შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კესანე


24-12-2018, 00:37
ავტორი მერიემ
ნანახია 11 756

-ბებია ყიდის კევებს, ნაირ-ნაირ ფერებს, რომელი ფერიც გინდა შენ ამო..ირრ...ჩი...ეე-ითვლიდა ირაკლი კესანების ქუჩაზე, ითვლიდა დიდი განცხრომით და მოლოდინით აღსავსე მზერით თუ ვინ დაიხუჭებოდა.
ირაკლი უბანში მთავარი "გამთვლელი" იყო, ნუ რაღა მთავარი, უმთავრესი. მის გარეშე არცერთი თამაში არ დაიწყებოდა, ელოდნენ, იმიტომ რომ იცოდნენ, თაღლითობის გარეშე გაითვლიდა და არ "ჩააწყობდა" თამაშს. ირაკლის მოსამართლე,გამშველებელ-შემრიგებლის როლი ჰქონდა. ის იყო მზე, სინათლე ბნელ 90-იანებში, თავისი კეთილი გულით, თბილი, ცისფერი თვალებითა და ქერა თმით. გადიოდა წლები,რაც უფრო ვიზრდებოდით, მით უფრო ბევრს ლაპარაკოდნენ ჩვენზე, ამბობდნენ, ირაკლის კესანე უყვარს, კესანეს ქუჩის მთავარი კესანეო ... უთქმელი ბიჭი იყო ირაკლი, იმდენად უთქმელი ქუჩაში შეხვედრისას თვალს მარიდებდა.გოგონები მეუბნებდნენ ვერ ბედავს, სცხვენია თქმისო.ერთ დღეს სადარბაზოსთან დამხვდა... ხელში ულამაზესი კესანები ეჭირა...ბარათით... მომაწოდა, მიყვარხარო მითხრა და წავიდა..."კესანე, შენი კვნესა მე, შენთვის სიყვარულს ვკვესავმე"- თვალები ამიცრემლიანდა , მივხვდი,მეც მომწონდა ირაკლი, მისი ბეჭებში გამართული, ვაჟკცური სიარული,მისი საუბრის მანერა, მისი სტილი, მისი სიმართლე, თავდაჯერებულბა... ირაკლი მომწონდა... არ ვიმჩნევდი, მაგრამ მომწონდა მისი ყველა ნაკვთი, თლილი თითები, ფერმკრთალი კანი,განიერი ბეჭები. არ ვიცი ეს ყველაფერი სად შევნიშნე, სად შევითვისე, სად გავისულდგმულე...
"მაპატიე იკა, მაპატიე ყველა უთქმელი გრძნობა, უთქმელი სიტყვა, განცდა, მაპატიე..."
სასწავლებლიდან გამოსულს, ჯავახიშილის კორპუსის წინ მხვდებოდა,რა თქმა უნდა, კესანებით ხელში და უთქმელად, ხმის ამოუღებლად სახლამდე მოვყავდი, თითქოს არც იყო სიტყვები საჭირო, მაგრამ დამიჯერეთ, სიტყვები ყოველთვის საჭიროა, ყოველთვის, ყველა სიტუაციაში...უთქმელად გვიყვარდა ერთმანეთი, ჩემი ყველა ფერი იყო ირაკლი, დედამიწაზე არსებული ყველა ფერი...გგონიათ ოდესმე გაუფერულდა?!არასდროს!!! ჩვენი სიყვარულის , ურთიერთობის და გრძნობის სიმბოლოდ კი კესანე იქცა... მახსოვს, ქუჩაში ბოშა ქალი გადაგვიდგა წინ და ყვავილს დახედა, მერე მე შემომხედა, გაეღიმა და მითხრა:"ყველა ყვავილი, რომელსაც გჩუქნიან ამბობენ თავის სათქმელს და თუ შენ გაგიმართლა და გაჩუქეს კესანები, ეს ნიშნავს რომ შენს წინ ერთგული სიყვარული დგას, არასდროს გიღალატებს და გაგცემს"-ო... ირაკლის გაეღიმა, ჩვეული თბილი ღიმილით, და ამომხედა... რა თავმომწონე ვიყავი, არც მაშინ მითქვამს რაიმე, უბრალოდ მეც ვიღიმოდი. მინდოდა გცოდნოდა, როგორ მიყვარდი,როგორ ვდნებოდი შენს ოდნავ გაღიმებაზეც კი, უნდა გცოდნოდა, უნდა გცოდნოდა...
ერთ დღეს უბანში ხმა გავარდა, იკა ავარიაში მოყვა,აღარ გვყავსო, ჩვენი ირაკლი აღარ არისო დაიყვირა მეზობლის ქალმა და მახსოვს, როგორ ჩამოღამდა მთელ ქუჩაზე, ვერც მზე ანათებდა არემარეს და ვერც ლამპები ოთახებს. თითქოს სადღაც უბნის გვერდით ღილაკი იყო, ღილაკი, რომლის თითის დაჭერის შემთხვევაში კესანების ქუჩა ჩაბნელდებოდა. ჩამობნელდა კიდეც. იმ საღამოს აღარ გაუვლია მაღალ სილუეტს ჩემი ფანჯრის წინ, მეც აღარ ამოვფარებულვარ ფარდას და აღარ დამიწყია სილუეტისთვის თვალის გაყოლება ქუჩის ბოლომდე. ირაკლი აღარ დამხვედრია ჯავახიშვლის კორპუსის წინ კესანებით ხელში და აღარ მოუწვდია ბარათი წარწერით:"კესანე, შენი კვნესა მე, შენთვის სიყვარულს ვკვესავმე",იმ დღეს ირაკლი არ იყო, არც იმ დღეს და არც მერე... ის აღარ იყო..
"მაპატიე იკა, მაპატიე ჩემი უსუსურობა, მაპატიე ყველა უთქმელი გრძნობა,უთქმელი სიტყვა..."
გონებიდან ამოიშალა ყველა ფერი, დედამიწაზე არსებული ყველა ფერი!ის შავი სამოსიც, რაც თითქოს შევისისხლხორცე დღეების განმავლობაში, შემდეგ უკვე წლების, ისიც უფერული გახდა...
რამდენიმე დღეში დაკრძალეს უბნის უმთავრესი "გამთვლელი". "გამთვლელი"... რამდენ გრძნობას, ემოციას, ისტორიას იტევს ეს ერთი შეხედვით უბრალო სიტყვა...მიაცელებდა ყველა, მთელი კესანეს ქუჩა... ტიროდნენ... ვტიროდით.მე ჩემს სიყვარულს, ჩემს პირველ სიყვარულს, დანარჩენები კი მეგობარს, მეზობელს, უბრალოდ უმაგრეს ბიჭს მიტიროდნენ. მივყვებოდი სასახლეს, როგორც ქვრივი, როგორც გულამოგლეჯილი ქალი, მივყვებოდი და თან მიმქონდა ჩემი დარდი, ჩემი ფიქრები, მიმქონდა კესანები, ჩემი,ჩვენი კესანები... ჩვენი სიყვარულის სიმბოლო კესანები...
"კესანე, შენი კვნესა მე, შენთვის სიყვარულს ვკვესავმე"-მიტყრიალებდა ეს სიტყვები გულში და გონებაში...
"მაპატიე იკა, მაპატიე ჩემი უსუსურობა, მაპატიე ყველა უთქმელი გრძნობა,უთქმელი სიტყვა..."



№1  offline წევრი ნანა73

სევდიანი ამბავია, უთქმელზე და სინანულზე, ტკივილზე ... სიყვარულზე... გული დამწყდა...

 


№2 სტუმარი სტუმარი სალომე

<3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent