საუკუნო სიყვარული.თავი 1.
ზოგჯერ არ გინდა იფიქრო,მაგრამ მაინც გიწევს ფიქრი ისეთ თემებზე,რომლებიც წარსულის მოგონებებს ღიმილით გახსენებს და ხვდები,თუ როგორ ძალიან გენატრება.უსასრულო ლოდინი გკლავს,მაგრამ მაინც ელოდები.გაუცნობიერებლად ხატავ ფურცელზე რაღაც საგნებს და ბოლოში ცრემლიანი თვალით მიაწერ ,,მე შენ მიყვარხარ'' და ეს ჩემი სიყვარული საუკუნო სიყვარულად დავმარხე ჩემში,მხოლოდ ჩემში.ცრემლი იმატებს,ჩუმი და უხმო ქვითინი გოდებაში გადადის,ყველაფერი ერთმანეთში ირევა და ლამაზ მოგონებების კადრები გონებაში ირევიან,თვალებს ვხუჭავ მაგრად და წარმოვიდგენ შენს გამოხედვას,რომელიც ახლა გულს მიკლავს.მახსოვს დამნაშავის თვალებით რომ მიცქერდი როცა დააშავებდი და ყველაზე მეტად სწორედ მაშინ მინდოდა შენთან მოვსულიყავი და ჩაგხუტებოდი.როცა ძალიან მტკიოდა მხოლოდ შენი ხმა მაბრუნებდა რელურ სამყაროში,სამყაროში სადაც არ მინდოდა ვყოფილიყავი მე,მაგრამ მაინც ვარსებობდი.დრო გადის და ცხოვრება გრძელდება,მაგრამ უშენოდ გრძელდება და შენგან დატოვებული ლამაზი მოგონებებით.მიძნელდება გავუძლო ამ სასტიკ ცხოვრებას,არ მჯერა შენი წასვლა,შენ მე არ დამტოვებდი და ამიტომ გეძებ,მაინც დაგეძებ თუნდაც უშედეგო იყოს ეს ძებნა.როგორ მწარედ მატკინე გული,ძალიან მწარედ.შენ,დიახ შენ მატკინე და არ გაითვალისწინე რომ მე შენ მჭირდები,ძალიან მჭირდები.უეცრად გაითიშა და მათი ბოლო შეხვედრა წარმოიდგინა.საბნის კუთხე ასწია და ტელეფონის მხიარულმა მუსიკამ დაარღვია მისი სიმყუდროვე. -გისმენ,იცი რომელი საათია? -ვიცი,მაგრამ 5 წუთში თუ დაბლა არ ჩამოხვალ მე თავად ამოვალ მაღლა. -რატომ უნდა ჩამოვიდე ამ დროს? -რატომ? -დიახ,რატომ. -იქნებ იმიტომ,რომ მივდივართ. -მივდივართ? სად მივდივართ,შენ კარგად ხარ? -ბევრ კითხვებს სვამ,სესილი გელოდები. -არა,არ ჩამოვალ ძირს,წადი. -ვიცი,ვიცი ნაწყენი ხარ საყვარელო მაგრამ უნდა მაპატიო რადგან მიზეზი მქონდა. -შენ ყოველთვის მიზეზი გაქვს,ამიტომ შენს მიზეზებს მე აღარ ვკითხულობ,წადი და აღარ მოხვიდე. -არსად არ წავალ სანამ არ მომისმენ სესილი. -დავიღალე,ძალიან დავიღალე ბადრი შენი ახსნა განმარტებებით. -ვიცი რომ დაგღალე,მაგრამ ვალდებული ხარ ამჯერადაც რომ მომისმინო. -კარგი მოგისმენ,მაგრამ არა იმიტომ რომ მაინტერესებს რას მეტყვი,არამედ იმიტომ რომ ვიცი არ მომეშვები და ამიტომ აქ ამობრძანდი,მე დაბლა არ ჩამოვალ.ტელეფონი გათიშა და იქვე მიაგდო,თავად კი თავისი საყვარელი წითელი ატლასის ხალათი შემოიმცვა ტანზე და კარიც გააღო.კართან უკვე იდგა მაღალი შავთვალება 33 წლამდე მოხდენილი მამაკაცი,რომელმაც შეხედა თუ არა სესილის საკოცნელად გაიწია,მაგრამ სესილიმ თავი გვერძე გასწია და შემდეგ თვალებში ჩახედა უკვე სახლში შემოსულ მამაკაცს. -ნუ მიცქერ გაბრაზებული და ის მითხარი საღამომ როგორ ჩაიარა.სესილიმ გაოცებულმა შეხედა და ასევე გაოცებულმა კითხვა დასვა. -გაინტერესებს როგორ ჩაიარა იმ საღამომ,რომელიც ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო? -ხო სესილი მაინტერესებს და ნუ მიყურებ ასეთი თვალებით. -არ ხარ ნორმალური და როგორ ძალიან მიკვირს,მიკვირს შენ როგორ შემიყვარდი ან რატომ შემიყვარდი. -ვერ ხვდები რატომ შეგიყვარდი? -ვერა,ვერ ვხვდები. -იმიტომ რომ შენც ჩემსავით არანორმალური ხარ. -თუ ხვდები,რომ მეც შენნაირი გავხდი. -მერე ეს ცუდია? -ცუდია,მეც შენნაირი მატყუარა გამოვდივარ. -ნუ ბუზღუნებ,ხვალ და ხვალ და შენ საუკუნოდ ჩემი იქნები,მხოლოდ ჩემი და ხომ იცი არაფერი არ შეიცვლება.დაწყნარდი,ხვალიდან ჩვენი ახალი ცხოვრება იწყება. -როგორ ფიქრობ,ვართ მზად ეს პასუხისნმგებლობა ავიღოთ და ბოლომდე ვზიდოთ,შევძლებთ? -დარწმუნებული ვარ,შევძლებთ. -ლუკა? ლუკა იქნება ხვალ შენს გვერდით? -ვფიქრობ რომ იქნება, დღეს დამირეკა და მითხრა ბილეთი ავიღე და წამოსასვლელად ვემზადებიო. -კარგია,ლუკას დაბრუნება მართლა ძალიან მიხარია.მას შემდეგ რაც წავიდა 8 წელი გავიდა და ეს დიდი დროა მეგობრის მოსანატრებლად. ბადრი სესილის უცქერდა და თვალებში ცეცხლი ენთო,მისკენ მიიწია სესილი და გულში ჩაიკრა. -ვგიჟდები შენზე,ერთადერთი წმინდა ადამიანი შენ ხარ ჩემს გვერდით და არავის,არავის არ მივცემ უფლებას ჩვენს შორის ჩადგეს. -არც მამაშენს? ის ხომ წინააღმდეგია ჩვენი ქორწინების,ვერ გავიგე ასე რატომ ვეზიზღები ამ ადამიანს. -არც მას და არც სხვას,ჩემი ხომ გჯერა. -მჯერა,მიუხედავად იმისა რომ არანორმალური ხარ,შენი მაინც მჯერა.ბადრის გაეცინა,მაგრამ შემდეგ თვალებში ჩახედა სესილის და სერიოზული ხმით უთხრა. -სესილი რაც არ უნდა მოხდეს,გთხოვ ჩემზე აზრი არ შეიცვალო.სესილიმ გაოცევბულმა შეხედა და უთხრა. -რა უნდა შეიცვალის ან რატომ უნდა შეიცვალოს,ბადრი რამე საიდუმლო გაქვს და ვერ მეუბნები? ვფიქრობ უკეთესია თუ ახლავეს ვეტყვით ერთმანეთს თუ რამე სათქმელი გვაქვს და ხვალიდან ჩვენს ქორწინებას ტყუილებით არ დავიწყებთ. -არა,არა დამშვიდდი არაფერს არ ვმალავ. -დარწმუნებული ხარ? ბადრი სესილის უცქერდა თვალებში და თითქოს ის იმ თვალებით სესილის პატიებას თხოვდა,შემდეგ თვალი აარიდა და არც ისე მტკიცე ხმით უთხრა. -დარწმუნებული ვარ. -კარგი,მე შენ გენდობი მაგრამ დაიმახსოვრე თუ ისე არ მოხდა რამე როგორც უნდა მოხდეს,შემდეგ არ გაპატიებ ტყუილს არც მაშინ ჩემს გამო თავი სასიკვდილოდაც რომ გასწირო. -მსგავსი არაფერია,დაწყნარდი და მინდა დღეს აქ შენთან დავრჩე. -არა,სადაც აქამდე მელოდე ხვალამდეც დამელოდები,მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს. -რაც გინდა მთხოვე საყვარელო. -ნუ დამიმსხვრევ ჩემს ლამაზ სამყაროს და ნუ დამტოვებ ისე,მხოლოდ ოცნებებიღა შემრჩეს. -მითხარი,რა არის შენი ოცნება. -შენთან ერთად გავატარო მთელი ჩემი ცხოვრება,ერთად გაგვითეთრდეს თმა და ერთმანეთის სახეზე დავითვალოთ გაჩენილი ღარები.მხოლოდ სიჩუმე და სიმყუდროვეში მინდა ვიყოთ,პატარა სახლი მინდა და არც ძალიან გადატვირთული,მხოლოდ ჩვენ ორნი ვავსებდეთ ერთმანეთს. -გპირდები,ეს ოცნება არა,ეს შენი რეალური ცხოვრების ნაწილი გახდება. -მპირდები? -გპირდები. -კარგი,დაგიჯერებ და ახლა ხვალამდე დაგემშვიდობები. -ხვალამდე ჩემო სულო.ბადრი წავიდა და ისევ თანვე წაიღო გულში დაგროვილი უთქმელი დარდი,სახლში არ წასულა სულ სხვა მიმართულებით აიღო გეზი და უაზროდ უცქერდა წინ გზას თითქოს იქ ელოდა ხსნას.ქუჩა ცარიელია,სრული წყვდიადი და სიჩუმე სუფევს.სიმარტოვე არის შენს სულშიც,სიმარტოვე რომელიც ასე ძალიან გრთგუნავს.თვალები აუჭრელა ცრემლმა და მის წინ დიდმა შენობებმა თითქოს ვალსის ცეკვა დაიწყო,დიდ შენობებთან ერთად წელიწადის ოთხივე დროც ცეკვავს და ოთხივე დროს თავისი განსაკუთრებული ფერები აქვს. -ჩემი მეწყვილე ვინ არის? ვინ არის თუ არა სიმარტოვე და მოწყენილობა.სესილი,სესილი მეშინია,მაგრამ დაე მოხდეს რაც მოსახდენია,იმედი მაქვს გამიგებ როცა სიმართლეს გაიგებ,მაგრამ ვფიქრობ გვიან იქნება და სწორედ მეც ეს მაშინებს.ცრემლი მოიწმინდა და ისევ გააგრძელა გზა ნელი სვლით. -შენ წმინდა გრძნობით დგეხარ ჩემს წინ და არ გავხარ ჩემსავეთ ბინძური სულის ადამიანს.მე ხომ ჩემებურად მიყვარხარ,შენი გაცნობიდან დღემდე დიდი,ძალიან დიდი დროა გასული პატარავ.ვიცი რომ ჩემი წარსული და ის საიდუმლო დამაკარგვინებს შენს თავს და საერთოდ ყველაფერს.შიშით უნდა გავიარო სიყვარულის გრძელი გზა, სადაც ბეწვის ხიდია გასავლელი.არ ვიცი რა მოხდება ხვალ,მაგრამ გთხოვ შეეცადო რომ შეუცვლელი დარჩე.შენ გიყვარს ოცნება,მე კი მძულს რადგან ის ყოველთვის მკრთალი ღიმილით დამცინის.ხვალ,ხვალ და ხვალიდან დაიწყება ჩემი ბედნიერი ცხოვრება,მაგრამ ამოდენა საიდუმლოს გული როცა ატარებს ვიქნები კი ბედნიერი? ესეც დროის საკითხია,უკვე თენდება,წვიმამაც დაიწყო და მე ვიღიმი.რატომ? შევცქერი წვიმის წვეთებს თუ როგორ დანავარდობს ისინი ჰაერში და ბოლოს მაინც მიწაზე ეცემიან.ასეა ადამიანიც,ერთხელაც შესაძლებელია ის ღრუბლებამდეც კი ავიდეს,მაგრამ მისი ბოლო მაინც მიწაა.დამღალა ყველაფერმა,ძალიან დამღალა.სესილიმ ბადრი გააცილა და დაფიქრებულმა დახურა კარი თან ჩაილაპარაკა. -რაღაცას მიმალავ და ძალიან მაშინებს შენი დაფიქრებული სახე,რას ნიშნავს შენი ბოლო სიტყვები.სასწრაფოდ აიღო საწოლზე დადებული ტელეფონი,ნომერი აკრიბა და დაელოდა. -გისმენ სესილი რა მოხდა,რატომ არ გძინავს? -შენ რატომ არ გძინავს. -მე? ხვალ სასამართლო სხდომა მაქვს და ჩემი კლიენტის საქმეს გადავხედე,შენ? -მილენა მეშინია,ძალიან მეშინია. -კარგი რა სესილი რისი გეშინია,დარწმუნებუკლი ვარ ბადრი არაჩვეულებრივი მეუღლე იქნება. -მომეჩვენა,თითქოს დაბნეული იყო. -დარწმუნებული ვარ მოგეჩვენებოდა ან შესაძლებელია ხვალინდელ დღეზე ისიც ნერვიულობს და განიცდის,განა მხოლოდ ერთი კვირით ან ერთი თვით აპირებთ ერთად ცხოვრებას? თქვენ ხომ მთელი ცხოვრება ერთი გზით უნდა იაროთ. -კი ასეა,მაგრამ........................ -არავითარი მაგრამ სესილი. -შენ გჯერა ბადრის? -განა ახლა გავიცანით? ჩვენ ხომ თითქოს მთელი ცხოვრებაა ერთად მოვდივართ. -არ ვიცი,არ ვიცი მომავალს მხოლოდ დრო გვიჩვენებს. -სესო დამშვიდდი საყვარელო,უნდა გაგითიში ბესო მოვიდა. -ახლა დაბრუნდა სამსახურიდან? -ახლა დაბრუნდა? ის ასე ბრუნდება ყოველ საღამოს,თავის საქმის ერთგულია ჩემი ქმარი. -აფირისტობას აქვს ადგილი,ვის ელაპარაკები.მილენას გაეღიმა და უთხრა. -სესილის. -როგორ არის? -ეშინია ხვალინდელი დღის. -რისი ეშინი,რა არ გასვენებს გოგო არ მითხრა რომ ბახვას ქორწილის წინა საღამოს ტელეფონით დაეძებ.გაეცინა ბესოს. -არა,იყო მოსული და წავიდა და ნუ გაქვს შენ მწარე ენა. -ხვალ ეკლესიაში შევხვდებით ერთმანეთს და პირადად მოგილოცავ და არა მელინას ენით. -გელოდებით.ბესომ ტელეფონი გათიშა და დაღლილი სახით შეხედა მელინას. -დაღლილი ხარ,მძიმე დღე გქონდა? -მძიმე დღე მქონდა,მაგრამ შენ რატომ არ დაწექი სამი საათია. -ხვალ სასამართლო სხდომაა და კლიენტის საქმეს გადავხედე. -შენი კლიენტი იყო გიგა სამადაშვილი? -კი,რა ხდება. -დღეს საღამოს, გიგა მკვდარი ნახეს საკანში. -არ მჯერა,გიგა ჯერ სულ ბავშვი იყო და თან უდანაშაულო. ხვალ,მას ხვალ გავანთავისუფლებდი. გაოცებას ვერ მალავდა მილენა. -გულის შეტევით გარდაიცვალა. -არა,მას არ ჰქონდა გულის პრობლემები ის გააჩუმეს. -ვიცი,ის სამუდამოდ გააჩუმეს სხვა კი გადაარჩინეს იმ ცივ კედლებს.ეს რას ნიშნავს? ვიღაცას არ აწყობდა ხვალინდელი სასამართლო. -ვის,ვის უნდა ჩედინა ეს. -ვიღაც წამოეგება ანკესს,მხოლოდ ეს რომ დავამტკიცოთ დრო უნდა. -ხვალ მაინც მომიწევს იქ მისვლა,როგორც მისი ადვოკატი. -მეც მივდივარ დილით,გვამის გაჭრის ექსპერტს გადმომცემენ და შენც დაგჭირდება საქმეს რომ დაურთო მტკიცებულებად. -ექსპერტი ჩვენია,თუ გააყალბებენ მასაც. -ვერაფერს გეტყვი,პასუხებს რომ ვნახავ მივხვდები გაყალბებულია თუ ნამდვილი.კარგი,უკვე გვიან არის,წამო დავწვეთ.ბესომ წავიდა,მაგრამ უეცრად მოუბრუნდა და მილენას უთხრა. -რა ქენი დღეს,იყავი ექიმთან? შეხედა მილენას გაბრწყინებულ თვალებს და მიხვდა,თვალებმა თავად უთხრა პასუხი. -იყავი,კიდევ როდის მიდიხარ? -არ მივდივარ. -რატომ? სახე შეეცვალა ბესოს. -არ მივდივარ,მივდივართ. -მეც უნდა წამოვიდე? -მარტო ჩემს მისვლას ექიმთან აზრი არ აქვს საყვარელო,ერთად უნდა მივიდეთ ხვალისთვის ვართ ჩაწერილები აღარ გადავდე ვიზიტი. -კარგი,დილით მივიდეთ ექიმთან შემდეგ კი ციხეში უნდა წავიდე. -ამდენ რამეს ხვალ მოვასწრებთ? -იცი რა მიკვირს? რამ მოაფიქრა სესილის ქორწილის გადახდა სამშაბათ დღეს. -ბადრის დრო არ ჰქონდა სხვა დღეებში. -ლუკა ჩამოდის თუ იცი? -მგონი კი,დაზუსტებით ვერ გეტყვი. -სესილის რა უნდოდა ასე გვიან. -მეშინია ხვალინდელი დღისო. -რაა საშიში,ერთმანეთი უყვართ რაც თავიანთი თავები ახსოვთ და ერთად იცხოვრებენ,ერთადაც გადაჭრიან წარმოჩენილ პრობლემებს. -სიმართლე გითხრა,ამ ბოლო დროს მეც არ მომწონს ბადრი. -რატომ,რამე შეამჩნიე? -რაღაც დაბნეულია და სულ ტელეფონს ამოწმებს როცა ერთად ვართ,თითქოს ეშინია სესილიმ არ გახსნას მოსული შეტყობინება. -დავიჯერო ვითომ რამეს გვიმალავს? -შენ არაფერი არ იცი,არ უთქვამს? იქნებ გული გადაგიშალა და რამე დარდი ამოიღო შენთან. -არა,არაფერი უთქვამს შენს თავს გეფიცები.მათე შემხვდა დღეს და ვერ შემხვდა კარგად,დაბნეული და გათიშული იყო. -მათე დაბრუნდა? ან რა ჭირს ამ ხალხს,იქნებ სესილი შეცდომას უშვებს ბესო. -არ ვიცი,ვერაფერს გერტყვი ბავშვები არცერთი არ არის. -მათეს არ შეეკითხე რა ჭირდა? -შევეკთხე,მაგრამ მითხრა მოხუცი გვყავს მძიმედ სახლშიო. -მართლა? ხვალინდელ დღეს დააცდიდეს,როგორც იქნა გადაწყვიტეს დაქორწინება. -ჩვენ ვერაფერს ვერ ვიზამთ,მხოლოდ მოთმინება ვიქონიოთ და მხოლოდ იმაზე ვიფიქროთ ხვალ ექიმმა საიმედო გვითხრას,რომ სულ მალე ჩვენი პატარა დავიჭიროთ ხელში,ხან შენ დააძინებ და ხან მე.უთხრა ბესომ ღიმილით და მილენა გულში ჩაიკრა,მილენამ კი გაბადრული სახე ჩამალა ბესოს მკერდში და ასე ერთმანეთხე ჩაკრულებს ჩაეძინათ. როგორც იქნა მივიცალე ჩემი საიტისთვის,ყველას მინდა მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წლები.ოცნებების ახდენის წელი დამდგარიყოს და ყველას სახეზე ღიმილი გქონოდეთ.მომენატრეთ ჩემო ტკბილებო და აი მეც მოვედი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.