შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რეალობის სისასტიკე (4 თავი)


25-12-2018, 13:27
ავტორი naattii
ნანახია 1 550

ბოლოჯერ შეავლო თვალი ნიკოლოზმა უკვე მიწასთან გასწორებულ შენობას და ხელში მომუჭულ კულონს დახედა, გონებაში ათასი ფიქრი დაქროდა, მაგრამ ცდილობდა ყველა უკან გაებრუნებინა. ირგვლივ მიმოიხედა, თუ სწრაფად ივლიდა საღამომდე უკან მოტოვებულ შტაბამდე მიაღწევდა, ნუ ცოტა სირბილსაც თუ არ მოერიდებოდა. ყველაზე საშინელი რამ უკვე გაკეთებული ქონდა, ახლა უკან ვეღარ დაიხევდა, ახლა მხოლოდ სახლში დაბრუნება და თინას ნახვა ქონდა დარჩენილი. ხმაურიანად მოიწმინდა ცხვირის წვერი ხელის მტევნით და სწრაფი ნაბიჯებით შეერია ტყის სიხშირეს.
მართალია ნაბახუსევი არასდროს ქონია, მგრამ მიახლოებით ხვდებოდა ამაზე უარესი ვერ იქნებოდა, საშინლად ტკიოდა თავი, ყურებში ხმამაღალი წუილი ესმოდა და სხეულის ვერც ერთ კიდურს იმორჩილებდა. რამდენიმე წუთიანი მცდელობის შემდეგ როგორც იქნა თვალები გაახილა და გაჭირვებით მიმოიხედა ირგვლივ და გაკვირვებისგან წარბები შეკრა, მაღლა პირდაპირ ცისფერი ცა მოჩანდა, რომელსაც აქა იქ შავი კვამლი ერეოდა, ირგვლივ ყველაფერი დამტვრეულ-დალეწილი ეყარა და კაციშვილი სულიერი არ ჩანდა. რა თქმა უნდა, ახლა ყველაფერი გაახსენდა, სახურავი, მეგობრები, ომი, მოწვევა და ბომბი. არა, ბომბამდეც იყო რაღაც, რაღაც აუცილებელი, უნდა გაიხსენოს, რასაკვირველია, ნიკოლოზი და მისი ღალატი.
-ნაბი*ჭვარი_გაჭირვებით აიძულა თავს წამოჯდომა და უფრო კარგად მიმოიხედა ირგვლივ, როგორ გადარჩა? ა ხო, გეგიმ მაგიდის ქვეშ შეაძვრინა და თვითონაც გადაეფარა, ღმერთო გეგი, ისე მომენტალურად წამოდგა ვერც თავბრუს ხვევას გრძნობდა და ვერც ფეხის ტკივილს, კიდევ კარგი ზედ არ დაუხედავს თორემ იქვე წაუვიდოდა გული.
-გეგი_ხავილის მაგვარი ხმა ამოუვიდა პირიდან.
-ჯანდაბა, გეგიი_ამჯერად უფრო მტკიცედ გამოუვიდა დაძახება და შეამჩნია კიდეც ფეხსაცმელი კედელთან, მაშინვე მიირბინა და ბიჭზე დაყრილი ნივთების მოშორებას შეუდგა. როგორც ჩანდა გეგი კედელს ბეჭით შეხეთქებოდა და ხელი საეჭვოდ მჩატედ და უფორმოდ ქონდა გვერდით გადაგდებული, თავი კი გატეხილი და სისხლ შემხმარი მოუჩანდა.
-ამის დედაც, ოღონდ ახლა პულსი დამხვდეს, გთხოვ რა_ლამის თვალ დახუჭულმა მიადო თთები კისერთან და შვებით ამოისუნთქა, სუსტი, თუმცა გულისცემა ნამდვილად ქონდა ბიჭს.
-დაისვენე გენიოსო, არ იჩქარო, მე აქ დაგელოდები_იქვე ჩასრიალდა კედელთან და თვითონაც მიელულა თვალები.


მთელი საათი შეუსვენებლად გარბოდა ნიკოლოზი, გეგონებოდა რამეს გაურბისო ზოგჯერ უკან უკან იხედებოდა შიშით, საოცარი დაღლა მაშინ იგრძნო რაღაც ხმები რომ მოესმა და გაჩერება მოუწია. თაგვივით შეიმალა ბუჩწის ძირებში და რაც შეეძლო მოიკუნჭა, არ ესმოდა რუსები იყვნენ თუ ქართველები, მაგრამ ახლა მისთვის სულ ერთი იყო, არც ერთს უნდა გადაწყდომოდა და არც მეორეს, ამიტომ მანამდე იყო ბუჩქებში შემალული სანამ ხმა კარგად არ მიწყდა და უკვე მერე გააგრძელა ცოტა დასვენებულმა გზა. გონება ჯერ კიდევ არეული ქონდა ხელით კი ისევ ეჭირა თინას ყელსაბამი და არაფრით უშვებდა. ეს იყო ახლა მისი ბილეთი ბედნიერების გზაზე. შებინდებული იყო ქართული ხმები რომ მოესმა და მაშინვე შედგა, მიხვდა მორიგ შტაბს მოადგა და ახლა სახლში დაბრუნების დრო არისო გაიფიქრა. 15 წუთის სავალზე დაბრუნდა უკან, ერთი ღრმად ამოიხვნეშა და მთელი ძალით მიარტყა თავი იქვე მდგომ ხეს, ტკივილისგან ამოიზმუვლა, მაგრამ სისხლი მაინც არ წამოსვლოდა, იგივე კიდევ სამჯერ გაიმეორა და როგორც იქნა იგრძნო წითელი სითხის წამოსვლაც. იგივე ბეჭზეც გაიმეორა და უკვე უკანა გზას თხუთმეტის ნაცვლად ნახევარი საათი მოუნდა. გამოითვალა მზვერავი ირგვლივ რამდენ ხანში ერთხელ ამოწმებდა შემოგარენს და რამდენიმე წუთით ადრე იოლად საპოვნ ადგილას გაიშოტა. ახლა ისღა დარჩენოდა ასეთ მდგომარეობაში ეპოვათ.

უკვე ბინდდებოდა მარიამმა მეორედ რომ გაახილა თვალები, ახლა უკვე ცხადად იგრძნო ტკივილი, რამაც წამოყვირება აიძულა, მთელი ფეხი ისე ტკიოდა გეგონებოდათ რამე შეესია და ძვალსაც კი ჭამენო. გაჭირვებით დახედა აცრემლებულმა და გული შეეკუმშა, მარჯვენა ფეხზე მუხლს ქვემოთ დაახლოებით 7-8 სანტიმეტრის ჭრილობა ქონდა და ისე ქონდა გადახსნილი ძვალიც კი უჩანდა. მადლობა უნდა ეთქვა დაბომბვის დროს გაჩენილი ხანძარისთვის, აშკარა იყო ჭრილობა მომწვარიყო და ამის წყალობით სისხლი მხოლოდ წვეთ-წვეთობით სდიოდა და გადარჩენის შანს აძლევდა გოგოს.
-ჯანდაბა, ამის დედაც მოვ******, ჯანდაბაა_მთელ ხმაზე ამოიტირა გოგომ და კიდევ ერთხელ დახედა ფეხს. -კარგი, რაღაც უნდა მოვიფიქროთ, ჯობია დავმშვიდდე, რა დროს დამშვიდებაა, სისხლისგან ვიცლები ამის დედაც, გაიღვიძე გეგი, დიდხანს გაგიგრძელდა ძილი მეგობარო, გაიღვიძე დამპალო, დახმარება მჭირდება, გეგიიი, გეხვეწები ოღონდ ახლა არ მიმატოვო რა, გთხოვ გაიღვიძეე_მთელი ძალით ანჯღევდა ცალი ხელით და ცრემლებიც უმისამართოდ ცვიოდა.
-რა ხდება_თვალი არც გაუხელია ისე ამოიჩურჩულა გეგიმ და გამშრალი ტუჩები ენით მოისველა.
-ღმერთო მადლობა, კიდევ კარგი, კინაღამ გავაფრინე მეგობარი, კარგად ხარ? რამე გტკივა?_სიცილ-ტირილით ეკითხებოდა მარიამი.
-სხეულის ცალ მხარეს ვერ ვგრძნობ_წარბები შეჭმუხნა ბიჭმა და წამოდგომა სცადა. მარიამმა წამოდგომაც ვერ გაბედა ფეხი იმდენად სტკიოდა და გადაწყვიტა უბრალოდ მეგობარს დალოდებოდა.
-მომეხმარე ადამიანო, ამაყენე_გვერდულად გადმოხედა გეგიმ..
-კ, აი ამ წუთას, ცალი დარჩენილი ფეხით და ცალი ხელით ისე სწრაფად წამოვფრინდები წამში წამოგაყენებ_ამოიბუზღუნა გოგომ -იდიოტო, ცალი ფეხი თითქმის აღარ მაქ, ხელი კი აგურებში მომყვა და საერთოდაც შენს იმედზე ვარ.
-ჩემი იმედი დედაჩემს რომ არ ქონდა მიტო მიმაბარა ბავშვთა სახლში და შენ როგორ გაქ_თავზე წაიჭირა ხელები გეგიმ და მთელი ძალით შეეცადა თავბრუსხვევიდან მოწოლილი გულისრევა აერიდებინა.
-მე მოვთხოვ დედაშენს პასუხს ოღონდ ამ სოროდან ავიდეთ ახლა. და მაგარი მიხარია სერიალებივით ვინ ვარ და რა მოხდა რომ არ მკითხე_მწარედ ჩაეცინა მარიამს.
-ენამ გიყივლა, რა მოხდა?
-ამიყვანე და თუ გინდა სახის მიმიკებსაც გაგახსენებ ისე მოგიყვები_მარჯვენა გამოუშვირა უკვე წამომდგარ ბიჭს.
-შერყევა მაქ, თავბრუსხვევას ვერ ვიჩერებ_ადგილზე ირწეოდა ბიჭი.
-ღმერთო ისევ ჩემი გასაკეთებელი როგორაა ყველაფერი_თავი გადააქნია გოგომ და კივილ-კივილით წამოდგა ფეხზე, ნამდვილად წაუვიდოდა ტკივილისგან გული გეგის რომ არ შეეშველებინა ხელი.

ჩამონგრეული კიბე კიდევ უფრო ურთულებდათ საქმეს, მარიამს უკვე სიმწრის ცრემლები სდიოდა ცოტა მოფერიანებულმა გეგიმ გვერდით გადასროლილ ნახევრად დამტვრეული მაგიდა რომ მოათრია.
-აგურები და დარჩენილი ნივთები დავალაგოთ და იქნებ მივაწვდინოთ რომ ავძვრეთ, მანამდე იქნებ შენთვის რამე ვიპოვოთ ფეხი გადაიხვიე, თორემ ყველაფერი შიგნით შეგდის და ფეხის მოჭრა გაკლია.
-მადლობა დამშვიდებისთვის_ენა გამოუყო გოგომ -ისე ესენი სამედიცინო ნივთებს რკინის ყუთებში დებენ და იქნებ სადმე იყოს დაგდებული.
-აქ არ არის, ანუ ჯერ ავძვრეთ და ფეხი მერე.
-შეგეშალა ძვირფასო, შენ ძვრები და მე ამათრევ_ისევ ჩაჯდა მარიამი და ხელები მოიჭირა ფეხზე.
-რა აუტანელი ხარ_ბანცალით მიათრია მოზრდილი აგური გეგიმ მაგიდასთან.
-რა შემცვლიდა _ვითომ უდარდელად ამოიბლუკუნა და ისეთი ტკივილი დაეჯახა მთელი ძალით, ბოლო ხმაზე აკივლდა.
-კარგი, დამშვიდდი, დამშვიდდი, მარიამ, გონს მოდი, რა დასაკლავი გოჭივით აჭყავლდი იქნებ რუსებმა გაიგონონ ტყვეობაღა გვაკლია, მარიამ, ღმერთო, რა ჯანდაბით გაგიყუჩო, გაითიშე რა გთხოვ, უბრალოდ ტკივილისგან გაითშე და ცალი ხელით აგათრევ გპირდები, უბრალოდ ასე არ იყო რა, მარიამ_ლამის გეგიც აცრემლებულიყო და საღი ხელით ცდილობდა მეგობრის ჩახუტებას. რამდენიმე წუთში ატირებული მართლაც გაითიშე და უღონოდ ჩამოგდო მანამდე ფეხზე მოხვეული ხელი.
-გგაიყვან, აი ნახე აქედან გაგიყვან, ისევ მაგიდას გახედა გეგიმ და ფრთხილად მიაწვინა მარიამი, ასასვლელის გაკეთება უნდა გაეგრძელებინა.


-გამარჯობათ, დღეს როგორ ხართ?_კომფორტულ საწოლში მონავარდე ნიკოლოზს ექიმი ესტუმრა პალატაში.
-მადლობა, დღეს უკეთ, როდის გამწერთ?_დაბინტულ თავზე ხელი მოისვა ბიჭმა
-ხვალ დილით და სახლში გაგიშვებთ, მსუბუქი ტვინის შერყევა და ბეჭის გაბზარვა უფლებას გაძლევთ ტრავმირებული ჯარისკაცის ტიტული მიიღოთ და მინიმუმ ორი კვირა სახლში დაისვენოთ, მანამდე იმედია ყველაფერი დასრულდება_თვალი ჩაუკრა ექიმმა და პალატა დატოვა.
-ძალიანაც კარგი, ესეიგი ხვალ შევხვდებით მომავალო მეუღლევ_ისევ ხელში ჩაბღუჯულ ყელსაბამს დახედა ნიკოლოზმა და ბედნიერმა გაიღიმა.



№1  offline წევრი Elea_Nora

აიი როგორი დამპალია ეს ნიკოლოზი. ნერვები მეშლება იმედია მიზანს ვერაფრით მიაღწევს. და მარიამიც და გეგაც თავს დააღწევენ ამ განსაცდელს.

 


№2  offline მოდერი naattii

Elea_Nora
აიი როგორი დამპალია ეს ნიკოლოზი. ნერვები მეშლება იმედია მიზანს ვერაფრით მიაღწევს. და მარიამიც და გეგაც თავს დააღწევენ ამ განსაცდელს.

ვნახოთ ვნახოოთ :D

 


№3  offline წევრი nino ninidze n

მაგარია მომეწონა

 


ნიკოლოზის მსგავსად ჯერ არც ერთი ისტორიის გმირი არ შემზიზღებია rage თინას გეგა უყვარს და არ ვიცი რა უნდა მოხდეს ნიკოლოზს ოდესმე სხვა თვალით, რომ შეხედოს. ნიკოლოზის მსგავს ადამიანებს ცხოვრება ყოველთვის ასმაგად უბრუნებთ და არც ნიკოლოზს დარჩება ვალში angry ისე განვიცდი გეგას და თინას ამბავს რეალური ადამაინები მგონიან და გული გამისკდება ალბათ რაიმე ცუდი რომ შეემთხვათ worried

 


№5  offline მოდერი naattii

დიდი მადლობა თქვენ ❤️

 


№7  offline მოდერი naattii

მარტო სახლში
dzalian kargi iyo <3

მადლობაა ❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent