წარსულმა იცის...
ალბათ, ბევრი მიზეზი არსებობს, რის გამოც შეიძლება ადამიანმა გაბედოს და ხელში კალამი აიღოს. მე მაინც მგონია, ფაქიზი სულის ადამიანი მაშნ იწყებს წერას, როცა ირგვლივ არსებული უსამართლო ცხოვრება აფორიაქებს,სტკივა, განიცდის და სულს ისე უმძიმებს, რომ მიაყენებს კედელთან და სხვა გამოსავალი არ აქვს უსუსურს, ისევ საკუთარი სულის სალმობის შესამსუბუქებლად სხვებსაც უნდა გაანდოს საკუთარი სატკივარი. ამ შემთხვევაშ ხელებიც რომ დააჭრან, კბილებით აიღებს კალამს და სათქმელს მაინც იტყვის. დანამდვილებით შემიძ₾იათ გითხრათ, რომ ბუნებაშ შემთხვევით არაფერი ხდება, ყველაფერს აქვს თავისი ამომხსნელი ლოგიკური კანონები.მიკროსკოპში ჩახედვისას მოლეკულების მოძრაობას ქაოსურს ვუწოდებთ, მაგრამ არა იმიტომ რომ დანამდვილებით ასეა, არამედ არ ვიცით მათი მოძრაობის კანონი, თორემ მათაც აქვთ, თავიანთ მოძრაობის უზუსტესი კანონები. ირგვლივ იმდენი რამ არის გაურკვეველი, რომ სოკრატეს თქმისა არ იყო, ჩვენ მხოლოდ ის ვიცით რომ არაფერიც არ ვიცით. ზოგი ადამიანი ოცნებაში გადაიხაფრება და უფრო ლამაზად ხედავს ბევრ რამეს. ილუზია, ეს ერთერთი იმათთაგანია რაც ადამიანს რეალობისგან აშორებს. რომ არა ვარდისფერი სათალეები, ილუზია, ოცნება, მალევე გავაფრენდით. მაშ, ვის ძალუძს რეალობას თვალი გაუსწოროს? ისე აღიქვას როგორც სინამდვილეშია? აიტანოს ის ხალხი, რომლებმაც ქრისტე 30 ვერცხლად გაყიდეს. მსოფლიო სადაც ძმა ძმას კლავს. არადა ყველა მკვლელს ამართლებს და მას უდგანან გვერდით. მხოლოდ იმიტომ, რომ მოკლულს არაფერი ეშველება. მას ცივი მიწა ხვდა წილად, არ აქვს მნიშვნელობა ღირსი იყო თუ არა. ტრაგედია მხოლოდ სისხლი და მწუხარება არ არის... არ გეტყვით რომ არ იტიროთ, რადგან ყველა ცრემლი ბოროტი არ არის! სასწაულია ეს ცხოვრება. ერთი დიდი სურვილების სიაა, საიდანაც დიდი-დიდი 1-2 სურვილი ახდეს. თუმცა სიცოცხლე ისეთი ხანმოკლეა, რომ არ ღირს დარდი იმაზე თუ რა არ აგიხდათ, იფიქრეთ იმაზე თუ რა აგიხდათ, გაეცით სითბო, აკეთეთ სიკეთე და დაინახავთ რომ ბევრად მეტი სურვილი აგიხდებათ. ისურვეთ გულით. განა ტყუილად გვითხრეს, ინატრეთ და მოგეცემათო? როცა პატარა ვიყავი, მამა გვიან მოდიოდა სამსახურიდა. სულ მოჰქონდა სასუსნავები. მეც, პატარა გოგოს, რაღა მინდოდა მეტი?! ველოდებოდი საათობით. არც ვიღლებოდი. ნეტავ ასე ადვილი იყოს ყველაფერი. მეტროში ჩავდივარ, საბურთალოს ხაზზე გადავდივარ და ჯიქიასკენ გზას მივუყვები. ხალხმრავლობაა, როგორც ყოველთვის. თუმცა ახლა წინასაახალწლო ხალხმრავლობაა. ყოველ გაჩერებაზე ამოდის ხალხი. იმის მაგივრად რომ ჩავიდნენ, ამოდიან და ამოდიან. უკვე ვეღარ ვსუნთქავ და კარს ვეყრდნობი. გასკვირი ისაა ,,ტექნიკურზე" რამდენიმე ადამიანი ჩავიდა. შემდეგი სადგური ,,დელისი" გავიგე თუ არა ქალის ხმა გამიხარდა, ვიფიქრე აქ მაინცჩავლენ და ამოვისუნთქავ-მეთქი. იმედები მიცრუვდება, მაგრამ სასუნთქი ადგილი მაინც მაქვს. რა ხდება? რამ გადარია? ყველა პოლიტოვსკაიაზე მიდის? აქაც მიცრუვდება იმედები, ვაჟაზე ჩადიან, თითქმის ყველა. ვაგონშ ორი კინკილა ადამიანი დავრჩით. მეც კუთხეში ვიკავებ ადგილს და თვალებს ვხუჭავ. მატარებელი ჩერდება, ნუ თუ ასე მალე მოვედით? ჩამეძინა? თვალებს ვახელ და ირგვლივ მხოლოდ გვირაბს ვხედავ. არაუშავს, ხდება ხოლმე. დაიძრა და ერთ წუთში მეტრო ისევ ჩერდება. ექსკალატორზე ავდივარ და მუსიკის ჰანგები ხვდება ყურთასმენას. ნუ თუ? ისევ გამოჩნდნენ! ესენი ჩემები არიან! გავდივარ კარებში და მათკენ მივდივარ. -ბიჭები! -ვააა, ჩემი კუკლა გოგო მოსულა!-რეპლიკის ავტორი ავთო გახლავთ, 24 წლის ბიჭია, ცოლს გაშორებულია, მაგრამ შვილი ყავს, პატარა ანასტასია. -კარგი რა, ავთო! რა ვერ გადაეჩვიე? -ეჰჰ, ჩემო ანიკო! ეგრე სადაა? ტასოს მოენატრე. არ უნდა ამოხვიდე? -რომ დაიჭირე, ჩვენკენაც გამოუშვი, რა იყო?- დიალოგში რეზი ერთება და მიხუტებს.-როგორ მომანატრე გოგო თავი, სად იყავი, რომ არ ჩანდი? -გავცივდი ჩემო რეზი, გავცივდი. დათა ხო გახსოვს?-ხელით მესამე ბიჭისკენ მახეებს და პასუხად თავს ვუქნევ. -როგორ ხარ? -კარგად ბელ, შენ? არ გვემღერა? -მეჩქარება თორემ დიდი სიამოვნებით! -კარგი რა, ჩვენი ხათრით.-ვიცოდი ამათ თავს ვერ დავაღწევდი, ამიტომ დავთანხმდი. -რამე ქართული ვიმღეროთ რა!- ბიჭები ჩემ თხოვნას ითვალისწინებენ და ,,როგორ დავემდურო ბედს"-ს ვმღერივართ. ხალხი ჩერდება, ზოგი თალს გვაყოლებს, ზოგიც ხურდას გვიყრის, ჩვენ სამასუხოდვ ვუღიმით და ვმღერივართ. -აბა, ჰე! წავედი მე. აქ დამხვდით, გთხოვთ და წავიდეთ სადმე. -ოქეი, გოგონა. გელოდებით და არ დაგვივიწყო.-დავემშვიდობე და ფრესკოს გასასვლელისკენ დავიძარი. -ანაბელ!-კიბეებზე ვიღაცის ხმა მაჩერებს და უკან ვიხედები. -ანდრე? მეგონა მომეჩვენე.- თავი ვიმართლე, უბრალოდ წარსულს გავურბოდი და აღარ ვიცოდი რა მექნა. -მეც, როგორ ხარ? -კარგად შენ? -მეც კარგად. წამო სადმე გავიდეთ. -მეჩქარება ანდრე. უნიში მელოდებიან. -ისევ ანდრე, არა? -ვერ გადავეჩვიე.-თავი ჩავღუნე და ხელები გადავაჯვარედინე. --ისევ ასე იქცევი? ხელი გადააჯვარედინე, რისი გრცხვენია? იმისი რომ ვერ დამივიწყე? წამო რა სადმე გავიდეთ.- მივხვდი რომ იქ დგომას აზრი არ ჰქონდა, მითუმეტეს, უკვე ბავშვები ჩვენ გვიყურებდნენ. -აქვე, პარკში. მეჩქარება! -სულ არ შეცვლილხარ, ბელ! -ისევ, ბელ! -ისევ ისეთი ჯიუტი ხარ! -გავიზარდე ანდრე! -ფიზიკურადაც არ შეცვლილხარ. ისევ ისეთ ლამაზი ხარ. მხოლოდ თვალები გაქვს დანაღვლიანებული. -ხო, მხოლოდ! -არადა, როგორ ასხივებდი პოზიტივს. -მაგას ახლაც ვაკეთებ ანდრეა, ადვილი. უბრალოდ შიგნიდან ვიწვი.-სიჩუმე ჩამოვარდა და უხერხულობის განსამუხტად კითხვა დავსვი.-შეიძლება რაღაც გკითხო? -გისმენ. -რატომ წახვედი? -ვერ აგიხსნი. არ შემიძლია. -გასაგებია, მქონია მომენტი როცა ჩემთავზე გავბრაზებულვარ, მეგონა ყველაფერი ჩემი ბრალი იყო, მერე ვიფიქრე ვეღარ გაუძლო აქაურობას და წავიდამეთქი. მაგრამ წამში უარვყოფდი ყველაფერს. ის გჭირს, როცა მართალი ხარ და ვერაფერს ამტკიცებ, უბრალოდ ლოგიკური ამოხსნა აქვს. -ხო, ეგრეა. -სამუდამოდ ჩამოხვედი? -ამჯერად კი. აქ ვაპირებ გაქცევას. -გაიზარდე და პრობლემებს აღარ ემალები ხო? -არც მაშინ გავქცეულვარ პრობლემებს, უბრალოდ ასე იყო საჭირო. -მესიზმრები ხოლმე ანდრე. -ვიცი! -საიდან, მე ხომ არ მითქვამს.-წამით გონებას ვძაბავ და ვიხსენებ, ვუთხარი თუ არა, მაგრამ არაფერი მახსენდება. -მეც მესიზმრები. -ანუ? -დამთხვევების არ მჯერა, მაგრამ მჯერა რომ ვისაც ესიზმრები, ის შენც გესიზმრება. -შენც გესიზმრებოდი ანდრე? -სულ, ბელ! -უნდა წავიდე! მაგვიანდება. -შეიძლება ხვალ გნახო? -არა ანდრე, არ შეიძლება. მე შეყვარებული მყავს, რომელიც მიყვარს და მალე ერთად ცხოვრებას ვაპირებთ. -მაშინ, ანდრე დაგავიწყდებოდა ბელ.-პასუხი არ გამიცია, ისევ ჩავქინდრე თავი და გზას გავუყევი, ,,სსუ"-სკენ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.