შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე,შენ და გალაკტიონი (დასასრული)


19-12-2018, 22:04
ავტორი Mathew
ნანახია 2 225

-რაზე ფიქრობდი ეს დედა აფეთქებული,ტვინი არ გქონდა რომ გაგენძრია?-ბოლო ხმაზე ღრილაბედა ოთახში მყოფი ერეკლე.
-ერეკლე გეყოფა,ეს ჩემი პირადი ცხოვრებაა და თან გითხარი,რომ მე ის მიყვარს.-არც აბელი ჩამოუვარდა ხმის ტემბრით.
-შენი პირადი ცხოვრება იქნება ჭაობში რომ ჩაგითრევს.-ახლა უფრო თავშეკავებულად საუბრობდა.
-აღარ მინდა ამ თემაზე საუბარი,მე ჩემი არჩევანი გავაკეთე.
-კარგი,აღარ გესაუბრები,მაგრამ იცოდე,თვალებჭაწითლებული არ მოხვიდე მერე ჩემთან.-ფეხზე წამოდგა და მძიმე ნაბიჯებით დატოვა სახლი.
აბელმა კი იქეთ-აქეთ სიარული დაიწყო.
ყოყმანობდა,მაგრამ მაინც ფიქრობდა რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
არა და,გულის სიღრმეში იცოდა,რომ ამ ყველაფერს ანანიას დასავიწყებლად აკეთებდა.
არც ამას აღიარებდა.
იქვე ჩამოკიდებული გასაღებიც აიღო და სახლიდან გავიდა.
თხუთმეტ წუთში,ისევ ბარის წინ იდგა.
ხელში ლექსების კრებული ეჭირა.
შიგნიდ შევიდა,კეპი თავზე ჩამოიფხატა და კუთხეში,ჩაბნელებულ ადგილას დაჯდა.
ჯერ ჩუმად უსმენდა ანანიას სიმღერას,მისვლა და დალაპარაკებაც გადაწყვიტა,მაგრამ ვეღარ გაბედა.
შემდეგ,როცა მისგან ოდნავ მოშორებით დაჯდა ბიჭებთან ერთად სიმღერის შეკვეთა გადაწყვიტა.
შავი კალამით,რვეულის თეთრ ფურცელზე დაწერა სიმღერის სახელი.
უსწორმასწოროდ მოხია ფურცლის კუთხე და თავჩაღუნული მივიდა სცენასთან.
იქვე,ანანიას სკამზე დადო და ისევ თავს ადგილს დაუბრუნდა.
გოგონას სიმღერას ჩუმად უსმენდა.
უყურებდა და ტკბებოდა.
გული საგულეში აღარ ჩერდებოდა.
ამოხტომას ლამობდა,მაგრამ თითქოს მის ასეთ ცემას ვერ ამჩნევდა და უბრალოდ განსატვირთველად უსმენდა ანანიას ნაზ ხმას.
სიმღერა როგორც კი დასრულდა ბარიდან გავიდა და სახლში შეიჭრა.
ნანკა კიდევ არ დაბრუნებულიყო,
ამიტომ სამზარეულოში შევიდა და კარტოფილის შეწვა დაიწყო.
მშიერი არ სურდა,არც გამოძახება მოუნდა და გულის გადაყოლება გადაწყვიტა.
ზოგ გოგოსაც შეშურდებოდა მისი ოსტატობა.
სულ წამითაც რომ მოგეკრათ თვალი გაიფიქრებდით-ვის ოჯახშიც ეს შევაო.
არა,ეს ხუმრობით არ მიიღოთ.
აბელი კარგ მორაგბესთან(რაგბისტთან) ერთად,კარგი მზარეულიცაა.
უფრო თვითონ უწევს საჭმლის მზადება,ვიდრე ნანკას.თუ ეზარება უკვეთავს.
ასეთი ოჯახური ცხოვრება აქვს ამ ორს,სადაც ყველაფერი უკუღმაა.

კარტოფილი ტაფაზე დაყარა,თავსახური დაახურა და ტელეფონზე ზარი გაისმა.
-გისმენ დედა.-ოდნავ დაღლილი ხმით უპასუხა ქალს.
-აბელ…რატომ არ გვითხარი შვილო?-ქალის ხმაში წყენა იყო შეპარული,ვერ მალავდა.
-დედა,მეც უეცრად გადავწყვიტე,მაპატიე რა.
-კარგი,ეგ გაპატიეთ,მაგრამ…
-რა მაგარამ?
-კარგი არაფერი,დაივიწყე.
-დედა მითხარი!-ხმა გაუმკაცრდა.
-მე…არ მომწონს ეს ნანკა დედა და რა ვქნა?ცუდს მკარნახობს გული.
-ნათია,ამ თემაზე მეორედ არაფერი მითხრათ რა.მე მივიღე ჩემი გადაწყვეტილება,არ მინდა,რომ ცუდად გელაპარაკო.
-კარგი შვილო,მე გაშორებას არ გთხოვ,უბრალოდ მაგ გოგოსთან ცუდი ურთიერთობა მექნება.
-იცოდე,დღეს თუ არა ხვალ გამოვალთ და ცუდად არ შეხვდეთ.
-კარგი დედა.აბელ,ჭკვიანად იცოდე და თავს გაუფრთხილდი.-ბოლოს მაიმც სითბო შეერია ქალს ხმაში და ყურმილი დაკიდა.
მობილური იქვე დადო,წყ'ლით აავსო ჭიქა და სულმოუთქმელად დაცალა.
არ მოსწონდა ამდენი ადამიანის ცუდი დამოკიდებულება ნანკას მიმართ.


გამშრალებული თეფშები ისევ კარადაში დააბრუნა და მისაღებში გავიდა.
სწორედ ამ დროს გაიღო სახლის კარები და ყურებამდე გაღიმებული ნანკა შევიდა.
-ნანკა,მგონი დააგვიანე.-ტელევიზორისთვის თავლი არ მოუშორებია ისე ჩაილაპარაკა,ოდნავ სიმკაცრეშეპარული ტონით.
-კარგი რა აბელ,ლანასთან ერთად ვიყავი.-თმა ყურს უკან გადაიწია.
-უბარლოდ არ მომწონს ასე გვიანობამდე მარტო რომ დადიხარ გარეთ.
-ჩემზე ნერვიულობ,-წარბები ზემოთ აწია.-ცოტათი მსიამოვნებს,მაგრამ შენც უნდა იცოდე,რომ არაფერი მომივა და სულ ტყუილად ნერვიულობ.
-კარგი.-ხელები მაღლა აწია მენაბდემ,შემდეგ კი ტელევიზორის პულტს დასწვდა.
უცებ აირბინა თმაგაშლილმა კიბეები,რამდენიმე წუთში კი სპორტულების ამარა საქმორს წინ მოთავსდა ტელეფონით ხელში.
თითებს მთელი ძალით აწკაპუნებდა და თან ჩუმად კისკისებდა.
მთელი ძალით ცდილობდა აბელი კონცენტრაცია სპორტულ გადაცემაზე გადაეტანა,რომელშიც ერეკლე და მათი მეგობარი უტა მიიწვიეს,მაგრამ უშედეგოდ.
-ნანკა,ვის წერ ამდენს?სხვაგან რომ გახვიდე არ გინდა?-წარბშეკრულმა გახედა.
-მილოცავენ და ვპასუხობ,უფ.-ნაწყენმა გახედა,არადა ხალხის მილოცვების სულ ფეხებზე ეკიდა.


-ანია,მზადაა საჭმელი.-ოთახში შევიდა ქეთი და შვილს პლედი მოაშორა თავიდან.
-რა გააკეთე?-ოდნავ წამოწია თავი.
-სალათი გავაკეთე და წვენი დაგიწურე.
-კარგი,ავდგები.-სპორტული შარვალი და თეთრი,განიერი მაისური ეცვა.
ფეხშიშველი და თმააწეწილი დააბოტებდა იქეთ-აქეთ.
ისადილა,შემდეგ კი ისევ საძინებელში დაბრუნდა.
საშინლად უნდოდა სახლში დარჩენა და რბილ საწოლში დარჩენილი დღის გატარება,მაგრამ არ გამოუვიდოდა.
მალე მოემზადა და ცოტახანში კოსტას მანქანაში იჯდა.
ბიჭებმა,რა თქმა უნდა ისევ იკისრეს მასზე მზრუნველობა.
ყოველი სიმღერის შემდეგ ეკითხებოდნენ როგორ იყო,
რამე ხომ არ უნდოდა.
ისიც ღიმილით პასუხობდა და მათ დაწყნარებას ცდილობდა.
-აი,თქვენი ცოლები რომ იქნებიან ორსულად წარმომიდგენია რა დღეში იქნებით.-ბარიდან გასვილს წინ გაიცინა და ისევ კოსტას მანქანაში ჩასკუპდა.

სახლში მისულმა,ისევ პიჟამო ჩაიცვა და ისე დაიწუო ბოდიალი.
-ანია,რატომ დაბოდიალებ ამ პიჟამოებით?-მანონი დაუჯდა წინ და ნაყინით სავსე ფიალა გაუწოდა.
-კომფორტულად ვარ და იმიტომ.-გამოართვა და ფეხები მოიკეცა.
-მომისმინე,იმედოა აბელის გამო არ დარდობ.
-როგორ არა,მაგრამ არ მინდა ამაზე ვიფიქრო.-კოვზით აიღო პატარა ნაწილი.
-გიყვარს ანია,დედაშენი მართალია.
-ხო,შეიძლება კარგად არც კი ვიცნობ,მაგრამ მაინც მართალია.შეიძლება სიყვარული ვერ დავარქვა,მაგრამ მოწონებაზე მეტია.სადღაც შუაში რა.-ისე ჭუკჭუკებდა,თითქოს სახალისო თემაზე უწებდა საუბარი.
-ხომ იცი,ჩვენ აუცილებლად დაგეხმარებით.-ხელი გაუწოდა და ოდნავ მოუჭირა.
-ვიცი მანონი,ვიცი.-გაუღიმა და თავი უკან გადაწია.
განა გული არ ტკიოდა.
ერთხელ გაუჩნდა ასეთი გრძნობა და ისიც იმ კაცოს მიმართ,რომელიც ვერ იტანს.
თვითონ გონია ასე,მაგრამ ჩვენ არ ვიცით,რომ ორივეს უყვარს ერთმანეთი და ცდილობენ არ იფიქრონ…
ხო,ცდილობენ და არ გამოსდით.
ანიას ის უხარია,რომ მუცლით სწორედ ამ კაცის შვილს ატარებს,მაგრამ ასეთი დამთხვევების არც კი სჯერა.
ვერც ნიშანს უწოდებს,მაგრამ გრძნობს რომ ბედისწერა რაღაცას უმზადენს,თითქოს ეს ბავშვი პატარა საჩუქარია,დანარჩენი კი ჯერ წინაა.
სწორებ ამ გრძნობის გამო არ ტირის,
არ ნერვიულობს და ცდილობს ცხოვრება ისევე გაილამაზოს როგორც ამას ადრე აკეთებდა.
თან პატარასაც უფრთხილდება.

სამსახურში ყველაფერი ჩვეულებრივად მიდიოდა,ბოლო სიმღერას ძალიან იშვიათად უკვეთავდნენ.
ანიას აბელი იმ დიალოგის შემდეგ აღარ უნახავს,არადა,როგორ უნდოდა წამით მაინც მოეკრა თვალი და მისი მომაჯადოებელი ხმის ტემბრით წაკითხული,გალაკტიონის ლექსი მოესმინა.
აი,ორსულების პრეტენზიები ხომ იცით?
ეს ანიას პრეტენზია იყო.
ანიას და მასში მცხოვრები პატარასი.
სამსახურის შემდეგ,საღამოს სახლში ასულს მანონი,ქეთი და ბავშვები დახვდა.
საშინლად გაუხარდა.
უცებ მიირბინა მათთან და სათითაოდ დაუკოცნა ყველას ლოყები,შემდეგ კი როგორც ჩვეოდა,
დათას და მიშოს შორის მოთავსდა.
-როგორ ხართ?-თავი მაღლა ასწია,ჯერ მარჯვნივ გაიხედა,შემდეგ მარცხნივ,ბოლოს კი ყველას მოავლო თვალი.
-ჩვენ არაგვიშაბს,შენ როგორ ხარ?-დათამ ისევ შუბლზე მიაკრო ტუჩები.
-ვმუშაობ.-მოკლედ მოუჭრა.
-ოჰ,დაკავებული ქალბატონი ხარ შენ.-მიშომ გაუცინა.
-გვრიტებო,კარგი ოყო კახეთში?-თომას და თეკლეს გახედა,გვერდი-გვერდ რომ ისხდნენ.
-კი,კარგი იყო.შემოდგომაზე ერთად წავიდეთ,დაპატიჟებულები ხართ.-თომამ ჩაუკრა თვალი.
-აუ…-უცებ ამოიკრუსუნა ანიამ.
-რა მოხდა?-მანონი წამოიწია დაფეთებული სახით.
-ყურძენი გამახსემდა,დიდი კეკლებით და ოდნავ მჟავე.-მძიმე ნერწყვი გადააგორა და ფეხზე წამოდგომა სცადა.
-სად მიდიხარ?-ქეთიმ უბრიალა თვალები.
-წავალ ვიყიდი.
-გაჩერდი შენ და წავალ მე.
-დედა,შვებულების ბოლო დღე გაქვს,დატკბი რა.
-ანია-მეთქი.
-კარგი ხო.-ისევ დაუბრუნდა საკუთარ ადგილს,ქეთის წასვლის შემდეგ კი თეკლემ მოჭუტული თვალები გააპარა დაქალისკენ.
-ანია,აბა ფეხზე ადექი.-უხომდ დაემორჩილა და ადგა.-გასუქებულხარ…
-მეორე დედაჩემი ხარ ეგრე შეპარვით რომ იწყებ.-დაიჩურჩულა და თმაზე გადაისვა ხელი.-კარგი ჩემით გეტყვით.-ჩაახველა.
-რა უნდა გვითხრა?-დათას გაუკვირდა,ანია კი ადგილს დაუბრუნდა.
-მე…ორსულად ვარ.-სახეზე სევდიანი ღიმილი მოედო და მეგობრებს მოავლო თავლი.
შეეშინდა მათი რეაქცისს,მაგრამ ამაოდ.
წამით დადუმებულებს ხორხოცი აუტყდათ,შემდეგ ისევ დადუმდნენ,ბოლოს კი ყვირილი დაიწყეს რა მაგარიაო.
მხოლოდ მერე მიხვდნენ,რომ ბავშვის მამას არ იცნობდნენ.
მასზეც კითხეს და ანიამაც,რა თქმა უნდა უთხრა მისი ვინაობა.
დაწვრილებით ამბის მოყოლას არ აპირებდა და არც სხვები ჩაციებიან,მიხვდნენ,რომ არ სიამოვნენდა ამ თემაზე საუბარი.
დიდი ხანი არ შეუწყენიათ მისთვის თავი.
ცოტა გაერთნენ,
ისაუბრეს,
კარტიც ითამაშეს,შემდეგ კი დაიშალნენ.
ანიას საშინლად დაღლილი შევიდა ოთახში,კომფორტულად მოთავსდა საწოლში სიზმრების მოლოდინში,მაგრამ მხოლოდ სიბნელე ესიზმრა.

დრო ნელა გადიოდა.
ანიას აბელი აღარ უნახავს,მხოლოდ გადაცემებში ან თამაშებზე.
ამ ერთი თვის მაძილზე,ანია მეგობრებთან ერთად მის ყველა თამაშს დაესწრო.ახლოს არასდროს არ მისულა,შორიდან უყურენდა.
თითქოს ისევ ეკრანიდან.
ნანკას და მენაბდის ქორწილი კი ნოემბრის ბოლო იყოს დანიშნული.
გული კი ისევ რაღაც კარგს ეჩურჩულებოდა.
ამიტომ,თავს ნერვიულობის უფლებას არ აძლევდა.

-სულ ცოტაც და ყველაფერი ისე იქნება როგორც დავგეგმეთ.-ტაში შემოკრა გახარებულმა და მის წინ მჯდარ სხეულს თვალები აუთამაშა.
-მომისმინე,შეეცადე რომ უმტკივნეულოდ და კვალის გარეშე მოკლა!-დაარიგა წარბებშეკრულმა გოგონა,შემდეგ კი ისევ ღიმილი მოედო სახეზე და კოცნითაც დააჯილოვა ის.
-ნუ ღელავ,ყველაფერი გათვლილი მაქვს.
მიზეზსაც დავასახელებ და ექიმსაც მოვისყიდი.-ხელები ერთმანეთს გაუსვა.
-იცოდე ნანკა,რომ ჩავფლავდეთ ორივე ციხეში აღმოვჩნდებით…
-ნუ ღელავ-მეთქი ლერი,ნუ ღელავ.-ფეხზე წამოდგა და ბიჭთან ერთად დატოვა შენობა,სახეზე შლაპაჩამოფარებულმა.


-ანია,რაო ექიმმა?-ლუკა მიუსკუპდა წინ მანონის და ანიას.
-რაო და,ყველაფერი კარგად არისო ლუკიტო-ჩაიკისკისა და გააგრძელა.-ბავშვიც კარგადაა,ნორმალური კვება მჭორდება,ხილი და ნატურალური წვენები.-უცებ ჩამოურაკრაკა მეგობარს ექიმის მიერ დაზუთხული ტექსტი და ბარში ახლა შემოსულ კოსტას და თორნოს დაუქნია ხელი.ისინიც მათთან მივიდნენ და ანიამაც ზუსტად იგივე ტექსტი ჩამოურაკრაკა,რობოტივით.
-კოსტაა.-სახის წინ აუქნია ხელი თორნიკემ და ისევ მიწაზე დააბრუნა ცაში გაფრენილი მეგობარი.
-ხო,რა ხდება?-თავი მსუბუქად გააქნია.
-რა ხდება კი არა,ვისზე ფიქრობ ჰა?-ანიამ აუწია წარბები,ლუკამ კი მანონის გვერდით დაიკავა ადგილი და ხელი გადახვია მხარზე.
-აა...არავისზე კაცო.
-მიდი,თქვი ახლა.
-კარგი ხო…უნივერსიტეტში გავიცანი ერთი გოგო და იმაზე ვფიქრობ.
-რა ქვია მაგ შენ გოგოს ბატონო კოსტა?
-ანიკა.
-ფოტო გაქვს თუ ისე აგვიღწერ?უი ხო,რამხელაა?-მანონიმ აუჟუჟუნა ახლა თვალები.
-პირველ კურსელია და თან ძალიან ლამაზი.ნაზი და სიფრიფანა.მუქი წაბლისფერი თმით,ნაცრისფერი თვალებით და სისხლისფერი ტუჩებით...
-ვიღაცა შეყვარებულია.-თორნოს ჩაეცინა და ძმაკაც ოდნავ დაჰკრა მხარზე ხელი.
-ბავშვებო…-ანიას ხავილისმაგვარი ხმა აღმოხდა პირიდან და ყველა მისკენ მიბრუნდა.
ის კი მზერას ტელევიზროს არ აშორებდა,სადანაც მონაცვლეობით ჩანდა ერთი და იგივე კადრი.
დაპატიმრებული ნანკა,ვიღაც უცხო ტიპთან ერთად და ამობრუნებული მანქანა.
-ხმა…თხოვე ხმას აუწიონ.-თვალებაწითლებულმა თხოვა ლუკას და ისიც სწრაფი სვლით გავარდა ბარისკენ.
მალე,ყველას ყურადღება ეკრანისკენ იყო მიპყრობილი,ჟურნაილისტი კი გაუჩერებლად საუბრობდა.
-როგორც ექსპერტიზის შედეგად დადგინდა,ეს ავარია იყო დაგეგმილი,საქართველოს რაგბის ნაკრების კაპიტანი,აბელ მენაბდე მძიმედ არ დაშავებულა,ის ამჯერად ავერსის კლინიკაში იმყოფება,ხოლო მისი საცოლე ნანკა ჯაფარიძე დაკავებული იქნა მათ საერთო საცხოვრებელში თანამზრახველ ლერი ნანოშვილთან ერთად…-მეტი არაფერი გაუგია.ამითაც ყველაფერს მიხვდა.

-უნდა წავიდე…
-სად უნდა წახვიდე ანია?
-აბელთან…აბელთან უნდა წავიდე.-ფეხზე წამოდგა და შენობა დატოვა.
-არა,ახლა შენი ნერვიულობა არ შეიძლება.-უაკნ გაყვა დაქალს.
-რომ არ მივოდე უფრო ვინერვიულებ.-ჟაკეტი მოიცვა და ოდნავ გამობერილ მუცელზე შეიკრა.
-მანონი.-ლუკამ თავი დაუქნია და ანიას გაყვა.ერთად მივიდნენ ავერსთან,მიმღებში ანიამ აკანკალებულმა იკითხა აბელის პალატა და იქეთ გაემართა.
სულ არ ფიქრობდა იმაზე თუ რას ეტყოდა ან როგორ აუხსნიდა მის იქ ყოფნას.
კარები შეაღო და ფეხაკრეფით მიუახლოვდა საწოლს.
მარცხენა ფეხი თაბაშირში ქონდა შეხვეული.
წარბზე თეთრი პლასტერი ეკრა,
და ოდნავ დალურჯებოდა თვალი.
სახე დაკაწრული ქონდა.
-ანანია?-გაკვირვებულმა იკითხა.
-ხო,მე ვარ.რო…როგორ ხარ?-ცრემლი მოიშორა და უფრო ახლოს მიიწია.
-კარგ…-სოტყვა შუაზე გაუწყდა როცა მის გამობერილ მუცელს დააკვირდა.
-კარგად?
-ხო,კარგად ვარ.გამიკვირდა შენი აქ მოსვლა,ყველაზე ნაკლებად გელოდი.
-ზოგჯერ ის ხდება რასაც ყველაზე ნაკლებად ელი.-გაუღიმა და თავი ოდნავ გვერდით გადააგდო.
-და მაინც,რა გინდა აქ?
-ვინერვიულე და მოვედი.
-მგონი ერთადერთი გოგო ხარ,რომელსაც ამის აღიარების უცხოსთან არ რცხვენია.-საშინლად არ ესიამოვნა უცხო რომ თქვა,ანიასაც შეეტყო სახეზე რომ არც მას მოეწონა.
-არაფერია…მომისმინე,მე ვწუხვარ შენი და ნანკას გამო.
-არ გინდა,მაგ ქალის სახელი არ მიხსენო თორემ ისევ ძველი აბელი დაბრუნდება და ჩემ ოდნავ თბილ ტონს წამებში დაგავიწყებ.
-კარგი.-თავი დაუქნია.
-დაჯექი,არამგონია შენთვის დგომა შეიძლებოდეს.-მუცელზე ანიშნა და ისიც აწითლებული დასკუპდა მის ფეხებთან.-შენი ქმარი არ გაბრაზდა აქ რომ წამოხვედი?თუ შენთან ერთადაა?
-არ მყვას მე ქმარი.-თავი ჩახარა და წამით გაიფიქრა,ოღონდ ახლა არაო.
-აბა,ბავშვი?
-მე...ჯანდაბა,უნდა გითხრა.-ვეღარ მოითმინა და თვალებში ჩახედა.წამით გაიფიქრა,სისულელეს ვაკეთებო,მაგრამ უკვე გვიანი იყო.-შეიძლება არ დაიჯერო…
-არ დავიჯერო,რომ ბავშვი ჩემია?-ცალყბა ღიმილით შეხედა აწითლებულ გოგოს.
-შენ…
-მახსოვხარ ანია.ყველაფერი მახოვს.სიღნაღიც,შენი დაბადების დღეც,გალაკტიონის ლექსიც და ყაზბეგიც.
-ერთს გთხოვ,არ მინდა რომ მას შენზე მოგონილი ამბები მოვუყვე…ვიცი,ორივე დაგამძიმებთ,მაგრამ ზოგჯერ მოაკითხე ხოლმე.
-გაჩუმდო ანია.-ხმაში ბრაზი შეეპარა.
-გთხოვ...-ანიას თვალები აუწყლიანდა.
-არ ვაპირებ დრო და დრო გამოვჩნდე.მე სულ მასთან ვიქნები,ვალდებული ვარ და ამის სურვილიც მაქვს.შენც მასთან უნდა იყო და გინდა თუ არა ჩემთან ცხოვრებას შეეჩვიო!
-ანუ?
-ჩემთან ერთად მოგიწევს ცხოვრება ანია,ბავშვზე ერთად ვიზრუნებთ.ეს არაა თხოვნა,აქედან გამოვალ და ვეღარ მომიშორებ.-გაუცინა,სულ წამით,მაგრამ ანანიას ესეც ეყო.
განა არ უხაროდა მისი სიტყვები,მაგრამ უფრო ეგონა რომ ამას მოვალეობის მოხდის მიზნით ამბობდა და არა იმავე გრძნობით,რომელიც მას გააჩნდა.
არ იცოდა,რომ აბელი ვერ უმხელდა.
ან როგორ გაუმხელდა,როცა არც იყო დარწმუნებული.
ჯერ კიდევ დღეს დილით,ეგონა რომ ნანკა უყვარდა.
ახლა კი,მის წონ დგას გოგო,რომელიც მუცლით მის შვილს ატარებს და მასში აღმაფრენას,გაგიჟებას და ალიაქოთს იწვევს.

აბელის საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ,მისი ნათქვამი ასრულდა,რომელსაც არავის მხრიდან მოჰყოლია პროტესტი.
მხოლოდ ანია დარდობდა.
დარდობდა იმაზე,რომ მასზე ჭორებს გაავრცელებდნენ.
რომ სწორედ ეჭვიანობის გამო მოაწყო ნანკამ ეს ყველაფერი და ანია ჩადგა მათ შორის.
მენდაბდემ უთხრა,რომ მსგავსი არაფერი მოხდებოდა და ის ერთი თვეც წყნარად გაატარეს.
აბელი ანიას ყველგან დაყვებოდა,ოღონდ კასტელებთან ერთად.ცოტახნით განუყრელები გახდნენ,მაგრამ
სულ ცოტაც და მათაც მოიშორებდა.
არ უნდოდა,მაგრამ მათ გარეშეც არ შეეძლო.

თვის შემდეგ
მოედანს და გუნდს დაუბრუნდა.
ვარჯიშებიდან დაბრუნებულს სახლში მომღიმარი ანია ხვდებოდა,რომელიც დრო და დრო უფრო იბერებოდა.
ერთ დღესაც,თამაში დაუნიშნეს.
შვიდი თვის ანიამ დაიჩემა,გინდა თუ არა უნდა დავესწროო და აბელმაც უარი ვეღარ უთხრა.
-იცოდე,რამე თუ დაგჭორდა მწვრთლნელს უთხარი და ვიზამ რამეს!
-აბელ,ჩემ გამო თამაში არ ჩაშალო,მითუმეტეს მნიშვნელოვანია.
-ანია,მე რა გითხარი?
-კარგი,გავიგე.

თქვენი აზრით ვინ მოიგებდა?რა თქმა უნდა,საქართველომ,როგორც მასპინძლებმა სტუმრებს აგემეს წარუმატებლობის გემო და ის,რომ სტუმარი ღვთისაა სპორტში არ ჭრის,დაიმახსოვრეთ!
თამაშის დასრულების შემდეგ,ხალხი გიჟივით გავარდა სტადიონზე მისალოცად და ანიაც მათ გაყვა,ოღონდ არ მირბოდა,უფრო სიარულს ცდილობდა.
აბელს მიუახლოვდა და გაბრეილი ძლივს მოეხვია გაოფლიანებულს.
-გილოცავ.-ჩუმად დაიჩურჩულა და წამიერად მოშორდა.
-მადლობა.-აბელმა წელზე მოხვია ხელო,უფრო მიიზიდა და აი,მაშიმ პირველად იგრძნეს ერთმანეთის გემო ფხიზლებმა.
ანიას კიანაღამ ფეხები მოეკვეთა და რომ არა მენაბდის მკლავები იქვე დავარდებოდა მწვანე ბალახზე.
-ანია,მგონი დროა ეს ყველაფერი ოფიციალური გავხადოთ.
-რა?
-რა და მანონის დაურეკე,მეჯავარის კაბა აირჩიოს,მე და შენ კი წავალთ და გალაკტიონი ლექსებს წავიკითხავთ,იმიტომ რომ სულ პირველად შენს თვალებს ფხიზელმა მისი წყალობით შევეჩეხე.
-ყველაფერი გალაკტიონით დაიწყო.-უცებ აიტაცა ანიამ ბიჭის იდეა და ჩაიკისკისა.
-მხოლოდ მე,შენ და გალაკტიონი.-კიდევ ერთხელ დაეძგერა მის ტუჩებს,დიდ ეკრანზე კი ბორჯღალოსნების კაპიტანი და მისი მომავალი მეუღლე ჩანდნენ.


დასასრული.
უსინდისო მე დავბრუნდი.
მაპატიეთ.
მიყვარხართ.
არ ჩამქოლოთ ))

პ.ს. დასასრული არასდროს გამომდის ხოლმე :( და ხო,ვიცი,ასე მალე არ გინდოდათ დასრულება.



№1  offline წევრი Mariam Shengelia_3

მიხარია რომ ერთად დარჩნენ, პირველი 5თავი ძალიან მომეწონა, ბოლოთავში ვთვლინრომ ცოტა იჩქარე, მე პირადად სხვანაირად მოვიქცეოდი მაგრამ საბოლოო ჯამში ისტორია შედგა!
ხარვეზებს ზუსტად ისე გამოასწორებ როგორც დანარჩენები გამოასწორე????
ჩემი ტკბილი და საოცარი.გოგო ხარ შენ!
უყვარხარ ბარსელონა სგოგოს❤

 


№2  offline მოდერი Mathew

Mariam Shengelia_3
მიხარია რომ ერთად დარჩნენ, პირველი 5თავი ძალიან მომეწონა, ბოლოთავში ვთვლინრომ ცოტა იჩქარე, მე პირადად სხვანაირად მოვიქცეოდი მაგრამ საბოლოო ჯამში ისტორია შედგა!
ხარვეზებს ზუსტად ისე გამოასწორებ როგორც დანარჩენები გამოასწორე????
ჩემი ტკბილი და საოცარი.გოგო ხარ შენ!
უყვარხარ ბარსელონა სგოგოს❤

აი სიჩქარეა ჩემი მინუსი,მაგრამ ვერ ვასწორებ ://
ძალიან,ძალიან გამახარე!
ყველანაირად ვცდილობდი და შენმა კომენტარმა უზომოოდ გამახარა.
შეცდომებიც გამოვასწორე,ხო,ამასაც ვცდილობდი.
მადდდლობა ბარსელონას გოგო,
მიყვარხარ <3 ))

 


№3  offline წევრი tamuna.s

ძალიან ნაჩქარევი დასასრული იყო და თითქოს უემოციო. ან ნანკას რაში ჭირდებოდა აბელის სიკვდილი. რავი თავიდან კარგი იყო, მაგრამ დასასრულმა იმედი გამიცრუა ძალიან smirk

 


№4  offline წევრი kasssi

ჰოომ))დასასრული არ მინდოდა ნამდვილად,რადგან ძალიან მიყვარს ეს ისტორია და ცოტა არ იყოს გული დამწყდა)))ვფიქრობ, რომ ნაადრევად დაასრულე და მიჩქმალე მაგრამ არაუშავს მაინც კარგი იყო )))წარმატებები შენ

 


№5  offline წევრი Crazy dreamer

დასასრული არ მინდოდა, მაგრამ ეს შენი ისტორიაა და შენი ჩანაფიქრის მიხედვით ხდება ყველაფერი. მადლობა შენ, რომ ასე კარგად დაიწყე და ასე კარგად დაასრულე. მომეწონა ისტორია, პერსონაჟები და სიუჟეტი. წარმატებები შენ ჩემო ტკბილო გოგო heart_eyes ძალიან მინდა ახალი ისტორიით მალე დაგვიბრუნდე და კიდევ ერთხელ დავიწყო შენი ახალი ისტორიის კითხვა.
ძალიან კარგი ხარ!
heart_eyes დასასრულის წერა კი იმაზე კარგად გამოგდის ვიდრე შენ ფიქრობ. მიყვარხარ და მადლობა კიდევ ერთი ასეთი კარგი ისტორიის შექმინისათვის heart_eyes

 


№6  offline მოდერი მარტო სახლში

dzalian kargi iyo. momewona <3 ase gaagrdzele

 


№7  offline წევრი Chameleon ))

ძალიან მაგარი იყო მაგრამ იქნებ გააგრძელო? უკეთესი გამოვა ჩემი აზრით.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent