შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რეალობის სისასტიკე (1 თავი)


17-12-2018, 20:48
ავტორი naattii
ნანახია 2 603

-ღმერთო ჩემო, არც კი მჯერა, როგორ მოახერხე?_ზემოდან დაჰყურებდა ბიჭი უკვე საცოლეს და მის თვალებში ათამაშებულ ჭინკებზე ორმაგი სიძლიერით იხუტებდა
-ნუ ახლა ერთადერთი შვილი ულტიმატუმს რომ წაგიყენებს სხვა გზა აღარ გაქვს_სიცილი აუტყდა გოგოსაც.
-აი ნახავ თუ დღევანდელი ნდობა არ გავამართლო, გეფიცები აქ ბედნიერები ვიქნებით_აჯამებიდან ნახევრად ჩამოვარდნილი კარი მაინც გასაღებით შეაღო და ორივემ ღრმად ჩაისუნთქეს დამპალი ხის მორების სუნი -ნუ რა თქმა უნდა რემონტის შემდეგ_ჩაფიქრებულმა დახედა გოგოს, რომელსაც თვალები აციმციმებოდა.
-გეგი თუ გგონია, რომ ამითი შემაშინებ ცდები, მე შენ მიყვარხარ და სულ არ მაინტერესებს სად დავიძინებთ, პირიქით, მუშების ფული არ გვექნება, ანუ წარმოიდგინე ჩვენივე აშენებულ ბუდეში მოვთავსდებით_ტაში შემოკრა გოგომ და სასწაულებრივად შემორჩენილ დივანს ცელოფანი გადააფარა.
-მითქვამს, რომ ვგიჟდები შენზე?
-კი, ბევრჯერ, მიტო მოგყვები ცოლად_თვალი ჩაუკრა გოგომ და სიცილით შეაგება ტუჩები.

დაღამებამდე მუშაობდნენ, გეგი დაღლასაც ვერ გრძნობდა, ქალაქის ერთ-ერთი უმდიდრესი ოჯახის გოგონა ცოლად მოყავდა და არც მომავალი სანათესაო უწევდა უკვე წინააღმდეგობას, როგორც ჩანდა ერთადერთი ქალიშვილის მუქარამ ან ბედნიერება გვაცადეთ ან მკვდარს მიპოვით სადმეო გაჭრა და თანხმობა განაცხადეს. პატარები არცერთი იყვნენ, ამიტომ არც გადაწყვეტილებას ნანობდნენ. თარიღი დათქმული იყო, ერთ თვეში ჯვრისწერა გაიმართებოდა და ვერცერთი სულიერი ამას ხელს ვერ შეუშლიდა, ვერ გაითვალისწინეს, რომ ამ ქვეყნად ბოროტება მხოლოდ ადამიანებში არ ცხოვრობს.

-ბუნაგში ხომ არ ავიდეთ? ხომ იცი მარიამის აჯიმანიების ნერვები არ მაქვს_წაიფრუტუნა გოგომ.
-ეგ ბავშვი ჭკუიდა შემშლის, რა დროს გენერლობაა 18ის ძლივს გახდა_თავი გადააქნია ბიჭმაც და უკვე გაშავებული ტილო ვედროში ჩააგდო -წამო წამო, თან ბავშვებსაც გავაგებინოთ ახალი ამბავი.

ბედნიერი სახეებით აუყვნენ ბინის კიბეებს და მე9 სართულს მიღწეულებმა სახურავზე გააბიჯეს. როგორც ყოველთვის ყველა ადგილზე დახვდათ, რასაკვირველია მარიამი მეთაურად იჯდა და გაცხარებით ყვებოდა რაღაც ამბავს.
-ვაახ, თინაა, გეგიი, როგორც იქნა_მაშინვე ჩამოხტა ძველი კასრიდან კრიალოსანის თამაშით და გეგის ჩაეკონა -მომენატრე ვირო.
-მეც მარიამ, მეც_სიცილი აუტყდა გეგის და მიიღო კიდევაც მუჭი გვერდებში
-მარიამს ნუ მეძახი იდიოტო.
-მარიამი გქვია და შენი შერქმეული მათე მაგარი მ*კიდია_მხრები აიჩეჩა ბიჭმა და გაფხორილ გოგოს ჩამოშორდა. ყველა ელოდა ქალბატონი გენერალის განრისხებას და აჯიმანიების წვიმას, მაგრამ მაიამმა უბრალოდ ამოიქშინა და ისევ კასრზე შემოჯდა. ვერავინ ვერასდროს ხვდებოდა ამ ორის განსაკუთრებულ კავშირს.
-ეე, რა წესია? სადაა ჯარიმა?_ცხიმიანი ტუჩების ლოკვით თქვა ყველაზე პუტკუნა მამალაძემ.
-ლუკა დავიჯერო საჭმელს მოწყდი?_გამაფრთხილებლად გაისმა მარიამის ხმა და ბიჭიც მაშინვე მიუბრუნდა კრემიანი პონჩიკის ჭამას.
-ახალი ამბავი გვაქვს_რბილ სავარძელზე წამომჯდარ თინას გადახვია გეგიმ ხელი და თვალი მოავლო მეგობრებს -მე და თინა ერთ თვეში ქორწინდებით.
-არ არსებობს ეეე_მაშინვე წამოხტა გაბედნიერებული მარიამი და ორივეს ისე მოეხვია ჩუმად წამოაკვნესა. -ღმერთო როგორ მიხარია, გილოცაავთ.
-ხომ იცი მეჯვარე ხარ_თმები აუბურდა გეგიმ.
-გცემდი რომ არ ვყოფილიყავი_ამაყად გაიჯგიმა გოგო და დანარჩენებს გადახედა -აბა რაზმის წევრებო, არ გინდათ აყალმაყალი ერთხმად მივულოცოთ სამხედრო სალმით.
-გილოცავთ მეგობრებო_ერთდროულად წამოიყვირა 4 ბიჭმა და ამაყად გაჯგიმულ მარიამს გადახედეს, რომელიც გაჯგიმულიყო მზერით, დიახ ეს მე ვასწავლეო.
სულ რვანი იყვნენ, პატარაობიდან ერთად მოდიოდნენ, ერთ ეზოში გაზრდილები, ერთმანეთს შესისხორცებულნი. მათი ბინის სახურავზე საკუთარი ბუნაგი მოეწყოთ, მარიამი, რომელიც ამ ცხოვრებისგან გამწარებული თავის გოგობას თრგუნავდა და ბიჭობას იჩემებდა, გენერლად აერჩიათ. დასჯის თავისი მეთოდები ქონდა და კარატეს უბადლო მცოდნეს ყველა პირველივე ნათქვამზე უჯერებდა. გეგი და თინა კი ამ რვა წევრიდან ცალკე კუნძულად ითვლებოდნენ, დიდი ხანი იყო ერთმანეთი უყვარდათ თუმცა მალავდნენ, მხოლოდ გენერალმა იცოდა და მთელი ძალით ეხმარებოდა დასამალად. მამალაძე, ჭამისგან და ტყუილა ყოფნისგან ზედმეტად ჩასუქებული 20 წლის ყმაწვილი გახლდათ, კიდევ ყავდათ ტიტე, რომელიც ჯოხზე წვრილი იყო და გიჟდებოდა თავის სამეგობროზე, ლუკა და სანდრო. უმეტეს დროს სახურავზე ატარებდნენ და ერთმანეთით ცხოვრობდნენ. რაც შეეხება მერვე წევრს, ნიკოლოზი, ორი წელი იყო ამერიკის გამო ჩამოშორდათ, თუმცა არც მანამდე გამოირჩეოდა დიდი სიახლოვით, მთელმა ქალაქმა იცოდა როგორ უყვარდა თინა, რომელიც საერთოდაც არ აქცევდა არავის ყურადღებას გეგის გარდა, მხოლოდ მარიამთან იყო ბიჭი კარგად, რადგან ზოგადად არ არსებობდა ადამიანი მარიამთან არ ემეგობრა, თავად იყო ასეთი, ყველასთან იოლად პოულობდა საერთო ენას და მალე აყვარებდა ყველას თავს.

-დღეს ვინ გვაჭმევს?_მორიგი ბურთულა ჩამოაგდო კრიალოსანზე გოგომ და დანარჩენებს გადახედა. -უკვე ხუთი წუთია მამალაძეს პირი გაჩერებული აქვს და უკვე სერიოზულად მეშინია ჩემ ბარკალს პონჩიკად არ ხედავდეს.
-ლეილა დეიდამ სასწაულ სოუზს გიკეთებთო_სიგარეთის კვამლთან ერთად ამოუშვა სიტყვები ტიტემ და მარიამს გადახედა.
-აუუ, მითქვამს სანდრო როგორ ვგიჟები დედაშენზე?_ტაში შემოკრა გოგომ.
-კი ბევრჯერ_სიცილი აუტყდა ბიჭსაც.
-მიდი მამალაძე გაიქეცი, ხო კაი გაიქეცი ხმამაღალი ნათქვამია, სწრაფი სიარულით ჩადი და გეფიცები, კიდევ ნახევარი რომ ამოგვიტანო მაშინდელივით ასი აჯიმანიაც ვერ გიშველის_თითი დაუქნია მკვირცხლად წამომხტარ ბიჭს და თვითონაც წამოდგა.
-მე ჩავალ რა, მაგრად მშია და ეს დააღამებს_ლუკაც წამოიმართა და წამში გადაასწრო უკვე აბუზღუნებულ ბიჭს, კარი გაიხურა და მაინც გააგონა დარჩენილებს კიბეებზე ჩაბრაგუნების ხმა.

-ბინის რემონტს როდის ვიწყებთ?_ანთებული თვალებით გადახედა წყვილს მარიამმა.
-უკვე დაიწყეთ, დღეს ვასუფთავებდით, ხვალ საღებავებს ვიყიდით_მხრები აიჩეჩა თინამ.
-მე ნაშუადღევს შემოგიერთდებით, შვებულებას ასე ადრე ვერ ავიღებ_თავი ჩაღუნა მომავალმა სიძემ.
-გეკადრება? მთელი რაზმი აქ არ მყავს? ხვალვე შევასევ_ბეჭზე დაკრა ბიჭს ხელი და სიძლიერით წელში გაასწორა.
-გოგო მაინც არ იყო_ნატკენი გვერდი დაიზილა ბიჭმა.
-არც ვარ_უდარდელად დაატრიალა გოგომ კრიალოსანი თითზე და გაღებულ კარს გახედა. -არ არ სე ბოოოობს_ფეხზე წამომხტარი გაექანა კარში დალანდული სხეულისკენ და სანამ გადაეხვეოდა ძველი ჩვეულება გაიხსენა, ხელი წინ გასწია და გაეღიმა ბიჭმაც იგივე რომ გაიმეორა, ჯერ ხელის ზურგები მიარტყეს ერთმანეთს, შემდეგ ხელები და ბოლოს ჩაჭიდული ხელებით მიიხუტა გოგოს სიფრიფანა სხეული.
-ნიკოლოოოზ, როგორ მომენატრეე_ხმამაღლა გაკიოდა მარიამი და ბიჭს ხელს არ უშვებდა.
-მეც მომენატრე, მარიამ, მეც_სიცილში აყვა ბიჭიც და ძლივს მოშორებული დანარჩენებისკენ წავიდა. -ვიცოდი ყველას აქ გნახავდით, გენერალი არ იცვლება არა?_სიყვარულით მოუჩეჩა თმა გოგოს და ყველას მიესალმა, თინამ ოდნავ შეახო ლოყა და მაშინვე გეგის გვერდით დაუბრუნდა ადგილს.
-რატომ არ გაგვაგებინე, დაგხვდებოდით_გვერდით მიუჯდა ტიტე
-ჩემები დამხვდნენ_მხრები აიჩეჩა ბიჭმა და ყველას ერთიანად მოავლო თვალი -აბა, რაშვებით, რაა ახალი?
-ერთ თვეში მეჯვარე ვაარ_წაიმღერა მარიამმა და წყვილისკენ ანიშნა თავით.
-ვაახ, დაითანხმეთ მშობლები?_ღვარძლიანი იყო ნიკოლოზის ხმის ტემბრი და გაყინული ცისფერი თვალები ცივად მიანათა წყვილს.
-დღეს დავინიშნეთ_ფართოდ გაუღიმა თინამ და ბეჭდიანი ხელი ასწია.
-კარგია, კარგი, მომილოცავს_თავი დაუკრა წყვილს და მარიამს გამოხედა -არ აღნიშნავ გენერალო?
-აბა ისე როგორ, ნადიმს ვუცდით, რომელიც საოცრად იგვიანებს, შეფიქრიანებულმა დახედა საათს.
ლუკას კიდევ ნახევარი საათი დააგვიანდა და ყველა მამალაძის წრიალზე იცინოდა, ბიჭს უკვე საკმაოდ მოშიებოდა და წუწუნს აღარ წყვეტდა. ბევრ თემაზე ისაუბრეს, ნიკოლოზმა ამერიკის ამბები მოყვა, მეგობრებმა ბინის უახლესი ამბები და ჭორები მოახსენეს და საკმაოდ ხმამაღლა ისმოდა სახურავიდან მეგობრების ხარხარი. კიდე დიდხანს გაგრძელდებოდა ეს ჟრიამული ლუკას რომ არ შემოეღო შეშლილი სახით სახურავის კარი და ბიჭებისთვის ასეთ იმზერა არ მოევლო. მაშინვე ფეხზე წამოხტა მარიამი და წინ გადაუდგა. არც დასცალდა ხმის ამოღება ისე დასჭექა დაბოხებული ხმით ბიჭმა:
-ომი დაიწყო!!!
--------------------
დავბრუნდი მეგობრებო, წინასწარ მადლობა ინც ამ ისტორიაზეც გამომყვება, ცოტა ჩემ სტილს გადავუხვიე, მაგრამ ეს ნაწარმოები იმდენად მაქვს ჩარჩენილი მინდოდა დამეწერა. იმედია პლაგიატობაში არ ჩამეთვლება თუ გეტყვით, რომ დაახლოებით 7-8 წლის წინ მსგავსი სცენარით სპექტაკლს ვდგამდით სკოლაში, რასაკვირველია ნაწარმოები და პერსონაჟები მხოლოდ ბუნდოვნად მახსოვს, მაგრამ მახსოვს რამდენად იმოქმედა ფინალმა, ამიტომ გადავწყვიტე ცოტა მიმსგავსებულ ფინალზე ამეგო ჩემი ფანტაზიით ისტორია და თქენთვის შემომეთავაზებინა, დიდი იმედი მაქვს მოგეწონებათ <3



№1  offline მოდერი naattii

უცნაური მე
ვფიქრობ ცოტა კიარადა საკმაოდ მძიმე ისტორია იქნება, ბუნდოვანი ფინალით. მაგრამ მაინც გამოგყვები ბოლომდე. დასაწყისი კარგია <3 ნათი შენ კი უკარგესი გოგო ხარ.

ძალიან დიდი მადლობა ❤️❤️❤️

 


№2  offline წევრი nini :)

აბა ვნახოთ რა გამოვააა.... საინტერესოა რა მოხდააა ასე რომ დააგვიანა და ომი რომ დაიწყოოო.... პირველ თავში უკვე ინტრიგააა

 


№3  offline მოდერი naattii

nini :)
აბა ვნახოთ რა გამოვააა.... საინტერესოა რა მოხდააა ასე რომ დააგვიანა და ომი რომ დაიწყოოო.... პირველ თავში უკვე ინტრიგააა

როგორ მიხარია ისევ ჩემთან რომ ხაარ ❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent