შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენი ამბავი (თავი II)


25-12-2018, 23:45
ავტორი Dr.writer
ნანახია 1 405

ახლა შემოდგომაა...ფოთოლცვენა უკვე დაიწყო.... მალე დედამიწას ფერდაკარგული და გახუნებული ფოთლები დაფარავს..ახლა ფანჯარასთან ვდგავარ და ვუყურებ როგორ იძარცვავს ხეები უკანასკნელ სამოსელს....და სწორედ ამ დროს გადავწყვიტე,რომ დროა მუშაობა დავიწყო ოდესმე ხო უნდა დავძლიო ეს ყველაფერი....მარიამი მირეკავს და მეუბნება:-ნან მოკლედ ეხლა ველაპარაკე უფროსს და ხვალე შეძლებ,რომ მოხვიდე ლექციების მერე ?
-კი გოგო მოვალ აუცილებლად...
-ხო ოღონდ ფორმა უნდა გქონდეს რა....ეხლა არ ვარ სახლში და რო მივალ სურათს გამოგიგზავნი როგორი უნდა იყიდო...
-კაი ,აუ მარიამ ძალიან დიდი მადლობა //
-კაი გოგო რა არის აქ სამადლობელი....აბაშენ იცი წარმატებები და გამაგებინე მერე როგორი იქნება...
-კაი ,აუცილებლად!
სახლში ვიყავი მარტო და ველოდებოდი,როდის მოვიდნენ გოგოები ,რომ ეს ახალი ამბავი მეთქვა///
-უჰ გეღისათ მობრძანება-არ დავაცადე სიტყვის თქმა არცერთს
-რას მივაწეროთ ქალბატონო თქვენი კარგ ხასიათზე ყოფნა ?-ირონიული ღიმილით მეკითხება ანი
-შენ მოკეტე რა -ენას მიყოფს-მოკლედ გოგოებო ერთი ახალი ამბავი მაქვს...
-ჰა აბა როდის უნდა გაგვაცნო-არ მამთავრებინებს და ინტერესით მეკითხება თამო...
-იქნებ დამამთავრებინო მაინც.....
-კაი ტიპია?-ისევ არ იშლის თავისას
-ადამიანო დამამთავრებინო იქნებ,მოკლედ გოგოებო მუშაობას ვიწყებ ინგოროყვას კლინიკაში....
-ეეე რა მაგარია -მთელი ამ ხნის განმავლობაში პირველად ამოიღო ხმა ქეთიმ....გილოცავ პატარა.....როდის იწყებ ?
-მადლობა ქეთო,გოგო ხვალიდან ოღონდ ჯერ პრაქტიკების პონტი უნდა გავიარო და ერთი თვის შემდეგ ჩამსვამენ სმენებში....
-აუუ კაია ძაან გილოცავ,.....ანი
-ჰა აბა არ ავღნიშნოთ ?-ამბობს თამო-აუ წამო სადმე წავიდეთ და მაგრად დავლიოთ კვერს უკრავს ანი-მიუხედავად იმისა,რომ ეს ყველაფერი დიდად არ მომწონს მაინც ვთანხმდები და ახლომდებარე ბარში მივდივართ.....იმის გამო,რომ ხვალ ჩემი პირველი სამუშაოდღეა მე უალკოჰოლო სასმელ ვუკვეთავ,აი რაც შეეხებათ ჩემს არანორმალურ მეგობრებს რასაც ქვია ხარებივით სვამენ.....როგორც იქნა,რომ იტყვიან დავწერე სამივეს პირჯვარი და ძლივს წამოვიყვანე სახლში....სახლში მოსვლის და "ქალბატონების"დაბინავების შემდეგ გამახსენდა,რომ ხვალე ლექციები არ მქონდა და გადავწყვიტე ჯერ ფორმა მეყიდა და დილიდაანვე წავსულიყავი საავადმყოფოში,....მაღვიძარა დავაყენე და დასაძინებლად წავედი....
08:30 არა მაღვიძარის ხმა,არამედ შემთხვევით ქალად დავადებული საამი არსების წუწუნი მაღვიძებს....
-ხალხო იქნებ დღეს მაინც დამაძინოთ ადამიანები არ ხართ?-ზედმეტი სერიოზულობით ვეუბნები მე
-დაგაძინო კი არა აეგდე და ნაბეღლავი ამოგვიტანე-გაღიზიანებული მეუბნება თამო
-შენ გოგო გაუბერე....რას ისხამდი მაგ მუცელში თითქოს მე დამეძალებინოს...რას მავალდებულებ გადაშენდით ეხლა აქედან..
-აუ ეხლა მართლა აეგდე და ჩადი,რა-სიტყვით გამოვიდა ანი
-თქვენ სულ გაუბერეთ?თქვენ გინდათ და თქვენ ჩადით,მე რა შუაში ვარ თქვენს პახმელიასთან....-აშკარა გაღიზიანება დამეტყო ხმაში
-ოოო ეხლა უკვე ცუდად იქცევი,დიახაც შენი მიზეზით დავლიეთ,შენ რო არ დაგეწყო მუშაობა ხო არ დავლევდით,აცუნცულდი ეხლა და ამოიტანე ის დედანატირები ნაბეღლავი-ჩემი უკანასკნელი იმედი,ქეთოც კი ჩემს წინააღმდეგ იყო
-არა-მოკლედ მოვუჭერი და გვერდი ვიცვალე
-ვაიმე ეხლა ხელი არ მომაკიდინო თორე გათრევ დახეული პლაშივით-სიტყვებს ძლივს აბამს თამო
-აუ ნანა თავი ისე მაქვს თითქოს სამი საათი ტაფა მიბრახუნეს-შენ ნუღარ მიმატებ ჩადი და ამოიტანე რა
-კაი ჰო კაი ნუ შემჭამეთ,გოგოები კი არა სუფთა ვირები ხართ.....აი ამ სიტყვას მოყვა ის,რომ რამის ნახევრად შიშველს მომიწია მაღაზიაში ჩასვლა.......მაგარამ ერთ რამედ ღირდა ჩემი გიჟი მეგობრების ბედნიერი სახეების დანახვა,როდესაც მაგიდაზე კიტრის მწნილი და ნაბეღლავი დავდე......მოვემზადე და გავეშურე დიადი სამსახურისკენ.....ყოველთვის სხვანაირად წარმომედგინა დღევანდელი დღე .....სანამ საავადმყოფოში მივიდოდი ფორმა ვიყიდე....და აი ახლა ვდგავარ საავადმყოფოს შესასვლელში და მხოლოდ ის მიტრიალებს თავში თუ რამხელა პასუხისმგებლობა მეკისრება,როდესაც ამ კარს გადავაბიჯებ....
როგორც იქნა გადავაბიჟე ზღურბლს და სრულიად სხვა სამყაროში არვმოჩნდი...იქ სადაც ყველას თავისი საქმე აქვს,იქ სადაც უფრო მხურვალედ ლოცულობენ ვიდრე ეკლესიაში,იქ სადაც ყველას ეჩქარება,იქ სადაც თითოეული წამი გადამწყვეტია....ფიქრებში გართულს მამაკაცის ხმა მაფხიზლებს..
-გამარჯობა,ნანა ხო ?
-დიახ!-ვპასუხობ ცოტა დაბნეული
-მე კობა ვარ...ქირურგი....ახლა გასახდელს გაჩვენებ,მოემზადე და შეუდექი საქმეს....მიმღებში იკითხე თამრიკო და დაგაკვალიანებს...
-დიახ,მადლობთ !
გასახდელამდე მიმაცილა...როცა შევედი ცოტა არ იყოს შემრცხვა,რადგან ძალიან ბევრი გოგოები და ქალები იყვნენ....ამოვარჩიე ერთ-ერთი თავისუფალი კარადა და გამოვიცვალე....შემდეგ კი როგორც კობა ექიმმა მითხრა მიმღებში მოვძებნე თამრიკო...შუახნის,ცისფერთვალება ქალი...
-გამარჯობათ,ქალბატონო თამრიკო მე ახალი ვარ და კობა ექიმმა თქვენთან გამომაგზავნა....
-გამარჯობა შვილო!აბა ხო ხარ შემართებით...პირველ რიგში საავადმყოფოს დაგათვალიერებინებ და გეტყვი სად რა არის...რაც შეეხება გაყოფილებას მინდა გითხრა,რომ ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ გამყოპილებაში მოგიწევს მუშაობა-“ემერჯენსი“..აქ ყველაზე მთავარია სწრაფი აზროვნება და სწორი გადაწყვეტილების დროულად მიღება....ძალიან საპასუხისმგებლო საქმეს ეჭიდები და წარმატებები მინდა გისურვეო...
-ძალიან დიდი მადლობა!-ცოტათი შეშინებული და დაბნეული ვაცეცებ თვალებს
-რაც მთავარია ნუ შეგეშინდება შენი თავის რწმენა არ დაკარგო არასოდეს და ყველაფერი კარგდ იქნება.....ახლა კი ესეთი დაბნეული ნუ იყურები ,წავიდეთ და დაგათვალიერებინებ ყველაფერს,,,
თითქმის მთელი საავადმმყოფო მოვიარეთ,მაჩვენა სად იყო საოპერაციოები,კარდიოლოგიური და სამშობიარო განყოფილებები....ბოლოს ისევ მიმღებში დავბრუნდით...
-წნევის გაზომვა ხო იცი ?
-კი,რა თქმა უნდა...
-აჰამ მაშინ გადავრჩენილვართ-მეუბნება ღიმილით-მეც ცოტა არ იყოს მოვეშვი და დაძაბულობა ცოტა მომეხსნა..
-კარგი მაშინ ახლა გასწავლი როგორ დადგა სისტემა ანუ იგივე გადასხმა....პირველ რიგში ვენა უნდა ვიპოვოთ.....-ისე მიხსნიდა თითქოს სკოლის მასწწავლებელი ყოფილიყო და ძალიან კარგადაც გამოსდიოდა....პირველ დღეს ბევრი მნიშვნმელოვანი რამ ვისწავლე,საბედნიეროდ ძალიან დამღლელი არ გამოდგა ჩემი პირველი სამუშაო დღე....ტრენინგების პერიოდში სმენაში არ ვიყავით ამიტომ საღამოს 6 საათის შემდეგ თავისუფალი ვიყავი....როცა საავადმყოფოდან გამოვედი ანიმ დამირეკა..
-ნანა რას შვრები აბა ?ხო არ გაცდენ?
-არა გოგო ზუსტად ამ წუთას გამოვედი...შენ რას შვრები ?
-გოგო მოკლედ ქეთომ გადაწყვიტა,რომ თავისი შეყვარებული გაგვაცნოს და ვემზადებით,მალე მოდი შენც რა ...
-ვააა ეს უკვე თემაა....მოვქრივარ...ტელეფონი გავთიშე და ავტობუსში ავედი....ფიქრებში გაქრთული ვერც კი მივხვდი,როგორ მოვედი სახლამდე...სრული ბედნიერებისთვის ახლა ლიფტის გაფუჭებაღა მაკლდა ....ასე,რომ მომიწია მეცხრე სართულზე ფეხით ასვლა.....სახლში ენაგადმოგდებული ძაღლივით შევედი და მოწყვეტით დავეცი სავარძელზე...
-აუუ გოგო ეხლა დასვენების დროა?-ერთდროულად მომვარდა სამივე-ადე რა და მოემზადე მალე,ტეხავს ხო არ ვალოდინებთ .....
-რა იყოთ ხალხო ამომასუნთქეთ მაინც ...
-ადე,ადე მალე რა ...მუდარით მთხოვა ქეთიმ
-კაი ჰო ვდგები....
აბაზანაში შევედი შხაპი მივიღე....როგორც მითხრეს რესტორანში მივდიოდით და ცოტა შესაფერისად ჩამეცვა..იცოდნენ ჩემი სტილის ამბავი,მაგრამ ჩემი მაინც არ დავიშალე....კლასიკური შავი შარვალი და თეთრი პერანგი ჩავიცვი და ჩემებურად თეთრი სპორტული ფეხსაცმელი.....თმა კუდად ავიწიე,რადგან გრძელი თმა მაქვს და არც ნერვები მქონდა და არც დრო,რომ ან დამეხვია ან გამესწორებინა.....რაც შეეხება მაკიაჟს ეს ჩემს მეგობრებს მივანდე... ძალიან მსუბუქი მაკიაჟი გამიკეთეს და კმაყოფილიც დავრჩი....როგორც იქნა მეც მოვემზადე და ტაქსი გამოვიძახეთ,რომელიც ჩვენდა გასაკვირად 5 წუთში უკვე ადგილზე იყო....დაბლა ჩავედით,ტაქსში ჩავსხედით და მისამართი ვუკარნახეთ....რესტორნით თუ ვიმჯელებთ უკვე კარგი შთაბეჭდილება მოახდინა ....-ვაა ეს უკვე აღარ ხუმრობს-ჩაილაპარაკა თამომ.....დარბაზში შევედით და დავინახეთ ერთ-ერთ მაგიდასთან შეკრებილი 4ბიჭი....ჩვენს დანახვაზე წამოდგნენ და მივხვდით რომ ეს ის მაგიდა იყო...როცა მივუახლოვდით ქეთი თითოეულმა მათგანმა გადაკოცნა,შემდეგ ჯგუფს ერთი გამოეყო და ქეთის გვერდით დადგა///
-გოგოებო გაიცანით ეს ნიკაა..-სასიამოვნოა,ერთხმად ვუპასუხეთ სამივემ----
-გოგოებო ესენი ჩემი მეგობრები არიან....ვაჩე,უტა,მათე...
-სასიამოვნოა-ისევ ერთხმად გავიმეორეთ და ჩვენი სახელები წარმოვთქვით.....ამ ასე ვთქვათ ფორმალური რიტუალის შემდეგ მაგიდასთან დავსხედით და ერთმანეთი კარგად გავიცანით...ნიკამ დიდი სდაბეჭდილება მოახდინა ჩემზე,რასაც ვერ ვიტყვი მის მეგობარ მათეზე....რომელიც რატომღაც ძალიან საშიში მომეჩვენა...
-შენ რატომ არაფერს არ ამბობ...სიჩუმის აღქმა გაქვს დადებული ?-ირონიული ღიმილით მეკითხება მათე
-სათქმელი არაფერი მაქვს,მით უმეტეს შენთვის....ჩემმა სიტყვებმა,რატომღაც სიტუაცია დაძაბა,,,ამიტომ ნიკამ გადაწყვიტა ქეთი საცეკვაოდ გაეწვია,უტამ და ვაჩემაც იგივე გააკეთეს....და რისიც მეშინოდა მაგიდასთან მარტო ავღმოჩნდით მე და მათე.....რაღაცის თქმას აპირებდა,როცა ჩემმა ტელეფონმა დარეკა...ღმერთს მადლობას ვუხდიდი,რომ გადავრჩი,ბოდიში მოვიხადე და ავიანზე გავედი,,,მიუხედავად იმისა,რომ ნომერი შეეშალათ მიზეზად მაინც გამომადგა,რომ გარეთ გავსულიყავი....ვფიქრობდი,რომ მათე საიდანღაც ძალიან მეცნობოდა,მაგრამ არ ვიცოდი საიდან,,,ფიქრებში გართული სიგარეტის სუნმა გამომაფხიზლა....როცა მივტრიალდი დავინახე მათე აივნის მოაჯირს მიყრდნობოდა და სიგარეტს ეწეოდა...
სიგარეტის კოლოფი ამოიღო ჯიბიდან და ჩემსკენ გამოიწონდა-არ გინდა ?
-არა,მადლობა არ ვეწევი-ცოტა უხეშად გამომივიდა...
-შენ ყველას მიმართ ასეთი უხეში ხარ?-თან ლაპარაკობდა და თან ჩემსკენ მოაბიჯებდა,,,ცოტა დავიძაბე ....გაჩერდა და ჩემს გვერდით დადგა...არაფერი მიპასუხია ,გავჩუმდი..
-პასუხის გაცემას არ აპირებ....
-ვფიქრობ,რომ შენ თვითონაც ძალიან კარგად იცი მაგ კითხვაზე პასუხი....
-დავიჯერო ეგეთი ცუდი ტიპი ვჩანვარ?
-ჩანხარ არა,ხარ!-ზედმეტად პირდაპირი აღმოჩნდა ჩემი პასუხი..
-პირადპირიც ყოფილხარ....აღარაფერი მითქვამს...დარბაზში დავბრუნდი...რამდენიმე წუთში მათეც უკან მომყვა....ჩემმა მეგობრებმა ეჭვის თვალით შემომხედეს,მაგრამ როცა ჩემს გაცეცხლებულ მზეარს წააწყდნენ ძველ საქმიანობას დაუბრუნდნენ....საღამო ჩვეულებრივად მიდიოდა,ვმხიარულობდით,ვიცინოდით ერთადერთი რაც მაღიზიანებდა მათეს დაჟინებული მზერა და ირონიული ღიმილი იყო....ხვდებოდა,რომ ვღიზიანდებოდი და სპეციალურად აკეთებდა ამას,ამას მეც გვიან მივხვდი....ამ ყველაფერთან ერთად კი საცეკვაოდ გასვლაც კი შემომთავაზა....მაგიდასთან მსხდომი ყველა ჩვენ მოგვაჩერდა,ამიტომ უარი ვერ ვუთხარი.....
-თურმე შეგძლებია დამჯერიც იყო..-ყურში ჩამჩურჩულა....ვცდილობდი ყურადღება არ მიმექცია....აუტანელ სიბრაზეს ვგრძნობდი როცა წელზე ხელი მომხვია....აუტანელი იყო ჩემთვის მასთან ასე ახლოს ყოფნა და მისი ირონიული ღიმილის ყურება....თითქოს საუკენე გაგრძელდა ეს რამდენიმე წუთი.....შვებით ამოვისუნთქე როდესაც მუსიკა დამთავრდა და მაშინვე მოვიშორე მისი დამპალი ხელი....

ველოდები შეფასებებს და რა თქმა უნდა შენიშვნებს .....




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent