შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პაემნები საგიჟეთში


22-12-2018, 13:53
ავტორი choco
ნანახია 957

ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე.არავინ იცის როდის რა მოხდება.დღეს,როდესაც შენი ცხოვრება იცვლება,თანაც რადიკულად,ერთიშეხედვით არაფრით განსხვავდება ერთფეროვანი,ყოველდღიური დღეებისაგან.დროთაგანმავლობაში კი იმ დღეს იხსენებ,როდესაც ყველაფერი დაიწყო და ხვდები რომ ყველაფერი არც ისე ჩვეულებრივად ყოფილა.

აივანზე ფეხმორთხმით იჯდა და ვარსკვალვებით მოჭედილ ცას უყურებდა.ამოჩემებული ჰქონდა ეზოში ერთი ადგილი,იქიდან ზუსტად ოთხი მოკაშკაშე ვარსკვლავი ჩანდ.სულ იძახდა,რომ ისინი მისი ვარსკვლავები იყვნენ.ხაზების გავლება,რომ შესძლებოდა ოთხკუთხედს შეკრავდა მათი წყობით.ვინმე,რომ მისულიყო და ეკითხა ახლა რაზე ფიქრობო,ვერაფერს უპასუხებდა,მართლაც რომ არაფერზე ფიქრობდა.აკვირდებოდა ცას,სამყაროს, მრავლფეროვნებით ტკბებოდა და ამავედროს ცდილობდა ამოეხსნა მისი მრავლფეროვნების საიდუმლო. საათს რომ დახედა,ციფერბლატი დილის ხუთს აჩვენებდა,ვერ გაიგო დრო ისე სწრაფად გაეპარა.გამაკიდან ნელა წამოდგა და თავისი ოთახისკენ გაემართა.შუადღემდე უნდ წასულიყო თორემ შემდეგ სიცხე შეაწუხებდა,ვერ იტანდა სიცხეს მითუმეტეს ამ პერიოდში მგზავრობას.რამდენიმე საათით დაძინება საკმარიის აღმოჩნდა იმისთვის რომ 12 საათისთის დადგომოდა თბილისის გზას. საკუთარ თავზე ბრაზის მოსდიოდა,რატომ არ ჩამოისწორა დახუჭუჭებული თმა.გზას ნელი ნაბიჯებით დაუყვა,რამდენჯერმე გაიხედა უკან და ის პერიოდი გაახსენდა ამ დაღმართზე ბავშვობაში ციგით,რომ ეშვებოდა ხოლმე,უკანა გზაზე ამოსასვლელად კი უფროსებს ელოდებოდა,რადგან თავად ციგაზე დამჯდრიყო და მათ წაეყვანათ,თითქოს წარსულში გადავიდა რამდენიმე წუთით,გაერიმა წრფელად და ლაღად მოენატრა ალბათ პირველად მისი ბავშვობა.არასდროს უყვრდა ამ თემმაზე სხვასთან ლაპარაკი.ბავშვობა ეს ის თემა იყო,რომელიც მის მოუშუშებელ იარად ქცეულიყო,შეხორცების შმდეგ კი ძალიან დიდი ნაიარევი დაუტოვა,რომლის ტკივილიც ხანდახან ახსენებდა თავს.
გაჩერებაზე ნახევარსაათიანი ლოდინის შემდეგ მიხვდა,რომ აჯობებდა სტერეოტიპებით სავსე ქალაქისკენ წასულიყო.უღიმღამოდ ჩაჯდა სამარშუტო ტაქსში,რომელიც ხაშური მიმარ\თულებით მიდიოდა.არასდროს უყვრდა ეს ქალაქი,არა იმიტომ,რომ ეს „ხაშური“ იყო,არც იმის გამო რომ მისი მისამართით უამრავი სტერეოტიპი არსებობდა და მისი სახელის გაგონებისას მხოლოდ დამცინავ ხუმრობებს ვგეულობდით.არა! უბრალოდ აქ ყველაფერი ქაოსურად იყო.ხალხი ერთმანეთში ირეოდა და როგორღაც მაინც ახერხებდნენ ერთმანეთის გვერდის ავლა ისე რომ ერთმანეთს არ დაჯახხებოდნენ,მაგრამ შენ თუ გამოუცდელი იყავიმაუცილებლად კრახით დასრულდებოდა ის დღე.მძღოლები ყოველტვის ასიგნალებდნენ,იმის მიუხედავად იყო თუ არა ეს ყველაფერი საჭირო.ქვეითები სიცოცხლეს ეთამაშებოდნენ და გზაზე ისე გადადიოდნენ.ქალაქრი,რომელიც ქვეყნის „გული\’ იყო იმიტომ,რომ მისი გავლა გიწევდა თითქმის ყოველთვის სადაც არ უნდა წასულიყავი არ უყვარდა,რადგან ბავშვობის ყველაზე ცუდი მოგონებები უტივტივდებოდა გონებაში და აიძულებდა შეეძულებიდა ეს ერთი შეხედვით უწყინარი ქალაქი.თუმცა,ცხობრება ხომ მოულოდნელობებით არის სავსე? იქნებ მომავალში სულაც შეჰყვარებოდა ქალაქი,რომელი სძულდა?
ფანჯრის მახრეს დაიკავა ერთი ადგილი.ყურსასმენები გაიკეთა.მხოლოდ რამდენიმე ადგილი იყო დაკავებული,გასვლის პროცესისაკმაოდ დიდხანს გაიწელებოდა,როგორ სძულდა ეს პერიოდი.ადგილების გადანაწილება,ხმაური,ქაოსი.სულ დედამიწაზე სამი რამ აღიზიანებდა,ეს იყო ტყუილი,ხმაური და ხალხმრავლობა. წინაღმის უძლობამ მაინც თავისი გაიტანა და გადაწვიტა დაეძინა.ის ის იყო თვალი უნდა მოეხუჭა,რომ უცნობი ბიჭი ამოვიდა და ჰკითხა დაკავეებული იყო თუ არა მის გვერდით ადგილი. -არა დაჯექიო უპასუხა და თავი ფანჯრის მხარეს მიატრიალა,რამდენიმე წუთში კი მორფეოსის სამყაროშ გადაეშვა. იგრძნო როგორ დაიძრა ტრანსპორტი და დამშვიდდა,თბილისამდე გაღვიძებას აღარ აპირებდა. ~
ალბათ ცხოვრებაში ყველას ერთხელ მაინც გქონიათ ის მომენტი,როდესაც ვერ გაგირკვევიათ თქვენს გარშემო მომხდარი მოვლენები მართლა ხდება თუ უბრალოდ გესიზმრებად,იმიტომ რომ ბოლომდე ვერ ხართ გამოსული მორფეოსის სამყაროდან. სწორედ ესეთ მდგომარეობაში იმყოფებოდა ახლა ლანა. რეალური სამყარო და სიზმარი ერთმანეთში არეოდა და ვერ გაეგო როგორ უნდა მოქცეულიყი. თუმცა გადაწყვეტილბეა რომ მიეღო ჯერ თავი უნდა დაეხწიე სიზმრების სამყაროდან,რაც ცოტა გაუჭირდა. მარჯვენა ხელის თითზე რამდენჯერმე იგრძნო შეხება,ინსტიქტურად თავადაც გაამოძრავა თითი და სუბიექტმა მისი ეს მოქმედება სავარაუდოდ საპასუხოდ ჩათვალა და ოდნავ სეტამამებულმა გოგონას თითებს თამაში დაუწყო. გააცნობიერა რომ ეს ყველაფერი სულაც არ იყო სიზამრი და რეალურად ხდებოდა მის თავს. უ’ზომოდ რომანტიკული ადამიანი იყო,წარმოიდგინა რომ ერთ დიდი,ფერად საპნის ბურთში დაიწყო ცხოვრება და ყველაფერი იდელურად იყო.არ ანაღვლებდა,როდის გასკდებოდა ეს საპნის ბუშტი და მიწაზე დანარცხება რამხელა ტკივილს მიაყენებდა. როდესაც ბიჭმა მისი ხელი აიღო და თავისაში მოიქცია წინააღმდეგობა არ გაუწევია,რომ გეკითხათ ასე რატომ მოიქციო პასუხს ვერ გაგცემდათ იმიტომ რომ თავადაც არ იცოდა. ალბათ ბიჭის მზერამ თავიდანვე მოაჯადოვა და მის მეხსიერებაში დიდი ადგილი დაიკავა. მართალია თავიდან იფიქრა,რომ ამ თავხედობისათვის ეერთს გემრიელად შემოარტყამდა და ღირსიც იქნებოდ მაგრამ გადაიფიქრა,ალბათ პირველრიგში იმიტომ რომ ხალხი გიჟად ჩათვლიდა კიდევ იმიტომ რომ არასდროს უყვარდა როდესაც „ქაჯის“ როლს ირგებდა,რომ დაფიქრებულიყო საწინააღმდეგოც აღარფერი ჰქონდა უკვე. ხმას არცერთი მათგანი არ იღებდა, მხოლოდ ერთმანეთს უყურებდნენ,არა გატყუებთ,დაჟინებით მხოლოდ ბიჭი უყურებდა გოგონას შეეძლო მხოლოდ რამდნიმე წამის მანძილზე შეეხედა ბიჭისთის და თვალს მაშინვე არიდებდა,თითქოს მზის სინათლეს უყურებდა და ვერადა ვერ უსწორებდა თვალს,ეშინოდა არ დამწავრიყო. გამოთიშული იყო თლიანად ამ სამყაროსგან,ცხოვრებაში პირველად არ აქცევდა ყურადღებას ავტომანქანის სიჩქარეს,იქ მყოფ ხალხს და გარემოს. თითქოს მასში სხვა მე სახლდებოდა და თანდათან უფრო მარტივად და ძლიერეად იკავებდა პირველი „მეს“ ადგილს. ბიჭმა მოულოდნელად ტეელფონი გაუწოდა დაინახა რომ მისთვის იყო შეტყობინება,გაუხარდა,გაუკვირდა ესიამოვნა.თითქოს არაფერი მაგრამ ეს სიჩუმე რომ არ დაარღვია ესიამვნა.შემდეგ იყო გაცნობის მომენტი.“რა გქვია?“ „რამდენი წლის ხარ“ „სად ცხოვრობ „ დ ა.შ იმაზე მეტი საერთო ნაცნობი და დამტხვევა აღმოაჩინეს ვიდრე ორივე მოელოდა,ორივე თითქმის ერთ ადგილას ცხოვრობდა.რაც ყველაზე მეტად გაუხრდა ის იყო რომ ბიჭი ბორჯჯომიდან იყო. გაუკვირდა კიდეცაქამდე რატომ არ შეხვედრილა ან თავლი მაინც არ მოუკრავს მისთვის.იქნებ ნახა და არახსოვს ან ყურადღება არცკი მიუქცევია.ამას დიდი მნიშვნელობას აღარ ანიჭებდა. როგორც იქნა ჩამოვიდნენე თბილისში და ასხლა ყველაზე რთული წინ იყო. მეტრო! მართალია ორივე ერთი მიმართულებით მიდიოდა მაგრამ აქ პრობლემა სულ სხვა რამეში იყო. ჯერ ბოლომდე ვერ გაეგო უყვარდა თუ სძულდა ეს ადგილი,თუმცა სიძულვილსაც ვერ დაარქმევდი ალაბათ უფრო ეშინოდა. დახურული სივრცის, გვირაბების გამო ეშინოდა მისი,გარდა ამისა ყოველთვის ეგონა რომ აუცილებლად გამოჩნდებოდა ვინმე „კამიკაძე“ვისაც სიკვდილი მოუნდებოდა და მეტროში თავს აიფეთქებდა,აამის ალბათობა ყველაზე ნაკლები იყო საქართველოში მაგრამ ის ხომ უცნაურობებით გამოირცეოდა,ამიტომ ძნელია ასეთ დროს მოსთხოვო ადამიანს იყოს ადეკვატური და იაზროვნოს რაციონალურად. იმის მიზეზიც ჰქონდა რატომ უნდა ჰყავრებოდა ამ ყველაფრის შემდეგ იგი.აქ თავს იყრიდნენე სხვადასხვა ასაკის, აზროვნების, გემოვნების ადამიენები.უყვარდა მათზე დაკვირება,სახლში რომ მივიდოდა აუცილებლად უნდა დაეწერა მათზე,შეიძლებოდა სულ პატარა მოკლე მონოლოგი ან ლექსისი ერთი მციე ტაეპი ყოფილიყო,ზოგჯეერ ისეც მომხდარა რომ ერთ კონკრეტულ ადამინზე მთელს ისტორიას აგებდა,შეიძლება ისიც ითქავს რომ მსიის შთგონების წყარო სწორედ მეტრო იყო,თუმცა არა მხოლოდ ის. ვინც მეტორში ერთხელ მანც ხხართ ნამყოფი,მოგეხენებათ თუ რაიმეს არ მოეჭიდე იმის ალაბთობა რომ სახლში დამტვრეული ან ყველაზე მინიმუმ თმა კაწეილი და ფეხსაცმელდატხვირილი მიხვალ იმიტომ რომ ყველა შენ გადაგივ;ლის ძალიან ძნელია,ამას იმ შემთვევაშიც ვერ ასცდები თუკი მოჭიდებული ხარ რამეს,მოკლედ მეტროში ჩასვლა თმაშია „როგორ ამოვიდეთ იქიდან მოწესრიგებულები“ რასაც ძირიტადად ყველა აგებს. ახლაც კარის მხარეს დადგა და ხელი სახელურს მოჰკიდა უყვარდა ეს ადგილი,ამოჩემებად ჰქონდა გცეული თითქოს.ბიჭიც შემოვიდა მის წინ დადგა.როგორც კი მეტრო დაიძრა მთელი ინერციით მიუხედავად იმისა რომ მოჭიდებული იყო მაინც დაეჯახა ლაშას და მთელი სხეულით აეკრა ზედ. რამდნიემე ხნის მანძილზე ასე იდაგა.შემდეგ ცალი ხელი ბიჭის გულზე ედო,რისი მოსმენა უნდოდოა თვითონაც არ იცოდა,თავს დავდებ რომ გეკიტხათ რა გქვიაო სახელსაც ვერ გეტყოდათ სწორედ იმდენად ცაძირული იყო ამ ყველაფერში. ხალხში გზა ხელჩაკიდებულებმა გაიარეს და ექსკალატორამდე მიაღწიეს როგორც იქნა. აშკარა იყო რომ ბიჭი მასზე მოქმედება თიშავდა რასაც თვითონაც ხვდებოდა ამ ყველაფერს კი თავის სასიიკეთოდ „იყენებდა“. დამშვიდობების შემდეგ რამდნიემ წუთით გაბრუებული იდგა და გონზე მოსვლას ცდილობდა.თითქოს ცეცხლის გარშემო იდგა,ტემპერატურა კი ტანდათან მატულობდა და მატულობდა,ეს ცეცხლი კი ჯერ ჯერობით არავის სწვავდა.
სახლში მშვიდობით მივიდა რაც თავადაც უკვირდა,ცხელი შოკოლადი გაიმზადა და ქართულის წერას დაიყო,თუმცა თვითონაც იცოდა რომ ახლა აარფრის გაკეთებას არ ჰქონდა აზრი,კონცენტაციას ვერ ახერხებდა,მხოლოდ რამდენიმე საათის წინ მომხდარი მოვლენები უტივტივდებოდა გონებაში და ვერაფრით ვერ ახდენდა ლექსის ანალიზს.
„-და საერთოდ რადროს გალაკტიონია ამ დროს თუ ღმერთი გწამთ? რომელი საათია რომელი საათია? ტრფობის საათია ღვინის საათია ჩემი დღიუერის წერის საათია,მეროე გალკტიონი ვარ რა გეფიცებით „ ზედა თაროდან ჩამოიღო მსიის დღიური და წერა დაიწყო.
„ 23 აპრილი
გამარჯობა,
მე ლანა ვარ და ჰო მე ცოტა ვაფრენ,განსაკუტრებით კი დღეს. ახლა ჩემი მეორე მე ჩამძაღის როომ მაგარი დებილი და დეგენერატი ადმაინი ვარ იმიტომ,რომ უცხო ადამიანს ამდენის უფლება მივეცი,თუმცა დიდიად მანაღვლებს თქო რომ გითხრათ მოაგტყუებთ,ტყუილს კი ყველაზე მეტად რო ვერ ვიტან იცით ეგ ფაქტი თქვენ. გინდათ მოგიყვეთ ხომ ? მდაჰ! იქნებ არ ღირს? რა გიტხრათ რით გაგახროდ? ჰო ყევლაფერი ასე მოხდა,სრულიად უცხო ადმაინს მივეცი უფლება ცემს ხელს ჩასჭიდებოდა,მეც ანალოგიურად მოვიქეცი,ეს არ ვიკმარე და მეტროში ასე თავხედურად მის გულისცემას ვითვლიდი და მის სურნელსვიმახსოვრებდი. რომანტიკულობა აარფერშუაშია გააჩუმეთ რა ვინმემ ეს ჩემი „მე:“ სიამვნებით გადავივრდიი მეოთხე სართულიდა. ხო მართლა,ხო არ იცით სად შეიძლება შევიძნო გამჭირვალე მინის დიდი ბოთლი? ჰო ვიცი ბედნიერი მომენტების ყუთი რომ მაქვს უკვე მაგრამმ ამჯერად მინის ბოთლი მინდა.არ გამიფრენია არ იღელვოდ! ქართული მაქვს დასაწერი და ახლა ყველაზე ნაკლებად ეგ მანაღვლებს. „ამის მერე რა იქნება“? ნუ მისვამ ასეტ დებიურ კითხვებს. მე რავიცი ვანგა კი არ ვარ. რაც უნდა ის იყოს,არ მაინტერესებს! ნახე რამდენი მოგონება და ბედნიერი წუთები დამრცა? ხო ეს ჩემთვის სრულიად საკამრისია.მე ხომ ერთი არანორმალური გოგონა ვარ,რომელიც აგროვებს ბედნიერ წუთებს და ამით ყველაზე დიდი ბედნიერებას იღებს.ახლა წავედი,არ მცალია.მაგარმ აქვე პატარა ჰეშთეგს დაგიტოვებთ სმახსოვროდ. #საოცრადგამჭოლიდამომნუსხველიმზერააქვსსაოცრად!“

დღეები ერთმანეთს მიჰყვებოდა,არაფერი გასაოცარი და საინტერესო არ მომხდარა მას შემდეგ.დრო და დრო ერთმანეთს ეკონტაკტებოდნენ,მოკლე საუბრები ჰქონდათ ერთმანეთთან. გადატვირთული გრაფიკი ჰქონდა და სძულდა უკვე აბიტურიენტობა. „ილიაშ უნდა ჩაააბრო“ „ილია ძალინ კარგი უნივერსიტეტია“ „საინტერესოა“ მხოლოდ მსგავსი წინადადებები ესმოდა ლაშასგან.,როდესაც საუბარს უნივერსიტეტზე დაიწყებდენენ.თვითონაც ფიქრობდა რომ კარგი უნივერსიტეტი იყო და საბოლოოდ მაინ გადაწყვიტა არჩევანი სწორედ მასზე შეეჩერებინა. სახლში რამდჯერმე წამოიჭრა ეს თემა,დედამ რამდენჯერმა უთხრა რომ თსუ აუცილებლად ჩაეწერა ან პირვე ადგილას სხვა უნივერსიტეტი ამოეწია მაგრამ მის გადაწაყვეტილებაში კარგად იყო დარწმუნებული და არ აპირებდა აზრის შეცვლას/ „ნეტა გამაგებინა რატომ გაქვს ასე ამოჩემებული ეს ილია და მეტი არაფერი არ მინდა“ ეტყოდა ხოლმე და დედაა.არაფერი უბრალოდ მომონს კარგი უნივერსიტეტია,სხვარ აუნდა იყოს ეუბნნებოდა მაგრამ კარგად იცოდა რომ ნაწილობრივ იმიტომ აბარებდა ამ უნივერსიტეტში რომ ლაშასც იქ სწავლობდა. ტავიდან არ უნდოდა ამის აღაირება მაგრამ ერთმა შემთხვევამ ყველაფერი ნათელი გახადა. რამდენიმე მეგობარი შეუჩნდა,რომ აუცილებლად უნდა გადაენაცვლებინა უნივერსიტეტი,ეს ის მომენტი იყო ილიაუნიში ათეისტები და სატანისტები არიანო,ნეტა ვინ მოიტანა ეს სისულელე ის მაცოდინა და მეტი არაფერი მინდაო ამბობდატავიდან.ხოდა ერთ დღესაც ეშმაკი შეუჩნდაო რომ იტყვიან სწორედ მასე მოხდა.უნივერსიტეტები გადაანაცვლა,ილია საერტოდ წაშალა და პირველ ადგილას ღია უნივერსიტეტი დაწერა,ახლა ესემესებს რომ აგზავნია ,დედამიწა მრგავლი არ არისო და ა.შ. როდესაც დასრულდა გადანაცვლების პროცესი გადაწყვიტა ეს ამბავი ნელ-ნელა ლაშასთვისაც შეეპარებინა,და აქ დაიწყო მესამე მსოფლიო ომის წინაპირობა.
-რა ღია თუ დახურული უნი გოგო სულ გააფრინე? რომელი ჯობია გაფიცებ მიტხარი ეგ უნივერსიტეტი რომელიც სულ რარაც 5 თუ 6 წელია რაც არსებობს თუ ილია? რომელსაც არანაირი საფრთხე არ ემუქრება თუნდაც იმსი რომ დაუხრონ ? რამ მოგიარა ? ღმერთო რა გეშვეეელბა ?
-ჰოო ვიცი დებილი ვარ,გული მწყდება მაგრამ რა ვქნა? ახლა გადანაცვლება აღარ შეიძლება,გული მწყდება.
-არ დამენახო გირჩევნია,იყავი და იგლოე ახლა მაგ ღია თუ დახურული უნივერსიტეტი ბოთე ხარ რა სუფა ბოთე.
ლანა ალბათ სტუდენტებიდან ერთადერთი იყო ვისაც გაუხრდა შავი ზღვის უნივერსიტეტს პირველკურსელთა მირება რომ შეუცერეს,ამი გამო საღამოს ნაესმა მოიწერაა რომ უნივერსიტეტების გადანაცვლება შესაზლებელია კიდევო,სასწრაფოდ გადაანაცვლა პირველი ორი ფაკულტეტი ილიაში ჩაააგდო და შვებით ამოისუნთქა.
-უნივერსიტეტები გადავცვალე,მადლობა ლანძღვისთვის,პირველად ვიხდი მადლობა მსაგვსი რამის გამო ..
-ყოჩარ,მაგრამ მაინც ბორტე ხარ აი რა დახურული უნივერსიტეტი გაფიცებ ? დაგიხურავდა მერე ილიაც კარს სამუდამოდ და მეც
-კარგი ხო
-ბოთე ხარ ბოთე.
და ამის შემდეგ თქვენთვისაც ნათელი გახდა ხომ ? რატომ ჩააბაარ მაინდამაინც ააქ? რა თქმაუნდა ერთი ძირითადი მიზეზის გამო დიახ აქ ლაშა სწავლობდა და ლაშამ ურჩია!
ერთი შეხედვით ყველაფერი ძალიან ჩვეულებრივად ვითარდებობდა.ორივე მათგანი „დღევანდელი დღით’ ცხოვრობდა.ძირითადად მათი საუბრები ეხებოდა უნივერსიტეტს,ლექტორებს, საგნებს და ალაგ-ალაგ მათი გაცნობის დღეს სულ ეს იყო. ერთმანეთის ნახვას ყოველთვის გეგმავდნენ მაგრამ არასდროს გამოსდიოდათ ხან რა უშლიდათ ხელს ხან რა,მხოლოდ ერთხელ შეხვდნენე უნივერსიტეტში მას შემდეგ შემთხვევით ერთმანეთს ისევ შემთხვევით გადაიკვეთა მათი გზები.გაუხრდა,დაიბნა და ერთიანად დაუარა ჯრუანტელმა.თვეეები იყო არ ენახა,ამჯერად გააცნობიერა რომ წინასთან შედარებით უფრო მეტად აბნევდა ეს მზერა,თითქოს უფრო გამჭოლი და თვალის მომჭრელი გამხარიყო.მთელი გზა მხოლოდ ის კადრი უტრიალებდა თვში,თუ როგორ ჩაეხუტა ბიჭი და მისსი სურნელი როგორ შეატოვა მის მატერიას.ერთადერთი ფრაზა რაც თავში უტრიალებდა და რატომ თავადც არ იცოდა იყო მხოლოდ „ არასდროს ჩაეხუტო ტყუილად ადამიანს“ ნეტავ რას მოუტანდა მას ეს ჩხუტება/

225 დღით ადრე
ჩანაწერებს ისევ აკეთებდა.დღე არ გავიდოდა რამდენიმე ფრაზა მაინც რომ არ სეეტოვებინა ფურცლებისთვის იმ დღის მოსაგონებლად. „დღე რომელიც უშენოდ მოვა,მხოლოდ გარედან იქნება მშვიდი“ ნაჩქარები კალიგრაფიით მიაწერა ფურცლის კიდეში,კაშნე აიღო და სუსუხია დეკემბერთანნ შესახვედრად გაემართა.მიდიოდა და თან ბედნიერება მიჰქონდა. იღიმოდა,უცინოდა სახე და მთელი სახის მოყვანიობა ,თითქოს ამ ღიმილისთის მთელი სამყაროც ფეხქვეშ ედებოდა.ზამთარს ფეხი მყარად მოეკიდა თბილისის ქუჩებში,ხეებს კისრები დაეხარათ მედუდურად დაეხარათ თავი თოვლის სიმძიმის გამო.რამდნიმე ხის შუაშ ორი „ძელსკამი“ იდგა, ეულად ელოდა სტუმრებს,სამაგიეროდ თოვის ფიფიქებს დაედოთ ბინდა და თავს კომფორტულად გრძნობდნენ.სკამის შორის,შორიდანვე შეაჩნევდით მაღალ სილუეტს,გრზელი შავი მანტოს საყელოები აწეული ჰქონდა, ხელელბი ჯიბეებშ ჰქონდა ჩაწყობილი.ჰორიზნონტს გასცდენოდა მსისი ფიქრები.ზურგს უკან ნელი ნაბიჯების ხმა,ფეხსაცმლის ყოველი ნაბიჯი თოვლს იარად ემჩნეოდა სხეულზე. შორიდანვე იგრძნო მისის სიახლოვე.მხოლოდ ერთი ფრაზა წარმოთქვა და კვლავ ჩაიძირა ფიქრებში. „უხდება დეკემბრის სიცივეს შენი ცემს გვერდით ყოფნაა...ძალიან უხდება“ ნელი ნაბიჯებით გადაკვეთ გოგონამ მათ შორის არსებული მანძილი და ზურგიდან მტელი ძალით ჩაეხუტა.
-იცი რატომ არის ზურგიდან ჩახუტებას ასეთი სასიამოვნო? წარმოთქვა ჩუმად,მისის სიტყვები მოზუზუნე ქარმა შთანთქა თითქოს მაგრამ მაინც მიიტანა ადრესატამდე.
- იმიტომ,რომ ჩვენი გულები ამ დროს ერტ მხარეს ფეტქავს,ზოგჯერ რიტმულობასაც კი უთანხმებენ ერთმანეთს
ბიჭი მოულოდნელად შემოტრუაკდა,მიისი გახურებული ტუცებშ გოგონას შუბლს მიაკრო და ხელი მაგრად ჩაჰკიდა.
ბარდნიდა,რაღაც საოცრად და არა ამქვეყნიურად,ყველაფერი ტეთრი იყო ირგვლილვ,შორიდანაც ადვილი შესამჩნევი იყო,წყვილი რომელიც ერთმანეთის ხელებს მაგრად იყვნენ ჩაბღაუჭებულნი,თითქოს მად იყვნენ ასე გამკლავებოდნენე ყველა პრობლემას და დაბრკოლებას მაგრამ...

15 დღის შემდეგ
ძველი წიგნაკის ბოლოს აუცილებლად შეამჩნევდით წარწერას,რომელიც ბურთულიანი კალმით სულ ახალი მიწერილი უნდა ყოფილიყო ფურცლის კიდეში.მელანი ბოლომდე გამშრალი ჯერაც არ იყო.
„რა ვუშველო მეხსიერებას,რომ ყველა მოგონება ახსოვს...და აეღთოდ რა ვუშველო იმ ფაქტს,რომ არასდროს მავიწყდები,ნეტავ სადამდე გავუძლებ? როდის ამოხეთქავს ყველა ემოცია,როდის ადვიჯერებ რომ ყველაფერი დამთავრდა,ასე ლამაზად მარტივად ტრაგიკულად და საოცრდაც კი“



№1  offline მოდერი მარტო სახლში

dzalian kargi iyo. momewona <3 ase gaagrdzele

 


№2  offline მოდერი Someone wandering

ცუდად ვარ შენ თავს ვფიცვაარ ლაან
წერის სტილი ნამდვილაად კარგია
პერსონაჟის ტკივილი მეც მტკიოდა
ვინც წასასვლელია ის უნდა წავიდეს! ძნელია,მტკივნეულია,გაუსაძლისია....დაჯერება რთულია....მაგრამ ეს ცხოვრება ასეა მოწყობილი
ველი მე გაგრძელებას,ველი რომ ლანა იპოვის ამს ვინც მისი ღირსია,ვისსაც ზურგიდან ჩაეხუტება და სიყვარულს გაუზიარებს heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent