკივკე, არ ველოდი ნიკოლოზის წყლით ხელში დანახვას.
- სიზმრები...
- შეენც? - ჩაიცინა, ორ წუთში კი ერთი აზრი სწაფად მომდის თავში. ალბათ მასაც რადგან სწრაფად ტრიალდება
- რა? - ვამბობთ ორივე და გაოცებული ვუყურებ ჩემს სიზმრიდან გადმოსულ პრინცს რომელსაც, უხფსკრულივით შავი თვალები აქვს.
ერთად დასმული შეკითხვის შემდეგ, ორივე თვალებში უყურებს ერთმანეთს და ცდილობენ გაიგონ რა ხდება მანთში. განგიმარტავთ... როდესაც ადამიანი ლოგიკურ აზრამდე მიდის ადრენალინის დონე მით უფრო იმატევს, ვიდრე დოზაა. სხეულში გამოიყოფა ენდორფინი, ანუ ადრენალინი, რის გამოც ეიფორია და სასიამოვნო მდგომარეობა გეუფლება თუმცა, სასიამოცნო გრძნობა, მეტწილად შეიძლება დაძაბულობამ, შიშმა და გაურკვევლობამ შეცვალოს.
- რის თქმას ცდილობ? - ბიჭი გოგონას აკვირდება, როგორც გოგონა ბიჭს.
- იცი, არ ვიცი ეს სიგიჟეა მაგრამ... თუ არ გკითხავ ვერ გავარკვევ. მე... მე შენს სახლში იმიტომ გავითიშე რომ - დაიბნა, ყოველი სიტყვა რაც, რამოდენიმე წამის წინ მოიფიქრა გონებაში, ჰაერში გაიფანტა.
- თქვი ლიზა! - მკაცრმა ტონმა დააფრთხო და სწრაფად დაიწყო ლაპარაკი
- სამი წლის წინ დამეწყო სიზმრები, ერთხელ ძალიან ცუდად ვიყავი... უნვერსიტეტში ვერ ჩავაბარე და გარეთ დავრჩი. ერთი წელი არაფერი იქნებოდა, სახლში გულ დამძიმებული მივედი და ოთახში რამოდენიმე საათი ვტიროდი, გაუჩერებლად. შემდეგ როგორღაც ჩამეძინა და... დამესიზმრე. არა იმას კი არ ვამბობ რომ კონკრეტულად შენ, უბრალოდ ის ძალიან გგავს. თითქმის ყოველ დღე ვხედავ სიზმრებს, ყოველ ღამით. შენს სახლში რომ დაგინახე, თვალებს ვერ დავუჯერე. ჩემს თავს ვეკითხებოდი გელანდება ლიზა? თუმცა ჯერ კიდევ ჩემს წინ ხარ და არ გამქრალხარ. არ მესმის... შენთვის უცხო ვარ მაგრამ
- გაჩუმდი! - გოგოს სწრაფად ნათქვამმა სიტყვებმა ააფორიაქა და არ იცოდა როგორ გაეჩერებინა. თვითონაც შოკში იყო, ღმერთი დამცინისო გაიფიქრა. - ლიზა, სიზმრებში მეც გხედავ.
ლიზას გაფითრებულ სახეს დააკვირდა, მის ყავისფერ უძირო თვალებს რომელიც მკრთალ შუქზე ანათებდა.
- ნუ მეხუმრები ნიკოლოზ! მე სერიოზულად გეუბნები! დავიღალე...
- არ გეხუმრები! ვერ ხვდები? ფაქტებს რატომ არ უკავშირებ ერთმანეთს?
- კი მაგრაამ...
- გაჩუმდი და მომისმინე. რატომ მოგიტაცებდი? მართლა დაიჯერე რომ ერთი ნახვით ისე შემიყვარდი თავში ჩაგარტყი და იმ სახლში მოგიყვანე სადაც თავს ყველაზე კარად ვგრძნობ. მთელი ბავშვობა შენით დამთავრდა და სიდიდე შენით დაიწყო. შენი ანარეკლით იწყებოდა ყოველი დილა და მთავრდებოდა ნახატით სადაც შენ იყავი. არ ვიცი, რა უნდა დავარქვა არ ყველაფერს. ფანტასტიკა არასდროს მიზიდავდა, მსგავსი რამეების არ მჯეროდა. მაგრამ, ეხლა როგორ არ დავიჯერო? - გოგონას უახლოვდება და სახეზე ხელს უსმევ, მაგრამ ლიზა სწრაფად იშორებს ხელს.
- გამიშვი, გთხოვ. და რა გგონია ეხლა მეყვარები? მე შენ კი არა სიზმარში არსებული ბიჭი შემიყვარდა... მე შენ არ მიყვარხარ.
- ლიზა, ხელი მომეცი. - გოგონას ხელს იღებს და გულზე იდებს - მე მიყვარხარ, მნიშვნელობა არ აქვს სიზმარში თუ რელურად
- გაჩუმდი! ჩემი სახელის და პროფესიის გარდა იცი როგორი ვარ? რამდენი წლის ვარ? რა მიყვარს, რა არ მიყვარს? როგორ შეგიძლია მხოლოდ გარეგნული მსგავსებით და სიზმრის აჩრდილის გამო გიყვარდე?!
- გაგიცნობ, რა მნიშნელობა აქვს სხვა დანარჩენს როდესაც ჩემს გვერდით ხარ?! არ გინდა რომ ჩემს გვერდით იყო?! მაშინ რატომ არ წადი? მიპასუხე
- მე... - სიტყვებს თავი ვერ მოაბა ამიტომ ბიჭმა განაგრძო.
- შენც გრძნობ იგივეს და ამიტომ. აი შენი პასუხი რომლის თქმაც არ და ვერ შეგიძლია. სუსტი ხარ? მიპასუხე... - კვლავ სიჩუმე. - რატომ არ მიდიხაარ მაშინ?! - დაიღრიალა რის გამოს, ლიზა შეხტა და ბიჭის გაბრაზებული სახის დანახვისას ნაბიჯი უკან გადადგა.
- წავალ, მე ხვალ დილით წავალ.
- არ გინდა რომ წახვიდე, მაინც წახვალ?
- წავალ. - უთხრა და გაცილდა, კიბეებს აუყვა როდესაც ბიჭის უკვე დამშვიდებული ხმა მოესმა
- დედაჩემი ჩემს გამოა ინვალიდი. - შეჩერდა თუმცა არ შეტრიალებულა - ერხელ როდესაც გამომეღვიძა მივხვდი რომ არ დამსიზმრებიხარ, ყველაფერი დალწე ოთახში. დედა გაფითრებული სახით შემოვარდა, ყველაფერს მიხვდა. გვერდი ავუარე და მანქანაში ჩავჯექი, უკან გამომყვა. სწრაფად და ურეაგიროდ ვატარებდი მანქანას, მხოლოდ მაშინ გავჩერდი როდესაც უკან გამოდევნებული დედაჩემის მანქანა ჰაერში ავარდა და ტროტუარზე რამოდენიმე ბრუნის შემდეგ დავარდა. მას შემდეგ, ის ინვალიდის ეტლზეა მიჯაჭვული. ჩემს გამო...
- ვწუხვარ. - ვერაფრის თქმა, ვერ მოახერდა. ყელში გაჩხერილი ცრემლები სადაცაა იფერქებდა, სწრაფად აიარა კიბეები და ოთახში ჩაიკეტა.

***
- ესეიგი ის გოგო ლიზაა? ის გოგო ვისთვისაც ჩემი ძმა თვითმკვლელობამდე მივიდა? - ლუკასმა ოჯახის ყველა წევრი შეათვალიერა, ბოლოს მამას შეხედა.
- ის არის, ის.
- და სად არის ეხლა ნიკოლოზი?
- მასთან ერთადაა.
- როგორ თუ მასთან ერთად დედა? ძალით წაიყვანა? მითხარით სად! - ბექას ლიზა შეეცოდა და სწრაფად ჰკითხა დედას რომელსაც თვალები დაეხარა და უსასრულო სივრცეს შესცქეროდა.
- არ ვიცი საყვარელო. არ ვიცი სად წაიყვანა ის გოგო, განა მე არ ვნერვიულობ? ამ ამბავმა ბოლო მომიღი, გამანადგურა.
- დედა მას დახმარება სჭირდება.
- ნიკოლოზი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ლიზა ბედნიერი იყოს.


დილით ვიღვიძებ, არანაირი სიზმარი. არანაირი მისი შეხება. ფანჯრის რაფიდან მზის სხივები ოთახის ყოველ კუთხეს ანათებს. შავი შარვალი და ყვითელი ბამბის როლინგი ჩავიცვი. კიბეებს დავუყევი და მძინარე ნიკოლოზის დანახვისას თითქოს ყველაფერი გაქრა. ყველგან სინათლე იყო ანთებული, ალბათ მარტოობამ შეაშინა თქო გავიფიარე. მივუახლოვდი, სუნთქვა გამიხშირდა. მთელი სხეული ალმოდებულივით მეწვოდა. ზემოდან დავყურებდი. თმა ღია ოქრისფრად უბზინავდა. ვინატრე, მის თეთრ შუბლზე მაკოცნინა-მეთქი. არც კი ვიცი, რა ძალა მაკავებდა. მოულოდნელად ოთახი ჩაბნელდა.
- შუქი წავიდა? მგონი, 90-იანებში ვბრუნდებით... - წავიჩურჩულე.
- ცივი,საშიში, უიმედო, მაგრამ მაინც რომანტიკული 90-იანები - ჩურჩულითვე მიპასუხა. უკან გავიწიე, თუმცა უკვე გვიანი იყო.
- მე, მშია რაიმეს გავაკეთებ - სწრაფად გავცილდი და მაცივრის კარები გამოვაღე, ყველაფერი იყო. მათ შორის ჩემი ნაყიდი პროდიატებიც. კვერცხი გამოვიღე და შეწვას შევუდექი. ამავდროულად ფორთოხლას ვთლიდი და ვწურავდი, კრემიანი ფუნთუშების გაკეთებას შევუდექი. გამეცინა, რატომ ვიქცეოდი ოჯახის დიასახლისივით? გეგონებოდათ ახალ გაღვიძებულ ქმარს საუზმეს ვუმზადები. იქნებ ჩემი ბედისწერაა? იქნებ ბედს ეს უნდოდა, რატომ უნდა შევეწინააღმდეგო განგებას? უბრალოდ ვცდი... ამით ხომ არაფერი დაშავდება?
- დილა მშვიდობის. - მომესალმა ვითომ, რამოდენიმე წუთის წინ არაფერი მომხდარა.
- შიმშილმა გამომაღვიძა. - ვიცრუე და ზეთში ცომის ბურთულები ჩავაწვე.
- მადის ამღვძვრელი სურნელიაა - მითხრა და გამიღიმა.
- ჰო...
- უნდა ვიბანაო, თუ რაიმე დაგჭირდება მითხარი.
- ჩემი ტელეფონი სად არის? - ეხლა გამახსენდა რომ ლოლასთის არ დამირეკავს, ალბათ როგორ ნერვიულობდა.
- აი აიღე - ჯიბიდან ამოიღო და მომაწონა, შევუბღვირე. გამიღიმა და მეორე სართულზე ავიდა.
- ლიზააა?! - დედამ ისე ხმამაღლა შემომყვირა შევკრთი და კინაღამ ფორთოხლის ბოთლში, დაწურული წვენი ხელიდან გამივარდა.
- დედა გუშუნ ვერ დაგირეკე, რომ ჩამოვედი სახლი დავალაგე და სულ გადამავიწყდა.
- და ამის შენ ხარ შვილი? შენს გაჩენას ჯობდა საერთოდ არ გავთხოვილიყავი! დამაწყდა ნერვები... გული გამისკდა. იცი წამოსვლას რომ ვაპირებდი?! მამაშენს ველოდებოდი - გული ამიჩქარა, წარმოვიდგინე ლოლას სახე როდესაც იქ არ დავხვდებოდი.
- დამშვიდდი რა. კარგად ვარ, ვიცი რომ გიყვარვარ და ღელავ ჩემზე თუმცა სანერვიულო არაფერი გაქვს.
- უყურადღებო გაგზარდე შვილო? ათი წლის სიცოცხე მომაკელი შენ!
- დედა სუკ ეგრე რატომ გაიძახი? რამდენი წელი მოგაკელი? მაშ ცოცხალი აღარ უნდა იყო - გამეცინა. - დაგირეკავ საღამოს კარგი?
- კარგი, კარგი! მამაშენსაც დაურეკე...
დედას ენერგია მეც გადმომედო და სუფრა სწრაფად გავშახე, ტელეფონის ხმა მომესმა და შარვლის ჯიბიდან ამოვიღე. ჩემი "ბომბომი" იყო.
- ბომბომმ - ალბათ გაბრაზებულია თქო გავიფიქრე.
- ლიზააა? ცოცხალი ხარ ძვირფასო? დაგავიწყდა შენი დაქალი არააა?
- არა ნინაა, არაა. უბრალოდ იმდენი რამ მოხდა...
- და რა? მოდი ჩემთან დღეს ვისვენებ.
- არ შემიძლია, მე... სვანეთში ვარ.
- საად? ღმერთო მეც მინდა მანდ. იცი სვანეთის საბაგირო ულამაზესიაა...
- მართლა? აუცივლებლად წავალ.
- ლიზა და ვისთან ერთად ხარ? - ნიკოლოზი ჩამოვიდა, თმა სველი ჰქონდა, ბამბის ნაცრისფერი შარვალი ეცვა. წელზემოთ კი შიშვლი იყო, თვალს ვერ ვწყვეტდი, ხელოვნების ნიმუშს გავდა... დასწყევლოს ეშმაკმა! გამიღიმა, მეტყველების უნარი წამერთვა.
- ლიზა აქ ხარ? - გამახსენდა რომ ტელეფონზე ვლაპარაკობდი, ნიკოლოზი მიხვდა და ჩაიცინა.
- ნინა ძვირფასო, რომ ჩამოვალ გნახავ და მოგიყვები კარგი?
- კარგი, კარგი. გკოცნი - გავუთიშე. ის უკვე ერბო კვერცხს ჭამდა, სამზარეულოდან ორი ჭიქა ავიღე და მის პირდაპირ დავჯექი.
საუზმობის შემდეგ, ნიკოლოზი ისე იქცეოდა ვითომ აქ არაფერიო. ვითომ არც არაფერი მომხდარა გუშინ, ვინმეს რომ დავენახეთ დიდი ხნის წყვილი ვეგონებოდით.
- საბაგირო აქედან შორსაა? - ვკითხე რადგან ესე ახლოს ყოფნით სუნთქვა მიჭირდა, განეიტრალება მჭირდებოდა.
- ოცი წუთის სავალზეა. წავიდეთ? - დავი დავუქნია.
- ჩავიცმევ და ჩამოვალ. - მზე იყო თუმცა, სიცივიე. პრატიკულად ჩავიცვი და ნიკლოზის გვერდით მანქანაში ჩავჯექი. თხელი შავი მაისური და უმკლაო დუტი ჩაეცვა, საჭესთანაც კი ულამაზესი იყო. ხმა არცერთს ამოგვიღია, თუმცა საბაგიროს ბილეთის ყიდვისას ხელი ჩამკიდა და დაჯდომაში მომეხმარა.
- ულამაზესია. - გაოცებული ამოვილაპარაკე. კლდეები იმდენად ახლოს იყო გეგონებოდათ, სადაცაა ფეხით შევეხებიო. ხელის გულზე გადაშლილ არემარეს დავაკვირდი, თავი ნამდვილ სამოთხეში მეგონა... საბაგირო მეორე მხარეს, გადადიოდა. სადაც გაშლილი ვერანდა, კაფეები და ტყე ერწყმოდა ერთმადენთს. წითელ ჰამაკსაც მოვკარი თვალი რომელიც ხეებს შორის მოექციათ. შერეული ხეების ჯიშები კი ნამდვილ ჰარმონიას ქმნიდა.
- მოგწონს? - მკითხა მეორე მხარეს გადასვლისას როდსაც ჩემი ხელი ეშირა და გადმოსვლაში მეხმარებოდა. აშკარად ჩემი სახის დანახვისას რომელიც ემოციებს ასხივებდა, გაამხიარულა.
- თავი სამოთხეში, მგონია.
- ხელები გაგეყინა, წამოდი იქ კაფეა და ჩაი დავლიოთ. შემდეგ დავათვალიეროდ - უკან გავყევი, თან გარემოს ვათვალიერევდი რომელიც ულამაზესი იყო. მწვანე ჩაიმ კარგად იმოქმედა, სხეული გამითბო და ენერგიით ამავსო. კაფის ვერანდა საკმაოდ დიდი იყო და პირდაპირ მთებს შეჰყურებდა, ხალხი ფოტოებს იღებდა.
- გინდა გადაგიღო? - მკითხა
- მინდა. - ჩემი ტელეფონი მივაწოდე და საპოზიოროდ მოვემზადე, ათი ფოტო მაინც გადამიღო. თვითომ მისი ტელეფონითაც, გამიკვირდა.
- რას აკეთებ? - შემომხედა და მხრები აიჩეჩა.
- ნახატი უფრო ლამაზი, გამოვა. ყველაფერს ვიმახსოვრებ, თუმცა ფოტოს დავხედავ ხოლმე.
წითელი ჰამაკი შემიყვარდა, ნიკოლოზს ეცინებოდა ჩემი ბავშვური საქციელების ყურება. ვიდეოებს მიღებდა, რამოდენიმე სელფიც გადავიღეთ. მასთან თავს კარგად ვგრძნობდი, ის ისე მექცეოდა თითქოს სხვა ჩემნაირი ან ჩემზე კარგი არავინ იყო. ქალებს ხომ ეს ყველაზ მეტად სიამოვნებთ? როდესაც კაცი დედოფლად გაქცევს.
ორი საათის შენდეგ, სახლში ხტუნვა-ხტუნვით შევედი, ნიკოლოზი კი სიცილით მომყვებოდა უკან. მისი ხელის შეხევა ვიგრძენი, შემოვტრიალდი და მისი აგიზგიზებული, ვნებამორეული თვალების დანახვისას, ტანში ჟრუანტელმა დამიარა.
- როგორი სურნელი გაქვს, იციი? თან-მარწყვის... თან-შოკოლადის... თან- სიყვარულის... თან-საყვარელი ქალის... თან-ზღვის... თან-მთის ჰაერის - ბუტბუტებდა და თავისკენ ისე მიზიდავდა, თითქოს სურდა, ერთი სული და სხეული გვქონოდა.

- ღმერთო, არ არსებობს - იცინის
- ლოლას გეფიცები - სიცილში მეც ვყვები - დედაჩემს ლოლა ჰქვია.
- როგორც კი ჩავალთ გავიცნობ ხელს მხვევს და ტელევიზორს რთავს.
- ხო, მაგრამ ჯერ მე უნდა ვუთხრა. - ვიცი, ლოლას ამბები ამიტომ თავს ვარიდებ აურზაურს.
- რა თქმა უნდა. ჩემებს არც კი გაუკვირდებათ, პირიქით.
- ჰო, ვიცი. ნახატებს როდის მაჩვენებ? - ვკვდები ინტერესით თუმცა არ ვიმჩნევ.
- როგორც კი შენ და მთებს დაგხატავთ მაშინ, ყველა ნახატს ერთად ძვირფასო. - ტუჩებს მაწეპებს და თვალები უელავს. მუცელში პეპლებს ვგრძნობ, ადრე მეცინებოდა მსგავს რამეებზე თუმცა სულაც არ ყოფილა სასაცილო. ვერ წარმომედგინა რომ ნიკილოზის თქმით "საქმრო" მყავდა. ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა რომ ვერც კი გავიაზე. ამის საშუალებას ნიკოლოზიც არ მაძლევს, მუდამ თან დამსდევს. რეალურ სამყაროში თუ სიზმარში. ხვალ თბილისსში ვბრუნდებით, ერთი კვირა ამ სახლში სრული ბედნიერება იყო. შევეჩვიე სვანეთის მთების დანახვას, ალიონზე. სუფთა ჰაერს, ამ პატარა მყუდრო სახლს და რავ მთავარია ნიკოლოზს.
- სააბაზანოში უნდა შევიდე - ვეუბნები - რომ გამოვალ, რაიმე ვითამაშოთ კარგი? - თავს მიყნევს და მკოცნის. კიბეებზე ავდივარ სუფთა საცვლებს ვიღებ და წლის წვეთების დაცემას სხეულზე მხიარულად ვეგებები. თავი სულ სხვა ადამიანი მგონი,მგონია რომ მეორედ დავიბადე. ესეთი შეგრძნება არასდროს გქონიათ? თუ არ გქონიათ იმედია გამოცდით. ყოველ წამს მეღიმება და ნიკოლოზის დანახვისას მუცელში სპაზმებს ვგრძნობ, მინდა სულ ვეხებოდე რადგან თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ. ტანს ვიმშრალებს და ლავანდის ზეთს მთელ ტანზე ვისმევს. პირველ სართულზე მხოლოდ პირსახოც შემოხვეული ჩავდივარ. ნიკოლოზის მზერას ვგრძნობ და მეღიმება. საკუთარ თავს ვეკითხები, მზად ხარ? მზად ხარ შენი სარეცელი გაუნაწილო კაცს რომელსაც ათი დღეა იცნობ? რომლისთვისაც შენი ქალწულობის შეწირვა გინდაა? დასწყევლოს ეშმაკმა,ქალწულობა. მე ის მთელი სხეულით, გრძნობებით და აზროვებით მინდოდა... ჩვენ ბედმა, სამუდამად დაგვაკავშირა.
- ზევით ავდივარ, თუ გინდა ამოდი - ვუთხარი. მისი თვალები, რომელიც ბინძურ სურვილებს წამოენთო! როგორ დამაძინებდა ამ ბიჭის მზერა? სიზმარშიც ჩამყვებოდა და იქ მაინც დამეუფლებოდა!
ნელა მომიახლოვდა და შემათვალიერა. თითქოს ყოველგვარ კომპლექსი მოგვეხსნაო, დამწყვდეულმა მხეცმა გალიიდან გამოაღწია. კოცნა-კოცნით მიმიყვანა დივანთან, მთელ კისერზე ვგრძნობდი მის ვნებიან ტუჩებს. ცალი ხელით მკერდზე მეალერსებოდა, მეორეთი-მუცელზე. ნელა მისვამდა თითებს ზემოდან ქვემოთ და პირიქით. დამბურძგლა.
სისხლი ძალიან სწრაფად დასრიალენდა ჩემს ძარღვებში... მის წინაშე სახეალეწილი, აღზნებული და სრულიად შიშველი ვიწექი.
- ოთახში, იქ ავიდეთ. - ჩურჩულივ ვუთხარი როდესაც ყელზე მკოცნიდა, ჩემი ხმა მე თვითონ ვერ ვიცანი, ვნებიანი და აღელვებული ქალის ხმა.
კიბეებზე ისე ავყავდი კოცნას არ წყვეტდა, გზაში მაისური გავხადე და ხელები მის დაკუნთულ, ძლიერ სხეულზე მივადე. შემეძლო ყოველთვის ესე ვყოფილიყავი, მის ძლიერ სხეულზე მიკრობილი...
ოთახში ჯერ კედელზე მიმაწება და ხელებით ყველა "საშიშ" ადგილს ეხებოდა. ოხვრა აღმომხდა და ნიკოლოზის ნახევრად შიშველი სხეული მთვარის შუქზე შევათვალიერე. ლოგინზე დამაწვინა, მიყურებდა ვითომ ქალღმერთთან შერწყმად ელოდა.
- მაკოცე, გთხოვ. - შევევედრე თვალებით და მანაც ჩემი ბაგეები დაიპყრო. შემდეგ ნიკაპი, ლავიწის ძვალი, მუცელი და ბოლო წამს ეიფორია დამეუფლა. ღმერთს მადლობას ვუხდიდი რომ მარტო ვიყავით და ჩემი ხმის გაგონება არავის შეეძლო. მკერზე ხელი ნახად დამისვა და თვალებით მეკითხებოდა მინდოდა თუ არა ეს.
- ლიზა, ვერ ვჩერდები. დარწმუნებული ხარ?
- არც უნდა გაჩერდე. მე შენ გენდობი.
- მიყვარხარ - ჩამჩურჩულად ბოლო წამს როდესაც ჩვენი სხეულები შეერთდნენ.
- მეც, მეეც მიყვარხარ - ვუთხარ ვნება და ტკივილ მორეულმა და ვაკოცე.
ორი რაუნდის შემდეგ, ნიკოლოზის გაუფლილ სხეულს ხელით ვეფერები.
- სიგარეტი მინდა. წამოდი ჩავიდეთ - ვეუბნები და ვკოცნი, მიღიმის და ხელში ავყავარ
მისი მაისური ჩავიცვი, საცვლების თავი არ მქონდა. ყველა ძვალი მტკიოდა და ხელით ნიკოლოზს ვეყრდნობოდი.
- ნანობ? - თვალებში შემომხედა და სიგარეტის ნამწვავი ფანჯრიდან მოისროლა
- ვნანობ? არა. რა თქმა უნდა არა! ეს დრე... ყველაზე ბედნიერი დღეა ჩემს ცხოვრებაში. მითუმეტეს როდესაც ამ საქმეში არაჩვეულებრივი ხარ.
- უყურე როგორ გამითამამდა - იცინის და ხელს მიცურებს.
- გარ'ყვნილი ხაარ. ამისთვის საკმარისაც ბევრი დრო გვაქვს.
- მთელი ცხოვრება. - ყვედატუჩძე ვკბენ და მაისურს მე თვითონ ვიხდი.

შუადღის სამზე გამეღვიძა, ნიკოლოზს უკვე საუზე გაეწყო და გემრიელად ვისაუზმეთ. ნივთების ჩალაგება დავიწყე მანქანაში, ნიკოლოზი ყოველ წამს ასრიალებდა ჩემს სხეულზე ხელებს და ყურადღებას მიფანტავდა.
- ნიკოლოზ, ჩამოდიიი - ვუძახი, მეორე სართულზე გადასაღების ასაღებად ავიდა და ათი წუთია,მანქანასთან მალოდინეს - ნიკოლოზ!
სახლში ვბრუნდები, არსად ჩანს. შემდეგ მეორე სართულზე ისევ ოთახში
- აქ ვარ - მეუბენბა სიცილით და გულს მიხეთქვს.
- მოდი დროს ნუ დავკარგავთ. - მეუბნება და თხელ სარაფანს ერთი ხელის მოძრაობით მხდის.
არ ვიცი რას მიკეთებს, ვერ ვეწინააღმდეგები. ერთი საათის შემდეგ უკვე თბილისის გზას ვადგავართ. მისკენ შეტრიალებული ვარ და მომღიმარ სახეზე მეც მეღიმება.
- ეხლა რა იქნება? - ვეკითხები რადგან ეს მართლა მაინტერესებს.
- ჩავალთ თუ არა ჩემებს დაველაპარაკები. შენ კი შენებს, ხო მართლა ჯობს უთხრა რომ ერთი წელიე ერთმანეთს ვხვდები? - ვერ მივუხვდი.
- რატომ?
- იმიტომ რომ ცოლად უნდა მოგიყვანო. ათი დღის გაცნობილ ბიჭზე კი არავინ დათანხმდება - ყველაფერი ერთმანეთში მეღევა.
- ცოლად?
- რა იყო? - მიყურებს, შემდეგ მანქანას აჩერებს და ჩემს ხელს იღებს - ლიზა, ჩვენ ორი ზრდასრული ადამიანი ვართ. ვერ გამიცანიი? ერთი კვირა ერთად გავატარეთ და დამიჯერე ძალიან კარგად გიცნობ. აი მაშინ რომ მითხარი არაფერი იციო. ასაკი ოცდაოთხი, საყვარელი ფერი შავი, ჟანრი-ფანტასტიკა. ჰობი, წიგნების კითხვა და საყვარელი საქმიანობა, მზარეული. მხოლოდ ეს არაა, მე შენ მიყვარხარ. დრითა განმავლობაში უფრო კარგად გავიცნობთ ერთმანეთს...
ჩემს მანქანასთან დამტოვა, უფრო სწორედ ლოლას. სახლში რომ შევედი ლოლამ კითხვების კორინტელი დამაყარა.
- დედა, სერიოზულ თემაზე უნდა დაგელაპარაკო. მოდი საღამოს მამა რომ მოვა ერთად კარგი? მანამ დავიძინებ უძულარი ვარ.
- რატომ ხარ უძილარი შვილო? ჩვილ ბავშვს ზრდი? რა სერიოზული? - იცინის - თხოვდები? - სახე მიშეშდება და რომ არაფერს ვამბობ ისევ იწყებს - ლიზაა?
- დედა მე...
- მართლა თხოვდები?
- ლოლა მომისმინე. უკვე ერთი წელია შეყვარებული მყავს. არ ვიცი, როგორ დაგიმალე შენ ხომ ყველაფერი იცი. მაგრამ, მე ის მიყვარს. მე მართლა მიყვარს და მგონი იმ ასაკში ვარ რომ გავთოხვდე, შვილები გავაჩინო და ასე შემდეგ.... დედაა? - სკამზე მოწყვეტით ჯდება.
- ამას მიმალავდი შვილო? ამასს? შენ რა შვილი ხარ? ღმერთო დამარწყამს ეხლა გული და დაისვენებ!
მთელი დღე ლოლას დამშვიდება და დარწმუნება მომიწია. საკუთარ თავში მე თვითონ არ ვიყავი დარწმუნებული და სხვას ვარწმუნებდი, ცოტათი სასაცილოა არაა? ერთი კვირის შემდეგო ოჯახები შეხვდნენ. ერთ თვეში კი ნიშნობა გქონდა.
- როგორ წარმოგედგინა რომ ორ თვეში ამდენი რამ მოხდებოდა? - მეკითხება ქორწილის წინა დღეს როდესაც ნიკოლოზის მეგობრები (უკვე ჩემიც) ჩემი მეგობრები და კოლეგები კლუბში ვიყავით.
- ვინმეს რომ ერთქვა დასაცინად არ მეყოფოდა - მეცინება და სიმღერას ვყვები.
- მე კიი არც კი მეგონა თუ არსებობდი. რა ბედის ირონიაა არა?
- ნადვილად. თუმცა უბედნიერესი ვარ...
- მეც ძვირფასო. მეც...

ქორწილის დღეს საშინლად ვნერვიულობ და ბოლთას ვცემ. ლოლა გამწარებული დარბის სახლში და ნინას მითითებებს აძლებს. ჩემი დაქალიც უსიტყვიდ ასრულებს და თმებს სადად მიწევს ზევით. გადავწყვიტეთ ჯვარი ეკლესიაში დაგვეწერა შემდეგ კი ბატონი ამირანის ერთ-ერთ ვილაზე ქალაქ გარეთ გადაგვეხადა ყორწილი. ერთი კვირა ყოველ დღიურად დავდიოდით მე და ნიკოლოზი იმ სახლში. რადგან აგვისტოს ბოლო იყო ამინდი ხელს არ გვიშდილა აუზიან ეზოში ქორწილი გაგვემართა. კაბა ტანზე მომჯდარი და ბოლოში გრძელი იყო. უკვე დრო იყო, მამას ხელი მოვკიდე და მანქანამდე ესე გავყევი. წინ დედა, ჩემს გვერდით ნინა, ჩემი მეჯვარე მომიჯდა.
- ნერვიულობ? - მეკითხება
- ძალიან... - მასთან ტყუილის თქმა არ გამომდიოდა და არც მინდოდა. ხელი მომიჭირა.
- მე შენს გვერდით ვარ. - გამეღიმა, ის ნამდვილად შეუდარებელი იყო.
სასაცილო იყო მისი რეაქცია როდესაც გაიგო ნიკოლოზზე, სიზმრიდან გადმოსულ ბიჭზე. სალონი დაკეტა და მთელი დღე მისმენდა. ვფიქრობდი როგორი იქნებოდა ქორწილი, ძალიან ვღელავდი. სტუმრების მენიუ მე თვითონ შევადგინე და რადგან დრო არ მქონდა, გამოცდილ მზარეულებს, ჩემს მეგობრებს მივანდე ჩემთვის უმნიშვნელოვანესი დღე.
ბატონი ამირანი და ნიკოლოზის დედა ნინო ძალიან ბედნიერები იყვნენ. განსაკუთრებით კი ძმები, მათთან დიდ დროს ვატარებდი ორი თვის მანძილზე. ყველგან დავდიოდით და ვცდილობდით უკვეთ გაგვეცნო ერთმანეთი, ოჯახში პიველი რძალი შევდიოდი. ბატონი ამირანი კი სიამაყით ეუბნებოდა ხალხს რომ მისი რძალი შეფმზარეულია და ლიზას წყალობით გემრიელი საჭმელები არ მომაკლდებაო. ქალბატონი ნინო კი შვილის გაბრწყინებულ სახეს უყურებდა და თვალები მუდამ უციმციმებდა. მე და ნიკოლოზმა მხოლოდ ერთჯერ ვიკამათედ, როდესაც გავიგე ბაატონი ამირანი მეძებდა და ამიტომ ამიყვაანა წვეულების მზარეულად. თუმცა მალევე მივხვდი რომ ეს კაცი მართლაც მაღმერთებდა როგორც მზარეულს ასევე მომავალ რძალს, ისინი ჩემში შვილის ბედნიერებას ხედავდნენ.
რაც შეეხევა დედას და მამას ჩემმა ნიკოლოზმა მალევე დაიპყრო მათი გულები. ლოლას ყოველ დღე ყვავილებს ჩუქნიდა და ეჭორავებოდა როგორც მას უვარდა.
მანქანა ეკლესიის წინ გაჩერდა და ის დავინახე. თავი სიზმარში მეგონა და ვერ ვიჯერებდი რომ ის ბიჭი ჩემი ქმარი ხდებოდა.

გათხოვილი ქალის ამბპულაში საკუთარი თავი ვერ წარმომედგინა. საყვარელ, ოცნების მამაკაცზე გათხოვება... ცრემლები მომდიოდა როდესაც ნიკოლოზს საკურთხეველთან ხელი მოვკიდე, მის ძლიერ და აციმციმებულ თვალებში საკუთარი ანარეკლი დავინახე. ღმერთს მადლობას ვუხდიდი რომ ის მაჩუქა, რომ ესეთი საოცრება მარგუნა და მხოლოდ ჩემთვის გაიმეტა. ნიკოლოზი როგორც გარეგნულად, ასევე შინაგანად ძლიერი, მოსიყვარულე და ერთგული ადამიანი იყო... ყოველ წამს ცდილობდა გავემხიარულებინე და ბედნიერი ვყოფილიყავი.
ნიკოლოზ ღლონტის საკუთრება მაშინ გავხდი როდესაც მის წინ მდგომმა გავიმეორე სიტყვები. თანახმა ვარ, ჭირშიც და ლხინშიც. როდესაც მის თვალზე მომდგარი ცრემლები დავინახე, კოცნით ამოვუშრე და ამ ქვეყნად ყველაზე, ყველაზეე ბედნიერ ქალად ვიგრძენი თავი. ლოლა, საყვარელ და სასურველ სიძეს აღმერთებდა როგორც მე. ბოლო ხმაზე ტირილი მინდოდა, განა ცუდად ვიყავი? არა, ღმერთო ჩემო ბედნიერებისგან... მინდოდა ჩემი ბედნიერება სხვისთვის გამენაწილებინა. მინდოდა ენახათ სხვებსაც რას ვგრძნობდი, ნიკოლოზის თვალებში ის ამოვიკითხე რასაც იმ წამს ვგრძნობდი. მიყვარხარ, უ'საზღვროდ. ასევე შევიძინე ოთხი ძმა, ლევანი, გიორგი, ბექა და ლუკასი. ბექა მორცხვი თუმცა იდეალურად კეთილი ადამიანი იყო, ლუკასი მხიარული ისე მექცეოდა როგორც ნამდვილ დას, ტყუპები გიორგი და ბექა კი სანთლით საძებარი ადამიანები იყვნენ, კაბის არჩევაში თვითონ მეხმარებოდნენ და ბოლო წამამდე ჩემთან იყნენ. ჩემი მეორე ოჯახი, იდეალური იყო.
მამამთილის ვილაზე მისვლისას, ნიკოლოზმა ხელი ჩამკიდა და ყველა მომლოდინე სახით დამაკვირდა, გამიკვირდა რა მოხდა თქო? თუმცა არ შევიმჩნიე რადგან დღეს ყურადღების ცენტრში მხოლოდ მე ვიყავი, ეს ჩემი დღე იყო. ორ სართულიანი თეთრი დიდი სახლი ნამდვილ სასახლეს გავდა როგორც შემდეგ გავიგე სასტუმრო-სახლი ყოფილა. თუმცა დღეს მხოლოდ საქორწინო ადგილი იყო. ეზო ისე წარმმომედგინა როგორც მე დავგეგმე. აუზში სანთლები ტივტივებდნენ, თეთრ მაგიდებზე ოქროსფერი გადასაფარებლები სადაც ექვსი კაცი სხდებოდა. მე და ნიკოლოზი კი წითელ მაგიდასთან მეჯვარეებთან ერთად. თუმცა, ნიკოლოზმა კიდევ გამაოცა. აუზის მარჯვნივ პატარა გამოფენა გაკეთებინა, მივხვდი რაც იყო და ცრემლები წამომივიდა. ათამდე ნახატი, ყველა ნახატში კი-მე. სვანეთის სურანით არაჩვეულებრივი ოსტატობით დაეხატა. ერთმა სურათმა კი გულ-მუცელი ამიწყვა. თოვლიან ბალახზე ფეხშიშველი ვიდექი, თვალებში კი მისი ანარეკლი დაეხატა, თეთრი კაბა მეცვა და ვიღიმებოდი. გამახსენდა ეს ნახატი და ტირილით შევხედე ნიკოლოზს რომელმაც ხელი მომხვია და ამით ყველაფერი, ყოველი მისი გრძნობა გადმომცა.

თანაცხოვრების მეათე დღე.
- გაიღვიძე, ძვირფასო. - თვალს ვახელ და იგივე სახის დანახვისას გამეღიმა. სიზმარშიც ის მესიზმრებოდა, ისევ დივანზე ვიწექით და ჩემს მუხლებზე თავი ჰქონდა დადებული, შემომხედა, გამიღიმა და ბაგეები დამიპყრო.
- ისევ შენ, რა ბედნიერებაა. - მიღიმის და ჩემს გვერდით წვება.
- ხომ გითხარი საცვლებს თუ არ ჩაიცმევ,ვერ გავუძლებ თქო.
- მერე? ვინმე გეუბნება რომ უნდა გაუძლო?
ყოველი დღე და ღამე სიყვარულით იწყებოდა და მთავრდებოდა. ქორწილის პირველი ღამე, ვნებიანი და ცეცხლის ახლში განვითარდა. არც ტკივილი მიგვრძნია როგორც არის ხოლმე და არც უხერხულონა.
- საოცრება ხარ. - სუნთქვა გახშირებული მიყურებს და შიშველ სხეულს მითვალიერებს.
- ამდენი ენერგია საიდან? - ვეკითხები რადგან, ყოველ ჯერზე უფრო მაოცებს.
- მხოლოდ შენთვის, ძვირფასო.
- წარმომიდგენია როგორ აგიჟებდი ქალებს... - ეჭვიანი ქალის როლით ვლაპარაკობ,თვალებს აწვრილებს.
- ხო, მეორე დღეს თვითონ მირეკავდნენ. - ელდანაკრავი ვუყურებ
- ვერ გიტააან! ღმერთო ჩემო...
- ეხლა მხოლოდ შენი ვარ.
- ნიკოლოზ, არააა მანდ ნუ მკიდებ - მეცინება
- ჩემი ცოლი ხარ ლიზა! - გადასაფარებელში მახვევს და ისევ ის ეიფორია მეორდება.

თანაცხოვრების ოცდამეშვიდე დღე.
- რა ლამაზიაა - მხდება გაოცებულს. მთელი ოჯახი ერთად ვართ ნიკოლოზი კი ხატავს. ყველა ერთად დაგვხატა...
- ჩემი შვილი ნიჭიერია? - ამბობს მამამთილი და შვილს ხელს ხვევს.
- ნამდვილად! ჩემი სიძე. - მამა მათ უახოვდება და ერთად ეცინებათ.
დღეს ლუკასის დაბადების დღეა და ყველა ერთად შევიკრიბეთ. არანაირი წვეულება მხოლოდ ოჯახური გარემო, ყველაფერი მე გავაკეთე თუმცა ესეც არ ითქმის რადგან ხუთივე ძმა მეხმარებოდა. სიცილ-კისკისში გავშალეთ სუფრა, დინამიკებში კი ხმამაღალი სიმღერა გვქონდა ჩართული.
- ლიზა, მიეცი. - საჩუქარზე მანშნებს და მეც გადამალულ ყუთს ლუკას ვაწვდი.
- რა არის? - ხსნის და გაოცებული მიყურებს - არ არსებობს.
დიდი ხანი ვფრიქროვდით რა უნდა გვეჩუქებინა ლუკასზე, ბოლოს მე მოვიფიქრე. სოსკაზე მიმაგრებული გასაღები იმას ნიშნავდა რომ ლუკას უკვე მოტოციკლეტი ყავდა, ასევე ფოტოები გადავუღეთ და ყუთში მოვათავსეთ, ნომრით ლუკ-100.
- სად არის? - მეკითხება და მეხვევა, შემდეგ ნიკოლოზს.
- გარეთ. - ეუბნება ჩემი ქმარი და ისიც უკან მოუხედავად გარბის რაზეც ყველას გვეცნება. გულის რევის შეგრძნებას ვგრძნობ, თაბრუ მეხვევა. შემდეგ მახსენდება რომ არაფერი მიჭამია, თუმცა არც მშია.

თანაცხოვრების ოცდამეთხუთმეხე დღე.
- დარწმუნებული ხართ? - ვეკითხები ექიმს.
- დიახ, თქვენ ფეხმძიმეთ ხართ. - ცრემლები მომდის და ქალს ვეხვევი, ისიც ლამაზად შეფუთულ ყუთს მაწვდის. პატარა ბაჩუჩებია, თეთრი.
- მადლობა ექიმო,ღმერთო ჩემოო.
სავაადმყოფოს ბედნიერი ვტოვებ, მუცელს ხელს ვუსმევ და ჩემს შვილს შევიგრძნობ, ჩემს სხეულში ცოცხალ არსებას. ექიმმა მითხრა რომ ხუთი კვირის ვარ, ესეიგი ქორწულზე უკვე ორსულად ვიყავი. ვხტუნავ, შემდეგ მახსენდება რომ მარტო აღარ ვარ და ვჩერდები. ცრემელბი მომდის და ემოციებს ვერ გამოვხატავ. მე დედა ვხვდები. ვუმეორებ თავს და ვერ ვიჯერებ.
- ნიკოლოზ? სად ხაარ? - ვურეკავ, მინდა სიურპრიზი მოვუწყო ამიტომ ვცდილობ ხმაზე არაფერი დამეტყოს.
- გალერიაში ძვირფასო. ერთ საათში სახლში ვიქნები. რა მოხდა? - მუშაობა ათი დღეა დაიწყო, სამხატრო გალერიაში ხატვას ასწავლია ბავშვებს თან გალერია მისი იყო, მამის საქორწინო საჩუქარი. ჩემი კი თეთრი ბეემვე.
- არაფერი, გელოდები. - ვთიშავ და მანქანას ვამუშავებ. სახლთან როგორ მივედი არ მახსოვს რადგან ბედნიერებამ დამაბრმავა...
ერთ საათში ნიკოლოზი მოდის და პირდაპირ მკოცნის.
- ნიკოლოზ.
- რამოხდა? ნუ მაშინებ! - სახე უსერიოზულდება.
- მე დედა ვხვდები! - ვეუბნები გარკვევით.
- რა? - ვერ ხვდება.
- მე დედა ვხვდები! შენ კი მამა! - მის თვალებში ემოციებს ვხედავ.
- ლიზა, რა? - უკვე ყვრისი და ხელს მკიდებს - ფეხმძიმედ ხარ?
- ხო ძვირფასო! შვილი გვეყოლებაა...
ვერ გადმოქცემთ მის სიხარულს, ბედნიერებას და ადრენლინის მოჭარბებას. ნიკოლოზი ამ დღეს უფრო შემიყვარდა თუ შესაძლებელია ამაზე მეტად ვინმეს-ვინმე უყვარდეს.

თანაცხოვრების მესამოცე დღე.
მე და ნიკოლოზი მარტო ვცხოვრობდით. სამ ოთახიან, კეთილმოწყობილ ბინაში. გამოცდა ჩავაბარე და საბოლოოდ გავხვდი სრულუფლებიანი მზარეული. ნიკოლოზს არ უნდოდა თავი დამეტვირთა, ამიტომ გადავწყვიტე ბავშვის გაჩის შემდეფ მემუშავა. მუცელი ოდნავ გამეზრდა და ჩემს პატარას უკეთ ვგრძნობდი. დრო იყო ყველას გაეგო მისი არსებობა...
- ნუ დაკომლექსდი ჩემო ერთადერთო, გინდა მე ვთქვა? - მეკითხება სუფრასთან ჯდომისას, დღეს ნინომ (დედამთილმა) გადაწყვიტა, დედა და მამა დაეპატიჟებინა და უბრალოდ გვესადილა, დრო ვიხელთე და ჩემი ბომბომი ანუ ნინაც წამოვიყვანე. ცოტათი მრცხვენია ამდენ ხალხში ამის თქმა თუმცა ჩემი შვილით ყველა გაბედნიერდებოდა.
- რაღაცის თმა მინდა - ფეხსე ვდგები და ისე ვდგამ უკან ნაბიჯს რომ ყველამ დამინახოს.
- რა მოხდა ლიზა? - მეკითხება დედა შეშინებული.
- ლიზა? - ნინოც ყვება.
- ბებიებო, დამშვიდდით. - ყველა შეშდება, ნიკოლოზის გარდა რა თქმა უნდა - ორი თვის ფეხმძიმედ ვარ რაც იმას ნიშნავს რომ შვიდ თვეში ოჯახი უფრო ფადართოვდება.
- რაა? ლიზააა - მამთილი მოდის და ხელში მატილებს, ყველა ემოციებით მეხვევიან. ლიზა და ნინო ტირიალ, ნინა კი მუცელზე მეფერება.
- მამა რას აკეთებ? - ეკითხება შეშინებული ბექა, მამიის დანახვისას რომელსაც ხელში სანადირო იარაღი უჭირავს და გარეთ გადის.
- უნდა ავღნიშნო! - მისმა ხმამ დაშჭექა შემდეგ კი გასროლის ხმებმა.
- მამა ამას ხომ დაბადების შემდეგ აკეთებენ? - ლუკასი იცინის.
- ის უკვე დაიბანა შვილო, უბრალოდ დედასთანაა ჯერ.
რამოდენიმე დღე, ნინო და ლოლა ჭამას, დალევას და ყველაფერს ერთად მაძალებდნენ , ჩემს "არ მინდაზე" კი სწრაფად მპასუხობნენ, ბავშვისთვის!
ბოლოს ისიც მოაახერხეს რომ მე და ნიკოლოზი, სათთან სახლში გადავედით. ნინომ ამ ეტლით სიარული მიჭირს და აქ მოგხედავო, ყოველ დღიურად დადიოდა ლოლაც და ნიკოლი მენატრებოდა რადგან ღამის თევითაც შემომისაფრდნენ.

თანაცხოვრების სამოცდამეჩვიდმეტე დღე.
ნიკოლოზი ბათუმში იყო,გამოფენაზე. მინდოდა წავყოლოდი თუმცა მგზავრობა ბავშვისთვის კარგი არ იქნევოდა. უკვე გზაში იყო ვიცოდი, გულმა ვერ მომითბინა და სქესის გადაგებად ექიმთან მარტი წავედი. ვიფიქრე ნიკოლოზს გავახარებ თქო. ნინოს მოვატყე, ნინასთან სალომში წავალ მეთქი. გულში ვნანობდი თუმცა შემდეგ კონსულტაციაზე წავიყვანდი მასაც და ლოლასაც. ჩემი რიგი დადგა და ექიმმა გაღიმებული შემიპატიჟა ოხროსკოპიის ოთახში
- ლიზა, როგორ ლამაზი ორსული ხარ.
- მადლობა. ჩემი ქმარიც სულ მიმეორებს.
- იმედია გავიცნობ. - ვუღიმი და თეთრ გრძელ სკამზე ვწვები.
- რა თქმა უნდა, კიდევ ბევრჯერ უნდა გესტომროდ ჯერ.
- წაგიმევ და დავიწყოთ. - სითხეს ჩემს მომრგვალებულ მუცელზე მისმევს და ეკრანს აკირდება. სახეზე ემოციები ეკვეთება და შიში მიპყრობს.
- რამე ცუდია ექიმო? არ დამიმალოთ!
- ლიზაა... - გული მიჩქარდება და ეკრანს ვუყურებ თუმცა დიდად ვერაფერს ვხედავ.
- თქვით!
- თქვენ ერთ ბავშვს კი არა, ორს ელოდებით! ტყუპებს ლიზა! - გაშტერებული ვუყურებ ხან ექიმს და კი ეკრანს.
- რაა? ღმერთო ჩემო...
- გოგო და ბიჭი. - გოგო და ბიჭი... ვიმეორებ, ორი ადამიანის დეა ვხვდები? გული სწრაფად მიცემს და ბედნიერების კორიანტელი მატყდება თავს.
- აი გულის ცემას მოუსმინე, ორივეს. - ერთმანეთში ირევა ფეთქვები, თუმცა ორივე სწრაფად ცემს. სახე ცრემლებით მისვლდება და ვნატრობ ნიკოლოზიც აქ იყოს, ნეტავ დავლოდებოდი!
- გილოცავ! მეც ძალიან მიხარია... - მეუბნება ექიმი და სალფეთქით მიწმინდავს მუცელს.
- თქვენ მე ორმაგად გამაბედნიერეთ!
საავადმყოფოდან გამოსული, სიხარულით თაბრუ მეხვევა. ნიკოლოზს ვურეკავ და არ ველოდები ნახვას, ეხლავე უნდა ვუთხრა! თუმცა გამორთული აქვს, უკვე ჩამოვიდოდა მეთქი ვფუქრობ როდესაც მამამთილი მირეკავს.
- ლიზა სად ხარ შვილო? - ისეთი ხმა აქვს გული მეწურება.
- საავადმყოფოდან გამოვედი, ეხოსკოპიაზე ვიყავი. რა მოხდა?
- წმ.იოანეს სახეობის საავადმყოფოში მოდი, ოღონდ გთხოვ თავს გაუფრთხილდე, შენი შვილისთვის!
- რა მოხდა? მითხარით! - გული ცუდს მიგრძნობს და ვკანკალებ.
- ნიკოლოზი. - ვთიშავ და სასწრაფოს ვქოქავ მანქანას, ღმერთს ვევედრები ჩემი ქმარი, ჩემი მომავალი შვილების მამა დამხვდეს და მითხრას რომ ყელაფერი კარგადაა...
ნიკოლოზის მაგივრად კი გათეთრებული გიორგი მხვდება.
- რა მოხდა? - დუმს. - გიორგი მიპასუხე!!
- ნიკოლოზი... ის ავარიაში მოხვდა.
- რაა? როგორ? - თუმცა პასუხს არ ველოდები და სწრაფად ავდივარ მეორე სართულზე გიორგი ჩემს გვერდითაა. ყველა იქაა, ერთ-ერთი ოთახის წინ და თვალებჩაწითლებული ნინო მიყურებს.
- ლიზა - ტირის, მივდივარ და ვეხვევი - ლიზა... ნიკოლოზი კვდება.
- რა სისულელეა. - ისტერიულად მეცინება. - სად არის ჩემი ქმარი?!
- ლიზა. - მამამთილი მიახლოვდება და ხელებს მხვევს - ის დიდხანს ვერ იცოცხლებს. თავი არ დაუტყაბს და კომაში არაა თუმცა, გულის ცემა უფრო უსუსტდება - ცრემლები სახეს უსველებს და ჩამწყდარი ხმით მეუბნება, ეს რაა რამე ხუმრობაა?! - ლიზა. - მიმეორებს.
- სად არის? - ვეუბნები როდესაც ექიმი პალატიდან გამოდის.
- მხოლოდ ერთს შეგიშვებთ. ის ვეღარ უძლებს. - ნინოს ვუყურებ ის კი ცრლიანი თვალებით თავს მიქნევს. მეც ოთახში, ჩემს ქმართან შევდივარ.
ყველგან სისხლიანი ბინტები ადევს, სახე ტკივილით აქვს სავსე. ვცდილობ გავმაგრდე და ჩემს ქმარს ვეძახი.
- ძვირფასო. - თვალს ახელს და მიღიმის.
- მოხვედი? - ცრემლები მიმდის.
- მოვედი, მაპატიე დავიგვიანე...
- არა ლიზა. შენს ჩემს ცხოვრებაში ზუსტად იმ დროს გამოჩნდი როდესაც მჭირდებოდი. - თავს ვუქნევს და სახეს ვუკოცნი.
- როგორ ხარ?
- არ ვიცი. ვერაფერს ვგრძნობ - თვალებს ხუჭავს თუმცა მალევე ახელს - მინდა გიყურო, სიცოცხლის ბოლო წამამდე... ხომ შემოგფიცე არა?
- ჩვენ კიდევ დიდი ხანი ვუყურებთ ერთმანეთს, შენი თქმით ჭაღარებს, შვილიშვიების გარემოცვაში - ვსლუკუნებ და სიტყვებს ერთმანეთზე ვერ ვაბამ.
- მომისმინე ლიზა. - ძლივს ლაპარაკობს. - მე...
- ძვირფასო! ეხოსკოპიაზე ვიყავი...
- ჩემი შვილი როგორაა? - სიყვარულით ამბობს და მუცელზე მავლებს მზერას.
- შვილები, ტყუპები ნიკოლოზ. - სახე უნათდება და ტირილს იწყებს.
- ბედნიერი მამა ვარ! ორი შვილი...- ხელს, ხელზე ვკიდებ.
- ბიჭი და გოგო...
- მართლა? ღმერთო დიდებულო...
- რა დავარქვათ? - ვეუბნები და ცრემლებს ვიწმინდავ თუმცა აზრი არ აქვს.
- ხომ ამბობდი? ნოე და ნუცა. - მახსენდება სვანეთის დიალოგი და ნოსტალგია მაწვება.
- ნოე...ნუცა. ნიკოლოზ, მიყვარხარ.
- ყველაზე მეტად მიყვარხარ ლიზა. შენ და ჩვენი შვილები... - ტუჩის კუთხიდან სისხლის სდის და ნელა სუნთქვს.
- ექიმს დავუძახებ - ვბრუნდებუ თუმცა მაჩერებს.
- ლიზა აზრი არ აქვს. მომისმინე ძვირფასო, ვიცი რომ ყველა შენს გვერდით იქნება. მე გტოვებ, ცუდი მამა და ქმარი ვარ. მაპატიე გთხოვ. შენ კარგი დედა იქნები, მჯერა ამის. მიყვარხარ ლიზა, მიყვარხარ. - ტირილი ისერიკაში გადამდის და ნიკოლოზს ვკოცნი
- არ დამტოვო გთხოვ, გთხოვ! - ვევედრები, მიღიმის და ხელს, ხელზე მიჭერს.
- სიზმრები ლიზა, იქ მუდამ შენს გვერდით ვიქნები. - თვალებს ხუჭავს და აპარატი წითლედ ციმციმებს.
- არააააა! - ვყვირივარ - არაა ნიკოლოზ! გთხოოვ! - ოთახში ყვეკა ერთად ცვივდება. თუმცა მე მის გარდა ვერავის ვერ ვხედავ, როგორც მაშინ პირველად რომ დავინახე წვეულებაზე. ჩემი ქმარი, ნიკოლოზი.მან დამტოვა, ჩვენმა შვილებმა იგრძეს და ბიძგი ვიგრძენი. შემდეგ კი ყველაფერი ბნელდება და უგონოდ ვეცემი.

ექვსი წლის შემდეგ.
გაზაფხულია, საამური ხეების და ყვავილების სურნელი მაბეუებს. თმებზე ხელი შეხებას ვგრძნობ,ნიკოლოზია.
- ძვირფასო. - ყელში მკოცნის. მეც სახე გაპრწყინებული ვუყურებ.
- რა კარგია შენთან. შენს ძლიერ ხელებში ყოფნა.
- ლიზა, შენც ძლიერი ხარ. ორი შვილის დედა, თან როგორი შვილების.
- მამას გვანან.შენსავით შეუპოვრები არიან. - მახსენდება როგორ მომიტაცა, ფიქრს მიმიხვდა და ეცინება.
- ძვირფასო, შენ ჩემი უნდა ყოფილიყავი. - ხელს რბილ თმაში ვუსრიალებ
- ვარ კიდეც. - მკოცნის და ისევ იმ პეპლებს ვგრძნობ როგორც პირველად.
- უნდა წახვიდე - მეუბნება, ხმაში სევრდა ეტყობა.
- უკვე?
- უკვე.
- კიდევ გნახავ? - შუბლზე მკოცნის და თავს მიქნევს.
- აქ - გულზე ხელს მადებინებს - და აქ - ხელებს შლის - ყოველთვის შენს გვერდით ვარ. დაგელოდები...

მეღვიძება, სივიწროვეს ვგრძნობ. ტყუპებს ჩემთან სძინავს თუმცა არ ვიცი როდის გადმოწვნენ. მეღიმება და ორივეს ვკოცნი. სიზმარი მახსენდება, თვალიდან ცრემლი მივარდება. მახსნდება მისი გარდაცვალების შემდეგ პირველი სიზმარი. ყოველ წამს ტირილი და სულ ძილი მინდოდა რომ ის მენახა. თუმცა ჩვენმა შვილემა ორი თვით ადრე მოინდომეს სამყაროს ხილვა რის შემდეგ ცხოვრება შემეცვალა. თუმცა მე ის ლიზა არ ან აღარ ვიყავი.
- დეე - ნოე თვალებს ახელს და მიყურებს - რატომ ტირიხარ?
- არ ვიცი. - ვცრუობ, თუმცა ჩემი შვილი ჭკვიანია - გაგაღვიძე?
- არა დე. - ხელზე მკოცნის. - მამა დაგესიზმრა?
- დამესიზმრა - ვუღიმი
- მე რატომ არ მესიზმრევა? მისი ნახვა მინდა...
- ის მუდამ შენს გვერდითაა. იცი მითხრა რომ ამაყობს შენით და ნუცათი - ჩემს გოგონას ვუყურებ, მშვიდად ძინავს.
- დედა ყოველ დღე გესიზმრება?
- ყოველ დღე. - ვეთანხმები.
- ესეიგი მუდამ შენს გვერდითაა...
- მუდამ. - თავს ვდებს და თვალებში ვუყურებ - მოდი ესე ვიწვეთ კარგი? მინდა გიყურო - ჩემს ვაჟს ვეუბნები და ისიც თავს მიქნევს. მამის თვალები აქვს, შავი ლამაზადი თვალები. მის თვალებში კი ჩემს ანარეკლს ვხედავ. ქალს რომელიც განადგურებულია თუმცა შვილები ყავს. ორი ნიკოლოზი რომელიც მამას ასლია, ორი მომავალი მხატვარი. ნინოს ხმა მესმის, ჩუმად ბავშვები არ გააღვიძოო ლუკას უყვირის. მეღიმება. ნოეს ისევ დაეძინა, სივრცეში ვიყურები.
- არც შენ მიჯერებდი როდესაც გეუბნებიდი არ დაიძინო თქო - ვეუბნები სივრცეს, ვიცი ნიკოლოზი სადღაც აქ არის და ისევ ისე იღიმის როგორც მაშინ როდესაც პირველად დავინახე.



№1  offline წევრი nina kupradze

როგორი მაგარი გოგო ხარ თამთა შენ...
სრულყოფილი ისტორია იყო... არაჩვეულებრივი პერსონაჟებით.
ძალიან მომეწინა... ველოდები შენს ახალ ისტორიას.

 


№2  offline მოდერი Tamta.k

nina kupradze
როგორი მაგარი გოგო ხარ თამთა შენ...
სრულყოფილი ისტორია იყო... არაჩვეულებრივი პერსონაჟებით.
ძალიან მომეწინა... ველოდები შენს ახალ ისტორიას.

ნინაა მიხარია რომ კვლავ აქ ხარ... მიხარია რომ მოგეწონა❤️

 


№3 სტუმარი ეკა

ძალიან ლამაზი ისტორია იყო❤️ მაგრამ გული ძალიან მეტკინა ფინალი რომ წავიკითხე, ბოლო წუთამდე მეგონა, რომ რამე შეიცვლებოდა, თუმცა, ყოველთვის ყველაფერი კარგად არ მთავრდება. წარმატებებს გისურვებთ ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent