შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რეალობის სისასტიკე (2 თავი)


18-12-2018, 14:08
ავტორი naattii
ნანახია 1 776

მთელი ღამე სახურავზე გაათია მთელმა სამეგობრომ, მამალაძეც კი გასუსული იჯდა და ჰორიზონტს გაჰყურებდა. ხმას ვერცერთი იღებდა, ან კი რა იყო სათქმელი, არავინ იცოდა რა ელოდათ, ხვალ რა მოხდებოდა, მოიგებდნენ თუ დამარცხდებოდნენ, რის ხარჯზე მოხდებოდა ეს ყველაფერი და რამდენი ადამიანის სიცოცხლე შეიწირებოდა.
-ახლა რა მოხდება?_გამთენიისას გაბედა მარიამმა შეკითხვის დასმა და სათითაოდ მოავლო ბიჭებს თვალი.
-ეგ არავინ იცის_ძლივს შეძლო გაღიმება გეგიმ და ასრუტუნებულ თინას უფრო ძლიერად მოხვია ხელი.
-მთელს ეზოშიც სიჩუმე დამდგარიყო, არსად ისმოდა ძველებური ალიაქოთი, მეზობლების მოკითხვა და აივნებიდან გადაძახილი, ყველაფერი დადუმებულიყო, თითქოს წინასწარ გლოვობდა მოსალოდნელ უბედურებას. ათი საათი იქნებოდა უკვე მომაბეზრებელი სიჩუმე სახურავზე ამოსასვლელი კარის ჭრიალმა რომ დაარღვია და თვალებ დაწითლებული ნიკოლოზის დედა გამოჩნდა. არც უცდია გაღიმება ისე მიაჩეჩა შვილს ხელში ორი თეთრი ქაღალდი და სახეზე არც შუხედავს ისევე უსიტყვოდ გაბრუნდა უკან.
-რა ხდება?_ათასმა ფიქრმა გაურბინა გონებაში მარიამს.
-მოწვევაა, ჯარიდან_ირონიულად ჩაეცინა ნიკოლოზს, -ჩემთვის და გეგისთვის, ერთ ოცეულში მოვხვდით როგორც ჩანს.
-ალბათ როცა ამერიკიდან დასასვენებლად ჩამოდი ომში წასვლაზე არ გიფიქრია_მალულად მოიწმინდა მარიამმა ცრემლი და ხმის გასასწორებლად ჩაახველა.
-აშკარად არა, წავალ ჩავლაგდები, დღესვე გვიბარებენ_გეგის კუთვნილი საბუთი გაუწოდა და ფეხზე წამოდგა.
-არ გაგიშვებ_უკვე გულამოსკვნილი ტიროდა თინა და ბიჭს მოხვეულ ხელებს არ უშვებდა.
-რომელი ბატალიონია?_სხვათაშორის კითხა მარიამმა ფრჩხილებზე ყურებით.
-67.
რამდენიმე საათში ეზო ალიაქოთმა მოიცვა, თუ ვინმე ახალგაზრდა და სრულწლოვანი ცხოვრობდა ყველა გაიწვიეს, სახლები კივილის ხმამ მოიცვა, დედები თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ხმის სიძლიერეში. საეჭვოდ გამქრალ მარიამს ვერავინ პოულობდა, ბიჭებმა ბრძანება მიიღეს, რომ მეორე დღეს მიემგზავრებოდნენ და უნდოდათ ის ღამეც ერთად გაეტარებინათ, ვინ იცოდა კიდევ შეხვდებოდნენ თუ არა ერთმანეთს.
-სად წავიდა ეს გოგო_კიდევ ერთხელ გადახედა ეზოს გეგიმ
-მისი ამბავი რომ ვიცით.......
-რაღაც გრანდიოზულს გააკეთებდა_ნიკოლოზის ნათქვამი დაასრულა ბიჭმა და ჩაფიქრებულმა ჩამოისვა სახეზე ხელი.
-მეც კი გამიწვიეს_სიცილით შემოაბიჯა მამალაძემ.
-აშკარად ზედმეტი საკვები აქვთ_უჩვეულოდ მხიარული სახით მოყვა უკან მარიამიც და ბიჭებს ჩუჯდა შუაში -აბა? როდის გავდივართ?
-სად გავდივართ?_დაბნეულმა მიმოიხედა ტიტემ.
-როგორ სად, ომში_თეთრი ფურცელი ააფრიალა გაღიმებულმა გოგომ
-რა გააკეთე მარიამ/_მაჯაში სწვდა გეგი -შენ ეს თამაში გგონია? შენ ეს სახურავზე გათამაშებული გენერლობა გგონია? ახლავე წახვალ და ყველაფერს გააუქმებ_ბოლო ხმაზე ყვიროდა ბიჭი და ხელს არ უშვებდა გოგოს.
-არაფერსაც არ გავაუქმებ, შენთან და ნიკოლოზთან ერთად მოვდივარ, გეგონა აქ დავრჩებოდი და ლოდინს დაგიწყებდით? მე გენერალი ვარ და ჩემ რაზმს არ მივატოვებ_ამაყად ასწია თავი.
-მარიამ, შენც ხომ ხვდები რომ საქმე სერიოზულადაა და აქ სახურავზე თამაში ვერ გიშველის, სიკვდილზე მიდიხარ? გადახტი და იგივეს მიიღებ, რაღა ომში იტანჯავ თავს, ხვდები მაინც იქ რა გველოდება? ხვალვე გააუქმებ ამ საბუთს და აქ დარჩები._არც ნიკოლოს ეტყობოდა უკვე სიმშვიდე.
-და სად დავრჩები?_მწარედ გაეცინა გოგოს -ვისთან დავრჩები მითხარი, ყველა მიდიხართ, აქ არავინ რჩებით, ვისთან ვიყო? ლოთ მამაჩემთან? რომელსაც ისიც არ ახსოვს რა დღეა რომელი წელი და დასანახად ვერ მიტანს? თუ ისევ ნახევრად რომელიმე მეზობლის ხარჯზე ვიცხოვრო? მე იქ ვიქნები, გინდათ ეს თქვენ თუ არა_გაბრაზებულმა დაასრულა ყვირილი და სახლში გაიქცა ჩანთა რომ გაემზადებინა.
რამდენიმე წუთში მთელი სახურავი დაცარიელდა, მარიამის სიტყვებმა ყველას მოაგონა ოჯახი, გადაწყვიტეს უკანასკნელად ოჯახის წევრების გარემოცვაში გაეტარებინათ ბედნიერი წუთები. მხოლოდ თინა შედგა სადარბაზოსთან და გეგის მკლავზე დაქაჩა.
-დავქორწინდეთ.
-რაა?
-ახლავე, მინდა ჯვარი დავიწეროთ და ჩვენს სახლში გავატაროთ დარჩენილი დრო. მომიყვან ცოლად?
-თინა, ღმერთო სულ გაგიჟდი, ხომ იცი, რომ ვოცნებობდი ამ დღის დადგომაზე, მაგრამ არ მინდა ასე დაგტოვო, არავინ იცის რა მოხდება, არ გინდა გთხოვ.
-უშენოდ მოვკვდები გეგი_ცრემლების მორიგი ნაკადი წამოუვიდა გოგოს.
-სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ_შუბლი შუბლზე დაადო ბიჭმაც.
-მაშინ ეს თხოვნა შემისრულე, მინდა ომში ჩემი ქმარის სახელით წახვიდე და არა შეყვარებულის, მინდა დასაბრუნებლად ბევრად მეტი მიზეზი გქონდეს. გთხოვ.
-კარგი_მალევე დათანხმდა გეგიც და საცოლეს ხელი ჩასჭიდა.
ერთ საათში მამაოს წინ იდგნენ, მარიამისა და ტიტეს თანხლებით და ბედნიერი სახეებით უკეთბდნენ ერთმანეთს თითებზე ოქროსფერ რგოლებს.

-მეტყვი სინამდვილეში ამას რატომ აკეთებ?_სახურავზე განმარტოებულ მარიამს გეგი და თინა დაადგა თავზე და ორივე მხრიდან დაიკავეს ადგილები.
-იმიტომ, რომ კიდევ ერთი თავგადასავალი მიხმობს_ჩამავალ მზეზე თვალის მოუშორებლად უპასუხა გოგომ.
-მარიამ, ჩვენთან მაინც არ გინდა, დაგველაპარაკე_ხელი მოხვია თინამ.
-იმიტომ, რომ უთქვენოდ ვერ ვიცხოვრებ, შენ რა გგონია იქედან რომელი დაბრუნდება? მამალაძე? ტიტე თუ ლუკა? ორი დღეც კი ვერ გაძლებენ, რომელია იარაღით მსროლელი მითხარი, რომელი მოკლავს ადამიანს თუნდაც თავი გადასარჩენად? პირველივე დღეს გაასაღებენ, მხოლოდ შენი და ნიკოლოზის იმედი მაქვს, აქ ვერ ვიჯდები და გულზე ხელებ დაკრეფილი ვერ დავიცდი იქნებ და ინებოს ღმერთმა მათი გადარჩენა, ან სიკვდილი თუ უწერიათ ჩემი და თინას ხათრით გადაიფიქროსთქო, მამაჩემი სახეში არ მიყურებს, დედას არც კი ვიცნობდი, ერთი მიზეზი მაინც მითხარი თქვენს გვერდით, ჩემი ძმების გვერდით რატო არ უნდა ვიყო_გაყინული თვალებით უყურებდა გეგის და პასუხად მის ჩახრილ თავზე ჩიცინა -ასეც ვიცოდი.


თითოეული მათგანისთვის რომ გეკითხათ როგორ დაამახსოვრდათ გამგზავრების დღე, ალბათ ცრემლებიო იტყოდნენ, ყველა ერთდროულად წავიდა ეზოდან და ყველა მაცხოვრებლის გულიც გაიყოლეს, ვერ წარმოედგინათ ეზო ამ ეშმაკების გარეშე, ვერ წარმოედგინათ ჩაჩუმებული სახურავი, საიდანაც სიცილის ან ჩხუბის ხმები არ ჩამოვიდოდნენ, არ იცოდნენ ვისთვის უნდა შეეთავაზებინათ განაწილებულ დღეებზე სამმაგად გაკეთებული საჭმელი. მთელი ეზო დადუმდა ერთბაშად თითქოს და ძაძებ ჩაცმული ელოდა ნებისმიერ სიახლეს.
მალევე დაურიგეს აღჭურვილობა 67 ბატალიონს და მოსამზადებლად ათი წუთი მისცეს. წამში აიკრა მარიამმა თმა, მმკერდი გაიკრა, ორი ზომით დიდ ბატინკებში ჩაყო ფეხები და ჯავშან ჟილეტი ძლივს აწიკა პატარა ტანით.
-ღმერთო კუპატივით ხარ_ხარხარი დაიწყო ნიკოლოზმა მისი დანახვისას და მარტივად აიცილა გოგოს მოქნეული მუშტი -შენ რო ავტომატს დაგიმატებენ ვინ უნდა გათრიოს_სიცილს ვერ წყვეტდა ბიჭი და გეგის გაკრა ბეჭი ამყევიო. ამ უკანასკნელს კი მისთვის არ ეცალა, კისერზე დაკიდებულ კულონს დაჰყურებდა, რომელიც თვითონ აჩუქა მის ცოლს და დამშვიდობებისას ათხოვა იმ პირობით რომ მალე დაუბრუნებდა. ოქროს კულონზე ლამაზად იყო ერთმანეთში ახლართული გ და თ ინიციალები და ლამაზად ბზინავდა შუქზე.
-წავიდეთ, სასაცილო არაფერია, სახლში ცოლი მელოდება_თითზე რგოლის ტრიალით წამოდგა გეგი და პირველი გავიდა კარებში.

დიდ სატვირთოში ჩასვეს ოცეული და სწრაფი სიჩქარით დაძრეს მტრისკენ. უსწორმასწორო ჯაყჯაყზე ოდნავ კვნესოდა მარიამი, ფორმა სულ უხუთავდა, ჩაფხუტი თვალებში ეფარებოდა, ჯავშანი ამძიმებდა და ოფლის წვეთებს გარეთ არ ატარებდა. ორი საათი მოუნდნენ მგზავრობას და ტყესთან შეჩერდნენ, სატვირთოდან ჩამოხტნენ და იარაღი აისხეს.
-აქედან ფეხით წავალთ_იარაღის სწორებით განაცხადა მეთაურმა და რაცია კარგად დამაგრა ჯიბეში. -მოვეწყვეთ.
რამდენიმე საათი იარეს ფეხით, მარიამი თითქმის სულ ბოლოში ჩამორჩა და გეგიც გვერდით მიყვებოდა, ნიკოლოზი რამდენიმე კაცით წინ მოჩანდა.
-არა, მორჩა, აღარ შემიძლია_ყველაფერი დაყარა გოგომ და წამებში მოიგლიჯა თავიდან ჩაფხუტი.
-რა ჯანდაბას აკეთებ_დაუღრინა გეგიმ და ეცადა ჩაფხუტი უკან დაეხურებინა.
-მაცადე ერთი შენი ჭირიმე, ომამდე თუ დავიხრჩვი რაღად მინდა_ჯავშანიც ჩაფხუტის გზას გაუყენა, დიდი მოსაცმელიც და თთქმის ბოლომდე სველი, პატარა მკლავიანი მაისურით დარჩა.
-მარიამ ასე წამში მოგკლავენ_თვალები აატრიალა გეგიმ და ჯავშან ჟილეტი მიაწოდა -ეს გადაიცვი მაიკაზე.
-კარგი ბოს_გოგომაც დაუჯერა და იარაღიც მალევე აისხა, ზედმეტი ბარგის გარეშე ნავარჯიშებმა მალევე გადაუსწრო ჩამორჩენილ ბიჭბს და მეთაურს ამოუდგა უკან. კაცმა წარბი აუწია ახალ ჩაცმულობაზე, მაგრამ ხმა არ ამოუღია და ჯიუტად გააგრძელა წინ სვლა. რამდენიმე წუთში მაღლა აწეული შეკრული მუჭით ოცეულს გაჩერება ანიშნა და მოახლოებულ ხმაზე ყველა ბუჩქებს უკან დაიმალა. მალევე შეხედეს წინიდან მომავალ რუს სამხედროებს, რომლებიც კატის ნაბიჯებით მოიწევდნენ წინდა და მათზე ბევრად მეტნი იყვნენ. მეთაურმა იარაღი მოიმარჯვა, გაშლილი ხელით წინ ანიშნა და პირველი გასროლაც თავად შეასრულა, მალევე მიყვა ოცეული და ტყვიების ზუზუნში ძლივს გაარჩია გეგიმ მარიამის აღტკინებული ყიჟინა
-აი მესმის ადრენალინიი, რომ დავბრუნდებით, ნუ თუ დავბრუნდები იარაღი უნდა ვიყიდო.
-შენი ხათრით მაშინ შემდეგი ომი ჩვენ დავიწყოთ.
-გაგიჟდი? მე იარაღის სროლა მომეწონა, თორე ამათი ხოცვა-ჟლეტა კიარა, მემგონი ვერცერთს ვერ მოვარტყი.
-ღმერთო, გაჩუმდი მარიამ_ხმადაბლა ჩაილაპარაკა და მოახლოებულ ჯარისკაცს ავტომატურად ესროლა ტყვია და პირდაპირ გულის ფიცარი გაუგლიჯა.
-ღმერთო დაგვეხმარე_თვალები დახუჭა უკვე ადამიანის მკვლელად გადაქცეულმა და ძლივს მოერია სურვილს იარაღი სადმე შორს მოესროლა, მაინც იმძლავრა თავის გადარჩენის ინსტიქტმა.

თინა ჯიუტად აგრძელებდა სამსახურში სიარულს, თავს უფლებას არ აძლევდა დეპრესიაში ჩავარდნილიყო და არც მეზობლებს აძლევდა ამის საშუალებას, ყველასთან ახერხებდა ცოტა ხნით შერბენას და მონახულებას. მოიკითხავდა, დაამშვიდებდა და ისევ სხვასთან შედიოდა, მარტო არ რჩებოდა, ფიქრები იტაცებდნენ და სიგიჟის პირამდე მიდიოდა. ოჯახს არ ეკონტაქტებოდა, იმ ბინაში გადასახლდა, რომელსაც გეგი მათთვის აწყობდა და თავად არემონტებდა ღამით. სამი დღის წასულები იყვნენ მეგობრები კივილმა რომ შეძრა ეზო, ყველა გარეთ გამოვარდა და სადარბაზოსთან ჩაჩოქილი ლიანა დაინახეს, რომელსაც თეთრი ფურცელი ჩაეხუტებინა და მოთქმით ტიროდა. რაღაცაში მარიამიც სწორი აღმოჩნდა, პირველი გარდაცვალების ცნობა ბინაში მამალაძეს ეკუთვნოდა.



ახლა წავიკითხე ორივე თავი ერთად. ასე ტირილ-ტირილში თუ უნდა წავიკითხო დანარჩენი თავებიც აღარ მინდა მაშინ disappointed_relieved (ეს ხუმრობით რა თქმა უნდა smiley ტირილით კი ბოლოს მართლა ამიცრემლდა თვალები) შენთვის განსხვავებულ ჟანრს შეეჭიდე და გამოგდის smiley ველოდები გაგრძელებას kissing_heart

 


№2  offline მოდერი naattii

რუსკიმარუსია
ახლა წავიკითხე ორივე თავი ერთად. ასე ტირილ-ტირილში თუ უნდა წავიკითხო დანარჩენი თავებიც აღარ მინდა მაშინ disappointed_relieved (ეს ხუმრობით რა თქმა უნდა smiley ტირილით კი ბოლოს მართლა ამიცრემლდა თვალები) შენთვის განსხვავებულ ჟანრს შეეჭიდე და გამოგდის smiley ველოდები გაგრძელებას kissing_heart

ამ ერთხელ გადავწყვიტე ექსპერიმენტის ჩატარება და ვნახოთ რა გამოვა, მადლობა რომ მოგწონთ ❤️

 


№3  offline წევრი nini :)

ის უკვე ვიცი რომ სხვა სიუჟეტია და არ უნდა მქონდეს იმედი რომ სასწაულებრივად დაჩი თაბაგარი გამოჩნდება სადმე..... რაც მთავარია მომწონს და გული დამწყდა მამალაძეზეეე.... მშვიდობით დააბრუნოს ღმერთმა დანარჩენებიიი

 


№4  offline მოდერი naattii

nini :)
ის უკვე ვიცი რომ სხვა სიუჟეტია და არ უნდა მქონდეს იმედი რომ სასწაულებრივად დაჩი თაბაგარი გამოჩნდება სადმე..... რაც მთავარია მომწონს და გული დამწყდა მამალაძეზეეე.... მშვიდობით დააბრუნოს ღმერთმა დანარჩენებიიი

არა ძველებთან კავშირი არ ექნება, მაგრამ ვნახოთ მაგათზეც ვგეგმავ ❤️

 


№5  offline მოდერი naattii

უცნაური მე
ნათი.. კი ვიცი რომ მძიმე იქნებოდა.. მაგრამ ბოლოს მაინც ამეტირა. და კიდევ ბევრი ცრემლი იქნება დარწმუნებულივარ. ძალიან მაგარი გოგო ხარ ❤️❤️ ველოდები გაგრძელებას

როგორ მახარებ ხოლმე არ იციიი <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent