მიენდე გრძნობებს...თავი 7
დრო ერთადერთია,რასაც ვერ შეაჩერებ.ვერც ტატიანამ და ნიკოლამ შეძლეს ეს. ისე გაეპარათ ის თვეც,რომ ვერ გაიგეს. ერთმანეთზე ზრუნვა ყოველდღიურობად ექცათ.ხშირად ურეკავდნენ და კითხულობდნენ ერთმანეთს,ინტერესდებოდნენ სად იყვნენ და რას აკეთებდნენ. დილით უნივერსიტეტში მიჰყავდა ტატიანა,საღამოს ისევ მიაკითხავდა და იქიდან ხან სავახშმოდ მიდიოდნენ,ხან კინოში,ხან უბრალოდ სეირნობდნენ,მითუმეტეს,რომ საგრძნობლად დათბა და ამინდებიც შესაფერისი იყო.ხანდახან როცა გაზაფხულის ჟუჟუნა წვიმა წამოვიდოდა, სახლში იჯდნენ და იქ უყურებდნენ ფილმს.ტატიანა ისეთი მხიარული იყო და ისეთი ხალისით აკეთებდა ყველაფერს,რომ ნიკოლას უკვირდა ამდენი ენერგია საიდან ჰქონდა ან საიდან შეეძლო ამდენი. ატყობდა რომ თვითონაც შეიცვალა, ადრე თუ ასეთ გასართობებზე უარს იტყოდა.ახლა სიამოვნებით აკეთებდა ყველაფერს მასთან ერთად. სამზარეულოშიც კი ეხმარებოდა და სახლის დალაგებაში.ეს ყველაფერი სასიამოვნო გახდა მისთვის.. ტატიანა თუ ჭურჭელს რეცხავდა,ნიკოლა აშრალებდა მათ,ტატიანა თუ სახლს ალაგებდა,ამირეჯიბი თავის ოთახს და ტანსაცმელს აწესრიგებდა. არ ადებინებდა ხელს,იმიტომ კი არა რომ არ უნდოდა მის ნივთებს შეხებოდა, არამედ იყო პირადი მოხმარების ნივთები, რომლებიც ტატიანას არ უნდა ერეცხა. აი ასე იქცნენ ერთ ჩვეულებრივ ოჯახად და სულ არ ეტყობოდათ არაფერი რომ ასეთი მდიდრები იყვნენ. შეეძლოთ მოახლე აეყვანათ და მას ეკეთებინა ეს ყველაფერი, მაგრამ ტატიანას ასე სურდა.ასე უნდოდა და შესაბამისად ყველაფერი ისე იყო,როგორც მას სურდა…. დაღლილი მიუჯდა ნიკოლას გვერდით და მხარზე ჩამოადო თავი.გვერდულად გადახედა მანაც და სახეზე მოეფერა. -ძალიან დაიღალე? -ცოტა.. -არა,დაიღალე.რატომ არ გინდა რომ დამხმარე ავიყვანოთ? ამისთვის არ მომიყვანიხარ ცოლად,რომ მე მემსახურო. -მე ეს მსიამოვნებს ნიკოლა.შენზე ზრუნვა ძალიან მომწონს. -სამაგიეროდ მე არ მომწონს ასე რომ იღლები. -გაჩუმდი გთხოვ და ტელევიზორს აუწიე,მიყვარს ეს ფილმი.ძალიან მაგრად თამაშობს ჯონი დეპი, ვფიქრობ ეს როლი მის მაგივრად სხვას რომ შეესრულებინა, ფილმი ასეთი წარმატებული არ იქნებოდა. -მართალია,ის დიდებული მსახიობია, ისევე როგორც დანარჩენები.მე იცი რას ვფიქრობ?როცა არასწორ მსახიობს შეარჩევ ფილმი წარუმატებელი იქნება აუცილებლად. არსებობენ მსახიობები, რომლებიც დაბადებულები არიან ერთი კონკრეტული როლისთვის. ასეა ცხოვრებაშიც. ყოველ ადამიანს თავის მეორე ნახევარი ჰყავს და ის უნდა იპოვო.თუ ვერ იპოვე,ისეთივე წარუმატებელი იქნება მათი ცხოვრება,როგორც წარუმატებელი ფილმი. ტატიანას ხმა არ გაუცია,ნიკოლამ რომ დახედა,დაინახა გოგოს ჩასძინებოდა.გაეცინა,მერე ტელევიზორი გამორთო,ხელში აიყვანა და საძინებლისკენ წავიდა.ცოტა შეიშმუშნა გოგო,მაგრამ არ გაღვიძებია. ფრთხილად დააწვინა ამირეჯიბმა,საბანი მიაფარა და საწოლის კიდეზე ჩამოჯდა. ცოტა ხანს უყურა,მშვიდად ეძინა ბერიძეს, თითქოს მის ძილს დარაჯობდა. მართლაც და რა საოცრად ლამაზი იყო და სხვანაირი.თანამედროვე გოგოებისგან განსხვავებული. ფიქრობდა მასზე,უყურებდა და ხვდებოდა როგორ ეპარებოდა გრძნობა გულში… ***** დილით ისევ იგივე.მაინც ტატიანა ადგა პირველი.ისევ საუზმე,ისევ ქმარზე ზრუნვა,ისევ ერთობლივი საუზმე და სითბო,რომელიც ორივესგან მოდიოდა,ამჯერად უფრო მეტად გამოხატული… -დღეს ბოლო დღეა ჩემი უნივერსიტეტში ყოფნის, -გულდაწყვეტილმა ჩაილაპარაკა ტატიანამ, მანქანიდან გადასვლას აგვიანებდა. -ანუ დღეს ასრულებ შენს სტუდენტურ ცხოვრებას.. ეს უნდა ავღნიშნოთ. საღამოს არაფერი დაგეგმო.ამჯერად მე მოგიწყობ სიუპრიზს. -ბოლო თვეებია ისედაც შენს გარდა ვერავის ვგეგმავ ჩემს ცხოვრებაში,-გაეცინა გოგოს. -მიხარია რომ გაგაღიმე. საოცრად გიხდება.როცა იცინი თვალები გიწვრილდება და კიდევ უფრო ლამაზი გიხდება.არ ვიცი,ვერ ავხსნი სიტყვებით. ისეთია. -საერთოდ ჩვენ ბევრ რამეს ვერ ვხსნით,მხოლოდ ვგრძნობთ, წავედი.აბა საღამომდე. გამოცდას რომ მოვრჩები, დაგირეკავ.. -ტატიანა,-შეაჩერა ნიკოლამ. -გისმენ,-მოიხედა გოგომ, რომელიც უკვე გადასასვლელად ემზადებოდა. -რაღაც დამავიწყდა,-მისკენ დაქაჩა ამირეჯიბმა და ტუჩებში აკოცა.ცოლმა გაუღიმა. -დღის საუკეთესო დასაწყისია, -შენი ტუჩების გემო მინდა მქონდეს,მთელი დღე,რომ საღამომდე გავძლო.. -ნახვამდის ნიკოლა,-მეტი ვერაფრის თქმა მოახერხა გოგომ და მანქანიდან გადავიდა. ვერ წავიდა ნიკოლა,უყურებდა ნელი ნაბიჯებით მიმავალ გოგოს,რომელიც ვარდიფერ კაბის ბოლოებს მიაქნევდა და მინარნარებდა.გაშლილი თმა მხრებზე ეფინებოდა. ვერ ელეოდა ცოლს. მის გონებაშიც,გულშიც და სხეულის ყველა ნაწილში ის იყო.. უეცრად დაიძაბა და საჭეს ძლიერად მოუჭირა ხელები,რომ თავი მოეთოკა და არ გადასულიყო. რაღაც უცნაური გრძნობა დაეუფლა.ეს ეჭვიანობა იყო. ტატიანას დიტომ გადაუჭრა გზა. აინტერესებდა რას იზავდა გოგო. წროგორ უნდოდა ახლა გადასულიყო და იმ ვაჟბატონისთვის თავ-ყბა გაელამაზებინა,მაგრამ თავს სძლია,იცოდა რომ ტატიანა,მისი ტატიანა არ დაუშვებდა რამე ისეთს რომ ნიკოლას ცუდი ეფიქრა… ასეც მოხდა. მკაცრად შეხედა ბერიძემ მას,მისთვის გვერდის ავლა სცადა,ბიჭმა არ გაუშვა,მკლავზე დაეკიდა და შეჩერება სცადა. ტატიანამ სიტყვის თქმაც არ აცადა,ისე მოუქნია ხელი და სახეში შემოარტყა. -თუ კიდევ ერთხელ ეცდები,ჩემთან მოახლოებას,ჩემთვის თითის დაკარებას,გეფიცები ასე არ დასრულდება ეს ყველაფერი. სხვანაირად გაგებინებ პასუხს. -რას იზავ შენს ქმარს ეტყვი? -მე თვითონაც კარგად დავიცავ თავს შენნაირი არაკაცებისგან.გამეცალე, ხელი ჰკრა და უნივერსიტეტის შესასვლელისკენ აიღო გეზი.ჩაეღიმა ნიკოლას და კმაყოფილმა დაძრა მანქანა.ახლა იცოდა რომ ტატიანას ცხოვრებაში სხვა კაცი არ იყო… საბამ მაშინვე შეატყო,რომ მის მეგობარს რაღაც სჭირდა. გონებაგაფანტული იჯდა და არ უსმენდა.რამდენჯერმე მოუწია ერთიდაიგივეს გამეორება. -რა გჭირს?დავიღალე უკვე,მე ვლაპარაკობ,შენ არ მისმენ. -უნდა წავიდე საბა,ვერ ვჩერდები აქ. -აუფ..ეს რაღაც ახალია,აბა მითხარი რა მოხდა. -ისეთი არაფერი.უბრალოდ დღეს ტატიანა უნივერსიტეტს ამთავრებს და მინდა რამე დასამახსოვრებელი მოვუწყო. -ოჰ,შენ რა გითხარი..მე კიდევ გული გამისკდა..მერე სადმე დაპატიჟე,რომანტიკული ვახშამი და რამე.. მასაც გაახარებ და ორივესაც წაგადგებათ ურთიერთობაში.. -მართალი ხარ შენ..მოკლედ წავალ ახლა. მიხედე რაა საქმეებს,გთხოვ.. -წადი,წადი...ოღონდ თქვენ რამე გეშველოთ და სულ მე ვიქნები აქ..-გაეცინა საბას. -აი შენც მალე გნახავ ამ სიტუაციაში და მერე მე ვიცინებ.-ჩაეღიმა ამირეჯიბს და მარტო დატოვა მეგობარი საბუთებთან და საქმესთან… ჩქარობდა,უნდოდა ტატიანას ზარამდე მოესწრო ყველაფერი. ამისთვის ნაცნობ დიზაინერთან დარეკა და მას დაავალა ეს საქმე,თან მზარეულიც მიაშველა. თვითონ უნივერსიტეტში მიადგა და ელოდა. მანქანის ძარაზე მიყრდნობილი მალ-მალე ამოწმებდა ტელეფონს. საიდანღაც ლოლა რომ გამოჩნდა,არ ესიამოვნა.ვერც არიდება შეძლო. პირდაპირ მისკენ წამოვიდა და გაუღიმა. -ნიკოლა ამირეჯიბი მეუღლის მოლოდინში.. -რა თქმა უნდა.. -არ მოგბეზრდა? -რა? -მისი ლოდინი და საერთოდ ის? -არასოდეს… -მე მომბეზრდა სამაგიეროდ შენი ჯიუტობა,-მიუახლოვდა გოგო და ტანზე მიეტმასნა. უხერხულად შეიშმუშნა კაცი და მისი მოშორება სცადა… -გეყოფა ლოლა,თავი დამანებე, შემეშვი.. -არ შეგეშვები,მიზიდავ,ძალიან მიზიდავ,მინდა ჩემი გახდე,მე კი შენი,ერთად ვიყოთ,ის მოგცე, რასაც მისგან ვერასოდეს მიიღებ… -მომისმინე ლოლა. გაჩერდი,ნუ იმცირებ თავს,შემეშვი, მე და შენ საერთო არასოდეს არ გვექნება არაფერი. არასოდეს შევხედავ შენნაირ ქალს. არასოდეს მექნება შენთან საერთო რამე.იმიტომ რომ ჩემთვის ტატიანა ყველაფერია. იმიტომ რომ შენ მის დონემდე ვერასოდეს ვერ მოხვალ. ხელები გააშვებინა და მისგან თავი დააღწია,წინ რომ გაიხედა ცოლი დაიხანა,იდგა გაშეშებული და მათ უყურებდა. -ტატიანა..-წამოსროლა უცებ, თითქოს რაღაც დანაშაულზე წაასწრეს. -ადრე მოსულხარ,-უპასუხა მან. შეატყო ნიკოლამ მის ხმას ფარული სევდა. -ვერ მოვითმინე,მინდოდა აქ დაგხვედროდი,-დაიძრა მისკენ.- აბა რა ქენი გამოცდაზე? -როგორც ყოველთვის საუკეთესო ქულა აიღო.ერთ-ერთი საუკეთესოა შენი მეუღლე.-მის მაგივრად უპასუხა ლოლამ. ორივე მიხვდა მის სიტყვებში შური როგორ იმალებოდა. -ამიტომაც ავარჩიე ის და არა შენ,-უპასუხა ნიკოლამ და წელზე მოხვია ხელი.-წავიდეთ ძვირფასო? -წავიდეთ,-გაუღიმა ტატიანამ და მანქანაში ჩაჯდა. გზაში ჩუმად იყო, ხმაც არ ამოუღია. -რა გჭირს?ასე გიხარია უნივერსიტეტის წარმატებით დასრულება? -არაფერია,თავი მტკივა. -გინდა გავაჩერებ წამალს გიყიდი აფთიაქში? -არ მინდა.. მაინც გააჩერა მანქანა,გოგოს მიუბრუნდა და ჰკითხა. -ვერ გამომაპარებ,ვიცი რომ ცუდ ხასიათზე ხარ,ისიც ვიცი რატომ.აბა გამოტყდები თუ არა? -რა გინდა ჩემგან რაა?-თავი ვეღარ მოთოკა გოგომ -ის მინდა რომ აღიარო იეჭვიანე ლოლას დანახვაზე. -არ ვეჭვიანობ. -აბა რა დაგემართა?დილით ძალიან კარგ ხასიათზე იყავი. ასე უცებ რა მოხდა?რა შეიცვალა? -არაფერი..სახლში წავიდეთ გთხოვ.. -კარგი წავიდეთ,-ჩაფიქრდა ნიკოლა,მანქანა დაქოქა და ადგილიდან დაძრა.აღარ ჩაეძია, იფიქრა სახლში რომ მივალთ იქნებ ჩემმა სიუპრიზმა გაახალისოსო.. კართან იდგნენ უკვე,როცა ხელით შეაჩერა. -ერთი წუთით მოიცადე ტატიანა. თვალები დახუჭე გთხოვ. არ ვიცი ამის დანახვა გაგიხარდება თუ არა, მაგრამ მე ეს მთელი გულით გავაკეთე. გთხოვ არ ჩამიშალო სიუპრიზი. დაიბნა ტატიანა და დაბნეულმა შეაბიჯა სახლში. ჯერ კიდევ არ იყო დაბნელებული გარეთ, მაგრამ სახლში ბნელოდა,ისე იყო ფარდები გადაწეული. უეცრად ვენეციაში ეგონა თავი. კედლებზე და ფარდებზე მათი ერთობლივი ფოტოები იყო გაკრული.. ტელევიზორში ვიდეო იყო ჩართული, საიდანაც მისი ხმა ისმოდა. ეს ვიდეო ვენეციაში გადაუღო ჩუმად ნიკოლამ,როცა ნავით სეირნობდნენ. ჰელიუმით გაბერილი სხვადასხვა ფერის ბუშტები ჰაერში დაფრინავდნენ. იატაკზეც საკმაოდ მიმოეფანტათ. პატარა მაგიდაზე ტელევიზორის წინ სუფრა იყო გაშლილი პატარა,რომანტიკული, ვარდების თაიგულით,სანთელბით და რა თქმა უნდა ცივი შამპანურით კერძებთან ერთად. -„ნიკოლა,შეხედე რა ლამაზია, ემოციებს ვერ ვმალავ.შენ ჩემი დიდი ხნის ოცნება აასრულე…““- ისმოდა ტელევიზორიდან ტატიანას ხმა.. -მინდა შენი სხვა ოცნებებიც ავასრულო ტატიანა, -ჩასჩურჩულა ყურში.-არანაირი ლოლა და არანაირი სხვა ქალი არ მინდა,მაშინ როცა არსებობ შენ-ჩემი ტატიანა,-მოეხვია უკნიდან,მუცელზე შეუცურა ხელები და ერთმანეთში გადახლართა.- მგონი გავგიჟდი,მაგრამ დაე იყოს ასე,მირჩევნია შენთან ერთად გავგიჟდე მეც, შენთან ერთად ვიყო პატარა ბავშვი, ვაკეთო სისულეები, მზად ვარ ვალაგო შენთან ერთად სახლი და მეძახო ბებერი,მაგრამ მთავარია,შენთან ვიყო… დაიბნა ტატიანა და ხმა ვეღარ ამოიღო,მხოლოდ ის მოახერხა რომ მისკენ შემობრუნდა, კისერზე შემოხვია ხელები და თავი მკერდზე მიადო. -არ ვიცი რატომ,მაგრამ როცა სხვა ქალს ვხედავ შენს გვერდით თავს საშინლად ვგრძნობ. ეს თუ ეჭვიანობაა, კი ბატონო,მაშინ ასეა და ეჭვიანოსგან ვსკდები. ყველაფერს ავიტან და მოვითმენ,მაგრამ ვერაფრით შევეგუები,შენს გვერდით სხვა ქალს. თავი ააწევინა ნიკოლამ, თვალებში ჩახედა და უთხრა. -მხოლოდ შენთან ვიქნები ტატიანა,მხოლოდ შენთან,- ოდნავ გაუღიმა და ტუჩებზე ნაზად და ვნებიანად აკოცა.. -ვახშამი გაცივდება,-შეირხა გოგო და დივანზე ჩამოჯდა. -დღეს მე მოგემსახურები ჩემო ქალბატონო.-გვერდით მიუჯდა და შამპანური გახსნა. -მხოლოდ ერთი ჭიქა,ხომ იცი ჩემი დამოკიდებულება სასმელთან? მითუმეტეს ბოლოს როგორც დასრულდა. -კარგი,-გაეცინა ნიკოლას.ჭიქებში ჩამოასხა სითხე და ტატიანას მიაწოდა. -აქამდე სხვანაირი იყო ჩვენი ცხოვრება,იმის მიუხედავად რომ ცოლ-ქმარი გვერქვა. აქამდე არ გვქონდა საერთო მომავალი.უფრო სწორად არ ვგეგმავდით. ახლა კი დღეიდან აი ამ წუთიდან მინდა რომ ერთად ვიყოთ როგორც ნამდვილი ცოლ-ქმარი და გვქონდეს ნამდვილი ოჯახი. -მართალია ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი უკუღმა მოხდა,ჯერ დავქორწინდით,მერე ვცდილობთ ოჯახი დაგვერქვას,ახლა ვცდილობთ ერთმანეთის გაცნობას,მაგრამ არ ვნანაობ,არც ერთ წამს არ ვნანობ შენი გაცნობის დღიდან აქამდე. რადგან როცა დაგინახე,მაშინვე მომეწონე, მაშინვე რაღაც უცნაური ვიგრძენი შენს მიმართ. მაშინ იქ ისეთი იმიტომ კი არ ვიყავი,რომ გათხოვება არ მინდოდა. იმიტომ ვიყავი დაბნეული რომ შენ მომაჯადოვე,შენ მომხიბლე. .-დაბნეული ლაპარაკობდა გოგო და წითლდებოდა. პირველად იყო ასეთ სიტუაციაში,ფაქტიურად სიყვარულს უხსნიდა ბიჭს. -აჰა,ესეგი პირველივე დღეს გავხდი შენი სამიზნე?-გაეხუმრა ნიკოლა. -არა,სამიზნე არა, არ შეიძლება ადამიანი სამიზნე გახადო.ის უნდა გეკუთვნოდეს და არა მოიპოვო. -მაშინ მე პირდაპირ გეტყვი,ჩვენ ერთმანეთი იქამდე ვიპოვეთ,სანამ ერთმანეთს შევხვდებოდით,თუმცა თავიდან ძალიან ვნანობდი ჩემს ნაბიჯს,მაგრამ ახლა იმას ვნანობ რომ ის დღეები დავკარდე უმოქმედოდ.. -სასიამოვნო ყოფილა ამის მოსმენა,- მხარზე თავი ჩამოადო ტატიანამ -უფრო სასიამოვნო საყვარელი ადამიანის ღიმილი ყოფილა. -ახლა რა გავაკეთოთ?-ჰკითხა გოგომ როცა ჭამას მორჩნენ.. -ის რაც ამ სიტუაციას მოუხდება და უფრო მეტად მიანიჭებს რომანტიზმს. ვიცეკვოთ.-წამოდგა ნიკოლა,მუსიკა ჩართო და ხელი გაუწოდა.ტატიანამ ხელი შეაგება და წამოდგა. წელზე მოხვია ხელი,სხეულზე აიკრა და მუსიკის რიტმს ააყოლეს სხეულები. ეს ყველაფერი შესანიშნავი იყო. არაჩვეულებრივად კარგი, კაცის მკერდზე ედო თავი და მის გულისცემას უსმენდა. გრძნობდა როგორ უცემდა ნიკოლას გული,გული რომელიც მისთვის ფეთქავდა. ********* უნივერსიტეტში აღარ დადიოდა, მაგრამ დილით ადრიანად მაინც დგებოდა და ქმარს სამსახურში აცილებდა.კიდევ უფრო შეიცვალა მათი ურთიერთობა იმ დღის მერე, კიდევ ერთი ახალი ფურცლის დაწერა დაიწყეს მათი ცხოვრების წიგნში.. ეჩხუბებოდა ნიკოლა ნუ დგები ასე ადრე,მივხედავ საკუთარ თავსო, მაგრამ გოგო არ უსმენდა,მაინც იგივეს აკეთებდა.. იმ დღესაც ასე გააკეთა. რომ გააცილა, სახლი მიალაგა,ცოტა დაისვენა,მერე ვეღარაფერი მოიფიქრა და მშობლებთან წასვლა გადაწყვიტა. დიდი ხანია არ ყოფილა მათთან. გზიდან ნიკოლას დაურეკა. -საყვარელო,დღეს ჩემებთან წასვლას ვაპირებ და შეიძლება დავრჩე,ხომ არ გეწყინება? -არა,რატომ უნდა მეწყინოს? პირიქით, გამიხარდება თუ წახვალ და სახლში არ იჯდები,გაერთობი ცოტას. -კარგი,საჭმელი მაცივარშია,გააცხელე და ჭამე, მშიერმა არ დაიძინო. -ჩემი მზრუნველი ცოლი,-გაეცინა ნიკოლას.-აუცილებლად შევჭამ… რაღაცნაირი უცხო ეჩვენენა მშობლების სახლი. ძალიან შეცვლილიყო აქაურობა.გათხოვების მერე ორჯერ იყო მოსული,მაგრამ მაშინ ქმართან ერთად იყო და არ შეუმჩნევია ეს.მისთვის ნიკოლა უფრო მნიშვნელოვანი იყო. გაუხარდათ მისი მოსვლა. ძმისშვილს ყველაზე მეტად.მაღაზიაში ნაყიდი საჩუქრები მისცა და მასთან ერთად ჩაჯდა იატაკზე სათამაშოდ. -დედი,მოგვიყევი,როგორ ხარ შენ?-იქვე მჯდარი ოჯახის წევრები თან მათ თამაშს უყურებდნენ,თან ტატიანას ესაუბრებოდნენ. -ნორმალურად დედა,იმდენადაც რამდენადაც ეს ორი უცხო ადამიანის ერთ ჭერქვეშ ცხოვრებას შეიძლება ახლდეს. -ანუ ერთმანეთს ვერ უგებთ?ხომ არ გეჩხუბება?ან რამე ისე ხომ არაა? -ყველაფერი ნორმალურადაა მამა. ერთმანეთის გაგებას ვცდილობთ და ერთად ცხოვრებას ვსწავლობთ. -ცოტაც მოითმინე შვილო. რამდენიმე თვე და ამ ვალიდან თავის დაღწევას შევძლებთ.შეიძლება ერთი წელიც არ დაგჭირდეს,მერე შეგიძლია გაეყარო. უცნაურად მოხვდა ყურში ეს სიტყვები. იმდენად მისეული გამხდარიყო ნიკოლა,რომ იმის გაფიქრებამ რომ შეიძლებოდა მის გვერდით აღარ ყოფილიყო, თავი ცუდად აგრძნობინა.წამოდგა,ბავშვი სათამაშოებთან დატოვა და მამას წინ დაუჯდა. -ჩემზე გიფიქრიათ მამა? საერთოდ დაფიქრებულხართ და გიკითხავთ რატომ გადავდგი ეს ნაბიჯი ან რა იქნება განქორწინების მერე? -როგორ არა შვილო,მიფიქრია კიდეც და არც ის მინდოდა რომ ასე იძულებით გაჰყოლოდი მას ცოლად. მე ვეცადე,მაგრამ სხვა გზა ვერ ვნახე. -ძალიან ხარ გაღიზიანებული დედი. მითხარი ხომ მართლა კარგად ხართ? -ეტყობა კარგად ვერ ეცადე მამა. მაგრამ არა უშავს,რაც არის არის.ამის გამო კი არ ვბრაზდები,იმაზე ვბრაზობ რომ განქორწინებაზე მელაპარაკები. ფიქრობ რომ ამის მერე ადვილი იქნება ჩემთვის ცხოვრების გაგრძელება? ან რა სახელი დამრჩება? არა ისე სიმართლე გითხრა, არ მაინტერესებს რას იტყვიან სხვები და რას იფიქრებენ,უბრალოდ თქვენ მადარდებთ. თქვენ რამდენად შეეგუებით,როცა წამოგაძახებენ რომ სახლში განათხოვარი ქალიშვილი გყავთ?როცა თქვენს სახელგანთქმულ ოჯახს ჩირქს მოსცხებენ?როცა ათას სიბინძურეს დამაბრალებენ? მაშინ ასე მშვიდად იქნებით? სიჩუმე ჩამოვარდა. როგორც ჩანს,მხოლოდ ახლა დაფიქრდნენ მშობლები ამაზე.მხოლოდ ახლა გაანალიზეს მოსალოდნელი შედეგები. -არ მოგეწონათ ხოო?ამის გაფიქრებამ თქვენც ისევე მოგშხამათ,როგორც მე მიფუჭდება ხასიათი იმის გაფიქრებაზე რომ ჩემი ახლადშექნილი ოჯახი საქმიანი გარიგების შედეგია… -სუფრა გაშლილია,შეგიძლიათ მობრძანდეთ,ივახშმოთ.-დაძაბულობა განმუხტა ოთახში შემოსულმა მოახლემ. -მოვდივართ,ჩემს შვილს და რძალს დაუძახეთ,-უთხრა ქეთინომ.წამოდგა, შვილიშვილი აიყვანა ხელში და ტატიანას მიუბრუნდა. -იმედია დღეს დარჩები.მომენატრე და შენთან დალაპარაკება მინდა.. ვახშამმა მშვიდად ჩაიარა,ეცადა როგორმე გამხიარულებულიყო, მაგრამ არ გამოუვიდა.დაბღვერილი იჯდა და იმაზე ფიქრობდა რას იზავდა ნიკოლა,როგორ იყო ახლა და ჭამა თუ არა საჭმელი. არც დედასტან საუბარმა უშველა გულზე მოწოლილ სევდას.ვერც მან გაუგო.ან როგორ გაუგებდა ის,როცა არც კი აუხსნია მისთვის რატომ იყო ასე და რას გრძნობდა ნიკოლა ამირეჯიბის მიმართ. ადრიანად დაწვა, იწვალა,იტრიალა საწოლში,ძილი არ მიეკარა. ადგა, ჩაიცვა ტაქსი გამოიძახა და წასასვლელად მოემზადა. -სად მიდიხარ შვილო? -აქ ვერ ვჩერდები დედა,არ შემიძლია, ჩემი ადგილი იქაა,მის გვერდით. -წადი,შვილო,თუ შენთვის ასე უკეთესია და თუ ასე გირჩევნია. ვიცი ახლა შენს თავს რაღაც ხდება და ეს რაღაც ძალიან კარგია,ისაა,რაც ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია,-ქეთინომ გაუღიმა, შვილს ჩაეხუტა და გააცილა.. ნიკოლას ხასიათი მაშინვე წაუხდა,როგორც კი ტატიანამ შეატყობინა,რომ ამაღამ მშობლებთან რჩებოდა.მართალია მას არ შეამჩნევინა,მაგრამ გული უცნაურად შეეკუმშა,როცა გააანალიზა რომ ამაღამ ტატიანა არ იქნებოდა. ერთხანს ისიც კი იფიქრა რომ მათთან წავალ,მივაკითხავ და ამაღამ იქ დავრჩებიო,მაგრამ გადაიფიქრა,ერიდებოდა მისი მშობლების. საბას სთხოვა საღამოს ჩემთან წამოდი,ლუდი დავლიოთ და ფეხბურთს ვუყუროთო. ძლივს დააღწია თავი მეგობრის ხუმრობას ცოლი დაიგულე სხვაგან წასული და ბარემ ქალებიც ავყაროთო.. ფეხბურთიც მორჩა,საბაც წავიდა და დარჩა მარტო,ძალიან არ მოეწონა ეს სიტუაცია, ტელეფონი რამდენჯერმე აიღო,რომ დაერეკა,ისევ უკან სდებდა.ბოლოს მაინც დარეკა, მალევე უპასუხა ტატიანამ. -როგორ ხარ?-ჰკითხა -არც ისე კარგად,შენ? -მეც მოწყენილი. -რატომ? -არ ვიცი,შენ რატომ არ ხარ კარგად? -არც მე არ ვიცი. სიჩუმე ჩამოვარდა. -როდის დაბრუნდები?-ჰკითხა ნიკოლამ. -მე უკვე სახლში ვარ,კარი გამიღე,-გაეცინა გოგოს.არ ახსოვს როგორ გაჩნდა კართან და როგორ გამოაღო.უყურებდნენ ერთმანეთს და გული გამალებით უცემდათ. საოცარი რამ ყოფილა მონატრება.საყვარელ ადამიანს თუნდაც რამდენიმე საათი რომ ვერ ნახავ,გეჩვენება რომ საუკუნეა არ გინახავს და ტკივილამდე გენატრება. -ვერ გავძელი,ჩემი სახლი ჯობია სხვა ყველა სახლს,-გაუღიმა ტატიანამ. ნიკოლამ წელზე მოჰკიდა ხელი,სახლში შეიყვანა და კარი მიხურა,ძლიერად ჩაეხუტა,თითქოს ვინმე წაართმევდა ან დაკარგავდა.. -ჩემო ტატიანა,-ჩაიჩურჩულა და მის თმაში ჩარგო თავი. -ოჰო,სტუმრები გყავდა,?-ახლა შეამჩნია გოგომ გაშლილი მაგიდა და დასვრილი ჭიქები.-იმედია ქალები არ გყოლია? -საბა იყო,ფეხბურთს ვუყურეთ, ახლახანს წავიდა.მეც დაძინებას ვაპირებდი და ვერ შევძელი,შენი ხმა მინდოდა გამეგო. -წადი დაიძინე,ავალაგებ ამას და მეც დავწვები.-თავი დაიხსნა გოგომ მისი მკლავებიდან… -შეეშვი,იყოს,ასე დატოვე,წამოდი, დაიძინე,-ხელი ჩაჰკიდა ოთახისკენ წაიყვანა, -ასე როგორ დავტოვო? -კარგი რაა ტატიანა,დაანებე თავი. უკვე საძინებლებთან იყვნენ.ნიკოლამ თავის ოთახის კარი გააღო,თვალებში ჩახედა და ჰკითხა. -მოდიხარ? უხმოდ შეხედა გოგომ,მის ხელს თავისი ხელი შეაგებდა და გაღებულ კარში ნიკოლასთან ერთად შევიდა.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.