შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეხუთე სეზონი


26-12-2018, 02:16
ავტორი ულალუმი
ნანახია 1 035

რატომ არ ვიცი რა მელოდება, რატომ არ ვიცი ხვალ რა მომელის?!’’ ტერენტი გრანელის კიდევ ერთი კრებულის კითხვა დავასრულე. გვერძე გადავდე და კიდევ ერთხელ დავუსვი ჩემ თავს კითხვა: რა მაწუხებს?! პასუხი ისევ არსად იყო. თან ყველგან, თან ყველაფერში და ამავედროს არსად. დინჯი ნაბიჯებით და ღრმა სუნთქვით ჩამოვუყევი მთაწმინდის პარკის დაღმართს.(ალბათ ოდნავ ძლიერი,რომ ვყოფილიყავი ტაატით სიარულის ნაცვლად,თავდავიწყებით გადმოვეშვებოდი დიდი დაძინების ქარაფიდან.) ვაკვირდებოდი გზაში ადამიენბის ცარიელ თვალებს და ვხვდებოდი ,რომ ამ გზაზე იმდენი ხანია დავდივარ,რომ ეს სრუილად უცნობი ხალხი,სინამდვილეში ძალიან ახლოა ჩემთვის. ხანდახან ვფიქრობ,რომ მათ გარდა არც არავინ დამრჩა. მხოლოდ უცნობი ხალხი მყავს. ჩემი მწვანე თვალება მოხუცი ცოლქმარი კვლავ მხვდება იმ ყვავილებით მორთულ ეზოსთან. აგვისტოა. მზე ანათებს. მაგრამ იმ ნაცრისფერ ქუჩას მაინც იმ ეზოდან გამოსული სიმხურვალე ათბობს. ბებო სულ მიღიმის.ამ უცნობი ქალის მზერაში,რაღაც ზედმეტად ნაცნობს ვხედავ. შემომხედავს ხოლმე,გამიღიმებს,თითქოს მელოდება. სასაცილოა 18 წლის გოგოს ამ მოხუცების რომ მშურს აარაა?!. მგონი არავინ ყავთ ჩემს მოხუცებს. იმ სახლში სხვა არავინ დადის. მხოლოდ ის ორნი. და მაინც...მათი სახლი ყველაზე სავსეა იქ მდგომ გაუფერულებულ სახლებს შორის. ერთხელაც,ნოემბერში როდესაც,ტერენეტის კიდევ ერთი კრებული დავამთავრე და კვლავ ჩავუყევი მთაწმინდის აღმართს,
ქუჩას ნაცრისფერიც აღარ ედო. ჩემი მოხუცების ეზოში ყვავილები ისევ იყიდებოდა. მაგრამ უწინდელ სითბოს ვეღარ ვგრძნობდი. კვლავ ყიდდნენ მოხუცები ყვავილებს. თინა ბებო ისევ მიღიმიოდა. ლუკა ბაბუ არსად ჩანდა. თინა ბებომ თითქოს შეამჩნია,როგორ ვეძებდი ლუკას
და ჩემს თავში დასმულ კითხვას უპასუხა:
მეც ეგრე თვალის ცეცებით ვეძებ შვილო, მგონია რომ თუ კარგად მოვძებნი , რომ თუ ხმა მაღლა დავუძახებ საიდანმე ისევ გამაგონებს, მაგრამ არსად არის.
მივხვდი რაც მოხდა,თინა ბებოს გვერძე მივუჯექი და უნებლიედ ტირილი დავიწყე. ნაცნობმა მწვანე თვალებმა შემომანათა და დაბალ ხმაზე მითხრა -ნუ ტირი შვილო, ვიცი რომ სადღაც აქ არის, მელოდება. მეც მალე წავალ. ისევ ერთად ვიქნებით. 60 წელი არაფერმა დაგაშორა და ახლა გგონია სიკვდილს რამე შეუძლია? არ დაიჯერო შვილო ეგ.
-შენ რატომ ხარ ასე მარტო? ღიმილით შემომხედა თინა ბებომ და მხარზე ხელი მომისვა. -ადამინებს სიკვილის გარდა ყველაფერი აშორებთ, ვუთხარი ჩურჩულით. თინა ბებო ერთ წუთს ჩაფიქრდა და მერე ქირქილით მითხრა:
- ჩემი ლუკას ძალიან მოსწონდი,მეუბნებოდა უცნაურად დარდიანი გოგოა,შენ ახალგაზრდობას მაგონებსო. ჩვენი ალექსანდრე უნდა გავაცნო ერთი. მასე სევდიანი ქალების განკურნება დადიანებს სისხლში გვაქვსო. თინა ბებოს ღიმილით ვუთხარი ნეტავ მართლა არსებობდეს განკურნების გზათქო.
ისევ ჩაიქირქილა თინა ბებომ და ამჯერად უკვე სიცილით მითხრა.
- შენი სიყვარულით ანთებული თვალები რომ შემოგხედავს და ხელში ჩაგადნება ,განიკურნები მა რას იზავ შე ქალოო.

***
ის ზამთარი ძალიან ცივი გამოდგა.არვიცი ამინდების გამო თუ იმის გამო რომ პირველ ზამთარს ვხვდებოდი მარტო. ზოგადად ხომ ასეა,
ადამინები როცა მიდიან ყველანაირი სითბო მიაქვთ ორგანიზმიდან.
ყველა სინათლეს ერთიანად აქრობენ.
ყველა კარს ერთინად კეტავენ .
მხოლოდ გაყინული სისხლი და დამსხვრეული იმედები რჩება.
ჰოო...
აღარც მზე
აღარც სიცილი
აღარც სითბო
სრული უარაფრობა.
იმდენად გამყინა დეკემბერმა სისხლი,რომ თინა ბებოსთან აღარ მივსულვარ.გამოდარებას ველოდებოდი.
რა უცნაური და სასიამოვნოა კიდევ რომ მჯერა გამოდარების.
***
8 მარტი იყო ისევ რომ გადავწტვიტე მთაწმინდის აღმართის ავლა. ვიფიქრე თინა ბებოს მივულოცავთქო ქალთა დღეს. მივუყვებოდი ქუჩას ნელი ნაბიჯით და აქამდე უცნობ სიცივეს ვგრძნობდი. ზედმეტად უფერული მეჩვენებოდა მარტის ეს მზიანი საღამო. მივუახლოვდი სახლს და ყვავილები არსად არ იყო. არც თინა ბებოს მწავნე თვალები შემოგეგებია.საშინლად დაზაფრული იმ სკამზე ჩამოვჯექი ადრე ჩემი მოხუცები რომ ისხდნენ ხოლმე. გარშემო არავინ იყო, რომ ამბავი მეკითხა. იქნებ თინა ბებო სადმეა გასული გავიფიქრე ჩემთვის, თუმცა დახურული ჟალუზები სხვა რამეზე მეტყველებდა.
იმ იმდეით, რომ ჩემი მოხუცი ისევ დაბრუნდებოდა წერილის წერა დავიწყე მისთვის. მინდოდა ჩემი გაუჩინარების მიზეზი ამეხსნა და მიმელოცა.იმ იმედით რომ ოდესმეწაიკითხავდა.
ვიმდენად შევყევი, რომ არ გამიგია,როგორც მომიჯდა გვერდით მაღალი, შავი თმიანი ბიჭი და აუღელვებლად მითხრა
-არამგონია წაიკითხოს. მოულოდნელობისგან შევხტი. შეშინებულმა ავიხედე ზემოთ და
უცნობი ადამიანის ნაცნობ თვალებს შევეჩეხე…
ჩემდა უნებურად შიში სადღაც გაქრა.
აუხსნელმა სიმშვიდის განცდამ კი მთლიანად შთანთქა ჩემი მეტყველებს უნარი.
-ბოდიში, ალბათ შეგაშინე.მე ალექსანდრე ვარ. თბილად გამიღიმა ბიჭმა. კიდევ ერთხელ შევხედე და მივხვდი…
მივხვდი საიდან მოდიოდა სიმშვიდე.
მისი თვალებიდან.
ეს იყო ყველაზე ნაცნობი ცრემლნარევი თვალები და თბილი ღიმილი.
ლუკა ბაბუ, გავიფიქრე ჩემთვის.
-შენ ალბათ ის გოგო ხარ, ბებიაჩემი რომ მიყვებოდა ხოლმე.
-მოიცა...გიყვებოდა? წარსულში?. ჯიუტად ვცდილობდი არსებული რეალობისთვის თვალიარ გამესწორებინა.
-28დეკემებრს დაიღუპა. მითხრა სევდიანად. მთელი ძალით ვცდილობდი ტირლისიგან თავი შემეკავებინა. თუმცა ცივი ხელი რომ ვიგრძენი ლოყებზე, მივხვდი რომ ჯიუტი ცრემლები მაინც ვერ შევაკავე. ალექსანდრე კი მათ მოწმენდას ცდილობდა.
-იცი ძალიან უყვარდი, ნერვიულობდა, დიდიხანია არ გამოჩენილაო.
-არ მეგონა ასე მალე თუ წავიდოდა.
-ადამიანებს ხომ სულ ეგრე გვგონია, ვფიქრობთ დრო ამოუწურავად გვაქვს და მაგიტოა მერე რომ ვნანობთ ხოლმე ვერ მოსწრებულ საქმეებს. მის ინტონაციაში ვერ ამოვიკითხე საკუთარ თავს საყვედურობდა თუ მე.
-და მაინც, მიხარია რომ ისევ ლუკასთანაა.. წავიჩურჩულე ჩემთვის და წამოვდექი.
-სასიამოვნო იყო შენი გაცნობა ალექსანდრე. გავუღიმე.
-მართალი ყოფილხარ ბებიაჩემო . ჩაიცინა.
-რას გულისხმობ?
-გაზაფხულივით ღიმილი აქვსო ამბობდა. სანაცვლოდ ისევ ღიმილით ვუპასუხე და ნელი ნაბიჯით მოვშორდი მას. ხმამაღლა მომაძახა
-ისევ შევხვდებით?
-სხვა ცხოვრებაშითქო მივაძახე და წამოვედი.
მთელი გზა ვფიქრობდი მის თვალებზე და ღიმილზე. რატომ დავდუმდი მათ დანახვაზე, რატომ ამიჩქარდა გული მის შეხებაზე და რატომ შემოაღწია მისმა ხმამ ასე ძლიერ ჩემს სიმარტოვეში.
იმ ღამეს არ მიძინია
არც შემდეგ ღამეს
ვფიქრობდი გამუდამდებით მის თვალებზე და ჩემი თავი მეზიზღებოდა. რადგან ჩემ თავს ისევ მივეცი ვიღაცაზე ფიქრის უფლება,ისევ ვხუჭვდი თვალებს და ჯიუტად ვცდილობდი ვიღაცის შეხების აღდგენას მეხსიერებაში. მისი ნახვა ისევ მინდოდა. მაგრამ საკუთარი სურვილების შიშის გამო ის აღმართი 1თვე არ ამივლია.

***
8 აპრილს ერთიანად აფეთქდა ვაშლის ყვავილები და ჩემი სურვილი,ისევ მომესმინა ალექსანდრეს ხმა. ცდუნებას ვეღარ გავუძელი და ისევ წავედი, საკუთარ თავს ვუმეორებდი,რომ ალექსანდრე არაფერ შუაში იყო. მხოლოდ იმ ქუჩაზე ახლა გაშლილი კვირტების გადაღება მინდოდა, ვიმედოვნებებდი რომ აღარ ვნახავდი.(ვის ვატყუებ)
სახლს ჩავუარე, ჟალუზები დახურული იყო. (მისი ნახვის იმედი გაქრა).
იმედგაცრუებული ჩამოვჯექი სკამზე და ტერენტის კითხვა დავიწყე
,,აქ ხარ? აქ არა
უცნაურია
არსად ჩანდი
ყველაგნ იყავი’’
დაბარებულივით ისიც იქ გაჩნდა და ისევ შემაშინა.
-დაიგვიანე, მეგონ აღარ მოხვიდოდი. ისევ ეს ნაცნობი ხმა. ვგრძნობდი როგორ მოიტამა გულისცემამ
- ,,მე მაპატიეთ, ჰოო მაპატიეთ დანაშაული არ დაბრუნების’’. ვეცადე მაქსიმალურად მხატრულდა მეპასუხა, იმის იმედით რომ პოეზია უყვარდა.
-‘’არის ამქვეყნად დაგვიანება
მაგრამ ასეთი? მაგრამ ამდენხანს?’’ . ისევ გამიღიმა და ჩემს დასაწვავად გამზადებულ კოცონს ნავთი დაასხა.
-პოეზია გყვარებია. გონება გაფანტულმა სხვა ვერაფერი მოვიფიქრე
-,,მე ლექსეს ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს, რომ ჩაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს’’. ისევ გამიცინა და საუბარი განაგრძო.
-ახლა მართლა, რატომ აღარ მოდიოდი? სერიოზულმა ტონმა დამაფრთხო, ხომ არ ვეტყოდი შენი თვალების ნახვის მეშინოდათქო.
-ხანდახან სახლში მარტო ყოფნა ჯობია. ვცადე მოკლედ მეპასუხა.
-შენ კარგად იცი რომ მარტო ყოფნა არაფერს ჯობია. უემოციოდ განაგრძო ლაპარაკი.
-როცა მარტო ხარ, ვერავინ გატკენს. აღელვებულმა ვუპასუხე.
-თავად მარტოობაზე მეტად მტკივნეული არაფერია. ირონიულად მითხრა და სიგარეტს მოუკიდა.
-მეეჭვება მარტოობაზე რამე იცოდე. ვცადე თავადაც ისეთივე ტონით მეპასუხა.
-რატომ თვლი მასე? სიგარეტს იმხელა ნაფაზი დაარტყა მგონი ფილტვებში ჰაერის ადგილი აღარ დარჩა.
-შენნაირ ბიჭებს მაგის არაფერი გაეგებათ თავადო დადიანო. ვეცადე ამ ფრაზაში მთელი ის ირონია ჩამედო რაც გამაჩნდა.
ალექსანდრეს ჩაეცინა.
-ესეიგი ჩემნაირ ბიჭებს არაა...და მაინც როგორი ვარ, თუ საიდუმლო არაა თავადაზნაურო ამირეჯიბო. ირონით აღსავსე მზერა მომაპყრო და გაიცინა.
პასუხი არ მქონდა. ან მქონდა. ხომ არ ვეტყოდი, შენნაირი სიმპატიური ბიჭის მარტოობა წარმოუდგენელიათქო. (ან იქნებ ჯობდა მეთქვა კიდეც)
-ლუკა ბაბუს გავხარ ძალიან, მისნაირი კაცები კი მარტო არ არიან ხოლმე. (ვეცდე ორაზროვნად მეთქვა ჩემი სათქმელი)
-ჰო ლუკა ბაბუს ნაირი კაცი თინა ბებოსნაირი ქალის გარეშე ყოველთვის მარტოა. აზრი არ აქვს სხვა ვინაა მის გარშემო. ისე როგორც ბებო მიყვებოდა, ბაბუას თურმე თინას ახალგაზრდობას ახსენებდი. მიპასუხა ორაზროვნად და ისევ გამიცინა.
მზერა ჩანთის გვერდით დადებულ წიგნზე შეაჩერა,ტერენტი იყო.
-იქნებ ჩაი დაგველია. შენ კი ცოტას წამიკითხავდი. მითხრა ნაზი ხმით და მოლოდინით სავსე მზერა მომაპყრო.
*** ამ მზერას ვერ ვუძლებ.ძალიან მეშინია. გულის ამგვარ ფეთქვას ვერ ვეგუები.
არ გაქვს მაქვს უფლება ისევ გინდოდეს.
არ გაქვს უფლენა ისევ გრძნობდე.
არ გაქვს უფლება.
არ შეგიძლია . ვუმეორებდი ჩემ თავს და ვცდილობდი მასთან ერთად წასვლის ეს სურვილი როგორმე გამექრო.ჩემი მეორე მე სხვა რამეს ამბობდა, ეს იყო ის რაც მჭირდებოდა. ალექსანდრე იყო ის რამაც ჩემი გული ისევ აამუშავა. ვისმა ხმამაც საუკუნოდ გაყინული ჩემ სხეულის ყველა კუნჭული ერთიანად გაათბო, და ერთი გამოხედვით მიმახვედრა რომ პულსი კიდევ მესინჯება.
უძლური ვიყავი,ფიქრის აზრი არ ქონდა. ჩემ ტვინს გადაწყვეტილება უკვე მიღებული ქონდა.
-კარგი, წავიდეთ. ვუპასუხე მშვიდად

***
‘’შენთან ერთად მე სიცოცხლე მინდა
შენთან ერთად შემოდგომას ველი’’
დავასრულე მორიგი ლექსის კითხვა და ალექსანდრეს გავხედე,რომელიც უკვე ვინ იცის მერამდენე ჩაის სვამდა და თვალს არ მაშორებდა. დრო სადღაც გაქრა. სახლში წასვლის დრო იყო. (თუმცა როგორც არასდროს ისე ვგრძნობდი,რომ სახლში ვიყავი)
-ალექსანდრე,მგონი ჩემი წასვლის დროა. ხმაშიც კი მეტყობოდა,რომ ვცრუობდი.
-იქნებ დარჩენილიყავი,თუნდაც სამუდამოდ. ჩაილაპარაკა და თვალებში შემომხედა.

***
ცხოვრებაში ჩვენზე დამოკიდებული არაფერია.ადამიანები ვფიქრობთ რომ რაიმეს გაკონტროლება შეგვიძლია.ვეწინააღმდეგებით მთელი ძალით ცხოვრების ტალღებს და ვერ ვხვდებით რამმდენ რამეს ვკარგავთ გაუთავებელ ომში. ომში რომელიც მხოლოდ საკუთარი თავიკსენ არის მიმართული.
და როცა ვიაზრებთ,რომ ბრძოლა მხოლოდ დროის კარგვააა,
რომ ვერაფერი შეაჩერებს იმ სცენარს,რომელიც სადღაც ჩვენთვის დაიწერა.
უკვე გვიანია ხოლმე.
***

ალექსანდრედან 8 აპრილს რომ წამოვედი, იმის მერე აღარ მინახავს. შიშმა მძლია.ვეღარ ვნახე. არადა მინდოდა,ძალიან მინდოდა.ჩემი სურვილები ბოლოს მიღებდა. ძილი შევწყვიტე,ფიქრი შევწყვიტე. ყველგან ის იყო. ყველგან ის სცენა,როგორ იჯდა ჩემს წინ და ისმენდა ჩემს ხმას. ხმას რომელსაც უნდოდა რომ მთელი ცხოვრება ეძახა მისი სახელი.
მაგრამ მაშინ რა უაზრობაა ეს ყველაფერი?
ერთი ნახვით,იმხელა სიყვარულის დავიწყება თუ შეიძლება...
ერთი შემოხედვით,სხვა ყველა ძველი გამოხედვა თუ ერთიად ქრება მეხსიერებიდან...
ერთი ლექსით თუ სხვა ყველა პოეზიის დავიწყება შეიძლება...
რაღაა სიყვარული?!
არადა პირველივე 8 რიცხვმა გააქროა ყველა სხვა რიცხვები.
ალბათ ესაა სიგიჟე. სიგიჟე რომლისაც ძალიან მეშინი.


***
მაისია.ვარდობისთვე თუ რაღაც მსგავსი.ბანალური სიყვარულის და ჩვეულებრივობის დღესასწაული. ამწვანებულ მთაწმინდას შორიდანაც აღარ ვუყურებ.
უნივერსიტეტიდა აჩქარებული ნაბიჯით მივაბიჯებ სახლისკენ.
8 რიცხვია და უფრო მეტად მინდა მისი ისევ ნახვა.
ქუჩაში ვიღაც მაჩერებს.
აქოშინებული მეუბნებნა:
-კატო ხარ არა? ეს შენთან გამომატანეს. ხელში რაღაც მომაჩეჩა პატარა ბიჭმა და უკან მოუხედავად გაიქცა. დაბნეულმა გავხსენი პატარა კონვერტი,რომელსაც ლამაზი ასოებით ეწერა ,, ნოემბრის გოგოს,დეკემბრის ბიჭისგან’’ . ალექსანდრე იმხელა ხმაზე ვიყვირე გულში,რომ მეგონა ჩემი ყვირლი მთელ მსოფლიოს ესმოდა. ალექსანდრე ვიმეორებდი და ისეთბი თბილი ჟრუანტელი მივლიდა,რომლის წარმომავლობის ახსნაც შეუძლებელია.
კონვერტში სპეკტაკლის ბილეთი იდო ,, დარაბებს მიღმა გაზაფხულია’’.

მივუყვებოდი,ვარაზის ხევს და ვფიქრობდი,რა უნდა მექნა,ამდენი ხანი თავს ვარიდედბდი.ალბათ სრულიად უაზროდ.
უნდა მენახა,
აუცილებლად უნდა მენახა.
ძალიან მომენატრა მის ხმა.
უნდა ვნახო,ნუ გეშინია.
ნუ გეშინია...
დაე დავიწვა,დაე მომკლას...
მაინც უნდა ვნახო.

ჩემი პულსი ყოველგვარ რეკორდს ხსნიდა. მისი თვალების ნახვის პერსპექტივა მთელ სხეულის თრთოლვას იწვევდა...
ჰო...მაგრამ ჩემდა გასაოცრად ჩემ გვერდით არსებული ორივე ადგილი სხვამ დაიკავა.
ფარდა გაიხსნა და ყველა ჩემი შიში ერთიანად გაიფანტაა.
პირველივე გამოსახულება სცენაზე და ალექსანდრე.
პირველივე ფრაზა სპექტაკლში და ალექსანდრე.
პირველივე სიმღერა, იდუმალი ხმა და ალექსანდრე.
პირველივე შეხება სხვა გოგოსთან ,ეჭვიანობა და ალექსანდრე.
პირველივე ღიმილი ,სითბოთი სავსე და ალექსანდრე.
პირველივე ლექსი ,მწავნე თვალები ჩემსკენ მოპყრობილი და ალექსანდრე.
პირველივე მიტოვება ,ჩემი მიტოვების შიში და ალექსანდრე.
პირველივე ცრემლი მწვანე თვალებზე,მათი მოწმედის სურვილი და ალექსანდრე.
ფარდა დაიხურა და მე...
მე ასე 8 მოქმედებაში შემიყვარდა ალექსანდრე დადიანი.

მივხვდ,რომ უნდა დავლოდებოდი.უნდა მენახა ამ ყველაფერის შემდეგ. ისე არ შეიძლებოდა.უნდა მენახა. ვხვდებოდი რომ აღარ მეშინოდა იმ ფაქტის რომ,გრძნობა ისევ გამიჩნდა. მისმა თვალებმა ყველა ფიცი ერთიანად გამატეხინა.ყველა კედელი,რომელიც ჩემსადა გრძნობებს შორის ავღმართე ერთიანად დაანგრია. ყველაფერი აქამდე არსებული,ერთიანად გააქრო.

-დიდხანს თუ გალოდინე ბოდიში. ჩამჩურჩულა ყურში და ისე ნაზად მაკოცა ლოყაზე რომ,ლამის იქვე დავდნი.
-ლოდინი არაფერია,როცა იცი რომ აუცილებლად მოვა. ვეცადე მაქსიმალლურად დამემალა ის ცრემლ ნარევი ღიმილი მისი სცენაზე ხილვისგან რომ დამრჩა.
-ჰო..მაგალითად მე მთელი ცხოვრება გელოდე. ასე რომ ეს მცირე ხნიანი დაგვიანება მაპატიე. ისევ გამიღიმა და ხელი ნაზად ჩამკიდა.
-იქნებ ისევ დაგველია ჩაი ერთად. ( ჩემი სითამამე მაოცებდა)
-,, მზად ვარ გისმინო და გემსახურო’’ სიცილით მითხრა ალექსანრემ
- რა მარტივია შენთან საუბარი. სიცილით ვუთხარი და ამჯერად ერთად ავუყევით მთაწმინდის აღმართს.

***

ალექსანდრეს იშვიათად ვნახულობ,არვიცი რა უნდა ვუწოდო ჩვენს ურთიერთობას.
ესაა ყველაზე დისტანციური და ამავე დროს ყველაზე ახლო ურთიერთობა. მაშინაც კი როცა ერთად ვართ,თითქმის არ ვსაუბრობთ. ან ვკითხულობთ ან ჩუმად მივუყვებით ხოლმე თბილისის გადატვირთულ ქუჩებს და ამ ხალხმრავლობაშიც მარტო ჩვენ ორნი ვართ ხოლმე. ჩვენი სატელეფონო მიმოწერა,დილა საღამოს დილამშვიდბუსა,ტკბილი ძილით.სად ხარ? სახლში მალე მიდითი შემოიფარგლება. ერთმანეთს არც კი ვეხებით და მაინც ყველაზე ახლოს ვართ ერთმანეთთან.ხანდახან თუ შემომხედავს გაიღიმებს და ასე ვაგრძელებთ ხოლმე ჩვენს უსასრულო გზას. ვხედავ როგორ აყოლებენ ქუჩაში თვალს ალექსანდრეს,მის დახვეწილ გარეგნობას. საროჩკას და უნიკალურად მოვლილ წვერს. საშინლად ეჭვიან ადამიანად მაქცია დადიანის ბიჭმა. თავად კი...არც კი ვიცი რას გრძნობს,რა უნდა ჩემგან.ვაიდა ერთდღეს წავიდეს...


***
დიდიხანი გავიდა რაც არ მინახავს.არ დამკავშირებია. არადა მენატრება.
ზაფხულია,მეგობრებმა სამ დღიანი ხვეწნის შემდეგ მაინც დამითანხმეს საღამოს რაღაც ფართიზე წასვლაზე. გოგოები სულ მეჩხუბებიან მაგ ბიჭის იქით აღარაფერი გინდაო. არადა როგორ გინდა კიდევ რამე გინდოდეს მის მერე.
მასზე გაბრაზებული ვიყავი,ბოლო კვირაა უსიტყვოდ გაქრა,არც დილამშვიდობისა,არც სად ხარ და საერთოდ არაფერი. ალბათ სწორედ ამტომაც გადავწყვიტე კლუბში გავყოლოდი გოგოებს. ვიცოდი რომ ეს არ მოეწონებოდა. ან უბრალოდ მეშინოდა რომ სახლში დარჩენილს იმაზე ფიქრი გამაგიჟებდა,ვაი თუ სამუდამოდ წავიდა.

ზოგადად არც დალევა მიყვარს და არც ცეკვაა ჩემი საქმიანობა. იმ დღეს მაინც გადავწყვიტე,რომ ალექსანდრეს ვინმე სხვა ბიჭშიც აღმოვაჩენდი. სრულიად უცხო ბიჭთან გავატარე ნახევარი საღამო, გამიზნულად გადავიღე არაერთი სურათი. (ზუსტად ვიცოდი,რომ ნახავდა). თუმცა ბოლოს სასმელი იმდენად მომეკიდა.მივხვდი დრო,იყო ჩემი ადგილი დამეკავებინა ,რომელიც დაკავებული დამხვდა
-იცი ?! ძალიან ეჭვიანი ვყოფილვარ. აქამდე არ გაგონილი ხრიწიანი ხმით მითხრა და ჭიქა მოიყუდა.
-ოჰ იკადრეთ გამოჩენა?! ირონიულად ვუპასუხე და ჩანთა ავიღე . მასზე გაბრაზენული აქამდე არასდროს ვყოფილვარ.თუმცა ახლა,სიმთვრალემ იჭარბა ჩემში და მივხვდი რამდენად ნაწყენი ვიყავი ამ ერთ კვირიანი პაუზის გამო. პასუხს აღარ დავლოდებივარ ისე გაავაგრძელე გზა. ბარიდან რომ გავდიოდი ისევ წამომეწია ნაცნობი და უფრო გაბრაზებული ხმა,
-როგორ ფიქრობ,ასე ნასვამი სად მიდიხარ?
-არამგონია შენ საქმეს წარმოადგენდეს.ცივად ვუპასუხე და ტაქსის ნომერი ავკრიფე.
-ჩემთან ერთად მოდიხარ. ისეთი ხმა ქონდა შეწინააღმდეგების მეშინოდა.
--როგორ გგონია? ასე როცა გინდა გაქრები მერე ისევ გამოჩნდები და მე შენ ჭკუაზე ვივლი? სისულელა ალექსანდრე. მე შენი სათამაშო არ ვარ. ტირილისგან თავს ძლივს ვიკავებდი.
-სასმელი შენზე ცუდად მოქმედებს.აღარ დალევ. კიდე ერთხელ გიმეორებ,ჩემთან ერთად მოდიხარ.
-არა არ მოვდივარ. მოჭარბებულმა ცრემბლებმა ისე დაუკარგა ჩემ ხმას სიმტკიცე რომ,კნავილის დაემსგავსა ვითომდა და მკაცრად ნათქვამი სიტყვები,
-ესეიგი არ მოდიხარ არა? გაიცინა ალექსადრემ.
-რა გაეწყობა ძალით წაგიყვან. არ წყვეტდა ცბიერ ღიმილის. მოულოდნელად ხელში ამიყვანა და მანქანისკენ წავიდა.
-სულელო დამსვი,ვყვიროდი ბოლო ხმაზე. თუმცა გულის სიღრმეში ძალიან მეღიმებოდა ამ ფაქტზე,
-დამსვიითქო,ვუმეორებდი ჯიუტად. თანაც უაზროდ.პასუხსაც არ მცემდა.მხოლოდ იცინოდა.
მანქანაში,რომ ჩამსვა უკვე ისეთი გათიშული ვიყავი,რომ ეგრევე ჩამეძინა.ვერც ის გავიგე სად ამოვიყავი თავი და ვერც ისე,როგორ მმივედით სახლში. მხოლოდ ის მახსოვს. მანქანის სალონის სიმაგრე,რბილმა საწოლმა რომ შეცვალა. მერე ისევ გავითიშე.

დილა განსხვავებულად დაიწყო.თვალები,რომ გავახილე მივხვდი,რომ ჩემს ოთახში არვიყავი. მეხსიერებაში აღვიდგინე გუშინდელი საღამო.მმხოლოდ მანქანა და ალექსანდრე მახსოვდა,რომელიც ეჭვიანობაზე მებოდიალებოდა რაღაცას. ოთახიდან გასვლისთანავე სამზარეულოში მჯდარი ალექსანდრე დავინახე. ერთი წუთით კარებთან გავჩერდი და წარმოვიდგინე,რა იქნებოდა ყველა დილა ასე რომ,იწყებოდეს. მე და ის.მხოლოდ ჩვენ ორნი,უამრავი დილა და ღამე ერთად. მომავალი რომელსაც ახდენა არ უწერია,

ჩემი მოუხერხებლობის გამო,ფეხი რაღაცას წამოვკარი და მასთან შეუმჩნევლად მისვლა არ გამომივიდა
-ოჰ გაგიღვიძია. გამიღიმა,თუმცა გუშინდელი სიმკაცრე ხმაში ისევ იგრძნობოდა.
-არ მეტყვი აქ რამინდა? ვეცადე მეც მაქსიმალური სიბრაზით მეპასუხა. მოდი აქ დაჯექი და მოგიყვები,მის გვერდით მდგარ სავარძელზე მიმითითა.
-პირველ რიგში ბოდიში 1 კვირისთვის. უბრალოდ მეშინოდა,ჰოო მეშინოდა შენდამი ჩემი გრძნობების. აქამდე არაფერი მსგავსი არ ყოფილა ჩემს ცხოვრებაში. პირველად იყო რომ ადამიანს ვუყურებდი და ამოუცნობ სიმშვიდეს ვგრძნობდი. მეშინოდა რომ,ეს გრძნობა ნამდვილი არ იყო.მეშინოდა რომ გულს გატკენდი. მე კი ეს საშინლად არმინდოდა. საკუთარ გრძნობებში გარკვევას ვცდილობდი და გუშინ ის სურათი,რომ ვნახე....ღმერთო გეფიცები მზად ვიყავი,რომის ტიპი მომკლა. ამ ეჭვიანობამ მიმახვედრა,რომ მე უნდა ვიყო ერთადერთი ვინც შენს გვერდით იქნება,სხვა არავის აქვს ამის უფლება.მხოლოდ მე უნდა ვიყო შენთან.
მიყვარხარ კატო და ამას ვეღარაფერი შეცვლის.სულ ამირიე თავგზა ამირეჯიბის ქალო. ღრმად ჩაისუნთქა და შემომხედა.
მე კი ამ დროს მის სიტყვებს არაღც ვუსმენდი.სადღაც ძალიან შორს ვიყავი. ჩემ თავში სრული არეულობა იყო. ერთმანეთს შიში და სიყვარული ებრძოდნენ. ზუსტად ვიცოდი,რომ მასთან მინდოდა მთელი ცხოვრების გატარება.მაგრამ არვიცოდი ეს ,,მთელი ცხოვრება’’ რამდენ ხანს გასტანდა. ვიცოდი,რომ მის წასვლას თუნდაც ძალიან ბევრი წლის მერე,ვერ გადავიტანდი.თუმცა სიყვარულს რომელიც,მთელ ჩემ სხეულს ცაში აფარფატებდა და ათბობდა ვერაფერს ვუხერხებდი. ძველი ჭრილობები მთლიანად ამოავსო მისმა სიტყვებმა,ყველა ნაპრალიდან ერთიანად ამოხეთქა სხივებმა და გაანათა ჩემი ცხოვრება, მაშინ გამახსენდა თინა ბებოს სიტყვები : ,,შენი სიყვარულით ანთებულ თვალებს რომ დაინახავ განიკურნები,მა რას იზავო’’.
შიშის დრო აღარ იყო.მან მე განმკურნა.მთელი ცხოვრება მასთან უნდა გამეტარებინა.

უცერემონიოდ ავდექი,მივუახლოვდი. ჩურჩულით ვუთხარი ,, მიყვარხარ,სამუდამოდ’’ და ურცხვად შევეხე მის ბროწეულისფერ ტუჩებს.


***
რისთის ღირს ცხოვრება? ალბათ ხშირად დამისვამს საკუთარი თავისთვის ეს კითხვა.
რატომ გავუძელი არაერთ თეთრად გათენებულ ღამეს.
რატომ არ მივატოვე ცხოვრება მაშინ?
ახლა ყველა ამ კითხვაზე ერთი პასუხი მაქვს,ალექსანდრე.
რომლის დანახვაზეც,თავს სახლში ვგრძნობ
სადაც არ უნდა ვიყო,მასთან ერთად სულ სახლში ვარ.
მასთან ერთად ვცხოვორბ პატარა სამყაროში,რომელიც ჩვენ გამოვიგონეთ ამ ნაცრისფერი ცხოვრებიდან გასაქცევად.
ჩვენთან სულ ზამთარია,მაგრამ არასდროს გვცივა
ყველაფერი შავ-თეთრია მაგრამ მაინც ყველგან იგრძნობა სიფერადე. .
მუდმივად ისმის ,WISH YOU WHERE HERE’’-ს ხმა,რომელიც
თითქოს გვახსენებს რატომ შევქმენით ეს სამყარო,
გვახსენებს როგორ გვჭირდება ერთმანეთი.
(რათქმაუნდა ,,ჩვენი’’ სამყარო მახსენებს,როგორ მჭირდება მე ის)

***
მთაწმინდის აღმართზე ისევ დაეხეტება არაერთი სული,რომლებიც ერთმანეთს ეძებს.
მოხუცები ისევ ყიდიან ყვავილებს და ათბობენ სუსხიან შემოდგომას.
ერთმანეთი ისევ უყვართ როგორც ადრე.
პირობა სამუდამოდ, ერთად პირნათლად შეასრულეს.
აგერ უკვე მერამდენე ათწლეულს ითვლიან.
იხსენებენ წარსულს და ხვდებიან,რომ ყველა ადამიანს აქვს თავისი გზა გასავლელი.გზა,რომელიც ქარებითაა სავსე და ბოლოს მაინც მზიანი დღეეით სრულდება.
რომ ხანდახან საჭიროა გავუძლოთ
ნომებრის ქარებს,
დეკემბრის ტალახს,
იანვირს თოვლს
თებერვლის ყინვებს
მარტის ცვალებადობას
აპრილის სურნელს
მაისის ერთფეროვენბას
ივნისის სითბოს
ივლილის სიცხეს
აგვისტოს ხანძარს
სექტემბრის სიოს
ოქტომბრის სიყვითლეს
და...
ერთხელაც...
წელიწადის რომელიმე მეხუთე დროს დავრწმუნდებით რომ
,,დარაბებს მიღმა... ადამიანია’’
ადამიანი,რომელიც ყველა დაკარგულ და ცრემლში ჩაფლულ სეზონად ღირდა.


***

-არ გამიცივდე მოხუცო. სითბოთი აღსავსე მზერით მიაფარა პლედი ალექსანდრემ ყვავილების გასაყიდად მჯდარ ეკატერინეს,
-პლედი რად მინდა? აგერ არ მყავახარ მზე? სიცილით უპასუხა მანამც და აკანკალებული ხელი ჩასჭიდა თვალცრემლიან მოხუცს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent