შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენი ამბავი (თავი I)


19-12-2018, 21:56
ავტორი Dr.writer
ნანახია 1 705

07:15....ტელეფონის ტვინისწამღები ხმა ჩამესმის....გულის სიღრმეში ღმერთს ვთხოვ,რომ ჯერ კიდევ არ იყოს გათენებული,მაგრამ ამაოდ "განა ხანგრძლის ეს სოფელი გაახარებს ვისმეს განა".....გაჭირვებით,ნახევრად მძინარე ვდგები და აბაზანისკენ ვიღებ გეზს,მაგრამ როგორც ყოველთვის ისევ დაკავებულია,ამიტომ გადავწყვიტე ჯერ სამზარეულოში შევიდე და ყავა დავლიო....ხო მართლა მე ნანა ვარ 19 წლის,ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაცის ფაკულტეტის IIკურსის სტუდენტი..არაფრით გამორჩეული ერთი ჩვეულებრივი გოგო..მყავს დედა,მამა და უფროსი ძმა,რომელიც საქართველოში არ ცხოვრობს.....მე ჩემს მეგობრებთან ერთად თბილისში ვცხოვრობ და ვსწავლობ....იქიდან გამომდინარე,რომ ჩემი ძმა საქართველოში არ იმყოფება აგერ უკვე 3 წელია გადავწყვიტე ჩემი მეგობრებისთვის შემომეთავაზებინა,რომ სტუდენტობის პერიოდში აქ,ჩემი ძმის ბინაში გვეცხოვრა.....ასე,რომ ახლა ეს სახლი 4არანორმალური გოგოს ხელშია....ხო სად გავჩეერდი.... ყავის გაკეთება დავიწყე,როდესაც სამზარეულოში თამო შემოვიდა:
-გაუმარჯოს თამო!კოფეს დალევ?
-აუუ კი რა.... ნან ხო მართლა დღეს რომელ საათზე ამთავრებ?
-რა ხდება ?-ინტერესით ვიკითხე,ზედმეტად სერიოზული მომეჩვენა ჩემი მეგობარი,რაც მისთვის სულაც არ არის დამახასიათებელი...
-რაღაცაზე მინდა,რომ დაგელაპარაკო
-თამო, რა იყო ჯოკერში წააგე და არ ვიცი ,რა სერიოზული ხარ ?
-ნუ მასხარაობ რა..რაღაცაზე მინდა დაგელაპარაკო....
-რა ხდება ?ხო მშვიდობაა?-ხმა დამისერიოზულდა..
-არაფერი ისიეთი,უბრალოდ შენთან ლაპარაკი მინდა....გამაგებინე,როცა დაამთავრებ...გავიქეცი მე მეჩქარება...-ზედმეტად კარგად მიცნობდა და იცოდა მილიონი კითხვა მიტრიალებდა თავში,ამიტომ თავს უშველა და გამასწრო ან მართლაც რაღაც ხდებოდა და თავი ამარიდა.....არ მახსოვს ,როგორ მოვემზადე უნივერსიტეტში წასასვლელად,მთელი ამ დროის განმავლობაში თამოს ნათქვამზე ვფიქრობდი....
მედიცინა,საავადმყოფო,ადამიანების დახმარება ეს არის ყველაფერი ის რის გამოც სიცოცხლე ღირს.....მიუხედავად იმისა,რომ უნივერსიტეტში ძალიან ვიღლები იმის გამო რომ არის დღეები,როცა 6 ლექცია მაქვს,აქ მოსვლა მაინც ყოველთვის მიხარია....აუდიტორიის კართან ჩემი ჯგუფელი შემხვდა:
-ნან,რავა ხარ ძედკა?
-დაბრუ,კარგად შენ როგორ ხარ?
-აუ რავი მოვკვდი გეფიცები რა სმენიდან მოვდივარ აი რასაც ქვია მკვდარი ვარ არაფრის თავი არ მაქვს...
-აუუ რა კაია რა მეც მინდა მუშაობა და ამაბები,ხო იცი როგორ მევასება ეს გადარბენაზე ყოფნა-ეს იყო მიზეზი რის გამოც ყველა ჩემი მეგობარი მაზოხისტად მთვლიდა.....
-აუ გეფიცები მაზოხისტი ხარ რა ...ხო მართლა.....გოგო მართლა გინდა მუშაობის დაწყება?
-მეკაიფები ?კიიი გოგო აი ძაან....
-მოკლედ წამო ეხლა კაფეტერიაში ჩავიდეთ და მოგიყვები რაღაცას....(როგორც ყოველთვის ყავის აპარატთან ისევ რიგია.....როგორც იქნა ჩვენი დროც მოვიდა...კუთხეში მდგარი მაგიდისკენ ავიღეთ გეზი და იქ დავსხედით..).-ხო მოკლედ ეხლა რისი თქმა მინდოდა,სმენის უფროსი იძახდა რო რამდენიმე ახალგაზდა გოგო უნდათ ინგოროყვას საავადმყოფოში და თუ მართლა გინდა ვიკითხავ აბა.....
-აუ მარუს ჯიგარი ხარ რა....-გამიხარდა და თან როგორ....
-ხო ანუ პირველი თვე პრაქტიკები გექნება,გასწავლიან რა როგორ უნდა გააკეთეო და მერე ერთი თვის შემდეგ უკვე ჩაგსვამენ სტაfში და ნუ ხელფასიც ჩვეულებრივად გექნება....
-აუუ ,აუუ რა მაგარია ....ხო ნუ მოკლედ მინდა რა ძაან და გამირკვიე რა ....
-კაი ხვალე ვარ სმენაში ერთის მაგივრად და გაგირკვევ....ნუ როგორც მიხვდით პირველ ლექციაზე არ შევედით....პარასკევი ყოველთვის დატვირთული გვქონდა...ლექციები 5ზე დავამთავრე და თამოს დავურეკე...
-ალოო,თამ დავამთავრე და აბა რას შვრები შენ ?
-კარგია,ჩვენ კაფეში გამოდი იქ ვარ მე უკვე-ეს მითხრა და ტელეფონი გამითიშა....აი ახლა კი ნამდვილად დავრწმუნდი,რომ ყველაფერი რიგზე არ იყო....ავტობუსში ავედი,როცა ტელეფონის ხმა გავიგე,ეკრანს დავხედე:-ხო დე,კარგად შენ,როგორ ხარ ?რა იყო რა ხმა გაქვს?
-თამოს არაფერი უთქვამს შენთვის?
-ეხლა უნდა ვნახო,რა იყოთ ხალხო რამე ხდება და მე არ ვიცი? იქნებ ამიხსნათ ვინმემ რამე-სწორედ ამ დროს მივხვდი რომ ზედმეტად ხმამაღლა ვსაუბრობდი და ავტობულში მსხდომი ხალხის ნაწილი ეჭვნარევი მზერით მიყურებდა...
-დაწყნარდი,არაფერი ისეთი,კარგი ახლა მე წავედი და საღამოს აუცილებლად დამირეკე....ტელეფონი გამითიშა,არც მან დამაცადა კითხვების დასმა.....ჩემი ჩასვლის დრო იყო,მაგრამ ჩასვლამდე ბოდიში მოვიხადე უტაქტო საქციელისთვის,რამაც მოხუცი ქალბატონების დედაშვილური ღიმილი გამოიწვია.....კაფეში შევედი,თამო ჩემდაგასაკვირად ჩემს საყვარელ ადგილას იჯდა,(ეს იყო კაფის დიდ ფანჯარასთან მდგარი მაგიდა,აქ განსაკუთრებით წვიმის დროს მიყვარდა ჯდომა,მიყვარდა იმის ყურება,როგორ გარბოდა ხალხი,რომ არ დასველებულიყო და იმის ყურება ,როგორ ანელებდნენ ნაბიჯს შეყვარებული წყვილები....ჩემს მეგობრებს კი პირიქით არ უყვარდათ ეს ადგლი ამიტომ აქ არასოდეს სხდებოდნენ.....)ეს კიდევ ერთი უცნაურობა იყო დღეს..მივუახლოვდი და როგორც კი სკამზე დავჯექი არაფრის თქმა არ ვაცალე:
-ხალხო დღეს ყველა ერთად გაგიჟდით,რა უბედურება არ შეიძლება ნორმალურად ამიხსნათ რა ხდება,ჯერ შენ,მერე დედაჩემი....თამო რა ხდება ეხლა რას მეღადავებით ამხელა ხალხი....მითხარი რა ხდება რა ....ხვეწნა ამოვაყოლე უკანასკნელ სიტყვებს...-გამიკვირდა,რომ არ გამაწყვეტინა,და ინტერესით ისმენდა ჩემს სიტყვებს,ვხვდებოდი,რომ დაძაბული იყო,ვხვდებოდი უჭირდა საუბრის დაწყება და იმასაც კარგად მივხვდი სულაც არ სიამოვნებდა ახლა აქ და ამ სიტუაციაში ყოფნა.....
-ნან ეხლა კარგად მომისმინე- (2წუთიანი პაუზის შემდეგ დაიწყო)-მოკლედ სერიოზულად მინდა დაგელაპარაკო და ძალიან გთხოვ არ შემაწყვეტინო,კითხვებიც ბოლოს დამისვი....(ცოტა დავიძაბე და მოსასმენად მოვემზადე)ნან მოკლედ გუშინ გიორგიმ მომწერა.....(აზრზე არ ვიყვაი ვინ იყო გიორგი)ხო გიორგი გუკას ძმაკაცია ....მოკლედ ეხლა პანიკებში არ ჩავარდე და დამამთავრებინე მოყოლა,გუშინწინ გუკა საავადმყოფოში დააწვინეს..
-რა?მეკაიფები?რა უნდა საავადმყოფოში?რატო ?რა მოუვიდა?-ბოლოს მივხვდი რომ ხმა გამებზარა და ტირილი შემეპარა....
-ვიცი რთულია,მაგრამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ,გადაჭარბებული დოზა,არ გეუბნეოდით რადგან ექიმები იმედს გვაძლევდნენ,მაგარმ ყველაფერი იმაზე უფრო რთულადაა ვიდრე გვეგონა,მდგომარეობა უარესდება......შენც ხო ხვდები არა,შენ ჩემზე კარგად იცი რა ხდება ამ დროს ადამიანის ორგანიზმში,-აი სწორედ ამ დროს მივხვდი,რომ ყველაფერი ნელ-ნელა ინგრეოდა ჩემში,ყველა გრძნობა თავს ერთ ადგილას იყრიდა და სულ მალე ამოხეთქავდა,სული მეხუთებოდა,ისე,რომ არაფერი არ მითქვამს ავდექი და გარეთ გამოვედი თამოც უკან გამომყვა....მხოლოდ ის შევძელი,რომ მეთხოვა საავადმყოფოში წავეყვანე....ტაქსში ჩავსხედით...მახსენდებოდა ის თუ როგორ დაიწყო ყველაფერი,როგორ გავიცანით მე და გუკამ ერთმანეთი,როგორ ვიქეცით საუკეთესო მეგობრებად და როგორ მოვედით დღემდე.....გუკა ჩემი აწ უკვე ყოფილი მეგობრის აწ უკვე ყოფილი შეყვარებული იყო....ამ ამბის დროს უკვე წელიწადნახევრის დასორებულები იყვენ....მედა გუკამ ერთმანეთი სწორედ მათი ურთიერთობის დროს გავიცანით,ვეხმარებოდი ,რომ შერიგებულიყვენენ,საჩუქრებს ვარჩევინებდი,მოკლედ მე ვიყავი მისი თვალები და ყურები,ამ ყველაფერმა ჩვენ საუკეთესო მეგობრებად გვაქცია,ახლა ყველაფერი კადრებად ტრიალებდა ჩემს თავში,როგორც იქნა საავადმყოფომდე მივაღწიე,მაგრამ გვითხრეს,რომ მნახველებს არ უშვებდნენ,ჩემი სიჯიუტის გამო თამოსაც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა,ღამის სამი საათია ვხედავ,როგორ შედიან ექიმები და ექთნები გუკას პალატაში,როგორ უკეთებენ ათასგვარ ნემსებს,და მხოლოდ ერთი როგორ ვთხოვს ღმერთს მის გადარჩენას,როგორ ვეხვეწები,რომ გადარჩეს და ფრაზა,რომელმაც შეცვალა ჩემი ცხოვრება....ექიმი გამოდის პალატიდან და ამბობს-"სამწუხაროდ პაციენტი გარდაიცვალა"-მახოვს როგორ დაეცა გუკას დედა,მახსოვს,როგორ დავკარგე მეტყველების უნარი,მახსოვს ჩემივე ფეხით როგორ გამოვედი გარეთ და საავადმყოფოს ეზოში როგორ ჩავიკეცე,როგორ გმეტებით წვიმდა და ერთადერთი რაც მოვახერხე იყო ის რომ განწირული ხმით დავიღრიალე, არ ვიცი საიდან მაგრამ რაღაცა არანორმალური ხმა ამომივიდა ყელიდან ....მახსოვს როგორ დავკარგე გონება....ჩემს ოთახში გავიღვიძე და გავაანალიზე,რომ გავიღვიძე ქალაქში სადაც აღარ ცხოვრობდა ადამიანი,ჩემი საუკეთესო მეოგბარი,სწორედ მაშინ ვიტირე პირველად...ეს იყო შუალედი ტკივილსა და იმედგაცურუებას შორის....და ხო ეს მოხდა 23 მარტს გაზაფხულის პირველ თვეს....რა თქმა უნდა ტკივილი არასოდეს არ გაივლის,უბრალოდ ჩვენ ვსწავლობთ მასთან ერთად ცხოვრებას,მას ვერავინ ვერ გაუმკლავდება მით უმეტეს ახლობელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს,უბრალოდ ვსწავლობთ როგორ ვიცხოვროთ მასთან ერთად.....მე ჩემმა მეგობრებმა მასწავლეს როგორ შევჩვეოდი ამ ყველაფერს,ისინი მე მაძლიერებენ, მე მათ.. ცხოვრებაც ხომ ესაააა ერთმანეთს ვაძლიერებთ ადამიანები....დრო გადის მაგრამ ტკივილი არ ხორცდება....მეც განვაგრძობ ცხოვრებას.....ერთი თვის შემდეგ დავუბრუნდი უნივერისტეტს და ძველებურ ცხოვრებას დიდი განსხვავებებით.....საავადმყოფოში მუშაობა ცოტახანს გადავდე....




დამწყები ვარ ,ძალიან კრიტიკულად ნუ სემაფასებთ,იმედია მოგწეონებათ ... პ.ს ისტორია დაფუძნებულია რეალურ ამბავზე....



№1  offline მოდერი მარტო სახლში

dzalian kargi iyo. momewona <3 ase gaagrdzele

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent