კოცნის ვალი (10)
მატარებელი თორმეტ საათზე გადიოდა. თორმეტი საათი უნდა გემგზავრა. გათენებისას უკვე ვიგრძენი მომავალი დაღლილობის სიმძიმე და ძილის შებრუნება ვცადე, მაგრამ ვაჟბატონის გარდა არაფერი გამოვიდა დილაადრიან გაღვიძებისა და საზუმის გარდა. დილის ცხრა საათზე გაბმული კაკუნი გაისმა ჩემი ოთახის კარზე და ყურში მძიმედ ჩამესმა. თითქოს ტვინში მიკაკუნებდა ვიღაც. -დამასვენეთ-ამოვძახე ბალიშიდან თავაუღებლად და ძილის გაგრძელება ვცადე, მაგრამ ვინ გაცდის ასეთ იდილიას ნიცში, როცა გვერდში ბატონი ალექსანდრე გყავს. თითქოს იმდენად საქმიანი პერსონაა, თავის პარტნიორსაც არ უნდა აცადოს ნორმალური გამოძინება დამღლელი დღის შემდეგ. -სოფი, გააღე კარი.-კარსუკან მისი ხმა მომესმა და უკმაყოფილოდ ამოვიზმუვლე. სულ არ მქონდა ახლა თავის აწევის და მითუმეტეს-მასთან ლაპარაკის თავი. -ღმერთო რა დავაშავე-ამოვიბუზღუნე და საწოლზე წამოვიწიე. იქვე მიგდებული ატლასის ხალათი ტანზე მოვიცვი და კარი გამოვხსენი აჩეჩილი თმის სწორებით. კარსუკან მომღიმარი ალექსანდრე დამხვდა თავისი საფირმო "ყოვლისმცოდნე" მზერით. ცოტაც და პატარა ბავშვივით დავეჯღანებოდი, მაგრამ აბა როგორ გავწირავდი ჩემს იმიჯს ასეთი თავხედის გულისთვის შესაცვლელად... -რას დამდგარხარ აპოლონივით?-ავათვალიერე უაზრო მზერით.-ის არ გეყო, შუა სიზმრიდან რომ გამომაფხიზლე? -მე გესიზმრებოდი არა?-ჩაიღიმა და ოთახში შემოაჭრა. მოჭუტული თვალებით გავხედე-სხვა შემთხვევაში სიზმრებზე წუწუნს არ დაიწყებდი... -დარწმუნებული ხარ რომ შენს გარდა სხვა კუმირი არავინ მყავს?-წარბები ავწიე და გამომცდელად მივაჩერდი. ჩემს რბილ საწოლზე კომფორტულად მოკალათებული სხარტად წამოიჭრა და როგორც მხეცი ეპარება მსხვერპლს, ისეთი ფრთხილი და გამიზნული ნაბიჯებით მომიახლოვდა. -ესე იგი, ამბობ, რომ სხვა მოგწონს?-ჩამეკითხა და საოცრად ახლოს მომიტანა სახე, რომ თვალებში უკეთ ჩამშტერებოდა. -მე არაფერს ვამბობ-მაინც დავიხიე უკან, თუმცა მზერა არ მომიშორებია-თუმცა, რომც მომწონდეს, მერე შენ რა? -მე არაფერი-მხრები აიჩეჩა და ფართოდ გამიღიმა კატის მსგავსად-შენ მოგიწევ გემოვნების შეცვლა. -შენთვის?-ჩავიცინე-არავითარ შემთხვევაში. -ვნახოთ-საკუთარ თავში დარწმუნებულმა ჩაილაპარაკა და გვერდი ამიარა-საუზმეზე გელოდები კაფეტერიაში, არ დააგვიანო. -როგორც თქვენ იტყვით ბატონო თვითკმაყოფილებავ-დამცინავად მივაძახე, მაგრამ არ შეიმჩნია, ისე გავიდა ოთახიდან. დრო იყო, რამე კომფორტული და დახვეწილი ჩამეცვა და ნიცაში ბოლოჯერ მესაუზმა ალექსანდრეთან ერთად. ************************************************************************** -ფეხი არ მოიტეხო-ფხუკუნით შემაშველა ხელი ალექსმა, სანამ ტაქსიში ჩავსხდებოდით. წითელი ქუსლიანები საოცრად ეხამებოდა ამავე ფერის მაღალწელიან შარვალსა და შავ ტოპს. -შენ მაგაზე არ იდარდო-მაინც წავკბინე-თუ მოვიტეხ, შენ ნამდვილად არ დაგბრალდება. -რა იცი, რომ არ დამბრალდება?-მანაც საუბარი განაგრძო-ახლა მე მყავხარ ჩაბარებული. დაწვრილებული თვალებით გავხედე: -შინაური ცხოველი კი არ ვარ, ჩაბარებული რომ გყავარ. -არა, რას ამბობ, შინაური ცხოველები განა შენნაირად იკბინებიან-დამცინა და სანამ რაიმე რეპლიკას ვესროდი, წინ გაატრიალა თავი. უკანა სავარძელზე, ორივე სხვადასხვა ფანჯარასთან ვიჯექით და ჩვენ შორის მანძილის დაფარვას არც ერთი ვცდილობდით. ეს რომ გვექნა, ალბათ, ან მე ვწვდებოდი ყელში ჩემს გასამწარებლად შემუშავებული მისი გეგმების წყალობით, ან თვითონ გაიქცეოდა ჩემი შიშით. მატარებლის სადგურთან მივედით და ჩემოდნები დამხმარე პერსონალს გადავეცით. ადგილები ერთ-ერთ კუპეში დავიკავეთ. სკამები როგორც კი გვიჩვენეს, ალექსანდრეს ფანჯარასთან დაჯდომა დავასწარი და ეშმაკურად გავუღიმე. ჩემს საქციელზე გაეღიმა და მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ აქეთ დაჯდომას არც აპირებდა. -კარგი რა სოფი-ჩაიღიმა-როგორ გეგონა, რომ ბავშვებისთვის საყვარელი ადგილის დაკავებაში ლებოდი? წარბაწეულმა გავხედე. მზად ვიყავი, მისთვის რამე დამეშავებინა, მაგრამ მისი სახე იმდენად ახლოს აღმოჩნდა ჩემსასთან, გავშეშდი. ვგრძნობდი, როგორ მეცემოდა მისი სუნთქვა ღაწვებზე და ის ადგილები მიხურდა. მისი შეხების გარეშეც ვგრძნობდი,როგორ ძლიერ მიფეთქავდა გული უბრალო მზერის შედეგად. შავი თვალებიდან გადმოღვრილი უზარმაზარი ემოცია მარწმუნებდა, რომ სულაც არ იყო შავი ისეთიი ბნელი ფერი, როგორც მანამდე ვფიქრობდი. აბა, სხვანაირად როგორ შეიძლებოდა, შავ თვალებში მეტი სითბო დამენახა, ვიდრე ნებისმიერ სხვა ფერისაში?! და მისი სიახლოვე კიდევ ბევრ რამეში მარწმუნებდა. თუნდაც იმაში, რომ არც მე მიძგერდა გული ჩვეულებრივ, როცა მასთან ახლოს ვიყავი, როცა ის მიყურებდა, როცა მის პულსაციას ასე აშკარად ვგრძნობდი და მისი გული თითქოს ჩემს სხეულში ცემდა. ალბათ, ადამიანი არასდროსაა ისეთი ნამდვილი, როგორც მაშინ, როცა ვიღაც მართლა უყვარს. -რაო, ძალები ხომ არ გამოგელია?-ჩემს ტუჩებთან დაიჩურჩულა ოდნავ გახსნილი ბაგით და მისი ტუჩების შემყურეს სასულეში ნერწყვი გადამცდა. -ჰეი, ფრთხილად-თბილი ხმით მისაყვედურა, როცა ხველება ამიტყდა. -რას აკეთებდი?-თავი წამოვწიე და უცნაურად მივაშტერდი. -როდის?-გაიოცა. უნამუსო! თითქოს წამის წინ ის არ მიწვევდა და მერე კი, ასე საძაგლად მოიქცა, ჩემზე ჰიპნოზი მოახდინა. -წეღან-ტუჩები სიბრაზით მოვკუმე და დაჟინებული მზერა ვტყორცნე, მაგრამ არც ამან იქონია მასზე რაიმე შედეგი. -ვერ ვხვდები, რაზე მეკითხები...-მხრები უდარდელად აიჩეჩა და აკეცილი მკლავებით დაეყრდნო მის წინ სკამის საზურგეს, ისე, რომ ჩემთვის ეშმაკური მზერა არ მოუშორებია. -ვერ ხვდები არა?-დავიჩურჩულე.-ესე იგი, არ იცი, რა გააკეთე მაშინ, როცა... -როცა...?-მკითხა და ინტერესიანი ღიმილით დაელოდა პასუხს. -როცა...-დავიბენი და თავი ჩავხარე-კარგი,ახლა ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. -სოფი-მისმა მშვიდმა ძახილმა თავი ამაწევინა.-ამას გულისხმობ? ნიკაპზე ცერა თითი რბილად ჩამომისვა და სახე კვლავ ახლოს მომიტანა. არ ვიცოდი, რას აკეთებდა და ამასთან ერთად, აზროვნება მეთიშებოდა მისი ქცევის შემყურეს. ვგრძნობდი, როგორ ვიძირებოდი სიგიჟი მორევში მასთან ერთად. თუმცა, ის ისეთი მშვიდი იყო... მიკვირდა, რომ მას ჩემსავით არ უდუღდა სისხლი ძარღვებში. ყურები დამგუბებოდა და მას გაშტერებული ვუყურებდი, როგორ მიახლოვდებოდა, როგორ მისვამდა თითს ნიკაპზე, როგორ მეხორკლებოდა კანი მის შეხებაზე, თითოეულ ფეთქვაზე. და უცებ მაკოცა. არა, უცებ არა, უბრალოდ ჩემთვის მოულოდნელად. ჩემთვის სრულიად გაუაზრებლად და მიუხვედრებლად. არ ვიცოდი, რას აკეთებდა, ისე ხანგრძლივად და ემოციურად მეკრობოდა მისი ტუჩები ბაგეზე. ახლა ცხადად ვგრძნობდი, როგორი მსხვილი და გემრიელი ბაგე ჰქონდა, როგორი თბილი და სასიამოვნო კანი, გამოკვეთილი ყბა, სახის მოყვანილობა. თვალგახელილი ვკოცნიდი და თან მის ლამაზ, უნაკლო ფორმის ხშირ, შავ წარბებსა და თვალის უცხო ჭრილს შევყურებდი. ასე ძლიერ არასოდეს მნდომებია მასთან შეხება, მისი სახის დეტალურად დათვალიერება, თუნდაც შეხებით, თუნდაც კოცნით. გაყინული თითები მოვატარე სახეზე. ჯერ ყბის ძვალს შევეხე. ვიგრძენი, როგორ ჩაეღიმა. ჩემი ქმედება სულაც არ იყო გმიზნული, მე იმას ვაკეთებდი, რაც პირველი მომდიოდა თავში და ეს მისი შეხება იყო. მინდოდა, მეც მოვფერებოდი. ჰოდა, დახორკლილ ლოყას ნაზად ავუყევი და საფეთქლებთან შევჩერდი. სწრაფად შევუცურე ხელი რბილ, საოცარ შავ თმაში და ვიგრძენი, როგორ გამითბა თითები მისი სითბოთი. სწორედ ეს იყო მომენტი, როცა საკუთარ თავში მას ვგრძნობდი და თითოეული წამი კადრებივით რჩებოდა ჩემს მოგონებაშ. ამის შემდეგ, თუკი ის უკვე ჩემად მიმაჩნდა და თუკი მას დავკარგავდი, ეს მომენტები ყველაზე ძვირფას მოგონებებად ჩამრჩებოდა გონებაში. კოცნა შეწყვიტა და მომაჩერდა. მეც მივაჩერდი. ამ მომენტში ერთად ვგრძნობდით, რომ ჩვენი მომავალი უფრო მეტად გაიწელა, ვიდრე ველოდით. ისე გაიწელა, რომ ჩვენ სიცოცხლის წლებსაც გასცდა და უკვე ვფიქრობდი, რომ მხოლოდ ეს ცხოვრება არ გვეყოფოდა ერთად ყოფნისთვის. ჩვენ უფრო მეტს ვიმსახურებდით. ******************************************************************************* სიჩუმე და მოზღვავებული ემოციები იძულებულს მხდიან, ვიფიქრო. მერე კი მატარებელში ფანჯრიდან ვაკვირდები თვალწარმტაც, თუმცა ჩემთვის მაინც სევდისმომგვრელ ხედს. ალბათ, ყოველი პეიზაჟი სევდას გგვრის, როცა თავადაც ასეთ უცნაურ ხასიათზე ხარ. ნელ რწევასა და აბდაუბდა ფიქრში მალე მთვლემს და უკვე ვეღარ ვარჩევ რეალობაა თუ სიზმარი. თვალწინ ჩემი ბავშვობის დროინდელისაწერი მაგიდა და ხის სკამი მიდგას, იმდენად რეალურია, რომ მათ არსებობას ვიჯერებ. ჩემს ოთახში ვაბიჯებ და შეგრძნება მეუფლება რომ ოთახის გარშემო, ყველაფერი გამქრალია და მხოლოდ ცარიელი სივრცეა. მაგიდას ფრთხილი ნაბიჯით ვუახლოვდები და ზედ გადაშლილ წიგნებს ვაკვირდები. წიგნებთან ერთად იქ რაღაც დევს, ჩემთვის უფრო მეტად მნიშვნელოვანი და ღირებული, ვიდრე სხვისი დაწერილი მხატვრული ლიტერატურაა. იმიტომ რომ ის ჩემი ნაწერების კრებულია. ყდა მუხის ხისგან აქვს გაკეთებული და მდიდრულადაა აკინძული. ასეთი ძვირფასი გაფორმება იმიტომ აქვს, რომ ჩემთვის მას უფრო მეტი ღირებულება ჰქონდა ვიდრე უბრალო რვეულს. ჩემს საიდუმლო დღიურს ჩემი ცხოვრების დღეები თავისი დაპირებისამებრ სამარემდე აქვს შენახული. ახლა კი წინ სწორედ იმიტომ მიდევს, რომ მე რაღაც გამახსენოს-ამას მთელი სულით და გულით ვგრძნობ. სიზმარში გუმანი არავის ღალატობს და არც მე ვარ გამონაკლისი. ჰოდა, რადგან ასეა, ნაწერებით დატვირთულ ბლოკნოტს ხელში ვიღებ და ვატყობ, რომ უკვე გადაშლილი მიდევს ხელის გულზე. ღრმა და ჩაფიქრებული მზერით დავჩერებივარ ნაწერს და ვერ ვარჩევ, შიგნით რა წერია. გული მკარნახობს რომ ეს სიზმარია და ძილში ნაწერის გარჩევა შეუძლებელია. თუმცა სანამ მოზღვავებული ინტერესი თავისით ჩაწყნარდებოდეს, ბლოკნოტში ჩაწერილი თითოეული სიტყვა მკაფიოდ მესმის ყურთან, მელოდიასავით, თითქოს ვიღაც ნაცნობი ხმით მიკითხავს ჩემივე ნაწერს წლების წინ. ხმა ჩურჩულებს და მგონია, რომ ფურცლები მელაპარაკებიან: "ზამთარი ვერ მოვა, თუ სიცივისგან გრძნობები გიცავს. ვერც ის სიცივე გაგიყინავს თითებს, რომელიც ჰაერში ტრიალებს, თუ შეწყვეტ ამაზე გამუდმებით ფიქრს. რა არის სამყაროში მთავარი მაცოცხლებელი ძალა? იქნებ სიყვარული, თუნდაც საკუთარი თავის, თუნდაც დროის, რომელიც მიდის და ვერ ვაფასებთ. ფანჯრებს გარეთ ყინავს თუმცა გულს რა უშლის ხელს, რომ გათბეს? ყველაზე სუსტი ის ადამიანია, რომელიც ფიზიკურ ტკივილს საშუალებას აძლევს, შინაგანადაც ატკინოს. რეალურად, ყველაფერი, რაც ადამიანის ცხოვრებაში ხდება, არარეალურია, რადგან სამყაროსა და დედამიწის ბრუნვის მომენტში ჩვენი ცხოვრება ერთი წამია, წამი, რომელიც სულ ერთი ციცქნაა. თუმცა საათს ხომ წამები ქმნიან, თითოეული მათგანია ამისათვის საჭირო. რა გავაკეთოთ, რომ შევიცვალოთ? რომ სამყაროს იმდენივე სიკეთე დავუბრუნოთ რამდენსაც ის გვიწილადებს იმისათვის, რომ ჩვენმა გულმა ასე რიტმულად იძგეროს? სამყაროსთვის გაღებული ყველაზე დიდი ღვაწლი მაინც სიყვარულია. ჩვენ თვითონ ის სახლი უნდა გვიყვარდეს, რომელსაც ყოველდღე ვაფარებთ თავს, ის ქუჩა, რომელზეც ყოველდღე დავაბიჯებთ და ქვეყენა, რომელმაც თავისი მიწა გაიმეტა ჩვენთვის. რომელ ადამიანს გაუღია თავისი გული იმისათვის, რომ სხვებს უბრალო არსებობისთვის ფეხქვეშ გაეთელათ ის? ადამიანს მთავარი სევდა მაშინ აწვება გულზეც და მთელ არსებაზეც, როცა ხვდება, რომ ტყუილად იცხოვრა. იქნებ უბრალოდ ისეთი მივიღოთ ერთმანეთი, როგორებიც რეალურად ვართ და არ ვეცადოთ შეცვლას? იქნებ მთავარი სიკეთე, რასაც სამყაროს გავუკეთებდით არის ის, რომ ვიყოთ ისეთები, როგორიც მან მოგვავლინა, ანუ ბუნებრივები. არაფერია ბუნებრიობაზე ლამაზი. ამ ქვეყნად და ადამიანიც მაშინ არის რეალურად ადამიანი, როცა ის ნამდვილია." სიტყვა წყდება და მისი საუბარიც კულმინაციას აღწევს, როგორც სპექტაკლის ბოლო ეტაპი, როგორც ოპერის საბოლოო ნოტი, მომღერლის ბოლო ბგერა, ან მსახიობის თავის დაკვრა. და ეს ყველაფერი თავში იფანტება, სწორედ ნოტებივით, ბოლომდე შეუცნობელი შინაარსივით. ვხვდები, რომ საკუთარ თავს ბოლომდე ვერასდროს გაიცნობ და ის ერთადერთია, ვინც ცხოვრების ბოლომდე ამოუცნობი რჩება. აი ახლა კი, მეც საკუთარი თავის წინაშე ვდგავარ და მხოლოდ წვრილმანებს ვაკვირდები, ჩემს თეთრ, ჩვეულებრივ სახეზე იმას ვეძებ, რაც მოსმენილს გაშიფრავს. მე საკუთარ თავში ჩემი სამყაროსა და ფიქრების გასაღებს ვეძებ. **************************************************************************** -ყავა თუ ჩაი სერ?-გოგონას წკრიალა ხმა იყო, თუმცა მას არ გამოვუღვიძებივარ, სიზმრიდან ისევე გამოვედი, როგორც მასში შევაბიჯე-მშვიდად და აუღელვებლად. თვალგახელილი არც კი გავტოკებულვარ, მზერა პირდაპირ ჩემ წინ მჯდარი ალექსისკენ გავიწვდინე და მის მოძრაობას დავაკვირდი. კუნთმაგარი, მსხვილი მკლავი საკუთარ საზურგეზე გადაედო,მეორეთი კი თავისი სახის სიმაღლეზე აეწია წიგნი და ინტერესით კითხულობდა. დაკვირვებული მზერა ჰქონდა, ჩამწვდომი და მრავლისმეტყველი. ხორბლისფერ სახის კანზე ნაკვთები დაჭიმვოდა, თითქოს ზედმეტად სერიოზულ მომენტს ჩაეთრია წიგნში, რის გამოც, ყელზეც შევატყე ამობერილი, ლუეჯი ძარღვები. საკუთარმა ფიქრებმა გამაკვირვა როხა გავიაზრე, რომ მისი ეს ფიზიკური იერი მიზიდავდა. თუმცა, რა იყო გასაკვირი, მას უბრალოდ ზედმეტად მამაკაცური გარეგნობა ჰქონდა შესაფერისი ქცევებით და არაშესაფერისი რეპლიკებით. მალე გოგონა დაბრუნდა ყავის ფინჯნით ხელში და გაღიმებული მზერა მე მომაპყრო: -ქალბატონო, თქვენ რას ინებებთ? ამის გაგონებაზე, სანამ მე კითხვას გავიაზრებდი, ალექსანდრემაც ამოყო თავი სქელყდიანი წიგნიდან და მე მომაჩერდა. -ლიმნიან ჩაის.-დაუფიქრებლად ვუპასუხე და ზრდილობიანი ჟესტები, როგორიცაა ღიმილი, სულ დამავიწყდა ბიჭის მზერის გადამკიდე. -გაგიღვიძია.-ჩაილაპარაკა, როცა გოგონამ დაგვტოვა. -და შენ ახალი წიგნი დაგიწყია-ვანიშნე და გავიღიმე. -უაზროდ ჯდომას მირჩევნია. -ჰო, თან ვერავის უშლიდი ნერვებს, მთავარ მსხვერპლს ეძინა. გაეცინა, მე კი საუბარო განვაგრძე: -რა წიგნია, ეგ მაინც მითხარი. -ბულგაკოვის "ოსტატი და მარგარიტა". არ გამიკვირდება, თუ წაკითხული გაქვს.-ღიმილით მიპასუხა და თვალი თვალში გამიყარა. მისი თვალებიდან გადმოღვრილი უცნაური სითბო ვიგრძენი და ემოციები მომეძალა. ცოტაც და ვეღარ გავუძლები ამდენ გრძნობათა თავყრილობას ჩემს გონებასა და გულში. -ჰო, წაკითხული მაქვს-მშვიდად ვუპასუხე და სკამზე გასწორდი. მთელი გზა ისე ვიწექი, კიდურები საშინლად ამტკიებოდა და წელიც მეწვოდა. -წელი გტკივა არა?-შემომხედა და ჩემს მოძრაობებს დააკვირდა. თავი დავუქნიე, ხმამაღლა პასუხისთვის თავი აღარ შემიწუხებია. თუმცა, წამიც არ იყო გასული, თავისი სკამიდან რომ წამოდგა და გვერდით მომიჯდა. -რას აკეთებ?-გაოცებული თვალებით ავხედე. არაფერი უთქვამს, გაიღიმა და წელზე ხელი ისე შემომხვია, ვითომც არაფერი. მის ხელს მტრული მზერა მივაბყარი და მზად ვიყავი, ალექსის მაგივრად ის დამეხრჩო. -ჩემს წელზე ხელი რატომ გიკიდია?-მისკენ აღარ გამიხედავს, ისე ვიკითხე და პასუხს დაველოდე. -თითქოს შენც არ მოგწონდეს.-თავდაჯერებული ხმა რომ გავიგე, თავი მისკენ მივატრიალე და სახეზე გაღიზიანებაც აშკარად დამეტყო. -შენ რა იცი, მე რა მომწონს და რა არა?-ბრაზიანად ვკითხე და დაჟინებით მივაჩერდი შავ, მოციმციმე თვალებში, რომლებიც აშკარად ჩემი ნერვების მოსაშლელად ციმციმებდნენ ასე ეშმაკურად. -ჰეი, დაწყნარდი-ღიმილით გადმომილაპარაკა და ლოყაზე მომჩმიტა.-რომ ბრაზობ, სახეზე სულ პომიდვრისფერი გადევს ხოლმე. ამჯერად მართლა გამაოცა მისმა ასეთმა უცნაურმა აზროვნებამ. "პომიდორს შემადარა?"-გავიფიქრე და შეშლილი მზერით გავხედე. -ასე ნუ მიყურებ-გაეცინა. -აბა როგორ გიყურო ბატონო ალექსანდრე, როგორც სხვა გოგოები გიყურებენ, რომლებსაც პომიდორს ეძახი? ხმადაბლა გადაიხარხარა და ჩემს თავზე მომეშალა ნერვები, როცა მისმა სიცილმა კიდევ ერთხელ დამაფიქრა მის ბარიტონსა და ძლიერ, სასიამოვნო ხმის ტემბრზე. "სოფი, გამოცოცხლდი! განა შენ არ იყავი, რომელიღაც უშნო ბოსტნეულს რომ შეგადარა? ნუთუ შენ არ შემოგხვია ის დასამტვრევი ხელი წელზე უნებართვოდ? მან არ მოგპარა კოცნა გაუფრთხილებლად, ყოველგვარი მიზეზის გარეშე? გამოფხიზლდი, რა დროს მის მიმართ სიმპათიის გამოხატვაა, რამე გააკეთე, ყავა დაუქციე, წიგნი დაუმალე, ანასტასიას ნომერი წაუშალე..."-თავში ისეთი მზაკვრული იდეები მომდიოდა, თავად შემეშინდა და ასეთივე თვალებით ავხედე ალექსს. -სოფი...-ჩემი სახელი ჩუმად და სასიამოვნო ხმით წარმოთქვა და მეც მიუხედავად ყველაფრისა, სმენად ვიქეცი, მის თვალებს მიშტერებული. -რა იყო?-მოუთმენლად ვკითხე და ჩემს სულსწრაფობაზე ჩაეღიმა. მისმა ღიმილმა ჩემიც გამოიწვია და გამოვიდა, რომ შევრიგდით. -ნუ იბუტები ხოლმე კაი?-წამოიწყო მან და მავედრებელი მზერით გამომხედა. ყურადღებით მივაჩერდი. -ანუ, პომიდორს ან ისპანახს აღარ შემადარებ?-ეჭვისთვალით დავაკვირდი. -არასოდეს მის-გამიღიმა და მარკვენა ხელისგული გამომაწოდა. ჩემი ხელი მისას მივაგებე და ჩამოვართვით, ოღონდ არა ისე, როგორც ამას უწინ ვიზამდით, ეს უკვე საქმიანი მოლაპარაკება კი არა, ახლოს ურთიერთობის შესაბამისი ცნება იყო. ახლა ჩვენ ერთმანეთთან სიმშვიდისა და მეგობრობის კონტრაქტს ვდებდით. ********************************************************************************* -როგორ მომენატრე-ჩემკენ გამოქცეული თიკა რომ შევნიშნე ხელები გავშალე და ჩასახუტებლად მივეგებე. ისე დამეტაკა ლამის გადამაქცია და ჩემ უკან მდგარმა ალექსანდრემ დამიჭირა ღიმილით. -გოგო, უბრალო ნიავზეც რომ ყირავდები, ჭამე რამე რომ მოძლიერდე-დაიწყო თავისი ქაქანი ქალბატონმა. -ჯერ არ ჩამოვსულვარ და უკვე ამიკელი-თვალები გადავატრიალე. -კარგი ჰო, წამოდი, დიმიტრი მიგვიყვანს სახლში. ბატონ დიმიტრის გავხედე და მივხვდი, მათი ურთიერთობა საკმაოდბ შორს წასულიყო და ისეთი სულაც აღარ იყო, როგორიც ნიცაში წასვლამდე დავტოვე. დიმიტრი თვალს არ აშორებდა მის წინ მოძრავ ჰიპერაქტიულ არსებას, რომელსაც თვალები უცინოდა და ტუჩებზე ღიმილი არ შორდებოდა. დიმიტრის მანქანაში ჩავსხედით და აეროპორტიდან ქალაქისკენ დავიძარით. წინ დიმიტრი და ალექსანდრე ისხდნენ, უკან მე და თიკა. ნახევრად თიკას ლაქლაქს ვუსმენდი, ნახევრად კი სხვაგან მქონდა ყურადღება მიმართული. სარკისკენ გავიხედე და შევნიშნე, როგორ მიყურებდა ალექსანდრე ნათელი თვალებით. ჩემთვის, ჩუმად ჩავიღიმე როცა გავაცნობიერე, რომ ისიც მე მიყურებდა თანაც შეფარვით. -კუთხეში შევუხვიო ხო სოფი?-გადაამოწმა დიმიტრიმ. -კი, ჯერ წინ იარეთ. მანქანა ჩემი სახლის წინ გაჩერდა. თიკას გავხედე: -ამო შენც, დღეს ჩემთან დარჩი. -ამოვიდოდი, მაგრამ დასვენება მინდა, სახლშიც ბევრი საქმე იქნება დაგროვილი.-მოწყენილი და დაღლილი მზერით გამომეპასუხა. ჩავეხუტე და გავუღიმე. -მელოდრამატული სცენა-ჩაიქირქილა ალექსანდრემ, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია. -კარგად ბატონო დიმიტრი.-გავხედე მამაკაცს. -ხვალამდე სოფი-თავი დამიკრა. -ძილინების-გავიგე ალექსანდრეს ხმა, სანამ მანქანიდან გადავიდოდი და დავყოვნდი. -შენც, ალექსანდრე-ჩუმად ვუპასუხე და გადავედი. გული უცნაურად მიცემდე, რაღაც ძალიან მიხაროდა, შესაძლოა ეს რაღაც ალექსანდრესგან ყურადღება იყო. ბოლომდე ვერც კი ვიაზრებდი, რომ საფრანგეთში ერთკვირიანი მოგზაურობის შემდეგ თბილისში დავბრუნდი, თავგადასავლებით დახუნძლული და სასიამოვნო მოგონებებით სავსე გონებით. გულიც კი სხვანაირად მიფეთქავდა. ********************************************************************************* კიდევ ერთი სამუშაო დღე გათენდა და ბალიშიდან თავი სიზარმაცის თანხლებით წამოვყავი. სულ არ მინდოდა სამსახურში წასვლა და მუშაობა, მითუმეტეს მოგზაურობის მეორე დღეს, მაგრამ ვინ მაცდიდა, ჩემთვის, ტკბილად დამეძინა ჩემს თბილ საწოლში ყველასგან მოშორებითა და განმარტოებით. -ეჰ, ტკბილო და მიუღწეველო თავისუფლებავ და დასვენებავ, გტოვებ და გშორდები.-წუწუნით წამოვდექი და აბაზანაში შევედი თავის მოსაწესრიგებლად. როგორც ყოველთვის, არც ისე ბევრი დრო დამრჩენოდა ამისათვის, ამიტომ მოკლე თმა თავზე მოხერხებულად ავიკოსე, სახეზე მხოლოდ დამატენიანებელი წავისვი და პატარა ხელჩანთას დავწვდი. როცა გავიაზრე, რომ ფეხშიშველი მივდიოდი სამსახურში, უკვე პირველ სართულზე, სადარბაზოში ვიდექი. ამოვიოხრ და მხრებშამოყრილი შევტრიალდი კიბისკენ. საბოლოოდ, კომპანიაში ნახევარი საათის დაგვიანებით მივედი. ჩემი კაბინეტის კართან თანამშრომელი დამხვდა და მომიკითხა. -როგორი იყო პარიზი?-გოგოს ჩემ აგივრად უბრწყინავდა თვალები და გული აღარ მოვუკალი უხეობით. -მშვენიერი-გაუღიმე და კაბინეტი შევაღე. რათქმაუნდა, ისიც შემომყვა და ჩემს მაგიდას მოუახლოვდა. -რამე დაათვალიერეთ თუ უბრალოდ საქმიანი ვიზიტები გქონდათ? მხრები ავიჩეჩე. მას უფრო მეტი ენთუზიაზმი და სიხალისე ეტყობოდა ხმაში, ვიდრე მე-სახეზე. -ნაწილობრივ დავათვალიერეთ კიდეც. რეალურად ორივე გამოვიდა, ერთმანეთს შევუთავსეთ. -აჰა...-ჩაილაპარაკა და მერე სახეზე უფრო დიდი აღტკინება დაეტყო.-გინდა, რაღაც გითხრა? -რა უნდა მითხრა?-წარბები შევიჭმუხნე და სკამზე ჩამოვჯექი. თვალებში ეშმაკური ნაპერწკლები უელავდნენ და ეტყობოდა, რაიმე ჭორი გაეგო. -ახალი ამბავი მაქვს. შეიძლება, შენც იცი, მაგრამ მაინც გეტყვი. მიდითქო-ვანიშნე და მანაც დამაინტრიგებელი მზერით დაიწყო: -ხომ იცი, ბატონი ალექსადრე, თქვენთან ერთად რომ იყო პარიზში, პირველად არ ყოფილა იქ. -ჰო, მერე?-ინტერესით ვკითხე, მაინტერესებდა, რას მეტყოდა ისეთსს, რაც მე არ ვიცოდი. -ჰოდა, იქ თურმე ერთ გოგოს შეხვედრია, მგონი იმ გოგოსთან ადრეც ჰქონდა ურთიერთობა. ახლა გავიგე, რომ ის ურთიერთობა, რაც ადრე ჰქონდა, განუახლებიათ. ანუ, ისევ ერტად არიან. ისეთი დარწმუნებული ხმით მელაპარაკებოდა, რთული იყო, არ დაგეჯერებინა. მაინც, არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ეს ჭორი სიმართლე იქნებოდა, თანაც ალექსანდრე ხომ ჩემთან ერთად იყო. თუმცა, ერთი ფაქტი გამახსენდა და ჩავფიქრდი. დარწმუნებული ვარ, სახეზეც გამომეხატა ის, რასაც ვფიქრობდი იმ წამში. ალექსანდრეს ტელეფონზე ერთი მესიჯი წავიკითხე, სადაც იმ გოგოს უნდა შეხვედროდა. სწორე ნიცაში და მიუხედავად იმისა, რომ მე გოგოს მივწერე-ალექსანდრე არ შეხვდებოდა, ეს მაინც გამოირკვა და დარწმუნებული ვარ, მაინც შეხვდებოდნენ ერთმანეთს, მიუხედავად ჩემი ჯაფა და გარჯა იმისათვის, რომ ეს არ დამეშვა.შუბლი ხელებში ჩავრგე და თვალები მაგრად დავუჭე. ეს ამბავი ჯერ კიდევ ორი დღის წინ, სულ არ ამაღელვებდა, ახლა კი... ახლა, როცა ალექსანდრესთან ასეთი ურთიერთობა მქონდა, როცა ერთი დღის წინ ასე ვნებიანად, ამხელა გრძნობით მაკოცა... თუ, უბრალოდ მე მომეჩვენა, რომ ეს კოცნა გრძნობით იყო გამოწვეული? იქნებ, ჩემს თავში და ჩემს გრძნობებში იმდენად ჩავიკეტე, რომ ვეღარ ვხვდებოდი, რეალურად რა ამოძრავებდა ალექსს და ის, რომ უბრალო, სხვებისმსგავს გოგოდ მიმიჩნევდა, სიმართლე იყო. -რა ჰქვია იმ გოგოს?-შევეკითხე ჩემ წინ მჯდარს და მანაც ენერგიულად გამცა შესაფერისი პასუხი, თანაც სწორედ ის, რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა, თუმცა ყველაზე მეტად მოველოდი: -ანასტასია. ბავშვებო... მიხარია, ამხელა სითბოს რომ მახვედრებთ ხოლმე ამ საიტზე და ასეთი ენერგიულები რომ ხართ. ჩემს ყველა მკითხველს მადლობას ვუხდი ყურადღებისთვის, კომენტარებისთვის და ასეთი გამხნევებისთვის. ყველა ძალიან მიყვარხართ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.