შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საუბარი უცნობთან...


21-08-2017, 10:20
ავტორი Evelyn
ნანახია 1 619

საღამოს ერთი ჩვეულებრივი დღე იყო... ცივი სიო გოგონას სახეზე ეცემოდა და მის კუპრივით შავ თმას უფრიალებდა. ირგვლივ ყველაფერი სამარისებულ სიჩუმეს მოეცვა,რომელის ხმასაც მხოლოდ ფოთლების შრიალი არღვევდა.გოგონა მის რვეულს ავსებდა და შიგადაშიგ მის სალათისფერ თვალებს არემარეს მოავლებდა. სძულდა... სძულდა ის ადგილი სადაც დაიბადა და გაიზარდა,ეზიზღებოდა თითოეული გამვლელი რომელიც დაბლიდან გაოცებულნი შესცქეროდნენ,კიცხავდნენ და ლანძღავდნენ. მათ არ ესმოდათ... არ ესმოდათ თუ რატომ ეცვა ასეთ ახალგაზრდა,ნორჩ და ლამაზ გოგონას ასე უცნაურად,მახინჯად... არავინ იცოდა მისი სულის დამახინჯების მიზეზი,რომლის გაგებაც ასე ძლიერ სწყუროდათ.უნდოდათ რომ ეს მიზეზი გაეგოთ მაგრამ გოგონა მათთვის ზედმეტად მიუწვდომელი და ხელშეუხებელი იყო. ტატიანა თავის საქმეში იმდენად იყო ჩართული რომ გარე სამყაროს მთლიანად მოსწყდომოდა. ხატავდა. ყოველთვის როდესაც რაღაც აწუხებდა მის ჩანახატს აკეთებდა,იმ იმედით რომ ვიღაც ოდესმე შენიშნავდა თუ რა იმალებოდა ამ ნახატის მიღმა მაგრამ,ეს ნახატი მათთვის ისეთივე ამოუცნობი იყო როგორც ტატიანა. სძულდა... საკუთარი თავი სძულდა. უნდოდა მის ცხოვრებაში ისეთი ვინმე გამოჩენილიყო რომელიც თავს მარტოდ და დაუცველად არ აგრძნობინებდა,ადამიანი რომელიც გააბედნიერებდა და ოცნებების მორევში ჩაითრევდა,მაგრამ როდესაც მისი სურვილი ასრულდა მიხვდა რომ ამაზი საშინელი გრძნობა არ არსებობდა.მის ცხოვრებაში არ არსებობდა არანაირი სიხარულის ნატამალი,სიყვარული,მხიარულება. ბედნიერებაზე საუბარი ხომ მთლად ზედმეტი იყო.თავისუფლება სწყუროდა.უნდოდა ერთ დღეს ფრთები გამოსხმოდა და ამ სამყაროსგან შორს გაფრენილიყო,იქ სადაც მისი ადგილი იყო(თუ იყო საერთოდ). ხატვა მისი ერთადერთი გართობის წყარო იყო,რომელიც სულს კიდევ უფრო უმახინჯებდა. მის ნახატებში ვერასოდეს ნახავდით ცისარტყელას ფერებს,თითოეული ადგილი სიბნელით იყო მოცული,ისევე როგორც მისი გული.
ტატიანა მის სამყაროში იყო ჩაძირული,მაგრამ რაღაცამ უსიამოვნო შეგრძნება დაეუფლა, რამაც მისი გამოფხიზლება გამოიწვია.რვეულიდან თავი ასწია და ირგვლივ მიმოიხედა.როდესაც ვიღაცის მწველ მზერას მოჰკრა თვალი შეიშმუშნა. თვალი აარიდა მაგრამ როდესაც ეს შეგრძნება არ განელდა, მის დაბლა მდგომ სილუეტს რომელიც მოშორებიდან უცქერდა თვალი გაუსწორა. გულში რაღაცამ გაუელვა. მისი ზღვისფერი თვალები,რომელიც ასე სინანულით უმზერდნენ ეცნო,მაგრამ საშინლად ეუცხოვა.არ მოსწონდა ვინმე ასე რომ უმზერდა,რადგან არ უნდოდა ვინმეს მის სულში ჩაეხედა.ეშინოდა. ეშინოდა იმის რომ სუსტად აღიქვამდნენ,არ უნდოდა ვინმეს მისი სისუსტე დაენახა,რადგან იცოდა რომ ადვილად გასტეხდნენ.გოგონამ მასთან ახლოს მდგარ მამაკაცს შეუბღვირა და თავი რვეულში ჩარგო.რამოდენიმე წუთის შემდეგ იმ ადგილისკენ გაიხედა საიდანაც უცნობი მამაკაცი უმზერდა,მაგრამ როდესაც იქ არ დახვდა უცნაური შეგრძნება დაეუფლა.
- მე მეძებ?- ტატიანამ მომღიმარ მამაკაცს გაოგნებულმა ახედა.ახალგაზრდა მამაკაცი ფარეხის სახურავზე მის გვერდით ჩამოჯდა და გოგონა იდუმალი მზერით შეათვალიერა. - მე თომასი ვარ.- ტატიანამ მის გაწვდილ ხელს დახედა და მზერა კვლავ მის თვალებზე გადაიტანა.
- უკაცრავად,ვიცნობთ ერთმანეთს?- იკითხა უკმეხად,რაზეც ბიჭს ცალყბად ჩაეცინა
- სულ არ შეცვლილხარ.- როდესაც მისგან რაიმე რეპლიკის მაგვარი რამაც ვერ მიიღო კვლავ გაეღიმა- ოდნავადაც არ გეცნობი?- უარყოფის ნიშნად თავი გააქნია.როდესაც უარი მიიღო თვალებში მწუხარების ნაპერწკალი გაუკრთა, რაც გოგონას არ გამოპარვია.
- უნდა მეცნობოდე ?
- ამოცანას გაგიმარტივებ. ადრე ამ ფარეხზე კარდონის სახლი გქონდა აშენებული რომლის შიგნითაც ნახატები გქონდა გამოფენილი, მისი ჭერი კი ვარსკვლავებიანი ცით გქონდა მოხატული.- ტატიანამ თვალები დაავიწროვა და გამომცდელი მზერით შეათვალიერა.
- სასიამოვნო ტიპი არ ჩანხარ!არ ვიცი ჩემზე ეს საიდან იცი მაგრამ, შენთან საუბარი უფრო და უფრო გამაღიზიანებელი ხდება.
- სამწუხაროა შენი ბავშვობის მოგონებებს ასე მარტივად გაქრობის საშუალება რომ მიეცი.
- ამით რისი თქმა გინდა?თუ რამე გინდა შორიდან ნუ უვლი პირდაპირ მითხარი,შემდეგ კი წადი.ეს ჩემი პირადი სივრცეა და ნუ მეჩხირები!- ტატიანამ მკაცრი მზერა ესროლა,რაც თომასმა გამოწვევად მიიღო
- გატყობ ისევ ისეთი ჭირვეული ხარ!- მანაც არ დაუთმო
- ხო ვარ!- შეუღრინა ტატიანამ და რვეული დახურა
- ჩემი ერთადერთი მეგობარი იყავი!
- რაღაც მეეჭვება შენნაირი მეგობრები მყოლოდა!
- ჩემნაირი როგორი?!
- აი ასეთი... უცნაური!
- არც შენ ხარ ჩვეულებრივი!- მის ნათქვამზე ტატიანამ უკან დაიხია და გაოცებულმა შეხედა.წამის მეასედში გონება გაუნათდა,რამოდენიმე წამი გაოგნებული ურუებდა ,შემდეგ კი თავი გააქნია და თმიდან დამჭკნარი გვირილა მოიძრო, თომასს გაუწოდა და გაუღიმა. ფეხზე წამოდგა და წასვლის წინ მის ყურთან ახლოს დაიჩურჩულა:
- ამბობენ ადამიანები იცვლებიანო,მაგრამ როგორც ჩანს ეს სიმართლეს ნაკლებად შეესაბამება!ისევ ისეთი ამაზრზენი ხარ როგორიც იყავი ჩემო თომა.- თმები ზურგს უკან გადაიყარა და გაშტერებული თომასი მარტო დატოვა.

ეს ჩანახატი ერთი თვის წინ გავაკეთე,ფარეხის სახურავზე ვიჯექი და ვხატავდი,მერე ვიღაც ბიჭმა გაოგნებულმა რო ამომხედა სწორედ მაშინ მომივიდა ამ ჩანახატის გაკეთების აზრი,იმედია მოგეწონებათ



№1  offline წევრი Mtirala

საყვარლობა იყო kissing_heart მე მომეწონა
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№2  offline წევრი Evelyn

Mtirala
საყვარლობა იყო kissing_heart მე მომეწონა

მიხარია kissing_heart

 


№3  offline წევრი ki si

Mec momewina ragacnairad dzalain mominda tatianas gacnoba

 


№4  offline წევრი Evelyn

ki si
Mec momewina ragacnairad dzalain mominda tatianas gacnoba

heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent