შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღამისფერი (სრულად)


25-12-2018, 01:59
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 39 623

ქალის ხვედრი ზედმეტად მძიმეა როდესაც გაუგებარი, ზოგჯერ უაზრო და სასტიკი კანონები , დაუწერელი კანონები განსაზღვრავს შენს ცხოვრებას იმას თუ როგორ უნდა ჩაიცვა, იცეკვო, იარო, ისწავლო , გათხოვდე. საერთო ჯამში რამდენიმე კაცს ემორჩილები მამას , ძმას, ქმარსა და ბოლოს შვილს. თუ დაბადებიდანვე გარგუნა ღმერთმა "წესების დამცველ" ოჯახში დაბადება ბოლომდე ერთფეროვანი ცხოვრება გექნება თუ საოცრება არ მოხდა და განსხვავებულ კაცს არ გაჰყევი ცოლად. თუმცა მაინც ყველაფერი შეფარდებითია, ზოგს უმართლებს , ზოგს სულ ბრძოლა უწევს, ზოგი ყოველთვის დაცემულია და წამოდგომას რომ არ ცდილობს მანამ რჩება მიწაზე დამხობილი სანამ ვინმეს არ შეებრალება. ერთნი კი იბრძვიან ყოველთვის , ცხოვრებისა და ადამიანების წინააღმდეგ თითქოს საკუთარ ბედისწერასაც კი ამარცხებენ და ცდილობენ ისე გაანათონ ყველაფერი რომ ბნელში მყოფებსაც აუხილონ თვალი. ომს ბევრი დაზარალებული ჰყავს და ზოგჯერ გამარჯვებულის ტიტულის მქონეც ნადგურდება მძიმე ბრძოლაში. არავინ იცის გაიმარჯვებს თუ დამარცხდება, შანსები ყოველთვის ისე ნაწილდება რომ წინასწარი გათვლების გაკეთება ძალზედ ძნელია . ვერ გაიგებ მტრის სტრატეგიას როდესაც კონკრეტულ პიროვნებას არ უპირისპირდები , არც რომელიმე გუნდს ,თუნდაც მხარეს . იბრძვი ყველას წინააღმდეგ ვინც შენს საწინააღმდეგო მხარეს აღმოჩნდება...წლების შემდეგ განვლილ ცხოვრებას რომ გადახედავ ზოგჯერ ისიც კი ბუნდოვანია რომელი ნაბიჯი დასრულდა გამარჯვებით და რომელი დამარცხებით.
1978 წლის თებერვალში დაიბადა. იმდენად ციოდა რომ ჩაბნელებულ, ლამფის შუქით განათებული ნახევრად დანგრეული სამშობიარო სახლის ერთ_ერთ ოთახში დილის 3 საათზე დაბადებული გოგონას ტირილის ხმაც ვერ გაიგეს. ვერ აიტანა რამდენიმე საათიანი წვალების შემდეგ თბილი გარემოდან გამყინვარებაში მოხვედრა, იქნებ ხვდებოდა კიდეც კარგი არაფერი ელოდა , მაგრამ ექიმებმა ძალები არ დაიშურეს და არასასურველი გოგო გადაარჩინეს.
"მის დაბადებას შუშხუნები არ მოჰყოლია" ბიჭს ელოდნენ , მაგრამ მესამეც გოგო აღმოჩნდა და ჩვეულებისამებრ დედა იყო დამნაშავე, ისევ გოგო გააჩინა. მამას მეგობრები ამხნევებდნენ მეოთხე იქნება ბიჭი ჯერ ახალგაზრდები ხართო . ბავშვი კი ხმამაღლა ტიროდა და აქვითინებილი
დედის მკერდს ეკვროდა. არც მას უნდოდა გოგონა, ისიც ბიჭს ელოდა , მაგრამ უზომოდ უყვარდა ერთი ციდა შავგვრემანი გოგონა რომელიც აშკარად მამის ასლი იქნებოდა. ქერა ქალის თეთრ მკლავებში იმდენად მუქი ჩანდა საგულდაგულოდ გახვეული გოგონა რომ იფიქრებდით სამშობიაროში ბავშვი შეუცვალესო. ღამისფერი თვალები ჰქონდა და ამ ღამისფერი სრულყოფილებით ანათებდა ირგვლივ ყველაფერს. დილით გალეშილი მამაც გამოჩნდა ბავშვს დახედა მთვრალი ღიმილით და ხელში ფრთხილად აიყვანა . ამის გამოცდილება კი ნამდვილად ჰქონდა _გოგოა, მაგრამ მგავს არა? აკოცა, არყის სურნელი მიაფრქვია და მკერდზე მიიკრა _კიდევ ერთ ნაბიჭვ...ს უნდა მივათხოვო ჩემი გოგო . იცოდე შენს მერე ბიჭი რომ არ გავაკეთო შენ უნდა გვარჩინო ყველანი , შენ ვაფშე არ გაგათხოვებ_ჩუმად ელაპარაკებოდა და იცინოდა_ შენც ლამაზი იქნები ვიცი , იცოდე ჭკვიანად უნდა მოიქცე თორემ მაგრად მოგცხებ ... გატყუებ, მაგრამ მეეჭვება გესმოდეს. დაე გეგონოს რომ მართლა შემიძლია გცემოთ ... მიღიმი ? დამცინე ხო დამცინე ერთი ბიჭი ვერ გავაკეთე , უნდა დამცინო აბა რა ახია ჩემზე
ქალს რომ გაეღვიძა ბავშვი მაშინვე გვერდით მიუწვინა და მშვიდად , თითქმის ურეაქციოდ ჰკითხა რამე ხომ არ სჭირდებოდა. ქალმა რო იუარა ერთხელ აკოცა შუბლზე და წავიდა. ღელავდა, მაგრამ გრძნობებს ხომ არ გამოხატავდა . ეკლესიაში წავიდა , მუხლებზე დამხობილი მადლობას უხდიდა ღმერთს რომ მისმა ცოლმა კიდევ ერთხელ გაუძლო ამ ტკივილს , მაგრამ მაინც სთხოვა ერთი ბიჭი გამომიგზავნეო. ალბათ ღმერთსაც დაეზარა მისი ვედრების მოსმენა და ერთი წლისა და ორი თვის შემდეგ ძმა ეყოლა შავთვალა გოგონას. აი მის დაბადებას კი ნამდვილად მოჰყვა თოფის ხმაც, ორ დღიანი ქეიფი და მთელი ოჯახის დიდი სიხარული, უფლისწული დაიბადა მას შემდეგ ყველა და ყველაფერი ბიჭის ირგვლივ ტრიალებდა... დრო გადიოდა გოგონები იზრდებოდნენ სწავლობდნენ ყველა საქმეს რაც დიასახლისს სჭირდებოდა, ფაქტობრივად ბავშვობიდანვე ამზადებდნენ ცოლობისთვის . არსებობდა წესები და ისინი მათ ემორჩილებოდნენ. სწავლობდნენ სკოლაში , ეხმარებოდნენ დედას და ზრუნავდნენ პატარა ძმაზე. გოგი ჩხეიძის მრავალშვილიანი ოჯახი პატარა ქალაქში ცნობილი იყო ულამაზესი ქალიშვილებით, მშვიდი ცხოვრების წესით, წესიერებით და ზრდილობით. შრომისმოყვარე და სტუმართმოყვარე ჩხეიძეების ოჯახში გაზრდილი გოგონები ნამდვილი სტერეოტიპული დიასახლისები უნდა ყოფილიყვნენ. და მაინც არ იყო შავთვალება გოგონას ბავშვობა უფერული მშობლებს უყვარდათ, ჰყავდა და_ძმები და ჰქონდა ყველაფერი რაც კი შეეძლო ჩხეიძეების ბიუჯეტს. მას შემდეგ წლები გავიდა და სრულიად სხვა სამყაროში გადაინაცვლა ქეთევან ჩხეიძემ. * *^*^*^*^
ზღვისპირა ქალაქში კიდევ ერთი ფეშენებელური სასტუმრო გაიხსნა . უზარმაზარი დარბაზი ხალხით იყო სავსე. წვეულებას მასპინძლობდნენ მფლობელები და საოცრად დახვეწილი ღონისძიებაც მოაწყვეს. ალფაიძის კომპანიის შექმნიდან 20 წელი გავიდა და სწორედ ამ დღეს გამართეს წვეულებაც. ქაოსი იყო , ყველა განიხილავდა ახალ ამბებს . ათას თემაზე საუბრობდნენ დედაქალაქის ჭორები ჰქონდათ წაღებული თან და თავს ირთობდნენ. მთავარი თემა კი მაინც ქალბატონი ალფაიძე იყო . ლამაზი ქალი ხომ ყოველთვის განხილვის საგანია, მას შეცდომის უფლება არ აქვს თორემ მთელი ცხოვრება იმ ერთს გაახსენებენ . ქეთევან ალფაიძე კი სწორედ ის ქალი ოყო შეცდომის დაშვების უფლებას რომ არ აძლევდა თავს. ყოველთვის თავაწეული დააბიჯებდა და მისი ერთი გაღიმებაც კი გაანათებდა ნაცრისფერ სივრცეს . უმშვენიერესი იყო, იმდენად მოხდენილი, დახვეწილი და სექსუალური რომ განსახილველ თემად უცვლელად მისი მეუღლე ჰყავდათ _თორნიკე ალფაიძე , კაცი რომლის ხასიათშიც ნაკლს ვერ იპოვნიდით სამაგიეროდ ყველას თვალში ხვდებოდა ის ფაქტი რომ ქეთევანის გვერდით ნაკლებად სიმპათიური კაცი იდგა. ერთი ფრაზა ტრიალებდა ყველგან სადაც წყვილი გამოჩნდებოდა "რა ლამაზია ნახე , მაგრამ მისი ქმარი რომ არა ეს სილამაზეც გაქრებოდა დედოფლად რომ დაისვა იმიტომ გაჰყვა თორემ სული ვის ხიბლავს თუ ღმერთი გწამს" ეს და სხვა მრავალი აზრი ჰქონდა მოსმენილი ქეთევანს . თორნიკემაც იცოდა ვინ რას საუბრობდა მათზე , მაგრამ არავის უსმენდა თავად ხომ ყველაფერი იცოდა , იცოდა ვინ იყო თორნიკე ალფაიძე და ვინ ქეთევან ჩხეიძე. და აი გამოჩნდნენ ალფაიძეები სრული შემადგენლობით. წინ ქეთო და თორნიკე მოდიოდნენ . უკან კონსტანტინე , იოანე და მარიამი . ტაშის ხმა გაისმა, ფოტოაპარატების ჩხაკუნი და ქალბატონი ქეთევანის გამოსვლამაც არ დააყოვნა. ხანგრძლივი საუბარი არ უყვარდა, მხოლოდ მნიშვნელოვან თემებს შეეხო და შემდეგ მეუღლეს და უფროს ვაჟიშვილს დაუთმო ადგილი. _როგორ დამღალეს...როდის მოდუნდება ყველა რომ გავიდე გარეთ _იოანე აჯუჯღუნდა და გვერდით მდგომ დას გადახედა_ არ გშია?
_ვინმემ რომ მოგისმინოს იფიქრებს რომ საერთოდ არ გაინტერესებს ჩვენი მშობლების მიღწევები
_ამ აფერისტების ბრბოში ლაქუცი მაგრად არ მაინტერესებს და ისე შესანისნავად ვიცი რას მიაღწიეს.
_აბა ასეთი დედა მეც არ მომწონს ...
_მამას ადგილას გავგიჟდებოდი
_გიჟი ხარ უკვე იოანე _ მარიამმა მხარზე დაუსვა ხელი და გაუღომა _კამერას გაუღიმე
_მე ვარ გიჟი და შენ ნორმალური? როიალს რომ ხედავ არ გაჟრიალებს?
_დავუკრავ აუცილებლად ... _რატომ მერე რომ იჭორაონ რაოდენ უნიჭო ხარ და როგორ გაგქაჩა დედამ? ეს თქვან ყრუ უცოდინარმა ხალხმა რომელიც ბოღმით სკდება? _რა ხასიათზე ხარ ძმაო _დაასრულეს მგონი საუბარი. სულ ცოტაც და გვეშველება ....
საღამომ შესანიშნავად ჩაიარა. ყველაფერი ზედმიწევნით ზუსტად იყო დაგეგმილი. ექსპრონტი მხოლოდ თორნიკეს მოქმედება იყო. ტანგოს მელოდოა და გათავისუფლებული სივრცე რომელიც მთლიანად შეავსო წყვილმა. თორნიკე იყო კაცი რომელიც აღმერთებდა თავის ცოლს და ეს იყო არა უბრალოდ სოტყვები არამედ სრული რეალობა. თორნიკე ალფაიძეს არ შეეძლო არსებობა არათუ უბრალოდ ქეთოს გარეშე არამედ მისი ბედნიერების გარეშე. თითქოს რომ დაიბადა ღმერთმა დაავალა იცხოვრე იმისთვის რომ ეს ქალი გააბედნიეროო და ისიც ბოლომდე ასრულებდა ამ დავალებას. ქეთოსაც უყვარდა, მაგრამ თავადაც არ იცოდა თუ შეიძლებოდა თორნიკეზე მეტად შესძლებოდა ვინმეს სიყვარული. ფაქტი მხოლოდ ერთი იყო არ არსებობდა კაცი რომელსაც თორნიკეს გარდა შეხედავდა და ნებისმიერს გაანადგურებდა თავისი ქმრისა და ოჯახის გამო. არაფერი იყო ყალბი მათთან , მთელი ოჯახი ერთ მთლიანს წარმოადგენდა მიუხედავად იმისა რომ ყველას განსხვავებული ხასიათი და სურვილები ჰქონდა. ერთი კერძიც კი არ უყვარდა ყველას. და მაინც არ არსებობს სამყაროში არაფერი იდრალური ყველაზე ლამაზსა და წმინდასაც აქვს წარსული , კვალი რომელიც ოდესმე თავს იჩენს .
მთელი საღამო უამრავ ადამიანს შეხვდა , ათას რამეზე ისაუბრა და ღიმილი არ მოუშორებია სახიდან. დაიქანცა და რამდენიმე თვიანი დაღლილობის შემდეგ ძლივს დაასრულა ეს ეტაპიც. სასტუმროს ბოლო სართულზე , ლუქსში აივანზე იდგა და თვალებდახუჭული უსმენდა ზღვის ხმას, გრილი სიო გადაღლილ სხეულს აფხიზლებდა. შემდეგ კაცის ძლიერი მკლავები მოეხვია , მისი თითები ტუჩებთან მიიტანა და აკოცა. როგორ უყვარდა მისი ეს შეხება თითქოს უბრალოდ ხელზე კოცნიდა , მაგრამ თორნიკეს არცერთი ქმედება იყო ქეთოსთვის უბრალო. _ძალიან დაიღალე ? _ამჯერად მხარზე მიაწება ტუჩები . ქეთო მისკენ შებრუნდა და რამდენიმე ღილზე შეკრული პერანგი ბოლომდე გაუხსნა
_ჯაკუზის დატესტვით დავიწყებდი და შემდეგ საწოლზე გადავიდოდი დიდი სიამოვნებით _ გაუღიმა და თითები მის მხრებზე გადაატარა _შესანიშნავი იდეაა... _ მარტივი მოძრაობით გაუხსნა კაბის ელვა ... რამდენიმე წუთის შემდეგ თორნიკეს განიერ მკერდს იყო ზურგით მიყრდნობილი და მშვიდად ნებივრობდა მის მკლავებში _რა ხდება არ მეტყვი ?
_ჩშშ მომეფერე და დამაცადე განტვირთვა _ჩუმად უთხრა და ყელში აკოცა მერე თავი უკან გადასწია და გახსნილი ბაგეებიდან მსუბუქი კვნესა ამოუშვა . ასეთი ჩუმი არ უნდა ყოფილიყო , როგორც წესი კმაყოფილებისგან აკიტირებული ცეცხლივით იყო ახლა კი რაღაც აკლდა და სიმშვიდეს რომ ითხოვდა თორნიკესაც საფიქრალი უჩნდებოდა. ტანი როგორც კი შეიმშრალა მაშინვე გადაიცვა აბრეშუმის პენუარი და საწოლისკენ დაიძრა. თორნიკე რომ არ გაჰყვა გაბრაზდა და საწოლის შუაში დაჯდა
_რა
_მითხარი რა დაგემართა
_მარიამი მიდის მეტი რა უნდა დამემართოს
_რომ დარჩეს ხომ იცი რომ არაფერი გამოვა, ვერ განვითარდება . მეგონა შეეგუე ამ ფაქტს
_ვერ ვეჩვევი... როგორ უნდა გავუშვა ჩემი გოგო ამდენი ხნით . შენ როგორ ითმენ _ სახე მოექუფრა, ქრძელი თითები აიფარა და ტირილი დაიწყო .
_ქეთო ნუ გამაგიჟებ რა...პატარა ბავშვივით ნუ იქცევი. მარიმი დიდი გოგოა უკვე, თავისი საქმე აქვს და აუცილებელია რომ წავიდეს.
_სულ წასული იქნება...სულ კონცერტი ექნება და ჩვენთან როდისღა იქნება. ამიტომ არ უყვარდა მამაჩემს არასდროს ეს ხელოვანი ხალხი . ოჯახისთვის აღარ სცალიათ არც მომღერლებს არც მსახიობებს და არც მუსიკოსებსო და აჰაა მართალი ყოფილა. მე იქ ჩამსვლელი არ ვარ მამაჩემს ვერ ვეტყვი ამერიკაში გავუშვი მარიამი_თქო.
_ჩშშ დამშვიდდი _ ჩაეხუტა და გაღიმებულმა შეუმშრალა ცრემლები. გიჟდებოდა ეს ყველასთვის ამაყი და უემოციო ქალი მასთან პატარა გოგონას რომ ემსგავსებოდა. ისევ წარსულში მოგზაურობდა მტირალა, ემოციური ქეთო ახსენდებოდა. შავი თვალები რომ ემღვრეოდა უსახლკარო კნუტის დანახვაზეც კი . მაშინ ისე ძალიან უნდოდა ჩახუტებოდა და ვერ ბედავდა , არ შეეძლო ახლა კი სულ მის მკერდზე იყო ქალი მიკრული და არ არსებობდა დრო როდესაც ქეთო ემოციებს მალავდა .
_ვერ დავმშვიდდები და ნუ მამშვიდებ !
_ქეთევან
_რა გაცინებს მე ვტირი და შენ იცინი? _უცებ ასწია თავი და გაკაპასდა _შენ გგავს , შენნაირი თავნებაა. სულ თავის ჭკუაზე დადის და არავის და არაფერს ითვალისწინებს . ესწავლა სხვა რამეზე და დაეკრა ისე როცა უნდოდა მაშინ
_მარიამი უბრალოდ ხომ არ უკრავს
_ეგ ტალანტიც რომ აქვს შენი ბრალია...საერთოდ რატომ უკრავ ეს მოჭიდავე, მებრძოლი ველური კაცი გამაგებინე
_ქეთევან დამიბრუნდი _ მუხლებზე მდგომ ანთებულ ქალს მშვიდად გახედა და ხელი გაუწოდა
_არაა ! _
ქეთევან !
_ნუ მეძახი ამ ქეთევანს როცა მინდა რომ გეჩხუბო
_რატომ უნდა მეჩხუბო მარიამს დაკვრა რომ ვასწავლე და მერე პროფესიონალ მასწავლებელთან მივიყვანე რადგან ნიჭი აქვს ?
_ხოო და ნუ მიყვირიი
_გიყვირი ?
_წარბები შეკარი და მიბღვერ ე.ი მიყვირი კიდეც . ხო მარიამს ტალანტი აქვს, საოცრად უკრავს . გასაგიჟებლად და ვგიჟდები მე მის თითებზე . მსოფლიოს გააგიჟებს ვიცი , მაგრამ მე რა ვქნა? რომ მომენატრება ჩემი გოგო
_მეორე გოგო გააჩინე და იმას არ ვასწავლოთ დაკვრა
_ მშვიდად უთხრა და ბალიშს მიეყრდნო.
ქეთო როდის გიჟდებოდა? ისტერიკა რომ ჰქონდა და თორნიკრ მის დამშვიდებას წყვეტდდა . წამში გადალახა მანძილი ზემოდან მოექცა და ყბაზე მოუჭირა თითები
_ანუ მეორე გოგო ... მეოთხე შვილი ამ ასაკში
_ქეთევ..
_ჩშშ შენი ხმა არ გავიგო... მეხუმრება ახლა მე? იმათ რა ენაღვლებათ კლუბში ჩავიდნენ სამივენი და ერთობიან ახლა მე კიდე დღესაც იმაზე ვღელავ რომ ერთი კვირაც არ დარჩა მარიამის წასვლამდე და შენ მეხუმრები
_ვინ გითხრა რომ გეხუმრები ხომ წუწუნებდი ყველანი გაიზარდნენ სახლში აღარ არიან, საჭმელსაც ტყუილად ვამზადებო . ბავშვს რომ შეხედე და აიყვანე ხელი აღარ გაუშვი_ საწოლზე დააგდო და ზემოდან მოექცა _მილიონჯერ მითქვამს როდესაც შიშველი ხარ და მესაუბრები არ შემეხო_თქო მერე მაინც აჯუჯღუნდები ლაპარაკს არ მაცდიო _ ხელები მის თავთან დააწყო და მის ფეხებსშორის მოექცა
_ის ჩემი შვილიშვილია... ჩემს დებს შვილიშვილები ჰყავთ და მე შვილი რომ გავაჩინო ახლა სასაცილო იქნება ...ანდაც რატომ იქნება . მარტო ჩემი დაქალებიდან სამმა გააჩინა ბავშვი . ტენდეციურიც კია უკვე ჩვენს ასაკში ... ჯანდაბაა რომ ვაზროვნენ ნუ მკოცნი
_ექიმთან მივიდეთ რომ დავბრუნდებით თბილისში...შეწყვიტე ახლა ფიქრი და მაკოცე
_ბავშვები რას იტყვიან
_ქეთევან !

*.*.*.*.
ქეთოს მოგონებებში ცოცხლობდა დრო როდესაც უფროს დებთან ერთად იყო . მამა დაღლილი რომ ბრუნდებოდა , დედა თავა დასტრიალებდა და ბოლოს დივანზე მჯდომი როგორ ეფერებოდა ბავშვებს. ქეთო როგორც ყველაზე პატარა ქალიშვილი მუდამ მის მუხლზე იყო დასკუპებული და სიხარულით უყვებოდა განვლილ დღეზე. არ არსებობდა სურვილჯ რომელსაც მამა არ შეუსრულებდა საყვარელ ქალიშვილებს. გიორგი კი რაც უფრო იზრდებოდა მით უფრო მეტი პასუხისმგებლობა ჰქონდა გოგისგან. ისე ესაუბრებოდა და არიგებდა როგორც დიდ კაცს . ჩხეიძეს რაღაც ზღვარი ჰქონდა რომლის გადალახვას ერიდებოდა ყველა თორემ თუ ყველაფერი ისე იქნებოდა როგორც მოსწონდა მასზე თბილი და ყურადღებიანი არც ქმარი იარსებებდა და არც მამა. უფროს დებს ყველაფერს უყვრბოდა ისინიც ეჭორავებოდნენ მარტო რომ დარჩებოდნენ თავიანთ საძინებელში და დადგა დრო როდესაც 19 წლის ასაკში სესილიას თავისი თაყვანისმცემელი შეუყვარდა. პირველი ეიფორია ჰქონდათ გოგონებს . მათი ამბავი ყველამ იცოდა, მათ შორის დედამაც რომელმაც შიკრიკის როლი შეასრულა და გოგის ინფორმაციას აწვდიდა.
ვინაიდან გოგის სასიძო მოსწონდა და ბიჭიც შესანიშნავად იქცეოდა პრობლემა არ შექმნილა . ცოტა ხანს ხვდებოდბენ კიდეც , სახლში აკითხავდა , სასეირნოდ დადიოდნენ ლიმიტირებულ დროს აბრუნებდა უკან და გოგი შორიდან აკვირდებოდა ყველაფერს . რამდენიმე თვე გასტანა მხოლოდ ამ ურთიერთობამ შემდეგ იყო პირველი ქორწილი და პირველი სიძე ოჯახში . არასდროს დაავიწყდება ეს ემოციები . მხოლოდ ქეთომ დაინახა დერეფანში მდგომი მამა რომელიც ეზოში მყოფ წყვილს უყურებდა და დაუკითხავად წამოსულ ცრემლებს იშორებდა. რამდენიმე წუთის შემდეგ შევიდა და მოეხვია
_რაო შავტუხა , შენც მოგენატრება ხო სესილია
_აქვე არ იქნება? ხშირად მოვა ... მე რომ გავთხოვდები სულ აქ ვივლი ხოლმე
_და მერე ვინ მიხედავს შენს ოჯახს, ქმარს , შვილს, სამსახურსა მტერსა და მოყვარეს _გაიცინა და თავზე გადაუსვა ხელი_მოხვალ მამი როგორ არ მოხვალ , მაგრამ მალევე წახვალ იტყვი საქმე მაქვსო მაკოცებ და გაიქცევი. ხომ ხედავ სესილია რა კარგ ბიჭს გაჰყვა და როგორი ბედბიერია არაფერი დაუმალავს და იმიტომ . ხომ იცი რამე რომ არ მითხრა ყველაფერი ცუდად იქნება ხშირად ესმოდა მსგავსი წინადადება სესილიას ამბამდე ნაკლებად ელოდა რომ მამა რომელიმე ქალიშვილს საერთოდ გაათხოვებდა , მაგრამ შეცდა და ყველაფერი შესანიშნავად იყო. სესილია საკმაოდ შეძლებულ ოჯახშო გათხოვდა, ბიჭი დედისერთა იყო და ყველა ახალ რძალს ევლებოდა თავს. განათლებული ხალხი იყო და რძალსაც გააგრძელებინეს სწავლა, მალევე მუშაობაც დააწყებინეს . რამდენიმე თვეში დაფეხმძიმდა კიდეც და ოჯახს სრულიად უცხო სიხარული ეწვია სწორედ სესილიას პირველ ვაჟიშვილს ჰყავდა შვილი და ქეთოც ბებია გახდა. მიუხედავად იმისა რომ სხვა ქალაქში ცხოვრობდნენ მაინც ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს. სამწუხაროდ ურთიერთობები ცვდება, აღარც დიდხანს ჭორაობა შეუძლიათ . მხოლოდ მთავარ ამბებს ყვებიან და ორივეს თავიანთი ოჯახური პრობლემები აქვთ, მაგრამ მაინც რჩება სიყვარული რომელიც ახალ ნათესავებზეც ვრცელდება რძლებზე , სიძეებზე და შვილიშვილებზე გადადის.
ზღვის სანაპიროზე იდგა გრძელი კოპლებიანი კაბით , ქარი კაბის ბოლოებს მაღლა ცისკენ იტაცებდა და ქალის გრძელ ფეხებს აჩენდა. ნებისმიერი დადგბოდა და სიამოვნებით იმზერდა ამ სანახაობას. სათვალე ჰქონდა მორგებული და ამომავალ მზეს უყურებდა. თმები გრძელ ნაწნავად ჰქონდა შეკრული , მაგრამ თმის ღერები მაინც დაიხსნა ქარმა. ხშირად ჰქონდა მსგავსი მომენტები როდესაც მარტო ყოფნისას ფიქრობდა წარსულზეც, აწმყოზეც და მომავალზეც. სულ ერთი დასკვნა ჰქონდა ხოლმე, თორნიკე იყო სხივი მის ცხოვრებაში.
ალფაიძე იმავე სკოლაში სწავლობდა სადაც ჩხეიძეები. ოჯახებიც იცნობდნენ ერთმანეთს და საკმაოდ კარგი ურთიერთობაც ჰქონდათ. თორნიკე სამი წლით დიდი იყო ქეთოზე და ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა მის მიმართ. რომ გეკითხათ როდის შეგიყვარდაო თავს შეიკავებდა პასუხისგან , რადგან ტავადაც არ ჰქონდა გააზრებული პირველი მომენტი . სინამდვილეში დანახვის წამიდან სხვა იყო ქეთო მისთვის. აი ასე უბრალოდ ქეთო ჩხეიძე იყო ყველასგან და ყველაფრისგან გამორჩეული თვალებბრიალა , საყვარელი გოგონა . ძალიან ნაზი რომ ეჩვენებოდა სულ , მისი სიცილი რომ აჩერებდა წამს და უკვე სკოლის დასასრულსაც კი მხოლოდ მას ხედავდა. არასდროს არაფერი უთქვამს, მაგრამ ყველამ იცოდა რომ თორნიკესთვის ქეთო ყველაზე მაღლა იდგა. ქეთო მაშინ ჯერ კიდევ ფერად სათვალეს ატარებდა, თავის სტიქიაში იყო და საერთოდ არ ფიქრობდა ზედმეტს თორნიკეს გრძნობებზე. სერიოზულად არც კი აღიქვამდა როდესაც ეტყოდნენ რაიმეს ბიჭზე. სხვა ურთიერთობები იყო მაშინ, სრულიად განსხვავებულად ცხოვრობდნენ ადამიანები და თორნიკეც ჩრდილში იყო მუდამ. უბრალო ნაცნობად რჩებოდა გოგონასთვის, მისი დანახვა ყოველთვის ახარებდა ქეთოს. საერთოდ არ არსებობდა ადამიანი ქეთოსთან ცუდი ურთიერთობა რომ ჰქონოდა . უცებ საშინლად მოუნდა თორნიკეს ჩახუტება. სწრაფად შებრუნდა უკან სასტუმროში რომ დაბრუნებულიყო და გული ორმაგად აუჩქარდა შორიახლოს მჯდომი რომ დაინახა . გაქცევა უნდოდა , მაგრამ მშვიდად წავიდა და გვერდით მიუჯდა
_რას სვამ
_ყავას ...
_მე ნაყინი მინდა_ ვეღარ მოითმიბა და თვალებანთებულ კაცს ჩაეხუტა _ვჭამოთ რა ნაყინი...დიდი ვანილის ნაყინი მინდა
_შოკოლადის არა?
_ბავშვები სად არიან
_კოსტა შეხვედრაზეა... იოანე და მარიამი სასტუმროში იქნებიან სძინავთ ალბათ
_ნწ, მარიამი ჰოლში იყო და უკრავდა დილაადრიან.
_დავბრუნდეთ ?
_არა...მე და შენ გავისეირნოთ სადმე ნაყინი ვიყიდოთ და ვჭამოთ კარგი? _ნაყინზე მე უნდა დაგპატიჟო?_ ხომ შეეძლო ეთქვა ლარიანი ნაყინით ხელში შუა ქუჩაში ხომ არ ვიხეტიალებ ამხელა კაცი . ბოლოს და ბოლოს ათასი ვინმე იცნობდათ, მან კი უბრალოდ ქეთოს გაჯავრება დაიწყო _აჰ ანუ მე უნდა დაგპატიჟო ხო? კარგი ქმარს ფულს გამოვართმევ მე საფულე ნომერში დავტოვე და მერე გიყიდი შენს ვანილის ნაყინს ვაფლის ჭიქებში რომაა აი იმას
_რა გულიხვი ხარ ... შენი ქმარი რას იტყვის მე რომ მპატიჟებ ნაყინზე
_ჩემი ქმარი რაც უფრო ბერდება მით უფრო ემსგავსება მასხარას ... მიჟუჟუნებს თავის მწვანე თვალებს და საეჭვო კმაყოფილებით მიღიმის. საერთოდაც ეს პერანგი სად გქონდა რატომაა ასეთი თხელი ბარემ შიშველმა იარე _ ქუჩაში გამვლელმა ქალმა რომ შეხედა წამსვე შეკრა წარბები.
შეიძლებოდა მათ შორის ეჭვიანი ქეთო ყოფილიყო? ალბათ დიდი ალბათობით პირიქით უნდა ყოფილიყო , მაგრამ ქეთევანს ნებისმიერ რამეზე შეეძლო გაბრაზება.
-შენ მიყიდე რამდენიმე კვირის წინ_დახეული ჯინსი ეცვა , ქვემოთ კეტები , სათვალეებიც არ დავიწყნია და მშვენივრად გამოიყურებოდა. ქეთომ უცებ შეავლო მზერა და მერე საკუთარ თავს შეხედა . ჩვეულებრივი გრძელი სარაფანი ეცვა , დაბალზე ფეხსაცმელი და ნაწნავი . უცებ საკუთარ თავს დიდი ასაკი მისცა და მის გვერდით დახეული ჯინსებით მოსიარულე კაცს 10 წელი დააკლო უცებ _რატომ დადიხარ 30 წლის ბიჭივით და მე რატომ მაცვია ამხელა კაბა
_ეგ კაბა ბოლომდეა ჩახსნილი და სხვათაშორის წეხან ქარი რომ გიბერავდა ნახევარმა სანაპირომ დაინახა შენი ფეხები და მეეჭვება ვინმეს ეფიქრა ეს მოხუცი ვინ არისო
_ჩემს ტვინში როგორ ძვრები მითხარი
_შენი გაფიქრებული სისულელეების ექსპერტი ვარ ... ნაყინს არ მიყიდი? აი იქ არის
_მართლა მე გიყიდო?
_აქ ჩამოვჯდები და დაგელოდები ...რიგში ჩადექი ხომ ხედავ ელოდება ხალხი _გრძელ სკამზე დაჯდა და კომფორტულად მოეწყო.
აი ასე ჩვეულებრივად ცხოვრობდნენ არც ასაკი ქმნიდა მათთვის ჩარჩოებს არც სიმდიდრე, არც სტატუსი. ადამიანები კი ძალიან იცვლებიან დაგროვილ ქონებასთან ერთად ამბიციებიც უჩნდებათ და ივიწყებენ ჩვეულებრივი ადამიანები რომ არია . შვილებსაც იმას აჩვენებდნენ რომ ყველა თანასწორია და არასდროს არ დაუმცირებიათ თავისზე ღარიბი ან რაიმეთი განსხვავებული ადამიანი. თორნიკე ბავშვობიდან იცავდა იმათ ვისაც სხვები ჩაგრავდნენ. იმ დროს ბიჭი შეიძლება ვიოლინოზე დაკვრის გამო დაემცირებინათ ვიღაც ქუჩის ბიჭებს . თორნიკე კი ძლიერიც იყო , კარგადაც სწავლობდა, ზრდილობითაც გამოირჩეოდა და თუ საჭირო გახდებოდა ხელჩართულ ბრძოლაშიც ჩაერთვებოდა. ქუჩაშიც დადგებოდა , დალევდა და უწმაწურ სიტყვებსაც არ დაიშურებდა თუ სიბრაზის სღვარს გადალახავდა. ასე რომ ყველა საზოგადოებაში ჰყავდა მეგობრები, ხალხი ვინც აფასებდა ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეს. ბავშვობიდან ჭიდაობდა, სპორტით იყო დაკავებული და წარმატებულიც იყო. შემდეგ ჯარში წავიდა, პარალელურად უნივერსიტეტშიც ჩააბარა. მისი ოჯახი ქალაქიდან გადავიდა და ასე დაშორდა ჩხეიძის გარემოცვას. როგორც კი თავისუფალი დრო გამოუჩნდებოდა მაშინვე ბრუნდებოდა საყვარელ ქალაქში და მეგობრების შემდეგ ქეთოს მონახულებაც არ ავიწყდებოდა. გიორგისთან მეგობრობდა და ჩხეიძეები ასე უფრო იგებდნენ მის ამბებს. მოკლედ ასე იყო არასტანდარტული ალფაიძე ყველა სტერეოტიპს არღვევდა. საშუალოზე მაღალი , მხარბეჭიანი, დაკუნთული მკაცრი იერით ისე დაჯდებოდა პიანინოსთან და დაუკრავდა მისი თითებიც კი ერთი ორად ლამაზი მოგეჩვენებოდათ. ჩვეულებრივი იყო , მაგრამ მისი ხასიათი არაჩვეულებრივს ხდიდა. კონსტანტინესაც ზუსტად იმ ფასეულობებს უნერგავდა ბავშვობიდან რაც თავად ყველაზე მნიშვნელოვნად მიაჩნდა და მიუხედავად იმისა რომ ფიზიკურად ამ ორს საერთო არაფერი ჰქონდათ მაინც ძალიან დიდი იყო მსგავსება. იოანე უფრო იერით ჰგავდა , მაგრამ ხასიათი ძალიან ხისტი ჰქონდა. ფეთქებადი იყო , ჩხუბისთავი და მითუმეტეს თიბეიჯერობის ასაკში რთული იყო მისი ზრახვების გაგება. სადილის დროს დაბრუნდნენ სასტუმროს ვერანდაზე დასხდნენ და ერთად მიირთვეს.
_როდის მივდივართ ?
_ხვალ დილით
_მე რომ დავრჩე არ შეიძლება? ჩემ ბიჭებს დავურეკავ ... გაბუნიებიც ჩამოვლენ და დავისვენებ სწავლის დაწყებამდე
_იოანე აქ თავდაყირა დააყენებთ ყველაფერს...მითუმეტეს გაბუნიები რომ ჩამოვლენ და ჩემ დას გული გაუსკდება კიდე რამე რომ დააშავონ იმათ
_აუ კარგი რაა დეიდა მაგრად ჭედავს დიდი ამბავი ორჯერ იჩხუბეს
_ის ბიჭი ძლივს გადაარჩინეს ისე სცემეს და მერე სასამართლოებში სირბილი ნინას დასჭირდა . შენც ხომ არ აპირებ ასე უბრალოდ სცემო ვინმე იოანე
_საცემი იყო და იმიტომ სცემეს რა ნაგავიც იყო სასამართლოზეც გამოჩნდა ნაბოზ*^* _ჩუმად ჩაილაპარაკა და თორნიკემ რომ ჩაახველა თვალები აატრიალა_შენც ხო იცი რო მართალს ვამბობ
_ყველაფერზე საუბარი რომ არ შეიძლება რამდენჯერ გვითქვამს შვილო...რაში აინტერესებს შენს დას და დედაშენს რის გამო სცემეს ის ბიჭი . დედებს მხოლოდ ჩადენილი დანაშაული ადარდებთ
_თორნიკე _ხომ უნდა დასვენება და გართობა, სასტუმრო მისიცაა ჩამოიყვამოს ვინც უნდა და საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა ... თუ გაიქცევიან სტუმრები დაკარგავს ბევრ რამეს ხომ ასეა ?
_ჯიგარი ხარ მამა ... მარო შენ დარჩები? _მობილური აიღო და ბიჭებს მოსწერა
_ქალაქში დაბრუნება მირჩევნია . წასვლამდე დავემშვიდობები ჩემებს ... _დამშვიდობებას რომ ამბობ ვგიჟდები . არდადეგებზე ხომ ჩამოხვალ _ჩამოვალ დედა ნუ ნერვიულობ ამდენს რაა გთხოოვ _ ჩაეხუტა და აკოცა _დეეე _ვინ გითხრა რომ ვნერვიულობ. მარტოს გიშვებ სრულიად უცხო გიჟ გადარეულ ქვეყანაში და რა მანერვიულებს დეე... შენ ხომ მარიამ ალფაიძე ხარ ყველაფერს შეძლებ
_კოსტა ... რა ხდება? _სნაამ ისინი საუბრობდნენ თორნიკე ჩაფიქრებულ ვაჟს მიუბრუნდა. _კოსტა
_რა ... რამე მითხარი მამა?
_მშვიდობაა შენს პლანეტაზე?
_სალომეს ვერ ვუკავშირდები ... დილით წავიდა და ვერ გავიგე სად არის . _ვინ წაიყვანა
_სანდრიკამ და იმედია რამეს არ შეასკდა _უცებ წამოდგა და თავზე ხელი გადაისვა . მერე ისევ დარეკა და ბიჭის ხმა რომ გაიგო დამშვიდდა _სად ხართ ბიჭო ...ჩახვედით?
_აიტეხა ბებიასთან უნდა დავრჩეო სოფელში გავიარეთ. შენი გიჟი იქ დავტოვე , მერე ნაზიკოს ამბავი არ იცი? სანამ წიწილა გილიოტინაზე არ აიყვანა , ხაჭაპურები არ დააცხო არ დამლოცა მე და ჩემი მომავალი 10 თაობა მანამ არ გამომიშვა
_ანუ სოფელში დარჩა?
_ხოო იქაა და თუ არ გიპასუხა ტელეფონი არ იჭერს ალბათ . მე მითხრა დაურეკეო და დამავიწყდა .
_კარგი არაუშავს...მთავარია კარგად ხართ _შენ ხვალ ჩამოხვალ ხო ? _ ხვალ მანდ ვარ დამშვიდდა და მოაჯირს მიეყრდნო _სოფელში დარჩენილა კი ვიფიქრე ცდუნებას ვერ გაუძლებს_თქო. სანაპიროზე გავალ მე ...თქვენც წამოხვალთ?
_დამელოდე რაა ავიღებ ნივთებს და გავიდეთ წამოიშალნენ და დატოვეს მარტო ქეთო და თორნიკე. ისინი სასტუმროს აუზზე ჩავიდნენ . ქეთოს ცურვა ძალიან უყვარდა და მანამ დაცურავდა სანამ არ მობეზრდა. მერე თორნიკეს გვერდით დაჯდა და მისი წვენი დალია
_დაიღალე?
_დაინახე როგორ იყო სანამ არ გაიგო რომ სალომე კარგადაა?
_ხო
_თორნიკე ... უყვარს?
_რა თქმა უნდა უყვარს... ბავშვობიდან ერთად არიან
_თორნიკე ნუ იშტერებ თავს
_უყვარს ისე როგორც უნდა უყვარდეს და შენ ნუ მაჭანკლობ
_არ ვმაჭანკლობ. სალომე ჩემთვის მეოთხე შვილივითაა მაინც . მათი მეგობრობა კი ორივეს პრობლემებს შეუქმნის დარწმუბებული იყავი . მაგათ ისე უყვართ ერთმანეთი ნებისმიერი იეჭვიანებს და არ ვიცი რა იქნება, თორემ მეც მგონია რომ ტყუპებივით არიან
_სათქმელი არაფერი მაქვს ... შეგახსენებ რომ დედაჩემს ჩემს ცოლად ლეილა წარმოედგინა . ამბობდა ქეთო შენთვის ზედმეტად კარგია და ვერ დაგაფასებს, ვერ შეგიყვარებსო .
_მარუსას ნუ გადამამტერებ ახლა ძალიან გთხოვ...
_რა გინდა ისიც ამბობდა იმ გოგოს უკეთესი შეეფერებაო. გიჟდება შენზე _მეც ვგიჟდები ! სამაგიეროდ კოსტას ეს ახალი გოგო მაღიზიანებს...რაღაცნაირია
_ჩარევა არ გაბედო თორემ განრისხებული კონსტანტინესგან ვერ გიხსნი _ოჰ მაგის განრისხების ვის ეშინია, მაგრამ ჩარევას არც ვფიქრობ . უბრალოდ შენ გეუბნები
_გაიცინა და მისკენ დაიხარა
_ ეს საცურაო კოსტიუმი მიხდება ? _გამომწვევად გაუღიმა და ყბაზე აკოცა _რას იტყვი
_ვიტყვი რომ სჯობდა საერთოდ არ გეცვეს
_დავხუროთ აუზი და გავიხადო? _ ტუჩზე იკბინა და გადაიკისკისა . თორნიკეს გამოწვევა ყველაზე მეტად უყვარდა, არასდროს უშვებდა ხელიდან მასთან კეკლუცის საშუალებას. სულ გამომწვევი იყო და არასდროს ჩერდებოდა
*.*.*.*.***
მარიამის წასვლამდე მთელი სანათესაო შეიკრიბა ალფაიძეების სახლში. ქეთევანი თავს იკავებდა , მაგრამ ბოლოს მაინც აქვითინდა და მარიამიც აიყოლია.
_პატარაავ
_დედაა გთხოოოვ
_კარგი მორჩა აღარ ვიტირებ _ცრემლები შეიმშრალა და ისევ აკოცა.
დეიდები , ბიძა , დეიდაშვილები ყველანი იქ იყვნენ. ბებიები და ბაბუებიც. ქეთოსგან განსხვავებით მოხუცები თავს ვერ იკავებდნენ. გოგა თორნიკეს გვერდით იჯდა ოთახის ერთ ბოლოში და შორიდან უყურებდა ქალებს
_ამდენი წელია გიცნობ და კიდევ ვერ ვხვდები როგორი კაცი ხარ _ადამიანების გამოცდის სხვადასხვა მეთოდი გვაქვს მე და შენ გოგა , მაგრამ ხომ ძალიან მოგწონს ჩემი შვილების ქცევა
_მაინც მგონია რომ ზედმეტად რბილი ხარ და მეშინია ერთ დღეს მაგრად არ შეეჯახო რეალობას. ხედავ იმათ ? გაბუნია ახლა აქ არ იჯდებოდა თავის დროზე მაგრად რომ ვმდგარიყავი . მეგონა ვერ გაბედავდა , არავინ იცის ვინ როდოს შეგაქცევს ზურგს . გოგა ჩხეიძე ყოველთვის თავის ამპლუაში იყო. რადიკალური დამოკიდებულება ჰქონდა ყველაფრის მიმართ .
მარიამი ძმებს შორის აღმოჩნდა. კონსტანტინე მოეხვია და თავზე აკოცა _მითხარით რომ უნდა წავიდე თორემ გავგიჟდები
_კარგი რა მარიამო არ გრცხვენია? შეიკრიბნენ ესენი და გლოვობენ თითქოს ნახევარი საუკუნით მიდიოდე _იოანე ალაპარაკდა . კონსტანტინე კი უბრალოდ ეფერებოდა .
_მომენატრებით ... _ჩვენც მოგვენატრები , მაგრამ აქ დარჩენა სისულელე იქნება როდესაც ასეთი შანსი გაქვს . თან მიზეზი მექნება შენთან ჩამოსასვლელად _იოანემ ნამდვილად მოახერხა მარიამის გაცინება _არანორმალურო
_მე ჩამოვიყვან
_ნუ ამიჩუყეთ გული რაა... ესენი რომ გეხვევიან მე არ მინდა? _სალომე გამოჩნდა და ისიც ჩაეხუტა
_სალიოო სად დადიხარ? რაც მოხვედი მას მერე ვერ გამოგიჭირეთ
_ვერ ხედავ რამდენი ხალხია? ყველასთან საუბარი მინდოდა ... ესენი არ ვიცი და მე სულ ჩამოვალ ხოლმე .
_გასაქცევი იპოვნეთ თქვენ ორმა ხო? მე საქმეებს მივხედავ და ეს ორი შენთან წამოვლენ _ კონსტანტინემ ზემოდან დახედა ქალბატონებს და წარბები შეკრა
_კოსწიკა ნერვიულობს და ძალიან გაღიზიანებულიაოო _გაიცინა და ლოყაზე უჩქმიტა
_სალომე!
_ნუ მეჩხუბები ! _წარბები შეკრა და მოხითხითე იოანეს გვერდით დადგა
_მოდი მე ჩაგეხუტები _გაიცინა ბატონმა და ხელი მოხვია
_ახლავე რო გავყვეთ არ შეიძლება? კონსტანტინე ნერვებს მიშლის ამ ბოლო დროს
_რატომ იჩხუბეთ?
_სოფელში რომ დავრჩი იმიტომ
_წავიდა და არც დაურეკავს მთელი კვირა...მე რომ გავდივარ ქალაქიდან ტელეფონში ძვრება მაშინაც კი როცა იცის რომ შეყვარებულთან ერთად ვარ ! _მარიამის თმებში დაატარებდა თითებს და ისე ლაპარაკობდა _ყველაფერი მარტივადაა ის ხომ სალომეა ! _ჩუმად უთხრა მარიამმა და თავი მკერდზე მიადო _მომენატრები ! სხვა არაფერი უთქვამს მის წასვლასთან დაკავშირებით . წასვლა ყოველთვის მძიმეა , მცირე სენტიმეტებთან მაინცაა დაკავშირებული. წასვლამდე მოეხვია თორნიკეს . ის კი არაფერს ამბობდა _მა შენ არაფერს მეტყვი?
_შენ ყველაფერი იცი , ყველაფერი გამოგივა და მე შენ უზომოდ მიყვარხარ _შუბლზე აკოცა და გაუღიმა _საუკეთესო ხარ ხომ იცი _მე ხომ შენი მამა ვარ შესაბამისად საუკეთესო ვარ _ გაიცინა და ისევ ჩაეხუტა. მისი სურნელით აივსო ფილტვები და შემდეგ ისევ გაათავისუფლა.
აეროპორტში იდგნენ მარიამს ეხვეოდნენ და აცილებდნენ. უკვე შემცირებული რაოდენობით იყვნენ გიჟმა გაბუნიებმა მისი საყვარელი მელოდია გააჟღერეს მთელს აეროპორტში ზუსტად იმ დროს მარიამი რეგისტრაციას რომ გადიოდა.
წავიდა მარიამი ქეთო დასევდიანდა , სახლში შესვლისთანავე საძინებლისკენ წავიდა .
_გაბუნიებო არ იხმაუროთ...დაიძინეთ გთხოვთ _არ დავლიოთ? _სესილიამ ეშმაკურად გაუღიმა , ნინა კი ჭიქებიტ ხელში გამოჩნდა
_ეე ჩვენ დავიძინოთ და თქვენ დალევთ?
_დედაა ჩვენც დავრჩებით რაა...სესოო
_თუ შეიძლება დები მარტო დაგვტოვეთ და თქვენ სადაც გინდათ იქ წაბრძანდით
_მე გამომყევით მარანში გადანახული მაქვს ღვინო ემოციურად გადაღლილი ბიჭებისთვის _თორნიკემ ბიეჭებს უხმო სალომე კი
კონსტანტინეს მხარზე დაყრდნობილი
_მე საით წავიდე?
_ჩვენთან მოდიი სალომე _ქეთომ დაუძახა . დივანზე იჯდა ფეხები მოხრილი ჰქონდა და ჭიქიდან სასმელს წრუპავდა _მარუსას გაუმარჯოს
_გაუმარჯოს ჩვენს მარუსას ... ქეთუს კარგი გეყოფა
_ნინ ბოლოს ასეთი სიცარიელე შენ რომ მოგიტაცა გაბუნიამ მაშინ ვიგრძენი _ჩუმად თქვა და თავი დოვანს მიადო.
ნინა 21 წლის იყო , სწავლა დასრულებული ჰქონდა და მუშაობდა კიდეც გუგა გაბუნია რომ გაიცნო. გაბუნია ერთი გადარეული ვინმე იყო . იმ დროს ყველაფერი ბნელი იყო და ამ ბნელეთის დიდი ნაწილში ერია გუგაც. ნინა რომ გაიცნო მაშინვე მოეწონა, გოგოსგან იგნორი რომ მიიღო უფრო გახელდა . ყველაფერს ეცადა მხოლოდ იმიტომ რომ იცოდა გოგას შესახებ, მის მეგობრებსაც იცნობდა და თავს იკავებდა. ბოლოს გოგას რომ ეგონა მორჩა ნინას შეეშვაო ერთ დღეს ადგა და მოიტაცა. ზამთარი იყო , მოკლე დღე და სიბნელე . ნინა რომ არ დაბდუნდა და სახლში პანიკა ატყდა ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდა რა შეიძლება მომხდარიყო. გოგას მთელი სამეგობრო რომ შეიკრიბა და ლალი შეწუხდა შემდეგ გაიაზრა რომ რაღაც ცუდი მოხდა. გოგა ცოფებს ყრიდა, გიორგიც არ იყო ნაკლებ მდგომარეობაში. უკვე ყოჩობდა და ისე იმუქრებოდა ცალკე იმის ეშინოდათ გიორგის არაფერი ჩაედინა. მეორე დღეს იპოვნეს და როგორღაც ააღწიეს მთიან სოფელში . უხაროდა ნინას სახლში დავაბრუნებთო , მაგრამ რეალობას მწარედ შეეჯახა იმ დღეს. ნინას ტირილის ხმა დიდხანს ჰქონდა ყურებში , როგორ ევედრებოდა გოგას სახლში წამიყვანე მამა გეფიცები არაფერი მონხდარაო. მოტაცება ხშირი იყო , ყოველ მეორეს ტენიდნენ მანქანაში და ხშირად გაეგონა, მაგრამ რა მძიმე ხვედრი იყო მანამდე წარმოდგენაც არ ჰქონდა. სესილიას რომ ათხოვებდნენ დამშვიდობება არ ყოფილა, იქვე იყო და ზუსტად იცოდა სულ ნახავდა. ნინას რომ მოეხვია თავადაც ტიროდა და ისეთი შეგრძნება ჰქონდა რომ გული ამოაცალეს. გიორგი ხმას არ იღებდა, ახლად შეძენილ სიძეს მკვლელი მზერით უყურებდა . გოგი სუფრასთან დაჯდა ბოლოს და ახალ ნათესავებთან ერთად დალოცა წყვილი. უფროსი სიძისგან განსხვავებით უმცროსისთვის ერთხელაც არ გაუღიმია. არც დიდხანს დარჩენილა მათთან . ზუსტად აღარ ახსოვდა რა ხდებოდა იქ ან გოგიმ რა თქვა მხოლოდ ნინას მზერა ახსოვდა, ცრემლიანი თვალები და სხვა არაფერი
_კარგი რაა ქეთო რა შედარებებს აკეთებ ...
_აუუ რა მოხდა არ მომიყვებით? რომ მოგიტაცა გუგამ ვიცი და საერთოდ არ მოგწონდა? სულ ვგიჟდებოდი ექსტრემალურ სიყვარულზე _სალომემ გაიცინა და ნინას შეუჩნდა სანამ ყველაფერი არ მოაყოლა
_არ მომწონდა_თქო რომ ვამბობ არავის სჯერა. თავს კი არ ვიფასებდი ვერასდროს ვიტანდი მისნაირ ქუჩისბიჭებს, უხეში და საშიში შესახედაობა ჰქონდა ჩემთვის. გოგაც არ ყოფილა რბილი , მაგრამ გუგასი მეშინოდა სულ. ისე შემომხედავდა ხოლმე მინდოდა გავქცეულიყავი _ხოო ჩვენი ნინა ყველაზე სუსტი და კაფანდარა იყო სულ. ემოციური და რაღაცნაირად ნაზი. ყველაფრის ეშინოდა ბუზს რომ უცებ გაეფრინა იმაზეც კი კივილს იწყებდა _სესილია ჩაერთო
_ვაიმეე და ამ დროს გუგა ყოველ მეორეს სცემდა და იარაღით დარბოდა? _დაახლოებით...ახლა რომ ვიხსენებ მეცინება კიდეც, მშვიდად ვარ და მაშინ მეგონა მოვკვდებოდი ან თავს მოვიკლავდი. იმ საღამოს ხელი რომ დამავლეს და მანქანაში ჩამსვეს კივილი რომ დავიწყე მას მერე მეგონა ფილმში ვიყავი და უცებ გაწყდებოდა კადრი. სოფელში ასვლამდე იმდენჯერ დავკარგე გონება სახლში რომ შემიყვანეს კიდევ გავითიშე. ის ღამე ოთახის კუთხეში მჯდარმა გავატარე . ჩუმად ვლანძღავდი გუგას და რამდენჯერაც ნაბიჯს გადმოდგამდა იმდენ ნივთს ვესროდი . ბოლოს ყველაფერი გამომელია ის კი პლედით მოვიდა და მხრებზე მომახურა. აქ ჯდომას თუ აპირებ ასე გაცივდებიო. მე კიდე შევაფურთხე და პლედი უკან ვესროლე
_კარგი რაა ... შემეცოდაა
_შენ მოკლავდი ჩემს ადგილას დამიჯერე
_ეგ არასდროს გითქვამს
_ხო რა ვიცი... ლაპარაკი არ მინდოდა. საშინლად ვბრაზობდი მამაზეც , დედაზეც და ყველაზე.
_გაბრიელს უნდოდა შენი წამოყვანა. უთხრა კიდეც გოგას , მაგრამ ხომ იცი მამა როგორია _სესილიამ თქვა და გვერდით მჯდომ ქეთოს ჩაეხუტა _გაბრო თავიდანვე ოქრო იყო ... სასაცილოა ისე ჩვენს შორის ყველაზე გიჟი სესილია იყო და ყველაზე ბულკი ქმარი ამას ჰყავს მე კიდე სისხლი გამიშრო გაბუნიების გვარმა
_ხომ უძლებ რა გინდა
_ამასაც თუ გაძლება ჰქვია რაა... ერთი გოგო ვერ გავაჩინე ვინმე მაინც რომ დამხმარებოდა. ამდენ ერთნაირ გიჟთან ცხოვრება მიწევს . ჯერ დიდებიც არ არიან ცოლები რომ შეირთონ
_ნინაა მე სიყვარულის ისტორია მაინტერესებს...თუ არ გიყვარს გუგა _როგორ არ მიყვრს...კი მიკვირს საერთოდ რომ მიყვარს, მაგრამ დემეტრე რომ გაჩნდა მერე მივხვდი რომ მიყვარდა. მანამდე სულ ვეჩხუბებოდი . მეტს ნუ მკითხავ იცოდე ...ამათ მოაყოლე სიყვარულის ამბები და მერე შენ მოყევი
_მე არავინ მიყვარს... ჯერ არ გამოჩნდა ისეთი ვინმე ჩემი გული რომ ააფორიაქოს
_გამოჩნდება აუცილებლად...აი ნახავ ღმერთი ზოგჯერ შოკში გვაგდებს ისეთებს გვიწყობს. ამქვეყნად ვერავის წარმოედგინა და ახლაც ვერ წარმოიდგენს როგორი საოცარი ქმარი შეიძლება იყოს თორნიკეს მსგავსი კაცი , მაგრამ ნამდვილი ბრილიანტია . ერთი რომ იბადება საუკუნეში და ისიც ჩემია .... ხოდა შენც შეგახვედრებს იმ ერთს შეიძლება სულ არ ჰგავდეს იმას ვინც ტვინის აზრით უნდა შეგიყვარდეს, მაგრამ რეალურად ის იყოს...და კიდევ უბრალოდ არაფერი ხდება არც ცუდი და არც კარგი. ნინა რომ არ მოეტაცებინა გაბუნიას ერთად ვერ იქნებოდნენ არც ბიჭები იქნებოდნენ და დამიჯერე ეს თავისი ნებით არავის გაჰყვებოდა_გაიცინა და ნინას აკოცა _ჩემი მარიამოც შეუყვარდება ვინმეს გამეტებით და იმედია თავის საქმეს არ შესწირავს ყველაფერს.
ბევრი ისაუბრეს, მარიამზე რომ არ ედარდა ათას თემას შეეხნენ. დათვრნენ და ძალიან ბევრი იცინეს. იმღერეს კიდეც, მუსიკებიც ჩართეს და ცეკვასაც არ მოერიდნენ . კაცები კი შედარებით მშვიდად იყვნენ და ამდენიც არ დაულევიათ. ბოლოს გათიშული ცოლები აიყვანეს და საძინებლებში გადანაწილდნენ. ახალგაზრდებმა კი მანამდე შეაფარეს თავი ოთახებს. ქეთო ოთახში იდგა და დაბალ ხმაზე ჩართულ მელოდიას აყოლებდა სხეულს. ღვინის ბოკალი ხელში ეჭირა და ნელ_ნელა სვავდა . _არ დავწვეთ ქეთევან?
_რა არანორმალური რამეა ცხოვრება არა?
_ხო არანორმალურია
_წავიდა ჩვენი მარიამი ...
_ნუ ამბობ ამ ტონით
_ გახსოვს რომ გავაჩინე რა პატარა იყო? _ყელზე მოხვია მკლავები და ყუში ეჩურჩულებოდა თან მელოდიას აყოლებდა სხეულს _ჩვენი პირველი ქალიშვილი ... შენი დიდი და ჩემი ცოტა სიყვარულის ნაყოფი _იტყუები... შენ მე მაშინაც ძალიან გიყვარდი
_გაღმერთებ! _მთვრალმა ღიმილმა გაუპო ბაგე შემდეგ კი მოდუნდა და თორნიკეს სხეულს დაეყრდნო მთლიანად. მალევე აღმოჩნდა მის მკლავებში. ბოლოს საძინებელში იყო . თორნიკემ ჩააცვა პერანგი შემდეგ საწოლში კომფორტულად მოკალათდდა და გაითიშა. ალფაიძეს კი თვალი არ მოუხუჭავს. საათის ისრებს უყურბდა და ითვლიდა წამებს მარიამის ჩაფრენამდე .
*^*^*^
დილით ადრე გაეღვიძა სკოლა დაიწყო უკვე და იოანეს ძილის დარღვევის დროც დადგა. მარიამი სახლში აღარ ჰყავდა კოსტას კი დიდი ხანია უკვე ჰქონდა თავისი დღის გრაფიკი და იმ დროს სადმე ახლოს პარკში დარბოდა. თვალები რომ გაახილა საათს შეხედა შემდე მუცელზე მოხვეულ ხელს თითებით შეეხო და თორნიკესკენ გადაბრუნდა. მძინარეს აკოცა და საწოლი დატოვა. იოანეს ოთახში დაკაკუნების შემდეგ შევიდა და ბიჭი გაღვიძებული რომ დახვდა გაოცებისგან ყბა ჩამოუვარდა.
_წარმოუდგენელია
_დილამშვიდობისა დე ... _ ლოყაზე აკოცა ბიჭმა და მერე კარადიდან შარვალი გამოიღო. სწრაფად ამოიცვა მერე კი პერანგებს გადახედა
_ასე ადრე როგორ გაიღვიძე ...სკოლაში წასვლა არ გეზარება?
_დღეს არა...ხო მართლა დღეს გვიან მოვალ წინასწარ რომ იცოდე და მერე არ ინერვიულო _გაიცინა და ჩაცმა განაგრძო . თმები დაბალზე ჰქონდა გადაპარსული სარკის წინ დადგა და თავზე ხელი გადაისვა. პერანგის ღილები ბოლო ორ ღილამდე შეიკრა და ქეთოს მიუბრუნდა მის საწოლს რომ ასწორებდა_შეეშვი მე მივხედავ
_იოანე შვილო მითხარი რა ხდება... კარგად ხარ? არ დამიმალო იცოდე რამე მჭირს და გინდა არაფერზე გამაბრაზო ?
_ღადაობ ტო ? _ხმამაღლა გაიცინა და ჩაეხუტა
_ უბრალოდ რაღაცების შეცვლა გადავწყვიტე. როდემდე უნდა იღვიძებდე დილაადრიან იმისთვის რომ მე გამაღვიძო _
რამდენჯერმე აკოცა მკლავებში მოქცეულ ქალს თან იღიმოდა _ნამდვილად?
_აჰაამ... რა ლამაზი ხარ დეე
_რაღაც გინდა ხო?
_კი მინდა ... მარიამს ველაპარაკე წუხელ ნუ ის უკვე მიდიოდა გაკვეთილზე თუ რაცაა და მითხრა მომწეროსო... კიდევ მგონი არაფერი მინდა . საუზმეს რომ მოამზადებ დამიძახე ხო ?
_კარგი ... მიყვარხარ _ ხმაურით აკოცა ბიჭს ლოყაზე და ოთახიდან გავიდა. სიცილს ვერ იკავებდა ზუსტად იცოდა რაღაც მოხდა ამ გიჟი ბიჭის ტვინში .
სამზარეულოში ხმადაბლა ჩართული მუსიკის ფონზე ფუსფუსებდა. მსუბუქ მოძრაობებსაც ასწრებდა და საქმესაც აკეთებდა. არეულ თმას სულს უბერავდა ცხვირიდან რომ მოეშორებინა . თორნიკე მაშველად გამოჩმდა ღიმილით მოაშორა სახიდან თმა , ყურს უკან გადაუწია და აკოცა
_დილა მშვიდობისა
_შენც მშვიდობიანი დღე ... რა გეგმები გვაქვს დღეს?
_რაღაც შეხვედრა მაქვს მე ... შენ არ ვიცი მდივანი გეტყვის
_თორნიკეე ...რა გეგმა გვაქვს დღეს _ წარბები შეკრა და ისე უთხრა
_სამსახურიდან დაღლილი სახლში მოვალ და ცოლს რამე გემრიელს მოვუმზადებ თუ თვითონ ჩემზე მეტად დაღლილი იქნება . თუ ორივე დაღლილები ვიქნებით სადმე წავალთ სავახშმოდ
_აუუ თორნიკეე _ მაგიდასთან მჯდომს მიუახლოვდა მის ფეხებსშორის დადგა და თვალებდამრგვალებულმა შეხედა_არ შეიძლება დღეს მე და შენ სადმე წავიდეთ?
_მაინც სად _ხალათის ნაწილი მკერდთან გადასწია და მკერდის ძვალზე აკოცა თითები კი წელზე შეუცურა
_აგარაკზე ახალი ყვავილების დარგვა მინდა ... ხეებიც მოსავლელია და _შანსი არაა... შაბათამდე მე არსად წავალ . კოსტა წაიყვანე თუ გინდა ....ორი ბიჭი გვყავს ჯან_ღონით სავსე
_ძალიან კარგი ჩემ ბაღში ფეხდადგმული არ გნახო!
_ერთი მებაღე რით ვერ აარჩიე
_არცერთი აკეთებდა ისე როგორც მინდიდა და რა გავაკეთო
_არც გიცდია ახლის პოვნა
_იქნებ იმიტომ რომ ყველაფერი სხვებს თუ გადავაბარეთ მე და შენ ერთად ვეღარაფერს გავაკეთებთ !
_დარწმუნებული ხარ?
_აი შენი ჩაი _დიდი ფინჯანი დაუდგა წინ და წარბშეკრულმა განაგრძო საქმე _იოანეე მზად არის საუზმეე _კიბესთან დადგა და იქედან დაუძახა_კოსტა სად ხაარ?
_დილამშვიდობისა ქეთო ბიცო ... კოსტა იცვამს და ჩამოვა _ სალომემ რომ ჩამოირბინა კიბე მოულოდნელობისგან თვალები გაუფართოვდა _შენ როდისღა მოხვედი
_წუხელ მოვუყვანივარ კოსტას...სიმართლე გითხრათ არც მახსოვს. გოგონებთან ერთად ვიყავი კლუბში დაქალის დაბადებისდღე იყო და როგორც სჩანს წამოსაღები გავხდი და ჩემმა მაშველმა აქ წამომიღო და საწოლზე დამდო _გაიცინა და თორნიკეს აკოცა
_ პრივეტ ...
_რამე პრობლემა ხომ არ გაქვს სალიკო როდის იყო ამდენს სვავდი
_არაა უბრალოდ ყველა სვავდა და რაღაც მეც შევედი აზარტში რომ მივხვდი იმათი ფხიზლად ყურება არ ღირდა _გაიცინა და თავად დაიწყო ყავის მომზადება. თეფში და ჭიქაც დადო თავისთვის მაგიდასთან და იმ წამს მისულ იოსაც თვალი ჩაუკრა
_მე და შენ საშოპინგოდ წასვლას რომ ვაპირებდით სხვაში გამცვალე? _არა რას ამბობ ... უბრალოდ საქმეები მქონდა. დღეს გეცლება?
_კიი რა გინდა რომ იყიდო
_რამდენიმე დღის წინ მივხვდი რომ ძალიან მომბეზრდა ჩემი ოთახი და საერთოდ სახლის აურა . ვინაიდან მამაჩემი ვიღაც დიზაინერებს შემიყრის და დამაწყვიტავენ ნერვებს თავიანთი მდიდრული ბჟღვიალა რაღაცებით გადავწყვიტე ყველაზე გემოვნებიანი და დახვეწილი ქალისთვის მომემართა
_ზუსტად მოგვისწარი ახლა უწევდა ქეთოს რემონტის დაწყების დრო და ჩვენ გადავურჩებით არეულ სახლს. შენ გადმოგაბარებთ_იოანემ გაიცინა და ქეთომ რომ დაუბრიალა თვალები კოცნა გაუგზავნა
_ანუ დღეს დიდი შოპინგის დღე გვაქვს
_აუუჰჰ არადა ყვავილების დარგვას ვაპირებდი _თორნიკემ "შეწუხებული" სახით უთხრა და ჩაი მოსვა სიცილი რომ დაეფარა
_ყოჩაღ შენ ! მეტს არაფერს გეტყვი ... მადლობა სალო _ გოგონამ მისთვისაც დაასხა ყავა და გვერდით მიუჯდა .
_სად წავიდა ეს ბიჭი ... მოკლედ დილაადრიან რომ ურეკავს ის გოგო ვგიჟდები მეტი საქმე თუ არ აქვს ნეტავ _თვალები აატრიალა და სახე დამანჭა
_რას ფიქრობ როდის დაშორდებიან _ქეთომ ჩუმად უთხრა და ეშმაკურად გაიღიმა
_არ ვიცი მაგრამ ხომ იცი ალერგია მაქ ამ უწუპუწუ რაღაცებზე. რომელი კნუტი კონსტანტინეა მითხარი ერთი ორი მეტრო კნუტი სად გაგონილა. ან ეს რომ აჯუჯღუნდება ... ვეფხვი , ავაზა რამე ეგეთი კიდე ხო მაგრამ კნუწიი? _თითები დაგრიხა და თვალები აატრიალა _ფუ როგორ ვერ ვიტან ამ სტერეოტიპულ შეყვარებულებს
_სალომე ! _კოსტა რომ დაადგა თავზე ბურდღუნი შეწყვიტა და კარაქიანი პური მიაჩეჩა
_შენთვის ვაკეთებდი რა ზუსტად მოხვედი
_შენ მე ენას ამოგაცლი ამ ბოლო დროს ზედმეტს ჭორაობ აშკარად გჭირდება უკვე ვიღაც ვინც დაგაკავებს და გაგიქარვებს მოჭარბებულ ემოციებს... _სკამზე დაჯდა კარაქიანი პური რომელიც თვითონ უნდა ჩაეკბიჩქა ქალბატონს ხელიდან აართვა და დატოვა პირდაფჩენილი პირდაპირი მნიშვნელობით
_ვგიჟდები დილა თქვენი კინკლავით რომ იწყება მაგრამ სკოლაში ვიგვიანებ... მანქანა მიმყავს . წარმატებული დღე ყველას _იოანემ საუზმობაც მოასწრო სანამ ისინი ლაპარაკობდნენ და სახლიდანაც გაიქცა სანამ ვინმე რამეს ეტყოდა
_რა სჭირს ამას დღეს ვინმემ იცით?
_უბრალოდ გაიზარდა და მიხვდა რა სჭირდება , რატომ პანიკდები ქეთევან ?
_არ ვპანიკდები და ეგ პერანგი გამოიცვალე . რაღაც აღარ მომწონს _ თვალები დააწვრილა და საყელო გაუსწორა_ანდაც გეცვას მშვენიერია . წავედი მე მოვემზადები და გავიდეთ _ სწრაფად დალია თავისი ყავა
და საძინებლისკენ გაიქცა_სალო მომწერე დღეს და წავიდეთ
_ის დროა რომ გავიქცეთ მამა
_ჩემ გარემონტებულ სახლში შემოსული არ დაგინახო ! წავედი მე _ტაქსით მიდიხარ?
_შენს მანქანას წავიყვან_ თვალი ჩაუკრა და სიცილით წავიდა _ნახვამდის თორნიკე
_ნახვამდის
_და მე როგორ წავიდე ... სალომე
_კლუბიდან ხომ წამომიყვანე ხოდა მიდი იქააა მანქანა _ თვალი ჩაუკრა და გაქრა
_რა მოხდა წუხელ?
_არაფერი უბრალოდ ზედმეტად მთვრალი იყო იმ საზოგადოებისთვის. წამოვიყვანე და როგორც ხედავ გაბრაზებულია
სალომესგან განსხვავებით სრულიად მშვიდად იყო. საუზმობა განაგრძო და აღარაფერი უთქვამს . მაგიდა აალაგეს ქეთოც მიეხმარათ და ერთად დატოვეს სახლი. სალომე და კონსტანტინე ბაღიდან მეგობრობდნენ. სალომეს მამა კახა თორნიკესთან მეგობრობდა და ბავშვების გამო კიდევ უფრო დაუახლოვდნენ ოჯახები ერთმანეთს. ისინი სულ ერთად იყვნენ, სალომეს ბიწებთან თამაში ერჩივნა და კოსტა მის ძმაკაცებთან ერთად ქალბატონის ფარს წარმოადგენდა. სხვა მეგობრებიც ჰყავდათ , მაგრამ ისე ახლოს როგორც ერთმანეთთან იყვნენ არავისთან ყოფილან.
სალომეს მშობლები რომ განქორწინდნენ და დედა მეორედ გათხოვდა ძალიან ცუდად გრძნობდა თავს ჯერ კიდევ 12 წლის იყო და ის პერიოდი სულ ალფაიძეებთან გაატარა. ქეთოსაც ძალიან უყვარდა და მეოთხე შვილივით ჰყავდა.
ქეთო მალევე წავიდა სამსახურიდან სალომესთან ერთად დადიოდა მაღაზიებში და სხვადასხვა კატალოგებს ნახულობდა. ბოლოს ზოგი რამ გამოიწერეს ზოგიც მაშინვე იყიდეს. შემდეგ სალომესთან წავიდა და ამოლაგებაში დაეხმარა.
_ქეთუუ
_ჰოო
_ვიცეკვოთ? _სიმღერა ჩართო და ყავის ფინჯნებით ხელში დაიძრა ჩხეიძისკენ
_კარგი რაა...რას იფიქრებენ დამხმარეები
_არაფერსაც არ იფიქრებენ... კარგი რა ქეთუ იცი როგორი დაღლილი ვარ? ახალი ჭიქებიდან ყავა არ დავლიოთ?
_სალოო კარგად გიცნობ რაღაც აზრები რომ გაწუხებს მაშინ ხარ ასე _მიყვარხარ იცი? საუცხოო ქალი ხარ შენ ... როგორ ახერხებ ასეთი უნიკალური იყო. ჭკვიანი , ლამაზი... ყველაფერი გამოგდის მე კი ყველაფერი ძალას მაცლის. აღარ მინდა ქეთო ამ სახლში ... ახლა რემონტს გავაკეთებ გარემოს შევცვლი, მაგრამ გაქცევა რომ მინდა ახალი თეთრეული და ფარდები ვერ უშველის მაგას
_მესმის შენი ... ზოგჯერ მეც ძალიან მინდოდა გაქცევა. ჩემი დები რომ გათხოვდნენ და სახელმწიფო გამოცდებისთვის ვემზადებოდი რთული პერიოდი მქონდა. აღარაფერი მინდოდა
_კი გაიქეცი მერე ...გაჰყევი თორნიკეს და ხართ ახლა ტკბილად და ბედნიერად.
_ხოდა გათხოვდი შენც _ გაიცინა და მელოდიას ააყოლა სხეული_ცეკვაზე რას მეუბნებოდი?
_ქეთუუ მარიამი არ გენატრება?
_მენატრება , მაგრამ მივხვდი რომ ასეა საჭირო და ვეგუები ნელ_ნელა . შენ ხო მყავხარ არა? გეჭორავები მარიამს რომ არ ეცლება ხოლმე
_ქეთოო გავაკეთოთ რა ის ორცხობილები ბავშვობაში რომ გვიკეთებდი . დამავიწყდა როგორ იყო და ვედ გავიხსნე არადა ძალიან მომინდა _ ცეკვა რომ მობეზრდა და ყველაფერი ამოლაგებული ჰქონდა შემდეგ უთხრა და კნუტის მზერა მიიღო
_თორნიკეს დავურეკავ ... სახლში თუ არის არ დამელოდოს ვახშამზე და მერე წინსაფარი მომიტანე
_საუკეთესო ხარ _ უცებ გავარდა სამზარეულოში . ქეთომ კი თორნიკეს დაურეკა აქამდე რომ არ გახსენებია ბატონს ეგ კი აბრაზებდა , მაგრამ გადაიტანა
_გისმენ ქეთო _ ხმაური გაიგო თორნიკეს ხმის ფონზე
_სახლში ხარ? მე სალოსთან ვარ ...მაგვიანდება და მინდოდა მეთქვა რონ უჩემოდ ივახშმო
_სახლიდან გავდივარ ახლა ... საქმიანი ვახშამი გვაქვს და ჩვენ რესტორანში მივდივარ
_კარგი , მაშინ გამომიარე მეც სახლში წასვლის დროს
_შეიძლება გვიან გამოვიდე
_ხოო?
_მეჩქარება ქეთო ... გაუთიშა მობილურს დაჰყურებდა მერე ეჭვიანობა დაივიწყა და სამზარეულოში გადაინაცვლა. სალომესთან ერთად მოამზადა ორცხობილები სხვადასხვა ფორმები მისცა და შემდეგ ღუმელში მოათავსა.
_სალომეე სად ხარ? დედა სახლში არ დამხვდა და მაჭმევ რამეს? საშინლად დავიღალე _ სამზარეულოში კოსტა გამოჩნდა თვალებს იფშვნეტდდა და ისე მიაბიჯებდა ორივე ერთად რომ დაინახა გაუკვირდა
_ვაა ქეთო მეგონა შენც შეხვედრაზე წახვედი ...რა სუნია , ორცხობილები მოუმზადე?
_ჩემია და იცოდე ყველას ნუ შემიჭამ _ სალომემ წამსვე განუცხადა და თან ვახშმის მომზადება დაიწყო. სანამ ქეთო დასვრილ ჭურჭელს ალაგებდა უყურებდა როგორ ამზადებდა სალომე კოსტას საყვარელ კერძს . მაგიდის ბოლოში დაჯდა და წყვილს უყურებდა. ვერავინ დააჯერებდა რომ მათ
წყვილს მომავალი არ ჰქონდა.
_რაო შენმა ბარბიმ დღეს არ მცალიაო?
_საქმე ჰქონდა
_ოხ ეგ ხომ მსოფლიოში საუკეთესო იურისტი უნდა გახდეს ...
_სალომე თუ არ გაჩერდები ვიჩხუბებთ . ხომ იცი რომ არ მიყვარს როდესაც ვინმეზე ასე საუბრობ მითუმეტეს იმ გოგოზე ვისაც ვხვდები _შენ ატმის კომპოტიც არ გიყვარს ეგრე , მაგრამ სიამოვნებით ვსვამ მე _ვინმე აშკარად უნდა იპოვნო თორემ მარტო მოწყენილი ხარ .განტვირთვა გჭირდეა
_დავიღალე უკვე მერამდენედ მეუბნები მაგას ... რა გინდა პირდაპორ მითხარი , ის იდიოტი ბიჭი გელაპარაკა გითხრა სალომეზე ვგიჟდებიო გგონია რომ მართლა ვუყვარვარ და შანსი უნდა მივცე ხო? ხომ ასეა ... შენ რა გგონია რომ ოდესმე რამეს გაიფიქრებ და მე ვერ მივხვდები? ქეთო იცი ამის პრობლემა რა არის? სანამ აშკარა არ გახდება და არ გადაეკეტებ მანამ ყველა თავისნაირი წესიერი ჰქონია შეყვარებულთან ცუდ სიტყვასაც რომ არ ამბობს ისეთი . ჰგონია რომ როგორ ცივილიზებულადაც დაშორდა წინა შეყვარებულებს ისე შორდებიან ყველანი და ვერ შევაგნებინე რომ იმ იდიოტს ერთხელ მაინც რომ შევხვდე მერე ვეღარ მოვიშორებ და კი არ ვუყვარვარ უბრალოდ ან*რევს ჩემი დანახვიას _ გაცოფდა ბოლოს. ხმას ნელ ნელა უწევდა თან კერძის მზადებას აგრძელებდა . ორცხობილებიც გამოიღო და თეფშზე დააწყო . მერე წინ დაუდო და გაუღიმა _ ხოდა დასკვნა ბატონო კონსტანტინე . შენ შენს პირადს მიხედე და მე და ჩემს ვაგ*ნას შეგვეშვი. როგრმე გადავიტან უკაცობას, ჩემო კნუტო და ფისო თუ არ დავუძახე ვიღაც არსებას არ მოვკვდები და ცუდად თუ ვარ ე.ი სხვა პრობლემა მაქვს
_მე წავედი ... გემრიელად მიირთვით ორცხობილები _ ქეთომ მაშინვე აიღო ნივთები სალომემ თვალები რომ აატრიალა იცოდა რაც მოხდებოდა და ისე გაეცალა იქაურობას სიცილს ძლივს იკავებდა_გიჟები ! საათს დახედა, იფიქრა უკვე დასასრულ იქნება თორნიკეს შეხვედრა და ბარემ იქვე ვივახშმებო . დაღლილი იყო და კიდევ ვახშმის მზადება ცოტა ეზარებოდა. რესტორანში გაღიმებული შევიდა, თანამშრომლებს მიესალმა. არ უყვარდა ვინმეს დაძაბვა მუშაობის დროს და სულ ღიმილიანი სახით შედიოდა სამუშაო სივრცეში. _საღამომშვიდობისა ნიკოლოზ... _მენეჯერს გაუღიმა და გადაკოცნა_ მშვიდ მუშაობას გისურვებ. თორნიკე აქ უნდა იყოს
_საღამომშვიდობისა ქალბატონო ქეთევან... ბატონი თორნიკე ვერანდაზეა _ მცირე პაუზის შემდეგ უთხრა . ქეთომ ისევ გაუღიმა დაემშვიდობა და ვერანდისკენ დაიძრა.
იქაურობა ცარიელი იყო მხოლოდ ერთი მაგიდა იყო დაკავებული. თორნიკე მისკენ ზურგით იჯდა მას კი საკმაოდ მომხიბვლელი ქალბატონი უწევდა კომპანიონობას. საუბრობდნენ, თორნიკეს ხელში ვისკის ჭიქა ეჭირა და მომღიმარ ქალს უსმენდა. რამდენიმე წამში გადახარშა ყველაფერი შემდეგ მშვიდად შებრუნდა და ერთ_ერთ ცარიელ მაგიდასთან დაჯდა. ნიკოლოზს ხელით ანიშნა და ისიც მაშინვე მივიდა _საქმიანი დიალოგის მოსმენის ხასიათზე არ ვარ... ძალიან მინდა რაიმე ნოყიერი . საფირმო მომიმზადოს შეფმა და კიდევ თეთრი ღვინო თუ შეიძლება ... შენ აარჩიე კარგი?
_როგორც იტყვით ხელები მაგიდაზე დააწყო , ღრმად ჩაისუნთქა და მოლოდინის რეჟიმში გადავიდა. გვიან მიხვდა რომ გული საშინლად უცემდა, ცოტაც და მოთმინებას დაკარგავდა . თავს ფიქრის საშუალებას არ აძლევდა , მაგრამ მაინც ცუდი აზრები მოსდიოდა თავში .....
მაგიდასთან იჯდა და მშვიდად ჭრიდა ხორცის ნაჭერს . ღვინოსაც მიირთმევდა და ირგვლივ იყურებოდა. იცოდა ნიკა ეტყოდა თორნიკეს ყველაფერს, მაგრამ ბატონი არ ჩანდა. თითქმის ნახევარი საათი იყო გასული . უკვე მეორე ჭიქას ცლიდა და დესერტის შეკვეთასაც აპირებდა მის წინ სკამი რომ გამოსწია და მშვიდად დაჯდა .
_ახალი კერძი აქვს შეფს და უნდა გავსინჯო შენც გინდა?
_რამდენი საათია აქ ხარ და ჭამისთვის როგორ ვერ მოიცალე _ გაუღიმა და ისევ მოსვა ღვინო _მე დესერტი მინდა _მიმტანს შეხედა და შემდეგ ისევ თორნიკეს მიაპყრო მზერა. რამდენიმე წუთი ჩუმად ისხდნენ. თორნიკე უყურებდა ის კი ხან ჭიქას შეხედავდა ხან ხედს .
_შეარჩიეთ ყველაფერი თუ კიდევ დარჩა
_ვინ არის ის ქალი ჩვენი რომელიმე კლიენტის წარმომადგენელია თუ პარტნიორის
_არცერთის
_აბა?
_ნაცნობია
_საქმიანი შეხვედრა მაქვსო რომ მითხარი ის წეითელთმიანი ქალი იყო საქმე თვოთონ თუ ის რასაც აკეთებს
_საქმე მქონდა ნაცნობ ქალთან რომელიც ჩვენს კომპანიასთან კავშირში არ არის... ძალიან გემრიელია . მეორედ რომ მოვალთ აუცილებლად გასინჯე _გიღიმოდა და თვალებით გჭამდა
_მოგეჩვენა
_ძალიან კარგად ვიცი ვინ ვის როგორ უყურებს
_კარგი მაშინ არ მოგეჩვენა
_თორნიკე ნუ მაგიჟებ...იმ ქალს მოსწონხარ?
_ჩემი აზრით არა , მაგრამ შენ მეტყვი რომ უკეთ იცი ვის ვინ მოსწონს
_ ვიღაც ქალთან ფლირტაობდი იცოდი აქ ვიყავი და არ დატოვე? _შეგეძლო მოსულიყავი , რადგან არ მოხვედი უტაქტობა იქნებოდა საქმეზე საუბარი შემეწყვიტა და ტყუილად მომეცდინა ქალბატონი . შენ რომ წახვიდე შეხვედრაზე და საქმის დასრულებამდე დაგტოვონ ხომ გაბრაზდები
_ანუ არ გინდოდა იმ ქალის გაბრაზება და იმაზე უფრო ღელავდი ვიდრე ჩემზე
_მე ზოგადად ქალებთან უტაქტოდ მოქცევა არ მიყვარს ელიზაბეტ , ჩემი აღელვება დედამიწაზე მხოლოდ ერთ ქალს შეუძლია და თუ არ გახსოვს გეტყვი რომ ის ქალი შენ ხარ_მზერა გაუსწორა ისე რომ წამითაც არ შეცვლილა მისი გამომეტყველება
_თორნიკე არ მეტყვი რა საქმე გქონდა?
_ჯერ საჭიროება არ დგას ... თუ იქნება გეტყვი აუცილებლად.
თორნიკე არ იყო მარტივი კაცი . ქეთო კი როდესაც ქალს ხედავდა მის გვერდით აზროვნების უნარს კარგავდა . რადგან არაფერს ამბობდა ე.ი თქმასაც არ აპირებდა და აზრი არ ჰქონდა ამ თემაზე საუბარს. მანქანაში ჩუმად იჯდა , გზას არც უყურებდა . მარიამი წერდა და მასთან საუბარაი იყო გართული. მანქანიდან რომ გადავიდა და განათებულ ეზოში აღმოჩნდა ტირილი მოუნდა სიხარულისგან.
_თორნიკეე
_ვიციი რომ საოცრება ვარ
_არა არ ხარ საოცრება ... ყვაბილებიც დარგე?
_მთელი ეზო შემოიარა ზამთრის შემდეგ მოწესრიგება სჭორდებოდა და უკვე ყველაფერი მზად იყო
_არა ... ყვავილები ვიყიდე და ხვალ ერთად დავრგოთ
_ქოთნის ყვავილებიც მიყიდე? _აივანს შეხედა და სწრაფად აირბინა კიბე. თორნიკე დინჯად მიჰყვებოდა უკან და იღიმოდა. ბოლოს მოეხვია და კედელთან მიიმწყვდია
_ქეთევან_ ცხელი სუნთქვა სახეზე მიაფრქვია და ტუჩის კუთხეში აკოცა
_ჰოო _ თვალები მინაბა და ჩუმად უპასუხა .მკლავები კი ყელზე მოხვია
_ხომ იცი რომ მეზიზღება როცა ჩემში ეჭვი გეპარება
_და როცა ზედმეტ კითხვებს გისვამ... _დაზეპირებულივით უთხრა _მაგრამ მე შენში არ შემპარვია ეჭვი ხომ იცი ...მე უბრალოდ ვერ ვიტან
_რას ვერ იტან _ ყბაზე აკოცა და თითები მისი ყელიდან მკერდისაკენ აამოძრავა
_მე ... თორნიკე .. მე ჯანდაბა ნუ აკეთებ . ღმერთო ჩემო ასე ნუ შვები
_რას ვერ იტან ქეთევან ! _ თავი ააწევინა და აიძულა მზერა გაესწორებინა
_ვერ ვიტან რომ არ მკოცნი , ვერ ვიტან ასე რომ მირევ თავგზას და მეზიზღება, მძულს , მძაგს ყველა ყველა ქალი ვინც ანთებული თვალებით გიყურებს, ვისაც ჰგონია რომ ფეხებს გაშლის და ხელში ჩაგიგდებს. მინდა ყველას მივვარდე და თვალები დავთხარო გასაგებია?
_ჩშშ რა დღეში გაქვს ნერვები არადა მეგონა რომ მშვიდად იყავი ჩემთან
_თორნიკეე შენ ... შენ ერთობი ხომ ჩემი მდგომარეობით და სულ არ გაიბტერესებს რომ ვბრაზობ ხომ? გგონია უბრალოდ მეჩვენება და სისულელის გამო ვბრაზდები?
_მე არაფერი მგონია... უბრალოდ ვეღარ ვხვდები რა უნდა გავაკეთო რომ მიხვდე ვინ ხარ შენ და ვინ არიან სხვები ჩემთვის
_შესანიშნავად ვიცი ეგ და ძალიან გთხოვ ნუ გამმოიყვან ისე თითქოს შენს სიყვარულში მეპარება ეჭვი . შენ საერთოდ ვერ ხვდები რომ ზოგი მართლა გიჟდება შენზე ხო? ვერ ხვდები რამდენს უნდა ჩემს ადგილას ყოფნა ...საერთოდ ვერ ხვდები რომ მოსწონხარ , გეფლირტავებიან და ცდილობენ შენი თავი წამართვან? _ მოშორდა და აივანზე სიარული დაიწყო _არა შენ მე მართლა გამაგიჟებ , შემშლი .
_ქეთევან
_ნუ მეტყვი რომ ჩემნაირი ცოლი გყავს და სხვა ვერაფერს გავედავს. დიახაც რომ გაბედავს ზოგს მხოლოდ იმიტომ შეიძლება მოუნდე და შევიდეს აზარტში რომ მერე თავის თავს დაუმტკიცოს რა მაგარია...საერთოდაც შენ ვინც გიცნობს სულ ფეხებზე არ დაიკიდებს ჩემს არსებობას და არ მოინდომებს რომ მასთან იყო ?
_რას ითხოვ ქეთევან რა გავაკეთო ... მეუბნები ვიცი შენ ჩემ გარდა ვერავის ხედავო, თან მეუბნები სხვა ქალებს უნდიხარო აბა დალაგდი კარგად და მოვიფიქროთ როგორ ავღკვეთოთ ქალთა ფიქრები და სურვილები _ სავარძელში დაჯდა სიგარეტის ღერი ტუჩებშორის მოიქცია და ღრმა ნაფასი დაარტყა. თვალები დააწვრილა კვამლის გამოშვებისას და გააფთრებულ ცოლს გახედა_მითხარი
_გამოსავალი მხოლოდ ერთია შენ უნდა ხვდებოდე რომ შენნაირი სიმპათიური, მდიდარი, გავლენიანი, ჭკვიანი, საქმიანი კაცი ნებისმიერს შეიძლება მოეწონოს და რომ მიხვდები დროულად უნდა შეაჩერო ოცნების საშუალებაც არ უნდა მისცე იმიტომ რომ შენ ჩემი ხარ და სხვას შენზე ფიქრის უფლებაც არ აქვს ! მხოლოდ ჩემი ხარ და ერთი დღეც არ გაცოცხლებ ჩემი სიყვარულის გარეშე ! _ მის ფეხებშორის იდგა ,ზემოდან დაჰყურევდა თითები ქვედა ყბაზე მოუჭირა და ზუსტად იმ დროს აკოცა კვამლში რომ ოყო გახვეული.
აი ასე უბრალოდ შეეძლო ისტერიკის მოწყობა, დამშვიდება და დასასრულს ვნებიანი კოცნა . ციოდა , მაგრამ სახლში შესვლა აზრადაც არ მოსვლია ინდენად სწრაფად შეიპყრო ვნებამ. თვალებში უყურებდა, რითმს უმატებდა. ხმამაღალი კვნესა წასკდა მისი ტუჩები მოღეღილ მკერდზე რომ შეეხო უკან გადაიზნიქა და თვალები დახუჭა .მის მხრებს იყო ჩაფრენილი და თითებს ძლიერად უჭერდა . ბოლო აკორდი ერთად აიღეს და ისევ დაეპატრონა ალფაიძის ტუჩებს . თორნიკემ ღრმად შეისუნთქა მისი სურნელი და არეული თმები ბოლომდე გაუშალა. ყელში უტოვებდა კოცნის კვალს და ისევ ეფერებოდა _დავრჩეთ თუ დავბრუნდეთ _ კაბა გაისწორა და თმები თითებით ჩამოივარცხნა.
_აქ პერანგი ხომ მაქვს ...
_უხარისხოდ აკერებენ ღილებს რა ჩემი ბრალია...ბოლონდე არც კი განიხსნია _ გაიცინა და ტანის რხევით შევიდა სახლში . სარკის წინ საკუთარი გამოსახულება შეათვალიერა და შემდეგ თორნიკეს პერანგი გამოიღო.
_იქნებ არც წავიდეთ _ პერანგი უკან დაკიდა თორნიკემ და ქეთოს კაბა თვალის დახამხამებაში მოაშორა და საწოლისკენ დაიძრა მასთან ერთად
_იოანე
_გვიან მივა და იმ დროს კოსტაც სახლში იქნება
_მოდუნების დრო ყოფილა _ გაიცინა და ზემოდან მოექცა კაცს _გაბრაზებამ ბოლომდე არ გამიარა
_ქეთევან !
დამღლელი კვირს დასასრული მსგავსი უნდა იყოს.
....................
კონსტანტინე სალომეს გვერდით იჯდა ჯამიდან ორცხობილებს იღებდა და დუმილს არ არღვევდა.
_რაღაც გჭირს და არ მეუბნები
_შემეშვი არ გელაპარაკები
_არ მელაპარაკები და წავალ ...
_წადი... _ორცხობილების ჯამი ფეხებზე დაიდო და ეკრანს დიდი ინტერესით მიაჩერდა.
_როდის იყო რაღაცებს მიმალავდი
_მას შემდეგ რაც საყვარელ შეყვარებულს უყვები იმას რასაც მე გეუბნები და მას შემდეგ რაც იმ იდიოტს მირიგებ
_რას მეუბნები თუ ხვდები საერთოდ... ან რა ისტერიკა იყო ის. იმ გამოს*რებულს ვუთხარი სალომეს სანამ არ მოუნდება შენი დანახვა ახლოსაც არ გაეკარო_თქო და შენ მეუბნები იმას მირიგებო. არ მიცნობ თუ რა ხდება... ჩემში ეჭვი გეპარება? გგონია გიღალატებ და ვიღაცას დავეხმარები რო შეგაბას? მეღადავები თუ რა ჯანდაბაა
_ნუ მიყვირიი ისედაც ცუდად ვარ ... შენ ხარ შეცვლილი . შენ ვეღარ გცნობ და წადი საერთოდ . არ მინდა მოღალატეებთან ლაპარაკი
_გინდა გამაგიჟო ხო? ნუ ტირიხარ თავი ასწიე და მელაპარკე თვალებში შემომხედე _არაა ... არ შემოგხედავ . არ მომეკარო საერთოდ ... ვეცადე , ვეცადე გამეტარებინა ეს ამბავი , მაგრამ არ შემიძლია . აიი არ შემიძლია ისე მატკინე შენგან არ ველოდი ძმა რომ მყოლოდა მას არ ვენდობოდი ისე როგორც შენ და შენ კიდევ უღალატე ჩვენს მეგობრობას _ ცრემლებს იმშრალებდა და თან ჩხუბობდა . მერე კონსტანტინემ გადადგა ისევ ნაბიჯი სახეზე ჩამოყრილი თმები გადაუწია და ცრემლები შეუმშრალა
_შემეშვი
_ხომ იცი რომ ასე ვერ დაგტოვებ... მითხრი ეს დედა ნატირები რამ გაგაბრაზა ასე
_არ იცი ხომ? იმ ვიღაც ორი თვის გაცნობილ ნაშას რომ უთხარი მე ვინ მომწონდა ეგ არაფერია ხო? ადექი და იმ ვიგინდარას დასაცინი გამხადე... სულ ფეხზე ის რას იტყვის , მაგრამ შენ ? შენ როგორ მოუყევი მე ვინ მომწონდა და ვინ არა
_რა მოვუყევი გოგო ხო არ გადაირიე შენს შეყვარებულებზე რატო უნდა მელაპარაკა საერთოდ რა მისი საქმეა შენ ვინ გიყვარდა
_არა მე ვუთხარი რომ იციი ერთ დროს შენი ხისთავიანი მეზობელი მევასებოდა და რომ ვუყურებდი ვსველ*^ბოდი_თქო? შენი აზრით მე ვუთხარი ეს ?
_გგონია რო მე ვუთხარი ? მეკაიფები ხო ?
_აბა საიდან გაიგო . არავინ იცოდა ის იდიოტი რომ მომწონდა . ისიც უბრალოდ მომწონდა და ვღადაობდი , მეგონა შენც მშვენივრად ხვდებოდი ჩემ დამოკიდებულებას. შენი გოგომ კი ძალიან მშვიდად თქვა აუუ დეემ მომიყევი რეები გააკეთე ამ ყინულის დედოფალს რომ მიაწონე თავიო. შოკში ჩავარდა ბიჭი სულ ვესწერვებოდი და ამ გლუვტვინიანმა ისიც უთხრა ესიზმრებოდიო წარმოგიდგენია? კიდევ კარგი ის ბიჭი ნორნალურია და არ დამიწყო იქ რაღაც უაზრო ლაპარაკები და გამომიყვანა მდგომარეობიდან მე კიდე ისე მინდოდა მიწა გამსკდომოდა და ჩავვარდნილიყავი იმ სულელმა გოგომ ისეთები თქვა . აი ახლა მწერს ბატონი დემუსა საუკუნეა რომ არ გავხსენებივარ და აინტერესებს ხვალ საღამოს თუ მეცლება რო გავისეირნოთ სადმე და ძველი დრო გავიხსენოთ. ამას ახა ჰგონია თუ მე ვან*^* მის დანახვაზე
_ამის დედას შევ*ცი ... ახლა მეუბნები მაგას და თან გგონია რო მე ვუთხარი . ყოჩაღ შენ სალომე , ბრავო . ნებისმიერივით ეგრევე იფიქრე რომ მე ვეტყოდი ხო ?
_შენ გგონია ეგრევე ავდექი და დავდე დასკვნა რომ შენ უთხარი? ან იმ ნახევარქათამას შევარჩინე თავისი გამოსვლა? საკადრისი პასუხი რომ გავეცი ასე მითხრა რას ვიფიქრებდი თუ არ იცოდა კოსტამ ისე მომიყვა მეგონა ერთად იყავით და თქვენს ლავ სთორის გავიხსენებდითო . ახლა მითხარი არ უნდა დაგეჯერებინაო... არ დავუჯერე , მაგრამ ყველა შენი ქცევა შენსავე წინააღმდეგაა . ისე მექცევი თითქოს დაგღალე ჩემი ამბებით და გინდა მომიშორო. ხოდა გშორდები ... მგონია რომ არასდროს ჩავრეულვარ შენი და შენი გოგონების ურთიერთობაში
_სალომე რას მეუბნები თუ ხვდები რა ჩარევაზე მელაპარაკები ან რა ზედმეტზე. სალომე არ ხარ? ჩემი ბავშვობის მეგობარი რომელმაც იმაზე მეტი იცის ჩემზე ვიდრე მე საკუთარ თავზე . გეფიცები ეს ბოლო იქნება და ვეღარავინ მოგიშლის ნერვებს ..._ ჩაეხუტა და აკოცა _აღარ მითხრა წადიო თორემ გავბრაზდები იცოდე
_სად მიდიხარ
_მოვალ ისევ არ შეჭამო ბოლომდე ჩემი წილი დატოვე წავიდა, მანქანაში ჩაჯდა და იმ ბრაზის მიუხედავად რაც ჰქონდა მაინც მშვიდად ავიდა გოგოსთან. კარი რომ გააღო საშინაო ფორმაში იყო და თითქოს შერცხვა ასე მოუწესრიგებელი რომ დახვდა ბიჭს
_კოსტა ამ დროს აქ რა გინდა?
_საქმე მაქვს...ცოტა ხნით მოგაცდენ და წავალ
_შემოდი რა პრობლემაა...უბრალოდ მკვლელობის საქმე წამოვიღე ვკითხულობდი და არეული მაქ ყველაფერი _მართლაც უწესრიგობა იყო მთელს სახლში . მაგიდაზე იყო გაშლილი ფურცლები და სრული ქაოსი სუფევდა_ახლავე მივალაგებ და ყავას მოგიმზადებ ან ჩაის... უგემრიელესი ჩაი გამომიგზავნა მეგობარმა
_დარჩენას არ ვაპირებ შეგიძლია მშვიდად განაგრძო მუშაობა და შემდეგ ახალი შეყვარებული იპოვნო . ასე ნუ მიყურებ გთხოვ მე და შენ თავიდანვე ვისაუბრეთ სალომეზე და მე გითხარი რომ შეგეწყვიტა სულელური ეჭვიანობა. საშინლად ვერ ვიტან როდესაც ჩემს სიტყვებს არაფრად აგდებენ , ოდნავადაც არ მცემენ პატივს შენ კი დაიკიდე ჩემი დამოკიდებულება და სრულიად უცხო ბიჭთან დაამცირე გოგო რომელიც ჩემთვის უმნიშვნელოვანესი ადამიანია
_კარგი რა კონსტანტინე უბრალოდ ვიხუმრე მან ისეთები მითხრა ისე მესწერვა იქეთ უნდა უსაყვედურო შენს შეყვარებულს რომ არაფრად აგდებს
_ნუ მაცინებ ... შენ ისე უბრალოდ არაფერს აკეთებ . ორივემ კაეგად ვიცით რომ ამოიჩემებ ვინმეს ან რამეს ვერ მოისვენებ შემდეგ , მაგრამ ამჯერად არაფერი გამოვა. ვერ ვიქნები ქალთან რომელსაც მხოლოდ საკუთარი ეგო ადარდებს და მეტი არაფერი . გისურვებ იპოვნო კაცი რომელსაც შენს მარიონეტად აქცევ მშვიდად ჩაირბინა კიბე , ჩაჯდა მანქანაში და წავიდა სალომესთან. გზად მარკეტში შეიარა ათასი სასუსნავი იყიდა ტკბილიც და მარილიანიც . სახლში შევიდა სალომეს საძინებელში აიტანა ყველაფერი და გოგოს გვერდით დაეშვა საწოლზე _მგონი დრამის ყურების დროა... უკვე მერამდენე შეყვარებულს დავშორდი. მორჩა უკანასკნელი ჭკვიანი ქალი იყო გადავდივარ საყვარელ , უპრეტენზიო გოგონებზე
_ერთად მოვძენოთ _გაიცინა, მისკენ მიჩოჩდა ჩაეხუტა და მერე პარკები გადაქექა ბოლოს რაღაც კომედიას უყურეს და ცრემლებამდე იცინეს
.............................
გამთენიისას გაეღვიძა , თორნიკე მის გვერდით არ იწვა და წამსვე გამოფხიზლდა . უცნაური შეგრძნება ჰქონდა ბოლო დღეების განმავლობაში და ზუსტად იცოდა თორნიკე რაღაც მნიშვნელოვანს უმალავდა. აივანზე არ იყი, არც სააბაზანოში. დერეფანი გაიარა და მის კაბინეტთან შეჩერდა ვიღაცას ინგლისურად ესაუბრებოდა , ლეპტოპის წინ იჯდა და თან დოკუმენტებში ეძებდა რაღაცას. სიტყვებს კარგად ვერ არჩევდა . უნდოდა შესულიყო , მაგრამ იმ ფორმაში და საერთოდაც საუბარში ჩართვა ცუდად გამოვიდოდა. დერეფანში დარჩა და დაელოდა როდის შეწყვეტდდა საუბარს. შემდეგ კარი სწრაფად შეაღო და დაინახა როგორ იღებდა იარაღს სეიფიდან .
_ქეთო ? ამ დროს რატომ გღვიძავს
_იარაღი რაში გჭირდება თორნიკე
_ქეთო მისმინე
_არა არ გისმენ... შენ მე დამპირდი ! დამპირდი რომ თუ ომი არ იქნებოდა იარაღს ხელში არ აიღებდი. დამპირდი თორნიკე
_არ შემიძლია... მნიშვნელოვანი საქმეა და აუცილებლად უნდა წავიდე _არ გამაგიჟო შენს გარდა მოქმედი გენერალი არ ჰყავთ? შენ გადამდგარი გენერალი დასჭირდით ?
_ქეთევან გეყოფა ... მე შენ თავიდანვე გითხარი რომ არ შემეძლო კაბინეტში გამოკეტვა და ბიზნესის მართვა. შენია ის კონპანია და კონსტანყინეც შენ გვერდითაა. გიორგიც შენთანაა და ყველაფერს შესანიშნავად გაართმევ თავს უჩემოდაც
_თუ წახვალ იცოდე არ გაპატიებ _ არ უსმენდა მხოლოდ ერთი რამ ადარდებდა და ისე იყო აღელვებული რომ ვეღარ აზროვნებდა _დააბრუნე ეგ იარაღი სეიფში და სულ ნუ მოხვალ თუ გინდა კომპანიაში. რაც გინდა ის გააკეთე ინადირე, ითევზავე, ბავშვებს ჭიდაობა ასწავლე სპორტული კლუბი რომ გინდოდა გავხსნათ ... ნებისმიერი რამ გააკეთე ოღონდ არ წახვიდე გთხოოვ... გევედრები თორნიკე. მეორედ ვეღარ გავუძლებ .
_ქეთო ომში კი არ მივდივარ ... უბრალოდ უნდა წავიდე ბაზაზე ვიქნები
_მიდიხარ? იქ მიდიხარ? იმ წყეულ ავღანეთში აპირებ წასვლას ? არაა წარმოუდგენელია. შენ წასასვლელად ემზადები ეს დღეები იმიტომ დადიხარ გაურკვეველ ადგილებში და არაფერს მეუბნები. რას მეტყოდი სად მივდივარო მიპასუხე რას მოიფიქრებდი ... მომატყუებდი და ისე წახვიდოდი ხომ?
_ქეთევან გეყოფა ისტერიკა ...არაფერია სანერვიულო და ნუ მექცევი პატარა ბავშვივით რომელსაც ეტყვი რომელი სათამაშოთი ითამაშოს. რადგან არ გეუბნები
_ეს იმას ნიშნავს რომ საჭირო არაა ვიცოდე არა? ყველაფერი საჭიროა , ყველაფერი უნდა ვიცოდე რაც შენ გეხება . შენ კი არასდროს შეგეძლო ნორმალურად საუბარი. არასდროს მეუბნები იმას რაც შენ გეხება . ვერ ხვდები რომ მეც მეხება ბავშვებსად ყველას... გავგიჟდები , იცოდე გავგიჟდები რომ წახვიდე
_გაგიჟდი ქეთო...თუ არ წავალ თორნიკე ალფაიძე აღარ ვიქნები ! გაუძლებ როგორმე რამდენიმე კვირას და _ვეღარ განაგრძო საუბარი ქალმა ისე გაარტყა სახეში რომ გაჩუმება მოუხდა. ქვედა ყბაა აამოძრავა გონს მოსასველად. ქეთოს საკმაოდ მწარე ხელი ჰქონდა, ქორწინების ბეჭედმა კი ტუჩი გაუხეთქა. მერე საყელოში წვდა და მაგრად მოქაჩა
_გავუძლებ ხომ? იცოდე თუ წახვალ ქეთევან ალფაიძე აღარ ვიქნები ... წაგშლი ჩემი ცხოვრებიდან. მირჩევნია განქორწინებულჯ ვიყო ვიდრე თორნიკრ ალფაიძის ქვრივი. ხომ გავუძლებ რამდენიმე კვირა გავუძლებ თურმე ... ვერ გიტან ! ვერ გიტანთ შენ შენს იარაღს, წყეულ ომს ... ვერ გიტანთ _ ხელებს ურტყამდა სანამ თორნიკემ ხელები არ მოხვია და ტუჩებზე დაეკონა. გიჟებივით კოცნიდნენ ერთმანეთს _მითხარი რომ დაიკიდებ და ჩემთან დარჩები _ კოცნის დროს უთხრა და თითებით შარვლის სათავეს დაწვდა _მითხარი რომ არ წახვალ
_მივდივარ ქეთო !
_ჯანდაბაშიც წასულხარ ალფაიძე , იცოდე სულ არ ვინერვიულებ ჩავთვლი რომ ქმარი აღარ მყავს და გიღალატებ ... ხო გიღალატებ
_ღმერთო როგორ ვგიჟდები შენზე ... _გაიცინა და ჰაერში აიტაცა ქალის სხეული. ჯერ ფართხალებდა მთელი ზურგი დაუკაწრა მერე კი გახელებული კოცნიდა ქმარს და თან მუქარას არ წყვეტდდა.
მაინც წავიდა ...
ასეთი იყო გადაწყვეტილებას დიდი ფიქრის შემდეგ იღებდა ანდაც თავიდანვე ზუსტად იცოდა პასუხი და არ არსებობდა წინ გადადგმული ნაბიჯი შეეცვალა. ქეთომ არ იცოდა სად მიდიოდა ზუსტად. არც გაუგია, არც უკითხავს. წარბშეკრული, გაქვავებული სახით დადიოდა იმ დღეს. თითქოს ჩვეულებრივად იყო , ისე იქცეოდა როგორც ყოველთვის . ფიქრებით კი ისევ წარსულში იყო.
ცოლად ჯარისკაცს რომ გაჰყვა წარმოდგენაც არ ჰქონდა რა ელოდა წინ. თორნიკე თან სწავლობდა და პარალელურად მუშოაბდა კიდეც . მერე სიტუაცია შეიცვალა და ისეთი თანამდებობა ჰქონდა რომ ძირითადად ქალაქში იყო . შემდეგ იყო აგვისტოს ომი , დილით გაღვიძებულს წერილი დახვდა საწოლში და საწოლიდან რომ წამოვარდა დერეფანში გასვლა მოახერხა მხოლოდ იქვე ჩაიკეცა. დარჩენა შეეძლო , უკვე აღარ მუშაობდა და წარმატებული ბიზნესიც ჰქონდაათ ის კი უბრალოდ ადგა და თავის მეგობრებთან ერთად წავიდა.
ის რამდენიმე დღე საჭმელიც არ უჭამია ნორნალურად თან ბავშვებთან არაფერს იმჩნევდა და ისე იქცეოდა თითქოს არაფერი ხდებოდა მთელი ღამე ფანჯარასთან იჯდა და ელოდა როდის დაბრუნდებოდა. მხოლოდ თავად იცოდა ეს და სხვამ არავინ . საერთოდ არავინ იცოდა რეალურად რას გრძნობდა თორნიკეს მინართ მათ შორის არც ალფაიძემ . სახლში 29 აგვისტოს დაბრუნდა. წვერგაუპარსავი, განადგურებული სახით და ცარიელი მზერით. ფანჯარასთან იდგა ეზოში შესული რომ დაინახა და წამსვე წამოფრინდა. მერე კართან გაჩერდა და კოსტას უთხრა მიდი გააღეო. უყურებდა როგორ ეხვეოდა ბავშვებს ალფაიძე და წამებს ითვლიდა მისი ჯერი როდის დადგებოდა. იმდენად უცებ მოხვია მაშინ თავისი ძლიერი ტორი თორნიკემ რომ ხმა ვერ დაიმორჩილა. ჭუჭყიანი დატნსაცმელი ეცვა, სულ მთლად მტვრიანი იყო , მაგრამ მაინც თორნიკეს სურნელი და სითბო ჰქონდა. გამხდარი ხელები ძლიერად მოხვია და შემდეგ იგრძნო როგორ შეკრთა კაცის სხეული . დაჭრილი იყო ალფაიძე ხელი ნაღრძობი ჰქონდა და მთელი სხეული დალურჯებული. იმ წამებს არასდროს დაივიწყებდა. ბავშვები როგორ გაუშვა სათამაშოდ ეზოში და როგორ ავიდა თორნიკესთან რომელიც საძინებელში იდგა და ეწეოდა. _გაიხადე და მაჩვენე ჭრილობა
_მიმენატრე ქეთო _ გაუღიმა და ტუჩები ლოყაზე მიაწება . ქეთო არ უსმენდა სწრაფად მოაშორა მოსაცმელი , მაისური ლამის ტანზე შემოახია და თორნიკეს წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც ნახა ჭრილობა. _ქეთო ..ქეთო შემომხედე. არაფერია...კარგად ვარ კანში გაიარა უბრალოდ
_შენ მე სულელი გგონივარ? ამდენი ხანი საავადმყოფოში იყავი ხომ? იქ იწექი იმათაც იცოდნენ შენმა ძმაკაცებმა და იმიტომ მოდიოდნენ ასე ხშირად. არაფერი მითხრეს შენ აუკრძალე ხომ? მეგონა მოკვდი და ისიც არ იცოდნენ შენი გვამი სად იყო ... მეგონა მოკვდი და არ მეუბნებოდნენ ... მეზიზღები ...მძულხარ . გგონია გამიფრთხილდი? გგონია დამიცავი რომ ადექი და წახვედი? რომ დამიწერე მაპატიე მიყვარხარ დავბრუნდებიო და წახვედი . გეგონა სულელი ვიყავი და არ ვიცოდი სად წახვედი ? მერჩივნა პალატაში შენს გ ერდით ვყოფილიყავი ვიდრე ოთახში სადაც შენ არ იყავი _ ტიროდა, ჩხუბობდა და ხმას მაქსიმალურად იმორჩილებდა ბავშვებს რომ არ გაეგოთ. მერე ისევ ჩაეხუტა , მაგრად მოეხვია და მთელი სახე დაუკოცნა
_ჩემი ქეთოო... მაინც ვერ შევძელი შენი სიმშვიდეში ყოფნა... დავკარგე შენი სიმშვიდე ქეთო_ყელში კოცნიდა და ეჩურჩულებოდა.
_დამპირდი რომ აღარასდროს აიღებ იარაღს ხელში
_ქეთო რას მეუბნები ომი რომ დაიწყება სახლში დავჯდე ? აბა ვინ წავა იქ ... ის ვინც იარაღის გამოყენებაც არ იცის? სხვისი ქმარი და შვილი უნდა დაიღუპოს მაშინ როცა მე ძალა მაქვს გადავრჩე და სხვაც გადავარჩინო? _მანამ დარჩი სანამ ომი არ დაიწყება ... იცხოვრე მშვიდად ჩემთან და ბავშვებთან ერთად . შეწყვიტე ორი ცხოვრებით ცხოვრება . ერთი საქმე აირჩიე , მე ამირჩიე თორნიკე თორემ მოვკვდები. მე მეტს ვერ გავუძლებ იცოდე და მოვკვდები
_ნუ ამბობ მაგას გთხოვ
_დამპირდი...ახლავე დამპირდი თორემ წავალ გეფიცები. ხომ იცი რომ წავალ !
_ქეთევან ...
_თორნიკე დამპირდი
_კარგი ... კარგი აღარ იტირო გთხოვ თორემ ამ ჭრილობების ნაცვლად შენი ცრენლები მომკლავენ...შენი თვალები მომკლავენ ქეთო _ ცრემლებით დანამულ ყვრიმალზე აკოცა და ისევ ჩაეხუტა _მორჩა ქეთო...
სააბაზანოში მის წინ იდგა და თავისი ხელით ბანდა ჭრილობებს. მის მოზრდილ თმაში დაატარებდა თითებს და ძალაგამოცლილს ენერგიას აძლევდა. რამდენიმე დღე უყურებდა ბავშვებთან მოთამაშეს, მძინარეს უბრალოდ სიარულის დროს მანამ აყოლებდა მზერას სანამ თვალს არ მოეფარებოდა. შემდეგ თანდათან დამშვიდდა და ყველაფერი დალაგდა. ახლა კი ისეთი შეგრძნება ჰქონდა რომ უარესი ელოდა წინ. გაუშვა და გაგიჟდა კიდეც.
კონსტანტინეს და იოანეს სიმშვიდე ცალკე აგიჟებდა. არ იცოდა თორნიკე წასვლამდე ბიჭებს რომ ესაუბრა. თავად კი არ უთქვამს სად წავიდა.
_რა ხდება მამა რა თათბირი მოგვიწყვე ... მშვიდობაა?
_მე რამდენიმე კვირით შეიძლება თვითა წასვლა მიხდება და ყველაფერს თქვენ უნდა მიხედოთ
_სად მიდიხარ მამა _კონსტანტინემ ჰკითხა ამჯერად _ძველ სამსახურს ვუბრუნდები დროებით. კითხვები არ დამისვათ ტყუილად მაინც ვერ გიპასუხებთ და არცაა საჭირო
_რა სამსახურში ... ჯარისკაცი ხდები ისევ? _ იოანეს თვალები გაუფართოვდა _ მე მხოლოდ მონათხრობი მახსოვს ... ჯაშუში იყავი სნაოპერი თუ ვინ ... ფორმაშიც კი არ მინახავხარ არასდროს
_შენ 5 წლის იყავი ბოლოს იარაღით რომ გავედი სახლიდან და არც უნდა გახსოვდეს. წოდება არც დამიკარგავს უბრალოდ მთავრობის მარიონრტი არ ვყოფილვარ არასდროს . ახლა კი ისეთი საქმეა რომ უნდა წავიდე . ჯაშუში და შეგზავნილი აგენტიც არ ვარ ყველაფერი უფრო მარტივადაა. მივდივარ იქ სადაც დაცვა სჭირდებათ ძალადობისგან და არა მაქინაციებისგან და რაღაც პოლიტიკური ამბებისგან . გასაგებია ახლა? _ეგ აქამდე უნდა მცოდნოდა ...
_რომ არ იცოდი რა იყო სხვანაირად _კონსტანტინე მიუბრუნდა ძმას
_შენ უფრო ამაყობდი მისით და ახლა ასმაგად მევასება მეც ...
თორნიკემ ღიმილი ვერ შეიკავა ბიჭის რეაქციაზე. ხელი მოხვია და ჩაეხუტა. თმები აურია და თვალი ჩაუკრა _ხო არ გაუბერავ შენებურად
_ეს რამდენიმდ კვირა ფიზიკასაც ვისწავლი თუ გინდა _ გაიცინა და თმები გაისწორა _მთავარია საღ_სალამათი დაბრუნდი და ჩვენზე არ იდარდო
_დედამ იცის?
_გაიგო
_იმიტომ დადის დღეს მთელი დღე ასეთი სახით ? _დედა წინააღმდეგია? რატომ
_ეშინია და იმიტომ ... აუცილებელია შენი იქ ყოფნა?
_აუცილებელი იმდენად არ არის რამდენადაც მინდა კონსტანტინე ხომ გესმის
_მესმის მამა ... თავს გაუფრთხილდი. აქ ყველაფერი კარგად იქნება .... დედას მე მივხედავ
_ეცადე სადმე წაიყვანო აგარაკზე ან ჩხეიძეებთან
_ნუ ღელავ დამშვიდდი ... როდის მიდიხარ
_ზუსტად არ ვიცი ... მართლაც არ იცოდა თუ იცოდა ღამით წავიდა. მძინარე ქალს აკოცა მერე ბიჭების საძინებლებში შეიხედა.. მარიამთან საუბარი მანამდე მოასწრო , მაგრამ გოგონასთვის არაფერი უთქვამს . მშობლებიც ჩვეულებისამევრ მოინახულა და მათი აღელვებაც არ ჩათვალა საჭიროდ .
*^*^*^*^
ერთი კვირა თვალის დახამხამებაში გავიდა. საქმეებზე გადაერთო და ათას რამეს აკეთებდა მარტივად რომ დასძინებოდა, მაგრამ მაინც ვერ ისვენებდა თორნიკეს გარეშე. სახლიდანაც არ წავიდა იქ კი აუტანელი იყო ყოფა ალფაიძის გარეშე. დედამთილთან მივიდა ერთ დღეს. უბრალოდ ადგა და წავიდა. ქალი ძალიან გაახარა მისმა დანახვამ . თბილად ჩაიკრა გულში და სახლში შეიპატიჟა. ცოტა ხანი უსმენდა მის ამბებს მერე დივანზე დაწვა თავი მუხლებზე დაადო და გაჩუმდა მოფერების მოლოდინში
_რა დაგემართა შვილო... ხო კარგად ხარ _თმაზე შეეხო მოხუცი და მერე თითები დაუკოცნა
_ შენ რომ არ იცინი ამინდიც უფრო ღრუბლიანი მეჩვენება
_თორნიკე არ გენატრებათ? როგორ ძლებთ მის გარეშე... რატომ არ ცხოვრობთ ჩვენთან .
ხომ იცი რომ ორივე ძალიან მიყვარხართ და მართლა მთელი გულით გთავაზობდით ახალ სახლში გადმოსვლას. აქაც ვიცხოვრებდი მე უბრალოდ ის სახლი უფრო დიდია და ვიფიქრე ყველანი თავისუფლად მოვთავსდდებით_თქო _თორნიკე ბავშვობიდან სადღაც იყო. ხან შეჯიბრზე უშვებდნენ... ხან იქეთ მიდიოდა ხან აქეთ და მიჩვეული ვიყავი. დედისერთა ნებიერა არასდროს იყო ხომ იცი . სულ აქ არ ხართ? მონატრებით შენებს ენატრებით რამდენიმე თვეში ერთხელ რომ ჩადიხართ ... მე ვიცი რომ თორნიკე კარგადაა და მშვიდად ვარ. როცა იცი რომ შენი საყვარელი ადამიანი მშვიდადაა და კარგად გრძნობს თავს იქ სადაც არის შენ უნდა შეეგუო და შენც უნდა გიხაროდეს მასთან ერთად
_მენატრება ... ნერვები მეშლება ასე რომ მენატრება . ვეჩხუბე წასვლამდე და ამაზეც ვბრაზდები რომ ვეჩხუბე და იმაზეც უფრო მეტად რომ არ ვეჩხუბე. ბავშვივით ვარ და ეგეც მაგიჟებს. იცი რამდენ ვინმეს ეშინია ჩემი? რამდენი ადამიანის უფროსი ვარ , რამდენ რამეს ვაკეთებ და სინამდვილეში ბავშვივკთ ვარ. საჭმელსაც ვერ ვაკეთებ დღეს კვერცხიც ვერ შევწვი თორნიკე რომ არ იყო თითქოს პატარა სულელი გოგო ვიყო
_თქვენ სულ მასე არ იყავით შვილო? მე არ მახსოვს სადმე წასულიყო და შენ მშვიდად ყოფილიყავი ...
_სამაგიეროდ ის მიბრძანდება მშვიდად და ისე ბრუნდება ვითომ აქაც არაფერი
_ოოჰ როგორ გაუბრაზებია ჩემი გოგო. აი ნახე რა ვუყო რომ ჩამოვა _ გაიცინა და თავზე აკოცა _ რას ვიფიქრებდი შენ თუ ასე შეიყვარებდი ჩემს თორნიკეს. არადა ჩვენ ხომ ვიცით რომ თორნიკე ქორწინებამდე არ გიყვარდა
_მეც არ ვიცოდი რა მელოდა წინ ... შენ მართლა სხვა გინდოდა რომ შეეთო?
_თორნიკემ გითხრა ეეგ?
_ხოო და მეწყინა ცოტა ... შენ ხომ იცი რომ ის ვიღაც ლეილა არ იყო თორნიკესთვის ... თორნიკე მარტო ჩემია და შენი კიდევ ... სხვა ქალს ვერ გავუყობ
_სად წავიდა ის ... შენ ხომ არ ეჭვიანობ ჰა?
_არაა...ნეტავ ვეჭვიანობდე . კარგად გამოვლანძღავდი და დავისვენებდი _ ვერ ეტყოდა თორნიკემ იარაღი აიღო და სადღაც წავიდაო . სამაგიეროდ მთელი დღე იქ გაატარა. თორნიკეს საძინებელში დაწვა ბოლოს და იქვე ჩაეძინა .
*^*^*^*^*
ქეთევანი და თორნიკე რომ დაქორწინდნენ ორივენი პატარები იყვნენ . ქეთო ჯერ კიდევ არ სწავლობდა უნივერსიტეტში . შემდეგ კი თორნიკესთან ერთად გადაწყვიტა ფული მცირე ბიზნესში დაებანდებინა, ყოველთვის მიზანდასახული იყო ეკონომისტის ცოდნა და კარგი ნაცნობებიც ხელს უწყობდნენ ამ ყველაფერს . შემდეგ ეს უბრალო შემოსავლის წყარო ბიზნესად აქცია და სულ მალე ახალი იდეების განხორციელება დაიწყეს. თორნიკე სულ მის გვერდით იყო , ბევრ საქმეს აგვარებდა , მაგრამ მეტის სურვილი ქეთოს ჰქონდა. ერთად სწორ გათვლებსაც აკეთებდნენ და რისკიც თითქმის ყოველთვის შედეგს იღებდა. ბოლო წლებში სხვადასხვა საქმეში ჩაერთვნენ და მცირე წილი ჰქონდათ თითქმის ყველა კომპანიასთან ვისი პროდუქტიც შესაძლოა დასჭირვებოდათ. მოკლედ არასტანდარტული გათვლა ჰქონდათ და უამრავი საქმე გროვდებოდა. ათასი დოკუმენტი , პირობა, შეხვედრა და ამ დროს ადვოკატი რომელიც მათი ერთგული და გამოცდილი კაცი იყო ადგა და პენსიაში გავიდა. ასაკი ნამდვილად არ ჰქონდა დიდი ქეთო ცდილობდა დაერწმუნებინა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. კაცს ოჯახთან ყოფნა და დასვენება სურდა. მოგზაურობას გეგმავდა და მოკლედ ბოლოს შეთანხმდნენ რომ თავად მიიყვანდა მათთან იურისტს რომესლაც ყველა საქმეს გააცნობდა და მშვიდად წავიდოდა სამსახურიდან. თორნიკემაც იცოდა ეს ამბავი , მაგრამ რომ წავიდა მაშინ ჯერ კიდევ ძველი იურისტი მუშაობდა კომპანიაში. ქეთო დილით ადრე ადგა, ხასიათის გამოსასწორებლად დილით სირბილიც კი დაიწყო კოსტასთან ერთად . _მოიცადე შვილო ამდენიც არ შემიძლია ბოლოს მამაშენთან ერთად ვირბინე შვიდი წლის წინ _ სვენებ სვენებით თქვა ყურსასმენები მოიშორა და კოსტას დაეყრდნო
_დავბრუნდეთ ?
_ხოო ...ოღონდ ცოტა მოიცადე რაღაც ვერ ვარ კარგად. უცებ ჩხვლეტა ვიგრძენი _ მკერდზე მიიბჯინა ხელი და სკამზე ჩამოჯდა_იმედია კარგადაა _თავი ხელებში ჩარგო და დამშვიდებას შეეცადა
_ასე ნუ ნერვიულობ გთხოვ ... მალე დაბრუნდება
_მეშვიდე დღეა უკვე რაც წავიდა. ხომ შეუძლია დარეკოს , მაგრამ ბატონ თორნიკეს სენტიმენტები არ უყვარს და ბოლომდე უნდა გადაერთოს საქმეზე.
_შენც ასე ხარ დე უბრალოდ სხვა საქმის კეთება გიყვარს _ყოველთვის მის მხარეს როგორ ხარ
_თვითონ ყოველთვის შენს მხარესაა და ვიღაც თორნიკესკენაც ხომ უნდა იყოს _ გაიცინა და ლოყაზე აკოცა
_შენ მითხარი იმ გოგოს რატომ დაშორდი
_თემას როგორ ცვლი არ გრცხვენია? არ არის ის ვინც მე მჭირდება და მორჩა
_და რა გგონია როგორი უნდა იყოს ის ვინც გჭირდება
_რთული კითხვაა დედა და ამ დილაადრიან არ გვინდა ჯერ კიდევ არ ვარ იმ ასაკში რომ ღელავდე
_ხომ იცი რომ ამაზე არ ვდარდობ უბრალოდ მეშინია რომ იმას ვერ დაინახავ ვინც შენია უკვე . წინ წავიდა მალევე გაჰყვა კონსტანტინეც. სულ ხვდებოდა სალომეს და მის დუეტს როგორ უყურებდა ქეთო მაგრამ ცოცხალი თავით არ ესაუბრებოდა ამ თემაზე. იოანე ჯერ კიდევ სააბაზანოში იყო რომ დაბრუნდნენ. ბოლოს ერთად ისაუზმეს და წავიდნენ. კონსტანტინე ოფისში არ იყო იმ დღეს სხვა საქმეები ჰქონდა და მარტო წავიდა . შენობაში შესვლისთანავე იგრძნო ყურადღება და სხვა ამპლუაში გადაერთო. თითქოს ტრანსფორმაციას განიცდიდა ამ დროს. კაბინეტში შესვლამდე მდივანს მიესალმა და ისიც საჭირო დოკუმებტებით გაჰყვა უკან. დღის გეგმები გააცნო და შემდეგ დატოვა. ერთ _ერთ კომპანიასთან პრობლემა იყო შემოსავლებში აშკარა შეცდომები იყო და სწრაფად წავიდა იურისტი რომ ეპოვნა. მიჩვეული იყო მის კაბინეტში თათბირს. ლიფტში შევიდა საბუთებით ხელში და იქ მდგომ უცნობს ინსტიქტურად მიესალმა. ჩვევად ჰქონდა მისალმების დროს გაღიმება და ამჯერადაც არ დავიწყნია
_რომელზე მიდიხართ? _კაცის ბოხი ხმა ყურთან რომ გაიგო უცებ გამოერკვა
_მესამე
_რა დამთხვევაა ...
_ხელი რომ დააჭირეს ღილაკს რაღაც უცნაური ხმა გამოსცა ლიფტმა და გაჩერდა
_ჯანდაბა ... ისევ გაიჭედა
_იღბლიანი რომ იქნები ადამიანი ყოველთვის გაგიმართლებს _გაიცინა უცნობმა და ახლაღა ახედა გაბრაზებული მზერით
_უკაცრავად მე მითხარით რამე?
_იმედია მალე შეაკეთებენ თორემ ასეთ სივრცეში ტემპერატურა იმატებს და გახდა მოგვიხდება _ ურცხვ მზერას არ აშორებდა ალფაიძის დეკოლტეს და ქვედა ტუჩზეც კი გადაისვა ენის წვერი. თითქმის შეუმჩნევლად , მაგრამ ქეთო ყველაფერს შესანიშნავად აღიქვავდა
_თავხედი _ჩუმად თქვა და ისევ ზურგი აქცია . მობილური ხელში არ ჰქონდა კაცს კი ანთებული ეჭირა და წამსვე გამოართვა . მიმღებში დარეკა და დაელოდა
_კი მაგრამ
_ჩუმად _თითები მისი სახის წინ ასწია და როგორც კი გაიგო ხმა მაშინვე დაიწყო მკაცრი ტონით საუბარი _ ლიკა ლიფტში გაჭედილ ხალხს ცოტა უფრო სწრაფად უნდა დაეხმაროთ მგონი ხომ? დიახ მე ვარ და ხუთ წუთში თუ არ გამიყვანთ აქედან იცოდეს ყველამ ვისაც ეს საქმე ეხება რომ გათავისუფლებული იქნება! _ გათიშა და წამით დაინახა მესენჯერში გამოგზავნილი შიშველი ქალის ფოტო . აშკარად გაცხარებული მიმოწერა ჰქონდა უცნობს. წამსვე დაუბრუნა მობილური მადლობაც არ უთქვამს . ფეხს აკაკუნებდა და ხელში მოქცეულ საბუთებს აფრიალებდა . აშკარად ცხელოდა პიჯაკი მოიშორა და კარს შეხედა ისევ
_არადა მეგონა ისე იქნებოდა როგორც ფილმებშია ხოლმე
_მაინც როგორ კლაუსტროფობია მექნებოდა და პანიკაში ჩავარდნილი ჩემს დახმარებას უშედეგოდ ეცდებოდით?
_დაახლოებით ... მე დიმა _ხელი გაუწოდა და მომხიბვლელად გაუღიმა. ნამდვილად უსიმპათიურესი იყო. უბრალოდ ბრმა უნდა ყოფილიყავი რომ ვერ შეგემჩნია.
_რამდენი წუთი გავიდა ... საინტერესოა როდის გავალთ აქედან _ ყურადღება არ მიაქცია მის ხელს მაჯაზე მორგებულ საათს დახედა და კედელს მიეყრდნო .
უკვე მეორედ გაიჭედა ბოლო თვის განმავლობაში ლიფტში. შეკეთება დაავალა , მაგრამ აშკარად ვერ გააკეთეს ისე როგორც საჭირო იყო. _რა ცუდია როდესაც ასეთი ლამაზი ხარ და ასეთი უჟმური ხასიათი გაქვს არა?
_სასაცილო ხართ დიმა _ გაიცინა და გვერდულად გახედა პერანგის რამდენიმე ღილის გახსნა მოესწრო ბატონს . სახე ოფლის წვეთენით ჰქონდა დაცვარული და გრძელი თითებით ცდილობდა სიცხისგან გამოწვეული დისკომფორტის მოშორებას _მგონი თქვენ გაქვს კლაუსტროფობია
_არა ... არა უბრალოდ აქ გაჭედვა ცუდის ნიშანია. ახალი დაბრუნებული ვარ და მგონია ისევ 90_იანებში ვარ. გუშინ შუქიც წავიდა ჩემთან ბინაში _ ისევ გაიცინა და თმაზე გადაისვა თითები ამჯერად
_იშვიათად ხდება ხოლმე ... ჯერ გაქცევაზე არ იფიქროთ ... როგორც იქნა_ლიფტის ხმა რომ გაიგო პიჯაკის ჩაცმა ისევ სცადა კაბინა ისე მოსწყდა ადგილს წონასწორობა ვეღარ დაიცვა და პირდაპირ უცნობის მკლავებში აღმოჩნდა . კაცი ისე უყურებდა თითებში მოქცეული ფურცლების დაყრაც კი იფიქრა თავი რომ დაეხსნა მისგან.
_ჯანდაბა , ძალიან ლამაზი ხარ _ ახლოს იყო იმდენად რომ მკერდით ებჯინებოდა _ საშიშად ლამაზი !
_ნამდვილად საშიში გავხდები გონებას თუ არ მოუხმობთ და არ მომშორდებით
_უკაცრავად _ უკან გადადგა ნაბიჯი მაგრამ ისევ ისე უყურებდა . ლიფტიც გაჩერდა კარი გაიღო და პირველი გავიდა იქედან. წამსვე დააიგნორა დიმას არსებობა და ახალ საქმეზე გადაერთო. ნახევარი თანამშრომლების იქ იყო. მდივანს საბუთები მიაწოდა და ხელოსნებს გახედა _ამ ერთ შემთხვევას კიდევ გაპატიებთ. მიხვდით რა სჭირდება ამ წყეულ ლიფტს ბოლოს და ბოლოს ახალი გააკეთონ. მეორედ რომ გავიგო კიდევ გაიჭედა ამ ლიფტში მთელი დღით გამოგკეტავთ და მერე გაგაგდებთ _ მსგავსი ხუმრობა ახასიათებდა ხოლმე და ისინი კარგად იცნობდნენ ვინც მასთან მუშაობდა
_მე მივხედავ ქალბატონო ...მეტჯერ აღარ განმეორდება
_თანამშრომლების დაშინება ისჯება...შესაძლოა გიჩივლონ და რამდენიმე მილიონიც მოგიგონ იცით ?
_ისევ თქვენ? როგორმე თავად გავარკვევ თავს ნუ შეიწუხებთ არ ღირს სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა ! თაკო შეხვედრა ცოტა ხნით გადადე და უთხარი ვინმეს სახლიდან ახალი ტანსაცმელი მომიტანოს . ბატონი შოთა ჩემთან დაიბარე კაბინეტში შეხვედრის დაწყებამდე _ დერეფანში განაგრძო სვლა . სხეულს ისე მიარხევდა უკან მდგომი კაცი თვალს ვერ აშორებდა. შეკრული თმა რომ გაიშალა და პიჯაკი ისევ მოიშორა სუნთქვაც კი შეეკრა
_ჯანდაბა საოცრებააა _გაიცინა და შემდეგ იმ კაბინეტისკენ დაიძრა სადაც ელოდნენ. მოწესრიგდა, დამშვიდდა საქმეზე გადაერთო და შემდეგ მდივანს ჰკითხა იურისტზე
_მითხრა რომ თავის კაბინეტშია
_როგორ არ მოდის? დღეს რა ხდება კი მაგრამ _ ისევ აიღო საბუთები და გაცხარებული წავიდა შალვას კაბინეტისაკენ. ამჯერად კიბით ისარგებლა პირდაპირ შეაღო კარი და იქ მყოფი დიმა რომ დაინახა უკან გაიხედა რამე ხომ არ შემეშალაო
_მობრძანდით ქალბატონო ქეთევან... რით შემიძლია დაგეხმაროთ?
_შოთა სად არის ?
_ბატონი შოთა ჯერ კიდევ გუშინ წავიდა განცხადება თქვენს კაბინეტში უნდა იყოს
_შენ ვინ ხარ ?
_ახალი ადვოკატი ... დიმა წილოსანი
_კარგით და ბატონო დიმა მე რატომ ვარ აქ და თქვენ რატომ არ ხართ ჩემს კაბინეტში თუ დღეიდან უკვე შეუდექით საქმეს
_თქვენ ბატონ შოთას ელოდით ... შეიძლება მასთან გქონდათ საქმე და არა ჩემთან
_იცით თქვენი ირონიისთვის არ მცალია ამ დოკუმენტებს გადახედეთ და სარჩელი მოამზადეთ ... ან მოლაპარაკებას ეცადეთ და დააბრუნეთ ჩემი კუთვნილი თანხა. იმედია კეთილი იქნება თქვენი ამ თანამდებობაზე ყოფნა _მაგიდაზე დაუდო ფურცლები, უკან შებრუნდა და ოთახი დატოვა.
_ბატონო შოთა დიმა ნამდვილად ის კაცია ვისზეც მითხარით? მეგონა დღეს თქვენ გამაცნობდით ის კი უკვე კაბინეტშია მოკალათებული _ქეთევან ... დიმას ვენდობი ბოლომდე. ცოტა უხეშია , მაგრამ საქმის პროფესიონალია და ყველაფერს იმაზე მარტივად და უკეთ მოაგვარებს ვიდრე მე ვახერხებდი ამას. ახლახანს გავედი შენობიდან , მეგონა შეხვედრაზე იყავით მე კი ძალიან მეჩქარებოდა მაპატიეთ ცუდად გამოვიდა...
_კარგით არაუშავს... კარგად ბრძანდებოდეთ
_თქვენც ასევე ქალბატონი ქეთევან . მობილური დადო და შეხვედრაზე წავიდა. იმაზე დიდი დრო დასჭირდა ვიდრე წარმოიდგენდა. საღამომდე ვერ დაასრულეს დეტალურად ამოწმებდა ყველაფერს. ყველა რომ წავიდა სავარძელს მიეყრდნო . დაბუჟებული იყო უძრაობისგან. ფეხსაცმელი მოიშორა და ფეხები მაგიდაზე შემოაწყო. მდივანს სთხოვა ყავა მომიტანეო და თვალები დახუჭა. საფეთქლებს იზელდა და უჯრაში აღმოჩენილ შოკოლადს აგემოვნებდა.
_მგონი წნევა დამივარდა... შენთვისაც მოიტანე ყავა ცოდო ხარ _კარის ხმა რომ გაიგო მაშინვე უთხრა და შოკოლადი კიდევ ერთხელ ჩაკბიჩა
_მიხარია ჩემზე რომ ფიქრობთ , მაგრამ არც ისე რთული საქმე მხვდა წილად _კაცის ხმა რომ გაიგო თითქოს თავში მზიმე საგანი მოხვდა. ფეხები წამსვე ჩამოსწია მაგიდის კიდიდან და ფეხზეც ინსტიქტურად წამოდგა. დიმა იმაზე ახლოს აღმოჩნდა ვიდრე ვარაუდობდა. ფურცლები მაგიდაზე დააწყო
_აქ რას აკეთებთ ...
_ხომ მითხარით კაბინეტში უნდა მოხვიდეთო როცა საქმე იქნებაო მეც მოვედი ... დიდხანს ველოდი როდის დაასრულებდით თათბირს
_ყველაფერი მოგვარდა? _თითქოს მშვიდად უთხრა ფეხსაცმელი ჩაიცვა და გასწორდა. კაცის მწვანეები ისე ელავდნენ თითქოს ცეცხლი ენთო მათში .
_დიახ... თანხა თქვენს ანგარიშზეა. როგორც ვვარაუდობდი უბრალო გაუგებრობა იყო _ ისე ელაპარაკებოდა მზერა არ მოუშორებია შემდეგ ქვედა ტუჩზე შეეხო და შოკოლადის ნამცეცი მოაშორა _ შოკოლადი ... ჩემთვის არ გექნებათ ? ლანჩზე გასვლა ვერ მოვახერხე რთულ პირობებში გვამუშავებთ ქალბატონო ქეთევან
_თავისუფალი ხართ თუ ყველაფერი მოაგვარეთ . სამუშაო საათები დასრულებულია უკვე. თუ პირობები არ მოგწონდათ არ დათანხმდებოდით შემოთავაზებას და რადგან აქ ხართ ე.ი პრეტენზიებიც ზედმეტია
_უკაცრავად ქალბატონო ქეთევან
_შემოდი თიკო ... ბატონი დიმა მიდის უკვე. დავასრულოთ ეს საქმე და შენც გაგიშვებ _ გოგონას გაუღიმა და სავარძელში მოკალათებულმა გადახედა დიმას შეტანილ საბუთებს. კაცს სხვა რა გზა ჰქონდა ასე მშვიდად მოიშორეს თავიდან. ქეთევანი კიდევ ოც წუთს იყო შენობაში შემდეგ კი ავტოსადგომისკენ წავიდა. მანქანასთან იმ წამს მივიდა საიდანღაც დიმა რომ გამოჩნდა
_ქალბატონო ქეთევან ...
_დიმა
_როგორც გითხარით ახალი ჩამოსული ვარ მანქანა ჯერ კიდევ გზაშია და მეგობარმა მათხოვა. რაღაც გაუფუჭდა . იქნებ სახლამდე გამიყვანოთ . აქვე ვარ
_ტაქსები ჩვენთანაც დადიან . აი იმ მხარეს გადახვალთ ხელს დაუქნევთ და იქ წაგიყვანთ სადაც გეტყვით
_კარგით რა? თქვენი კომპანიის ადვოკატს ტაქსით ამგზავრებთ? ასე გავბოროტდდები და საქმეებს გავწელავ ... სულ ხუთი წუთი სჭირდება
_რაღაც არ მახსოვს თქვენთან ხელშეკრულება გამეფორმებინოს და მგონი ახალი ადვოკატის მოძებნა მომიხდება
_მაგაზე არ იდარდოთ ქეთო, ხელი დოკუმენტებზე თქვენმა მეუღლემ მოაწერა მანამ სანამ წავიდოდა . მინიმუმ ერთი წელი თქვენთან ვიმუშავებ და შემდეგ ვნახოთ მოვისურვებ თუ არა წასვლას _მანქანის კარი გამოაღო და დაჯდა. ეზოდან გავიდნენ... ცოტაც და იფეთქებდა . როგორ აღიზიანებდნენ ასეთი თავხედი კაცები _ვერ ვიფიქრებდი კონსტანტინე თქვენი ვაჟი თუ იყო... ნამდვილად თქვენია თუ გერია
_თქვენ კულტურაზე გსმენიათ რამე? ან უტაქტობაზე
_უბრალოდ ვცდილობ უცხოსავით არ ვიყო . ადვოკატი ვარ და ყველაფერი უნდა ვიცოდე თქვენზე. რომ დამჭირდეს ისევ თქვენს სასარგებლოდ
_თქვენ კომპანიის საქმეების გარდა არაფერი შეგეხებათ. კანონთან პრობლემები არ ავს ჩემს ოჯახს. რაც შეეხება კონსტანტინეს ჩემი შვილია , კიდევ ორი შვილი გვყავს და სამივენი ჩემი და თორნიკეს შვილები არიან.
_ალბათ ძალიან მოსაწყენია ამდენი წელი ერთ კაცთან ცხოვრება
_მოსაწყენი იქნებოდა თქვენი ცოლისთვის ... თუმცა მეეჭვება ამდენ ხანს თქვენ აგიტანოთ ვინმემ. მოვედით მგონი _ მანქანა გააჩერა და გახედა _არა...აქ არ ვცხოვრობ
_თქვენი გადასვლის დროა !
_ ღმერთო ჩემო როგორი ხართ ქეთევან
_ახლა მანქანიდან გადახვალ და სამსახურის ძიებას თავიდან დაიწყებ. ის კონტრაქტი გაუქმებულია მე არ მომიწერია ხელი საბუთებზე _ირონიულად გაუღიმა და თითები საჭეზე აათამაშა
_ღმერთო ჩემო რა გასაგიჟებელი ქალი ხართ _ხმამღლა გაიცინა შემდეგ ხელზე აკოცა და გადავიდა_ხვალ შევხვდებით და ვისაუბრებთ კონტრაქტთან დაკავშირებით.
_იდიოტი... ვინ აიყვანე თორნიკე ეს სულელი რომ დაინახე ვერ მიხვდი ვინც იყო? მაგრამ შენ ტვინი შენი ამბებით გქონდა გამოტენილი და აბა რაში გაინტერესებდა . არ გაინტერესებდა ხომ ? ხოდა მე შენ გაჩვენებ როგორ იქცევიან ჩემნაირი ქალები ! ყველაფერს ინსახურებ ჩემი დატოვებისთვის
....................
ადვოკატზე ინფორმაცია მიიღო და ნამდვილად არ იყო დიმა ის კადრი ვისი დაკარგვაც შეიძლებოდა მითუმეტეს იმ მოცემულ სიტუაციაში . უარესებსაც გამკლავებია არც პირველი იყო და არც უკანასკნელი ვინც მისით მოიხიბლა. თორნიკეს წასვლის შემდეგ ერთი კვირა კიდევ მიიწურა . თანდათან უფრო სევდიანდებოდა ქეთევან ალფაიძე. ბიჭებს დაემშვიდობა , ძილის წინ მარიამს ესუბრა და შემდეგ შუქი ჩააქრო. დიდხანს ვერ მოისვენა ბოლოს კი ჩასთვლიმა უდაბნოში იყო , ყველაფერი იწვოდა და სადღაც შორს სროლის ხმა ისმოდა. სწრაფად გაიქცა ყოველ წამს ეცემოდა ,ფეხები ეწვოდა ცხელი ქვიშისგან . ირგვლივ არაფერი ჩანდა მერე კი თორნიკე დაინახა. სწრაფად მიირბინა და მასთან ჩაიკეცა მისი თაფლისფერები სრულიად უმეტყველო ჩანდა. სისხლიანი იყო , არ სუნთქავდა და მაღლა ცას უყურებდა . მკერდზე კი საკუთარ სისხლიან მოსაცმელში გახვეული ჩვილი ეწვინა . ხელები მისთვის ჰქონდა მოხვეული და თვალებიდან ცრემლები სდიოდა. საკუთარმა კივილის ხმამ გააღვიძა. პირზე ხელი აიფარა საწოლში მოიკეცა და აქვითინდა. მთვარეულივით იჯდა მთელი ღამე , სამსახურში რომ წავიდა გათიშული იყო. სახლში ყოფნაც არ შეეძლო. სავარძელში ჩაჯდა და ფანჯრისკენ შებრუნდა
_ქეთევან ... მისმენ?
_დიმა ? როდის შემოხვედი ... დაკაკუნებას არასდროს ისწავლი? _ღრმად ჩაისუნთქა და კაცს ახედა _დავაკაკუნე სხვათაშორის ... კარგად ხარ?
_მითხარი რა გინდოდა
_კონსტანტინეს არ სცალია და თან შენი ხელმოწერა გვჭირდება. ბათუმში უნდა წამოხვიდე ... დროულად თორემ მერე ყველაფერი აირევა
_დღესვე წავიდეთ ... საქმეებს მოვრჩი უკვე . სახლში მივალ და წავიდეთ . _ ჩანთა აიღო და წამოდგა
_მართლა კარგად ხარ? გამოუძინებელი სახე გაქვს
_კარგად ვარ _ მის თითებს დახედა მაჯაზე რომ ეხვეოდნენ და თავი გაითავისუფლა.
_მოიცადე მაშინ ბარემ წაგიყვან . აქეთ _იქით ხომ არ ივლი
_ჩემი მანქანით წამოვლ
_ასე ცალ_ცალკე უნდა ვიაროთ ? ჩემი მანქანა ჩამოვიდა ... უნდა დავტესტო თან და მე წაგიყვან რა . არ გაჭედო ახლა გთხოვ
_კარგი მაინც არ მაქვს მანქანის ტარების ძალა სახლში მისვლამდე ავარია კინაღამ შეემთხვა . დიმა უკან მიჰყვებოდა. მანქანა ეზოში დააყენა და გადავიდა .
_შემოდი ... რამე თუ გინდა სამზარეულო იქეთაა . წვენიცაა და წყალიც მოკლედ მე ავალ ჩავალაგებ და ხუთ წუთში ჩამოვალ_სრულიად გამოფიტული იყო . ყველაფერი სწრაფად ჩაალაგა. შედარებით კომფორტული სამოსი ჩაიცვა და შემდეგ ჩავიდა ქვემოთ
_დე აქ ხარ? ასე ადრე რატომ მოხვედი_ იოანე იმ წამს შევიდა სახლში. სტუმარი გვყავს? _ უცნობი შეათვალიერა და წარბები შეკრა
_დიმა ჩვენი ადვოკატია ეს კი ჩემი უმცროსი შვილია იოანე
_სასიამოვნოა ...
_ჩემთვისაც და ჩანთა რად გინდა? სადმე მიდიხარ?
_ხვალ დავბრუნდები... ბათუმში უნდა ჩავიდე სასტუმროში რაღაც პრობლემებია
_კოსტა ვერ წავიდოდა? ისედაც ვერ ხარ კარგად ხომ ხედავ _ ჩუმად უთხრა და მერე დიმას გახედა
_მე მანქანაში დაგელოდები ... კარგად _იოანეს დაემშვიდობა და გავიდა.
_იმ კაცს მიჰყავხარ
_ძალიან გთხოვ არ იშიმშილო, ჭკვიანად იყავი . კოსტა და სალომე მოვლენ. კოსტას საქმეები აქვს აქ და ყველაფერს ვერ მოაგვარებს. მამაშენი არ არის და ჩემს ნაცვლად ვინ გავუშვა. ძალიან გთხოვ არ გინდა ეს ეჭვიანობის სცენები
_დედა ეგ რა შუაშია ... ამხელა გზაზე ცუდად არ გახდე. იქნებ გადადო. ცოტა დაისვენო და მერე წახვიდე. ან მე რომ წამოვიდე? ვაფშე მე წაგიყვან
_იოანე დამშვიდდი, დაწყნარდი და ნუ ნერვიულობ. კარგად ვარ. წუხელ არ მიძინია უბრალოდ. ამ შაბათ კვირას დავისვენებ და ყველაფერი კარგად იქნება. მიხედე საქმეებს... ხვალ ხო იმ გოგოს დაბადებისდღეა ახლა რომ გადმოვიდა თქვენთან .საჩუქარი უყიდე და გაახარე _აკოცა, მოეხვია და შემდეგ თითქოსდა მშვიდად დატოვა სახლი. ჩანთა დიმამ გამოართვა. თავად მანქანაში ჩაჯდა და ღვედი შეიკრა. ადვოკატი ჯერ ჩუმად იყო. მანქანაში სასიამოვნო სურნელი იდგა. ყველაფერი მოწესრიგებული იყო . მელოდია დაბალ ხმაზე ისმოდა და სიჩქარესაც არ უმატებდა ქალაქიდან გასვლამდე.
_სხვა თუ ჰყავს სულელი ყოფილა და წამითაც არ უნდა დარდობდე მასზე
_რა?
_თორნიკე თუ სხვა ქალთანაა და შენ გიღალატა პირიქით უნდა ჰიხაროდეს რომ წავიდა. შენნაირი ქალი
_ღმერთო ჩემო ასეთი ბანალური არ მეგონე...გგონია კაცი სახლიდან თუ წავიდა და არ ჩანს აუცილებლად სხვა ჰყავს? ვგავარ იმ ქალს რომელსაც შეიძლება უღალატონ და იდარდოს? _გულწრფელად გაეცინა. გამხიარულდა კიდეც . დიმა ყოველთვის ახერხებდა მის ალაპარაკებას და თავისთავად განტვირთვასაც ახდენდა დიალოგის დროს
_არ მითხრა რომ საქმიან მივლინებაშია. ყველაფერი ვიცი უკვე რაც ხდება შენს ბიზნესში. თუ უბრალოდ არ გინდა რომ მითხრა ეგ სხვა თემაა... მე უბრალოდ შემიძლია მოგისმინო . ასეთს რომ გიყურებ არ მომწონს, ცუდად ვხდები
_რამდენი წლის ხარ დიმა?
_რა მნიშვნელობა აქვს ... 35 . ახლა იმ ხუთ წელზე თუ უნდა მელააპრაკო ჩვენს ასაკებს შორის რონაა ძალიან ბევრს ვიცინებ
_მე იმდენი წელია ვიცნობ თორნიკეს რამდენი წლისაც შენ ხარ და ჩვენ შორის არასდროს იქნება ვიღაც მესამით გამოწვეული პრობლემა _
მეუბნები რომ მე შანსი არ მაქვს
_არ მეგონა ამის თქვა თუ გჭირდებოდა მე გეუბნები რომ თორნიკრ ქალის გამო არ წასულა. არც ახალ ფარდებზე გვიკამათია და არც დროის უქონლობაზე ან სხვა თემაზე რაზეც კამათობენ ხოლმე
_მაგრამ მაინც იკამათეთ და ის წავიდა
_საქმე აქვს ... საქმე რომელიც ბიზნესს არ უკავშირდება
_მაინც არ მესმის ასე რატომ ღელავ . არ მინახავს ქალები რომლებიც ორ კვირიანი განშორების შემდეგ შენსავით გამოიყურებიან მითუმეტეს თუ არ უღალატეს
_ჩემნაირი სხვა გინახავს ?
_ღმერთო ჩემო როგორ ახერხებ ასეთ დროსაც ჩემი სიტყვები გამახსენო _ადვოკატს არ უნდა გეშლებოდეს შენივე სიტყვების გამოყენება რომ შეეძლებათ
_შენთან რომ ვკარგავ ჭკუას ნათელი არ არის?
_ფუჭია და უშედეგო
_ასე მარტივად არ დავნებდები
_შენთვის ვამბობ და მეც არ მინდა ახალი ადვოკატის ძიება
_აღიარე რომ ჩემნაირის პოვნა გაგიჭირდება
_პროფესიონალი რომ არ იყო საერთოდ არ აგიტანდი ... შენნაირი კაცები საშინლად არ მიყვარს
_რეალურად არანაირი კაცი გიყვარს თორნიკესნაირების გარდა და ამიტომ ვერ შევიცვლები . უბრალოდ თავს შეგაყვარებ
_როგორ მახალისებ ხოლმე _ხმამაღლა გაიცინა და მისკენ შებრუნდა _ რაღაც დოზით მართალი ხარ მე მხოლოდ თორნიკე მიყცარს და სხვა ყველა სესაბამისად არა. მაგრამ თორნიკეს მსგავსი საერთოდ არავინაა და არც იქნება მეოთხე შვილს ბიჭს თუ არ გავაჩენ და ის მაინც არ დაემსგავსება . შენ კი თავის შეყვარებით გგონია რამეს მოახერხებ?
_თუ შეგიყვარდები სხვა რაღა მინდა...დანარჩენი ყველაფერი მოგვარდება
_არა ჩემო კარგო მე თორნიკე როდის მიყვარდა და რამდენ ხანს მიყვარდა აღარც კი მახსოვს. არც გამიგია სიმართლე გითხრა , არც მიგრძვნია როდის იყო სიყვარული
_აბა რა გინდა მაგ კაცთან ამდენი წელი . რაღაცნაირი ცივი კი ჩანდა, მკაცრიც და დავიჯერო არ გეყრება ? _ ეს რომ უთხრა კიდევ უფრო ხმამაღლა გაეცინა ქეთოს.
_თორნიკეს ვაღმერთებ ... ღმერთი არ უყვართ ეთაყვანებიან . ყველაფერია ღმერთი , ყველაფრის ძალაა და შენ ჩემო კარგო წარმოდგენაც არ გაქვს რას ნიშნავს ეს გრძნობა. ასეთი აზროვნებით და ხასიათით ვერც იპოვნი ქალს რომელსაც გააღმერთებ
ვერაფერი უთხრა კაცმა. სიჩქარეს უმატა, ბრაზმა, ბოღმამ რაღაც არგანცდილმა შურმა შეიპყრო . ხო საშინლად შურდა იმ წამს თორნიკე ალფაიძის. აქამდე ერთ უბრალო კაცად მიაჩნდა და მხოლოდ ქეთოს ხასიათს ხედავდა ბარიერად ახლა კი სუნთქვაც შეუკრა ბრაზმა. სიჩქარეს უმატა და ავტობანზე ისე გაიჭრა ქეთოს წამით თავის შეკავება დასჭირდა. აღარაფერი უთქვამს , სიჩქარის შიში ნამდვილად არ ჰქონდა. სიმღერას სულ ოდნავ ხმა აუწია , სავარძელს მიეყრდნო და თორნიკეს სახე წარმოიდგინა წამით. საკუთარ სიტყვებს იმ წამს დაუკვირდა და გულისცემა აუჩქარდა. მართლაც რაც არ უნდა მომხდარიყო , თორნიკრს რაც არ უნდა გაეკეთებინა როგორ ცუდადაც არ უნდა მოქცეოდა მაინც გააღმერთებდა.
შეიძლება საერთოდ არ სურდა ასე მოქცევა, მაგრამ მაინც შეუცვლელი ფაქტი იყი და ვერ უარყოფდა.
ისევ ვერ გრძნობდა თავს კარგად , მაგრამ სასტუმროში შესვლის შემდეგ ისე აკეთებდა ყველაფერს როგორც საჭირო იყო. ნომერში გვიან შევიდა. მისი ჩანთა იქ იყო ისევ. საღამოს შეხვედრა ჰქონდა იქაურ მომწოდებელთან . შხაპი მიიღო , გამოიცვალა და რესტორანში ჩავიდა. დიმა იქ დახვდა , ცოტა ხანს ისაუბრეს იქვე მოაწერეს ხელი შეთანხმებას და შემდეგ მარტო დარჩა ადვოკატთან. მთელი დღე გულის რევის შეგრძნება ჰქონდა არაფერი უჭამია და ახლა რატომღაც ვახშმობის სურვილი გაუჩნდა.
_ღვინო ? _ დიმამ შესთავაზა და ბოთლი აიღო
_გმადლობ _ ჭიქა ასწია და ცოტა მოსვა. შემდეგ ისევ კერძის დაგემოვნენა განაგრძო
_ხვალ დილით წავიდეთ?
_შეხვედრები არ მაქვს ხვალ და ადრიანად გაღვიძება არ ღირს
_დიდი ხანია აქ არ ვყოფილვარ...ყველაფერი შეცვლილია . ხვალ რომ გავისეირნო ქალაქში და ცოტა გვიან წავიდეთ შეიძლება?
_შეიძლება...თან წვიმაც არ არის. ამ დროისთვის ზედმეტად კარგი ამინდებია
_გიყვართ ზღვა თუ მაინცადამაინც აქ რატომ ააშენეთ ეს სასტუმრო . მთის კურორტები ყველა სეზონზეა და აქ ფაქტობრივად არავინაა ზამთარში
_მე ორივე მიყვარს...ზღვაც და მთაც. კონსტანტინე გიჟდება ზღვაზე და იდეა რომ გაუჩნდა თორნიკემ უარი არ უთხრა . საბოლოოდ მშვენიერი გამოვიდა
_ხო ნამდვილად კარგი სასტუმროა ... რაც კი ვნახე ყველაფერი მომეწონა. ყველგანაა რაღაც თქვენი დამატებული და უცხო
_რაღაც ხომ უნდა იყოს რის გამოც აგირჩევენ
_ზუსტად ეგრეა ყოველთვის. რაღაც არის რის გამოც უარს იტყვი ან დათანხმდები
_მეგონა საქმეზე ვსაუბრობდით
_არ მინდა საქმეზე საუბარი... უკვე არასამუშაო საათებია . მინდა მომიყვე რა გიყვარს თორნიკეში და გეტყვი მე რა მომწონდა ჩემს ცოლში
_ცოლი გყავდა?
_მყავდა ... ცოტა ხნის წინ განვქორწინდით
_და რატომ შეირთე თუ არ გიყვარდა
_მეგონა რომ მიყვარდა ...
_გეგონა ...რამდენ წელს გეგონა რომ გიყვარდა
_ექვსი წელი ვიყავით ერთად , მაგრამ მალევე მივხვდი რომ შევცდი _ახლაც ცდები ...თან იმაზე მეტად ვიდრე მაშინ
_შენ სხვა ხარ ... _სხვა ვარ მართალია, მაგრამ ექვსი წელი თუ შენ ქალმა აგიტანა ისიც არ ყოფილა ჩვეულებრივი
_ძალიან ლამაზია , მაგრამ უეფექტო. ძალიან ჭკვიანია , მაგრამ ვერ მიხვდა როგორ უნდა მოქცეულიყი ჩემთან ... დამღალა, ძალა გამომაცალა და ჭკუიდან გადამიყვანა
_ხომ მკითხე თორნიკეში რა გიყვარსო _ ჩანგალი დადო . მაგიდაზე დააწყო ხელები და კაცს მზერა გაუსწორა _ თორნიკე არასდროს ისაუბრებს ჩემზე სხვა ქალთან .არ ეტყვის რა მოსწონდა ჩემში რა მოსწონს და რა არა. გიფიქრია ოდესმე იმაზე რომ შენი ბრალი იყო მისი ასეთი ქცევა ? არა , იმიტომ რომ საკუთარი თავი სრულყოფილი გგონია. სიმპათიური , ჭკვიანი, თავისუფალი . გგონია ნებისმიერ რამეს შეძლებ რასაც მოისურვებ მაგრამ არაა ასე
_ქეთევან იქნებ ცოტა მაინც დამინდო ... მე ხომ არ ვლანძღავდი არც გავაკეთებ მაგას არასდროს შესანიშნავი ქალია , მაგრამ ჩემთვის არ იყო. თავიდან ნამდვილი სიგიჟე იყო მასთან ურთიერთობა მეგონა რომ ყველაზე მრავალფეროვანი იყო მერე ცოლად შევირთე და ფერებიც დაკარგა. ჩვეულებრივი გახდა , ყველაფრის გაკეთება უნდოდა და ბოლოს მთავარი ავიწყდებოდა. თქვენ ქალებს გგონიათ რომ კაცებს უყურადღებობა არ გვაწუხებს ? ზოგჯერ ზედმეტი ყურადღება მაგიჟებდა
_მის ადგილას მოგკლავდი ... ეგოისტი ხარ. ელოდი როდის გამოიცნობდა რა გინდოდა როცა თავად არ იცი რა გინდა. ახლაც არ იცი ჩემგან რა გინდა რეალურად. შენი საყვარელი გავხდები და მერე რა ? არც არაფერი ! მე და შენ ერთ ტერიტორიაზე ვერ დავსახლდებით
_რატომ გგონია რომ მხოლოდ ჟინი მამოძრავებს ...
_არ მგონია ეგრე... ღმერთმა დამიფაროს ისე დავეცე რომ ვიფიქრო კაცს მხოლოდ ჩემი სხეულის გამო ვაინტერესებ. მაგრამ ეგ არ ნიშნავს რომ აზრი აქვს შენს მონდომებას ...
_კარგი საუბარს აზრი არ აქვს... საქმეა მთავარი _ღვინო მოსვა და ქალს დააკვირდა_ისევ არ მომწონს შენი ფერი... მგონია რომ ცუდად ხარ _კარგად ვარ ....შვილი არ გყავთ დიმა?
_არა...
_არ გინდოდათ?
_არაა ისე არააა როგორც გგონია ... ოჯახის კაცს არ ვგავარ, მაგრამ თავიდან ძალიან მინდოდა სოფოს მსგავსი ყავისფერთვალება, წითური გოგო , მაგრამ არ ხდება ყველაფერი ისე როგორც თავიდან გვინდა . _დასევდიანდი და რაღაც არ თქვი _არ ღირს ამაზე საუბარი ... სოფი პირველი ქალია რომელმაც ტვინი ამირია
_როგორც გინდა... შენ თქვი საქმეზე არ გვინდაო . ერთს გირჩევ ფიქრებს ნუ ეწინააღმდეგები ნუ ცდილობ თავიდან აიცილო ცუდი მოგონებები . სწორედ მაგ ამბების გახსენებისას შესაძლოა იპოვნო შეჭმარიტება
_მაგრამ რთულია
_გინახავს რაიმე კარგი და მარტივი? მე ვერ ვიხსენებ ...
_თუ ვიფიქრებ ბევრს მივხვდები რომ იმაზე მეტი დავაშავე ვიდრე წარმომიდგენია მე კი მინდა ყველაფერი წარსულში დავტოვო. სოფოს ჰყავს ერთი თაყვანისმცემელი რომელსაც ჯერ კიდევ მაშინ უყვარდა ჩემი ცოლი რომ იყო და ახლა აღარ ღირს მისი ცხოვრება თავიდან ავრიო. ის ს*რი ბედნიერი იქნება ჩემი ქალი რომ ჩაიგდო ხელში _ ჩაიცინა და ბოლომდე დაცალა ჭიქა , ისევ დაისხა და დალია _ მგონი ის კი არა მე ვარ ს*რი . სოფი რომ დაფეხმძიმდა და მუცელი მოეშალა იქედან დავიწყე და დღემდე ვურევ ყველაფერს _ სვავდა და ლაპარაკობდა
_მგონი ბევრი დალიე ... დროა ნომერში ახვიდე. მეც უნდა დავისვენო ... ხვალ თუ გინდა ქალაქი დაათვალიერე
_ხო ... გარეთ გავალ. ბოდიში, თავი მოგაბეზრე . არ მჩვევია ხოლმე , მაგრამ შენი ბრალია _ წამოდგა და გასასვლელისაკენ წავიდა . ქეთო ჯერ მაგიდასთან იჯდა ის ერთი ჭიქა ბოლომდე დალია და შემდეგ გარეთ გავიდა. ეზოში იჯდა დიმა , ჰორიზონტისთვის ჰქონდა თვალი გასწორებული და არაფერი უთქვამს ქეთოსთვის _რომ მითხარი ვაღმერთებო ... ისიც მაღმერთებდა და მგონი ამიტომ მოხდა ის რაც მოხდა. ნებისმიერი რამის გაკეთება შეეძლო ჩემთვის. მანამდე თუ გართობაზე ვიყავით გადართულები მერე სახლიდან არ გადიოდა და ნამდვილ დიასახლისად იქცა ...ბოლოს ისეთი შეგრძნება მქონდა რომ მეთქვა კლდიდან გადახტი_თქო არც დაფიქრდებოდა ისე გადაეშვებოდა
_და მაინც რა არ მოგწონდა თავს რომ გევლებოდა ის? არასდროს გიფიქრია იმაზე რომ ქალი რომელსაც ბავშვი მოუკვდა ფსიქიკურად განადგურებული იქნებოდა ?
_ექიმმა რომ უთხრა მშობიარობას ვერ შეძლებ ... ნაყოფს ვერ შეინარჩუნებო მეგონა იქვე მოკვდებოდა ისე გაშეშდა. საერთოდ ვერ მივხვდი როგორ უნდა დამემშვიდებინა . ისე ვიქცეოდი როგორც ყოველთვის მართლა არ ჰქონდა მნიშვნელობა გამიჩენდა თუ ვერა შვილს , მაგრამ ჩემი დამოკიდებულება მგონი არასწორად გაიგო . ახლა რომ ვფიქრობ შესაძლოა ფიქრობდა რომ სხვანაირად კარგი ცოლი უნდა ყოფილიყო. ჯანდაბა მე საერთოდ არ მიმიღია ეგ ამბავი გასაგიჟებლად ტრაგიკულად. ზოგს შეუძლია გააჩინოს და საერთოდ არ აჩენს ბავშვს ყველას ხომ არ ჰყავს შვილები , მაგრამ ცხოვრობენ და ცხოვრებით კაიფობენ
_სულელი ხარ შენ ... პატარა ბიჭივით დაიბენი და ზუსტად იმ დროს ვერ გაამხნევე როცა სჭირდებოდა. მართალია ზოგი ქალი ამას მშვიდად გადაიტანდა, მე მყავს მეგობარი რომელსაც საერთოდ არ უნდა ბავშვები , მაგრამ შენი სოფი აშკარად სენსიტიური იყო ამ საკითხის მიმართ. ისე როგორც დიდი უმრავლესობა.
_ბოლოს გიჟივით მუშაობდა სახლში საერთოდ არ იყო და თუ იყო გათიშულს ეძინებოდა ან ხეხავდა ყველა ოთახს. რაღაც საოცრებების მზადება დაიწყო და შოკში მაგდებდა ისე გემრიელი გამოსდიოდა. მზარეულობა ამოიჩემა კურსებზე დადიოდა. მერე რაღაცაზე ჩააბარა საერთოდ და მთელი დღე სამზარეულოში იყო და რაღაცებს იგონებდა. _გაეცინა რომ გაახსენდა _ერთხელ ისეთი ლამაზი ,მაგრამ უგემური რაღაც გააკეთა რომ კინაღამ დავიხრჩვი
_და ის კაცი ვინ არის ვისაც უყვარს _ის უნივერსიტეტიდან იცნობს. სულ მოსწონდა თურმე , მაგრამ სოფიას მაგრად ეკიდა ...ცოლად რომ შევირთე მერეც ეჩალიჩებოდა . ბოლოს იცი რა ვქენი? არა ვერ გეტყვი თორემ ყველა შანსს დავკარგავ შენთან _სახე ხელებში მოიქცია და გაჩუმდა _
ეჭვიანობის სცენა მოუწყვე და ის კაცი სცემე ?
_ეგეც , მაგრამ უარესიც. ამ ეჭვიანობის მერე ვუღალატე... ხო ვუღალატე _თითქოს იმ წამს მიხვდა რომ უღალატა
_უღალატე ! მერე კი განქორწინებაზე დაითანხმე რადგან ბოლომდე გაანადგურე ქალი რომელსაც უყვრხარ და ახლა რა გინდა ... რა გგონია რომ არ იფიქრებ, სოფო დაგავიწყდება და ჩემთან ან სხვასთან ბედნიერი იქნები?
_არ ვიცი რა მგონია და ტვინს ნუ მირევ
_შენს ცოლს რომ ეჩალიჩებოდა კაცი რომელსაც თურმე შენამდე უყვარდა., ალბათ შენზე მეტადაც რადგან ამდენი წელი ჩალიჩებდა და არ დაივიწყა . ის თუ საცემი იყო რა გგონია შენ რა ბედი გელის
_იგივე და ალბათ უარესიც , მაგრამ მაინც თორნიკე აქ არ არის და რომ ჩამოვა ზურგს უკან არ გავაბავ ქსელებს ...საერთოდაც იმას სოფო არ უყვარს უბრალოდ მისი ხელში ჩაგდება უნდა და მერე კაცმა არ იცის რას გააკეთებს
_ცხოვრებას არ ავურევო ხომ ამბობდი ... ერთად არ არიან ჯერ?
_ექვსი თვის წინ გავეყარე და წამოვედი. შანსი არაა ასე მალე დავევიწყებინე
_ხო შენ თუ მე მოგეწონე ის როგორ მოიწონებდა კაცს რომელიც ამდენი წლის მერე თავს დასტრიალებს , მითუმეტეს მისმა ქმარმა დაიკიდა და ცხოვრება უარესად დაუმძიმა
_ასე ნუ მეუბნები ნუ ცდილობ ჩემს მოშორებას და
_და რაა
_არაფერი
_არგუმენტები არ გაქვს ... შენ ყველაფრის გამოსწორება შეგეძლო , მაგრამ ისე შეგეშინდა და აირიე სირთულის გამოჩენისას რომ თავადაც ვერ მიხვდი რას აკეთებდი
_შენ რას გააკეთებდი მის ადგილას
_მის ადგილას არასდროს ვიქნები ... თორნიკე შენ არ გგავს . თორნიკე ჩემზე წინ არავის და არაფერს აყენებს ამქვეყნად
_თორნიკემ დაგტოვა და წავიდა
_დიდი შეცდომა იყო რომ შეგადარეთ ... თორნიკეზე საუბარს აზრი არ აქვს. სიტყვებით მისი და ჩემი ურთიერთობის აღწერა არ მოხერხდება . მხოლოდ მე და მან ვიცით რომ არ არსებობს ძალა რაც დაგვაშორებს. შენ კი არ ვიცი რით განუგეშო ძალიან ჭკვიანი კაცი ხარ მაგრამ უზომოდ სულელი ! დატოვა და წავიდა .
მეტის მოთმენა აღარ შეეძლო მას რომ უსმენდა თორნიკე უფრო ენატრებოდა. მარიამის შემდეგ სანამ იოანეს გააჩენდა ერთხელ დაფეხმძიმდა. გვიან მიხვდა რადგან სიმპტომები არ ჰქონდა და მაშინ ძალიან ბევრი საქმე ჰქონდა. თორნიკეც არ იყო ხშირად სახლში . ცუდად რომ გახდა უთხრეს რომ ფეხმძიმედ იყო და ბავშვი საკმაოდ სუსტად იყო . თორნიკეს დედა უვლიდა ბავშვებს თითქმის არაფერს აკეთებდა. ალფაიძე ყველაფერს აკეთებდა, მაგრამ ბავშვის შენარჩუნება ვერ მოახერხა . ორი შვილი ჰყავდა, მესამეც გააჩინა შემდეგ თორნიკეც გვერდით ჰყავდა , მაგრამ ბავშვის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი ისევ მოუშუშებელ ჭრილობად ჰქონდა . თორნიკეს მზერა გაახსენდა, მისი გაყინული სევდისფერი თაფლისფერები და სწრაფად განაგრძო სვლა დერეფანში. ძალა აღარ ჰქონდა, სუნთქვაც უჭირდა და თავბრუც ეხვეოდა. საძინებლამდე მივიდა, დაწვა და დაძინებას შეეცადა, მაგრამ არ გამოუვიდა. რამდენინე წუთში საშინელი ტკივილი იგრძნო ფეხზე წამოდგა და დაბინდული მზერით ბარძაყზე ჩამოსული ალისფერი სითხე დაინახა . თითქმის გათიშული იყო , მაგრამ მაინც მივიდა კარებამდე . დერეფანში ყველაფერი დატრიალდა, მუცელზე მიიდი ხელები და ხალიჩაზე უგონოდ დაეცა ...
გონს რომ მოვიდა ჯერ კიდევ უჭირდა გამოსახულების დანახვა. წამლების სუნმა ცხვირი აუწვა, უსიამოვნოდ გრძნობდა თავს. თითქოს ყველაფერი ტკიოდა და კუნთები არ ემორჩილებოდა. ბუნდოვნად ახსოვდა ყველაფერი მერე უცებ წამოიწია და კონსტანტინეს სახის დანახვისას გული გაუჩერდა
_დეე ... რა დამემართა . მითხარი რომ ფეხმძიმედ არ ვიყავი , დე გთხოვ . კონსტანტინე მითხარი რომ სხვა რამე მჭირს ან ჩემი პატარა ჩემთანაა თორემ გავგიჟდები _ ბიჭის თითებს თავისი ჩასჭიდა. მკერდზე მიიკრო ბიჭმა და თავზე კოცნიდა
_ძალიან ვწუხვარ დე...მაპატიე რაა . მაპატიე შენ რომ გამოგიშვი
_არა არა არ შეიძლება რომ ყოფილიყო და დავეტოვებინე ... არ შეიძლება _კონსტანტინეს პერანგს უჭერდა თითებს და ტიროდა მერე სიზმარი გაახსენდა. გაახსენდა და გიჟს დაემსგავსა. თვალებგაფართოებული იყურებოდა და სულ კანკალებდა
_დედა შემომხედე... დედა
_თორნიკე ... თორნიკე მინდა . ჩემი თორნიკე უნდა დამალაპარაკო. გევედრები ... დაურეკე ყველას . მომაშორე ეს რაღაც და ტელეფონი მომიტანე უნდა გავიგო რომ ცოცხალია
_დედა შემომხედე ... გთხოვ დედა .
ყველაფერი მოიშორა საწოლიდან წამოვარდა და იმ წამს ექიმებთან ერთად შესულ დიმას მივარდა _ვისაც გინდა იმას დაურეკე გინდ დეტექტივს გინდ პოლიციას თავდაცვის მინისტრს მაგრამ თორნიკე იპოვნე მისი ხმა უნდა გავიგო ექიმებმა ისევ დააწვინეს_არ მჭირდება დამამშვიდებელი... კარგად ვარ. გამიკეთეთ ისევ ეგ ნემსი და მორჩა ვწევარ
_ქალბატონო ...
_გააკეთეთ რასაც გეუბნებით . არ გავრბივარ მეტი რა უნდა გავაკეთო ჩემი პატარა აღარ მყავს_ზურგი აქცია ყველას მუცელზე მოიხვია ხელები და თვალები დახუჭა. ჩუმად ტიროდა და ლოცულობდა თორნიკე რომ ცოცხალი ყოფილიყო. კონსტანტინემ ყველგან დარეკა, ყველა მის მეგობართან. დიმას საერთოდ არ მისცა ჩარევის უფლება ბოლოს გაარკვია სადაც იყო მაგრამ დაკავშირებას ვერ ახერხებდნენ. ცოცხალი იყო , მაგრამ ისეთ ზონაში იყო რომ დარეკვა არ შეეძლო.
_დე
_ცოცხალია ?
_კი, მაგრამ დარეკვას ხვალამდე ვერ მოახერხებს
_აღარ დაურეკო... არაფერი უთხრან . დარეკე იქ და უთხარი რომ დაივიწყონ შენი ზარი
_ქეთო
_გააკეთე რაც გითხარი და სახლში წამიყვანე. ჩემი ექიმი უნდა ვნახო ... იოანემ იცის აქ რატომ ხარ?
_არ მითქვამს რომ მოვდიოდი...
_კარგი... რომ ჩავალთ მე ვეტყვი. რამდენიმე საათი იქ დარჩენა მოუხდათ. მარტო იყო დიმა რომ შევიდა
_ქეთო _დაჯექი
_იცოდი ბავშვზე ?
_არა ... ჩემი მეორე შვილია უკვე ანგელოზად. შეიძლება შენიც ნახონ იქ მაღლა _ ცრემლები წამოუვიდა და წამსვე შეიმშრალა. სუსტად იყო
_ქეთო
_შვებულება არ გინდა ? რომ წახვიდე მასთან ჩაეხუტო და უთხრა რომ წუხარ ან არ ვიცი რამე
_გვიანია უკვე
_თორნიკე რომ დაბრუნდება მაშინაც გვიანი იქნება , მაგრამ დაველოდები როდის მოვა ჩამეხუტება და მეტყვის რომ ჩვენი შვილი ანგელოზია ...
ქალაქში დაბრუნდა , კოსტამ კლინიკაში მიიყვანა პირდაპირ. ქეთოს გინეკოლოგმა თავიდან გასინჯა და ესაუბრა კიდეც _ჩემი ბრალია ხო ? _სამი კვირის იქნებოდა სულ... მეც არ ველოდი რომ ასე მალე დაფეხმძიმდებოდი. 40 წლის ხარ ქეთო... ბოლოს 15 წლის წინ იყავი ფეხმძიმედ. შემდეგ სულ თავს იცავდი და უბრალოდ ასე მალე ვერ მოხვდებოდი. სულ რომ სახლში ყოფილიყავი და არაფერი გაგეკეთებინა შეიძლება მაინც დაგეკარგა ბავშვი ხომ იცი არა?
_ვიცი ...
_ისე კი ამ წამლებს მიიღებ . ძალებს აღიდგენ და ვფიქრობ კიდევ შეძლებ დაფეხმძიმებას.
_წავალ ხო ?
_ანალიზების პასუხები რომ იქნება დაგირეკავ
_გმადლობთ ექიმო
სახლშიც მივიდა. საძინებლამდე კოსტამ მიიყვანა , მერე ფეხსაცმელი გახადა, პლედი დაახურა და იქვე ჩამოჯდა
_რამე ხომ არ გინდა
_იოანე მინდა .. დაურეკე მოვიდეს რა _ ბალიშზე ედო თავი და ჩუმად ლაპარაკობდა. საშინელი ხმა ჰქონდა . კოსტას მუხლებზე დადო თავი ისიც ეფერებოდა თმაზე და არაფერს ამბობდა. იოანემ უცებ აირბინ კიბე და ქეთო რომ დაინახა ფერი დაკარგა
_რა დაგემართა დე ... კონსტანტინე რა სჭირს. რა ფერი აქვს ... რატო ტირის. მამა სად არის _ ქალი რომ ჩაეხუტა და აქვითინდა სულ შეიშალა _მამა კარგადაა ნუ გეშინია ... დედაც კარგადაა. მალე უკეთ იქნება
_დეე ... _კარგად ვარ _ ჩუმად უთხრა, ხმა სულ დაკარგული ჰქონდა. მის ყელში ჰქონდა სახე ჩამალული და თავზე ეფერებოდა. მარტო იოანეს ჰქონდა თორნიკეს სურნელი სხვას არავის ამქვეყნად. მხოლოდ იოანეს ჰქონდა მასსავით თაფლისფერი თვალები .
_რა დაგემართა არ მეტყვი? ავარიაში მოხვდით თუ იმ კაცმა გააკეთა რამე.
_ფეხმძიმედ ვიყავი და მომეშალა , მაგრამ მე კარგად ვარ. როგორც ყოველთვის მე არაფერი მემართება იოანემ ვერაფერი თქვა , თვალები აემღვრა და ისევ ჩაეხუტა. ორივე მასთან იყო , ქეთო ჩუმად იწვა და არაფერს ამბობდა. კოსტა გავიდა და თითქმის ერთი სათის შემდეგ დაბრუნდა უკან სალომე მოჰყვა საჭმელებით სავსე ლანგრით და წამლებით. ზედმეტი არაფერი უთქვამს. მის გვერდით დაწვა თავზე აკოცა და მერე ლანგარი აიღო
_ხო შეჭამ ... ესეც დალიე თორემ ხმა აღარ გაქვს.
_შევჭამ ხო ... იმასაც დავლევ .
_ ხელზე აკოცა გოგოს და მსუბუქად გაუღიმა _ ვინ თქვა ერთი გოგო გყავს მარტოო ?
_მიყვარხარ მე შენ და ხომ იცი ყველაფერი კარგად იქნება. ესეც გაივლის
_იმათაც აჭამე რა თორემ ნახე როგორი დაბნეულები იყურებიან
_ვაჭმევ აბა რას ვიზამ ... წადით ახლა საქმე ნახეთ . ქეთოსთან მე ვიქნები _ქეთოს მალე დაეძინება და არ სჭირდება ზედამხედველობა.
ისევ იგივე მეორდებოდა, მაგრამ ახლა არ ჰყავდა თორნიკე რომელიც თავის ძლიერ მკლავებს მოხვევდა და გაათბობდა. ჭირვეულობას ვერ დაიწყებდა , კარგად უნდა ყოფილიყო და ისევ მყარად დამდგარიყო ფეხზე . ყველაფერზე ფიქრობდა, საჯუთარ თავსაც ადანაშაულებდა და თორნიკესაც , მაგრამ მაინც საკუთარ თავზე ბრაზობდა უნდა გამეგო დროულადო , მაგრამ მერე ხვდებოდა რომ ყველაფერი ფუჭი იყო და უკან ვერაფერს დააბრუნებდა. არც თორნიკესთან დარეკვა უნდოდა, ვერ ეტყოდა შენთვის სიურპრიზს ვამზადებდი სანამ წახვიდოდი ექიმთან ვიყავიო , ვერ ეტყოდა რომ არ წასულიყავი კიდევ ერთ შვილს გაჩუქებდიო. ვერაფერს ეტყოდა, საერთოდ არ უნდოდა მასთან ლაპარაკი სანამ არ დაბრუნდებოდა არ ეჩხუბებოდა, ყველაფერს ერთად არ ამოაფექვევდა და მერე სუნთქვის შეკვრამდე არ მოეხვეოდა.
არავისთვის უთქვამს მათ შორის არც მარიამისთვის. მისგან მოსალოდნელი იყო რომ ბილეთი ეყიდა და დაბრუნებულიყო . ბიჭები და სალომე დასტრიალებდნენ თავს.
მისაღებში იყო მარტო , ყველანი საქმეებზე გაუშვა და მოიშორა თავიდან . კარზე ზარის ხმა გაიგო და ხმამაღლა დაიძახა ღიააო. დიმა გამოჩნდა , ჩუმად დაჯდა მის გვერდით და მზერა გაუსწორა
_როგორ ხარ
_უკვე ყელში მაქვს ეგ კითხვა...კარგად არ ვარ ,მაგრამ არც ვკვდები . არ წახვედი?
_წავედი
_მერე?
_ოროსან ბავშვს ვგავდი დაფასთან რომ გამოიყვანენ და ერთუცნობიან ამოცანასაც ვერ აკეთებს . მითხრა აღარ მიყვარხარო შენ არასდროს გიყვარდი და გაქრი ჩემი ცხოვრებიდანო
_და შენც გაქრი? გაბრაზებული ქალი რომ გეუბნება აღარ მიყვარხარო გგონია მართალს ამბობს?
_არ აქვს მნიშვნელობა... თორნიკე არ ჩამოსულა?
_არა
_არა ?
_არ მილაპარაკია მასთან ... არაფერი იცის და ჩამოვა მაშინ როცა უნდა ჩამოვიდეს. ბროწეული გინდა? _ხელთათმანები თუ გაქვს მე დავარჩევ _ხოო? _კომპენსაცია იქნება ჩემი მოსმენისთვის და ფსიქოლოგის როლის მორგებისთვის _მაცივრის გვერდით პატარა უჯრაში უნდა იყოს წესით ... ნახავ? თუ მოგერგება ეგეც საკითხავია .
ტელევიზორის წინ ისხდნენ ქეთო დარჩეულს ჭამდა და არაფერს ამბობდა _არ მესმის თქვენნაირი ადამიანების . იქედან როგორ წამოხვედი
_ჯერ კიდევ სამი დღის წინ შენს შებმაზე ვდიქრობდი და მეგონა გავგიჟდებოდი ჩემი თუ არ იქნებოდი და ბრძოლას რომ იწყებ მართალი თუ არ ხარ წააგებ ... მერე რა იქნებოდა რომ შემრიგებოდა და მეფიქრა ქეთო მიყვარს_თქო ან სრულიად სხვა ქალი...ან რომ ვერ გამეძლო და ისევ იგივე განმეორებულიყო
_მოკლედ მშიშარა ხარ და მხოლოდ სასამართლოს შენობაში რისკავ
_ნუ მლანძღავ
_მეტის ღირსიც ხარ
დიმა ვახშმადაც დარჩა. კოსტამ დაპატიჟა და უარი ვეღარ თქვა. ძირითადად ბიჭებს ესაუბრებოდა. მერე სალომეც მივიდა და მისმა გამოჩენამ კიდევ უფრო გამოაცოცხლა საღამო.
სამსახურში დაბრუნდა, ისე იქცეოდა თითქოს ყველაფერი კარგად იყო , მაგრამ მთელი ღამეები არ ეძინა. მთელი თვე გავიდა თორნიკეს წასვლის შემდეგ და მაინც ვერ მიეჩვია ცარიელ საწოლში გაღვიძებას. თანდათან უფრო ციოდა და ქეთოც იყინებოდა. სული ეყინებოდა და წამალი არ ჩანდა.
*^*^*^*^
კონსტანტინეს საძინებელში იყვნენ . საწოლზე იყო გაწოლილი და ფეხები კედელზე ჰქონდა მიბჯენილი. თავი ბიჭის მუცელზე ედო და ათასგვარ მიმიკას იღებდა როგორც ფიქრისას ჩვეოდა
_როგორ ფიქრობ უკეთაა?
_უბრალოდ უძლებს სანამ თორნიკე ჩამოვა და მე ვერაფერს ვაკეთებ
_შენ რა შეგიძლია... ან ვინმეს საერთოდ
_ზოგჯერ მგონია რომ არცერთს ვიცნობ მიუხედავად იმისა რომ ყველაფერი ვიცი მაინც ბოლომდე ვერ ვშიფრავ მათ ერთად. ცალ_ცალკე სულ სხვა არიან და ერთად სხვა _ასე უნდა იყოს ყველა ცოლ_ქმარი რატომ უნდა ვიქცეოდე ქმარს ისე როგორც სხვებს. თორნიკე მეც მომენატრა ... როდის დაბრუნდება არ უთქვამთ?
_არა ...
_როგორ უნდა უთხრას ბავშვზე
_არ ვიცი როგორ, მაგრამ რომ არ დაუმალავს ვიცი ...
_მეტირება და რომ ვიტირო უფრო დაგამძიმებ _ სახეზე აიფარა ხელები და ღრმად ჩაისუნთქა
_ ნეტავ ბიჭი იქნებოდა თუ გოგო
_სამი კვირის იყო სულ გულისცემა ჰქონდა მარტო ... აუუ ქეთო ფეხმძიმე აღარც კი მახსოვს. მერე ბავშვი ...შენ რომ ძმა იქნებოდი და გაასეირნებდი ყველას მამა ეგონებოდიი _ საწოლზე ჩამოსწია ფეხები მაღლა აიწია და კოსტას მკერდზე ატირდა . მერე რამდენჯერმე აკოცა თვალებდახუჭულს და თავზე მოეფერა
_ ყველაფერი გაივლის...დრო გავა და გაივლის. გაყუჩდება ეს ტკივილიც
_მეც მინდა ვინმე ჩამეხუტოს მაგრად არ მინდა ჩემი ძმაკაცების ხელების ფათური და ჩემთვის არაა თქვენთან ადგილი? _აშკარად ვერ დაიძინა უმცროსმა ალფაიძემ და ფეხშიშველი გამოჩნდა ძმის ოთახში. სალომემ ხელით ანიშნა მოდიო და ისიც მათთან დაწვა
_ერთი გოგო უნდა ვუპოვნოთ იოს თორემ დარდს ვერ იქარვებს ბავშვი _ნწ, მე გოგოსთან მეგობრობას ვერ შევძლებ აწი . ეგ ბავშვობიდან უნდა მექნა . შენ ხარ ერთადერთი და განუმეორებელი სალომე
_ამ ლაწირაკს დამიხედე ერთი რა... ეს 15 წლის ღვლაპი რას ამბობს გესმის?
_მესმის ხო ... რა გიკვირს
_მეძინება , მაგრამ ვერ ვიძინებ . წავალ მე დედასთან დავწვები _ ისევ ადგა და წავიდა .
_დავიძინოთ ?
_მე მძინავს უკვე _ საბნის ქვეშ შეძვრა და ბალიშს მოხვია ხელები
_წავედი მე მარიამის ოთახში თორემ შენ წუხანდელივით გადამაგდებ ისევ _თვითონ ვარდები და ნუ მაბრალებ
_დავრჩე? მეზარება გასვლა_ბოლოს მაინც დარჩა. თავის მხარეს გადაბრუნდა და მანაც ზუსტად ისე დაიძინა როგორც კოსტას ეძინა. შორიდან რომ დაგენახათ გეგონებოდათ ტყუპები არიანო .
იოანე ქეთასთან შევიდა . ქალი ფანჯარასთან სავარძელში იჯდა და ისე ჩასძინებოდა. გული შეეკუმშა მისი დანახვისას. ფრთხილად აკოცა შუბლზე და სანამ შეეძდებოდა მის გამოფხიზლებას მანამ მოხვია ხელი ქალმა
_თორნიკე
_მე ვარ დე...
_იო ... რომელი საათია . უი ჩამძინებია _უცებ წამოდგა და ხალათი გაიხადა
_არ დაგეძინა დე ?
_ვერ დავიძინე
_მოდი _საბანი გადასწია და გაუღიმა _ჩემი პატარა ... _ თავზე აკოცა და მკლავები მოხვია _ გინდა რამე მომიყვე?
_ შენ მომიყევი
_რა დე ...რა მოგიყვე
_ როდის გითხრა მამამ მიყვარხარო
_მიყვარხარო არ უთქვამს ...
_საერთოდ ?
_ასე ცერემონიალურად არა თვალები დახუჭა , თან ბიჭს თმაზე ეფერებოდა და იხსენებდა ძველ დროს. 12 წლის რომ გავხდი თორნიკემ ძალიან ლამაზი ყვავილების თაიგული მაჩუქა. ფერადი მინდვრის ყვავილებით იყო გაკეთებული ,შემრცხვა და სულ გავწითლდი. თორნიკემ ლოყაზე მაკოცა მომილოცა თავისი ჩვეული თბილი მზერა მომანათა და წავიდა. მას შემდეგ არასდროს დავიწყნია მინდვრის ყვავილები. ასე უბრალოდ ვიღებდი ყოველ დაბადებისდღეზე . მაშინაც კი თორნიკე რომ ჯარში იყო და ქალაქში საერთოდ არ იმყოფებოდა. ერთხელ შემთხვევით შევხვდით. ვსეირნობდით და ვსაუბრობდით. ძირითადად მე ვუყვებოდი ჩვენს ამბებს. მერე ვკითხე შენ როგორ დაუმტკიცებ ქალს რომ გიყვარს თუ არ ეტყვი მიყვარხარს_თქო . გაეღიმა მე კი წამსვე გავიფიქრე რომ ყველა ცდებოდა და ბიჭს არ ვუყვარდი _არ ვეტყვი მიყვარხარ_თქო ...ხელს ჩავკიდებ _მართლაც მოიქცია ჩემი გაყინული თითები თავის თბილ ხელში _ შევხედავ იმ მზერით მხოლოდ მას რომ ეკუთვნის და გავაგონებ ჩემს გულისცემას _ჩემი თითები მკერზე მიიდო და თაფლისფერები მომაპყრო _მერე ? შენ რა უთხარი _სულელი 15 წლის ბავშვი ვიყავი რაღაც სისულელე ვუთხარი და ძალიან სწრაფად გავიქეცი . ის კი იდგა , ისევ იქ იყო მიყურებდა და იღიმოდა
................................
დაბრუნდა !
ეზოში მიაბიჯებდა და ყველაფერს ელოდა . ცარიელ სახლსაც ხედავდა, ან ქეთოს ტანსაცმლისგან დაცლილ გარდერობს. ცხვირწინ მიხურულ კარს და მაინც ყველაზე მეტს ქეთოს ცრემლს ხედავდა. საკუთარ თავზე ბრაზობდა, განა არ ბრაზობდა, მაგრამ არ შეეძლო სხვანაირად. საჭირო იყო და უნდა გაეკეთებინა ის რაც აუცილებელი იყო ისევ იმისთვის რომ ყველაფერი არ არეულიყო , მაგრამ ვერ გაითვალისწინა ის ფაქტი რომ წინასწარ განსაზღვრული არაფერი არსებობს ცხოვრებას ქაოსი უყვარს წამში რომ იქმნება და ერთი ნაბიჯი სჭირდება მხოლოდ.
სახლის კარი გააღო , უნდოდა მშვიდად გაევლო მანძილი საძინებლამდე , მაგრამ არ გამოუვიდა. თენდებოდა , ცა წვიმისთვის ემზადებოდა ნახევრად ჩაბნელებულ ოთახს მზერა მოავლო და გულისცემა აუჩქარდა ფანჯარასთან მდგომი სხეული რომ დაინახა. თვალს არ აშორებდა მის ღამისფერ თვალებს და იქ ხედავდა დიდ ტკივილს , უნდოდა გამქრალიყო , უნდოდა მაგრამ სხვას ვერაფერს ამჩნევდა. ქეთო არ განძრეულა, იდგა და უყურებდა . თორნიკემ დაფარა მანძილი , მიუახლოვდა და წამსვე მოეხვია ქალი.
_ქეთო ...
_დაბრუნდი , როგორც იქნა დაბრუნდი
_დავბრუნდი და მორჩა ... მეტჯერ აღარ წავალ . გეფიცები ქეთო _ სახე დაუკოცნა ქალს _როგორი გამხდარი და ფერნკრთალი ხარ ქეთო სულ არაფერს ჭამდი ? შიმშილობდი და კომპანიაში ათენებდი ? არ გეძინა და მაინც მელოდი ? იმის მიუხედავად რომ არ ვიმსახურებდი? _ ეფერებოდა, კოცნიდა და ხელს არ უშვებდა_ღმერთმა დამწყევლოს ...
_ჩშშ ... ახლა არ გვინდა . უბრალოდ მინდა ვიგრძნო რომ ჩემთან ხარ, ცოცხალი ხარ და მე შევძლებ მოგკლა და არა სხვამ _ტუჩებმაც იპოვნეს საერთო წერტილი. ვეღარ გაუძლო , მოეხვია და ცრემლებმაც იწყეს დენა. _ქეთო ... მორჩა აქ ვარ და კარგად ვარ . ხომ გეუბნებოდი რომ ტყუილად ღელავდი ასე მარტივი არაა ჩემი მოკვლა _ სულ სხვას ფიქრიბდა თორნიკე და სულ სხვაზე ტიროდა ქეთო.
_მაპატიე რა ... ვერ შევძელი. მე საერთოდ არაფერი შემიძლია უშენოდ , სრულიად უძლური ვარ . ღმერთო როგორ მტკივა ... აღარ შემიძლია მეტი , დავიღალე . მინდა რომ ყველაფერი გაჩერდეს ჩვენი ბავშვი მინდა ...მინდა არ მივიდე ექიმთან არ მოვიშორო ის უბედურება ... მინდა მანამდე გავიგო რასაც აპირებდი და ყველაფერი სწორად გავთვალო . მინდა უფრო ყურადღებით ვიყო და ჩვენი ბავშვი ჩემში იყოს ისევ ... რატომ არ შეიძლება სულ ცოტაც დამეცადა
_ქეთო რას ამბობ... რომელი ბავშვი ქეთო . ბიჭები სად არიან... მარიამი . ქეთო მითხარი რომ
_მაპატიე ... მე არასდროს გამომდიოდა სიურპრიზების მოწყობა ყოველთვის ყველაფერს ვურევდი რაღაც მთელი გულით რომ მინდოდა ...მე ვერასდროს მოგცემ სიმშვიდეს მე ჩვენი შვილი ისევ ვერ დავიცავი აქ იყო და ვერ დავიცავი ... თორნიკე აღარ სუნთქავდა ამღვრეული თვალებით უყურებდა იატაკზე ჩაკეცილ ქალს და თანდათან ეშვებოდა ძირს. ჩაეხუტა, თითქოს მთლიანად შეისრუტა მისი ტკივილი . თორნიკეს მკერდზე ჰქონდა ყური მიდებული , თავს მაღლაა არ სწევდა. არ შეეძლო მისი სახის დანახვა ცრემლებით უსველებდა პერანგს და ვერ ჩერდებოდა
_ქეთო ... ჩემო ქეთო რა გაგიკეთე მე _ხმა აღარ ჰქონდა სრულიად უძლური იყო
_ჩშშ _ თითები ტუჩებზე მიაფარა და ქვემოდან ახედა _ესეც გაივლის ...
_გავუძლებთ ქეთო ? გგონია ვაპატიებ საკუთარ თავს ? _თითებს უკოცნიდა. მაჯაზე გამოკვეთილ ცისფერ ვენებზე მიაწება ტუჩები. დახუჭული თვალებიდან ცრემლები სდიოდა ალფაიძეს. ქეთო ქვემოდან უყურებდა თავი მაღლა ასწია და მლაშე სითხით დანამული ტუჩებით მისი ცრემლები შეაშრო. ხელისგული ლოყაზე მოადო და ისევ აკოცა
_მე და შენ ყველაფერს გავუძლებთო შენ არ მეუბნებოდი?
პირველად ატკინა და ეტკინა ასე ძლიერად. დამნაშავე იყო , მხოლოდ საკუთარ დანაშაულს ხედავდა და ბოდიშის მოხდაც არ შეეძლო . როგორ უნდა ეთქვა მაპატიე რომ დაგტოვე და ჩვენი შვილი მკვკალიო... იატაკზე იახდნენ ერთმანეთზე მიხუტებულები და ტკივილს ერთმანეთს ართმევდნენ. შეეძლოთ ეჩხუბათ ყველაფერი დაელეწათ მოეფიქრებინათ ათასი მიზეზი, მაგრამ ისინი დროს აჩერებდნენ
*^*^*^*^
ხალიჩაზე იწვენენ. თორნიკე ემბრიონის ფორმაში იყო თავი ქეთოს მუცელზე ედო და ნაზად ეფერებოდა. ქეთო თვალს არ აშორებდა და სიტყვას არ ამბობდა. გათენდა .... ფანჯრიდან კარგად ჩანდა მზის ამოსვლა. თორნიკეს მისი მკლავზე ხელი ჰქონდა ჩაჭიდული და ისე ჩასძინებოდა. ქეთოს ეგონა ასე და წამოდგომა სცადა _ნეტავ გოგო იქნებოდა თუ ბიჭი
_ძალიან პატარა იყო
_რატომ არ დამირეკეს ბიჭებმა
_მე ვუთხარი რომ არ დაერეკათ
_წამოვიდოდი , შენთან ვიქნებოდი
_ახლაც ჩემთან ხარ ... მე არ ვიცოდი სად იყავი იქნებ ვერც წამოსულიყავი და ამ მდგომარეობაში იბრძოლებდი?
_ექიმმა რაო
_ნაყოფი სუსტი იყოო...40 წლის ვარ თორნიკე
_დიდხანს იყავი საავადმყოფოში?
_არა ... ისე არ ვიყავი როგორც მაშინ . ჩემი ექიმიც ვნახე და სხვა გართულება არ არისო
_თავიდანვე მასთან არ მისულხარ?
_ბათუმში ვიყავი ... _წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა. ღამით წვიმდა ახლა კი მზე ფანტავდა ღრუბლებს და სასიამოვნო სიგრილე შემოიჭრა ოთახში
_ შენ ვერაფერს შეცვლი ... უბრალოდ ჩემთან იყავი ისე როგორც ყოველთვის ...მე და შენ ერთმანეთს ვუშველით ! ასე იყო და ასე იქნება სულ
_ქეთევან _ ქალის სახე ხელებში მოიქცია. სასოწარკვეთილი იყო თორნიკე ალფაიძე
_ოდესმე მითქვამს რომ გაღმერთებ ? _ კაცს მის ყელში ჰქონდა სახე დამალული ქეთომ რომ უთხრა და იგრძნო როგორ შეწყვიტა სუნთქვა. ის ადგილი გაეყინა მანამდე რომ გრძნობდა ალფაიძის ხშირ ამოსუნთქვას . ლოყაზე მიაწება ტუჩები , შემდეგ გამოკვეთილ ყბაზე და თავი დაადო _მე შენ გაღმერთებ ალფაიძე და გევედრები აღარ დაუშვა უბედურება ჩვენს ოჯახში
*^*^*^*^*^*^
თორნიკეს დაბრუნებამ ყველა ჩვეულ ცხოვრების რიტმს დაუბრუნდა. ბიჭებიც დამშვიდნენ და მართალია ტკივილი ასე მარტივად არ ქრება , მაგრამ მაინც ცხოვრება გრძელდება.
შაბათ კვირა იყო წინ . მთელი დღეები სახლში გაატარეს. ბევრი რამ ჰქონდათ სათქმელი. ბიჭებივ არ შორდებოდნენ გვერდიდან. მარიამთან გამთენიისას ახერხებდნენ საუბარს და ისიც უყვებოდა თავის ამბებს. სალომე არ გამოჩენილა მხოლოდ . კონსტანტინეც ვერ უკავშირდებოდა...
კაბინეტში იყვნენ. ქეთო რაღაცებს უხსნიდა , მაგიდას იყო მიყრდნობილი და თორნიკესკენ დახრილი . კარი დაუკითხავად შეაღო ბატონმა დიმამ ეს რამდენიმე დღე რომ გადაკარგული იყო
_ყავა მოგიტანე ვიცი ახლა გამოღამებული თვალენით ოჯდები და გული მისკდება რომ გიყურებ დაიწვას შენი საცოდაობით ის შენი ქმარიი? _ ორი ჭიქა ეჭორა ლამის ფეხით გააღო და მიხურა კარი . თორნიკე რომ დაინახა ღიმილი შეაშრა სახეზე _ ორი დღით წავედი და ჩამოვრჩენილვარ მოვლენებს ... გამარჯობა ბატონო თორნიკე
_თქვენ ახალი ადვოკატი ხომ ? _ ჩვეული უმეტყველო გამომეტყველება ჰქონდა ალფაიძეს და კაცი მიმიკა დიმა დაიბნა. იდგა ეს ორ მეტრიანი აყლაყუდა ორი ჭიქით ხელში უცე დადო ორივე აქამდე რომ ცდილობდა არ დაღვროდა სითხე ერთიანად დააქცია ლანგარზე და თორნიკეს შეხედა
_დიახ... მე დიმა მქვია ალბათ აღარ გახსოვთ
_მახსოვს ... დიმა წილოსანი . ქეთომ მითხრა რომ კარგად ართმევთ თავს საქმეს ... დაახლოებაც მოგისწრიათ _პირდაპირ უთხრა და დაჯექიო ხელით ანიშნა
_იმედია ჩვენს საქმიან ურთიერთობას ხელს არ შეუშლის ჩემი დამოკიდებულება _ცოტა დაიბნა ვერ გაიგო ქეთოს რა შეიძლება ჰქონოდა ნათქვამი . თორნიკეს სახეზე კიდე ვერაფერს ამოიკითხავდა კაცი
_ერთი წელი კონტრაქტის მიხედვით უნდა იმუშაოთ ჩვენთან და შემდეგ თუ ისევ ასეთ მოწოდების სიმაღლეზე იქნებით და ორივეს სურვილი იქნება გავაგრძელებთ თანამშრომლობას. ქეთევანს რაც შეეხება ნებისმიერ კაცს მოსწონს ვინც აქ მუშაობს და არა მხოლოდ . ამის მიხედვით თუ ავარჩიე თანამშრომლები მხოლოდ ქლების აყვანა მომიხდება ...
_ანუ კონკურენტად საერთოდ არ მთვლით_ჩაეცინა და ქეთოს გახედა _ კარგია , ყველაფერი გარკვეული ყოფილა. მე ჩემს საქმეს დავუბრუნდები . აქ იმის სათქმელად მოვედი რომ წყაროს ინფორმაციით ხოჯავებთან რაღაც ცვლილებებია. ჯერ სამწუხაროდ ვერ გავიგე რა სახის ცვლილებებია და აისახება თუ არა ჩვენს თანამშრომლობაზე , მაგრამ გავარკვევ აუცილებლად და ყურადღებით ვიქნები _ბატონი მიხეილი გარდაიცვალა ცოტა ხნის წინ ინგლისში და მისი ანდერძის თანახმად ერთ_ერთი შვილიშვილი მიიღებს მთელს ბიზნესს. ვინ არის ჯერ არავინ იცის და თვის ბოლოს წვეულებაზე ვნახავთ. სავარაუდოდ ჩვენთან კავშირს არ გაწყვეტს ამიტომ ეგ თემა მოგვარებულია თითქმის _თორნიკემ უთხრა და ისევ აიღო კალამი _და კიდევ ... მადლობა იმისთვის რაც ბათუმში გააკეთე
დიმა წავიდა თორნიკე კი ისევ საბუთებს მიუბრუნდა _სად გავჩერდით? ქეთევან
_მე არ მითქვამს რომ მოვწონვარ
_არც უნდა გეთქვა ... ისიც საკმარისი იყო რაც მითხარი. ქეთევან საღამოს სალომესთან მისვლა უნდა მოვასწროთ ხომ არ დაგავიწყდა
_არ შემიძლიხარ...ვინმე იფიქრებს რომ გკიდია ვის მოვეწონები და ვის არა
_დიმა აშკარად არ ფიქრობს მაგას. ძალიან კარგად გაიგო რაც ვუთხარი და ხომ იცი რომ არ მადარდებს ვის რა გრძნობები აქვს შენს მიმართ
_ისევ ასწორებს როცა შენი ცოლი ყველას ევასება და მისი კაცი მხოლოდ შენ ხარ ?
_როგორც ყოველთვის პატარავ _ ქვემოდან ახედა და მაგიდაზე მიყრდნობილი ქალი თავისკენ ისე მიიზიდა რომ იმერციით აღმოჩნდა მის მუხლებზე _ გგონია რამე ისეთს გაბედავს შენ რომ შეურაცხყოფა მოგაყენოს ან შეგაწუხოს? მაშინ გავაქრობ _ თითები თმაში შეუცურა , ყელიდან მოაშორა და ყბის ქვეშ აკოცა .შემდეგ ყურისკენ გადაინაცვლა _ თუ იარსებებს კაცი რომლის შეხებაც გულს აგიჩქარებს მერე... მერე
_მერე რა იქნება
_რაღაც მეეჭვება ვინმე შენამდე მოვიდეს ...
_ანუ გეეჭვება _ თორნიკეს ტუჩებთან დაიჩურჩულა , მაგრამ არ აკოცა სწრაფად წამოდგა ძველ ადგილს დაუბრუნდა და ფურცლებს დახედა _განვაგრძოთ

საღამო მეგობრის ოჯახში გაატარეს . მშვიდ ნაცნობ გარემოში რომელსაც ახალი ელფერი ჰქონდა . საუბრობდნენ შეზარხოშებული სალომე ჭიქით ხელში რომ წამოდგა და განაცხადა
_ძვირფასებო მე სახლიდან მივდივარ
ბევრი ბრძოლის შემდეგ მაინც დაარწმუნა კახა და ბინის ძიება დაიწყო. დიდხანს დრო არ დაუკარგავს ახალ აშენებულ კორპუსში შეიძინა თავისთვის კომფორტული ბინა და ერთ კვირაში ავეჯითაც გაავსო. კონსტანტინე და იოანე გაანადგურა ნივთების გადადგილების დროს. ხან როგორ მოსწონდა და ხან როგორ. ქეთევანი ამ ამბავზე გადაერთო და ყველაფერი ერთად შეიძინეს. მოკლედ რამდენიმდ კვირა სალომეს ბინის მოწყობას და გადაბარგებას დასჭირდა
_დავიღალე მეტი აღარ შემიძლია...ეს დივანი რჩება აქ !
_იოანე ნუ ხარ ზარმაცი ... თუმცა ეგ მომწონს მანდ
_სალოო წვენის ჭიქები რომელ ყუთშია გახსოვს? _ქეთო სამზარეულოში იდგა და იქედან იძახდა
_პიცაც მოვიდა...როგორც იქნა თორემ ვკვდებოდი შიმშილით _იო კარის გასაღებად წავიდა , მაგრამ პიცით ხელში თორნიკე დახვდა. სხვა საჭმელებიც ჰქონდა და სახე აღარც უჩანდა_მამა სულზე მომისწარი ესენი ჩემს მოკვლას აპირებდნებ _ყუთები გამოართვა და წინ წავიდა
_ყოჩაღ თქვენ რამდენი რამ მოგისწრიათ _ სალოს მოეხვია და ისიც ყურებამდე გაღიმებული უყურებდა
_მოგწონს?
_ძალიან... ნივთების ამოლაგება დარჩენილა მხოლოდ
_ხო ხვალ მივხედავ მაგას _ქეთო სად არის ? _სამზარეულოშია ყავას ამზადებს ყავას სვამდა და ფანჯრიდან იყურებოდა თორნიკე რომ მივიდა და აკოცა _ბავშვებს ამუშავებ და შენ ყავას სვამ ხო?
_თორნიკეე აბა არ მეცლებაო?
_იმდენი ხანია ამ თავსაფრით არ ყოფილხარ_თავზე გაბანტული ჭრელი კაშნე გაუსწორა და გაუღიმა
_გავაკეთოთ რემონტი? _გაუღიმა და ყელზე მოხვია ხელები_იმდენი ახალი რამე ვნახე...
_არ დაიღალე? წელს გეყოს და შემდეგ გავაკეთოთ
_იმათაც ეგრე მითხრეს
_არ გშია? მოვიტანე რაღაცები _ყელში კოცნიდა
_არ მშია
_მეც გკითხე ... წამოდი ვჭამოთ
_ნუ მაძალებ
_ხაჭაპური მოგიტანე
_ხოო?
_სანამ ცხელია წამოდი _ხელი ჩაკიდა და წაიყვანა. მარიამი პირდაპირ ეთერში იყო, მერე უკვე ეძინებოდა და გათიშა სამაგიეროდ ყველაფერი აჩვენეს და იმდენი ილაპარაკეს კონსტანტინეც აწუწუნდა. ბოლოს დატოვეს ქალბატონი სალომე მარტო თავის ახალ სამფლობელოში და თავიანთ სახლს დაუბრუნდნენ.
_ხვალ რაგბიზე მივდივარ სეზონის ბოლო თამაშია და წამოხვალთ? _წამოვალთ ხო ქეთო _თორნიკემ გახედა ნახევრად ეძინა
_ხვალ მკითხეთ ახლა მძინავს და მიხვდით ვინმე_საყვარლად ჩაილაპარაკა და თორნიკეს მხარზე ჩამოსდო თავი _ მგონი დავიღალე _ძილინებისა ჩემო ბიჭო _კოსტას მხარზე ხელი დაადო შემდეგ ქეთო აიყვანა და კიბეს სწრაფად აუყვა
_თორნიკეე ჩემიანად ნუ დარბიხარ _ყელში აკოც და მერე ცხვირია წვერი გაუსვა _ დამეხმარები ბანაობაში?
_დიდი პატივია დედოფალო!
*^*^*^*^*^
მეორე დღეს თამაშზე იყვნენ მთელი ოჯახი. სალომეც კი წავიდა ბოლოს. სულ ტყუილად იჯდა ვერ იგებდა ვერაფერს მაგრამ რომ მიხვდა იგებდნენ აზარტში შევიდა . წვიმდა და სიცივე იყო , მაგრამ ქეთო წლების წინ შეეჩვია ამ ყველაფერს. თორნიკეს იმდენი მორაგბე მეგობარი ჰყავდა ავტომატურად უცწევდა ბავშვებთან ერთად თამაშებზე დასწრება და გულშემატკივრობისას ფანიც კი გახდა. ამჯერადაც მთელი ემოციებით იყო ჩართული , ბოლოს პატარა ბავშვივით გახარებული ხტუნავდა და თორნიკეს ეხვეოდა .
_აქამდე რატომ არ დაგყავდი ასე მაგარი თუ იყო _სალომე აჟიტირებული იყო
_საშინლად დაღლილი ვარ და სადმე არ გავიაროთ? იმდენი ემოცია დავხარჯე მშია
_ჩასხედით და წავიდეთ რამდენიმრ წუთში ტრადიციული მსუყე კერძებით სავსე სუფრასთან ისხდნენ საუბრობდნენ, იცინოდნენ და გემრიელად მიირთმევდნენ. შემდეგ იოანეს მეგობრები გამოჩნდნენ . ისინიც დაპატიჟეს და ბოლოს შეზარხოშდნენ კიდეც.
_ბავშვები ხომ არ დავტოვოთ და გავისეირნოთ
_მაინც სად მთავაზობ წასვლას _ ეშმაკურად გაუღიმა და ჩურჩული განაგრძო
_სადმე სადაც მხოლოდ მე და შენ ვიქნებით
_ბავშვები? _კოსტა მიხედავს ყველას ისე დატოვეს იქაურობა მხოლოდ კოსტამ გაიგო. სხვები თავიანთ სტიქიაში იყვნენ. ეზოში იყვნენ ნაცნობი სახე რომ გამოჩნდა და ქეთო წამსვე აენთო. ქალი ღიმილით მოეხვია თორნიკეს , მოიკითხა და შემდეგ ქეთოს გაუსწორა მზერა
_თქვენ ქეთევანი ხომ? ბევრი მსმენია ... თორნიკე დამპირდა რომ დავბრუნდებით გაგაცნობო და მაინც შემთხვევით შევხვდით
_ერთით მეტი ნაცნობი ყოველთვის კარგია ...
_მაგდა... ლეიტელანტი მაგდა ფერაძე _ თვალს არ აშორებდა ქეთევანს . ხელიც ჩამოართვეს ერთმანეთს. ქეთომ კი წამსვე გაიცინა
_თქვენ თორნიკეს კოლეგა ხართ? რა საინტერესოა ...
_თორნიკესთან მუშაობის პატივი მაქვს. თორნიკესთან სიცოცხლით ვარ ვალში...ის რომ არა დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდი და სამშობლოში ჩემს სხეულს დააბრუნებდნენ
_საოცარი შეგრძნებაა როდესაც შენი ქმარი გმირია ... მადლობა ღმერთს ორივენი კარგად ხართ
_ნამდვილად...
_მაგდა ძალიან გთხოვ აღარ გვინდა მაგ ამბავზე ხომ შევთანხმდით არა? _თორნიკე ნუ ხარ თავმდაბალი ... აღარ შეგაჩერებთ , მეც ვაგვიანებ. გამიხარდა თქვენი გაცნობა ქეთევან
_სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა მაგდა . ალბათ ისევ შევხვდებით
_ნახვამდის ... ქალი წავიდა. წვიმდა , ქეთომ ქუდი წამოაფარა თორნიკეს თავზე და თვითონაც გაეხვია დიდ თბილ კაშნეში
_ნუ ბრაზობ_მკლავში წვდა და გააჩერა_ნუ გარბიხარ
_შენ ხმას თუ გავიგებ სახლში მისვლამდე რამეს დაგიშავებ აქვე ! _ თავალებანთებულმა შეხედა
_სახლში რომ არ მივდივართ?
_მივდივართ! _
ქეთევან ...
_შენ იქ მასთან ერთად იყავი ! _მაინც ვერ მოითმინა და თვალებანთებული გადაეღობა წინ
_ახლა დამშვიდდი წავიდეთ და მერე აგიხსნი
_შენ იქ , იმ უდაბურ ადგილას იყავი ქალთან ერთად რომელიც შენითაა შეპყრობილი და რომ გიყურებს დნება ! მისი იდეალი ხარ შენ ეს იცი და მაშინ მითხარი რომ მეჩვენებოდა ... მაშინ რომ გითხარი იუარე . _
არ მითქვამს რონ გეჩვენებოდა
_ხმა არ გავიგო თორემ მოგკლავ !
_რა უნდა გამეკეთებინა. უარი მეთქვა იმის გამო რომ ის იყო იქ?
_ააჰ ანუ სულ ერთად იყავით...ერთი გუნდი . ერთი მიზანი, სურვილი, მისწრაფება ...იდეალური ქალია . საყვარელ საქმესაც გააკეთებთ ერთად ... ლამაზიცაა თავდაჯერებული და ისე მიყურებდა თითქოს მე ვოცნებობდე მის კაცზე
_კარგი რა ქეთევან ... როგორ შეიძლება სულ იეჭვიანო
_გგონია ვეჭვიანობ? მე გაცოფებული ვარ ! შენ იქ იმ ქალთან ერთად იყავი, მასთან თანამშრომლობდი, მას უთანხმდებოდი წასვლამდე . მე კი აქ ათას უბედურებას ვაკეთებდი, წასვლამდე გემუდარე დარჩენილიყავი , მაგრამ მაინც წახვედი ... 34 ღამე ფანჯრის წინ ვიჯექი და გელოდი . დილას ისევ ისე ვიწყებდი ვითომ კარგად ვიყავი შენ კი იქ ის ქალი გეფლირტავებოდა ... მე რომ აქ სისხლდენა მქონდა შენ მას გადაეფარე და გადაარჩინე . მისი სიცოცხლე იხსენი და ვალშია შენთან ! _ თავზე აწვიმდა ქარმა კაშნეც მოაშორა და სულ დასველდა
_გეყოფა ! _ისე დაუყვირა ადგილზე გააშეშა ქალი
_მეყოფა , მართალია მეყოფა _შებრუნდა და წავიდა
_სად მიდიხარ ...გგონია ასე გაგიშვებ? _მკლავში წვდა ალფაიძე და თავისკენ მიიზიდა
_ხელი გამიშვი თორემ გავგიჟდები
_ვიცი რომ დამნაშავე ვარ , ვიცი მაგრამ არა იმაში რაზეც მეჩხუბები. როგორ შეგიძლია ქალის გამო მეჩხუბო... ქალის რომელიც ჩემთან ერთად იბრძოდა წლების წინაც...ახლა სულ მთლად გაგიჟდები მეტყვი ამდენი წელი იცნობდი და მე არ ვიცოდიო. ყველას იცნობ ვინც გადამირჩენია? ვინც ჩემს გვერდით მდგარა? მაინცადამაინც მის გამო რომ გაგიჟდი
_დავიღალე .. ხომ შეიძლება ყველაფერი ერთმანეთს არ მიეწყოს და ერთი ტკივილის გადახარშვა შევძლო მეორემდე, მაგრამ არა რომ დაეცემი ყველაფერი ერთად დაგატყდება თავს_ხმას აუწია ხელები გაითავისუფლა და წვიმის წვეთებით დასველებულ სახეზე ჩამოისვა _ ნუ მიყურებ ასეთი სახით .მე ჩემს თაყვანისმცემლებს ყოფილ ცოლებთან ვარიგებ და შენ გაბრწყინებული სახით ესაუბრები. იქნებ დაგღალე კიდეც და მშვიდად გინდა ყოფნა მასთან ერთად. ხომ ყველაფერს აქვს ზღვარი შენ კი დიდი ხანია გადააბიჯე ამ ზღვარს. ხომ ხედავ მე არაფრის მოთმენა არ შემიძლია ...ყველაფერზე ვგიჟდები და მინდება დაგახრჩო
_ოდესმე სხვანაირად იყო ? ასეთი ხარ და ასეთი მინდიხარ ...სად წაიღე თავდაჯერებულობა ქეთევან მგონი დიდი ხანია საკუთარ თავზე არ გიფიქრია . სარკეში მაინც ჩაიხედე ნახე ...ისევ ურჩხული და მზეთუნახავი ვართ და ურჩხულს ყოველთვის უპირობოდ უყვარს თავისი მზეთუნახავი
_ლამაზ ქალებსაც ღალატობენ თორნიკე
_ მხოლოდ იმათ ვინც სილამაზის გამო ჰყავთ გვერდით ... გგონია იმიტომ მიყვარხარ რომ ლამაზი ხარ ?
_მე შენი დაკარვის სიკვდილზე მეტად მეშინია როგორ ვერ იგებ ამას _ნასვამი იყო, გადაღლილი, ემოციებით სავსე. სხეული გაყინული ჰქონდა და ბრაზობდა
_შეუძლებელია დამკარგო შეიგნე ერთხელ და სამუდამოდ! შეუძლებელია სხვა ქალმა იარსებოს ჩემთვის და ოდესმე მაინც შეწყვიტე ეს ეჭვიანობა
_არ შემიძლია _გაიცინა და თითები თორბიკეს სახესთან მიიტანა_არ შემიძლიხარ ... გამაგიჟე და უკვე თავს ვეღარ ვაკონტროლებ
_ იეჭვიანე და მე ჩუმად ვუყურებ როდის დამშვიდდები_მის გათოშილ ტუჩებს მოწყურებულივით დაეწაფა. ვნებიანად კოცნიდნენ ერთმანეთს და არცერთს ადარდებდა ხალხი მათ ირგვლივ . არც წვიმის წვეთები ასე უხვად რომ ცვიოდნენ ციდან _მაინც ვერ ვხვდები როგორ დაგიმსახურე ... _ ჯერ კიდევ მის ტუჩებს ეხებიდა რონ თქვა და თვალებამღვრეულმა შეხედა. წვიმის წვეთებს ცრემლები შეერია _ისევ ცრემლები...მგონი ვიცი რაც გვჭირდება
_მაინც რა
_ფიფქები !
*^*^*^*^*
ფანტელები შეუჩერებლად ცვიოდნენ ციდან. ქეთოს ყველაზე მეტად ამ დროს სეირნობა უყვარდა. შუაღამე იყო გარეთ მხოლოდ ძაღლების ყეფის ხმა ისმოდა . ყველაფერი თეთრი იყო ირგვლივ , მთვარის შუქზე ისე ანათებდა თოვლი თითქოს ირგვლივ ბრილიანტები მოაბნიესო. _თორნიკეე ...თორნიკე თორნიკე _ გაყინული ხელები სახეზე ჩამოუსვა და თვალები გაუნათდდა
_რაოო ქეთო _თოვლისბაბუა გავაკეთოთ რაა გთხოოვ , გთხოვ ,გთხოვ _სახეზე ხმაურით კოცნიდა და იღიმოდა _ღმერთო როგორ მიყვარხარ _ მის შავ სფეროებში იკარგებოდა. იქ რომ სხივებს ხედავდა ყოვლისშემძლე იყო. ბედნიერების წყარო იყო ეს ქალი . დაბადებიდან სევდასა და სიხარულ ერთად რომ ატარებდა და შეეძლო ყველაფრის მიუხედავად გაეთბო გაყინული გული. დილის ოთხ საათზე აკეთებდნენ უზარმაზარ გუნდებს . ქეთოს სიცილის ხმა ისმოდა ირგვლივ. თორნიკეს გუნდები ესროლა და მანამ ვერ მოისვენა სანამ თოვლში არ აღმოჩნდა . კისკისებდა და შეუჩერებლად კოცნიდა
_მოიცა...მოიცა სტაფილო გვინდა _ტოტებისგან ხელები რომ გაუუკეთა და პაწაწინა კენჭები თვალების ნაცვლად თორნიკეს მაინც არ გაჰყვა სახლში
_ახლა საიდან მოვიტანო სტაფილო
_მარკეტიდან
_ქეთევან
_გთხოოოვ წავიდეთ იქნება სადმე მარკეტი სადაც სტაფილო ექნებათ _ცხვირის გარეშე ვერ ისუნთქებს თუ რა
_ნუ დასცინი ჩემს თოვლის კაცს
_შენი კაცი გაიყინება გაცივდება და მერე ნახავ
_ჩემ კაცს მე გავათბობ _ მკლავები მოხვია და აკოცა
_ჯანდაბა სულ გაყინული ხარ...მორჩა სახლში შევდივართ _მხარზე გაიდო და აფართხალებული შეიყვანა სახლში. კარი უცებ გადაკეტა და წამსვე დაიწყო მისი გაშიშვლება _ბუხარი ... გათბობა
_ჩშშ _ ზედა მოიშორა და სხეულზე აიკრა გათოშილი ქალი. კანი სულ დახორკლილი ჰქონდა სიცივისგან. მკერდი გამკვრივებული და ლურჯი ტუჩებიც კი მადისაღმძვრელად გამოიყურებოდნენ . საბნის ქვეშ აღმოჩნდნენ და ერთმანეთის გათბობა განაგრძეს. ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს პირველად ეხებოდა , მის მკლავებში ყველაზე კომფორტულად და დაცულად გრძნობდა თავს. ისევ საბნის ქვეშ იყო თავი თორნიკეს მკერდზე ედო და ღრმად სუნთქავდა _ახლა მე წავალ ... გათბობასაც ჩავრთავ და ბუხარსაც დავანთებ რო სახლი გათბეს .
_მცივაა _ თავი როგორც კი წამოსწია მაშინვე შესცივდა და ისევ ქვემოთ ჩაიწია . მალე იგრძნო სითბო. სწრაფად ჩაიცვა თბილი ელასტიკი ნაქსოვი ზედა და თორნიკეს უზარმაზარი ჟაკეტი. ფეხზე თბილი ფეხსაცმელი და სწრაფად გავარდა ბუხართან. თორნიკე ოთახს ალაგებდა რომ მივიდა და პლედი მოახურა
_შეეშვი , გათბება სახლი და მერე დავალაგოთ. არ გეძინება? _დავიძინოთ?
_სანამ სახლი მთლიანად არ გათბება მე წინდასაც არ გავიხდი _ ბალიშები დადო ხალიცაზე პლედი დააფინა და ზემოდან დაწვა
_აქ მოდი
_ფარდებს გადავაფარებ თორემ გათენდა უკვე _ ოთახი ჩააბნელა მხოლოდ ცეცხლი ანათებდა . ქეთოს ჩაეხუტა , აკოცა და თვალები დახუჭა
_იო გაბრაზდება
_გაბრაზდეს
_კოსტა მოგვკლავს საქმეები შეგვატოვეო
_იწუწუნებს და გაჩუმდება
_ანუ ვრჩებით?
_ვრჩებით!
ისევ თოვდა . მეოთხე დღე დაიწყო და ისევ მარტო იყვნენ. სახლში თბილოდა, საწოლში იწვნენ . ქეთო ფანჯარაში იყურებოდა და ფიფქებს თვალს არ აშორებდა. თორნიკეს მის მხარზე ედო თავი და მშვიდად დაატარებდა თითებს ქალის სხეულზე
_როგორი ლამაზია და თან როგორი ცივი ... გარეთ დარჩენილ უსახლკაროს დაუნდობლად გაყინავს ამ პაწაწინა ფიფქებით შექმნილი სიცივე
_ყველაფერს აქვს მეორე მხარე
_მეშინია . რაც უფრო ბედნიერი ვარ მით უფრო მეშინია , მგონია რომ რაღაც კიდევ მოხდება და მეტს ვეღარ გავუძლებ
_ყველაფერი ჩაივლის...ცხოვრება ასეთია ქეთო მზე ჩადის და ბნელდება , მაგრამ ღამეს დღე აუცილებლად მოსდევს_ქალის ტუჩებზს შეეხო და მერე მთელი სახე დაუკოცნა _მე სულ შენთან ვიქნები , აღარასდროს წავალ
_არ მინდა დაბრუნება...მინდა სულ მოვშორდე ყველაფერს და არაფერზე ვიფიქრო . გაქცევა მინდა , დამალვა მინდა ყველასგან და ყველაფრისგან _აზრი არ აქვს შიშსა და მალვას , მაინც მოხდება ის რაც უნდა მოხდეს _შენ ყოველთვის მშვიდად ხარ, არაფრის გეშინია და სულ ამბობ რომ მოგვარდება _ ტუჩები მოკუმა და ზურგი აქცია _მეძინება...ჩამეხუტა და დავიძინოთ
_შენც არ უნდა გეშინოდეს...
_ყველაფერი გაივლის ... გაიარა კიდეც დრო ვერ გავაჩერე და ჩვენი ორი ცალი აღარ გვყავს. არ მინდა ასე გაიაროს _ჩუმად თქვა და თვალები დახუჭა. თორნიკემ მკლავები მოხვია და ზურგიდან აეკრო . დიდხანს იყვნენ ჩუმად და ისევ უყურებდნენ დიფქებს რომლებიც შეუჩერებლად ცვიოდნენ ციდან . შემდეგ მანქანის ხმა გაიგეს, ეზოდან ხმაური შევიდა სახლში , ხმა რომელიც მალევე გავრცელდა პირველ სართულზე და ქეთევანიც წამსვე წამოვარდა საწოლიდან
_მარიააამ ... ჩემი გოგოო დამიბრუნდა_ სწრაფად გარბოდა . თორნიკე უკან მიჰყვებოდა . ისე მოეხვივნენ დედა შვილი მიხვდა რომ მესამე უნდა ყოფილიყო თორემ მისი ჯერი აღარ დადგებოდა
_მომენატრეეთ ... ძალიან მომენატრეთ _ ტიროდა უმცროსი ალფაიძე და მშობლებს ეხვეოდა _მაა
_ჩემი პატარა ... როდის ჩამოხვედი
_გუშინ დილით
_აქამდე სად იყავი ...იმათ როგორ არ გვითხრეს
_იმათ უთხარით მარტო გვინდა ყოფნაო და აღარ შეგაწუხეთ . მერე მარუსა ვეღარ დავაკავეთ და ამოვედით_ იოანე გამოჩნდა . კოსტანტინე და სალომეც მოყვნენ უკან
_ჩემი სიხარულებიი...არ მჯერა რომ ყველანი ერთად ვართ _ ქეთომ ისევ ტირილი დაიწყო და ასე სლუკუნით კოცნიდა ბავშვებს. მერე თორნიკეს ჩაეხუტა .
თოვლი, სითბო, ბუხარი , გემრიელი კერძები, წითელი ღვინო და საყვარელი ადამიანები სხვა რა შეიძლება დაგჭირდეს ბედნიერებისთვის. ხალიჩაზე ისხდნენ , სალომე ბალიშებზე იყო მიწოლილი და თავი მარიამის მხარზე ედო დაწვრილებით აყოლებდა ამბებს თითქოს ყველაფერი ზეპირად არ იცოდა. მერე კოსტანტინეც დაიღალა შუაში გაწვა თავი მის ფეხებზე დადო და მარიამს მოუყვა ის ამბები რაც სხვებმა არ უთხრეს.
_უნდა გეთქვათ ჩემთვის _ბოლოს მაინც ვერ შეიკავა თავი და ქეთოს რომ ჩაეხუტა ჩუმად დაიწყო იმ თემაზე საუბარი რამაც ძალიან ატკინა
_რა უნდა გვეთქვა დე_ თმაზე ჩამოუსვა თითები და შუბლზე აკოცა _ ბავშვზე ... მამა რომ არ იყო იმაზე ჩამოვიდოდი და შენთან ვიქნებოდი
_და მერე რა გამოვიდოდა დე ... ისინი იყვნენ , ყველა იქნებოდით არაფერი შეიცვლებოდა შენ კი უკან დაბრუნება მოგიხდებოდა. კარგად ვარ უკვე...ნუ გაბრაზდები ხო ?
_რომ იცოდეთ მე ძალიან მინდა პატარა ბავშვი ...
_გათხოვებას აპირებ პატარავ?_თორნიკემ გაუღიმა და თავისკენ მიიზიდა_მამას გოგო მალე 21 წლის გახდები
_აუ მამაა სერიოზულად გეუბნებით და მე მეხუმრები
_მარიამ გგონია გეხუმრები? იქნებ იქედან ჩამომიყვანო ვიოლინჩელისტი ბიჭი...ან კონტრაბასისტი ან რა ვიცი რა ქვიათ მაგათ მერევა სულ
_ნუ ღელავ ჯერ მხოლოდ როიალი მიყვარს დ პიანინოსთან ვღალატობ
_შვილიშვილის მუღამი მაქ და სალომეც არ თხოვდება... კოსტა არც ფიქრობს და იოანე
_კარგი რა მამა_ბიჭი იმათ დასცინკდა და უცებ შეიცხადა
_რატომაც არა იოოო ქალებში სიარული აღარ დაგჭიდრდება შენი გეყოლება სახლში და შენი ძმასავით არ იწვალებ სხვასასხვას შესაბმელად_სალომ ჩუმად უთხრა და სულ გადარია ბავშვი
_სალომე რეებს ეუბნები ბავშვს !
_ჯასთ ე ქიდინგ კოსტია
_ბავშვი უნდა ყველას და მე მელოდებიან _ქეთომ გაიცინა და ფეხზე წამოდგა _ის დროა უნდა გავდიოდეთ მე და შენ ,ქმარო _ყველამ რომ გაიცინა და თორნიკემ თავისკენ მიიზიდა მერე წამოწითლდა _ გეყოთ უკვე ამ თემაზე საუბარი . შვილიშვილები უნდა მყავდეს უკვე
_ხუმრობა იქეთ იყოს და თბილისში როდის ბრუნდებით...გამოჩნდა მიხეილის მემკვიდრე. ჩვენთან არ ყოფილ ჯერ , მაგრამ იქ ხო უნდა იყოთ წლის ბოლოს თათბირზე
_ხვალ დავრჩეთ ყველანი და ზეგ დილით წავიდეთ
_ე.ი ხვალ ვერთობით . მისტერ სერიოზულობაც მათ შორის... მეორე დღეს მართლაც დილიდან დაიწყეს გართობა. თხილამურებით ისრიალეს, მერე სალომემ აიტეხა ყინულზე სრიალი მინდაო და მარიამიც აიყოლია. ბოლოს იოანეც გაჰყვა დანარჩენებსა რ გამოსდიოდათ სამწუხაროდ იმათ კი ისეთი ილეთები აკეთეს მაყურებლები სიცილს ვერ იაკვებდნენ
_არ მინდა დაბრუნება
_არც მე ... გავიპაროთ?
_ცოდოა კოსტა... შეხვედრის მერე წავიდეთ. დაიწყოს ახალი წელი და საერთოდ გადავაბარებ ყველაფერს _ ლოყაზე აკოცა სა მისი თითები ხელებში მოიქცია _ გაიყინე ...წავიდეთ ბავშვებოო _მაშინვე შეკრიბა ყველა და დააბრუნა სახლში.
სხვა გზა არ იყო უნდა დაბრუნებულიყვნენ სამუშაო სივრცეში . საახალწლოდ ბევრი საქმე ჰქონდათ და შესაბამისად მცირე დროს ატარებდნენ სახლში.
მალე წვეულების დროც დადგა. სამზადისი დიდხანს გრძელდებოდა . ყველა კომპანიონს და თანამშრომელს ეპატიჟებოდნენ .
სახლიდან გასვლამდე ყველანი თავიანთ ოთახებში იყვნენ. ბიჭებმა მალევე დაასრულეს მზადება აი მარიამი კი სარკეს ვერ მოშორდა. ქეთევამა ზუსტად იცოდა რა უნდა ჩაეცვა და პრობლემა არ ჰქონია. ბიჭები რომ შეათვალიერა და ყველაფერი მზადყოფნაში ნახა შემდეგ დაიწყომზადება. ცოტახანში კი სარკის წინ იდგა და საკუთარ ანარეკლს უყურებდა. ტანზე გამოყვანილი შავი კაბა ეცვა რომელიც საოცრად გამოკვეთდდა მის სხეულს. გრძელი მკლავები, ყელი, ლავიწები, სავსე მკერდი რომელსაც სანახევროდ ფარავდა კაბა, შიშველი ზურგი და სარკეში გამოჩენილი თორნიკეს მზერა. არაფერი უთქვამს , მხარზე მიაყება ტუჩები და ყელისაკენ გაიკვლია გზა. ქეთომ გაიღიმა, თვალები დახუჭა და თავი უკან გადასწია. ნეტარებაში იყო ყელზე სამკაულის შეხება რომ იგრძნო. თორნიკემ თავად მოარგო ლალის თვლებით მორთული ულამაზესი ყელსაბამი . ყურის ძირში აკოცა და საყურეების მორგებაც დაიწყო . თვალები რომ გაახილა წამსვე მოიხიბლა
_თორნიკე... ეს
_საახალწლო საჩუქარი კომპანიის მთავარ ძალას..._ გაუღიმა და წითლად შეღებილ ტუჩებზე შეეხო შემდეგ ბავშვების ხმაც გაიგეს და ოთახი დატოვეს.
ბიჭები მარიამის წინ იდგნენ და ჩუმად უყურებდნენ
_რა აუტანლები ხართ... მოგწონთ თუ არა?
_იცი... არც კი ვიცი რა ვთქვა. შენ ეტყვი ? _კოსტას გადახედა იოანემ და ისევ მიიდო ნიკაპზე ხელი _არა ვფიქრობ შენ უნდა უთხრა
_მორჩა მომბეზრდა თქვენი მაიმუნობა ...
_არა ნამდვილად...
_ხო რა აუცილებლად უნდა ვიმორიგეოთ თორემ ორი დღით ჩამოვიდა და მოიტაცებენ
_გასაოცარი არ იქნება ჩვენივე წვეულებიდან რომ წაიყვანონ? _ბიჭები ერთმანეთს ელაპრაკებოდბენ ისევ და მარიამს აგიჟებდნენ
_ორი მასხარა... თქვენ ხომ კაცი ვერაფერს გკითხავთ. მააა მამიკოო _როგორც კი დაინახა კაცი მაშინვე მისკე დაიძრა_ ხომ კარგია ეს კაბა თუ ძალიან კაშკაშაა
_გიყურებ და ვხვდები რომ გოგოები უკეთ გამომივიდოდა _ გაიცინა და ხელზე აკოცა_პირველ ცეკვას ჩემთვის ხომ შეინახავთ დედოფალო მარიამ
_ვგიჟდები მე შენზე ...აი ასე მოგიხდებათ ორივეს _
ბავშვებოო მზად თუ ხართ წავიდეთ _ქეთევანიც გამოჩნდა ყველას გაუღიმა და მარიამზე შეაჩერა მზერა_პატარავ რა ლამაზი ხარ
_როცა თავად სილამაზე გყავს დედა სხვანაირად არ იქნებოდა
_წავედით...წავედით თორემ დავაგვიანებთ
საჩუქრები,გართობა, პრემიები და სხვა რა იყო საჭირო ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე. ქეთევანი როგორც ყოველთვის შთამბეჭდავად გამოიყურებოდა. იღიმოდა , ყველას ულოცავდა. სიტყვა მეუღლეს გადააბარა და თავად უბრალოდ მის გვერდით იდგა . ყველაფერი ისე მიდიოდა როგორც უნდა ყოფილიყო. წვეულება მალევე დაიწყო მომაბეზრებელი საუბრების გარეშე
_ვიცეკვოთ? _თორნიკემ მაშინვე შესთავაზა როგორც კი დრო იხელთა და ხელი გაუწოდა
_რა თქმა უნდა _ მკლავზე შემოხვია თითები , გაუღიმა და მოცეკვავე წყვილებისკენ დაიძრდნენ.
თორნიკეს მზერა მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ქალად აგრძნობინებდა თავს. ამ კაცს შეეძლო თვალებით ეთქვა ყველაფერი ან ქეთო იყო კარგი მკითხველი.
_ძალიან მომეწონა საჩუქარი _ ყურში ჩასჩურჩულა და იქვე აკოცა _როგორ მოახერხე რომ ასეთი უცხოა
_კოსტანტინემ დახატა _ ხმა დაბოხებოდა ალფაიძეს. ქალის შიშველ ზურგზე ნაზად აასრიალა თითები და პარალელურად მოშიშვლებულ ლავიწზე აკოცა _ წელსაც ადრე მოგვიწევს წვეულების დატოვება
_წელსაც დიდი სიამოვნებით გავიპარები შენთან ერთად _დატრიალდა და გაღიმებული აეკრო სხეულზე _მარიამო რაც ჩამოვიდა მას მერე ანათებ იცი? მგონია რომ თავიდან დაიმუხტე _ჩემი გოგო ბედნიერებაა ... რა ლამაზია არა? _ მარიამი კოსტასთან ცეკვავდა _ზოგჯერ მგონია რომ სიზმარს ვხედავ და ასეთი საოცარი ოჯახი მე არ მყავს
_შენ ხარ ჩემი ახდენილი სიზმარი_ ჩუმად ,ძალიან ჩუმად უთხრა სიმღერის დასასრულს და შემდეგ მაგიდისაკენ დაიძრა.
ბავშვები ნაცნობებს ესაუბრებოდნენ. ქეთო შამპანიურს აგემოვნებდა და აჩქარებული გულისცემის დამშვიდებას ელოდა თან თორნიკეს აბრჭყვიალებულ თვალებს კეკლუცად უცქერდა და იღიმოდა. მარტო დარჩენას ვერ ახერხებდნენ სულ ვიღაც მიდიოდა , ულოცავდა და ესაუბრებოდა ათას თემაზე , მაგრამ მაინც არ უქრებოდათ განწყობა . თორნიკე მარიამთან ცეკვავდა ქეთევანი შორიდან უყურებდა წყვილს და ტკბებოდა სანახაობით. იოანე და სალომე ერთად ცეკვავდნენ , კოსტანტინე კი არ ჩანდა .
_ქეთევან ჩხეიძე ... საოცარი ქეთი _ზურგს უკან მაღალი კაცი ედგა, მთლიანად გაყინა სივრცე მისმა ხმამ. წლების წინ გაგონილმა და თითქმის დავიწყებულმა. ბოლო წამამდე ფიქრობდა რომ მოეჩვენა, ნელა შებრუნდა უკან და თავისზე მაღალს მზერა გაუსწორა ეს იყო გარდამტეხი წამი რომელნაც ყველაფერი თავდაყირა დააყენა .
ფერებიც გაქრა, სხივებიც და სიმშვიდეც
მთელი სხეული გაეყინა. უნდოდა ყველა გამქრალიყო და წინ მდგომი , თვალებანთებული კაცი დაეხრჩო. ბრაზმა მოიცვა მთელი მისი არსება, სისხლი უდუღდა ყვინს დიდი სიჩქარით აწვებოდა და ვერაფერზე ფიქრობდა. წარსულის კადრები ტრიალებდნენ მის წინ . იმ სიმპათიურ კაცში ახლა წინ რომ ედგა ახალგაზრდა 19 წლის ბიჭს ხედავდა და ეზიზღებოდა , მთელი არსებით სძულდა . _
რა პატარაა სამყარო ქეთი ... ძლივს გიცანი
_აქ რას აკეთებ
_აღმოჩნდა რომ ვთანამშრომლობთ უკვე წლებია ... მიშა ბაბუმ ახლახანს გადმომაბარა კომპანია _ძალიან ახლოს იდგა თვალებით აშიშვლებდა ქალს. ნამდვილ მონადირეს ჰგავდა, დახვეწილს და დახელოვნებულს_უფრო მეტად გალამაზებულხარ... წარმოუდგენელია რონ ისევ შევხვდით_თითები მკლავზე შეახო და მხრისაკენ აუყვა. ქეთოს მისმა შეხებამ გულისრევის შეგრძნება მოჰგვარა, თითქოდ ყელში ბურთი მოაწვა და ახრჩობდა . გვერდით გაიწია ისე რომ მისი ხელი მოეშორებინა
_შენ კი ისევ ისეთი ღორი ხარ !
_ადრე ასე არ ფიქრობდი ... შენ ხომ გიჟდებოდი ჩემზე . ახლაც მახსოვს როგორ თრთოდა შენი სხეული ჩემს ქვეშ , ჯანდაბა ნამდვილი ვულკანი ხარ და ირგვლივ ყველაფერს წვავ_ისევ სცადა ხელის შეხება, სახე ახლოს მიუტანა , მაგრამ ქეთოს აღარ დასჭირდა მისი მოშორება. თორნიკე გამოჩნდა და თითქოს ყველაფერი დალაგდა. წამით გაეღიმა კიდეც გვერდით მდგომი ალფაიძე რომ დაინახა.
_სოსო !
_ვაახ შენი გორილა ქმარიც მოსულა...ნამდვიალად არ მეგონა ამდენ ხანს თუ არ გაეყრებოდი . ხელი მომაშორე _ ზემოდან დახედა თვალებანთებულ ალფაიძეს და მერე ისევ ირონიულად გაიღიმა _როგორ დააშინე საინტერესოა ...
_საინტერესოა ძვალი მეორედ რომ გავტეხო იმავე ადგილას ისევ შეხორცდება თუ დაგამახინჯებ ! აქედან გაქრი თორემ შენი პირველი გამოჩენა კრახით დასრულდება პირდაპირ რეანიმაციაში ან მორგში _ თვალს არ აშორებდა . ქეთოს წინ იდგა ისე თითქოდ მის დაფარვას ცდილობდა . თვალები ჩაუწითლდა ბრაზისგან, მაგრამ თავს მაინც მაქსიმალურად იკავებდა
_ქეთი არ გამაცნობ შენს შვილებს? განსაკუთრებით უფროსი მაინტერესებს შორიდანაც ეტყობა რომ შენ გგავს , მაგრამ იერით მეც მგავს _ ქალს ღიმილით შეხედა და შარვლის ჯიბეებში ჩაიწყო ხელები
_არ გაბედო და ჩემ შვილებს არ გაეკარო თორემ
_ღმერთო ჩემოო ასეთი არ მახსოვხარ..როგორი ნაზი და საყვარელი იყავი ჩემთან ... ხარი ხართან რომ დააბა ან ფერს იცვლის ან ზნესაოო მართალი ყოფილა ...სიველურისკენ გადახრილხარ მშვენიერო
_წადი თორემ ჩვენს ბოლო სეხვედრას ტკბილ მოგონებად დაგიტოვებ
_როგორ იღრინები რა არის...ამხელა ბიზნესმენ კაცს ეგ შეგშვენის? ძველი ნაცნობი რომ შეგხვდება კაცი რომელსაც წარმოიდგენს შენი ცოლი შენთან ყოფნისას ...იმ ბიჭის მამა რომლითაც ასე ამაყობ _ მხარზე დაადო ხელი ალფაიძეს და რამდენჯერმე მსუბუქად დაარტყა _დამშვიდდი, მშვიდად ისუნთქე. არცერთს გვაწყობს სკანდალი ... _ისევ ქეთოს გახედა და სერიოზული გამომეტყველება მიიღო _ მარიამიც ძალიან ლამაზია და მასზეც სხვამ იმუშავა შენს ნაცვლად?
_შენ..._ქეთევანი გაგიჟდა. თავი ვეღრა შეიკავა დამისკენ გადადგა ნაბიჯი, მაგრამ თორნიკეს ხელმა გააჩერა . წამით შეხედა მხოლოდ , მზერით ანიშნა დამშვიდდიო
_არ ღირს ქეთევან...უბრალოდ ბავშვებთან გადაინაცვლე _ თვალი ჩაუკრა. ქეთო რომ გაეცალა ავისმომასწავლებლად გაიღიმა , თვალები ცხოველს მიუგვდა
_რატომ გაუშვი კარგიი რაა...მე ხომ უცხო არ ვარ . შეიცვალა , მაგრამ მაინც მისი თითოეული ნაკვთი მახსოვს...როგორი ვნებიანია არა? ეშმაკმა დალახვროს ამდენი წელი შენთან როგორ გაძლო
_იცი რა ვერ გათვალე?
_მაინც რაა _ის რომ ხალხის აზრი_ გაიცინა და ისე მოუქნია მუშტი თავისზე მაღალს რომ წონასწორობა დაკარგული მაგიდაზე დაემხო . წამში გაისმა კივილის ხმა , ყველა მათ უყურებდა .პირველად ხედავდნენ თორნიკე ალფაიძეს ამ მდგომრეობაში. რამდენჯერმე აიცილა მუშტი და ისე დაარტყა კაცს რომ საბოლოოდ გათიშა. მერე პიჯაკი გაისწორა ბიჭებს გახედა გაიყვანეთო უთხრა და შემდეგ მაყურებლებს გაუსწორა მზერა _წვეულება გრძელდება ... მაესტრო გთხოვთ _ მომღერლებს ანიშნა და შემდეგ ყველაფერი დალაგდა . ისევ ჭორაობდნენ , მაგრამ გაიფანტნენ. მაგიდაც გაასწორეს. დამსხვრეული ჭიქებიც აიღეს , მაგრამ ქეთევანის თვალებს ვერავინ უშველიდა თორნიკეს გარდა. ბოლოს იპოვნა ალფაიძის მზერამ კედელთან მდგომი ქალი და გული შეეკუმშა. ქეთო ალფაიძის მზერაც კი შველას სთხოვდა.
_მამა ...რა მოხდა _კოსტანტინემ გვიან გაიგო ყველაფერი. იმ დროს ეზოში იყო და მხოლოდ ის იცოდა რომ ვიღაც გათიშული გაიყვანეს _მარიამი და იოანე გაიყვანე ... მალე წავალთ !
ქეთევანთან მივიდა , მის წინ იდგა და უყურებდა _რა იქნება ახლა ...
_ვიქნებით მე , შენ და ჩვენი შვილები !
_თორნიკე ...
_არ იტირო ქეთევან, არ იტირო თორემ მოვკლავ გეფიცები ! _ ხელი მოხვია და სხეულზე აიკრა
_ბავშვები ...კოსტანტინემ ნახა? _ თავი მის მხარზე ედო და ჩუმად ლაპარაკობდა
_არა...სახლში წავიდეთ და ვისაუბროთ
_ვერ მოვუყვები სიმართლეს
_ჩშშ გაუძელი გთხოვ...სულ ცოტაც . მე შენთან ვარ
_ვიცეკვოთ... _ თავი რომ ასწია და რამდენიმე მზერას გადააწყდა მიხვდა რომ რაღაც უნდა გაეკეთებინა..._ მხოლოდ მე , შენ და არავინ სხვა
_ქეთევან
_მჭირდება , გთხოვ
ყველა საუბრობდა ჩხუბზე სანამ ყველაფერი არ ჩაბნელდა , შემდეგ წყვილი არ გამოჩნდა და მელოდია არ გაისმა. გარინდულები უყურებდნენ წყვილს , რომელიც მუდამ ყურადღების ცენტრში იყო . ყველამ ჩათვალა რომ უბრალო გაუგებრობა იყო, მაგრამ მაინც ყველა ამ ამბავზე წერდა ჯერ სოც. ქსელში გავრცელდა ფოტოები და ვიდეო. შემდეგ კი პრესაში. მთელი ქალაქი მოიარა ამ ამბავმა
თუმცა თორნიკეს მათ შესაჩერებლად არაფერი გაუკეთებია. სახლში რომ შევიდნენ უკვე გვიანი იყო. დუმილიც დაარღვიეს მარიამმა და იოანემ . ყველას ჰქონდა კითხვები მხოლოდ კოსტანტინე იყო ისევ ჩუმად და საერთოდ არ რეაგირებდა არაფერზე
_მამა ვინ იყო ის კაცი ... ასე როგორ გაგაბრაზა რომ სცემე. შენ არამბობდი ძალა სულ არ უნდა გამოიყენოო? მეგონა შემოგაკვდებოდა?
_ზოგჯერ საჭიროა დაარტყა , რადგან იმსახურებს
_დედა...შენ არაფერს გვეტყვი? აშკარაა რაღაცას გვიმალავთ _მარიამმა ქეთევანს გახედა და შემდეგ ისევ თორნიკეს
_ ბავშვები ხომ აღარ ვართ ის კაცი თუ მტერია უნდა ვიცოდეთ ჩვენც. _დაივიწყეთ ...ის კაცი არავინაა
_მამა არ სცემდა მაშინ... იქ იყო საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა და შენ გესაუბრებოდა სანამ მამა ჩემთან ცეკვავდა. მე დავინახე დედა
_მოიცა შენ გითხრა რამე და ეჭვიანობის გამო სცემა მამამ? ვინ ჯანდაბაა გაგიჟდა ? არ გიცნობდათ საერთოდ თუ როგორ გაბედა
_ბავშვებო ... ახლა ძალიან გვიანია. ყველანი დავიღალეთ . დავისვენოთ და ხვალ ყველაფერს გეტყვით
_მამა ...
_იოანე
_კარგი მამა...ისე იყოს როგორც გინდა. მე სულ ბავშვი ვარ მხოლოდ ისაა შენი დიდი ბიჭი რომელმაც ყოველთვის ყველაფერი იცის _ კოსტანტინეზე ანიშნა რომელიც წამსვე შეიცვალა. თითქოს თავში რაღაც ჩაარტყესო
_არც კი იცი რას ამბობ ... დადგება დრო და ყველაფერს გაიგებ. დაისვენე მანამ სანამ შეგიძლია იოანე . დამიჯერე რაც უფრო ცოტა იცი მით უფრო მშვიდად ხარ! მე მივდივარ... არ დავბრუნდები ხვალანდე _ სწრაფად თქვა და უკან მოუხედავად დატოვა სახლი .
იმ წამს გრძნობდა რომ უცხო იყო , სრულიად უცხო და არავინ ჰყავდა მხოლიდ ერთი და იმ ერთთან მიდიოდა სწორედ. გონს არ მოსულა, უბრალოდ გაიარა მანძილი ჯერ მანქანით შემდეგ ფეხით ბოლოს კარი გაიღო, სალომეს მკლავებში აღმოჩნდა. საწოლზე გულაღმა იწვნენ ორივეს ისევ ისე ეცვა როგორც წვეულებაზე ორივე ჩუმად იყო . მერე მოიკეცა , დაპატარავდა მის მკლავებში ჩამალა თავი და ცრემლებს გასაქანი მისცა. არცერთი სიტყვა... მხოლოდ გარედან შემოსული წვიმის ხმა ისმოდა . ორივემ გაათენა , ასე ჩახუტებულები იყვნენ, სალომე თმაზე ეფერებოდა და თვითონაც სცვიოდა ცრემლები. ჩუმად, ძალიან ჩუმად ტიროდა ...ტკიოდა მასთან ერთად მისი ტკივილი.
*^*^*^*^
_რა უნდა ვქნათ
_მოვაგვარებ ... _მიხეილის მემკვიდრეა...
_მილიონერი ნაგავია, ანუ მაინც ნაგავია _კაბის ელვა გაუხსნა და ტუჩებში აკოცა
_ის ხომ არაფერს წარმოადგენს შენთვის ქეთო
_შენ ის სცემე? გიცნობდა..საიდან გიცნობდა
_ქორწილამდე ვნახე...გამაგიჟა და ვცემე !
_რა უქენი ... რომ გიყურებდა თითქოს შენი მოკვლა უნდოდა
_მითხრა ჩემ კვალს ვერ წაშლიო ...კიდევ ბევრი რამ თქვა და თითები დავამტვრიე _ პერანგი მოიშორა და ქეთოს გახედა
_არ გითქვამს
_მნიშვნელობა ჰქონდა შენთვის?
_ნუ მიყურებ ასე
_როგორ გიყურებ ქეთევან
_შენ ხომ იცი როგორც იყო...ის ყველაფერს ცვლის ისე რომ გაგაგიჟოს _როგორ გგონია შეუძლია ჩემი გაგიჟება?_ მიუახლოვდა თავისკენ მიიზიდა . კედელზე ააკრა და თითები გრძელ ყელზე შეუცურა თან ქვედა ტუჩზე აკოცა და გაიღიმა _რა იგრძენი რომ შეგეხო ... რომ დაინახე ...ასე ახლოს რომ იყო
_თორნიკე ...
_მითხარი გთხოვ,მითხარი . ჯანდაბა! ამის დედაც _კედელს მუშტი მიარტყა და დაიღრიალა _ კანკალებდი ... დაიბენი , გაითიშე რომ დაინახე
_თორნიკე ასე ნუ იქცევი გთხოვ...ნუ მიყურებ ამ მზერით
_როგორ ვიქცევი ... როგორ გიყურებ , რა გავაკეთო მითხარი . მიპსუხე ქეთო
_გაინტერესებს რა ვიგრძენი? გული ამერია ... მეგონა მეზიზღებოდა , მაგრამ არც მეზიზღება არარაობაა ...არავინაა არაფერია გესმის? მხოლოდ შოკი მქონდა , მხოლოდ ჩვენზე ვფიქრობდი და იმ ქაოსზე რასაც ის შექმნის. ჩემს ერთადერთ შეცდომაზე და სხვაზე არაფერზე...დავიღალე . ძალიან დავიღალე _ მუშტები მიაბჯინა მკერდზე და დაარტყა _შენ არ გაქ უფლება..შენ არ უნდა ეჭვიანობდე მასზე. შენ ჩემი უნდა გჯეროდეს და ასე არ უნდა მიყურებდე !
_დამშვიდდი
_არაა... არ დავმშვიდდები . არ მინდა დამშვიდება არაფერი მინდა! _იქვე მდგომ სარკეს პირველივე ნივთი ესროლა და ჩაამსხვრია მერე ნამსხვრევი აიღო და ხელისგულზე დაიდო _ დავიღალე ... დამღალა შენში დამალულმა იმ აზრმა რომლის მიხედვითაც ურჩხული და მზეთუნახავი ვართ. შენ თუ ვერ ხვდები ვინ ხარ მე გავხდები სხვანაირი. ამ წამსვე შემიძლია დავთმო ჩემი სილამაზე ოღონდ შენ აღარასდროს გაიფიქრო რომ შენზე მაღლა ვინმე შეიძლება იდგეს
_მორჩა! _სარკის ნაწილი გამოართვა ჩაეხუტა და მთელი სახე დაუკოცნა_ ვიცი...გეფიცები ვიცი უბრალოდ თავს ვერ ვიკავებ
_მეშინია...ქაოსის რომელიც გველის
_გავუძლებთ ხომ იცი! აკოცა და შემდეგ საწოლში დააწვინა. მის გვერდით იყო, არაფერს ამბობდნენ და ერთმანეთს უყურებდნენ.
ვერ მიხვდა როდის ჩაეძინა, უცებ გამოეღვიძა სრულიად მარტოს. თორნიკე არ იყო , არსად იყო და შეიშალა ... წამსვე წამოვარდა საწოლიდან ეზოში ნახევრად შიშველი გავარდა და სწორედ იმ წამს შევიდა მანქანა . თორნიკე წამებში გამოჩნდა ნახევრად შიშველი ქალი რომ დაინახა ეგონა ეჩვენებოდა. წვიმდა,სიცივე ძვლებსაც უყინავდა მაგრამ მაინც გარბოდა სანამ არ მოეხვია. სხეულზე მჭიდროდ არ მიეკრო და მთელი სახე არ დაუკოცნა. სრულიად სველი იყო, თორნიკეს ხელში აყვანილი მიჰყავდა
_ქეთო რა ჩაიდინეე...ასე როგორ გამოხვედი
_საშინელება მესიზმრა... წახვედი. შენ არ იყავი შენ დაიღალე და წახვედი...ხომ არ წახვედი_სახეს უკოცნიდა მერე სააბაზანოში აღმოჩნდნენ. ვერ აზროვნებდა ნორმალურად და არც სურდა ფიქრი. სცელი ზედა მოაშორა, კოცნიდა ვნებიანად, გიჟურად და არაძლევდა მოქმედების საშუალებას
_ქეთო მოიცა ...
_ჩშშ ... მაკოცე _ცხელი წყლის წვეთები ესხმებოდა სხეულზე . ანათებდა თითქოს , მის მკლავებში მოქცეული სიამოვნების ამოძახილებს ვერ წყვეტდდა . ენერგიის ბოლო მარაგის გამოცლამდე ეფერებოდა ალფაიძეს. შემდეგ მოდუნდა, ჰაერში აღმოჩნდა და გაითიშა...
ყველაფერი სიზმარს უფრო ჰგავდა ვიდრე ცხადს, თორნიკეს სხეული ძილშიც იპოვნა მკლავები მოხვია და ტვინს გათიშვის საშუალება მისცა.
...................
გამოცდებისათვის ემზადებოდა უცხო ენების ფაკულტეტზე უნდოდა სწავლა და დამატებით ისტორიას აბარებდა. გოგამ ქალაქში ყველაზე ცნობილ რეპეტიტორთან მიიყვანა , რომელიც ყველა მოსწავლეს არ იღებდა და დიდი პასუხისმგებლობა ჰქონდა ქეთოსაც . ცდილობდა რომ წარმატენული ყოფილიყო და მაქსიმალური ცოდნა მიეღო. ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა სწავლობდა , დედას ეხმარებოდა და სკოლაშიც დადიოდა. ნინას გათხოვების შემდეგ საშინელ განწყობაზე იყო, გოგამ იმედები გაუცრუა და შინაგანი პროტესტი ჰქონდა ყველაფრის მიმართ. ერთ დღეს ახალი მოსწავლე გადმოიყვანა ჯგუფში მასწავლებელმა. ბიჭი რომელიც არავის ჰგავდა არ იყო მის ორგვლივ მყოფი კაცებივით უხეში, ჩარჩოებში მოქცეული და ზედმეტად სერიოზული. მხიარული იყო , თავისუფალი და ძალიან ჭკვიანი. პირველივე დღეს გაეცნო და მასთან ერთად დატოვა მასწავლებლის სახლი. გზა ფეხით გაიარეს და იმ დღესვე ბევრ თემაზე ისაუბრეს. ქეთო ფიქრობდა რომ მაქსიმალური დანაშაული რაც შეიძლება კაცს ჩაედინა ქალის უფლებების შეზღუდვა იყო. წარმოდგენა არ ჰქონდა როგორი ადამიანები არსებობდნენ მის ირგვლივ.
სოსო ნათელ სხივს ჰგავდა მის ცხოვრებაში უეცრად რომ შეიჭრა და ყველაფერი გაანათა . მუდამ აჟიტირებული იყო მას რომ ხედავდა გული უჩქარდებოდა და სრულიად კარგავდა აზროვნების უნარს. მისი საუბრის მამერა, მოციმციმე თვალები, ღიმილი და ერთი შეხებაც საკმარისი იყო რომ ყველაფერი დაევიწყებინა. ტყუილის თქმაც დაიწყო, მუდამ მალავდა სახლიდან გასვლის მიზეზს ხან რას იგონებდა ხან რას. თავდაპირველად თავს ცუდად გრძნობდა , მაგრამ სოსო მარტივად ზემოქმედებდა მასზე. შესანიშნავად ახერხებდა 17 წლის გოგოს მართვას. სულ მარტო იყვნენ , არც მეგობრებს აცნობდა, არც ოჯახზე ეუბნებოდა რამეს. ქეთოს კი ყველაფერი აინტერესებდა მის შესახებ. საღამოს დამშვიდობების წინ აკოცა და ლოყებაწითლებულ გოგოს კმაყოფილი მზერა მიანათა. მალევე გახდა უფრო აქტიური , შანსს არ უშვებდა რომ არ მოფერებოდა. ქეთო სულ ცდილობდა თავის დაძვრენას, მაგრამ ნაკლებად გამოსდიოდა.
ყოველთვის ეუბნებოდა რაღაც სხვას , არგუმენტს რომელიც შეხედულებებს უცვლიდა. ყველას და ყველაფერს მოშორდა, ძველებურად ვეღარც სწავლობდა სულ სოსოზე ფიქრობდა . გეგმებს აწყობდა და ფიქრობდა რომ ის ადამიანი იპოვნა ვისთანაც ბედნიერი იქნებოდა. საღამოს უნდა შეხვედროდა და მოემზადა კიდეც. სწრაფად აიღო ჩანთა დედას უთხრა ბიბლიოთეკაში უნდა გავიდე სანამ დაიკეტებაო და გაიქცა. ყოველთვის გული უჩქარდებოდა ამ დროს, ყველგან გოგას ხედავდა თითქოს სადმე გაივლიდა და დაინახავდა, მაგრამ მაინც ყველაფერს ისე აკეთებდა როგორც სოსო ეტყოდა. როგორც კი დიანახა ბიჭი მაშინვე გაუღიმა , ისიც მისკენ დაიძრა ხელი ჩაკიდა და თითები დაუკოცნა
_მომენატრე ...
_გუშინ სად იყავი? რატომ აცდენ ...შეიძლება გაგაგდოს მასწავლებელმა
_საქმეები მქონდა და ვერ მოვედი... დაველაპარაკები და არ გამაგდებს _ უღიმოდა და თითებზე ეფერებოდა.
_ყველაფერი რიგზეა?
_კი ...კი შენ ნუ ღელავ. იცი ჩემ დას ვუამბე შენზე და დღეს გეპატიჟება ნამცხვარზე და ჩაიზე. სპეციალურად შენთვის ისე ემზადებოდა რომ არ წამომყვე ძალიან ეწყინება
_არ შემიძლია...მალე უნდა დავბრუნდე . იქნებ სხვა დროს იყოს. უკვე გვიანია ... მალე დაღამდება
_ანუ არ გაინტერესებს ჩემი და როგორია...სად ვცხოვრობ და საერთოდ არ გადარდებს გოგო რომ გელოდება. მთავარია შენებმა არ ინერვიულონ. ასეთ უბრალო
რამეზე მეუბნები უარს
_გთხოვ ასე ნუ მეუბნები ... ძალიან მინდა გაცნობა ხომ იცი _არ გდომია საკმარისად ... წავიდეთ მაშინ გაგაცილებ
_კარგი ...კარგი წამოვალ . არ გამიბრაზდე ხო? _მკლავზე მოეხვია და გაუღიმა წავიდნენ, ქალაქის მეორე ბოლოში წაიყვანა . სადღაც ჩამოშლილ კორპუსში შევიდნენ საშინელი სუნი იდგა . ბინის კარი სწრაფად გააღო და შესვლის შემდეგ საგულდაგულოდ გადაკეტა _ხომ თქვი სახლში ვცხოვრობთო ...ეს ბინა
_ხან სახლში ვართ ხან აქ...
_შენი და სად არის? _ყველაფერი ცარიელი იყო. იქ პჯახის ცხოვრების კვალი არ იყო _სოსო აქ არავინაა ...მომატყუე?
_ეტყობა სამსახურში წავიდა...ჩვენ კი შეგვიძლია სიტუაცია გამოვიყენოთ. როგორც იქნა მარტო ვართ არ გიხარია?
_უნდა წავიდე...კარი გამიღე
_შენ მე საერთოდ არ გიყვარვარ ხო? ჩემთან ყოფნას სულ გაურბიხარ . იქნებ საერთოდ უმნიშვნელო ვარ შენთვის და მაშინ მორჩეს ყველაფერი
_ მიყვარხარ და შენ ეს იცი_თავი დახარა და თითების მტვრევა დაიწყო. სოსომ დივანზე დასვა , სასმელი , ტკბილეული და საუბრით გაბრუენული გოგონა რომელსაც წინააღმდეგობის ძალა აღარ ჰქონდა. წვენში შერეული არაყი გონებას ბინდავდა. სოსომ რომ აკოცა და ხელები კაბის ქვეშ შეუცურა გამოფხიზლებას ეცადა , მაგრამ ძალა არ ჰქონდა. ბიჭი ჟინმორეული კოცნიდა, ეფერებოდა სამოსისგან ათავისუფლებდა და მის ფართხალს ყურადღებას არ აქცევდა. მიყვარხარო უმეორებდა, დამშვიდდი , მოდუნდიო ეჩურჩულებოდა და ვნების ტალღაში გაახვია გოგონა. თვალებამღვრეულ გოგოს ჟინმორეული მზერა შეავლო და მის სხეულს დაეუფლა ძველ , ზამბარიან მტვრიან საწოლზე. ბინაში რომელიც არც კი ეკუთვნოდა. იქ სადაც სხვა კიდევ უამრავი ქალი ჰყავდა მანამდე და მას შემდეგ. პლედს მკერდზე იკრავდა და ნახევრად გაბრუებული ცდილობდა გამოფხიზლებას. _საოცრება ხარ _ კიდევ ერთხელ აკოცა და მერე ტანსაცმელი დაუყარა საწოლზე _ჩაიცვი ...დაგაგვიანდება სახლში
_შენ ... რა ჩავიდინეთ . _სახე ხელებში ჩამალა თავი საშინლად ტკიოდა . სხეულს ვეღარ გრძნობდა
_თუ ღმერთი გწამს მორჩი გლოვას... დავიჯერო არ მოგეწონა? როგორ არა, მაგრამ შენ სიამოვნების აღქმის უნარი არ გაქვს . პროვინციალური აზროვნებიდან ვერ გამოგიყვანე ... შენი ველური ძმა და მამა რას გაიგებენ შენ რას აკეელთებ. ან საერთოდ რა მათი საქმეა _იცვამდა, ეწეოდა და ისე ლაპარაკობდა
_ეს ცოდვაა...უმძიმესი და მე ... ღმერთო მე
_ჩშშ გეყოფა. თავი მოიწესრიგე და დამშვიდდი . პირველი ხარ თუ უკანასკნელი. ოდესმე ხომ უნდა მომხდარიყო ეს რა მნიშვნელობა აქვს ჩემი ცოლი გერქმეოდა თუ შეყვარებული. ახლა საერთოდ არ მაქვს ქორწილისთვის დრო...მოვა ეგ დროც თუ აპირებ სხვას გაჰყვე ცოლად_ ხელი მოხვია და მკერდზე აკოცა _ როგორ შეიძლება ეს სხეული შეუხებელი დარჩეს
_გამიშვი ...
_მოგწონს და არ აღიარებ... სიამოვნებისგან კანკალებ რომ გეხები _ყელს უკოცნიდა და თითებს მის შიშველ სხეულზე დაატარებდა მანამ სანამ ქეთომ სწრაფად არ დაიწყო ჩაცმა. წონასწორობა დაერღვა , მაგრამ მაინც განაგრძო გზა. ამჯერად არ გაჰყოლია ბატონი სოსო. ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში მარტო გაუშვა . სახლამდე ძლივს მიაღწია. საშინლად იყო. ოთახში შეიკეტა და არაფერი უთქვამს. გავცივდი და ცუდად ვარო მოიტყუა. მას შემდეგ არ გამოჩენილა სოსო. სხვა ჯგუფში გადავიდაო ჯერ თქვეს , შემდეგ საერთოდ გააგდო მასწავლებელმაო. ერთხელ მეგობრებთან ერთად გადაეყარა , მთვრალები იყვნენ ყველანი . მათ თვალწინ მოხვია ხელი და კოცნა დაუპირა . ქეთომ სილა გააწნა და იქაურობას გაეცალა.
ერთი თვის შემდეგ გაიგო რომ ფეხმძიმედ იყო . ისედაც განადგურებული სულ შეიშალა. ვერავის ეტყოდა სიმართლეს , სხვა გამოსავალი არ ჰქონდა სოსო უნდა ეპოვნა. მისი ნახვა საერთოდ არ უნდოდა , მაგრამ სხვა ვერაფერი მოიფიქრა. სოსოსთან მივიდა სახლში, ბიჭმა რომ დაინახა სახე შეეცვალა წამსვე ჩაავლო ხელი და ეზოში მდგომ ფარდულში შეიყვანა _აქ რას აკეთებ
_სხვაგან ვერ გიპოვნე თორემ აქ არ მოვიდოდი ...
_მოგენატრე ქეთი? _ ხელი მოხვია გაიცინა და ტუჩებში აკოცა
_გამიშვი ... სერიოზული საქმე მაქვს
_სერიოზული?
_ფეხმძიმედ ვარ...სულ ცუდად ვარ და მალე მიხვდება დედა თუ არ მოხვალ და ჩემ ხელს არ ითხოვ საშინელება მელის
_და გგონია რომ ცოლად შეგირთავ? გაიგე მდიდარი ბიჭიაო და გადაწყვიტე ბავშვით გამომიჭირო? მე რა ვიცი რომ ჩემია...იქნებ დათვერი ისევ და სხვას ჩაუგორდი. გგონია შენი ცრემლებით მომატყუებ?
_ნაძირალა ხარ...ნამდვილი არაკაცი
_ხო ხო რა თქმა უნდა ... არაკაცი ვარ და შენ ანგელიზი . რჩევას მოგცემ... მოიშორე ეგ ბავშვი და გააგრძელე ცხოვრება
_ამას როგორ მეუბნები ...ხომ მითხარი მიყვარხარო. ჩვენი შვილი როგორ მოვკლა და მერე როგორვიცხოვრო . რომელი ექიმი გამიკეთებს აბორტს ამ ასაკში . არაკაცო, მატყუარავ ... _ მუშტებს უშენდა სანამ ხელი არ ჰკრა ბიჭმა. წონასწორობა დარღვეული იატაკზე დაეცა . საშინელი ტკივილი იგრძნო , ბიჭმა მკლავში ჩაავლო და უკანა გასასვლელიდან გაიყვანა. ქუჩაში დატოვა, ზურგი აქცია და წავიდა. მიდიოდა , არ ჩერდებოდა , სვლას თანდათან უმატებდა . ტიროდა, ცრემლები თვალებს უწვავდა, ყველაფერი ტკიოდა ,სული ეწვოდა. სიკვდილი უნდოდა მხოლოდ და სხვა არაფერი . ისედაც ვერ უყურებდა მშობლებს როგორ უნდა გაეგრძელებინა ცხოვრება , როცა არაფერი გააჩნდა ამქვეყნად . ბრძოლის ძალა არ ჰქონდა,სრულიად უძლური იყო. მანამ მიაბიჯებდა უმისამართოდ სანამ მუხრუჭების ხმა არ გაიგო და მანქანის წინ არ აღმოჩნდა. ბოლოს საკუთარი სახელი გაიგო ნაცნობი ხმით და გონება დაკარგა. თითქოს ღმერთმა მხსნელად გამოუგზავნა თორნიკე ალფაიძე. ბიჭი რომელსაც უპირობოდ უყვარდა. შეშლილი სახით მირბოდა საავადმყოფოს დერეფანში ხელში ჰყავდა გოგო რომელიც წლების წინ ნახა ბოლოს და იმ ქალაქში სწორედ მის გამო დაბრუნდა, ემზადებოდა მასთან შესახვედრად ის კი სრულიად შემთხვევით გადაუხტა მანქანის წინ. ცოტაც და გული გაუსკდებოდა ნერვიულობისგან.
პალატის წინ იდგა და ექიმს ელოდა. კაცი რომ გავიდა ქეთოს ქმარი ეგონა და პირდაპირ უთხრა _გილოცავთ თქვენი მეუღლეც და ბავშვიც კარგად არიან სანერვიულო არაფერია . სტრესი გადაიტანა როგორც ჩანს ... _ექიმის ხმა აღარ ესმოდა მხოლოდ ბავშვზე ფიქრობდა. საშინელი ტკივილი იგრძნო. თითქოს თავი უსკდებოდა. შებრუნდა და წავიდა.
ჰაერი რომ ჩაისუნთქა და დამშვიდდა ქეთოს თვალები დაინახა , მისი სასოწარკვეთილი სახე და გადაწყვეტილებაც მიიღო. გადადგა ნაბიჯი რომელიც არასდროს უნანია. ჩვეული უემოციო სახით პალატაში შევიდა და ფერდაკარგულ გოგონას საწოლთან ჩამოჯდა
_როგორ ხარ
_მეგონა მომეჩვენა...არ ვიცოდი აქ თუ იყავი
_დღეს ჩამოვედი... ხვალ ვაპირებდი თქვენთან მოსვლას
_არავის უთხრა რომ მნახე გთხოვ...მე იცი _ფერდაკარგული იყო, ავადმყოფს ჰგავდა
_ბავშვის მამა სად არის ქეთო. მითხარი ვინ არის წავალ და მოგიყვან. ექიმმა თქვა რომ დასვენება გჭირდება, ყურადღება და
_ეგ აღარასდროს თქვა...უბრალოდ დაივიწყე ექიმმა რაც თქვა. ეს დღეც დაივიწყე ...
_ქეთევან ! _ მკლავში წვდა და წამოდგომის საშუალება არ მისცა
_წამიყვანე აქედან გთხოვ...
_დამშვიდდი, შენ უბრალოდ დამშვიდდი. ახალვე წაგიყვან ხელი წამითაც არ გაუშვია თავად გული უსკდებოდა ქეთოს მიახლიებისას ქალს კი მხოლიდ გაქცევა სურდა რეაქციაც არ ჰქონია მის სიახლოვეს. _არ მეტყვი რა ხდება ? ხომ იცი რომ არავინ არაფერს გაიგებს . შენი შეყვარებული მოვა და ...ეჩხუბე ? სადმე წავიდა თუ რა ხდება. მე მოვაგვარებ არ იდარდო
_არა! ის არ არსებობს. ბავშვი უნდა მოვიშორო, მაგრამ არ ვიცი როგორ ... არ ვიცი , მე საერთოდ არ ვიცი ამ მდგომარეობამდე როგორ მივედი .სიკვდილი მინდა ...ასე სახლში ვერ დავბრუნდები თორნიკე
_ჩშშ...ნუ ტირი გთხოვ !
_როგორ შეგიძლია ასე მომექცე ყველა მოუშორებდა და გამლანძღავდა _ მის მკერდზე მიყრდნობილი ქვითინებდა_გაიგებენ და გოგი მომკლავს...მამას გული გაუსკდება მაგრამ მაინც მომკლავს
_უბრალოდ მითხარი ვინ არის ... გეფიცები ხვალვე მოვა ყველა ნათესავთან ერთად და შენს ხელს ითხოვს! ხომ იცი რომ გავაკეთებ
_არა...არაა იმ ნაბიჭვრის დანახვაც არ მინდა. ნაგავია... მისი ცოლობა არ მინდა მირჩევნია მოვკვდე ვიდრე მისი ცოლი მერქვას. მინდა მოვკვდე _თავში იშენდა ხელებს გიჟს გავდა. სრულიად უკონტროლო გახდა. თორნიკეს მკლავები ძლიერად რომ მოეხვია და მთლიანად დაფარა მისი გამხდარი სხეული
_არ შეიძლება რომ მოკვდე ... შენ რომ არ იყო სადღაც ჩემგან შორს მაინც, ვერ ვიარსებებ . არ გაქვს დანებების უფლება _ტიროდა , ხელისგულები მის მკერდზე ჰქონდა მიბჯენილი, თავი მის მხარზე ედო . ყურში ესმოდა თორნიკეს სიტყვები და ნელ_ნელა გრძნობდა როგორ ეუფლებოდა სიმშვიდე . ახსოვს რომ თორნიკეს სახლში იყო. დივანზე იჯდა ფინჯანი ჩაით ხელში და თავისუფლად საუბრობდა ისე თითქოს საკუთარ თავს ელაპარაკებოდა . ბოლოს თვალები დახუჭა და დივანს მიეყრდნო . თორნიკეს მზერას გრძნობდა , სიჩუმე იყო დიდხანს გაბატონებული . თორნიკემ იცოდა რაც უნდა ეთქვა მაგრამ ვერ ხვდებოდა ქეთოს რა რეაქცია ექნებოდა . _გამოსავალი ყოველთვის არსებობს ქეთევან
_არსებობს , აბორტი ... ხომ დამეხმარები
_არ დაგეხმარები შენი შვილის მოკვლაში ქეთევან ... შენ ჩემი ცოლი გახდები . ყველამ იცის ჩემი შენდამი გრძნობების შესახებ და არავის გაუკვირდება შენი ხელის სათხოვნელად თუ მოვალთ. ქვეყნიდან მივდივარ სულ ცოტა ხანში და ვერავინ გაიგებს ბავშვზე . იტყვი რომ ადრე დაგეწყო მშობიარობა ...
_არა ... შენი ცოლი ვერ გავხდები თორნიკე არ ვარ თანახმა
_მე არაფერს გთხოვ ქეთევან. უბრალოდ ერთ სახლში ვიცხოვრებთ
_შენ არ გესმის მე მაგიტომ არ ვამბობ უარს...არ შეიძლება ასე გამოგიყენო. ამხელა მსხვერპლს ვერ გაიღებ თორნიკე. შენს მიმართ დიდი უსამართლობა იქნება თანაც მე არ მინდა ამ ბავშვის გაჩენა ხომ გითხარი რაც მოხდა
_ქეთო შენ რომ ჩემი ცოლი იქნები და ყოველ დღე შევძლებ შენს ნახვას გგონია ეგ იქნება მსხვერპლი? _ თვალებში უყურებდა და იღიმოდა
_ შენ წარმოდგენაც არ გაქვს ჩემთვის ვინ ხარ ქეთო...ის ნაბი*^ არიც არ გყვარებია საკმარისად თორემ მისი შვილის მოკვლას არ მოინდომებდი . დანაშაული რაშია რომ მოგეწონა , თავბრუდაგახვია და დაფეხმძიმდი? ქეთევან მე არ დავუშვებ რომ ეგ ბავშვი მოკვდეს და აირჩიე დაელოდები მუცელი როდის დაგეტყობა თუ ჩემი ცოლი გახდები და მშვიდად იცხოვრებ ისე რომ ჩვენ ორის გარდა არავის ეცოდინება სიმართლე
_ინანებ თორნიკე ... მერე ძალიან ინანებ სხვისი ნაბიჭ*რის გაზრდას და გვიანი იქნება. შენს ცხოვრებასაც ავურევ ჩემთან ერთად ჩაგითრევ ჭაობში და შენ ყველაზე ნაკლებად იმსახურებ
_შენ ჩემზე ნუ ფიქრობ აირჩიე ის გზა რომელიც შენთვის იქნება უკეთესი
_მაპატიე
_რა გაპატიო ქეთევან
_რომ ვერ შეგიყვარე ისე როგორც შენ გიყვარვარ , მაგრამ ისე ძალიან მიყვარხარ რომ ვერ გამოგიყენებ ჩემი გაფუჭებულის გამოსასწორებლად _ მის წინ იდგა , ლოყაზე აკოცა და გაუღიმა_დაივიწყე ჩემი არსებობა ...ეცადე სხვა შეიყვარო ის ვინც გიმსახურებს თორნიკე
_ეგ შეუძლებელია ქეთევან... ეს ქორწინება ჩემთვის იქნება შანსი და არა შენთვის კარგად გაიაზრე ეს და დამირეკე. სახლის ნომერი იცი...კიდევ
ორი დღე ვიქნები ქალაქში . კარგად დაფიქრდი გთხოვ . ღმერთი უმიზეზოდ არაფერს აკეთებს .
სახლში დაბრუნდა. გოგას სტუმრები ჰყავდა და სახლში აურზაური იყო. ჩვეულებისამებრ სადღეგრძელოები მიდიოდა. დედას ეხმარებოდა და სამზარეულოსა და მისაღებს შორის დადიოდა თეფშებით ხელში. თავი უსკდებოდა, მათი სიმღერა საუბარი. სუფრასთან მყოფი კაცები რომელთაც მისი ფეხმძიმობის შესახებ რომ გაეგოთ მოკლავდნენ . გოგა სამუდამოდ ამოშლიდა თავისი ცხოვრებიდან, რომ გაეგო უცხო ბიჭს მალულად ხვდებოდა. მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს ყველაფერზე ფიქრობდა . ყველა ვარიანტი განიხილა და ბოლოს თორნიკეს შეთავაზება მიიღო. ასე არც ოჯახს შეარცხვებდა, არც მის დანაშაულს გაიგებდა ვინმე და თირნიკესთან ცხოვრებასაც შეეჩვეოდა. იცოდა რომ არასდროს ანანებდა ამ გადაწყვეტილებას . მთელი ცხოვრება თორნიკეს გაბედნიერებას შეეცდებოდა , მისთვის კარგი ცოლი გახდებოდა და ასე იცხოვრებდა. ღამით დაურეკა თორნიკეს და უთხრა რომ თანახმა იყო. დილით საუზმობისას დაიწყო თორნიკეზე საუბარი
_ალფაიძე შემხვდა გუშინ... რამდენიმე დღითაა ქალაქში . ვისაუბრეთ , ძველი დრო გავიხსენეთ ... მგონი მომენატრა კიდეც
_ვინ თორნიკე? _ გიორგიმ შეიცხადა გოგა მშვიდად იჯდა და ჩაის მიირთმევდა_ დაო წუხელ სიზმარი ხო არ ნახე ... თორნიკეს აქამდე არც იმჩნევდი და ახლა მოგენატრა?
_რომ ვნახე მივხვდი მაკლდა ... ისევ ვუყვარვარ _რატომ ვსაუბრობთ ალფაიძეზე ქეთევან? შენ ხომ უფლისწულს ელოდი მაღალს გამხდარს და ნახატივით ლამაზს ... მაგ ბიჭს ზედაც არ უყურებდი _ასე რადიკალური არასდროს ვყოფილვარ
_იყავი აბა არ იყავი ? ნუ მისცემ იმ ბიჭს ტყუილ იმედს ...ნუ აცანცარდები შენც თორემ გავგიჟდები და ის იქნება
_კარგი რა გოგა ქეთოს არ იცნობ? იმას ამბობს რაც განიცადა... ისე კი მე ქეთოსთვის უკეთესი ბიჭი მინდა . კი ძალიან კარგი ადამიანია , მაგრამ ქეთევანი სხვანაირს შეეფერება
_მადლობას უნდა ამბობდეს იმ ბიჭს რომ მოსწონს ... თქვენ არ იცნობთ თორნიკე რა კაცია _გიორგიმ განაცხადა და სკამიდან წამოდგა _გავდივარ მე ... შენ კიდე ჯერ ბავშვი ხარ ვინც გათხოვდა ისიც კმარა
_თორნიკემ თქვა რომ მიდის ... ქვეყნიდან მიდის და არ მინდა რომ წავიდეს...
_ეგოისტობ ხომ? ჩვეულებრივი ქალი ხარ შენც რაა
_მამა თორნიკემ ჩემი ხელი რომ ითხოვოს დასთანხმდები?
_რაა? _
ქეთევან გადაირიე? რას ფიქრობ
_ხელის თხოვნას აპირებს?
_ხო მგონი
_შენ თანახმა ხარ ე.ი რადგან აპირებს
_ხო , მაგრამ შენ
_მე არ ვარ თანახმა...შენ ის არ გიყვარს და არ შეგეფერება ქეთო . გოგა რას უყურებ
_დარწმუნებული ხარ ქეთევან?
_გეყოფათ რა ... ჩემს აზრს მნიშვნელობა არ აქვს?
_დედა თორნიკეზე ასე ნუ ლაპარაკობ გავა დრო და შეგრცხვება ვიცი... ის შესანიშნავი კაცია და მინდა მისი ცოლი გავხდე! აღარასდროს თქვა რაიმე ცუდად მასზე თორემ ძალიან გავბრაზდები ... ახლა უნდა წავიდე. მადლობა მამა _ კაცს აკოცა და სახლიდან სწრაფად გავიდა. საკუთარ თავზე გული ერეოდა... გიჟდებოდა მაგრამ მაინც თავის გადარჩენის ინსტიქტი ჰქონდა და გამოსავალს ბოლომდე ეძებდა. თორნიკეს ნიშნობამდე რამდენჯერმე შეხვდა. ყოველ ჯერზე უფრო მშვიდდებოდა და ნელ_ნელა პანიკაც ქრებოდა.
ქორწილი მალევე დათქვეს რადგან თორნიკეს დრო არ ჰქონდა. ყველაფერი ისე აეწყო როგორც მათ დაგეგმეს და ეჭვიც არავის გასჩენია. უნდოდა ქორწილში ყველაზე ლამაზი ყოფილიყო თორნიკე რომ მაქსიმალურად გაებედნიერებინა. საკუთარი თავი იმ წამიდან დაივიწყა სამზადისზზე გადაერთო. დედამთილს და მამამთილს ადრეც იცნობდა და ორივესთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. მთელი დღეები სამზარეულოდან არ გადიოდა . მგონი ყველა კერძის გაკეთება ისწავლა რაც შეიძლება დასჭირვებოდა და ჯერ არ იცოდა ან კარგად არ გამოსდიოდა. ვერავინ იგებდა როგორ მოხდა ეს გადატრიალება ქეთოს გონებაში, მაგრამ უარზე არავინ იყო. ასე მოვიდა ქორწილის დღეც. დღე როდესაც წყვილი შედგა , დღე საიდანაც დაიწყო ათვლა ქეთევან და თორნიკე ალფაიძეების ოჯახმა.
თითქოს თავადაც დაივიწყა საკუთარი მდგომარეობა , ხედავდა თორნიკეს და მისი ბედნიერებით ცხოვრობდა. ზუსტად იცოდა რომ თავად არ ინანებდა, მაგრამ თორნიკე ? მასთან ვალში იყო და ეს ძალიან კარგად იცოდა მიუხედავად იმისა რომ ალფაიძე ამას წამითაც არ აგრძნობინებდა. ისე აზროვნებდა მისი ტვინი რომ ყველაფერს აიგნორებდა, ჩვეულებრი პატარძალს ჰგავდა ჭირვეულს, წუნიას, მომთხოვნს, ემოციურს და ბედნიერს
პირველად არ ცეკვავდნენ, მაგრამ მისი ცოლის ამპლუაში პირველად იყო. თავი მხარზე დაადო და ახლოდან მომავალ გულისცემას დაუგდო ყური _შევძლებთ?
_ყველაფერს შევძლებთ , დრო გავა და შედეგსაც დავინახავთ _ ნაზად შეახო ტუჩები ყვრიმალზე და ისევ განაგრძო მოძრაობა.
იმ დღიდან მხოლოდ ეს მომენტი ახსოვდათ ყველაზე კარგად . პირველი ღამე რომელიც მშვიდად გაატარა, ისე უდარდელად თითქოს პრობლემა არჰქონდა. ეძინა მშვიდად და იცოდა ალფაიძე მის ძილს იცავდა.
ემოციური იყო ოჯახისწევრებთან გამომშვიდობება , ბევრი ცრემლით და მომავლის იმედით . თვითმფრინავში ჩასხდნენ და იმ დღიდან მხოლოდ ალფაიძეები იყვნენ. თორნიკეზე ფიქრობდა უფრო მეტს ვიდრე საკუთარ თავზე, თორნიკე კი ბავშვზე ღელავდა. ექიმთან რამდენჯერმე მიიყვანა, როცა ეცალა სულ სასეირნოდ დაჰყავდა და ზოგჯერ ძალით აჭმევდა საჭმელს. როცა მუცელი გაეზარდა და უფრო ჭირვეული გახდა სრულიად ბავშვზე გადაერთო
_გეყოფა თორნიკე...შეეშვი ამბავშვს. სამწუხაროდ არაფერი დაემართება. გავაჩენ და სადმე დავტოვებთ... არ გაგაზრდევინებ სხვის შვილს
_ხვდები მაინც რას ამბობ?
_აბა რა გინდა...გინდა სხვისი შვილი გაზარდო? საკუთარი შვილიც ხომ უნდა გყავდეს ბავშვის აღზრდას ბევრი რამ სჭირდება
_ახლა ზედმეტად ხარ ანერვიულებული...ვერ აზროვნებ.. ბევრი რამ გადაგხდა ბოლო თვეების განმავლობაში. ჩემთან ცხოვრება სამშობლოსგან სორს გიჭირს, მაგრამ მშობიარობამდე და მერეც შეეჩვევი
_არაფერი მიჭირს...შენს გვერდით შესანიშნავად ვგრძნობ თავს. როგორ შეიძლება ყოველ დილით საუზმეს გახვედრებდეს კაცი რომელიც სიყვარულით გიყურებს და ცუდად იყო. შენ ვერ ხვდები ჩემთვის რამდენს აკეთებ...როგორ გადამატანინე რთული პერიოდი
_არ გინდა გთხოვ ... არ მინდა მადლიერების გამო აკეთებდე ყველაფერს. შენ ჩემთან ვალში არ ხარ , თავისუფალი ქალი ხარ და ნუ გააკეთებ იმას რაც არ გინდა
_ყველაფერს სიამოვნებით ვაკეთებ , მართლა . გეფიცები ... უბრალოდ არ მინდა ეს ბავშვი , არ მინდა იმ კაცს რამე მახსენებდეს
_ის ჩემი შვილია ...ალფაიძე იქნება და სოსო აღარასდროს შეგაწუხებს გპირდები. შენ უნდა დაივიწყო ის კაცი. ბავშვი არაფერ შუაშია შენ უბრალოდ საკუთარ შეცდომას ვერ ივიწყებ იმას რომ მარტივად მოგატყუა ... ბავშვი რაშია დამნაშავე. შენი ნაწილია და არსებობის უფლება აქვს .
ქეთომ მაინც ვერ მოახერხა ბავშვის შეყვარება. არ ჰქონდა საამისოდ ძალა, მაგრამ თორნიკეზე დამოკიდებული გახდა. ვერც მიხვდა ისე შეიყვარა. ყოველ ჯერზე უფრო და უფრო ენატრებოდა, ყოველი დაბრუნების შემდეგ უფრო ჩქარა უცემდა გული. ეხვეოდა და დიდხანს არ შორდებოდა. იცოდა ვერაფერს უამბობდა , მაგრამ მაინც ეკითხებოდა როგორ ჩაიარა დღემო. მოგვიანებით თორნიკეს იქაური მებრძოლები და ახლო მეგობრები გაიცნო. ერთ_ერთი ჯარისკაცის დაბადებისდღეზე იყვნენ. უკვე შვიდი თვიდ ფეხმძიმე იყო, მუცელი ემჩნეოდა და ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა. იქ ბევრს იცნობდა, ბევრიც გაიცნო და შეამჩნია ქალი რომელიც თორნიკეს მზერას არ აშორებდა. ქართველი არ იყო ინგლისურად დაიწყო თორნიკესთან საუბარი იმ იმედით რომ ქეთო ვერაფერს გაიგებდა
_მართლაც ძალიან ლამაზია, მაგრამ მეეჭვება ჩემზე უკეთ გიცნობდეს ან წარმოდგენა ჰქონდეს რა გჭირდება სიმშვიდისთვის ,სიამოვნებისთვის ან ბედნიერებისთვის. დედოფალივითაა რომლისთვისაც ყოველთვის მონა იქნები
_და ვინ გააბედნიერებდა ქალი რომელიც , ასე პრიმიტიულად ცდილობს სრულიად უაზრო დიალოგის წარმართვას . თუ გგონიათ რომ თორნიკე ოდესმე ვინმეს დაემონება წარმოდგენაც არ გქონიათ მის პიროვნებაზე .
ცოტაც და იფეთქებდა. მაქსიმალურად ცდილობდა თავის შეკავებას , მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. თავისდაუნებურად გაუჩნდა ეჭვიანობის შეგრძნება, ეგოისტი გახდა და თანდათან უფრო მძაფრდებოდა ეს შეგრძნება
_ქეთევან რატომ არ მელაპარაკები ?
_დავიღალე ... მეძინება და საშინლად მშია. დამტოვე სახლში და თუ გინდა მერე დაბრუნდი უკან
_გინდა რომ წავიდე?
_მე საერთოდ არ მაქვს უფლება რაიმე მოგთხოვო ...
_ქეთევან შემომხედე_ გააჩერა და თავისკენ შეაბრუნა . ამღვრეულ თვალებში უყურებდა
_რა დაგემართა არ მეტყვი?
_იმ ქალს უყვარხარ...შეიძლება მართლა შეეძლი შენი გაბედნიერება მე კი შენი ცხოვრება ავრიე. არაფერი ვიცი , მხოლოდ ის რასაც მეუბნები ხოლმე. მაგრამ არ მინდა რომ მასთან იყო, ეგოისტი ვარ ვიცი , საშინლად გექცევი, მაგრამ მინდა ჩემთან იყო ვერავის დავუთმობ შენს თავს. მჭირდები , მე შენ მშირდები და ყველაფერს გავაკეთებ რომ არასდროს გადამიყვარო _ ცრემლები მოსდიოდა თვალებიდან. ემოციებმა აიტანა. _წარმოდგენა არ მქონდა იქ თუ იქნებოდა. მაპატიე იმ სიტყვების მოსმენა რომ მოგიხდა... მე შენ მაბედნიერებ. ყოველ დილას რომ გიყურებ... შენს ძილს რომ ვადევნებ თვალს უბრალოდ შენს გაღიმებას რომ ვახერხებ ყველაფერი მაბედნიერებს. თეთრ კაბაში გნახე ჩემი ცოლი გქვია და ვუყურებ როგორი ლამაზი ფეხმძიმე ხარ. ახლაც ვგრძნობ როგორ მოძრაობს ბავშვი შენს მუცელში და ერთ დღეს სულ რომ წახვიდე ჩემგან მე მაინც სიცოცხლის მოლომდე მეყვარები
_როგორ დავიმსახურე შენი სიყვარული ...რა დაინახე ასეთი ჩემში ასე რომ გიყვარვარ. სხვა ყველას მხოლოდ ჩემი გარეგნობა უყვარს, მაგრამ შენ არა...შენ ყველაფერი გიყვარს მგონია რომ ჩემი ხმაც კი გიყვარს რომ გეძახი სხვანაირი ხდები _ტიროდა და ისე ლაპარაკობდა. ძალიან საყვარელი იყო.
თორნიკემ ვეღარ გაუძლო და მჭიდროდ მოხვია მკლავები _ნეტავ ვიცოდე როდის , როგორ და რატომ შემიყვარდი. შენ წარმოდგენაც არ გაქვს სიყვარულზე ქეთი ...თანდათან უფრო ვრწმუნდები ამაში .
_ძალიან მინდა რომ ისე მიყვარდე როგორც შენ იმსახურებ პირველად იმ დღეს აკოცა . სურვილს მიჰყვა და თავად შეეხო მის ტუჩებს . თორნიკემ რომ აკოცა ისეთი შეგრძნება დაეუფლა თითქოს მანამდე არასდროს არავინ შეხებია. მისი თითოეული შეხება სიყვარულს ასხივებდა, მისი გულისცემა ესმოდა და სუნთქვა ეკვროდა . მის თაფლისფერებს მას შემდეგ სულ სხვანაირად უყურებდა
ბავშვებს უყურებდა და ისევ წარსულში მოგზაურობდა. თორნიკეს მხარზე ედო თავი , მის თითებში ჰქონდა თითები ახლართული, ქორწინების ბეჭედს დაჰყურებდა და თვალებიდან დაუკითხავად ცვიოდა ცრემლები
_აი ასე იოანე ... თორნიკეს შენზე მეტად უბრალოდ ვერ ვეყვარები . მისი სისხლი ჩვენს შორის შენ გაქვს და ახლა მაინც შეწყვიტე ეჭვიანობა . სიმართლე ბოლომდე არ უთქვამს ჩემთვის მამას . ის არ უთქვამს როგორ ვეზიზღებოდი საკუთარ დედას და იცით რა? ისევ არ ვუყვარვარ ისე როგორც თქვენ , თორნიკეს ყოველთვის მასზე მეტად ვუყვარდი . ასე ნუ მიყურებ ქეთო , სიმართლეს ვამბობ ხომ იცი. მამას ჩემს შესაყვარებლად შენს მუცელში ყოფნაც კი ეყო ... შენზე გიჟდებოდა და მეც უპირობოდ შემიყვარა , მაგრამ შენ სულ სხვანაირი იყავი იოანეს გაჩენის შემდეგ ...ალბათ მარიამზეც ,უბრალოდ არ მახსოვს
_რას ამბობთ საერთოდ შენ მამას შვილი ხარ მაგაში ხომ ყველა დარწმუნებული ვართ ...ამის დამალბაც კი არ იყო საჭირო. ჩემთვის არაფერი შეცვლილა ამ ამბის მოსმენის შემდეგ უბრალოდ კიდევ დავრწმუნდი რომ ჩვენს მშობლებს ყველაფრის გადალახვა შეუძლიათ _ მარიამმა თქვა და კოსტას ჩაეხუტა. იოანე კი ისევ ჩუმად იჯდა . კოსტანტინემ თავი დახარა და საკუთარ თითებს დაჰყურებდა
_მე უნდა წავიდე... არ ჩაერიოთ გთხოვთ. უბრალოდ მშვიდად განაგრძეთ ცხოვრება
_კოსტანტინე მოიცადე სად მიდიხარ
_დედა ცოტა ხნით დასვენება მჭირდება .მგონი დროა ხომ?
_ჩვენგან უნდა დაისვენო? სად მიდიხარ ... რა ჯანდაბაა როდის გაიგე ეს ამბავი. რამდენი წელია ამ ტვირთს ატარებ...რამდენი წელია გვაჩვენებ თავს რომ არაფერი ხდება და ეს სრულყოფილი ოჯახია . ბედნიერი, სიყვარულით სავსე ალფაიძეების ოჯახი და დედა დედოფალი რომელიც თურმე მამას დამსახურებით იქცა ასეთად . ყველაფერი რომ დაივიწყე და ახლა ისე იქცევი ვითომ შეცდომები შენ არ გქონდა დაშვებული...ახლაც გინდათ მშვიდად ვიცხოვრო? ჩემ საკუთარ ძმას ჰგონია რომ არ მიყვარს იმდენად არ მიყვარს რომ ახლა დავმშვიდდები. რა ჯანდაბა დამამშვიდებს მითხარი . შენ გგონია რომ დედას არ უყვარხარ , ე.ი ზედმეტად გრძნობდი თავს და მაინც ჩვენზე ზრუნვის მეტი არაფერი გაგიკეთებია. შენ ყოველთვის ყველაფერს გავალებენ , ყველა ტვირთი თავისთავად მხრებზე გადევს და ჩვენ წარმოდგენაც არ გვაქვს რას ფიქრობ და გრძნობ სინამდვილეში.
_იოანე გთხოვ ნუ ლაპარაკობ ასე ... მან კარგად იცის როგორ მიყვარს უბრალოდ ჯანდაბა მეც არ ვიცი რა ... 17 წლის ვიყავი , სულ რაღაც 17 წლის ...ძნელი იყო, ძალიან ძნელი , მაგრამ ხელში რომ აგიყვანე მივხვდი რომ შენ გამო სიკვდილიც ღირდა . შენ ჩემი პირადი სასწაული ხარ ...თქვენ კი უბრალოდ სხვანაირად ვერ მეყვარებოდით , თორნიკეს სურნელი გაქვთ. დიახ ჩვენ იდეალური ოჯახი ვართ, მიუხედავად იმისა რასაც ვფიქრობთ მაინც ყველაზე მეტად გვიყვარს ერთმანეთი. ყველას ჰგონია რომ თორნიკე უბრალოდ მიყვარს მაგრამ ვაღმერთებ, შენ გგონია რომ იოანე ეჭვიანობს და შენი შურს , მაგრამ სინამდვილეში ამაყობს რომ შენნაირი ძმა ჰყავს. აი ასეთია ჩვენი ოჯახი...არ აქვს მნიშვნელობა რას ვიფიქრებთ მთავარია რას ვგრძნობთ...
ამ წამს შვილები ეხვეოდნენ 23 წლის წინ კი მარტო მიჰყავდათ სამშობიარო ტკივილებისგან შეშლილი. თორნიკე სახლში არ იყო მას კი მეტის გაძლება აღარ შეეძლო. საშინლად უჭირდა კიოდა და ითხოვდა მალე დასრულებულიყო. ექიმებს ევედრებოდა მალე გამოიყვანეთ მომაშორეთო მერე წარმოიდგინა როგორ დარდობდა გარეთ თორნიკე. გაგიჟდებოდა ბავშვი რომ ვერ გადარჩენილიყო . სულ ბოლო ძალები მოიკრიბა ბავშვის ტირილის ხმა გაიგო და გაითიშა. გაღვიძებისას თორნიკეს სახელი წარმოთქვა მხოლოდ, ბავშვის ტირილის ხმა ესმოდა ისევ . ნახევრად გათიშულს ყველაფერი ტკიოდა და თორნიკეს ეძახდა. დააძინეს, ისევ გაითიშა და ბოლოს რომ გამოფხიზლდა ალფაიძე დაინახა. მისი სხეული და მის მკლავებში მოქცეული პატარა სხეული. ალფაიძეს ცრემლიანი თვალები და ბავშვის ხმა
_აქ ხარ...მოხვედი
_ყოჩაღ პატარავ... ჩემო ქეთო შენ გამოგივიდა ნახე რა ლამაზია. შენნაირი შავი თმა აქვს ქეთო
_არ მინდა გთხოვ...მტკივა ყველაფერი მტკივა . წაიყვანე ... გაიყვანონ აქედან სულ ტირის. სახლში წამიყვანე გთხოვ ...გევედრები სახლში წამიყვანე.
_ქეთო დამშვიდდი გთხოვ უბრალოდ დამშვიდდი...სახლში ორ დღეში წავალთ. გამაყუჩებელს მოგცემენ და გაგივლის პატარავ_ შუბლზე აკოცა, მერე ცრემლებით დასველებული სახე დაუკოცნა
სახლშიც დაბრუნდნენ, მაგრამ ბავშვს არ ეხებოდა. საშინლად გამოიყურებოდა . დათა მათთან ერთად გამოიკეტა სახლში. სულ ერთ ციდა ბავშვს მარტო უვლიდა , ქეთოზეც ზრუნავდა. მთელი კვირა ოთახში იყო ჩაკეტილი. მერე გავიდა, თორნიკე დაინახა დივანზე ეძინა ბავშვი მკერდზე ჰყავდა დაწვენილი . რამდენიმე წუთი უყურებდა , ბავშვმა გაიღვიძა საოცარ ხმებს გამოსცემდა, პატარა ხელებს ამოძრავებდა , აქეთ _იქით იყურებოდა თორნიკე ინსტიქტურად ეფერებოდა ზურგზე , მაგრამ იმდენად დაღლილი იყო გამოფხიზლებას ვერ ახერხებდა _ჩშშ პატარავ...ცოტაც და გაჭმევ
_თორნიკე _მუხლებზე ედო თავი და ისე უყურებდა. მერე მკლავზე შეეხო კაცს . იქვე აკოცა და თავი დივანზე დადო მის გვერდით _მეშინია ...გოგო რომ ყოფილიყო რა იქნებოდა. ბიჭია და ძალიან მეშინია , მას არ უნდა ჰგავდეს . მას რომ დაემგავსოს რა მოხდება
_ის ჩემი შვილია , ჩემი და შენი. ის სრულიად უდანაშაულოა , ის კოსტანტინე ალფაიძეა !
_კოსტანტინე ალფაიძე? _ თითები ფრთხილად შეახო მის თითებს ისიც წამსვე მოეჭიდა _არ შემიძლია
_შეძლებ ...სწორედ ამიტომ მიყვარხარ ! შენ არავის გავხარ და ეს თავადაც არ იცი. შენ ხარ ის ბავშვი მათხოვარს საკუთარ ტკბილეულს და საუზმეს რომ უტოვებდა მაშინ როცა შენი დაქალები გვერდს უვლიდნენ. შენ ხარ ია გოგო ყველა წესს რომ უარყოფდი და მიუხედავად ყველაფრისა მაინც განსხვავდებოდი ყველასგან . შენ ხარ ქეთევან ალფაიძე სხვა თუ არაფერი ერთადერთი ხარ ვისაც ვაღმერთებ ... მე და შენ ერთად ყველაფერს შევძლებთ _ იჯდა, ბავშვი ხელში ჰყავდა ისევ . ფრთხილად აკოცა ქეთევანს ცრემლიან ტუჩებზე და შემდეგ ბავშვი მიუყვანა _უბრალოდ თვალები დახუჭე და იგრძენი .
სწორედ ის იყო წამი რომელმაც ყველაფერი გაანათა. დედა იყო, იმ ნამცეცა არსების დედა რომელიც მთლიანად მისნაირი იყო. შავი გრძელი თმით, გიშრისფერი თვალებით და სურნელით რომელიც არავის ჰქონდა ამქვეყნად მის გარდა. თორნიკეც ხალიჩაზე იჯდა , დედა შვილს უყურებდა და არაფერს ამბობდა. ზუსტად იცოდა იამაყებდა ამ ბავშვის მამობით და არასდროს დადგებოდა სინანულის წამი .
ეზოში იდგნენ . თვალებში უყურებდა შვილს და ელოდა მის პასუხს _მაინც მიდიხარ?
_გთხოვ ისინი დაამშვიდე, ხომ იცი არ მიყვარს ქაოსში ყოფნა_გაიცინა და სპორტულ ჩანთას თითები შემოხვია
_მასთან მიხვალ?
_დაივიწყე მისი არსებობა...
_რას აპირებ კოსტანტინე
_ნება მომეცი რომ მოვაგვარო სხვას არაფერს გთხოვ...ხომ გახსოვს მაშინ რა გითხარი. ჩემი ერთადერთი მამა შენ ხარ და არავის მივცემ ნებას ამაში ეჭვი შეიტანოს _ ხელი მოხვია ,ჩაეხუტა და შემდეგ წავიდა. ჩანთა მანქანაში ჩააგდო და სწრაფად დატოვა მშობლიური სახლის ეზო.
ქალაქგარეთ გავიდა, იქ სადაც რამდენჯერმე იყო ნამყოფი, მაგრამ არ უფიქრია თუ იქაურობასთან რაიმე კავშირი ჰქონდა. შესასვლელთან გააჩერა მანქანა და გადავიდა. დაცვა ჰყავდა ბატონ მიხეილს რომელიც უკვე სოსოს იცავდა . ისინი იცნობდნენ ამიტომ მარტივად შეუშვეს. ბატონი მისაღებში იჯდა , სახლი საახალწლოდ მოერთოთ და ყველაფერი ანათებდა. მოსამსახურე ქალს ჩაის მომზადებას სთხოვდა. ჭრილობები აწუხებდა აშკარად. თორნიკეს მუშტს კვალი ჰქონდა დატოვებული . ბიჭი რომ დაინახა ჯერ გაუკვირდა მერე რომ დარწმუნდა არაფერი ეშლებოდა ფეხზე წამოდგა
_კოსტანტინე
_გამარჯობა სოსო... დაუპატიჟებლად გეწვიე, მაგრამ მეპატიება მე ხომ შენი ერთადერთი მემკვიდრე გამოვდივარ არა?
_ანუ ყველაფერი იცი ...
_მე იმდენი რამ ვიცი შენ წარმოდგენაც არ გექნება _ გაიცინა და სავარძელში მოკალათდდა
_არადა ისე გახასიათებდნენ თითქოს არ მგავდი _თავადაც გაიცინა და დაჯდა _რას მიირთმევ?
_ყველანი გაუშვი სახლიდან ცოტა ხნით. არ მინდა ვინმე გვისმენდეს. დაელოდა და შემდეგ ისევ მიაპყრო მზერა კაცს
_მიხეილს იცნობდი ხომ? მომიყვა შენზე. მას წარმოდგენა არ ჰქონდა შენ თუ ჩემი შვილი იყავი .
_ძალიან საინტერესოა ამდენ შთამომავალში მაინცადამაინც დის შვილიშვილი რატომ აირჩია
_იცოდა რომ მის ქონებას ვმართავდი
_ან ისიც მოატყუე ...
_დედაშენმა და თორნიკემ რა გითხრეს . შეგაძულეს მამა ხომ? ის ველური რომ შეგყვარებოდა
_მოდი პირველ რიგში გავარკვიოთ ვინ ვინ არის ...ის მამაჩემია , შენ კი არ მეზიზღები. მეცოდები, დაკარგე ქალი რომელიც შენი იქნებოდა ოდნავი ჭკუა რომ გქონოდა , დატოვე შენი ნებით და დაუთმე სხვას . რა მიიღე , ბევრი ქალი გყადა სხვადასხვა ქევაყანაში და მაინც ნახე ვინმე ქეთევანზე უკეთესი? სულელი იყავი , ვერ მიხვდი რა განძი გქონდა ხელთ ვინც მიხვდა და დააფასა მას ველურს ეძახი . ველურებს და განუვითარებლებს არ შეუძლიათ ქალის ისე შეყვარება როგორც თორნიკეს, ის ველური არ დაკარგავდა საკუთარ შვილს და არ დაუთმობდა სხვას. იმ ველურს ყველაფერი აქვს შენ რაზეც ვერ იოცნებებ . შენ ჩემზე უარი თქვი და მხოლოდ ამიტომ ვარ მადლიერი , ვინ იცის რა იქნებოდა შენ რომ ქეთევანი შეგერთო ცოლად. წარმოდგენაც არ მინდა !
_რისთვის მოხვედი რომ ვინანო 20 წლის წინანდელი ნაბიჯი? მე ისეთი ცხოვრება გამოვიარე ერთ ქალს ვერ შევალევდი. დედაშენი ნამდვილად საოცარი ვინმეა, მაგრამ მე მასთან ვერ გავძლებდი . ვუღალატებდი ყველა შემხვედრთან და ის აიტანდა. იცი რატომ? მისნაირებს დამოკიდებულება აქვთ მონური ... იმ შენს მამიკოსთანაც იმიტომაა. უფლებას არ მისცემს თავს რომ უღალატოს ... მოსაწყენია . შენი მოშორება რომ ვთხოვე ვნანობ ... მას შემდეგ არ მქონია მამობის შანსი და ნამდვილად ვნანობ. სხვა გამოსავალი უნდა მეპოვნა , მაგრამ მართალი ხარ არც მე ვიყავი საკმარისად ჭკვიანი. მომეწონა , შევაბი და გავერთე სხვა არაფერი მადარდებდა მაშინ .
_ისიც არ იცი რამდენი წლის ვარ და ახლა გგონია გაგიმართლა ჩემნარ შვილს უცებ მიისაკუთრებ და იტყვი ჩემი დამპალი ცხოვრების ბოლოს ვიღაც მეყოლება გვერდითო... რომ იცოდე 23 წლის გავხდები სულ მალე და მე საერთოდ არ ვაპირებ შენთან არც მეგობრობას, არც ურთიერთობას. 42 წლის ხარ სცადე იქნებ კიდევ მოატყუო ვინმე და ბავშვი გაგიჩინოს...ოოუ ჯანდაბა შენ ხომ რაღაც აიკიდე და სტერილური ხარ . სულ დამავიწყდა ...უკვე 12 წელი გავიდა მგონი . ღმერთი ყველაფერს რაღაც მიზეზით აკეთებს , ალბათ იცოდა რომ კარგი მამა ვერ იქნებოდი. შენც დაისვენებ აღარ იდარდებ არაკანონიერ შვილებზე . ზოგი ჭირი მარგებელიო ხომ გაგიგია
_დამცინი , ხალისობ ... საშინლად მგავხარ. ვერ მოუკლავთ ჩემში შენი გენები
_ნამდვილად მეხმარება ხოლმე ... ახლა ალბათ ხვდები რომ დამარცხდები ჩემთან ნებისმიერ ბრძოლაში
_რატომ...ვნახოთ იქნებ გამოცდილმა მოვიგო
_ნწ...შენ არ ვითარდები მე კი მხოლოდ შენნაირი აზროვნება არ მაქვს. _კარგი , პირდაპირ მითხარი რისთვის მოხვედი. რა გინდა რომ გავაკეთო მითხარი
_მე არა ...შენ გინდა რომ არ გაიგონ როგორ იპარავდი წლების განმავლობაში ხალხის ფულს ბანკიდან, როგორ ატყუებდი ბიზნესმენებს და აკოტრებდი მათ ბიზნესს მერე აქციები კაბიკებად რომ ჩაგეგდო. როგორ თაღლითობდი სხვადასხვა ქვეყანაში სანამ მიხეილი დაგიბარებდა და გადაგარჩენდა . შენ გჭირდება რომ პრესამ არ გაიგოს ეს ყველაფერი, სხვა კომპანიონებმა და ყველა ბიზნესმენმა არ თქვას უარი შენთან თანამშრომლობაზე.
_საიდან გაიგე
_მამაჩემი ძალიან კარგი კაცია და ბევრი საჭირო მეგობარი ჰყავს. ასე ვერთობი ხოლმე მისი გავლენის გამოყენებით _ სავარძელს მიეყრდნო, ფეხი ფეხზე გადაიდო ტერფს ამოძრავებდა და თითებს მუხლზე ათამაშებდა
_რა გინდა ...
_აქედან წახვალ, ამ დოკუმენტს მოაწერ ხელს რომლის მიხედვითაც მე მანიჭებ უფლებამოსილებას . ყველა დოკუმენტს შენს ნაცვლად მოვაწერ ხელს ფული ისევ შენს ანგარიშზე იქნება. შეამოწმებ ყველაფერს , უბრლოდ ჩემი ოჯახის ცხოვრებიდან გაქრები! საზღვრებს გარეთაც უამრავი საქმე გაქვს , ქართული ცხოვრების რიტმი შენთვის არაა ბატონო სოსო _ფურცლები დაუდო წინ, ჯიბიდან კალამიც ამოიღო და მიაწოდა. ჩემი ხელმოწერა უკვე აქვს
_ბრავოო...ყოჩაღ , ნამდვილად გამაოცე. სხვა დროს გამოსავალს ვიპოვნიდი, მაგრამ ახლა სურვილი არ მაქვს. მხოლოდ ერთს გთხოვ ...უბრალოდ გთხოვ. თუ ოდესმე მოგინდება გაიცნო ნამდვილი სოსო ჩამოდი ჩემთან . ადამიანები იცვლებიან, მართლა იცვლებიან და შენ ეს იცი. მე ისედაც არ ვაპირებდი სიმართლის თქმას , შენ გამო თორემ თორნიკე ისე მეზიზღება მისი გამწარება სიამოვნებას მომგვრიდა ნამდვილად
_ვნახოთ ... შენს სიბერემდე იქნებ მომინდეს შენი გაცნობა. მანამდე იმუშავე საკუთარ თავზე, იქნებ გააკეთო ისეთი რამ რითაც სულ ოდნავ მაინც შემაყვარებს სისხლს რომელიც ძარღვებში მიჩქეფს...ახლა მძულს, ეს სისხლიც და საკუთარი თავიც ! ფურცლები აიღო და სწრაფად დატოვა იქაურობა. გზაში გაჩერდა თავი საჭეს დაადო და ღრმად ჩაისუნთქა.
როდის შესძულდა საკუთარი თავი? ჯერ კიდევ 14 წლის იყო. მამასთან ერთად მთაზე ავიდა. ყოველთვის უყვარდა მასთან მარტო დარჩენა და საუბარი. კარავი გაშალეს, კოცონი დაანთეს და ხედს უცქერდნენ თორნიკემ ამბის მოყოლა რომ დაიწყო. ვერ იჯერებდა, საშინლად გრძნობდა თავს. ყველაფერს ახსნა უპოვნა, დედის ქცევას, იმ აუხსნელ სიცივეს რაღაც დოზით რომ გრძნობდა. თორნიკე ასმაგად შეიყვარა ათასი ემოცია გაუჩნდა მის მიმართ . ისე კი შიგნიდან დაიწყო წვა, ჭრილობებს ვერ აშუშებდა. ტკივილი შიგნიდან ღრღნიდა , მაგრამ არავის აჩვენებდა ამას. არასდროს მიუცია საკუთარი თავისთვის დანებების უფლება. სულ იბრძოდა, საკუთარ თავს უმტკიცებდა რომ შეეძლო კღგი ყოფილიყო, საამაყო და სიხარული მიენიჭებინა ყველასთვის.
_შენ ხომ იცი რომ უზომოდ მიყვარხარ_თორნიკემ უთხრა მაშინ . ასეთი აღელვებული, შეშინებული ალფაიძე არასდროს ჰყავდა ნანახი
_შენ ჩემი შვილი ხარ , ხომ ჩემი ხარ
_მამა მხოლოდ შენ ხარ და სხვა არავინ!
დაბრუნების შემდეგ ქეთევნთანაც ისაუბრა. მაშინ დედაც დაამშვიდა, ისე მოიქცა თითქოს ყველაფერი კარგად იყო . შემდეგ გაიქცა, როგორც კი მზერა მოაშორეს გაიქცა და მის მკლავებში დაიცალა ემოციებისგან. სალომე იყო მაშინაც შვება, ახლა ისევ მასთან მიდიოდა. ამჯედად ჩანთით ხელში შევიდა ბინაში. ახალი წელი სულ მალე დადგებოდა . სალომე კი მას ელოდა. ხალიჩაზე იწვა და ჭერს უყურებდა. სიმღერის ხმა ისმოდა დაბალ ხმაზე , ყველაფერი ჩაბნელებული იყო მხოლოდ ერთი სანათი ანათებდა. მის გვერდით დაწვა, თავი მხარზე დაადო , ჩაეხუტა და ყველაფერი ერთ ამოსუნთქვაში უთხრა.
_და ის იცი?
_რა ...კიდევ არის რამე რაც უნდა ვიცოდე?
_მე რომ მიყვარს ეგ შენი საძულველი სისხლიც კი , შენ ჩემი სულის ნაწილი ხარ და გევედრები შეიყვარე საკუთარი თავი
_ადექი ...წავიდეთ _ ხელი მოხვია და ჰაერში აიტაცა
_ჩაიცვი და წავიდეთ. ახალი წელი მოდის , შენი საყვარელი ახალი წელი ახალ ბინაში . უზარმაზარი ნაძვისხე იყიდეს. ძლივს მიჰქონდა კოსტანტინეს. სათამაშოებისა და ნათურების შერჩევისას ყველაფერი მოიარეს. ერთი დიდი კალათი აავსეს და ბინა ელვის სისწრაფით მორთეს. შემდეგ ისევ დაბრუნდნენ, ამჯერად საჩუქრები იყიდეს. მთელი თვის ხელფასს ხარჯავდნენ და ბოლო
გაჩერება ბავშვთა სახლი იყო. ადგილი სადაც თბილ თვალებს ხედავდნენ , გაბრწყინებულ სახეებს და ყველაფერს ივიწყებდნენ. გვიან დაბრუნდნენ ბინაში. უკვე სულ სხვა ენერგია იგრძნობოდა ირგვლივ. ბევრი პროდუქტი ჰქონდათ თან , ბევრი მზა საახალწლო ნუგბარი, მაგრამ მაინც დაიწყეს მზადება. თავზე დაათენდათ, ორივეს დივანზე ეძინა სახლი თავდაყირა იყო. 31 დეკემბერიც დასრულებულიყო. ახალი წელი იდგა _გილოცავ ახლა წელს
_გილოცავ ახალ წელს სალიო _ ლოყაზე მიაწება ტუჩები და თვალები დახუჭა
_რა დროს ძილია...ყველაფერი თავდაყირაა. ახალ წელს ასე უნდა შევხვდეთ?
_ექსპლუატატორი ხარ ...
_კოსტაა გამიშვი
_გადავვარდები...ასე გადავვარდებით _ მაინც დავარდნენ იატაკზე. მერე უცებ წამოფრინდა სალომე და ყველაფერს ქარივით ჩამოუქროლა.
_მშია ...
_რა დამთხვევაა , მეც
_გინდა ბედობას ჩემთან იყო და ახლაც შენ დამებედო?
_მიშორებ? ამ ახალ წელს სულ შენი ვარ
_წავიდეთ ?
_სად
_სადმე შორს ...იქ სადაც ახალი წელია ,თოვლი და თან ზღვა
_რიოში?
_ნეტავ ფრენა იქნება დღეს?
_კოსტა ალფაიძე თუ მოინდომებს ყველაფერი იქნება
_გავგიჟდეთ ?
_შენ თორემ მე დიდი ხანია გავგიჟდი ...
...............................
ზუსტად 14 თვე გავიდა მას შემდეგ რაც კოსტანტინე სახლიდან წავიდა. არავინ იცოდა სად იყვნენ სალომე და კოსტანტინე . ქეთევანი ჯერ კიდევ ელოდა თორნიკემ რომ უთხრა სალომესთან ერთად მიდის არ უნდა ვიცოდეთ სად და გთხოვს რომ ისე მოიქცე როგორც მარიამის შემთხვევაში, შეეგუო და მშვიდად იცხოვროო. კოსტანტინეს გარეშე დაწყებული დღეები თითზეჩამოსათვლელად ჰქონდათ , ახლა კი ყოველი დღე მის გარეშე იწყებოდა და მთავრდებოდა. თითქოს ეს სჭირდებოდათ იმის გასარკვევად რა ძლიერი კავშირი იყო მათ შორის. სწორედ იმ დროს გაიაზრა , რომ ყოველ ღამით შედიოდა მის საძინებელში და აკვირდებოდა, უბრალოდ მის სუნთქვას უსმენდა და გადიოდა. ღამით რომ ადგა და ოთახში შევიდა გაიაზრა რომ ამას ყოველ ღამით აკეთებდა. იოანეს სულ ძილის წინ ნახულობდა და მერე დილით აუცილებლად კოცნიდა. მარიამთან კი ნებისმიერ დროს შეიძლებოდა შესულიყო მის გვერდით დაწოლილიყო და ესაუბრა სრულიად ყველაფერზე .
ამ თვეების განმავლობაში გაიაზრა რომ კოსტანტინეს სჭირდებოდა თავისუფლება, ყველასგან და ყველაფრისგან შორს ყოფნა
და დასვენება ყველაფრის გარეშე . ყველა საქმის, წიგნის, მოვალეობის, ნათესავების და პრობლემების გარეშე უბრალოდ წასვლა . ყოველთვის დამოუკიდებელი იყო, მაგრამ მაინც მათთვის აკეთებდა ყველაფერს ახლა კი გრძნობდა რომ კარგად იქნებოდა. სრული რელაქსი იქნებოდა მისთვისაც და სალომესთვისაც.
იოანე საერთოდ შეიცვალა. კოსტანტინეს ადგილი რომ დაცარიელდა ზუსტად დაინახა მისი ნაწილი . ყველა თავის ქცევას აკვირდებოდა და სულ სხვანაირი ცხოვრება დაიწყო. თითქოს გაიზარდა არც დეპრესიული გამხდარა, არც მეტად უხეში, არც ჩაკეტილი . უბრალოდ სხვანაირად დაიწყო ცხოვრება . მარიამმა ისევ დატოვა ქვეყანა და სწავლა განაგრძო. შორიდან უკავშირდებოდა ყველას და ყველა ინფორმაციასაც ფლობდა . სალომე მისთვის გამონაკლისს უშვებდა და ფოტოებს უგზავნიდა ყველა იმ ადგილიდან სადაც იყვნენ ხოლმე. თორნიკემ კარგად იცოდა როგორი შვილებიც ჰყავდა და იმაშიც დარწმუნებული იყო რომ თავად , დამოუკიდებლად შეძლებდნენ ყველაფერს . არასდროს ერეოდა მათ ცხოვრებაში და არც ამ შემთხვევაში აპირებდა. უბრალოდ იცოდა კოსტანტინე და სალომე სად იყვნენ და სხვა არაფერი. ბოლოს მათ "თვალთვალსაც შეეშვა .
მხოლოდ ერთი რამ ვერ შეძლო , საკუთარ თავს წასვლა ვერ აპატია . ერთადერთი ნაბიჯი რომელიც მხოლოდ საკუთარი თავისთვის გადადგა . ვერ წარმოიდგენდა მოვლენების მსგავს განვითარებას. ფიქრობდა რომ წასვლის წინ ეტყოდა და მშვიდად დაბრუნდებოდა უკან. არ შეეძლო ეთქვა სად მიდიოდა, ვერც დარეკვას და საუბარს ახერხებდა . სინანულს ვერ იშორებდა , საკუთარ თავს ადანაშაულებდა ბავშვის დაკარგვაში თავად შესთავაზა ქეთევანს იდეა და მერე სრულიად მარტო დატოვა. ღამით ხშირად ეღვიძებოდა , საშინელ სიზმრებს ხედავდა. ვეღარ უძლებდა, სუნთქვა ეკვროდა და წასვლა უნდოდა. რამდენჯერმე სასეირნოდ გავიდა, ისე უბრალოდ დადიოდა ქუჩებში და გვიან ბრუნდებოდა ქეთევანს რომ ვერაფერი ეგრძნო. მთელ დღეს ისე ატარებდა თითქოს არაფერი ხდებოდა მის გონებაში. ერთი ღამე კლუბში გაატარა, უბრალოდ დალევა უნდოდა და სხვა არაფერი. მშვიდად იჯდა კუთხის მაგიდასთან და მთელ განვლილ ცხოვრებას იხსენებდა ქეთომდე და ქეთოს შემდეგ .
თითებსშორის მოქცეულ ჭიქას დაჰყურედა, სასმელი ნელ-ნელა იცლებოდა და ცნობიერებაც იკარგებოდა. იგრძნო როგორ მოეხვია მკლავზე ქალის თხელი თითები ,სხეულმა იცნო ნაცნობი შეხება და წამსვე დაუარა ჟრუანტელმა. გულისცემა მანამ აუჩქარდა სანამ ღამისფერებს გადაეყრებოდა მისი თაფლისფერები. წარმოდგენა არ ჰქონდა იქ საიდან გაჩნდა ჩხეიძე , მაგრამ არც უკითხავს წამსვე შეისუნთქა მისი სურნელი და სავსე ბაგეებზე შეეხო .თითები თმაში შეუცურა ,ახლოს მიიზიდა და ტუჩებიდან ყელისკენ გაიკვლია გზა
-გამომყევი - ქეთოს ღამისფერები გონებას ურევდნენ, მარიონეტად აქცევდნენ. წინ მიმავალი ქალის სილუეტს უყურებდა და უკან მიჰყვებოდა.
მანქანაში ჩასხდნენ. ქეთომ ისევ აკოცა, ღვედი შეუკრა და ძრავი აამუშავა. არ უთქვამს სად მიჰყავდა. თორნიკე უბრალოდ უყურებდა
-როდის მიხვდები
-რას
-რომ გაპატიე
-არ მაპატიე , უბრალოდ გაჩუმდი და ეცადე რომ დროისთვის გაგეტანებინა ტკივილი ,მაგრამ არ წავა ...ასე მარტივად ვერ გაივლის
-თორნიკე ... წამოხვალ ჩემთან ერთად?
-სად
-მნიშვნელობა აქვს?
-არა
-წამოხვალ?
-წამოვალ
-დარჩები
-დავრჩები
-დამავიწყებ?
-უნდა დავივიწყო , რომ დაგავიწყო
-მე დაგავიწყებ თორნიკე !
-გინდა ,რომ დავივიწყო?
-მინდა გავაგრძელოთ ჩვენი ღამისფერი ისტორია
-ქეთევან , ჩემი ღამისფერი სიყვარული არ შეჩერებულა
ქეთევანმა წამით მიაპყრო მზერა და შემდეგ ისევ გზას გახედა. რამდენიმე წუთი ისევ ჩუმად ისხდნენ ,ბოლოს თორნიკემ დაარღვია დუმილი
-ქალაქიდან გავდივართ?
-შორს მივდივართ
-რამდენად შორს
-იქ სადაც ვერავინ გვიპოვნის... გაზაფხულია უკვე მე კი ძალიან მომენატრე . ხომ იცი არ მიყვარს როდესაც ჩემთან ხარ და მაინც მენატრები
მარტის ბოლო საათები იწურებოდა მაშინაც , ჯერ კიდევ ორი წლის იყო კოსტანტინე .საქართველოში რამდენიმე თვის დაბრუნებულები იყვნენ . თავიდანვე გაუჭირდათ ახალ გარემოსთან შეგუება, მართალია თორნიკეს მშობლები საოცარი ადამიანები იყვნენ, მაგრამ იმ პერიოდში მარტივი არაფერი იყო. ქეთევანი ბავშვზე იყო გადართული და თან სწავლას ცდილობდა, სახლში უფრო მეტს მეცადინეობდა წიგნების კოშკები ედგა საძინებელში . თორნიკე მთელი დღეები გასული იყო, ქვეყანაში ქაოსი იყო და მისი სამუშაოც თანდათან უფრო რთულდებოდა. ბავშვი მარიამს და კოსტანტინეს ჰყავდათ სასეირნოდ გაყვანილი, ხშირად დადიოდნენ ხოლმე ერთად . მაგიდასთან იჯდა და მეცადინეობდა კარის ხმა რომ გაიგო და თორნიკეს ნაბიჯების ხმა გაიგო. მილიონ კაცში გამოარჩევდა მის სიარულს , წამსვე წამოდგა და ისე გაისწორა თმა თითქოს ვიღაც უცხოს ხვდებოდა
-როგორ ხარ?
-უკვე კარგად... - გაუღიმა და ლოყაზე აკოცა- შენ ?
-კარგად- ლოყები აუწითლდა და ხელიდან დაუსხლტა. თვეები იყო გასული ,მაგრამ მაინც შეყვარებულივით ექცეოდა, ვერ ხვდებოდა რა სჭირდა, მაგრამ არ გამოდიოდა სხვანაირად. თორნიკე კი საერთოდ არ აჩქარებდა, ისე ექცეოდა თითქოს მეზობლის გოგო იყო რომელსაც მალულად ეფლირტავებოდა და სულ ურევდა თავ გზას- მარიამმა და კოსტანტინემ კოსტა სასეირნოდ წაიყვანეს . მალე დაბრუნდებიან ალბათ. რჩები თუ მალე წახვალ , გშია? გავაცხელო სადილი?
-არა , გავდივარ. აი ის წიგნი მოგიტანე რომ გინდოდა - ქაღალდის შეკვრა მიაწოდა და ქეთოც სიხარულით აავსო
-მართლა? აბა არ იშოვებაოო? ვაიმეე არ მჯერაა ...სად იპოვნე -წიგნი ჩაიხუტა და ხტუნვა დაიწყო. მომღიმარ ალფაიძეს თვალებანთებული უყურებდა, მერე ყელზე ჩამოეკიდა და რამდენჯერმე ხმაურით აკოცა-მადლობაა , საუკეთესო ხარ
-საღამოს რომ მოვალ ვილაპარაკოთ ცოტა ინგლისურად - თვალი ჩაუკრა და მერე სააბაზანოსკენ წავიდა- ამ ღამით ვერ მოვალ , გადავივლებ და წავალ. დედასაც უთხარი არ ინერვიულოს ხო?
-ტანსაცმელი ჩაგილაგო? ხვალ ხომ მოხვალ ... სადმე მიდიხარ?
-საქმეები მაქვს ... მე ჩავალაგებ შენ გააგრძელე მეცადინეობა
ქეთო მაინც ყველაფერს აკეთებდა, თან დიდი სიამოვნებით და არასდროს ეზარებოდა მსგავსი საქმეები. სადილიც გაუმზადა და რამდენიმე კერძი ჩანთაშიც ჩაუდო ,ზუსტად იცოდა თორნიკეს რა უყვარდა და ამას იმ დროს ვერც იაზრებდა.
თორნიკე მაინც შეაყოვნა , გამზადებული სუფრა რომ დაახვედრა ვეღარ ეტყოდა უარს. იჯდა და ლიმნიან ჩაის სვამდა თან უყურებდა და თვითონაც არ იცოდა რას აკვირდებოდა. მერე უცებ ნაკაწრი დაინახა მაჯაზე, წამსვე ჩავლო ხელზე თითები და მაისურის მკლავი აუკეცა
-ხელზე რა დაგემართა? ჭრილობა გაქვს?
-ნაკაწრია უბრალოდ, ქეთო დამშვიდდი რაღაც მომხვდა არც ვიცოდი
-მატყუებ ?
-შენ მგონი ძალიან შეგაშინეს შენმა დაქალებმა ...- გაიღიმა ისევ და ლოყაზე მოეფერა- არაფერი მომივა ნუ გეშინია და ნუ უსმენ სისულელეებს ყველაფერი კარგადაა...-თითებზე აკოცა და მერე ხელისგულზე გადავიდა - გამოცდა როდის გაქვს?
-ხოო...- გათიშული უყურებდა ,ითიშებოდა ასე რომ კოცნიდა
-ქეთო გამოცდა როდის გაქვს?
-ჰა? ა ხო ...მე ისა გამოცდა ხვალ დილით. მარტივია ეგ არაფერია,ჩავაბარებ
-რომელ საათზე დაასრულებ
-ორისთვის სახლში ვიქნები ...
-კარგია ... გემრიელი იყო ყველაფერი, მადლობა - წყალი დალია და წამოდგა. მის წასვლამდე კოსტანტინეც დაბრუნდა, ბავშვი მარიამის ხელში აღარ გაჩერდა წამსვე გაიქცა თორნიკესკენ როგორც კი იატაკზე დასვეს.
-მამაა ...მააა- ამ ხმის გაგონებისას ყოველთვის იცვლებოდა ალფაიძე. ყურებამდე იღიმებოდა და ნაწილებად იშლებოდა. პატარა ბიჭი ხელში აიტაცა და გაწითლებული ლოყები დაუკოცნა. ქეთევანი სულ გონებას კარგავდა ერთად რომ უყურებდა ამ ორს. ადგილიდან ვერც დაიძრა , ვერც მაშინ გამოფხიზლდა პირველად რომ დაუძახა მამა თორნიკეს. დედას საერთოდ არ ამბობდა , პირველად თქვა და მერე სულ მამას გაიძახოდა. სიტყვებს ნაკლებად ამბობდა , მაგრამ თორნიკეს დანახვისას სულ რაღაცის თქმას ცდილობდა. მისი წასვლისას სულ ტიროდა და ჭირვეულობდა. ამჯერადაც ცუდ ხასიათზე დადგა და დიდი დრო დასჭირდათ მის გასამხიარულებლად.
მეორე დღეს კი გამოცდიდან დაბრუნებულს თორნიკე საძინებელში დახვდა. კოსტანტინეს გვერდით ეძინა, მუცელზე იწვა და მის ხელზე კოსტას პაწაწინა მტევანი იდო . ჩუმად შეიპარა , კოსტას გვერდით დაწვა და ცოტა ხნის შემდეგ გაბედა თორნიკესთვის კოცნა. ფრთხილად შახო ტუჩები ყბაზე და წამსვე მოშორდა ,მაგრამ ალფაიძემ თვალები გაახილა
-ქეთევან...ჩააბარე ალბათ ხო?
-კი... 4 მივიღე. შენ როდის მოხვედი , დედა და მამა სად არიან
-ბაზარში წავიდნენ... მე და შენ სადღაც მივდივართ , ჩაალაგე თქვენთვის ნივთები. რამდენიმე დღე დავრჩებით და იქ გრილა
-რა ხდება?
-არაფერი, უბრალოდ ის ადგილი უნდა გაჩვენო სადაც ჩემი დიდი ბაბუა და ბებია ცხოვრობდა .
-მართლა? ისინი 12 შვილი რომ ჰყავდათ?
-ეგ საიდან იცი
-მამამ მომიყვა - ჩუმად ლაპარაკობდნენ. სწრაფად დაიწყო ნივთების ჩალაგება . თორნიკეს მოსთხოვა შენ ბავშვთან დარჩიო ,იცოდა როგორი დაღლილი იყო და მაქსიმალურად ცდილობდა უარესად არ გადაეტვირთა.
მთელი გზა ლაპარაკობდნენ, ათასი კითხვა დაუსვა თორნიკეს. ხან რომელ ენაზე ესაუბრებოდა ხან რომელზე. თორნიკემ ცოტა გერმანულიც იცოდა და იმდენი რამე უთხრა მასაც ასწავლა უკეთ საუბარი,რაღაცები რომ ეშლებოდა ჩუმ-ჩუმად დასცინოდა კიდეც , მოკლედ კარგად გაერთო. სოფელში საღამოს ჩავიდნენ, დიდი მოლოდინები არ ჰქონდა იქაურობასთან დაკავშირებით, ჩვეულებრივ სოფელს ელოდა, მტვრიანი ნივთებით, ძველი სურათებით და ხის სუნით გაჟღენთილი ოთახებით. ყველგან სიძველის ელფერი რომ იქნებოდა, მაგრამ მაინც ძალიან აინტერესებდა რატომ უყვარდა იქაურობა ასე ძალიან თორნიკეს.
სახლი მართლაც ხის იყო, ხის ოდა რომელიც ნამდვილი ისტორიული საგანძური იყო, ისეთი მუზეუმს რომ შეეფერებოდა. სახლის ირგვლივ უზარმაზარი ეზო იყო, ბევრი ხეებით და მინდორში ათასფერი ყვავილებით. მზე ჩადიოდა და პირდაპირ ეზოს ეცემოდა უკანასკნელი სხივები, ირგვლივ საოცარი სურნელი ტრიალებდა . ყველაფერი იყო ბედნიერებისთვის.
იქ გატარებული დღეები სამუდამოდ დარჩა ქეთევანის მეხსიერებაში და შევიდა მათ ცხოვრების წიგნში, ალფაიძის მოგონებებში რომ არსებობდა.
ეზოში მორბენალი კოსტანტინე, ჭრელი კაბებით მოსიარულე ქეთევანი რომელიც სულ იცინოდა და თორნიკე ბავშვით მხარზე რომ დადიოდა. ხან მეზობლებს ეხმარებოდა, ხან რას აკეთებდნენ ხან რას. ყველა გაიცნო ირგვლივ ვინც ცხოვრობდა და საოცარი ისტორიებიც მოისმინა, ახალი კერძების მომზადებაც ისწავლა მოხუცებისგან და თორნიკეს სულ სხვა სახე დაინახა.
წლების შემდეგ ისევ იმ ეზოში იყო, იქ წელიწადში ერთხელ მაინც მიდიოდნენ ,მაგრამ ამჯერად მატ სულს სჭირდებოდა სწორედ ის სახლი ოდესღაც თორნიკეს წინაპრები რომ ცხოვრობდნენ გაჭირვებაში და მაინც ბედნიერები რომ იყვნენ , ჭირსაც და ლხინსაც მთელი ოჯახი რომ იზიარებდა .
სახლი ისევ ისეთი იყო, შეეძლოთ ახლის აშენება, შეეძლო იქ პატარა სასახლე დაედგა, მაგრამ არ ეხებოდა. მხოლოდ არემონტებდა რომ არ დანგრეულიყო, რომ არ დაეკარგა ძველი ელფერი და ცხოვრება შესაძლებელი ყოფილიყო.
მანქანიდან პირველი გადავიდა , ალფაიძეც მიჰყვა. თვალები დახუჭა და სურნელი ღრმად შეიგრძნო. მალევე შეერია ყვავილების სუნს ალფაიძის გრილი სურნელი და გულმა წამით მუშაობა შეწყვიტა
-გახსოვს?- მის ყურთან დაიჩურჩულა კაცმა, ისეთი ბოხი ხმა ჰქონდა, ალკოჰოლის კვალი ჯერ კიდევ რომ ემჩნეოდა და ვნება დიდი დოზით ერეოდა - აქ მითხარი
-ალფაიძე შენ ჩემი გული გაქვს და შენ ხარ ჩემი სული- ისევ გაიმეორა წლების წინ , სულ პირველი აღიარება და ალფაიძეს ღამისფერი თვალები მიანათა. თენდებოდა, მზე ამოდიოდა და ნელ-ნელა ანათებდა ეზოს , შორიახლოს ტყიდან ჩიტების ხმა ისმოდა, იღვიძებდა ბუნება და კიდევ ერთ დღეს იწყებდა. კიდევ ახალი გვერდი დაიწყეს თორნიკემ და ქეთევან ალფაიძეებმა იქ , იმ დღეს!
...........
გაზაფხულმაც კოსტანტინეს გარეშე გაიარა, ზაფხულიც ისე გაქრა ,ისე ჩაიარა ალფაიძეების უფროსი ვაჟიშვილი ისევ არ ჩანდა, შემდგომაც მიილია და თეთრი ზამთარიც დადგა
მარიამი დაბრუნდა, ქალბატონი ალფაიძე ყველაზე მეტ ინფორმაციას ფლობდა ძმაზე სალომეს დამსახურებით. მათი ფოტოებიც ჰქონდა და ისიც იცოდა როდის სად იყვნენ,თუმცა ამ ინფორმაციას სხვებიც ფლობდნენ. კოსტანტინეს ასე გადაკარგვა არ შეეძლო და ატყობინებდათ რომ კარგად იყო , მაგრამ არ ამბობდა როდის დაბრუნდებოდა, ბოლოს აღარც ეკითხებოდნენ. ყველა შეეგუა მისი წასვლის ამბავს , მარიამი თავიდანვე გაგებით მოეკიდა, ქეთევანი დამშვიდდა და იოანე კი სრულიად შეიცვალა,თითქოს გაიზარდა , ჩამოყალიბდა საკუთარ სურვილებში გაერკვა, განსხვავებული თავისუფლება მოიპოვა .
დილაადრიან გაიღვიძა ქეთევანმა და თორნიკესაც არ ადროვა ძილი
-თორნიკეეე... გაიღვიძე რა
-დაიძინე , კვირაა დღეს - ხელი მოხვია და ჩაეხუტა
-აუუ თორნიკე გაიღვიძე-თქო მომბეზრდა სახლში, წავიდეთ რაა
-რა მოუსვენარი გახდი ქეთევან ამ ბოლო დროს? ააჰ მე დამაბერე და შენ ახალგაზრდავდები ხომ? მორჩა მიბრუნებ ჩემს წლებს - უცებ გაახილა თვალები, ზემოდან მოექცა ქალს და ხელები თავთან გაუკავა. ჯერ მკლავებზე აკოცა , მერე ყელზე და მკერდზე - სად არის, ნეტავ აქ თუ აქ ...იქნებ აქ
-თორნიკე, ნუ მაიმუნობ ამხელა კაცი... თორნიკეე
-ჩშშ , მაკოცე
-მერე ისე იქნება როგორც მე მინდა
-ახლაც ისე იქნება როგორც შენ გინდა, სულ ისეა როგორც დედოფალს სურს - ეშმაკურად გაიცინა ქეთოს პერანგის ღილები ბოლომდე გახსნა და პიჟამას შარვალიც მალევე მოაშორა
-შევიშლებიი თორნიკეე - ტუჩზე იკბინა და მერე ნეტარმა ღიმილმა გაუპო ბაგე .
სრულიად დაავიწყდა ყველა გეგმა, ყველა სურვილი რაც გაღვიძებისას ჰქონდა და ბოლოს საერთოდ გაითიშა.
-თოვლი მინდა თორნიკეეე... მთელი წელია თოვლი არ მინახავს . იანვარია აქ კი ისევ არ თოვს . ფიფქები მომიყვანე აქ ან წამიყვანე იქ სადაც ფიფქებია
-ანტარქტიდაზე ?
- თორნიკე ...შენ ჩემს განწყობას დასცინი. მოწყენილი ვარ ხომ ხედავ , საშინლად მოვიწყინე ამ უაზრო ამინდებით, მინდა თოვლი ... ყველა ერთად რო წავიდეთ
-გოგისთან არ წავიდეთ? აბა ჩემების ნახვა მინდაო?
-თოვლი მინდა ჯერ ,მერე წავალ მათთან ან ისინი წამოვიდნენ. ბოლოს როდის ვიყავით ყველანი ერთად ...
-ახალ წელს ხომ ვიყავით გოგისთან, ქეთევან
-ტირილი მინდა, რა მჭირს ...ტირლი მინდა თორნიკე
-ხომ ელაპარაკე კონსტანტინეს, კარგად ვარო ხომ გითხრა, ხომ ნახე რომ შესანიშნავადაა . ქეთევან ხომ კარგად იყავი გუშინ, მთელი დღე დაქროდი მარიამთან ერთად დღეს რა ხდება
-არ ვიციი ...ჩამეხუტეე - საწოლში დააბრუნა ისევ თორნიკე და მოეხია. პატარა ბავშივით სლუკუნებდა და ვერ ჩერდებოდა. მერე უცებ გაჩერდა და მოშორდა გაგიჟებულ ალფაიძეს- თორნიკეე
-აღარ იტირო თორემ გული გამიჩერდება მალე ...
-სახლში თევზი გვაქვს ? მინდა ... ძალიან მინდა მოხარშული თევზი , თუ შემწვარი. არა შემწვარი არა , მოხარშლი მინდა შენ რომ აკეთებ ისე ...თორნიკე მინდა, მინდა, ძალიან მინდა- უცებ მოშორდა და ჩამა დაიწყო. წამებში მოწესრიგდა, თორნიკეც აიყოლია და ბოლოს სამზარეულოში გამოკეტა. თევზის მომზადებამდე შეჭამა ნახევარი კვირის მარაგი და მერე წუწუნი დაიწყო სახლში საჭმელი არ გვაქვს აბა გუშინ რა ვიყიდეთ მე და მარიამმაო.
-დედაა...ამ დილაადრიან რას ამზადებთ?
-რა დროს დილაა შვილო მე და მამაშენმა სამი საათის წინ გავიღვიძეთ...წუხელ სად იყავი ბატონიშვილო?
-ქეთუსიი რა ხდება? თევზს ამ დილაადრიან მიირთმევ?- მარიამმა ქვაბში ჩაიხედა და წარბები მაღლა აზიდა- მამიკოო რა სჭირს დედიკოს?
-აბა რა გითხრა შვილო დედიკო მრავალფერია ... რას გაიგებ რა სჭირს
-თორნიკე რა ზანტი ხარ? მოვკვდი ... მშია
-ესენი ვინ ჭამა აბა ?- იოანემ თეფშზე ანიშნა და გაიცინა - მარუუს აქ რაღაც ამბავია- მხარზე დაეყრდნო დას
-დღეს ყველანი მასხრებად იქეცით? მოემზადეთ მთაში მივდივართ...თოვლი მინდა!
-მაგარიაა ... დღესვე წავალთ?
-აჰაამ, დღესვე... აქ სადღაც არაჟანი ხომ გვქონდა გაქრა?
-აი აქ არის ცარიელი ...
-შეჭამე უკვე..
-ერთი იყო? რა ხდება დეფიციტია?
-ჩვენ წავალთ , ბარგს ჩავალაგებთ, თქვენ იჟღურტულეთ
ქეთევანმა თევზის სულ ორი ლუკმა მიირთვა და მერე ალაგება დაიწყო. გადაუარა ჭამის სურვლმა და მთელი დღე მხოლოდ წყალს სვავდა ან წვენს. ჩალაგდნენ, წავიდნენ , ბებიას და ბაბუასაც გაუარეს , ბოლოს აგარაკზეც ავიდნენ . ყველაფერი ელვის სისწრაფით მოაწესრიგა და მთიდან დაშვებაც მოასწრო საღამოს.
ბოლოს ყველა ერთად ვახშმობდა მარუსას მომზადებულ კერძებს შეექცეოდნენ. ქეთევანი სამზარეულოში დამხმარე ხდებოდა როდესაც დედამთილთან რჩებოდა და ამჯერადაც არ დაარღვია ტრადიცია. ბუხრის წინ გაშალეს სუფრა და ყველანი შემოუსხდნენ მაგიდას.
-არ თოვს, აქაც არ თოვს.
-თოვლია მუხლამდე ქეთევან , რა გინდა სხვა
-ფიფქები მინდა თორნიკეე , ფიფქებიი
დილით გაჩნდნენ ფიფქები, ქეთევანის თხოვნა შეასრულეს და უზარმაზარი ფანტელები ცვიოდა ციდან. რომ გაიღვიძა და ფანჯრიდან გაიხედა წამსვე დაიწყო მზადება. თორნიკეც არ დატოვა და ბოლოს ერთად შეხვდნენ მზის ამოსვლას.
-სულ გაიყინე ქეთევან
-ულამაზესია არა?
-გინდა საცხოვრებლად გადმოვიდეთ აქ, პირველ თოვლს ნახავ ხოლმე
-სერიოზულად?
-მომავალი წლის ნოემბერში გადმოვიდეთ ...
-არ მეხუმრები ?
-ქეთევან რა გადაუჭრელი საკითხი ეგ არის, სახლი გვაქვს და რა მნიშნელობა აქვს სად ვიცხოვრებთ. გექნება თოვლი და გეყოლები მე
-საოცრება ხარ - ძლივს მოეხვია ისე იყო შეხვეული ,მაგრამ მაინც აკოცა და მერე ისევ გაიღიმა- დავუბრუნდეთ ხალხს თორემ აქ მგლები შეგვჭამენ
-წავედით...ჩვენებიც გაიღვიძებდნენ უკვე
-რა დრო გასულა უკვე ხალხითაა სასვე ყველაფერი-ხალხმრავალ ადგილას რომ ჩავიდნენ უკვე ყველგან ხალხი იყო. ბავშვები თამაშობდნენ , ხმაური იყო ირგვლივ . აღარ თოვდა ,მაგრამ საშინლად ციოდა. უცებ პატარა ბავშვმა გუნდა მოარტყა და „შეშფოთებულმა“ გახედა დამწუხრებულ გოგონას
-ბოდიში დეიდა,არ მინდოდა . გეტკინათ?
-ძალიან გიყვარს გუნდაობა? - დაიხარა და ლოყებაწითლებულ ბავშვს მოეფერა- უჰ როგორ გაყინულხარ, მეგობრებთან ერთად ხარ? - ბავშვებს გახედა თამაშს რომ აგრძელებდნენ და იერიში მიჰქონდათ ერთმანეთზე.
-მშობლებთან ერთად ვარ, მაგრამ მამა დედას ეგუნდავება და მითხრა შენ ბავშვებთან ითამაშე დედას მე მარტო უნდა გავუმკლავდეო - საყვარლად ტიტინებდა პატარა ქალბატონი და ლურჯ თვალებს აცეცებდა
-კატოო ... პატარავ სად წახვედი ?- ზურგს უკან ნაცნობი ხმა რომ გაიგო წამსვე შებრუნდა იქეთ საითაც ბავშვი იყურებოდა . გოგონა მამიკოს ძახილით გაიქცა , კაცმა ხელში აიყვანა და ქუდი გაუსწორა- დილის გამოსვლა კარგი გამოვიდა დედიკომ საუზმის დროაო გვითხრა, ეზოში ვიგუნდაოთ მერე ხო?
-ცოტა ხანს კიდევ დავრჩეთ რაა ,გთხოოვ
-დედას უთხარი, ხომ იცი ოჯახში უფროსი ვინც არის მა- იცინოდა კაცი და თან ბავშვს კოცნიდა -ვის ელაპარაკებოდი წეხან? - უცებ გაიხედა და ალფაიძეები რომ დაინახა გაეღიმა
-ბატონო დიმიტრი , რა სიურპრიზია
-ქეთევან... თორნიკეე , როგორ ხართ ?
-ჩვენ კარგად, ვხედავ შენც შესანიშნავად ხარ - თორნიკემ გაუღიმა და პატარა გოგონას ქეთევანისთვის ნაყიდი შოკოლადის ფილა მისცა- დარწმუნებული ვარ გიყვარს
-მადლობა ...
-არც კი გრცხვენია ხომ?- ქეთო მაინც ჩხუბის ხასიათზე იყო და გადაატეხა ჯოხი დიმას- წახვედი, გაიქეცი, გაქრი, შენს ნაცვლა დვიღაც სხვა გამოგზავნე...არა ის კი ჭკვიანი ქალია,მაგრამ შენ რომ წახვედი სად წახვედი. ცოლს შეურიგდი და დაგავიწყდი ხო? ვინ მოგიყვანა გონს შე უმადურო -ჩუმად ეჩხუბებოდა და ბავშვს უყურებდა-შენი ჟღალიც აქ არის როგორც სჩანს
-ჩემი წასვლის შემდეგ უფრო გაკაპასებულხარ ქეთევან, მაგრამ თვალები ისევ გიკაშკაშებს . როგორც ჩანს ყველაფერმა ჩაიარა და კარგად ხარ... ჩემი წითური გველოდება , კატო ცოტა ხნის წინ ვიშვილეთ . საოცარი ბავშვია ,ჭკუიდან გადავყავარ ისეთი მაგარი ვინმეა
-ძალიან მიხარია, იმედია ჭვიანად იქნები და აღარ აწყენინებ იმ გოგოს. ორნი არიან უკვე და იცოდე პასუხს გაგებინებენ - გაიცინა და უკვე მიახლოებულ წითურს გახედა- მგონი შენი ლამაზმანი ეს არის...ღმერთო რა ლამაზია - თეთრ თოვლში მისი ფითქინა კანი და წითური თმა საოცრად ჩანდა. ისეთი ღიმილი ჰქონდა ნებისმიერს გააქვავებდა. დიმამ რომ გახედა , გაიბადრა და გაითიშა ქეთევანი პატარა ბავშვივით მიეკრო თორნიკეს ,მანამდე კატოსთან საუბარში რომ იყო გართული
-ვგიჟდები ბედნიერების სურნელი რომ ტრიალებს ირგვლივ...ბავშვი მინდა, გოგო !- ლოყაზე აკოცა და მერე წითურს გაუღიმა, დიმა რომ ეუბნებოდა გაიცანი ჩემი ყოფილი უფროსებიო
-სასიამოვნოა თქვენი გაცნობა...დიმა აღტაცებული მიყვებოდა თქვენზე
-თორნიკე ... ჩემთვისაც სასიამოვნოა - ქალს გაუღიმა და ხელი ჩამოართვა.
-მე კი მითხრა , ულამაზესიაო ჩემი ცოლიო ,მაგრამ ვერ დავმალავ მეგონა სიყვარულით დაბრმავებულს ვუსმენდი და თურმე სიმართლეს ამბობდა- ჟღალს მოეხვია შავგვრემანი და თბილად აკოცა ლოყაზე
-მგონი ჩვენი წასვლის დროა...კატუსა გვეყინება დედიკო
-წავიდეთ... სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა
-ჩვენთვისაც... დიმა თუ მალე არ მიდიხართ და დროს გამონახავთ გვესტუმრეთ . აი იმ სახლში ვცხოვრობთ- ხელით ანიშნა წითელ სახურავიან სახლზე და შემდეგ დაემშვიდობა.
-ვინ იფიქრებდა , რომ ასეთი ლამაზი ცოლი ჰყავდა
-უკაცრავად? თვალი მოაშორე , შენთვის ლამაზი მხოლოდ მე ვარ !
-ქეთევან მეხუმრები?
-ქეთევანს ნუ მეძახი...ჩემი შოკოლადი სად არის?
-აიი ჭამე და დამშვიდდი
-აჰ ანუ ვეღარ მიძლებ ... შეგიძლია წახვიდე. სხვაგან გადადი , ჩემ საწოლში არ დაგინახო
-თვალებს აგიხვევ , პრობლემა არ არის !
-აუტანელო!
-ვგიჟდები შენზე-ხელი მოხვია და შოკოლადიანი ტუჩები დაუკოცნა . ქეთოც აპირებდა კოცნას,მაგრამ მანქანა დაინახა, შემდეგ ნაცნობი სილუეტი და წამსვე დაიყვირა
-კოსტანტინეეე ... ჩემი ბიჭი დაბრუნდა- სწრაფად მოშორდა თორნიკეს სახლისკენ გაიქცა და ბიჭს ყელზე ჩამოეკიდა- ჩემიი სიცოცხლეე...როგორ მომენატრე -წვერიან ლოყაზე აკოცა და შეათვალიერა- გაიზარდე შვილო თუ რა ხდება... წვერი, თმა...სალომეე გოგოოო სადახარ
-ქეთუუუ - სალომე სახლიდან გამოვარდა, როგორც ჩანს პირველი გადავიდა მანქანიდან- აი ემ ჰეარ ძვირფასოოოო - კოსტანტინეს ქალის მხარზე ედო ბავშვი და იცინოდა. ისინი კი ერთმანეთს ეხვეოდნენ.
მერე სახლიდან დანარჩენებიც გამოვიდნენ, სალომე დაუტოვა მათ თვითონ კი თორნიკესთან მივიდა
-მამა
-მომენატრე იცი? - ბიჭს მაგრად მოეხვია , თავზე აკოცა და მერე უთხრა- რა არის რამხელა წვერი გაქ შვილო , სად დადოდი ჯუნგლებში?
-ვფიქრობდით ,მარამ ვეღარ მოვასწარით, თან ხომ იცი სალომეს ეშინია ყველანაირი ცხოველის და გამიგიჟდებოდა იქ
-ტყუილიაა, წმინდა წყლის ტყუილია თორნიკე, უბრალოდ მოენატრეთ აწუწუნდა სახლში მინდაო, დედა მინდაო, მამა მინდაო და წამოვიყვანე მერე აბა რა მექნა მეც ხო გული მაქვს არა? - სალომე მივიდა თორნიკეს მოეხვია და კოსტას ენა გამოუყო
მარიამი როგორც კი გავიდა მაშინვე მოეხვია ძმას, იოანე მოგვიანებით გავიდა ჯერ კიდევ ნახევრად მძინარე იყო და ვერ გაარკვია დილაადრიან ყველას გარეთ რა უნდოდა.
-არ მჯერა
-იოო
-მართლა დაბრუნდი? შენს ადგილას დიდხანს წავიდოდი, არც კი იცი დედას როგორ მოენატრე აღარ გაგიშვებს იცოდე - იცინოდა და ძმას ეხვეოდა- ეე რა იმიჯით ხარ ტოო , მევასები
-მე არ მევასება, დამისუსხა ლოყები
-აეროპორტში აღარ გვიშვებდნენ ბოლოს უკვე, ტერორისტი ეგონათ ეს ჩემი ცოდვით სავსე- ისევ სალომე აქოთქოთდდა -მარიამ ბებოო შენ მაინც უთხარი ეს წვერი შეიჭრას
-ვეტყვი ბებო, ვეტყვი აბა ასე ხო არ დავტოვებ, ბავშვია თუ ჩიჩილაკი ვეღარ გავიგე
-აუუ ბეე რა ჯიგარი ხარ
-რას ერჩით ამ კაცს, ადრე ყველა წვერით დადიოდა ბაბუ... კაცმა წვერი უნდა ატაროს აბა ?- კოსტანტინემ შვილიშილის მხარი დაიჭირა და მხარზე ხელი დაარტყა- შენ როგორც გაგიხარდება ბაბუ ისე ქენი ,ამატ არ უსმინო...
-შევიდეთ ახლა სახლში თორემ გავიყინე...თან მომიყევით რას აკეთებდით, სად დადიოდით. მაჩვენეტ ფოტო და ვიდეო მასალა - ქეთევანმა ყველა სახლში შეიყვანა და მერე მთელი დღე გამოჭერილი ჰყავდა სალომე და კოსტანტინე.
როგორც იქნა მარტო დარჩნენ . კოსტანტინე სარკის წინ იდგა და თმას ისწორებდა
-ჯერ ვერ ვეტყვი მარტო გადასვლა რომ მინდა
-აბა როდის ეტყვი, ბინაში რომ შეხვალ?
-ცოტა ხანს კიდევ დავრჩები და მერე ვითომ უცებ გადავწყვიტე
-ქეთო სხვანაირია
-ყველანი ვიცვლებით ეტაპობრივად - გოგო რომ მიუახლოვდა ხელი მოხვია და შუბლზე აკოცა- შენც შეიცვლები ერთ დღეს რომ შეგიყვარდება
-ვინღა შემიყვარებს აწი , ყველას ჰგონია რომ შენი საყვარელი ვარ ახლა მითუმეტეს
-ხოდა მოგნათლავ
-კაი ღადაობ?
-ვაფშე არ ვღადაობ...არ ხარ მაინც მონათლული ხოდა მე ვიქნები შენი ერთადერთი და განუმეორებელი ნათლია, თუ ხალხს სჭირდება სტატუსი რომლითაც დაგვანათესავებს
-არა, არავითარ შემთხვევაში. სტატუსის გარეშე უნდა ვიყოთ ასე როგორც ვართ!
-აი ისევ ჩაიკეტნენ ერთად, მთელი წელი მარტო არ იყავით? რა ეგოისტები ხართ , მე მომტეხეთ პონტიდან . იქნებ მეც მინდოდა მოგზაურობა
-მარიამოო...სიყვარულო , შენ ჩვენთან შეიშლებოდი - დას მოხვია ხელი და ლოყები დაუკოცნა- ჩემი პიანისტკა როდის ბრუნდება უკან?
-ზაფხულში ვასრულებ სწავლას და მერე მეც წამიყვანეთ სადმე
-არა რაა...შეყვარებული მჭირდება სასწრაფოდ ან ვაფშე ცოლი, თორე სულ მარტო ვარ . არ გრცხვენიათ მაინც? პატარა ვარ და მჩაგრავთ ტო?
-იოანე დედიკოს და მამიკოს უთხარი კიდე პატარა გააჩინონ და უფროსი გახდები
-სალომე აღარ შეწყვეტ ჩემთან ბავშივით საუბარს?
-არაფერი შეცვლილა, ისევ ისე ბრაზდები... 16 წლის ხარ უკვე სხვათაშორის დაბადებისდღის საჩუქარი მაქვს შენთვის, შენთვისაც მარუს. თბილისში დავტოვეთ ბარგი, რომ ჩავალთ ცერემონიალურად გადმოგცემთ სალომე დეიდა გპირდებათ- იოანეს თმები აურია და მერე წარბები შეკრა- რამხელა ხარ ბიჭო, გაიზარდე შენ კიდე? რა არი თავზე ვეღარ გწვდები,მალე კიბით სიარული მომიწევს
სახლი გაივსო , ბედნიერების საზღვები გაიზარდა და ქეთევანი ორმაგი ენერგიით დაიმუხტა. მთელი დღე არ გაჩერებულა, ხან რას აკეთებდა ხან რას. ბავშვებს ყველაფერი დაწვრილებით მოაყოლა , სალომეც კი დაიღალა ამდენი ლაპარაკით . არ მოასვენებდა თორნიკე რომ არ ჩარეულიყო და გაეყვანა სახლიდან
-მზის ჩასვლას ვუყუროთ და ვილაპარაკოთ
-ბავშვები
-ისვენებენ ქეთევან
-ზედმეტი მომივიდა ხომ?
-ზოგადად ძალიან ბრაზდები ან ძალიან გიხარია ხოლმე ამ ბოლო დროს...
-ხო , მეც ვამჩნევ. მგონი ემოციური კრიზი მაქვს, მაგრამ ამასაც გადავლახავ . იცი დედას დავურეკე, ვუთხარი კოსტანტინე და სალომე დაბრუნდნენ-თქო და მითხრა ჩვენ წამოსვლას ვაპირებთ ხვალო . როგორც იქნა ყველანი ერთად ვიქნებით
-ვიცი, გოგას დავურეკე გუშინ , გაბრიელსაც და გუგასაც შევუთანხმდი
-შენ მგონი ჯინი ხარ და ყველა სურვილს ასრულებ, მაგრამ როგორ გიპოვნე არვიცი . რომელ ლამპარში იყავი გამომწყვდეული გამახსენო იქნებ - გაიცინა , ეშმაკურად უბრჭყვიალებდა თვალები. ლოყაზე აკოცა და სვლა განაგრძო დანიშნულების ადგილამდე კიდევ დიდი გზა იყო
-ეგ ლამპარი სახლში რომ მივალთ უკვე დაძინებული იქნება, კოსტანტინეს გვერდით სძინავს ხოლმე . მარუსა ჰქვია
-ნუთუ...
-დაუჯერებელია ,მაგრამ ასეა...
მზის ჩასვლას უყურეს, შემდეგ უკან დაბრუნდნენ უკვე ყინავდა გარეთ.
შემდეგ მთელი ოჯახი შეიკრიბა, მეორე დღის ბოლოს უკვე ყველა ადგილზე იყო, საღამოს დიდი სუფრაც იყო გაშლილი და ჩვეული ემოციები ტრიალებდა ირგვლივ. ზოგი ერთი კვირით დარჩა, ზოგი ხუთი დღით, ზოგიც მეორე დღესვე წავიდა, მაგრამ მაინც შესანიშნავი დრო გაატარეს.
თებერვალიც დადგა, თვე რომელიც ქეთევანის იყო და თორნიკეს ყველაზე მეტად უყვარდა. ყოველ წელს რაღაც განსხვავებული ხდებოდა ამ დროს, არ არსებობდა საჩუქრის ფორმა, ზომა, სახეობა . ნებისმიერი რამ შეიძლება მოეფიქრებინა ალფაიძეს ან საერთოდ არაფერი ეჩუქებინა და უბრალოდ მთელი დღე მასთან ერთად გაეტარებინა.
საღამოს ბუხართან ისხდნენ, ცხელ შოკოლადს მიირთმევდნენ და გოგონების მომზადებულ ორცხობილებს აგემოვნებდნენ. გარეთ თოვდა, საშინელი ამინდი იყო, შუქიც ჩაქრა . ისინი კი აგრძელებდნენ მხიარული ამბების მოყოლას და ცეცხლს შეშას ამატებდნენ
-ჩემი ჯერია, ჩემი ამბის ჯერია - ქეთევანმა თქვა და გაიღიმა - ყველაფერი თეფერვალში დაიწყო, ზუსტად ამ დროს როდესაც მე დავიბადე. მერე თორნიკე გავიცანი, არ ვიცი რა დრო იყო ალბათ თორნიკესაც არ ახსოვს,ამიტომ ყველა დრო ჩვენია. ჯერ კიდევ 17 წლის ვიყავი ალფაიძე რომ გავხდი და თორნიკეს სიყვარული მივიღეთ მე და კოსტანტინემ. 18 წლის ვიყავი პირველად კოსტანტინეს სურნელი რომ ვიგრძენი და მივხვდი რომ ქალები ყველაზე ძლიერი არსებები ვართ , დაუმარცხებლები , რადგან ჩვენ დედები ვართ . შეიძლება ბევრ შეცდომას ვუშვებთ, მაგრამ მაინც ყველაზე და ყველაფერზე მეტად გიყვარს ის ერთიციდა არსება შენში რომ იზრდება და მის გულისცემას მკერდის ქვეშ გრძნობ. მარიამის არსებობის შესახებ რომ შევიტყვეთ თორნიკემ ყველაფერი იცოდა, ისეთი ჭირვეული ვიყავი ქუჩაში უბრალო გამვლელიც მიხვდბეოდა რომ ფეხმძიმედ ვიყავი. მარიამი რომ დაიბადა თორნიკე ჩემთან იყო . აი გიჟი მარტი იყო იოანე რომ დაიბადა და როგორი წარმოუდგენელიც არ უნდა იყოს მთელი ცხრა თვე მისი არსებობა მხოლოდ მშვიდი მოძრაობებით და გაზრდილი მუცლის გამო ვიცოდი. თორნიკე ერთი კვირა შოკში იყო რომ ვუთხარი ფეხმძიმედ ვარ-თქო და ლამის მშობიარობის დროსაც არ ეჯერა. ზაფხულმა და შემოდგომამ ორი ანგელოზი წაიყვანა ჩემგან. ახლა ისევ თებერვალია, აი ამ წუთებში 42 წლის ვხდები და ოქროსფერ შემოდგომას მეოთხეჯერ გავხდები დედა ... შეგიძლიათ ისტორიების გამარჯვებულად გამომაცხადოთ ახლავე, ზუსტად ვიცი ჩვენს ღამისფერ სიყვარულს ვერავითარი თავგადასავალი გადაფარავს .
-ისიც ღამისფერი იქნება? - საოცრად იღიმოდა ალფაიძე, თაფლისფერები წყლიანი ჰქონდა , თითებს ქეთოს მუცელზე დაატარებდა და ბავშვების ხმაურს სრულიად მოწყვეტილი უყურებდა მის ღამისფერ სილამაზეს
-ამჯერად თაფლისფერი გამეფდება !


..............
2018 წლის ბოლო ისტორია
არ ვიცი წელს რამდენი გმირი შევქმენი , რამდენი ზღაპარი დავწერე, რამდენი წყვილი დავაქორწინე, რამდენი ბავშვი "შევქმენი"...მხოლოდ ის ვიცი რომ ეს წელიც წერის საშუალებით გადავიტანე და ყველაზე მეტჯერ თქვენთან ურტიერთობის დროს გამეღიმა გულწრფელად, გულის აჩქარების თანხლებით და არასდროს იქნება ჩემ ცხოვრებაში დრო როდესაც განვლილი გზის ამ მონაკვეთს ვინანებ
რომ მახარებთ
რომ მიყვარხართ
რომ გელოდებით
რომ მინდა გაგახაროთ თქვენც და მცირედი ემოცია მაინც დაგიბრუნოთ ალბათ იცით
აი ისევ ისე ამიჩქარდა გულისცემა



№1  offline წევრი დარინა

აი ასე კითხვაში შემომათენდა არა და სულ ხვალ მთელი 12 საათი ფეხზე უნდა ვიყო სამუშაოზე, მაგრამ ერთ წამსაც რომ არ ვნანობ პირიქით მთელი დღე რომ გამყვება ის უზარმაზარი ემოციები რომელიც მთელი კითხვის პერიოდში მქონდაა, ჯერ კიდევ ზღვა ემოციების ქარცეცხლში ვარ, თავიდანვე განსაკუთრებით შევიყვარე თორნიკეს პერსონაჯი აი მარლაც იმ მამაკაცების ხუთეულში შევიყვანე რომლებმაც ასე გამაგიჟეს მეც მინდა ერთი თორნიკე ალფაიძეე, შენზე რომ ვგიჟდები, ეს იციი, ყოველი ისტორიის დასრულების შემდეგ ყოველთვის ვფიქრობ რომ საოცარი ხარ, მიხარია რომ არსებობ და შენს თბილ, ტკბილ და გასაგიჟებელ ისტორიებს გვჩუქნიიი. უბრალოდ ვგიჟდები შენზე თბილო მაიამ.

 


№2  offline წევრი qetulaa

გავათენე კითხვაში, რაუნდა გითხრა მარიამო, ბედნიერება ხარ შენ თავად, ყველა ერთმანეთზე უკეტესი პერსონაჟები შექმენი დამიხარია რომ მაქვს საშუალება გავიცნო ისინი, უფრო ნაყოფიერ 2019 წელს გისურვებ, საუკეტესო ფაქტებისა და მოვლენების დასაწყისისა იყოს

 


№3  offline მოდერი sameone crazy girl

დარინა
აი ასე კითხვაში შემომათენდა არა და სულ ხვალ მთელი 12 საათი ფეხზე უნდა ვიყო სამუშაოზე, მაგრამ ერთ წამსაც რომ არ ვნანობ პირიქით მთელი დღე რომ გამყვება ის უზარმაზარი ემოციები რომელიც მთელი კითხვის პერიოდში მქონდაა, ჯერ კიდევ ზღვა ემოციების ქარცეცხლში ვარ, თავიდანვე განსაკუთრებით შევიყვარე თორნიკეს პერსონაჯი აი მარლაც იმ მამაკაცების ხუთეულში შევიყვანე რომლებმაც ასე გამაგიჟეს მეც მინდა ერთი თორნიკე ალფაიძეე, შენზე რომ ვგიჟდები, ეს იციი, ყოველი ისტორიის დასრულების შემდეგ ყოველთვის ვფიქრობ რომ საოცარი ხარ, მიხარია რომ არსებობ და შენს თბილ, ტკბილ და გასაგიჟებელ ისტორიებს გვჩუქნიიი. უბრალოდ ვგიჟდები შენზე თბილო მაიამ.

მშვიდ და წარმატებულ დღეს გისურვებ შენ ჩემო კარგო ♡♡♡
ძალიან მიხარია რომ იმედები არ გაგიცრუვდა და არ ნანობ დროის დაკარგვას. მიხარია რომ ეს ისტორია შენთვის შედგა

qetulaa
გავათენე კითხვაში, რაუნდა გითხრა მარიამო, ბედნიერება ხარ შენ თავად, ყველა ერთმანეთზე უკეტესი პერსონაჟები შექმენი დამიხარია რომ მაქვს საშუალება გავიცნო ისინი, უფრო ნაყოფიერ 2019 წელს გისურვებ, საუკეტესო ფაქტებისა და მოვლენების დასაწყისისა იყოს

ძალიან დიდი მადლობა ♡♡♡
ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ ♡
მიხარია რომ მოგეწონათ ართლა ძალიან ვღელავდი დიდი ხანია ასე არ მომწონებია ისტორია და მინდიდა თქვენც იგივე გეგრძნთ

 


№4  offline წევრი Mariamch

კარგი გოგო ხარ❤

 


№5  offline მოდერი sameone crazy girl

Mariamch
კარგი გოგო ხარ❤

მადლობ♡

 


№6  offline წევრი ნანა73

ეპილოგმა ბოლო მომიღო... როგორ ველოდი ამ ისტორიას და როგორ ვბრაზობდი, რომ არ ჩანდა... დღეს კი სრულად ვიხილე და თვალი არ მომიშორებია სანამ არ დავასრულე... რა გითხრა... იდეალური ოჯახი, იდეალური ურთიერთობები. რომ ვკითხულობდი მჯეროდა რომ არსებობს ის სიყვარული წლებს რომ უძლებს, უძლებს კი არა, უფრო და უფრო რომ ძლიერდება... ერთმანეთის გაღმერთებამდე რომ მიდის და არც ერთ დაბრკოლებას, უბრალოდ შანსიც კი არქვთ... შვილები? იდელური, სურვილს რომ გიჩენს ასეთები გყავდეს... ბედნიერება, მიუხედავად ემოციური, მტკივნეული ეპიზოდებისა, ბედნიერებით დაწყებული და გაგრძელებული მთელი ცხოვრება. აი ეს იყო ამ ისტორიაში, ეს დაწერე და ძალიან,ძალიან დიდი სიამოვნება მომანიჭე! ❤️❤️❤️

 


№7  offline მოდერი sameone crazy girl

ნანა73
ეპილოგმა ბოლო მომიღო... როგორ ველოდი ამ ისტორიას და როგორ ვბრაზობდი, რომ არ ჩანდა... დღეს კი სრულად ვიხილე და თვალი არ მომიშორებია სანამ არ დავასრულე... რა გითხრა... იდეალური ოჯახი, იდეალური ურთიერთობები. რომ ვკითხულობდი მჯეროდა რომ არსებობს ის სიყვარული წლებს რომ უძლებს, უძლებს კი არა, უფრო და უფრო რომ ძლიერდება... ერთმანეთის გაღმერთებამდე რომ მიდის და არც ერთ დაბრკოლებას, უბრალოდ შანსიც კი არქვთ... შვილები? იდელური, სურვილს რომ გიჩენს ასეთები გყავდეს... ბედნიერება, მიუხედავად ემოციური, მტკივნეული ეპიზოდებისა, ბედნიერებით დაწყებული და გაგრძელებული მთელი ცხოვრება. აი ეს იყო ამ ისტორიაში, ეს დაწერე და ძალიან,ძალიან დიდი სიამოვნება მომანიჭე! ❤️❤️❤️

ძალიან დიდი მადლობა ♡♡♡
უზომო ბედნიერებაა ამის მოსმენა

 


№8  offline მოდერი abezara98

ასეთი საოცრება როგორ ხარ, უბრალოდ მიკვირს ❤❤❤ საუკეთესო ხარ, მარიამ! ❤❤❤ სიტყვები არ მყოფნის! ❤❤❤

 


№10  offline წევრი მარია ანსაკა

ვაიმე რა საყვარლობა იყოო...ძალიან ძალიან მაგარიიი ისტორიები სიყვარულები და სიხარულებიიიიი.მალე დაგვიბრუნდიიი.შენც ასეთივე გიჟურ და მაგარ სიყვარულს გისურვებ...

 


№11  offline წევრი Sifrifana

მარიამ სიტყვები არ მყოფნიიის ???? როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივი იყო :)

 


№12  offline წევრი elene2619

კიდევ ერთი შესანიშნავი ისტორია შეემატა შენს შემოქმედებას heart_eyes
ყოველთვის როცა ახალი შენი ისტორიის კითხვას ვიწყებ ვფიქრობ ნუთუ წინებზე უკეთესი იქნებათქო მაგრამ ყოველთვის ჩემს მოლოდინებს ამართლებ კი არა აჭარბებ heart_eyes
ჩემი ყველაე საყვარელი ისტორიაა "ცხელი სურნელი" და თითქოს საზომადაც მექცა რომ ყველა ისტორიას ვადარებ მას (არამარტო შენსას არამედ ყველა ისტორიასაც რასაც კი წავიკითხავ) და როცა ამ ისტორიის კითხვას მოვრჩი თამამად შემიძლია ვთქვა რომ იგივე შთაბეჭდილებები და ემოციებით დამტვირთა როგორც "ცხელმა სურნელმა"... ამავსო და ერთიანად დამცალა...
სასწაული გოგო ხარ და წერა შენი მოწოდებაა... ამ საიტზე პირველად შენი ისტორია წავიკითხე და შენ შემყვარე აქ შემოსვლა, და ასე ვთქვათ "ჩამითრიე"... მოუთმენლად გელოდები სიახლეებით და ეჭვიც არ მეპარება რომ 2019 წელსაც სასწააულებს დაატრიალებ heart_eyes

 


№13  offline წევრი Liziko27

ვიტერე იმდენად კარგად დასრულდა...;*;* გილოცვ დამდეგ შობა ახალწელს.. ასე თბილი და ტკბილი ისტორებით დაგვიბრუნდი 2019 წელს. :*:**:*: საოცარი გოგო ხარ შენ... !! ყველაფერი საუკეთესო შენ:*:**:

 


№14  offline წევრი რუსკიმარუსია

მარიამო, რა კარგი რაღაც შექმენი ამ ისტორიით kissing_heart თითქოს შენს ტიპურ ისტორიებს გავს, მაგრამ მაინც განსხვავდება მათგან smiley ერთმანეთს გადაჯაჭვული წარსული და აწმყო; დიდი ტკივილი, რომელიც ყველაზე დიდი ბედიერების დასაწყისია; იდიალური ადამიანბი თავიანთი მცირე მინუსებით და შევსილი ერთიანობა, ადამიანები, რომლებიც არასდროს კარგავენ ერთმანეთის და მომავლის იმედს. და მაინც შენს ისტორიაში ემოციების ზღვა და სიყვარულის ზეიმია, ისეთის ყველას რომ უნდა და ნატრობს kissing_heart kissing_heart ამ ისტორიით საუკეთესოდ შეაჯამე და დაასრულე ეს წელი kissing_heart გისურვებ, მომავალი წელი საუკეთესო სიახლეებით და უამრავი პოზიტივით სავსე გქონოდეს, გეხაროს და გავახარებდე ჩვენც, შენი საოცარი ისტორიებით და პოზიტივით kissing_heart kissing_heart kissing_heart

 


№15  offline წევრი Laura

სიტყვები არ მყოფნის! აი მართლა! ♥️ სიტკბო, სითბო და სიყვარული იყო ეს ისტორია ♥️♥️♥️

 


№16  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

აუ მარიამ როგორი იყო ♥️♥️
სულ სულ განსხვავებული ... აი რაღაცნაირი რა ვერ ავღწერ მაგრამ ძალიაან ემოციური გრძნობებით სავსე ისე კარგად გქონდა გადმოცემული ტკივილიც კი რომ საღოლ ♥️♥️♥️ ვერც ერთ ისტორიას ვერ შევადარებ განუმეორებელი იყო ეს ისევე როგორც დანარჩენები ♥️♥️♥️
ჰო და ვისიამოვნე მე ძალიან და მინდა რომ ისევ მოხვიდე ახალი ისტორიით და ისევ გამაოცო ♥️♥️♥️♥️ მადლობა შენ ამ ისტორიისთვის და იმ ეკოციებისთვის რაც დამიტოვა ♥️♥️♥️♥️♥️წარმატებებიდა გელოდები ♥️

 


№17  offline წევრი თუთა პირველი

როგორც ყოველთვის შეუდარებელი ხარ და საოცარი ისტორია გამოვიდა ????????????

 


№18  offline მოდერი sameone crazy girl

სიტყვებით აუხსნელ ბედნიერებას მანიჭებთ
მთელ დღეს მიფერადებთ
არც კი ვიცი რა უნდა ვთქვა
როდესაც შემოდიხარ საიტზე და გხვდება ამდენი დადებითი შეფასება და ხედავ რომ შენი ემოციები მკითხველამდე მივიდა ესაა უდიდესი განცდა რომელსაც ვერაფერი გადაფარავს ალბათ
მიყვარხართ <3

 


№20  offline წევრი TamoTi

ვაიმე მარიამ საოცრად კარგი ისტორია იყო.შენეული თბიკი და ტკბილი.თითქმის დამათენდა თავზე და აწი მგონი დაძინებასაც აღარ აქვს აზრი და ვერც დავიძინებ იმდენად დადებითი ემოციებით ვარ სავსე..♥♥♥♥ყოველთვის ასეა და ყოველთვის მიხარია შენი ისტორიების კითხვა რადგან ვიცი რომ არასდროს დავრჩები რაიმეთი გაწბილებული♥♥♥ძალიან მაგარი გოგო ხარ♥♥♥♥

 


№21  offline მოდერი sameone crazy girl

მადლობა <3
მიყვარხართ
heart_eyes heart_eyes

 


№22  offline წევრი ლილილი

უბრალოდ საუკეთესოა❤

 


№23  offline აქტიური მკითხველი uchveulo

ყოველ ჯერზე გვიმტკიცებ რომ საოცრება ხაარ

 


№24  offline აქტიური მკითხველი Sofia-sofie

უბრალოდ სიტყვებსაც ვერ ვპოულობ რომ ეს ემოცია გამოვხატო, უბრალოდ ბრავო! საოცარი ხარ! :)

 


№25  offline აქტიური მკითხველი terooo

ხომ ამდენი ხანია ვკითხულობ, ყველა ისტორიას, წიგნებს, მაგრამ შენი მსგავსი არსად არავინ მინახავს, ყოველთვის ამოუწურავი ხარ

ბევრ სასიამოვნო ზღაპარს გვიყვრბი, ყველგან ვმოგზაურობ მეც შენთან ერთად, განვიცდი შენი პერსონაჟების ყველა გრძნობას და ემოციას.....
ძალიან მაგარი გოგო ხარ შენ

 


№26 სტუმარი სტუმარი გოჩა

რა ამბავია კაცო ეს რამდენი დაგიწერია? ეს ორი სათაუტი რაღაა

 


№27 სტუმარი სტუმარი ლია

საოცრება ხარ და შენი ყველა ისტორია განსხვავებული და საოცარია არცერთი რომ არ მეორდება ❤❤❤❤❤

 


№28 სტუმარი სტუმარი ნატალია

როგორ მიყვარს ეს ისტორია, ყველაზე შესაფერისი წყვილია.
პირველად რომ დავიწყე კითხვა მეგონა ქეთოს უფრო უყვარდა, მერე რომ განვითარდა მოვლენბი, ვნახეთ როგორ მივიდნენ აქამდე.
ვგიჟდები შენს ყველა პერსინაჟზე

 


№29 სტუმარი სტუმარი ნესტანი

რა იყო ეს სრული შოკი ძაან მაგარი ნაწარმოები საოცარი სიტყვები არ მყოფნის ემოციებით სავსე ეს Dენ აფერადებ ყველას ცხოვრებას მადლობა წარმატებები ????♥️♥️♥️

 


№30 სტუმარი Dorris

My programmer is trying to persuade me to move to .net from PHP.
I have always disliked the idea because of the
costs. But he's tryiong none the less. I've been using WordPress on several websites for about a year and am worried about
switching to another platform. I have heard fantastic things about blogengine.net.
Is there a way I can import all my wordpress posts into it?
Any kind of help would be greatly appreciated!



Also visit my web-site - vpn coupon code 2024

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent